შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენო აღმატებულებავ (1)


13-07-2019, 22:40
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 598

მთელი კვირა მოუთმენლად ველოდი დღეს, როცა კიდევ ერთხელ შევაღებდი „თეთრი სამოთხის“ კარს და ოფიციალურად დავრჩებოდი მის კედლებში სამუდამოდ, როგორც კანონიერი მფლობელი ამ მშვენიერების. ასე მეგონა, ჩემი დაბადების დღიდან მოყოლებული, ეს შენობა თავადაც გრძნობდა, რომ ერთმანეთს ვეკუთვნოდით და მელოდა. მელოდა მოთმინებით. რამდენი მფლობელი აღარ გამოეცვალა, რამდენჯერ აღარ ყოფილიყო რესტორანი, მაგრამ მისი რეალური დანიშნულება მხოლოდ მე ვიცოდი. ერთადერთი ვიყავი, ვინც ამ შენობას გააბედნიერებდა.
მართლა თეთრ სამოთხეს ჰგავდა სამსართულიანი ნაგებობა. თოვლივით თეთრი კედლები ქვით იყო მოპირკეთებული და გარედან ისეთი მშვენიერი ორნამენტები ჰქონდა, მიკვირდა რომ კულტურული ძეგლის სტატუსი არ მიეცათ აქამდე. მეპატრონესთან კარგა ხნის წინ ვიყავი მოლაპარაკებული, რომ ქალაქში ჩამოსვლის წუთშივე მასთან მივიდოდი და ყველა საჭირო პუნქტს გავივლიდით, რათა იმ დღესვე ჩემი გამხდარიყო
ცხოვრებაში, ერთი შეხედვით, საკმაოდ სწრაფად ვიღებდი ყველაფერს, თუმცა მთელი ცხოვრების კარმა დამიგროვდა ეტყობა და იმ დღეს, ისე ჩამიმწარა ბედისწერამ ყველა სიკეთე, რომ მზად ვიყავი, გამძვინვარებული ლომივით ანუ სერსეი ლანისტერივით მეღრიალა. გამომიცხადეს, ვიღაცამ ორმაგი გადაგვიხადა და ორი დღის წინ გაიყიდა თეთრი სამოთხეო. ერთი საშინელი ჩვევა მქონდა - განრისხებულს, შემეძლო იარაღი ამომეღო და თავში დამეხალა ნებისმიერისთვის. თან ეს ისე სწრაფად მოხდებოდა, სასამართლო აფექტის მდგომარეობას დააბრალებდა უთუოდ და მეც ავიცილებდა ხანგრძლივ პატიმრობას.
იმ დღეს, გაბრაზებულზე მეტად, გულნატკენი ვიყავი. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ლაღად მომახალეს, ამის შემდეგ თეთრი სამოთხე კაზინო გახდებაო. თავიდან, შოკისგან ორსაათიანი სიცილი ამიტყდა, მერე ეზოში გავედი და სიგარეტს გავუკიდე. ვფიქრობდი, ხომ არ ამეფეთქებინა შენობა. ზოგჯერ, წაბილწვას სჯობს რომ მოკვდეს ასეთი მშვენიერება. ჰოდა, ტერორისტულ აქტს თუ მოვაწყობდი, მე და ეს შენობა გაღმა ნაპირზე მაინც ვიცხოვრებდით ერთად.
ისეთი გულდაწყვეტილი ვუყურებდი ყვავილებიან ბაღს, ცოტაც და ცრემლები წამომივიდოდა. შესასვლელიდან ჰაიდენი გამოვიდა. შორიდანვე ვიცანი. ჯერ აქეთ-იქით მიმოიხედა, მემგონი მე მეძებდა. მერე კი ძალიან საქმიანი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ. თან მერიდებოდა, რომ კარგის ტ*აკის გინება ამეწია ამხელა კაცისთვის, თან სურვილი მკლავდა.
ეგ არაფერი, დაქალთან ამოვიღებდი მთელს ბოღმას.
- გამარჯობა, თქვენ ვივიენ ბიშოპი ხართ ხო? - მკითხა ღიმილით და ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად.
- თქვენ ის ხართ, ვინც ჩემი ლამაზი გალერეა ეშმაკის სავანედ უნდა გადააქციოს? - რამდენიმე წამის შემდეგ, ხელი უხერხულად ჩასწია.
- ეშმაკის სავანეს ეძახით კაზინოს?
- რა თქმა უნდა. თავად მაქვს გამოცდილი როგორ ღუპავს ადამიანებს.
- დაგღუპათ?
- არა. ვერ მოასწრი, თუმცა ძალიან აზარტული ვარ. - თვალები გადავატრიალე - არ ვიცი, ეს ლამაზი, თეთრი შენობა რა ჯდანბად გჭირდებათ უზარმაზარი ბაღითა და ვერანდით, მაგრამ იმედია, კაზინო აქ ვერ გაიხარებს!
- ყველაზე პრესტიჟული ადგილია - გაწონასწორებული, ცოტა უხერხული ტემბრით მესაუბრებოდა.
- ჰო, რა თქმა უნდა.
- იქნებ, მოვილაპარაკოთ როგორმე? მეორე სართული თქვენ დაიკავეთ, პირველს მე დავიკავებ.
- არ მეყოფა ერთი სართული. - გაბუტული ბავშვივით გულხელი დავიკრიფე.
- რესტორანი გინდათ?
- არა, გალერეა მინდა-თქო ხომ ვთქვი? პირველი სართულიც მჭირდებოდა, დიდი ეზოა და ვიფიქრე, ბაღს გავაკეთებდი, მაგრამ ვიღაცამ უკვე შეიძინა მთელი შენობა. ყველა საბუთი რომ თავის დროზე მომეწესრიგებინა, ვიღაც მდიდარი ბიძია ვერ დამასწრებდა ორმაგ თანხაში შეძენას. ისე, თვენთვის არ უთქვამთ რომ უკვე დაჯავშნილი იყო?
- მითხრეს. ამიტომაც შევთავაზე ორმაგი - აღიარა დარცხვენილმა.
- ნახვამდის. - სიგარეტი ურნაში ჩავაგდე.
- ეგება, მაინც მოვილაპარაკოთ როგორმე?
- არ მინდა - თავმოყვარებამ მძლია რატომღაც.
- მართლა არ ვიცოდი თუ თქვენ აპირებდით შეძენას.
- თორემ უარს იტყოდით? - თვალი გავუსწორე.
- არ ვიცი. ბიზნესი ისეთი რამეა, რომ...
- ჰო, ისეთი რამეა, ვიღაცის გამო გულის წადილს როგორ გადაუსვამდით ხაზს. ისე, კაზინოსთვის ყველაზე შეუფერებელი ადგილია. ახლა მართლა ნახვამდის! - ვთქვი და წამოვედი.
ჯანდაბაში მოიხმარე.
არ შეგერგოს.
მოკვდი!
ეს სიტყვები გულში გავიმეორე. ან მანქანაში რომ ჩავჯექი, მერე წარმოვვთქვი. ცოტათი, მის ჯანმრთელობასაც მივადექი და მოხუცი ბოროტი დედაკაცივით დავუწყე წყევლა, მაგრამ მერე შემრცხვა. არაა წყევლა კარგი საქმე და უკანაც ცუდად უბრუნდება ადამიანს. შეიძლება, წინა კვირას რომ მივალანძღე რამდენიმე ადამიანი, იმიტომ დამსაჯა ბუნებამ ამ შენობის წართმევით.
მთელი დღე სახლში გავატარე. პიანინოზე ვუკრავდი, ზოგჯერ, წამოვხტებოდი და ცეკვასაც ვიწყებდი ხოლმე. ერთი სიტყვით, ემოციები მქონდა დაგროვილი და როგორ დამეხარჯა, აღარ ვიცოდი. საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ საჭმელი ყველაფრის მკურნალია. თან ოჯახური სადილი გვქონდა დაგეგმილი მე, მამაჩემს, ჩემს ბიძაშვილსა და მის საცოლეს. სახლიდან რომ გავედი, კართან ისევ ყვავილები დამხვდა. ამ კვირაში მესამედ ვიღებდი უკვე საჩუქარს თან ვიღაც ისეთისგან, ვინც მგონი საერთოდ არ აპირებდა ანონიმურობის გარეშე ჩემთან კონტაქტს. შავ ვარდს ზოგადად ის მინუსი აქვს, რომ სანატრელ სურნელს ვერ აფრქვევს, მაგრამ ამას მაინც სასიამოვნო არომატი ჰქონდა. წყლით სავსე ლარნაკში ჩავდე. მიუხედავად იმისა, რომ არავისგან ელი და არც არავინ გიყვარს, მაინც სასიამოვნოა ყვავილები.
მამასთან როცა მივედი, მაშინვე სიყვარულით ამენთო თვალები. შემწვარი ხორცის სურნელი ტრიალებდა და მაგიტომ.
მისაღებში შევედი. სუფრაზე ერთით მეტი ადამიანი იჯდა - მამაჩემი ვიცანი, ილიზის წითელი თმაც არასოდეს ამერეოდა სხვაში, ნიკს ისეთი ღიაჩალისფერი თავი ჰქონდა, ვონდერლენდში მცხოვრებ ქერა ბიჭუნას მიამსგავსებდი მაშინვე, მაგრამ მეოთხე შავთმიანი ვინ იყო, ზურგიდან კარგად ვერ ვარჩევდი. მითუმეტეს, ჩემს ადგილას წამოსკუპებულიყო მამასა და ნიკს შორის.
- ჩემი გოგონა მომივა - ფეხზე წამოდგა მამაჩემი და გადამეხვია. ჩვენი სტუმარიც წამოდგა ფეხზე. დიდი მხრებით, პიჯაკითა და ყელზე მომდგარი ჰალსტუხით ადვილად ამოვიცანი ჰაიდენ სთარი.
არაფერი მითქვამს, მაგრამ ჩემი მზერით ადვილად მიხვდებოდა ადამიანი, რომ „ამას აქ რა ჯანდაბა უნდას“, ვეკითხებოდი იქ მყოფებს.
- გამარჯობა - მომესალმა. - კიდევ ერთხელ
- გაგიმარჯოს - ვთქვი გულგრილად და ილიზის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი, ნიკის გვერდით. ჰო, უცნაური ჩვეულება ჰქონდა წყვილს, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს სხდებოდნენ რომ ხშირად და დეტალურად შეეხედათ ერთმანეთის ნაქვთებისთვის, რომელიც ისედაც კარგად ჰქონდათ დამუშავებული.
- ეს ისაა! - პირის მოძრაობით ვანიშნებდი ილიზსს.
- ვინ?
- იის!
- ვერ ვხვდები.
- ბებერი დამპალი - ხელებითაც ვანიშნებდი, მაგრამ ბებერი დამპალი როგორ გამესახიერებინა მოძრაობით, მაგდენი არ ვიცოდი.
- ბებერი დამპალი რატომ?
- იმიტომ, რომ დამპალია.
- და ბებერი? - ზედმეტად ბევრ კითხვას სვამდა.
- ბონუსად.
- როგორ ჩაიარა შენმა დღემ საყვარელო? - მკითხა ნიკმა ხმამაღლა. ისედაც ყველაფერი მშვენივრად იცოდა. ჰაიდენთან საუბრის შემდეგ, პირეველად მას დავურეკე, რათა ხანგრძილი და დაუღალავი წუწუნით მაინც დავცლილიყავი ემოციებისგან.
- არაჩვეულებრივად. ჯერ „თეთრი სამოთხე“ ამახიეს, მერე სახლის დარაჯი გამეფლირტავა, საბოლოოდ კი ოჯახურ ვახშამზე მოვედი... - აღმომხდა ირონიული ღიმილით.
- გთხოვ, ნუ მაიძულებ, რომ თავი გადავუჩეხო - გადმომიჩურჩულა ნიკმა - უხერხულია, მამაშენის ბიზნესპარტნიორია და თან ამ სახლში ჯერ არავინ მოუკლავთ.
- მაგ დიდთავას გამო ციხეში როგორ გაგიშვა - ორივეს გაგვეცინა.
ყველა სხვა დანარჩენთან ერთად, ის უარყოფითი თვისებაც ჰქონდა ჰაიდენის საიდლზე ყოფნას, რომ ლაზათიანად ვერ ვჭამდი. ჩემი ოჯახის წევრები შეჩვეული იყვნენ ნამდვილ მზეთუნახავს, რომელიც ღორივით იყრიდა საჭმელს პირში. აბა, სტუმართან როგორ გამომეჟღვანებინა, რომ ნამდვილი ქაჯი ვიყავი?
- ვივიენ, ჰაიდენმა ძალიან საინტერესო რამე შემოგვთავაზა - შემომხედა მამაჩემმა და თვალები დამიბრიალა, რომ რამე უხეშად არ წამომცდენოდა.
- რაა?
- აგურის ბაღთან მიტოვებული თეატრია. შეგიძლია ის გამოიყენო გალერიისთვის.
- კარგი შენობაა - სიმწრისგან ნერწყვი გადავყლაპე და ერთი ყლუპი ღვინით გავისველე პირი - დაახლოებით, რამდენი ხანი დასჭირდება მაგის რემონტს... 5 წელი?
- ექვს თვეში მოგვარდებიან - ჩაგვეკვეხა ჰაიდენი.
- თითქმის დანგრეულია. ბავშვები შატალოზე გადარბიან ხოლმე მაგ შენობში მოსაწევად რომ არავინ დაინახოს. წინა კვირას ერთს თავში აგური დაეცა და ლამის მოკვდა. დარწმუნებული ხართ, რომ რემონტი უშველის საერთოდ?
- არქიტექტორსა და მშენებლების მთელ გუნდს გიშოვით იმის გარანტიით, რომ საქმეს სწრაფად და ხარისხიანად შეასრულებენ.
- თქვენი შენობაა?
- კი.
- მერე ასე უპატრონოდ რატომ გქონდათ მიგდებული?
- არ მეცალა მისახედად.
- იმ შენობისთვის არ გეცალათ, რომელიც ოდესღაც თეატრი იყო? წარმოდგენა არ მაქვს, თეთრ სამოთხეს რას დამართებთ ცოტახანში. - გამეცინა.
ჰაიდენი გაჩუმდა.
ნიკმა შეუმჩნევლად მიბრწკინა.
- მეტკინა იდიოტო! - ვუთხარი ჩურჩულით.
- ბავშვს მართლა დაეცა თავში აგური?
- არა, მე მოვიფიქრე. ხო მაგარი იყო?
- კი. იმპროვიზაციის დედოფალი ხარ.
ბოლომდე შეჭმა მომერიდა სადილის. ჩვენს დიასახლის ვთხოვე, რომ გადაენახა რამდენიმე ხორცის ნაჭერი. მერე სახლში წავიღებდი. დესერტის დრო როცა მოვიდა, ბოდიში მოვიხადე, ვითომ საპირფარეშოში გავდიოდი და სამზარეულოში შევვარდი. ორი ნაჭერი შოკოლადის ტარტი შევჭამე. შემდეგ ისევ სუფრას დავუბრუნდი და მესამეც დავაყოლე.
ნახევარ საათში, მამაჩემის კაბინეტში ავიდნენ და რაღაცეებს ლაპარაკობდნენ კაცები. ეს განცალკევებები არასოდეს მომწონდა. სერიოზული სახეებით ისხდნენ ალბათ და „აქციები“, „ფული“, „პროცენტები“, „ჰოლდინგი“, ასეთი გამონათქვამები სცვიოდათ პირიდან. ცოტა არ იყოს, სასაცილოებად მეჩვენებოდნენ ზედმეტად საქმიანი ხალხი.
- მაგრად მიასვი სხვათაშორის. გაჩუმდა საწყალი.
- მაგარი ეშმაკი კაცი ჩანს.
- საიდან მოიტანე?
- აბა ეგეთი ბულკი გგონია? უნდა ერთი დანგრეული შენობა მომცეს და გამაჩუმოს. როგორ შეიძლება თეთრი სამოთხე კაზინო გახდეს? ეგ იგივეა, ეკლესიაში ნარკოტიკს ინახავდნენ.
- რას გაუგებ. სულელები არიან ეს ბიზნესმენები.
- ხმა არ ამოიღო, მოდის - გადმომძახა საჩქაროდ.
ფეხის ხმის სინქრონულად მივიხედე უკან.
ჰაიდენი იდგა და ისეთი სპეტაკი ღიმილით შემომყურებდა, გეგონება ცისკრის ვარსკვლავი ვყოფილიყავი.
- მამათქვენმა თქვენი ნახატები დამათვალიერებინა.
- მაგარია.
- მართლა მაგარია.
- მიხარია თუ მოგეწონათ.
- თან უკრავთ კიდეც ხო?
- მამაჩემი მარტო ჩემზე გელაპარაკათ? - გამეცინა.
- თითქმის.
- ჰო, მოსიარულე პიარი მყავს.
- არ დაუკრავ ჩვენთვის? - გამოვიდა მამაჩემიც.
ნიკს და ილიზს შევხედე. ძლივს იკავებდნენ ხარხარს.
- არა, დავიღალე. დღეს მთელი დღეა ვუკრავ. - არ მიყვარდა ხუთოსანი ბავშვივით რომ დამსვავდნენ ხოლმე და მერე ჩემი შემხედვარე, სიამაყით აფახუნებდნენ თვალებს. მხოლოდ ახლობლებთან ვუკრავდი. ახლა კი ერთი ნამდვილად ზედმეტი იყო. თან დაკვრისას ვერ ვაკონტროლებდი საკუთარ თავს და ქარიშხალში ჩავარდნილი ხესავით ვირწეოდი.
- ვივიენ! - არ მოეწონა მამას ჩემი უარი.
- არ დააძალო ეტო. - გააჩერა ჰაიდენმა - ჩემზე გაბრაზებულია.
- გადაუვლის.
- ჩემ მაგივრად ნუ ლაპარაკობ - წამოვდექი - მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ. სახლში წასვლა და დაკვრა მინდა საკუთარი თავისთვის.
- მანქანით ხარ? - მკითხა ნიკმა.
- არა. ისევ ჩავიჭერი მართვის მოწმობის გამოცდაში.
- მე მივდივარ და გაგიყვანთ - ისევ ჩაეკვეხა ჰაიდენი. სხვათაშორის, ძალიან მაწყობდა ეგ ვარიანტი. ერთი-ერთზე გავანადგურებდი. ახლა მამაჩემის ნერვების მოშლის მეშინოდა.
