შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმის სიბნელე (9)


13-07-2019, 00:17
ავტორი phoenixb
ნანახია 1 041

სანამ საკუთარ თავს მივეცი უფლება ყველაფერი გადაეხარშა და უცერემონიოდ მოვაწერე ხელი დადუმების აქტს,არავისთვის მიმიცია უფლება დამლაპარაკებოდა.სულ ცოტა ხნის წინ მომხდარ ინციდენტს სათოფეზეც არ ვიკარებდი,კარგად ვიცი უფროსი ჯორჯაძის ხრიკები,ის ალბათ ფიქრობს რომ ვიღაც სულელი თანაშემწე ჩაუვარდა,რომელსაც ყველა სხვა დანარჩენი საშუალოსტატიკური გოგოსავით გამოაშტერებს და გამოიყენებს სათავისოდ,ადამიანები ასე უბრალოდ ერთმანეთს არ ენდობიან, ათასობით ადამიანთან და წინააღმდეგ მითამაშია,ისინი არგუმენტების არ ქონისას ან საჭირო მტკიცებულების მოუპოვებლობისას გონებრივ დარტყმაზე გადადიან,მანიპულირებენ და ბინძურ კი არა სუფთა დეტალებსაც მალავენ,ამ ალექსანდრე ჯორჯაძემ კი თავისი თავი ორი საათის გაცნობილ მამამისის კუდისქიცინა მდივანთან გასცა,თან დახმარება სთხოვა ვითომდა კეთილშობილური მიზნებით.მთელი ღამე ჭერზე გუგებშეწებებული გავატარე და როცა თეთრად გათენებული ღამე მიილია მე ზუსტად ვიცოდი რასაც გავაკეთებდი.კარადიდან გამოვიღე ჯინსი და ბათინკები,თმა ცხენისკუდად შევიკარი და სამზარეულოში გავედი,სადაც ჯერ კიდევ იდგა ახლადშემწვარი ბეკონის სუნი,ქურასთან მოფუსფუსე ლიანამ როგორც კი შემამჩნია სითბოს მოლეკულები აიკრა სახეზე და ჩემკენ გამოიწია,მას მხოლოდ ერთხელ შევხვდი როცა თემურმა მთხოვა საავადმყოფოში დამერეკა და გამოკვლევებზე ჩამეწერა დედამისი,მე გამაგზავნინეს მძღოლიც და აბა გამოიცანით ვინ გაყვა მას საავადმყოფოში და ვინ იყურყუტა იქ სამი საათი ?გილოცავთ,სწორად მიმიხვდით.არ ვიცი ამ ქალს ჩემში რა მოეწონა მაგრამ ფაქტია ყოველი ზარისას მკითხულობდა და ბედნიერებას მისურვებდა,მისი შვილის ხელში რამდენად მეღირსა ბედნიერება არ ვიცი,მაგრამ ეშმაკმაც დალახვროს.
-ელე,აბა ჩემო გოგო.ჯერ იყო და მე მეძინა,გუშინ კიდევ შენ იყავი შეუძლოდ...-ვუღიმი და გონებაში ვხარშავ რომ რუსუდანმა ალბათ თემურსაც იგივე უთხრა.
-ქალბატონო ლიანა,არაუშავს მთავარია რომ ახლა ვნახეთ ერთმანეთი,როგორ ხართ ? გული ხომ არ გაწუხებთ ისევ?
-არა,აბა შემომხედე,ეს ჩემი ჭინკები ჩემთან თუ არიან ვერაფერი მომკლავს...-იცინის და გაბრწყინებული თვალებით მაშტერდება.
-ბატონი თემური დაბრუნდა?
-კი,კი...გარეთ არიან საუზმობენ,შენ გიკითხა საქმე მაქვსო,მაგრამ არ გავაღვიძებინე შენი თავი...-თავმომწონედ მეუბნება და ალბათ ჰგონია მადლობას ვეტყვი.
როგორღაც ვიძვრენ თავს ამ ჩემთვის უხერხული სიტუაციიდან და ეზოში გავდივარ,მაგიდასთან მიახლოებულს ყველას თვალები მე მეწებება,რუსუდანი კითხულობს აბა დღეს როგორ ხარო და მე მხოლოდ თემურზე მიშტერდება თვალი,მისი სახე გამომცდელად და გოროზად მაკვირდება,მილიმეტრობით მზომავს და მანაც იცის რომ რაღაც შეიცვალა.მოზომილად და მისთვის გასაგებად ვამბობ.
-თემურ უნდა ვილაპარაკოთ !
-ჯერ დაჯექი...-თეფშს ჩაშტერებული მეუბნება ღვარძლიანად და როცა როგორც იქნა მიყურებს თვალებით მანიშნებს სკამზე,თან ზედა ტუჩს ბრიცავს ზიზღის ნიშნად.ბრავო,ის მიხვდა!
-როცა ვამბობ უნდა ვილაპარაკოთ,ესეიგი უნდა ვილაპარაკოთ ! ... -ხელისგულებით ვეყრდნობი მაგიდას და ზუსტად იმავე ტონით ვანიშნებ ამჯერად უფროსობა ვერ დაგეხმარებათქო.აქამდე არსებულ ჟრიამულს გაურკვევლობის მონოტონური სიჩუმე ანაცვლებს და ვიმედოვნებ ლუკმა ყველას ყელში გაეჩხირა.ის დგება და ჩანგალს თეფშზე აგდებს,წინ მიდის მე კი უკან სანამ გავყვები ალქესანდრეს ფიგურას ვლანდავ რომელიც ფეხზე დგება,მის თვალებში გაურკვევლობაა და როგორც კი ნაბიჯს დგამს ჩვენკენ მაშინვე ვუბრუნდები „შენ არავის დაუპატიჟებიხარ!“.თემურს ეგონა თუ საზაფხულო სახლს ვგულისხმობდი სალაპარკო ადგილად,მე ვაჩერებ და ჩემი მანქანისკენ წასული ამით ვანიშნებ რომ გამომყვეს.გია და ნიკოლოზი მის ფანჯარასთან მოდიან და როგორც კი თემური იწყებს „უკან გამოგვ...“ ვაწყვეტინებ და ვეუბნები რომ არავინ დამჭირდება.ის გაკვირვებულია მაგრამ მთანხმდება.ჭიისკარს ვცდებით თუ არა ის მიბრუნდება და დამცინავად მეკითხება.
-მიტაცებ ელენე?
-ხომ არ გეშინია თემურ ?...-ის ჩუმდება და ზუსტად მაშნ როცა ყველაზე ნაკლებ ველი მანქანის ჩუმ სივრცეში ისმის მისი მოზომილი ტემბრი.
-შენ იცი,ყველაფერი იცი.
-გააჩნია ყველაფერში რას გულისხმობ...
-როცა ჩემთან მოხვედი ერთი პატარა,სულელი გოგო იყავი რომელსაც იურისტობა სასამართლოში სიმართლის დაცვა ჰგონია...
-პატარა,სულელი გოგო არასდროს ვყოფილვარ,იურისტი ვიყავი! დამნაშავედ კი შენ მაქციე...-მისი ფუგურა უეცრად ბრუნდება ჩემკენ და მისი ყვირილი მთელ ტანში შიშის ჟრუანტელს მგვრის.
-მე შენ შენი თავის საუკეთესო ვერსიად გაქციე ! უპერსპექტივო, უფულო და შავი აწმყოდან ამოგათრიე და საუკეთესო იურისტად გაქციე,რა გგონია სასამათლოში სიმართლის დაცვით მიაღწევდი რამეს ? შენ იმიტომ ხარ საუკეთსო რომ დამნაშავის უდანაშაულობის დამტკიცება შეგიძლია...მე რომ არა შენ ერთი საცოდავი ნოტარიუსი იქნებოდი, იმასაც თუ გაქაჩავდი რათქმაუნდა.
-რატომ არ მითხარი?!
-რაც უფრო ნაკლები გეცოდინებოდა ამაზე,მით უკეთესი იქნებოდა.
-მიფრთხილდებოდი ? არ გამაცინო !...-ვიცი,გამაღიზიანებლად ვიცინი.
-კარგად იცი...-ხმა უმშვიდდება...-რამდენნაირი ადამიანი მყავს გარშემო და ვინც არ იცი ისინი ბევრად უფრო ბნელი და ჩუმი საქმეებისთვის არიან,უკანონო იარაღი კარგ ხალხს არ სჭირდება.მკვლელები,სახელმწიფო ორგანოები,დაზვერვა,მიჩქმალული საქმეები ,ბევრი სიბინძურეა იარაღის გარშემო და მე ამ ყველაფრის ნაწილი ვარ...მაგრამ...
-მაგრამ ? ...-მანქანას ვაჩერებ,მან უნდა მიყუროს,შეუძლია სისულელეები მოაბოდიალოს,სიტყვებით მომატყუოს,მაგრამ მისი პულსი,ნერვიული გამოხედვა,თვალის გუგების თამაში მის სიცრუეს მაშინვე გამოააკარავებს ჩემ თვალწინ.
-მაგრამ არასდროს ისე არავაისი შემშინებია,როგორც შენი!
-რა ? ... - ვყვირი და ნერვები მეშლება რომ ფიქრობს ამას შევჭამ.
-ყოველთვის იცოდი როგორ უნდა გამოვმძვრალიყავით სიტუაციიდან,იცოდი საქმე როგორ მოგეგვარებინა ისე რომ ეჭვი არ გაჩენილიყო,ხმაურის გარეშე,მშვიდად...ყოველთვის ვცდილობდი გამომეცნო ამჯერად რას მოიფიქრებდი,რით შეიძლებოდა გაგეკვირვებინე,ვერაასდროს ვერ გავთვალე სწორად.მაშინაც კი როცა მეგონა რომ ჩავიძირეთ შენ სასამართლოს გამონაკლისი დააშვებინე და ზურაბი, მკველობის მუხლში ბრალდებით, გარეთ, თავისუფლად დასეირნობდა.სიტუაციის მართვა შეგიძლია,ეს კი ყველაზე დიდი იარაღია შენ ხელში.
-რატომ არ მითხარი ?
-იმიტომ რომ არავინ იცის მაგ შენ დაწყევლილ თავის ქალაში რა ხდება...არ ვიცოდით რა რეაქცია გექნებოდა...-მანქანიდან გადადის და პორტისკენ მიდის.ხმას არ ვიღებ მანამ სანამ გამეტნა არ მივა.
გემბანზე გადადის და კაიუტისკენ მიდის,ტვირთი უკვე დაცლილია,მხოლოდ რამდენიმე ტომარაა დარჩენილი.მათთან იხრება და წამის მეასედში ახევს თავს ტომარას,იქედან კი ისეთივე იარაღს იღებს როგორიც მე მაჩუქა.
-გეგონა შემეშინდებოდა და ჩაგიშვებდი ?
-არ მეგონა...-მიყურებს ის და ეღიმება,როგორღაც შესაბრალისად...-ვიცოდი რომ ჩამიშვედი...-ფეხზე იმართება და ჩემკენ მოდის,იარაღი ჯერ კიდევ ხელში აქვს და წარმოდგენა არ მაქვს დატენილი არის თუარა,ის კია რომ მიახლოვდება და როცა მუცელზე იარაღი მებჯინება მის სიცივეს მთელ სხეულზე ვგრძნობ...-ისიც ვიცი რომ ჩამიშვებ,ეს უბრალოდ დროის საკითხია ელე...-ახლა ერთადერთი რამე მინდა,რომ სასხლეტს გამოკრას,ერთადერთი ესღაა დარჩენილი რაც შეუძლია რომ გააკეთოს.მაგრამ ის იარაღს მაშორებს და ისე ხვნეშის თითქოს მთელი სხეულის დაძაბულობა ერთიანად ამოაყოლაო.
-ზურაბი და არქიტექტორი ? მათზე რას მეტყვი ? მან მოკლა ?
-არა...-მომენტალურად მპასუხობს და ეს მაბნევს,ისე თქვა თითქოს დარწმუნებულიაო...-იმ დღეს ოფისიდან ფეხიც არ მოუცვლია.
-მაშინ რატომ გინდოდა რომ მის მოადგილეს ეთქვა რომ ეს მისი გაკეთებული იყო.
-მოწმის ჩვენებამ მაფიქრებინა რომ ეს მისი გაკეთებული იყო და აღარ მინდოდა კიდევ ერთხელ დამეცვა,მერე კამპანია დავიწყე და არაფერში გამომადგებოდა მკვლელი მეწილე.
-მაგრამ ნატამ თავიდანვე გითხრა რომ მას ოფისი არ დაუტოვებია,შენ კი დაემუქრე რომ ეცრუა.
-არ ვიცი ეს რატომ გავაკეთე...-უკვე ვხვდები რომ მატყუებს და მობეზრებულად ვაქნევ თავს,გემის კიჩოსთან მისული მხოლოდ ზღვის ნაპირზე ვფიქრობ,თვალი მიშტერდება ჰოროზონტს მიღმა და მე არ ვიცი,ცხოვრებაში პირველად არ ვიცი როგორ მოვიქცე.
იმ მომენტში მხოლოდ ის ვიცოდი რომ სახლში დაბრუნება მინდოდა,მანქანაში ხმა აღარ ამომიღია, თავიდან არც მას,მაგრამ მერე იყო ის რამაც თავზე დამამხო ეგ შენი ისედაც არეული ცხოვრება.
-ვიცი რომ ყველაფერი ალექსანდრემ და ლევანმა სითხრეს...ისიც ვიცი რომ თუ გუშინვე არ გაიქეცი პოლიციაში,იცი რომ სიტუაცია საიმედოა და სტაბილური,ამის ალღო ნამდვილად გაქვს...მაგრამ ჩემი შვილები სანდოები ნამდვილად არ არიან და რამე უნდა მოვიფიქროთ.
-მე ვერ გეტყვი რა უნდა მოურხეხო შენ შვილებს,რომლებსაც შკარად უნდათ ყველაფერი თავზე დაგამხონ.
-შენ ვერ,მაგრამ მე ვიცი !
როცა ამ ისტორიას ხალხი წაიკითხავს,დაიბნევიან,სიტუაციებში გაიჭედებიან,ვერ მიხვდებიან რა ხდება,ეს ზუსტად ისაა რასაც მე ვგრძნობდი,არც მე ვიცოდი ყველა დეტალი და ეს ისაა რაც ჩემ თავში ტრიალებს...ისინი ვერც იმას დაიჯერებენ რომ ეს რეალური ისტორიაა ჩემზე და იმაზე თუ რად შეუძლია ადამიანს აქციოს თავისი ცხოვრება,როცა დასაკარგი არაფერი აქვს.მე კარგ სიტუაციაში ვიყავი,გარშემო არავინ მყავდა ვისთვისაც ზიანის მიყენებით დამემუქრებოდნენ,ჩემი წრე მცირე იყო და მხოლოდ მე მომიცავდა,სხვა შორს იყო ყველა იმ სიბინძურისგან რასაცმე სიჩუმით ვფარავდი...მაგრამ არის რაღაც რასაც გვერდს ვერ აუვლი,ადამიანის ბუნებაა ასეთი,როცა რაღაც მნიშვნელოვან წერტილს აღწევ ცდილობ იმის იქეთ გაიხედო და საკუთარი თავი შორს წაიყვანო,უბრალოდ ინტერესის გამოც კი,რამდენად მაღლა შეგიძლია ასვლა,მომენტის გამოყენება,მაგრამ თემურის შემოთავაზება,ახლაც კი რომ მახსენდება სისხლს მიყინავს ძარღვებში...მის აგარაკზე დაბრუნებულები,მანქანიდან გადმოსვლისთანავე ვეჩეხებით ნიკოლოზს,რომელიც გვეუბნება რომ წასასვლელად ყველაფერი მზადაა,მე მზერა მიმირბის სახლის წინ ,მაგიდის გარშემო შემოსმხდარი საზოგადოებისკენ, ლიანა რომელიც ხელში აფრიალებს სურათებს და ნიას მოცინარი სახე,რუსუდანი თემურს ეგებება და ახლა მხოლოდ მე ვარ ერთ ადგილზე გაჭედილი...ვცდილობ თვალებით ლევანი მოვიძიო და არც მიჭირს,ისიც მე მაკვირდება,გუშინდელის მერე კი ის შეცვლილი მეჩვენება,ან მე შევძელი სხვა თვალით დამენახა,წარბს წევს და გაკვირვებული მაკვირდება,თავს ვაქნევ იმის ნიშნად რომ არაფერი მომხდარა.მათკენ მივდივარ და ლიანა ჩემ დანახვისას ჩვეულად იღიმის,ხელებში მაჩეჩებს თავისი ახალგაზრდობის ფოტოებს.წამით მავიწყდება ყველაფერი და ამ უდარდელი ქალის ახალგაზრდობით ვტკბები,რუსუდანს ეღიმება როცა მისი და თემურის ქორწილის ფოტოებს მათვალიერებინებს,ყველაფერი კარგად მიდიოდა,თემურიც ძალიან მშვიდად ჩამოუჯდა თავის მეუღრლეს გვერდით და მე ახლა ჯორჯაძეების ოჯახური იდიალიის ნაწილად გამოვცხადდი,საკუთარ თავზე ირონიულად ჩამეღიმა როცა გავაანალიზე რომ ჩემზე იყო დამოკიდებული ეს რეალურად მექცია,თემურმა ხომ წუთების წინ სწორედ ეს შემომთავაზა,საკუთარ ცხოვრებას ბარტერად ვუცვლიდი მისი კომპანიის მთლიან წილში,იმ სიტყვებს თავში ვატრიალებ „ლევანს მე დავარწმუნებ,მთავარია შენ დამთანხმდე,მან მაინც არ იცის რა მოუხერხოს თავის ცხოვრებას და ამაზე დავითანხმებ,მთავარია შენ დაფიქრდე და გადაწყვიტო!“...ზუსტად ამ სიტყვებს ვატრიალებდი თავში როცა ტელეფონის ზარმა ადგილზე შემახტუნა,განათებულ ეკრანზე რომ უცხო ნომერი გამოისახა,რაღაც მენიშნა.ვუპასუხე თუ არა ნაცნობმა ხმამ სისხლი ამიდუღა,ვიგრძენი რომ სახეზე ფერი დავკარგე,ჩემი სხეულიც ამჩატდა და ამ ყველაფერს ჯორჯაძეების სამი კაცის ჩემზე მოშტერებული მზერაც მიდასტურებდა.
-ელენე ხვალ სასამართლოზე გამოვალ,როგორც გითხარი ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ მეშინია,მინდა ჩემი სინდისი სუფთა იყოს...-აი ასე მოკლედ მეუბნება და მაშინვე მითიშავს.მე კი ვხვდები რომ არაფრით ჩამოვუვარდები თემურ ჯორჯაძეს,რადგან სარკის გარეშეც შემიძლია დავინახო ჩემი კმაყოფილი სიფათი და ლამის აცეკვების პირას მისული თვალის ჭინკები.
ხვალ მე საქმეს მოვიგებ!



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

აქამდე რატომ მეგონა, ნაცნობი ავტორის ისტორიას ვკითხულობდი? თითქმის მსგავსი ნიკის " ბრალია" :დდ
დღეს დავაკვირდი და გონებაც გამინათდა. არადა იმხელა სხვაობას ვხედავდი.
მომწონს სასწაულად ეს ისტორია, თავისი ჩახლართულობებით. როცა დასრულდება, სრულად მინდა ატვირთო, რომ კითხვის სიამოვნება უფრო გავიასმაგო. თუ ხშირ-ხშირად შეძლებ ახალი თავების ატვირთვას, გამახაღბ

 


№2 სტუმარი სტუმარი lika

ratom aagara debt gagrdzelebas??????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent