შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულით მოგებული ბრძოლა(თავი 2)


10-07-2019, 22:49
ავტორი მმარიამმი
ნანახია 1 875

დილაადრიან შევვარდი ილიასთან და დავატერორე.
-ილია ადექი დროზე.
-რა ჯანდაბა გინდა გოგო საათის ცნობა დაგავიწყდა?
-არაფერიც არ დამვიწყებია.ჩქარა ადექი საქმე მაქვს.
მალევე ადგა და მოწესრიგდა.
-ჰე ახლა მითხარი რა გინდოდა.
-აქვე რომ კაფეა გავიდეთ და ვისაუბროთ კარგი?
-კი მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი რა ხდება.
-არაფერი ისეთი.
10 წუთში კაფეში ვიყავით.
-მოკლედ,ილია ყველაფერი მინდა რომ მომიყვე რაც კი დათა წერეთლის შესახებ იცი.
-შენ ძალიან ჩაგითრია მაგ ბიჭმა.რაიმე პირაული ხომ არ არის?
-ილიაა.-მომთხოვნი სახით გავხედე და თვალებით ვთხოვე დროზე მოეყოლა ყველაფერი.
-ნუ რას წარმოადგენს ეგ შენც იცი.დამატებით რაც შემიძლია გითხრა ის არის რომ 13 წლის წინ მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა,კიდევ უმცროსი და ჰყავდა,მან კი 2 წლის წინ თავი მოიკლა.
მისმა მონაყოლმა სრულიად შემძრა.თურმე რამდენი რამ გადაუტანია ბატონ წერეთელს.
-და რატომ?
-ბატონო?
-რატომ მოიკლა თავი?
-ეგ არავინ იცის დეა.
^^^^^^^^^^^^^^^^^
„ყველაზე დიდი დანაშაული საკუთარი დანაშაულის გაუცნობიერებლობაა“
რამდენიმე დღეში დავადექით საქართველოში მიმავალ გზას.თვითმფრინავში შევედი და ჩემი ადგილი დავიკავე.მალევე მომიჯდა წერეთელი.
-ოჰ ისევ შენ?
-დიახ ისევე მე.-ნიშნისმოგებით მიპასიხა და ღვედი შეიკრა.
აფრინდა თუ არა თვითმფრინავი მაშინვე ტელეფონი ავიღე და ბლოკი მოვხსენი.მხოლოდ ახლა შევამჩნიე როგორ იბრძოდა 1%-ზე მყოფი ტელეფონი.ახლა რაღა მეშველება?მუსიკას თუ ვერ მოვუსმინე შიშისგან მოვკვდები.ყოველთვის მაშვიდებდა მუსიკა და დღემდე ასეა.გულში ვგლოვობდი,მაგრამ მალევე დამარტყა ტვინში ჭკვიანმა დეამ და მოქმედებისკენ მიბიძგა,
-შეგიძლია ტელეფონი მათხოვო?-ვკითხე წერეთელს და პასუხის მოსასმენად გავირინდე..
-რრად გინდა?იქაც რაიმე უნდა მოძებნო ჩემს შესახებ რომ სტატია დაწერო?დავიჯერო ასეთი მოთხოვნადი ვარ?-ირონიულად მიპასუხა და ცინიკურად ჩაიღიმა.
ვიცი მართალს ამბობდა,მაგრამ მე რის დეა აბაშიძე ვიქნები თუ ვინმეს დავითმობ.
-მე თუ რაიმეს ცოდნა დამჭირდა შენს შესახებ ისედაც გავიგებ.ჰო კიდევ მართლა გულწფელად გიხდი ბოდიშს ჩემი საქციელისთვის და იცოდე რომ მე უმიზეზოდ ყოველ წუთას ბოდიშებს არ ვიხდი.ჰო ვაღიარებ რომ საშინლად მეშინია ფრენის და მუსიკა მაწყნარებს.მაგრამ იდენად გამოშტერებული ვარ ტელეფონის დატენვა დამავიწყდა და ხედავ კიდეც ახლა შენ რომ გეხვეწები.-ყველა სიტყვა გულიდან ამოვიდა,ის ბოდისიც კი.ცხოვრებაში პირველად მოვუხადე ბოდიში ვიღაც უცხოს,მაგრამ რა ვქნათ რომ ეს ბოდიში დაიმსახურა?
-გამომართვი.-ტელეფონი გამომიწოდა და შეკრული წარბები ჩვეულ ფორმას დაუბრუნა.
-მალობა.-ბავშვურად გამოვართვი და მუსიკების ძებნას შევუდექი.საოცარი გემოვნება ჰქონია დათას.ტელეფონი ხომ ძალიან კარგი ჰქონდა,მაგრამ სიმრერები?წამში ვპოვე სიმშვიდე და მუსიკებთან ერთად ფიქრებში გადავეშვი.თურმე რა ცოტაა საჭირო იმისთვის რომ ადამინმა შენი დამშვიდება შეძლოს.
დიდხნიანი მგზავრობის შემდეგ ძლივს ჩამოვფრინდით.ბარგი ავიღეთ და გასასვლელისაკენ გავემართეთ.ზუსტად ვიცოდ,რომ მოუთმენლად გველოდნენ ტასია და იოანე.მალევე მოვკარი თვალი ჩემს ძმას.დავინახე როგორ იდგა ჩემგან ზურგშექცევით.ძალიან ჩუმათ მივუახლოვდი,წელზე შემოვახტი და თმების ჩეჩვა დავუწყე.
-ჩემი იოოო,ჩემი სიცოცხლეე,ჩემი ქერა ჯონი დეპი.-აღტაცებულმა მივაყარე ეს ყველაფერი გახარებულ იოანეს და კიდევ უფრო მაგრად,ტკიპასავით მივეკარი ზურგზე.თავი შევატრიალე და დავინხე გაოცებული წერეთელი.
-კიდე კაი მძიმე არ ხარ თორემ რა გათრევდა წელით?-გამიღიმა იომ და ქვემოდან ამომხედა.
-გოგო მე არ უნდა ჩამეხუტო?-ახლა ტასო ჩაგვერთო.
-შენ გყავს ილია და იმას ჩაეხუტე.-მწარედ ვიხუმრე და მომღიმარ ილიას თვალი ჩავუკარი.
-ამ დებილს რატო უნდა ჩავეხუტო?ვერ ხარ შენ რა.-დასკვნა გამოიტანა და იოს მანქანაში გაბრაზებული ჩაჯდა.
მთელი საღამო ფილმების ყურებასა და ჭორაობას დავუთმეთ.ვინაიდან შვებულება ავიღეთ რაჭაში გადავწყვიტეთ წასვლა.ერთი წლის წინ იომ საკმაოდ ახალი კარგად ნაშენებიიი ხის სახლი იყიდა.საოცარი ბუნება და სიმყუდროვე იყო.აი ასე დავადექით ველევისკენ მიმავალ გაზას დილის 6 საათზე.ვინაიდან ტასო დაა ილია მეზობლები იყვნენ ერთად გადავანაწილეთ.რამდენიმე საათში რაჭაში ჩვენს კეთილმოწყობილ სახლში შევაბიჯეთ ფეხი.ბიჭები ქალაქში გავუშვით პროდუქტების საყიდლად,ჩვენ კი მთელი სახლი დავალაგეთ.ოთახებიც მოვაწყვეთ,ვიბანავეთ და ტყეში წასასვლელად მოვემზადეთ.რთულია რაჭას ესტუმრო და მისი ულამაზესი ტყეები არ მოიარო.საღამოს ხუთი საათი იყო და ბიჭები კიდევ ქალაქში ბრძანდებონენ.კიდევ კარგი ცოტაოდენი საჭმელი მაინც წამოვიღეთ თბილისიდან თორემ მაგათ იმედზე ჩემი მტერი იქნა.მალევე ავიღეთ გეზი ტყისკენ.გზაში ძალიან ბევრი ვიჭორავეთ,არც ტყეში შესულებს დაგვვიწყნია საუბარი,ჰო და ასე აპარაკ-ლაპარაკში შევედით შუა ტყეში.უკვე კარგადაც ჩამობნელებულიყო.
-დავიკარგეთ?-შეშინებულმა იკითხა ტასომ.
-შენი აზრით.
-აუუუუუუ.-კინაღამ ტირილი დაიწყო.
-გოგო ჩუმად.რა გგონია,შენი აზრით აქ ცხოველები არ არიან?
ახლა უფრო და უფრო უმატა კივილს,მხოლოდ მაშნ გაჩუმდა,როცა რაღაცამ გაიფხაკუნა.
-ფუუ ამის.გოოგ ხომ გითხარი არ იკივლოთქო.კარგი რა ტაასია.-ერთდროლად გაბრაზებულიც ვიყავი და შეშინაბულიც.
მაევე შევამჩნიეთ მამაკაცის სილუეტი.
-გვეშველა გოგო მგონი.-გადმომიჩურჩულა შვებამოგვრილმა ტასომ.
-არა რა შენ ყველგან ხიფათს ეძებ?-ისევ იმ გამაბრუებელ ბარიტონს და უთბილეს ნაცრისფერ თვალებს წავაწყდი.
-არა რა რა დავაშავე ასეთი რომ ყველგან შენ უნდა გხედავდე?ხო არ დამსდევ შემთხვევით ჰა?შურისძიება ხომ არ მოუნდა წერეტლების ბიჭს?
აი ამაზე ისე გულიანად გადაიხარხარა რომ მეც ჩემდაუნებურად სიცილი ამიტყდა.
-დაიკარგეთ ჰო?
-აუ კი და თუ გვიშველი კარგს იზამ.-გამოეპასუხა ტასია.
-სად ცხოვრობთ?
ტასომ მისამართი მიასწავლა.
-უჰ მეზეობლები ვყოფილვრთ.
-ბატონო?-გაოცებულმა დავსვი კითხვა.
-მეზობლები ვართო,მე ზო ბლე ბი.-ისე მითხრა ტასიამ როგორც პატარა ბავშვს და სიცილი დაიწყო,ბატონი დათაც აჰყვა.მალევე მიგვაცილა სახლამდე წერეთელმა და ჩვენი სახლის გვერდით მდებარე ეზოში შევიდა.
თავქუდმოგლეჯილი შევვარდი ეზოში და ჰამაკში ჩავჯექი.
-რა იყო ახლა ეს?რა საქციელები გაქვს ამხელა გოგოს.კაცი აქეთ უნდა გიბრაზდებოდეს და ამ დროს რას აკეთებს?რასაც ქვია თავზე გევლება.შენ კიდევ დგები და ეჩხუბები.-გამწარებულმა დაიწყო ტასომ და საქანელაზე დაჯდა.
-არა რა ძალიან შევცდიი ყველაფერი რომ მოგიყევი.-ამოვიბუზღუნე და ფრჩხილებს დავაკვირდი,ვითომ ძალიან ვიყავი დაინტერესებული მათი დათვალიერებეთ.
-რატომ?სიმართლეს რომ გეუბნები?
-არ გინდა სიბრძნის ფრქვევა.ესენი კიდე სად წავიდნენ?უიმეე.ორი ლუკმის გარდა კუჭში არაფერი არ ჩამსვლია.
აი ასეთ ლანძღვაში ვიყავი გართული როცა ეზოში სამი მამაკაცი რომ შემოვიდა.ბატონი იოანე,ილო და კიდევ,კიდევ...არაა არ მჯერა.ამას რა ჯანდაბა უნდა?
-ბიჭი შენ ტვინი გაგიხმა ამ სიცხეში ხო?მოვკვდით მშივრები ამბროლაურში გაგიშვით თუ მანჰეტენზე?არც კუჭმა შეგაწუხა და არც სინდისმა საცოდავი და და მეგობარი მშიერი რომ დატოვე?მთელი დღე არ დაგვისვენია და თქვენ დადიხართ ხო ამ თავიდან იმ თავში?-გაბრაზებული მოვყევი ძმის ლანძღვას.საერთოდ არ მცხვენოდა იქ მყოფი დათასი.
-აუუ დეა კაი რა.-ამოიბუღუნა იომ და შემეგ ძველებურად გამიღიმა.-გაიცანი ჩემი პარტნიორი დათა.-არა რა რანაირიბადამიანი ვარ? არც კი დავინერესდი იმით თუ ვინ იყო ჩემი ძმის კომპანიის მეწილეე?მითუმეტეს როგორც ვიცი 60%-ს ის ფლობს. თან დავდექი და სტატაიც მასზე დავწერე. არა რა თავი მაქვს მოსაკლავი.ესეიგი ილოც თავს იშტერებდა არა? ოჰ.
-ვინ?ვინ შენი პარტნიორი?ეს არის ის დათა.
-ჰო რა იყო?
-არაფერი.-ჩხვირი ავიბზუე და ისევ ჰამაკში ჩავჯექი.
-მოიტანეთ ხალხო საჭმელი თუ არა?-აქამდე ჩუმად მყოფი ტასო ალაპარაკდა.
-აუ კი და გააკეთეთ რა რამე.-ახლა ილოც შემოგვიერთდა.
-რაო?მომინდომე ახლა.ამდენი ხანი გვალოდინეთ და ახლა საჭმელი გინდათ ხო?ადექით და თვითონ გააკეთეთ.
-რა პრობლემაა რო?-ახლა ეს გამომიხტა.
-არანაირი.
-ჰო და გელით.ვკვდები ისე მშია.
მალევე მიგვიპატიჟეს სუფრასთან.პირველივე რაც დავინახე ჩემი საყვარელი სპაგეტი იყო.ხელი დავავლე და თეფშზე ბლომად გადმოვიღე.პირველი ლუკმა ჩავიდე და სიამოვნებისგან ამოვიხვნეშე.არ გამმომპარვია როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე წერეტემა.
-რაო მოგეწონა?-ჩვეული მხიარულებით მკითხა ილომ.
-ვაიმე ილო საოცრებაა,აი საოცრებბა.რომელმა გააკეთეთ?
-დათამ.-ამჯერად იოანემ გამცა პასუხი.
არა ყველანაირად იდეალური როგორაა ეს ბიჭი?დავიჯერო ნაკლი არ აქვს?არა რა მიანც გიპოვი ნაკლს წერეთელო.

.................................................................................
„ბედნიერი დღის მოლოდინი ,ხშირად უფრო უკეთესია ვიდრე თავად ეს დღე.“
.............................................
ახალი დღე ადრიანად დავიწყეთ.დილის 6-ზე ავდექით და ბიჭების გაღვიძებამდე კვლავ ტყეში გადავწყვიტეთ წასვა.ტასო წყაროსთან გაჩერა მე კი გზა განვაგრძე.რატომ,აი რატომ ვარ ასეთი სულელი?რატომ დავრბივარ ახლა როცა სამი ძალიან,ძალიან დიდი ძაღლი მომსდევს?თან უკან ვიყურები და ისე დავრბივარ.აი ამიტომაც ვეჯახები მჯიმე სხეულსდა ვიღაცის ძლიერ მკლავებში.პირველივე ამოსუნთქვისთანავე,დაახლოებით წამის მეასედში ვხვდები ვის მკლავებში ვარ მოქცეული.ძალიან სწრაფად ვიწევი გვერდით და ვხედავ როგორ იხრება ძირს დათა და ეს იდიოტი ძაღლებიც მაშინვე გვერდით იწევიან.
-ვაიმე მადლობაა.კიდევ კარგი რომ გამოჩნდი.დამპლები.რა დავაშავე რას მომსდევდნენ?-ანერვიულებუმა ჯორის წიხლებივით მივაყარე და თავი ხელებში ჩავრგე.
გავიგონე როგორ ჩაიცინა,მომიახლოვდა და მიმიხუტა.მაშნვე დამიმშვიდა გულიცემა.ხან მაწყნარებს და ხანაც მაგიჟებს.რა უფლებით მოქმედებს ჩემზეე?



№1  offline წევრი მმარიამმი

power
კარგიაა მიდი მიდი დაწერე და ატვირთე ველოდები joy joy

❤️❤️????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent