შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (11)


12-07-2019, 12:18
ავტორი omexi
ნანახია 132

დეტექტივობანა - (11)

დღე მერვე
ეს დღე არაფრით გამოირჩეოდა, ბიჭების მიერ მოტანილი ინფორმაციის წყალობით შოკირებული ვიყავი, მთელი დღე ხმა არ ამომიღია.
ლაშაც შუბლმოჭმუხნული დააბიჯებდა ოთახში.
ჩვენდა ბედად, ამინდიც აირია, წინა დღისგან განსხვავებით, თავსხმა წვიმამ დასცხო, ისე რომ გარეთ ცხვირსაც ვერ გაჰყოფდა კაცი, ამიტომ ვიჯექით მთელი დღე გახურებულ ღუმელთან და ქუთაისში წასული მეგობრების დაბრუნებას ველოდით.
ნეტა რა ამბავს მოგვიტანდნენ?
ეს შეკითხვა წამითაც არ მშორდებოდა გონებიდან, მართალია მათი მისია გარკვეულწილად შეზღუდული იყო, მაგრამ ჩვენთვის ჯაბას შესახებ მცირედი ინფორმაციაც კი საინტერესო იქნებოდა, მაგალითად: - სად ცხოვრობდა? რას საქმიანობდა? რომელ სკოლაში სწავლობდა? რა განათლება ჰქონდა? ცოლ-შვილი ჰყავდა თუ არა?
ამ შეკითხვებზე მიღებული პასუხები, ძიებას მნიშვნელოვნად დაეხმარებოდა, მაგრამ მე მინდოდა უფრო მეტი შემეტყო გარდაცვლილის შესახებ: - ხომ არ ჰქონდა რამე თანდაყოლილი დაავადება? ან ხომ არ ჰყავდა მოსისხლე მტერი? ეს ორი კითხვა ბევრად ყურადსაღები იყო, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი.
ასეთი ფიქრებით გავატარე მთელი დღე.
საღამო ხანს, უკვე თავი მტკიოდა, ვერ ვვაზროვნებდი. ლოდინისგან დაღლილ-დაქანცულ ლაშას კი ტახტზე ჩასძინებოდა.
ცოტა ხანი შურით ვუმზერდი მეგობარს, მეც ვეცადე დამეძინა, მაგრამ სულის სიღრმეში წარმოქმნილი გაგნგაშის გრძნობა იმდენად ძლიერი იყო, რომ თვალი წამითაც ვერ მოვხუჭე, ახლა კი ღიმილით ვუგდებდი ყურს ლაშას ხვრინვას.
ბოლოს გადავწყვიტე რადგანაც დეტექტივობანა უნდა გვეთამაშა, რეალურად შევჭრილიყავი დეტექტივის როლში, წიგნების კარადიდან რაიმონდ ჩანდლერის «ოქროს თევზები» გადმოვიღე, თუმცა ეს ნაწარმოები წაკითხული მქონდა, მაგრამ მაინც ხარბად დავეწაფე კერძო დეტექტივის ფილიპ მარლოს საინტერესო ისტორიას, რომელიც ოსტატურად ააშკარავებს ჭკვიანურად დაგეგმილი დანაშულის ბნელ მხარეებს და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება გაუჩინარებული მარგალიტის ადგილ-სამყოფელს.

**********

კარგად დაბნელებული იყო, როცა თამაზის «ვოლგა» ჭიშკარს მოადგა, გახარებულმა წიგნი გვერდზე გადავდე, ლაშა მუჯლუგუნით გავაღვიძე და ბიჭებს ოთახში შემოვუძეხი.
- როგორც იქნა გეღირსათ მოსვლა, - ბუხრის თავზე შემოდებულ საათს გადავხედე, ცხრა სრულდებოდა.
ლაშა თვალების ფშვნეტით უმზერდა ბიჭებს, რომლებიც საკმაოდ შეზარხოშებულნი იყვნენ, ალკოჰოლიდან სახეაწითლებულებმა, ოთახში შემოსვლისთანავე «პერეგარის» სუნი შემოიტანეს და მაგიდას დაუკითხავად შემოუჯდნენ.
- გაიგეთ რამე საინტერესო? - მთქნარებით იკითხა ლაშამ, ტახტიდან წამოდგა და ბიჭების გვერდით მაგიდასთან მოკალათდა.
- კი, - თამაზიმ ენის ბორძიკით ჩაილაპარაკა, შემდეგ მაგიდაზე დადგმულ წყლით სავსე გრაფინს დასწვდა, ჭიქა შეავსო და სულმოუთქმელად გადაუძახა სტომაქში.
ჩუმად ვისხედით, ბრაზი მომდიოდა, რომ მთვრალები მომადგნენ, ახლა რის მაქნისები იყვნენ, სიტყვას ვერ იბრუნებდნენ, კბილების კრაჭუნით ვუმზერდი მეგობრებს: თამაზიმ კიდევ ორი ჭიქა წყალი გამოცალა, შმაგი კი ნეკა თითით კბილს იჩიჩქნიდა.
ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, რასაც ამათი გამოთაყვანებულმა სახეებმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და გაღიზიანებულმა ჩავილაპარაკე.
- დასათრობად წადით «ბლიატ»? - ფეხზე წამოვდექი და ხელი ჩავიქნიე, - კაცი ვერაფერში გამოგიყენებთ.
- აბა თუ გამოიცნობ რატომ დავბრუნდით ასე გვიან? - შმაგიმ ბოყინით ჩაილაპარაკა, როცა პასუხი ვერ მიიღო გააგრძელა, - მთელი დღე იმ «როჟას» ვეძებდით, ის კი თითქოს არც არსებობდა «სიმონ».
- მერე ერთი ახლობელი შეგვხვდა, - გააგრძელა თამაზიმ, - შენ არ იცნობ ბექა, - თვალი ჩამიკრა და კვლავ წყლიან გრაფინს წაეპოტინა, - «ბიკენტიეს საქაბაბეში» დაგვპატიჟა, ისეთი ქოთნის ლობიო ვჭამეთ, ლობიოს უნახავს გაგხდიდა კაცს.
- თქვენ მე გადამრევთ, - ოთახში გიჟივით ვიწყე ბოლთის ცემა, - ბიკენტიასთვის წადით ამხელა გზაზე?
- დაწყნარდი «სიმონ», - შმაგიმ ხელით მომიხმო მაგიდისკენ, - დაჯექი, ჯდომას და დგომას ერთი ფასი აქვს.
- აუ ჩემი, - შუბლზე ხლი ვიტკიცე, - უკვე ფილოსოფოსობაც დაიწყეს.
- შენ ისე კარგი ღვინო გაქვს, - ეშმაკურად შემაპარა თამაზიმ.
უაზრო ბოლთა შევწყვიტე და მეგობრებს მივაცქერდი, მართალია გამოთაყვანებული სახით მიმზერდნენ, მაგრამ მაინც ჩემი მეგობრები იყვნენ, რომლებიც გასაჭირში გვერდით დამიდგნენ, ჩემი ტკივილი გულთან მიიტანეს და რაღაცის შეცვლის მიზნით ვიღაც ჯაბას ასავალ-დასავალს არკვევდნენ.
იმ მომენტში გავაცნობიერე, რომ ყველაზე მეტად მიყვარს ეს ბიჭები, გამეღიმა, მაგიდასთან მოვკალათდი და თავის კანტუნით ჩავილაპარაკე.
- თქვენი გამოსწორება არ იქნება, «ჩაგაცეცხლებთ», თან მომიყევით რა გაარკვიეთ.
- ასე არ ჯობია შე კაცო? - გაიღიმა თამაზიმ, - ისე, არც ჩვენ მოვსულვართ ხელცარიელი.
ფეხზე ბორძიკით წამოდგა, ოთახიდან ბარბაცით გავიდა და ჭიშკართან მდგომი მანქანიდან ორი მოზრდილი პოლიეთილენის პარკი გადმოიტანა, რომელშიც ბლომად ეწყო პროდუქტი.
თხუთმეტ წუთში გვარიანი სუფრა გავაწყვეთ, ამჯერად ცივ მჭადთან ერთად, სოსისი და ძეხვიც იწონებდა თავს.
ორი ჭიქის შემდეგ, როცა ალკოჰოლმა ცოტათი შემაბუჟბუჟა, სასმისი გვერდზე გადავდგი და თამაზის ვუთხარი.
- ესე იგი მთელი დღე «ბიკენტიას საქაბაბეში» გაატარეთ?
- აბა რა, - პირგამოტენილმა თამაზიმ ძლივს ჩაიჩიფჩიფა, - გვარიანად ჩავუთვერით.
ხელი ჩავიქნიე.
- ჯაბას შესახებ ვერაფერი გაარკვიეთ? - ამჯერად ლაშამ იკითხა.
- წეღან რომ გითხარით ხელცარიელი არ მოვსულვართ-თქო, - გაიღრიჭა თამაზი, - მარტო «თოხლი» არ მქონდა მხედველობაში, - მან სუფრაზე დახვავებულ ძეხვეულს გადახედა.
- ნუ მაიმუნობ თუ ძმა ხარ, თქვი ბოლოს და ბოლოს.
თამაზიმ თვალი ჩამიკრა და იდუმალი ტონით მითხრა.
- კაცი ვერაფერს გამოგაპარებს.
- ვანო იცნობდა ჯაბას «სიმონ», - თამაზის წამოეშველა შმაგი.
- ვანო? - გაოცებულმა ვიკითხე, - რომელი ვანო?
- ჩემი ახლობელი «ბიკენტიას საქაბაბეში» რომ დაგვპატიჟა, - ამიხსნა მეგობარმა.
- ლობიოს ვჭამდით, წითელ ღვინოს ვსვამდით, მერე საუბარს შევყევით და შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ვანო სწორედ იმ «როჟასთან» «სასტაობდა», - გონორით თქვა შმაგიმ და ძეხვის მოზრდილ ნაჭერს, ცივი მჭადი მიატანა.
უცნაური დამთხვევა იყო, დაფიქრებული მივჩერებოდი შეზარხოშებულ ბიჭებს და ვხვდებოდი, რომ დეტექტივების ამპლუაში მათ მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი წარმატებული გამოდგა.
- მაგარია, - აღფრთოვანებულმა წარმოსთქვა ლაშამ, - რა გაარკვიეთ?
ძველი სკამის საზურგეს მივაწექი და ისტორიის მოსასმენად გავემზადე.
- «კაროჩე», ჯაბა «ზასტავაზე» «იჩითებოდა» ხშრად, - თამაზიმ ჭიქები დინჯად შეგვივსო, - ვანომ გვითხრა «შავობას» აწვებოდაო, თუკი სადმე «რაზბორკა» იყო, ისიც იქ «გაეძრობოდა».
- მერე?
- რა მერე, მოკლედ «ბლატნოია», უბანში მეტსახელად «ჩოჩის» ეძახდნენ.
- «ჩოჩი»? - იკითხა ლაშამ, - «ზასტავაზე» ცხოვრობდა?
- ეგ ვერ გავარკვიეთ, - შმაგიმ ჭიქა ასწია, - გაგვიმარჯოს, - თქვა და ერთი ყლუპით გამოცალა.
- «იმენა» ჭკუა არ მოგეკითხებათ, - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე.
- რა ვქნა «ბრატ», მაგ კაცის ასავალ-დასავალი არავინ იცოდა, ვანოც «აზრზე არ იყო», ვერც მის «ბაითს» მივაგენით და ვერც მტერ-მოყვარეს, - დამნაშავესავით აიწურა თამაზი, - ერთი ხანი საჯარო რეესტრში ვგეგმავდით მისვლას, მაგრამ მერე «ბიკენტიას საქაბაბეში» ჯდომა ვამჯობინეთ.
კვლავ ბრაზი მომერია ბიჭებზე, თუ ადრე მეგონა, ძიება წარმატებულად დაიწყეს, ახლა მივხვდი, რომ ტყუილად დაკარგეს დრო და მთელი მათი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდა.
ქუთაისში მე რომ წავსულიყავი, უფრო მეტის გაგებას მოვახერხებდი.
- ესე იგი დღეს საქმის გაკეთების ნაცვლად «ილოთავეთ».
ფეხზე წამოვდექი ოთახში გავიარ-გამოვიარე, ცოტათი დავმშვიდდი, უფრო დავუფიქრდი სიტუაციას და მოულოდნელად გავაცნობიერე, რომ ძიება არასწორი კურსით მიმყავდა, რას მომცემდა ჯაბას საცხოვრებლის ცოდნა? - არაფერს,
სჯობდა სულ სხვა რამეზე გამემახვილებინა ყურადღება, პირველ რიგში ჯაბას ჯანმრთელობის მდგომარეობა მაფიქრებდა, როგორ შეიძლება ტვინის შერყევით ადამიანი გარდაიცვალოს? ჩემი აზრით სწორედ აქ იყო «ძაღლის თავი დამარხული», აუცილებლად უნდა გავსაუბებოდი მის მკურნალ ექიმს.
- ხვალ ჩვენ წავალთ ქუთაისში და ექიმს გავესაუბრებით, - თვალებმოჭუტულმა გადავხედე ბიჭებს, - თქვენი მოპოვებული ინფორმაციაც გარკვეულწილად დაგვეხმარება.
- რომ «დაგწვან»? - თანაგრძნობით მკითხა თამაზიმ.
- «დაგვწვავენ» და მაგათი დედაც... - დაბოღმილმა შევუკურთხე ხელისუფლებას.
ლაშამ უკმაყოფილოდ ჩაქინდრა თავი, თამაზიმ ხელი ჩაიქნია, შმაგიმ კი მშვიდი ტონით მომმართა.
- ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა არ შეიძლება «სიმონ», - ფეხზე წამოდგა, - ცოტა მოდუნდი, - მან სკამის საზურგეზე გადაკიდებული ქურთუკის ჯიბიდან მუშტისხელა ფოლგა ამოიღო, თეფშები მისწი-მოსწია და მაგიდის შუაგულში დადო, - მაგარი მოსაწევი დავითრიე, - კმაყოფილი დააცქერდა ფუთას და ხელების ფშვნეტით დაუმატა, - «გაგვისწორებს».
- ეგ კარგი გაგახსენდა, - თამაზიმ ფოლგა გაშალა, - სტუმარს პატივი ხომ უნდა ვსცეთ, - ლაშას ღიმილით გადახედა, - სუფთა გალის «პლანია», სოფლის ბოლოდან მოტანილი «ტრუხა» ქონდარი არ გეგონოს, - მოსაწევს უსუნა და აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა, - იფ, იფ რა სუნი აქვს.
შმაგი ოსტატურად შეუდგა მოსაწევის შეკეთებას, სიგარეტის ღერებიდან ჯერ სათითაოდ გამოყარა თუთუნი, მერე ფილტრი ამოაძრო და მის ნაცვლად, მუყაოს დახვეული ნაგლეჯი ჩადო.
სანამ ის «ტარიანს» ამზადებდა, თამაზი და ლაშა მოსაწევს ტენიდნენ, ბოლოს თავიც მოუხვიეს და გამზადებული ღერები მაგიდის კიდეზე დაალაგეს.
პირველად შმაგიმ მოუკიდა, ნაფაზი ღრმად დაარტყა, როცა გაღვივებული მოსაწევი ატკაცუნდა, ნეკა თითი ნერწყვით დაისველა და სიგარეტის სიფრიფანა ქაღალდს გადაატარა.
- მართლა მაგარია, - ხველებით ჩაილაპარაკა მან და «ტარიანი» ლაშას მიაწოდა.
თხუთმეტ წუთში ყველა «დავბოლდით», მოსაწევის სურნელოვანი კვამლი მასიური მაგიდის ზემოთ საავდრო ღრუბელივით დამდგარიყო.
ისევ მაგიდას შემოვსხდომოდით, მოსაწევის «ჯადოსნური» ზეგავლენის წყალობით არაფერზე არ ვფიქრობდი: - არც ჩვენი სავალალო მდგომარეობა მაშფოთებდა და არც კრახით დაწყებული გამოძიება, უბრალოდ გამოთაყვანებული სახით მივჩერებოდით ერთმანეთს, ზოგჯერ კი რომელიმეს უკბილო ხუმრობაზე ჩაბჟირებამდე ვიცინოდით.
აზრადაც არ მომსვლია, რომ მოსაწევის ყოველი ნაფაზი ათასობით ტვინის უჯრედს კლავდა, რეალობის აღქმას აჩლუნგებდა და ჰალუცოგენურ ეფექტს ახდენდა.
აზროვნების დედუქციური უნარი კი რომლითაც დეტექტივი გამორჩეული უნდა იყოს, «დაბოლილი» ტვინის უჯრედებში დროებით მიძინებულიყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი სელენე

მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent