შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულების თეორია (სრულად)


15-07-2019, 03:01
ავტორი gvantsa17
ნანახია 971

სულების თეორია (სრულად)

პროლოგი


მახსოვს, ბავშვობაში წერის ნიჭი არ მქონდა , ნუ მე ასე მგონია. მეხუთე კლასში
ვიქნებოდი
ალბათ,როდესაც ჩემმა თემამ აღფრთოვანება გამოიწვია კლასში..
ზუსტად არ მახსოვს რა პერიოდიდან,მაგრამ ერთ დღეს დავჯექი და დავიწყე წერა,
იმის მერე არც
გავჩერებულვარ..
ვწერდი ყველაფერზე: მეგობრებზე, სიყვარულზე, პირადზე - ყველგან, ნებისმიერ
ადგილას,
ნებისმიერ დროს.. ასე, უცებ, "დავაძრობდი" კალამს და შავ წიგნაკს, ვიწყებდი წერას
და
ვმშვიდდებოდი! ეს იყო ტერიტორია, სივრცე, სადაც ვრჩებოდი მარტო, ეს იყო ჩემი
კომფორტის
ზონა!
ისიც მახსოვს, ბავშვობაში დღიური მქონდა და დედაჩემმა ჩუმად წაიკითხა, ისე
გავბრაზდი და
მეწყინა, რომ დავხიე და გადავყარე. ახლა ძალიან ვნანობ ,იმიტომ რომ ის დღიური
ჩემი
ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ატარებდა.
დროის მსვლელობის პარალელურად ნაწერების მოცულობა იზრდებოდა და ერთ
დღეს
მივხვდი,რომ ჩემი წერის სურვილს ერთი კონკრეტული სიტუაცია განაპირობებდა.
სიტუაცია, მომენტი,როდესაც ყველაზე ცუდად ვიყავი!
მქონია დღეები, თვეები,როდესაც საერთოდ ვერ ვწერდი.
ასე მიწყდებოდა წერის სურვილი, ვიქეჯი და ნერვები მეშლებოდა, ასეთ მომენტებში
სულ
მეგონა,რომ აღარ გამომდიოდა და ყველაზე მეტად მაწუხებდა ის აზრი, რომ ვერასდროს
შევძლებდი "კომფორტის ზონაში" დაბრუნებას.
ერთხელ ჩემ დაქალს წავაკითხე ერთ-ერთი მოთხრობა, წავაკითხე ისე რომ გული
მიფრიალებდა
და ყოველ 10 წუთში 5 ჯერ ვეკითხებოდი,- რა ქენი, მოგეწონა მეთქი?
მოეწონა! მოეწონა კი არა გაგიჟდა, გადაირია.
მერე მეორეს წავაკითხე, იმ მეორედან მესამემ გაიგო და ასე გავრცელდა ჩემი ნიჭის
ამბავი!
მერე მთელმა სამეგობრომ გაიგო და ყველა ერთად გადამეკიდა წიგნი დაწერე
ჩვენზეო. სულ
მეცინებოდა ხოლმე, რომელი მწერალი მე მნახეთ მეთქი? მერე სტანდარტულად
იწყებდნენ ჩემს
ლანძღვას.
მე სულ უხერხულად ვიყავი და ყველას განურჩევლად ვეჩხუბებოდი, ვინც ამას
რეკლამას
უკეთებდა..
არადა გულის სიღრმეში სულ ვფიქრობდი,რომ ერთ დღეს აუცილებლად
დავწერდი..
ეს წიგნი ეძღვნება ყველაფრის საწყის სამ ცნებას: სიყვარულს, მეგობრობას და
ერთგულებას!
ეს წიგნი არის ადამიანებზე, ჩემს ადამიანებზე!

ცეკვის წრე


6 წლის ვიყავი,როდესაც დედაჩემმა განმიცხადა მუსიკაზე და ცეკვაზე უნდა
შეგიყავნოო. მე თავი გავიგიჟე,
არ მინდა მუსიკა და კლავიშების რაკა-რუკი ცეკვა მირჩევნია მეთქი.. ამაზე ოჯახში
სერიოზული ჩხუბი
გადავიტანე, თუმცა ჩემს აზრზე მაინც მყარად ვიდექი. ბოლოს დავითანხმე სანათესაო
, მამაჩემმა ბეჭედი
დაარტყა, დედაჩემმა ხელი მოაწერა და
გამარჯობა 2001 წლიდან გიქნევთ ხელს, არაბუნებრივად ქერა თმიანი,
ცისფერთვალება მე!
ცეკვის სტუდიაში შევაბიჯე თუ არა მივხვდი, რომ აქედან ჩემი ნებით ვერავინ
წამიყვანდა.
ძალიან დიდი დარბაზი იყო, წინა კედელის მთელ სიგრძეზე სარკეებით, სარკეების
ზემოთ ნინო
რამიშვილის ძალიან დიდი ფოტო იყო გაჭიმული , გარშემო პატარ-პატარა
სურათებით. დარჩენილი სამი
კედლის გასწვრივ ძელები იყო მიმაგრებული , სადაც ბავშვები ვვარჯიშობდით
ხოლმე.
მოკლედ 6 წლის ასაკში ჩემი პირველი კომფორტის ზონა აღმოვაჩინე.
იმ პერიოდიდან მოყოლებული ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა..
სტუდიის მოცეკვავე ანსამბლთან ერთად გამოვდიოდი კონცერტებზე. მიყვარდა
ყველაფერი რაც
უკავშირდებოდა ცეკვას! მიყვარდა სცენა, ეს არისტოკრატიული ფორმები, განათების
შუქი, სავსე დარბაზები,
მიყვარდა ყველა რეპეტიცია. მომწონდა, როდესაც ძალიან დაღლილზე კუნთების
ტკვილი არ მაძინებდა,
დაჭიმული და მოქნილი სხეულის შეგრძნებაზე სულ ვგიჟდებოდი.
დღემდე ორი საუკეთესო მეგობარი შემომრჩა იმ პერიოდიდან : ბერიძე მარიამი და
ლაშხი ელენე.
მახსოვს, თავიდან არც ერთი არ მომწონდა. საერთო ბოღმიანი მეგობარი გვყავდა. მე
რასაც ვამბობდი მათ
ეუბნებოდა, იმათ ნათქვამს მე და თუ მკითხავ ინტრიგანი იყო, ძალიან მაგრად
ერთობოდა.. ერთხელაც რეპეტიციაზე არ მოვიდა და სწორედ მაგ დღეს დალაგდა ყველაფერი!
მახსოვს, ელენეს ჩვენი ჯგუფის მოცეკვავე უყვარდა. იმ ბიჭს მე ვუყვარდი, თუმცა ეს
ფაქტი სულაც არ
გვიშლიდა ხელს,რომ ძველებურად გვედაქალა, პირიქით უფრო დავახლოვდით.
ერთხელ ძალიან ამაყად გამოცხადდა რეპეტიციაზე მაისურით რომელზეც ამ ბიჭის
სახელი ეწერა, მე და
მარიამი სიცილით ჩავბჟირდით. ამას ის ფაქტიც დაემატა, რომ იმ დღეს ეგრედ
წოდებული რომანი არ
გამოცხადდა რეპეტიციაზე!
ელენეს ძალიან კი დაწყდა გული, მაგრამ დღეს რომ ჰკითხო გიპასუხებს,- კიდევ
კარგი არ მოვიდაო.
ძალიან ბევრი რამ მახსენდება მაგ პერიოდიდან. ეგ ორი ადამიანი ჩემი ცხოვრების
განუყოფელი ნაწილია..
უბრალოდ ეგეთ რამეებს ვერ გადმოსცემ ასე მარტივად..

ნუცუბიძე


ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი ბებიაჩემთან მაქვს გატარებული, ფაქტობრივად
ჩაწერილი ვიყავი
ნუცუბიძეზე. მაგ ადგილს უკავშირდება ჩემი შეგნებული ცხოვრების ნახევრაზე
მეტი.ეგ არის ჩემი ყველაზე
ბავშვური და სუფთა პერიოდი..
პატარაობიდანვე მიყვარდა იმ სახლში ყოფნა, მშობლებთან რომ მაბრუნებდნენ
ბოლო ხმაზე ვტიროდი , არ
ველაპარაკებოდი არავის. ბებიაჩემიც მიჩვეული იყო ჩემს იქ ყოფნას, ერთი-ორჯერ
გამომუშავებული
ინსტიქტით ეზოშიც კი მეძებდა, მერე ახსენდებოდა, რომ არ ვიყავი იქ და მალევე
მაბრუნებდა, ვერ ვეჩვევი
ცარიელ სახლსო.
დღესაც ყველაზე მშვიდად და წყნარად იმ სახლში ვარ, რაღაცნაირი აურა აქვს იმ
უბანს, ჩემებური..
გიორგი ნიჟარაძეც სწორე მანდ გავიცანი მეხუთე კლასში. ახლა რომ 10 წლის ბავშვი
მოვიდეს ჩემთან და ის
მითხრას შეყვარებული ვარო გამეცინება, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ მეცინებოდა.
გიორგი ჩემზე 2 წლით დიდი იყო- ძალიან კარგი ბიჭი, კარგი იუმორის გრძნობით,
ჭკვიანი, სიმპათიური,
მერე როგორც ყველამ მაგანაც აურია..
ჩემზე ორი სართულით ქვემოთ ცხოვრობდა. მახსოვს, ბებიაჩემი სულ მას აბარებდა
ხოლმე ჩემს თავს.
გიორგისაც, ხელკავგამოდებული დავყავდი ყველგან, სადაც მიდიოდა.
ძალიან ყურადღებიანი და თბილი იყო.
თავიდანვე ყველას შეყვარებულები ვეგონეთ, არადა იგიჟებდა გიორგი თავს, ჩემი
დაა, რეებს ბოდავთო,
ამაზე უფრო მეშლებოდა ნერვები, მაგრამ არ ვიმჩნევდი. მერე იმატა სითბომ,
ყურადღებამ , გაცდა იმ
საზღვრებს, რის სახელსაც ჩვენი ურთიერთობა ატარებდა. მერე 15 წლის ბავშვს 17
წლის ბიჭმა ამიხსნა
სიყვარული. გავგიჟდი, გადავირიე, რას მეუბნები მეთქი ..
მაინც ისე მოხდა ყველაფერი როგორც უნდა მომხდარიყო.
2 წელი ვიყავით ერთად,მერე აგვერია. მე და გიორგის წყვილი დაიშალა და აღარც
შემდგარა. დღემდე
ძალიან კარგი მეგობრები ვართ.
ორივე პატივს ვცემთ ერთმანეთს და ჩვენს საერთო წარსულს!
უბრალოდ სხვანაირად ვერ გამოვა, იმდენად მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს ერთად
გატარებული.
ადრე დავიფიცე, რა ურთიერთობაც არ უნდა გვქონდეს შენ აუცილებლად იქნები
ჩემი შვილის ნათლია
მეთქი
ხოდა ზუსტად ვიცი, ავასრულებ!

სამეგობრო


სკოლაში ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი. ნორმლაური კლასი მყავდა, თუმცა მე
თავიდანვე მქონდა
ჩამოყალიბებული წიკები, ბიჭების გარემო უფრო მომწონდა ვიდრე ჩემი კლასის
გოგოებთან დაქალობის
პერსპექტივა. ალბათ იმიტომ რომ ბიჭებს გოგოებისგან განსხვავებით უფრო ღრმად
და სხვანაირად
შეუძლიათ მეგობრობაც, სიყვარულიც , გაბრაზებაც და საერთოდ ყველაფერი..
სკოლაში ორი საუკეთესო მეგობარი მყვადა: სანდრო სულაძე და დათუნა
ბარათაშვილი. კლასში ფეხი
პირველად რომ შევდგი მაგ დღიდან მოყოლებული სულ ერთად ვართ.
მარცხნივ დათუნა მეჯდა, მარჯვნივ სანდრო. მიუხედავად იმისა,რომ
საკონტროლოებზე და გამოცდებზე
სულ სხვაგან მსვავდნენ, ჩვენ როგორღაც ვახერხებდით და ბიჭები საუკეთესო
ქულებს ღებულობდნენ.
ერთხელ სერიოზულად დაგვემუქრა დამრიგებელი, სათვალთვალო კამერებს
დაგიყენებთ იცოდეთო..
- კარგით რა ლეილა მასწ, სულ რო FBI-ს აგენტი დაიქირავოთ, მაგას მაინც ვერავინ
გაშიფრავს , - კვდება
სიცილით დათუნა.
- არა "პროსტა" მაგას ჩვენც ვერ ვხვდებით , როგორ ვახერხებთ - ამატებს სანდრო
- უბრალოდ ერთმანეთის იმდენად გვესმის, უსიტყვოდ ვხვდებით ყველაფერსწერტილს ვუსვამ სათქმელს.
დათუნა და სანდრო ხელს მხვევს და სამივე საოცარი ხმით ვიცინით
- შენ რაღამ გადაგრია ნია?- მეკითხება ლეილა და სათვალის ზემოდან თვალებ
მოჭუტულიი მიყურებს.
მე მართლა არ ვიცოდი ეს მედალოსანი გოგო რამ გადამრია და რატომ ვიყავი
აყოლილი მთელი 12 წელი ორ
დეგენერატ ძმაკაცს, მაგრამ ის ვიცოდი,რომ ასეთი მომენტები სამუდამოდ
ჩამრჩებოდა გონებაში.
სანდრომ და დათუნამ, ელენე და მარიამი ჩემს დაბადების დღეზე გაიცნეს, მანამდეც
ფლობდნენ "ინფოს"
ერთმანეთის შესახებ, მაგრამ მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდნენ. იმ წელს
17 გავხდი. ბიჭები
ცალკე ამოვიდნენ ჩემთან, გოგოები ცოტახანში შეუერთდნენ და ასე აღმოჩნდნენ ერთ
გარემოცვაში ჩემი
ყველაზე ახლო მეგობრები.
მაგის შემდეგ სულ ერთად ვართ და მგონია,რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და
ძვირფასი სწორედ ესაა,
როდესაც ხედავ რომ გვერდით საუკეთესო ადამიანები გყავს.

გაფაქტვა


სანდრო,რომ მშობლებთან წავიდა ამერიკაში, ძალიან რთულად გადავიტანეთ ეგ
ამბავი. იმ მანძილის
მიუხედავად რაც ერთმანეთს გვაშორებდა, არც ერთი წუთით გვიფიქრია რომ
სანდროს დავკარგავდით.
პირიქით სულ გვქონდა კონტაქტი, რამდენჯერ გაგვითენებია ლაპარაკში და
რამდენჯერ გვინატრია რომ
ჩვენს გვერდით ყოფილიყო. ეგ კი არა ზუსტად მაგ პერიოდში აღმოვაჩინე,რომ
სანდრო და ელენე ისე ვერ
იყვნენ,როგორც საჭირო იყო.. ეს რომ რომელიმესთვის მეთქვა, ვენებს გადაიჭრიდნენ
და არაფრით
აღიარებდნენ,მაგრამ მე რას გამომაპარებდა ან ერთი ან მეორე.
მაგ თემაზე არავისთან მისაუბრია, ისე ჩემთვის ვიტოვებდი, თუმცა ზუსტად
ვიცოდი,რომ სანდრო
ნამდვილად არ უყურებდა ელენეს ისე,როგორც მე..
17 წლის ასაკში ისეთი ტრავმა მივიღე, ფიზიკურად ვეღარ შევძელი ცეკვის
გაგრძელება.
ხოდა რაღაც პერიოდი შევეშვი საერთოდ.. გოგოები გაგიჟდნენ, უშენოდ არაფერი
გვინდაო, ერთგვარი
სოლიდარობა გამომიცხადეს. მერე დათუნასთან ავედით მომტირალი სახეებით და
ტვინი გავუბურღეთ 11
წლიანი ისტორიებით.
- აუ ძმობას გაფიცებ ამ ოთხ ბატთან როგორ დამტოვე? - ეკითხება დათუნა სანდროს .
ეკრანზე სულაძის
შიშნარევი სახე იკვეთება
- რა მოხდა ეე?- გვეკითხება და მზერას ელენეზე აჩერებს
- ნიაკოს ფეხი გადაუბრუნდა, ახლა სხედან და კვდებიან ტირილით - ეუბნება
ბარათაშვილი და მესამოცე
ლუდის ბოთლს ხსნის
- აუუ გამისკდა გული, რა აღარ ვიფიქრე..
- მეტი რა უნდა მოხდეს სანდრო , კაი რა- ცრემლებს იწმენდს ელენე.
- ნუ ბოდიალობ თუ ქალი ხარ - გვეჯღანება სანდრო..
- შენ რა შვები, რა ხდება მაეთ ? - ეკითხება მარიამი
- რავიცი, ფრიდომია რა - 32 კბილს გვილაგებს სულაძე ჩვენ freedom-ის
გაქართულებულ ვარიანტზე
გვეცინება
- ვაიმე , ცალი თვალი შესიებული გაქვს თუ მეჩვენება- მზერას ძაბავს ელენე. ამ
გოგოს სულ ქონდა ნიჭი,
აღმოეჩინა ისეთი რამ, რასაც სხვა ვერ ხედავდა. მე ჩუმად ვფხუკუნობ და ჩემი
ეჭვების სისწორეში ნელ-ნელა
ვრწმმუნდები.
- რა მოიგონე ახლა? - ეკითება სიცილით სულაძე, მაგრამ ვამჩნევ, ოდნავ უტოკავს
მარცხენა თვალი
- არაფერი არ მომიგონია, გეუბნები, ახალი გადასული გაქ სილურჯე, აი თვალის
კუთხესთან გაქვს ოდნავ
დატოვებული - სანდროს ფერები გადადის სახეზე.
- ნუ დებილობ, ელენე არაფერიც არ მჭირს- ლაშხი თვალებით იმუქრება, უკან
ტრიალდება და
სამზარეულოში გადის. დათუნამ სანდროს ანიშნა რაღაც, გავატარეთ.. ვიცოდით
რასაც არ იმჩნევდნენ, იმაში
არ უნდა ჩავრეულიყავით.

*****


- ჰო სანდროო - ვაგონებ ნამძინარევი ხმით
- ნიი რას შვები?- მეკითხება ძალიან უცნაურად
- რავიცი სანდრო მძინავს - ვპასუხობ და მეტირება. მითქვამს რომ ვერ ვიტან
როდესაც მაღვიძებენ?! ხოდა
ახლა ვამბობ, მაგ დროს შემიძლია ყველა გამოვლანძღო განურჩევლად
- უი ჰო, აღარ გამახსენდა ეგ.
- რა ხდება სანდრო?- ვეკითხები და ხმაში შიში მერევა..
- არაფერი "პროსტა" მოგიკითხე
- აუ კაი ახლა, როდის იყო დილის 4 საათზე "პროსტა" მკითხულობდი, მოხდა რამე?
- გოგოები შენთან არ არიან?- მეკითხება და ზუსტად ვიცი, რატომაც მირეკვას. მე
მეცინება, არ მინდა ხმაზე
შემეტყოს, მაგრამ სანდრო ისეთია ვერაფერს გამოაპარებ, ამერიკიდან შეუძლია
გამოიცნოს ჩემი მიმიკა და
ჟესტიკულაცია.
- რა იყო, ელენე არ გაგონებს?- სანდრო წამიერ პაუზას აკეთებს, აშკარად იბნევა ჩემს
მიხვედრილობაზე, მერე
ეცინება
- აუ შენ რა ხარ ნიი, ეგრევე დამიმუღამე ხო?- ეცინება ისევ
- რა დამუღამება მაგას უნდა შვილო?- თვალებს ვატრიალებ და ლოგინში
კომფორტულად ვთავსდები.
- რატო არ მაგონებს?- უსევდიანდება ხმა
- ვაიმე სულაძე, ალოოო, ღამეა აქ, ძინავს ადამიანს დაანებე თავი.
- კაი მიდი შენც დაიძინე და დამირეკეთ მერე, გკოცნი - მეუბნება და ტელეფონს
მითიშავს. რაღა
დამაძინებდა, ვიწექი და ვფიქროდი

დათუნას "love story"


დათუნამ, საეჭვოდ რომ დაიწყო სიარული, ტელეფონის აქტიურად გამოყენება და 24
საათი მესიჯების წერა,
მაშინ დავეჭვდით ყველა, რომ ვიღაც ყავდა. ცოცხალი თავით არ ამხელდა, იმიტომ კი
არა,რომ არ
გვენდობოდა, არც ერთს არ გვიფიქრია მსგავსი რამ, უბრალოდ დათუნა ის კატეგორია
იყო,რომელიც ეგეთ
თემებს ძალიან პირადულად თვლიდა.
- დათუნა ვის წერ?- ეკითხება მარიამი და ტელეფონში თავით უვარდება.
ბარათაშვილი წითლდება, ვერ
იტანს ეგეთ რაღაცეებს.
- რა "პონტია" ეეე - ამბობს და ტელეფონს ინახავს
- როდესმე ამოღერღავ რა ხდება?- თვალებს უქაჩავს მარიამი.
- რა უნდა ხდებოდეს? - ეცინება დათუნას
- რა ვიცი შენ დადიხარ საეჭვოდ , 24 საათი ვიღაც გაურკვეველ პიროვნებას წერ და
კიდე ჩვენ გვეკითხები?-
მშვიდად უყალიბებს ელენე.
- რა კაპასი მულებივით იქცევით - სიცილით ბჟირდება ის.
- აუ იცი რა, მე დავრწმუნდი,რომ მაგარი ბანძი გოგოა და მაგიტო არ გვაცნობ,
აშკარად გიტყდება- ვცდილობ
პროვოკაციაზე წამოვაგო.
- არაა ბანძი - წარბებს ზემოთ წევს ის . 10 ბალიანი სისტემიდან 9 ვუწერ ჩემ თავს.
- ხოდა გაგვაცანი შვილო, რა მოხდა, შევჭამთ? - ეუბნება მარიამი.
- აუ "კაროჩე" რაა - კეფაზე ხელს ისვამს ის- გაგაცნობთ ჯანდაბას.
- ვაა ელენე მიდი შამპანური გახსენი- ვამბობ და დათუნას ენას ვუყოფ.
- ეღადავე იცი ვის? - ეცინება მასაც
აი დათუნა რომ იტყოდა, იმას უეჭველი აასრულებდა.
ხოდა მეორე დღეს კაფეში ვსხედვართ და დათუნას ვუცდით, ცალ-ცალკე დაგვირეკა
ყველას, აუცილებლად
მოდით მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო.
- აუ რა უნდა ნეტა- ფიქრობს მარიამი.
- ბოლოს ასე რომ შეგვკრიბა, ისეთი მთვრალი დაგვადგა დედამისში ვეშლებოდი -ვიცინი მე.
ელენეს წვენი ცდება, კარისკენ გვანიშნებს და სამივემ ოფიციალურად დავალაგეთ
თვალები მაგიდაზე.
კაფეში არც მეტი, არც ნაკლები დათუნა შემოდის, ვიღაც გოგოზე ხელი აქვს
გადახვეული და არაბუნებრივად
ბედნიერი იღიმის.
- მარიამ პულსი გამისინჯე რა
- რა დროს პულსია ელენე, სახე გაასწორე, "ტეხავს".- ეუბნება ბერიძე ჩურჩულით.
არადა ამ დროს თვითონაც
გაოგნებულია, უბრალოდ დათუნას ასეთ ამპლუაში პირველად ვხედავთ
ბარათაშვილი ჩვენ გვიქნევს ხელს და მოდის. ჩვენ სამ წამში გავშიფრეთ მის გვერდით
მდგარი გოგო და არც
ერთი დავრჩით უკმაყოფილო.
- გოგოებო გაიცანით ეს ანანოა- გვეუბნება დათუნა და ჩვენს რეაქციას აკვირდება.
სამივე ვიღიმითსტანდარტული სიტუაცია იქმნება.
- აი სანდრო რომ იყოს აქ, გაგიჟდებოდა- ამბობს ელენე სიცილით. მე იდეა მიჩნდება.
ტელეფონს ვიღებ და სანდროს ვურეკავ.
2 წამში ეკრანზე მისი შეშფოთებული სახე ჩანს.
- მითხარი რომ საბჭოთა კავშირი აღდგა, ან მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, ან
დათუნამ ცოლი მოიყვანა , სხვა
შემთვევაში მკვდარი ხარ ჩათვალე- ამბობს სანდრო ნაევრად მძინარი სახით.
- ცოლი არა მაგრამ..- თვალს უკრავს მარიამი .
- კაი რა ეღადავე ბაბუაშენ ერმალოს, -ბრაზდება სანდრო. მე ტელეფონს ანანოსკენ
ვატრიალებ ისე,რომ ორივე
ხედავს ერთმანეთს.
- გამარჯობა- ხელს უქნევს ანანო და უღიმის.
- გაუმარჯოს, გოგჩოებო ახალი დაქალი ააგდეთ და მეღადავებით ხო?- ისმის
სანდროს ხმა - დათუნა,
"პროსტა" მითხარი რო ეს ის არაა , რაც მე მგონია
- ზუსტად ეგაა- სიცილით კვდება დათუნა.
სანდროს ისტერიკა ეწყება.
- შე გამო.. უნამუსო- გადააკეთა უცებ- არ გაპატიებ ამას, მე როგორ არ მითხარი, მაგ
ჭორიკანა ქათმებთან
როგორ გავარდი , რა მოღალატეობაა- ვერ მშვიდდება სანდრო
- ვაიმე ცუდად ვარ - ვეღარ სუნთქავს მარიამი. ანანოს გაოგნებული სახე აქვს, ვერ
გებულობს რა უნდა
გააკეთოს ამ მომენტში.
- კაი სანდრო , მერე სხვა დროს გამოხატე ემოცია- თვალებს უქაჩავს ელენე .
სანდრო ანანოს დაუძმაკაცდა
ჩვენ ხმას არ გვცემდა 2 კვირა..
დათუნას- გამუდმებით ლანძღავდა, მოღალატე ბრუტუსს ეძახდა..

17 მაისი


წელიწადის 365 დღიდან ყველაზე მეტად ჩემი დაბადების დღე მიყვარს..
მიყვარს კი არა იმდენად ვარ ჩაციკლული რომ შემიძლია მთელი წელი ვიჯდე და
ვუცდიდე როდის მოვა 17 მაისი..
ეგ კი არა სულ გული მწყდებოდა რომ 24 საათი გრძელდება და ამ 4 საათიდან
საშუალოდ 8 საათი მძინავს ხოდა
ბოლო წლებში აღარ ვიძინებდი, ნუ არ მაძინებდნენ.
მამაჩემი ოთიკო ანჯაფარიძე, 16 მაისს საღამოს იწყებდა ჩემი დაბადების დღის
აღნიშვნას და 18ში დილით
ამთავრებდა. სათითაოდ მირეკავდა მისი ყველა ძმაკაცი, ბოლოს მაკას
ყელგამოწვდილი ვთხოვდი, მიშველე
დედა არ ხარ მეთქი, ის კიდე იდგა და კვდებოდა სიცილით. მოკლედ 17 მაისი,
ჩემთვის უსაყვარლესი დღეა.
მაგ წელს 18 გავხდი. ღამის 11 საათზე დავიწყე მზადება, ვიცოდი ბავშვები
აუცილებლად ამოვიდოდნენ.
ყველას დაბადების დღეზე ვიკრიბებოდით და ღამე ვადგებოდით ხოლმე, წესით ეს
მოულოდნელი უნდა
ყოფილიყო,მაგრამ ბოლოს ტრადიციად იქცა.
კარებზე ზარი რომ დარეკეს, წინასწარ გავამხნევე თავი, უბრალოდ ვიცოდი დათუნას
ვოკალური მონაცემები.
დაბადების დღის მოსალოც სიმღერას საქართველოს ჰიმნივით მღეროდა.
კარებს ვაღებ და მომენტალურად ვკეტავ, შანსი არააა მეთქი ვფირობ, კიდევ ვაღებ და
თვალებს მაინც არ
ვუჯერებ- კარებთან სანდრო დგას.
- ვაიმეეე - ვკივი ბოლო ხმაზე და ისე ვეხუტები ხველებას იწყებს.
- შენ სულ ეგრე დაცემა ვიდზე როგორ უნდა იყო- იცინის ის და ძალიან მაგრად
მკოცნის.
- ვაიმე არ მჯერა სანდრო, როგორ გამახარე- ვეხუტები ისევ
- ხო აი ვიცოდი,რომ ყველაზე მეტად ჩემი ჩამოსვლა გაგეხარდებოდა და საჩუქარი
აღარ წამოგიღე -ენას
მიყოფს ის.
- რა უნამუსობაა - მეცინება მე. სანდრო თვალს მიკრავს, შეფუთულ პარკს მაწვდის
- გილოცავ, ის გიყიდე შენ რომ მოგწონდა- მეუბნება სანდრო ღიმილით.
- აუ, როოგორ მიყვარხარ - ვეხუტები მე და საათს ხელზე ვირგებ.ზუსტად ისეთია მე
რომ მინდოდა.
- ბავშვები უნდა მოვიდნენ ხო?
- მოიცა არავინ იცის რომ აქ ხარ?- ვეკითხები მე და ძალიან მაგარი იდეა მიჩნდება.
- არა და ზუსტად ვიცი,შენც ის გაიფიქრე რაც მე ხო?- წარბებს ათამაშებს სანდრო.
- დაკა - ვუშვერ ხელს მე და არაამქვეყნიურად ვიცინით.სანდრო აივანზე გადის და
იმალება, მე ფარდებს
ვაფარებ და ერთი სული მაქვს როდის მოვლენ ბავშვები.
უკვე ვთქვი ,რომ დათუნას სასწაული ვოკალი აქვს? შეყარა მთელი სამეზობლო,
ბოლოს ძალით შემოვიყვანე
სახლში
- თუ გიყვარვარ აღარ იმღერო ხოლმე რა- ეუბნება ელენე სიცილით
- ძალიანაც გადასარევად ვმღერი, რას უწუნებ ვერ გავიგე - იგუდება სიცილით
დათუნა და უთვალავ პარკს
მაგიდაზე ალაგებს.
- არაუშავს მე ეგეთი უსმენო და უვოკალოც მიყვარხარ - ეუბნება ანანნო და ეხუტება.
დარწმუნებული ვარ
სანდროს ერთი სული აქ როდის გამოძვრება სამალავიდან..
- რა არი გადასახლებაში მოდიოდით? რა ამბავია- წუწუნს ვიწყებ მე.
- დამშვიდდი ბალახები მოგიტანეთ ბევრი, მაგის გარდა მაინც არაფერს ჭამ -ამბობს
მარიამი და ფორთოხლის
წვენს ისხამს.
- რით ხარ უკმაყოფილო ერთი ვიცოდე?
-კაი ხო , შენი დაბადების დღეა და დაგითმობ წუწუნს ამ ერთხელ
- რა "პონტია" ეე , არავის გენატრებით?- აღებს აივნის კარებს უკმაყოფილო სულაძე და
ირგვლივ სრული
სიჩუმე ისადგურებს.
მერე ? მერე ვერ აღვწერ რა ხდება. დათუნამ "აუ ჩემიო" და ისე გადაეხვია სანდროს
ძლივს გამოვწიწკნეთ
ხელიდან. მარიამმა ემოციისგან ტირილი დაიწყო. ანანო "ძალიან" საუკუნის
დაქალივით შეხვდა..
ერთადერთი ელენე იდგა გაოცებულს + გახარებული სახით და არ იცოდა რა
გაეკეთებინა.
- შენ არ უნდა მნახო? - ეკითხება ღიმილით სანდრო, ხელებს შლის და ელენე
სინათლის სისწრაფით მიდის
მისკენ.
არა რა , მე რას გამომაპარებენ ესენი..

გაფაქტვა 2


-ვაიმე ნია მიშველე- გვერდით ჩამიქროლა ელენემ, მაცივარში თავით შევიდა და ორ
ჩემხელა ჭიქაში დაისხა
წყალი. მე მომენტალურად კარები გავაღე და კიბეებზე ჩავიხედე, სერიოზულად
ვიფიქრე ვიღაც გამოეკიდა
მეთქი
- მშვიდობაა ?- შევდივარ სამზარეულოში და სალათის ჭამას ვაგრძელებ
- აუ არაა - ოხრავს ის და თავს მაგიდაზე დებს
- სად მიდიხარ, ეგეთ ვიდზე?- ვეკითხები მე და უზადოდ გამოპრანჭულ ელენეს
ვუყურებ
- მეტყობა რამე,რომ ძალიან ისე ვარ? - ტელეფონის ეკრანში უყურებს თავის თავს.
- ძალიან ისე რას ქვია?- მეცინება მე
- აუუ კაი ნია რა, სად მაქ ახსნების თავი - ამბობს ის და თმას ისწორებს ნერვიულად
- დაიწყებ თუ დაგაყარო ეს სალათის ფურცლები თავზე?- ნერვები მეშლება მე
- აუ, არ ვიცი მიტყდება მაგრად
- შვილოოო, ჯანმრთელი თუ ხარ, მოვკვდი ნერვიულობით თქვი როდესმე
- სანდრო მომწონსს ნია, დავიღუპე.- ამბობს ის ჩუმად და ჩემს რეაქციას უცდის
- ვინ სანდრო, ჩვენი სანდრო?- ცოტა მაკლია,რომ არ ავხარხარდე
- ჰო ჩვენი სანდრო- ამბობს და სახეს ხელებში მალავს
- და გამოპრანჭული რატომ ხარ?- მეცინება მე და თემას ვუტარებ
- აუ რავი, ისე, მომინდა, თან დღეს მარიამმა ჩემთან ამოდითო და მაგ პონტში- ამბობს
ის და წითლდება
- ვაიმე, სანდროს ეპრანჭები?- სიცილით ვბჟირდები მე
- აი, შენ რა ადამიანი ხარ , "პროსტა"?
- კაი კაი ვსო- ხელებს ვწევ დანებების ნიშნად
- გავედი მე, საღამოს ამოდი და იცოდე არაფერი შეიმჩნიო - მაფრთხილებს ის, მე
მხრებს ვიჩეჩ და თავს
თანხმობის ნიშნად ვუქნევ.
- ელე, არ დაიგრუზო, "პონტში" ხარ.."ბილივ მი"- ვეუბნები , თვალს ვუკრავ და სანამ
რამის თქმას მოასწრებს
კარებს ვკეტავ.
მარიამთან რომ ავედი ყველა იქ დამხვდა, მაგიდაზე იმდენი სახეობის სასმელი იდო,
ლამის თვალები
მივულაგე გვერდით
- რა ამბავია, რამე ხდება და არ მახსოვს?- ვამბობ და ყველას ვათვალიერებ. იმაზე
ცუდადაა საქმე ვიდრე
ველოდი.
- აუ ნიი, მოხვედი?- საოცარი ხმით ჩამკივის დათუნა და მთელი კორპუსით
მეხუტება. სანდრო სიცილით
იგუდება, თვალი ელენესკენ გაურბის
- არ ხარ შენ ნორმალური - ვეუბნები და სათითაოდ ვკოცნი ყველას.
- მარიამი სადაა?- თვალში მაკლდება ბერიძე
- ღამის თბილისს ეტრფის აივნიდან - ამბობს სიცილით ელენე. არა ეს ყველაზე
ცუდადაა აშკარად.
- შენ დიდი ხანია აქ ხარ?- ვეკითხები მე
- კი და მაიამ დამირეკა, მამიდაჩემი ჩამოვიდა, უნდა გავიდე 10 წუთში
- გაგიყვან, წამოდი - ამბობს სანდრო ძალიან ბუნებრივად. მე ისეთი სახით ვდგავარ,
აშკარად მეტყობა,რომ
გაცინება მინდა,მაგრამ ელენემ ისეთი კატეგორიულობა ჩადო გამაფრთხილებელ
სიტყვებში, რომ მეშინია და
თავს მაქსიმალურად ვიკავებ.. ელენეს ფერები გადადის, ცხოვრებაში პირველად
ეშინია სანდროსთან მარტო
დარჩენის, თვალებით მთხოვს შველას, მეც თვალებითვე ვპასუხობ, რომ უძლური
ვარ..
სანდრო და ელენე მიდიან. ჩვენ აივნიდან ვუყურებთ და გვეღიმება
- ეს ორი, მაგარ შარშია- ამბობს დათუნა სამივეს სათქმელს..
არადა ელენეს რომ კითხო, ვერავინ ხვდება..

childhood


ბავშვობაში ღია ოქროსფერი თმა და მუქი ლურჯი თვალები მქონდა. იმდენად უცხო
და თვალშისაცემი იყო
ჩემი ვიზუალი,რომ ქუჩაში გავლისას, მაკას ყველა ეკითხებოდა, ეს სლავი ბავშვი
ვისიაო.
ასაკის მატებასთან ერთად თმის ფერი ღია ოქროსფერიდან მუქში გადამივიდა,
თვალები ლურჯიდანცისფერში. ცოტათი,რომ დავემსგავსე ქართველს, მერე აღარავის აწუხებდა ის
აზრი,რომ ნაშვილები ვიყავი,
თუმცა მაკას გვერდით რომ დავდიოდი, ხალხს დედა-შვილი კი არა, ახლო მეგობრები
ვეგონეთ,იმდენად
მცირე იყო მსგავსება ჩვენ ორს შორის..
როგორც ყველა ბავშვი მშობლებს მეც ტანჯვით დავყავდი ბაღში, იმდენად არ
მიყვარდა ის გარემო,რომ სულ
გამოქცევაზე მქონდა თვალები. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, ფანჯარასთან რომ
ვიყავი აყუდებული და 2
წუთით დაგვიანებულ ოთიკოს ატრებული ვხვდებოდი, სულ მეგონა
დავავიწყდებოდი და არ
მომაკითხავდა.
ძალიან უცნაური და წიკიანი ბავშვი ვიყავი, ერთხელ წვნიანს ვჭამდით და
მასწავლებელმა ტუჩები პურის
გულით მომწმინდა, მაგ დღე იყო და ბაღში ფეხი არ შემიდგამს, იმ ქალს კიდე
დასანახად ვერ ვიტან ახლაც.
სკოლაში ოთიკოსთან და მაკასთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული მივედი. ძალიან
მშვიდად მოვავლე
თვალი გარემოს და პირველ კლასელების მწკრივში ორ ბიჭს შორის აღმოვჩნდი.
- აუ არ მინდა ძმაო ლექსის მოყოლა- წუწუნებდა ერთი . საერთოდ არ უშლიდან
ლაპარაკში ხელს ის
ფაქტი,რომ შუაში ვიდექი.
- არც მე. თან ნახე რამდენი ხალხია ,ტირილს ხომ არ დავიწყებ არ მომაყოლოთ მეთქი
- თქვა ჩემს მარჯვნივ
მდგომმა. მე ხან ერთს ვუყურებდი და ხან მეორეს.
-შენ რას აპირებ?- მომიბრუნდა პირველი. მე მხრევი ავიჩეჩე და მშვიდად გავუღიმე
- აუ ეს გოგოა და მოყვება, აბა რას იზამს- თქვა მარცხენამ.
- რა გქვია?
- ნია
- მე სანდრო- ამბობს მარცხენა
- მე დათუნა - მიქნევს ხელს მარჯვენა.
საბოლოო ჯამში ლექსი არც ერთს მოგვიყოლია.
- აუ მამ, იცი რა მაგარი ბავშვები გავიცანი- ვეუბნებოდი ოთიკოს და თან ბიჭებს
ვანიშნებდი ხელით რომ
მოსულიყვნენ. ოთიკო იხრება და ძალიან მაგრად მკოცნის. 30 წლისაც არ იქნებოდა
მაშინ.
- გამარჯობათ- . სანდროს დათუნაზე აქვს ხელი გადახვეული და ჩემს მშობლებს
უღიმის.
- ბიჭებს გაუმარჯოს- უცინის ოთიკო და ხელს ართმევს ორივეს
-თქვენ ნიას მშობლები ხართ ალბათ- ამბობს დათუნა და მაკას მორიდებულად
უყურებს. მაკა თბილად
უღიმის და თავს თანხმობის ნიშნად უქნევს.
- ჩვენ მეგობრები ვართ- ამბობს სანდრო.
- ნიას მეგობრები ჩვენი მეგობრებიც არიან - ეუბნება ოთო .- ნია მამ, ლექსი რატო არ
მოყევი?- ჩემკენ იხრება
და ლოყებზე მბრწკენს.
- ჰო დეე, სახლში რამდენს ვარჯიშობდი..
- იცით რა, ჩვენი ბრალია, ავიყოლიეთ - ამბობს სანდრო და ოთიკოს დამნაშავის
სახით უყურებს.
- რა მაგარი ტიპები ხართ - იცინის მამაჩემი და ზუსტად ვიცი,რომ მას ისევე როგორც
მე, ძალიან შეუყვარდა
ორივე.

...


პირველი კლასიდანვე კომფლიქტის ეპიცენტრში ვიყავი.. კი არ ვჩხუბობდი ან რამე,
უბრალოდ სულ
განსხვავებული აზრი მქონდა ყველა საკითხზე. ვერ ვაზროვნებდი სტერეოტიპულად.
დათუნას და სანდროს
ხელში მითუმეტეს.
პირველი შატალო ჩემთან გვქონდა, სახლში. გაგიჟდა მაკა მესამე გაკვეთილიდან
გამოპარული სამი მეხუთე
კლასელი რომ დაგვინახა, მაგრამ რაღას იზამდა, დადგა და ისეთი გემრიელი
ბლინები გაგვიკეთა, მაგის
მერე ბიჭები სულ ჩემთან იყვნენ. მნიშვნელობა არ ქონდა ვიყავი თუ არა
სახლში.ძალიან მეცინებოდა ამათ
საქციელზე, ჩემზე მეტად დედაჩემი გიყვართ მეთქი ვეუბნებოდი ხოლმე, არც ერთი
მეწინააღმდეგებოდა
დიდად.
გოგოები გიჟდებოდნენ მაკაზე, ოთიკოზე ხო საერთოდ.
დედაჩემი იყო ძალიან ქალური და დახვეწილი, სულ დამცინოდნენ ბავშვები, შენ
მაგის შვილი როგორ უნდა
იყოო, იქედან გამომდინარე,რომ მე მაკასგან განსხვავებით სულ ბოტასებით და
კეტებით დავქროდი აქეთ-იქით. ძალიანაც არ მინდოდა მაგრამ , მერე მაინც მომიწია
ქუსლიანებით "რაკარუკმა",
ოთიკოს იდენტური ხასიათი მქონდა პატარაობიდანვე. ძალიან პრინციპული და
რთული ვიყავი.
მაკა სულ წუწუნებდა , როგორ დაემსგავსე ასე ძალიანო.. მე პირადად საერთოდ ვერ
ვხვდებოდი რა იყო
ცუდი ამაში, პირიქით მომწონდა კიდეც.
მერე.. მერე
გავიზარდე და მივხვდი, რომ ადამიანები თვითონ ქმნიან თავიანთ თავს!

ნიკუშა ლობჟანიძე


ელენესთან ვიყავით მე და მარიამი , დოლიძეზე. ისეთი სიცხე იყო იწვოდა თბილისი.
ელენე საჭმელს
აკეთებდა, ნუ , სამზარებულოდან გამომავალი სუნი, იმაზე მიუთითებდა რომ არ
გამოსდიოდა.
- აუ ელე, რამე პლასტმასის ბოთლი გექნება და მომე რა , გამაგიჟა თამუნამ
ყველაფერს ყრის , ვეძებე
გადავატრიალე სახლი. - მისაღებში შემოდის წელს ზემოთ შიშველი ვიღაც ძალიან
მაგარი ბიჭი და ჩვენს
დანახვაზე ორივე წარბს წევს მაღლა
- ვაა პრივეტ, ელენე სადაა- არ იმჩნევს არაფერს.
- სამზარეულოშია, სავარაუდოდ რაღაც დაწვა და გამოსვლა უტყდება - ამბობს
მარიამი. უცნობს ეცინება
- აუ, არაფერიც არ მიტყდება რა. - გამოდის ელენე და ბოთლს აწვდის უცნობს- ბიჭები
გყავს სტუმრად??-
ეკითხება ოდნავ ნაგლად.
- ჰო, პონტია რა - ამბობს უცნობი ღიმილით და კეფაზე ისვამს ხელს.
- ეე რამე კაი თუა ჩვენც შეგვახვედრე რა - სერიოზული სახით ეუბნება მარიამი. მე
სიცილისგან ვლურჯდები,
ელენეს სახეზე აწერია რომ მზადაა მარიამი ჩაკლას. უცნობს ეცინება ხელს გვიწევს და
გადის,
- ვაიმე ცუდად ვარ - ვეღარ ვსუნთქავ მე.
- კაი, არ ხარ ნორმალური რააა- ბოლოს მაინც ეცინება ელენეს.
- რა კარგი ბიჭი იყო და გააქცია ამან.
- ჰო ისე ვინ იყო? - ეკითხება მარიამი ლაშხს.
- ნიკუშაა ლობჟანიძე.
- ვა , რა გასაგებად ახსნა- მეცინება მე
- კარის მეზობელია, ძალიან ახლოს ვართ - ამბობს ელენე
- აქამდე რატო არ ვიცოდი, ამას მიმალავდი გოგო? - თვალებს ქაჩავს მარიამი.
- დღეიდან გავითვალისწინებ და ყველა კარგ ბიჭს შენ დაგატაკებ - იცინის ელენე.
მარიამი ელენეს
საპასუხოდ ეჯღანება.
- გასკდა შენი ტელეფონი ბჟუილით - ვაწვდი ტელეფონს ელენეს. ის რაღაცას
კითხულობს და სასწაული
ხმით იცინის.
- აუ ვინ არი და რაო?- ეკითხება მარიამი .
- ნიკუშამ იმ წითურს უთხარი ძალიან მაგარია და ხო არ შევახვედროო- მარიამს
ფერები გადადის სახეზე.
- თავხედი "პროსტა"- ვაკეთებ მარიამის იმიტაციას, და ელენეს ვიფარებ რომ
ნასროლი ბალიში ავიცილო.

.............


- გზაში ვინ შემხვდა იცი???- მანქანის კარები შემომიგლიჯა მარიამმა.
- ჩამოხსენი და წაიღე სახლში, ეგრე ძალიან თუ მოგწონს.
- ვინ შეგხვდა ?- ეკითხება ელენე
- ის ნიკუშა- ამბობს მარიამი და სნო-ს ბოთლი ერთ მოყუდებაზე ნახევრამდე დაყავს.
- რა იყო შვილო, მოგდევდა??? დამშვიდდი - ვეუბნები სიცილით.
- ვაიმე არა რა მომდევდა, პროსტა თვალი ჩამიკრა - იმდენადაა ემოციის ქვეშ ვერც კი
ხვდება რას ვეუბნები.
- აუუ ეს ძაან არი - ამბობს ელენე და "სიდენია-ზე" წვება.
- ნელა ატარე ნიიაა- კივის მარიამი- რა უბედურებაა, ლამის დაეტაკე- მე უკან
მომავალ მანქანას სარკიდან
ვუყურებ ფარებს მინთებს. .
-ეს ნიკუშას მანქანაა- ამბობს ელენე
- რა უნდა? - მეცინება მე. მანქანა გზიდან გადამყავს, სამ წამში გვერდით მიდგება
ახალი BMW , მინა იწევა და
ვუაალა, ნიკუშა გვეკრიჭება.
- კაი არ მაგინო- დანებების ნიშნად ვწევ ხელებს.
- ღადაობ? პროსტა მაინტერესებდა ვინ ატარებდა ასე პროფესიონალურად - იცინის
ისიც
- დავდგეთ გინდა?- მარიამი მკლავზე მჩქმეტს, არადა იცის რომ ისტერიკა მემართება
ამ დროს.
- შანსი არ გაქ- ეუბნება ელენე გამომწვევად.
- კაი არ მინდა გატეხილში იყოთ - იცინის ნიკუშა და სიგარეტს უკიდებს. ისეთი
მანერები აქ მარიამი დნება.
- რა იყო გეშინიაა? - ვიწვევ მე, ეგრევე ვარდება. ოდნავ იღიმის და თავით მანიშნებს
დავდგეთო.
- ნია არ გამაგიჟო- მეუბნება მარიამი და გულზე ხელს იდებს.
- არ გაგიჟდე მარიამ- ნიკუშა მისწრებს, მე სიჩქარეს ვუმატებ 5 წამში გვერდით
ვუდგები , ხელს ვუქნევ და
უკან ვიტოვებ.
- ამლეწავს ეს- კივის ელენე და პირჯვარს იწერს მომენტალურად. მე ვამუხრუჭებ.
ნიკუშას ვუცდი. ის მალევე
მეწევა. მანქანიდან გადავდივათ. მარიამს სნო-ს ბოთლის ფერი ადევს სახეზე, ნიკუშა
ოდნავ აპარებს მზერას
მისკენ. მერე მიწევს ცერა თითს მოწონების ნიშნად.
- ნია ანჯაფარიძე- ვართმევ ხელს ამაყად.
- ძალიან მაგრად ატარებ, ვაღიარებ!- ტაშს მიკრავს მოწონების ნიშნად.
- მამამისის მემკვიდრეობაა- ეცინება ელენეს
- წითური ცუდად ხო რ ხარ შენ?- ეკითხება ნიკუშა მარიამს და ჩამოყრილ თმას უწევს
შუბლიდან.
- მარიამი მქვია- თავს უკან წევს ბერიძე და ნიკუშას ებღვირება.
- მობილურის ნომერიც მოაყოლე მიდი- ეცინება ლობჟანიძეს და მანქანის "კაპოტს"
ეყრდნობა. მარიამი
ირონიულად უღიმის , თმას გრაციოზულად ისწორებს, უკან ბრუნდება და
თავდაჯერებული ნაბიჯებით
მანქანაში ჯდება. ნიკუშა თავს აქნევს ღიმილით.
- სასიამოვნო იყო- ხელს გვიწევს მანქანაში ჩაჯდომისას და ორჯერ გვისიგნალებს
გზიდან.
- რა იქაჯე ახლა?- ვეკითხები მარიამს სიცილით და ნუცუბიძისკენ ვუხვევ.
- "ვაბშე" არა რა, თავხედია ტიპი , ვერ ხედავ?- ამბობს ის და მინას ბოლომდე წევს.
- ყველასთან ეგეთი არაა ეგ- ამბობს ელენე ინტრიგნულად.
- ოოო შემეშვი ლაშხი რა - ქაჩავს თვალებს ბერიძე. ელენე ჩუმად მიკრავს თვალს და
მარიამისკენ მანიშნებს,
მე მეცინება,მაგრამ არ ვიმჩნევ.
- მანჩიტასთან მივდივართ?- მეკითება ეელენე ღიმილით. მაკაზე ხო გიჟდება, მაგრამ
ბებიაჩემზე საერთოდ
აბოდებს.
-ჰოო, დღეს დამირეკა, ამოდი და წამომიყვანე გოგოებიც, მომენატრეთო - ვეუბნები
და მანქანას კოსპუსთან
ვაყენებ
- გეთქვა შვილო, ვიყიდდით რამეს.
-გაგიჟდება ხო იცი - ვამბობ სიცილით.
ბებიაჩემი აივნიდან გვიქნევს ხელს სამივეს.
მეორე დღეს ოთიკოს 500 ლარიანი ჯარიმის ქვითრით ვუღიმი

.....


დათუნა და ანანო დაშორდნენ ერთმანეთს..
საათის მექანიზმივით აწყობილი ურთიერთობა ერთ დღეს დაიშალა.
დროის ათვლა შეწყდა!
არ ამბობდა დათუნა მიზეზს, თუმცა ერთი შეხედვით ეტყობოდა, რომ ძალიან
რთულად გადაქონდა ეს
ამბავი.
დადიოდა , იცინოდა, ყველაფერს ძველებურად აკეთებდა, მაგრამ რაღაც მომენტში
ისე უეცრად ეცვლებოდა
ხასიათი. დგებოდა და მიდიოდა..
წარმოიდგინეთ, საუკეთესო მეგობრებთანაც კი არ იმჩნევდა,,
არ იმჩნევდა, მაგრამ ემჩნეოდა.
- როდემდე უნდა იარო "დაგრუზულმა"?- ერთ დღეს დავიჯინე და მთელი
სერიოზულობით ვეკითხები
- არ ვარ "დაგრუზული" - უარყოფს ის.
- დათუნა, ნუ მასწავლი რა ხარ და რა არა, ძალიან გთხოვ რა.
- არაა ნია ადვილი გადასატანი და გამიგე რა- მეუბნება ის და თავს ხრის
- მერე რას ზიხარ შვილო, ადექი მიწერე, დაურეკე, ნახე. რავიცი მილიონი ვარიანტია.
- მალადეც გენიოსო, მე როგორ ვერ მოვიფიქრე მიკვირს - დამცინის ის
- ხოდა იჯექი ეგრე , პაკა - ვებუტები მე და სამზარეულოში გავდივარ.
- აზრი აღარ აქვს ნია- მესმის დათუნას დაღლილი ხმა.
- როცა გიყვარს აზრი სულ აქვს! - კატეგორიული ვარ მე/
- და როდესაც არ უნდა?! - მეკითხება ის
- რას ქვია არ უნდა?
- აი ეგრე არ უნდა, მე კიდე ვერავის დავაძალებ სიყვარულს და ზოგადად ეგ
ფენომენი არ მესმის და რა
გავაკეთო.. როდესაც ვიცი რომ არ უნდა ჩემთან როგორ გავაჩერო, ვინ მოვატყუე, ჩემი
თავი? როგორ ნია?
"პროსტა", როგორ - სიგარეტს უკიდებს ის, მომენტალურად მეც ვუკიდებ, ვიცი ვერ
იტანს, მაგრამ მიტარებს,
ხვდება,რომ ძალიან ვნერვიულობ.
- შენ თუ გიღირს, თუ გინდა და თუ შენთვის ეგ ადამიანი სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანია, დამიჯერე, არ
დაიკარგება. უბრალოდ შენ შენი მაქსიმუმი უნდა გააკეთო, ყველაფერი უნდა
გააკეთო ხვდები? მერე უკან
რომ არ მოიხედო და გული არ დაგწყდეს, არ მიცდია და რა გამოვიდოდაო,რომ არ
იფიქრო! - ხმამ
მიკანკალებს,- მე არასდროს გამომიცდია ეს ყველაფერი, მაგრამ შენ რომ ასეთს
გიყურებ, რომ გხედავ როგორ
გიყვარს,როგორ შეიძლება ჩემს გამოცდილებად არ ჩავთვალო მითხარი..
ეგ შენი გადასატანია! შენ უნდა გაიარო, გადალახო, რომ გაგზარდოს და რაღაც
შეგმატოს აქ- გულზე ვადებ
ხელს - ზოგჯერ ადამიანები ჩერდებიან, მაგრამ მაინც ეტყობათ ღირსების სიმძაფრე.
უბრალოდ არის
მომენტი,როდესაც ვხვდებით რომ უნდა დავთმოთ, კი არ დავნებდეთ , უბრალოდ
უნდა დავთმოთ იმ
ეტაპზე. ეგეთი ამბები მარტივად არ წყდება, ეგეთი ამბები მარტივებს არ ემართებათ!
გააკეთე დათუნა,
ყველაფერი გააკეთე და თუ არ გამოგივიდა მერე გაჩერდი!
გაჩერდი და დააცადე, რაც მოსახდენია მაინც მოხდება!

...


- საერთოდ რატო წამომათრიე, არ მესმის- ვეწუწუნები მარიამს.
- ვაიმე ნია, არ შეგჭამენ, ნუ გეშინია- თვალებს მიქაჩავს ის.
- გასაგებია მაგრამ, ლიკუნა მენთეშაშვილის დაბადების დღეზე მე რატო ვარ ამიხსენი
- სიმწრით მეცინება
- ნუ, უყვარხარ ამ გოგოს და მთხოვა წამოიყვანეო- კატეგორიული ტონით მიხსნის ის.
- აი ვუყურებ და საერთოდ არაფერი დაანათლა დედაშენმა , რა "პონტია", მე მაგრად
"გამიტყდებოდა" ,
ლიკუნას ადგილას- ღადავზე გადავდივარ მე.
- კაი რას ერჩი, ცოტა მოდებილოა, თორე გული კარგი აქვს - ისეთი ტონით ამბობს
მარიამი, საოცრად მინდა
ავხარხარდე, მაგრამ მახსენდება რომ ძალიან ბევრი ადამიანია გარშემო.
- გოგოებო რაშვებით?- თავზე გვადგება საოცრად გადაპრანჭული ლიკუნა.
- ვაიმე ლიკუ, რა ვიდზეე ხარ - მე ძალიან მაინტერესებს, რატო დააბრეხვა მარიამმა ეს
სისულელე და კიდევ
ერთხელ ვათვალიერებ ლიკუნას ვიდს, იმ პლატფორების შემყურეს, რაზეც ეს
მდედრი ოპოსუმი დგას,
ბოროტული აზრი მიჩნდება,რომ იქნებ სადმე გადაუბრუნდეს ფეხი და ჩამოვარდეს.
ლიკუნა რაღაცებს
ეკითხება მარიამს, მე შიგადაშიგ ზრდილობის გამო ვუღიმი.
- კაი გავიქეცი, ნიი ძალიან მიხარია რომ მოხვედი- ჰაეროვან კოცნას მიგზავნის ის, მე
დამშვიდობების
ნიშნად ხელს ვუქნევ.
- ღმერთო რა დებილია- ამბობს მარიამი და სალფეთქს ინიავებს.
მე სიცილისგან ვეღარ ვსუნთქავ, თან მომენტალურად ვაფიქსირებ, რომ ვიღაც
უზადოდ მაგარი ტიპი ჩვენკენ
მოდის გაბადრული სახით.
ბოლო სამ წამში თვალი გადავავლე ნაცნობების სიას და დავრწმუნდი, რომ ეს ბიჭი იმ
სიაში არანაირად არ
იყო.
- ვაა ამას ვის ვხედავ - მე ძალიან მეზარება ადგომა და გაცნობის ცერემონიალი, არა
და ისე მიყურებს , ვერ
ავცდები, სავარაუდოდ.
- ლუკა, შენ აქ საიდან ?- ეკითხება მარიამი და ლოყას უშვერს საკოცნელად.
- რავი , გადაიჭრა ვენები სანამ არ მომიყვანა, ხო იცი რა ტიპია. - ამბობს ღიმილით და
მე მათვალიერებს
კიდევ ერთხელ
- უი გაიცანი ეს ნიაა, ჩემი დაქალი - ჩემ თავს აცნობს ის . აუ ხო ვთქვი ადგომა
მეზარება მეთქი.
- სასიამოვნოა, ლუკა- თავს მიკრავს ოდნავ ღიმილით. მეც ღიმილითვე ვპასუხობ
- ვინ იყო ეს ?- ვეკითხები მარიამს ცოტა ხანში.
- ეს, ლუკა იშხნელი, არ გახსოვს?- მიხსნის ის.
- უიი, არა - "ძალიან მწყდება" გული მე
- როგორ არ გახსოვს, ელენეს მამიდაშვილია, მის დაბადების დღეზეც იყო ერთხელ -
მიხსნის მარიამი.
- არ მახსოვს და მომკალი - მეცინება მარიამის აღშფოთებაზე- სანდრომ ჩემთან
მოდით პირდაპირო- თემას
ვცვლი მე
- წავიდეთ , თან მანამდე ელენეს გავუაროთ. - ამბობს ეშმაკური ღიმილით ბერიძე.- აუ
ეს ნიკუშაა?- ვიღაც
ბიჭზე მანიშნებს ის,რომელიც საერთოდ ვერ მივამსგავსე ლობჟანიძეს.
- გაკლია? - მეცინება მე და ვრწმუნდები,რომ ეს მართლა ძალიანაა ნიკუშას ამბებში.

შეხვედრა


5 საათიანი რეპეტიციიდან მოვდივარ დაღლილი, იმდენად
დაღლილი, კაპიუშონით და
სათვალით ვიმალავ წაშლილ "ფეისს" და უბედურება ეგაა რომ ამ ორის კომბინაციაც
არ მშველის.
ამას ემატება ის,რომ მაკას ყავს ჩემი მანქანა წაყვანილი და რომ მახსენდება ფეხით
რამდენი მაქვს გასავლელი,
ჩემი წაშლილი "ფეისი" უფრო იშლება და მოკლედ ათასი მიზეზი მაქვს იმისთვის რომ
უბედური ვიყო.
ახლა გონება დაძაბე და წარმოიდგინე, ჩემი გამომეტყველება,როდესაც ასეთ
მდგომარეობაში ვარ და
გვერდით მანქანა მიდგება, ერთი ფიქრი ისიც მეგონა, თავისთვის მიდის მეთქი,
მაგრამ არც გამცდა და არც
ჩამომრჩა, თან პლუს ვგრძნობ ვიღაც მაკვირდება, ავიშალე ოფიციალურად, მაგრამ
ხომ არ შევიმჩნევდი,
გავაგრძელე გზა, ორ წამში მანქანა მისწრებს 5 მეტრით წინ აყენებს და გადმოდის
ვიღაც.
ვიღაც რა ლუკა, თან ისე გადმოდის რომ აშკარად "ვერ მამჩნევს", მერე ძალიან
"შემთხვევით" გვერდით
იხედება და მხედავს მე.
პერფორმანს!!
ამას მე დებილი ვგონივარ , "იავნად"!
მიღიმის,- ვუღიმი! გული მიჩქარდება, ოდნავ! უბრალოდ მიჩქარდება, მეტი არაფერი!
სათვალეს ვიხსნი, მადლობას ვუხდი ღმერთს დილით პირი რომ დავიბანე , მაკიაჟზე
პრეტენზიას არ
ვაცხადებ!..
- ვაა ნია, როგორ ხარ?- მეკითხება ლუკა ლოყაზე მკოცნის.
არადა "ვოობშე" არაფერი, "პროსტო" ოდნავ დავიბენი და არც დიდად შემეტყო ,
იმედი მაქვს.
- არამიშავს , შენ როგორ ხარ? - ვუღიმი და კაპიუშონს ვიხსნი.
- რავი ტოო, საეთ?- მეკითება და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მანქანას ეყრდნობა.
- სახლისკენ- მხრებს ვიჩეჩ მე. უბრალოდ ვერ ვხვდები,რატომ ვდგავარ ერთხელ ნანახ
"ტიპთან" , რატომ
მელაპარაკება ასე უშუალოდ, თითქოს საუკუნის მეგობარი იყოს და რატომ ვაბარებ
"აჩოტებს",.
- წამო გაგიყვან რა- მეუბნება ის და თხოვნა უფრო იგრძნობა მის ინტონაციაში ვიდრე
შემოთავაზება.
- იყოს ლუკა, ფეხით მირჩევნია.- ვეუბნები მე და სათვალეს ვიკეთებ.
- ძალიან რომ გთხოვო? "პროსტო" გაგიყვან რა , "ვაბშე" არაფერი მართლა - მიხსნის
ძალიან საყვარლად. მე
მეცინება. და ეს სიცილი ამჯერად თანხმობისაა. მანქანაში ვსხდებით.
ირგვლივ გასაოცარი სისუფთავეა, პლუს სასიამოვნო სუნამოს არომატი იგრძნობა.
- ნუცუბიძეზე- ვეუბნები ლუკას , ის გაკვირვებული მიყურებს- ტაქსის გაჩერებას
ვაპირებდი- არ დასმულ
კითხვაზე ვცემ პასუხს სიცილით.
- იმ დღეს ძალიან ისეთი "პონტი" იყო, ვერც გაგიცანი ნორმალურად.- მეუბნება 2
წუთის შემდეგ და წამიერად
მიყურებს. მარჯვენა ხელის არათითზე მომენტალურად ბეჭედს ვამჩნევ და გული
ოდნავ მწყდება. სახის
ცვლილებას მიმუღამეს, ეღიმება.
რა ქაჯი ვარ, მომიწვა ეგრევე!
- ჰო, მეორე ნახვისთვის დიდი პროგრესია- ვეუბნები სიცილით. შიგადაშიგ ვუყურებ
და ძალიან ბევრ
ნიუანსს ვაფიქსირებ. საუბრის დროს ოდნავ ათამაშებს ყვრიმალის ძვლებს,
პარალელურად საჭეზე- მარცხენა
ხელის თითებს. გამოხედვა აქვს რაღაც საოცარი, ასოციაცია მექმნება რომ დიდხანს
უნდა იდგე სარკესთან
რომ ეს მიმიკა დაამუღამო ,რაც ლუკაზე ნაკლებად წარმომიდგენია. თმა აქვს
დაბალზე, ტუჩის ზემოთ ხალი ,
ძალიან თეთრი მწყობრი კბილები და თხილის ნაჭუჭისფერი თვალები, (რომ შევხედე
პირველი ზუსტად ეს
გამახსენდა). მერე მეც გამეცინა ამ შედარებაზე..
- ჰოო?- მეკითხება და წარბს ოდნავ წევს მაღლა.
- ჰო- თავის დაკვრით ვეთანხმები და თმას მაღლა კოსად ვიმაგრებ.
საერთოდ არანაირი კომპლექსი არ მაქვს ამ ბიჭთან , ზოგადადაც არ მაქვს, მაგრამ
ლუკასთან ძალიან
თავისუფლად ვგრძნობ თავს.
- აუ, არ აიწიო თმა გთხოვ - მეუბნება ის და თმის სამაგრს, მოხერხებულად მხსნსის.
ოქროსფერი თმა მხრებზე
მეშლება- აი ეგრე ჯობს - მიცინის ის და თმის სამაგრს მაჯაზე იკეთებს.მე ძალიან
ვიბნევი,ვერ ვგებულობ რა
ვთქვა..
-აბა, არაფერს მომიყვები შენზე?- მეკითება 2 წუთიანი დუმილის შემდეგ.
- ნია ანჯაფარიძე, 19 წლის , მოცეკვავე- ვუწვდი ხელს ღიმილით.
- ეგ ისედაც ვიცოდი ნია - მიცინის ისდა ხელს მართმევს, თითები აქვს გრძელი და
ძალიან თბილი,ისეთი
ემოცია გადმოდის ჩემზე ,შეგრძნება მაქვს რომ, სხეული ერთიანად დამემუხტა.
- შენზეც მომიყევი რამე .
- მე ლუკა იშხნელი - მიცინის ის.
- და მეტი არაფერი?- ვეკითები და გაბრაზებულის იმიტაციით წინ ვბრუნდები.
- ნუ შენ იმდენი "იმფო" მომაწოდე,რომ ჩემი მაგასთან შედარებით არაფერია -
დამცინის ის.
- არადა, ოთიკოს ვფიცავარ , მეტი არც არაფერი გამახსენდა- ლუკას ოდნავ ეცვლება
ფერი,
ძალიან კარგი !
მე მეცინება, მაგრამ არ ვიმჩნევ. ლუკა გზას უყურებს ჯიუტად და ყვრიმალი
უთამაშებს..
ნუცუბიძეზე ანელებს,მე კორპუსს ვუთითებ და ორ წუთში აჩერებს.
გადასვლა არ მინდა,არც მას უნდა რომ წავიდეს და ასე ვართ ორივე გაჩერებული, მე
გზას ვუყურებ ლუკა -
მე. მომენტალურად თავს ვხრი და თმა სახეზე მეშლება. ხელით ვიწევ და შეკვრას
ვაპირებ, მახსენდება, რომ
თმის სამაგრი მას აქვს
- არ დამიბრუნებ?- ვანიშნებ სამაგრზე, ლუკა ფანჯარას დაბლა წევს და სიგარეტიან
ხელს ფანჯარაში ყოფს.
- იყოს ჩემთან - ღრმა ნაპასს ურტყავს, თვალები აქვს მოჭუტული და არ ვიცი
მეჩვენება თუ ასეა, მაგრამ ამ
დროს მგონია რომ ყველაზე მაგარი "ტიპია"..
მე კარებს ვაღებ დამარჯვენა ფეხს მიწაზე ვგამ,ლუკა მოულოდნელად მაჯას მიჭერს
და მისკენ მაბრუნებს,
მარცხენა ხელით თმას მიწევს შუბლიდან
ძალიან ახლოსაა, იმდენად ახლოს,რომ მისი სუნთქვა სახეზე მეფინება. ამ დროს მე
საერთოდ არ ვსუნთქავ,
ოთიკო დამეფიცება,რომ მავიწყდება. ბოლოს ფილტვები მტკივდება უჟანგბადობით
და ვცდილობ მშვიდად
ამოვისუნთქო.
- ნიშნობის ბეჭედი არაა, უბრალოდ ჩვევა, მეტი არაფერი! - მეუბნება ღიმილით.
ყველაზე ისეთი სიტუაციაა,
რასაც მანამდე ვერც დავუშვებდი,რომ მოხდებოდა.
- ოთიკო მამაჩემია, უბრალოდ ჩვევაა, მეტი არაფერი - თვალს ვუკრავ ნიშნის
მოგებით. ლუკა თავს აქნევს
ღიმილით, ოდნავ იხრება , ლოყაზე მკოცნის და სწორდება.
მანქანიდან გადავდივარ, ხელს ვუქნევ და სადარბაზოში მშვიდი ნაბიჯებით
შევდივარ.
რეალურად, ეს დღე ჩემი მეტამორფოზის საწყისია
რეალურად ამ დღიდან დაიწყო ყველაფერი

...


- ვინ ხარ, არ მახსენდები- დგას კარებში დაათუნა და ცოცხალი თავით არ მიშვებს
სახლში.
- აუუუ დათუნა- მეცინება მე და ვცდილობ როგორმე გავძვრე.
- არა, რატო მივარდებით სახლში, არ მესმის- აგრძელებს ის.
- ნუ ღლიცინობ, შემიშვი , გავიყინე.
- უცხოებს არ ვუშვებ, გენაცვალე- ეცინება მას და თავს უარის ნიშნად აქნევს.
- კაი იცოდე გავბრაზდები , წავალ და საერთოდ აღარ მოვალ- ვემუქრები მე.
- აუ სანდრო, გამოდი ერთი, ნახე რა როგორ დიდ გულზეა- შემოსასვლელში სანდრო
გამოდის ჩუსტების
ფლატუნით, ნახევრად ძინავს და ცალთვალმოჭუტული , დებილი "ფეისით"
მიყურებს.
- ვინ არი , რა უნდა? - ეკითხება დათუნას . მე უკვე მერამდენედ ვრწმუნდები, რომ
ამათ არაფერი ეშველებათ.
- ოოოო კარგით რა- ვაბაკუნებ ფეხებს მე .
- ურცხვი ყოფილხარ ბიძია შენ - ამბობს ბარათაშვილი და ხელს უიმედობის ნიშნად
იქნევს, მე მომენტით
ვსარგებლობ და კარში ვძვრები.
- მომენატრეთ - ვამბობ და ხელებს ვშლი ჩასახუტებლად..
- კიდე კაი.
- მოვენატრეთ თურმე.
- ურცხვი.
- მოღალატე - რიგ-რიგობით მლანძრავენ ბიჭები. მე მეცინება და ორივეს ვეხუტები.
ათი წუთის მერე, სამივე
ვსხედვართ , ყავას ვსვამთ და ახალ გამომცხვარ ამბებს ვყვებით.
- ის ორი პელენწუკა სადაა?- კითხულობს დათუნა
- მოვლენ ეგენიც - ვამშვიდებ მე და სანდროს ვუკრავ თვალს . ის საპასუხოდ ენას
მიყოფს და მეჯღანება.
- მართლა, რას აპირებ ელენესთან?- ძალიან ჩვეულებრივად ეკითება დათუნა.
სანდრო სახეზე ისვამს ხელს
ნერვიულად, მერე დგება, და სიარულს იწყებს უაზროდ.
- ვაიმე სანდრო დაჯექი გთხოვ- მეცინება მე მის საქციელზე.
- არ ვიცი რა უნდა ვქნა , შენ ძმობას ვფიცავარ, მართლა- სიგარეტს უკიდებს ის..
- ელენეს რომ მოწონხარ ,ხო იცი - ვეუბნები მე.
- მოწონება არაა საკმარისი . ეგრე შეიძლება ყველა მოგეწონოს- ამბობს სანდრო და
სავარძლის საზურგეზე
დებს თავს.- ვაბშე არ ვაპირებ არაფერს, რაც მოსახდენია არ ამცდება

უძღების შვილის დაბრუნება


1 წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვეულებრივი შიზოფრენიკი გავხდი. ვერ ვსუნთქავდი
სცენის,
არისტოკრატიული ფორმების და ოვაციების გარეშე. ეგ მომენტი იყო ჩემს
ცხოვრებაში მთავარი.
ხოდა ავდექი და საბუთები თეატრალურზე შევიტანე, მეორე დღეს კი სუხიშვილების
დარბაზის კარი ჩვეულ
ამპლუაში შევაღე.
ეგ წამი იყო ჩემი კოშმრის დასასრული. მიხვდი რომ შემეძლო თავისუფლად
მესუნთქა და ვყოფილიყავი
ისეთი როგორიც რეალურად ვარ.
წარმოიდგინეთ , ვახელ თვალებს და ვგრძნობ - სრულიად ვფლობ საკუთარ თავს და
სხეულს.
ფაქტობრივად, თავიდან ავიდგი ფეხი.
6 თვეში დასის წამყვანი სოლისტ გავხდი.
თავს ვიკლავდი იმდენს ვვარჯიშობდი. ვაღამებდი და ვათენებდი სარეპეტიციოში და
არ ვიღლებოდი არც
ერთი წამით..
გქონიათ ცხოვრებაში მომენტი,როდესაც ბედნიერებისგან არ იცით რა გააკეთოთ? ან
როდესმე
დაფიქრებულხართ რა იყო თქვენთვის პრიორიტეტული- კარიერა, საყვარელ
ადამიანთან ყოფნა, შვილები?
მე ხშირად მიფიქრია და ყველა ფიქრს მივყავდი ერთ ჭეშმარიტებამდე- მნიშვნელობა
არ აქვს რა გერქმევა,
მნიშვნელობა იმ მომენტების რაოდენობას აქვს, როდესაც თავს ადამიანად გრძნობ,
როდესაც ბედნიერებისგან
სუნთქვა გეკვრის,
როდესაც შენ თავს უყურებ სარკეში და ხვდები- გიყურებს სული,რომელიც შენ
შექმენი, სული რომელმაც
იცის, რომ ცხოვრებასი მთავარია გიყვარდეს რაღაც , მნიშვნელობა არ აქვს რა,
უბრალოდ გიყვარდეს ..
ეს ერთადერთი რამაა რაც მოგცემს ძალას!

ნია ანჯაფარიძე


სიმართლე რომ გითხრათ ქალის ფენომენი ყველაზე აღმაშფოთებელია,
განსაკუთრებით დებილი ქალის..
ზუსტად ასეთი ფენომენია ლიკა მენთეშაშვილი..
ვენები გადაიჭრა , ისტერიკა დაიმართა, გინდა თუ არა ჩემი დაბადების დღის
"ფართიზე" უნდა წამოხვიდეო.
ჯერ ხო როგორ ძალიან მეზარებოდა პახმელიიდან ძლივს გამოსულს, თან
გიგუშასთან ვიკრიბებოდით
ბიჭები იმ დღეს, ახალი ფილიალის გახსნა უნდა აღგვენიშნა, მარა ხათუნამ აატანა და
ასე აღმოვჩნდი 2500
კაციან "ფართიზე".
ტვინში სისხლი ჩამექცა. ასეთი დებილი გოგო და მაინც და მაინც ჩემი მეზობელი,
ყველაზე დიდი სასჯელია.
- გარეკე სულ ხო??- ვეკითხები ლიკას და თან სიმწრის სიცილი მეფინება სახეზე.
- აუ რატოო?- მეწელება ის და კიდევ ერთხელ მიჩნდება სურვილი გავაქრო ან
დავმალო სადმე.
- დარჩა ვინმე თბილისში თუ ყველა აქ შემოყარე?
- არ მოგწონს სიტუაცია?- ძალიან წყდება გული მას.
- ლიკა, ბუნების შეცდომა ხარ, უნამუსო ვიყო- ვეუბნები სიცილით. ისიც იცინის, აიიი
რა აცინებდა "პროსტა",
ამიხსენით ვინმემ.
მოკლედ გაჭედილ სიტუაციაში ვარ, ვდგავარ ვისკის ჭიქით ხელში და ერთი სული
მაქვს როდის
დამირეკავენ ბიჭები , რომ სინათლის სიჩქარით ავვორთქლდე აქედან.
ირგვლივ სიტუაციას ვათვალიერებ და ზუსტად ამ დროს ვხედავ ერთ-ერთ მაგიდაზე
ჩემი ბიძაშვილის
დაქალს- მარიამს.
და მის გვერდით გამოიცანით ვინ არის.
რა თქმა უნდა, ნია ანჯაფარიძე- მსოფლიოში ყველაზე მაგარი გოგო.
შორიდან ვათვალიერებ, ძალიან უბრალო და საყვარელია.
ნაზი და დახვეწილი.
არანაირი ზედმეტი ემოცია ან მანერა. ყველაფერი ბუნებრივი აქვს და ყველაზე მეტად
ეს მომწონს მასში.
ბოლოს რომ მქონდა შეხება, იმდენად პატარები ვიყავით, აღარც კი ვემახსოვრები,
სავარაუდოდ.
არადა დავინახე თუ არა, ძალიან მომეწონა, "პროსტა" მაშინ ნიჟარაძესთან იყო და ეგ
"მიტეხავდა" მაგრად
მერე ისე აეწყო,რომ ცოლი მოვიყვანე და მაგ ამბავს გაყვა ჩემი სიმპათიები ნიას
მიმართ.
2 წამში გოგოებისკენ მივდივარ უკიდეგანოდ ბედნიერი სახით. ნია მიყურებს , მე
მარიამს ვნახულობ და
ღმერთს მადლობას ვუხდი, რამდენჯერმე ლიკასთან მოსულს, სადარბაზოში რომ
შევხდი.
რა თქმა უნდა მარიამი ნიას თავს თავიდან მაცნობს. ის მიღიმის, არ ვიცი მეჩვენება
თუ ასეა, მაგრამ
მგონია,რომ ყველაზე ლამაზია.
მერე გიგუშა მირეკავს, ბოდიშს ვიხდი და მოშორებით გავდივარ.
"ცვეტში", ვერ წარმოვიდგენდი რამე თუ გადამაფიქრებინებდა წასვლას.
მერე ლიკუნა მეძახის საცეკვაოდ, სხვა გზა არ მაქ, ვერანაირად ვერ მოვიშორებ. ორი
წუთი ისე გაიწელა,
ცოტა მაკლდა და დავტოვებდი იქვე, თან თვალი მოვკარი ნია სადღაც გავიდა. ძლივს
ჩამოვიხსენი ლიკა.
ტვინის ბურღი ქალია.
აივანზე გავდივარ, ნია მოაჯირს ეყრდნობა, ძალიან უბრალოდ აცვია, თმები მხრებზე
აქვს ჩამოშლილი,
თან როგორი თმა აქვს იცი?
ოქროსფერი და მბზინვარე. ასე მგონი, ხელი რომ მოვკიდო, ქვიშასავით გამისხლტება.
მარჯვენა ხელში ღვინის ბოკალი უჭირავს, ნახევრად სავსე.
მე გვერდით ვუდგები. მოულოდნელობისგან ოდნავ კრთება, მაგრამ არ იმჩნევს და
ნაზად მიღიმის.
პირველად ვიგრძენი ქალთან დაბნევა. ეგეთი რამე ჯერ არ დამმართნია.
მინდა დიალოგი წამოვიწყო, მაგრამ ვერ ვხვდები რაზე უნდა ველაპარაკო, გოგოს
რომელიც არ მიცნობს.
ვუყურებ, გრძნობს და ეცინება.
- სახეზე რამე მაცხია? - მეკითხება მშვიდი ხმით და ძალიან ნაზად მიცინის. ოდნავაც
ვერ ვპოულობ მის
ინტონაციაში გაღიზიანების ან ნაგლობის ნოტას.
- კაი ტო, ამდენი ხანია აქ ვარ და ვერ ვხვდები საიდან წამოვიწყო დიალოგი , შენ კიდე
"იავნად" უფრო
მიჩალიჩებ
- შენ უფანტაზიო იყო, ჩემი რა ბრალია- იცინის ის.
- ნუ ხო, ვაღიარებ - ხელებს დანებების ნიშნად მაღლა ვწევ.
- ელენესთან არ მინახიხარ არასდროს
- როგორ არა, ოღონდ ძალიან ადრე - ვუღიმი მე და ძლივს ვიკავებ თავს რომ არ
ვაკოცო.
- ცუდი მახსოვრობა მაქვს- ოდნავ მანჭავს სახეს ის.
- არაუშავს გამოვასწორებთ- ვამბობ დაუფიქრებლად და ძალიან, ძალიან , ძალიან
"გოიმურად ვიწვავ" თავს
-ჰოო? - ცალ წარბს წევს ის
- ნია, აღარ დალიო რა - მეცინება მე და ბოკალს ვართმევ. ის არ მეწინააღმდეგება,
ნაზად მიღიმის და ვგრძნობ
რომ ცოტათი რცხვენია.
- ჰო ოთიკო - აგონებს ის ტელეფონს. პარალელურად ვიღაცას ხელს უქნევს ეზოში.-
კაი ჩამოვალ ორ წუთში.
ვგრძნობ როგორ მეჭიმება მთელი სხეული
ნია დამშვიდობების ნიშნად ხელს მიქნევს და მიდის.

1 იანვრის ეფექტი


1 იავნავრს ორმაგი ეფექტი აქვს სამეგობროსთის, პირველი იმიტომ რომ ახალი წელია
და მეორე- ელენეს
დაბადების დღეა!
არ ვიცი ასეთ მაგარ დღეს როგორ დაამთხვია დაბადება , მაგრამ ფაქტია,რომ ყოველი
წელი იწყება
დაუსრულებელი სადღეგრძელოებით და ნაბეღლავის ბოთლთან ერთად ძილით.
2014 წლის 1 იანვრიდან ბევრი არაფერი მახსოვს. და რაც მახსოვს ნეტავ ეგეც
დამვიწყებოდა..
არ ვიცი ჯოჯოხეთურად დათრობა რატომ გადავწყვიტე, მითუმეტეს მეორე დღეს
ფილარმონიაში
ვცეკვავდით, ან რატომ ავიჩემე რომ მთვრალი კი არა საკმაოდ ფხიზელი ვიყავი და
საჭესთან დაჯდომა
შემეძლო..
ის მახსოვს რომ ერთადერთი ლუკა იყო ფხიზელი და კატასტროფულად
ეწინააღმდეგებოდა ამას, მაგრამ
სანდრომ - "აუ თუ ძმა ხარ 2 წლიდან ატარებსო" ისე დამაჯერებლად უთხრა გული
მომეცა და ფეხები
"გავაბოჯიჯღე", გინდა თუ არა დამაჯინე მეთქი.
ხოდა მოსახვევში 120-ით რომ შევედი მაშინ მივხვდი რომ არ უნდა გამერისკა,
მანქანა მოცურდა და ხეს ისეთი ძალით შევეჯახეთ, თვალები რომ გავახილე,
პირველი ის ვიფიქრე, შანსი
არაა არ გადავრჩებოდი მეთქი. მერე ლუკა დავინახე და უეცრად მივხვდი, რომ
ძალიან ცუდი რაღაც მოხდა
ჩემი მიზეზით.
- გაიღვიძე შუმახეერ,- სიცილით კვდება ლუკა.
ჟალუზებს მიღმა ვხედავ როგორ მეკრიჭებიან სანდრო და დათუნა. მერე პალატის
კარები შემოგლიჯეს,
ისეთი კონცერტი ჩაატარეს, მიმიქარავს იუმორინა.
- ვაიმე ფეხებს ვერ ვგრძნობ-მთელი სერიოზულობით ვამბობ მე .
დათუნას და სანდროს ზეწრისერი დაედო სახეზე, ლუკამ რატომღაც მომიწვა და ისე
გამომხედა
თვალებმოჭუტულმა , ეგრევე სიცილი ამიტყდა.
ორი კვირა ხმას არ მცემდნენ ბიჭები.
საავადმყოფოდან არ მწერდნენ იმ დღეს. ცოტა მაკლა და ჩემი ფეხით წავიდოდი
ფსიქიატრიულში. თავი
გავიგიჟე , მეთქი კონცერტი მაქ სად არ მიშვებთ?! იმ წუთში საერთოდ არ
მაინტერესებდა მსუბუქი ტვინის
შერყევა.
ნუ რა ფორმაში ვიყავი და როგორ გამოვედი ფილარმონიიდან ცოცხალი არ მახსოვს,
- შენ აქ რას აკეთებ?- ვეკითხები მანქანაზე მშვიდად მიყრდნობილ იშხნელს.
- მსოფლიოში ყველაზე ჯიუტ გოგოს მოვაკითხე- აუღელვებლად მეუბნება ის და
მიღიმის.
-აა , კაი კარგად - ვემშვიდობები მე და ჩემი მანქანისკენ მივდივარ. ლუკა სიცილით
მომიყვება უკან და კარს
ეყრდნობა რომ ვერ გავაღო.
- ვერ ვიტან , როდესაც მაიგნორებენ - თვალს მიკრავს ის- და საერთოდ რას მივაწერო
შენი უკიდეგანოდ
პესიმისტური ხასიათი?
- ძალიან დაღლილი ვარ ლუკა და თან თავი მისკდება.- თავს ძალა ვატან რომ
გავიღიმო მე.
- ხოდა მე ვიცი თავის ტკივილის უებარი წამალი , დაღლილობასაც ხუთ წუთში
ხსნის.
- ამჯერად რა მოიფიქრე ?- მეცინება და მანქანაში ვჯდები
- მოდი სიურპრიზად დავტოვოთ, ეგეთები უფრო "ასწორებს" .
- რამეს ხო არ მიპირებ ? - მეცინება მე
- ჯერ-ჯერობით არა - რაღაცნაირად ჩამრჩა გულში ამ სიტყვების ქვეტექსტიც და
წარმოთქმის ინტონაციაც.
-სრულიად უცნობ ბიჭს გიჯდები მანქანაში, რა ვიცი, იქნებ მანიაკი ხარ?
- საიდან მოიგონე? - ეცინება მას და სიგარეტს უკიდებს..
- "პროსტო" - მეცინება მეც და ღვედს ვიკეთებ
- მართლა სად მივდივართ ?
- სად და მე და შენ უნდა დავლიოთ დღეს- გადაწყვიტა მან უცებ.
- დალევა კაი ტიპია, მარა მე ხვალ 10 საათზე რეპეტიცია მაქვს და რომ დავაგვიანო ,
მოგკლავ .
- სულ რეპეტიციები რა უბედურებაა, დასვენებისთვის გრჩება დრო?- მეკითხება და
მომენტალურად
მათვალიერებს..
- არა და ზოგჯერ ჭამაც მავიწყდება , სიმართლე რომ გითხრა- დამნაშავესავით
გამომდის აღიარება.
- მიტო ხარ 5 კილოთი მეტი ანორექსიით დაავადებულ ანჯელინა ჯოლიზეკომპლიმენტით მამკობს ის.
- გადასარევი გოგო ვარ რა- მეცინება მე და თმას გრაციოზულად ვიწევ.
- არ შეგედავები - მესამოცე ღერს უკიდებს ის.
- შვილო გაიგუდები- სერიოზულად აღვშფოთდი მე.
- შენზე 5 წლით დიდი ვარ, ხელის აწევით მესაუბრე- სიცილით იგუდება ის. მე
მხარზე ვურტყავ ხელს
მსუბუქად
- მეტკინა გოგო - მარცხენათი იზელს ხელს და თან სახეს მანჭავს
- ოო, გეტკინა არა იხვი - მეცინება მე
- კაი მაშინ იხვი-სიცილისგან ბჟირდება ლუკა.
ყველაზე ჭკუამხიარული ბიჭია ვინც კი ოდესმე მინახავს.

...


ვუყურებ და ასე მგონია გამოძერწილია,
მკრთალი მაკიაჟი უსვია , აი ამას რად უნდა მაკიაჟი "ვაბშე".
- გული გინდა გამისკდეს ხო?- ვეკითხები სიცილით და მაგისთან ვსვამ
- ვაიმე რატო?- სიცილის იწყებს ის
- გასაგებია, გინდა მთელი საასტუმროს მამარობითი სქესის წარმომადგენლები
ჩავალურჯო მამა-პაპურად,
უბრალოდ არ აღიარებ- მადლობას ვუტარებ და თეთრ ღვინოს ბოკალში ვუსხამ.
- ნუ სულელობ - თვალებს მიქაჩავს , თან ეცინება,
- საიდან იცი რომ თეთრი ღვინო მიყვარს?- თვალები უბრწყინავს მას
- კაცის ინტუიციას ნუ ეხუმრები შენ
- ჭკვიანი კაცის - მისწორებს ის.
- ნახე უკვე მაქებ კიდეც
- სულაც არა, უბრალოდ ფაქტი აღვნიშნე.
- ხშირად აღნიშნე ხოლმე, გულს უხარია.- მეცინება
-შენ ჩემი დათრობა გინდა მგონი- თვალებს ჭუტავს ის.
- დიახაც, ხო იცი , ქალი სიმთვრალეში უნდა გამოცადო - მეცინება მე და ბოკალში
ღვინოს ვუმატებ. ძალიან
მიხარია,ლენკა ქაჯი ჯღარკავას მერე, ნორმალური გოგო რომ შემხვდა. ნუ მერე რა
,მანამდეც ვიცნობდი ამ
უვიდეს და უმაგრესს გოგოს, მარა რად გინდა კაცის ჭკუა თხამ შეჭამაო ხო იცით.
- მე ეგ კაცებზე ვიცოდი , ლუკა - სიცილით კვდება ის.
- მე შენიდან მეტ ფემინიზმს ველოდი- უფრო მეცინება მე
- ხოდა შენ გაგიმარჯოს იშხნელო, ასეთი მხიარული და საყვარელი რომ ხარ - ბოკალს
ჰაერში წევს ის.
- ეს გვარით მომართვა რა პონტია, შენი ჯარის მეგობარი ვარ თუ კლასელი- ახლა რომ
გიგუშა მისმენდეს
რეებს ვბაზრობ , მაგრად დამცინებდა.
- ჯარში ხარ ნამყოფი?- მეკითხება ნია
- არა გოგო, რა ჯარი, დეზერტირი ვიყავი 2 თვე, რაჭის მთებში ვიმალებოდიმაიმუნობის ხასიათზე
მოვდივარ მე
- კაიიი , მართლა ?- ძალიან წუხდება ნია
- ჰო , ძაან ტეხავს ხო?- ღმერთო ოღონდ ახლა არ გამეცინოს და თუ როდესმე კიდე
რამე გთხოვო
ძაღლიშვილივიყო
- რავი - უხერხულად იშმუშნება ნია.
- ხო და მერე ჩამოვედი და ახლა ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობ

........


ძალიან არ მინდა შემემჩნეს, მაგრამ გაოცებისგან თვალები მექაჩება. წამში
გადავთვალე მაქსიმუმ რამდენს
უნდა უხდიდნენ ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავეს.
ჩემი მათემატიკური გათვლებით 500 ლარზე ავედი.
არასდროს ვამახვილებდი ყურადღებას მატერიალურ მხარეზე, უბრალოდ 500
ლარით ჯიბეში ყველაზე
დიდი თბილისს გაცდე, რა სასტუმროზეა ლაპარაკი..
ეგ კი არა , საიდან BMW-ს მარკის მანქანა, თან 2013 წლის M5 ..
Daniel Wellingonis საათი, რომელიც მინიმუმ 500$ ღირს
და რავიცი ათასი რამ , რასაც გოგოები ადვილად ამჩნევენ.
- კაი ხო , ასეთი რეაქცია თუ გექნებოდა სულ არ გეტყოდი - მიცინის ის. არა აშკარად
ვერაა ეს ბიჭი.
- რას იგონებ ახლა- ვბრაზდები მე, უფრო ჩემს თავზე, აშკარად ძალიან ცუდი რეაქცია
მქონდა.- მაგას სჯობს
შენზე მომიყვე რამე
- სულ მე მალაპარაკებ, დიდი გაიძვერა ვინმე ხარ- მიცინის ის.
- და ამ დროს არაფერი ვიცი შენზე
- როგორ არ იცი.
- ნუ იმის გარდა რომ დეზერტირი იყავი- ბოკალს ხელში ვიქცევ და ვუყურებ.
უნაკლო ტიპია, აი უნაკლო.
- და კიდევ ის რომ ბენზინგასამართ სადგურზე ვმუშაობ- თვალს მიკრავს ის. მე
ძალიან, ძალიან ცუდ
ადამიანად ვგრძნობ თავს.
- ჯერ შენზე მომიყევი რამე - ცდილობს რომ გამამხიარულოს. .
- გონზე არ ვარ რა მოგიყვე - ვუცინი მე
- აი მაგალითად გიყვარს თუ არა ყვავილები ?
- მხოლოდ მინდვრის
- არც ველოდი, რომ ვარდებს მეტყოდი - უცნაურად მიღიმის ის
- არაა, ვარდები სულ გასვენებეს მახსენებს- მეცინება მე..
- რატო გააბანძე ეგრე?- გული წყდება მას.
- გოგო რომ ვარ მაინდამაინც ყვავილები და ცხოველები უნდა მიყვარდეს?- მეცინება
ისევ.
- რავიცი ქალებს ზოგადად მოწონთ ხოლმე ეგეთი რამეები
- ხოდა მე არ მომწონს, პაკა- ლუკა ბჟირდება
- ძალიან საინტერესო გოგო ხარ- მეუბნება და სიგარეტს უკიდებს.
- ჩვეულებრივი გოგო ვარ ლუკა- თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად მე.- უბრალოდ
უკომპლექსო და
თავისუფალი ვარ, ვერ ვხვდები თავი რატომ უნდა შევიზღუდო , ნებისმიერ
სიტუაციაში?!სწორედ მაგიტომ
გეჩვენები საინტერესოდ რომ არ "გეტყლარები" და არ ვიძაბები.-ვასრულებ დიალოგს
მე.
- და ძალიან მაგრად ცეკვავ- უმატებს ის
- ორი წელი პაუზა მქონდა.. მერე მივხვდი,რომ არსებობს რაღაცეები, რის გარეშეც ვერ
იცოცხლებ.. როგორც
გახშირებული სუნთქვის დროს არ გყოფნის ჟაგბადი, ზუსტად ეგრე ვიყავი მეც , იმ
წლებს განმავლობაში. ასე
მეგონა ფუნქცია დავკარგე.. ცეკვა ჩემთვის მაქსიმალური კომფორტის ზონაა.
იმდენად მიყვარს სცენა,რომ
ავდექი და თეატრალურზე ჩავაბარე, ხვდები?- გიჟივით მეცინება მე
- ვხვდები- მიღიმის ის
- ხოდა ვთვლი,რომ ცხოვრებაში მთავარი ეგაა. მთავარია შენი ფუნქცია გქონდეს,
მთავარია ის აკეთო რაც
გინდა და რაც გამოგდის..
- აბსოლუტურად გეთანხმები- თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად.
- ამას შეხედე "პროსტო"- 2 ტიპი მოულოდნელად გვადგება თავზე. ლუკას ფერები
გადადის
- თქვენ აქ რა გინდათ ბიჭო- სიმწირით იცინის ლუკა
- შენს სუნს გამოვყევით
- ეჭვიანი ძმაკაცი ყველა ქალზე უარესია- დაასკვნა მეორემ და მე საოცარი ხარხარი
მიტყდება. სამი წყვილი
თვალი გაკვირვებული მიყურებს.
- აუ გიგუშ მოიტანე სკამები, ჩვენნაირი "გავჩითეთ" მგონი - ბიჭები ორ კაცზე
გათვლილ მაგიდას სკამებს
ულაგებენ და დამკვირვებლებივით გვისხდებიან გვერდით.
- აბა, მისტერ ბიზნესმენო, ვინ არი ეს კრასავიცა?- იღიმის პირველი . ლუკა სახეზე
ისვამს ხელს და ცდილობს
რაღაც ანიშნოს ორივეს, თუმცა ბიჭები ზედაც არ უყურებენ .
- მოიცა რაო?- ყურებს არ ვუჯერებ მე
- კაი არ უსმინო ამათ - სახეს მანჭავს ლუკა. ბიჭები დაბნეულები არიან.
- ბენზინგასამართი სადგური ხო? - სიმწრით ვიღიმი მე. როგორ მინდა ეს ბოკალი
გავუქანო და პირდაპირ
შუბლში ჩავანათო. ბიჭები ისეთი ხმით იცინიან, ყველა ჩვენ გვიყურებს
- ასეთი ხუმრობა იცის ხოლმე- კვდება სიცილით მეორე
- ისე მაგარი "ტუპოი" ხარ , აქ როგორ დაპატიჟე, მოსამსახურე პერსონალი მაინც არ
გცნობდეს. "პროსტო"
კრიჟანია ნუ- ასკვნის პირველი
- ბექა გაჩუმდი თორე მოგკლავ უნამუსო ვიყო - ემუქრება ძმაკაცს ლუკა.
- ხოდა , ძალიან უნამუსო ბიჭი ხარ!
- კაი რა ნია, ვიხუმრე რა იყო.
- ასეთ დიალოგებში თუ გავიგებთ ერთმანეთის ვინაობას- უკმაყოფილო სახე აქვთ
ბიჭებს.
- გაიცანით ეს ნიაა ანჯაფარიძე. ნია ესენი ჩემი ბავშვობის ძმაკაცები არიან, გიორგი
დეგენერატი კერესელიძე
და ბექა იდიოტი დვალი.- ორიგინალურად მაცნობს ბიჭებს ლუკა.
- სასიამოვნოა- ვუღიმი ორივეს.
- გიგუშ, ლუკას იუმორი დავაბათ მოდი, კარგად ვაშიმშილოთ და მერე ერთიანად
აიწყვეტს რა, უფრო კაი
ტიპი იქნება- დიდი ფიქრის შემდეგ ამბობს დვალი. მე სახეზე ხელებს ვიფარებ.
მობილურზე მესიჯი მომდის : " არ უსმინო ამათ გთხოვ, ბოლო დონის გარეწრები
არიან ".
მეცინება.
საიდან ჩემი ნომერი?!
ლუკას ვიყურებ და თავს ვუქნევ ღიმილით
- კიდე რა მოგატყუა?- 10 წუთიანი სიცილ-ხარხარის მერე მეკითხება გიგუშა
- დეზერტირობაც შეიტენა მგონი- თვალებს მტრულად ვუჭუტავ ლუკას. კერესელიძე
სიცილით კვდება, ბექა
ლუკას უბღვერს.
- აუ , ეგ დვალის ისტორია მიიწერა, ვახახახაა- მე თავს ვაქნევ და ვხვდები რომ
ძალიან ბევრი შევმატე ჩემს
ცხოვრებას, ამ სამეულის გაცნობით.
- ის მოგიყვა ვიღაც გოგოს რო კერავდა?- ბოროტულად იცინის ბექა. ლუკას ფერები
გადადის კიდევ ერთხელ/
- ვაიმე - სიცილით იკეცება გიგუშა. ლუკა ხვდება რომ ვერაფერს გააწყობს ამ ორთან
და თვალებით
მიბოდიშებს , ასეთი გიჟური სიტუაციის გამო.
- ლუკა შენით მოყევი თორე კერესელიძემ თუ დაიწყო , ხო იცი ისეთებს მოაყოლებს ,
ნია ფეხით ჩავა
თბილისში - ამბობს დვალი და მანიშნებს მოემზადეო.
- ბავშვობაში ძალიან ხათაბალა ტიპი ვიყავი რა, - იწყებს ლუკა მოყოლას. კერესელიძე
მწვანეა უკვე. ბექაა
ცრემლებს იწმენს - ყველაფერი მე მემართებოდა. ხო და ბიჭებთან ერთად ვარ და
ვხედავ მოდის ძალიან
მაგარი გოგო , აი უზადოდ ლამაზი, მეთქი უეჭველი უნდა გავიცნო. წარმოიდგინე
მიახლოვდება გოგო , მეც
მივდივარ მისკენ და უკვე რომ უნდა გავუარო, თვალი ჩავუკრა, გამოველაპრაკო, აუ
რავი რას აღარ
ვგეგმავდი, აი ზუსტად მაგ დროს გიგუშამ დამიდო ფეხი და წავყირავდი- სიცილით
კვდება ლუკა, მე
სერიოზულად ვეღარ ვსუნთქავ
- აუუ კაი რაა, შემეცოდე ძაან- მთელი რესტორანი ჩვენ გვიყურებს ისეთ ხმაზე
ვიცინით
- მოიცა კულმინაციაა შოკი. ჰო და თავით რომ წავედი და უკვე რომ უნდა დავერჭო
ასფალტს, საიდან
მომივიდა აზრად არ ვიცი , დავიწყე შალახოს ცეკვა , თან ვმღერი,მეტი ეფექტისთვის -
მე დამეფიცება რომ
მართლლა ვეღარ ვსუნთქავ.- აუ კაროჩე, გოგო გალურჯდა, აი როგორია,ბიჭი
გეცეკვება შალახოს და მისი
კრეტინი ძმაკაცები ტაშს უკრავენ.
- ღმერთო მეტი აღარ შემიძლია- ცრემლებს ვიწმენდ მე.
- ეგ დღე ჩემი ცხოვრების შავი ლაქაა. - კვდება სიცილით ის. - და ესენი თუ არ
წავლენ, მეორე შავი ლაქა
შეემატება , სავარაუდოდ.
არადა არცერთი აპირებს წასვლას.
- აი ძმობას გაფიცებ ასე ნაგლად რომ არ დაგდგომოდით არც აპირებდი თქმას ხოსულ არ უქმნით
უხერხულობას ის ფაქტი რომ მე ვარ იქ
- საიდან გაიგეთ "ვაბშე"?
- საიდან და მიმღებიდან დაგვირეკეს, რესტორანში ლუკაა, ვიღაც "კრასავიცასთან"
ერთად და ისე იცინიან,
ხმა მესამე სართულზე ადის, და თუ არ გინდათ ბოლოს ეს ორი დარჩეს ამხელა
შენობაში, წაათრიეთ თქვენი
ძმაკაციო- ჩამოარაკრაკა დვალმა და თვალი ჩამიკრა.
- სულ ნიას ბრალია რა- ხელები ჩემზე შეიწმინდა ლუკამ. მე იმდენად აღშფოთებული
ვიყავი ამ ფაქტით ,
ხმის ამოღებაც ვერ მოვახერხე.
- არაუშავს ძმაო, ეს ისეთი მაგარი გოგოა, ყველას დედა ვატირე მე, ზარალში რომც
წავიდეთ, ღირს- მიღიმის
კერესელიძე.

ლენკა ჯღარკავა


არ მახსოვს როდის და რატომ გადავწყვიტე ლენკას ცოლად მოყვანა, მაგრამ რომ
გავიღვიძე და გვერდით
გადავბრუნდი, აი მანდ მივიღე შოკი.
რა "ცეცხლი და ნავთი" დავლიე ასეთი..
სახეზე ხელი ჩამოვისვი, ხო არ მელანდება მეთქი და კალიცო რომ მომხვდა თვალში
მანდ დამთავრდა ჩემი ცხოვრება..
ლენკას ბავშობიდან ვუყვარდი
მე არასდროს გამომიჩენია მის მიმართ ყურადღება.
ჩვეულებრივი გოგო იყო რა. აი ისეთი ყოველ ორ ნაბიჯზე რომ გხვდებიან.
რეალურად იმ ინციდენტზე დღემდე არაფერი მახსოვს.
გიგუშა ღადაობს ხოლმე, უეჭველი ჯადო გაგიკეთა "ტიპშამ", აბა ისე სათოფეზე არ
იკარებდიო.
მართლა არ ვიცი, როგორ აღმოჩნდა ეგ ჩემი ცოლი..
რაღას ვიზამდი. ეგრევე დურაკივით ვერც გავშორდებოდი.
ცალტვინა ქათამმა მთელ თბილისს მოსდო იმ დღესვე თურმე.
აი დვალმა რომ დამირეკა, მანდ მეორედ მივხვდი,რომ ცოცხალი მართლა ვერ
გადავრჩებოდი
- ისე გცემ დედაშენიც ვერ გიცნობს- ჩამკივის ტელეფონში
- ჩემ ძმობას გაფიცებ , ისედაც ტვინი ამეხადა , შენ ნუ მიმატებ- სიმწრით მეცინება მე
და მძინარე ლენკას
ვუყურებ.
- შენ ხათუნასთან რომ აიყვან მერე ნახე ტვინის ახდა- ისმის გიგუშას ხმა.
- საკაიფო რა არი იცი, ვაბშე არაფერი მახსოვს, აი საერთოდ გაყინული მაქ ტვინი.
- ხოდა დაჯექი ახლა და იკაიფე , მეტი რა გზა გაქ- კვდება სიცილით ორივე.
ჩემზე დებილი ძმაკაცების დედა ვატირე მე!
ლენკა ძალიან ბედნიერი იყო , ვერანაირად ვერ ვხვდები, რატო უხაროდა ის
ფაქტი,რომ არაფერი მახსოვდა.
"ცვეტში" ვიცოდი, რომ რაღაც "გამიჩალიჩა", "პროსტო" ჯადოების და ეგეთების
მართლა არ მჯეროდა რა.
ხათუნაამ ჯერ ვერ გაიგო, ვინ იყო ეს გოგო და რატომ ავუყვანე დილის 11ზე სახლში.
სანამ არ ამაღრიალა და
არ დამაღეჭინა- "ცოლი მოვიყვანე დედა, გაიცანი, მეც მესამედ ვხედავ მეთქი" მანამდე
არ გაჩერდა.
პირველივე წუთიდან მოვწვი,როგორ არ დაევასა რძალი.
როგორც შეხვდა ლენკა, ზუსტად ისე მიიღო ხათუნამაც.
არა, არანაირი ზედმეტი რამე, ეგეთს ვერც ერთი მაკადრებდა , "პროსტო" ხო
ვხვდებოდი რა , მთლად
მეგობრულადაც არ იყვნენ.
აუ არადა დედაჩემი, ყველაზე ჯიგარი ქალია რა.
"დაჟე" არაფერი უთქვამს, არც უსაყვედურია, რაღაცნაირად "მოწვა" სიტუაცია.
მე და ლენკა ცალკე ვცხოვრობდით სევასტოპოლზე, თანაცხოვრების პირველი თვე
მშვიდობიანად მიდიოდა,
არც ისე ცუდი გოგო იყო მართლა.
მერე დაიწყო "გაჭედვები". არადა სულ იცოდა რომ არ მიყვარდა, აი რაზე მთხოვდა
პასუხს არ მესმის.
ერთხელ კერესა და დვალი ამოვიდნენ ჩემთან, რაღაც საქმეები გვქონდა
მოსაგვარებელი ფილიალთან
დაკავშირებით.
"ტიპშამ" იცოდა,როგორი სერიოზული საქმე იყო და სპეციალურად ამოყარა მთელი
სადაქალო- ანუ ქათმების
სასტავი.
ერთია ამოიყვანო და მეორე თავზე დამამხო სახლი.
- ლენკა სულ ცოტათი დაუწიე მუსიკას რა- შევუღე სასტუმრო ოთახის კარი და
ძალიან თავაზიანად ვთხოვე
- და რატო?- წამესწერვა. ტიპიური ქაჯი იყო , ვამბობ
- იმიტომ რომ შენგან განსხვავებით, მე ვმუშაობ და თუ ხელს შემიწყობ , მადლობელი
დაგრჩები- არ
დავაკელი მე.
- ფეხებზე შენი მუშაობა- მომახალა ამ "პელენწუკა" ქათამმა.
გა და მე კე ტა.
თუ არ ვიფრენდი თავის პეროგაყრილ საზოგადაობასთან ერთად არ მეგონა.. კიდე კაი
ბიჭები იყვნენ და
გამჩერეს თორე არ ვიცი რას ვუზამდი.
მაგის მერე მაგრად აგვერია.
სახლში "ვაბშე" არ მინდოდა მისვლა.
ან ბიჭებთან ვიყავი, ან ელენესთან- დოლიძეზე.
ერთ დღეს სამსახურის ამბებზე შევირბინე, საბუთები მქონდა წამოსაღები.
-როგორ ხარ?- მხოლოდ ზრდილობის "პონტში" გადავკოცნე და ეგრევე გავერიდე.
- ვიფიქრე რომ უკვე დაგავიწყდი , სად იყავი ?- აშკარად ძალიან შეიჭრა ეს ცოლის
როლში.
- კონკრეტულად ახლა, თუ ზოგადად?- საოცრად მეცინება ამ სიტუაციაზე
- სიტყვებზე ნუ მეთამაშები, იცი რასაც გეკითხები- ძააააან "სტრანი" ცოლი მყავს,
ჩაცუცქვაღა გვაკლია და
ტიპიური საქმის გარჩევაა
- რა გინდა ლენკა?- ვეკითხები ძალიან მშვიდად.
- არაფერი , უბრალოდ შენი ცოლი ვარ და მგონი უნდა ვიცოდე სად დადიხარ.
- ახლა გაგახსენდა რომ ჩემი ცოლი ხარ? - მეცინება მე. ეს გოგო აშკარად ვერაა
ჯანსაღი- მაშინ არ გახსოვდა
თავზე რომ გადამიარე და შენს ცალტვინა დაქალებთან დამიწყე "ბლატავი"?!
- რას გადაეკიდე ამ ჩემს დაქალებს?! -
- ძალიან გთხოვ ლენკა, ჩხუბი არ მინდა, შემეშვი და დავიშალოთ მშვიდად- უკვე
ძალიან მეშლება ნერვები . -
და მეორედ ეჭვიანობის სცენებს სანამ მომიწყობ, კარგად დაფიქრდი და დააალაგე
აზრები- რა გინდა ..
- რაზე უნდა დავფიქრდე ლუკა, როცა ზედაც არ მიყურებ- ისე ამბობს,
ძაღლიშვილივიყო მართლა მეცოდება.
- რა მოხდა იმ დღეს?- ვეკითხები პირველად.
ლენკა საოცრად იბნევა, "დაჟე" თვალებშიც არ მიყურებს.
რამდენიმე წუთი უთქმელად ვდგავართ .
არც ერთი ვიღებთ ხმას.
მე ლენკას ვუყურებ
ის სივრცეს.
ვბრუნდები და მოვდივარ.
ეგ იყო ჩემი ბოლო ფეხი მაგ სახლში.
რაც შემეძლო ყველაფერი დავუტოვე, სახლი, მანქანა, ბანკის ანგარიში , სადაც
სოლიდური კი არა ძალიან
დიდი თანხა მქონდა.
რა აღარ გავაკეთე,რომ გაყრის საბუტებზე ხელი მოეწერა.
ხოდა ასე
ლენკა ჯღარკავა ფორმალურად დღემდე ჩემი ცოლია!

...


- ვიზის "პონტში" მივფრინავ , რომ არ გამიუქმდეს და რამე, "პროსტო" 1 თვეში
ჩამოვალ უეჭველი
- ვიცი მე შენი ერთი თვე- ამბობს ელენე ძალიან მშვიდი სახით.
- ნუ "დამგრუზავ" ძალიან გთხოვ, ისედაც ნერვები მეშლება
ანუ წარმოიდგინეთ ვსხედვართ მანქანაში და ამ ორის დაუსრულებელ კინკლავს
ვუსმენ.
ტვინი გადამიდუღდა, ცოტა მაკლდა და მტკვარს გავყვებოდი აზერბაიჯანში
ჯერ ისე ვიყავი დაღლილი + ლუკაზე და იმ დღეზე მეფიქრებოდა დაუსრულებლად
და ამას ემატებოდა ის
ფაქტი,რომ გენერალური რეპეტიცია მქონდა საღამოს 8ზე, რაც იმას ნიშნავდა,რომ
სარეპეტიციოში უნდა
დამეღამებინა.
სანდრო მეორე დღეს გაფრინდა.
ელენეს ვარაუდი ახდა..
ერთი თვე ძალიან დიდი დროზე გაიწელა. ყველაზე ცუდი ისაა,რომ დროის
მსვლელობის პარალელურად
სანდროს ყურადღებამ იკლო.
თავიდან თუ დღეში 3ჯერ რეკავდა, მერე უკვე 3 დღეში 1 ზარი შემოდიოდა, მერე
დღეების რიცხვიც
გაიზარდა , ზარებმა იკლო და ნუ მოკლედ..
ელენე იმდენად განიცდიდა ამ ამბავს ,სერიოზულად მეშინოდა, რომ გაგიჟდებოდა..
არც ის ვიცოდი დეგენერატ სულაძეს რა ჭირდა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო- ამ ორის
ჯერ არ დაწყილი
ურთიერთობა, უფრო და უფრო უარესდებოდა,
საერთოდ სულ ვფიქრობდი ,რომ ურთიერთობაში მთვარი ბალანსია.
არ ვიცი, რომელს უფრო უნდოდა მეორესთან ყოფნა, მაგრამ ფაქტია - ბალანსი არ იყო
და ურთიერთობაც ვერ
შედგა..
სანდროს ნერვები არ ეყო, ელენეს გამბედაობა..
და საერთოდაც ყურადღების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია.. როდესაც
ადამიანისგან სისტემატიურად
გრძნობ,რომ აინტერესებს ყველა შენი ნაბიჯი, ყველა ნიუანსი , და მერე უცებ წკაპაღარაფერი ხდება..
მოულოდნელად ხვდები ,რომ უბრალოდ აღარ უნდა, აღარ აინტერესებ.
სულერთი ხდები მისთვის.
და აქ საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა ვის უფრო მეტად ტკივა.
ურთიერთობაში ღირებულებებია მთავარი!
მთავარია იმდენი გასცე , რამდენსაც იღებ!

.....


- ესეიგი ორივემ გადაწყვიტეთ,რომ შვილი მიატოვოთ?- მეცინება მე და ჩალაგებულ
ჩემოდნებს ვუყურებ.
- ნია, ნუ იცი ხოლმე ეგრე, ვერ ძლებს მამაშენი უჩემოდ და რა გავაკეთო?! - მეხუტება
მაკა.
- უჩემოდ ხომ კარგად ძლებთ- ძალიან ვერთობი მათ რეაქციებზე მე.
- მაკა, გაწვალებს გოგო,როგორ ვერ ხვდები- სიცილით კვდება ოთიკო. ეს კაცი
მშიფრავს თავიდან ბოლომდე.
- აუუ მამა.
- არ გცხვენია ნია?! ისედაც ვნერვიულობ, რომ გტოვებ - თვალებს მიქაჩავს მაკა.
- ოო კაი რა , არ იცოდე მაინც, დარეკავს ორ წუთში მანჩო და გადამაცხოვრებს იქ, ასე
რომ ნუ ნერვიულობთ -
ორივეს ვეხუტები მე.
ჩემი წინათგრძნობა როგორც ყოველთვის ახდა, მანჩომ თავი გაიგიჟა, არაფრის
გამკეთებელი ხარ მოკვდები
შიმშილითო, ასეო, ისეო,
ხელი ჩამაქნევინა ცხოვრებაზე , ჩვეულებრივად.
- რა არი ვერ გავიგე, საერთოდ არ ჭამ არაფერს?- აივნიდან მიკივის მანჩო, ყველა ბებო
ერთი ყალიბისააა!!
- მანჩო ამოვალ და მერე მლანძღე - მეცინება მე და კიდევ ერთხელ ვწყევლი ბედს,
ლიფტზე გამოკრულ
განცხადებას რომ ვკითხულობ.
- აქ არ გქონდა ტანსაცმელი?- ჩემოდანს უკმაყოფილოდ უყურებს ბებიაჩემი და
მზერას ჩემს -5 კილოზე
აჩერებს. ფერები გადადის.
- ვაიმე ბებო შემოვიდე ჯერ
- მოვკლავ მაკას, საერთოდ არ გაქცევს ყურადღებას .
- მაკა ოთიკოსთან ერთადაა ვაშინგტონში , სულ არ ვახსოვარ მე
- ბებო, მე მახსოვხარ სულ, - მეხუტება მანჩო
მერე ვსხედვართ, ყავს ვსვამთ და არც ერთ უბანს ვტოვებთ გაუჭორავს.
-მაკა ტყუპებს ელოდებოდა ნია, მამაშენი გიჟს გავდა, წარმოიდგინე,რა
მაგარია,როდესაც იცი რომ შენი
საყვარელი ადამიანის სსხეულში სამი გული ცემს.. საერთოდ კაცები ძალიან
მგრძნობიარეები არიან, არ
დაიჯერო თითქოს არ აინტერესებთ და ვერ აღიქვამენ იმ სიმძაფრით,როგორც ჩვენ..
მაკა ჩემი შვილია და შენ არც კი იცი,როგორი ცუდი ხასიათი ქონდა. ხშირად მე
თვითონ ვფიქრობდი, როგორ
უძლებს ოთიკო მეთქი.. უმამოდ გაიზარდა და ძალიან უჭირდა რაღაცეების შეგნება.
წარმოიდგინე შენ რომ
ოთიკო არ გყავდეს,ხომ რადიკალურად განსხვავებული იქნები?- მე თანხმობის
ნიშნად თავს ვუქნევ და
ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებს.
მთელი ცხოვრებაა ერთმანეთი უყვართ, მაკა სულ ამბობს , დროის ათვლას ოთიკოს
გაცნობიდან ვიწყებ და
ჩემი მთელი ცხოვრება ეს პერიოდია, მანამდე არაფერი მახსოვსო. - მეუბნება მანჩო და
სიგარეტს უკიდებს. მე
ისე ვიბნევი, ისე რომ ვერ ვხვდები რა რეაქცია უნდა მქონდეს.
- რაას მიყვები მანჩო?- ემოციას ვერ ვიკავებ
- ჰო,არ უნდოდა რომ გცოდნოდა. ნაადრევად დაეწყო ტკივილები, ამბობდა, ვერ
ვგრძნობ ერთ-ერთსო ..
- მანჩო , გავგიჟდები- ცრემლებს ვიწმენ მე.
- ვერ გადაარჩინეს, სასუნთქი გზები ქონდა დახშული. - მეორე ღერს უკიდებს მანჩო.
ძალიან ნერვიულობს ..
მე ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ ამ ამბავს,
- ნია ამას იმიტომ გიყვები,რომ მინდა იცოდე, შენ მათი ყველაზე დიდი ტივილი და
სიყვარული ხარ.
მაკა შვილმკვდარი დედაა. ნია, 9 თვე ატარა მუცლით, საერთოდ მნიშვნელი არ აქვს
გაზრდიდა და ისე
მოუკვდებოდა თუ მკვდარს დაბადებდა, ზუსტად ისე განიცადა,როგორც ნებისმიერი
დედა- შვილის
დაღუპვას..
ის ბავშვი, ორივეს გულში ცოცხლობს.. შენ ერთგვარი გამართლება ხარ მათთვის და
აღარასდროს თქვა, მაკას
არ ვახსოვარო. ახსოვხარ კი არა შენს ყველა ნაბიჯს უკვირდება, ცდილობს ახლოს
იყოს შენთან, მაგრამ
ბავშვობიდან ოთიკო გყავდა აჩემებული.. მაკას გულიც კი წყდებოდა, მე კი არა
მამამისს იფიცებს, ასეთი
არაფერი მინახავსო- ეცინება თან.- ოთიკო ისე შეიცვალა, თითქოს ერთბაშად
გაიზარდა.. მაკა ვერც კი
გეკარებოდა ერთი პერიოდი , ისე ეშინოდა, მერე დაძლია..
მეთვითონ ვერ ვცნობდი ჩემს შვილს ისეთი გახდა.. დედობამ და გადატანილმა
ტკივილმა შეცვალა ნია..
მე ვტირი, ნერვიულობისგან არც კი მახსოვს როგორ მოვუკიდე სიგარეტს..
არადა ოთიკომ ისე მთხოვა , დაანებე თავიო..
- მე რომ ვყოფილიყავი იმის მაგივრად, მანჩო, ხომ შეიძლება, მას ეცოცხლა და მე არა -
სახეზე ხელებს
ვიფარებ. ვერ ვიჯერებ, რომ ამ ამბავს ახლა ვგებულობ.
- ბედისწერაა ნია, ის ბავშვი განწირული იყო, მაშინ თუ არა , როდესღაც მაინც ვერ
აცდებოდა ასეთი
დასასრული. შენ ერთგვარი მეტაფორა ხარ.
ბედისწერის მეტაფორა!
და იცოდე, მაგ ორისთვის ერთ-ერთი დამაკავშირებელი ძაფი შენზე გადის.
შენ მათი სიყვარულის გამართლება ხარ!

........


- ბარათაშვილი , შენ თუ ცოცხალი იყავი აღარც მეგონა.-
- მეკიდე იმდენი ხანია არ მინახიხარ, მგონი ქუჩაში ვერც გიცნობ.
- მერე მნახე, ვინ დაგიშალა.- ვწუნკლობ მე.
- აუცილებლად გამოვივლი სუხიშვილების დარბაზში, სულ მინდოდა
დამეთვალიერებინა- მენაგლება
დათუნა.
- რუსთაველის თეატრში მოდი, იქ უფრო საინტერესო გარემოა- მეცინება მე.
- რაც სანდრო წავიდა, ნორმალურად არც შევკრებილვართ.
- "ტეხავს" მაგრად.
- სად ხარ შენ?
- სახლში,ოთიკო წავიდა მივლინებაში და მაკა გაიყოლა, ჩემი თავი მანჩოს დაუტოვეს
და გამოვეპარე,
მოვატყუე ელენესთან დავრჩები მეთქი, აღარ შემიძლია, საჭმლით დამდევს
ყველაგან- მეცინება მე.
- აუ რა ქალია - ეცინება დათუნასაც.
- გამომიარე რა, გოგოებსაც დავურეკავ , მართლა მომენატრეთ.
- ქუთაისში ვარ ნია, მამაჩემს გავყევი რაღაც საქმეებზე..
- აუუ - ვიწყებ წუწუნს მე.
- ჩამოვალ ხვალ და უეჭველი შეგეხმიანებით
- კაი მიდი გკოცნი
- მეც ბევრს- მეუბნება დათუნა და მითიშავს.
მე ძალიან მეზარება გოგოებთან დარეკვა და საერთოდ ბოლო დროს სულ დაღლილი
ვარ.
პრინციპში ჩემი გრაფიკის გადამკიდეს , რომელიმე ხესთან რომ არ მძინავს ხოლმე
მიკვირს..
გაღვიძების მომენტი მქონდა კატასტროფული.
ვერ ვიტან როდესაც ტელეფონის ხმა მაღვიძებს, შემიძლია უპრობლემოდ
მოვისროლო ფანჯრიდან..
- გისმენთ - ვაგონებ ძალიან "უჟასი" ხმით.
- სად ხარ, აგიფეთქე ტელეფონი - მესმის ნაცნობი ხმა და სამი წამი გააზრებას
ვუნდები.
- კარგად ლუკა, შენ როგორ ხარ - მეცინება მე და სრულიად ვფხიზლდები.
- აუ გეძინა ხო?- ხმის ინტონაციით ვხვდები როგორ მანჭავს სახეს.
- ჰო და არ მინახავს ზარები.
- რაშვები , რას აპირებ დღეს?- თემას მიცვლის ის.
- ს.
- რამე უფრო კარგი იდეა არ გაქვს?- ეცინება მას
- შენი მოკვლა- ვეუბნები მე ბალიშს ვისწორებ.
- ნია, ისეთი არაფერი გაფიქრდება სადაც მკვლელობა არ ურევია?
- ჯერ-ჯერობით არა- მეცინება მე.
- ხოდა ჩამოდი , სადარბაზოსთან გიცდი.
- აუ მეზარება ლუკა, თან გვიანია, ნუცუბიძეზე უნდა ავიდე , მანჩო მომკლავს.
- მანჩოს მე "მოვუყომარებ", შენ მიდი უცებ ჩამოირბინე.
მე ჯერ კიდევ მძინავს, ლუკა მანქანას ეყრდნობა, ცალი ხელით სიგარეტის კოლოფს
ათამაშებს.
მე ცალთვალდახუჭული ვუყურებ, ეცინება და მეხუტება.
- ახლა ჩამეძინება- ვამბობ მთქნარებით და ხელებს ვხვევ .
- ძილი გამორიცხე საერთოდ.
- სად მივდივართ ?- ვეკითხები და კომფორტულად ვთავსდები სავარძელში.
- გავისეირნოთ - მხრებს იჩეჩს ის.
- ბიჭები სად გყავს?.
- აუ , არ გამახსენო რა- სიცილს იწყებს ის.
- ძალიან საყვარლები არიან -მეღიმება იმ დღის გახსენებისას
- ჰო, ცოტას აფრენენ, მაგრამ მაგათზე მნიშვნელოვანი არავინ მყავს..
- ელენე არ მინახავს საუკუნეა- მნიშვნელოვან ადამიანებზე მახსენდება მივიწყებული
დაქალი.
- ხოდა წამოდი ელენეს დავადგეთ, გაეხარდება ძალიან - მიცინის ლუკა და
დოლიძეზე უხვევს.
- ისე სულ მაინტერესებდა, დები იშხნელების რა ხარ?- ვეკითხები მე , ლუკას
სიგარეტის კვამლი ცდება და
ვერ ვხვდები სიცილისგან წითლდება თუ უბრალოდ ვერ სუნთქავს. მე ფერდებში
ვურტყამ ხელს
- საიდან მოიგონე?- ხარხარებს ბოლო ხმაზე. მე ვზივარ და დურაკივით მეცინება
- "პროსტა".სერიოზულად გეკითხები, რა გაცინებს?
- მეოთხე თაობა ვარ მაგათი - ისეთი სახით ამბობს, დავეჭვდი
- მართლა??
- ხო მართლა, აი დისკებიც მაქვს - მე სანამ ჩემი თვალებით არ ვნახე დისკის
შეფუთვაზე დები იშხნელების
ფოტო , მანამდე ვერ დავიჯერე
- და ამათ უსმენ?- გულში ვლოცულობ არ დამთანხმდეს.ლუკა ცდილობს
დასერიოზულდეს მაგრამ
მომენტალურად ეცინება.. ცოტა მაკლდა თავში ვუტყავდი იმ დისკებს- გარეწარი ხარ
რა
- აბა რა დები იშხნელები აგიტყდა?- სიცილით კვდება ის- ეგ დისკები ბიჭების
გაჩალიჩებულია, მეც გუშინ
აღმოვაჩინე.
ელენე ჩვენს ორს ერთად რომ გვხედავს, კარებს კეტავს და თავიდან აღებს.. სახეზე
იმდენი კითხვის ნიშანი
და მუქარა აწერია ლუკას ვეუბნები მოდი გავბრუნდეთ, ჯერ ახალგაზრები ვართ
მეთქი.
ლუკას ეცინება და კარებში პირველს მატარებს. ელენე ხელზე მჩქმეტს და თვალებს
მიქაჩავს , ასე მგონია
სამშობლოს ვუღალატე.
- ლიაკო , როგორ ხარ?
- ნია,დეე, არამიშავს, სად დაიკარგე , შემოდი- მკოცნის ლია .- ოჰ, ეს ვაჟბატონი რა
ქარმა გადმოაგდო - ამბობს
ლუკაზე .
- ჩვეულებრივი, ბიცოლა ხარ რა- ლოყებს უწელავს ლუკა.
ელენე ხელებდაკრეფილი დგას კარებთან და თვალებმოჭუტული გვიყურებს ორივეს.
- გინდოდა გეთქვა ძალიან გამეხარდა ორივეს ნახვაო არა?- სიცილით კვდება ლუკა.
ელენე უფრო იბღვირება,
ლია "პონტს" "წვავს" და ეშმაკურად მიკრავს თვალს.
მემგონი ამ სიტუაციაში ყველაზე უშუალოდ და კარგად ლუკა გრძნობს თავს.
მერე მარიამიც მოდის, ელენე ნიკუშას ურეკავს და 10 წუთში ისიც გვიერთდება..
დათუნა ქუთაისიდან ფეხით ჩამოვიდა ლამის, უჩემოდ როგორ გაბედეთ რამეო,
ძლივს დავაჯერე, რომ
არაფერი დაგვიგეგმავს და შემთხვევით გამოვიდა ასე..
ღამის 10 საათზე დავიწყეთ "პიანკა"
მერე ძალიაან მინდება მოწევა.
სიგარეტს ვიღებ და აივანზე გავდივარ..
- ვგიჟდები თბილისზე , ამაზე მაგარი ქალაქი , მსოფლიოში არ არსებობს- ვამბობ და
განათებულ
დედაქალაქს ვუყურებ.
- ბევრგან ხარ ნამყოფი?- მეკითხება იშხნელი და მოაჯირს იდაყვებით ეყრდნობა.
- ძირითადად ევროპის ქვეყნებში. ძალიან ლამაზია რომი, პარიზი, ბარსელონა,
ვენეცია, მაგრამ ყველა წამიერ
აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. ძალაუნებურად სულ თბილისს ვადარებ ხოლმე და
ზოგადად აქ ყოფნას
არაფერი მირჩევნია.
- აუ ჯერ სად ხარ ნია, იმდენ რამეს ნახავ კიდევ - მმოძღვრავს მოხუცი კაცივით.
- ჩემზე 5 წლით დიდი ხარ , რა ნახე ამ ხუთ წელში ასეთი,რომ გადამატანე თან?!-
მეცინება მე.
- ააჰაჰაჰაჰჰაჰა, - იცინის ის- უბრალოდ მჯერა,რომ ძალიან წარმატებული იქნები..
- როგორი წარმატებულიც არ უნდა ვიყო, თბილისი მაინც ერთადერთი ქალაქი
იქნება, სადაც ვიცხოვრებვამბობ მტკიცედ მე.
- რატომ გადაეკიდე ასე?- ეცინება მას . მე მხრებს ვიჩეჩავ.
- ალბათ იმიტომ რომ, ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ ქალაქთან ასოცირდება. ესაა
სივრცე,რომელიც ყველა
ჩვენგანის მოგონებებს ატარებს.. აი ახლა ის ჰაერი,რომელიც ჩვენს გარშემოა
დაახლოებით რა მოცულობის
იქნება?- ვეკითხები მას. ლუკა იბნევა.
-არ ვიცი ნია- მიღიმის ის,
- ჰოდა ნუ იცი, მთავარი ისაა,რომ ეს ჰაერი ჩვენი ემოციით ივსება და სხეულიდან
წამოსულ ყველა იმპულსს
ერთ წერტილში უყრის თავს.. და არასოდეს ივიწყებს ლუკა.. თითქოს რაღაც კოდით
იმახსოვრებს და
მეორეჯერ,როდესაც მე და შენ ამ აივანზე ვიქნებით, ერთად თუ ცალცალკე
მნიშვნელი არ აქვს მაგას,
მთავარია რომ ორივეს აუცილებლად გაგვახსენდება ეს დღე, იმიტომ რომ ამ
სივრცეში არსებული კოდი შესაბამიის მოგონებას დაიკავშირებს.
- საიდან გაფიქრდება ეგეთი რამეები?- მეკითხება გაოცებული.
- ზოგადად ფიქრი კაი ტიპია- მეცინება მე. ლუკა სიგარეტს უკიდებს..
- აი მე ასი წელი არ გამიჩნდებოდა ეგეთი აზრი - თავს იმდაბლებს ის.
მომენტალურად ძირს იხრება დაგდებული სანთებელას ასაღებად და მე ამ დროს
ვამჩნევ ქამარში მჭიდროდ
გარჭობილ იარაღს.
- იარაღი რად გინდა?- ვეკითხები ძალიან მშვიდად.. ლუკა გაკვირვებული მიყურებს.-
ქილერი ხარ ხო?-
მეცინება მე - აი , ამოვხსენი შენი საიდუმლო- ტაში შემოვკარი მე. ლუკა ბჟირდება .
ძლივს ვასულიერებ.
- მოიგონა ახალი მთვარე.
- აუ მანახე რაა- ლუკა უპრობლემოდ მაწვდის, მაკაროვის ახალთახალ მოდელს.
- ბეველინგის უახლესი ნიმუშია, 40 კალიბრი, 8 ვაზნა- მჭიდს ვაძრობ მე - რა მაგარიაა
-აღფრთოვანებას ვერ
ვმალავ.
- შეენ საიდან იცი ეგენი ?- თვალები უფართოვდება მას.
- "პროსტო" - ვეუბნები მე და 750 გრამიან ნაგანს ხელში ვათამაშებ- სროლას
მასწავლი?- თვალები
მიბრწყინავს მე.
- ძალიან სუსტი ხარ მაგისთვის- ხელიდან ფრთხლად მართმევს იარაღს და ისევ
ქამარში ათავსებს.
- ოოო, კაი პაკა- ვბრაზდები მე და ზურგუთ ვეყრდნობი მოაჯირს.
- ხოდა მერე , ეგეც მე არ დამაბრალო, მეორე დღეს ხელებს რომ ვერ იგრძნობ -
ეცინება მას.
- "მოჟნა"- ხელს ვუწვდი ჩამოსართმევად მე და სულელივით მეღიმება.

...


- რა "პონტი" გაქვთ შენ და ლუკას?- მეკითხება მარიამი და აივნის მოაჯირზე ფეხებს
აწყობს. მე მეცინება,
არასდროს მიყვარდა ეგეთ პირადულებზე საუბარი , უბრალოდ ამჯერად ისიც არ
ვიცოდი რა პასუხი გამეცა.
- ვმეგობრობთ- დურაკივით მეცინება და სიგარეტს პირდაპირ აივნიდან ვაფერფლებ
- კი ,აშკარად ეტყობა როგორ გემეგობრება- იცინის მარიამი და ნიკუშას აივნისკენ
აპარებს მზერას.
- დიახაც, ძალიან მაგარი ბიჭია - ვუღიმი ელენეს მე. ის ცერა თითს მიწევს თანხმობის
ნიშნად. აშკარად უნდა
რაღაცის თქმა, მაგრამ თავს იკავებს
- შენ ისევ ნიკუშას ამბებში ხარ?- ვეკითხები მე, ელენე ფხუკუნს იწყებს ..
- ამბებში არა, ერთად ვართ- "ნაგლად" იღიმის ბერიძე და ძალიან დიდი სურვილი
მიჩნდება პირდაპირ
თავით გადავუშვა აივნიდან- ეგრე ნუ მიყურებ, საუკუნეა არ მინახიხარ და დეპეშას
ხომ არ გამოგიგზავნიდი.
- სულ ბოლოს ვგებულობ ყველაფერს რა- გული მწყდება მე
- ელენეს ისეთი აქ სათქმელი ჩემი ზღვაში წვეთად მოგეჩვენება - დამაჯერებლად
მეუბნება მარიამი.
- დაიწყეთ - კომფორტულად ვთავსდები პუფში.
- ვატო გეწაძე ხო გახსოვს?- მე ნაცნობების სიას ვავლებ თვალს .
- ხო იცი,რომ ეგრე ვერ იხსენებს - ჩემს დაბნეულ სახეზე ეცინება მარიამს.
- აუ როგორ არ გახსოვს, ნუცუბიძეზე ცხოვრობს, შავი CLS ყავს.
- ვაიმე, როგორ არ ვიცი, გიორგის ეძმაკაცებოდა ხოლმე - ძალიან მიხარია მე, რომ ასე
მარტივად გავიხსენე.
- ხოდა, 2 კვირაა დაახლოებით მწერს, მნახულობს "ისეთ პონტში", ნუ ჯერ
სერიოზული არაფერი,მაგრამ
ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მაგ ბიჭთან .
- ანუ სანდროსთან აღარაფერი?..- ვეკითხები 10 წამიანი დუმილის შემდეგ
ელენე იბნევა ოდნავ, თმას მხრებზე იყრის, მტკიცე და ამაყი გამომეტყველება აქვს.
- სანდრო წავიდა ნია და მე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს ცოცხალი ადამიანის
გლოვას ვერ გადავატან.-
მის ჩამოტანილ სამაჯურს ათამაშებს პარალელურად.-იყოს ბედნიერი იქ სადაც არის,
მე ჩემს თავს მივხედავ
როგორმე.
- რაღაც მიზეზი აუცილებლად ექნება ელენე, შენც ხომ იცი.
- რა მიზეზი მარიამ, "ტიპმა" დაგვიკიდა ყველა - საოცრად ბრაზდება ელენე.
- მე და დათუნას გვეხმიანება ხოლმე, იშვიათად მაგრამ მაინც. არამგონია რეაქცია არ
ქონდეს ამ ამბავზევამბობ სხვათაშორის და ვულკანის ამოფრქვევის მოლოდინში თვალებს ვხუჭავ.
ელენე ჩუმადაა.
ვიცი რომ ორივეზე ბრაზობს..
- რატომ მახსენებთ ვერ ვხვდები?- ამბობს ჩუმად.
- იმიტომ რომ ერთ ადამიანს მეორეთი ვერ ჩაანაცვლებ და ნუ შეიქმნი ილუზიას,რომ
ყველაფერი დაემთხვევა
და სიცარიელეს შეგივსებს..- მარიამი ნერვიულობისგან მეათე ღერს უკიდებს.. მე
ვიცი რომ რთულია
ელენესთვის ამ ყველაფრის მოსმენა, მაგრამ მაინც ვაგრძელებ- სანდროს ადგილი
სულ იქნება შენს სულში..
თუ ის არ შეავსებს ვერც სხვა დაიკავებს მისთვის განკუთვნილ სივრცეს.
ვატო შეიძლება შეგიყვარდეს, მაგრამ სანდროსთან ნუ გააიგივებ.
ბოლოს ისევ შენ გაგიცრუვდება იმედი!

.........


- ნია ანჯაფარიძე- ანა კარენინა!- აცხადებს რეჟისორი.
- და ვრონსკი ვინაა ბატონო რობერტ?- ისმის დარბაზიდან ლუკას ხმა და მინდა მიწა
გასკდეს და ამ ერთხელ
მაინც ჩამიტანოს.
სტურუა სათვალის ზემოდან ათვალიერებს იშხნელს
- თქვენ - ამბობს აუღელვებლად რეჟისორი და მე ფერები გადამდის..
- ხუმრობთ ხო?- სიმწრით მეცინება.
ღმერთი, იდიოტებს მეტეორებს, რომ სვრიდეს პირველი ლუკას მოხვდებოდა
ზუსტად ვიცი!!
- არა, ისედაც უნდა მომეძებნა კანდიდატურა- მშვიდად მეუბნება ის - ახალგაზრდავ
სცენისკენ მოიწიეთ, თუ
შეიძლება.
ლუკა სიცილით კვდება, რა აცინებს ვერ ვხვდები.
- იცით მე არანაირი გამოცდილებ არ მაქვს - ეუბნება თავაზიანად.
- ზუსტად შეეფერებით ამ პერსონაჟს- სიხარულით ათვალიერებს სტურუა ლუკას.
ამჯერად ლუკაც იბნევა,
აშკარად არ ქონდა ეს დასასრული იდეაში.
- ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ მე და თეატრი ცოტა "ნიტო" თემა ვართთბილისურად უხსნის იშხნელი..
ღმერთო, რა კრეტინია.
- კარგად დაფიქრდით, ასეთი შანსი მეორედ არ გექნებათ- ორაზროვნად ამბობს
რეჟისორი. ლუკას ისე
უყურებს თითქოს მის ყველა ემოციას სწავლობს. ლუკას ეცინება.. სტურუა ხელს
ართმევს და მხარზე
მეგობრულად ურტყამს.
ღმერთო ამ ერთხელ შემისრულე თხოვნა და კიბეებიდან დააგორე იშხნელი, რა
მოხდება
- შენ სულ გააფრინე ხო?- ვიწყებ ჩხუბს გამოსვლისთანავე
- რას მერჩი?- ეცინება ლუკას.
- აბა რა სპექტაკლები აგიტყდა? - ნერვები მეშლება მე.
- რატო მეჩხუბები?- საჭეზე თავს დებს და ღიმილით მიყურებს.
- როგორ გაგიმართლა ამ ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე ბიჭს, არ მესმის -
ოდნავ ვწყნარდები,
რამდენიმე წუთის შემდეგ.
- ეგ შენ გაგიმართლა, მე რომ მომცეს ვრონსკის როლი- მეუბნება ორაზროვნად და
თვალს მიკრავს.-
საერთოდაც, იმის მაგივრად რომ გამამხნევო, ცეცხლზე ნავთს მისხამ, დიდი ბოროტი
გოგო ხარ რაა - წუწუნს
იწყებს ის
-მაკიაჟს გაგიკეთებენ - სიტუაციას ვუმძიმებ მე.
- არაუშავს ავიტან- იცინის ის.
- წაკითხული გაქ სცენარი საერთოდ?
- არაა,რამე "აპასნი" სცენაა გასათამაშებელი თუ რამ აღგაშფოტა ასე?- სიცილისგან
იკეცება ის. მე მხარზე
მთელი ძალით ვურტყამ ხელს.
- ჩამილურჯდება ნიაა- სიცილს არ წყეტს.
-ხოდა ღირსი ხარ..
- ვიყო - მეუბნება მშვიდი ხმით.
-შენ რომ დაგინახე, პირველად იცი რა ვიფიქრე?- მეკითხება მოულოდნელად.
მე არ მინდა ლუკადან რამე ისეთი მოვისმინო,რაც ამ შუალედურ სიტუაციას
ჩარჩოებში მოაქცევს..
მიუხედავად იმისა,რომ შემიძლია გავაჩუმო, ინტერესით ვუყურებ..
- ის ვიფიქრე, რომ სადღაც მართლა არსებობს ბედისწერა.
წარმოიდგინე ერთ ქალაქში ვცხოვრობთ , ძალიან ახლოს ერთმანეთთან და მე
მაინდამაინც იქ შეგხვდი,
სადაც არც კი ველოდი შენს გამოჩენას..
ეგ კი არა აღარც მახსოვდი თითქოს..
- მაგას სულების თეორია ქვია- წამომცდა მე. ლუკა გაკვირვებული მიყურებს ..
- ამიხსენი- მეუბნება და მანქანას თბილისის გარეუბანში აჩერებს..
- სული , თითის ანაბეჭდის მსგავსად ყველა ადამიანს ინდივიდუალური აქვს და
თითოეული მათგანი
უნიკალურია.. ჩემი თვალები, თითები , მხრები - სულის ჭურჭელია. მე რომ შენ
გიყურებ , თვალებით
ვამყარებ კონტაქტს შენს სულთან, არ გიგრძვნია?
მაგრამ ყველა ადამიანთან ვერ ახერხებ ამას..
მხოლოდ იმათთან ვისაც მსგავსი ანაბეჭდი აქვთ.. შეიძლება ადამიანი დედამიწის
მეორე მხარეს იყოს, მაგრამ
თუ მისი სულის მონაცემები შენსას ემთხვევა, აუცილებლად გადაიკვეთება თქვენი
გზები.
შეიძლება სულაც გვერდით ჩაგიაროს, თვალი გააყოლო და მიხვდე , რომ იპოვე ის
რაც აქამდე გაკლდა.
გრძნობ რომ ის შენი სულის ნაწილია და უკვე მთლიანი ხარ..
შენი ჩემთვის გამორჩეული ადამიანი ხარ, მიუხედავად იმისა,რომ დიდი დრო არაა
გასული რაც გიცნობ..-
ლუკა მიყურებს, თვალები აქვს საოცრად ნათელი ..
- უბრალოდ,ეს სიტუაცია მომწონს, დაუგეგმავი რაღაცეებით.
რომ შემიძლია ვიჯდე და დაუსრუებლად გესაუბრებოდე , არ მქონდეს არაფრის
კომპლექსი- ლუკა თავს
მიქნევს თანხმობის ნიშნაად
- გგონია,რომ თუ ამ სიტუაციას რამე კონკრეტულ სახელს მოუძებნი და დაარქმვ,
ყველაფერი გაფუჭდება?-
ეცინება მას.
- აი ზუსტად- ძალიან მიხარია, ჩემი რომ ესმის..

დედა


მაკაზე არასდროს მილაპარაკია ასე ხმამაღლა.
მანჩომ მართალი თქვა- სულ ოთიკო მყავდა ამოჩემებული.
განა იმიტომ რომ დედაჩემი არ მიყვარს, უბრალოდ მაკა ძალიან, ძალიან , ძალიან
ემოციურია.
მე კიდე ვერასდროს გამოვხატავდი ასე ღიად ემოციებს.
მერე მანჩომ ისეთი რაღაც მიამბო, სულ შემეცვალა შეხედულებები..
დედაჩემი სხვა თვალით შევაფასე და მივხვდი, რომ უბრალოდ ზედმეტად
ყურადღებიანია.
მივლინებიდან რომ დაბრუნდნენ, მაკას ისე შევხვდი, 1 საათი გაკვირვებული
მიყურებდა, ვერ გაიგო რა
მჭირდა..
- უბრალოდ ძალიან მომენატრე- ჩავეხუტე და ძალიან დიდხანს ვგრძნობდი,როგორ
უკანკალებდა სხეული.
- ვიცოდი,რომ ადრე თუ გვიან გეტყოდა- მიმიხვდა მაშინვე.
- შენ რატომ არ მითხარი?- მის მკერდზე მიდევს თავი და ვცდილობ არ ამეტიროს..
- არ ვიცი ნია, მეშინოდა უბრალოდ - თმებზე მეფერება ის.- მეგონა,რომ დაგკარგავდი
- შენ თავს გეფიცები, თითქოს რაღაც გარდამტეხი მომენტი დამიდგა. აქამდე ვერც
ვხვდებოდი დეე, თურმე
მთელი 19 წელი მენატრებოდი- ვამბობ და უფრო ვეხუტები.
- ღმერთო ნია, პირველად დაიფიცე ჩემი თავი- გაბზარული ხმით მეუბნება მაკა და
თავზე მკოცნის..
- ბოდიში რა, ძალიან ცუდი შვილი ვიყავი.
- შენ საუკეთესო შვილი ხარ მთელს დედამიწაზე..
პირველად ვხვდები,რომ გვერდით მიზის ქალის ეტალონი,
შვილმკვდარი დედა..
ცოცხალი შვილის დედა,
და ზოგადად პირველად გავაცნობიერე ასე ნათლად, რომ მე მაკას გარეშე ვერ
ვიარსებებდი!

.....


- ერთად არიან?- მონიტორზე სანდროს გაბრაზებული სახე ისახება. მე ბოროტულად
მსიამოვნებს მისი
რეაქცია..
-არც მთლად ეგრე, მაგრამ "დადიან" რა- ვამბობ მშვიდად - ძალიან ბედნიერია ელენე
და ვატოც გადასარევი
ბიჭია.
- შანსი არაა ტო- ვერ იჯერებს სანდრო.
დამეფიცება რომ ფერი არ ადევს სახეზე.
- რა გინდა ძმაო ვერ გავიგე , ფაქტობრივად მიატოვე გოგო და რა პრეტენზიებით ხარ,
არ მესმის- ხელებს
შლის დათუნა და ცდილობს აუხსნას რომ დამნაშავეა.
სანდრო კამერას თიშავს, კონტაქტზე მომდევნო 15 საათი აღარ გამოდის და დილის 10
საათზე,
წაშლილი სახით მადგება სახლში.
-სანდრო ?!- არ ვუჯერებ თვალებს მე. სულაძემ ისე გადამკოცნა, თითქოს მაქსიმუმ 1
დღის უნახავი ვყავდი .
ამერიკიდან ჩამოფრინდა,როგორც კი გაიგო რომ ელენე სხვას ხვდებოდა..
არ იყო სრულ ჭკუაზე.
ისედაც საოცრად გამხდარი და შეცვლილი მეჩვენა.
- გამოიყვანე მიდი რა- მეუბნება და მაგიდაზე სიგარეტის კოლოფს დებს ,
ტელეფონთან ერთად.
- არ ღირს სანდრო- ვცდილობ გადავარწმუნო.
- ნიაა, დაურეკე!! - ღრიალებს ბოლო ხმაზე- არ უთხრა რომ აქ ვარ, მოიგონე რამე ,
ვითომ ცუდად ხარ, არ
ვიცი, რაც გინდა ის უთხარი, მთავარია, რომ რაც შეიძლება მალე მოიყვანო - მე
საოცრად ვიბნევი, ოთიკოს
ვფიცავარ, პირველად ვხედავ ასეთს..
თვალებ ჩაწითლებულს, განერვიულებულს და
საერთოდ სანდრომ პირველად აუწია ჩემთან ტონს და მივხვდი, რომ მართლა არ იყო
კარგად.
- გამისკდა გული, რა ხდება?- შემოსვლისთანავე ამბობს ელენე. მერე ფანჯარასთან
მდგომ სხეულს უყურებს
და ღმერთო
ვერ ცნობს,
ელენე სანდროს ვერ ცნობს.
მე მიყურებს საოცრად დაბნეული თვალებით. სახეზე ვიფარებ ხელებს და ბოლო
ხმაზე მინდა ტირილი.
სანდრო ელენესკენ ბრუნდება და გამჭოლი მზერით უყურებს.
არ მეგონა,ელენე თუ ცოცხალი გადარჩებოდა.
ყველაზე ნაკლებად სულაძეს ელოდა, აქ და ამ დროს..
- როგორ ხარ?- ეკითხება სანდრო ჩამწყდარი ხმით.
ელენე ხმას ვერ იღებს. ერთ ადგილზეა მიყინული
მე ფეხზე ვდგები , გასვლას ვაპირებ მაგრამ სანდრო მანიშნებს დარჩიო და ისევ ჩემს
ადგილს ვუბრუნდები.
- კარგად შენ როგორ ხარ?- ძლივს აბავს თავს ერთ წინადადებას.
- მე ცუდად- უჭრის მოკლედ სანდრო .. მერე სიგარეტს უკიდებს და ისეთ ნაპასს
ურტყამს, სერიოზულად
მეშინია არ გაიგუდოს.
- რატომ დაბრუნდი?
- მაინტერესებდა ბედნიერი იყავი თუ არა- ამბობს სანდრო და ელენეს უახლოვდება
ძალიან ნელა.
- ხომ დარწმუნდი,რომ ვარ, ახლა შეგიძლია წახვიდე- ეუბნება ელენე ჩამქრალი
თვალებით და კარისკენ
ანიშნებს.
- არ შემიძლია- ხმის ჩახლეჩვამზე ღრიალებს სანდრო- არ შემიძლია, გიყურო როგორ
ხარ ბედნიერი სხვათან.
ასე რთულია ამის შეგნება?
დავრწმუნდი რომ სულაძე ჭკუიდან იყო შეშლილი..
რეებს აკეთებდა, ღმერთო, ვერც აღვწერ.
- გიყვარს?- ეკითხება ჩამწყდარი ხმით
- კი
-გადაიყვარებ!!.
კედელთან მიმწყვდეულ ელენეს მილიმეტრებით აცდა სანდროს მოქნეული ხელი..
- შემომხედე რას ვგავარ.. ასეთი გინდოდა გენახე? ხოდა მნახე! კარგად მიყურე და
დამიმახსოვრე! - კედელს
ისეთი ძალით უტყამდა შუბლს , გეფიცებით შემიშინდა რომ რამე მოუვიდოდა.
ემოციებისგან იმდენად იყო სავსე, რომ არ გამოეხატა მართლა მოკვდებოდა..
- რა გჭირს სანდრო?- დიდი ძალისხმევის შედეგადად ეკითხება ელენე . სანდრო
იტაკზე ზის თავს
მონოტორულად ურტყამს კედელს, თვალები დახუჭული აქვს.
და ტირის
სანდრო სულაძე ტირის და არც კი ვიცი რა დროს მოასწრო ელენემ მასთან მისვლა.
ისეთი ძალით ჩაეხუტა, სანდრო მოულოდნეობისგან შეკრთა..
მერე ძალიან დიდხანს ისხდნენ და ერთად ტიროდნენ დაკარგულ დროს, ვერ ნათქვამ
სიტყვებს და ათას
რამეს რისი გაკეთებაც ვერ მოასწრეს
- მაპატიე რა, საერთოდ არ უნდა ჩამოვსულიყავი, უბრალოდ არ შემიძლია ასე
გაგიშვა. ელენე მისმენ?-
ეჩურჩულება და დაუსრულებლად კოცნის სანდრო..
სისხლიანი ხელებით ეფერება სახეზე, თმებზე მხრებზე
და მე ვკვდები
ჰო ცხოვრებაში პირველად ვუყურებ ორ ერთმანეთზე უსაზღვროდ შეყვარებულ
ადამიანს,რომლებიც
ერთმანეთს აწამებენ.
- ისეთი გამხდარი ხარ, ისეთი,რომ შემიძლია ყველა ძვალი დავითვალო სათითაოდჩამწყდარი ხმით
ეუბნება ელენე და თვალებში უყურებს . ცდილობს რამე მაინც ამოიკითხოს
დამაიმედებელი, მაგრამ სულ
ტყუილად.
სანდრო აღარ იყო.
ბიჭი, რომელსაც ერთ დროს ჩემი ძმაკაცი ერქვა, კვდებოდა.
ჩემს თვალწინ, ნელ-ნელა , თვითონ იკლავდა თავს.
- ვიცი რომ არ გიყვარს, გეხვერწები რა, შეეშვი მაგ ამბავს- ეუბნება სანდრო და
ზემოდან დაყურებს ოდნავ
დამშვიდებული სახით. - "პროსტა" ძაან "ტეხავს" ვატო გეწაძე შენს გვერდით.
- შენი თავი, მოგწონს ჩემს გვერდით, ასეთ მდგომარეობაში? - ამბობს ელენე და
ზუსტად არტყამს მიზანში.
მე სანდროს ვუყურებ და ვიცი,რომ ყველაფერი გამოსწორდება..
- ხოდა რომ გამოვკეთდები , მერე "გავიჩითოთ", "მოჟნა"?- იცინის სულაძე
- სანდრო, ცოლად მომიყვან?
მე ყურებს არ ვუჯერებ. იმდენი ხანი ვიყავი ჩუმად,რომ თავი ვეღარ შევიკავე
ისტერიკული სიცილ-ტირილი
ამიტყდა.
ცხოვრებაში პირველად ალბათ, ვერ შევიკავე ემოცია. სანდროს რომ შევხედე, უფრო
ცუდად გავხდი.
ისინი რომ უნდა დამემშვიდებინა აქეთ გავხდი დასაწყნარებელი, საბლოო ჯამში.
ყველაზე მეტად აკლდათ მე მოვკვდე. გაშტერებული ვიჯექი, ვერც ვიაზრებდი რა
უნდა მექნა..
- ცოლად გამომყვები?- ეკითხება სანდრო და მის სახეს ხელებში იქცევს.- მზად ხარ
რომ ჩემთან ერთად
გაიარო ეს ყველაფერი?
ელენე იხრება და კოცნის
მე თვალებს ვხუჭავ აი, ზუსტად ისე, პატარა ბავშვებმა რომ იციან, ტელევიზორში
მსგავსი სცენის
დანახვისას..
13 მარტი იყო.
არასდროს მჯეროდა და სულ მეცინებოდა,რომ ამბობდნენ
თარსი რიცხვია ცამეტიო.
ცა მეტი იყო , მაგრამ 13 და თარსი?
არანაირ ვარიანტში,
როცა გიყვარს არ არსებობს თარსი რიცხვები, მთავარია ეცადო, რომ ყოველ დღე ,
რაღაც ისეთი გააკეთო, რომ
გახსენებისას დაგეუფლოს შეგრძნება,
შეგრძნება
სისავსის
და ბედნიერების!!
....


სუხიშვილების დარბაზიდან ისეთი სახით გამოვედი ჩემმა მეწყვილე- გიორგი
მოსიძემ, რომელსაც აშკარად
უნდოდა გამოლაპარაკება, ხელი ჩაიქნია ამ იდეაზე და უკან ისეთი სახით გაბრუნდა,
შემეცოდა.
მე ჩემს გასარეცხ მანქანას ვუყურებ,
ძალიან გული მწყდება, ისეთ დღეში მყავს..
სამრეცხაოში მიმყავს და ნახევარ საათში ვუღიმი ლუკას ,რომელიც 1 საათია კაფეში
მიცდის..
- "ძააან" გასული სახე გაქ - ეცინება და მკოცნის.
- ჰო გენერალური რეპეტიცია მქონდა, დამტანჯა ილიკომ.
- ფილარმონიას იპყრობთ თუ რა თემაა?
- აუ არ მითქვამს ხო?
- ფაქტია რომ არა- ეცინება და ყავას სვამს
- გასტროლის "თემაა", 2 კვირით მივფრინავ - ვაპარებ ნელ-ნელა.. ლუკას
მომენტალურად ფერები ეცვლება.
- და ახლა უნდა მეუბნებოდე?- მსაყვედურობს სულ ოდნავ.
- აი, საერთოდ ამომივარდა თავიდან და რა გავაკეთო - მობოდიშებასავით გამომდის
მე.
- ეე და" რობერტას" უნდა "დაადო" ანუ ხო ?- ცდილობს გაფუჭებული ხასიათი
გამომიკეთოს.
-იცის "რობერტამ" , თან პრემიერა აპრილის ბოლოსაა და ყველანაირად მოვასწრებთ.
- ძაან ემსგავსება ჩვენი ურთიერთობა ვრონსკის და კარენინასას, "პროსტო" ერთი
პატარა დეტალია
შეცვლილი - ეცინება მას და სახეზე ისვამს ხელს.. მეჩვენება თუ არა არ ვიცი, მაგრამ
მგონია, რომ
ნერვიულობს.
- რაზე ამბობ?- ლუკა მიყურებს, თითქოს ორჭოფობს.. მერე ეცინება, გვერდით
მიჯდება და ხელს მხვევს
- მაგარი "ბანძი" ვიქნები ახლა რომ გითხრა მომენატრებითქო ?- მეკითხება
მოულოდნელად და თვალებში
მიყურებს.
მე ვუღიმი და ვფიქრობ..
დაუსრულებლად ვფიქრობ ამ ყველაფერზე
რეალურად მეც არ ვიცი საიდან დაიწყო და როგორ მოხდა ჩვენი ამბავი..
იმასაც ვერ ვხვდებოდი,რა ერქვა ამას. უბრალოდ ვგრძნობდი,რომ ორივე
გავურბოდით ჩარჩოებს და
ვალდებულებებს..
და ეს იყო ყველაზე მაგარი ურთიერთობა.

...


მარსელში ისე ჩავფრინდი თვალი არ მომიხუჭავს.
ვგიჟდები ზოგადად ფრენაზე, შემიძლია 24 საათი ჰაერში ვიყო გამომკიდებული..
უცხო სამზარეულოს დაგემოვნებაზე,
მითუმეტეს საფრანგეთის სამზარეულოო, ნუ , სასწაულია!
ვგიჟდები მაღაზიებში საათობით სიარულზე და გოგოშკური რამეების ყიდვაზე..
რამიშვილების პროგრამით ვიყავით წასულები..
3 კონცერტი ჩავატარეთ ზედიზედ..
და წარმოიდგით,
ღია ცის ქვეშ, ვცეკვავ სოლოს და ვხედავ
ნათლად ვხედავ
როგორ დგას სცენის წინ ლუკა იშხნელი და
ვგრძნობ,როგორ ტრიალებს ჩემს ირგვლივ ყველაფერი.
არც კი იცოდა განრიგი, ისიც კი არ უკითხავს რომელ ქვეყანაში მივდიოდი..
და ასე უცებ დამადგა..
ღმერთო, თვალებიდან არ ამომივა ის მზერა,
როგორ სიამაყით მიყურებდა
სხეულის თითოეულ დეტალს სწავლობდა
მე არ ვიცი რა დამემართა მაშინ და რა იყო ეს ამოუცნობი გრძნობა, მაგრამ
კონცერტი დამთავრდა თუ არა, გრიმის სქელი ფენა წამის მეასედში მოვიშორე და
საგრიმიეროდან გამოსულს
პირდაპირ ლუკას შევეფეთე, რომელსაც ხელში მინდვრის ყვავილების უშველებელი
კონა ეჭირა.
- ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ აქ გნახავდი- სულელივით მეცინება მე.
-ვიცი ფრანგი კაცების ლტოლვა კრასავიცების მიმართ და რაღა გამაჩერებდა
თბილისში- ამბობს სიცილით.
- რა იდიოტი ხარ
- ახლა მე და შენ წავალთ ძალიან "ძერსკ" რესტორანში- მეუბნება ის და თვალს
მიკრავს
- დაე წავიდეთ!- მეცინება მე. მანქანაში ვსხდებით და მარსელის ქუჩებს მივუყვებით.
ულამაზესი ქალაქია, ფერადი შენობებით, განათებული სანაპიროთი
ლუკა ხმელთაშუა ზღვის პირას, უშველებელ რესტორანთან აჩერებს მანქანას.. ჩვენი
მაგიდა დიდ ვიტრაჟთან
იდგა .. ხელისგულივით ჩანდა მთელი პორტი
-ვერ დავიჯერებ, რომ ბიზნესგასამართ სადგურზე ამხელა ხელფასს გიხდიან -
ხუმრობის ხასიათზე
მოვდივარ მე
- სიმპატიურ ბიჭებზე გამონაკლისებს უშვებენ - თავს იქებს ის.-
- რა იდიოტი ხარ- ვეუბნები მე და გაოცებისგან პირს ვაღებ, როდესაც ოფიციანტს
,არც მეტი არც ნაკლები ,
ხაჭაპური მოაქვს
- აი შანსი არაა- ისტერიკული სიცილი მიტყდება მე.
- ეს კერესელიძის იდეა იყო- თავს იმართლებს ის- ქართული ინტერიერი არ
გამოუვიდა და სამზარეულოს
განყოფილება დაამატა- ეცინება მას.
- თქვენი რესტორანია?- უვიდეს გარემოს ვავლებ თვალს მე.
- ჰო, რამდენიმე თვის წინ გავხსენით, აქაურ ბიზნესმენთან ერთად.
- ძალიან მაგარია ლუკა- ვაქებ მე.- უცხო ქვეყანაში, ამხელა ინვესტიცია დიდი რისკია
- ვინც რისკავს ის სვამს შამპანიურს- თავლს მიკრავს ის - მიდი შენ ხაჭაპური გასინჯე,
ბექას არ მოწონს,
ყოველ ჩამოსვლაზე ლანძღავს ფრანგებს - სიცილით კვდება ის
- ვაიმე რატო?- ვბჟირდები მე
- ფრანგული ყველი არ უხდება ხაჭაპურსო- ამბობს და უშველებელ ლუკმას იტენის
პირში.
- ხოდა გადაეცი,რომ ძალიან მომეწონა ყველაფერი დაწყილი ინტერიერიდან
დასრულებული
სამზარეულოთი. აი ზღვის ხედმა უბრალოდ შოკში ჩამაგდო- კიდევ ერთხელ ვაქებ მე
- ხოდა ბულვარშიც გაგასეირნებ - მპირდება ის -მანამდე შენზე მომიყევი რამე
- სრულ თავისუფლებას მაძლევ?- მეცინება მე
- მიყვარს შენი მოსმენა, ძაალიან "სტრანნად" ალაგებ აზრებს , ასე რომ გამოუშვი
ნებისმიერი სთორიმომენტალურად ეცინება მას...
- უსაშინლესი და უბოროტესი ბავშვი ვიყავი მოკლედ, ხოდა ერთ დღეს სახლში
მოვიდნენ ოთიკოს
ძმაკაცები. საერთოდ ბავშვობიდან მიჩვეული ვარ რომ ყურადღების ცენტრში უნდა
ვიყო და ყველა მე
დამფოფინებდეს და მგონია რომ ყველა დედის ერთა ეგეთია, არა?- ვეკითხები
ლუკას..
- აუ კიი, ზუსტი სიტუაციაა ჩემთანაც-ეცინება მას
- ძალიანაც კარგი ! ხოდა მოკლედ რამდენიმე საათის შემდეგ, მაგრად დამიკიდა
ყველამ, ნუ თავის პონტში
ერთობოდნენ, ხოდა შევძვრი მაგიდის ქვეშ ჩუმად და ერთმანეთის გვერდით ვინებიც
ისხდნენ, მათი
ფეხსაცმლის თასმები გადავაბი. გამოვძვერი ძალიან მშვიდად და ოთახში გავაგრძელე
თამაში..- გახსენებაზე
მეცინება მე..- ხოდა უკვე,რომ დაიწყეს წამოშლა სუფრიდან, ისეთი ზრიალი ატყდა,
დედა შვილს არ აიყვანდა
ხელში- დადებით ნოტაზე ვასრულებ მე.
- აჰაჰაჰაჰაჰაჰა- კვდება სიცილით ლუკა- აუ რა საშინელებაა მაგათ ადგილას
მოგკლავდი.
- კაი რა 3 წლის ვიყავი, ვინ რას მეტყოდა - მეცინება მეც.
- მე სუფრაზე ვიცოდი ჩამოვლა და ჭიქებში დარჩენილ ღვინოს ვსვამდი ხოლმე.
ერთხელ ისე დავთვერი
მაგიდის ქვეშ მეძინა. მთელი ვერა გადაატრიალეს.- სიცილით წითლდება ლუკა.-
მერე ხმაურზე გამეღვიძა
და გამოვძვერი, დამაძინეთ რა ხალხი ხართ თქვენ მეთქი.. ღმერთო დედაჩემმა ისე
გამლანძღა დღემდე
მახსოვს.
- აჰაჰაჰაჰ, არც შენ ყოფილხარ ნაკლები- ბოლო ხმაზე ვიცინი მე.- მე ზოგადად სულ
ბიჭების გარემოცვაში
ვიზრდებოდი და მთელი ბავშვობა წრეშიბურთის და ბანბიქტონის თამაშის გარდა
არაფერი მიკეთებია -
ვიკრიჭები დურაკივით- ხანდახან ფეხბურთში თუ დააკლდებოდათ ვინმე, კარებშიც
მაყენებდნენ ხოლმევამატებ სასაცილოდ
- ვერ წარმომიდგენიხარ ეგეთ სიტუაციაში- მეუბნება ის
- ძალიანაც კარგად წარმოიდგენ, უბრალოდ ისეთ პერიოდში გაგიცანი, უკვე
დაჭკვიანებისკენ მივდივარ..
- მეც არ გამიკვირდა, როგორ მიგებს ასე, ყველა ბიჭურ საკითხში მეთქი?!- ამატებს
სიცილით.
- იმიტომ რომ შენ კაი ტიპი ხარ- ვაქებ მე
- კიდე მომიყევი რამე რა - ყელს მიწევს თხოვნით - რაღაც საინტერესო ისტორიები
გაქვს
- აუ პატარები ვიყავით რა , ხოდა ელენეს დავენიძლავე რაღაცაზე, არ მახსოვს
ზუსტად და მოკლედ
მოგებულს უნდა ამოერტყა პანჩური წაგებულისთვის. სხვათაშორის შენი ქათამი
ბიძაშვილის იდეა იყო -
ვხარხარებ მე
- რა უბედურებაა ეს პანჩური, რამე უფრო ნაზი არ მოგივიდათ თავში აზრაად?-
ეცინება მასაც.
-ოო მოიცა, ხოდა წააგო. მე შევკრიბე მთელი ანსამბლი, ვემზადები , ისეთი უნდა
დავარტყა,რომ მაგის სამ
თაობას არ დაავიწყდეს მეთქი. ხოდა ვახურებ ფეხს , ელენე თვალებს ხუჭავს
დარტყმის მოლოდინში, და რომ
ავიქნიე ფეხი , ავყევი მთელი ტანით და ახალმოწმენდილ, გაკრიალებულ იატაკზე
მოვადინე ზღართანილუკა მოკოცელია ოთხად ისე იცინის.
- ეგ იცის ბევრმა ბლატავმა
- 5 წუთი ისე ვეგდე, აზრზე ვერ მოვდიოდი რა დამემართა- მეცინება მეც
- ვახახა,არ შემიძლია- ვერ ჩერდება ის
- აუ ის არ იცი?!
- უი არა- ისევ უტყდება სიცილი ლუკას..
- თუ არ გაჩერდები მაქსიმუმ ხელი ჩამოგართვა და დიპლომირებული ღიმილი
გაჩუქო- ჩემს დალაგებულ
წინადადებაზე იშხნელი სიცილისგან ხავილს იწყებს. მთელი მომსახურე პერსონალი
ჩვენ გვიყურებს , მე
სერიოზულად მცხვენია ამ ცანცარა იდიოტის გამო.
- აი საერთოდ აღარ გცემ ხმას, ვსო - "ვებუტები" მე.
- ცივი წყალი დალიე, გადაგივლის- მთავზობს ის და მე 2 წუთი მართლა ვფიქრობ,
სერიოზულად მითხრა
თუ ისევ დამცინა.
- სიტყვებს ვერ ვპოულობ - ხელებდაკრეფილი ვუყურებ მე
- მოვძებნოთ წამო- მეუბნება და სიცილ-ხარხარით მივუყვებით ბულვარს
მაგ დღეს ლუკამ იმდენი ნაყინი მაჭამა, იმდენი, იმდენი, ცოცხალი როგორ გადავრჩი
მიკვირს..
..

სახლში რომ მივედი , ირგვლივ ყველა და ყველაფერი დავაიგნორე და ეგრევე
სააბაზანოში შევვარდა.
იმდენი ხანი ვტივტივებდი ქაფიან წყალში, ბოლოს ხელები დამეჭმუჭნა.
ცოცხალი თავით არ ამოვდიოდი ..
2 კვირიანი გიჟური გასტროლის მერე, ისეთი დაღლილი ვიყავი, ვინმეს რომ არ
გავეღვიძებინე 3 დღეს არ
გავახელდი თვალებს..
მერე გამახსენდა ზუსტად 6 საათზე დანიშნული რეპეტიცია და ლუკას
გაფრთხილება, გამოგივლი არ
მალოდინოო.
ხმა გვქონდა ისეთ საშინელ დღეში ,რეჟისორი 2 წუთი გაოგნებული გვიყურებდა.
ლუკა სიცილით კვდებოდა, მე - სირცხვილით, სტურუა- ბრაზით..
რეპეტიცია კი არა თეატრის მიმდებარე ტერიტორია რომ არ დაგვატოვებინა მიკვირს..
- კაი ნუ დაიხოკე თავ-პირი შენზე უკეთესი მაინც არავინ ყავს.. - მამშვიდებს ლუკა.
- ოო გადი რაა- მეცინება მე და მანქანაში ვჯდები
- წავიდეთ სადმე?
- ჩემები რომ არ ვნახო მომკლავენ. ელენესთან დამტოვე, ან დათუნასთან. არა , არა
ელენესკენ!

.......


- სად მივდივართ?- მხოლოდ მაშინ გამიჩნდა ეს მეტად ლოგიკური კითხვა როდესაც
საგრძნობლად გავცდით
თბილისს
- დაპირებას ვასრულებ- თვალს მიკრავს ის და მანქანა გზიდან გადაყავს..
ირგვლივ სრული სიცარიელეა. ლუკა ძალიან დიდ მინდორზე აჩერებს მანქანას და
გადადის.
- აააააუ კაიიი?!- გიჟვით მეცინება მე.
ქარი მიბურდავს თმას..
ლუკას ეცინება , უკან მიდგება და ზუსტად იმ თმის სამაგრით მიკრავს , თავისთვის
რომ დაიტოვა. თვალები
აქვს რაღაც საოცრად ნათელი და მშვიდი..
- მოკლედ - მაწვდის ის იარაღას- ასე მოკიდე ორივე ხელი, ნია ნუ ბლაპატობ , ორივე
ხელი მეთქი- ეცინება
მას- ძალიან მძიმეა და გასროლისას, ინერციით, შეიძლება წონასწორობა
დაგაკარგვინოს- მარიგებს ის. მე
მაქსიმალურად ვცდილობ ადრენალინის მოზღვავება მოვთოკო..
მერე არარსებულ სამიზნეს ვუშვერ იარაღს და ვისვრი.. ლუკას, რომ არ დავეჭირე
სავარაუდოდ, ახლაც ძირს
ვეგდებოდი..
- ყოჩაღ, პირველი მცდელობისთვის გადასარევი იყო - მიცინის ის. მე იარაღს ხელში
ვათამაშებ და ლუკას
ვუღიმი..
მერე მახსოვს მეორე გასროლა,ოღონდ ამჯერად ლუკას მიმართულებით.
მერე სისხლი
არც თუ ისე ბევრი
მერე მე იმხელა ხმაზე ვიკივლე , ლუკა აქეთ მამშვიდებდა ორი საათი
- დაგჭერი? ლუკა სისხლი მოგდის..
- უბრალო ნაკაწრია, დამშვიდდი- ტკივილს არ იმჩნევს ის. მე ნერვიულობისგან ხმას
ვერ ვიღებ , მკლავს
მჭიდროდ ვუხვევ
- ჩაჯექი, საავადმყოფოში წავიდეთ..- ლუკა მანქანაში ჯდება.
- საავადმყოფო ყველაზე ცუდი აზრია - მეუბნება ის და ოდნავ მიღიმის.
- აბა ვუყურო როგორ იცლები სისხლისგან? - ვცდილობ რომ სიმშვიდე შევინარჩუნოოთიკოსთან მიმყავხარ,
ვსო , ხმა აღარ ამოიღო- ლუკა გაოცებული მიყურებს
- ოთიკოსთან რა მინდა გოოგო?- ეცინება ისევ.
- ქირურგია ლუკა და მიხარია სიცილის ხასიათზე რომ ხარ.
ნახევარ საათში ჩემს კორპუსთან ვაყენებ მანქანას და სულ ფართხაფურთხით
გადმოვდივარ
ლუკა უკან მომყვება . მარჯვენა ხელი მარცხენას მკლავზე აქვს მოჭერილი.
- ძალიან გტკივა?- ვეკითხები და სახეზე ხელებს ვიფარებ.
იშხნელი ხელებზე მკოცნის და მეხუტება
- ნუ ჩავარდები ისტერიკაში, არ გადამრიო ახლა- ეცინება თან- მართლა ნაკაწრია ნია,
შენ თავს გეფიცებიმეუბნება ის და
მე ვაფიქსირებ,რომ
პირველად მიფიცებს და მეტირება..
ჯერ იმიტომ რომ ვხვდები
ლუკა ძალიან მაგარი ბიჭია და მერე იმიტომ რომ შემეშინდა..
შემეშინდა რომ როდესმე ეს ადამიანი ჩემს გვერდით არ იქნებოდა..
შემეშინდა იმიტომ რომ ლუკა მიყვარდა..

სპექტაკლი


საგრიმიეროში ვარ, მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი გრძელი , ფაშფაშა
კაბა მაცვია და თავი
მადამ ფუფუ მგონია. უკან შავ ფრაკში გამოწყობილი ლუკა მიდგას და სიცილით
კვდება.
- ჯანმრთელი ხარ საერთოდ?- მეცინება მეც
- კაპლი მოგიტანო "ძეტკა?"- სასაცილოდ გამოთქვამს ბოლო სიტყვებს - აუ როგორ
გიხდება ეს
არისტოკრატიული სამოსი, ხელი ხომ არ მეთხოვა ?
- აუ დავაი რა- თმას ვისწორებ მე. ორ წუთში რეჟისორი გვეძახის .
არც კი ვიცი რა მემართება, ამ სულელი ბიჭის გადამკიდე , ძალიან მეშინია, გული არ
წამივიდეს სცენაზე..
ჩვენი ეპიზოდი იწყება თუ არა, ეგრევე თვალში მხვდება წინა რიგებში
ჩამწკრივებული ნაღები საზოგადოება
- ლუკას ორი იმბეცილი ძმაკაცი და ჩემი პირველყოფილი მეგობრები.
მხოლოდ ორი ლოგიკური კითხვა მიჩნდება
სად იშოვა ბექამ დამპალი კომბოსტოსფერი ფრაკი და რა ჯანდაბად უნდოდა
კერესელიძეს ბინოკლი..
ლუკა ისე თამაშობდა გამოცდილი მსახიობი გეგონებოდათ და მე არც კი მჯეროდა
რომ ეს ბიჭი ჩემთვის
აკეთება ამას..
ყველაფერი იმაზე კარგად მიდიოდა ვიდრე წარმომედგინა
მე ანა ვიყავი
ლუკა ალექსეი და ჩვენ
ერთმანეთი გვიყვარდა..
ბოლო ეპიზოდში ლუკას ხელი უნდა ჩაეკიდა ჩემთვის და გავქცეულიყავით.
მეტი არაფერი , საერთოდ...
მე კიდე ძალიან ვიბნევი, როცა ლუკა სცენარს ცვლის- ჩემს წინ დგას და 2 წუთის
განმავლობაში ხმას არ
იღებს.
მე უკვე ვიფიქრე რომ სცენარი დაავიწყდა
დამეფიცება, დარბაზში ბუზი, რომ გაფრენილიყო იმის ხმას გავიგებდი..
ეჭვიც კი შემეპარა -იქ მყოფი 800 კაცი საერთოდ თუ სუნთქავდა
მე თვალებს ვხუჭავ და ლუკა თითქოს მომენტს ელოდა
იხრება და მკოცნის..
მერე ხელს მკიდებს და კულისებისკენ გავრბივართ
ფაქტობრივად დაინგრა დარბაზი
ახლაც ყურში ჩამესმის აბლოდისმენტების ხმა
ახლაც ნათლად ვხედავ სტურუას სახეს, გაოცებულს + ბედნიერი გამომეტყველებით
და მე?
მე ვიდექი და ლუკას ვუყურებდი, ვერც კი ვხვდებოდი რა უნდა მექნა
ის კი როგორც ყოველთვის მიღიმოდა,
ასე
იდგა დურაკივით და ფეხებზე ეკიდა რა შეიძლება მომხდარიყო
უბრალოდ ბედნიერი იყო
და ჰო
მეც ბედნიერი ვიყავი.

.........


-როდის აპირებ თქმას?
- აუ დილის 9 საათზე,რომ არ დამადგე , სხვა დროს ვერ მეჩხუბები მაგაზე?- ბალიშს
ვიფარებ თავზე,რომ
ელენეს წიწკინი როგორმე გადავფარო..
მოსამართლის მოსაცმელი და ჩაქუჩი აკლდა "ტიპშას"
- ლუკა, გაგიჟდება იცოდე და მერე მე არ დამაბრალო- მაფრთხილებს ის
- თუ არ გაჩუმდები ფანჯიდან გადაგაგდებ ძაღლიშვილივიყო - ნერვები მეშლება მე.
ამის ნატაციების
გარეშეც გადასარევად ვიცი, რა მოხდება.
- ჰოდა როდესმე გაშორდი იმ ქაჯს და მერე დაიწყე სერიოზული ურთიერთობები!
- ამ დილაუთენია ჩემი ნერვების საშლელად მოხვედი, თუ რა გინდა , ვერ ვხვდები?!-
სიმწრით მეცინება მე.
- ხოდა , მერე მოხვალ ჩემთან დახმარების სათხოვნელად და ძალიან დაგცინებ
- შენ აღარ თხოვდები??
- კი ერთ თვეში - მეთანხმება ის და მე მომენტალურად აივნის კარებს ვუყურებ,
ვფიქრობ, ის გადავაგდო თუ
მე გადავხტე
- მეღადავები ხო?- მეცინება ისევ .
- არა, სანდრომ მთხოვა ხელი გენავე- ბეჭედს მიფრიალებს წინ.
ღმერთო სად ხარ?!
- ხოდა გამძლეობას გადავულოცავ სულაძეს, მე ვიქნები ცოტახანს ისე, არაფერი
მიჭირს- ელენე საპასუხოდ
ბალიშს მირტყამს..
- მე აქამდე რატო არ მითხარი?- ვეკითხები "გრუზინი" ძმასავით და ძალიან ვხალისობ
ამის რეაქციებზე.
- როდის მეთქვა, აგიტყდა ამ სიბერეში სპექტაკლები , აუ მაგაზე გაამხსენდა, რა
ჩაატარე იმ დღეს?!
- რაც - ვუჭრი მოკლედ და ვუღიმი
- ვერ ხარ მწყობრში ხო?- მეკითხება ძალიან ისეთი ტონით, ეგრევე "ვწვავ" რას
გულისხმობს.
- ძალიან მაგარი გოგოა- ვამბობ მე და ნიას ყველა ნიუანსი მიდგება თვალწინ..
- ხოდა ჩემი ისტერიჩკა რძალი გააქრე საერთოდ, მოკალი, რამე უქენი, დამალე..
- აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევებს..

..........


შაბათს,დილით, ჰიპერხასიათზე გაღვიძებულმა, გადავწყვიტე, რომ წანწალის
ხასიათზე ვიყავი და თან
ძალიან მყავდა მონატრებული ჩემი გადახვეწილი დაქალები
არანაირი რეპეტიცია არ მქონდა, ასე რომ ჩემი თავი მე მეკუთვნოდა მთელი 24
საათით.
მოკლედ მოვემზადე და 1 საათში ელენეს კარებთან ვიყავი აყუდებული
2 საათიანი "ზარუნის" შემდეგ გადავწყვიტე, რომ არ ესმოდათ, მე ძალიან მშვიდად
ამოვიღე ელენეს სახლის
გასაღები და ასევე სიმშვიდით შევედი სახლში..
- ორი საათია კარებთან ვდგავარ- ბუზღუნით შევდივად სამზარეულოში და ძალიან
მრცხვენია როდესაც
უცხო ქალს ვხედავ , რომელიც ძალიან ძალიან ძალიან მაგონებს ლუკა იშხნელს..
- ვაიმე, ვერ დამირეკეთ მერე?- მსაყვედურობს ელენე
- დახედე აბა ტელეფონს
- მოდით ნია, მოდი, ხო იცით ეს როგორი უყურადღებოა- მეუბნება ლია და მკოცნის
- აუ დაიწყო- თვალებს ატრიალებს ელენე. მერე სანდრო ურეკავს და მეორე
სართულზე ადის..
- ხათო გაიცანი ეს ულამაზესი და უსაყვარლესი გოგო ნია ანჯაფარიძეა, ელენეს
ბავშვობის მეგობარი, ნია ეს
ლუკას დედაა- მეუბნება ლია და ჩუმად მიკრავს თვალს
- სასიამოვნოა - ნაზად ვუღიმი ჩემს წინ მჯდომ სადა, მაგრამ უვიდეს ქალს. - ლიაკო
როგორ გიყვარს ხოლმე
ეგეთები- სიმწრით მეცინება მე
- ვაიმე ლია, არ მითხრა რომ ოთიკოს და მაკას შვილია- 2 წუთის შემდეგ ამბობს
ლუკას დედა. მე ფერები
გადამდის სახეზე. თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. 45 წლის იქნებოდა, ძალიან ნაზი
და მოვლილი სახის კანი
ჰქონდა. თვალში ზედმეტად მომხვდა შავი ფერის სამოსი და მისი ოდნავ სევდიანი,
ლუკას მსგავსი თვალები
- მამაშენი ჩემს მეუღლესთან ერთად მუშაობდა კლინიკაში.. ძალიან გავხარ ოთარს,
იმდენი ხანია არ
მინახავს- ამბობს სევდიანად ის.
- ჰოდა გამოგვიარეთ , გაეხარდება ძალიან- ვეუბნები მთელი გულით მე. მერე ელენე
მეძახის..
გასვლამდე , მკაფიოდ გავიგე,როგორ ეუბნებოდა ლიას
- იმ კრეტინკას ნაცვლად, ასეთი გოგო რომ მოეყვანა ცოლად ჩემს შვილს, რა
დაშავდებოდა?!
მერე ოდნავ ვიგრძენი თაბრუს ხვევა და თვალებში დამიბნელდა საგრძნობლად
მილიონი ვარიანტი განვიხილე სანამ ელენესთან შევიდოდი
- რა ფერი გაქ? ნია წყალი დაგისხა?- მეკითხება ელენე. მე გათიშული ვარ
ვერ ვხვდები
ვიტირო თუ ვიცინო
საერთოდ ფანჯრიდან ხომ არ გადავხტე ან ელენეს 200$ ჭაღზე ხომ არ ჩამოვეკიდო..
- ლუკას ცოლი ყავს?- ვეკითხები მოულოდნელი სიმშვიდით . ელენე იბნევა.. არ იცის
რა უნდა მითხრას
- კი, მაგრამ ისე არაა როგორც შენ გგონია- მიხსნის ის. მე მეცინება და ვცდილობ თავი
შევიკავო რომ ბოლო
ხმაზე არ ვიტირო. სახეზე ვიფარებ ხელებს და ყელში გაჩხერილ ბურთს მძიმედ
ვყლაპავ
- დაურეკე ლუკას, აგიხსნის ყველაფერს- მეუბნება ის და ტელეფონს მაწვდის..
მე არც კი ვიცი მიღირს თუ არა, რამის მოსმენა , მაქვს თუ არა ახსნის ნერვები, თუმცა
მინდა..
მინდა რომ გავიგო რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს!
15 წუთის შემდეგ ლუკას მანქანაში ვჯდები და კიდევ 15 წუთი ხმას არ ვიღებთ არც
ერთი..
ლუკა შიგადაშიგ მიყურებს. ალბათ მესამოცე ღერს ეწევა.. მომენტალურაც მეც
ვუკიდებ, ეღიმება..
იცის,რომ მხოლოდ ნერვიულობის დროს ვეწევი.
- როდის აპირებდი თქმას?- ვამბობ ჩამწყდარი ხმით. ლუკა მიყურებს, თითოეული
ნაკვთი გაშეშებული აქვს
თითქოს..
- შენ საიდან გაიგე, ჯერ ის მითხარი- ეღიმება ოდნავ.
- დედაშენი ეუბნებოდა ლიას და გავიგონე
- დედაჩემი??- თვალები უფართოვდება მას- რა იყო სარძლოდ მოეწონე?- ღრმა ნაპასს
ურტყამს ის
- ზუსტად - სიმწრით მეცინება მე
- ნია ეგ გოგო ძალიან შემთხვევითაა ჩემი ცოლი, ფაქტობრივად არ მახსოვს არაფერი.
გავიღვიძე და დავინახე
რომ გვერდით ეძინა, მერე ბეჭედი მომხვდა თვალში და... აუ რაებს მახსნევინებ?-
ნერვები ეშლება იშხნელს.
მოზრდილ წვერს იწვალებს თითებით , ძალიან დაღლილი მეჩვენება. მე თვალებს
ვხუჭავ და საზურგეზე
ვდებ თავს.
- აქამდე როგორ არ მითხრა ვინმემ მიკვირს - ვამბობ ჩუმად- რა ცოლი ლუკა,
ღმერთო, ვერც კი
წარმოვიდგენდი
- მე შენ გეკითხები რამეს ნიჟარაძეზე, ?! - მეუბნება მოულოდნელად
- რა შუაშია აქ ნიჟარაძე??
- თავშია, შენ ეგ ბიჭი გიყვარდა ნია და მე ლენკა არასდროს მყვარებია, "პროსტო"
ფორმალურადაა ჩემი
ცოლი მეტი არაფერი , საერთოდ! ორივე ჩვენი წარსულია ხო? ხოდა თუ გვინდა რომ
კარგად ვიყოთ
დავანებოთ თავი ძველ რამეებს რა. მეც ძალიან კარგად ვიცი,რომ ცუდი სიტუაციაა.
არ აწერს საბუთებს ხელს
და ხო არ მოვკლავ ამის დედა ვატირე?- პირველად ვხედავ ლუკას მდგომარეობიდან
გამოსულს.
- არავინ გეუბნება მოკალიო- ნერვები მეშლება მეც- უფლებაც არ მაქვს რომ
გავბრაზდე?- მზერა მისი
თითებისკენ გამირის და ვხედავ რომ ბეჭედი არ უკეთია- მე ვარ დებილი შენ რატო
გეჩხუბები, საერთოოდვამბობ ცინიკურად და მანქანიდან გადასვლას ვცდილობ. ლუკა კარებს კეტავს
შიგნიდან და ვხვდები რომ
ქაჯობას არანაირი აზრი აქვს..
- რომ გადაგივლის პანიკური შეტევა, აქ ვარ , შემეხმიანე.
- რა გავაკეთო ლუკა, შენი საყვარელი დავირქვა და დავღუპო ყველაფერი?!- მეტირება
მე
- მაგ სიტყვას მეორედ იტყვი და ხმას არ გაგცემ არასდროს- მემუქრება ის
- რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეს ურთიერთობა არანაირად იქნება სწორი
- ფეხებზე ნია ვისთვის იქნება სწორი და ვისთვის არა.
- ნუ მიყვირი!
- ნუ მაყვირებ მაშინ.- თავს საჭეზე დებს.. ვგრძნობ როგორ უხშირდება სუნთქვა.
- და ახლა რა უნდა გავაკეთოთ?- ვეკითხები 2 წუთის მერე
- არ ვიცი ნია- მეუბნება ძალიან სევდიანი ხმით
- უნდა გავწყვიტოთ ყველაფერი რა- ვამბობ მოულოდნელად, ლუკას ცარცისფერი
ედება სახეზე
არაფერს ამბობს ჩუმად ზის და მიყურებს..
-დროებით მაინც, სანამ დალაგდება ეს სიტუაცია
- და გგონია,რომ ერთ-ორ დღეში გამოსწორდება ?!
- არ შემიძლია ლუკა, არაა ეს ყველაფერი ჯანსაღი, მე რომ იმ გოგოს ადგილას ვიყო
მოვკვდებოდი. არ მინდა
რა, რაც არ უნდა იყოს შენი ცოლია და მე არ მინდა დამნაშავედ ვგრძნობდე თავს.. და
გამიღე უნდა წავიდე!-
მონოლოგს ვასრულებ მე. ლუკა ხმას არ იღებს, 2 წუთში ჩამკეტის ხმა ისმის და მე
უსწრაფესად გადავდივარ
მანქანიდან..

დეგენერატი იშხნელი


ელენეს და სანდროს ქორწილზე მე და ნიკუშა ლობჟანიძე გვერდიგვერდ ვისხედით,
პირდაპირ ნეფეპატარძლის წინ და მე მთელი სერიოზულობით თავბედს ვიწყევლიდი.
რაც კი საჭმელი იყო სუფრაზე, ნიკუშამ ყველაფერი გარშემო შემომილაგა. არც ერთი
სალათი დატოვა
ისე,რომ ჩემს თეფზე არ დაეხვავებინა
- აი, ახლა თუ არ გაჩერდები, თავზე დაგაყრი ყველაფერს- ვემუქრები მე . პატარძლის
გვერდით მჯდომ
მარიამს თვალებით ვთხვოვ რომ მისი დეგრადული შეყვარებული გამაშოროს. სულ
ტყუილად, ზის და
დურაკივით იცინის..
- ნია ძალა გჭირდება, ვერ ხედავ პოტენციური მტერი თვალს არ გაშორებს
-რაებს ბოდიალობ შვილო?!- მეცინება და გარემოს ვათვალიერებ
- ხათუნას რომ გოგო ელაპარაკება, ხედავ?- მანიშნებს ის მარჯვნივ მდგომ ორ
ობიექტზე..
ხათუნა მამჩნევს და ხელს ღიმილით მიქნევს.. მის წინ მდგომი, ჩემთვის გაურკვევლი
ვინაობის პიროვნება,
ისეთი სახით მიყურებს მე ეგრევე ვხვდები რა შარშიც გავყავი თავი.
- აუ არააა..- სასოწარკვეთილი სახით ვუყურებ ნიკუშას
- კი, კი - კვდება სიცილით ის.
- შენი გაცნობა შეიძლება "ლამასო?"- მოულოდნელად მესმის ხმა.. ხმა რომლის
გაგონებაც ყველაზე ნაკლებად
მინდოდა ამ სიტუაციაში. ლუკა გვერდით მიჯდება და მომენტალურად 200 კაცი მე
მაშტერდება
- რაზე შევთანხმდით ჩვენ?- კბილებში ვცრი ღიმილით.
- უი , არ მახსოვს- თავს ისულელებს ის
- ლუკა, იშხნელების მთელი სექტა გინდა გადამეკიდოს?- ნერვიულობისგან
სალფეთქს ვინიავებ . ჩემს
გვერდით მჯდომი ნიკუშა, ფაქტობრივად ვეღარ სუნთქავს სიცილისგან.
- საიდან მოიგონე, ნუ- ამობს იშხნელი და ღიმილით ართმევს ვიღაც კაცს ხელს.
- როგორა ხარ ლუკა ?- ეკითხება ის კაცი და პარალელურად მე მაკვირდება
- რავი თენგო, ვარ რა , შენ როგორ ხარ?- მხარზე მეგობრულად ურტყამს ხელს ლუკა
- ძველებურად, ეს ლამაზი გოგო ვინაა?- ეკითხება ჩემზე. მე არც კი ვიცი სად
დავიმალო, აქეთ ნიკუშა ხავის
სიცილისგან, იქეთ დეგენერატი იშხნელი
- ეს ჩემი შეყვარებულია - ამჯერად მართლა მინდა მიწა გასკდეს და ჩამიტანოს..
ფაქტობრივად ფერი აღარ
მადევს სახეზე. საცოდავი კაცი, ისე დაიბნა ხმაც კი ვერ ამოიღო
- შენ ბიჭო ჯანმრთელი ხარ? - ნერვები მეშლება მე
- რა გინდა ვერ გავიგე, მკითხა და მომენტყუებინა?- თავს იმართლებს ის. მე ძალიან
მინდება ტირილი..
- აუ ისე , მართლა რა ვიდზე ხარ, თუ გინდა ვეტყვი ელენეს და სანდროს ადგილები
გაგვიცვალონ, არ
დაწყდებათ გული - მთავაზობს ის და თან ხელს მხვევს.
მე კიდევ ერთხელ ვგრძნობ მილიონი თვალის მზერას.. ლუკას ხელზე ისე ვჩქმეტ,
იმედი მაქვს რომ
სამუდამოდ დაულურჯდება ან განგრენა დაემართება .. მოკლედ, ყველაზე საშინელი
დასასრული
მემეტებოდა იმ მომენტში იშხნელისთვის.
- მეტკინა გოგო - ხელს ისრესს ის
- რა დალიე ასეთი ?- სიმწრით მეცინება მე
- მე დავლიე ცეცხლი, ნავთი , თაკარა?- ამატებს ის
- ზუსტადაც.- მეცინება ისევ მე და ელენეს ვთხოვ შველას .ის პროფესიონალურად
მაიგნორებს და
ნიკუშასთან აგრძელებს ცეკვას
- ცოტა შამპანური, ცოტა ღვინო, ცოტა არაყი და მგონი ვისკიც- თითებზე ითვლის
სასმელების მთელ
ნაკრებს.
- დღეს რომ არ მომვლენოდი აქ გულბაათ ჭავჭავაძედ არ შეიძლებოდა?- ვვოხრავ მე
- ჩემი აზრით , საერთოდ არ ვარ მთვრალი - მეუბნება ის და საკოცნელად იხრება. მე
თავს ვარიდებ
- გინდა რომ გული გამისკდეს ხო?- სერიოზულად მეტირება მე.- ლუკა შენი ცოლი
მოდის!
- მოვიდეს - უდარდელად იჩეჩავს მხრებს ის
- ლუკა არ წავიდეთ სახლში?- ეკითხება ლენკა..იშხნელი ისეთი სახით უყურებს ,
თითქოს პირველად
ხედავს..
- სად "წავიდეთ"?- ბოლო სიტყვას ხაზს უსვამს ლუკა.
- სახლში- იხტიბარს არ იტეხს ლენკა. მე ძალიან მეცოდება ეს გოგო, იმიტომ რომ
ვხვდები ლუკა მართლა
ძალიან უყვარს..
- კი ლენკა, ოღონდ შენ შენს სახლში წახვალ, მე ჩემსაში - მშვიდად ეუბნება ლუკა და
უღიმის
- არ გამაცნობ?- ჩემზე ანიშნებს ლენკა და თვალს არ მაშორებს. მე ლუკას თვალებით
ვთხოვ რომ
ნორმალურად მოიქცეს.
- არაა საჭირო, სახლში მიდიხარ, დაიღლებოდი. - ეუბნება ღიმილით. ხელკავს დებს
და გასასვლელისკენ
მიყავს..
მე საპირფარეშოში გავედი და იმდენი ვიტირე 200 ლარიანი მაკიაჟი , ტალახიანი
წვიმით ჩამობანილს
დაემსგავსა..
ვხვდებოდი რომ ჩემი საათის მექანიზმივით აწყობილი ცხოვრება ნელ-ნელა თავზე
მენგრეოდა.

...


მე ქორწილის მეორე დღეს რაღა თქმა უნდა რეპეტიციები მქონდა, თან
მოსიაშვილიდან გამოსული ეგრევე
რუსთაველის თეატრში გავრბოდი.. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა , საღამოს
7 საათზე
უსიკვდილოდ უნდა ვყოფილიყავი სანდროსთან. ქორწილის მეორე დღის კრებაზე.
ძალიან მეზარებოდა, აი ძალიან.. ისე მინდოდა სახლში წასვლა და ძილი,რომ ცოტა
მაკლდა უარს ვიტყოდი
სანდროსთან გაშლილ "ნიკოფსია-დარუბანდის" სუფრაზე..
მიუხედავად ყველაფრისა, მეგობრებს არ ვუღალატე და ზუსტად 7 საათზე(ზოგადად
პუნქტუალობა ჩემი
კარგი თვისებაა) ბოტასებში და ჯინსის დახეულ შარვალში გამოწყობილმა დავრეკე
ზარი..
კარს იშხნელი მიღებს. მე ღიმილი სახეზე მაცივდება.. იმდენად გაბრაზებული
ვარ,რომ უპრობლემოდ
შემიძლია თავი ვარტყმევინო კედელზე.
- "როჟების" კერვას არ ვართ- ეცინება მას.. მე სახეზე მაწერია გუშინდელი
ინციდენტის კვალი. ლუკაც
ხვდება,რომ სახუმაროდ არ აქვს საქმე და მომენტალურად სერიოზულდება
- გამატარე- ვეუბნები მშვიდად და ვცდილობ კარში გავძვრე.
- აუ კაი ნია რა, ნასვამი ვიყავი- უკან მომდევს წუწუნით. მე სასტუმრო ოთახში
შეკრებილ ნაღებ
საზოგადოებას ვესალმები და მაგიდასთან ადგილს ვიკავებ.. შესვლისთანავე ამჩენსვ
მარიამი ჩემს წაშლილ
ფეისს და სახეზე 2000 კითხვის ნიშანი აწერია, მე დაღლილობას ვიმიზეზებ..
ლუკა წინ მიჯდება. აშკარად არ აქვს გეგმაში თავის დანებება.
მე ვცდილობ რომ 10 საათიანი რეპეტიციების კვალი არ დამემჩნეს და ძილის
შეგრძნება სადღაც მივჩქმალო..
- მთელი დღეა არაფერი გიჭამია , დარწმუნებული ვარ- მეუბნება გულზე
ხელებდაჭდობილი ლუკა
- შენ კიდე ლაპარაკობ? - ისეთი სახით ვეკითხები, აშკარად დამნაშავედ გრძნობს
თავს.
- აუ ნია რა
- რა "აუ ნია რა"?- ბრაზი მახრჩობს მე. ლუკას რაღაცის თქმა უნდა მაგრამ ამ დროს
სანდრო სუფის მეორე
ბოლოდან აწვდის უშველებელ ყანწს, რომლის დანახვისას მე მომენტალურად
მეცვლება ფერები. იშხნელი
უარს ამბობს, თავის ტკივილს და ცუდ პახმელიას იმიზეზებს და ამჯერად ყანწი
დათუნასკენ მიიწევს.
- სანდრო, რა არაჰუმანურობაა, ჯერ პატარა სასმისებით იწყებენ ხოლმე, ზოგადადმეცინება მე
- შენ ბევრს ლაპარაკობ და ვატყობ მოგიწიოს მაგის დაცლა- მემუქრება სულაძე.
მე ხმაურში და ამ ყანწების ფრიალში, იმდენად ვგრძნობ დაღლას, ძალიან მინდება
ყავა, თუმცა
სამზარეულოსკენ მიმავალი გზა იმდენად რთული მეჩვენება რომ წამიერად იდეა
უკან მიმაქვს..
ხუთ წუთში მაინც ვდგები და 2 ლიტრიან ჭიქაში ყავას ვიკეთებ.
- გული გაგიჩერდება შვილო- მესმის ლუკას სიცილნარევი ხმა.
- შენც ეგ არ გინდა მერე?- ვეკითხები ირონიულად და სიგარეტს ვუკიდებ..
სიგარეტის და ყავის მიქსი
უნიკალური რელაქსაციაა, დამიჯერეთ..
- აი რაზე "მიჭედავ", "პროსტო" ამიხსენი- წინ მიჯდება ლუკა და თვალებში მიყურებს.
- რაზეც!- ვუჭრი მე მოკლედ.
- ათასჯერ აგიხსენი,რომ ნასვამი ვიყავი.
- შენმა ცოლმა მოგიწონა საქციელი?- ღრმა ნაპასს ვუტყამ მე.
- რატო ანიჭებ მაგ გოგოს აზრს ამხელა მნიშვნელობას?
- იმიტომ რომ .. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია- ვიბნევი მე.
- მეტი ლოგიკური პასუხი არ გაქვს ხო?- ეცინება მას.
- ხომ შევთანხმდით რომ დროებით გავწყვეტდით ურთიერთობას?!
- ეგ შენი იდეა იყო, როგორც სწორად მახსოვს მე არ დაგეთანხმე- მახსენებს ის.
- მაგრამ არც უარყავი- თვალს ვუკრავ ნიშნისმოგებით.
- დუმილი ყოველთვის არ ნიშნავს თანხმობას.
- ეგ ახლა მოიფიქრე?- ვეკითხები მე. იშხნელი ენას მიყოფს პატარა ბავშვივით. მე
მეცინება, ლუკამ იცის,რომ
თუ გამეცინა , ვსო , უკვე მოგებული აქვს ომი. მოდის და მეხუტება. მე თვალებს
ვხუჭავ და ხელებს ვხვევ
მხრებზე..
- აუ ქორწილზე რომ დაგინახე, 1 კვირიანი დისტანციების მერე, რომ არ მოვსულიყავი
მოვკვდებოდიეცინება მას- ისე რა ბოროტი გოგო ყოფილხაარ, როგორ მაიგნორებდი ყველანაირ
ასპექტში , ახლაც ნერვები
მეშლება.
- სხვანაირად არ შემეძლო- თავს ვიმართლებ მე- ლუკა მაგ გოგოს უყვარხარ!
- აუ ახლა არ დაიწყო ქალური სოლიდარობები, თორე შევირყევი- სიცილით
მაფრთხილებს ის.
- რაც გინდა ის ქენი, სიმართლეს ვამბობ მე.
- ხოდა მე არ მიყვარს ნია და ძალიან დავიღალე ამ თემის განხილვით- თვალებს
მობეზრების ნნიშნად
ატრიალებს ის.
- მე მაინც ძველ აზრზე ვრჩები- ჩემს პოზიციას არ ვთმობ
- კარგად შეინახე ეგ აზრი, არსად დაგეკარგოს- თვალს მიკრავს ლუკა და სასტუმრო
ოთახში გავდივართ..

.......


- აი შენ რო ლენკას იცნობდე დამიჯერე ყოველ დილა საღამოს ჩემთვის ილოცებდიღადავის ხასიათზე
მოდის ის. კაფეში ვსხედვართ მე და ლუკა. ორი საათი ვუმტკიცებდი,რომ ისეთი
ტიპის კაფეებში, როგორიც
"luca polare"ა , ოჯახური,როგორც ასეთი, არ მზადდება. ბოლოს დანებდა,
სოლიდარობა გამომიცხადა და
ცეზარის სალათს დაჯერდა.
- რატო ეგეთი უჟასია?- მეცინება მეც
- ჩვეულებრივი ქათამია- სიგარეტს უკიდებს ის
- მერე შენთან რა უნდა?
- ბავშვობიდან ვუყვარვარ და ისეთი რამე იჩალიჩა, აი დღემდე ვშტერდები რომ
მახსენდება- ისევ ეცინება
მას- ამას რა გაჭმევს?- ამატებს ის და სალათის თეფშს გვერდით წევს..
- მართლა არაფერი გახსოვს?!- ვერ ვიჯერებ მე .
- შენ მომიკვდე..
- ხო არ მოგაჯადოვა?
- შენ გიგუშასთან შეკარი პირი?!
- არა, უბრალოდ მეტი ლოგიკური არაფერი მახსენდება- მეცინება მეც
- არ ვიცი ნია რა, მაგაზე რო ვიფიქრო ჭკუიდან გადავალ , ხოდა არც ვფიქრობ- სახეზე
ისვამს ხელებს ის
- დედაშენმა როგორ მიიღო ეგ ტრაგედია?- მეცინება მე
- განსაკუთრებული რეაქცია არ ქონია - მხრებს იჩეჩავს ის
- ძალიან საყვარელი ქალია - გულწრფელად ვეუბნები მე
- შენზე რომ ვუთხარი, გაგიჟდა- იცინის ის
- რა უთხარი?- ცარცისფერი მედება სახეზე მე
- რომ ჩემი შეყვარებული ხარ - მშვიდად ამბობს ის
- ღმერთო რა დაგიშავე- ვვოხრავ მე- მერე რაო ?
- ხო გეუბნები , გაგიჟდა- ეცინება მას.
- მეც ეგეთი რეაქცია მექნებოდა - ორაზროვნად ვამბობ მე
- სიხარულით გაგიჟდა შვილო
- სხვათაშორის ჩემებს იცნობს კარგად- თემა გადამაქვს მე
- ვაა , საიდან ნეტა?!
- ოთიკოს მეგობარი ყოფილა მამაშენი- ვახარე მე
- მამაჩემი დაიღუპა , ნია- მეუბნება და მე მინდა მიწა გასკდეს და ჩამიტანოს ,
იმდენად დიდი ტკივილი
მოდის ლუკადან..
ხმას ვერ ვიღებ, ყველაზე მეტად ვერ ვიტან ასეთ დროს მობოდიშებებს და ეგეთ
იდიოტობებს.
- 16 წლის ვიყავი მაშინ, იმ ეტაპზე ყველაზე მეტად მჭირდებოდა მამის გვერდით
დგომა, "პროსტო" რთულია
რა. მთელი პასუხისმგებლობა ჩემზე გადმოვიდა. ერთადერთი დავითის სიტყვები არ
ამომდის გონებიდან.
კასეტაზე ჩაწერილი ხმასავით ვრთავ,როცა ყველაზე მეტად მიჭირს და ზედმიწევნით
100ჯერ ვიმეორებ,რომ
ჩემი იმედი აქვს..
- რა დაემართა?- ვეკითხები ჩამწყდარი ხმით და ვააანალიზებ ხათუნას დაღლილი
თუმცა ამაყი მზერის
შინაარსს. სწორედ იმ წუთში ვხვდები,რომ ის ქალი, შავი სამოსით ატარებდა
სიყვარულს და მომენტალურად
ძალიან დიდი პატივისცემა ვიგრძენი მის მიმართ
-ოპერაციის დროს გულის შეტევა - წყლიანი თვალები აქვს ლუკას. მე სუნთქვა
მეკვრის
ზოგადად, ჩემი ცხოვრების ის პერიოდი , რაც ლუკასთან მაკავშირებდა ძალიან გავდა
სერიალს და
სერიოზულად დავეჭვდი,რომ სადღაც კამერები ეყენა და მიღებდნენ
- მე და დედაჩემი დავრჩით, მე სულ მინდოდა სამედიცინოზე ჩაბარება , "პროსტა" მაგ
ამბის მერე, "ვაბშე"
დავიკიდე ეგ.. ეკონომიური დავამთავრე, რამდენიმე წელში ხათუნამ დავითის
ბიზნესი გადმომიფორმა და
ბიჭებთან ერთად დავიწყე მოღვაწეობა- ცდილობს ოდავ მაინც გამომისწოროს
ხასიათი
- ბავშვობაში, როდესაც +3 კილოზე ვწუწუნებდი, ოთიკომ მითხრა, რომ გამორჩეული
ვერ გახდები, ასეთად
უნდა დაიბადო.. და რომ მნიშვნელობა არ ქონდა მე რა მეცმეოდა, რამდენი კილო
ვიქნებოდი და ზოგადად
მსგავს ნიუანსებს. რაც არ უნდა ყოფილიყო მე მაინც ნია ვიყავი,იმიტომ რომ ჩემი
სული არ იცვლებოდა.
შენ ზუსტად იმიტომ ხარ გამორჩეულად კარგი,რომ ძალიან ლამაზი სული გაქვს
ლუკა და მე ყველაზე მეტად
ამის მჯერა, მჯერა,რომ წლების მერე, შეიძლება საერთოდაც უცხოსავით გამიარო
გვერდი,მაგრამ მე მუდამ
მემახსოვრება,რომ შენ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ!

13 ივლისი


გასტროლი მქონდა იტალიაში. ამჯერად 1 თვიანი და მე წინასწარ ვაწყობდი გეგმებს ,
თუ როგორ
შემეპარებინა ამხელა ვადით წასვლა ლუკასთვის. ზუსტად ვიცოდი ისიც
წამოვიდოდა,მაგრამ არ მინდოდა
ჩემს გამო მნიშვნელოვანი საქმეები გვერდით გადაედო.
იმ დღეს სახლში ვიყავი ,day off მქონდა გამოცხადებული ოფიციალურად. ჩემები
წასულები იყვნენ
მანჩოსთან, მე მეორე დღეს ისედაც მივფრინავდი , ასე რომ 24 საათიანი
თავისუფლებით ვტკბებოდი.

საღამო იყო კარზე ზარი რომ გაისმა.. მე ტანსაცმელს
ვალაგებდი,ფაქტობრივად მთელი
გარდერობი მიმქონდა ..
ერთი გაფიქრება, ისიც ვიფიქრე, არ გავაღებ მეთქი, მაგრამ სინდისმა შემაწუხა და
როდესაც კართან მდგომი
ლენკა ჯღარკავა დავინახე, სისხლი გამეყინა.
- შეიძლება?- მეკითხება ლენკა. მე თავით ვანიშნე,რომ შემოსულიყო.
ძალიან უბრალო გოგო იყო, არაფრით გამორჩეული.. ყავისფერი თმა და ამავე ფერის
თვალები ქონდა..
ლენკა სავარძელში ჩამოჯდა , მე- მის წინ..
5 წუთის განმავლობაში არც ერთი ვიღებდით ხმას..
ზუსტად ამას გავურბოდი მთელი ეს პერიოდი. არ მინდოდა შემეხედა მისთვის და
სინდისის გრძნობას
შევეწუხებინე..
- მოკლედ, მიხვდებოდი რისთვისაც ვარ აქ- ლენკაც ნერვიულობს. ცივი ხმა აქვს ,
მაგრამ თითები
უკანკალებს საგრძნობლად. მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.
- დიდი ხანია რაც თქვენი ურთიერთობის შესახებ ვიცი და მიზანმიმართულად
ვიკავებდი თავს, იქნებ
მიხვდეს ორივე მეთქი, მაგრამ ამჯერად ძალიან შეტოპეთ - მე ნელ-ნელა მახსენდება
ლუკას მონაყოლი და
ლენკაზე ყველა დადებითი აზრი მიქრება.
- და მერე?- არ ვიხევ უკან მე- რისი თქმა გინდა ლენკა, პირდაპირ თქვი, არ მაქვს
დიდი დრო- ნერვები
მეშლება მის ქედმაღლურ საქციელზე.
- ფეხმძიმედ ვარ ლუკასგან- მკვეთრად გამოთქვამს მის სახელს. მე თაბრუ მესხმისდა თუ მე არ
მითვალისწინებ, იცოდე , ეს ბავში უმამოდ,რომ გაიზარდოს, მხოლოდ შენი ბრალი
იქნება..
არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი აფექტურ მდგომარეობაში , შოკიდან რომ გამოვედი
ლენკა იქ აღარ იყო.
მე ვგრძნობდი,რომ სრული ისტერიკა მქონდა..
აზრებს ვერ ვალაგებდი, ასე მეგონა ტვინში ყველაფერი ამირიეს..
ვიწყებდი თავიდან და ვერ ჩავდიოდი ბოლოში, ანდაც პირიქით, თუმცა რა აზრი აქვს.
ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, აი მთელი ცხოვრება რომ ვერ
წარმოვიდგენდი, ისეთი რამე
დამემართა..
13 რიცხვი ამჯერად თარსი გამოდგა..
მე ნია ანჯაფარიძე, 15 წუთში ყველაზე უბედური გავხდი..
ძალიან ახლო მანძილია ბედნიერებიდან უბედურებამდე. ერთი თვალის დახამხამება
საკმარისია და უკვე
სხვა პლატფორმაზე დგახარ, სხვა გადმოსახედიდან უყურებ ყველაფერს..
მე ვერასდროს აღვწერ რა საშინელებაა როდესაც ხდება ის რასაც ვერც კი
წარმოიდგენდი, როდესაც შენი
გეგმები, იდეები, აზრები 180 გრადუსით იცვლება, როდესაც არც კი იცი,როგორ
მოიქცე, სად წახვიდე, ვის
შეაფარო თავი , რომ ამ სუიციდისკენ მიმავლ ფიქრებს თავი დააღწიო.
მეორედ თვალები აეროპორტში დავხუჭე , ისე ძლიერ,რომ ცრემლები წამომივიდა..
ძალიან ცუდად გავაპრავე არა?
რალურად, ჰო, ვტიროდი..
20 წლის ასაკში დანგრეული ცხოვრება მეტირებოდა.. დასთან გაუქმებული
ხელშეკრულება, მიტოვებული
რუსთაველის თეატრი, გაურკვევლობაში მყოფი დედ-მამა, გაუფრთხილებელი
სამეგობრო.
არავინ იცოდა,რატომ გავაკეთე ეს..
არავინ საერთოდ..
მე ვიცოდი მხოლოდ ის,რომ რეალობას სხვანაირად ვერ შევცვლიდი. ლუკა არ
დამთმობდა, მე კიდევ არ
მეყოფოდა ძალა იმისთვის,რომ უსამართლოდ მებრძოლა..
და მაინც რა მოხდებოდა,რომ იშხნელი ცოტათი ადრე გამეცნო, ან საერთოდ არ
გამოჩენილიყო ჩემს
ცხოვრებაში?!
ვერ ვფიქრობ.. იმიტომ რომ რაც გიწერია , შანსი არაა,რომ აგცდეს.
ლუკა ჩემ ბედისწერა იყო და მის იქით ვარიანტი არ განიხილება, რაც არ უნდა
ყოფილიყო,რომელი გზითაც
არ უნდა წავსულიყავი, ბოლოს მაინც იმ წერტილთან მივიდოდი,სადაც ის იდგა..
და მე მივხდი,რომ გაცილებით ადვილია იცხოვრო წიგნებით, ვიდრე იყო წიგნის
გმირი..

II ნაწილი


არ მახსოვს ზუსტად სად, მაგრამ ერთხელ წავიკითხე:
" როდესაც ვინმე მკითხავს, თუ რა არის ჯოჯოხეთი, მე ვუპასუხებ, რომ ჯოჯოხეთი
არის
მანძილი იმ ადამიანებს შორის, რომელთაც უყვართ ერთმანეთი"


ელიზაბედ ანჯაფარიძე


მამიდაჩემი, ლიზა ანჯაფარიძე 18 წლის იყო კახი მაღრაძეს რომ გაყვა ცოლად. ძალიან
ყვარებია თურმე ლიზას, მაგრამ კახიმ უღალატა, მამიდაჩემმა ეს ვერ აიტანა და
გაშორდა..
ერთი ამბები ყოფილა მაგაზე..
ლიზა ულამაზესი ქალია. საშუალო სიმაღლის, მუქი მწვანე თვალები და ბუნებრივად
შავი თმა აქვს. აი სულ ვფიქრობ სად ქონდა კახის ტვინი ლიზას, რომ უღალატა ან
როგორი დეგენერატი უნდა იყო, რომ გვერდით ღმერთივით ქალი გედგეს და შენ
უღალატო.
მეორედ 23 წლის იყო რომ გათხოვდა..
კაფეში დაეხმარა უცხოელს,რომელიც მიმტანს გაჭირვებით უხსნიდა რაღაცას
იტალურად, ლიზამ კი თარჯიმნის როლი იკისრა.
ეს უცხოელი საბოლოო ჯამში მილიონერი აღმოჩნა,რომელსაც თავდავიწყებით
შეუყვარდა ლიზა და 5 თვეში ცოლად მოიყვანა.. ლიზამ საქართველო ვერ დათმო ,
სამაგიეროდ დავიდმა წამოიწყო ახალი ბიზნესი თბილისში.
დავიდს ძალიან უყვარს საქართველო , მაგის ნება რომ ყოფილიყო სულ თბილისში
იცხოვრებდა , მაგრამ რაღაც პრობლემები შეექმნა და ასე მოუწიათ საქართველოს
დატოვება.
და მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ დავიდ კიელინი მსოფლიოში ყველაზე კეთილი
და საყვარელი კაცია.
ლიზას და დავიდს ორი შვილი ყავთ. ლევან და ანნა კიელინები. იტალიის მასშტაბით
ყველაზე სულელი და-ძმა. აი, დამერწმუნეთ ქართული სისხლი და იტალიური შარმი
საოცარი მიქსია.
ქართული სახელებიც ერთგვარი სიმბოლოა.

რომის ნაცნობ ქუჩებს თვალი მშვიდად მოვავლე , ტაქსი გავაჩერე და მისამართი
ვუკარნახე. ნახევარ საათში მანქანა ძალიან დიდ , შავ ჭიშკართან გაჩერდა. მე ჭიშკარი
ჩვეული აუღელვებლობით შევაღე და დაცვის წევრებში ჩემი ძმაკაცის ძებნა დავიწყე.
ისიც ადვილად მამჩნევს და ჩემკენ ორმეტრიანი ნაბიჯებით
მოემართება.
- საიმოონ - ხელებს ვშლი და ჩემზე ორი თავით მაღალ კაცს ვეხუტები. საიმონი
დავიდის დაცვის უცვლელი
წევრია..
10 წუთიანი მოკითხვების შემდეგ სახლისკენ მიმავალ ბილიკს გავუყევი და კარზე
ზარი დავრეკე. 2 წამში შესასვლელში მამიდაჩემის გაკვირვებული სახე მეხატება.
მე ვდგავარ დაღლილი, ნამტირალევი, უძილარი, უბედური და ყველაფერი
საშინელება ერთად, პატარა ჩემოდნით ხელში ..
- ნია?! რა გჭირს? შემოდი , ხომ მშვიდობაა?- სანამ მისაღებიდან სასტუმრო ოთახამდე
მივიდოდი მამიდაჩემი
ახალ-ახალ კითხვებს იგონებდა..
- როგორ ხარ ლიზა?- ვეკითხები გაბზარული ხმით.. ის სასწრაფო წესით მიმზადებს
ყავას და მიხვედრაც არ უნდა რომ ყველაფერს დეტალურად მაყოლებს..
- შენებმა არ იცის აქ რომ ხარ?- მეკითხება რამდენიმე ხნის შემდეგ.
- იციან უბრალოდ მიზეზი არ მითქვამს.
- ნიი, გაქცევა გამოსავალი არაა.
- სხვანაირად არ შემეძლო ლიზა, შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას?!- მეტირება
მე.
- მნიშვნელობა არ აქვს მე რას ვიზამდი , მთავარია,რომ ეს შენი ცხოვრებაა და ყველა
გადადგმული ნაბიჯი შენს მომავალზე აისახება.. რამდენი ხანიც გინდა იმდენ ხანს
დარჩი, ჩემო საყვარელო, უბრალოდ იცოდე,რომ ამ დროს უკან ვეღარ დააბრუნებ!!- მე
ლიზას ვეხუტები და ვერაფერს ვამბობ..
- ადი მაღლა, გამოიძინე, ბავშვებიც მალე მოვლენ და აი ნახავ 2 კვირაში ყველაფერი
დალაგდება- მიღიმის
ლიზა.

....


- და შენც ასე ქაჯივით დაკარი ფეხი და წამოხვედი ხოო?- ყურებს არ უჯერებს ანნა.
ყველაზე ქარიზმატული
გოგოა ვინც კი მინახავს.
- ვაიმე ნუ შემჭამე რა- მეცინება მე.
- გოგო, მოგესმინა მაინც იმ ბიჭისთვის- ნერვები ეშლება მას.
- რა უნდა მომესმინა ანნა, ნუ გამაგიჟე?!
- რა და დებილი ხარ , აი თავს დავდებ,რომ მოგატყუა იმ ტუპიაკმა.
- რაში ჭირდებოდა?!
- ღმერთო მაღალო- ზეცას უყურებს ის- გრამი ტვინი გაგემეტებინა ჩემი
ბიძაშვილისთვის, ასე დაგენანა?-აგრძელებს ღმერთთან ლაპარაკს ის..
- რაღაც უნდა მომაფიქრებინო ანნა, ასე ვერ ვიჯდები.
- რა გავაკეთო? ძალით ჩაგტენო თვითმფრინავში თუ ლუკა ჩამოგიყვანო აქ?- ეცინება
მას.
- არა იდიოტო, უნდა ვიმუშაო, ან ვისწავლო, ან რამე უნდა გავაკეთო მომკლავს ასე
ყოფნა- წუწუნს ვიწყებბ მე.
- მთელი ცხოვრება რაღაცას აკეთებ.. დაისვენე შვილო!- სერიოზულად ჩაიქნია ჩემზე
ხელი მან.
- აუ , პაკა რა, ლევანი დემახმარება - გადავწყვიტე მე.
- მაგის იმედი დავიდსაც აღარ აქვს- ეცინება მას.
- აუ ძაან "ნი ნარმალნი" ტიპია
- ნია, არც კი მჯერა ასე რომ გხედავ - თემას ცვლის ის
- ასე როგორ?- სიგარეტს ვუკიდებ მე.
- დაღლილი ხარ ძალიან- ზუსტად ვხვდები რასაც გულისხმობს..
- ეგრეა- ვეთანმები მეც..
- მანახე ლუკას ფოტო- თვალები უციმციმებს მას.
- არ მაქვს- მეღიმება მე.
- სოციალურ ქსელში ვნახოთ- არ ნებდება ანნა
- არ იყენებს - ისევ მეცინება მე.
- რატო ძაან მახინჯია?
- რას იგონებ ახლა- ვხარხარებ მე.
-ძაან უცნაური წყვილი ხართ.
- რაღა "ვართ"- სიმწრით მეცინება.. თვალწინ გამირბინა ლუკასთან გატარებულმა 15
თვემ..
- აუ ნიაა- მეხუტება ის . ყველაზე მეტად ეშინია ჩემი ტირილის. იმიტომ რომ ჯერ
ძალიან იშვიათად გამოვდივარ მდგომარეობიდან, მერე იმიტომ რომ თუ მაინც მოხდა
სასწაული და ტირილი დავიწყე მესამე მსოფლიო ომის ტოლფასია. მაგ დროს ყველა
იბნევა..
- მიღალატა ხვდები? არ ქონდა ნათქვამი მიყვარხარო, ჩვენს ურთიერთობას არც
ჭირდებოდა დაკონკრეტება
და აფიშირება.. ცოლთან მიღალატა ანნა, ისე მოხდა რომ გაბრაზების უფლებაც არ
მაქვს, როგორ უნდა მოვთხოვო პასუხი ვერ ვხვდები.
- ნია არ გამაგიჟო- თვალებს არ უჯერებს ანნა. ხო ვთქვი ისე იბნევა ვერ ხვდება რა
უნდა ქნას ამ მომენტში.
- როგორ გამიკეთა ეს?? სრულიად უფუნქციო ვარ წარმოიდგინე.. გათენდა და
მივხვდი რომ ყველაზე უბედური ვიყავი , ყველაფერი მივატოვე, ყველაფერი გავწირე,
თავი დავიღუპე ამ ურთიერთობით.. იმ გოგოებს დავემსგავსე, ადრე ერთად რომ
დავცინოდით ხოლმე- ვერ ვწყნარდები მე.
- დამშვიდდი გეხვეწები რა- ჩემთან ერთად იწყებს ტირილს ანნა - და გაიგუდები ნუ
ეწევი ამდენს- ხელიდან
მაგდებინებს მე-15 ღერს. მე ვდგები, ღამის რომს ვუყურებ ფანჯრიდან
სუნთქვა მეკვრის, როცა წარმოვიდგენ საიდან სად მოვედი..
თითქოს გულზე ხელი მომიჭირეს.. ყველა, თითოეული უჯრედი გამეთიშა, და მე
მივხვდი ,რომ ყველაზე
საშინელი გრძნობა იმედგაცრუებაა!!

რომი


რომი-მსოფლიოს ცენტი
დაუსრულებელი, ხმაურიანი ქუჩებით..
ანტიკური ხანისა და თანამედროვეობის საოცარი მიქსი.
კულტურა..
გამუდმებით უამრავი ტურისტი,
ბედნიერი სახეები,
შარმიანი იტალიელები და
მე- მსოფლიოში ყველაზე უბედური გოგო.
რომი კარგი ქალაქი იყო, ჩემი დასაწუნი არაფერი ჰქონდა, ნამდვილად, მაგრამ მე ჩემი
თბილისი მერჩივნა
იმ წუთში ყველაფერს.
უბრალოდ ვცხოვრობდი ..
ადვილად გავერკვიე ყველაფერში.
იტალიურის ცოდნა გამომადგა, შედეგი გამოიღო მაკას ჩიჩინმა, ვერ დაუკარგავ, რაც
იცის- იცის!!
მუშაობა დამაწყებინა დავიდმა თავის კომპანიაში , ელემენტარულ რამეებში იმდენს
მიხდიდნენ, ძალიანაც
რომ მდომოდა თვიდან თვემდე ვერ დავხარჯავდი.
ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში ,არც ერთ ჩემს მეგობარს არ შევხმიანებივარ, მაკა და
ოთიკოც მკაცრად
გავაფრთხილე- ჩემი ადგილსამყოფელი არ ეთქვათ არავისთვის
ჩვეულებრივი დეზერტირი ვიყავი , ნუ!
უბრალოდ ვერიდებოდი ყველაფერს რაც ჩემს თავს მახსენებდა.
ძალიან მიჭირდა მართლა, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ასეთი რამ მოხდებოდა..
მაგრამ დროის უკან დაბრუნება რომც შემეძლოს, არაფერს შევცვლიდი, იმიტომმ რომ
არის რაღაცეები რაც
უნდა გამოცადო..
ყოველთვის ვფიქრობდი რომ ადამიანმა საკუთარი თავი არანაირ სიტუაციაში არ
უნდა დაკარგოს და მე,
როდესაც სარკეში ვიხედებოდი,საერთოდ ვერ ვცდნობდი იმ გოგოს რომელიც
მიყურებდა.. უბრალოდ
ვიდექი და სიმწრით მეღიმებოდა.. თითოეული ნაკვთი ემთხვეოდა არადა, ერთი
აკლდა მხოლოდ- ფუნქცია
ფუნქცია რომელიც თბილისში დავტოვე.

....


დეკემბერი იყო..
მე სერიოზულად, ყოველ საღამოს ვსვამდი დიაზეპამს და ისე ვიძინებდი. ძალიან
მშლიდა თავდაჯერებული,
ძლიერი ქალის იმიჯი.
მერე უცებ მივხვდი რომ სისულელე იყო ყველაფერი, ავიღე ტელეფონი და დათუნას
ნომერი ავკრიბე. ასე
მეგონა, გული გამისკდება, იმდენად ვნერვიულობდი.
- გისმენთ- ხმას ვერ ვიღებ, მხოლოდ მაშინ მივხვდი და მთელი ძალით განვიცადე
მომხდარის სიმძაფრე.
- როგორ ხარ დათუნა?!- ვეკითხები ხმაჩამწყდარი. ვიცი რომ მიცნო, მიცნო და
ზუსტად ისე ეტკინა გული
როგორც მე.
- სხვაგან მოვხვდით- მეუბნება და მითიშავს..
მე ისეთი ტირილი ამიტყდა,დავიდი სერიოზულად დაეჭვდა ჩემს ჯანსაღ ფსიქიკაში..
მერე.. მერე გონება დავკარგე და რომ გავიღვიძე სულ სხვა თვალით შევხედე
ყველაფერს.
მივხვდი რომ საშინელება გავაკეთე,
რომ ჩემი ცხოვრება მოვისპე და არც მათ დავაკელი.
წარმოვიდგინე როგორი ნაწყენი იყო დათუნა, რომ ჩემთან ლაპარაკიც არ უნდოდა..
იმ მომენტში ყველაზე ცუდი მეგონა ჩემი თავი..
მეორედ ავიღე ტელეფონი ხელში და ამჯერად ელენეს ნომერი ავკრიბე.
ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის მომენტი
- ნია???- სულ ვიცოდი რომ ამ გოგოს ტელეპატიური ნიჭი ქონდა..
- ელე- მიტყდება ისტერიკული ტირილი მე
- ნიააა, გესმის ჩემი?? - ჩამკივის ტელეფონში ის
- მესმის ელე, როგორ ხართ??- ცრემლებს ვიწმენდ თან..
- შენ? შენ როგორ ხარ?! საერთოდ რა ხდება ნია, ამიხსენი - ხმაში ბზარი ერევა
- დათუნამ გამითიშა , ელენე, წარმოიდგინე ჩემთან ლაპარაკიც არ უნდა - ვერ
ვმშვიდდები მე.
- გიკვირს ნია?- ბრაზდება ის- გაგიჟებულები ვართ, ყველგან გეძებეთ, უცებ წკაპ და
გაქრი, შენი აზრით
როგორი რეაქცია უნდა ქონოდა?!
- საშინელი ადამიანი ვარ - თვალი მიშტერდება მე.
- დამირეკე ვიდეოთვალით რა, შეიძლება შევირყიო ახლა- ნერვები ეშლება ელენეს.
მე ვრისკავ და 10 წუთში ვურეკავ..
ვხედავ, სადღაც 5 თვის ფეხმძიმე ელენეს, რომელსაც თვალები ტირილისგან
ჩასიებული აქვს და
გაბრაზებულს + მონატრებული მზერით მიყურებს.
- ნია, არც კი მჯერა- ემოციებს ვერ იკავებს ის. - ასე მეგონა მთელი ცხოვრება არ
გაგცემდი ხმას- ეცინება
ოდნავ.
-ძალიან მენატრებით ყველა..
- როგორ ვნერვიულობდით წარმოდგენა არ გაქვს- თვალებში წყენა ეტყობა მას..
- სხვანაირად არ გამოდიოდა - თავის მართლებას ვიწყებ მე.
- რა მოხდა ნია? ?
- არ გვინდა მაგაზე რა, თქვენზე მომიიყევი რამე, - თემა გადამაქვს მე.
- იცი როგორ ნერვიულობს ლუკა?! - იგივეს აწვება ის.
-ინერვიულოს- ვჯიუტობ მეც.
- რა ხდება ნია, რა??- ცრემლები მოსდის მას
- დამიფიცე რომ არ ეტყვი არაფერს
- აუ ნიაა
- უბრალოდ დაიფიცე ელენე- ხმაში ბზარი მიჩნდება მე.
- საერთოდ ვერ ხვდები ვერაფერს ხო?! 8 თვეა არ ჩანხარ, ყველანაირი კონტაქტი,
გაწყვიტე გაურკვეველი ვადით დაიკარგე, ახალა მირეკავ და პირობებსაც მიყენებ?
- ნეტა შემეძლოს აგიხსნათ ყველაფერი - გული მტკივა მე.
- უბრალოდ ასე არ უნდა მომხდარიყო - არც კი ვიცი რა ვუპასუხო, მის გამობერილ
მუცელზე მიჩერდება
მზერა და გულში სიტბო მეღვრება
- როგორ გიხდება ფეხმძიმობა- გადამაქვს თემა მე
- სულ ტყუილად მკერავ, მაინც არ მოგანათლინებ- ენას მიყოფს ელენე.
- ელე, ჩემი და ლუკას ამბავი მაინც აღარ გამოვა- მიზეზს ვხვდები მე და ნაღვლიანად
ვუღიმი.
- ნუ მანერვიულებ, ჩემთვის არ შეიძლება.. - იცინის ის.
- რაღა დროს მაგაზე ნერვიულობაა - ხელი ჩავიქნიე მე.
- ნიაა - თვალებს მიქაჩავს ის.
- წავედი, გკოცნი ბევრს , საღამოს დამახვედრე ბავშვები, დროა რაღაცები
გამოვასწორო- ჰაეროვან კოცნას
ვუგზავნი და ვთიშავ..

.....


ყველაფერი ძალიან მარტივად იწყება..
ჩნდება შენს ცხოვრებაში ადამიანი,რომელიც მეტამორფოზს ახდენს.
თავდაპირველად გგონია,რომ მნიშვნელოვანი არაა და არაფერს შეცვლის,
რაღაც პერიოდის მერე აცნობიერებ,რომ მისი დანახვა გიხარია,
მერე ნელ-ნელა გიჩნდება საუბრის, ნახვის , ურთიერთობის სურვილი,
მერე ხვდები,რომ იმაზე მნიშვნელოვანია,ვიდრე ყველა დანარჩენი,
ხვდები რომ დედამიწა მხოლოდ მის გარშემო ბრუნავს, მხოლოდ ის გიზიდავს,
მხოლოდ ის იწვევს შენში
ენდორფინების მოზღვავებას..
მე ეგრე დამემართა
დავხუჭე თვალები, გავახილე და ყველაფერი სხვანაირად იყო..
ისეთი რამეები დავაფასე და გავაცნობიერე, რასაც აქამდე არც ვაქცევდი ყურადღებას..
მივხვდი რომ "ადამიანი ადამიანისთვის დღეა",
რომ სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მუდამ მემახსოვრებოდა მისი გამოხედვა, ხმა,
შეხებისას დატოვებული
შეგრძნება,
მოზღვავებული ემოციები,
გათენებული ღამეები,
დაუგეგმავი ბედნიერებები,
და ათასი რამ..
სულ ვფიქრობდი,რომ ადამიანებმა გულს ძალიან უაზროდ შეტენეს სიყვარულის
ფუნქცია. გიყვარს მანამ,
სანამ გახსოვს.
ეგრეა რა
აი წარმოიდგინე, დაკარგე მეხსიერება..
ყველას ერთ ფერში ხედავ, ვერავის ცნობ, ფიქრობ რომელი შეიძლება იყოს შენი
საყვარელი ადამიანი, მაგრამ
სულ ტყუილად
უბრალოდ ტვინის ის უბანი სადაც ინახებოდა მოგონებები, შეგრძნებები, ყველა ფირი
საერთოდ,
გადამწვარია.
უყურებ ცარიელი თვალებით, უყურებ და ხედავ,როგორი იმედით სავსეა, როგორ
უნდა რომ სულ პატარა
დეტალი მაინც გახსოვდეს.
ვერ ცნობ და შესაბამისად არ გიყვარს..
ზუსტად ეგაა
მეხსიერებაა მთავარი
მთავარია შეგრძნება არ დაივიწყო,
ემოცია გქონდეს შესაბამისი.
მე მახსოვდა ლუკა,
მახსოვდა და ეგ იყო ყველაზე დიდი უბედურება,რომ ვერ ამოვშალე გონებიდან.
რაც არ უნდა გამეკეთებინა სულ მყავდა ქვეცნობიერში..
მოულოდნელად ორ საპირისპირო პოლუსზე აღმოვჩნდით და ამან დამანგრია..
არადა არც არაფერი ყოფილა ისეთი.
იყო ის , რასაც არ ჭირდებოდა ზედმეტი სიტყვები, აფიშირებები, დეფინიციები
მე ვფიქროვდი რომ ყველაფერი სულ ასე იქნებოდა, არ ვუფრთხილდებოდი წუთებს,
რაც ყველაზე
მნიშვნელოვანია, მეგონა რომ დრო ბევრი მქონდა, არადა ახლა რომ მახსენდება
მეცინება...
შესაძლებლობა რომ მქონდეს თითოეულ წამს გამოვიყენებდი და ძალიან ბევრ
დასამახსოვრებელ მომენტს
შევქმნიდი..
ახლა კი ვერაფერს ვცვლი
ვერც ვბრაზდები
ვერც ვპატიობ,
შუალედური გრძნობაა.
ისე დაუგეგმავად დასრულდა. როგორც დაიწყო..
12 თვე,
366 დღე,
366 ჯერ 24 საათი ,
და წუთები?
ვინ მოთვლის
ან წამებს..
ძვლების ატიკიებამდე მონატრებული ადამიანები,
შენი იმპულსურობის შედეგი და
ყველა უბედურების კასკადი..

.....


- ეგენი კიდე არ მელაპარაკებიან?- მეცინება სიმწრით მე.
- ჰო იცი ,რომ ძალიან ნაწყენია ორივე - დიპლომატის როლს თამაშობს მარიამი.
-ამ ბოლოს შენზე ჩამოვარდა ლაპარაკი და ლუკამ გიკითხა, ამდენი ხნის
განმავლობაში პირველად სხვათაშორის- ეცინება ელენეს.
- ჩემს მოკითხვებს ურჩევნია ცოლ-შვილს მიხედოს- ვეღარ მოვითმინე და წავკბინე მე.
ელენეს გაოცებულმა სახემ შოკში ჩამაგდო, მარიამის გაურკვეველმა მიმიკამ
საერთოდ..
- ცოლ რას?- ჩამეძია ელენე
- ცოლ-შვილს ელენე- დავუზუსტე მე. მარიამის ისტერიკულ სიცილზე და ელენეს
წაშლილ "ფეისზე" ფსიქიკა ჩვეულებრივად შემერყა.
- გააფრინე ნია?
- რაა არაა ეგრე?- ნერვები მომეშალა მე.
- გვეღადავება უეჭველი - ამბობს მარიამი და ამ დროის განმავლობაში მესამე ღერს
უკიდებს
- რა ცოლი და შვილი ნია, ამიხსენი ნორმალურად
- ლენკა იყო ჩემთან მოსული. ფეხმძიმედ ვარ ლუკასგან და ძალიან გთხოვ
"ჩამოგვეხსენო"- ვუხსნი ძალიან მშვიდად..
- და შენც დაუჯერე ხო?- ფერი არ ადევს სახეზე ელენეს.
- ვერ გავიგე- ძალიან ვიბნევი მე.
- დებილი ხარ შვილო?! მაგას როგორ დაუჯერე, ტიპი ავადმყოფია რა მოიგონა "ვაბშე"
აზრზე ხარ?!-ისტერიკაშია მარიამი. მე უკვე არ ვიცი რა ემოცია უნდა მქონდეს.
უბრალოდ ვზივარ და ვერ ვიაზრებ ამ ყველაფერს.
- ერთხელ მაინც დაგერეკა და გეკითხა , ერთხელ მაინც წამოგცდენოდა , ასე როგორ
მოიქეცი არ მესმის.
-ელენე , ნუ მიმატებ რა- მეტირება მე.
მერე ვგრძნობ როგორ მეკვრება თვალებზე ნისლი, როგორ მიკანკალებს მთელი
სხეული როდესაც მოულოდნელად მონიტორზე ლუკა იშხნელის სახე ჩნდება,
სახე რომელზეც გარკვევით, ზუსტად სამ წამში ამოვიკითხე
მონატრება,
სიყვარული,
იმედი,
დარდი,
ტკივილი,
და დაღლა..
მერე მე მომენტალურად გავთიშე და სამ წამში გონება დავკარგე .

..........


- რელაქსაცია გჭირდება შენ,თორე ვატყობ მალე შიზოფრენიკი გახდები- თავზე
მადგას ლევანი და მორალს მიკითხავს.
- მე ვეთანხმები სრულიად- მხარს უჭერს ანნა
- რა გინდათ , რატო გადამეკიდეთ ორივეე?- ნერვები მეშლება მე და აბურდული
თმის გასწორებას ვცდილობ.
- ნია, მისმინე შვილო, რომში ხარ , გაიხედე, გამოიხედე, თვალს წყალი დაალევინე,
საბურთალო და რუსთაველის თეატრი მერეც გეყოფა.
-რას მთავაზობ აბა- ვინტერესდები მე.
-ზღვაზე წავიდეთ - მეკრიჭება ლევანი, ზუსტად იცის რომ დავთანხმდები და უხარია.
ტირენიის ზღვიდან რომი 24 კილომეტრის სავალზეა. ლევანმა მანქანაში ძალიან
ჩვეულებრივად ჩაგვტენა . მთელი გზა ენა არ გაუჩერებია
- აი იტალიელი ქალები ხო არიან მარა ლიზას გეფიცები ქართველები მაინც სულ სხვა
ხართ რა-ამბობს მოულოდნელად და გამომცდელად მიყურებს
- რა მოიგონე ახლა?- მეცინება მე და ვცდილობ ყურადღება გადავატანინო
- არაფერი მომიგონებია. რაღაც სპეციფიკური ხასიათი გაქვთ. ძალიან
თავდაჯერებულები ხართ- მიღიმის ის- აი მაგალითად შენ ,იმდენად ამაყი ხარ ნია,
სიმართლის აღიარებაც არ გინდა.- თვალს მიკრავს ის.- გგონია რომ ეს რამეს შეცვლის.
- რა სიმართლის ლევან, კარგი რაა- მეტირება მე
- იმ სიმართლის რომ შეგეძლო გაგერკვია და მერე გადაგეწყვიტა შენი მომავალი. შენ
კიდე ამის მაგივრად არც აახსნევინე, უცებ გადაწყვიტე,რომ უნდა დაგეკრა ფეხი და
გამოქცეოდი რეალობას- მიხსნის ანნა.
ლევანი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
-პროსტო ტეხავს რა, წარმოიდგინე რამდენი დრო დაკარგე, რამდენი რამ გამოტოვე
სიამაყის და დებილური თავმოყვარეობის გამო. ერთი წუთითაც რომ დაგეცადა და
ლუკასთვის მოგესმინა , უბრალოდ მოგესმინა ნია, შენ ეგ გზაც მოუჭერი ტიპს და რომ
გიყურებ იმდენად მყარად დგახარ შენს პოზიციაზე, ჩვენთანაც კი არ იმჩნევ არაფერს.
- ძალიან გვიანია ლევან და საეერთოდ არ მჭირდება აღზრა-განმანათლებობრივი
ნატაციები.
- 1 წელია აქ ხარ, გიყურებ, აი "იავნად" გაკვირდები და ვხედავ როგორ ძალიან
გენატრება ის ყველაფერი და პრინციპის გამო არ ბრუნდები- ეცინება მას.
მე პროტესტის ნიშნად ხმას აღარ ვიღებ, ჩემთვის ვზივარ ჩაბუსული და ვცდილობ არ
ვიტირო.
- არა რა, მაინც მაგრები ხართ ქართველი ქალები -ამატებს 10 წუთის შემდეგ.

...


- ნია , შეიძლება?- კარებიდან მიღიმის დავიდი
- მოდი, მოდი- ვანიშებ ხელით.. დავიდი ჩემს წინ ჯდება, ძალიან საქმიანი და
სერიოზული სახით.
- რაღაცაში მჭირდება შენი დახმარება- მეუბნება ოდნავ მორიდებით.
- კაი რა ნუ მემორცხვები ამხელა კაცი- მეცინება მე- რითაც შემეძლება ყველანაირად
დაგეხმარები, you know!
- 2 საათში მოდიან თბილისელი ინვესტორები, რაღაც პროექტს ვიწყებთ ერთად..
ჩემი დამტვრეული ქართულით ვერაფერს გავაგებინებ, so u know what i mean ?-
მიცინის საყვარლად ის.
- არაა პრობლემა დავიდ - ქართველებთან დიალოგის პერსპექტივა მხიბლავს მე.
მითუმეტეს,როცა სიტყვა თბილისი მესმის..
2 საათში მთავარი კაბინეტის კარებს ვაღებ , სადაც მოლაპარაკება იმართება
და არც მეტი არც ნაკლები
ვხედავ ორ საოცრად ნაცნობ და საყვარელ სახეს..
თვალებში მიბნელდება ოდნავ, მერე ვხვდები როგორ მითრთის თითოეული ნერვი..
დავიდი ისეთი შეშინებული მიყურებდა სავარაუდოდ ფერიც არ მედო სახეზე..
- ნია?!- მესმის ნაცნობი ხმა და სკამის საზურგეს ვეყრდნობი, რომ არ წავიქცე..
- თქვენ..- სიტყვა მიწყდება შუაში და არ ვიცი ამ სიტუაციას რა მოვუხერხო
-აუ ცუდადაა მგონი ტო- ამბობს გიგუშა. ბექა წყალს მაწვდის და ძალით მასმევს 1
ბოთლს
- რა ხდება ნია?- მეკითხება შეშინებული დავიდი.
- ჩემი თბილისელი მეგობრები არიან- ვამბობ ცოტახნის შემდეგ და ბიჭებს ვუყურებ.
მერე ვდგები და ორივეს ისე ვეხუტები,
ისე რომ ეჭვი მეპარება ყველა ნეკნი ჩავუმტვრიე..
- შე უნამუსო ბავშვო, რატო გადაგვაგდე ასე სრულიად საქართველო?!- ჩემს ხასიათზე
მოყვანას ცდილობს ბექა.
- სხვანაირად არ გამოდიოდა ბექა- სევდიანად მეღიმება მე.
- რა ნაგლია ნახე რა, ძმაკაცი დამიავადმყოფა და სხვანაირად არ გამოვიდოდაოეცინება გიგუშას..
- ეგ ისედაც ავადმყოფი იყო, მე ნუ შემაწმენდთ ყველაფერს..
- ნია, შენ ახლა ჩაალაგებ და თბილისში წამოგვყვები - მეუბნება ბექა ძალიან
თბილისური აქცენტით და მეტირება,როცა ვხვდები რომ სიგიჟემდე მყავს
მონატრებული ყველაფერი
აბსოლუტურად ყველაფერი რაც ჩემს წარსულს უკავშირდება..
- არ გამოვა ეგრე- თავს ვაქნევ უარის ნიშნად.
- შენ გგონია რომ ჩვენ აქ მართლა დიპლომატური მოლაპარაკებისთვის ვართ
ჩამოსულები?- ძველბიჭურს + თავდაჯერებულად დგას კერესელიძე და თავს ძლივს
ვიკავებ რომ ისტერიკა არ დამეწყოს, აქ შუა კომპანიაში, რომის ცენტრში და არ
შევყარო სრულიად იტალია.
- არ შემიძლია ახლა - სახეზე ხელებს ვიფარებ მე.
- საკმარისი არ იყო ეს დრო?! წელიწადნახევარია ნია გასული, 2-3 დღე კი არა.. რაატო
არ თმობ მაგ "დებილი გოგოს" პრინციპებს არ ვიცი რა- ხელების შლით მელაპარაკება
კერესელიძე.
მერე ორივე მიხვდა რომ ჩემთან ლაპარაკს აზრი არ ქონდა.
ინვესტიციის საქმე 1 საათში მოაგვარეს. დავიდმა თავი გაიგიჟა ჩემთან უნდა
დარჩეთო, თბილისში 10 წლიანი ცხოვრების შემდეგ გადმოედო ქართული სტუმართმასპინძლობა..
ლიზამ ძაან ჩვეულებრივად გაშალა ქართული სუფრა და ბიჭებმა ტრადიციული
გამართეს ქეიფი , ნუ სხვანაირად არც წარმომედგინა..
დავიდი ჩამოაძინეს მაგიდასთან და
მერე ჩვენ მთელი ღამე ვისხედით და ათას რამეზე ვლაპარაკობდით.
- ლუკას თუ ასეთი მააგრი ძმაკაცები ყავს, წარმომიდგენია თვითონ ლუკა რა იქნებათვალს მიკრავს ანა..
მე ვუყურებდი ჩემი ბავშვობის ძალიან ახლო, ორ უსაყვარლეს მეგობარს.
ადამიანები, რომლებიც ძალიან მაგონებდნენ ჩემს ნამდვილ სახეს..
ბიჭებს, რომლებთან ერთადაც თავი ისევ თბილისში მეგონა..

მირაჟი


"ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები, მოულოდნელად ხდება"

რომის ვოიაჟი მას შემდეგ დაიწყო როდესაც ჩემმა ულტრაენერგიულმა მამიდაშვილმა
გადაწყვიტა,რომ ჩემი ასე გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ასეთი ხასიათით
შინაბერობას გამოვკრავდი ხელს..
იმდენად დაუღალავად ცდილობდა ჩემს გარეთ გაყვანას და გამოცოცხლებას,ძალიან
მეცინებოდა ხოლმე მის საქმიან იმიჯზე..
ბიჭების ნახვიდან 1 თვე იყო გასული..
მე კოლიზეუმის წინ ვიდექი და ლევანს ვუცდიდი..
ყველაზე არაპუნქტუალური ტიპი იყო მთელს დედამიწაზე..
სიცხე იყო ისეთი იწვოდა რომი და იმ დეგენერატმა შუა ცენტრში გამომჭიმა თან
მკაცრად გაამფრთხილა, მანდ იყავი მალე მოვალ, შენი ძებნის ნერვი არ მაქვსო..
- რა ფერი გაქ ,, მთელი დღე მზეზე ხარ ?- შორიდან მიკივის ძლივს გამოჩენილი
"იტალიის სიშარმე"
- რა გაღრიალებს იდიოტო- სირცხვილისგან ქუდს ვინიავებ,როცა ვხედავ რომ
სრულიად მთელი რომი ჩვენ ორს გვიყურებს
- დაიკიდე, ჩვენები არიან- ხელს მხვევს ლევანი და მე ამ დროს, მომენტალურად
გვერდით ვიხედები და ვგრძნობ როგორ მეკვეთება მუხლები,
მიხშირდება სუნთქვა
და ზოგადად როგორ მედება ზეწრისფერი..
იმიტომ რომ არც მეტი და არც ნაკლები, ჩემგან 30 მეტრის მოშორებით , გზის მეორე
მხარეს დგას
ლუკა იშხნელი..
თვალები ძალიან მაგრად დავხუჭე და ლევანს დავეყრდენი,რომ არ წავქცეულიყავი.
- რა გჭირს, ცუდად ხარ?- პანიკაში ვარდება ლევანი- თვალები გაახილე შვილო,
ნერვები არ მომიშალო
- ლევან მარჯვნივ გაიხედე- ძლივს გასაგონად ვამბობ მე და ქუთუთოებს
ერთმანეთზე მთელი ძალით ვაჭერ.
- ნია, რამე ახალი თამაშიაა? შენიდან მარჯვნივ გავიხედო თუ ჩემიდან მარჯვნივ? ხო
იცი მაგას ვერ ვხვდები და რატო მეღადავები?- წუწუნს იწყებს ლევანი. მეცინება..
მირაჟი იყო, მე ყოველ შემთხვევაში ასე გადავწყვიტე, რადგან როცა თვალები
გავახილე ლუკა იქ აღარ იდგა.

.......


ჩემი ჰაილეველთეორიებიდან ყველაზე გამორჩეული სამყაროს მუდმივობის
თეორიაა:
18 წლამდე ცხოვრებას უყურებ როგორც თამაშს, სადაც შენ ხარ მთავარი მოქმედი
გმირი და ყველაფერი შენს გარშემო ხდება..
18-დან 30 წლამდე ცხოვრებას ტესტავ..
მის შემადგენელ ყველა კომპონენტს აგემოვნებ და დასკვნები ნელ-ნელა გამოგაქ..
30 წლის შემდეგ ხვდები,რომ რაღაც მნიშვნელოანი უნდა შექმნა
ხე დარგო, შვილი გააჩინო, ძაღლი იყოლიო..
ანუ იწყებ ისეთი რამის კეთებას, რაც ცხოვრებას აზრს მისცემს.
აი 40 წლის მერე, ხვდები რომ გადამწყვეტი სვლა უნდა გააკეთო..
ან დატოვო რამე ღირებული, ან მოკვდე ისე რომ მხოლოდ საფლავის ქვაზე
დაწერილი ეპიტაფია დარჩეს,რომელსაც დრო ნელ-ნელა ამოაკლებს ასოებს..
60 წლის ასაკიდან ზიხარ თბილ ბუხართან, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ცუდიმოხუცთა თავშესაფარი ჩავთვალოთ, და უცდი როდის მოგიკაკუნებს კარზე
სიკვდილი,რომ მისი ბლანტი სხეულით შთანთქას შენი სული..
მსოფლიოს მუდმივობის თეორია უსასრულოა:
იბადები , ცხოვრობ(ცოცხლობ) და კვდები!
სიკვდილი გარდაუვალი რამეა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს და
ამავდროულად მაშინებს..
მომწონს, იმიტომ რომ აზრს აძლევს თითოეულ წამს
და მაშინებს, იმიტომ რომ სიკვდილი დავიწყების დასაწყისია..
და არის კიდევ ერთი..
ფიზიკის დაწერილი წესი, რომელიც ცხოვრების ლაითმოტივად მიმაჩნია:
F=-F, ფიზიკის ენაზე ეს ნიუტონის მესამე კანონია, რომელიც იშიფრება ასე :
ქმედება იწვევს უკუქმედებას, ხოლო ცხოვრებაში ბუმერანგის პრინციპი მისი
იმიტაციაა..
რასაც გასცემ აუცილებლად უკან გიბრუნდება..

COME BACK-როგოც ასეთი


ჩემს თბილისში დაბრუნებას ყოველთვის საოცარ შეგრძნებასთან ვაასოცირებდი..
მეგონა ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდი, თამამად ამოვისუნთქებდი და ყველაფერს
თავიდან დავიწყებდი.
არაფერი ყოფილა მსგავსი.
ფეხი დავდგი თუ არა მიწაზე ისეთი საშინელი თაბრუსხვევა ვიგრძენი, ლევანს რომ
არ შეეშველებინა ხელი , კრახით დასრულდებოდა ჩემი 22 წლიანი ცხოვრება..
ნუცუბიძემდე სანამ მივიდოდით გზაში ათას რამეზე ვფიქრობდი და
ბოლოსდაბოლოს მივხვდი,რომ ყველაფერი ჩემი დაუფიქრებელი საქციელის შედეგი
იყო..
- თვითგვემას შეეშვი- თვალებს მიქაჩავს ანა.. მე ფანჯრიდან ვუყურებ ნაცნობ გზებს,
ქუჩებს, ხალხს და იმ წუთში მგონია, რომ ყველა გლოვობს..
არ ვიცი რამდენი ხნის მერე დადგა ის მომენტი,როცა მე უნდა გადავსულიყავი
მანქანიდან, ამევლო 4 სართული და შევსულიყავი სახლში, სადაც ბედნიერების და
მანჩოს ღიმილის ნაცვლად , სიცარიელე , ბებიაჩემის გაციებული სხეული და
უემოციო სახე დამხვდებოდა..
სადარბაზოსთან გიორგი მხვდება ნიჟარაძე, მეზობელ ბიჭებთან ერთად. შორიდან
მიქნევს ხელს. მე გიორგის ვეხუტები, ისე ვეხუტები,როგორც ბავშობაში,როდესაც
რამის მეშინოდა..
- ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება!- საფეთქელთან მკოცნის ის..
4 სართული როგორ ავიარე არ მახსოვს..
ერთადერთი დედაჩემის ჩასიებული თვალები და ბრაზნარევი მზერა არ
დამავიწყდება არასდროს..
მე სათვალეს ვიხსნი, მანჩოსთან მივდივარ და ვერ ვიჯერებ,რომ ბებიაჩემი იმ
საშინელ რამეში წევს,რომელიც მარადიულ ძილთნ ასოცირდება..
მგონია რომ ხუმრობს, თვალებს გაახელს და ძალიან დამცინებს.
სახეზე ვეფერები, ზუსტად ისეთია როგორიც დავტოვე, უბერებელი და ლამაზი..
მაკა ორ წამში ჩნდება ჩემთან და მეხუტება.. ყველა ნერვი ერთად მტკივდება..
ეს იყო მომენტი,როდესაც ვერც ვტიროდი, საერთოდ ვერაფერს ვაკეთებდი. ვიდექით
ორივე კუბოს წინ, ვუყურებდით მანჩოს ისეთ ამპლუაში,როგორშიც ვერ
წარმოგვედგინა ვერასდროს.
- მაპატიეთ რა- ჩახლეჩილი ხმით , ძლივს გასაგონად ვამბობ და ვგრძნობ როგორ
გვხვევს ხელებს ოთიკო..
ისევ , როგორც ყოველთვის, მანჩომ გაგვაერთიანა..
ისეთი ძალით,რომ ვერაფერი შეძლებდა ჩვენს დაშორებას, ზუსტად ვიცოდი!
და აქამდე ჩემთვის რომ გეკითხათ რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაშიო, გიპასუხებდით
:- არაფერს, იყოს ყველაფერი ისე, როგორც არის..
მაგრამ ამ დღის შემდეგ ჩემი პასუხია: სიკვდილის ღილაკს გავაუქმებდი და ღმერთს
პროტესტს გამოვუცხადებდი ყველა უსამართლო გადაწყვეტილებაზე!!

...


- რომელიმეს სიკვდილს უცდიდი?- მესმის დათუნას ხმა
სიგარეტს აივნის მოაჯირზე ვაწვავ და უკან ნელა ვბრუნდები.
ხმას არ ვიღებ, უბრალოდ ვდგავარ და ბავშვობის ორ ძმაკაცს ვუყურებ..
- სერიოზული "ობრაზია" ნია, ძალიან ეფექტურად დაგვიკიდე- ამბობს სანდრო და
შეუვალი , გაქვავებული სახით მიყურებს.მე მეცინება, ვიცი,რომ ასეთ დროს ორივეს
ეკეტება და საშინელება შეიძლება მოხდეს, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ..
ორივე ხვდება,რომ ეს სიცილი ისტერიკის დასაწყისია და ბრაზი შიშით ეცვლებათ..
მთელი ამ პერიოდის ნაგროვები ერთად მომაწვა და მომენტალურად ჩავიკეცე..
დათუნას ისეთი სწრაფი რეაქცია ქონდა ძირს დაცემაც ვერ მოვასწარი, ჰაერში
დამიჭირა.
- ძაღლიშვილივიყო ახლა არ იტირო თორე მეოთხედან გადავხტები- მემუქრება
სანდრო.
- რეებს ეუბნები ბიჭო კიდე ეგ უნდა?
- გული გინდათ გამისკდეს ხო?- ვამბობ ძლივს გასაგონად და დათუნას ვეყრდნობი
- ყველაზე ნაკლებად შენ თავს გეფიცები- მეუბნება დათუნა და შუბლზე მკოცნის..
- ახლა დაისვენე მიდი, გადაივლის ეს ამბები და მერე დაგელაპარაკებით- ტონს არ
ცვლის სანდრო..
ვხვდები რომ ორივე უსაზღვროდ ნაწყენია ჩემზე, ვხვდები რომ ყველაფერი ერთად
დამენგრა თავზე,
ვხვდები რომ ყველას ცხოვრება თავდაყირა დავაყენე..
- ამ ბოლო დროს ისე ხშირად ვიხდი ბოდიშებს, უკვე ცხოვრების წესად მექცა..
- არც გაბედო და ბოდიში არ მოიხადო იმაზე,რასაც ვერ გამოასწორებ.- მაწყვეტინებს
სანდრო.
-შენი გადაწყვეტილება იყო და პატივს ვცემთ ყველა, უბრალოდ მაგ
"გადაწყვეტილებებში" ჩვენ არც ერთი პროცენტით გაგვითვალისწინე და ეგ გვწყინს -
მიხსნის დათუნა და 205-ე ღერს უკიდებს..
-ლუკა?!- მოულოდნელად ვკითხულობ მე
- ლუკა ცოლ-შვილს უვლის- იცინის სანდრო და პარალელურად თვალს მიკრავს
- შეცდომას ყველა უშვებს ნია.. მთავარია მისი გამოსწორება შეგეძლოს და გინდოდეს,
მთავარი სურვილის სიძლიერეა!

....

მანჩოს გასვენებაზე და დაკრძალვაზე არსებული ხალხის რაოდენობას ჩემი
მათემატიკური გათვლები არ ეყოფა..
მე ვიდექი უმოძრაო, უფუნქციო, მიყინული ერთ ადგილს, როგორც ყოველთვის ვერც
ვტიროდი, უბრალოდ არ მინდოდა დაჯერება ამ ყველაფრის..
ოთიკო დამეფიცება რომ სხეულის ყველა უჯრედი მტკიოდა.
მეგონა,რომ წუთიწუთზე გული გამისკდებოდა..
ასეა რა, კაცობრიობის ისტორია საუკუნეებს ითვლის და ჩვენ ადამიანებმა მიანც ვერ
ვისწავლეთ- უნდა გავუფრთხილდეთ დროს!!
მე მაგალითად სულ მეგონა,რომ რა დროც არ უნდა გასულიყო, მანჩო აუცილებლად
დამხვდებოდა!
აღარ დამხვდა და ღმერთმა ამით იცი რა მასწავლა?!
მასწავლა, რომ ყველაფერს თავისი ვადა აქვს!

შეხვედრა


ჩემი ჩამოსვლიდან 3 კვირა იყო გასული..
სანდროსთან და ელენესთან რჩებოდნენ ბავშვები.. მე ღამის 11 საათზე ავიჩემე, რომ
აუცილებლად სახლში უნდა წავსულიყავი, კარები გამოვიხურე და კიბეებზე მთელი
სისწრაფით დავეშვი.. პარალელურად ტელეფონს ვიღებდი ჯიბიდან განათების
ჩასართავად, როცა ვიღაცას მთელი ძალით შევასკდი..
- აუ ბოდიში რა, რამე ხო არ იტკინე?! - მომენტალურად მუხლები მეკვეთება, მესმის
ხმა რომელიც ამ დროის განმავლობაში ყველაზე მეტად მენატრებოდა. ლუკა
ტელეფონის ასაღებად იხრება
- არაუშავს- ვპასუხობ არეული ხმით.ტელეფონს ვართმევ და იმ მომენტში, როცა
ჩვენი ხელები ერთმანეთს ეხებიან ორივე ვკრთებით.. მე ვდგავარ, ადგილიდან არ
ვიძვრი, ის სიგარეტს ნერვიულად უკიდებს და ძალიან დიდხანს მაკვირდება..
- როგორ ხარ ნია? - ამბობს მოულოდნელად და ახლა ისე, როგორც არასდროს, ძალიან
მინდა 13ივლისი იყოს და მე ჯერ კიდევ სახლში მყოფი ლუკასთვის სათქმელ
წინადადებებს ვალაგებდე..
- არამიშავს შენ?- ხმა მიწყდება ..ვგრძნობ, რომ ისიც, ისევე როგორც მე, ძალიან
ნერვიულობს.. გამხდარი და დაღლილი მეჩვენება.. კაპიუშონიანი მოსაცმელი, ჯინსის
გაქექილი შარვალი და მაღალ ყელიანი all star-ები აცვია. ტიპიური თბილისელი ბიჭი
მიდგას წინ და ჰო მეც ტიპიური გოგო ვარ, რომელმაც არ იცის სად გააქროს ეს
სულისშემხუთველი შეგრძნება.
- ვარ რა - მპასუხობს და ღრმა ნაპასს ურტყამს- მარტო სად მიდიხარ ასე გვიან?
- სახლში - მხრებებს ვიჩეჩავ მე და კიბის მოაჯირს ვეყრდნობი.
- წამო გაგაცილებ - მეუბნება ძალიან უშუალოდ, თითქოს დიდი ხნის უნახავი
დაქალი ვიყო.. მე მომენტალურად უკან მიმაქვს მანქანით წასვლის პერსპექტივა,
ლუკას არ ვეწინააღმდეგები.
წვიმა იყო, ოქრობრის შუა რიცხვები. მოვდიოდი ბიჭის გვერდით რომელიც ყველაზე
მეტად მიყვარდა მთელს დედამიწაზე და ვგრძნობდი რომ ჩვენს შორის არსებული
სივრცე სულებს შორის მანძილზე გაცილებით პატარა იყო..
ლუკას მოულოდნელად ეცინება, მე ინტერესით ვუყურებ.
- იმდენჯერ მიფიქრია ჩვენს შეხვედრაზე და ამ მომენტზე ,იმდენჯერ დამიწყვია
შენთან სათქმელი და ახლა როცა აქ ხარ, არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა - ხმა
უსევდიანდება მას.. მე სახეს წვიმის წვეთებს ვუშვერ, თვალებს ვხუჭავ და ღრმად
ვსუნთქავ..
- არაფერია სათქმელი ლუკა- ვამბობ ცოტა ხნის შემდეგ.
- ჰოარაა?!- მეკითხება უაზროდ და მეასე ღერს უკიდებს
- ისევ ბევრს ეწევი - ვამბობ "სხვათაშორის"..
- და ხო არ იცი რატო? - მიყურებს, ჩემს ყველა ნაკვთს და მიმიკას სწავლობე ასე
მგონია.
- არ ვიცი ლუკა - მიწყდება ხმა.. ყველაზე მეტად მინდა რომ ეს მტანჯველი გზა
დასრულდეს , სახლში ავიდე და ძალიან ბევრი ვიტირო..
- შეცვლილი ხარ - ამბობს ხუთწუთიანი სიჩუმის შემდეგ
- ზუსტად ის ვარ რაც ვიყავი ლუკა - მეღიმება ოდნავ
- არა ნია არ ხარ - თავს აქნევს უარის ნიშნად. მე ღრმად ვსუნთქავ. ვიცი რამე რომ
ვთქვა სრული ისტერიკა დამემართება
- მაშინ რომში, თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მოვსულიყავი.. ისეთი ლამაზი იყავი ,
ისე გიხდებოდა ის თეთრი კაბა შოკოლადისფერ სხეულზე.-ამბობს ამღვრეული ხმით
და ფეხით კენჭს ისვრის ჰაერში.
- შენ იქ იყავი? - გული მეკუმშება იმ დღის გახსენებაზე. ლუკა თანხმობის ნიშნად
თავს მიქნევს
- მე კიდე მეგონა, რომ მომეჩვენე. რატომ არ მოხვედი ? - საყვადურივით გამომდის.
- ვაპირებდი მაგრამ შენს გვერდით სხვა იყო ნია- ხმა უნაღვლიანდება მას. მე მეცინება
, მეცინება იმაზე რომ ყველაფერი ასე აეწყო ერთმანეთს..
- მაინც მომაგენი - თვალები მიცრემლიანდება, მაქსიმალურად ვცდილობ თავი
ხელში ავიყვანო, მაგრამ არ გამომდის..
- სიმართლე რომ გითხრა მეორე დღესვე ვიცოდი სადაც იყავი- მიღიმის ის
- როგორ?- ვერ ვიჯერებ მე
- მარტივად - ისევ იღიმის ლუკა. სადარბაზოს ვუახლოვდებით..
- ლუკა ბედისწერის გჯერა?- ვეკითხები მოულოდნელად .. ლუკა ჯიბეებში
ხელებჩაწყობილი დგას, თავი გვერდით აქვს გადახრილი და მიღიმის..
- ბედისწერის ისეთ პონტში, სიყვარულის მჯერა!- მე თვალებს ვხუჭავ, ცრემლები
სახეს მისველებს.. ლუკა მოულოდნელად წელზე მხვევს ხელს და ვგრძნობ როგორ
მეკვრის გაყინული ტუჩებით საფეთქელთან.. ადგილიდან არ ვიძვრი, ასე მგონია ერთ
წერტილს მივეყინე.. ასე ვდგავართ ორივე.
ის მკოცნის, მე- ვტირი და მგონია გული გამისკდება.
- ადი გაცივდები - ამბობს გაბზარული ხმით და ლამპიონის შუქზე ვამჩნევ, როგორ
აქვს ჩაწითლებული და ამღვრეული თვალები
- ლუკა- მისკენ ვბრუნდები. ის ისევ იქ დგას და თვალს არ მაშორებს.
- ის ბიჭი ჩემი მამიდაშვილია და ჰო, სიყვარულის მეც მჯერა!

...


- გააფრინე სულ ხო?- კარებშივე იწყებს ელენე
- გამარჯობა ელენე, მეც კარგად - ვპასუხობ მშვიდი ხმით, იმავე სიმშვიდით
ვსთავსდები სავარძელში და ვუცდი მორიგ შემოტევას
- რატომ ეყენა შენი მანქანა ჩემს სახლთან , ამიხსენი!!
- ღმერთო ამდენი ენერგია საიდან აქვს?
- ღმერთთან ლაპარაკს მორჩი და მე გამეცი პასუხი- არ ნებდება ის- ნია იმ წვიმაში,
სიცივეში, თავსხმაში და მთელ უბედურებებში ფეხით როგორ წახვედი, სულ
გაგიჟდი?
- ლუკამ გამაცილა- ვამბობ და თვალებს ვხუჭავ მისი რეაქციის მოლოდინში
- ბატონოოო?!- ყურებს არ უჯერებს ის
- ჰო კიბეებზე შემხვდა, გაგაცილებო და რა მექნა ხო არ გადავიჭრიდი ვენებს
- აუ ჰო ნია, ისე სულ არ გინდოდა რომ გამოგყოლოდა- დამცინის ის- რაო რა
გითხრა?!
- არაფერი ისეთი - თავს ვარიდებ მასზე ლაპარაკს მე
- ნუ ცდილობ ჩემთან მაინც ამტკიცო საპირისპირო, შუბლზე გაწერია ყველაფერი -
თვალს მიკრავს ის
- საბა საადაა?- თემას ვცვლი მე
- ძინავს არ გააღვიძო!

მეორე შეხვედრა


23 ნოემბერს , ბატონი ნიკუშა ლობჟანიძის დაბადების დღეზე მთელი ნაღები
საზოგადოება დოლიძეზე იყრიდა თავს..
მე ძალიან არ მქონდა ქეიფის , დროს ტარების, ხმაურის, ხორხოცის და მთელი
უბედურებების თავი, მაგრამ ნიკუშა დილის 9 საათიდან ყოველ 2 საათში 3ჯერ
მირეკავდა და მაფრთხილებდა,რომ გადამაგდო არ ვიცი რას გიზამო.. ბოლოს
დავემუქრე თუ არ გაჩერდები გადავხტები მეხუთედან მეთქი.
საღამოს 6 საათზე, ტყავის შარვალ-ქურთუკში გამოწყობილს გამიღო ნიკუშამ კარი.
- უშიშროების ოფისიდან გამოიქეცი? ნია ჩემი დაბადების დღეა, აშკარად აგერია
'პრაზდნიკი'- სერიოზულად შეშფოთდა ის
- შემომიშვებ თუ გავტრიალდე?- სათვალეებს ვიხსნი მე და ნერვებ მოშლილი
ველოდები როდის მორჩება მასხრობას.
- ჰო კაი კაი, რა კლიმაქსის პერიოდმა შემოგიტია.. - მნებდება ის და კარებში
მატარებს.. მე საჩუქარს გულში ვახუტებ და სასტუმრო ოთახში შევდივარ სადაც
ნიკოფსია-დარუბანდის სუფრა მხვდება თავისი ნაღები საზოგადოებით.
-და თქვენს წინაშეა, სუხიშვილების უძღები შვილი, რუსთაველის თეატრის ანა
კარენინა და ჩვენი სამეგობროს უცვლელი კრასავიცა ნიაააააა ანჯარაფარიძეოვაციებით მხვდება სანდრო, დათუნა ტაშს უკრავს და სტვენს , მე ვდგავარ და
გონებაში ვითვლი სავარაუდოდ რამდენი ჭიქა უნდა დაელია დეგენერატ სანდროს
რომ ასე უთავმოყვარეოდ ნასვამი დამხვედროდა
- დილიდან სვამთ არა?!- მეცინება მათზე და ელენეს გვერდით ვჯდები
- გადმოაწოდეთ ნიას ყანწი, უნდა მადღეგრძელოს- სუფრის მეორე ბოლოდან კივის
ნიკუშა.. მე ძალიან მინდა ის ყანწი სულ თავში ვურტყა.
- ხო არ აფრენ ნიკა? - საფეთქელთან იტრიალებს თითს მარიამი- ეს რომ დალიოს
ცუდად გახდება- ამბობს და თმას გრაციოზულად იყრის უკან
- მიდი მარიამ, სიმონ , გამეპრანჭე- სიცილისგან წითლდება ლობჟანიძე და მე
აშკარად ვრწმუნდები რომ ეს ორი ვერაა ცოტა დალაგებული..
მერე ტრადიციულად იწყება სადღეგრძელოები და 1 საათში სუფრის ერთი ნაწილი
მღერის, მეორე ცეკვავს .
- თავი მისკდება- წუწუნს ვიწყებ მე და წვენის მაგივრად ღვინის ჭიქაში ჩასხმულ
არაყს ერთი გადაკვრით ვსვამ.
- ჩემთან გადი , საბა წაიყვანე თან დააძინებს ლია- მეუბნება ელენე და 5 თვის
საბას,რომელიც სანდროს კოპირებაა, ხელში მაჩეჩებს
- დედაც ასეთი უნდა- მეცინება მე.
ლიას საბა დასაძინებლად მიყავს, მე აივანზე გავდივარ, პუფში კომფორტულად
ვთავსდები და ცივ ჰაერს ფილტვებში ღრმად ვუშვებ..
სიგარეტს ვუკიდებ..
- შენ და ღამის თბილისი , მოკლედ!!! - მესმის ლუკას ხმა.. გვერდით მიჯდება, ფეხებს
მოაჯირზე ალაგებს, სიგარეტს მართმევს და თვითონ აგრძელებს ნახევრამდე
დაყვანილი ღერის მოწევას..
მე თვალევს ვხუჭავ , ძვლები მტკივდება ისე მინდა ჩავეხუტო , რამე ვუთხრა,
ვეჩხუბო, ვაკოცო, ველაპარაკო ათას რამეზე, ისე როგორც ადრე..
ღმერთო ათასი რამის გაკეთება მინდა..
- შენი აზრით რატომ დაგვემართა ეს?- ვეკითხები ხმაჩამწყდარი.
- იმიტომ რომ არ მენდებოდი - ამბობს ძალიან გულგრილად და თვალებში ისე
მიყურებს ასე მგონია ჩემს ყველა ემოციას სწავლობს..
- გენდობოდი ლუკა, უბრალოდ ვერც წარმოვიდგენდი რომ ლენკას რამეში
დაჭირდებოდა ასეთი ტყუილი- თავის მართლებას ვიწყებ მე
- და იმას წარმოიდგენდი,რომ მე როდესმე მაგასთან და საერთოდ ვინმესთან
გიღალატებდი?- სიმწრით ეცინება მას. მე ცრემლები მაწვება, ვეღარაფერს ვამბობ.
ვზივარ, ვუყურებ ჩემი ცხოვრების ყველაზე გამორჩეულ და საყვარელ ბიჭს და
პირვლად არ ვიცი რა გავაკეთო
- იცი ყველაზე მეტად შენში რა მიყვარდა?- მე ისევ არ ვიღებ ხმას- ყოველთვის იმას
ამბობდი რასაც ფიქრობდი, ყოველთვის ბუნებრივი იყავი, არაფერი გქონდა
დასამალი და მიტომ.. იმდენად თავისუფალი სული გქონდა არ გაკომპლექსებდა
არაფერი.. არც კი მეპრანჭებოდი ნია - ღიმილით ამბობს ის- იყავი ის ვინც იყავი!!
- ლუკა..
- არა დამასრულებინე- მაწყვეტინებს ის- ახლა გვერდით მიზიხარ და ვგრძნობ
როგორ იძაბები. და იცი რატომ? - მე მოწოლილ ცრემლებს დიდი ძალისხმევით
ვყლაპავ. ფეხზე ვდგები, მოაჯირს იდაყვებით ვეყრდნობი და წვიმის წვეთებს ვუშვერ
სახეს..- იმიტომ რომ გამიუცხოვდი.
- გახსოვს 2016 წლის ზაფხული?- ვეკითხები დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ
- მახსოვს - ეღიმება მას - ეს ადგილიც მახსოვს, შენი ჰაილეველ თეორიაც, რომელიც
სხვათაშორის ამართლებს -ეღიმება ისევ. მე ვიცინი და ვგრძნობ რომ ეს სიცილი
ტირილში გადამდის, სახეზე ხელებს ვიფარებ..
- ამომხედე ნია - ჩემს სახეს ხელებში იქცევს ლუკა. მე უარის ნიშნად თავს ვაქნევ. იმ
მომენტში ძალიან ვგავართ პატარა ბავშვებს..
- ნია შემომხედე მეთქი - მე თვალებში ვუყურებ, ლუკას ეღიმება - რომ ტირი მაშინაც
როგორი ლამაზი ხარ- ამბობს ჩურჩულით და სახეზე მეფერება.
მერე მოულოდნელად იხრება და მკოცნის.. მკოცნის ისე,რომ ზუსტად ვიცი
აღარსდროს გამიშვებს!! მე თვალებს ძალიან მაგრად ვხუჭავ, სუნთქვა მეკვრის.
მთელი სხეული მეჭიმება. ლუკა წელზე მხვევს ხელებს, ტუჩებით ლოყაზე, მერე
საფეთქელზე და ბოლოს შუბლზე მეკვრის..
- რა გააკეთე?- ხელებით მკერდზე ვაწვები და ოდნავ ვიშორებ
- გაკოცე- ეღიმება ისევ
- რატომ მაკოცე?- ყელში ბურთი მეჩხირება .. ლუკა მიყურებს, თვალები აქვს საოცრად
მშვიდი და ნათელი, მიღიმის, იხრება ლოყაზე მკოცნის იმდენჯერ რომ სათვალავი
მერევე
- უშენოდ მგონი მოვკვდები!
შეგრძნება იყო, როგორი იცი?!
მეგონა,რომ გული ემოციებისგან გამისკდებოდა..
ყველა ფიქრი ერთად მომაწვა, ყველა მოგონება ერთად ამეშალა..
ხელები მოვხვიე და მთელი სხეულით ჩავეხუტე. თითქოს ჩვენმა გულებმა ერთად
დაიწყეს ფეთქვა, ერთნაირი სიხშირით და ძალით..
ორივე ბედნიერების ღიმილით ვიღიმოდით.
ვიდექით და ერთმანეთის პულსაციას ვითვლიდით..
მე ჩემი ყველა დარდი, ფიქრი, ყველა ემოცია ჩახუტებით გადავეცი, მან- პირიქით, მე
გამინაწილა..
ეს იყო ყველაზე გულწრფელი მომენტი.
ეს იყო ჩახუტების ანატომია- როცა შემეძლო მისი გულისცემა მთელი სხეულით
მეგრძნო.

.......


2018 წლის ახალი წელი თენდებოდა..
რა თქმა უნდა ბავშვები ერთად უნდა შევხვედროდით , მაგრამ მე ძალიან მომინდა
მაკასთან და ოთიკოსთან ყოფნა, ასე რომ როგორც სანდრო და დათუნა იტყვიან
ხოლმე "ეფექტურად გადავაგდე" ყველა..
ახალ წელზე რომ ვგიჟდები ნათქვამი მაქვს?!
შემიძლია მთელი დღე ნაძვის ხის დაშლა-აწყობაში გავატარო,
არ ვიღლები არასდროს..
- მამა, ჩამოდი მაგ კიბიდან და დაანებე მაგ ვარსკვლავს თავი, დადგა ახალი წელიდოინჯშემორტყმული დგას ოთიკო .
- მაა, როგორ ჯობს ასე- ვარსკვლავს 90 გრადუსით ვაბრუნებ მე- თუ ასე?
- ნია რა მნიშვნელობა აქვს?!- ეცინება მას
- აუ აქვს!- ბუზღუნს ვიწყებ მე
- მაკა ეს გოგო არ იზრდება - ხელი ჩაიქნია ჩემზე ორივემ და გადაწყვიტეს რომ მე
არასდროს არაფერი მეშველებოდა.
ზუსტად 23:45უთზე ოთიკომ ტელეფონი ამომაწოდა 2 მეტრიან კიბეზე მყოფს..
- ალიოოოოოოოოოოოო - ვაგონებ უცხო ნომერს , ტელეფონს ყურსა და მხარს შორის
ვიქცევ და ნაძვის ხის ნათურებს ვასწორებ
- თოვლის ბაბუა იყო უკვე მოსული?- მესმის ლუკას ხმა და მომენტალურად ისე
შემაქანა, ლამის გადმოვვარდი იმ "ვერესტიდან".
- არა, საცობებია ლაპლანდიაზეო
- ვინ მოგატყუა?- ეცინება ოდნავ- ქვემოთ გიცდის, დამაბარა ჩამოვიდესო
- გადაეცი,ცოტახანს მოგიწევს ლოდინითქო
აივანზე გავდივარ და ვხედავ როგორ მიქნევს ლუკა ხელს ქვემოდან.
- ჩამო რა - ისეთი ხმა აქვს, არ შემეძლო იმ მომენტში უარი მეთქვა და უკან დამეხია
ქურთკს ვიცვამ , თმას დაუუდევრად ვიყრი მხრებზე და კიბეებზე ისეთი სისწრაფით
ჩავრბივარ , კისერის მოტეხვისგან რომ გადავრჩი, მადლობა ღმერთს.
ლუკას თხელი ტყავის ქურთუკი აცვია, ოდნავ მოხრილი დგას და სიგარეტს ეწევა.
რომ მხედავს ჩემკენ მოდის , მეხუტება და ტუჩის კუთხესთან ძალიან რბილად
მკოცნის.
გა მა კან კა ლა
- როგორ ხარ ნიი ?- მეკითხება და თმაზე მეფერება ცალი ხელით
- სად არის ჩემი საჩუქარი?!-ლუკა ჩემს საქციელზე იცინის, მანქანას ეყრდნობა და ისე
მიყურებს ვიბნევი
- თოოოოოოოოვს- პირველი ფიფქი მეცემა და ისე მიხარია , ადგილზე ვიწყებ
ხტუნვას. მერე ერთბაშად ისმის უამრავი ფოიერვერკის ხმა . მე ბედნიერება
მიათასმაგდება, მომენტალურად მივრბივარ და ვეხუტები. ლუკა ხელებს მხვევს და
ყელში მკოცნის. მისი თბილი სუნთქვა მთელს სხეულზე მედება
- ახალ წელს გილოცავ - მეუბნება არეული ხმით
- მეც გილოცავ - ლუკა იხრება და მკოცნის. ტუჩები აქვს ცივი და ორმაგი ემოციისგან
ისე მაკანკალებს, ჩემს რეაქციას აფიქსირებს და ეღიმება- ესეც შენი საჩუქარი -
მიცინის ის .
მე ვდგავარ დაბნეული, ლოყებ აწითლებული, პატარა ბავშვივით დარცვენილი..
თოვს.
- ნია, ცოლად გამომყვები?- მე მგონია რომ მომესმა, ყველაზე ნაკლებად ამას ველოდი
.. არა ნაკლებად კი არა საერთოდ არ ველოდი.
- რა მითხარი?- საოცრად ვიბნევი მე
- ცოლად გამომყვები მეთქი?- ლუკა ისევ ჩვეულ პოზაშია , მანქანას ეყრდნობა და
მიღიმის
- დამცინი?- ძალიან არასერიოზულად ვღებულობ მის საქციელს მე.
- რატომ დაგცინი , აა ხო გამახსენდა,ამ დროს ბიჭები ცალ მუხლზე დგებიან ხოლმე.-
ეინება მას ისევ, თუმცა აშკარად ეტყობა რომ ბრაზობს
- ლუკაა რას მეუბნები?- მეტირება მე და სახეზე ვიფარებ ხელებს.
- რაც გაიგონე- მხრებს იჩეჩავს და ჩემს პასუხს ელოდება..
ხმას არ ვიღებ, ცხოვრებაში მეორედ არ ვიცი როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო..
ყველა შეგრძნება ერთად მაქვს
შიში, ბედნიერება, სიხარული, ეჭვი..
არ ვიცი რა დავარქვა ამას..
ასეთი გადაწყვეტილების წინაშე პირველად ვიდექი..
- ნია გიცდი- მახსენებს ლუკა და ვხვდები როგორ იღლება და ეშლება ნერვები ჩემს
საქციელზე
- არ შემიძლია ლუკა - მეტირება მე და დამნაშავის პოზაში ვდგავარ.. ლუკამ ისე
ჩაისუნთქა , მეგონა ფილტვები გაუსკდებოდა..
რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვიდექით. ის მე მიყურებდა, მე თავსაც კი ვერ ვწევდი
მაღლა..
ადგა და უთქმელად ,მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და ისე წავიდა სიტყვაც კი არ
უთქვამს..
5 წუთი გაუნძრევლად ვიდექი..
მერე გავიაზრე რომ საუკეთესო მომენტი გავაფუჭე.
მერე მივხვდი რომ იმას რასაც მთელი ცხოვრება ვამტკიცებდი , ერთი ხელის მოსმით
გავანადგურე..

....


- გისმენ ლუკა- ვაგონებ და ვცდილობ ნამტირალევი ხმა არ შემამჩნიოს.
- უკაცრავად, იაშვილის კლინიკიდან გიკავშირდებით,ავარიის შედეგად
გადმოყვანილი იქნა ლუკა იშხნელი, დეტალებს კლინიკაში გაცნობებთ, გთხოვთ
ახლობლებს შეატყობინოთ-
მე გული გამისკდა ..
მართლა იმ მომენტში მეგონა,რომ მოვკვდი..
სისხლი გამეყინა.
ყველა უჯრედი ერრთად ამტიკვდა.
ზუსტად 10 წუთში მთელმა თბილისმა იაშვილში მოიყარა თავი..
მე ვიჯექი , ერთ წერტილზე მქონდა მზერა მიყინული და ვცდილობდი ყველა ცუდი
ფიქრი დამებლოკა!
უბრალოდ ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი ვერასდროს, რომ ლუკას რამე დამართნოდა..
3 საათიანი ოპერაციიდან გამოსული ოთიკო, კედელთან ჩაიკეცა და მე მეგონა რომ
ყველაფერი დამთავრებული იყო.
მომენტალურად ხათუნას შევხედე და ისეთი ისტერიკა დამეწყო დიაზეპამის ორმაგი
დოზა სანამ არ გამიკეთეს, ვერაფერმა დამამშვიდა..
თვალები რომ გავახილე, თავი სიზმარში მეგონა,
არ მჯეროდა,
არ მინდოდა იმის დაჯერება ,რომ ეს ყველაფერი რეალური იყო,
არ მინდოდა იმის შეგნება,რომ ჩემს გამო , ჩემი საყვარელი ადამიანი კვდებოდა.
არ შემეძლო იმის გააზრება რომ ჩემი სიჯიუტით და გაუბედაობით ყველაფერი
დავღუპე!
..


- კომა!!
..
1 კვირა..
3 კვირა
2 თვე..
-შენ ისევ გძინავს. ჯიუტად წევხარ და თვალებს არ ახელ.
მე შენს წინ ვდგავარ, არეული ნაბიჯებით, არეული სახით და საერთოდ ყველანაირად
არეული.
ასე მგონია ჩემს ცხოვრებაში ვიღაც დაუდევრად შემოვარდა, ყველაფერი მიყარმოყარა და წავიდა.
ასეთ მომენტებში რას ამბობენ წიგნის პერსონაჟები, ან ფილმის გმირები?!
არ ვიცი .
არც ერთი ფრაზა შეესაბამება იმას რასაც მე განვიცდი.
შუალედური გრძნობაა, მიწასადა ცას შორის ვარ გამოკიდებული და რაღაც ძალა ისე
მანჯღრევს, ღებინების შეგძენაბს მიტოვებს.
არც მიწაზე მაგდებს და არც აფრენის სააშუალებას მაძლევს.
გიყურებ და ასე მგონია გძინავს , სადაცაა გაიღვიძებ და როგორც ყოველთვის
გაიცინებ.
სახის კონტურებს თითებით ვსწავლობ.
როდესმე მითქვამს რომ მიყვარხარ?!
ხოდა ახლა გეუბნები:
მე შენ მიყვარხარ!
რა ლამაზად ჟღერს არა?!
თუ გინდა კიდე გაგიმეორებ137
მე შენ მიყვარხარ!
როგორ შეიძლება ამაზე გული არ აგიჩქარდეს? როგორ წევხარ ურეაქციოდ? რატომ არ
ახელ თვალებს?
გელოდები, იცოდე აქ ვიდგები მანამ, სანამ არ მიპასუხებ.
და როცა გაიღვიძებ, ძალიან გისაყვედურებ ამდენხანს,რომ მალოდინე.
მხედავ რა დღეში ვარ?
შენს პულსაციას ვითვლი, შენს სუნთქვას ვდარაჯობ.
ისე რა ქნება ერთ დღეს შენ იდგე ჩემს პალატასთან და ყოველ ჩასუნთქვაამოსუნთქვას შიშით ითვლიდე?!
არ მინდა!
არ მინდა, რომ იგივე ტკივილი, როდესმე გამოცადო.
ჩემი ვზიდოთ ორივემ ტვირთად, ოღონდ თვალები გაახილე და გეფიცები მე
მოგიყვან ქმრად.
მართლა,როგორი არაადეკვატური ვარ არა?!
მაგრამ მაინც გახდები ჩემი ქმარი?
ბეჭედი არ მაქვს თან, იმედია არ გამიბრაზდები.
იცი დღეს სავადმყოფოს სარკეში მოვკარი ჩემს თავს თვალი და ცოტა არ იყოს
შემეშინდა
რაც აქ ხარ 10 წელი მაინც მომემატა..
უი, თმაში აღმოვჩინე იკიდევ ორი ჭაღარა, რომ გიაღვიძებ ალბათ გაგიჟდები.
როდემდე ვილაპარო ასე?!
სხვათაშორის სტურუამ გიკითხა, დამაბარა გადაეცი, რომ გამოკეთდება შემოირბინოს
, კარგი როლი მაქვს თქვენთვისო
ლუკა ადექი რა,
გული გამისკდება ასეთს რომ გიყურებ.
ასე მგონია სიზმარია გაიღვიძებ , მოგიყვები ამ ყველაფერს და ძალიან დამცინებ.
იმდენჯერ ვიბრწკინე ხელზე, მაგის იმედით, ნახე სულ ჩამილურჯდა.
ზოგჯერ მინდება ხოლმე, რომ რამე მოვიტეხო, ფიზიკური ტკივლი, რომ სულიერს
გავუტოლო და არ მჭამდეს ეს დარდები.
თითები მაჩვენე, როგორ გაგიხდა და მაინც
რა ლამაზი თითები გაქვს.
რამდენ ემოციას იტევს..
მოდი ხელის გულზე გაკოცებ და ყველა ტკივილს ერთად წავიღებ.
გახსოვს, რომ მითხარი სიყვარულის მჯერაო?
ბედისწერამ გვაჯობა,
ხოდა მალე გაიღვიძე,
სანამ ყველა რწმენა დამეკარგა..
ვეღარ ვცეკვავ წარმოგიდგენია?!
როცა ვიცი რომ შენ არ მიყურებ აზრი ეკარგება ყველაფერს.
არადა თვალებით სულ გეძებ, ყველგან, ყველა კუთხეში შენ მელანდები.
ეს ის ნაიარევია მე რომ დაგჭერი?
რა დრო იყო არა?!
ყველაფერს მივცემდი ოღონდ ის ზაფხული დამაბრუნებინა.
იცი მაშინ ოთიკომ მითხრა, ლუკა ძალიან მაგარი ბიჭია და ზუსტად ეგეთს
წარმოვიდგენდი შენს გვერდითო. არადა შენს თავს გეფიცები არაფერი მითქვამს. ისე
გიყურებდა მივხდი, რომ მნიშვნელოვანია შენთვისო.
შენ ხარ ჩემი ადამიანი,ჩემი პირვნება!
გახსოვს სულების თეორიაზე რომ გიამბე?!
ხოდა ჩვენი სულები ერთმაბნეთს ავსებს.
შემოგხედე და მივხვდი, რომ ჩემი ნაწილი იყავი.
იმის მერე სულ მიკვირს როგორ ვცხოვრობდი შენამდე.

-კიდე ერთხელ თუ მეტყვი,რომ გიყვარვარ შეიძლება ვიფიქრო შენს ქმრობაზე..

ეპილოგი


-გიო , როგორ ხარ?
- ნია შე ძველო, რავი ვარ "ნიჩევო",შენ?
- მეც არამიშავს.
- რა ხდება, მშვიდობაა?
- კი კი, მისმინე გახსოვს ,ბავშვობაში რაღაცას რომ დაგპირდი?
- კაი ღადაობ?- ისმის სიცილნარევი ხმა, ხუთწამიანი დუმილის შემდეგ.
- არაა- მეცინება მეც
- ღმერთო, რა მაგარი გოგო ხარ ნია !!!

გვანცა სხირტლაძე
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Ramdenjerac arunda cavikitxo. Sul zgva emociebs icvevs chemshi. Yochaggg
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent