შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზიდულობა მინისტრთან (დასასრული)


14-05-2019, 18:08
ავტორი kesane123
ნანახია 1 644

მიზიდულობა მინისტრთან (დასასრული)

„ახლაც მახსოვს როგორი გაოცებული ვუყურებდი ჩემ ხელებში მოქცეულ პატარა პლასტმასის ნაგლეჯს რომელიც ჩემთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი გახდა, უფროსწორად ის ნაგლეჯი კიარა, ის ორი წითელი ხაზი მასზე რომ იყო გამოსახული. ნუთუ ისევ მომცა ღმერთმა იმის უფლება რომ დედა ვყოფილიყავი? მიუხედავად იმისა რომ ვერ დავიცავი ჩემი შვილი მაშინ, მიუხედავად ყველაფრისა მაინც მაძლევდა უფლებას მრქმეოდა დედა? გული სიხარულისგან ამიფანცქალდა, თვალები ცრემლებით გამევსო, სააბაზანოდან გავვარდი და მიძინებულ ჩემ ქმარს ზემოდან დავახტი.
-დემეე.-ვნებიანად ვუჩურჩულე და წვერზე წავეთამაშე.
-მეძინება პატარავ, მერე მითხარი რა.
-გაახილე თვალები იდიოტო.-ამოვიტირე მისი უყურადღებობით ნაწყენმა. თვალები ზანტად გაახილა, ხელები მომხვია და გულზე მიმიხუტა.
-რა უნდა ჩემ პატარას?-ლოყები დამიკოცნა.
-რომელ პატარას?-ვკითხე კისკისით.
-ჩემი პატარა შენ ხარ.
-მალე ორი პატარა გეყოლება.-ყელში ვაკოცე.
-ხალიფასავით მეორე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ.-გაეცინა.
-დემე ორსულად ვარ.-ორსულობის ტესტი სახეზე ავუფრიალე. სიცილი სახეზე შეახმა და თვალები ჭყიტა. გაოცებული მიყურებდა და თვალებს ახამხამებდა.
-რა ხარ?-გაეღიმა და ტესტს მიაჩერდა.
-ორ-სულად, ანუ ორი სული ერთ სხეულში.-ხელებით ვუხსნიდი.
-სერიოზულად მეუბნები თუ მატყუებ?-ისევ ტესტს უყურებდა.
-იდიოტო მაგას მოგატყუებ შენი აზრით?-ცრემლები გადმომცვივდა.
-კაი დაწყნარდი პატარავ, ნუ ტირი ბოდიში.-გაიცინა.-ღმერთო მამა გავხდები.-შვებით ამოისუნთქა, მისი სხეულიდან გვერდით გადამაწვინა და ერთხანს ჩუმად იყო, მეგონა არგაუხარდა და უკვე ტუჩებს ვბრიცავდი სატირლად რო წამოიყვირა და ლოგინიდან წამოდგა.-მე დაშენ, ანიტა, მე და შენ დედა და მამა, აზრობ? შენ დედა მე მამა. ერთად ვივლით ხოლმე, ჩვენ და ჩვენი შვილები, ჩვენნაირები გვეყოლება, ანიტა აზრობ ტო?-აქეთ იქით დადიოდა, ცრემლები სცვიოდა და უაზროდ ისროდა სიტყვებს, მე კი გაკვირვებული ვუყურებდი, სერიოზული, ცივი კაცის ამგვარ სახეცვლას. მისი ცრემლები რომლებიც ღაპაღუპით ცვიოდნენ თვალის ჯებირებიდან.
-დემე...დემე გაჩერდი ორიწამი დაჯექი, მოდი აქ.-გადავიკისკისე და საწოლზე ხელი დავარტყი.
-რამე გინდა ანიტა? რამე მოგიტანო? ექიმთან წავიდეთ ჰო? მოიცადე ნინის დავურეკოთ კარგი ექიმი გვირჩიოს, ჩავიცვათ, კიარადა მე ჩაგაცმევ და წაგიყვან.-ნელნელა პანიკა ეწყებოდა. ერთი მაგრად შემოვცხე და მანაც ღრმად ამოისუნთქა.
-დაწყნარდები?-გამეცინა.
-რანაირად უნდა დავწყნარდე გოგო მამა ვხდები.-გაიცინა და გულში ჩამიკრა.
-დაწყნარდი, მშვიდად ისუნთქე, ვინ არ გამხდარა მამა, დამშვიდდი.
-ვინ და ვატო.-გაიცინა მანაც.-რამე გინდა?
-კიი მინდა.
-რა გინდა?
-შენი მოფერება და ალერსი გვინდა მამიკო.-ეშმაკურად გავუცინე მანაც არ დააყოვნა და ტუჩები დამიკოცნა, მერე ყელი, მხრები, მკერდი და უცბათ დასტოპდა.-დემეტრე რასაკეთებ?-შევუღრინე.
-შეიძლება ორსულობის დროს?-თვალები მოჭუტა მე კი ისეთი სიცილი ამივარდა კარზე დიანამ და ნიაკომ დააკაკუნეს.
-შვილო კაგად ხართ?-ამაზე უარესად ავკაკანდი, დემეტრემ დაუძახა შემოდითო და დიანა გაშტერებული უყურებდა ნამტირალევ შვილს.-დემეტრე იტირე?-თვალები ჭყიტა.
-დედა, დაჯექი მოდი.-გაუცინა და სავარძელზე ანიშნა, ნიაკოც მიუჯდა და გაკვირვებული თვალები მოგვანათეს.-დეე რაღაც უნდა გითხრათ.
-ამოღერღე შე ჩერჩეტო კაცო.-შეუღრინა.
-დეე ორსულად ვართ.-სიხარულით ახარა.
-დემეტრე შენ?-მუცელზე აკვირდებოდა ნიაკო, მე კი ამაზე უარესად ავხარხარდი და დემეტრეს გაავებულ მზერას რო წავაწყდი მითუმეტეს.
-რა მეე გოგო გიჟი ხარ?-თვითონაც გაეცინა.
-მე ვარ ნიაკო, მე.-სიცილით ვანიშნე ორსულობის ტესტზე. ყველას იმდენად გაუხარდა ეს ამბავი რომ ნახევარ საათში ყველა ჩვენთან იყო.ივნისის მიუხედავად ისე ცხელა თბილისში გაჩერება შეუძლებელიაო და წავიყვანოთ ჩვენი ორსული გოგო მთაშიო ვატო რომ ატიტინდა ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას? ჰოდა ჩვენც ყაზბეგისკენ დავგეგმეთ ვიზიტი. ექიმთან წავედით იმ დღსვე და ბავშვის გულისცემის გაგებისას ორივეს ცრემლები გადმოგვცვივდა. იმ გრძნობას არაფერი შეედრება როცა იცი რომ შენში პატარა არსება იზრდება რომელაც სჭირდება შენი გონება, გული, სისხლი და ნერვები. ხომ პატარაა, წერტილისოდენა მაგრამ მაინც გმართავს. იმ დღიდან მოყოლებული დემეტრე იყო ყველაზე თბილი ადამიანი ვინც კი ოდესმე მყავდა ნანახი. თვალებში შემომციცინებდა და ბედნიერებისგან ბრწყინავდა. ყაზბეგში ვიყავით, მთებს გდავყურებდით გერგეტის ტაძრიდან და ოდნავ გამობურცულ მუცელს ვეფერებოდი.
-დემე, გიხარია ჩვენი პატარას დაბადება?-ვკითხე და გავუღიმე, თვალები დახუჭა და რღმად ჩაისუნთქა.
-რათქმაუნდა მიხარია რომ მამა ვხდები მაგრამ გასაგიჟებლად ბედნიერს ის მხდის რომ შენ იქნები ჩემი შვილის დედა და ქალი რომელიც ჭირშიც და ლხინშიც გვერდით მეყოლება.“-შუბლზე მაკოცა და თეთრი თავსაბურავი შემისწორა. მის გაბრწყინებულ შავ თვალებს რომ ვუყურებდი მინოდა მათში ჩავძირულიყავი, მივედი და თვალები დავუკოცნე, გაეცინა ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა. ხანდახან მენატრება ის გრძნობა რომელიც მასთან ჩახუტებისას მქონდა, ხანდახან კიარა სულ მენატრება მაგრამ ჩემი შვილები მაძლიერებენ. საგანძურები რომლებიც მან დამიტოვა.
წამყვანს გაუღიმა 55 წლის ანიტამ და აცრემლიანებული თვალები დაბლა დახარა. სიკვდილადე ენატრებოდა დემეტრე მაგრამ სიკვდილი ჯერ არ უნდოდა.
-დემეტრე გელოვანი, ცნობილი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი იყო. დიდი ქველმოქმედი რომელიც უბრალო მოსახლეობას ეხმარებოდა და ყველაფერს აკეთებდა მათი შესაძლო კომფორტისთვის.-მწარედ ჩაეღიმა წამყვანს.-თქვენ შვილებზე მომიყევით.
