შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო


13-07-2019, 21:54
ავტორი სელენე
ნანახია 1 032

საქართველოს ჰაერი ფილტვებზე მალამოდ მომედო. ორი ჯოჯოხეთური წელი გავატარე ამერიკაში დედაჩემთან ერთად. თუ მაგას დედა ქვია და ორ ნახევარდასთან ერთად. მამაჩემის დაბრუნება და ჩემი იქიდან წამოსვლა ერთი იყო. მამაჩემი გულის ავადმყოფობით 6 წელი იტანჯებოდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ გადიოდა მკურნალობის კურსს. ამ დროის განმავლობაში მე მამის ბიზნესს ვუძღვებოდი. ფასიან ქაღალდებს საფონდო ბირჟას და ამგვარ სისულელეებს. მამის არყოფნის პერიოდში გამომუშავებული 6 მილიონი დაბრუნებიდან მეორე დღესვე დაჯდა ჩემს ანგარიშზე. მამა რის მამაა მითუმეტეს ჩემი მამიკო თუ თავისი არ გაიტანა. ერთი თვის შემდეგ როცა გამოვუცხადე საქართველოში ვბრუნდები მეთქი კინაღამ შეიშალა მაგრამ მაინც მომცა უფლება მეკეთებინა ის რაც მინდოდა. დამოუკიდებელი 20 წლის თინეიჯერი ვიყავი. გაგიკვირდებათ ალბათ საქმეს როგორ ვუძღვებოდი 20 წლის ასაკში. ბავშვობიდანვე ასე აღმზარდა მამამ მათემატიკა, ბიზნესის მართვა ჩემთვის იყო შექმნილი. ამიტომ ახლა მამაჩემის აქციების 50%ის მფლობელივარ. მართალია ღორობაა ჩემ ნახევარდებს რომ არაფერი აქვთ მაგრამ არც იმასხურებენ. რადგან დედა და მამა ერთმანეთზე სექსუალურად დამოუკიდებლები არიან ეს ორი ტყუპი ასე აღმოჩნდა ჩვენს სახლში. დედაჩემი ძალიან წინააღმდეგი იყო ამ გადაწყვეტილების თუმცა პატარა ტყუპები რომლებიც სახლში მოსვლისას 2თვისაც არ იქნებოდნენ (მაშინ მე 3 წლის ვიქნებოდი) დედამ დიდი სიყვარულით გაზარდა. ჩემზე უფრო მეტად უყვარდა და ჩემზე უფრო მეტი ამაგი ჰქონდა. მე ხომ მხოლოდ ბიზნესის საფუძველზე გვაჩნდი და მასში მხოლოდ ზიზღს ვიწვევდი. პატარაობიდან მიკვირდა რა დავუშავე დედაჩემს ასეთი და რატომ ვერ დავიმსახურე მისი პატივისცემა. აეროპორტში ჩემი დაქალი და განუყრელი მეგობარი დამხვდა ხელებგაშლილი. დიდხანს ვეხუტებოდით ერთმანეთს. ბოლოს როგორც იქნა გული ვიჯერეთ ერთმანეთზე ხვევნით და დავაკვირდი. ძალიან ლამაზი, სავსე მკერდით და თეზოებით. ცისფერი თვალებით ქერა თმით და საყვარელი სახის ფორმით ულამაზესი, თავისი საფირმო ღიმილით მიღიმოდა. ლიზასი ნებისმიერ გოგოს შეშურდებოდა.
-როგორ მომენატრე ლიზი _კიდევ ერთხელ ჩავეხუტე.
-მეც ძალიან რამდენი რამე უნდა მოგიყვე აზრზე არ ხარ.
ბექა და მე დავინიშნეთ.
-შანსი არააა ღადაობ ხო?
-არა შენთავს ვფიცავარ._ისე გამიხარდა აზრზე ვერ მოვედი. ვეხვეოდი, ვკოცნიდი, ვეხუტებოდი.
-კაი გოგო გეყო სირცხვილია წავედით.
-ლიზ ბექა სადარი რატო არმოვიდა?
-თავისი ძმაკაცი მოფრინავს დღეს და იმას დახვდა. მე შენთან წამოვედი ის იმასთან. სხვათაშორის ამაღამ კაფე საღამოა დედაჩემის და იქ უნდა წავიდეთ. _ლიზა საჭეს მიუჯდა.
-უყურე შენ თინა დეიდას. ახალი დაწერა რამე?
-კი ბევრი.
-მეგონა აღარ დაწერდა.
-მამას გარდაცვალების მერე ბევრი რამე შეცვალა მარა წერა არ შეუწყვეტია.
-მიხარია ძაან.
-ელენ შენდა შენი ამერიკელი შეყვარებული რასშვრევით?
-1 წლის წინ დავშორდით
-მე ამას ახლა უნდა ვიგებდე?