- მშვენიერია - გამეცინა. მამაჩემს ვაკოცე. - ბარში გნახავთ გამთენიისას თუ მოგინდებათ გამოთრობა - შევძახე ნიკს და ილიზს.
- მოგვინდება - ორივეს მაგივრად ილიზმა მიპასუხა. ეგეც კაი ლოთი მყავდა.
- ნუ გაანადგურებ - მომაძახა ნიკმა ჩურჩულით. პასუხად, ეშმაკური გამომეტყველება მიიღო.
ჰაიდენთან ერთად ჩავჯექი მანქანაში. ისე მიყურებდა, მემგონი ეეჭვებოდა, ბომბი ხომ არ ჩადო სადმეო.
- ანუ ძალიან კარგი მხატვარი ხართ. აქამდე, გაგონილი მქონდა რომ ხელოვნების შედევრი იყავით თქვენც და გარშემო ყველაფერს მსგავს ქმნიდით.
- კი. ჩემზე, როგორც შედევრზე, გამორჩეულმა ადამიანებმა იმუშავეს. მამაჩემთან რა საქმე გქონათ თუ საიდუმლო არაა?
- ჩემს რესტორნებში მისი ღვინო შემაქვს.
- ანუ ოჯახის სახელით მადლობა უნდა მოგახსენოთ?
- არა რა მადლობა. მთელი თვეა ვეხვეწები რომ მაგ ღვინის ღირსი გამხადოს.
- კარგი შურისძიება იქნებოდა რომ არ გაეხადეთ.
- ოდესმე გადაგივლით ბრაზი?
- რო დაიკიდოთ არ გიფიქრიათ?
- კარგი შენიშვნაა. - თავი დააქნია.
- და თქვენ რას აკეთებთ თავისუფალ დროს კაზინოს და სხვისთვის ფართის აწაპვნის გარდა?
- ბოქსი მიყვარს.
- მოულოდნელი პასუხი იყო.
- ჰო. ზოგიერთ შაბათ დღეს მონაწილეობას ვიღებ შეჯიბრში. მოყვარულებისთვისაა, მაგრამ ხშირად ზღვარს გადავდივართ ხოლმე.
- ერთმანეთს კლავთ?
- არა, მაქსიმუმ ცხვირი გავუტეხოთ.
- დიდი სიამოვნებით ვნახავდი თქვენთვის ცხვირის გატეხვის პროცესს - წარმოვთქვი სიხარულით.
- ამ შაბათს დაგპატიჟებთ მაშინ. თუმცა ვერ დაგპირდებით რომ მაინცდამაინც მიმიჩეჩქვავენ სახეს.
- ერთი მუშტი მაინც ხომ მოგხვდებათ?
- რომც ამცდეს, თქვენს სახელზე, სახეს შევუშვერ.
- სისხლის ლაქა ნამდვილად მოგიხდებოდათ.
- იცით, თუ ჩემი დარტყმა გინდათ, ახლავე დამარტყით. არაა საჭირო, იმას ელოდოთ რომ სხვა გააკეთებს ამას თქვენს მაგივრად. - გამომიცხადა მოულოდნელად.
- არ მინდა.
- რატომ?
- გამოკვეთილი ყბები გაქვთ.
- ეგაა მიზეზი?
- ჰო. მეშინია რომ ხელი მეტკინება.
- ამხელა ყბა მაქ? გგონიათ, ჩემი ყბა ხელს გატკენთ?
- არა, დიდი არა, გამოკვეთილი-თქო.
- მაინც ვერ მივხვდი.
- კაცებს მხოლოდ სკოლაში ვცემდი. გადავეჩვიე იმის მერე და ნუ დავუბრუნდებით ამ თემას, თორემ მრავალ დემონს სძინავს ჩემში. მეშინია, ერთ-ერთი ისევ მოძალადე არ გამოდგეს გამოღვიძებისას.
- იშვიათად მხვდებიან ხუმარა ქალები - გაეცინა ჰაიდენს. რა იცოდა, რომ არ ვხუმრობდი.
- ზოგადად, ქალებიც იშვიათად გხვდებიან ალბათ - ვეცადე, მისთვის რაც შეიძლებოდა მეტი შეურაცხყოფა მიმეყენებინა. თან ისეთი რომ ძალიანაც არ მოხვედროდა გულზე.
- გეი გგონივართ?
- არა... უფრო ქვრივის იმიჯი გაქვთ.
- როგორ მიხვდით? მამათქვენმა მოგიყვათ ალბათ.
- მართლა ქვრივი ხართ? - ძალიან შემრცხვა - ღმერთო, არ მინდოდა, ვწუხვარ. მაპატიეთ რაა.
- რა კარგია. სინანულიც შეგძლებიათ - გაეცინა ჰაიდენს.
- მომატყუეთ?
- კი. ცოლი არასოდეს მყოლია.
- ჰო და ვერც გეყოლებათ! - წყევლას უფრო ჰგავდა ჩემი სიტყვები. - თქვენს ასაკში შვილიშვილები ჰყავთ უკვე.
- მე კი მეგონა რომ ჩემზე ხანდაზმულებიც ირთავდნენ ცოლებს.
- ილუზიაში გიცხოვრიათ.
- რამდენისას ვგევარ?
- არ ვიცი, ასე 50. - მაქსიმალურად გავაზვიადე ციფრები.
- ჯანდაბა! გაცილებით პატარა ვარ.
- შემიძლია არაჩვეულებრივი ბოტოქსთერაპიები გირჩიოთ სამომავლოდ.
- კარგი - შემომხედა და გამიღიმა. მემგონი მართლა დამთანხმდა. თან ისე ადვილი აღმოჩნდა მისი დამარცხება, რომ იმედგაცრუებულიც კი დავრჩი.
სულ ესაა ჰაიდენ სთარ?
არც კი გაიბრძოლებდა?
სახლში მალე მიმიყვანა. დავემშვიდობე და მანქანიდან გადავედი, მაგრამ სანამ წავიდოდა, ვიფიქრე, ბოლო დარტყმასაც მივაყენებ-თქო.
- იცით ჰაიდენ - შევიჭყიტე ჩაწეულ ფანჯარაში - სულ ვფიქრობდი, საიდან მეცნობოდა თქვენი სახელი და გვარი.
- მერე, რა აღმოჩნდა?
- პორნოვარსკვლავს ჰქვია ეგრე. ჰაიდენ სთარი, ზუსტად.
- პორნოებს უყურებთ? - თვალები ეჭვით მოჭუტა.
- კი - არც ვაციე, არც ვაცხელე და ასე მშვენივრად ვუპასუხე.
- კიდევ ერთი რამ, რაც მამათქვენმა არ იცის - გაეცინა.
- დანარჩენი რა არის?
- სიგარეტს რომ ეწევით.
- არ მინდა, ინერვიულოს - ვიმართლე თავი.
- მემგონი, დიდი ხანია რაც სრულწლოვანი ხართ არა?
- ძალიან დიდი ხანია.
- საინტერესოა. გამეხარდება, შაბათს თუ მოხვალთ იმის სანახავად, როგორ მიმჩეჩქვავენ.
- და ამ შაბათს მაქსიმალურად შეეცდებით მოგებას არა?
- კი.
ძალიან მიშლიდა ნერვებს ჰაიდენის კეთილგანწყობა. ალბათ სინდისი აწუხებდა იმის გამო, რომ ჩემი ოცნების შენობა წამართვა, მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი ჰქონდა. არ იყო საჭირო ჩემს ბოროტ გამოხტომებს ხელგაშლილი შეგებებოდა და მეორე ლოყა მოეშვირა სილის გასარტყმელად. სახლში ასულს, კიდევ ერთი თაიგული დამხვდა კართან. უმადური არ ვიყავი, თუმცა ვაზები აღარ მყოფნიდა. თან წერილი მაინც დაეტოვებინა იმ ოჯახაშენებულს. პრინციპში, რომ დავფიქრდე, წერილით უფრო გააფუჭებდა სიტუაციას. მერე მის ვინაობას გავიგებდი და სამუდამოდ წაერთმეოდა ყველა შანსი, რადგან გარშემო ერთი მამაკაციც არ მყავდა, ვისანაც ურთიერთობას ვისურვებდი.
დაკვრის თავი აღარ მქონდა, გათიშული დავეგდე საწოლზე. თუ გავითვალისწინებდი იმას, რომ შემდეგ კვირას ორი ნახატის შეკვეთა მქონდა, სჯობდა კარგად გამოძინებული ვყოფილიყავი.
დილით, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა. ნუ თავიდან ტელეფონი მეგონა, მაგრამ მერე კარის ზარი აღმოჩნდა.
ილიზი იყო.
- დღეს რას ვშვრებით? - მკითხა, როგორც ერთმა უსაქმურმა მეორეს.
- რა ვიცი. საღამოს ცოტას დავხატავ, დილით რაც გინდა ის ვქნათ. პირველ რიგში, ვისაუზმოთ კარგი?
- კარგი.
- სხვათაშორის, ჰაიდენმა ბოქსზე დამპატიჟა.
- რა რომანტიკული კაცია. - გადაიხარხარა. - მაგას ბოქსი და ჩიზქეიქი ხომ არ ერევა ერთმანეთში?
- რომანტიკულ ჭრილში არც დავუპატიჟივარ. თუ გინდა რომ უყურო როგორ მცემენ, მოდი და ნახეო.
- რას ამბობ, წავიდეთ.
- მართლა წავიდეთ?
- ჰო, რა თქმა უნდა.
- ანუ წამომყვები?
- კი ვივი, წამოგყვები.როდისაა?
- დღეს ღამით. 12-ს რომ გადასცდება.
- მშვენიერია. ჯერ ჰაიდენის მიბეგვას ვუყურებთ, მერე სადმე მაგრად აღვნიშნავთ მის დასისხლიანებას.
* * *

- მემგონი ასე არ უნცა ჩაგეცვა - მომმართა ცოტა შეშინებულმა ილიზმა, ბოქსის კლუბში შესვლისას. მართალი იყო. ისე საგანგებოდ გამოვპრანჭულიყავი საღამოს კაბაში, რომ ყველა მიხვდებოდა, წინასწარ ვზეიმობდი ჰაიდენის დაცემას. საბრძოლო მოედანზე გამოვიდა და ხალათი გაიხადა. არც მე და არც ილიზი არ მოველოდებოდით მსგავს სანახაობას. ისეთი დაკუნთული ტანი ჰქონდა, ნიკსაც კი შეშურდებოდა.
- მარტო შენს ბიძაშვილზე რომ არ ვსველდებოდე, ამ სანახაობის მომსწრეს, უეჭველად წურწურით გამივიდოდა წყალი - მითხრა მეგობარმა.
- სად ვარჯიშობს კი მაგრამ - ვიკითხე გაოგნებულმა.
- აბა რა გითხრა, სიგარეტს ეგ არ ეწევა და ცხიმიანებს ეგ არ ჭამს.
- საიდან იცი?
- სანამ მოხვიდოდი, გამოგვიტყდა, ჯანსაღი ცხოვრების წესს ვეწევიო.
- თავს უფრთხილდება ეტყობა.
- აქეთ უნდა ვკითხოთ რჩევა ბოტოქსზე - გამეღიმა.
არც ერთი მისი მოძრაობა არ გამომიტოვებია. სხვათაშორის, დახვეწილი იყო. დიახ, ასეთ სპორტში, სადაც ერთმანეთს გამეტებით ურტყავენ, ეს ბებერი ვიგინდარა საკმაოდ დახვეწილი იყო. პროფესიონალი ბოქსიორივით ასხმოდა კუნთები და ოფლიანს თითქმის ისეთი შესახედაობა ჰქონდა, როგორც მე, როცა ბრჭყვიალა რუჯის ზეთს ვისვამ კანზე.
ერთი-ორი მართლაც მოსდეს.
მაგას ჩემი მხურვალე აპლოდისმენტები მოჰყვა და როცა თავი სდრუზეს თავში, მერე სიხარულისგან დავუსტვინე კიდეც.
საბოლოოდ, მაინც მოიგო ბებერმა თავხედმა.
თან არც ისე ბებერი იყო, როგორადაც აღვიქვავდი.скачать dle 11.3



№1 სტუმარი სტუმარი Nako

Momewona dasawyisi sainteresoa gansxvavebyli

 


№2  offline წევრი მაია❤

როგორ მიყვარს ეს ორი გადარეული ❤❤

 


Am gamocdebis ciebcxelebashi zustad es mchirdeboda ❤ mikvarxar me shen ❤

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელენე ქობელაშვილი
Am gamocdebis ciebcxelebashi zustad es mchirdeboda ❤ mikvarxar me shen ❤

ელეე, მეც მიყვარხარ <3
არ მოგაკლებ!

მაია❤
როგორ მიყვარს ეს ორი გადარეული ❤❤

ამ ორსაც უყვარხარ მაი <3


სტუმარი Nako
Momewona dasawyisi sainteresoa gansxvavebyli

ძალიან კაარგი <3 იმედია, დანარჩენიც მოგეწონება :*

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

უცხოური სახელებით რომ არ დაწერო მოთხრობა
ქართული ცოტა გვაქვს?!
ისტორია კარგი ჩანს.

 


№6 სტუმარი ოე

სტუმარი ლია
უცხოური სახელებით რომ არ დაწერო მოთხრობა
ქართული ცოტა გვაქვს?!
ისტორია კარგი ჩანს.

აი რა შენი ტ@აკის საქმეა როგორ დაწერს? ავტორი ხარ? ავტორს როგორც უნდა ისე წერს

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ლია
უცხოური სახელებით რომ არ დაწერო მოთხრობა
ქართული ცოტა გვაქვს?!
ისტორია კარგი ჩანს.


კარგია თუ მოგწონს ????????
თუ დააკვდირდი, არ ხდება მოქკედება საქართველოში თორე ჰაიდენს რატო დავარქმევდი კაცს ????????

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

ოჰო, ენ, ამის წაკითხვა ვერ მოვასწარი წინაზე და მიხარია რომ დადე კვლავ.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ბელუ შეროზია
ოჰო, ენ, ამის წაკითხვა ვერ მოვასწარი წინაზე და მიხარია რომ დადე კვლავ.

სხვათაშორის, ეს ცოტა გადასხვაფერებულია და მემგონი, ასე სჯობს <3

 


№10 სტუმარი ჟჰავია

ახალი თავი სად ვეძებო? სადდდდდდ :დ აუ, იმედია მეორე თავს დადებ დღეს ^^

 


№11 სტუმარი ნათია41

ენ წინა დაწერილთან შედარებით ცოტა სხვანაირია არა?! დავიწყე და მეუცნაურა აშკარად სხვანაირად იწყებოდა ის. ხომ დაასრულებ?! არ დამტოვო რა შუა გზაზე თორემ აღარ გაპატიებ. ნუ ყოველ შემთხვევაში ვეცდები????

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნათია41
ენ წინა დაწერილთან შედარებით ცოტა სხვანაირია არა?! დავიწყე და მეუცნაურა აშკარად სხვანაირად იწყებოდა ის. ხომ დაასრულებ?! არ დამტოვო რა შუა გზაზე თორემ აღარ გაპატიებ. ნუ ყოველ შემთხვევაში ვეცდები????

არა ნათI, ხშIრად დავდებ ????

ჟჰავია
ახალი თავი სად ვეძებო? სადდდდდდ :დ აუ, იმედია მეორე თავს დადებ დღეს ^^


დღესდავდებ ????

 


№13  offline წევრი გროსმაისტერი

ესხომ ძველი ჰაიდენის და ვივიენის სიყვარულის დასაწყისის ისტორიაა?????❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent