შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარაფერი ( თავი 1 )


10-07-2019, 16:26
ავტორი მარიამმე
ნანახია 1 147

რამდენჯერაც ამ სიმღერას მოვუსმენ,რამდენჯერაც ამ ჰანგებს გავიგონებ, რამდენჯერაც ამ გრძნობას შევეხები, იმდენჯერ, იმდენჯერ გამახსენდები და მოგონებებს გავაცოცხლებ, რომლებიც დიდად არ გამოირჩეოდა, თუმცა ყველა ემოციას იტევდა....
ლილე, სიტყვებით ძნელია აღწერო როგორი ბავშვი იყო, (მკითხველო, არ გაშინებ, თუმცა არც კარგის მოლოდინს გაუწყებ, წაიკითხე, შეიგრძენი ის, რაც ლილემ შეიცნო) ის მზე, მთვარე და ვარსკვლავი იყო ყველასთვის. მასზე უკეთეესი არავინ იყო, უდავოდ კეთილი, ჭკვიანი, ბეჯითი და ლამაზი არსება იყო. "მარიტას" როგორ შევადარო, თუმცა მას ჰგავდა. მისი შემხედვარე, სიცოცხლე მეორედ მოგინდებოდა. ზღვისთვალა, გრძელი წითელი თმების და ღაჟღაღა ლოყების პატრონი იყო. არც ნაკვთებს უჩიოდა და არც ტან-ფეხს. მზემ გაკოცაო, ხშირად ეუნებოდა თორნიკე. ( აჰაამ, უკვე შემოგაპარეთ ეს არწივივით ბიჭი, სვანეთის მშვენება, არ "გამაზოთ" და წაიკითხეთ) ლილე თბილისის ერთ ლამაზ უბანში ცხოვრობდა, ვერაზე. იტალიური ეზო სავსე ჰქონდათ ნაირფერი ყვავილებით. გულანშაროს მოგაგონებდათ მერწმუნეთ, მაგრამ არ ჰგავდა ლილე ფატმანს, ის თინათინის, ნესტანისა და ასმათის ნარევი იყო. გული კი ჰქონდა ფატმანის, ისიც კეთილი და უხვი იყო. ( შედარებები და ეპითეტები მიყვარს, მეტაფორებიც შეგხვდებათ, გაპიროვნებებიც და ერთი-ორი ჰიპერბოლა) ჩვენი ლამაზმანი, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. სვანეთის ტრადიციული გვარის წარმომადგენელი იყო ლილე. მამამისი ცნობილი ოქროს მომპოვებელი ალექსანდრე გვარლიანი იყო, დედა კი კახთა, თელაველი ბატონიშვილის შთამომავლის, თეიმურაზ აბაშიძის ასული ნატალია იყო. ერთმანეთი თბილისში გაიცნეს, გვარლიანების საგვარეულო ოქროს გამოფენაზე და ერთი ნახვით სიყვარული, ერთი დიდი ოჯახით დააგვირგვინეს. ლილე და სოლო გვარლიანები მათი ამომავალი ციური მნათობები გახდნენ. ლილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებზე, საბაკალავრო პროგრამაზე. ის უნივერსიტეტის მშვენება იყო. ყველას მისკენ გაურბოდა თვალი, თუმცა ლექსო გვარლიანს ამას ვინ გაუბედავდა და ბიჭებიც, პლატონური სიყვარულით, მალავდნენ გრძნობებს. თუმცა ყველას ერთ ქვაბში ხომ არ მოვხარშავთ?! ვერის უბნის ამბები, სიმშვიდე და ჰარმონია დაირღვა. ვაკეში ახალი ლამაზმანი გამოჩნდა, ოღონდ ის გოგოების ყურადღების ობიექტი გახდა. ქალაქში ხმა გავარდა, მერაბ ახვლედიანის ვაჟი დაბრუნდაო და შეიძრა იქაურობა. "პაპის ნაჭამმა ატამმა, შვილიშვილს მოსჭრა კბილიო" ზუსტად ამის თქმა შემიძლია. მერაბის პაპა, შალვა, ქურდული მენტალიტეტის წარმომადგენელი იყო და ყველა ერიდებოდა მას, მის ოჯახს, განსაკუთრებით სვანეთის ზე-საგვარეულო, მაგრამ წეღანაც ხომ აღვნიშნე?! ყველა მსგავსი ხომ არაა?! ყველა ინდივიდუალურია, განსხვავებული და სწორედ, ეს სძენს ამ ცხოვრების ერთფეროვნებას , მრავლფეროვან იერსახეს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა უამრავი ფერითაა გასხივოსნებული, მაინც ერთ დიდ რეალობად ვხედავთ ყოველივეს, ისიც რომ არა ოპტიკური ილუზია, რა აზრი ექნებოდა ჩვენს არსებობას?! რომ არა ყველა ფერი , რა აზრი ექნებოდა ყველაფერს?!
ლილე ჯავახიშვილის ეზოში, მშვიდად იმეორებდა საგამოცდო მასალას და გვერდით მჯდომ მეგის შიგადაშიგ ახედავდა და უღიმოდა. ეს წყნარი ატმოსფერო დაარღვია, მანქანის უზადო სიჩქარით გაჩერებამ და ინერციის შედეგად წამოსულმა ხმაურმა. გამონაბოლქვსა და მტვრის ბურუსში აირია ბიჭობა. ლილეს არ გამოჰპარვია მწვანეთვალები, ათლეტური აღნაგობა და ღიმილი, რომელიც ნირვანაში გადაგაბრძანებდა. თვითონაც იგრძნო, რომ ეს რაღაც სხვა იყო, თუმცა გონებით გააქარწყლა და ისევ საქართველო-ნატოს ურთიერთობების კითხვას შეუდგა.


უპირველესყოვლისა, მოგესალმებით. უეცარი შთაგონების შემდეგ, გადავწყვიტე პოზიცია შემეცვალა და არამც თუ ერთი ჩვეულებრივი მკითხველი, არამედ მწერალი გავმხდარიყავი. ესეც ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა მსურს ჩემი ნაჯღაბნი თქვენ გაგიზიაროთ. არაერთხელ დავწერე, თუმცა ჩემს თავზე გაბრაზებულმა წავშალე და დავაშავე. ამიტომ, ასე მსურს ჩემი შრომა შემოვინახო და არაფრისგან, რაღაც კარგი შევკერო. ჯანსაღი კრიტიკა კარგია, თუმცა მე სტილს არ შევცვლი, თუ არ მოგეწონებათ ნურც წაიკითხავთ. მე ჩემი "გავისწორე "და დავწერე :დდდდ იდეალური არავინაა, შეიძლება გამეპარა კიდეც შეცდომები;დ იქნება ეს სინტაქსური, მორფოლოგიური თუ პუნქტუაციის, მარა ვიმედოვნებ არ შეიმჩნევთ. თავებს რაც შეეხება, ჩემზე ბედრიერი ამ საიტზე არავინ იყო ხოლმე უზომოდ დიდი თავები, რომ იდებოდა;დდ მარა ამბის მბობა იქ გავწყიტე, სადაც საჭიროდ ჩავთვალე. დროის სიმწირე მაქვს და რამდენად ხშირად დავდებ არ ვიცი, მაგრამ გპირდებით ბევრს არ გალოდინებთ და ბოლომდეც დავასრულებ რომანს;დ ამბიციები და მოლოდინები ცოტა მაქვს, სხვანირად ვერ გამოვა ეს ჩემი თანმდევია და აბა ჰეეთ, იმედია წაკითხვად ღირს! :დდ ღმერთმანიი, ძალიან აჟიტირებული ვაააარ;დდდდ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent