შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრეა ჯონსი თავი 5


14-05-2019, 21:06
ავტორი Nevili
ნანახია 197

ფრეა ჯონსი თავი 5

სუნთქვა მიჭირს მეღვიძება ოთახში ისეთი შავი კვამლი დგას ხუთ მეტრში არაფერი ჩანს,შეშინებული ლოგინიდან მაშინვე ვდგები ხველება მიტყდება ცოტაც და გავიგუდები,დედა მახსენდება საძინებლიდან გავრბივარ დედას ოთახს ცეცხლი უკიდია შიგნით შესვლას ვცდილობ, რომ ვნახო დედა იქაა თუ არა როგორღაც ვახერხებ ცეცხლს ვახტები და ოთახში ვაღწევ დედა არსად ჩანს კიბეზე ვცდილობ რაც შეილება მალე ჩავირბინო, მაგრამ შიშის გრძნობა მეუფლება და თვალები მეწვება წამიერად თვალთ მიბნელდება და კიბეზე ვგორდები ყველაფერი მტკივა დაგორებისას თავი კიბის სახელურს ჩამოვარტყი, მგონი გამიტყდა და სისხლი მდის საშინად მტკივა თავი. დედა ! დედაა! ვეძახი, მაგრამ არ მაგონებს როგორღაც ძალას ვიკრებ ვდგები და სამზარეულოში გავდივარ კვამლისგან სუნთქვა უფრო და უფრო მიჭირს გარშემო ყველაფერი ცეცხლის ალშია გახვეული, სამზარეულოს მაგიდასთან კი დედას სხეულს ვხედავ რომელიც უგონოდ წევს მის თავზე კი შავი ურჩხულის სილუეტია რომელიც დედას პირიდან ამომავალ მოთეთრო მოლურჯო შუქს ისრუტავს მაშინვე სამაჯურს დავხედე „ოკულუს სნაქერ“ გველი განთავისუფლდა და კვერთხად გადაიქცა. ურჩხულმა შემნიშნა და მთელი სისწრაფით ჩემსკენ გამოექანა მართალია კვერთხი კი განვათავისუფლე, მაგრამ არანაირი შელოცვა არ ვიცი რომ მას შევებრძოლო! ურჩხული მეძგერება და დაბლა მანარცხებს რომელიღაც ძვლის ტკაცუნი გავიგე კვერთხს უშედეგოდ ვიქნევ ბოლოს ვენებში სისხლის გაყინვას ვგრძნობ ვხედავ როგორ ამომდის ჩემი პირიდან ის მოთეთრო მოლურჯო შუქი ვგრძნობ როგორ ცივდება ჩემი სხეული და ვიყინები თვალიდან ცრემლი მდის ბედთან უკვე შეგუებული ვარ ცხოვრების ყველა მომენტმა თვალწინ გამირბინა ნუთუ ესაა ჩემი დასასრული?ასე უნდა მოვკვდე? ამფიქრებში მყოფს უეცრად საშინელი ტკივილი ვიგრძენი ხელზე დავიხედა და ცოტახნის წინ განთავისუფლებული გველი რომელიც კვერთხად ვიყენებდი ჩემ მაჯას დასწვდომოდა და ორი თეთრი უზარმაზარი კბილები ჩაერჭო. აუტანელი ტკივილისგან თვალთ დამიბნელდა, მაგრამ იმავე წამს ათასმა სურათმა იფეთქა შავებში ჩაცმული შვიდამდე ჯადოქარი რომელიც ცეცხლის ალში იყვნენ გახვეული გარშემო რიტუალს ატარებდნენ, წრიულად ისხდნენ შუა გულში კი ეს გველი ეჯდათ რომელმაც ახლახანს მიკბინა.თავიდან ჩემთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ, მაგრამ ნელნელა ჩემთვის გასაგები გახდა.ისინი გველისგან ძალას იღებდნენ სურათი შეიცვალა ახლა თვალწინ უამრავმა შელოცვებმა გამირბინა და პენტაგრამებმა.სურათები დამრთავდა და ისევ ოთახში დავბრუნდი თვალები გავახილე და მონსტრი დავინახე რომელიც ისევ ჩემ ზემოთ მოქცეულიყო, გველი ფეხზე დამდგარიყო და ჩემს ბრძანებას ელოდა არვიცი საიდან ან როგორ ჩემში ნანახმა სურათებმა ცოდნა გადმომცეს თითქოს მთელი ამ დროის განმავლობაში ამ ცოდნას ეძინაო.კვერთხი ვიხმე ჩემს თავს ზემოთ მოქცეული ურჩხულის გარშემო წრე შემოვხაზე მასში სიმბოლოები გამოვსახე და ურჩხულის საშინელი ყვირილის ხმაც გავიგე წრემ თეთრად ნათება დაიწყო სინათლემ იმატა და ურჩხული ამ წრემ შთანთქა.ძალა მოვიკრიბე, წამოვდექი დედას გარშემო ცეცხლი კვერთხის ერთი მოქნევით ჩავაქრე არვიცი ეს ყველაფერი როგორ გავაკეთე!დედასთან მივედი შევამოწმე სუნთქავდა თუ არა მადლობა ღმერთს ცოცხალი იყო თვალები სუსტად გაახილა და მალევე გაითიშა ისევ,მინდოდა ჩავხუტებოდი მეთქვა ყველაფერი კარგად იქნებათქო, მაგრამ უსაზღვრო დაღლილობა ვიგრძენი ყველაფერი მტკიოდა თვალთ დამიბნელდა და სიბნელეში ჩავიძირე.არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე გონ დაკარგული,პერიოდულად დედას ხმა მესმოდა შორიდან მისი ტირილის,ძახილის ვერანაირად ვერ ვაგონებდი ბოლოს სინათლე დავინახე და მისკენ წავედი... თვალები გავახილე გონს მოსულმა პირველად დედას სახე დავინახე თვალები ჩაწითლებული და დასიებული ქონდა ეტყობოდა კაი ხნის უძინარი იყო ამასთანვე ნატირიც.გატოკება ვცადე სხეული საშინლად მტკიოდა ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყველა ძვალი ერთდროულად დაემტვრიოთ.
-ფრეა ძვირფასო თავს როგორ გრძნობ?
მის ხმაში შიში და მწუხარება ისახებოდა. პასუხის გაცემა დავაპირე მაგრამ პირის გატოკებისთანავე საშინელი ტკივილი ვიგრძენი სიმწრისგან თვალები დავხუჭე, ისევ ჩამობნელდა.
-მის მდგომარებაში ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა (ჩემთვის ნაცნობი წკრიალა ხმა გავიგონე როდესაც დედას ამშვიდებდა დირექტორი).
-კი, მაგრამ ეს რა არსება იყო? ან ჩვენგან რა უნდოდა?რამდენ ხანს იქნება ჩემი ფრეა ასეთ მდგომარეობაში? ან როდისმე კი შეძლებს ისეთივე ფრეა დამიბრუნდეს როგორიც აქამდე იყო?
-დამშვიდდით მისის ჯონს ფრეა ძლიერი გოგოა ამ მდგომარეობაშიც კი მისი სხეული მთელი ძალით იბრძვის რომ რაც შეილება მალე გამოჯამრთელდეს.ის არსება როგორც თქვენ უწოდებთ დემონია იმ ბნელი ძალებიდან ერთ ერთი რომელსაც ჩვენ თითქმის ყოველდღე ვებრძვით.ეს დემონი ადამიანის სიცოცხლის ენერგიით იკვებება მას „ალდსმონი“ ჰქვია რაც ლათინურად სიცოცხლის მშთანთქმელს ნიშნავს.გასაოცარია როგორ შეძლო ფრეამ მისი დროებით განდევნა ჩვენი სამყაროდან ან საიდან იცოდა საჭირო შელოცვა ეს დემონი, ხომ მეხუთე კლასის იყო დანარჩენი ათი კლასის დემონთაგან.
-ამის შემდეგ რა იქნება?ჩემი შვილი ჯადოქარია? ჩვენი სახლი ბოლომდე დაიწვა რა უნდა ვქნათ?ფრეას გამოჯამრთელების მერე სად წავალთ?მინდა რაც შეილება მალე გავაცილო ფრეა ამ გიჟურ სამყაროს...
-ვფიქრობ თქვენ არ გესმით მისის ჯონს! რამდენად მნიშვნელოვანია ფრეა ჩვენთვის სადაც არ უნდა წახვიდეთ ეს დემონები ყოველთვის თან გამოგყვებიან ფრეა ხომ რჩეულია და დემონები კი ასე ადვილათ არ შეწყვეტენ თქვენს დევნას მათ ფრეას მოკვლა უნდათ გინდაათ თუ არა მოგიწევთ ამ აზრთან შეგუება,თანაც მან მარტო შეძლო გამკლავება მეხუთე კლასის დემონთან როცა მსგავს შემთხვევაში ჯადოქრების ოთხი ან ექვს კაციანი ჯგუფია ხოლმე საჭირო.ფრეა ძლიერია მალე გაუმკლავდება ყველაფერს ეს მისი პირველი შელოცვა იყო ამიტომაც ძალას გადააჭარბა, თანაც არის საკითხები რომელზეც მისი გამოჯამრთელების შემდეგ მოგვიწვს საუბარი,საინტერესოა როგორ აღმოჩნდა მის სხეულში შხამის 75%...
დედას არაფერი აღარ უთქვამს მე კი ვიწექი და ვუსმენდი მათ ლაპარაკს სხვაგვარად არც შემეძლო ლაპარაკის არც თავი მქონდა და არც უნარი.დირექტორის გასვლის შემდეგ პალატაში ანდრეა და ალეკი შემოვიდნენ.ანდრეას რომელსაც სახეზე ტკივილი აღბეჭდოდა ხმას არ იღებდა ალეკი კი ისევ უდარდელი ტონით ლაპრაკობდა.
-როგორაა ჩვენი გმირი?თავს როგორ გრძნობს?
დედას გავხედე აშკარად არ ეპიტნავებოდა ალეკის მსგავსი მხიარულება მით უმეტეს მაშინ როცა ასეთი გამწარებული იყო.ბოლოს ბევრი მოთმინების შემდეგ დედამ მაინც თქვა:
-ვფიქრობ საქმე სამხიარულოდ ნამდვილად არ გვაქვს მისტერ ალეკ! (მის ხმაში სიმკაცრე იღბეჭდებოდა).
ალეკს სახე მოექუფრა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.ანდრეა დედასთან მივიდა .
-ვფიქრობ მის ჯონს დასვენება გჭრდებათ უკვე მესამე დღეა არ გძინებიათ ჭამითაც ძალიან ცოტას ჭამდით ხომ ხედავთ ფრეა გონს მოვიდა უკეთაა თქვენ კი წადით და დაისვენეთ თქვენს საცხოვრებელ ოთახში რომელიც დირექტომა მოამზადა მე კი ფრეასთან დავრჩები და თქვენს დაბრუნებამდე მივხედავ.
დედა თავიდან უარობდა, მაგრამ ბოლოს ანდრიამ მაინც დაიყოლია.
-ფრეა ძვირფასო ცოტახნით წავალ მალე დავბრუნდები შუბლზე მაკოცა და სევდიანი თვალებით შემომხედა იცოდე ერთადერთი ხარ ვინც ჩემთვის ძვირფასია ამქვეყნად შენ გარდა აღარავინ აღარ მყავს, გთხოვ „იბრძოლე“ რომ მალე ისევ ფეხზე დადგე.შემდეგ მის თვალზე მომდგარი ცრემლები დავინახე რომელიც ხელით მოიწმინდა და პალატიდან გავიდა.ანდრეა თავით დამიჯდა ალეკიც გვერდით მიუჯდა.ანდრეა ჩემკენ შემოტრიალდა:
-ძალიან შეგვაშინე ფრეა! გვეგონა ვერ გადარჩებოდი სახში ვიყავი როცა ბნელი ძალის მოახლოვება ვიგრძენი ახლო მახლოს... ხო მართლა სამი კილომეტრის დაშორებით შენი სახლიდან დირექტორმა მაგიის დახმარებით სახლი ააგო ადამიანთათვის უხილავი რომ შენთან ახლოს ვყოფილიუყავი და მსგავს სიტვუაციაში დაგხმარებოდი, მალევე გამოვემართე შენკენ, მაგრამ რომ მოვედი უკვე უგონოდ იყავი. მაშინვე დამხმარე ძალას გამოვუძახე და დირექტორის დახმარებით აქ პალატაში გადმოგიყვანეთ. დედაშენი მალევე მოვიდა გონს მაგრამ შენ როგორც მაგიის გადაჭარბებული ძალით გამოყენება მოგიწია და დაშავდი მისთვის ყველაფრის ახსნა მოგვიწია.თავიდან არ ეჯერებოდა, მაგრამ შემდეგ ერთი ორი ჯადოქრობის შემდეგ დაიჯერა.
მოსმენილი გადავხარშე.თავის ტკივილი და დანარჩენი სხეულის ყველა ნაწილისაც თავს არ მანებებდა.მაშ დედამ უკვე ყველაფერი იცის?ის რომ ჯადოოქარი ვარ და რჩეული?რომელსაც ბრძოლა მოუწევს იმ არსებების წინააღმდეგ რომლებმაც კინაღამ ჩვენც არ მოგვკლეს.დაღლილობისგან თვალები მეხუჭებოდა მოვითენთე და ისევ უკიდეგანო სიბნელეში ჩავიძირე... ჩამეძინა!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ნევილ, ყოჩაღ, წინა თავებისგან განსხვავებით უფრო დახვეწილი იყო. გეტყობა, რომ ეცადე შენიშვნების გათვალისწინებას. მართალია რამდენიმე გაგეპარა მაგრამ ეგ არაფერი :) ერთი თხოვნა კიდევ, წინადადებაში ერთიდაიგივე სიტყვის გამეორებას მოერიდე. სიტუაცია და არა სიტვუაცია.
წარმატებები.

 


№2  offline მოდერი Nevili

რუსკიმარუსია
ნევილ, ყოჩაღ, წინა თავებისგან განსხვავებით უფრო დახვეწილი იყო. გეტყობა, რომ ეცადე შენიშვნების გათვალისწინებას. მართალია რამდენიმე გაგეპარა მაგრამ ეგ არაფერი :) ერთი თხოვნა კიდევ, წინადადებაში ერთიდაიგივე სიტყვის გამეორებას მოერიდე. სიტუაცია და არა სიტვუაცია.
წარმატებები.

:D მაგასაც გამოვასწორებ <3

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.