შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვალენტინა Nº3


15-05-2019, 21:13
ავტორი Moonlight17
ნანახია 517

ვალენტინა Nº3

-მარტო უნდა შევიდე?
პატარა, შეშინებული ბავშვივით შევიცხადე, რომელსაც სადაცაა ექიმთან შეიყვანენ და ღრიალს მორთავს. თავი დინჯად დამიქნია სმოკინგიანმა და რკინის კარი ფართოდ შეხსნა. ვგრძნობდი, როგორ მომმყვებოდნენ უკან ის სამნი, რომლებიც წუთების წინ დავამუნჯე. სარკისებრ ფანჯარასთან თავიანთი ადგილები დაიკავეს და გზა დამითმეს. ძალიან მალე ბლეიკის რეალურ მკვლელს თვალებში ჩავხედავდი, რაც სხეულის თითოეულ უჯრედს მიწიოკებდა. ჯობდა ამაზე არ მეფიქრა და თავი ხელში ამეყვანა. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ არავის მოუსამძიმრებია ჩემთვის. ამას არც ვითხოვ, უბრალოდ რადგანაც იცოდნენ რომ მე ბლეიკის ყოფილი საცოლე ვიყავი, ოდნავი პატივისცემა მართებდათ. ფიქრი შევწყვიტე, როდესაც დაკითხვის ოთახში შევაბიჯე. ჩემს წინ მჯდომი, თავდახრილი ეჭვმიტანილი კარგად შევათვალიერე. თავდახრილი საკუთარ ბორკილებშემკულ ხელებს დასცქეროდა და თითქოს ცხოვრებისეულ საკითხებზე ფიქრობდა. ფურცელს კიდევ ერთხელ დავხედე, რომელიც ხელში მეჭირა. 36 წლის დენის კლარკი. მაშ ასე. ჩემი შესვლა თითქოს არც შეუმჩნევია. ანდაც უკვე შეგუებული იყო, რომ რაც აქ მოიყვანეს უსაფრთხოების და კონრტოლის მიზნით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ საგულდაგულოდ შეამოწმებდნენ.
- რაზე ფიქრობ?
ვიკითხე და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი. იმდენად ნელა ასწია თავი, თავი იმ ფილმის გადასაღებ მოედანზე მეგონა, სადაც ყველაფერს შენელებული კადრით იღებენ. ჩასისხლიანებული მწვანე თვალები დაბნეული, შიშით სავსე შემომცქეროდა.ტუჩები ოდნავ გაეპო და კარგად რომ დავკვირვებოდი, შესაძლოა უკანკალებდა კიდეც. პასუხის გაცემა უნდოდა, ფაქტია, მაგრამ ხმა არადა არ ამოსდიოდა ყელიდან. დავრწმუნდი, რომ ოჯახიც ეყოლებოდა და დარდობდა. დიახ, მის თვალებში უდიდესი სევდა ლივლივებდა. ვაი და ოჯახს ვეღარ დაბრუნებოდა?! საკუთარი შვილები ვეღარასდროს ენახა?! ღრმად ამოვისუნთქე. დენისის ფურცელი შუაზე გადავკეცე და დაკითხვის ოთახი დავტოვე. სამი წყვილი თვალი კითხვის ნიშნებად იქცა და ისე შემომყურებდნენ, თითქოს რაიმე არაწორად გავაკეთე.
- ის არ არის, გაუშვით.
- კი მაგრამ, მის ფორბს... არც კი გასაუბრებიხართ.
- არ არის საჭირო, დამიჯერეთ. არ არის დამნაშავე. შიშისგან ადუღებული აქვს თვალის გუგები. იმასაც გეტყვით რაზე ფიქრობს. იმ საკანზე, სადაც არჩადენილი მკვლელობის გამო პოტენციურად შესაძლოა რომ თავი ამოაყოფინონ. ასე რომ, სიტყვაზე მენდეთ, არ არის მისტერ კლარკი მკვლელი.
თავი უკმაყოფილოდ ჩახარა ყველაზე დაბალმა და რაღაც ჩაიდუდუნა. ღრმად ამოვისუნთქე. ყურადღება დანარჩენების რეპლიკებისთვის არ მიმიქცევია ისე დავტოვე იქაურობა და ოფისისკენ გავეშურე. სულ ათ წუთიანმა დაკითხვამ, რომელიც რეალურად არც ყოფილა დაკითხვა ერთიანად ამშალა. ძალიან აფორიაქებული ვიყავი. ქეროლი ღიმილით მომესალმა და ხელში ჩემი საყვარელი, უშაქრო ყავა გადმომაწოდა.
- გამომყევი ქეროლ .
საკუთარი ჩანთა უხეშად მივაგდე ტუმბოზე და ღრმად ამოვისუნთქე.
- პოლიცია სულ ასე უტვინოდ მუშაობს?!
- არ ვიცი ვალენტინა....
- ერთი ეჭვმიტანელი დავკითხე. ისე კანკალებდა ლამის ადგილზე ჩაეფსა. და მაგაზე ამბობდნენ შესაძლო მკვლელიაო. წარმოგიდგენია?! დავიჯერო, ოდნავ გამჭვალი მზერა მაინც არ აქვთ ამ უტვინო კაცებს, რომ დამნაშავე და უდანაშაულო განანსხვაონ?
ხელები ავიქნიე და საყვარელი ყავის რამდენიმე ყლუპი ადუღებულ გულ-მუცელში ჩავუშვი.
- არ გიფიქრიათ, რომ სწორედ ამიტომ დაგიქირავეს თქვენ?
შემომაპარა ქეროლმა.
- იმ ჰალსტუხში თავგაყოფილი ტიპებიდან არც ერთს არ ვეხატები გულზე. ბლეიკმა გამრია ამ საქმეში.
- საინტერესოა, როგორ მოიფიქრა...
ხელით ნიკაპი მოისრისა ქეროლმა. ძალიან საყვარლად გამოიყურებოდა, როდესაც რაიმეზე ასე ფიქრდებოდა ხოლმე.
- ჭკვიანი ქალი ხარ ქეროლ.
- გმადლობ, ვალენტინა.
- ბლეიკმა იცოდა, რომ მოკვლავდნენ. იცოდა, რომ შუბლს გაუხვრეტდნენ მაგრამ ხმა არ ამოიღო. ყველაფერი დეტალურად უნდა შევისწავლო. მკვლელობის სავარაუდო დრო. ისიც კი, ზურგიდან ლაჩრულად მოკლეს თუ არა.
ვგრძნობდი, ამ საზარელი სურათის წარმოდგენისას როგორ მაწვებოდა ღებინების შეგრძნება და თავს ძლივს ვიკავებდი, პირდაპირ ჩემს საწერ მაგიდაზე არ ამომენთხია.
- დილით ვინმე მატიასი იყო მოსული, აი ის კაცი... ბლეიკის..
- ბლეიკის სახლიდან. კარგი. ახლა სად არის?
- ნახევარი საათი დაგელოდათ და წავიდა, ასე თქვა საქმეები მაქვსო. - უხერხული გამომეტყველება მიიღო ქერამ.
- კიდევ ერთი ეჭვმიტანელი შეემატა ბლეიკის საქმეს. - მსუბუქად ჩავიღიმე და ქეროლს თვალებში ჩავაშტერდი. - ასე ნუ მიყურებ, ცუდი არაფერი გაგიკეთებია. მისი ნება იყო, რომ არ დამელოდა. მაინც მოვძებნი...დამტოვე, დანარჩენს ჩემით მივხედავ. რაიმე სიახლე ხომ არაა?
- კრისტინამ თქვენი დავალება დაასრულა, შემოვუშვა?
- შენ შემომიტანე, მადლობა.
ღიმილით დავუქნიე თავი. საფერთქელბი რამდენიმე წამით დავიზილე და საბუთებს ჩავხედე. რამდენიმე საათით მაინც უნდა დავბრუნებოდი საკუთარ რეალურ პროფესიას-ადვოკატობას. დამესრულებინა წყეული სამი ადამიანის საქმე, რომელიც ჩაბარებული მქონდა და დროებით ადვოკატობაზე ხელი ამეღო. რადგან ბლეიკის საქმე ზედმეტად ჩახლართული მეჩვენებოდა და ერთდროულად ამდენ პასუხიმსგებლობას საკუთარ თავზე ნამდვილად ვერ ავიღებდი. ძარცვის საქმე უკვე გახსნილიყო. სამადლობელი წერილი მივიღე თანხასთან ერთად. როგორც ჩანს და როგორც ვვარაუდობდი ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მოგვარდა. ერთით ნაკლები. დანარჩენი ორის წიგნაკს გადავხედე. ამ კვირის ბოლოს, წესით ეს საქმეებიც უნდა მოგვარებულიყო. ვგრძნობდი შვებულება მესაჭიროებოდა ყველაზე შეუფერებელ დროს.
- ინებეთ, ვალენტინა. - ღიმილით მაგიდაზე დამიდო ორი ფურცელი ქეროლმა და დამტოვა. ფიქრებს მოვეშვი. კისერი ოდნავ მოვხარე დაჭიმულობისგან და საზურგეს მივეყრდენი. თვალებს არ ვუჯერებდი რომ ფილტრაციის მიუხედავად, მაინც ას კაცზე მეტი იყო დარჩენილი. ამოვიოხრე და ფურცლები მაგიდაზე დავყარე. ახლა ამის თავი ნამდვილად არ მქონდა. არც დრო იყო, იმის რომ საკუთარი ინტერესები პირველ ადგილას დამეყენბინა. ამიტომაც, ლურჯთვალება ერთი ღამის რაინდი ტვინის უკანა ნაწილში მოვისროლე და კვლავ ადვოკატობას დავუბრუნდი.

***

რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც დენის კლარკის დაკითხვამ ჩაიარა. როგორც ვივარაუდე, მართალი აღმოვჩნდი. თვითკმაყოფილმა გავუთიშე ტელეფონი ერთერთ პროკურორს და საწოლზე ჩამოვჯექი.
კრის პირსი, რიგით მეორე ეჭვმიტანელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გამოდგა, რომელიც ჩემს გარეშე დაუკითხავთ და პირდაპირ ფსიქიატრიულში გადაუყვანიათ. ამასთანავე ნდობით აღჭურვილი ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ იგი უდანაშაულოა და სწორედ მისი ტვინის დაზიანებების გამო აღიქვეს ეჭვმიტანელად. რა გაეწყობოდა. საქმე ზედმეტად გამიმარტივეს ერთადერთი ეჭვმიტანელის დატოვებით - რაიდერ ფლინი.
თუმცა წინა შემთხვევებს თუ გავითვალისწინებთ, დიდი ვარიანტი იყო იმის, რომ რაიდერიც უდანაშაულო აღმოჩენილიყო.
ხვნეშით შევედი სააბაზანოში და გრილ წყლის წვეთებს უფლება მივეცი ჩემი დაძაბული სხეული მოეთენთათ. დიახ, ცხელი აბაზანა არასდროს მშველოდა. პირიქით, გრილი. ასე ხომ ფიქრიც მიადვილდებოდა.
შავი, გამჭირვალე, უზორებიანი კოლგოტი შევუხამე მუხლებამდე პროვოკაციულად მომდგარ ქვედაბოლოს. ღია ცისფერი ფერანგის ღილები საგულდაგულოდ შევიკარი და მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე.
ალბათ ზედმეტად შემართებით ვუდგებოდი ამ ყველაფერს, რადგანაც საკუთარმა მანქანამ მიმტყუნა. სასწრაფოდ ხელოსანს გადავურეკე და მანაც ყველაფერი ითავა. ხვნეშით გავაჩერე ტაქსი და წინა სავარძელზე მოვთავსდი.
- სად მივდივართ? - თბილი ღიმილით გადმომხედა კეპიანმა კაცმა.
- მოპირდაპირე ქუჩაზე, პროკურატურაში.
კაცს თვალები ლამის გადოსცვივდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და გაზს ფეხი მიადგა. ალბათ ფიქრობდა, რომელი გიჟი დადის ტაქსით მოპირე ქუჩაზეო, თუმცა კომფორტს მიჩვეული ვალენტინა ფორბსი ჩვეულებრივი ადამიანების მოდგმაში ნამდვილად არ შევდიოდი.შუქნიშნის ლოდინში ისეთი მზერა გავცვალეთ, თავს დავდებ საყლაპავ მილში ნერწყვი გაეჩხირა და მიხვდა ვინც ვიყავი. ამით ნამდვილად არ ვამაყობდი, ზედმეტი კითხვების კორიანტელი მოყვებოდა ხოლმე ყოველთვის მსგავს შემთვევებს. ხმის ამოუღებლად გამიჩერა შესასვლელთან და კვლავ ღიმილით გადმომხედა.
- ხურდა დაიტოვეთ, მადლობა.
ოციანის კუპიურა გავუწოდე და სანამ სამადლობელი სიტყვებით ამავსებდა, იქამდე გადმოვედი. ქვედაბოლო შევისწორე და მუხლებამდე დავქაჩე. თუმცა სიარულისას მაინც თავისი გაჰქონდა და ზემოთ იწევდა. გამიკვირდა, როდესაც შესასვლელში დაცვის კაცი ვერ დავინახე. კაკუნით ავიარე ოთხი საფეხური და ხის კარი მძიმედ შევაღე. მიმღებში ელვის სისწრაფით მივედი და ჩემი საბუთებით გატენილი ჩანთა პატარა რაფაზე დავახეთქე.
- ადამიანთა მოდგმა გაწყდა აქ, თუ რა ხდება?!
- გამარჯობათ, მის ფორბს. - ყალბი ღიმილი მაჩუქა მიმღებში მჯდარმა გოგონამ. თითქოს ამ გამომეტყველებით ჩემი მანერების გაკრიტიკებას ცდილობდა. ან უბრალოდ უნდოდა ნამუსზე ავეგდე, იმის გამო რომ არ მივესალმე. თვალები ავატრიალე და ფრჩხილები რაფაზე მოლოდინში დავაკაკუნე. მაუსზე საჩვენებელ თითს ნერვიულად აწკაპუნებდა.
- სისტემა არ მუშაობს?
ვკითხე, როდესაც ზედმეტად გააჭინაურა.
- დღეს კვირაა, მის ფორბს. შესაბამისად გაუმართავობის პრობლემებზე არავინ აგებს პასუხს.
- ჯანდაბა! კვირა! სულ დამავიწყდა... - ჩემთვის ამოვიბურტყუნე და წელში გავსწორდი.- ტყუილად მოვედი, გამოდის.
- მისტერ ბლეიკის საქმე თქვენზეა ოფიციალურად გაფორმებული. რაც უფლებას გაძლევთ ნებისმიერ დროს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მობრძანდეთ. მხოლოდ ერთი პრობლემაა.
- ახლა რაღა მოხდა?!
- თუ ეჭვმიტანელის დაკითხვას მოისურვებთ, თვალყურს ვერავინ მოგადევნით.
უხერხულად შეიშმუშნა და დიდი მწვანე თვალები დაახამხამა. ღრმად ამოვისუნთქე და გარშეო მიმოვიხედე. კაციშვილი არ იყო. რაღაც მხრივ შემეძლო ამ სიტუაციით მესარგებლა და ჩემებურად წამეყვანა ყველაფერი. ასერომ მისკენ მივტრიალდი, საბუთები ამოვიღე და
ჩანთა გადავაწოდე.
- მაგაზე არ ინერვიულო, კაცივით კვერცხები არ მაქვს მაგრამ არც მშიშარა ვარ. - თვალი ჩავუკარი. მის გამომეტყველებაზე გვერდულად ჩამეღიმა და რომ არ გამცინებოდა ტუჩი უხერხულად მოვკუმე. ჩემს მეწამულისფერ ტუჩსაცხს დღეს განსაკუთრებული არომატი ჰქონდა.
- რაიდერ ფლინი. დაკითხვის ოთახში გადაიყვანენ, მოთხოვნა უკვე გადავაგზავნე. შეგიძლიათ მიბრძანდეთ.
- კარგი.
- მის ფორბს! - ხმა მომაწია, როდესაც ნახევარი დარბაზი უკვე გავლილი მქონდა. წარბებ აწეული შევტრიალდი გოგონასკენ. - თუ რაიმე დაგჭირდათ, ოთახში, კარიდან მარცხნივ დიდ წითელ ღილაკს დააწირეთ.
- დამშვიდდი გოგონა, არაფერი მომივა.
დამაჯერებლად გავუღემე. თვალები ავატრიალე და დაკითხვის ოთახისკენ გავემართე.
სანამ მეორე სართულზე ავიდოდი, გრზელ დერეფნებში ხეტიალისას ბლეიკის ანარეკლს თვალს უკან ვერ ვიშორებდი. ყელში უზარმაზარი ბურთი მეჩხირებოდა, როდესაც წარმოვიდგენდი, როგორ ღაფავდა სულს ბლეიკი. თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ მის მიმართ რეალური გრძნობები არ გამაჩნდა, თორემ ამ საქმეს თავს ნამდვილად ვერ მოვაბამდი. რკინის დიდ კარებს ორივე ხელით დავეჯაჯგურე და როგორც იქნა შევხსენი. ცხვირში მაშინვე დეზინფექციის სუნი მეცა. რათქმაუნდა, კვირაობით ხომ დამლაგებლები არ ისვენებენ. სანამ ეჭვმიტანელს შევხედავდი, საქაღალდედან ფურცელი ამოვიღე, საწერი კალამი დავაწკაპუნე და რაიდერ ფლინის სახელს "უკანასკნელი" დავაწერე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს ფაილებში იმდენი ფურცელი ირეოდა, შესაძლოა ამრეოდა. თმა ყურს უკან ცალი ხელით გადავიწიე და ეჭვმიტანელს თვალი გავუსწორე.
არ ვიცი რამდენად ძლიერი აღმოვჩნდი, რომ იქვე, კარებთან არ ჩავიკეცი და კრუნჩხვები არ დამეწყო. დიდი, ლურჯი თვალები მთელი ინტერესით მაკვირდებოდა და თვალსაც არ ახამხამებდა. ხელები ერთმანეთსი აეხლართა და მაგიდაზე ჩამოეწყო. მხრებჩამოშვებული, თავაწეული ქვემოდან მიყურებდა და სახეზე ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა.
-შეუძლებელია. - აღმომხდა და მაშინვე ვიგრძენი დაძაბულობისგან ყელი როგორ ამიხურდა.
-ზოოპარკში ცხოველი რომ რაიმეს დააშავებს, ციხეში გადაჰყავთ და შემდეგ დარჩენილ ცხოვრებას გისოსებს მიღმა ატარებს. მე რას მიპირებთ?
იმდენად მშვიდად და ორაზროვნად ამოილაპარაკა თვალები შუბლზე ამივიდა. თავს ძალა დავატანე და მასთან ახლოს მივიწიე. სკამი ხმაურით გამოვწიე და წინ დავუჯექი. მისი ღიმილი გაიზარდა. თვალები მაშინვე ჩემი ოდნავ შეხსნილი პერანგისკენ გააპარა და ტუჩები გაილოკა.
- რაიდერ ფლინ, ნება მომეცით გაგაცნოთ აქ რატომ იმყოფებით. მმ..მგონი, რაღაც კ..არგად ვერ გაიგეთ. - ენა საშინლად დამება. რაც უფრო მეტ დროს ვატარები მისი ნაკვთების დაკვირვებაში, უფრო ვრწმუნდებოდი რომ ის იყო! ჯანდაბა ბლეიკ, ჯანდაბა! რატომაა დედამიწა ასეთი პატარა? დავიჯერო ვერ მცნობდა?...ასე უკეთესია.. ღრმად ჩავისუნთქე დამძიმებული, დეზინფექციის სუნით გაჟღენთილი მშრალი ჰაერი და საუბარი გავაგრძელე. - ბრალი გედებათ მისტერ ბლეიკის განზრახ მკვლელობაში. მე ვ..ვალენტინა ფორბსი ვარ, ბლ..ბლეიკის საქმეს ვუძღვები.
- რა მოხდა მის ფორბს, ფონოგრამა ხომ არ გაგიფუჭდათ?! - მშვიდი ხმა არ შეცვლილია, მაგრამ მისი ღიმილი და მზერა იმდენად ცინიკური იყო, მომინდა ცხოველივით ჩავფრენოდი კისერში და შემდეგ ის ლურჯი თვალები სათითაოდ ამომეძრო.ცხვირის ნესტოები ხარივით დამებერა და იმდენად ხმამაღალი იყო ჩემი ცხელი ჰაერის გამოშვება, მეგონა ავფეთქდებოდი. წინ წამოწეული საზურგეს თვითკმაყოფილი მიეყრდნო.
- რამდენს ბედავ?! თავი ვინ გგონია?!
- თქვენობითი-დან უკვე შენობითზე გადავედით? კარგი. - ჩაიცინა და მხრები აიჩეჩა.
- ასე საქმეს უფრო გაირთულებ, რაიდერ.
- მე სულ ასეთი ვარ, ჩემო ვალენტინა. - წარბები აქაჩა - ახალ გაღვიძებულზე, შუადღეს, გაღიზიანებულზე და საღამოს გააზრებულზეც. ხო მართლა, მაშინაც, როდესაც ბლეიკს ვაძაღლებდი და ხელები მისი სისხლით მეღებებოდა.
თვითკმაყოფილი ღიმილი უარესად გაზარდა. მისი მარგალიტივთ თეთრი კბილების დანახვამ გონება ერთიანად დამიბინდა. ჭიქა წყალს ვნატრობდი და შეუმჩნევლად იმ დიდ წითელ ღილაკსაც კი გავხედე, რომელზეც მიმღებში მწვანეთვალება გოგონამ გამაფრთხილა. არ უნდა ავყოლოდი მსგავს მდაბიო ადამიანს. თვალები რამდენიმე წამით დავხუჭე, მაგრამ მაინც თვალწინ მედგა მისი დამცინავი მზერა და ღიმილი.
- თქვენობითზე დავბრუნდეთ ჯობია, მისტერ ფლინ. - ყალბი ღიმილი ავიკარი სახეზე და ფურცლებს ჩავხედე. - 32 წლის, დაუოჯახებელი. თქვენს მშობლებზე და ნათესავებზე არანაირი ინფორმაცია არ არის. არც წარსული ცხოვრება. ჯანდაბა, რას აკეთებს ეს ხალხი საერთოდ აქ?!
- ვგონებ, არასწორ ადამიანს მეკითხებით.
- მოდი პირდაპირ გკითხავთ რაიდერ. თქვენ მოკალით ბლეიკი?
ხმა გამებზარა, თუმცა თვალი არ დამიხამხამებია ისე ვცდილობდი მის თვალებში სიმართლე ამომეკითხა. ლურჯი სფეროები არ იცვლებოდა. პირიქით, სახეზე ღიმილი უფრო გაზარდა და ჩაიცინა. ხელები დანებების ნიშნად სანახევროდ აღმართა და მხრები აიჩეჩა. ღმერთო, პატარა ბავშვივით იქცეოდა! მისი მხრების მოძრაობამ ნერწყვი გამიშრო და ახლა ნამდვილად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ერთი ღამის პარტნიორი ბლეიკის მკვლელობის ეჭვმიტანელი იყო. თანაც თუ მის ქცევებს დავუჯერებდით, ეჭვმიტანელი უკვე ნაკლებად ეთქმოდა.
-ჩემთან თამაშს არ გირჩევთ, ფლინ. ვითანამშრომლოთ.
-და თუ მკვლელობას ვაღიარებ?
-ასე მარტივად?
თავი გაღიმებულმა დამიქნია და ფეხზე წამოდგა. ალბათ ორ მეტ კვადრატულს ატყამდა წრეებს, ისე რომ თვალს არ მაშორებდა. რაღაც რიგზე ნამდვილად ვერ იყო.
-ასე რის მიღწევას ცდილობთ, მის ფორბს?!
საჩვენებელი თითი მსუბუქად გამოიშვირა ჩემი პერანგისკენ. გაოგნებულმა და ოდნავ დაბნეულმა საკუთარ ორ ღილს დავხედე, რომელიც მადიანად გახსნილიყო. თამაში გინდა რაიდერ?! მიიღებ თამაშს!
თავი გვერდულად გადავხარე და თმები ცალ მხარეს გადმოვიყარე. თვალებში ჩავაშტერდი და მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი.
-წარმოდგენაც არ გაქვთ, რა შარში გაყოფთ თავს.
-გისოსებზე მეუბნებით? კარგი რა! ჩვენი, ყველას ცხოვრება ციხეა. ამაზე ადრე არ გიფიქრიათ? მაგალითად თქვენ მის ფორბს, მამიკოს ფულით გათამამებული, ისევ პატარა გოგო ხართ.რაღაც იმიჯს უკან ამოფარებული. თქვენი ცხოვრება ციხეა, სახელს და დიდებას რომ ვერ გაცდენილხართ. პირადი რა გაგაჩნიათ?! მე გეტყვით, არც არაფერი. - ხელები ზიზღით ამართა ჰაერში და მომიახლოვდა. მჯდომარეს, ზემოდან დამყურებდა და თავბრუს მახვევდა. ენა გადამყლაპვოდა. როგორ ბედავდა მსგავსი სიტყვებით მანიპულირებას?! სხვა სიტუაციაში, უეჭველი იყო ფეხზე წამოვხტებოდი და იმ თავს კედელზე მინიმუმ სამჯერ მივარტყმევინებდი. ახლა კი ძალაგამოცლილი, დამუნჯებული ვუსმენდი სიტყვებს რომლებიც ზედმეტად ახლოს მოდიოდნენ ჩემს გულთან. - ეს თქვენი, ვითომ შეკოწიწებული,ფულით გაბერილი ფუფუნებაა ციხე. მაგას, რაც თქვენ გაქვთ, ნამდვილად ციხის დაჟანგული გისოსები მირჩევნია.
-საკმარისია! საუბრის უფლება არ გაქვთ იქამდე, სანამ კითხვას არ დაგისვამთ!
- რატომ, მეშლებით და ფილიპ ფორბსის შვილი არ ხართ?
- ჩემს სახელს აქ არანირი მნიშვნელობა არ აქვს და დამავალებ, თუ თქვენს ადგილს დაუბრუნდებით!
ფეხზე წამოვდექი და თვალი თვალში გავუყარე. მაღალქუსლიანის მიუხედავად, მაინც ჩემზე მაღალი იყო. თანაც, იმდენად ახლოს მედგა მის გამონასუნთქს საკუთარ სახეზე ვგრძნობდი. მინდოდა მუშტად შეკრული ხელი ჰაერში ამეწია და მთელი ძალით გამერტყა. მსგავსი სიტყვები ჩემთვის რაც თავი მახსოვს არავის უთქვამს. ლურჯი თვალები მთელ სახეს მითვალიერებდა. შუბლს, თვალებს, ცხვირს, ტუჩებს. შემდეგ მზერა კვლავ ჩემს ბრაზმორეულ თვალებზე გადმოიტანა, თავი ფრთხილად მოსწია და ყურთან ამოილაპარაკა.
-კარგი!
გული თუ იქვე არ გამისკდებოდა არ მეგონა. მაგრამ შვებით ამოვისუნთქე, როგორც კი რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და მძიმედ დაეხეთქა საკუთარ სკამზე.
- თქვენი საქციელიდან გამომდინარე, რამდენიმე ვარიანტი მაქვს. ითანამშრომლეთ ჩემთან და დამეხმარეთ ბლეიკის მკლელის დაჭერაში. ასე თავისუფლების ჰაერს მალე შეიგრძნობთ.
სიტყვები ერთმანეთს ძლივს გადავაბი, იმის იმედად რომ ენა ისევ არ დამებმეოდა და ნაწილებად არ დავიმსხვრეოდი. კვლავ ჩემს ზემოთ ხსენებულ სახელზე და მამაჩემზე მეფიქრებოდა. საინტერესოა, როგორ შეუძლია სრულიადუცხო ადამიანს შესაბამისი სიტყვები თუ მოძებნა გული ნაფლეთებად გიქციოს.
- რომც არ დაგთანხმდეთ, მის ფორბს, აქ სხვა გამოსავალი არ მაქვს. ვამბობ მე ჩავაძაღლე ბლეიკითქო. რატომ არ მიჯერებთ?
- მკვლელი ყველაფერს იზამს საკუთარი თავის დასაცავად. დაუწერელი კანონია, რომელიც ადამიანის ტვინში იბეჭდება.
- გამოდის, ჩემი არ გეშინიათ.
ტუჩებზე ენა მსუბუქად გადაიტარა. გაშტერებული ვუყურებდი მის თითოეულ მოქმედებას, მიმიკას და დეტალურად შესწავლას ვცდილობდი. ერთიანად მიხურდა მთელი შიგნეულობა, რომ ვიაზრებდი წინ ვინც მიჯდა. მისი ნამდვილად არ მეშინოდა, მაგრამ...
- მისტერ რაიდერ, ჩემი ერთი სიტყვაა საჭირო და თავისუფალი იქნებით. მოდი, არ გაართულოთ ყველაფერი. ახლა დაგტოვებთ, იფიქრეთ ჩემს შემოთავაზებაზე. ჩემს ნაცვლად, შემდეგ ჯერზე მხოლოდ საბუთებს იხილავთ!
ხელები მძლავრად მოვუჭირე საქაღალდეს და შეღუნული კიდეები დავაიგნორე.
- როგორ შევძლო თანამშრომლობა თქვენთან სიახლოვის და ნახვის გარეშე?! - საწყალი ბავშვის სახე მიიღო. წამით ვიფიქრე, ქვედა ტუჩსაც გადმოატრიალებსთქო, მაგრამ ირონიულ ღიმილს არანაირი მიმიკა არ უფარავდა.
- თინეიჯერივით, თვალები ქალის მკერდისკენ გაგირბით, მაშინაც კი როდესაც სამუდამო პატიმრობა გემუქრებათ. ვფიქრობ თქვენს ჰორმონებს მარჯვენა ხელთან განმარტოვება არ აწყენდა!
ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ კვირა დღეს გადმომისროლა ბედნიერბამ პროკურატურაში და არა ნებისმიერ სამუშაო დღეს. მადლობას ვუხდიდი იმისთვის, რომ ჩემი და რაიდერ ფლინის საუბარს არავინ უსმენდა. მასთან ვხვდებოდი, რომ ლექსიკის კონტროლი შეუძლებელი ხდებოდა. მისი თითოეული ხელის გამოძრავება ცეცხლოვან ღამეს მახსენებდა, მის სიმხურვალეს და სიამოვნებასთან ერთად ზიზღის ჟრუანტელი მივლიდა. ბლეიკის გაფიქრებისას კი... ჯადაბასაც წაუღია ეს ღებინება!
- ძალიან დამეტვირთება, ხომ არ დამეხმარებოდით?!
- აქ დავასრულე! - უხეშად მოვისრიალე სკამი მაგიდის მიმარტულებით. რაიდერის ღიმილი უარესად გაიზარდა და ხელები გადააჯვარედინა. რატომ არ ედო ბორკილები?! - ჩემთან თანამშრომლობის ყველანაირ სურვილს დაგიკარგავთ, მისტერ ფლინ, თუ ზედმეტად შემოიჭრებით ჩემს პირადში! მგონი უნდა ხვდებოდეთ, მითუმეტეს თქვენს მდგომარეობაში საზღვარიარიაქვს ყველაფერს რაც არ უნდა გადმოკვეთოს ადამიანმა.
- მე ვკვეთავ? აი თქვენ კი, ნამდვილად ტოვებთ დაუკმაყოფილებელი ქალიშვილის შთაბეჭდილებას. იქნებ ბლეიკი საჭირო სიამოვნებას ვერ გაგრძნობინებდათ.
- კვეთავთ! კარგად ბრძანდებოდეთ!
კარი ხმაურით გამოვიხურე. მისი სისცილი დერაფანშიც კი მესმოდა. როდესაც გავცდი, მხოლოდ მაშინღა დაიძრა ორი კაცი მისი კაბინისკენ.
- მის ფორბს! ინებეთ. - თავაზიანად გადმომაწოდა მწვანეთვალება გოგონამ ჩანთა. მისთვის არც შემიხედავს ისე გამოვგლიჯე ხელიდან და შენობიდან გამოვვარდი. გრილმა ჰაერმა აზროვნების უნარი საგრძნობლად დამიბრუნა. სასწრაფოდ ამოვიღე მობილური და გადავრეკე:
- ქეროლ, სასწრაფოდ მომიძებნე მატიასი. რაიდერ ფლინზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მჭირდება... და კიდევ, მამაჩემის ამჟამინდელი მისამართი გამირკვიე! ბლეიკის ახირებები უკვე ზღვარს გასცდა!



ველი თქვენს შეფასებებს! ❤️скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი elene2619

როგორ მომწონს ეს ისტოირა ისეთია შენეული და როგორც ყოველთვის ვნებებით გაჯერებული heart_eyes heart_eyes
ჯერ კიდევ ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ ერთი ცხადია ლურჯი თვალების პატრონი ჩვენს ვალენტინას სისხლს უდუღებს და ჰორმონებს უშლის რაც რაღა დაგიმალო და ძალიან მომწონს heart_eyes heart_eyes
ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად heart_eyes

 


№2  offline მოდერი Moonlight17

elene2619
როგორ მომწონს ეს ისტოირა ისეთია შენეული და როგორც ყოველთვის ვნებებით გაჯერებული heart_eyes heart_eyes
ჯერ კიდევ ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ ერთი ცხადია ლურჯი თვალების პატრონი ჩვენს ვალენტინას სისხლს უდუღებს და ჰორმონებს უშლის რაც რაღა დაგიმალო და ძალიან მომწონს heart_eyes heart_eyes
ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად heart_eyes

smile smile დიახ დიახ, ვინ ვის აუდუღებს სისხლს ვნახოთ.
მადლობა შენ, ჩემო საყვარელო <3

 


№3  offline წევრი Hickie

გაფიჟება შეიძძლებააა scream რაიდერრ ვაიმე. ჯერ რა სახელიაქვს რაღაც ცეცხლი და გადარევა, მერედა როგორი ცინიკოსია. ვალენტინა მეჩვენება რომ თავს იტყუებს და ცდილობს რომ უდანაშაულობა დაუმტკიცოს მის ვნებიან პარტნიორს. არადა ძალიან ჭკვიანი ქალია, ძალიან ლოგიკურად აზროვნებს ოღონდ ცოტა არიყოს ნამეტანი იმპულსურია. შენ კი მუნლაით სასწაულები რომ შეგიძლია მგონი ისედაც იცი! heart_eyes
პი.ეს მთვარის წითელ სონატას მალე თუ დაგვიბრუნებ კარგს იზამ smiley შუაში გავჩერდი და ჰოპ, აღარაა.
გელოდები მოუთმენლად

 


№4  offline მოდერი Moonlight17

Hickie
გაფიჟება შეიძძლებააა scream რაიდერრ ვაიმე. ჯერ რა სახელიაქვს რაღაც ცეცხლი და გადარევა, მერედა როგორი ცინიკოსია. ვალენტინა მეჩვენება რომ თავს იტყუებს და ცდილობს რომ უდანაშაულობა დაუმტკიცოს მის ვნებიან პარტნიორს. არადა ძალიან ჭკვიანი ქალია, ძალიან ლოგიკურად აზროვნებს ოღონდ ცოტა არიყოს ნამეტანი იმპულსურია. შენ კი მუნლაით სასწაულები რომ შეგიძლია მგონი ისედაც იცი! heart_eyes
პი.ეს მთვარის წითელ სონატას მალე თუ დაგვიბრუნებ კარგს იზამ smiley შუაში გავჩერდი და ჰოპ, აღარაა.
გელოდები მოუთმენლად

პირველ რიგში უდიდესი მადლობა! <3 რაც შეეხება ისტორიას, ორი ცეცხლი ცხოვრებამ ერთმანეთს დააჯახა. smile მაგრამ ჯერ ცოტა არ იყოს ნაადრევია ამაზე საუბარი.
მთვარის წითელ სონატას მალე დავაბრუნებ დარედაქტირებულ და გადასხვაფერებულს kissing_heart

 


ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.