-ჩემი შვილების და მეგობრების გამო ვიცოცხლე ეს 3 წელი დემეტრეს გარეშე. ჩვენი უფროსი ბიჭი, დამიანე 27 წლისაა, ისედაც მოგეხსენებათ. მამამისის გზას ღირსეულად აგრძელებს და მე ვამაყობ მისით.-გაეღიმა ანიტას.-ელენე 25 წლისაა და ჩემ გზას გამოყვა.-გაეცინა.-ბავშობიდან უნდოდა რომ მე დამმსგავსებოდა მაგრამ დემეტრეს უფრო გავს გარეგნობითაც და ხასიათითაც რაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ჩემ ნაბოლარებს რაც შეეხებათ.-ისევ გაეღიმა.-39 წლის ასაკში გაჩენილი შვილები, ანუ როგორც ხშირად ეძახიან, სიბერეში გაჩენილი ტყუპები ყველაზე ტკბილები არიან. მართალია სულ ჩხუბობენ მაგრამ მაინც სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი. დემეტრეს სურვილით ალექსანდრე და ალექსანდრა ჰქვიათ. მე მათში ჩემ დიდ სიყვარულს ვხედავ, ჩემი და დემეტრეს ნაწილს რომელიც არასდროს წაიშლება ჩვენ ისტორიაში.-გაეღიმა და წყალი მოსვა.
-ისევ გიყვართ?-კითხა თვალცრემლიანმა წამყვანმა.
-რათქმაუნდა! ისეთი სიყვარული რომელიც მე და მას შეგვეძლო ენით ვერ აღწერ, ვერც იგრძნობ, ის მხოლოდ ჩემი და დემეტრესეულია. სხეულით ჩემთან არარის მაგრამ ვიცი რომ სულ ჩემთან იქნება, გულშიც და გონებაშიც. რომ ამბობენ ასაკში სიყვარული ქრება და პატივისცემა ჩნდებაო, ტყუილია! დემეტრეს სიყვარული ჩემ გულში არასდროს განელდება. ის იყო ჩემი ცა და დედამიწა, ჰაერი და წყალი. ერთადერთი მიზეზი რაც აქ მაკავებს ის არის რომ ჩემ შვილებს დედა სჭირდებათ.
-ყველაზე დიდი ჩხუბი თქვენ ურთიერთობაში?
-მე და დემეტრე სულ ვკამათობდით მაგრამ ყველაზე სერიოზული მაშინ იყო, 2 თვის ორსული რომ სამსახურში წავედი.-გაეცინა.-როგორც მოგეხსენებათ ამერიკაში პოლიციას და გამომძიებლებს ხშირად ვეხმარებოდი საქმის გამოძიებაში, ისე მოხდა რომ ძალიან მთხოვა მეგობარმა და მეც გავყევი, ცუდათ გავხდი იქ მისულს ბავშვის გვამი რომ დამხვდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს. მაშინ ელენეზე ვიყავი ფეხმძიმედ. იმდენად მეჩხუბა, ჩემ გვერდით იყო მაგრამ ხმას არ მცემდა, წამით არ მტოვებდა მარტოს, ჩაძინებული ვგრძნობდი როგორ მეფერებოდა თმაზე და როგორ მაკოცებდა შუბლზე მაგრამ როგორც კი თვალებს ვახელდი მაშინვე წარბებს კრავდა და პატარა ბავშვივით იბუტებოდა, ეს ყველაფერი კი ჩემ მშობიარობამდე გაგრძელდა, იშვიათად თუ მეტყოდა რამეს და ისიც ბოლოში ირონიულად ამატებდა რამეს, ვერ მპატიობდა რომ თავი საფრთხეშ ჩავიგდე.
-ეჭვიანი იყო?
-ეჭვიანი კი არა მესაკუთრე იყო, ჩემსავით. მენდობოდა, იცოდა რომ სხვას არ შევხედავდი და უფლებას აძლევდა ჩემ ირგვლივ მყოფ მამაკაცებს მზერით დამტკბარიყვნენ, როგორც თავად იტყოდა. მეც ასე ვიყავი, ის საკმაოდ წარმოსადეგი, მხარბეჭიანი და სასურველი მამაკაცი იყო რომელსაც ქალები აღმერთებდნენ მაგრამ არავისკენ გაუხედავს მაშინაც კი თვეების ბავშვს რომ ვუვლიდი, ჩაშავებული თვალებით და აჩეჩილი თმით. ყოველ დილით მახვედრებდა წითელ ვარდს ან მინდვრის ყვავილებს რომელსაც ჩვენ ეზოში აქა-იქ მოკრეფდა ხოლმე, სულ მიმეორებდა რომ მისი ღვთაება ვიყავი და ძლიერად მიკრავდა გულში.
-ყველაზე ხანგრძლივი განშორება როდის გქონდათ?
-ყველაზე დიდი და ტკივილიანი განშორება იყო 1 თვით რომ მოუწია წასვლა დანიაში. ბიზნესთან დაკავშირებით იყო წასული და ხშირად ვერც მელაპარაკებოდა, ერთ დრს ტირილისგან ატკივებული თვალები რომ გავახილე და ჩემ გვერდით მშვიდად მძინარე დავინახე სიხარულისგან ავტირდი. ეს ის დღე იყო როცა ტყუპებზე ორსულობის შესახებ მამცნობეს. იმდენი ვიტირე რომ გული ცუდად გამიხდა მერე კი დემეტრეს მკლავებში ჩავესვენე, შეეშინდა და საავადმყოფოდან სულ ღრიალით გამოვიდა ტყუპები გვეყოლებაო.-გადაიკისკისა.
-ყველაზე დიდი სიგიჟე რაც გაგიკეთებიათ რა იყო?-გაეღიმა წამყვანს.
-ყველაზე დიდი სიგიჟე?
-ტყუპები 2 წლისები იყვნენ, საქმიან შეხვედრაზე იყო ბაქოში წასული 2 კვირით. სასწრაფოდ დედაჩემს დავურეკე და ღამის პირველ საათზე ბავშვები ჩავაბარე, ბაქოში მივდივართქო დავუბარე. ღამის პირველ საათზე გავაღვიძე კერძო პილოტი და სასწრაფო ვითარებაში გადამაფრინეს ბაქოში. დემეტრესთვის არ უთქვამთ, სასტუმროში მივედი უკვე დილა იყო. ნომრის კარები შევგლიჯე, სააბაზანოში იყო, სპეციალურად მიტანილი საცვლები იქვე მიმოვფანტე და ყვირილი დავიწყე ეს რა გამიკეთეთქო. შეშინებული მიყურებდა ვერ გაეგო რა ხდებოდა, ბოლოს ახსნა დამიწყო ის არარის რაც შენ იფიქრეო, ლამის იტირა დამიჯერე, მაპატიე და არ მიმატოვოო და სიცილი რომ დავიწყე ცოფებს ყრიდა. ლამის ჩერნობილივით აფეთქდა.-გადაიკისკისა.- თვითონ, წინა დღეს დილის 5 საათზე გამაღვიძა და სერენადებს მიმღეროდა, ვკვდებოდი სიცილით მაგრამ რომ მივხვდი მთვრალი იყო ჩემ ძმას დავურეკე მასთან ერთად იყო და მიხედეთქო მაგრამ ის უარესი მთვრალი აღმოჩნდა. იმ ღმესვე მინდოდა წასვლა მაგრამ ალექსანდრე ჭირვეულობდა და ვერ დავტოვე.
-როგორც ვიცი მას შვილი გამოუჩნდა როდესაც ელენეზე იყავით ფეხმძიმედ არა?
-დიახ, ის ჩემი მეხუთე შვილია, რომ გავიცანით 10 წლის იყო რეზი, მისთვის დედასავით ვიყავი და ახლაც ვარ. და-ძმებთან გასაოცარი ურთიერთობ აქვს და მეც ძალიან ვუყვარვარ. რეზი ჩემთვის კიდევ ერთი მანუგეშებელია ისევე როგორც დამიანე, ელენა, ალექსანდრე და ალექსანდრა.
-ბოლო შეხვედრა როგორი იყო?
-დილა ბედნიერად დავიწყეთ, შვილებთან ერთად. ვისაუზმეთ, ბაღში გავერთეთ და შუა დღისას სახლიდან გასვლისას ისე ჩამეხუტა ვფიქრობ გული უგრძნობდა ისევე როგორც მე. მაგრად ჩამეხუტა, ათასი საალერსო სიტყვა მთხრა ამეტირა კიდეც. როგორც კი სახლიდან გავიდა 3 წუთში გასროლის ხმაც გაისმა, ვიცოდი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, გარეთ ისე გავიქეცი ბავშვებმა ვერც მოასწრეს ჩემი დაჭერა, მერე მეორე გასროლაც გაისმა და როცა გარეთ გავედი, ტყვიადახლილი მკვლელი დამხვდა და ჯერ ისევ ცოცხალი დემეტრე. მასთან მივედი, გულზე მივიკარი მისი სხეული და ცრემლები მის სისხლს შეერია.
-მისი ბოლო სიტყვები?
-მისი ბოლო სიტყვები იყო „ იცოცხლე თუ გინდა რომ ბედნიერი ვიყო, მიყვარხარ ანიტა. მიყვარხართ პატარა ქალბატონო.“ ეს იყო და ეს, ისევ მომანათა მისი შავი სფეროები რომლებიც ბრწყინავდნენ, ბოლოჯერ გამიღიმა, თვალები დახუჭა და აღარც გაუხელია ბოლო შემოხედვის შემდეგ.
-თქვენი ქმრის მკვლელი როგორც აღმოჩნდა მისი მამინაცვალი იყო, რომელმაც 58 წლის, დემეტრე გელოვანს გულში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ამაზე რას იტყოდით?
-დემეტრეს გულში ჯერ კიდევ მაშინ გავჩნდი მე როდესაც ის 21 წლის იყო. დემეტრე მარად იცოცხლებს ყველა იმ ადამიანის გულში რომელთაც ის უყვარდათ, ის კი იმდენს უყვარდა რომ მარადიული სიცოცხლე ელის. დემეტრეს მოკვლით თავად ის კიარა მე მომკლეს.-გაეღიმა.-ერთხელ ვუთხარი, შენმა გულმა, ჩემი გული მიიზიდა, სხეულმა სხეული, სულმა კი სულითქო. ახლა ვფიქრობ რომ მისი გონებაც მიზიდავს. ვიცი რომ უეჭველად ვიგრძნობ როდესაც მასთან შეხვედრის დრო მოვა.-გაიღიმა და ეულმა ცრემლმა გადმოლახა ჯებირები მის სევდიან, ულამაზეს, უბერებელ სახეზე. ეს იყო ტკივილი რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემდით. 58 წლის დემეტრე გელოვანი საკუთარი სახლის წინ გულში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, იმ გულში რომელშიც მუდამ ანიტა ცოცხლობდა. დემეტრე გელოვანმა სამშობლოს ბევრი სიკეთე გაუკეთა და მისნაირი მამაცი, კეთილშობილი და ამაყი 5 ადამიანი დაუტოვა. ცოლი რომელიც სიკვდილამდე მისი ერთგული იყო, ერთმანეთზე უკეთესი შვილები და სევდა რომელსაც დემეტრე გელოვანის გარეშე ცხოვრება ჰქვია ანიტა ახვლედიანისთვის. სიყვარული ყველაზე მომაკვდინებელი, სასტიკი და წრფელი გრძნობაა რომელიც ადამიანს ან გააჩნია ან არა და მეცოდება ის ადამიანი ვისაც სიყვარულის მიერ მიყენებული ტანჯვა არ უგემია და მწირე ბედნიერებით არ გაუხარია ნატანჯი გული. გისურვებთ სიყვარულს რომელიც სამყაროს დაგაპყრობინებთ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Morfeous

ძალიან ცუდი გოგო ხარ ასე რომ დაასრულე!
ცრემლეი მახრჩობს შე საძაგელო გოგო.
რა გინდოდა?
ხომ ცხოვრობდნენ ბედნიერად?
ცუდი ხარ შენ smirk smirk weary weary sob sob
--------------------
მორფეოსი

 


№2 წევრი kesane123

Morfeous
ძალიან ცუდი გოგო ხარ ასე რომ დაასრულე!
ცრემლეი მახრჩობს შე საძაგელო გოგო.
რა გინდოდა?
ხომ ცხოვრობდნენ ბედნიერად?
ცუდი ხარ შენ smirk smirk weary weary sob sob

ყოველი ისტორია კარგად ხომ ვერ დამთავრდება? <3

 


№3  offline წევრი goddess

ძალიან კარგად წერ heart_eyes

 


№4 წევრი kesane123

goddess
ძალიან კარგად წერ heart_eyes

მადლობა <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.