-მეგონა იცოდი. მთელმა სანათესაომ იცოდა და.
-ვაფშე არაფერი არ გამიგია. -მიკვირს მართლა ოღონდ. ბექამ როდის გთხოვა ხელი
-გუშინ. _ლიზას თვალებში ეშმაკუნები დახტოდნენ.
-ძალიან გამიხარდა გეფიცები მართლა ძალიან.
-ვიცი. თუ იცი ჩემი მეჯვარე ვინა?
-აბა არ ვიცი ?!
-ამა მითხარი თუ მაგარი ხარ
-მე ხო?
-იასნა გოგო. _მანქანა გააჩერა და ბინაში ავედით. ჩემს ძველ ბინაში ყველაფერი ისევ ისე დამხვდა როგორც დავტოვე.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება შენს სახლში.
-მომენატრა აქაურობა.
-მიდი დაისვენე. მე სახლში წავალ. საღამოსთვის კლასიკურად ჩაიცვი. მანქანა ავტოფარეხშია. გასაღები საკიდზე. თუ მოგშივდება პიცა შეუკვეთე. ჭკუით.
-მიდი ხო შენც. _ პირველ რიგში აბაზანა მივიღე. მთელი დაღლილობა ცხელი შხაპით მოგვრილმა სიამოვნებამ გადაფარა. მთელი საათი სახლში ხალათით ვიბოდიალე. პიცა გამოვიძახე და საღამოსთვის მზადება დავიწყე. შავი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი საკმაოდ აჭრილი მუხლამდე კაბა ავარჩიე რომელსაც შავი კლასიკური ფეხსაცმელი და შავი საფულე და შევუხამე. თმა დავისწორე და გაშლილი დავტოვე. მუქი შინდისფერი პომადა და ტუში წავისვი და ამ მზადებაში საღამოს 8:30 საათიც გამხდარიყო. 8-ზე იქ უნდა ვუყოფილიყავი. პალტო ჩავიცვი, სახლი დავკეტე და ავტოფარეხი გავაღე. მანქანა დავქოქე და პირდაპირ კაფე-საღამოზე წავედი. მანქანა შესასვლელში ჩავაბარე და შენობაში შევედი. დიდი ხანია ასეთ მყუდრო ადგილას არ ვყოფილვარ. ოთახი მსუბუქი მონარინჯისფრო შუქით იყო განათებული. მაგიდებთან ორნამენტებით გაფორმებული სკამები, სკამებზე კი სმოკინგებში და სადღესასწაულო კაბებში გამოწყობილი ქალები და კაცები ისხდნენ. სიჩუმეს მათი ჩურჩული არღვევდა ლიზა კი ყველზე წინა მაგიდიდან ხელს მიქნევდა. ღიმილით იქეთ გავეშურე. მაგიდასთან ბექა, ლიზი და ღმერთკაცი ისხდნენ. ბოლო ადგილი ჩემთვის იყო დარჩენილი. ბექა ადგა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-ელენ მაპატიე, მინდოდა მოსვლა მაგრამ ძმაკაცი მელოდა. _მიმითითა უცნობზე, რომელიც გამომცდელი მზერით მიყურებდა.
-გველო რატომ არ დამელოდე იქნებ აქ მიდოდა ყოფნა ხელის თხოვნას რომ აპირებდი?
-სხვა დროს გავითვალისწინებ _სიცილი ვერცერთმა შევიკავეთ. ვიცოდი ეს სხვა დრო არასდროს დადგებოდა.
-ოჰ ელენ სულ დამავიწყდა გაიცანი ცოტნე, ცოტნე ელენა. _ბიჭი ფეხზე წამოდგა. ერთი ნახვით მომაჯადოვა. ასეთი არავინ არასდროს არსად მინახავს. სწორი ცხვირი, გამოყვანილი ყვრიმალები, ნაცრისფერი თვალები, ლოყებზე პატარა ფისოები.
-სასიამივნოა შენი გაცნობა
-ჩემთვისაც _ხელი ჩამოვართვი და ამ დროს გაჩნდა დეიდა თინა. ვგრძნობდი რომ გულწრფელად უხაროდა ჩემი ნახვა. მომეხვია მაგრამ მალევე დაგვტოვა. მაგიდას მივუსხედით. როცა თინა დედა სცენაზე ავიდა.
-მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ძალიან მოხარული ვარ რომ ამ საღამოს ჩემს გვერდით ხართ და იზიარებთ ჩემს შემოქმედებას. სანამ უშუალოდ გადავიდოდე ღონისძიებაზე ახალგაზრდებს ვიწვევ საცეკვაოდ. ლიზამ ბექა წამოაგდო, მეკი გადავწყვიტე შამპანური დამელია.
