შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლისფერი ქალაქი


15-05-2019, 17:51
ავტორი პანდია
ნანახია 116

სისხლისფერი ქალაქი

სისხლისფერი ქალაქი
პროლოგი
ძალიან ცოტა აღმოჩნდა ისეთი, ვისაც იმუნიტეტი აღმოაჩნდა, რომლებიც ვისუსის შემოტევას გადაურჩნენ. დედამიწა უკვე აღარ იყო იმ ლამაზი ბუნებით და ქალაქებით სავსე, ის უკვე ერთ დიდ ნაგავსაყრელს წააგავდა. იდგა შიგა და შიგ შენობები რომლებიც ნახევრად ჩამონგრეული იყო და მთელი ქალაქი თითქოს ჩაძირული იყო უდაბნოში, ქვიშით სავსე ქალაქში. შენობებს შორის ვიწრო გასავლელები იყო დატოვებული. სამწუხაროდ, სინათლე ყველგან არ აღწევდა. ადგილ-ადგილ ეყარა შენობების ჩამომტვრეული ნაწილები. ქუჩები ისე ვიწროვდებოდა, ზოგიერთ ადგილებში რომ გავლა შეუძლებელი ხდებოდა.
ბევრი იყო ისეთი, რომლებსაც საკვები ძალიან დიდი ფუფუნება ეგონათ, ასევე მრავალი იყო ისეთი ადამიანები, რომლებსაც საკვები რამდენიმე თვის განმავლობაში არ მიუღია. საკვების მიღება მხოლოდ მაღალი ფენის წამომადგენლებს შეეძლოთ, რადგან ისინი ძალიან ძვირს იხდიდნენ ან ნაგავ სამყაროში გადასარჩენად.
ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო, ცხოვრობდნენ ოჯახები, ახლა კი ჯგუფები, ამ ჯგუფებში ათ ადამიანზე მეტი არ იქნებოდა, ხალხი ერთმანეთს აღარ ენდობოდა. მარტო თუ იყავი გადარჩენის უფრო მეტი შანსი გქონდა.
იყვნენ ადამიანები ვისაც არ აღმოაჩნდათ იმუნიტეტი და ვერ გაუძლეს ვირუსს შემოტევას და დაინფიცირდნენ...
დამნაშავეები კი სწორედ ისინი იყვნენ, ახლა ლაბორატორიის შენობებში რომ იყვნენ შეყუჟულები და ცდილობდნენ წამალისთვის მიეგნოთ რომელიც მთელ კაცობრიობას გადაარჩენდა.

თავი პირველი
"წარსული"
უზარმაზარ ქვის კედლებიან ოთახში ყავდათ რამდენიმე მოზადრი გამოკეტილი, რომლებზეც დაკვირვებას ახდენდნენ. ვისაც იმუნიტეტი აღმოაჩნდა მეცნიერების დამქაშებმა ქუჩა-ქუჩა ხეტიალის დროს დაიჭირეს, წამოიყვანეს და ახლა ისე ექცევიან როგორც საცდელ ვირთხებს.
- გააღეთ ეს წყეული კარი! გააღეთ!.. - ხმა თითქმის აღარ ჰქონდა, ხელებს რკინის უზარმაზარ კარს ურტყამდა შიგა და შიგ ფეხსაც მიარტყამდა ხოლმე, შემდეგ ტკივილისგან წამოიკვნესებდა და თავისთვის კუთხეში მიჯდებოდა. ერთადერთი მოზარდი იყო, რომელიც არ ნებდებოდა და შეშინებულსაც დიდად არ ჰგავდა.
იმ ოთახში სადაც გოგონა იმყოფებოდა შვიდი გოგო-ბიჭი იყო მის გარდა.
ძალიან უჭირდა დაჯერება რაც მის თავს ხდებოდა, ის ყოველთვის ჩუმი და მშიშარა იყო, რომელიც სულ კლასის ბოლოში მდგარ მერხზე იჯდა. ვერ იტანდა როდესაც ვინმე მის სივრცეს არღვევდა, ამიტომაც თავი თავიდანვე დაიჭირა შორს თავისი კლასელებისგან. მერე რა, რომ ახალი გადმოსული იყო 196-ე სკოლაში, არც წინა კლასელებთან კომუნიკაციით იკლავდა დიდად თავს.
ახლა კი იჯდა ბავშვებით გამოჭედილ უზარმაზარ და შიშისმომგვრელ ოთაში და უყურებდა მათ, რომლებიც არაფერს აკეთებდნენ რათა თავი დაეღწიათ აქაურობისათვის, მხოლოდ ერთის გარდა. ნერვებს უშლიდა მათი უსუსურობა და უმოქმედობა.
- აუ, იქნებ გასასვლელი იყოს სადმე, იქნებ რომელიმე ფანჯრიდან ვინმეს მივაწვდინოთ ხმა. - თქვა ერთ-ერთმა გოგომ, რომელსაც დის კალთაში ედო თავი და ხმადაბლა ტიროდა.
- ფანჯრიდან ვერ გავალთ გისოსები აქვს, ხმასაც ვერ მივაწვდენთ ვერავის რადგან სავარაუდოდ სადღაც ტრ*კში ვართ. - ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მჯდარმა ბიჭმა, რომელიც აქამდე სიტოაციას აკვირდებოდა.
- თქვენ ახლა ისეთი ბიჭები გყავთ კლდესაც კი გაანგრევენ, რისი გეშინიათ. - ირონიით მიუგო იქვე მდგარმა გოგომ, რომელიც ოთახს ათვალიერებდა მოსვლის წამიდან.
- მოიცადეთ, თუ იმ კარის გარდა სხვა გასასვლელი არარის, მაშინ? - ხმის კანკალით თქვა ქერა ბიჭმა და თვალები შიშით გაუფართოვდა.
- მაშინ გამოდის რომ აქედან თავს ვერ დავაღწევთ? - თქვა თუ არა, დას უფრო მიეკრო და ხმამაღლა ატირდა.
- ყველაფერი კარგად იქნება, - დის სხეული გულში ჩაიკრა და თითქოს ჩუმად უჩურჩულა.
- აბაა, ახლავე გავალთ და მერე დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებთ!
- აააა! აღარ შემიძლია ამის ირონიული ლაპარაკი, დავიღალეეეე! საშინლად აუტანელი ხარ უკვე კრავაი! - ისე დაიყვირა თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა და ადამიანს წამით ეგონებოდა, რომ ისინი კრავაის ცეცხლის ალში გაახვევდნენ.
- ნუთუ? - წარბიც კი არ შეუხრია ისე მშვიდად მიუგო გოგონამ.
- ღმერთოოო, ისინი თუ შემოვლენ პირველი ეს წაიყვანონ და იქნებ თავიდან მოვიშორო მაინც!
- მათ მხოლოდ ანგელოზები მოწონთ კეკე.
- მაშინ ეშმაკს აქ რა უნდა თუ მარტო ანგელოზები სურთ? - თქვა ნერვებმოშლილმა.
- შეცდომა გაეპარათ-მეთქი რომ ვამბობ არავინ მიჯერებს - ხელები გაკვირვების ნიშნად გაშალა კრავაიმ.
- გეყოფათ! გაიანე შენ რას ფიქრობ?
- არვიცი დიონისე. - მიუგო გოგონამ და ისევ კარისკენ მიაპყრო მზერა.
გოგონა შესცქეროდა ბავშვების საუბარს და ფიქრობდა თუ რა სისულელეზე კამათობდნენ ისინი.
გაიანე გრძნობდა, რომ რაღაც საშინელება ელოდათ წინ, თუმცა ჯერ ხომ არც კი იცოდნენ რა მიზეზის გამო იმყოფებოდნენ ამ ოთახში ან საერთოდ ვინ დაამწყვდია ისინი.
მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით იცოდა, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა აქედან მაინც გავიდოდა და გადაარჩენდა მათაც.



"მომავალი"
- შპრიცი მომაწოდეთ! - განკარგულება გასცა და ღიმილით შეეგება მის წინ მწოლიარე პატარა ბიჭუნას შეშინებულ და დამფრთხალ ჩასისხლიანებულ წითელ თვალებს. - ახლა ნემსს გაგიკეთებ, ეს შენ დაგეხმარება და უკეთ გახდები. შევეცდები არ გატკინო კარგი?
- არმატკინო მართა ექიმო - ბიჭუნამ თვალები დახუჭა და მკლავი მიუშვირა, რომელზეც ავად მოჩანდა შავი ვენები, რომლებიც ცოტაც და ალბათ დასკდებოდნენ.
ბავშვი უკვე დაინფიცირებული იყო.. აქამდე მხოლოდ ვარაუდი შეეძლოთ რომ ახალი წამალი გაამართლებდა, ახლა კი ამ უსუსურ და დატანჯულ ბავშვზე სცდიდნენ.
თუმცა ქალბატონი მართა ხომ დაპირდა ამ პაწაწუნა ბიჭუნას, რომ მას გადაარჩენდა ყველაფრის და მიუხედავად, ამიტომაც თავდაუზოგავად მუშაობდა, რათა წამალისთვის მიეგნო.
- გაიანე მიაქციე ყურადღება, მე დიონისეს ვნახავ. - მხოლოდ ორი-ოდე სიტყვა მიუგდო გოგონას და ოთახს გაეცალა.
გაიანე შესცქეროდა ბავშვს, რომელიც საწოლზე თოკებით ჰყავდათ დაბმული. ბიჭუნამ იმდენად მოულოდნელად გაახილა თვალები რომ გაიანე დაფრთხა და უეცრად გახტა უკან, ბავშვის თვალები ახლა მხოლოდ წითელ ფერს მოეცვა, მისი თვალები აღარ გამოიყურებოდა როგორც უწინ და გოგონა კარგად ხვდებოდა რომ ახლა უფრო დამძიმდა ბავშვის მდგომარეობა.
- შენ! - დაიყვირა ბიჭუნამ და გოგონასკენ გაწევა სცადა, თუმცა საწოლზე მიბმულმა თოკებმა წამოდგომის უფლება არ მისცეს, - შენხარ ყველაფრის თავი და თავი! ისინი შენს გამო არიან აქ! - ბიჭუნა ცდილობდა როგორმე გოგონას მისწვდომოდა. მასთან მიკარებას ვერავინ ბედავდა, ყველას ეშინოდა ამ თითისტოლა ბავშვის, რომელიც ასე საზარლად იმზირებოდა. გაიანემ ვეღარ გაუძლო ბავშვის ასეთ მზერას და ოთახი უკან მოუხედავად დატოვა, კედელს მიეყუდა, ძირს ჩასრიალდა და სახე ხელებში ჩარგო.
"შენხარ ყველაფრის თავი და თავი!"
"ისინი შენს გამო არიან აქ!"...
ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც გაიანე ამდაგვარ სიტუაციას შეესწრო და ის ხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი უბედურების მომასწავებელი იყო და რაც დღეს მათ თავს ხდებოდა სამოთხედ მოეჩვენებოდა ცოტახანში.
უკვე მერამდენედ უცრუვდებოდათ იმედები, ალბათ ვერასდროს მიაგნებდნენ წამალს და ვერც ვერავის ვერ გადაარჩენდნენ. უკვე თითქმის იმედები გადაწურული იყო.
გოგონას ბავშვის სიტყვები უტრიალებდა გონებაში და უკვე თავს სტკენდა ყოველივე ეს, ვერ ხვდებოდა რა შუაში იყო თვითონ ამ ყველაფერთან. კითხვები აწუხებდა, თუმცა პასუხის გამცემი არავინ ჰყავდა.
ახლა მხოლოდ დიონისე უშველიდა, დიონისე სჭირდებოდა მას.
- რა გჭირს? - იმდენად მოულოდნელად გაისმა ბიჭის ბოხი ხრიწიანი ბარიტონი, რომ გაიანე შიშისგან შეხტა.
- არ არის შენი საქმე - ცივად მიუგდო გოგონამ რამდენიმე სიტყვა, ბიჭის სახე არანაირ ემოციას არ გამოხატავდა, თუმცა გაიანეს ამგვარი სიტყვები მის სახეზე ყოველთვის იწვევდა ირონიულ ჩაცინებას, არც ამჯერად უღალატია წესისათვის.
- მართალია არ არის ჩემი საქმე, - ჩაიცინა და ტუჩები გაილოკა, - რაში მაინტერესებ მართალია. - გაიანეს კი ერთ წერტილში გაეყინა თვალები, მის ტუჩებზე.
- შენ აქ არ უნდა იყო, წადი დავით. - გოგონამ მიუგდო ორი-ოდე სიტყვა და დერეფანს გაუყვა, და გარეთ გავიდა.
ეს ადგილი იზოლირებული იყო ისეთი მოსახლეობისგან, რომელიც უკვე დაინფიცირებული იყო ან არც იყო.
გაიანე თავის სახლისკენ გაემართა, პატარა სახლი, რომელსაც პატარა ლამაზი ბაღი ამშვენებდა თავისივე ულამაზესი ყვავილებით და ხილის ხეებით. გაიანე ფიქრობდა თუ რაში სჭირდებოდა ასეთი სახლი, როცა ადამიანები იხოცებოდნენ, ზოგი შიმშილით და ზოგიც ამ წყეული დაავადებით, მაგრამ ეს ყოველივე ხომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ კეთდებოდა, ქალბატონი მართა ხომ ყველას და ყველაფერს აკონტროლებდა.

ვიცი პატარა არის და ამასთანავე შესაძლებელია არ მოგეწონოთ, პირველად ვწერ და ცოტას ვღელავ "მგონი".скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Elea_Nora

პოსტაპოკალიფსრული მოთხრობა❤️❤️ უკვე მიყვარს. რაც შეეხება სიუჟეტის ხაზს ძალიან მომწონს❤️❤️❤️ მომწონს იდულამება, მისტიკა, თავსატეხები. ამ გველაფერმა ლაბირინთში მორბენალი გამახსენა. მისი წაკითხვის შემდეგ ხომ არ მოგივიდა ამ ისტორიის დაწერის სურვილი? ნუ მოკლედ არ ვიცი საიდან მოგივიდა იდეა, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დაშნერის გავლენაა იმედი მაქვს მას არ დაამსგავსებ და არ გადმოიკოპირებ. ენივეი წარმატებები შენ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი პანდია

Elea_Nora
პოსტაპოკალიფსრული მოთხრობა❤️❤️ უკვე მიყვარს. რაც შეეხება სიუჟეტის ხაზს ძალიან მომწონს❤️❤️❤️ მომწონს იდულამება, მისტიკა, თავსატეხები. ამ გველაფერმა ლაბირინთში მორბენალი გამახსენა. მისი წაკითხვის შემდეგ ხომ არ მოგივიდა ამ ისტორიის დაწერის სურვილი? ნუ მოკლედ არ ვიცი საიდან მოგივიდა იდეა, მაგრამ თუ ეს ყველაფერი დაშნერის გავლენაა იმედი მაქვს მას არ დაამსგავსებ და არ გადმოიკოპირებ. ენივეი წარმატებები შენ❤️❤️❤️


მიხარია თუ მოგწონს,
არავისას არემსგავსება პირობას ვიძლევი.

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.