-ვიცეკვოთ? _ცოტნე ჩემს წინ აისვეტა
-დიდი ხანია არ მიცეკვია.
-არაუშავს მეც. _ხელი გამომიწოდა. დღეს უკვე მეორედ ჩვენი ხელები ერთმანეთს შეეხო. მომწონდა ამ ბიჭის ახლოს ყოფნა. სცენაზე ავედით. ტანგოს ცეცხლოვანი მუსიკა მთელ დარბაზს მოედო და როცა მისი ხელი ჩემს წელზე ვიგრძენი სხეულში მუხტმა დამიარა. ამ კაცთან თავს კარგად, დაცულად ვგრძნობდი. თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. თითქოს უკვე სახლში ვარ. ნაბიჯი გადავდგი. ერთი... ორი... ტრიალი.. ერთი... ორი... სამი... ოთხი... ხუთი... ტანგოს მოძრაობებს ნელა მაგრამ მთელი გრძნობით ვასულებდით. ემოციებს ცეკვით გადმივცემდით. ისევ ერთი... ორი... ტრიალი... ჩაჯდომა და ისევ ტრიალი.
-სექსი აქვთ პარკეტზე_ჩურჩულით უთხრა ბექას ლიზამ
-კარგი წყვილი იქნებოდა.
_ჩვენ კი ტანგოს მუსიკის გარდა არაფერი გვესმოდა. და რადგან ყველაფერს აქვს დასასრული, ეს მუსიკაც დამთავრდა.
-ძალიან კარგად ცეკვავ.
-შენც_ამ გოგოს თვალები მაბნევდა. უძირო მწვანე თვალები და არაფერი ზედმეტი მასში. არ ვიცი როგორ გავბედე რომ მეთქვა ჩემთან იცეკვე მეთქი. ქალთან ასე არასდროს დამმართნია. მისი მწვანე თვალების ტყვე გავხდი. პატარა აპრეხილი ცხვირის, გრძელი, შავი წამწამები ბავშვურ იერს ჰფენდა სახეზე. ერთი შეხედვით იფიქრებდი მოდელიაო. როგორც კი დარბაზში შემოვიდა ისეთი გრძნობა გამიჩნდა თითქოს ჩემმა გულმა ძველი მეგობარი იპოვა. 'თავს კარგავ ბიჭო' გავიფიქრე და ქალღმერთს სცენიდან ჩამოსვლაში დავეხმარე.
-ძალიან კარგად იცეკვეთ, ყველა თქვენ გიყურებდათ. _შემაქო ლიზამ
-მეც მომეწონა.
-ცოტნე თუ ცეკვა?
-ორივე _ორივეს გაგვეცინა.
-ვატყობ რომ მოგწონს მაგრამ ფრთხილად ელენა. ძალიან ცუდ ბიჭს გადაეყარე. ვგრძნობდი ცოტნეს მწველ მზერას ზურგზე, რამდენჯერმე მანაც დაიჭირა ჩემი მზერა და როცა ნინი და ბექა ისევ საცეკვაოდ წავიდნენ დიალოგი ისევ შედგა ჩვენშორის.
-გინდა გავიპაროთ? _მკითხა მოულოდნელად?
-სად?
-თუ წამოხვალ გაჩვენებ _ტუჩის კუთხეში ღიმილი შევამჩნიე.
-არ მგონია კარგი აზრი იყოს. _სკამკდან წამოდგა და ხელი გამომიწოდა.
-წამოდი.
-ცოტნე..
-ნუ გეშინია არ შეგჭამ. მხოლოდ ერთი საათი.
-კარგი მაგრამ იცოდე მხოლოდ ერთი _რატომღაც მის ღრმა, ნაცრისფერ თვალებს ვენდე. ხელი ჩავკიდე და გასასვლელისკენ წავედით.
-სიჩქარის გეშინია? _მკითხა და მანქანა დაძრა.
-იმედიმაქ ჩემს მოკვლას არ აპირებ.
-ვერგაგიმეტებ _მის ნათქვამზე გაეცინა.
-ყველას ასეეფლირტავები?
- კი მარა შენ განსაკუთრებული ხარ.
-სულ რაღაც 3საათია მიცნობ.
-ხო მაგრამ მაგრად ცეკვავ.
-კარგი ერთი_ გამეცინა.
-მე რომ რაღაცას ვიძახი ესეიგი ეს სიმართლეა.
-ეს სიმკაცრე იყო?
-ძალიან ბევრს ლაპარაკობ_ სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ ვიღაცამ დაურეკა.
-გისმენ
-..... _ნათქვამზე ვენები დაეძაბა.
-სად არის?
-......
-მისმინე , ბავშვს თუ რამე მოუვა იცოდე ჩემი ხელით ჩაგაძაღლებ.
-......
-მოვდივარ. _ტელეფონი გათიშა.
-ელენ, მაპატიე მაგრამ გეგმები შეიცვალა.
-გააჩერე აქედან წავალ ფეხით.
-ამშუაღამეს ვერ გაგიშვებ მარტო, მოვაგვარებ და წავალთ.
-რახდება?
-ახლა ვერაფერს გეტყვი, მენდე. _არაფერი მითქვამს, მაგრამ მივხვდი რაშიც იყო საქმე. არასდროს მიფიქრია თბილისში ასეთი მიყრუებული ადგილი თუ არსებობდა. ცოტნემ მანქანა გორაკის დაბლა გააჩერა. ხალხი დავლანდე. 4 კაცი იქნებოდა, პატარა დაახლოებით 15 წლის გოგოსთან ერთად. სიბნელის გამო სახეები ვერ გავარჩიე.
-ელენ, მომისმინე ერთი წუთი. ახლა მე უნდა ავიდე. გოგოს გამოუშვებენ და შენთან სახლში წაიყვანე. არავითარ შემთხვევაში მანქანიდან არ გადმოხვიდე. კარიც არავის გაუღო გოგოს გარდა. მომისმინე, ყველაფერი კარგადაა, ნუ მიყურებ ასეთი თვალებით.
-შენ არ წამოხვალ?
-არვიცი, მაგრამ არ დამელოდო. _ამ წინადადების დამთავრება და სავარძლის ქვეშიდან იარაღის ამოღება ერთი იყო. -ნუ გეშინია, მე კარგად ვიქნები. _მანქანიდან გადასვლის წინ რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ იმის მაგივრად რომ რამე ეთქვა, სავარძელზე გადმოიხარა და ტუჩის კუთხეში მაკოცა. ნიკაპზე ხელი მომკიდა და მითხრა არ ინერვიულოო. მანქანიდან გადავიდა და უკანმოუხედავად აჰყვა ბილიკს. ნახევარი საათი ვუყურებდი როგორ საუბრობდნენ მაგრამ გოგო არ ჩანდა. კიდევ ათი წუთი ველოდე, დავინახე როგორ ჩაარტყეს ცოტნეს და დააჩოქეს. პანიკური შეტევა დამეწყო. მანქანის ქექვა დავიწყე იმის იმედად რომ მეც ვიპოვიდი იარაღს და არც შევცდი. მძღოლის სავარძლის ქვეშ კიდევ ვიპოვე. ავიღე და მანქანიდან გადავედი. ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა. მშვიდად და პარვით მივუახლოვდი და საუბარიც გავიგონე. ღიპიანი, გაბერილი კაცი ჩემგან ზურგით იდგა და ცოტნეს ელაპარაკებოდა. ასეთი საშინელი ხმა არასდროს მომისმენია. გოგონა ვიღაც დაკუნთული თმით ეჭირა.
-მითხარი სად დამალე ფაილები. _ღრიალებდა ბოლო ხმაზე ცოტნე კი უბრალოდ დასცინოდა. როცა გაბერილმა ცოტნეს სახეში გაარტყა მეც გამოვჩნდი.
-ბოს თქვენს უკან_დაიძახა რომელიღაცამ მაგრამ უკვე გვიანი იყო. იარაღს პირდაპირ თავში ვუმიზნებდი. გაბერილი კაცის 'ეს ვინაა' და ცოტნეს 'ელენა არა' ერთდროულად გავიგონე.
-ცოტნე და გოგო გაუშვით.
-არა_დაიმანჭა საზიზღრად.
-გესვრი
-შენ თავს შეხედე, როგორი სუსტი და ანერვიულებული ხარ. იარაღიც კი გიკანკალებს. _ამ სიტყვებით ჩემსკენ წამოვიდა. მე კი იარაღი დაცვას ფეხში ვესროლე. ღიპიანმა უკან დაიხია, დაცვა კი ჩაიკეცა.
-შემდეგი ტყვია შენი შუბლისთვისაა, გაუშვით ახლავე ორივე.
-ვერ მესვრი, აქვე მოგკლავენ.
-ფეხზე , დასაკარგი არაფერი მაქვს. მოთმინების ფიალა მევსება, გაუშვით ახლავე. _დუმილი დაახლოებით სამი წუთი გაგრძელდა, მაგრამ ღიპიანი ბოლოს მაინც დანებდა.
-გაუშვით ორივე. _გოგონა ცოტნეს ჩაეხუტა.
-წავედით ელენ. _მომიბრუნდა ახლა ცოტნე
-შენ ჩვენთან ერთად წამოხვალ, დაზღვევისთვის.
_ოთხივე მანქანაში ჩავჯექით და ღიპიანი ორი ქუჩის გადაღმა დავტოვეთ. სახლამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია.



№1  offline წევრი Mai dire mai

მშვენიერია ❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

კარგია გააგრძელე ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent