შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახლი ტბის პირას (სრულად)


16-07-2019, 12:51
ავტორი -505-
ნანახია 9 625

სახლი ტბის პირას (სრულად)

1 თავი
დიდ, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებით სავსე დარბაზში, რომელსაც მაღალ ჯანფრებზე დაკიდებული, ბოლომდე ჩამოფარებული შოკოლადისფერი ფარდები ამშვენებდა, ხმადაბალი ჩოჩქოლი ამტყდარიყო. ოდნავ შემაღლებულ, სცენის მაგვარ ადგილზე, სადაც მხოლოდ სამიოდე ადამიანს თუ მოკრავდით თვალს, სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობა განეთავსებინათ. აღნიშნული მოწყობილობები, Apple-ს ფორმის ლეპტოპის, კედელზე მისანათებელი პროჟექტორისა და პატარა, ვერცხლისფერი დინამიკებისგან შედგებოდა. გარემოს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ მთელი ეს სამზადისი, რაღაც ტრენინგისა თუ პრეზენტაციისადმი იყო მიძღვნილი.
სკამებზე თავმოყრილი მოზარდებისთვის, რომლებიც დარბაზს ავსებდნენ, ეს მართლაც, რომ სულ ერთი იყო. ბავშვები აქ მხოლოდ გაცდენილი გაკვეთილების წყალობით მოგვრილი სიხარულის გამო ჩამომჯდარიყვნენ, ისე თითქოს კინოთეატრში საინტერესო ფილმის პრემიერას ელოდებიანო.
ზოგი მათგანი მობილურში იყო ჩამძვრალი, რათა კიდევ ერთხელ შეემოწმებინა მეილზე თუ ფეისბუქზე შემოსული შეტყობინებები, ზოგი დიდი ენთუზიაზმითა და შემართებით აშარჟებდა თავიანთ პედაგოგებს, რათა კლასელების ხმამაღალი სიცილის მიზეზი გამხდარიყო, ხოლო მათი ნაწილი, აქტიურ ბულინგს მიმართავდა და თანატოლობს შორის "დაბალ ღობედ" აღიარებულ, არაპოპულარულ თინეიჯერს, ყველას დასანახად ამცირებდა, თავისი სარკაზმული ხუმრობებითა თუ დამცინავი გამოხედვით.
სცენის მარჯვენა კუთხეში, ხის ოდნავ შეღებული, თეთრი კარიდან, რომელსაც იქ შეკრებილთაგან, თითქმის ვერავის ამჩნევდა და სადღაც ბურუსში ჩაკარგულს ჰგავდა, ხმამაღალი საუბრის ხმა გამოდიოდა. ტონი საკმაოდ დაძაბული და ერთი შეხედვით უხეშიც კი იყო, თუმცა იმ წუთას არავის ესმოდა რა ხდებოდა პატარა, თაროებით სავსე ოთახში, რომელზეც ათასი ხარახურა შემოეწყოთ და მოუვლელობის გამო, მტვრის სქელი ფენაც კი ედო.
-No Lo Hare, Entiendes?! (ესპ:ამას არ გავაკეთებ, გესმის?!) -ამჯერად, უფრო ხმამაღლა გაიჟღერა საკმაოდ აგრესიულმა ტონმა -Tu No Eres Nadie Para Mi !!! (შენ ჩემთვის არავინ ხარ !!!) No Me Llame Mas !!! (აღარ დამირეკო!)
ყურმილის მეორე მხრიდან, ისევ და ისევ გაისმოდა რაღაც გაურკვეველი ხმები, თუმცა მოპასუხე მხარე, ამას უკვე იმდენად დიდი მონდომებით აღარ უსმენდა, რადგან გამოსვლისთვის გამზადებული სცენიდან, მის ყურთასმენას ვიღაცის ხმამაღალი ძახილი მისწვდა და მომენტალურად, მთელი ყურადღება ამაზე გადაიტანა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ყურზე მიდებული მობილური, დროებით ძირს დასწია და ოდნავ შეღებული კარი, უფრო ფართედ გამოაღო.
-მგონი, მე მეძახდი, არა?
-დიახ . . . -გაისმა ხრინწიანი, ზედმეტად არასასიამოვნო ხმა -მინდოდა მეთქვა, რომ მოწყობილობა უკვე გამართულია -ცოტა არ იყოს, გაბრაზებული სახით უყურებდა მაღალი, სუსტი აღნაგობის ბიჭი, რომელსაც ცხვირზე, სქელ მინებიანი სათვალე დაეკოფსებინა და მეტად ჭკვიანი გამოხედვა ჰქონდა, თან თვალებით კედლისკენ ანიშნა, რომელზეც პროჟექტორის წყალობით უკვე სასურველი სურათების კოლაჟი გამოჩენილიყო წარწერით "No Drugs".
დღევანდელი ტრენინგი, რის გამოც დარბაზში ამდენი ხალხი შეკრებილიყო მოსწავლეების, მასწავლებლებისა და წინა რიგში, ყველაზე საპატიო ადგილას ჩამომჯდარი სკოლის დირექტორის ჩათვლით, ელიტის დეკორაციასავით რომ ამშვენებდა იქაურობას, ეხებოდა თემას, თუ რამდენად მავნებელი იყო ნარკოტიკი ადამიანისთვის და რამდენად ფატალურ შედეგებამდე შეიძლებოდა მიეყვანა მას ჩვენი ორგანიზმი, ცხოვრება და ზოგადად არსებობა.
პრეზენტაციის ჩასატარებლად დირექციას, საკმაოდ ახალგაზრდა, ოცდასამი წლის, გაბრიელ აკიმჩევი ჰყავდა მოწვეული.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მნახველთა სიმპათიას პირველივე ნახვითაც კი იმსახურებდა, სინამდვილეში, სულ სხვაგვარი ბუნებისა გახლდათ. საკმარისია, თუნდაც ერთი სიტყვა ეთქვა, მისი მხრიდან იმოდენა გულგრილობა მოდიოდა, რომ ნებისმიერი თანამოსაუბრე გაოცებული რჩებოდა. მიუხედავად თავისებური ხასიათისა და ზედმეტად უცნაური ჩვევებისა, გოგონების მხრიდან ყურადღება ნამდვილად არ აკლდა. საპირისპირო სქესს, თავისი იდუმალი ქარიზმით, ყოველთვის მაგნიტივით იზიდავდა და ერთი გამოხედვითაც კი, სულში უძვრებოდა.
არავინ იცოდა როგორი ცხოვრებით ცხოვრობდა გაბრიელი, ჰყავდა თუ არა მეგობრები, მშობლები და ნათესავები. არც ბიჭის წარსულის შესახებ ჰქონდათ ცნობები, მიუხედავად იმისა, რომ მუდამ საზოგადოებაში ტრიალებდა და არც ჩაკეტილ ადამიანად ითვლებოდა. მისი პროფესია იყო ასეთი, თითქმის ყოველდღიურად უწევდა სხვადასხვა სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ბანაკებში ევლო, რათა ახალგაზრდებისთვის იმ დროისათვის აქტუალურ თემებზე, პრეზენტაციები ჩაეტარებინა და მათი განათლების დონის ამაღლებაში, საკუთარი წვლილი შეეტანა.
ზედმეტად ახლო ურთიერთობა, თითქმის არავისთან ჰქონდა, ბიჭს. მხოლოდ სამი ადამიანი იყო ისეთი, რომლებმაც მის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იცოდნენ და ისინიც, მისი უმცროსი ძმა, მისავე სახლში მცხოვრები მოხუცი კარისკაცი და გაბრიელის ბავშვობის საუკეთესო მეგობარი იყვნენ. სხვა მხრივ, თავიდან ბოლომდე ამოუხსნელ ამოცანად ითვლებოდა ეს პიროვნება. ნებისმიერი, ვინც მას ოდნავ მაინც იცნობდა, თამამად იტყოდა, რომ გაბრიელი არ ჰგავდა ჩვეულებრივ ადამიანს, დამღლელი ყოველდღიურობითა და მოსაწყენი რუტინით. ის ყველას, რაღაც განსაკუთრებულ, განცალკევებულ პიროვნებად წარმოედგინა, ვინც საზოგადოების ჩარჩოებში არ ჯდებოდა და თავისი საკუთარი, პატარა პლანეტა ჰქონდა შექმნილი. ზოგი იმასაც კი ამბობდა, მეამბოხეაო . . .
-კარგი, ახლავე გამოვალ. შენ კი, მანამდე ძალიან გთხოვ, ეს ხმაურიანი თინეიჯერები ოდნავ მაინც დააწყნარე -მიმართა მან სათვალიან ბიჭს, რომელიც შემდეგ განკარგულებას მოთმინებით ელოდა და ისევ, დროებით მივიწყებულ თანამოსაუბრეს მიუბრუნდა -No Tengo Tiempo, Tengo Que Irme! (დრო აღარ მაქვს, უნდა წავიდე!)
გაბრიელმა, ოთახიდან, სადაც უკვე ათი წუთი ყურყუტებდა, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ტექნიკურ მოწყობილობებს. ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო და არც, რაიმე ხარვეზები უნდა შექმნილიყო.
აუდიტორიის უკანა ნაწილი, კვლავ უწინდებურად ხმაურობდა. როგორც ჩანდა, იქაურობას მხოლოდ "სცენაზე" გამომსვლელის დანახვა ჩააწყნარებდა საბოლოოდ, ამიტომ გაბრიელს მეტად აღარ დაუყოვნებია, კიდევ ერთხე ახედა კედელზე გამოსახულ სურათს, სიცხის გამო, თეთრი მაისურის სახელოები გადმოიკეცა და ნელი ნაბიჯებით გაეშურა შემაღლებული ადგილის ცენტრისკენ.
დამსწრე საზოგადოება, გაბრიელის დანახვამ, ბოლომდე ვერა, მაგრამ შედარებით მაინც ჩააწყნარა. ახლა, უკვე მოთმინებით ელოდნენ, თუ როდის დაიწყებდა საუბარს მათდა გასაკვირად, საკმაოდ ახალგაზრდა და სიმპათური გამომსვლელი. წინა რიგებში ჩამჯდარი მოსწავლე გოგონები, სცენაზე მდგარს, გამომწვევი მზერით შეჰყურებდნენ და ერთმანეთს აღფრთოვანებით ეჩურჩულებოდნენ. გაბრიელს ერთი ასეთი ფრაზაც კი შემოესმა : "ასეთი მასწავლებლები, რომ მყავდეს, გაკვეთილებს არასდროს გავაცდენდი, რა სექსუალურია!".
მამაკაცის სახეზე, არანაირი ემოცია არ გამოხატულა, არც ამ სიტყვების ავტორის ვინაობით დაინტერესებულა, უბრალოდ დაბალ ლეპტოპოს მაგიდას მიუახლოვდა, პატარა, სლაიდების გადამრთველი პულტი აიღო და დარბაზში შეკრებილთ კიდევ ერთხელ გადახედა.
-პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ვისაც აქ ყოფნა არ გინდათ, იცით გასასვლელი საითაცაა -თითით დარბაზის მარჯვენა კუთხეში ჩატანებულ, მუხის კარზე მიუთითა, შემდეგ კი, განაგრძო :
-აქ ყოფნა, შეიძლება, ჩემი დროის ფუჭი ფლანგვა იყოს, ასევე თქვენი დროისაც, მაგრამ რადგან მაინც შეიკრიბეთ, შეგიძლიათ მოისმინოთ, ან არც მოისმინოთ და თქვენ საქმეს მიხედოთ, შეხვიდეთ ინსტაგრამზე, კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ ფოლოვერების რაოდენობა და ლაიქების რიცხვი, რასაც თქვენი ასაკის ადამიანები ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ . . . -გაბრიელმა ჩაახველა -გამოგიტყდებით, ყველანი ვინც აქ ზიხართ, ჩემთვის არავინ ხართ და ვერც იმის გაგებას შევძლებ, მოიხმართ თუ არა მომავალში ამ საზიზღრობას. მე თითოეულ თქვენგანს ვერ გავაკონტროლებ და ვერც, შპრიცების წარმოებას ავკრძალავ, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრეთ, თქვენ შეიძლება ამას პრობლემებისთვის მარტივი კუთხით შესახედად, რაიმე დარდის გასაქარვებლად ან უარეს შემთხვევაში, ტკივილის შესამსუბუქებლად აკეთებდეთ, მაგრამ ასე, თქვენი ისედაც გაუბედურებული ცხოვრება, კიდევ უფრო უბედური ხდება და საბოლოო ჯამში აი ამას ემსგავსებით -მონიტორზე ახლახან გამოჩენილი დამპალი ვაშლისკენ აიშვირა თითი
-მერე კი თუ თქვენი ორგანიზმი სუსტი აღმოჩნდა ამ საწამლავისთვის აი ასე ამთავრებთ -ამჯერად საფლავის ქვა გამოისახა დიდ, თეთრ ეკრანზე, რამაც მოსწავლეების ყურადღება კიდევ უფრო მეტად წარმართა გაბრიელისკენ. ყველას უკვირდა მისი საუბრის მანერა და სიტყვები, რადგან აქ მოსვლამდე სულ სხვანაირ ტრენინგსა და დარიგებებს მოელოდნენ. სიმართლე კი ერთი რამ იყო-მოსმენილმა ყოველგვარი სტერეოტიპი დაამსხვრია და მოსაუბრისადმი გაოცებულ მზერათა მთელი ნაკადი გაგზავნა. გაბრიელი, დღესაც ჩვეულ ფორმაში იყო, თავის აბსოლუტურ გულგრილობასა და უჩვეულო ბუნებას კიდევ ერთხელ ავლენდა, ამჯერად დარბაზში შეკრებილი სკოლის მოსწავლეების თანდასწრებით.
-ახლა, ზოგად მიმოხილვაზე გადავიდეთ -განაგრძო ისევ -დასაწყისისთვის, ნარკოტიკის მცნებას განგიმარტავთ. ეს, ერთგვარი ნივთიერებაა, რომელსაც მედიცინაში ტკივილის გამაყუჩებელ და საძილე საშუალებად იყენებენ. ნებისმიერი ქიმიურად აქტიური ნივთიერება შეიძლება მოიხსენიონ ამ სახელწოდებით. რა თქმა, უნდა, ისინი სხვადასხვა შემადგენლობისაა და სხვადასხვანაირადაც მოქმედებენ. ახლა, რამდენიმე ძირითად ჯგუფს გამოვყოფ
მონიტორზე რაღაც აბები და კაფსულები გამოისახა. გაბრიელმა წამით მზერა სურათს შეავლო, შემდეგ კი ისევ აუდიტორიას გადახედა.
-ამ სლაიდზე, თქვენ ხედავთ დეპრესანტებს, რომლებიც, პირდაპირ თავის ტვინზე მოქმედებენ და ყველანაირ ნეგატიურ ენერგიას თრგუნავენ. მათ, სხვაგვარად ოპიატებსაც ეძახიან და ყაყაჩოდან მიღებული მტვერის გადამუშაებით ამზადებენ. ალკოჰოლიც, რაღაც მხრივ დეპრეანტების შემადგენლობაში შედის. აი, მომდევნო სლაიდს რაც შეეხება, ამჯერად, თქვენ უკვე სტიმულატორებს იხილავთ -განაცხადა გაბრიელმა და იმ წამსვე, უწინდელი გამოსახულება, ახლით შეიცვალა
-სტიმულატორების შემადგენლობაში, კოკაინი, კრეკი, ექსტაზი, კოფეინი შედის. აქედან თითოეული მათგანი, ნერვული სისტემის აღგზნების ნამდვილი დიდოსტატია, თუ რა თქმა უნდა, საჭირო დოზით მივიღებთ
-ამიტომ სვამენ კლუბებში ყოფნის დროს ექსტაზს? -წინა რიგიდან ერთი ბიჭი წამოვარდა და გაბრიელს პირდაპირ თვალებში შეაცქერდა
-ჰო, ეს ადამიანს ენერგიაზე მოსვლაში და დაღლილობის შეგრძნების დათრგუნვაში ეხმარება. თუმცა ნამდვილად ჯობს, საკუთარი ენერგია გქონდეს და არა ტაბლეტებით მიღებული, ხელოვნური, რომელიც რამდენიმე საათში უკვალოდ გაქრება
ბიჭს აღარაფერი უთქვამს. ისევ თავისი ადგილი დაიკავა და მოსმენა განაგრძო. დარბაზში მყოფთაგან, მობილური ხელში უკვე აღარავის ეჭირა, ყველა გაბრიელს შესცქეროდა სახეში, მისი მორიგი სიტყვების მოლოდინში.
-მესამე და ალბათ ყველაზე ძლიერიც, არის ჰალუცონოგენები -კვლავ განაგრძო გამომსვლელმა -ისინი მოჩვენებებს და ჰალუცინაციებს იწვევენ, რაც მათი სასახელებიდანაც აშკარაა. ჰალუცინიგენებია -LSD, , ჰაშიში. ასევე სხვადასხვა ტოქსიკური ინჰალანტები, მაგალითად, წებოები, საყოფაცხოვრებო ქიმიის პროდუქტები და სხვები . . .
სურათი კიდევ ერთხელ შეიცვალა. გაბრიელმა თავისკენ მომართულ ინტერესიან თვალებს მზერა მოავლო, ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა და კვლავ ალაპარაკდა:
-ზოგადად, ნარკოტიკებს ერთი რამის გამო იყენებენ. გაინტერესებთ რის გამო?
-ის შეგრძნება მოსწონთ, რასაც "კაიფი" ჰგვრით! -ისევ ის ბიჭი წამოხტა, რომელმაც ცოტა ხნის წინ შეკითხვა დასვა
-უნდათ მაგარ ტიპებად გამოჩნდნენ! -ამჯერად, უკნიდან წამოიძახა ვიღაცამ
-კარგით, საკმარისია -ხელის აწევით გააჩერა გაბრიელმა მეორე რიადში მჯდომი გოგონა, რომელსაც, სხვების მსგავსად, თავისი აზრის დაფიქსირება სურდა და ამის ნიშნად, ხელს მაღლა წევდა -უნდა ვთქვა, რომ პირველი მოსაზრება, მართლაც ახლოს იყო სიმართლესთან. ნარკოტიკებს მართლაც იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო მოიხმარენ, რომელიც გამოყენებისთანავე იჩენს თავს. ამ დროს, ადამიანი კარგ ხასიათზე დგება, აქვს სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები. უფრო აქტიურიც ხდება, გულღიაც და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაც უფრო უადვილდება. არ გრძნობს დაღლილობას, აქვს სხვადასხვა ხილვები. თუმცა . . . -აქ, გაბრიელმა თვალები მოჭუტა და თმაზე ხელი გადაისვა
-ეს ეფექტი, ე.წ "კაიფი" ხანმოკლეა და ეიფორიის შემეგ იწყება ე.წ გამოსვლის ფაზა, რომელიც არასასიამოვნო ემოციებთან არის დაკავშირებული. სასიამოვნო ეფექტები მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებია. რეალურად კი, ორგანიზმი ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებას განიცდის და იფიტება. ის თუ იცის რომელიმე თქვენგანმა, თუ რა არასასურველი ეფექტები ახასიათებს ნარკოტიებს? -აუდიტორიას კითხვით მიმართა გაბრიელმა და მესამე რიადში მჯდომ გოგონას, რომელიც, პასუხის გასაცემად ხელს ოდნავ მაღლა წევდა, თვალებით ანიშნა ელაპარაკა.
-მე როგორც ვიცი . . . -უხერხულად აიწურა იგი და დარბაზში შეკრებილთ, თვალი გადაავლო -ამ დროს, გახშირებული ან შენელებული გულის ცემა იჩენს თავს და ასევე თავის საშინელი ტკვილი
-მაგას მშობლები ნარკომანები ყავს და ყველაფერი ზეპირად იცის! -წამოიძახა ვიღაცამ უკანა რიგიდან და ხარხარი ატეხა. მას რამდენიმე მოსწავლეც შეუერთდა, თუმცა გაბრიელმა ყველანი ხელის აწვევით დააწყნარა და გოგონას, რომელმაც სირცხვილისგან აღარ იცოდა სად ჩამძვრალიყო, ნება მისცა, თავისი ადგილი დაეკავებინა
-კიდევ ვინმეს ხომ არ აქვს ამ შეკითხვაზე პასუხი? აი მაგალითად თქვენ -პირველად მიმართა კონკრეტულ პიროვნებას, რადგან უკვე აღიზიანებდა მისი დაჟინებული მზერა და ანთებული თვალები, რომლებიც ლამის მზერით ხდიდნენ ტანსაცმელს
-ჰო, მე როგორც მახსოვს -ფეხზე სხარტად წამოდგა მაღალი, საკმაოდ დახვეწილი გარეგნობის, თაფლისფერთვალებიანი გოგონა და ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო -ნარკოტიკების უკუჩვენებებში მომატებული ტემპერატურაც შედის, ზოგჯერ კი, უძილობა და გულის რევა. ასევე . . .
-პირის სიმშრალე, ხელების კანკალი, წონასწორობის დარღვევა -აღარ აცალა გაბრიელმა სიტყვების დამთავრება და თავად განაგრძო -ყოველივე ეს თან სდევს იმ ეიფორიას, რომელიც სამი ან ოთხი წუთის მანძილზე გრძელდება და მიუხედავად ამისა, ზოგიერთი განუვითარებელი ჰომო-საპიენსი, მაინც თანახმაა მთელი თავისი ქონებაც კი შესწიროს იმ პატარა დოზას, რომელიც მის ცხოვრებასაც ანგრევს და მისთვის საყვარელი ადამიანებისასაც. არჩევანი თქვენზეა, ან იცხოვრეთ ყველანაირი სიბინძურის გარეშე, ლამაზ სამყაროში, სადაც მზე ანათებს და მისი სხვები სასიამოვნოდ ათბობს, ან გახდით წამალ-დამოკიდებული და გაატარეთ თქვენი დარჩენილი წლები, როგორც რობოტებმა, რომელთაც თავში მხოლოდ ერთი სიტყვა-"წამალი" და გონებაში ერთადერთი კადრი უტრიალებს -ის, თუ "როგორ უშვებს ვენაში დაწყევლილ შპრიცს" -ამ სიტყვებზე, გაბრიელს სახეზე უზარმაზარი ზიზღი გამოეხატა -მოკლედ, სულ ეს იყო, ახლა კი, თქვენის ნებართვით, უნდა დაგტოვოთ და ჩემ საქმეებს მივხედო. სახლში მშიერი კატა მელოდება, რომლის ბედი, გაგიკვირდებათ და ბევრად უფრო მაღელვებს, ვიდრე თქვენი. აბა, წარმატებულ დღეს გისურვებთ ძვირფასო საზოგადოებავ!
გაბრიელმა პროჟექტორი სწრაფად გათიშა, ლეპტოპი დახურა, იქ მყოფთ ყალბი ღიმილით დაემშვიდობა და სტვენა-სტვენით გაემართა დარბაზიდან კორიდორში გასასველი ხის კარისაკენ. როგორც მუდამ ხდებოდა, ახლაც კიდევ ერთი ჩვეულებრივი დღე გადააგორა. თავისი ერთგული ოთხბორბლიანი მეგობარი, ამჯერადაც დიდი მოთმინებით ელოდა, თუ როდის მიაკითხავდა მას, მონატრებული პატრონი.
გაბრიელმა, სკოლის კიბეები წამებში ჩამოირბინა, მანქანის გასაღების ასხმა ხელში შეათამაშა და როგორც კი, პარკინგზე გავიდა, მისალმების ნიშნად, ავტომობილმაც სიგნალიზაციის ხმა გამოსცა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ეს მისალმება კი არა, პროტესტის გამოხატვა უფრო იყო, რადგან ბურთი, რომლითაც სავარაუდოდ ამ სკოლის მოსწავლე პატარა ბიჭები შორიახლოს თამაშობდნენ, პირდაპირ მანქანის მარჯვენა საქარე მინას მოხვდა და იგი ყველაფერთან ერთად, გაბზარა კიდეც.
ამის შემხედვარე ბავშვები მაშინვე დაფრთხნენ. ერთ-ერთმა გაქცევაც კი სცადა, თუმცა მასზე ოდნავ მაღალმა ბიჭმა, რომელსაც დასვრილი, წითელი მაისური ეცვა, საყელოში ხელი ჩაავლო და გვერდით ამოიყენა. ასე თითქოს ხაზი გაუსვა იმას, რომ ისინი არსად გაქცევას არ აპირებდნენ და ჩადენილის შეცდომას თვალს, მამაცურად გაუსწორებდნენ.
-ასე, ასე, ასე -მათ საქციელზე, ირიბად ჩაეცინა გაბრიელს და მშიშარა ბიჭის წინ ისე ჩაიმუხლა მისთვის გამყინავი მზერა არ მოუშორებია -გაქცევას აპირებდი, თუ არასწორად გავიგე?
-არ . . . არ ვაპირებდი -თავი მორცხვად დახარა ბიჭუნამ და თვალის გამჭვირვალე გარსი სულ გაუწითლდა. სადაც იყო ტირილს დაიწყებდა, თუმცა თავის თავს მაქსიმალურად ებრძოდა, რათა ეს არ მომხდარიყო
-მანქანის მინა გამიბზარეთ -შეეცადა უაღრესად მკაცრი გამომეტყველება მიეღო ამის თქმისას -თქვენით მითხარით, როგორ დაგსაჯოთ? ორი ვარიანტი მაქვს-პირველი:ტომარაში ჩაგსვამთ, საბარგულში ჩაგტენით და თქვენს თავს კრამპუსს გადავცემ და მეორე:თქვენს მშობლებს დავურეკავ და ვეტყვი, რომ ცუდად იქცევით, მერე კი, ერთი კვირა ნაყინის ჭამის უფლება აღარ მოგცემენ
-კრამპუსი მხოლოდ შობას იტაცებს ურჩ ბავშვებს, ხოლო ჩვენი მშობლების ნომერი კი, არ იცი -ენა გამოუყო შედარებით მაღალმა ჟღალთმიანმა ბიჭუნამ, რომელსაც თავადაც უკვირდა საიდან მოიკრიბა ამხელა გამბედაობა. თუმცა, იმ მომენტში, როცა გაბრიელის გამყინავ მზერას გადააწყდა, ინსტიქტურად, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და მისი არსაიდან გაჩენილი სიმამაცეც, თითქოს ცაზე წვრილ ზოლებად გაწოლილი თვითმფრინავის კვამლივით აორთქლდა
-ჭკვიანი ბავშვი ხარ -როდესაც მიხვდა, რომ მისმა გამომეტყელებამ შეაშინა, აზარტში ორმაგად შევიდა, გაბრიელი და ტუჩებზე მომდგარი ღიმილი ძლივსძლივობით შეიკავა -თუმცა მე ისეთ კრამპუსსაც ვიცნობ, რომელიც ნებისმიერ დროს ასრულებს თავის სამუშაოს
-იცნობ? -იკითხა ორივემ ერთდროულად, გაფართოებული თვალებით
-ჰო, ჩემი მეგობარია. თუ ვეტყვი, შეუძლია დღესვე წაგიყვანოთ და . . . სამწუხაროდ, მერე არ ვიცი რას უკეთებს ურჩ ბავშვებს, ამაზე არასდროს ვლაპარაკობთ. აბა, რას იტყვით? -ორივეს, გამომცდელი მზერით გადახედა. ბავშვების სახეზე, ამჯერად უკვე, გულწრფელი შიში იკითხებოდა, რაც მათ დამშინებელს, კმაყოფილების ღიმილს გვრიდა
-და . . . ბოდიში, რომ მოვიხადოთ? -თითქმის ერთდროულად აბლუკუნდნენ პატარები. იმდენად ფერმიხდილები და შეშინებულები ჩანდნენ, რომ გაბრიელმა მაშინვე გადაწყვიტა ამ სპექტაკლის დასრულება. იგი ღიმილით გადაიხარა ბავშვებისკენ, ორივეს მხარზე დაადო ხელი და ის-ის იყო, უნდა ეთქვა, რომ არანაირი კრამპუსი მათ არ მოაკითხავდა, რომ ზურგს უკნიდან თავისი სახელის გაგონებამ, ბავშვები სულ გადაავიწყა.
მისგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით, ავტოსადგომზე, ძველი გამოშვების, ლურჯ მანქანას, ორი ახალგაზრდა ბიჭი მიყრდნობოდა. მათგან ერთ-ერთს, საკმაოდ გემოვნებიანად ეცვა. ღია წაბლისფერი, ხვეული თმა, მხრებზე ოდნავ წვდებოდა, ხოლო სწორი ცხვირი და მუქი თვალები, უფრო მეტ მომხიბვლელობას სძენდნენ მის ვიზუალს. მისგან განსხვავებით, მეორე ბიჭი ოდნავ დაბალი იყო. პირველისგან განსხვავებით, მას უბრალო, სპორტულ სტილში ეცვა და ზურგზე გადმოფენილი მოსაცმლის სახელოები, გულ-მკერდთან ჰქონდა გადანასკვული.
გაბრიელი, მათ კიდევ ერთხელ დააკვირდა. დარწმუნებული იყო, რომ არც ერთ მათგანს არ იცნობდა, თუმცა ის, რომ მათ მისი სახელი იცოდნენ, იძულებულს ხდიდა სახლში წასვლაზე დროებით ხელი აეღო და გაერკვია, თუ რა უნდოდა მისგან ამ ორს.
გაბრიელი ფეხზე წამოდგა. ბიჭების თვალიერებაში, ვერც კი გაიგო, თუ რა დროს დაუსხლტნენ ხელიდან მისივე სიტყვებით შეშინებული ბავშვები. როდესაც გზას გახედა, მხოლოდ ის დაინახა, თუ როგორ გადაუხვიეს სირბილით მოპირდაპირე ქუჩისკენ და მათი საქციელით გამხიარულებული, კვლავ უცობებს მიუტრიალდა.
-გისმენთ. მგონი, მე მაძახდით, არა?
-თუ არ ვცდები, თქვენ გაბრიელ აკიმჩევი უნდა იყოთ -სპორტულებში ჩაცმული ბიჭი, წინ წამოვიდა
-მოდი, "თ"-ს გარეშე. არ მიყვარს ოფიციალური მიმართვები, თუ ის კონკრეტული ჩემზე უფროსი არ არის -შემდეგ კი, დასძინა -ჰო, სწორედ ის ვარ, ვინც თქვი. ჩემთან რა საქმე გაქვთ?
-მე ვაჩე ვარ -ხელი გაუწოდა ბიჭმა და როგორც კი გაბრიელმა მის მარჯვენას თავისი შეაგება, იმ წამს მიახლოებული მეგობარიც წარუდგინა :-ეს კი, კონსტანტინეა. შენთან რაღაც საქმეზე ვართ და შეგიძლია რამდენიმე წუთი დაგვითმო? აქვე, ახლოს ლუდის ბარია, იქ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ -ბიჭს, აშკარად ეტყობოდა, რომ რაც უნდა ეთქვა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამის გამო, დაძაბულიც ჩანდა, ამიტომ გაბრიელი, შექმნილმა სიტუციამ ჩააფიქრა და ორივეს გამომცდელად გადახედა
-იქნებ, აქვე გეთქვათ რა საქმეა? ვწუხვარ, მაგრამ ძალიან მეჩქარება
-შენთვისაც მომგებიანი იქნება, ძმაო. არ ინანებ -ამჯერად, ხვეულთმიანმაც აუბა მხარი მეგობარს, რომელსაც, როგორც გაბრიელმა გაიგო-კონსტანტინე ერქვა. მეგობრისგან განსხვავებით, ამ ბიჭს უფრო მკაცრი გამოხედვა და კატეგორიული ტონი ჰქონდა, რაც მის სიტყვაძუნწობაზე მეტყველებდა
-არადა, სულ სხვა გეგმები მქონდა -თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა ბიჭმა, ვიდრე მათ გასაგონად. მართალია ახლა სახლში მისვლა და დასვენება ყველაფერს ერჩივნა, თუმცა, რატომღაც მაინც გადაწყვიტა იმ ორი უცნობისთვის, ცოტაოდენი დრო დაეთმო და გაეგო, თუ რაზე სურდათ მასთან დალაპარაკება. უნდა ეღიარებინა, ეს ცოტათი აინტერესებდა კიდეც
-კარგი, იყოს ასე. ოღონდ, ერთი წესი მაქვს -ორივეს ცალ-ცალკე გადახედა მან და როგორც კი, ყურადღება მიიქცია განაგრძო - ჩემი სასმელის ფულს ყოველთვის მე ვიხდი ხოლმე. ამას, იმ შემთხვევისთვის გეუბნებით, თუ ჩემი დაპატიჟება გქონდათ განზრახული. ახლა შეგვიძლია წავიდეთ . . .
იქვე, ახლომახლო, თხუთმეტიოდე მეტრში მდებარე ლუდის ბარში დასხდნენ. ვინაიდან შიგნით ადგილები არ იყო, გარეთა მაგიდებიდან ყველაზე მოხერხებულ, თანაც განმარტოებულ ადგილას მდგომი აარჩიეს და მიმტანს სამი კათხა ლუდის შეკვეთა მისცეს.
ცხელი დღე იყო. ცივი სასმელი ნამდვილად სიასიამოვნო იქნებოდა გაბრიელისთვის და ალბათ, სხვა დროს მთელი ყურადღება ამაზე ექნებოდა გადატანილი, თუმცა ახლა ის უფრო აინტერესებდა, რატომ იჯდა აქ ორ, სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად, ამიტომ, სანამ მიმტანი შეკვეთას მიუტანდათ, სკამის საზრუგეს მოხერხებულად მიეყუდა და ორივეს ანიშნა, თქვენს მოსასმენად უკვე მზად ვარო.
ბიჭებმა, წამით ერთმანეთს გადახედეს. ალბათ, მზერით მოითათბირეს, თუ ვინ დაიწყებდა ლაპარაკს. გაბრიელს უკვე ინტერესი უღვივდებოდა და იმდენად იმატებდა მის სხეულში ცნობისმოყვარეობის დოზა, რომ არც მიმტანის ღრმა დეკოლტე შეუმჩნევია მათ მაგიდაზე გადმოხრისას, როდესაც ლუდის ჭიქებს აწყობდა და არც მისი ზომაზე მეტად მოკლე ქვედა ბოლო, საკმაოდ კარგად, რომ უსვამდა ხაზს გოგონას სხეულის ფორმებს.
-ნახე რა ქალია -მოისმა გვერდითა მაგიდიდან ვიღაც ღიპიანი კაცის აღფრთოვანებული შეძახილი, რომელსაც პერნაგის ღილები ლამის შემოსკდომოდა. ამან, ბიჭები გონზე მოიყვანა და კვლავ რეალობაში დააბრუნა, სადაც მათი სტუმარი, ნანატრ პასუხს ელოდა.
-მოკლედ, გაბრიელ -ჭიქას არც შეხებია ისე გადაიხარა წინ ვაჩე და საქმიანი სახე დაიჭირა. ჩემს მეგობარ კონსტანტინეს, ბევრი ლაპარაკი არ უყვარს და არ გაგიკვირდეს, საუბარში თუ არ აგვყვება. ყველაფერს თავად გეტყვი და სანამ კარგად არ დაფიქრდები, მანამდე პასუხი არ გამცე
გაბრიელს სიტყვა არ დაუძრავს. ლუდის კათხიდან ოდნავ მოსვა და როგორც კი მაჯის საათს დახედა, ბიჭს ანიშნა საუბარი გაეგრძელებინა.
-მე და კონსტანტინემ შენ შესახებ, რაღაცები მოვიძიეთ და გადავქექეთ -იმავე საქმიანი ტონით განაგრძო ვაჩემ -ვიცით, რომ ფსიქოლოგიას სწავლობდი, ისიც ვიცით, ნარკოსაწინააღმდეგო ღონისძიებებში, რომ ხარ ჩართული და ამ თემაზე, ტრენინგებსაც ატარებ
-მოდი, ჯობს, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ -ცოტა არ იყოს, მობეზრებით შეაწყვეტინა გაბრიელმა, რადგან ვერ მიხვდა საით მიდიოდა ეს საუბარი. ზოგადად, არასდროს მოსწონდა შემოვლითი გზები. სურდა სათქმელი მუდამ პირდაპირ ეთქვათ ხოლმე და ახლაც, სწორედ ამან გააღიზიანა
-ჰო, მართალი ხარ, საუბრის წამოწყების არც ისე კარგი საშუალება ავირჩიე -მაშინვე სცადა სიტუაციის გამოსწორება, ბიჭმა. კონსტანტინე კვლავაც ჩუმად იჯდა, მაგრამ წინანდელისგან განსხვავებით, გაბრიელს უკვე მოღუშული შეჰყურებდა და აღარც იმდენად კეთილგანწყობილი ჩანდა -უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ სწორედ შენნაირი ადამიანის დახმარება გვჭირდება
-კონკრეტულად, რაში? -კათხიდან ოდნავ მოსვა გაბრიელმა, რადგან აუტანელი სიცხისგან უკვე ყელი უშრებოდა
-ერთ ჩვენ საერთო მეგობარს უნდა დაეხმარო. ის . . . -ვაჩეს ნირი წაუხდა და სახე კონსტანტინესავით მოეღუშა -მოკლედ, ნარკოტიკებზე ზის. უკვე ორი თვეა ყველანაირად ვცდილობთ მის დახმარებას, მაგრამ ამაოდ
-და გინდათ, რომ ეს მე გავაკეთო? -გაეცინა გაბრიელს -ამისთვის ნარკოლოგიურ დაწესებულებებს მიმართავენ ხოლმე და არა, ქუჩაში პირველივე შემხვედრთ. დიდი ბოდიშით, მაგრამ მგონი, ეს საუბარი ცოტა მეუცნაურება -ლუდის კათხას ხელი სწრაფად შეუშვა და წასასვლელად სკამიდან წამოიწია, თუმცა კონსტანტინეს მიერ მაჯაში მაგრად ჩავლებულმა ხელმა და კუშტმა გამომეტყველებამ, ოდნავ გაამხიარულა კიდეც და წამით ადგილზე შეჩერდა
-ცოტა ხნით დაჯექი, ძმაო -თხოვნა უფრო ისმოდა მის ხმაში, ვიდრე ბრძანება. ვაჩეც ისეთი მზერით უყურებდა, რომ გაბრიელი მიხვდა, ამ ადამაიანებს მართლა ძალიან ჭირდებოდათ დიალოგის ბოლომდე მიყვანა, ამიტომ, უპრობლემოდ დანებდა და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. რაც იქნებოდა, იქნებოდა. ყურადღებით მოუსმენდა და მერე თავის გზას დაადგებოდა
-გაბრიელ, მისმინე -კვლავ ვაჩემ აიღო თავის თავზე მოლაპარაკების წარმართვა -მართალია, არსებობს ნარკოლოგიური კლინიკები, თუმცა მას იქ ვერ მივიყვანთ. ბავშვობიდან პანიკური შიში აქვს დახურული სივრცის და გისოსების. ეს, რომ გავაკეთოთ, აუცილებლად გაგიჟდება
-რა ქვია თქვენს მეგობარს? -მხოლოდ იმიტომ იკითხა გაბრიელმა, რომ მისი სქესი დაედგინა
-ირისი ჰქვია. ოცი წლის გოგოა. რთული რამები გადაიტანა და ნარკოტიკებზე შეჯდა. ჩვენ, ანუ მე და კონსტანტინე, მისი ბავშვობის მეგობრები ვართ. რა აღარ ვცადეთ, რომ ცუდ წრეში არ მოხვედრილიყო და წამალს შეშვებოდა, მაგრამ უკვე ძალიან ღრმად აქვს შეტოპილი
-ძალიან დიდ თანხას გადაგიხდით, თუ მას ამ მავნე ჩვევისგან დაიხსნით -კონსტანტინეც ჩაერთო მათ საუბარში -ირისს მშობლებმა დიდი მემკვიდრეობა დაუტოვეს. ვალში ნამდვილად არ დაგრჩებით. შენზე ბევრი რამ გამოვიძიეთ და ზუსტად ის ხარ, ვინც გვჭირდება
გაბრიელმა ნიკაპზე ხელი ჩამოისვა. წინადადება, უდაოდ საინტერესო იყო, თუმცა ასე ფულის გამო არ ფიქრობდა. ზოგადად, ხასიათით შემტევსა და დაუმორჩილებელს, მუდამ უყვარდა რთული ამოცანების მიზნად დასახვა და მათი შესრულება. ეს შემთხვევა, სწორედ ასეთი იყო. თანაც ამ ბიჭების სასოწარკვეთილ სახეებს, რომ უყურებდა, იმას, თუ როგორ გულწრფელად ნერვიულობდნენ თავის ბავშვობის მეგობარზე, ფიქრობდა, რომ ეს სამყარო არც ისეთი საშინელი ადგილი იყო. ჯერ კიდევ იყვნენ დარჩენილი ისეთი ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის გულისთვის ყველაფერს აკეთებდნენ და ალალი გულით ზრუნავდნენ.
-მთლიანი ისტორიის მოსმენა მინდა -გაბრიელმა ჭიქა ნახევრამდე გამოცალა -მომიყევით, თუ როგორ დაემართა ეს ყველაფერი თქვენს მეგობარს. როგორ მივიდა აქამდე, მანამდე როგორი ცხოვრება ჰქონდა, რას აკეთებდა და რამ აიძულა ამ საზიზღრობის მოხმარება დაეწყო
ვაჩეს სახეზე გამკრთალმა სხივმა, გაბრიელი მიახვედრა, რომ ბიჭს მისი დათანხმების იმედი მიეცა. მართალია, ჯერ არაფერი ჰქონდა გადაწყვეტილი და ეჭვიც ეპარებოდა, რომ ამ საქმეც ხელში აიღებდა, თუმცა, ხმამაღლა არაფერი უთქვამს. ვინაიდან, თავისი პოტენციური პაციენტი, ჯერ კიდევ გამოცანად რჩებოდა, უნდოდა მის შესახებ სხვისი მონაყოლიდან მაინც შექმნოდა მცირედი წარმოდგენა.
კონსტანტინემ, ელექტრო-სიგარეტი გააბოლა და ვაჩეს გადახედა, რომელიც უკვე საუბრის წამოსაწყებად ემზადებოდა. როგორც ჩანს, მხოლოდ ეს ორი იყო დაძაბული, გაბრიელს კი, რაც შეეხება, იმდენად მშვდად იჯდა, თითქოს ყველაფერი მის მიღმა ხდებოდა და თავად, უშუალოდ არაფერში არ მონაწილეობდა. მარტო ერთი რამ იყო-სურდა ისტორია მალევე მოესმინა და სახლში რაც შეიძლებოდა სწრაფად დაბრუნებულიყო. ამას, საკუთარი გამომეტყველებითაც ღიად გამოხატავდა.
-მოკლედ, ირისის მშობლები, საკმაოდ მდიდარი ხალხი იყვნენ -ამბის დასაწყისს, რომლის ლოდინიც საკმაოზე მეტად გაჭიანურდა, წარბი ცერა თითით მოიქექა, ვაჩემ -ძვირადღირებული სასტუმროების ქსელები, კაზინოები, სამშენებლო კომპანია და ათასი რამ, წვრილი მაღაზიების ჩათვლით, ის ქონებაა, რომელიც მათ დიდი შრომის შედეგად დააგროვეს, თუმცა უბედურება ის იყო, რომ შვილი არ უჩნდებოდათ და ამ ყველაფერს, თავიანთი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ვერავის გადასცემდნენ. სწორედ ამიტომ, ქორწინებიდან ათი წლის შემდეგ, გადაწყვიტეს ბავშვი აეყვანათ და ასეც მოიქცნენ. ეს ბავშვი, ირისი იყო -ვაჩე, გაბრიელის სახეს დააკვირდა, თითქოს მის თვალებში ცდილობდა აზრების წაკითხვასო, შემდეგ კი, ლუდი მოსვა და განაგრძო :-ირისის მშობლებს არ უნდოდათ, რომ მას სიმართლე სცოდნოდა. სურდათ, რომ გოგონას ისინი თავის ნამდვილ დედ-მამად აღექვა და ყველაფერს უმალავდნენ. უმალავდნენ მანამ, სანამ ერთ დღეს, თავად არ გაარკვია სიმართლე. მახსოვს, მაშინ ირისის დაბადების დღე იყო. მამამისმა გადაწყვიტა გაეხარებინა და თავისი საოცნებო მანქანა აჩუქა. საკმაოდ ძვირადღირებული მოდელი იყო, მაგრამ ირისმა მეორე დღესვე მოახერხა და ავარიაში მოყვა. მცირედი შეჯახება იყო, საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გონზეც მოვიდა. მხოლოდ ნათესავის სისხლის გადასხმა იყო საჭირო, საბოლოოდ გამოსაჯანმრთელებლად. სწორედ მაშინ დატრიალდა სკანდალი. როგორ უნდა გამომდგარიყვნენ სისხლის დონორებად მისი მშობლები, როდესაც ირისი ნაშვილები იყო? აღარ მინდა იმის მოყოლა თუ რა რევოლუცია მოხდა საავადმყოფოში და რა სიტუაცია შეიქმნა, როდესაც მან სიმართლე გაიგო. თითქოს ვეღარ აზროვნებდა იმ წამს, ირისი. გიჟს გავდა და ჩაიდინა კიდეც სიგიჟე. ჯერ კიდეც საავადმყოფოს ხალათში გამოწყობილმა, პალატაში მყოფ მამამისს, რომელიც მთელი ძალით ცდილობდა მის დამშვიდებას, მანქანის გასაღები ჯიბიდან ამოაცალა და გარეთ შეშლილივით გავარდა.
მშობლები, მათი პირადი მცველის მანქანით დაედევნენ. გიჟივით მიაქროლებდა ირისი, ისინი კი, კვალში უდგნენ და არ ცილდებოდნენ მანამ, სანამ . . . -აქ ვაჩე გაჩერდა, თითქოს სულს ითქვამს ისტორიის გასაგრძელებლადო. აღარც გაბრიელი უსმენდა ისე გულგრილად, როგორც დასაწყისში. სახეზე ეტყობოდა, რომ ისტორიის დასასრულს ძალიან დაეინტერესებინა
-მოკლედ, გზაზე, სადაც ისინი მიდიოდნენ დიდი ტრაილერი გამოვარდა. როგორც ჩანს, მძღოლი შორი მანძილიდან მოდიოდა, რამდენიმე დღიანი სიარულისგან ღამენათევს საჭესთან ჩასძინებოდა და მას, ირისის მშობლების მანქანა და სიცოცხლეც ემსხვერპლა. ამის მერე იყო საშინელი, აუტანელი დღეები. ირისი, ყოველ წამს თავს იდანაშაულებდა მათ სიკვდილში, ოთახში საათობით იკეტებოდა და მთელი დღე ტირილში ატარებდა. არც მშობლების დაკრძალვას დასწრებია და ადვოკატის ნახვაზეც უარი განაცხადა, რომელსაც ანდერძის საკითხებზე უნდოდა მცირედი გასაუბრება. მას, მე და კონსტანტინე შევხვდით და მინდობილობა გავაფორმებინეთ, რომლის მიხედვითაც ირისის მთელ ქონებას ჩვენ განვკარგავდით, სანამ ის გონს მოვიდოდა. ხელიც კი ძლივს მოვაწერინეთ ამ მინდობილობაზე. იმდენად იყო დასუსტებული, რომ საჭმელსაც კი პატარა ბავშვივით ვაჭმევდით. მე გულზე მყავდა მიხუტებული, კონსტანტინე საკუთარი ხელით უდებდა პირში ხან, რას ხან, რას. უზომოდ რთული დღეები გადაიტანა. ზოგჯერ, ღამეებსაც კი გვათევინებდა, სიცხისგან ბოდავდა, მერე კოშმარები ესიზმრებოდა და სანამ ერთი მხრიდან ერთი არ ჩავეხუტებოდით მეორედან კი, მეორე მანამდე ვერაფრით იძინებდა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ირისი ამ ყველაფერს გადალახავდა და ისევ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა, ნელ-ნელა და ჩვენი დახმარებით.
დაახლოებით ორი თვე გაგრძელდა ასეთი სიტუაცია. პირველად, რომ ოთახიდან გამოვიდა და სასეირნოდ წაყვანა გვთხოვა, ლამის სიხარულისგან ცას ვეწიეთ. მაშინ, მე და კონსტანტინე უკვე ირისთან ვცხოვრობდით, რადგან მისი მარტო დატოვება წამითაც არ შეიძლებოდა. წვეტიან საგნებსაც კი ვუმალავდით, რომ ცხელ გულზე რაიმე სისულელე არ ჩაედინა. მოკლედ, ის დღე იმედის ჩასახვის დღე იყო. მთელი საღამო დავატარებდით მანქანით, ქალაქგარეთაც გავედით და სასიამოვნო პიკნიკიც მოვაწყვეთ. როცა პლედზე ვიჯექით და ერთ ჩემ ხუმრობაზე გაეღიმა, ლამის სიხარულისგან ვიყვირე. მთელი დღე უაზროდ გახარებული დავდიოდი. ვიფიქრე, ასეთი გასვლები ირისს მოუხდება-მეთქი და თითქმის ყოველ დღე დამყავდა სხვადასხვა ადგილებში, ხან ჩანჩქერზე, ხან ტყეში, ხანაც ლამაზ ხეობებში. ვამჩნევდი, რომ ნელ-ნელა უმჯობესდებოდა მისი მდგომარეობა და იმდენად ვიყავი ამ იმედით შეპყრობილი, რომ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი იმას, რაც ამის შემდეგ მოხდა -ვაჩემ შუბლზე ხელი ნერვულად გაისვა და საუბრის განახლებამდე ღრმად ამოისუნთქა :
-მოკლედ, ირისის მშობლების გარდაცვალებიდან, ხუთი თვე იყო გასული -დაიწყო მან -მიუხედავად ამისა, მის სახლს წუთითაც არ ვტოვებდით და კვლავ მასთან ერთად ვცხოვრობდით. თვითონ, ბევრჯერ უთქვამს, რომ უკვე კარგად იყო და შეგვეძლო წავსულიყავით, თუმცა ამას მაინც არ ვაკეთებდით, რადგან ჯერ კიდევ ვნერვიულობდით ჩვენს მეგობარზე. ფაქტები კი, საწინააღმდეგოზე მეტყველებდნენ-ირისი უფრო მეტად გულღია გახდა, ხშირად გვესაუბრებოდა და ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ მეგობრებთან შესახვედრადაც მოუნდა გარეთ გასვლა. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანმხდით, თუმცა პირველ დღეს, ტაქსის მძღოლს მაინც ვთხოვეთ, რომ მისთვის ყურადღება მიექცია და ჩუმად ეთვალთვალა. ამისთვის საკმარისი თანხაც გადავუხადეთ და გახარებულმა კაცმაც, რომელმაც მაშინვე გვაცნობა, ამდენ ფულს მთელი დღის მუშაობითაც კი ვერ შევაგროვებდიო, ჩვენი თხოვნა სიხარულით აასრულა.
საეჭვო არაფერი ყოფილა იმ დღეს. ირისი თავის რამდენიმე კურსელს შეხვდა, მათთან კაფეში ისაუბრა და შედეგ საყიდლებზე წავიდა მაღაზიებში. მახსოვს, იმ დღეს მთელი მოდების ჩვენება მოაწყო ჩემთვის და კონსტანტინესთის, სხვადასხვა კაბებს იზომებდა და გვეკითხებოდა კარგად გამოიყურბოდა, თუ, არა. მოკლედ, საქმე ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ირისის გამოკეთება ვიწამეთ და შინ დავბრუნდით. სწორედ აქ დავუშვით შეცდომა. ამ ყველაფერს, მხოლოდ ჩვენთვის თვალის ასახვევად აკეთებდა, რათა მარტო დაგვეტოვებინა. სინამდვილეში, აღარაფერი უნდოდა ამ სამყაროსგან და ეს ტანჯვა, რომ იმდენად აღარ ეგრძნო, ნარკოტიკის მომხმარებელთა რიგებს შეუერთდა.
მახსოვს გვიანი ღამე იყო. ბარიდან სახლში ვბრუნდებოდი, როცა ჩემს ტელეფონზე ვიბრაცია გაისმა. ირისი მირეკავდა, შეშინებული ხმა ჰქონდა და მთხოვდა, რომ მასთან მივსულიყავი. ვერ წარმოიდგენ რა საშინელ მდგომარეობაში დამიხვდა, ციებიანივით კანკალებდა, ტუჩები გალურჯებოდა და მთხოვდა სასწრაფოდ მომიტანე ვეღარ ვუძლებო. მშობლები ექიმები მყავს, მცირედი გამოცდილება ამ საკითხში მეც გამაჩნია, ამიტომ, მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა, თუმცა საბოლოოდ დასარწმუნებლად, მაისური ავუწიე და ვენები შევუმოწმე. მართალი აღმოვჩნდი, მთლიანად ნანემსარებით ჰქონდა დაფარული. ვერაფერი მოვიფიქრე და კონსტანტინეს დავურეკე. მთელი ღამე მის "ლომკას" ვებრძოდით, შხაპის ქვეშაც შევაყენეთ, საძილე აბებიც მივეცით, მაგრამ არაფერმა უშველა. მხოლოდ მეორე დღეს მომჯობინდა ოდნავ, მაგრამ თვალები კვლავ საშინლად ჰქონდა ჩაწითლებული და აღარც სახეზე ჰქონდა ნორმალური ფერი. მახსოვს, იმ დღეს ყველაფერი დაიფიცა, რომ ამ საზიზღრობას აღარ გაეკარებოდა, ორივეს გვეხვეოდა და ბოდიშს გვიხდიდა. იმდენად დიდი სინანული ამოიკითხეთ მის სიტყვებში, რომ დავიჯერეთ კიდეც, თუმცა სულ ტყუილად. ახლა, უკვე იმ მდგომარეობაშია, რომ აღარავის უჯერებს, ჩვენი აზრიც ფეხებზე ჰკიდია და მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს. მე და კონსტანტინე მის ქონებას ვუვლით, ამიტომ საკრედიტო ბარეთები დავუბლოკეთ, რათა წამლის შესაძენად ფული აღარ ჰქონოდა, თუმცა იცით რა ქნა? თავისი ნაცნობებისგან და თანაკურსელებისგან დაიწყო ფულის სესხება -ბოლო სიტყვები, განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა ბიჭმა -მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მისი გამოსწორების იმედი უკვე აღარ გვაქვს, აღარც აშკარა წინააღმდეგობას ვუწევთ, რადგან ჩვენთან საბოლოოდ არ გაწყვიტოს ურთიერთობა. ერთადერთი იმედი გვაქვს და იმასაც შენზე ვამყარებთ, გაბრიელ.
ვაჩემ გამშრალ ყელში, ნერწყვი გადააგორა. მისი ლუდი სიცხისგან ისე იყო გამთბარი, რომ პირსაც კი ვეღარ დააკარებდა, თუმცა ახლა, ეს ოდნავადაც არ აღელვებდა. მთლიანად იმაზე იყო კონცენტრირებული, თუ რას იტყოდა გაბრიელი, ამიტომ, მის გამომეტყველებას თვალს წამითაც კი არ აცილებდა.
ძნელი იყო გაბრიელის სახეზე მისი ფიქრების ამოკითხვა. ვერც კონსტანტინე ამჩნევდა რაიმეს, სანამ თავად ბიჭი არ გადაიხარა მაგიდაზე და ორივეს, მზერა არ მოავლო.
-ვაღიარებ, რაც ახლა მოყევი ბრაზილიური სერიალის სიუჟეტს დაამშვენებდა -თქვა მან და კონსტანტინეს რეაქციას დააკვირდა. ბიჭი ახლაც ისეთივე სერიოზული სახით იყურებოდა, როგორც გაცნობის მომენტიდან -თქვენი მოთხოვნა საკმაოდ რთულია, თუმცა მე მიყვარს სირთულეები, ერთი რამ, რომ არ გვიქმნიდეს პრობლემას
-და რაშია პრობლემა? -გულუბრყვილოდ იკითხა ვაჩემ
-იმაში, რომ ჩემი სახლი ქალაქგარეთ, დასახლებული პუნქტებისგან საკაოდ მოშორებითაა
კონსტანტინემ თავი კმაყოფილებით დააქნია და მეგობარს გადახედა.
-ვფიქრობ ეგ პრობლემა კი არა, სწორედ, რომ მიწრებაა ჩვენს საქმეში. ირისს ზუსტად ასეთი გარემო სჭირდება-სიჩუმე, სიწყნარე, ბუნება და არავითარი ქალაქის ხმაური
-ჰო, შეიძლება, თუმცა თქვენი მეგობარი თუა თანახმა მსგავს პირობებზე? არა მგონია, ახალგაზრდა გოგომ იქ, დიდხანს გაჩერება შეძლოს. კლუბებსა და დისკოტეკებს ნაჩვევ, მდიდარი მშობლების გათამამებულ შვილს, ეს ნამდვილად არ მოეწონება
ვაჩეს, ცოტა არ იყოს არ ესიამოვნა ირისის ასე მოხსენიება, თუმცა ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს ისე განაგრძო:
-ჩვენ არ ვამბობთ, რომ იქ ირისი თავისი სურვილით გამოგყვება. ის, ამას არაფრის დიდებით არ დათანხმდებოდა. მისივე საკეთილდღეოდ, გადავწყვიტეთ, შენს სახლში ძალის გამოყენებით წამოვიყვანოთ. შენთავე იცხოვრებს, თუნდაც თვეობით. რა მეთოდებიც გინდა ის გამოიყენე, როგორც გინდა ისე მოექეცი მის სიჯიუტეს და დაუმორჩილებლობას, ოღონდ გთხოვ-ჩვენი მეგობარი დაგვიბრუნე. ისეთი დაგვიბრუნე, როგორიც ადრე იყო -ვაჩეს ხმაში, ამჯერად მუდარა გამოსჭვიოდა, ხოლო თაფლისფერი თვალები სევდის ნისლით დაბურვოდა
-მისმინე, შენ ალბათ ფეხებზე გკიდია ის, რაც ახლა მოგიყევით და არც ჩვენ მონათხრობს მოუხდენია მაინდამაინც დიდი შთაბეჭდილება. ეს ყველაფერი კარგად ვიცი, შენს შესახებ ბევრი რამ გამოვიძიე და ბევრი ვინმეს აზრი მოვისმინე, მაგრამ ამას გეტყვი-წარმოიდგინე, რომ გყავს ადამიანი, ვისთან ერთადაც გაიზარდე, ვისთან ერთადაც ერთ საწოლში გეძინა, თითოეულ ფიქრსა და აზრს უზიარებდი, მასთან ერთად თამაშობდი ქვიშაში, ეზოში, ერთად დასდევდით ბურთს, მერე კი, ხედავდი, თუ როგორ იზრდებოდა და იცვლებოდა, წლების განმავლობაში. წარმოიდგინე გყავს ისეთი ადამიანი, რომელთანაც მთელი ცხოვრება გაკავშირებს და მის გარეშე, ერთი დღეც არ გაგონდება. ირისი, ჩვენთვის სწორედ ეს ადამიანია, გესმის? გთხოვ, დაგვეხმარე მის დაბრუნებაში! უბრალოდ გააკეთე ეს და პატიოსან სიტყვას გაძლევ, ცხოვრებაში ფინანსურად აღარასდროს გაგიჭირდება.
გაბრიელი, ჩაფიქრებული უსმენდა ვაჩეს სიტყვებს. ალაგ-ალაგ, ნიკაპზე ისვამდა ხელს, როგორც ახასიათებდა ფიქრისას და მარჯვენა ფეხს მოუსვენრად ათამაშებდა. თითქოს ახლა ამუშავებდა მისი გონება წეღანდელ სიტყვებს. ბიჭებს, მთელი ისტორიის მოყოლა, მხოლოდ იმიტომ სთხოვა, რომ ირისზე მცირედი წარმოდგენა შექმნოდა და შეექმნა კიდეც. ფიქრობდა, რომ იგი ერთი, ეგოისტი, თავის თავზე შეყვარებული, გათამამებული გოგო იყო, რომელსაც მიაჩნდა, რომ მზე იყო, სხვები კიდევ პლანეტები, რომელთაც მის გარშემო ბრუნვა ევალებოდათ. გოგონას თავისი გასაჭირი მიაჩნდა ყველაზე მნიშვნელოვნად, წინ საკუთარ ტკივილს აყენებდა და სულ არ ადარდებდა, თუ როგორ ურევდა გარშემომყოფებს ცხოვრებას თავისივე დაუდევარი საქციელით.
როდესაც მის გონებაში ეს აზრები ტრიალებდა, ბიჭები, ჩაფიქრებულ გაბიელს უყურებდნენ და თითქოს ეკლებზე იჯდნენო, სწორედ ისე წრიალებდნენ. ორივე სულმოუთქმელად ელოდა დიდხანს დაგვიანებულ პასუხს. აინტერესებდათ, თუ რას იტყოდა მათ წინ მჯდომი პიროვნება ამ ხელსაყრელ შეთავაზებაზე და გონებაში გეგმა "ბ"-საც კი სახავდნენ, პოტენციური უარის შემთხვევაში.
ბოლოს, ვაჩეს მოთმინებამ უმტყუვნა, წინ გადაიხარა და მაგიდას მკლავებით დაეყრდნო.
-აბა? რა აზრის ხარ? მიიღებ ჩვენს პირობებს? პასუხი ახლავე გვჭირდება
-ვაჩე, იქნებ ფიქრის დრო მისცე? -უსაყვედურა კონსტანტინემ ისე, თითქოს თავადაც სული არ მიდიოდა პასუხის გაგებაზე
გაბრიელმა, ამ სიტყვებზე ბიჭებს ირიბად გადახედა, თავისი ლუდის კათხის ქვეშ ფული შეაცურა, შემდეგ კი, ფეხზე გაღიმებული წამოდგა და მაგიდის ზედაპირზე პატარა, ოთხკუთხედი ბარათი შემოდო.
-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია -საჩვენებელი თითი დააკაკუნა მასზე -ამ დღეებში დამიკავშირდით და თქვენი მეგობარი გადმომეცით. ვნახოთ რა გამოვა . . .
მერე გატრიალდა და ისე წავიდა, რომ არც მათი პასუხებისთვის მოუცდია და არც ის გამომეტყველება დაუნახავს, რომელიც ბიჭებს, სახეზე მისი იმედის მომცემი პასუხის შემდეგ გადაეფინათ.








2 თავი

-ცოტა ხნით კიდევ დარჩი რაა -კისერზე პატარა ბავშვივით ჩამოეკიდა გაბრიელს, ატლასის გამომწვევ ხალათში გამოწყობილი, წითური გოგონა და მის ტუჩებს ნაზად, თუმცა ვნებიანად შეეხო
გვიანი ღამე იყო. საათი პირველის ნახევარს უჩვენებდა. აგვისტოს წვიმას, აღმოსავლეთიდან მონაქროლი ქარი, სარკმლის მინებზე ახეთქებდა და წკაპუნა ხმებს გამოსცემდა.
საძინებელში, თხელი პლაზმური ტელევიზორი იყო ჩართული. იგი, ვიღაცას მუსიკალურ არხზე დაეყენებინა, რის გამოც, წყნარი მელოდიის ჰანგები მთელს ოთახში ჰარმონიულად იფრქვეოდა, ხოლო ეკრანის ფერადი სინათლეები ავეჯზე მოუსვენრად დათამაშებდნენ და გარემოს მხიარულ ელფერს სძენდნენ.
მარჯვენა კედელზე, რომელსაც ტელევიზორიდან გამოსხივებული შუქი ეცემოდა, მკრთალი ჩრდილის ფორმით მოჩანდა ერთმანეთზე აკრული წყვილი. დაახლოებით ხუთი წამის შემდეგ, ეს სურათი სრულიად ახლოთ შეიცავალა-ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ სწრაფად გასწია უკან ბიჭმა, გოგონას სხეული, შემდეგ კი, მას რამდენიმე სანტიმეტრით მოშორდა.
-მეჩქარება, დიანა, უნდა წავიდე! -გადაჭრით გაისმა საძინებელში მომხიბველი ბარიტონი. რატომღაც ეგონა, უფრო მარტივი იქნებოდა გოგონას სახლიდან გასვლა, თუმცა მოლოდინი მაშინვე გაუქარწყლდა, როდესაც იგი მისი მოსაცმელის ელვა-შესაკრავს წაეპოტინა და კვლავ ამ უკანასკნელის შეხსნა დაიწყო საკმაოდ თამამი მზერით
-სერიოზულად, დიანა. ახლა, არა! გადაუდებელი საქმე მაქვს . . .
-კარგი, რა . . . ამ ბოლო დროს, ისედაც ძალიან იშვიათად მნახულობ. მე კი, მუდამ სიგიჟემდე მენატრები ხოლმე -სევდიანად ამოიწუწუნა ჟღალთმიანმა -მითხარი, ასე ძალიან სად გეჩქარება?
-კენედის მკვლელობა მაქვს გამოსაძიებელი . . .
-კარგი რა, გაბრიელ -გაეცინა გოგონას -შენზე ზედმეტს არასდროს არაფერს მიყვები. ერთადერთი ის ვიცი, რომ ქალაქისგან მოშორებით, ტბისპირა სახლში ცხოვრობ და უმცროსი ძმა გყავს, რომელიც დასანახად ვერ მიტანს!
გაბრიელს გაეცინა, ტუმბოსთან მივიდა და ზედ შემოდებული თავისი მობილური აიღო.
-კიტს, არ ეზიზღები, უბრალოდ ადამიანებს ორ კატეგორიად ყოფს-ვინც მოსწონს და ვინც არ მოსწონს
-და შეიძლება გავიგო რატომ მოვხვდი მეორე კატეგორიაში? თუმცა დაივიწყე . . . მაინდამაინც, არც მე მეხატება გულზე. შეგიძლია, ასეც გადასცე!
-აუცილებლად გადავცემ, როდესაც დაბრუნდება. აბა, დროებით!
-გაბრიელ, მოიცადე!
-რამე მოხდა? -კარისკენ წაღებული ხელი კვლავ უკან დააბრუნა ბიჭმა
-უბრალოდ, მაინტერესებს, კიდევ როდის მოხვალ? კარგი იქნება, თუ მეცოდინება. მოვემზადები, ყველაფერს სათანადოდ მოვაწყობ ან რაიმე ამდაგვარი
ბიჭი შედგა და თმაზე ხელი გადაისვა. მერე, ფანჯარაზე მოწკაპუნე წვიმის წვეთებს გახედა და ოდნავ ჩაფიქრებული სახე მიიღო.
-შეგიძლია, თავად მოხვიდე ჩემთან. დაგიკავშირდები . . .
-სერიოზულად ამბობ?
-რა თქმა უნდა. ახლა კი, ღამე მშვიდობისა, დიანა! -საძინებლის კარი უხმაუროდ გამოიხურა ბიჭმა და სახლიდან ისე გავიდა, რომ მეტად სიტყვაც აღარ დასცდენია
გარეთ, წვიმა კვლავ უწინდებურად ასხამდა.
ქუჩაში გასულ, გაბრიელს თავზე წვეთები განუწყვეტლივ ეცემოდნენ, თუმცა კაპიუშონის წამოხურება აღარც გახსენებია. სწრაფად მიირბინა კორპუსიდან რამოდენიმე მეტრში დაყენებულ თავის მანქანასთან, იგი გასაღებზე ცერა თითის დაჭერით გააღო და მძღოლის ადგილას მოხერხებულად მოკალათდა.
უკვე მეორე დღე იწურებოდა მას შემდეგ, რაც ვაჩეს და კონსტანტინეს ესაუბრა, თუმცა მათგან ახალი აღარაფერი ისმოდა. ცოტა არ იყოს, უკვირდა ეს ყველაფერი, გაბრიელს. ბიჭებთან დიალოგი, რომ აგონდებოდა, კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ ძალიან სასოწარკვეთილები იყვნენ და თავისი მეგობრის დახმარება სურდათ. იქნებ, ძალის გამოყენებითაც ვერ შეძლეს მისი დათანხმება? შეიძლებოდა ასეც ყოფილიყო . . .
გაბრიელმა ფიქრები თავიდან გამოიბერტყა და მოპირდაპირე ქუჩაზე ნელი სვლით გადაუხვია. აქედან, მისი საბოლოო გაჩერების ადგილი, დაახლოებით ათი წუთის სავალზე იყო. ტანსაცმელზე ჯერ კიდევ გრძნობდა დიანას სუნამოს სურნელს, რაც ცოტა არ იყოს, დისკომფორტს უქმნიდა. მართალია, გოგონა ცოტა თავისებური იყო და ზოგჯერ მომაბეზრებელიც, თუმცა მერე რა? გაბრიელს მასთან თავისუფალი ურთიერთობა ჰქონდა, ყველანაირი მოვალეობების გარეშე, თანაც მოსწონდა, რომ დიანა ზედმეტ კითხვებს არასდროს უსვამდა და ეჭვიანი ქალივით დრამატულ სცენებს არ უმართავდა.
ქალაქში, მანქანების მოძრაობა თანდათან წყდებოდა. წვიმის გამო, ასფალტი მთლიანად მოლიპული იყო, ხოლო ლამპიონების განათების ქვეშ, ნათლად ჩანდა თუ როგორ გამეტებით ასხამდა ციდან ამჯერად უკვე მსხვილი შხეფები.
უეცრად, გაბრიელის ტელეფონზე შემომავალი ზარის ხმა გაისმა. ვინაიდან, მანქანას უკან პოლიცია მოყვებოდა, ბიჭმა ტელეფონის ხელში აღება გადაიფიქრა, იგი მანქანაში სპეციალურად მობილურისთვის ამოჭრილ პატარა სათავსოში მოათავსა, სენსორს თითი გაუსვა და ტელეფონი სპიკერზე დააყენა.
-გისმენ, აჩი!
-ამდენი ხანი სად ხარ, გაბრიელ? უკვე წუთი-წუთზე უნდა გავიდე. გთხოვ, მითხარი, რომ გზაში ხარ!
ბიჭს გაეღიმა და წვიმის მიუხედავად, საქარე მინა ოდნავ ჩამოსწია.
-ჯერ კიდევ საწოლში ვარ -თქვა მან მოჩვენებითი მთქნარებით -კარგია, რომ გამაღვიძე, ახლავე წამოვალ
-მეხუმრები, არა?
-რა ვქვნა, ჩემს მაღვიძარას მეხსიერების პრობლემა აქვს და ზოგჯერ, ავიწყდება თავისი მოვალეობის შესრულება
-ფუ, შენი!
-რაღაც ვერ ხარ ხასიათზე, თუ ვცდები?
-მოიშორე ეგ ცინიზმი! ლანას ნახევარ საათში უნდა შევხვდე! ხომ იცი, მოკვდება და ერთ წუთსაც არ დამელოდება თუ დავაგვიანე?! -ხმაში იმოდენა აღელვება დაეტყო მოპასუხე მხარეს, რომ გაბრიელმა გადაწყვიტა მეტი აღარ ეწვალებინა და ბოლოს და ბოლოს, სიმართლე ეთქვა:
-კარგი, კარგი, თითქმის მოვედი, თუმცა ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც შენს მაგივრად ვმუშაობ! ხომ იცი, ვერ ვიტან ზომაზე მეტად ნასვამი კლიენტების მომსახურებას?
-არა, კი მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარხარ, ძმაო! -ანერვიულებული ტონი მაშინვე შეცვალა მხიარულმა ხმამ -ქალი, რომ იყო, ცოლადაც კი მოგიყვანდი
-გაჩუმდი სანამ გადამიფიქრებია -სიცილით მიუგო მას გაბრიელმა და გათიშვის ღილაკს თითი ისე დააჭირა, რომ პასუხს აღარ დალოდებია . . .




* * *
"ვაჩე . . . კონსტანტინე . . .
სასაცილოა, არა?
მართლაც არასდროს მეგონა, რომ ოდესმე იარსებებდა ისეთი სიტყვები, რის თქმასაც თქვენთვის პირადად ვერ შევძლებდი და იძულებული გავხდებოდი, ბანალური წერილი დამეწერა. ასე ხომ, მხოლოდ მშიშარა, უნებისყოფო ადამიანები იქცევიან, რომელთაც გამბედაობა არ ჰყოფნით სათქმელი პირისპირ თქვან და ამით ყველაფერი ნათელი გახადონ?
ჰო, მეშინია, ბიჭებო . . .
მეშინია იმის, რომ ვერ გამიგებთ. ყოველ დღე მკლავს თქვენი იმედგაცრუებული მზერა, რომლითაც მუდამ მაჯილდოვებთ, ხოლმე და ამით მაგრძნობინებთ თუ რამდენად განვსხვავდები იმ პიროვნებისგან, ვინც თქვენ გინდოდათ, რომ ვყოფილიყავი. არ ვამბობ, რომ ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ. ალბათ, სიძულვილის ღირსიც ვარ, თუმცა ეგოისტურად მახარებს ის ფაქტი, რომ თქვენი ჯიუტი და დაუმორჩილებელი მეგობრის შეძულებას ვერასოდეს შეძლებთ.
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა თქვენთვის, თუმცა ამას ვერ გავაკეთებ, რადგან ვიცი უარესად გავხდები. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემს ცხოვრებაში ის ადამიანები იყავით, ვინც მუდამ სულის ნაწილივით დამაკლდება, სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო. თქვენ ხომ ჩემი მთელი ბავშვობა ხართ? იცით მაინც რამდენი რამე მაგონდება? კოსტა, გახსოვთ ის მომენტი, როდესაც ვაჩემ გოგოს პირველად აკოცა და ჩვენს საყვარელ ადგილას, კორპუსის სახურავზე შთაბეჭდილებებს გვიზიარებდა? ამ მოგონებაზე ახლაც მეცინება, თან, პარალელურად ცრემლები მახრჩობს.
პარადოქსია, არა?
მუდამ ვფიქრობდი, რომ მე, შენ და ვაჩე სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით სამი მუშკეტერივით, ჩვენი შვილები ერთმანეთთან იმეგობრებდნენ და ყოველ უიკენდზე შევიკრიბებოდით ჩვენს ფავორიტ ბარში, თუნდაც ორმოცი, ორმოცდაათი წლის შემდეგ. მერე, ერთმანეთს ჭაღარაზე და კბილების ცვენაზე დავცინებდით, კვლავინდებურად ვიხალისებდით კოსტას მუდამ მოღუშულ სახეზე და ვაჩეს ხუმრობებზე.
ჯანდაბა, სიგიჟემდე მიყვარხართ, ბიჭებო!
გაფასებთ იმის გამო, რომ მუდამ მხარში მედექით და ყველანაირად ცდილობდით ჩემს დახმარებას. არც კი მსმენია ისეთი მეგობრობის შესახებ, როგორიც თქვენგან ვიგრძენი ჩემთვის ყველაზე რთულ მომენტებში და მაპატიეთ, რომ ეს ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა.
მე, ახლა მარტოობა მინდა. საკუთარ თავში გარკვევა და გარემოს ცვლილება. კარგად ვარ, უბრალოდ ყველას და ყველაფერს მოცილება იმდენად მჭირდება, როგორც ჰაერი. არ ვიცი როდის დავბრუნდები, ან დავბრუნდები თუ არა, საერთოდ, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, თქვენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და სასიამოვნო ნაწილი ხართ, რომელიც მუდამ გულში დამრჩება და ქვეყნად ვერავინ და ვერაფერი წამართმევს."
პ.ს კოსტა, იცოდე პირობა აასრულე და შენს პირველ შვილს (თუ რა თქმა უნდა გოგო იქნება) ირისი დაარქვი.
მიყვარხართ გალაქტიკამდე . . .

ირისი

ვაჩემ კიდევ ერთხელ ჩაამთავრა ათასჯერ გადაკითხული წერილის სტრიქონები და ანერვიულებულმა ფურცელი ორად გადაკეცა.
უკვე ორი დღე იყო გასული მას შემდეგ, რაც ირისის კვალზე გასვლას ისიც და კონსტანტინეც დაუღალავად ცდილობდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, შედეგი მაინც არ ჩანდა. გოგონას პოვნას, ვერც ისინი ახერხებდნენ და არც, პოლიციის თანამშრომელთაგან იყო რაიმე სიახლე, რათა ბიჭებისთვის მათი მეგობრის გამოჩენის სასიხარულო ამბავი ეცნობებინათ.
მეტად აუტანელი იყო ეს გარემოება. ირისი, ადამიანი, რომელიც ვაჩესთვის და აგრეთვე, კონსტანტინესთვის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა, თავის სამყაროს შეუბრალებლად ინადგურებდა, თანაც ისე, რომ ოდნავადაც არ ფიქრობდა იმაზე, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს.
ღამის ორი საათი იყო. ვაჩეს უძილობისგან ქუთუთოები ერთიანად ჩაწითლებოდა. თავის საყვარელ სავარძელში მჯდომი, სადაც წამითაც კი ვერ ახერხებდა მოსვენებას და თვალის მოხუჭვას, კვლავ ტელეფონის ჩამქრალ ეკრანს დაშტერებოდა, იმ იმედით, რომ იგი წუთი-წუთზე აინთებოდა და ვინმე, მას ირისის პოვნის ამბავს შეატყობინებდა.
დრო კვლავ უსაშველოდ იწელებოდა. არც კოკისპირული წვიმა აპირებდა გადაღებას. ღრუბლების ცრემლები, თითქოს მის სულიერ განწყობას უწევდა აკომპანიმენტს, რაც ორმაგად უფრო აუტანლად მოქმედებდა ბიჭის ისედაც მოშლილ ნერვულ სისტემაზე.
-ჯანდაბა, კოსტა, სად არის ეს გოგო? ლამის გავგიჟდე! -სიჩუმე და უმოქმედოდ ჯდომა, რომ აუტანელი გახდა, ვაჩე სავარძლიდან წამოხტა და ბინაში აქეთ-იქით მოყვა ბოლთის ცემას -ამდენი ხანი როგორ ვერ იპოვეს? სად უნდა წასულიყო?
-გეყოფა, უკვე ტვინს ბურღავ! -შეჭმუხნილი წარბებით გაეპასუხა მას კონსტანტინე. იგი, ვაჩეს სავარძლის გვერდით მდგომ, ტყავის დივანზე იყო მოკალათებული და თითებს დივნის სახელურზე რიტმულად ათამაშებდა. მეგობრისგან განსხვავებით, ბიჭი შედარებით მშვიდად გამოიყურებოდა, თუმცა მის შინაგან მოუსვენრობაზე, სხეულის ენა მეტყველებდა, განსაკუთებით კი ფეხები, რომელსაც წუთში ერთხელ ნერვულად აქანავებდა ხოლმე და კვლავ უმისამართოდ აგრძელებდა სივრცეში ყურებას.
-მე, იმის მეშინია, რომ დოზის გადაჭარბებით არ მოკვდეს, ძმაო -კვლავ განაახლა საუბარი ვაჩემ -ხომ იცი, ასე ბევრს ემართება?
-მოვლენებს წინ ნუ უსწრებ! ირისს ვიპოვით და ჩვენი ხელით მივუყვანთ იმ ფსიქოლოგს, თუ ვინცაა. ტირილით და ყვირილითაც, რომ მოკვდეს, ამას მაინც გავაკეთებთ, გესმის?
-ასე მკაცრადაც ნუ განსჯი, კონსტანტინე -დაძაბული ხმით ალაპარაკდა ვაჩე -ჯერ, მხოლოდ ოცი წლისაა და ბევრი რამის გაგება და მიხვედრა უჭირს
-და რა ასაკია საჭირო იმისთვის, რომ თეთრი შავისგან გაარჩიო? ძმაო, დიდ პატივს გცემ, მაგრამ მგონი ახლა რაღაცებს მიედმოედები
-ყოველთვის ასეთი იყავი -მის სიტყვებს, ცინიკური ღიმილი შეაგება ვაჩემ -მუდამ ბევრს მოითხოვდი იმ ადამიანთაგან, ვინც გიყვარდა და შენთვის მნიშვნელოვანი იყვნენ. იქნებ, ირისის გაქცევის მიზეზიც სწორედ ეს გახდა? შენი მაღალი სტანდარტები, იმის მკაცრად მითითება, თუ როგორ უნდა ეცხოვრა და მუდმივი იმედგაცრუებული მზერა მისდამი, რითაც თავს ნამდვილ არარაობად აგრძნობინებდი
კონსტანტინეს სახე მოეღუშა და მეგობარს, ოდნავ ნაწყენი გამომეტყველებით გადახედა.
-გინდა თქვა, რომ რაც მოხდა ჩემი ბრალია?
-არა, მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ამაში გარკვეული ბრალი შენც მიგიძღვის. მისდამი ცოტა ლმობიერი, რომ ყოფილიყავი, ახლა პოლიციის ზარის ლოდინი არ მოგვიწევდა და არც უძილობისგან გამოღამებული თვალებით ვიჯდებოდი დიდი ალბათობით
-ვაჩე, გეყოფა! ახლა, ყველაზე ნაკლებადაა იმის გამოძიების დრო, ვის მეტად მიუძღვის ბრალი და ვის ნაკლებად. დამღალა იმან, რომ ირისი ყოველთვის არეულობაა, ჩვენ კი, მუდამ მტვერსასრუტის როლში ვართ. ახლაც ლამისაა ჭკუიდან გადავიდე! -ბოლო სიტყვები, უკვე ყვირილით წარმოთქვა კონსტანტინემ და მაგიდაზე დადებული ჟურნალები, ერთი ხელის მოსმისთ გადმოყარა იატაკზე. ვაჩეს რეაქციისთვის არც შეუხედავს. ახლა ამის თავიც კი არ ჰქონდა, ამიტომ ფეხზე ელვის სიჩქარით წამოხტა და პირდაპირ აივნის ღია კარისკენ გაეშურა, საიდანაც, ყრუდ, თუმცა მაინც მოისმოდა წვიმის შხაპუნა წვეთების ხმა
პირველად იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც ბუნება ასე ზუსტად ეხამებოდა კონსტანტინეს შინაგან განწყობასა და უიმედობის საბურველში გახვეულ გრძნობებს. გაბრაზებულიც იყო, ანერვიულებულიც და გამოუძინებელიც. შეეძლო დაეფიცა, რომ აქამდე თავი ასე უსუსურად არასდროს ეგრძნო და ამ გარემოებას ლამის ჭკუიდან გადაყავდა. წამით, არანორმალურად მოუნდა ელექტროს მაგივრად, ჩვეულებრივი სიგარეტი მოეწია, თუმცა შემდეგ გაახსენდა, თუ რამხელა ნებისყოფის ფასად დაუჯდა მისთვის თავის დანებება და წვიმისგან დასველებულ მოაჯირს ხელები მთელი ძალით მოუჭირა. უნდოდა, მთელი ის უარყოფითი ემოციები, რაც მის შიგნით ოკეანის აზვირთებული ტალღებივით ბობოქრობდა, სწორედ მასზე ამოენთხია. სურდა, რაიმე ისეთი გაეკეთებინა, რაც ამ ფორიაქს ცოტათი მაინც ჩაუწყნარებდა და ნანატრ შვებას მოჰგვრიდა.
უკნიდან ნაბიჯების ხმა, რომ გაიგონა, უკვე იცოდა ვინც იქნებოდა. ბევრი აღარ უფიქრია კონსტანტინეს-მოაჯირს წამებში მოშორდა, აივნიდან გასასვლელი კარისკენ აიღო გეზი და სწორედ მის ზღურბლზე მდგომ ვაჩეს, რომლის გამომეტყველებაც უსიტყვო თანაგრძნობას გამოხატავდა, მთელი ძალით მოეხვია.
ციდან კვლავ უხვად იფრქვეოდა ღრუბელთა ცრემლები. არც საათის ისრები წყვეტდნენ შეთანხმებულ მოძრაობას. ყველას რაღაცას უქადდა ახალი დღის დასაწყისი-ზოგს კარგს, ზოგს ალბათ ცუდს ან, შეიძლება, ძალიან ცუდსაც კი.
მორიგი დილის დაწყება, არც გაბრიელისთვის აღმოჩნდა მაინდამაინც წარმატებული. ის მცირედი დრო, რომელიც ბარში მეგობრის მაგივრად უნდა დაეყო, საბოლოო ჯამში საკმაოდ გაიწელა და ენერგიაც თითქმის მთლიანად გამოაცალა. მხოლოდ დილის ხუთის ნახევრისთვის შეძლო ღამეული დაწესებულებიდან გამოღწევა და სამუშაო ადგილი მის კანონიერ მფლობელს გადააბარა.
ქუჩაში გამოსული გაბრიელი, იმაშიც არ იყო დარწმუნებული, რომ მანქანის მართვას ნორმალურად შეძლებდა, თუმცა ამ შემთხვევაში გონივრული გამოსავალი იპოვა და იქედან ახლოს, ჩიხში მდებარე სადღეღამისო მარკეტში, რაიმე ენერგეტიკული სასმელი შეეძინა ძილიანობის შეგრძნების დასათრგუნად და ცოტა ენერგიაზე მოსასვლელად.
მაღაზიამდე სულ რაღაც, ოცდაათიოდე ნაბიჯი იყო. გაბრიელი ამ დაწესებულებას აქამდეც ხშირად აკითხავდა-ხოლმე, თუმცა იმას, რაც იმ დროს მოსახვევიდან ცოტა მოშორებით შენიშნა, აქამდე, ამ მიდამოებში არსად შესწრებია. თავდაპირველად, მხოლოდ გაურკვეველმა ხმაურმა მიიქცია ბიჭის ყურადღება, თუმცა, როდესაც ამ ხმის მიმართულებას ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვა და საეჭვო ადგილსაც მიუახლოვდა, ასეთი სცენის მოწმე გახდა: -ორ ბიჭს, რომელთაგან ერთ-ერთს ხელში დასაკეცი დანა ეჭირა, ვიღაც ახალგაზრდა, წითელქუდიანი გოგონა მოემწყვდიათ თავიანთ გარემოცვაში და რაღაცაზე საკმაოდ გაცხარებით ეკამათებოდნენ.
ბიჭს, რომელსაც ცივი იარაღი ეჭირა, თავზე შავი კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული და მისი სახე გარკვევით არ ჩანდა. რაც შეეხება მეორეს, ლამპიონების შუქის გამო, რომელიც პირდაპირ ზემოდან დანათოდა, გადაშლილი წიგნივით იკითხებოდა. საკმაოდ გარკვევით ჩანდა მისი სახის ნაკვთებიც კი. პირველ რიგში, ამ ადამიანის შეკრული შუბლი და კუშტი მზერა მოხვდა თვალში გაბრიელს. თხელი, მოკუმული ტუჩები კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს მის გარეგნულ სიმკაცრეს, ხოლო ტანზე მოცმული გაცრეცილი ჟაკეტი და გახუნებული ჯინსები იმაზე მეტყველებდა, რომ მილიონერთა შთამომავალი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.
სანამ გაბრიელი ჯერ კიდევ თავისი სამალავიდან უთვალთვალებდა უცნაურ სამეულს, შავკაპიუშონიანმა ვითარება გაამწვავა-ცხარე კამათში გოგონას თმაში ხელი ჩაავლო და დასაკეცი დანა, რომელსაც მთელი ეს დრო ხელში ატრიალებდა, პირდაპირ კისერზე მიაბჯინა. აი, აქ კი ერთ ადგილას უმოქმედოდ დგომა აღარ შეიძლებოდა. გაბრიელი მიხვდა, რომ შექმნილი სიტუაცია დაუყოვნებლივ საჭიროებდა გარეშე პირის ჩარევას და სამეულისკენკენ ისე ჩვეულებრივად დაიძრა, თითქოს განსაკუთრებული არც არაფერი ხდებაო.
-ბიჭებო! -ხმამაღლა დაიძახა მან, რათა ყურადღება მიექცია -მანდ რაიმე პრობლემა გაქვთ?
შავკაპიუშონიანის გვერდით მდგომი ახალგაზრდა, რომელსაც მოგრძო, ყავისფერი თმა წვიმისგან აბურძგვნოდა, წინ წამოვიდა და გაბრიელი, დაკვირვებით, ოდნავ სიბრაზეში გადასული მზერით შეათვალიერა.
-და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ? -მკაცრად გაიჟღერა მისმა ხმამ -ჯობს, შენი გზით წახვიდე და რაც აქ ნახე სამუდამოდ დაივიწყო!
-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი შესანიშნავი მახსოვრობის გამო, არა მგონია დამავიწყდეს -მიუგო გაბრიელმა მტკიცედ, პარალელურად, მსხვერპლის როლში მყოფ გოგონას გადახედა. ამ უკანასკნელს, სახეზე ენით აღუწერელი შიში ეწერა. ყოველივეს ისიც ემატებოდა, რომ კისერზე მიბჯენილი დანის გამო, ძარღვი ნერვიულად უტოკავდა და უფრო უმწეო შესახედს ხდიდა
-მაგ ვიღაცასთან რა პრობლემა გაქვთ?
შავკაპიუშონიანს მოთმინება საბოლოოდ ამოეწურა და მძევალი უფრო მაგრად შებოჭა თავის მკლავებში, რათა გაქცევის ყველანაირი საშუალება მოესპო.
-უკვე გითხარით, რომ შენი საქმე არაა, ! ან შენი ნებით დაახვევ აქედან, ან, შენს თავზე ზეწარგადაფარებულ გვამს გაიტანენ ექსპერტ-კრიმინალისტები სპეციალური საკაცით
გაბრიელმა, ამჯერად ყავისფერთმიანს გადახედა. იგი, მას არ უყურებდა, თავის პარტნიორს მიშტერებოდა ჩაფიქრებული გამომეტყველებით. სახეზე ეტყობოდა, რომ დაუპატიჟებელი სტუმრის თავიდან მოსაშორებლად რაიმე საშუალებას ეძებდა, თუმცა ჯერ ვერ გადაეწყვიტა, რომელი იქნებოდა ყველაზე მომგებიანი და გონივრული.
-სერიოზულად, ძმაო, წადი აქედან, თორემ ჩემი დანის მორიგი მსხვერპლი შენ გახდები!
-დანებს და ძალადობას ბავშვობიდან მიმაჩვიეს -თავდაჯერებულად, თანაც დაუფარავი ზიზღით გაისმა ბიჭის პასუხი -ახლა კი, დააგდე რაც ხელში გიჭირავს. მაინც არ დავუშვებ, რომ ჩემს თვალწინ ადამიანი მოკვდეს!
-ამას მგონი არსებობა მობეზრდა -სიცილით გადაულაპარაკა ყავისფერთმიანმა შავკაპიუშონიანს. გოგონა გაბრიელს თვალებით ანიშნებდა სიტუაცია არ გაემწვავებინა და იქაურობას გაცლოდა, თუმცა ბიჭი სრულიად პირიქით მოიქცა და სახიფათო ზონას კიდევ რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა
-ანუ, არ მიდიხარ, არა?
-თქვენდა სამწუხაროდ, დამჯერე ბუნებით მაინდამაინც არ გამოვირჩევი
-რვიანო მიხედე! -განკარგულება გასცა ცივი იარაღით შეიარაღებულმა და პარტნიორს, იმ წამს მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული სათადარიგო დანა ესროლა, რომელიც, ამ უკანასკნელმა, შესაშური ოსტატობით დაიჭირა ჰაერში და შემზარავი ღიმილითა და ავხორცი გამომეტყველებით პირდაპირ გაბრიელისკენ დაიძრა
-ჩვენ გაგაფრთხილეთ, ძმაო, ახლა კი, დედამიწა შენს გარეშე განაგრძობს ბრუნვას
-შეეშვით, თავი დაანებეთ! -უკნიდან ამჯერად გოგონა აკივლდა. შავკაპიუშონიანმა მაშინვე მიიღო ზომები-მას პირზე ხელი მაგრად ააფარა და ყელზე დანა ისე ძლიერად მიაბჯინა, რომ იქიდან მცირედმა სისხლმაც კი გამოჟონა
ლამპიონებით სუსტად განათებულ ჩიხში, მათ გარდა სრულებით არავინ იყო. მხოლოდ ოთხი ადამიანის საუბარი უერთდებოდა წვიმის შხაპუნის ხმას და ცაზე გამკრთალ პერიოდულ ჭექა-ქუხილს.
-რაო, შეგეშინდა? ხომ არ გადაიფიქრე მაგარი ბიჭის როლის თამაში? -ყავისფერთმიანმა, რომელსაც ამავე ფერის თვალები ბოროტად უელავდა, დასაკეცი დანა ხელის მარჯვნივ გაქნევით გაშალა, რითაც სიტუაცია უფრო დაძაბული გახადა. გაბრიელს მის საქციელზე მხოლოდ იდუმალი ღიმილით ეღიმებოდა და ადგილიდან დაძვრას არც კი ფიქრობდა.
-მართლა შეშლილი უნდა იყო, რომ ვიღაც ძუკნას გამო საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდო. მითხარი, შეშლილი ხარ?
-მეც მაქვს ერთი კითხვა-ისეთი რა დააშავა ამ გოგომ, რომ საახალწლო ინდაურის მაგივრად მისთვის გადაწყვიტეთ ყელის გამოჭრა?
-დავუშვათ, ჩვენი ვალი მართებს. მერე შენ რა? -ლოყასთან დანა ახლოს მიუტანა გაბრიელს ყავისფერთმიანმა, რომელსაც, როგორც ბიჭმა გაიგო, კოდური სახელწოდებით, რვიანით მიმართავდნენ
-მაინც, რამდენი?
-საკმაოდ ბევრი! -ამჯერად, შავკაპიუშონიანისგან მიიღო პასუხი. გოგონა პირზე აფარებული ხელის გამო, კვლავ ვერ ლაპარაკობდა. მხოლოდ გაუჩერებლად ზმუოდა და გაურკვეველ ხმებს გამოსცემდა
-თანხა დაასახელე!
-შენ, რა, აპირებ მის მაგივრად გადაიხადო?
-რატომაც, არა? -მხრები უდარდელად აიჩეჩა გაბრიელმა -ძველი ნაცნობია
-ნაცნობი? მაინც როგორი ნაცნობი?
-საერთო შვილი ჩავსახეთ ორი წლის წინ. ალიმენტის გადახდა მუდამ მავიწყდებოდა ხოლმე და ახლა მაქვს შანსი შეცდომა გამოვასწორო
-რა ენაკვიმატი ხარ!
გაბრიელმა პასუხი არ გასცა. გოგონას დააკვირდა. მის თვალებში, მიმქრალი, თუმცა მაინც შესამჩნევი იმედის სხივი კიაფობდა. შემდეგ, მზერა კვლავ თავის წინ მდგომზე გადაიტანა და სახეზე ირიბი ღიმილი გადაეფინა.
-მოკლედ, ბიჭებო -დაიწყო მან მხიარულად და სველი თმა ხელით გადაიწია -კიდევ დიდხანს დავრჩებოდი და ჩაიზეც დაგეწვეოდით, მაგრამ მეჩქარება. გოგო გაათავისუფლეთ და დავამთავროთ!
-გვეღადავები, არა? რამდენს ბედავ?! -მის სიტყვებზე, თვალებში მრისხანების ცეცხლი ჩაუდგა ყავისფერთმიანს და გაბრიელისკენ დასარტყმელად წაიწია, თუმცა საბოლოოდ, პირიქით მოხდა -ბიჭმა თავის გაწევა და დარტყმის აცილება მოასწრო, შემდეგ კი, თვითონ უთავაზა ცხვირში საკმაოდ ძლიერი მუშტი
ყავისფერთმიანი, მოულოდნელი ტკივილისგან შეტორტმანდა, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება დროულად მოახერხა. მისი ცხვირიდან, მალევე დაიწყო ზრდა ორმა წითელმა ზოლმა, რომლებმაც, მამაკაცის თხელი ტუჩებისკენ ნელ-ნელა და სვენებ-სვენებით დაიწყეს გზის გაკვლევა.
გაბრიელმა თავისი მოსაცმელი გაიხადა. ამ უკანასკნელის ასფალტზე მიგდების შემდეგ, მარჯვენა ხელი შარვლის უბისკენ წაიღო და სულ მალე, იქიდან ტაურუსის ფირმის, შავი რევოლვერი ამოაძვრინა.
-წესი პირველი -თავისუფალი ხელის საჩვენებელი თითი მაღლა ასწია რიცხვის აღმიშვნელად, თან ცხვიზე ხელმიჭერილ თავის მსხვერპლს გადახედა -არასდროს იჩქარო მოწინააღმდეგეზე თავდასხმა . . . -მერე გოგონასკენ წაიწია რამდენიმე ნაბიჯით. იარაღის გადატენვის ხმა, ჩიხში ექოსავით გავარდა და თითოეული მათგანის სმენამდე მიაღწია.
-წესი მეორე -ნუ ეცდები უბადრუკი დანის აქეთ-იქით ტრიალს, როდესაც ტყვიის შუბლში დაჭედების კანდიდატი ხარ. ამ იარაღში ექვსი ვაზნა თავსდება. შემიძლია, სამი ერთს გისახსოვროთ და სამი მეორეს. გპირდებით, გულდაწყვეტილი არც ერთი არ დარჩებით
-შენ რა, მოუშორებელი ჭირი ხარ? სად ჯანდაბიდან გაჩნდი აქ, ან ხელს რატომ გვიშლი?! -დუმილით ისარგებლა შავკაპიუშონიანმა და ბიჭს, უკნიდან მთელი ხმით დაუღრიალა. მართალია, თავის მძევალს, ხელს კვლავ ჯიუტად არ უშვებდა, თუმცა აშკარად ჩანდა, რომ მისი სიმტკიცე უკვე ძლიერი მიწისძვრისგან საძირკველგამოცლილი შენობასავით იყო შერყეული
იარაღმომარჯვებული გაბრიელისთვის, მოცემულ მომენტში, ისევ მსხვერპლის ზომაზე მეტად დამფრთხალ თვალები წარმოადგენდა დაკვირვების ობიექტს. მისმა ბოლო გამოხედვამ, ბიჭი სრულიად დაარწმუნა, რომ გოგონას შიშს უკვე უმაღლეს წერტილამდე მიეღწია და გონებაში გაიფიქრა, რომ მეტის დაყოვნება უბრალოდ აღარ შეიძლებოდა.
-მოკლედ, სამამდე ვითვლი, ღამის გუშაგებო -მკაცრად გადახედა მან ორთავეს -თუ გოგოს ახლავე არ გაუშვებთ, ეს პლანეტა ჩემს გარეშე კი არა, თქვენს გარეშე განაგრძობს ბრუნვას. იცოდეთ, სამიზნეს არასდროს ვაცილებ! წამზომი ჩაირთო . . .










3 თავი
-აჩი, ორი წამით მაინც დააგდე ეგ ტელეფონი და ფილმის ყურება განვაგრძოთ! -მხარზე, მხარი უხეშად მიარტყა გოგონამ, თავის გვერდით მოკალათებულ ბიჭს და მოზრდილი, გამჭვირვალე ჯამიდან ამოღებული პოპ-კორნი, პირისაკენ გაბრაზებულმა გაიქანა
ტელევიზორის ეკრანი, რომელიც დაბალ ხმაზე იყო ჩართული, ცნობილი დრამის -"მოდილიანის" კადრებს უჩვენებდა და ზუსტად იმ მომენტზე იდგა, როდესაც პიკასომ თავისი კონკურენტის მიერ შექმნილი, გენიალური ფერწერული ნამუშევარი გულწრფელი და მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
დილის რვა საათი სრულდებოდა. ცა, ჯერ კიდევ ნაცრისფრად იყო ჩამუქებული, თუმცა გარიჟრაჟის ნიშნები მაინც შეპარულიყო ტელევიზორის შუქით სუსტად განათებულ ოთახში,რომელსაც მხოლოდ, საერთო პლედში გახვეული ორი ადამიანის ხმადაბალი, ზოგჯერ კი ხმამაღალი საუბარი ავსებდა.
-აჩი, დააგდე-მეთქი ეგ ტელეფონი!-ამჯერად, უფრო მომთხოვნი ტონით გაუმეორა გოგონამ, რადგანაც მიხვდა, რომ პირველ მცდელობაზე სრულიად ვერაფერს გახდა -ვერ ამჩნევ? ფილმისთვის ერთხელაც კი, არ შეგიხედავს
-უშენოდაც მშვენივრად ვხვდები, რომ არ შემიხედავს -მობეზრებულად ამოხედა ბოლოს მას, ბიჭმა -იქნებ იმიტომ, რომ უაზრო ფილმების არჩევისთვის წითელ წიგნში ხარ შესატანი?
-მოდილიანია უაზრობა? -დივნიდან გაოცებული სახით წამოიწია გოგონა -ასეც ვიცოდი, რომ ნამდვილ ავსტრალოპითეკთან მქონდა საქმე. ერთ მშვენიერ დღეს, ავდგები და დაგშორდები. ისედაც ვიტანჯები იმით, რომ რამდენიმე წელია შენს გვერდით ვარ!
-ჩემს გვერდით ყოფნა სასჯელია?
-შენ რა, პრიზი გეგონა?
აჩის თავისთვის ჩაეღიმა და მობილური ცოტა ხნით გვერდზე გადადო. ჯერ კიდევ, საშინლად ეძინებოდა დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, თუმცა, ცდილობდა ფხიზელი გონება შეენარჩუნებინა. ყოველ შემთხვევაში ფილმის დასრულებამდე მაინც.
-არა მგონია, ჩვენს დაშორებაზე ვინერვიულო -მთქნარებით თქვა მან -ამ თვეში უკვე მეხუთედ ვშორდებით და როგორც ვხედავ, მაინც ჩემს დივანზე წამომჯდარი უყურებ ფილმს, ჩემივე პლედში გახვეული
-ამჯერად, ეს საბოლოოა და მალე თავადაც დარწმუნდები!
-რაღაც ეჭვი მეპარება ჩემი ვნებიანი ტუჩების გარეშე დიდხანს გაძლო -გამომწვევი მზერით გადახედა მას ბიჭმა, რის გამოც, გოგონას მუშტი დაიმსახურა მკლავში
-ნამდვილი რეგვენი ხარ!
-შენ კი, კუდიანი!
-იქნებ, ცოტა ხნით მოკეტო და ფილმის ყურება განვაგრძოთ?
-ყურება განვაგრძოთ? -კვლავ გაეცინა აჩის -ერთი მონაკვეთისთვისაც კი არ შემიხედავს იმდენად მოსაწყენია
-იცი რას გეტყვი? შენ თვითონ ხარ მოსაწყენიც, უღიმღამოც და ღამის კოშმარიც!
გოგონა დივნიდან გაბრაზებული წამოხტა და იქვე მიყრილი თავისი ფეხსაცმლის ჩაცმას მოყვა.
-სად მიდიხარ?
-შენგან რაც შეიძლება შორს!
-ჯერ საუზმე მომიმზადე და მერე წადი, კარგი?
-შენ რა, მართლა ასეთი იდიოტი ხარ თუ ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გაქვს მიზნად დასახული? -აგრესიულად შეუღრინა მას გოგონამ
-კარგი რა, ლანა. ასე ხმამაღლა ლაპარაკს თუ განაგრძობ, დროზე ადრე შემექმნება სმენის პრობლემები
-ჰოდა ძალიან კარგი! მეც სწორედ ეგ მინდა -მაისური გაისწორა და ის-ის იყო ფეხზე წამოდგა ჩანთის ასაღებად, რომ ბიჭმა კვლავ დივანზე დაანარცხა თავის გვერდით.
-არსად არ გაგიშვებ! მინდა ეს დღე მთლიანად ჩემთან ერთად გაატარო. ხომ გახსოვს, ცოტა ხნის წინ დაშორების გადაწყვეტილება მიიღე და აქამდე, წამის დაკარგვაც კი არ მინდა
-არ ვაპირებ შენს ჭკუაზე სიარულს! -სცადა მისი მარწუხებისგან თავი დაეხსნა, თუმცა აჩის ხელები ისე მაგრად ეხვეოდა მის წელს, რომ მცირედ მოძრაობასაც ვერ აკეთებდა. ბოლოს დანებდა, მცდელობა შეწყვიტა და მოთმინებადაკარგულმა, კვლავ ბიჭს გახედა
-ახლა თუ ხელს არ გამიშვებ, მინიმუმ ხუთ ადგილას მაინც დაგჭირდება თაბაშირი! -მუქარასავით გაიჟღერა გოგონას ტონმა
-მაქსიმუმიც მითხარი, წინასწარ, რომ ვიყო მზად -კვლავ უწინდებურად იღიმოდა, აჩი. სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ ლანას ყოველი ბავშვური მიმიკა და ჟესტი საკმაოზე მეტად ართობდა
-ვინ გითხრა, რომ რამის თქმას ვაპირებ? გამიშვი, სახლში მივდივარ!
-მე კი, გეუბნები, რომ ჩემთან რჩები, ველურო!
-ველურს, კატაც მიამატე და ლათინო-ამერიკულ სერიალში ამოვყოფთ თავს
აჩი სიცილისგან ლამის ჩაბჟირდა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მოეგო გონს და ლანას მკლავები უფრო მაგრად შემოხვია, რათა საბოლოოდ შეებოეჭა იგი.
-ხომ იცი, რომ ვერასდროს გამექცევი, არა? წინააღმდეგობას რატომ მიწევ? -ჰკითხა, თან კისერში მომთხოვნად აკოცა. სიამოვნება მოჰგვარა იმის შეგრძნებამ, თუ როგორ აეხორკლა კანი გოგონას მის შეხებაზე და ამან უფრო მეტად გაათამამა
-გეყოფა, ნუ მკოცნი. არ გაქვს ამის უფლება!
-ამას იმიტომ ხომ არ ამბობ, რომ გაბნევ? კარგად დაფიქრდი -ამჯერად მის ყბას შეახო ტუჩები და ცხელი კოცნის კვალი დაუტოვა
-ერთადერთი, ვინც დაბნეულია, ეს შენ ხარ. ახლა კი, ხელები გაწიე თუ შეიძლება. ამდენი დრო არ მაქვს. ისიც საკმარისია, რომ მთელი რვა საათი შენთან ერთად გავატარე
-თუ სურვილი გაქვს, კიდევ ერთი საათი დავამატოთ -ღიმილით შეისუნთქა გოგონას სურნელი აჩიმ. თითქოს მთელ სხეულში გაუჯდა ლანასთვის დამახასიათებელი ლავანდის არომატი და ამჯერად, უკვე თავი ვეღარ მოთოკა, გოგონა დივანზე წამოაქცია, მაჯები თავს ზემოთ გაუკავა და თვითონ მის ზემოდან მოექცა
-რა ჯანდაბას აკეთებ? სულ გაგიჟდი?!
-ჩემს საკუთრებას ვეფერები. რა მოხდა, უფლება არ მაქვს? თუ ამის გამო სასამართლოში აპირებ ჩივილს, წინასწარ გამაფრთხილე, რათა კარგი ადვოკატი ავიყვანო
-ვფიქრობ, მოფერება იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ამის სურვილი ორივე მხარეს აქვს. არ მეთანხმები?
-დავიჯერო შენ არ გინდა? -ზემოდან გამომწვევად დასცქეროდა ბიჭი, თან მის ქვედა ტუჩზე თითი ნაზად გადაატარებდა
-მირჩევნია ქუჩაში შემხვედრი ტანსაცმელშემოხეული მაწანწალა გახდეს ჩემი პირველი მამაკაცი, ვიდრე შენ
-რატომ, მისთვის გახდაში დიდი დრო, რომ არ დაგეხარჯოს?
-ავადმყოფი ხარ! ნამდვილი ავადმყოფი! -კიდევ ერთხელ სცადა თავის დახსნა გოგონამ, თუმცა აჩი იმდენად მაგრად იჭერდა, რომ მისი ძალისხმევა ამჯერადაც წარუმატებლად დასრულდა
-თუ ასეა, რატომ მთხოვ მთელი სხეულით, რომ გაკოცო?
ლანამ თვალები მობეზრებულად აატრიალა.
-სამწუხაროდ, იმედები უნდა გაგიცრუო და გითხრა, რომ ასე მხოლოდ შენი დეგრადირებული ტვინი ფიქრობს
-თუ გინდა შევამოწმებ, ოღონდ მერე სიამოვნების ხმები არ ამოუშვა -მთელი ძალისხმევა დასჭირდა აჩის, რომ გოგონას სიტყვებისგან მოგვრილი ღიმილი შეეკავებინა და მისი ბაგეებისკენ ფრთხილად დაიხარა
ლანა არც კი განძრეულა. ბიჭმა წამით ისიც იფიქრა, რომ მეწყვილე კოცნაზე, კოცნით უპასუხებდა, თუმცა როდესაც მისი კბილების ჩასობა იგრძნო ქვედა ტუჩზე, მაშინვე წამოიწია და შეყვარებულს დენტარტყმულივით მოშორდა.
-ჯანდაბა, ლანა! ნამდვილი ველური ხარ!
-შემდეგში გეცოდინება, რომ ჩემი ნებართვის გარეშე აღარ უნდა შემეხო. ახლა კი, ნახვანდის ლამაზო -გამომწვევი მზერით წამოიწია იგი დივნიდან, ბიჭს თვალი ჩაუკრა და ის-ის იყო, მისაღების კუთხეში მდგომი საკიდისკენ გაემართა თავისი ჩანთის ასაღებად, რომ კარზე კაკუნისა და გაბმული ზარის ხმა ერთდროულად მოისმა
გოგონამ აჩის გახედა. თვალებით ჰკითხა, ვინმეს ელოდებოდი თუ, არაო, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი უარის ნიშნად გადააქნია და მაშინვე ფეხზე წამოდგა უეცარი სტუმრის ვინაობის დასადგენად. არც ლანა დარჩენილა მისაღებში, მანაც აჩის მაგალითს მიბაძა და ბიჭს უკან პატარა ბავშვივით აედევნა.
კლიტეს გადატრიალების ხმა, სახლში გამეფებული სიჩუმის კვალობაზე, მთელს სივრცეში ექოდ გავარდა. მასპინძელი მართლაც, რომ გახევებული შედგა ზღურბლთან. ყველას წარმოიდგენდა კარის მეორე მხარეს, მაგრამ არა იმას, ვისაც მისი თვალები იმ წამს ხედავდნენ. ზოგადად, არასდროს გამხდარიყო ამ ადამიანის ასეთი ადრიანი ვიზიტის მომსწრე, ამიტომ, გაოცებული გამომეტყველება ჯერ კიდევ არ შორდებოდა მის სახეს.
-გაბრიელ? აქ რა გინდა? მოხდა რამე? -დაბნეულმა კითხვები ერთმანეთს მიაყარა. ისიც კი დაავიწყდა, რომ მოსული სახლში შემოეპატიჟებინა
-შენი აგარაკის გასაღები მჭირდება, აჩი, თანაც სასწრაფოდ -არც კი მიესალმა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა ბიჭი
-რამე ცუდი ხომ არ ხდება?
-არა, მსგავსი არაფერია . . . მოგვიანებით ყველაფერს მოგიყვები, მაგრამ ახლა ძალიან მეჩქარება
-დარწმუნებული ხარ, რომ კარგად ხარ? -ამჯერად, ლანა ჩაერთო საუბარში და ბიჭის თვალებში ეცადა პასუხის ამოკითხვას
-დილა მშვიდობისა, ლანა -ღიმილით მიესალმა მას გაბრიელი -როგორც მახსოვს, დღეს ერთი პაემანი უკვე გქონდათ, არა?
-ჰო, ძმაო, მაგრამ ხომ ხედავ, მაინც არ მასვენებს. შეხვედრის შემდეგ, სახლში მომადგა თავისი მოსაწყენი ფილმებით და ახლა იმაზე გაბრაზებული გარბის სახლში, რომ ზემოთ ხსენებული ეკრანიზაციით ვერ მოვიხიბლე -საწყლად აწუწუნდა კარის ჩარჩოს მიყრდნობილი აჩი
-ამ თვეში მერამდენე დაშორებაა?
-კარგი რა, გაბრიელ, ეს ნამდვილი იდიოტია, თუმცა მეგონა შენ მაინც იქნებოდი ჩემს მხარეზე
-მე, ნორვეგია ვარ, ნეიტრალურში ვრჩები -ხელები ღიმილით ასწია ბიჭმა
აჩი ერთხანს უხმოდ უცქერდა მეგობარს. ცდილობდა გამომეტყველებაში მაინც ამოეკითხა რამე, თუმცა მაინდამაინც საეჭვო, რომ ვერაფერი შენიშნა, გაბრიელს ზედმეტი კითხვების დასმით თავი აღარ შეაწყინა-სწრაფად მიუახლოვდა იქვე, შემოსასვლელში მდგომ კომოდს, მისი პირველი უჯრიდან გასაღების ასხმა ამოაცურა, უკან გაბრუნდა და კვლავ კარის ჩარჩოს მიეყრდნო.
-აი, ძმაო აიღე, ოღონდ იცოდე, სამზარეულოს და მის მიმდებარე ტერიტორიას არ გაეკარო! კარგად მახსოვს, რომ, როდესაც იქ საუზმის მოსამზადებლად შეხვედი, ცეცხლმაქრის მოტანა მომიწია
-როგორც მახსოვს ეგ შენ იყავი, აჩი
-რა თქმა უნდა, ის იქნებოდა -ირონიულად გაისმა ლანას ტონი -მხოლოდ მას თუ შესწევს უნარი ყველაფერს გამუდმებით აფუჭებდეს
-ორი ერთზე ხართ, არა?
-კარგი, საკმარისია -სწრაფად გააწყვეტინა მათ, გაბრიელმა -დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი კიდევ ცოტა ხნით და თქვენს ჩხუბს ვუყურებდი, თუმცა ძალიან მეჩქარება და უნდა დაგტოვოთ
ამის თქმა და აჩის ხელიდან გასაღების აცლა ერთი იყო. ბიჭმა მეგობარს მადლობა გადაუხადა, ლანასაც დაემშვიდობა და ისე, რომ მეტად აღარაფერი უთქვამს, კიბეებზე სირბილით დაეშვა.
სადარბაზოში შუქი არ ენთო, ამიტომ, გაბრიელს გზის გაკვლევა ტელეფონის Flashlight-ის საშუალებით უწევდა. ეკრანზე რამდენიმე გამოტოვებულ ზარსაც მოკრა თვალი, რომელიც თავისი სახლის კარისკაცს ეკუთვნოდა, თუმცა ახლა გადარეკვის და სიტუაციაში გარკვევის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. ამას, სხვა დროს, უფრო მშვიდ გარემოშიც მოახერხებდა.
დაახლოებით მეორე სართულზე იქნებოდა ჩასული, ბიჭი, რომ გასაღებების ჩხარუნის პარალელირად, ზურგს უკნიდან, ნაბიჯების ხმაც მისწვდა მის ყურთასმენას. თითქმის ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ ეს იდუმალი უცნობი, მისი ცნობისმოყვარე მეგობარი, აჩი აღმოჩნდებოდა, ამიტომ ზემოთ ხსენებული პიროვნების ვინაობის დადგენა არც უცდია ისე განაგრძო დარჩენილი საფეხურების ჩარბენა. გაჩერება მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, როდესაც სადარბაზოდან გასული, საკუთარ მანქანას მიუახლოვდა და სწორედ იმ წუთას, საპირისპირო მხარეს მიბრუნებულმა, მეგობრის მოსიარულე სილუეტიც დალანდა. ლანა უკან არ მოყვებოდა. სავარაუდოდ, ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დაითანხმა სახლში დარჩენილიყო, მანამ, სანამ თავად, ცნობისმოყვარეობას არ დაიკმაყოფილებდა და გაბრიელს სასურელ ინფორმაციას არ გამოსძალავდა
-რაღაც შარში ხარ და უნდა მითხრა -მისვლასაც კი არ დაელოდა, გზიდანვე დაუძახა აჩიმ მეგობარს. ეს უკანასკნელი, მანქანის უკანა კარებს მიყრდნობოდა და სახეზე სრული სიმშვიდე ეწერა. ამან, ბიჭი ცოტათი დაამშვიდა, თუმცა ბოლომდე მაინც არ ჩანდა დარწმუნებული გაბრიელის გულწრფელობაში
-ასე მოულოდნელად აგარაკზე წასვლა რატომ დაგჭირდა? -კვლავ გაიჟღერა მორიგმა შეკითხვამ, ამჯერად უფრო ახლო მანძილიდან
გაბრიელი მიხვდა, რომ მეგობრისთვის სრული ამბავი თუ არა, რამე მაინც უნდა ეთქვა. კარგად იცნობდა აჩის და იცოდა, სხვანაირად მაინც ვერ მოისვენებდა.
-დარწმუნებული ვიყავი, რომ ცნობისმოყვარეობა მაინც შემოგიტევდა და გამომყვებოდი
-შენი ვარაუდი გამართლდა -მტკიცედ მიუგო მას, ბიჭმა. ამასობაში, გაბრიელის მანქანასაც მიუახლოვდა. უნდოდა, შიგნით ჩამჯდარიყვნენ და ისე დაელაპარაკათ, თუმცა როდესაც მესაჭის გევრდითა სიდენიაზე ადამიანის სილუეტს მოკრა თვალი, კარის გასაღებად წაღებული მარჯვენა ხელი, ჰაერშივე გაუშეშდა
-ეს ვინ არის? დიანაა? -თავის ვარაუდში დასარწმუნებლად, მეგობარს შეხედა გამომცდელად
გაბრიელმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
-დიანა რამდენიმე საათის წინ ვნახე ბოლოს -თქვა მან -მოდი, სხვა სიტუაციაში ვილაპარაკოთ, ახლა ცუდი დროა -წინანდელი გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც შეეცადა ზედმეტი ახსნა-განმარტებებისგან თავის დაძვრენას
აჩის, თითქოს არაფერი გაუგონიაო, კვლავ სალონში იჭყიტებოდა იმის იმედით, რომ როგორმე შიგნით მჯდომის სახეს გაარჩევდა, თუმცა ამაში, წვიმისგან დაორთქლილი ფანჯრები უშლიდნენ ხელს. არც გაბრიელს დარჩენია შეუმჩნეველი მეგობრის ფარული გამოძიება და ამაზე, ირიბად ჩაეცინა კიდეც
-არ იცნობ, აჩი -თქვა მან ბოლოს, როდესაც ბიჭის წვალების ყურება უკვე აუტანელი გახდა -ერთი გოგოა, რაღაც პრობლემა შეექმნა, სახლიდან წამოვიდა და ცოტა ხნით შენს აგარაკზე უნდა დავტოვო. ნუ ღელავ, მე მივხედავ, რომ არაფერი გააფუჭოს და ჭკვიანად იყოს
-ჰო, მაგრამ ვინ არის? შენ იცნობ?
-წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა რაღაც პრობლემები აქვს და ასეთ დროს მისი მარტო დატოვება სწორი არ იქნება -შუბლი მოისრისა მარჯვენა ხელით -მოკლედ, ახლა წავალ. ცოტა დასვენება მჭირდება, ამიტომ შუადღემდე მეც იქ დავრჩები და გამოვიძინებ
-კარგი, კარგი, ძმაო როგორც შენ გინდა -აშკარად დაბნეული ჩანდა აჩი, თუმცა კითხვებს მეტად აღარ სვამდა, რადგან იცოდა, რომ გაბრიელი მათზე ახლა ნამდვილად არ უპასუხებდა -მე, ლანასთან ავალ. ალბათ, ისიც ნერვიულობს და სიტუაციაში გავარკვევ
-გმადლობ, აჩი -მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა მეგობარს, ბიჭმა, უკანა ჯიბიდან მანქანის გასაღები ამოაცურა და წვიმის სუნით გაჟღენთილი, ნოტიო სივრციდან, კვლავ მანქანის თბილ და მშრალ სალონში გადაინაცვლა
მძღოლის გვერდითა სკამზე, მის დაბრუნებას ერთიანად სველი, მობუზული გოგონა ელოდა, რომელიც გასათბობად ხელებს ისრესდა და მათ პერიოდულად იორთქლავდა კიდეც.
გაბრიელმა, ძრავა უსიტყვოდ აამუშავა. აქედან სულ რამდენიმე წამში, უკვე ცენტრალურ გზაზე მიდიოდა, სადაც ადრიანი დილის კვალობაზე, მართლაც, რომ უამრავი მანქანა ირეოდა.
აჩის აგარაკი, იქიდან დაახლოებით, ოცი წუთის სავალზე იყო. ბიჭს, ძილიანობის შეგრძნება უფრო მეტად გამძაფრებოდა, ამიტომ, ცდილობდა სიჩქარითვის არ გადაეჭარბებინა და ავარიის საფრთხე არ შექმნოდა. ამასთან ერთად, სურდა მთელი მგზავრობა დუმილში გაეტარებინა და დანიშნულების ადგილამდეც ასე მისულიყო, თუმცა მისუსტებულმა ხმამ, რომელიც სალონში მოულოდნელად გაისმა, მისი სურვილები მინის ჭიქასავით დაანარცხა იატაკზე და უკმაყოფილიყო გამომეტყველება მოჰგვარა.
-რატომ დამეხმარე? -ცივი, უემოციო ხმა ჰქონდა უცნობს, რომელიც ცოტა ხნის წინ განცდილი შიშისგან უფრო იყო გამოწვეული, ვიდრე სხვა რამისგან
გაბრიელმა გზას ცოტა ხნით თვალი მოაშორა და გოგონას გახედა. მას, თავს კვლავაც ის წითელი შალის ქუდი უფარავდა, რის გამოც უცნობის თმის ფერის გარჩევა ცოტათი უჭირდა.
-გერჩივნა არ დაგხმარებოდი? -მიუგო რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ
-მე რა მერჩივნა და რა, არა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხომ შეიძლებოდა, იარაღი მათაც ჰქონოდათ და მოეკალი? ამის არ შეგეშინდა?
-გცივა? -სიტყვა ბანზე აუგდო გაბრიელმა
-არა! და თუ შეიძლება მიპასუხე!
-ჯანდაბა, რა ჯიუტი ხარ -ამოიოხრა ბიჭმა -რომ მცოდნოდა, ამდენ შეკითხვას დამისვამდი, მანქანაში ჩავჯდებოდი და გზას გავაგრძელებდი. მიდი, ღვედი შეიკარი
გოგონამ მისი თხოვნა წამებში შეასრულა და კვლავ ბიჭს გახედა მომლოდინე მზერით. იმედი ჰქონდა, ახლა მაინც დაიკმაყოფილებდა თავის ცნობისმოყვარეობას, თუმცა როდესაც დარწმუნდა, რომ მოპასუხე მხარე კრინტის დაძვრასაც არ აპირებდა, გაბრაზებულმა თვალები აატრიალა.
-შენ რა, მუდამ ასე სიტყვაძუნწი ხარ? -უხეშად შეუტია მას გოგონამ, თუმცა მისი კატეგორიულობა მხოლოდ მოჩვენებითი იყო. სინამდვილეში, გაბრიელისგანაც გრძნობდა გარკვეულ საფრთხეს და მასთან დიალოგის გაბმის საშუალებით ცდილობდა დაედგინა, თუ როგორი პიროვნებასთნა ჰქონდა საქმე მოცემულ მომენტში
ბიჭიც თითქოს მიხვდა მის ჩანაფიქრს. მიუხედავად ამისა, ეს გარეგნულად არ გამოუხატავს.
-სიტყვაძუნწი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვარ, როდესაც უაზრო კითხვებით მაბეზრებენ თავს -მიუგო მან მშვიდად -და კიდევ, გამათბობელს უკვე ავუწიე. მალე ტემპერატურა მოიმატებს და აღარ შეგცივდება
-სად მივდივართ? -ამჯერად გოგონამ აიღო საკუთარ თავზე სასაუბრო თემის შეცვლის ინიციატივა, თან, სავარძელში უფრო მოხერხებულად მოიკალათა
-იქ, სადაც არც წვიმს და არც ცივა
-და საიდან უნდა ვიცოდე, რომ შენთან უსაფრთხოდ ვიქნები?
-ჩემი აზრით, სანდო ადამიანს ვგავარ -მშვიდ, მოკლე-მოკლე პასუხებს იძლეოდა გაბრიელი
-სამწუხაროდ, ვერ დაგეთანხმები. ვინც იარაღს ატარებს, ყველა საეჭვო პიროვნებად მიმაჩნია
-მგონი, ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი ეჭვები სრულიად უსაფუძვლოა . . . მაგრამ თუ მაინც გეშინია, შემიძლია მანქანა გავაჩერო და გაგიშვა, წითელქუდა
-წითელქუდა? -გაოცება აღებეჭდა სახეზე გოგონას, თუმცა შემდეგ თავზე მორგებული შალის ქუდის ფერი გაახსენდა და მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა
-იუმორი და გამბედაობა ნამდვილად გაქვს, ვერაფერს ვიტყვი
გაბრიელს ამჯერად არ უპასუხია, ჯერ ღრმად ჩაისუნთქა, მერე სიჩქარე ოდნავ დააგდო და მანქანებით გადავსებული პარკინგიდან ცოტა მოშორებით, სვლა საგრძნობლად შეანელა. მანქანის დამუხრუჭების ხმა, გოგონას ყურებში უსიამოვნოდ ჩაესმა. წამით ვერ მიხვდა რატომ გაჩერდნენ ასე მოულოდნელად და შიშმაც კი შეიპყრო, თუმცა, შემდეგ ბიჭის სიტყვები მოაგონდა და გარეთ დაფეთებულმა გაიხედა.
-მოიცა, მოიცა, სტოპ! შენ რა, სერიოზულად აპირებ მანქანიდან ჩამაგდო? -ნერვიულობა და იმედგაცრუება ერთდროულად იგრძნობოდა მის ტონში
გაბრიელმა საჭეზე თითები აათამაშაა. სახეზე მსუბუქი ღიმილი დასთამაშებდა. ერთხანს გოგონასთვის ხმა არ გაუცია, თუმცა როდესაც "წითელქუდას" აფორიაქება ზედმეტად ცხადად იგრძნო, შეეცოდა და მისკენ მთელი ტანით მიტრიალდა.
-არა, არ გაგდებ -თბილი ხმით უთხრა ბიჭმა -უბრალოდ, სულ სველი ხარ და უნდა გამოიცვალო. ცოტაოდენი ტანსაცმელი საბარგულში მიდევს, მიდი რამე ამოარჩიე
-სად უნდა გამოვიცვალო, პირდაპირ აქ?
-ნუ ღელავ, შიშველი ქალი აქამდეც ბევრჯერ მყავს ნანახი. არა მგონია რამით გამაოცო
გოგონა ადგილიდან ვერ იძვროდა და მხოლოდ დაბნეული უყურებდა გაბრიელის ოქროსფერ-ყავიაფერს თვალებს.
ბიჭს ხმამაღლა გაეცინა მის რეაქციაზე.
-კარგი, ასე ნუ მიყურებ, ვხუმრობ. მიდი უკანა სავარძელზე გადაინაცვლე და სველი ტანსაცმელი გაიხადე. მე, ცოტა ხნით მანქანიდან გადავალ -ამ სიტყვებით, გაბრიელმა გასაღები მოატრიალა და მარცხენა კარი ფართედ გამოაღო. გადასვლამდე, გოგონას კიდევ ერთხელ მოხედა გამჭოლი მზერით -ჰო, მართლა, როდესაც დაამთავრებ, მინაზე სამჯერ მოაკაკუნე და უკან დავბრუნდები
-ნამდვილად არ შემომხედავ?
-საინტერესო იქნებოდა შიშველი წითელქუდას ხილვა, მაგრამ გპირდები ჭკვიანად მოვიქცევი -ისეთი სერიოზული სახით თქვა გაბრიელმა, რომ გოგონა იმასაც კი ვერ მიხვდა, იხუმრა თუ, არა. სანამ რამის გარკვევას მოასწრებდა, გაბრიელი უკვე გარეთ იყო გადასული და ოდნად მოშორებით, მოსაცმლის ჯიბეებში ხელებ-ჩაწყობილი იცდიდა.
გარეთ, წვიმას შედარებით გადაეღო, თუმცა სუსტად ისევ ჟინჟღლავდა. გოგონამ სცადა რაც შეიძლებოდა სწრაფად დაემთავრებინა თავის მოწესრიგება. მისი გადარჩენის მიუხედავად, ამ ადამიანს ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და ფიქრობდა, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა.
საბარგულში, შავი ფერის მაისური და ამავე ფერის შორტი იდო, სხვა დანარჩენ ტანსაცმელებთან ერთად. მართალია სამოსი ორი ზომით დიდი ჰქონდა, თუმცა სველი მატერია იმდენად შემაწუხებლად ეკვროდა ტანზე, ახლის ჩაცმა შვებადაც კი მოეჩვენა და როგორც კი თავისი ჯინსი და მაისური მანქანის უკანა სიდენიაზე მოისროლა, საქარე მინაზე ზუსტად ისე მიაკაკუნა, როგორც, ცოტა ხნის წინ ბიჭმა დაარიგა.
რამდენიმე წამიც და გაბრიელი უკვე მანქანაში იჯდა. ძრავის ამუშავებამდე, ბიჭმა ერთი შეავლო მზერა თავის ტანსაცმელში გამოწყობილ გოგონას და გევრდულად ჩაეცინა.
-მგონი, ცოტა პატარა გაქვს
გოგონა გაკვირვებული ჩანდა. მზერა ჯერ გაბრიელის უკან გადაიტანა, მერე კვლავ მას შეხედა.
-დამცინი, არა? -ჰკითხა -ორი ზომით დიდი მაქვს
-რა თქმა უნდა, დაგცინი. სხვათა შორის, პირველი გოგო ხარ, ვისაც უფლებას მივეცი ჩემი ტანსაცმელი ჩაეცვა
გაბრიელმა გასაღები მარჯვენა მხარეს გადაატრიალა. შუბლზე ჩამოყრილი სველი თმა საშინელ დისკომფორტს უქმნიდა ამიტომ, იგი ორი თითით გადაიწია უკან, ძრავა უწინდებურად აამუშავა და მანქანა კვლავ ოთხბორბლიანი მოძრავი ობიექტებით გადაჭედილ გზატკეცილზე გაიყვანა.
გოგონა ოდნავ დაბნეული ჩანდა. აღარ იცოდა, საუბარი გაეგრძელებინა, თუ სიჩუმეში გაელია დარჩენილი მგზავრობა. ბოლოს, მაინც პირველ ვარიანტს მიემხრო, რადგან გადატანილი შიშის შემდეგ, ვინმესთან კონტაქტი ახლა ყველაზე ძალიან სჭირდებოდა ნერვების დასამშვიდებლად. თავისი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა, სიდენია ოდნავ დაადაბლა და გაბრიელს გახედა. ბიჭი საჭეს ხელებით ჩაფრენოდა და გზას თვალს არ აშორებდა. ალაგ-ალაგ მხოლოდ, საპირისპირო მხრიდან მომავალი მანქანის წინა ფარების სინათლეები გადაურბენდნენ, რომლებიც წითელი შუქებით ანათებდნენ მის სახეს და მიმზიდველ ნაკვთებსაც ღიად გამოკვეთდნენ.
-გაბრიელი გქვია, არა?
-თუ მეხსიერება არ მღალატობს, კი
-ახლა ის მომენტია, როცა კითხვა უნდა შემომიბრუნო -ნაწყენი ჩანდა გოგონა მისი გულგრილობით
-შენი სახელი არ მაინტერესებს. წითელქუდა უფრო მომწონს
-ანუ, წითელქუდა უნდა დამიძახო? -დაწვრილებული თვალებით შეხედა მან -კარგი, ამაზე ბევრად უკეთესი სახელი მაქვს, მაგრამ თქმის სურვილი რატომღაც დამეკარგა
-შენთან ერთი თხოვნა მაქვს
-რა თხოვნა?
-აგარაკამდე თხუთმეტი წუთის გზაა. შეგიძლია მთელი ამ დროის განმავლობაში რამეზე მელაპარაკო? მეგონა ამის გარეშეც გავძლებდი, მაგრამ ძალიან ვარ დაღლილი და დიდი შანსია იმისა, რომ უეცრად ჩამეძინოს -მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, გზას თვალი მოწყვიტა, საჭეს ცალი ხელი აუშვა და გოგონას გადახედა -ჰო, მართლა შენ ხომ არ იცი მანქანის მართვა?
-რა თქმა უნდა, ვიცი. მიდი, სადმე გააჩერე და საჭესთან მე დავჯდები
გაბრიელმა შვებით ამოისუნთქა. ახლა მანქანის მართვა ისე უჭირდა, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ რჩებოდა.
ადგილები ისევე უხმოდ გაცვალეს, როგორც მგზავრობის პირველი ორი წუთი გალიეს. გოგონა მესაჭის ადგილას მოკალათდა, ბიჭი მის გვერდითა სიდენიაზე და ავტომობილის ძრავაც უწინდებურად ამუშავდა. თავდაპირველად, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიდიოდა, თუმცა გაცვლის მომენტიდან ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ქალაქს და მის ხმაურიან ქუჩებს საგრძნობლად იყვნენ გაცილებულები, გაბრიელმა იგრძნო, რომ დასაშვებზე სწრაფად მიდიოდნენ და გოგონასკენ არც გაუხედავს, ისე უთხრა:
-მგონი, ძალიან ჩქარა მივდივართ, წითელქუდა. ასე თუ განაგრძობ, მართვის მოწმობას დაკარგავ
-მართვის მოწომობას? -სიცილით შემოუბრუნა კითხვა გოგონამ -ამაზე შეგიძლია არ ინერვიულო, რაც არ მაქვს, იმას ნამდვილად ვერ დავკარგავ
-რას ნიშნავს არ გაქვს?
-იმას, რომ არ მაქვს. რა მოხდა, შემთხვევით ხომ არ შეგეშინდა?
-ვფიქრობ, ორივეს გვაქვს შიშის საფუძველი -საქარე მინა ჩასწია, გაბრიელმა, რათა ძილიანობის შეგრძნებისგან ცოტათი მაინც დაეღწია თავი და ოდნავ აზრზე მოსულიყო
-კარგი, მართალია მართვის მოწმობა არ მაქვს, მაგრამ ტარება მშვენივრად ვიცი, ასე, რომ არ შეგეშინდეს და არც დაგეძინოს, გზა შენ უნდა მასწავლო
-თავად იზრუნე იმაზე, რომ ეგ არ მოხდეს -უკვე თვალდახუჭული პასუხობდა ბიჭი
-და მე როგორ უნდა ვიზრუნო? იქნებ, ესეც დამიკონკრეტო?
-მელაპარაკე. რამე კარგზე და საინტერესოზე
-მაგალითად?
-არ ვიცი, რაღაც მოიფიქრე. ფანტაზია ჩართე
გოგონა ცოტა ხნით ჩაფიქრდა. არ უნდოდა რაიმე ბანალური თემა წამოეჭრა და ამით ბიჭის დაცინვა დაემსახურებინა. დანამდვილებით არც ის იცოდა, დასცინებდა თუ არა, გაბრიელი, მაგრამ სიფრთხილეს თავი მაინც არ სტკიოდა.
ბოლოს, რაღაც საინტერესო და ამავდროულად, ორიგინალურმა იდეამ გაიბრწყინა მის გონებაში. რამდენჯერმე დაფიქრდა კიდეც, თუ რამდენად კარგი იქნებოდა სწორედ ამ თემის არჩევა და საბოლოოდ, თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა, ბიჭს კმაყოფილი სახით გადახედა.
-მგონი, იდეა მაქვს
-როგორც იქნა -თვალები ოდნავ გაახილა ბიჭმა -უკვე ვფიქრობდი, რომ შენც ჩაგეძინა
-ძალიან სასაცილოა -სარკასტულად გაისმა გოგონას სიტყვები -მოკლედ, გაინტერესებს, თუ არა?
-კარგი, მაინტერესებს, თქვი
-მინდა შევამოწმოთ, რამდენად აზროვნებ, მაშინ, როდესაც ძალიან გეძინება. ახლა, მე რამდენიმე ამბავს მოგიყვები და შენ მითხარი სად დავუშვი შეცდომა
-საინტერესოა -გაეღიმა გაბრიელს -თუ ასეა, გისმენ
-მარტივით დავიწყებ -ქვედა ტუჩი, ცოტა ხნით კბილებში მოიქცია გოგონამ და განაგრძო -მოკლედ, ნოემბრის ცივი დღე იყო, ზაფხულის მცხუნვარე მზე ანათებდა
-მოიცა, მოიცა -მაშინვე შეაწყვეტინა გაბრიელმა -ნოემბერში ზაფხულის მცხუნვარე მზე როგორ ანათებდა?
-ოჰო, კარგია, ანუ ვაზროვნებთ. მაშინ, შემდეგ სავარჯიშოზე გადავალ -სვლა ოდნავ შეანელა მან და ჩაფიქრებული სახე მიიღო -მოკლედ, კურდღელი მირბოდა დაბურულ ტყეში, სადაც ადამიანი არასდროს იყო განავლელი. ათწუთიანი სირბილის შემდეგ, კურდღელი დაიღალა, იქვე, გადაჭრილი მორი იპოვა, ჩამოჯდა, დაისვენა და გზა გააგრძელა
-თუ ტყეში ადამიანი არ იყო განავლელი, შესაბამისად, ვერც გადაჭრილი მორი იქნებოდა -მაშინვე იპოვა გაბრიელმა მორიგი შეცდომა, რამაც გოგონას სახეზე გაოცება გამოიწვია
-დარწმუნებული ხარ, რომ გეძინება და დაღლილი ხარ? -ჰკითხა -ასეთ დროს, ადამიანის ტვინს მუშაობა უჭირს, შენ კი . . .
-ალბათ, მე სხვა პლანეტას ვეკუთვნი -კვლავ გააწყვეტინა მას ბიჭმა -თანაც, სად გინახავს წითელქუდას ვინმესთვის ჭკუაში ეჯობნოს?
-ამას რატომ აბობ?
-ტვინი, რომ ჰქონოდა, მგელს არ დაუჯერებდა და არც ბებიამისში აერეოდა ეს უკანასკნელი
გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გაეცინა. ის უნდობლობა, რომელიც საწყის მომენტში გაბრიელის მიმართ ჰქონდა, თითქოს სადღაც უკვალოდ გამქრალიყო და მისი ადგილი სრულიად საპირისპირო მცნებას დაეკავებინა.
-კარგი, დავუშვათ, მე წითელქუდა ვარ, მაგრამ შენ ვინ გამოდიხარ ამ ზღაპარში?
-ალბათ, კეთილი მონადირე, რომელმაც იგი ბოროტი მგლის მომნელებელ სისტემაში სიცოცხლის დასრულებისგან იხსნა
-საინტერესო ვინმე, ხარ, გაბრიელ -გულწრფელად გაიჟღერა გოგონას ხმამ -ნამდვილად არ ჰგავხარ მათ, ვინც აქამდე შემხვედრია და ვისაც ჩემს წრეში უტრიალია
-როგორც ვხედავ, შენი წრით მაინდამაინც კმაყოფილი არ უნდა იყო
-ცდები -თავი გადააქნია მან, თან წითელი ქუდი მოიძრო, რადგან მანქანაში უკვე საკმაოდ თბილოდა -ჩემი მეგობრები, ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ასეთი მხოლოდ ორი მყავს და არც ერთი არაა ჩემი სქესის
-აი აქ შეუხვიე -საჩვენებელი თითი გზისკენ გაიშვირა გაბრიელმა, რომლითაც ნახევარ მეტრში მდებარე, მარჯვენა ჩასახვევისკენ ანიშნა
-მალე მივალთ?
-სამ წუთში ადგილზე ვიქნებით
გოგონამ თმა მარჯვენა მხარეს გადაიყარა.
-დარწმუნებული ხარ, რომ შენი მეგობარი წინააღმდეგი არ იქნება მის სახლში, რომ გავჩერდები რამდენიმე დღით? უბრალოდ, ახლა სხვა გამოსავალი არ მაქვს, შინ ვერ დავბრუნდები და არც ღია ცის ქვეშ ძილის პერსპექტივა მხიბლავს მაინდამაინც. ბოლო ორი დღეა, სწორედ ასე ვიქცევი და ნამდვილი საშინელებაა
-მაინც არ გითქვამს სახლიდან რატომ წამოხვედი ან იმ ტიპებს რა საქმე ჰქონდათ შენთან -გაბრიელს შეუმჩნეველი არ დარჩენია, თუ როგორ შეიშმუშნა გოგონა ამ კითხვაზე, თან საჭეზე ნერვიულად დაიწყო თითების კაკუნი
-როგორც მახსოვს, ეგ არც შენ გიკითხავს -მიუგო ბოლოს. მის ხმას დაძაბულობა უფრო ეტყობოდა, ვიდრე სილაღე და თავისუფლება
-მართალია, მაგრამ, ზოგჯერ, არსებობს ისეთი სიტუაციები, როდესაც კითხვას არავინ სვამს და მაინც საჭიროა მას პასუხი გაეცეს
-რომ იცოდე, ახლა შარში მხოლოდ მე არ ვარ -სხვა თემაზე გადატანა სცადა გოგონამ -იმ ტიპებმა თუ გიპოვეს, შურს აუცილებლად იძიებენ იმისთვის, რომ მოულოდნელად გამოეცხადე და ხელი შეუშალე
-მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ყველანაირ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. რაც შეგეხება შენ, ვალდებული ხარ მათი სახელები მითხრა, აგრეთვე, შენთან მტრობის მიზეზი და ყველაფერი, რაც ამ ამბავს ოდნავ მაინც უკავშირდება
-მაპატიე, მაგრამ ამის გაკეთება არ შემიძლია
-და რატომ? რამეს მალავ? ალბათ, შენც რამე ცუდში ხარ გარეული და ხმას ამიტომაც არ იღებ
-ასე ძალიან ვგავარ კრიმინალს? -სიმწრით ჩაეცინა გოგონას მის სიტყვებზე
-არა, კრიმინალს არა. უფრო იმას, ვისაც ეს კრიმინალები თავის საქმისთის იყენებენ, თავისივე ჭკუაზე ატრიალებენ და მცირე შეცდომის შემთხვევაშიც კი მოკვლით ემუქრებიან. თუმცა, როგორც გინდა -დასძინა ბიჭმა უდარდელად -მათი თუ არ გეშინია და ციხის კედლების ხეხვისთვისაც გეცოდება, შეგიძლია ხელის დაფარება განაგრძო
-მოდი ამ თემას შევეშვათ და მითხარი სახლთან რა დროს ვიქნებით?
-თითქმის მივედით. ამ მწკრივში ბოლოა, წითელი აგურით, რომ არის ნაგები, ხედავ?
გოგონა გზას დააკვირდა და გაბრიელს თავი დაუქნია.
-დიდი, ნაცრისფერი გალავანი, რომ აქვს, იმაზე ამბობ, არა?
-ჰო, ეგაა
-კარგი, მაგრამ შენც აქ უნდა დარჩე? -იმდენად დამფრთხალი სახით უყურებდა გოგონა, რომ გაბრიელმა, იმ წამს, მასში პატარა ბავშვი დაინახა, რომელსაც საწოლის ქვეშ დამალული მონსტრის ეშინოდა. ნამდვილად არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, თუ რას ერიდებოდა გოგონა ასე ძალიან და როგორც კი მანქანა სახლის წინ გაჩერდა, მას მხარზე ხელით ოდნავ შეეხო
-თუ იმას უფრთხი, რომ უცხო მამაკაცთან ერთ ჭერქვეშ მოგიწევს ღამის გათევა, შეგიძლია არ ინერვიულო -დამაჯერებელი ტონით საუბრობდა იგი, რითაც გოგონაში უფრო მეტ ნდობას აღძრავდა -მამაკაცების დიდ ნაწილს, ჯერ კიდევ აქვს შემორჩენილი ალტრუიზმის გრძნობა, ამიტომ ნუ გეშინია და მანქანიდან გადმოდი
გაბრიელი პასუხს არ დალოდებია ისე გადავიდა მანქანიდან. მას, გარკვეული დროის შემდეგ, გოგონაც უკან მიჰყვა და ცოტა ხანში, მანქანის წრიპინიც გაისმა, რაც მისი გასაღებით ჩაკეტვამ გამოიწვია.
სახლის ზღურბლთან ისე მივიდნენ, რომ არც ერთს ხმა არ ამოუღიათ. გაბრიელმა, კლიტეს გასაღები მოარგო და კარის გაღების შემდეგ, პირველად შიგნით გოგონა შეატარა. უკვე საგრძნობლად გათენებულიყო. აღარც წვიმა მოდიოდა, თუმცა ცის ნაცრისფერი შეფერილობა, მაინც უღიმღამო ატმოსფეროს ქმნიდა.
გოგონამ იქაურობას თვალი მოავლო. საკმაოდ მყუდრო და თბილი ატმოსფერო სუფევდა. კედლების ღია შეფერილობა, საოცრად უხდებოდა იქ განთავსებულ ავეჯსა და მისაღების შუა გულში, ბუხრის სიახლოვეს განთავსებულ ფერად პუფებს.
მარჯვენა მხარეს, სადსაც დივნები და სავარძლები იყო განთავსებული, კედელზე წიგნების თაროები მიემაგრებინათ. სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურის გარდა, მათზე ოქროსფრად მბზინავი ჯილდოების და ოჯახური ფოტოების სიმრავლზეც შეინიშნებოდა.
-მიდი, ჩანთა დადე და ზემოთ ადი ცხელი შხაპის მისაღებად -სახლის თვალიერებით გართულ გოგონას, მოულოდნელად ჩაესმა გაბრიელის ხმა და მომენტალურად, თავი უკან მიაბრუნა. ბიჭს უკვე მოესწრო თავისი სველი მოსაცმლის გახდა და მისი დაკიდზე ჩამოკიდება. სწორედ იმ წამს მოახერხა, გოგონამ გაბრიელის საფუძვლიანად შეთვალიერება და ყველაზე მეტად, რაც კი დაამახსოვრდა, ეს, მისი ოქროსფერ-ყავისფერი თვალები იყო, რომლებიც მას გამჭოლი მზერით შესცქეროდნენ. გოგონას არც იმის შემჩნევა გასჭირვებია, რომ გაბრიელს ყელზე გაურკვეველი ფორმის, მოგრძო სვირინგი ჰქონდა გამოსახული, რომელიც მაისურიც ქვემოთაც ჩადიოდა და ვინ იცის, კიდევ რა მოცულობაზე გრძელდებოდა.
-სად გაფრინდი ფიქრებით? -ცხვირწინ ხელის აქნევამ დააბრუნა იგი რეალობაში. წამით დაიბნა და თვალები აახამხამა, თუმცა როდესაც გაახსენდა, სად იმყოფებოდა, როგორ და რა ვითარებაში, წამსვე მიაკიდა თავისი ჩანთა გაბრიელის მოსაცმელის გვერდით, წითელი ქუდიც სწორედ ამ გზას გაუყენა, ზურგ-ჩანთის წინა ჯიბიდან, ჩუმად ამოაცურა პატარა ცელოფანი და მეორე სართულზე ასვლამდე, ბიჭს კიდევ ერთხელ მოხედა:
-მართალია არ გიკითხავს და არც გაინტერესებს, მაგრამ მაინც გეტყვი, ირისი მქვია . . .
მერე კიბეებს შეხედა, საფეხურები მზერით გადათვალა და სააბაზანო ოთახისკენ სწრაფად გაემართა.










4 თავი


გაბრიელი მუქ შინდისფერ, სპორტულ მანქანაში ჩაჯდა, კარი მოხურა და საჭესთან მჯდომ ქალს, გამოწვდილი ხელიდან ქაღალდის ჭიქაში ჩასხმული კოფეინი გამოართვა.
მიუხედავად უძილობისა და საშინელი ფიზიკური გადაღლილობისა, შედარებით მხნედ და ენერგიულად გამოიყურებოდა. ალბათ, იმ გარემოებამ, რომ ეჭვები და ფიქრები მთელ მის გონებაში სისხლის უჯრედებივით იყო გამჯდარი, მოთენთილობის შეგრძნება ბიჭის სხეულიდან მთლიანად განდევნა და ერთგვარი ადრენალინიც კი აგრძნობინა.
დღის სინათლეს, უკვე დომინანტის სტატუსი მოეპოვებინა ცაზე და მთელი თავისი სიადიადით ფანტავდა უღიმღამო, კვამლისფერ ღრუბლებს, რომლებიც შემაძრწუნებლად დასჩერებოდნენ ზემოდან დედამიწას.
გაბრიელის გვერდით, მძღოლის სავარძელზე მჯდომი ქალი თავისთვის განკუთვნილ ყავას მიირთმევდა. სახეზე სიმშვიდე ეწერა, თუმცა მიუხედავად ამისა, მარცხენა ხელის თითებს საჭეზე ნერვიულად ათამაშებდა და ალაგ-ალაგ მხრებზე ჩამოყრილ ქერა თმას ისწორებდა. ცდილობდა გარეგნულად არაფერი დასტყობოდა, თუმცა გრნობდა, რომ გაბრიელი უბრალოდ არ დუმდა. იგი რაღაც მნიშვნელოვანის გამო იყო ანერვიულებული და გაფანტული აზრებისთვის ცდილობდა თავი მოეყარა, რათა საუბრის წამოწყება შეძლებოდა.
ქალმა ყავის სმა ცოტა ხნით შეწყვიტა. თავი გვერდზე მიაბრუნა და ბიჭს შემფასებლური მზერით შეხედა. ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, თუ რაში იყო საქმე, ან რა ხდებოდა მის თავს, თუმცა ეს აუცილებლად უნდა გაერკვია.
-ყველაფერი მოვიძიე რაც კი, მთხოვე, გაბრიელ -მტკიცედ, თუმცა მაინც ისეთი ტონით ალაპარაკდა ქალი, თითქოს ვინმეს სახელმწიფო საიდუმლოს უზიარებსო -იმედია, ეს საკმარისი იქნება შენი იდუმალი გამოძიებისთვის, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი ვიცი
-ვენდობი შენს პროფესიონალიზმს -ხმადაბლა, თუმცა გარკვევით ჩაილაპარაკა ბიჭმა -მახსოვს, ადრე, როდესაც ვინმე რამეს მოიპარავდა ხოლმე, დანაშაულის გრძნობა მის მაგივრად მე მაწუხებდა, მაგრამ ახლა, ამის გამო სინდისი ოდნავადაც არ მქენჯნის -ხელში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შეათამაშა მან
-და რატომ გაგიჩნდა ეჭვი, რომ ეს სწორედ ის ადამიანი იქნებოდა, რომელიც შენ გაინტერესებდა? -ეჭვიანი მზერით ჩაეკითხა მოპასუხე მხარე, რითაც გაბრიელის მზერა თავისკენ მიიპყრო. ბიჭმა სამიოდე წამით უყურა ქალის ზღავასავით ლურჯ თვალებს, შემდეგ ჭიქიდან ყავა მოსვა და ამოიხვნეშა.
-იშვიათი სახელია. ნაკლებად გავრცელებული და სწორედ ამან დამაეჭვა. ჩემს ირგვლივ, საკმაოდ ხშირია ასეთი საოცარი დამთხვევები, ხომ მიცნობ? -ბოლო სიტყვებზე, ქვედა ტუჩის კუთხეზე, ცერა თითი გაისვა და გაეღიმა
-ნუ აკეთებ ამას!
-რას? -გაუკვირდა გაბრიელს
-აი ეს ტუჩზე ცერა თითის შეხება, მაგიჟებს -თავი ნერვიულად ჩახარა ქალმა. ცდილობდა ბიჭის თვალებში აღარ ჩაეხედა, თუმცა მალევე იგრძნო, თუ როგორ ამოსდო ბიჭმა მოხრილი საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ, დაბლა დახრილი თავი ააწევინა და აიძულა მისთვის მზერა გაესწორებინა
გაბრიელის მზერაში, თანაგრძნობა დაინახა ქალმა და ამან, უარესად შეაძულა საკუთარი თავიც და ცოტა ხნის წინ გამომჟღავნებული სისუსტეც, რომელსაც უკვე ვეღარანაირად ვერ გამოასწორებდა.
-მირა -ბიჭის ხმამ გაფანტა სალონში ჩამოვარდილი მცირეხნიანი სიჩუმე -შენი გრძნობების არ უნდა გრცხვენოდეს. ვიცი, ვილაპარაკეთ და ისიც გითხარი, რომ მე და შენ, ჩვენ ვერ გავხდებოდით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს წინაშე რამე დანაშაული მიგიძღვის. სიყვარული, ეს სირცხვილი არაა
-მართლა? -მწარე ღიმილმა გადაურბინა ქალის ბაგეებს -მაშინ მითხარი, რატომ? რის გამო თქვი ჩვენზე უარი? სექსუალური არ ვარ? საკმარისად ლამაზი არ ვარ? ოდნავადაც არ გიზიდავ, როგორც მამაკაცს?
გაბრიელს კვლავ ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში. ქალს ორივე ლოყაზე ხელი დაადო და შუბლზე ნაზად აკოცა.
-ძალიან მიმზიდველი ხარ, მირა -თქვა მან -ყველა მამაკაცისთვის ოცნება იქნებოდა შენნაირი ქალი, მაგრამ მე ასე არ გიყურებ და არც ის მინდა გამოგიყენო
-ყოველთვის შენს პრინციპებს რატომ მისდევ? იქნებ მინდა, რომ გამომიყენო? ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც გადადო გვერდზე ეგ შენი დაწყევლილი მორალი და . . .
-გეყოფა . . . -სათქმელის დამთავრება აღარ აცალა ბიჭმა -შენ იცი, რომ ეს არაა ჩემი ცხოვრების სტილი, მირა. შენზე შეყვარებული ქალის სისუსტით სარგებლობა და მისი საკუთარი სურვილებისთვის გამოყენება ისაა, რის უფლებასაც ჩემს თავს არასდროს მივცემ -გაბრიელმა ცერა თითით ქალის სახეზე ჩამოგორებული ცრემლის წვეთი შეაკავა და მას ოდნავ მოშორდა. სურდა პირადი სივრცე მიეცა, რათა დამშვიდება და გონს მოსვლა შეძლებოდა, რაშიც მისი სიახლოვე აშკარად ხელს უშლიდა.
ბიჭის ინტუიციამ, ამჯერადაც უმაღლესი ქულა დაიწერა. ქალს მართლაც დაეხმარა სიჩუმე და დროებითი უსიტყვობა, რომელიც იქ იყო გამეფებული. ჩაწითლებული თვალის გარსი, რომელიც ჯებირის როლს ასრულებდა მის ნაპირებზე მომდგარი ცრემლების შეკავებაში, თანდათანობით ჩვეულებრივ შეფერილობას დაუბრუნდა და სავარძელზე თავ-ჩამოყრდნობილმა ქალმა მუხლებზე დადებულ ლურჯ საქაღალდეს ხელი გადაუსვა.
საუბრის წამოწყებამდე, ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა, მირამ. თავის მიერ გამომჟღავნებული სისუსტე, იმდენად აღარ აწუხებდა, რადგან მხოლოდ ასეთ მომენტებში თუ ახერხებდა გულის სკივრში მაგრად ჩაკეტილი ემოციების ზედაპირზე ამოტანას, რომელთა სიმრავლეც ზოგჯერ გაუსაძლის მდგომარეობას უქმნიდა და ეჩვენებოდა, რომ გუდავდა კიდეც.
-კარგი, კარგი -ხელები დანებების ნიშნად ასწია, მან -გვეყო ამდენი სენტიმენტები. უბრალოდ, იმას გეტყვი, რომ დოსიე მოვიტანე -სიმწრისგან დახუჭული თვალები გაახილა, თუმცა გაბრიელისკენ არც გაუხედავს. ცოტა ხანში იგრძნო, თუ როგორ შეეხო ბიჭის თითები, როგორ გამოაცალა ხელიდან ის, რაც მთელი ეს დრო მის მუხლებზე იდო და მაშინვე განაგრძო -შენს მიერ გამოგზავნილი პირადობის მოწმობის ფოტო და ამ გოგოს სურათი ერთმანეთს შევადარე. ასპროცენტიანი დამთხვევაა. სახელი-ირისი, გვარი-გავაშელი. მისი მშობლები ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ და საკმაოდ დიდი მემკვიდრეობა დაუტოვეს, თუმცა მისი განმკარგველი რატომღაც ამ გოგონას მეგობრები არიან და არა, თავად ის -მერე ბიჭს მიუტრიალდა, გამომცდელად აათვალიერა და ჰკითხა -ამ ადამიანის პირადობის მოწმობა ხელში საიდან ჩაგივარდა ან რატომ დაინტერესდი მისით?
გაბრიელი კვლავ საქაღალდეს ჩაშტერებოდა. უკვე ბოლომდე იყო დარწმუნებული, რომ ვაჩეს და კონსტანტინეს მიერ ნახსენები ირისი და ის ირისი, რომელიც ახლა ამ ჭიშკრის მიღმა, სახლში ელოდა, ერთი და იგივე პიროვნევა იყო.
-გაბრიელ, მისმენ? -ჰაერის ნაკადი შეეფრქვია ბიჭს სახეში და სწორედ იმ წამს მიხვდა, რომ ქალი ცხვირწინ ხელს უქნევდა.
ბიჭმა საქაღალდე დახურა და სავარძელში გასწორდა. წამით, საქარე მინიდან ნარინჯისფერი ცის კაბადონზე გაბნეულ მზის სხივებს დააკვირდა, შემდეგ შუბლზე თითები ნერვიულად მოისვა და ამოიოხრა.
-მაპატიე, ვერ გავიგე რა მკითხე -თითქოს თავის თავს უფრო უთხრა, ვიდრე თანამოსაუბრეს. იმ წამს, თავში მხოლოდ ის აზრი უტრიალებდა, რომ თავის მიერ ნაპოვნი და გადარჩენილი ირისი, ჩვეულებრივი წამალდამოკიდებული ადამიანი იყო და ეს საშინლად არ სიამოვნებდა
-გკითხე ამ გოგონას პირადობის მოწმობა საიდან გაქვს-მეთქი? იცნობ?
-შეიძლება ასეც ითქვას, მირა -გაეღიმა გაბრიელს -ახლა, ამ სახლშია და შიგნით მელოდება
-რა? -თვალები ლამის შუბლზე აუვიდა ქალს -რას ნიშნავს აქ არის? ეს როგორ მოხდა? იცნობ? საიდან? როდის მერე?
-ეი, ეი, მირა -ხელის აწევით შეაჩერა გაბრიელმა მისი მორიგი კითხვა, რომელიც წამი-წამზე გაიჟღერებდა კიდეც -მოდი რიგ-რიგობით მკითხე, თორემ გამოუძინებელი ვარ და ყველაფრის აღქმა მიჭირს
-უბრალოდ გამიკვირდა -თითები შეიცურა ქალმა გაშლილ თმაში. მეორე ხელი საჭეს მოუჭირა, თან თვალს იმ საქაღალდისკენ აპარებდა, რომელიც ჯერ კიდევ გაბრიელს ეჭირა -თავიდან მთხოვ, რომ ჩემი, როგორც დეტექტივის თანამდებობა გამოვიყენო, სამოქალაქო ბაზა გავტეხო და იმ ადამიანის შესახებ მოგაწოდო ცნობები, რომელიც არც დამნაშავეა, არც კრიმინალი და არც ბინძური წარსული აქვს -გაბრიელმა, იმ წამს ქალის ეჭვიანი მზერა დაიჭირა -რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები და ეს არ მომწონს. მართალია, გამოძიებებში და ნარკოდილერების გამოჭერაში ხშირად მეხმარები, როგორც გამოძიების თანამშრომელი საიდუმლო პირი და ამას ძალიან ვაფასებ, მაგრამ არ მომწონს, რომ ჩემთან ნაკლებ გულახდილობას ამჟღავნებ
-მე, შენ არაფერს გიმალავ, მირა -დამაჯერებლად წარმოთქვა გაბრიელმა -ამ გოგონაზე რამდენიმე დღის წინ მესაუბრნენ მისი მეგობრები. ნარკომანია და უნდათ, რომ მე, ამ მავნე ჩვევისგან თავის დაღწევაში დავეხმარო -ბიჭმა დეტექტივის გაოცებული მზერა დაიჭირა, თუმცა მაინც არ გაჩერებულა, ისე განაგრძო -დღეს ღამით, ბარიდან გამოსული შემთხვევით შევეჩეხე. ვიღაც საეჭვო ტიპებს ჰყავდათ დაჭერილი და მის ყელზე დანა ჰქონდათ მიბჯენილი. როცა მათგან დავიხსენი და სახლში წაყვანა შევთავაზე, მითხრა, რომ იქ ვეღარ დაბრუნდებოდა მერე კი, როდესაც აგარაკზე ამოვიყვანე, თავისი სახელიც მითხრა -გაბრიელმა საქარე მინა ჩასწია. იქაურობა საშინლად დახუთულად ეჩვენებოდა. აღარც ყავის დალევის სურვილი ჰქონდა, ამიტომ ჭიქა სავარძლის გვერდითა სათავსოზე შემოდო და კისერზე ხელი ჩამოისვა -ირისი არც ისე გავრცელებული სახელია, თანაც, როდესაც ამ გოგოზე მიამბობდნენ მისი მეგობრები, რატომღაც ზუსტად ასეთად წარმოვიდგინე. ეჭვი გამიჩნდა, რომ ეს ორი პიროვნება ერთი და იგივე იყო და როგორც ხედავ, არც შევმცდარვარ -მერე საქაღალდე ისევ გადაშალა, თითქოს თავის ნათქვამში დარწმუნება სურსო.
დეტექტივი ხმას არ იღებდა. ჯერ კიდევ იმ ინფრომაციას ამუშავებდა თავის გონებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გაბრიელისგან მიიღო და ორ წამში ერთხელ თავს აქნევდა, თითქოს მოსმენილს ვერ იჯერებსო.
-რა ჩახლართულია ეს ყველაფერი, გაბრიელ -გაკვირვება და დაბნეულობა ერთდროულად იგრძნობოდა მის ტონში -ეგ გოგო საკმაოდ ცნობილი ოჯახიდანაა. "ბომონდის" გარეკანზეც საკმაოდ ხშირად მინახავს თავის მშობლებთან ერთად. მთელი აქაური ბიჭები, რომ ფეხქვეშ ეგებოდნენ ამაზე საუბარიც აღარ მაქვს და ამის შემდეგ მეუბნები, რომ უბრალო, საცოდავ ნარკომანად იქცა, რომელსაც ვიღაც საშიში ტიპები გაურკვეველი მიზეზების გამო მოსაკლავად დასდევენ?
-იმ ტიპებმა თქვეს, რომ ირისს მათი ვალი ჰქონდათ
-ვალი? -დეტექტივის გონებაში თითქოს ნათურა აინთო. ბიჭის სიტყვებმა, მისი გონების იდუმალი წყვდიადი გაანათა და თავის აღმოჩენაში დარწმუნებული, გაბრიელისკენ მთელი ტანით მიტრიალდა
-მანქანიდან გადმოდი, მოვწიოთ და თან ჩემს ვარაუდს გაგიზიარებ
-ხომ იცი, რომ არ ვეწევი, მირა . . .
-ერთი ღერი არაფერს გავნებს -ხელებში კოლოფიდან ამოღებული ნიკოტინი შეაჩეჩა ქალმა და კარები სწრაფად გამოაღო, რათა ბიჭს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ მოესწრო
გაბრიელს აღარაფერი უთქვამს. იგრძნო, რომ ეს, ახლა თვითონაც სჭირდებოდა და საქაღალდე მესაჭის სიდენიაზე შემოდო.
მანქანიდან უხმოდ გადავიდნენ და კაპოტს მიეყრდნენ. დეტექტივმა გაბრიელს სანთებელათი მოუკიდა და შემდეგ თავისი ღერის ბოლოს აანთო წითლად. ჰაერში კვამლი ნაცრისფრად გაიფანტა და ისე მალე აორთქლდა, როგორც დილით გამოღვიძებულზე გახსენებული სიზმრის ცალკეული ფრაგმენტები.
ქალმა თვალები დახუჭა და სუფთა ჰაერი, ნიკოტინთან ერთად ფილტვებში ღრმად შეუშვა. გაბრიელის თითებში მოქცეულ სიგარეტს დააკვირდა და გაეღიმა, რადგან ჰაერში გაბნეული კვამლის სურნელი და გაბრიელის სხეულის არომატი, მართლაც, რომ იდეალურ ნაზავს ქმნიდნენ მისთვის.
-იცი, რომ მოწევის დროს ძალიან სექსუალური ხარ? -სიცილით გახედა მას დეტექტივმა
-ჰო, არა? მეგონა, მხოლოდ მე ვფიქრობდი ასე -მერე ღრმა ნაფაზი დაარტყა, კვამლის ნაწილი ფიტვებში შეუშვა, მეორე ნაწილი გარეთ გამოდევნა და დასძინა :- რა ვარაუდი გქონდა? გამოგიტყდები, დამაინტერესა
-შეიძლება ვარაუდია, თუმცა ძალიან ახლოს არის სიმართლესთან -კვლავ თმაში შეიცურა თითები, მირამ -მგონია, რომ იმ ირისს, თუ ვინცაა, ნარკოდილერები ჰყავს აკიდებული, რომელთაც დოზის ფული ვერ გადაუხადა და ამის გამო ემუქრებიან. ხომ გახსოვს, იმ ტიპებმა გითხრეს, რომ გოგონას მათი ვალი ჰქონდა?
გაბრიელს ეს ვარაუდი საკმაოდ გონივრული ეჩვენა და ჩათვალა, რომ ძალიან ახლოს იყო სიმართლესთან. ყოველ შემთხვევაში, შეიძლებოდა ეს იმ მოსაზრებად ჩათვლილიყო, რომელსაც, აღნიშნულ სიტუაციაში უსაფუძვლოს ვერავინ უწოდებდა.
-კარგი, დავუშვათ ასეა -თქვა მან ბოლოს -მაშინ, იმ ტიპების სახელები უნდა ვათქმევინოთ, ვისგანაც დოზას ყიდულობს. ეს, უკვე ვცადე, თუმცა არა მგონია ასე მარტივად გატყდეს
-მითხარი, ახლა აქააო, არა? -დასარწმუნებლად კვლავ ჩაეკითხა დეტექტივი, თუმცა გაბრიელი მაშინვე მიხვდა ქალის ჩანაფიქრს და მტკიცედ შეეწინააღმდეგა
-არა, ახლა შენი შიგნით შემოსვლა და მისთვის დაკითხვის ჩატარება ცუდი იდეა იქნება. ასე დააფრთხობ, საბოლოოდ კი, მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ გაიქცევა და მის კვალსაც ვეღარ ვიპოვნით -გაბრიელმა და მირამ პირიდან კვამლი ერთდროულად გამოუშვეს, თან მოიისფრო-მოლურჯო ცის კაბადონს არ აშორებდნენ თვალს.
ბიჭს თავში ათასი კითხვა უტრიალებდა. უკვე ხვდებოდა, რომ ვაჩე და კონსტანტინე სახლიდან გაქცეულ ირისს ყველგან ეძებდნენ და მათთან დაკავშირებაც სურდა, რათა გოგონას ადგილსამყოფელი შეეტყობინებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ბიჭების ტელეფონის ნომრები არ ჰქონდა. ახლა უკვე კარგად ხვდებოდა, თუ რატომ ვერ დაუკავშირდნენ ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ირისის თაობაზე და ყოველი გაურკვეველი დეტალი, ნელ-ნელა ლაგდებოდა თავის ადგილას.
-რაზე ფიქრობ, გაბრიელ? -მირას ხმამ კვლავ რეალობის სურნელი აგრძნობინა. გადაწყვიტა ფიქრების სამყაროში მოგზაურობა ცოტა ხნით შეეწყვიტა და ისევ ქალს გახედა. იგი უწინდებურად მანქანის კაპოტს მიყრდნობოდა, იმ განსხვავებით, რომ მის თითებს შორის მოქცეული თამბაქო, თითქმის ნახევრამდე ჩასულიყო
-არაფერზე, მირა -ნამწვავი ძირს დააგდო ბიჭმა და ფეხით გასრისა -უბრალოდ, როდესაც ვიცი, რომ ამ სახლის კარს უკან ნარკომანი მელოდება, შიგნით შესვლის სურვილი მეკარგება
მირას გაეღიმა. უნდოდა, ზედმეტად აღარაფერი ეთქვა და თავისი ცნობისმოყვარეობაც სადღაც შორეულ წერტილში გაეგზავნა, თუმცა ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და გაბრიელს მიუტრიალდა.
-კი მაგრამ, ასე რატომ გეზიზღება ამ კატეგორიის ხალხი? იქნებ და რატომ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე? შეიძლება როგორ უჭირდათ და . . .
-ნარკომანებს არანაირი გამართლება არ აქვთ, მირა -უხეშად გააწყვეტინა მას ბიჭმა. მის თვალებში მრისხანების ნაპერწკლები აალდნენ და სანამ დიდ ცეცლად გარდაიქმნებოდნენ, გაბრიელმა დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა -მაგ გოგოს ისტორია მშვენივრად ვიცი, თუმცა ადამიანმა თავის თავში უნდა მოახერხოს იმდენი ძალის პოვნა, რომ პრობლემებს და სირთულეებს მამაცურად შეებრძოლოს და არა ამ გზით. მსგავს საშუალებებს მხოლოდ მხდალები მიმართავენ, რომელთაც ძალა არ ჰყოფნით და მუდამ მარტივი გამოსავლის ძიებაში არიან -ბოლო სიტყვები კბილებში გამოცრა ბიჭმა. მოგონებები ნელ-ნელა ტივტივდებოდნენ მისი გონების ღრმა ოკეანიდან და სულის იარებს უწინდებურად უნახლებდნენ. თითქოს ისევ ისე სტკიოდა ის ჭრილობები, წარსულის შავ-თეთრი მოგონებები და სულისშემძვრელი განვლილი დღეები, რომელთა კვალი ჯერ კიდევ აჩნდა მის სხეულსაც და სულსაც.
დეტექტივი ხმას არ იღებდა. ცდილობდა გაბრიელისთვის დამშვიდება ეცლია და შემდეგ განეგრძო წამოწყებული საუბარი. იცოდა, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა, თუმცა იმასაც აცნობიერებდა, რომ ბიჭი ამაზე არასდროს დაელაპარაკებოდა და აზრს შეგუებული, თავჩაქინდრული იდგა მანამ, სანამ გაბრიელმა თავად არ დაარღვია მათ შორის სქელ ნისლად გაწოლილი მდუმარება:
-ისე, ქალები ასეთი უცნაურები რატომ ხართ? -იკითხა მან. ნათქვამი მხოლოდ მაშინ განმარტა, როდესაც დეტქტივის კითხვის ნიშნებით სავსე თვალები დაიანახა, უსიტყვოდ, რომ ეკითხებოდნენ კონკრეტულად რას გულისხმობდა ამ სიტყვებით
-ირისზე ვამბობ . . . სამი საათის ინტერვალში, უკვე მეორედ შევიდა შხაპის მისაღებად და ერთი საათია იქედან არ გამოდის -ცერა თითი ისე გაიშვირა, თითქოს სააბაზანო ზუსტად მის უკან ყოფილიყო. ნამდვილად არ დარჩენია უყურადღებოდ ქალის შეცვლილი მზერა, რომელიც მისმა ნათქვამმა გამოიწვია. მირა თითქოს რაღაცას ფიქრობდა და გონებაში წონიდა. კარგად იცნობდა გაბრიელი ამ ადმაიანს და მისი თითოეული მიმიკა და ჟესტიც ზეპირად იცოდა, ამიტომ ახლაც არ გაჭირვებია იმის გამოცნობა, რომ ქალს რაღაც ისეთისთვის მიეგნო, რასაც თავად ვერ ხვდებოდა
-მირა რა ხდება? -ხმაში დაძაბულობა შეეპარა ბიჭს. შინაგანად გრძნობდა, რომ პასუხი, რომელსაც მოისნენდა არ მოეწონებოდა, თუმცა მაინც ეჩქარებოდა მისი მოსმენა. ქალის სახე ხელებში მოიქცია და თავიაკენ მიატრიალებინა. მირას ლურჯ თვალებში სრული სიმშვიდე ჩანდა, თუმცა სხეულის იმპულსები სრულიად საწინაააღმდეგოზე მეტყველებდნენ
-გაბრიელ -გამშრალ ყელში ნერწყვი გადააგორა ქალმა. ეტყობოდა, რომ საუბრის წარმათვა ცოცა უჭირდა, მაგრამ გამბედაობის მოსაკრებად დიდი დრო მაინც არ დასჭირვებია -მგონი, ვიცი რაც ხდება და სამი საათის ინტერვალში აბაზანის მეორედ მიღება რატომ გადაწყვიტა, თუმცა ვეჭვობ პასუხი არც ისე კარგია
-მითხარი, ჩემი გუშინდელი ღამის მერე ყველაფრისთვის მზად ვარ
-თქვი ნარკომანიოა, არა? -შემოვლითი გზით გადაწყვიტა მირამ მთავარ სათქმელამდე მისვლა, თუმცა გაბრიელის მზერამ გაახსენა, თუ როგორ ვერ იტანდა იგი საუბრის უაზრო გაწელვას და მანქანის კაპოტს ცალი ხელი მიაბჯინა.
-მოკლედ, შენი ირისი ახლა სავარაუდოდ აბაზანაში ზის და კაიფის ფაზას გადის. აბა, ხომ არ გეტყოდა, წამალს ვიჩხირავ და აბაზანაში ამიტომ შევდივარო?
გაბრიელმა ღრმად ამოიოხრა.
-ჰო, რაღაც ასეთს ნამდვილად ველოდი . . . -იმედგაცრუება, ბრაზი, სევდა ერთდროულად იგრძნობოდა ამ სიტყვებში -ვიცი ახლა ჩემგან ქმედით ნაბიჯებს მოელი, თუმცა მე არაფერში ჩარევას არ ვაპირებ, მირა. რაც უნდა ის ქნას. ეს მისი ცხოვრებაა და როგორც უნდა ისე წარმართავს
-მაგრამ ხომ თქვი, რომ მისმა მეგობრებმა შენ გთხოვეს გოგონასთვის მიგეხედა?
-დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის გაკეთება მინდა -თავი გადააქნია მან, თითქოს უსიამოვნო ფიქრების გამობერტყვა სურსო -სიმართლე გითრა, როდესაც ირისზე მიამბობდნენ, შინაგანად სრულიად სხვანაირი წარმომედგინა -ამპარტავანი, გატუტუცებული გოგო, რომელიც არავის უსმენდა, მაგრამ ისეთი სუფთა და უმანკო ბუნება აქვს -კვლავ ნერვიულად ჩამოისვა ყელზე ხელი გაბრიელმა -თუ არაფერი გამომივა, ვერ ვუყურებ როგორ გაინადგურებს ცხოვრებას და როგორ გამომეცლება ხელიდან ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს
-შენივე შესაძლებლობებში ნაკლებად ხარ დარწმუნებული, გაბრიელ -ღიმილით გადახედა მას დეტექტივმა -თუმცა ეს კარგიცაა. საკუთარ ძალებში ეჭვი მხოლოდ საქმის პროფესიონალებს ეპარებათ. თუ საკმაოდ თავდაჯერებული ხარ და შენს თავს ბოლომდე ენდობი, შეცდომების რაოდენობა უფრო მატულობს
-გგონია შევძლებ? -ხმა ჩაფიქრებული ჰქონდა. ყოყმანი საგრძნობლად ეტყობოდა, თუმცა ერთ ადგილას დგომა უკვე ძალიან უჭირდა, რადგან იცოდა, თუ რას აკეთებდა ირისი აბაზანის კარს მიღმა. მოგონებები კვლავ მჭრელი ისარივით დააწვა გულზე. არ უნდოდა აღიარება, თუმცა წარსულის ფრაგმენტები კვლავ იმავე ძალით სტკიოდა, როგორც ჭრილობაზე მოყრილი მარილი. ირისის გამოჩენამ და მისი ისტორიის მოსმენამ ეს ყველაფერი უფრო მეტად გაამწვავა, თუმცა ამასთან ერთად, ბიჭის გულში მეორე და ყველაზე ძლიერი სურვილი ბობოქრობდა-თავისი ძალ-ღონე უნდა შეემოწმებინა. უნდა გაერკვია შეეძლო თუ არა ადამიანის დახსნა ამ მავნე ჩვევის მომწამვლელი კლანჭებიდან, რომელიც საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობდა.
მაჯის საათს დახედა გაბრიელმა. უკვე ათი სრულდებოდა. მირა გამომცდელი მზერით შესცქეროდა ბიჭს იმის მოლოდინში, რომ რამეს მაინც იტყოდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ გაბრიელი ასე უმოქმედოდ არ გაჩერდებოდა და ამაზე მისი მოუსვენრობაც მეტყველებდა.
-ააკითხე, გაბრიელ -მხარზე ხელი ღიმილით დაადო მას დეტექტივმა -ამ გოგოს შენი დახმარება სჭირდება და მე ვიცი, რომ ამას შეძლებ. მის მეგობრებსაც სჯეროდათ, სხვა შემთხვევაში შენ არ მოგაკითხავდნენ
გაბრიელმა ფანჯრებს ახედა. მათ შორის აბაზანის სარკმლის მოძებნა ნამდვილად არ გასჭირვებია. იქედან ჯერ კიდევ გამოკრთოდა შუქი, რომელიც დღის სინათლის კვალობაზე უკვე სუსტად მოჩანდა. ვერც კი გაიაზრა ბიჭმა ისე მოშორდა მანქანის კაპოტს. ფეხები ინსტიქტურად წავიდნენ ქვით მოკირწყლული ბილიკის მიმართულებით, რომელიც სახლის კარისკენ მიდიოდა. იცოდა, რომ იქ, სადაც მიდიოდა, ნარკოტიკით გაბრუებული ადამიანის შემზარავი სურათი დახვდებოდა, თუმცა გზას მაინც აგრძელებდა და მირასი უზომოდ მადლიერი იყო, რადგან ისიც უკან მიყვებოდა.
აბაზანის კარამდე ისე მიაღწიეს, რომ ერთმანეთისთვის სიტყვაც კი არ უთქვამთ. ზღურბლთან მისულმა, გაბრიელმა ქალს მხოლოდ ერთხელ გადახედა და დაუფიქრებლად ჩამოსწია საკეტი. საუბედუროდ, არ შემცდარა. სწორედ ისე მოხდა, როგორც ვარაუდობდა-კარი დაკეტილი დაუხვდა. ირისს ყველანაირად ეზრუნა იმაზე, რომ მისი არეალურ სამყაროში მოგზაურობის უნებლიე მოწმე არავინ გამხდარიყო.
ბრაზისგან და იმედგაცრუებისგან ყბები დაეჭიმა გაბრიელს. გულს ურევდა იმის წარმოდგენა, თუ რაც ხდებოდა ამ კედლის მიღმა, მაგრამ ზღურბლის მეორე მხარეს აღმოჩენა ისე უნდოდა, როგორც ამ ქვეყნად არაფერი. უკნიდან მირას ხელის შეხება იგრძნო. მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ საკეტს უაზროდ სწევდა ზემოთ-ქვემოთ და ამით მხოლოდ იმას ახერხებდა, რომ დადუმებულ სივრცეს ხმაურით მუხტავდა.
-დაკეტილია, მირა, დაკეტილია ამის დ*ედაც! -ბიჭმა თავზე ხელები გადაისვა, მოაჯირთან მივიდა, წამით ხელებით დაეყრდნო და მერე ისევ უკან დაბრუნდა -უნდა შევამტვრიოთ, სხვა გზა არაა
-ჰოდა მიდი, რაღაც უცდი? -მაშინვე შეაგულიანა ქალმა, პარალელურად კარს მოშორდა, რათა ბიჭისთვის საქმის გაკეთებაში ხელი არ შეეშალა. ეს უკანასკნელი, წამით გაუნძრევლად იდგა, თითქოს საკეტის სიმაგრეს თვალით ამოწმებსო. შემდეგ თავი ასწია, დეტექტივს თვალებში შეხედა, გამამხნევებლად გაუღიმა და კარს მთელი ძალით შეასკდა ცალი მხრით. პირველმა შეჯახებამ, საკეტი საგრძნობლად მოარყია. მეორე და მესასმემ, კი თავისი შედეგი გამოიღო და სულ რაღაც ათ წამში, გაბრიელი უკვე შელეწილი კარის მიღმა უყურებდა, ცივ ფილებზე დაცემულ, მკლავზე ლახტგადაჭერილ გოგონას, რომლის გვერდითაც ბოლომდე ჩაცლილი შპრიცი ეგდო.
მირას მსუბუქი კივილი აღმოხდა. იგი კარში გაბრიელის გვერდით დადგა, თუმცა სანამ რამის გაკეთებას მოასწრებდა, ბიჭი უკვე ირისი სხეულთან იყო ჩამუხლული და ზემოდან ჩასისხლიანებული თვალებით დაყურებდა.
საშინელი სანახავი იყო იმ დროს ირისი. თითქოს აღარაფერი დარჩენილიყო იმ გოგოსგან, რომელიც ცოტა ხნის წინ მის მანქანაში იჯდა და მხიარულად ესაუბრებოდა. თვალები საგრძნობლად ჰქონდა დავიწროებული, შუბლზე და კისერზე ცივი ოფლი ასხამდა, სხეული კი, წამში ერთხელ ისე უხტოდა, თითქოს შიგნიდან ვიღაც დენს ურტყამდა.
გაბრიელი ფეხზე წამოხტა, კარში გახევებულ დეტექტივს ყურადღება არ მიაქცია და ჯაკუზის ზედაპირზე დატოვებულ ფხვნილებსა და ამპულებს დააკვირდა, რომელიც ირისს საგანგებოდ მოემზადებინა. მერე კვლავ გოგონას დააშტერდა ზემოდან და მასთან დაუფიქრებლად მიიჭრა.
-რთული მდგომარეობაა -თითქოს თავისთვის უფრო თქვა, ბიჭმა, ვიდრე სხვის გასაგონად -პულსი აქვს აჩქარებული, სხეული უკანკალებს, თითები საშინლად ცივი აქვს. სავარაუდოდ, დოზის გადაჭარბებაა
-რა უნდა ვქვნათ? -ჩახლეჩილი ხმა აღმოხდა მირას, რომელმაც მხოლოდ იმ წამს გაბედა ზღურბლზე გადმობიჯება. გოგონას ამ მდგომარეობაში ყურება, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის სრულიად უცხო პიროვნება იყო, მაინც საშინლად ზარავდა და მთელ ტანზე ეკალი აყრიდა
-ჯანდაბა, რაიმე ზედოზირების ხომ უნდა ჰქონდეს? -ერთი ხელით გოგონას შარვლის და მოსაცმელის ჯიბეებეებში იქექებოდა გაბრიელი, მეორეთი კი პულსს უსინჯავდა, რათა მისი შეცვლის შემთხვევაში არაფერი გამოპარვოდა
-საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ, გაბრიელ. ასე მოკვდება!!!
-ჯანდაბა, რა არაპროფესიონალი ნარკომანია. ყველა ამ კატეგორიის ადამიანს აქვს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მისაღები საშუალებები. სულელთან ერთად, გამოუცდელიც ყოფილა -ბოლო სიტყვები კბილებში გამოცრა ბიჭმა, გოგონას წელზე ხელები მოხვია, ფეხზე წამოაყენა და აბაზანის კაბინისკენ წაათრია.
მირა გახევებული უყურებდა თუ როგორ მოუშვა გაბრიელმა ცივი წყალი, როგორ გახადა გოგონას ყველაფერი რაც ეცვა შიდა საცვლების გამოკლებით და როგორ შეაყენა შხაპის ქვეშ, თვითონ კი, რომ არ წაქცეულიყო, მის სხეულს წინიდან აეფარა და უფერული სახე ჭავლისკენ შეაშვერინა. ცივი წყლის შეგრძნებამ თავდაც უსიამოვნოდ დაუარა გაბრიელს მთელს სხეულში და მის გონებასაც ყრუდ მისწვდა დეტექტივის სიტყვები
-რას აკეთებ, გაბრიელ? -დაძაბული ხმა ჰქონდა მირას. სახეზე კვლავ შიში ეწერა და თავს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა ამის გამო, რადგან თავისი პროფესიის გამო, ამაზე ბევრად უარესი რამებიც ჰქონდა ნანახი, ამან კი, რატომღაც საშინლად დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა ქალის ფსიქიკაზე
-სინუსური ტაქიკარდიაა, გულისცემა საშინლად აქვს მომატებული! -მსხვილი წვეთების კაფელზე დაცემის ხმა, გაბრიელისას ნახევრად ახშობდა -გაყინული წყალი, მას ცოტათი შეანელებს, თორემ შესაძლოა პირდაპირი მნიშვნელობით გული გაუსკდეს და მოკვდეს
-საავდმყოფოში წავიყვანოთ, გაბრიელ! -შეუვირა მირამ -ასე არ შეიძლება, ხელებში ჩაგვაკვდება
-ქალაქიდან შორს ვართ, მირა. რამე თუ არ გავაკეთეთ, იქამდე ვერ გასტანს. თანაც ამის გამო შეიძლება დააპატიმრონ კიდეც -მერე გოგონას სახეს დააკვირდა. მთლიანად ლურჯი იყო ირისი. თვალები კვლავაც დახუჭული ჰქონდა, თუმცა აკანკალებულ ტუჩებზე ეტყობოდა, რომ გარეგანი შეგრძნებები უბრუნდებოდა და სიცივეს განიცდიდა. მის მსგავსად, გაბრიელიც, უკვე მთლიანად სველი იყო და ცივი წყლის დინებას უკვე ჭკუიდან გადაყავდა. მიუხედავად ამისა, გოგონას ხელებს მაინც არ უშვებდა. თვალს ადევნებდა თუ როგორ ჭმუხნიდა თვალებს პერიოდულად და ხელით მის მაჯას უსინჯავდა.
ეჩვენებოდა, რომ ირისის პულსი, იმდენად აღარ იყო მწყობრიდან გამოსული, როგორც საწყის ეტაპზე, როდესაც მის გადარჩენის ერთპროცენტიანი გარანტიაც არ ჰქონდა. სხეული ისევ უწინდებურად უკანკალებდა გოგონას, თუმცა ამჯერად არა კრუნჩხვებისგან, არამედ სიცივისაგან.
კაბინისგან ოდნავ მოშორებით მდგომი მირა, გაბრიელის თვალებში პოულობდა სიმშვიდეს. ბიჭის იმედიანი მზერა ეხმარებოდა, რომ ამ ამბის კეთილი დასასრული ერწმუნა და ფიქრებით ცუდისკენ არ წასულიყო. ხანდახან შეფარვით გახედავდა გოგონას მოდუნებულ სხეულს, რომელიც მთლიანად გაბრიელზე იყო ჩამოკიდებული და ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდა. არც ჰქონდა ლაპარაკის თავი-რამდენიმე წუთის უკან მის თვალწინ ლამის ადამიანი მოკვდა და ეს სტრესი საკმარისი იყო ენისთვის დროებითი ბოქლომის დასადებად, რომელიც უკვე საშინლად ემძიმებოდა ქალს და სურდა, ხმის ამოღება შეძლებოდა, თუმცა ამაოდ.
-მირა, გესმის ჩემი?! მირა! -გაბრიელი ეძახდა. გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ დიდი ხანი იყო მის სახელს გაყვიროდა, თუმცა ქალს არაფერი გაუგონია
-ჰო, ჰო გისმენ -დაბნეულმა აახამხამა თვალები -რა ხდება? რამე მითხარი?
-პირსახოცი მომაწოდე-მეთქი
ქალმა შენიშნა, რომ ბიჭს უკვე გადაეკეტა წყლის ჭავლი და წვეთებით დანამულ გოგონას სხეულზე ამჯერად მხოლოდ მარცხენა მკლავი ჰქონდა შემოხვეული.
-როგორ არის? უკეთ? გადარჩება? -თან სასურველ ნივთს ეძებდა კედელზე მიმაგრებულ კარადაში, თან გაუთავებლად სვამდა შეკითხვებს
გაბრიელმა გოგონას მუხლებქვეშ ხელი ამოსდო, ხელში აიტაცა და საშხაპე კაბინიდან ფრთხილად გადმოიყვანა, რათა შემთხვევით სველ კაფელზე ფეხი არ ასრიალებოდა.
-გონზე მოსვლა სჭირდება. აფთიაქის ყუთში ნიშადური უნდა იყოს. მე დავაწვენ და შენ მანამდე შეძლებისდაგვარად გაამშრალე კარგი? -დაამატა, როდესაც მირამ კარადიდან დიდი, თეთრი პირსახოცი გამოაძვრინა
-ხომ მართლა კარგად იქნება, გაბრიელ? იქნებ ჯობდეს ექიმს დავურეკოთ და ზედმეტი გადავუხადოთ, რომ ეს ამბავი არ გაახმაუროს? -ბიჭის მკლავებზე გადაწვენილ გოგონას დახედა მირამ. ირისის კანი ფერი, მაშინდელივით ფურცელივით თეთრი აღარ იყო. ამას, გაბრიელის მშვიდი მზერაც დაემატა და დეტექტივმაც საბოლოოდ დაიჯერა, რომ მისი აკანკალებული ხმის ტემბრი და პანიკა სიტუაციისთვის შეუსაბამო იყო.
ირისი ლოგინში გაჭირვებით ჩააწვინეს. მირამ, მის სველ სხეულს პირსახოცი შემოახვია, სველი თმა ზემოთ აუწია და ერთდროულად ორი საბანი გადააფარა. გოგონა კბილს კბილზე აცემინებდა და ერთიანად კანკალებდა. შეშინებული მირა ის-ის იყო გაბრიელის დასაძახებლად გავიდა ოთახიდან, რომ ბიჭმა ნიშადურის ბოთლით ხელში ოთახში შემოაჭრა, საწოლზე ჩამოჯდა და ქალს გახედა.
-ერთ რაღაცას მივხვდი, მირა -თქვა მან და გამშრალ ქვედა ტუჩზე ენა გაისვა -თუ ადამიანად დაიბადე, მაშინ აუცილებლად უნდა გქონდეს გაკეთებული რამე განსაკუთრებული. ჩემი განსაკუთრებული ეს იქნება, მას ამ ჭაობიდან ამოვათრევ
ბიჭის სიტყვებმა ქალს კმაყოფილების ღიმილი მოგვარა, საწოლზე მის გვერდით ჩამოჯდა და მხარზე ხელი დაადო.
-მე რაში დაგეხმარო, გაბრიელ? ხომ იცი, ყველაფერში შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი
-დასაწყისისთვის, მისი მეგობრების ტელეფონის ნომრები მჭირდება. უნდა დავურეკო და ირისის ადგილსამყოფელი გავაგებინო. ალბათ, გიჟებივით ეძებენ -მერე გოგონას სახეს დახედა, თავი ოდნავ წამოუწია და მძაფრი სითხით სავსე ბოთლი პირდაპირ ცხვირთან მიუტანა.










5 თავი

2014 წელი. 15 ივლისი

ვაჩემ, თვალახვეულ ირისს, სადარბაზოდან სახურავზე მოსახვედრი უკანასკნელი საფეხური აატარა და კონსტანტინეს, კმაყოფილების ღიმილით განათებული სახით გადახედა.
გოგონას მეთექვსმეტე დაბადების დღე იყო. ბიჭებმა გადაწყვიტეს მეგობრისთვის რამე განსაკუთრებული გაეკეთებინათ და ეს დღეც, ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელთა შორის ჩაწერილიყო ირისის ბედნიერ მომენტთა გრძელ სიაში.
თავდაპირველად, ატრაქციონებზე წასვლა, უამრავი ბილეთის ყიდვა და იქ შუაღამემდე გართობა ჰქონდათ გეგმაში, თუმცა შემდეგ, კონსტანტინეს ინიციატივით, რომლის ტვინის ხვეულებსაც უფრო ორიგინალური იდეები აწუხებდა, გადაწყვიტეს გოგონასთვის რაღაც უცხო, ამავდროულად, კრეატიული მოემზადებინათ და ამის მისაღწევად საკმაოდ დიდი ენერგიაც დახარჯეს.
ბიჭებს კარგად ახსოვდათ წინა წელი, როდესაც ირისის მშობლებმა სახლში მარტო დარჩენის უფლება მისცეს და მთელი პერიმეტრი მათ განკარგულებაში დატოვეს. თითქმის ერთიანად თავზე დაიმხვეს იქაურობა ბავშვებმა. მარტო ყოფნასაც არ დაჯერდნენ და ბონუსად, მთელი კლასი დაპატიჟეს, რათა ბოლომდე მოელხინათ.
საღამო ტკბილეულით და ფილმებით დაიწყო და აუზის წვეულებით დაგვირგვინდა. საცურაო კოსტიუმი თან არავის ჰქონდა, ამიტომ, ბავშვები წყალში ტანსაცმლიან-ფეხსაცმლიანად ხტებოდნენ და ბოლო ხმაზე აწეული მუსიკის თანხლებით, წყლის ფრენბურთს თამაშობდნენ.
ამ მოგონებებზე ახლაც ღიმილი ადგებოდა ვაჩეს და მეგობარს წელზე ხელს მაგრად ხვევდა, რათა უნებურად ფეხი რამისთვის არ წამოეკრა და არ წაქცეულიყო. კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მან თვალახვეულ ირისთან ერთად, პარალელურად კონსტანტინეს თვალებით რაღაც ანიშნა და იუბილარს ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა.
-აბა, პრინცესავ მზად ხარ სახვევის მოსახსნელად? -გოგონას მოუთმენლობა და სხეულის იმპულსები, ვაჩეს ყოველ წამს აგრძნობინებდნენ, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის მოიშორებდა მასსა და უცნობ სიურპრიზს შორის, შემაწუხებელ ბარიერად აღმართულ შავ ნაჭერს, თუმცა ყველანაირად ცდილობდა მოთმინება შეენარჩუნებინა და ბიჭების გეგმა, თავისი გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობისთვის არ შეეწირა
-რაღაც გრანდიოზული მელის, არა? -ირისის სიტყვებში უზომო სიხარული იგრძნობოდა -კოსტა, შენი ხმა არ ისმის, სად ხარ?
-აქ, ვარ -მოესმა რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით -ვაჩე, ნუღარ აწვალებ, მოხსენი. ყველაფერი მზადაა
გოგონა აღტაცებამ აიტანა. ეს მომენტი ყველაზე უფრო მაშინ გამძაფრდა, როდესაც იგრძნო, თუ როგორ სცილდებოდა თხელი მატერია მის თვალებს. ჰაერის მკვეთრი ნაკადი, რომელიც სახეზე ეცემოდა, აგრძნობინებდა, რომ სიმაღლეზე იმყოფებოდა. სულ მალე, დროებით დაკარგული მხედველობაც დაუბრუნდა ირისს და შავი ლაქებიც ნელ-ნელა მოშორდა მის წინ გადაშლილ სიურპრიზს.
ვაჩეს ხელი, რომელიც გოგონას მარჯვენაზე იყო ჩაჭირდებული, ირისმა ფრთხილად მოიშორა და წინ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. სახეზე ბედნიერების ღიმილი ჰქონდა აკრული და ტუჩებს თავს ვერაფრით უყრიდა. მის წინ გადაშლილ სანახაობას, მართლაც, რომ აღტაცებაში მოეყვანა გოგონა. პირველად, უამრავი ფერადი ბუშტი მოხვდა მხედველობის არეში, რომელიც სპეციალურად დამაგრებულ ბოძებზე იყო გამობმული და მსუბუქი ნიავის ფონზე ლამაზად ირწეოდა. თუმცა ეს არ იყო ყველაფერი. ბუშტებზე, რომლებიც ზომით ორი ფეხბურთის ბურთის ხელა მაინც იყვნენ, ვაჩეს, კონსტანტინეს და ირისის საერთო ფოტოები იყო მიკრული ბაღის ასაკიდან მოყოლებული, იმ მომენტამდე.
შუა სახურავზე, პროჟექტორი და დიდი მონიტორი იყო დამონტაჟებული. მისგან მარცხნივ, გრილზე ბეკონი იწვებოდა და საამო შიშხინთან ერთად, სასიამოვნო სურნელსაც აფრქვევდა. ირისმა კრემისფერ გადასაფარებლიან მაგიდაზე შემოდებულ ღვინის ბოთლსა და სამ მოზრდილ ბოკალსაც მოკრა თვალი, რომლის უკანა მხარეს, ლამაზად გაბანტული ყუთი იდო ყვითელ ფურცელზე დაწერილ ბარათთან ერთად.
ნანახით გაოცებული გოგონა ჯერ კიდევ ვერ ახერხებდა გონზე მოსვლაც, რომ უეცრად საიდანღაც საკმაოდ ენერგიული მუსიკა აჟღერდა და ხმის მიმართულებით გახედილმა, კონსტანტინე დაინახა პატარა პულტით ხელში. ბიჭი, დიდ მონიტორთან იდგა ღიმილიანი სახით, გაშლილ ეკრანზე კი, კლუბური სტილის სიმღერის კლიპი მიმდინარეობდა, რომელსაც ირისი პირველად ისმენდა და დროგამოშვებით ბიჭებს დაბნეული სახით ათვალიერებდა.
კონსტანტინემ დისტანციურ მართვის პულტს, მონიტორის წინ, პიანინოს პიუპიტრივით გამოწეულ პატარა სათავსოზე მიუჩინა ადგილი. პარალელურად, უკანა ჯიბეში რაღაც შეამოწმა და ირისისკენ თბილი ღიმილით წამოვიდა. გოგონას სახეზე, კვლავ ნაცნობი სიხარული და დაბნეულობის ნაზავი იკითხებოდა, რომელიც ბიჭებისთვის ადვილზე ადვილი შესამჩნევი იყო.
სივრცეში კვლავ გაისმოდა ენრგიული მუსიკის ხმა. ირისმა მკლავზე ვაჩეს ხელის შეხება იგრძნო და თითქოს ამან გამოაფხიზლაო, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა. მელოდია ყურებში სასიამოვნოდ უგუგუნებდა, თუმცა მთელი მისი ყურადღება მაინც ფერადი ბუშტებისკენ იყო გადატანილი, რომელიც სხვადასხვა მომენტებს, წლების წინ აღბეჭდილ ტკბილ კადრებსა და მეგობრებთან განვლილ დაუვიწყარ მომენტებს ახსენებდა. ერთ ფოტოზე, რომელიც წითელ, გულის ფორმის ბუშტზე იყო მიკრული, ის და ვაჩე ერთმანეთს ეხუტებოდნენ და იცინოდნენ. მათგან ცოტა მოშოებით, კონსტანტინეს ცალი ფეხი, კალათბურთის ბურთზე ჰქონდა შემოდებული, მარჯვენა ხელში კი, ნაყინი ეკავა და მარცხენათი კრემით მოსვრილ პირს იწმენდდა. კადრს ერთი შეხედვითაც კი ეტყობოდა, რომ მოულოდნელი იყო და მის კამერაზე აღბეჭდვას არავინ ელოდა. დანარჩენი სურათები ძირითადად ირისის სახლში, ვაჩეს აგარაკის უკან გაშენებულ ყვავილების ბაღში ან დაბადების დღის წვეულებებზე იყო გადაღებული. ერთ-ერთ მათგანზე, ისიც კი იყო დაფიქსირებული, თუ როგორ გამეტებით უსვამდნენ ვაჩე და ირისი, კონსტანტინეს თავისი დაბადების დღისთვის განკუთვნილი ტორტის კრემს და რა გულიანი სახეებით იცინოდა ამაზე იქ შეკრებილი საზოგადოება.
წარსულის დღეებისგან მოგვრილი სიამოვნება, რომელიც მის წინაშე ფოტოსურათების სახით გადაიშალა, უკვე უმაღლეს წერტილს იყო მიღწეული, როდესაც გოგონამ ერთი მუსიკის მეორეთი შეცვლა გაიაზრა და გაშლილი თმა მარჯვენა მხარეს გადაიყარა. ყველაფერს ელოდა აქ ამოსვლის წინ, თუმც არა იმას, რაც მეგობრებმა დაახვედრეს და რაც მისთვის ყველაზე თბილი და სასიამოვნო იყო.
-ბიჭებო, ეს . . . -ენა დაება ირისს -ეს, თქვენ მარტოებმა მოიფიქრეთ? სულ მარტოებმა?
კონსტანტინემ და ვაჩემ, ამჯერად, თავმომწონე გამომეტყველებით გადახედეს ერთმანეთს. სახეზე კმაყოფილება აღბეჭდვოდათ, რაც იმის გამოხატულება იყო, რომ მათი მოლოდინი გამართლდა და ირისი, სიურპრიზმა აღფრთოვანებაში მოიყვანა.
-შენ რა ეჭვი გეპარება? ხომ იცი, მე და კოსტა ორიგინალური იდეების დიდოსტატებად ვითვლებით, არა ძმაო? -დასამოწმებლად მხარზე მხარი გაკრა ბიჭმა მეგობარს. ამ უკანასკნელმაც, თანხმობა თავის მსუბუქი დაქნევით გამოხატა და გოგონას კისერზე ხელი გადახვია.
-დაბადების დღეს გილოცავ! დღეს თექვსმეტი წლის გახდი და კარგი იქნება ცოტათი მაინც მოიმატოს ზომაში შენმა ტვინმა და განსაკუთრებით, მკერდის ზომამ -ბოლო სიტყვები, განსაკუთრებით ხაზგასმით წარმოთქვა კონსტანტინემ, თან მეგობარს ლოყაზე აკოცა. ამასობაში, ვაჩემ ლანგარზე დადებული, პატარა ფოიერვერკით აციმციმებული ტკბილეული მოარბენინა და ირისი მასში ჩარჭობილი სანთლების დანახვამ პატარა ბავშვივით ააცეტა.
-მართლა საოცრებაა თქვენთან ერთად! ტორტიც კი მიყიდეთ . . . იცით, როგორ მიყვარხართ?
-უფრო სწორად, კოსტამ გამოაცხო -შეუსწორა ვაჩემ -ამბობდა ახალი რეცეპტია და აუცილებლად მოეწონებაო
გოგონამ, სანთლებისთვის სულის შებერვამდე, ტკბილეულის ბისკვიტი შეათვალიერა და როგორც კი, მასზე რამდენიმე დამწვრობას მოკრა თვალი ხმამაღალი სიცილი აუტყდა.
-ტორტის მაგივრად კატასტროფა, რომ მდომოდა მე თვითონ გამოვაცხობდი, კოსტა -თქვა მან, თუმცა როგორც კი მეგობრის გულუბრყვილოდ შეჭმუხნილ წარბებს მოკრა თვალი, მარჯვენა ლოყაზე მაგრად აკოცა და თვალები დახუჭა
-მორჩა, სურვილი უნდა ჩავიფიქრო!
-ჩემი კარგად ყოფნა ჩაუთქვი და ის, რომ მომავალში ანჯელინა ჯოლი მოვიყვანო ცოლად
-მოკეტე რა, ვაჩე -გაეცინა ირისს -ეს ჩემი დღეა და მინდა, რომ მხოლოდ ჩემს სურვილებს ეთმობოდეს
-სამართლიანია, ძმაო -მხარი აუბა გოგონას გვერდში ამომდგარმა კონსტანტინემ -აბა, ჩაიფიქრე და იცოდე, ჩვენც გვითხარი
-მერე, რომ აღარ ამიხდეს?
-კარგი რა, ირის -ვაჩემ თვალები გადაატრიალა -ეს იმ შემთხვევაშია, როდესაც შურიანი თვალი გიყურებს, ჩვენ კი, შენს საუკეთესო მეგობრებად ვითვლებით და შენი ნატვრების ახდენა ჩვენც ძალიან გვინდა, ამიტომ მოგიწევს ხმამაღლა თქვა -იმდენად კატეგორიული ტონი ჰქონდა ბიჭს, რომ ირისმა წინააღმდეგობის გაწევაზე ხელი აიღო, თავის მხარზე დადებულ კონსტანტინეს ხელს მიეფერა და თვალებდახუჭულმა ღრმად ამოისუნთქა :
-კარგი, კარგი, ვამბობ -ხმა, იმ პატარა ბავშვივით ლაღი და ბედნიერი ჰქონდა, რომელსაც დედა უახლოეს ჯიხურთან ნაყინის, ან, ტკბილეულის ყიდვას პირდება -მოკლედ, წინა წლებისგან განსხვავებით, რომლებიც საკმაოდ სულელურ ნატვრებში გავფლანგე, ახლა მინდა, რომ უბრალოდ ვინმე შემიყვარდეს -მსუბუქად გაეღიმა და განაგრძო -ეს, არ უნდა იყოს მარტო სიყვარული . . . მინდა მის გამო თავს ვკარგავდე, ყოველი შეხება მაგიჟებდეს და რაღაც ისეთს განვიცდიდე, რის შესახებაც, ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს
ამ სიტყვების წარმოთქმისას, ირისმა თვალები გაახილა და ტორტზე ანთებული სანთლები, ერთი სულის შებერვით ჩააქრო. რატომღაც ეგონა, რომ ბიჭებს მის სურვილზე გაეცინებოდათ ან რამე ამდაგვარი, თუმცა სრულიად პირიქით მოხდა-გოგონას ორივემ თბილად გაუღიმა და თავისი ნატვრის რაც შეიძლება მალე ახდენა უსურვა.
თბილი მზერით უყურებდა ირისი ამ ადამიანებს და ხვდებოდა, რომ ბედნიერი იყო. ჰყავდა მოსიყვარულე ოჯახი, იდეალური მეგობრები და ჰქონდა მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ დაილექებოდნენ მის მეხსიერებაში, როგორც ყველაზე სასიამოვმო ცხოვრებისეული სურათები.
-ახლა კი, მთავარ ნაწილზე გადავიდეთ -ვაჩეს ხმა აღმოჩნდა გამოსაფხიზლებელი საშუალება და გოგონამ უკვე გაიაზრა, თუ რა მოყვებოდა ამ სიტყვებს -მოკლედ, სანამ საჩუქარზე გადავიდოდეთ და წვეულებას ოფიციალურად გახსნილად გამოვაცხადებდეთ, რომელზეც მხოლოდ ჩვენ სამნი გავერთობით, მანამდე ნაცნობი ტრადიცია შევასრულოთ -ამ სიტყვებით, ბიჭმა ჯიბიდან თეთრი შოკოლადის ლამაზად გაბანტული ფილა ამოიღო, ირისს ღიმილის თანხლებით გაუწოდა და მარცხენა საფეთქელზე ნაზად აკოცა, შემდეგ კი კონსტანტინეს გადახედა, თითქოს სიმღერის მისი პარტიის შესრულებას ახსენებსო
ბიჭმა ერთი ჩაიცინა, მხრები აიჩეჩა და მეგობრის მსგავსად, მანაც ამოაძვრინა შოკოლადის ფილა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ იგი არა თეთრი, არამედ შავი იყო და ტუჩები ირისის მარჯვენა საფეთქელს მიაკრო.
-ოჰო! სიმბოლურად, თეთრი შოკოლადი და შავი შოკოლადი? -თეატრალურად გაიკვირვა გოგონამ, თან თავის სიტყვებზე თვითონვე გაეღიმა -ეს წესი არასდროს დაირღვევა, არა?
-Never! -ერთხმად შესძახეს ბიჭებმა, მეგობარს ხელი ჩაავლეს და მაგიდაზე შემოდებული დიდი, ვარდისფერი ყუთისკენ წაიყვანეს, რათა კიდევ ერთხელ გაეხარებინათ მათი პატარა წვეულების დაწყებამდე.



* * *
წყვდიადით მოცულ სივრცეში დაკარგულივით გრძნობდა თავს ირისი. ასე ეგონა, უსასრულო კოსმოსში, სრულიად მარტოდმარტო ლილვლივებდა. იმასაც ვერ ხვდებოდა სიამოვნებას ანიჭებდა ეს ყველაფერი, თუ არა. არანაირი ემოცია, არანაირი გრძნობა. შინაგანად სრულიად დაცარიელებულს, მხოლოდ უცნობი საშიშროების განცდა დარჩენოდა, მაგრამ ისიც კი არ იცოდა, თუ რისგან იყო გამოწვეული ეს უკანასკნელი.
სრულიად გამოფიტული გახლდათ იმ წუთას. თვალწინ გადაშლილ სიშავეს მზერას თამამად უსწორებდა და ცდილობდა მის მიღმა რაღაც მაინც დაენახა. თავისდა სამწუხაროდ, არაფერი გამოსდიოდა. ერთხანს, მოდუნება და სიტუაციასთან შეგუებაც სცადა, თუმცა მერე მიხვდა, რომ საშინელება იყო წყვდიადისფერ სივრცეში უმოქმედოდ ყოფნა, გრძნობებისა და ემოციების გარეშე. ეს, მისთვის იგივე იყო, რაც ყველაზე საშინელი სატანჯველი.
გოგონას თვალუწვდენელი კლდიდან ვარდნის შეგრძნება დაეუფლა და სწორედ ამ დროს, რაღაც გაურკვეველი ხმაურიც მოესმა. ვერ გაარჩია რა იყო, თუმცა ეს უკანასკნელი, პარალელური სამყაროდან გაგონილს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეალურს. ხმა ისევ განმეორდა,მაგრამ ამჯერად უფრო გარკვევით. არ იცოდა რატომ, მაგრამ დიდად ვერც ამან გამოაფხიხლა. თითქოს უკვე მიჩვეული იყო თავის ირგვლივ შექმნილ ხმაურსა და გაურკვევლობას და ეს, მასზე უკვე დიდად აღარც მოქმედებდა.
ირისმა, ჰაერი ღრმად შეისუნთქა, სულ ოდნავ გახელილი თვალები, უწინდებურად დახუჭა, თუმცა მალევე გააცნობიერა, რომ გარემო, სადაც იმყოფებოდა მისთვის ნაცნობი იყო და მზერით კვლავ ოთახს დაუბრუნდა. ერთხანს, უძრავ მდგომარეობაში იყო, მაგრამ შემდეგ, თავს ძალა მაქსიმალურად დაატანა, იდაყვებზე დიდი გაჭირვებით წამოიწია და ღია იისფერი კედლები დაკვირვებით მოათვალიერა. რამდენიმე წამიც და საათების წინ განვლილიც ამოუტივტივდა გონებაში. გაახსენდა აბაზანაში შეკეტვა, ინექციის მომზადება და მის ვენაში შესული სითხე, რომლის იქითაც, მხოლოდ ბურუსს ხედავდა და სხვას ვეღარაფერს. ნუთუ ვინმემ დაინახა? ნუთუ გაბრიელმა შეუსწრო და . . .
ამის გაფიქრება და ირისი საწოლიდან ისე სწრაფად წამოხტა, ძლიერი თავბრუსხვევაც კი იგრძნო. ფეხებში იმდენად საშინელ სისუსტეს განიცდიდა, რომ სასწრაფოდ საწოლის თავს ჩაეჭიდა და შუბლზე ხელმიჭერილი კვლავ მის ზედაპირზე ჩამოჯდა.
ახსოვდა, როგორ ცდილობდა რამდენიმე საათის წინ საჭიროზე მეტი დოზა მიეღო და სიამოვნება ასე გაეხანგრძლივებინა, თუმცა ის კი აღარ იცოდა, თუ რა გაგრძელება მოყვა ამ ყველაფერს და ვინ ჩააწვინა საწოლში, სადაც, ზუსტად იცოდა, რომ თავისი ფეხით არ მისულიყო.
ირისმა ღრმად ჩაისუნთქა და ის-ის იყო, ტუმბოზე დადებული წყლის ჭიქა აიღო ხელში, რათა გამშრალი ყელი სითხით გაესველებინა, რომ ოთახში მოულოდნელად გავარდნილმა ხმამ, ჭურჭელი ხელიდან გააგდებინა, თან, გულზე, უხილავი ხელი მაგრად მოუჭირა.
-ფრთხილად! -კვლავ განმეორდა ხმა. გოგონამ მაშინვე მინის ნამსხვრევებს დახედა, შემდეგ კი, კვლავ ხმის მიმართულებით მიმართა მზერა ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა
-გაგიჟდი? ასე როგორ შეიძლება? იცი, როგორ შემაშინე? აქ რას აკეთებ? -კვლავ საწოლიდან წამოიწია მან. თავბრუსხვევა, იმდენად აღარ აწუხებდა, ამიტომ, მინის ნამხვრევებისთვის თავის არიდების მიზნით, მათ გარშემო ფრთხილად მოუარა და პირდაპირ ფანჯრისკენ გაემართა
-გულის გახეთქვაზე შენ ნუ მელაპარაკები. უკეთ ხარ?
-გაბრიელ, მითხარი აქ რას აკეთებ? -სიტყვა ბანზე აუგდო გოგონამ და მის კითხვას, თავისი შეაგება -ან საიდან აღმოვჩნდი ამ საწოლში, მაშინ, როცა . . .
-როცა სააბაზანოში შენს მიერ შექმნილი ირეალური სამყაროს მშვენიერებით ტკბებოდი, არა? -უხეშად გააწყვეტინა მას, ბიჭმა -იცი, რომ სიკვდილს ძლივს გამოგტაცე ხელიდან? -მხრებში ორივე ხელი ჩაავლო და მაგრად შეანჯღრია.
ირისის თვალებში, დაბნეულობასთან ერთად, ძლიერი შიშიც გაკრთა. ამის დანახვისას, ბიჭმა თითქოს დაკარგული ცნობიერება დაიბრუნა და მხოლოდ მაშინღა გაანალიზა თავისი საქციელის მთელი უცნაურობა. მიხვდა, რომ გოგონა მისმა საქციელმა ძალიან შეაშინა. ამაში, ირისის სხეულიდან წამოსულმა იმპულსებმა დაარწმუნა, რომლებმაც თითებში ელექტროდენივით გაიარეს და მის ბეჭებზე მოჭერილი ხელები, მაშინვე დაბლა დაუშვა
-მაპატიე -კეფაზე ხელი ნერვიულად გაისვა, მან -ზედმეტი მომივიდა. ამის უფლება არ მქონდა
-არა უშავს -მკლავებზე ხელს ისვამდა და დამნაშავე ბავშვივით უყურებდა იგი, გაბრიელს. უკვე მშვენივრად ხვდებოდა, რომ ბიჭმა მასზე ყველაფერი იცოდა და რამის დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. მოცემულ მომენტში, მხოლოდ ის აფიქრებდა, თუ რა მდგომარეობაში შემოუსწრო მას გაბრიელმა ნეტავ რა დაემართა? რატომ უთხრა ბიჭმა, რომ სიკვდილს ძლივს გამოსტაცა ხელიდან? ყველაფერი ახლავე უნდა გაერკვია, სხვანაირად ვერ მოისვეებდა.
ირისი კვლავ საწოლისკენ დაიძრა, თითქოს ეშინოდა პასუხის შემთხვევაში ისევ სისუსტეს არ ეჯობნა და ფეხებში ძალა არ წაერთვა. როგორც კი თავი საიმედოდ დაიგულა და თითები გადასაფარებლის რბილ ზედაპირს შეახო, მაშინვე გაბრიელს ახედა მომლოდინე მზერით.
-მომიყევი -თქვა მან -ყველაფერი მითხარი, რაც დამემართა და არაფრის შელამაზებას არ ეცადო
-შელამაზებას? რა უნდა შევალამაზო? თავადაც მშვენივრად იცი, რამდენად დაბინძურებულ წყალში გიწევს ცურვა
-სათქმელი არაფერი მაქვს -სისხლის სამართლის დამნაშავესავით ჩახარა თავი, ირისმა. იმ წამს, ისე რცხვენოდა, როგორც არასდროს ცხოვრებაში, თუმცა რაც მოხდა, უკვე ვეღარსად გაექცეოდა და მაქსიმალურად ცდილობდა ბედს შეგუებოდა
-რა თქმა უნდა, არ გაქვს. შენნაირი ადამიანების ხასიათის ამოცნობაში მართლაც, რომ ვეტერანი ვარ. ცხოვრებაში რაღაც სირთულე შეგხვდა, ვერ მოერიე და მწუხარების დასაძლევად ამ ჭაობში ჩაეფალი -ბოლო სიტყვებზე, გაბრიელის სახეზე დაუფარავი ზიზღი გამოიხატა, რაც არც ირისს დარჩენია შეუმჩნეველი. გოგონას თითქოს ყელში რაღაცამ წაუჭირა. საშინლად მოუდა ეტირა და ემოციებისგან მთლიანად დაცლილიყო, თუმცა არ სურდა ეს გაბრიელის წინ გაეკეთებინა. ეგონა, რომ საკუთარ პიროვნულობას ასე უფრო მეტად დაამცირებდა და საბოლოოდ, ყველაზე კარგ თავდასაცავ ვარიანტად, კვლავ თავდასხმა მოევლინა. იგი ფეხზე თავდაჯერებულად წამოდგა, ტანსაცმელი, რომელიც მისი არც კი იყო, სახელდახელოდ შეისწორა და ის-ის იყო, გაბრიელისთვის რაღაცის თქმა დააპირა, რომ ოთახის კარი მოულოდნელად გაიღო.
ზღურბლზე, ირისისთვის სრულიად უცნობი ქალის სილუეტი გამოჩნდა.
ერთხანს დაბნეული იდგა, მოსული და თითებს ნერვიულად აწვალებდა. შემდეგ გაბრიელს მიუტრიალდა, ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა და ხმადაბლა იკითხა:
-გონს როდის მოვიდა?
-ცოტა ხნის წინ -იყო პასუხი. ამ დიალოგმა, გოგონა დაარწმუნა, რომ თუ მოულოდნელი სტუმრის ვინაობის შესახებ თავად, წარმოდგენაც არ ჰქონდა, ქალს იგი უკვე ნანახი ჰყავდა და კითხით სავსე მზერით მანაც გაბრიელს ახედა
-ეს ვინ არის? -იკითხა მან, თუმცა ბიჭს პასუხის გაცემა აღარ დასცალდა. ქალი თავად მიუახლოვდა ირისს ღიმილიანი სახით და გაცნობის ნიშნად, ტრადიციულად, მარჯვენა ხელი გაუწოდა
-გამარჯობა, მე, მირა ვარ -იმდენად თბილი, სანდომიანი ხმით იყო ნათქვამი ეს სიტყვები, რომ გოგონამ ინსტიქტურად შეაგება თავისი მტევანი და საპასუხოდ ოდნავშესამჩნევად გაუღიმა. წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდოდა აქ ამ ქალს, თუმცა როდესაც მისი შეკითხვა გაახსენდა, მიხვდა, რომ გაბრიელის მსგავსად, ამ ადამიანმაც ყველაფერი იცოდა და ორმაგი უხერხულობის განცდა დაეუფლა
-იმ მდგობარეობაში ორივემ მიხილეთ, არა? -თქვა მან მწარე ღიმილით. სანამ ვინმე ხმას ამოიღებდა დაამატა :-ალბათ, მაინდამაინც კარგი სანახავი არ ვიყავი
მირა უხერხულად შეიშმუშნა. გაბრიელს კი, წარბიც არ შეუხრია. ერთხანს დაჟინებით უყურა ირისს, შემდეგ კვლავ ფანჯარასთან მივიდა, რაფას ხელის გულებით ჩამოეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა.
-შენი მეგობრები მალე აქ იქნებიან, ირის -თქვა მან -რაღაც მხრივ, ცხოვრების ახალი ეტაპი გეწყება, რომელზეც ისინი თავად დაგელაპარაკებიან. ასე უფრო სწორი იქნება
ფაქტი იყო, რომ გოგონას წარმოდგენაც არ ჰქონდა რაზე ლაპარაკობდა გაბრიელი. ვის გულისხმობდა იგი მეგობრებში? რა ახალ ეტაპზე საუბრობდა? იფიქრა, მირას მზერიდან მაინც შეძლებდა თავისი მრავალრიცხოვანი კითხვებიდან რომელიმე მათგანზე პასუხის ამოკითხვას, თუმცა ქალს, რომ სახეზე ვერაფერი შეატყო, გაბრიელისკენ დაიძრა და იგი, მკლავში ხელის ჩავლებით თავისკენ შემოატრიალა.
-ქარაგმებით ლაპარაკი ყველაზე მეტად არ მიყვარს! -ბრაზით დააკვესა თვალები გოგონამ. თავისი ცხოვრების მანძილზე, პირველად ამჟღავნებდა ასეთ სიფიცხეს, თუმცა იმდენად ჰქონდა ნერვები მოშლილი იმ გარემოების გამო, რომ გაბრიელმა და თავისთვის სრულიად უცნობმა ქალმა მისი ცხოვრების ყველაზე ბინძური მხარის შესახებ იცოდნენ, თვითკონტროლის ფუქნცია უკვე, მოკლე ჩართვისგან გადამწვარი ნათურასავით მუშაობდა -ახლავე მითხარი, რა ხდება და ვის გულისხმობ ჩემს მეგობრებში?!
-მგონი, ეს შენ თვითონაც იცი -უდარდელად აიჩეჩა მხრები, ბიჭმა -თუმცა მაინც დაგიკონკრეტებ-ვაჩე ვიბლიანს და კონსტანტინე ბარამიძეს . . .
გარეშე თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევი იყო, როგორ ეცა ელდა გოგონას ამის მოსმენისას და წინანდელთან შედარებით, თვალებში ცნობისმოყვარეობის დოზამაც ორმაგად მოიმატა.
-ყველაფერი მათ უნდა აგიხსნან. ორ წუთში უკვე აქ იქნებიან. მირა -ახლა ქალს მიუტრიალდა გაბრიელი -შეგიძლია მოსულებს სადმე სახლთან დახვდე? შეიძლება მოგნება გაუჭირდეთ
დეტექტივმა თავი ოდნავი ღიმილით დაუქნია და გარეთ უხმოდა გავიდა. კარის გაჯახუნების ხმამაც კი ვერ გამოაფხიზლა ირისი. დაჰიპნოზებულივით იდგა ერთ ადგილას და არც კი იძვროდა. მისი გონება ჯერ კიდევ იმ ინფრომაციას ამუშავებდა, რომ ვაჩე და კონსტანტინე მალე იქ იქნებოდნენ. ეშინოდა, გაურკვევლობაში იყო, ვერაფერს ხვდებოდა და ის გარემობა აცოფებდა, რომ ბოლომდე არავინ არაფერს ეუბნებოდა. თუმცა ვინ უნდა დაედანაშაულებინა? კითხვებსაც კი ვერ სვამდა, რათა მასზე ვინმეს ეპასუხა. არც ამის უნარი შესწევდა. უბრალოდ იდგა, თვალებს ორ წამში ერთხელ ახამხამებდა და რომ არა, მის სიახლოვეს მდგომი გაბრიელი, რომელმაც ცხვირწინ ხელის აქნევით გამოაფზიხლა, ვინ იცის კიდევ რამდეხანს იდგებოდა იმავე მდგომარეობაში.
ირისმა ოდნავ უკან დაიხია და თავის წინ მდგომს, დამკვირვებლური მზერით შეხედა. კვლავ თვალში მოხვდა მისი ოქროსფერ-ყავისფერი თვალები, რომლებიც საიმედო სიმშვიდეს ასხივებდნენ და სხეულში აქეთ-იქით მორბენალი ჭიანჭველებივით გავრცელებულმა ფორიაქმაც თითქოს ნელ-ნელა ჩაწყნარება დაიწყო. თუმცა ეს მხოლოდ წამით. ყველაზე მთავარი და ძნელად გადასალახი, ჯერ კიდევ წინ იყო და ირისმა ეს მხოლოდ იმ წამს გაანალიზა.
-ვაჩეს და კოსტას აქ რა უნდათ? -იმდენად საცოდავი ხმით ამოიხავლა, რომ საკუთარი თავი თვითონვე შეებრალა და ყელის ჩასაწმენდად რამდენჯერმე ჩაახველა -მათ საიდან იცნობ?
-ხომ გითხარი, ამ ყველაფერს ისინი თავად მოგიყვებიან . . .
-არ მინდა მათი ნახვა. არ გქონდა უფლება, რომ ეს ჩემს მაგივრად გადაგეწყვიტა და . . .
-ჩუმად -მშვიდი ხმით გააწყვეტინა მას გაბრიელმა. გოგონასკენ ნელა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მის წინ, თითქმის ერთი სანტიმეტრის მოშორებით გაჩერდა და თვალებში დაჟინებით ჩააშტერდა -იცი? არ მინდოდა შენთან საქმის დაჭერა და ზოგადად, შენზე პასუხისმგებლობის აღება -ბიჭი კარგად ხვდებოდა, რომ ირისი მისი ნათქვამიდან ვერაფერს გაიგებდა, რადგან ამბის უმთავრესი ნაწილი არ იცოდა, თუმცა იმედოვნებდა, რომ ვაჩესთან და კონსტანტინესთან მისი საუბრის შემდეგ, ყვეალფერს ნათელი მოეფინებოდა -ვიცი, რთულია შენთვის ამ მავნე ჩვევაზე ხელის აღება და საკუთარი ტკბილეულის სხვისთვის დათმობას ნამდვილად არ ჰგავს, თუმცა, როდესაც გიყურებ-აი, როდესაც შენს ბავშვივით უმანკო სახეს ვუმზერ და ვაცნობიერებ, თუ რამდენად სუფთა და ამქვეყნიური სიბინძურეებისაგან თავისუფალია შენი თვალები -გაბრიელმა წამიერი პაუზა გააკეთა და ქვედა ტუჩი ენით გაისველა -არ მინდა, უფრო სწორად არ დავუშვებ, რომ ამ ყველაფერმა საბოლოოდ მოგაქციოს თავის კლანჭებში. ჩათვალე, რომ ჩემი ახალი პროექტი ხარ -მერე დაბნეული გოგონას სახეს თითები ჩამოუსვა, ფანჯრისკენ გაიხედა და ბაგეებზე ღიმილისგან ოდნავ გაეხსნა
-შენი მეგობრები მოდიან . . .
ირისი თითქოს მაშინ გამოფხიზლდა. მთელი იმ ხნის მანძილზე, გაბრიელის სიტყვები თითქოს პარალელური სამყაროდან ჩაესმოდა. მხოლოდ მის სიახლოვეზე და სახეზე მოსრიალე ბიჭის თითებზე ფიქრობდა. ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა, ან საიდან მოდიოდა ეს აუხსნელი შეგრძნებები, თუმცა ამაზე ფიქრში, ხელს ერთი რაღაც უშლიდა. მისი მეგობრები, რომლებსაც რამდენიმე დღის წინ წერილით დაემშვიდობა და ეგონა, რომ კიდევ დიდი ხანი ვეღარ იხილავდა, წამი-წამზე კარს შემოაღებდნენ და მათ სახეებს პირისპირ იხილავდა.
ყველაზე მეტად კონსტანტინეს რეაქციის ეშინოდა ირისს. კარგად იცნობდა მის ხასიათს და დარწმუნებული იყო, რომ თუ ჩხუბი არა, მისი გამყინავი გამოხედვა და იმედგაცრუებული მზერა მაინც არ ასცდებოდა, რომელიც მთელი განვლილი დღეების განმავლობაში გულს ათას წვრილ ნაწილად უფლეთდა.
გაბრიელმა შეამჩნია გოგონას დაძაბულობა და საწოლზე ჩამოსვა. თვითონ კართან მივიდა და ის-ის იყო, უნდა გამოეღო, რათა გაერკვია რატომ დაიგვიანეს შემოსვლა ამდენი ხნით მირამ და ბიჭებმა, რომ საკეტი გაჩხაკუნდა და გაბრიელს, მზერაში პირველად ქალის ანერვიულებული სახე მოხვდა. სანამ რამეს იკითხავდა, იგი, ბიჭისკენ გადაიხარა, ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა და ისე ჩასჩურჩულა, რომ ირისს ვერაფერი გაეგონა:
-ის მეორე ბიჭი, კონსტანტინე, ისეთი სახით მოდის, მგონი ეს გოგო სადმე უნდა გადავმალოთ. დარწმუნებული ხარ, რომ სწორად მოვიქეცით მასთან დარეკვით?
გაბრიელზე მის სიტყვებს, თითქოს არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია. დეტექტივისთის პასუხის დაბრუნებამდე, ნაბიჯების ხმაც მოესმა მისაღებიდან. ალბათ, ბიჭები უკვე შემოდიოდნენ.
-მისი მეგობრები არიან, მირა -გამამხნევებლად დაადო ხელი მხარზე -თუ ირისისთვის რამე უნდათ, ეს პირველ რიგში სიკეთეა, ამიტომ ამაზე ზედმეტად ნუ იფიქრებ
ფეხის ხმა უფრო ახლოდან გაისმა. გოგონას თითქოს ნერვული სპაზმები მოაწვა ყელში ამის გააზრებისას. იმ წუთას ცხადად იგრძნო, რომ თავს ვერაფრით აიძულებდა მეგობრებისთვის თვალებში შეეხედა, ამიტომ, სანამ ისინი ოთახში შემოსვლას მოასწრებდნენ, ერთი ფეხის დაკვრით საწოლთან გაჩნდა, საბანი სწრაფად ასწია, მის ქვეშ შეძვრა და ეს უკანასკნელი, სახეზე ღამეული მონსტრისგან შეშინებული პატარა ბავშვივით წაიფარა.
ოთახში, წამით მდუმარება ჩამოწვა. ეს ყველაფერი, მანამ გრძელდებოდა, სანამ მისაღებიდან მომავალმა ნაბიჯების ხმამ, ოთახშიც არ შემოაღწია და მირაც, მაშინვე ზღურბლს მოშორდა, რათა განზე გამდგარიყო და სტუმრებისთვის გზა დაეთმო.
პირველად, მათ შორის კონსტანტინემ შემოაბიჯა საძინებელში. მას, უკან კაპიუშონიან მოსაცმელში გამოწყობილი ვაჩე მოყვებოდა. ამ უკანასკნელს, მეგობრისგან განსხვავებით თვალებში არც ბრაზი ედგა და არც, მრისხანება. პირიქით, თითქოს ცდილობდა კონსტანტინესთის თავისი სიმშვიდე შეხებით გადაედო, ამიტომ, როგორც კი მან ამობურცული საწოლისკენ მიმართა თავისი სახიფათო მზერა, ბიჭს მხარზე ხელი დაადო, თან გაბრიელს და მირას გადახედა, რომლებიც ერთმანეთის გევრდიგვერდ უხმოდ დამდგარიყვნენ, თითქოს სპექტაკლის მიმდინარეობას ადევნებენ თვალს თეატრის წინა რიგებიდანო.
-ირის -ოთახში პირველად კონსტანტინეს ხმა გაისმა. ჰაერი თითქოს დაძაბულობით დაიმუხტა და დამძიმდა კიდეც -ირის, გამოძვერი მაქედან და თვალებში შემოგვხედე!
ვაჩემ საწოლისკენ წასული მეგობრის შეჩერება სცადა, თუმცა ბიჭმა ხელი უხეშად აუქნია და გზა განაგრძო. საბანთან მიახლოებული, წამით ცივად დააცქერდა მის ქვეშ დამალულ მეგობარს, მერე კი, ისე, რომ არავისთვის ანგარიში არ გაუწევია, გადასაფარებელს ხელი ჩაავლო, იგი თავისკენ დაქაჩა და ირისს ერთი ხელის მოსმით გადააძრო თავის დამცავი გარსი, რომლის შიგნითაც გოგონა ემბრიონის პოზაში მოკეცილიყო, ხელები მუხლებზე ჰქონდა მოხვეული და ჯიუტად არ უნდოდა თვალების გახელა.
-ირის -კონსტანტინემ, ამჯერად გოგონას მკლავს ჩაავლო ხელი და იგი საწოლიდან უხეშად წამოსწია -მოდი აქ. თვალები გაახილე, გეყოს ბავშვური საქციელი!
-მისმინე, ძმაო -გაბრიელი გვერდით მდგომ მირას მოშორდა, ვაჩეს, რომელიც სადაც იყო ჩაერეოდა, გვერდი აუარა და მათ მიუახლოვდა -ახლა, მასთან ჩხუბისთვის არა მგონია კარგი დრო იყოს. ცოტა ხნის წინ, კინაღამ მოკვდა და დამშვიდება აცადე
-ძალიან კარგად ვიცი, რაც დაემართა -ხმა ოდნავ დაუმშვიდდა ბიჭს, თუმცა ეს, მხოლოდ გარეგნულად. შინაგანად კვლაც ამოსაფრქვევად გამზადებული ვულკანივით ხურდა და საკუთარ თავს კონტროლს ვეღარ უწევდა -დროა ბოლოს და ბოლოს გაიგოს, რომ ასე თავს იკლავს და ჩვენც გვკლავს -ირისს მიუტრიალდა და ზემოდან მრისხანედ დააცქერდა. გოგონას თვალები გაეხილა და ისინი ცრემლებით ჰქონდა დაბინდული. წამით შეეცოდა კიდეც კოსტას მეგობარი, თუმცა თავის თავს შეუძახა, რომ მასთან მოფერებით და ლოიალურობით ვერაფერს გახდებოდა. უმჯობესი იყო, კვლავ სიმკაცრისთვის მიემართა, რამდენად რთულიც არ უნდა ყოფილიყო მისთვის ყოველივე ეს
-ხედავ რად იქეცი? -წყენა, ტკივილი, იმედგაცრუება, ერთობლივად იგრძნობოდა კონსტანტინეს გატეხილ ხმაში -ნუთუ ყველაფერი სულ ერთია? არაფერზე ფიქრობ, არა? გასაგებია, შენი თავი არ გეცოდება და ფეხებზე გკიდია! მე და ამ ადამიანმა რა დავაშავეთ? -ვაჩესკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი -შენი აზრით თავს როგორ ვიგრძნობთ, თუ შენ რამე მოგივა? მითხარი, ეს რატომ არ გაინტერესებს?! -ამჯერად, მკლავებში ჩაავლო ორივე ხელი და მაგრად შეაჯანჯღარა
გოგონა ხმას არ იღებდა. არც წინააღმდეგობას უწევდა. მხოლოდ გაბრიელისკენ ჰქონდა მიმართული ცრემლისგან დაბინდული მწვანე თვალები, თუმცა ბიჭის მზერაში კითხულობდა, რომ არაფრის მომოქმედებას არ აპირებდა და მშვიდად იდგა გულზე ხელებდაკრეფილი მირას გვერდით, რომელიც ნერვიულად იკვნეტდა ქვედა ტუჩს, თან, კონსტანტინეს თვალს არ აშორებდა.
-გეყოფა, კოსტა -მუდარის ხმა აღმოხდა გოგონას -აქ არ ღირს ამის განხილვა . . .
-სწორედაც, რომ აქ ღირს, ირის -მთელი ამ დროის განმავლობაში, პირველად ამოიღო ხმა ვაჩემ. მისი ტონი მკაცრი ნამდვილად არ იყო, თუმცა სიმტკიცე და თავდაჯერებულობა ნამდვილად ეტყობოდა -ამ ადამიანმა -თითი გაბრიელისკენ გაიშვირა -შენზე ყველაფერი მანამდე გაიგო, სანამ გაგიცნობდა. ჩვენ მოვუყევით, რადგან საქმეს ასე სჭირდებოდა
-რას გულისხმობთ? რომელს საქმეს? საერთოდ, რაზე ლაპარაკობთ? -ირისმა იგრძნო, თუ როგორ ჩაიზნიქა საწოლი მის გვერდით, მალე კი შეხებაც იგრძნო მარჯვენა მკლავზე. თავი, რომ მიაბრუნა, დაინახა მირა მის გვერდით ჩამომჯდარიყო და შეძლებისდაგვარად ამშვიდებდა
-მიპასუხეთ, რომელ საქმეს გულისხმობთ? რამე არ ვიცი?
ვაჩემ კონსტანტინეს გადახედა, თითქოს ამ უკანასკნელისგან ცდილობს საუბრის დასაწყებად თანხმობის მიღებასო. ბიჭი უძრავად იჯდა და მზერა ერთი კონკრეტული წერტილისთვის გაეშტერებინა, ამიტომ ვაჩემ ბევრი აღარ დააყოვნა, ფანჯარასთან განცალკევებით მდგომ გაბრიელს თავი დაუქნია და გოგონას მიუტრიალდა.
-ირის, მისმინე -მშვიდი ხმა ჰქონდა ვაჩეს -გაბრიელს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ . . . შენს შესახებ -დაამატა ცოტა ხნის შემდეგ -გვინდა ბოლოს და ბოლოს ამ მავნე ჩვევას თავი დააღწიო და ნარკოლოგიურ დაწესებულებაში შენს გამოკეტვას, ვარჩიეთ ეს საქმე კერძო და გამოცდილი პირისთვის მიგვენდო. თუმცა, ჩემდა გასაკვირად თქვენ ბევრად უფრო ადრე და სრულიად განსხვავებულ ვითარებაში მოგისწრიათ ერთმანეთის გაცნობა
ოთახში ტელეფონის ხმა გაისმა. მირამ ყველასთან მოიბოდიშა, აზუზუნებული SAMSUNG-ი ჯიბიდან ამოაძვრინა, ეკრანს დახედა და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
რაც შეეხება ირისს, იგი, ჯერ კიდევ იმ სიტყვების გადახარშვას ცდილობდა გონებაში, რაც ცოტა ხნის წინ მოისმინა. ნუთუ ეს ყველაფერი მართლა ხდებოდა? ნუთუ მისი მეგობრები უკვე ამ საშუალებით ცდილობდნენ პრობლემის გადაწყვეტას? იქნებ, გაბრიელთან შეხვედრაც დადგმული სპექტაკლი იყო და სულაც არ იყო შემთხვევითი? თუმცა საიდან უნდა სცოდნოდათ ვაჩეს და კონსტანტინეს, სად იმყოფებოდა ირისი დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ის ტიპები მოკვლით ემუქრებოდნენ?
ყოველივე ეს, მართლაც უამრავ კითხვას ბადებდა და გოგონას უკვე ფეხებზე ეკიდა რამდენმა ადამიანმა იცოდა მისი ცხოვრების ბნელი მხარის შესახებ. ახლა მხოლოდ ის სურდა, რომ თითოეულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიეღო და ჩუმად ყოფნაც, დიდხანს აღარ გაუჭიანურებია.
-ახლა ერთ რაღაცას გკითხავთ და სიმართლე მითხარით -ჯერ ვაჩეს გადახედა გოგონამ, შემდეგ კი, კონსტანტინეს მიუტრიალდა. იგრძნო, რომ ოთახში ყველა მას უსმენდა, ამიტომ თავდაჯერებულად განაგრძო, თან ლოყაზე შერჩენილი ერთადერთი ცრემლიც მოიწმინდა, რათა უფრო მტკიცე და ურყევი გამოჩენილიყო -ეს ტიპი სპეციალურად გაჩნდა იმ ადგილას, სადაც ღამით მე ვიყავი? თუ ჩემი და მისი შეხვედრა დადგმული იყო?
-არანაირი დადგმას არ ჰქონია ადგილი -თავად გაბრიელმა უპასუხა მის შეკითხვას. -ასეთ სპექტაკლებში მონაწილეობას არ ვიღებ. როდესაც დაგინახე, წარმოდგენაც არ მქონდა ვინ იყავი. ეს, მეც მოგვიანებით გავიგე, როდესაც სახელი მითხარი
-და მერე? -გვერდულად გახედა ირისმა -რა გამოდის? ახლა ჩემი პირადი ფსიქოლოგი იქნები, რომელიც გამოსასწორებელი კოლონიის ფუნქციას შეითავსებს? მე თქვენი სათამაშო არ ვარ და არც არავის დახმარება მჭირდება. საკუთარ თავს, როგორმე თვითონაც მივხედავ!
-რაღაც არ გეტყობა, რომ ეგ შეგიძლია! -დაირგვინა კონსტანტინემ -ახლა ის მომენტია, როდესაც შენთვის აზრის კითხვას არც მე ვაპირებ, არც ვაჩე და არც, გაბრიელი. შენ, ამ ადამიანთან წახვალ, მასთან იცხოვრებ და ჩვენთან მხოლოდ იმის შემდეგ დაბრუნდები, როდესაც ვენაში იმ დაწყევლილი წამლის შეყვანის სურვილს სამუდამოდ დაძლევ, გასაგებია? მორჩა, ეს აღარ განიხილება . . .
-კოსტა . . .
-არანაირი, კოსტა! ალბათ, იმან გაგათამამა, რომ აქამდე შენს მიმართ სიმკაცრეს არავინ იჩენდა, ყველა თავს გევლებოდა და ნებისმიერ სურვილს უპრობლემოდ გისრულებდა! ნამდვილად არ ვაპირებ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი ამ მავნე ჩვევას ჩავუგდო კლანჭებში და არაფერი მოვიმოქმედო! -უკვე ყვიროდა ბიჭი -შემეწინააღმდეგები? ძალის გამოყენებით მივაღწევ საწადელს! ახლა გონება გაქვს დაბინდული, თუმცა დაწმუნებული ვარ, ერთ დღეს ამის გამო მადლობას გადაგვიხდი, მეც და ვაჩესაც -დასამოწმებლად მეგობარს გადახედა კონსტანტინემ და როდესაც მის თვალებში მხარდაჭერა ამოიკითხა, თითქოს თავდაჯერებულობაც შეემატა.
ბიჭი, კოსტასგან განსხვავებით, ბევრად უფრო რბილი და ლოიალური გახლდათ, თუმცა ამ წამს, ისიც ხვდებოდა, რომ სიტუაციას სხვაგვარად ვერ ეშველებოდა და სწორედ ასეთი მიდგომა იყო აუცილებელი. ამავდროულად, იმასაც აცნობიერებდა, თუ როგორ უმძიმდა მის მეგობარს ირისთან ასეთი ტონით საუბარი და ცდილობდა თავისი მხარდაჭერა და გვერდში დგომა მზერით ეგრძნობინებინა.
საძინებელში, რამდენიმე წამით დუმილი ჩამოწვა. გაბრიელი უკვე ხვდებოდა, რომ მოცემულ მომენტში, ამ სამეულს მარტო დალაპარაკება ესაჭიროებოდა. არც მირა ჩანდა და საეჭვოდ გამქრალიყო, ამიტომ, ბიჭმა ადგილი მოინაცვლა, ფანჯარას მოშორდა და ხმადაბლა ჩაახველა.
-მე, ცოტა ხნით გავალ და ცალკე ილაპარაკეთ-თქვა მან -მის ემოციურად გადატვირთვას მოერიდეთ. უმჯობესი იქნება, წყნარად ესაუბროთ
ბიჭებმა თავი დაუქნიეს და გაბრიელიც, ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე, ზღურბლს მიღმა გაუჩინარდა. მასზე კარგად არავინ იცოდა, რომ ირისთან საქმის დაჭერით, დიდ შარში ყოფდა თავს და ცხოვრებასაც ირთულებდა, თუმცა გაბრიელის გონების ერთი ნაწილი, იმდენად იყო შეპყრობილი თვითდაღუპვის ჭაობში ჩაფლული ადამიანის დახმარების სურვილით, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა უკვე აღარ შესწევდა.
ბიჭი მისაღებში გავიდა და გარემო დაკვირვებით მოათვალიერა. მირა კვლავაც არ ჩანდა. არადა, ვისაც არ უნდა დაერეკა, საუბარი უკვე კარგა ხნის დამთავრებული უნდა ჰქონოდა. საეჭვოდ მოეჩვენა გაბრიელს ეს ყველაფერი. ოთახი ბოლომდე გაიარა და სახლიდან გასასვლელ კარს მიადგა.
ეზოდან ყრუდ მოისმოდა საუბრის ხმები. ყველაზე გასაკვირი ის იყო, რომ სიტყვები არა ერთს, არამედ ორ ადამიანს ეკუთვნოდა. ბიჭი წამით ზღურბლთან შედგა და ცივ სახელურს თითები შემოაჭდო. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ არაფერი ეჩვენებოდა, თუმცა როდესაც ხმები კვლავაც განმეორდა, თანაც საკმაოდ გარკვევით, გაბრიელმა კარი ფართედ გამოაღო, აივანზე გავიდა და პირველივე საფეხურზე მოულოდნელობისგან შედგა.
ეზოში თითქმის არაფერი შეცვლილიყო. ჭიშკრის მარჯვენა მხარეს უწინდელივით ეყენა ის მანქანა, რომლითაც ვაჩე და კონსტანტინე ჩამოვიდნენ, თუმცა ბიჭის ყურადღება მისგან მოშორებით მდგომმა, ვერცხლისფერმა ავტობუსმა მიიპყრო, რომლის კარიც ვიღაცას გამოღებული დაეტოვებინა და სახურავზე დამაგრებულ საბარგო განყოფილებაზე წითელი-ყვითელი ნაჭრის ჩემოდნები იყო დამაგრებული.
ავტობუსის ღია კარიდან, ხის მაგიდა და სკამები მოჩანდა, რომელზეც რამდენიმე ფინჯანი, წყლის გრაფინი და პატარა, წითელი საშაქრე იდო. ბიჭმა კიდევ რამდენიმე ნაბიჯით წაიწია წინ და ავტობუსში ასასვლელ კიბესთან, მირა შენიშნა. იგი, საშუალო სიმაღლის, სათვალიან, ხვეულთმიან ბიჭთან ერთად ჩამომდგარიყო და მასთან ლაპარაკში იმდენად იყო გართული, რომ მესამე პირის გამოჩენა არც კი შეუმჩნევია.
გაბრიელს, სახეზე ღიმილმა გადაურბინა და კიბეებზე ჩასვლისას, ხმამაღლა ჩაახველა, რათა ამ ორეულის ყურადღება მიეპყრო. მოსაუბრეთა შორის, რომლებიც რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, პირველად ხვეულთმიანი გამოერკვა და ხელში დაჭერილი კეპი თავზე უკუღმა დაიხურა.
რამდენიმე წამში, მირამაც მიიხედა უკან. გოგონას წინანდელი ფორიაქი თითქოს გაქრობოდა და მისი ადგილი ნანატრ სიმშვიდეს დაეკავებინა.
-სტუმარი გყავს, გაბრიელ -თქვა დეტექტივმა ღიმილით. ამას, რომ ამბობდა, რატომღაც საბარგო განყოფილებაზე დამაგრებულ ჩემოდნებს უყურებდა, კვლავაც თავმომწონედ, რომ იყურებოდნენ ზემოდან.
სათვალიანს ჩაეცინა და გაბრიელისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. ამ უაკასნელმა კი, თავი გადააქნია და სიარულს ოდნავ აუჩქარა.
-სერიოზულად? როგორც ვხედავ, დაგიმთავრებია გრძელვადიანი ხეტიალის მორიგი ციკლი, კიტ -თქვა მან -შთაგონების წყაროს ძებნა, ცოტა დიდხანს გაგიგრძელდა
-ჰო, არა? -გაეპასუხა მოპირისპირე მხარე -რთულია მაწანწალა მწერლების ცხოვრება, თუმცა დასაწყისისთვის ჯობია ჩამეხუტო -მოსულმა მირას გადახედა და როდესაც ამ უკანასკნელის მხიარული მზერა დააფიქსირა, დაამატა -ჰო, სულ დამავიწყდა, ვერ იტანს ჩახუტებებს,როდესაც გარეშე თვალი უყურებს
-მორჩი ლაყბობას -მტკიცე ტონს, აწეული ცალი წარბიც დაამატა გაბრიელმა. მიახლოებისას, უეცარ სტუმარს, ჩახუტების ნაცვლად, მხოლოდ ხელი ჩამოართვა და მხარხე ხელი მეგობრულად დაარტყა -უფრო მეტად გამხდარხარ. სახლში რომ წამოხვალ, თამაზი მოგივლის თავისი საფირმო კერძებით
-ზუსტად მაგ თამაზმა აგიფეთქა ტელეფონი, როდესაც დავბრუნდი და სახლში არ დამხვდი, მერე კი, მირას დავურეკე შენი ადგილსამყოფელის დასადგენად და მაშინვე აქეთკენ წამოვედი
გაბრიელს მაშინღა გაახსენდა თავისი კარისკაცის ზარები, რომელთაგან თითოეულიმათგანი უპასუხოდ დატოვა და ყველაფერს იმ წამსვე მიხვდა.
-ჰო, აქ რაღაც საქმეები მქონდა და ვერ ვუპასუხე.შენი მობილურიდან რატომ არ დარეკე?
ბიჭმა სათვალე შეისწორა, ავტობუსის კიბეზე ჩამოჯდა, ჯინსის შარვალი აიკეცა და გაბრიელს ახედა.
-მობილური მომპარეს, ძამიკო. ხომ იცი, ჩვენს ქვეყანაში ჯიბის ქურდობა რა აქტუალურ თემად იქცა?
-საინტერესოა ვის რაში დაჭირდა -მოგუდული სიცილით ჩაერთო საუბარში დეტექტივი -შენი ტელეფონი, ხომ პრეისტორიული ხანისაა?
-არა უშავს. ერთი ბოთლი არაყისთვის მაინც ეყოფა ვინც არ უნდა იყოს. მერე, ალბათ კორპუსის წინაც დადგება და მეზობლებსაც დათვლის
-ეს ოდნავადაც არ შეცვლილა -კვლავ ღიმილით აღნიშნა მირამ, თან ბიჭს გვერდით მიუჯდა -ისე, შენს ნაწერებს რატომ არავის აკითხებ, კიტ? იქნებ, ოდესმე შენც "დიდი ბოსივით" ცნობილი და განხილვადი გახდე?
-ნუთუ გაინტერესებს? -თვალები, საეჭვოდ მოჭუტა ბიჭმა, რის შემდეგაც, ძმას ახედა ეშმაკურად და მზერაში რაღაც იდუმალი გაუკრთა, რომლის არსიც, მხოლოდ გაბრიელისთვის იყო გასაგები
-ჰო, რატომაც არა? -თავის პოზიციას, ჯიუტად არ თმობდა მირა. იმდენად გართულიყო ბიჭებთან საუბარში, რომ წინანდელი დაძაბულობა და დრამატული მომენტები, ბანკის მძარცველებივით უჩუმრად გაპარულიყვნენ მისი მეხსიერებიდან. გაბრიელსაც მხოლოდ ბუნდოვნად ახსოვდა ოთახში მარტო დატოვებული სამეული და მათ შესახებ, მხოლოდ პერიოდულად თუ ახსენდებოდა
-ჩემს ნაწერებს, რეალურად ყველა კითხულობს, მირა, უბრალოდ ამის შესახებ არ იციან. შეეცადე, ამ ყველაფერს ასე შეხედო და ზედმეტ თავის ტკივილსაც აიცილებ
-ამის ფილოსოფია მკლავს -თვალები აატრიალა ქალმა, თან ამოიოხრა -ყველაზე უცნაური ძმები ხართ, ვინც კი აქამდე მინახავს
-კარგი, მგონი ახლა ის დროა, როდესაც ყველაფერი უნდა მომიყვეთ-ვაჩეს და კონსტანტინეს მანქანისკენ გააბრუნა თავი კიტმა. თითიც ამ უკანასკნელის მიმართულებით გაიშვირა და ფიქრიანი გამომეტყველება მიიღო -სასურველია, იქედან დაიწყოთ, თუ ვინ არიან ეს ტიპები და ზუსტად რა უნდათ? მირამ რაღაცები მომიყვა, თუმცა სპარტანელი ჯარისკაცივით ლაკონურობის პრობლემა აქვს და მისი სიტყვებიდან ბევრი ვერაფერი გავიგე
გაბრიელს ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა. ერთხანს, იმ ოთახის ფანჯარას უყურებდა, სადაც ირისი დატოვა მეგობრებთან ერთად, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა, კიტს მხარზე ხელი დაადო და თავით მისი ავტობუსისკენ ანიშნა.
-წამოდი, შევიდეთ. მირას ყავა დაალევინე, მე კი, ყველაფერს მოგიყვები. სასაუბრო მართლაც ბევრია. მგონი, დღეიდან ჩვენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვლება -შუბლზე ხელი მძიმედ გაისვა გაბრიელმა და დასძინა: -სახლში, ახალი პრობლემური წევრი გვემატება, უნდა მოვემზადოთ . . .
-დიდი იმედი მაქვს, დიანა არ არის შენგან ფეხმძიმედ -კარში, პირველი მირა გაატარა, კიტმა. პარალელურად, ძმას შეავლო დამკვირვებლური მზერა, თუმცა, როდესაც ამ უკანასკნელის მისდამი მომართული მკვლელი გამოხედვა დაიჭირა, თვალი გამაღიზიანებლად ჩაუკრა და გონებაში, ცოტა ხნის წინ მოსმენილი, გაბრიელის სიტყვები კიდევ ერთხელ გადახარშა.
ახალი ოჯახის წევრი, ნამდვილად უცნაურად ეჩვენებოდა, თუმცა ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით გახლდათ სავსე? მთავარი იყო, მალე მოისმენდა მთელს ისტორიას და ამ უკანასკნელში დარწმუნებულმა, ავტობუსში შესასვლელი კარი, ზურგს უკან ფრთხილად მიიხურა.












6 თავი

ირისი ფანჯრის რაფაზე იჯდა, მკლავები მუხლებზე ჰქონდა შემოჭდობილი და გამჭვირვალე შუშის მიღმა, წვიმის მელოდიურ შხაპუნს თვალყურს სევდიანად ადევნებდა.
საღამო ხანი იყო. საათი ოთხის ნახევარს უჩვენებდა, თუმცა ცას იმდენად მუქი საბურველი გადაკვროდა, იფიქრებდით, საცაა მზე ჩავა და ჰორიზონტს მიღმა მიიმალება შემდეგი ციკლის დაწყებამდეო.
მართლაც, რომ საშინლად გრძნობდა თავს გოგონა. იმ დღის შემდეგ, რაც აგარაკის სახლში გაეღვიძა და ვაჩეს და კონსტანტინეს რისხვა გადაიტანა, თითქოს ყველაფერი ძირფესვიანად შეცვლილიყო ირისის ცხოვრებაში. ყველაზე მეტ დისკომფორტს, მაინც უცხო გარემო და ახალი ადამიანები უქმნიდნენ თავის პატარა სამყაროში, რომელთაგან თითოეული მათგანი, რაღაც მიუწვდომელ, შორეულ ვარსკვლავად ესახებოდა, ვისთანაც საერთო ენის გამონახვა ძალიან გაუჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, მეგობრებს მაინც არ ამტყუვნებდა, ამ გადაწყვეტილების მიღებისა და გაბრიელის სახლში მოყვანის გამო, რომელიც ქალაქისა და დასახლებულ პუნქტებისგან საკმაოდ მოშორებულ, წყნარ გარემოში მდებარეობდა.
ორსართულიანი, მთლიანად ხისგან ნაგები, მდიდრული შესახედაობის სახლი, პირდაპირ კამკამა ტბის პირას იყო გაშენებული. მას მეტად ლამაზი, სამკუთხედისებრი გადახურვა ჰქონდა, რომელიც, ყველაფერთან ერთად, პატარა, მყუდრო აივნებითაც იწონებდა თავს, მეორე სართულზე კი,ზუსტად შუაში ჩატანებული დიდი, მრგვალი ფანჯრიდან იქაურობა, ეზოსა და ტბის ჩათვლით, მართლაც, რომ ხელის გულივით იშლებოდა.
შენობას, საკმაოდ მოზრდილი, თანაც მოვლილი ბაღი ჰქონდა. მწვანე ბუჩქებსა და ღობეებზე გადმოკიდებულ თეთრ ვარდებს აშკარად ეტყობოდათ, ვიღაცის ზედმეტად მზრუნველი ხელი. სხვა დროს და სხვა სიტუაციაში, ირისს ალბათ, გააბედნიერებდა კიდეც მსგავს ადგილას ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დაღწევა, თუმცა ახლა, როდესაც აცნობიერებდა თუ რა იყო თავისი აქ ყოფნის მიზეზი და რამდენი ტანჯვა და ტკივილი უნდა გადაეტანა მასში ძირფესვიანად გამჯდარი მავნე ჩვევის ჯანდაბაში გასაგზავნად, რომ ძალაუნებურად ნერვიული კანკალი იტანდა.
ეშინოდა, იცოდა, რომ ეს ყველაფერი იმაზე რთული იქნებოდა, ვიდრე თავად წარმოედგინა და ამაზე ფიქრს, ყოველთვის მტაცებლისგან შეშინებული კურდღელივით გაურბოდა.
გოგონამ თავი დაორთქლილ ფანჯარას მიადო და იგი, ხელით შეძლებისდაგვარად მოასუფთავა. ტბის ზედაპირზე, ჯერ კიდევ მელოდიურად ცეკვავდნენ წვიმის შხაპუნა წვეთები. მის სიახლოვეს დარგული, უზარმაზარი მუხის ქვეშ კი, მარმარილოსგან გამოთლილი სკამები და მაგიდა, უკვე უმოწყალოდ დასველებულიყო, თანაც ლამაზად პრიალებდა.
გაბრიელის ტბისპირა სახლისა და მისი წევრების შესახებ, ბევრი არაფერი იცოდა გოგონამ. თავის პირად "ფსიქოლოგს", ასე თუ ისე იცნობდა, მაგრამ ვერაფერს იტყოდა მისი სახლის კარისკაც თამაზზე და უმცროს ძმაზე, კიტზე, რომლის სახელიც კი ძალიან ეუცნაურებოდა. უკვე მეორე დღე ილეოდა, რაც ეს გარემო გოგონას თავშესაფრად ქცეულიყო და ამ ხნის მანძილზე, მხოლოდ გაბრიელთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც, მხოლოდ საჭმელი და წყალი შემოჰქონდა მისთვის, შემდეგ კი, ოთახს გარედან კეტავდა და კვლავ მიდიოდა.
მართალია, ბუნებით თავისუფალსა და შეუზღუდავს საშინლად არ მოსწონდა ჩაკეტილ გარემოში დროის გატარება, თუმცა იმდენად იყო დაღლილი წინააღმდეგობებით, ბრძოლითა და ძალისხმევით, რომ შინაგანად გამოფიტულს, არანაირი ძალა აღარ შერჩენოდა. იმ წუთას, კიდევ არაუშავდა, მაგრამ რა იქნებოდა მერე, როდესაც წამლის მოთხოვნილება ერთიანად შემოუტევდა მის ორგანიზმს? როგორ უნდა ებრძოლა ამასთან? იქნებ, გაქცეულიყო და თავისთის ასე ეშველა?
ირისმა ფანჯარას გადახედა, რომლის მეორე სართულიდან გადახტომა არც ისე კარგ ვარიანტად ესახებოდა. ეს სიგიჟე რომც ჩაედინა, ჯიბეში ერთი თეთრიც კი არ ჰქონდა, რათა თავის დილერებს დაკავშირებოდა და დოზა შეეძინა. კარგად ახსოვდა მათთან ბოლო შეხვედრა, როდესაც ძველი ვალების გადაუხდელობის გამო ლამის კისერში დანა გამოუსვეს და შეშინებულმა თვალები მაგრად დახუჭა.
წვიმა გადაღებას კვლავაც არ აპირებდა. გოგონა ფანჯრის რაფიდან ჩამოძვრა, პლედის მოსატანად, რათა ცოტათი მაინც გამთბარიყო, რომ განზრახვაზე ხელი დერეფნიდან მომავალმა ხმაურმა ააღებინა. რამდენიმე წამი დასჭირდა, ირისს იმის გასააზრებლად, რომ ეს ადამიანის ნაბიჯები იყო. გოგონამ სმენა დაძაბა, თუმცა, სწორედ ამ დროს, ხმაური მიწყნარდა და ამჯერად, მისი კარის საკეტს მოუნდა აჩხაკუნება.
გაუკვირდა . . .
წამით, იფიქრა, რომ კვლავ გაბრიელი იდგებოდა ზღურბლის მეორე მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვახშმის დროც კი, არ მოსულიყო, თუმცა, როდესაც გაღებულ კარში გაჩერებული, მაღალი, ჭაღარათმიანი კაცი მოხვდა მხედველობის რაკურსში, ინსტიქტურად დაიხია უკან და თითების ნერვიულად წვალებას მოყვა.
კაცმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გოგონას მიმართულებით. კარის დახურვა არც უფიქრია. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს იქედან გასვლა ძალიან ეჩქარებაო. ამას მისი მოუსვენრობაც მოწმობდა და ისიც, რომ თვალებს გამუდმებით გასასვლელისკენ აცეცებდა, თითქოს ეს საძინებელი, მისთვის სახიფათო ზონა ყოფილიყო.
-გისმენთ, რა გნებავთ? -სიჩუმე, რომ აუტანელი გახდა, ირისმა გადაწყვიტა საუბრის წამოწყების ინიციატორი თავად გამხარიყო, თან, კითხვით სავსე თვალები შეანათა მოსულს. ცოტა არ იყოს, არ ესიამოვნა, რომ გაბრიელი თავად არ ამოვიდა მის სანახავად და წამით ისიც კი იფიქრა, ეს აღარასდროს მოხდებოდა.
ფიქრებიდან, კაცის ხმამ გამოიყვანა. როგორც ახსოვდა მას თამაზი ერქვა, თუმცა იმის შიშით, რამე ხომ არ მეშლებაო, მოსულისთვის სახლით მიმართვისგან თავი მაინც შეიკავა.
-გაბრიელმა მთხოვა შენთვის მომეკითხა -თითქოს შესაფერის სიტყვებს არჩევსო, ისეთი ტონით იყო ნათქვამი ეს სიტყვები -ქვემოთაა და შეგიძლია შენც ჩახვიდე
გოგონას გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. მთელი ეს დრო, რაც ოთახში გამოკეტილმა გაატარა, დარწმუნებული იყო, რომ ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. მაშინ, რატომ მოისურვა გაბრიელმა მისი "საკნის" კარის გაღება და საეჭვო თავისუფლების მინიჭება? ნამდვილად გაუგებარი იყო ეს ყველაფერი. გაუგებარი და ბუნდოვანი.
-უნდა, რომ ქვემოთ ჩავიდე? -ირისმა თავის ჩემოდნებს გახედა, რომელიც ჯერ კიდევ გარდერობის წინ მიეწყო და მის ამოლაგებას არც კი ფიქრობდა
-ჰო, თან, დღეს შეგიძლია მისაღებში ივახშმო. თუნდაც ვერანდაზე, მნიშვნელობა არ აქვს
-საოცარია -ცალი წარბი უნებურად აეზიდა გოგონას -მთელი ეს დრო, ოთახში გამოკეტილმა გამატარებინა, ისე, რომ მხოლოდ საკვების მოსატანად მაკითხავდა, ახლა კი, უეცრად ყველგან წასვლის უფლება მოვიპოვე მისგან?
-ყველაფერს თვითონ გეტყვის, შვილო. მე მარტო მისი დანაბარები გადმოგეცი -თბილი ტონი ჰქონდა კაცს -მიდი, ჩადი და მოუსმინე. იქნებ, რისი თქმა უნდა . . .
გოგონას სიტყვის თქმა უკვე ზედმეტად მოეჩვენა. თითქოს კარისკაცის კეთილგანწყობამ და თბილმა ღიმილმა ნდობა გაუჩინა, ამიტომ თავი უხმოდ დაუკრა და ოთახიდან გასასვლელ კარში გააბიჯა.
სახლის პირველ სართულს, მეორესთან ლამაზი, ხის კიბე აკავშირებდა. ირისმა, ქერა თმა, ცხენის კუდივით აიწია ზემოთ, ტანზე დაიხედა და როგორც კი დარწმუნდა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, დარჩენილი საფეხურები სირბილით ჩაათავა.
მისაღებიდან ხმადაბალი საუბარი ისმოდა. კარისკაცი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ესაუბრებოდა, აღარსად ჩანდა, თუმცა, გოგონას, ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, რადგან უკვე ნათლად ხედავდა ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში მოკალათებულ გაბრიელსა და მის პირდაპირ, სწორედ ასეთივე სკამზე ჩამომჯდარ კიტს, ვისაც ხელში სქელი, ლურჯყდიანი წიგნი ეჭირა და მას, დიდი ინტერესით დასცქეროდა.
გოგონას შესვლა, პირველად გაბრიელმა გაიგო. მან ფანჯრიდან გადაშლილ წვიმიან ხედს თვალი მაშინვე მოწყვიტა და ჯიბიდან რაღაც საათის მაგვარი მოწყობილობა ამოიღო.
-მოდი, ირის -თვალებით თავისკენ ანიშნა ბიჭმა. ამ სიტყვებზე, კიტმაც აიღო თავი და მოსულს მიაშტერდა. ოთახში თითქოს დაძაბულობა გამეფდა. გოგონა კვლავაც ნერვიულად ისრესდს თითებს. უცხო გარემო და უცხო ადამიანები, მისთვის რთული შესაგუებელი იყო, თუმცა, როდესაც გაბრიელს თვალებში უყურებდა, თავისდაუნებურად, უჩვეულო სიმშვიდე ეუფლებოდა ხოლმე და ეს მისთვის იმდენად სასიამოვნო იყო, რომ ერთადერთ ხელჩასაჭიდადაც კი ქცეულიყო გოგონას ემოციებისგან გამოფიტულ სულში
-მოდი, თამამად, ნუ გეშინია -გაბრიელი ფეხზე წამოდგა, გოგონას მაჯაზე ხელი მოჰკიდა და იმ სავარძელზე ჩამოსვა, სადაც ცოტა ხნის წინ თავად იჯდა. გაურკვეველი, საათის მაგვარი მოწყობილობა კვლავაც ხელში ჰქონდა, თუმცა ირისი ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო რა დანიშნულების იყო ეს უკანასკნელი
გაბრიელმა, დასაწყისისთვის კიტი და ირისი ერთმანეთს გააცნო და როგორც კი ეს ორი, ტრადიციული "სასიამოვნოა შენი გაცნობა"-თი შემოიფარგლნენ, კვლავ გოგონას მიუტრიალდა.
-უკვე მეორე დღეა, ოთახიდან არ გასულხარ -ისე დაიწყო ბიჭმა, თითქოს რთულ ალგებრულ ამოცანას უხსნისო -ვიცი, ეს შენთვის რთულია, თუმცა რომ არ გენდობი და ვიცი, გაქცევას აუცილებლად შეეცდები, ესეც აშკარაა. მაგრამ, შენდა საბედნიეროდ, არსებობს ერთი გამოსავალი -ბიჭმა შუბლზე ხელი გაისვა, შემდეგ, სავარძელზე მჯდომი გოგონას წინ ჩაიმუხლა, საათის მსგავსი გაურკვეველი ნივთი მის მაჯას შემოახვია და პატარა ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ, ირისს სამაჯური ბორკილივით შემოესალტა. სანამ გოგონა გაოცებას და კომენტარის გაკეთებას მოასწრებდა, კვლავ გაბრიელმა განაგრძო:- დღეიდან, ყველგან წახვალ, სადაც მოინდომებ და როცა მოინდომებ, ჩემი ნებართვის გარეშეც კი. ეს პატარა რაღაც -თითი მის სამაჯურს დაადო -დამეხმარება, რომ შენი ადგილსამყოფელი ნებისმიერ დროს დავადგინო. მის გატეხვას ნუ ეცდები -ისე გააფრთხილა, თითქოს გოგონას ფიქრებს ჩასწვდაო -სუპერ დამცავი ციფერპლატი აქვს, ამის მოსახსნელი კოდი კი, მარტო მე ვიცი და თუ ხელს არ მოიჭრი, სხვა გამოსავალი ნამდვილად არ დაგრჩება
სიტყვის დასრულების შემდეგ, გაბრიელი კვლავ ფეხზე წამოდგა და კიტს გადახედა, რომელიც მის ნათქვამზე ჩუმად ფხუკუნებდა. თავისი წიგნი, დროებით გვერდზე გადაედო და ირისთან მოსაუბრე ძმას დიდი ყურადღებით უსმენდა.
-მოიცა, ანუ რა გამოდის? -გულუბრყვილოდ აფახულებულ თვალებს, დაბნეული გამომეტყველებაც მოაყოლა ირისმა -ყველგან ეს მახინჯი სამაჯური უნდა მეკეთოს?
ბიჭმა თავი გადააქნია და სახეზე მომდგარი ღიმილი ძლივს შეიკავა.
-სხვათა შორის, ბრილიანტის თვლებით მოჭედილსაც ვეძებდი, მაგრამ, რადგან ვერ ვიშოვე, იძულებული გავხდი არჩევანი ამაზე შემეჩერებინა -თქვა მან
-ნუ დამცინი თუ შეიძლება! არც ეს შპიონი სამაჯური მჭირდება! -მის მოხსნას შეეცადა ირისი, თუმცა თავისდა სამწუხაროდ, ძვრაც კი ვერ უყო და საწყალი თვალებით ახედა გაბრიელს -გთხოვ, ეს რაღაც მომხსენი
-თავისუფლება გინდა, ირის?
-რას გულისხმობ?
-ხომ არ გსურს მთელი დრო შენს ოთახში გამოკეტილმა გაატარო კედლების ყურებაში და მწერების თვლაში? -ჩაეკითხა -მაგ მოწყობილობის საშუალებით, რომელიც ასე უსამართლოდ დაიწუნე, ოთახიდან გასვლას თავისუფლად შეძლებ, რადგან, მეცოდინება სად ხარ და რას აკეთებ, თუმცა მხოლოდ სახლის და ახლო გარემოს მასშტაბით. როგორც კი, აქაურობას ხუთას მეტრზე მეტად გასცილდები, სამაჯური მაშინვე სიგნალს გამოსცემს და მობილურზე შეტყობინების სახითაც კი მომივა შენი გეოლოკაცია
-შენ რა ხუმრობ? იცოდე, ვიტირებ! -თითი გამაფრთხილებლად აუწია ირისმა და მეტი დამაჯერებლობისთვის თვალის გარსი ხელოვნურად აიწყლიანა, თუმცა გაბრიელის მზერაში ამოკითხულმა უნდობლობამ, განზრახვაზე ხელი წამსვე ააღებინა
-არასდროს მჯერა ნიანგის ცრემლების და მათი ამოცნობაც კარგად შემიძლია, თუმცა შენს მცდელობას ვაფასებ, წითელქუდა
გოგონამ თვალები ბრაზით დააკვესა. რაღაცის სათქმელად პირიც გააღო, მაგრამ სწორედ ამ დროს, შემოსასვლელიდან ქუსლების მელოდიური კაკუნი გაისმა და ყველამ მომენტალურად, ხმის მიმართულებით გაიხედა.
ირისი ფეხზე წამოდგა. ფანჯრისკენ მიბრუნებულმა, მაშინვე შენიშნა სახლთან ხუთიოდე მეტრში დაყენებული ვერცხლისფერი მანქანა და მხოლოდ იმ წამს გაიაზრა, რომ გაბრიელთან კამათში გართულმა, უეცარი სტუმრის ეზოში შემოსვლაც კი ვერ გაიგო.
ნაბიჯების ხმა თანდათან უფრო და უფრო მოახლოვდა და სულ რამდენიმე წამში, ოთახში მოკლეკაბიანმა, მაღალ ქუსლებზე შემდგარმა, ჟღალთმიანმა გოგონამაც შემოაბიჯა მეტად სექსუალური მიხვრა-მოხვრითა და ზუსტად მისი კაბისფერი შანელის ჩანთით საამაყოდ, რომ გაეკეთებინა მარჯვენა მხარზე. ირისს, არც იმის შემჩნევა გასჭირვებია, თუ როგორ მობეზრებულად გადააქნია თავი კიტმა დაუპატიჟებელი სტუმრის დანახვაზე და კვლავ სავარძელში ჩაესვენა ირონიული ღიმილით.
-აბა როგორ ხარ, გაბს? -უეცარი სტუმარი, პირდაპირ გაბრიელის მიმართულებით წამოვიდა, მას კისერზე შალის კაშნესავით შემოეხვია და მხოლოდ ამის შემდეგ გადახედა ირისს, თანაც საკმაოდ საეჭვო მზერით
-ამას ვის ვხედავ -კიტმა ფეხი ფეხზე გადაიდო -ჟღალი კარამელი მოსულა. როგორ ხარ "ძი"?
-დიანა! -მკაცრად შეუსწორა გოგონამ და გაბრიელს ლოყაზე თითქოს კიტის გასაბრაზებლად აკოცა
-კარგად გამოიყურები, უფრო გალამაზებულხარ, ვიდრე ჩემს წასვლამდე იყავი
-სამწუხაროდ, შენზე იგივეს ვერ ვიტყვი -გესლიანად გაისმა დიანას პასუხი
-მაშინ, ის გააკეთე, რაც მე- მომატყუე
-უტაქტო მოცვის ბუჩქი ხარ!
-მეც ვგიჟდები შენზე "ძი"
-კარგით, გეყოფათ -საუბარში გაბრიელი ჩაერთო მობეზრებული ტონით, შემდეგ კი, გოგონას მკლავზე ხელი მოკიდა და თავისკენ შეატრიალა -აქ რა გინდა? წინასწარ რატომ არ დამირეკე?
-ხომ მითხარი, ამ დღეებში შენ გამოიარე ჩემთანო? ჰოდა, გადავწყვიტე სიურპრიზი გამეკეთებინა და დარეკვის გარეშე დაგდგომოდი თავზე -მერე ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა და ჩასჩურჩულა :-მომენატრე. მეც და ჩემს სხეულსაც . . .
მთელი ამ დროის მანძილზე, ირისი იდგა და გაშტერებული უყურებდა ჯერ კიტის და დიანას პაექრობას, შემდეგ კი, გოგონას ასე აშკარა ფლირტს გაბრიელთან. კარგად ხვდებოდა, რომ ამ ორს შორის რაღაც ხდებოდა, თუმცა ყველაფერში საბოლოოდ მაშინ დარწმუნდა, როდესაც გაბრიელმა ბოდიში მოიხადა, გოგონას ხელი მოკიდა და მასთან ერთად საკმაოდ სწრაფად დატოვა მისაღები.
კიტმა, კვლავ მივიწყებული წიგნი გადმოიღო და გადაფურცლა, თითქოს ძმის წასვლა არც გაუგიაო. ალაგ-ალაგ ირისს გამოხედავდა ხოლმე კვლავაც იმავე პოზაში, რომ იდგა ფანჯარასთან და რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა. გოგონას თავადაც არ ესმოდა, თუ რატომ გააღიზიანა ასე ძალიან უეცარი სტუმრის გამოჩენამ. ამას ისიც დაემატა, რომ კარგად გაიგონა, თუ როგორ ჰკითხა მისაღებიდან გასვლისას გოგონამ გაბრიელს, მასზე, თუ ვინ იყო და რას აკეთებდა ამ სახლში. მართალია, ვერ მოისმინა როგორი პასუხი გასცა დიანას ბიჭმა, მაგრამ ამაზე მეტად ის აფიქრებდა, რომ მომხიბვლელი ჟღალთმიანის ატანა ამ სახლში ხშირად მოუწევდა ხოლმე და აღნიშნულ საკითხზე ფიქრი, ცოტა არ იყოს თრგუნავდა კიდეც. ალბათ, იმიტომ, რომ ხსენებული წითური, თავიდანვე არ მოუვიდა თვალში.
-არც შენ მოგწონს, არა? -ფიქრები კიტის ხმამ გააწყვეტინა. იგი კვლავ სავარძელში მოკალათებულიყო და წიგნი მუხლებზე ჰქონდა გადაშლილი. ბიჭის უბრალო, გულწრფელი და ღიმილიანი მზერის დანახვისას, ირისმა იგრძნო, რომ ისევე როგორც გაბრიელი, ეს ადამიანიც იწვევდა მასში ნდობას
-არა, რატომ? -მხრები აიჩეჩა მან -ლამაზი გოგოა, თანაც ძალიან
-მართალია, ლამაზია, თუმცა სხვა მხრივ, ნამდვილად არ განეწყვე მის მიმართ დადებითად. ამის შემჩნევა ძალიან მარტივია, თუ ჩემსავით იდეალური დედუქციის უნარით ხარ დაჯილდოვებული
ირისმა ამოიოხრა და კიტის წინ, სავარძელში ჩაესვენა გულზე ხელებდაკრეფილი. რამდენიმე წამით, ასე უხმოდ იჯდა, შემდეგ კი, ისე ალაპარაკდა, თითქოს თავის წარმოსახვით მეგობარს ესაუბრება პარალელური სამყაროდანო :
-რაღაც, ძალიან უსიამოვნო აურა მოდის მისგან -საუბრის პარალელურად, ფრჩხილებს აწვალებდა იგი -ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მარტო გაბრიელთან ცდილობს კარგი და თბილი გამოჩნდეს. მე ის მაინტერესებს, ოთახში მარტონი რას აკეთებენ?
-შენ უკვე დიდი გოგო ხარ, ირის, უნდა ხვდებოდე რასაც აკეთებენ -გაეცინა კიტს და თანამოსაუბრის აწითლებული სახის დანახვაზე, უფრო მეტად გამხიარულდა
-ანუ, დიანა მისი შეყვარებულია? -იკითხა ბოლოს. გულის სიღმეში, არ უნდოდა, რომ ამ კითხვაზე დადებითი პასუხი მიეღო, თუმცა ზედმეტად არ დაუღლია თავი იმის გარკვევით, თუ რა მიზეზი იმალებოდა მის სურვილებს მიღმა
-ჰო, რაღაც მაგდაგვარი -ჩაფიქრებით მიუგო კიტმა -ბოლომდე მეც არ ვიცი რა ურთიერთობა აქვთ და არც თვითონ არქმევენ სახელს არაფერს -მერე ირისს დააკვირდა. გოგონას სახე დასევდიანებოდა. ფიქრებით სულ სხვაგან იყო წასული, თუმცა ცდილობდა ის სიტყვებიც მოესმინა, რომელთაც ბიჭი ეუბნებოდა
-იცი, კიტ? -დაიწყო ბოლოს, მუხლები სავარძელზე აიკეცა და ხელები მაგრად შემოხვია -მუდამ მინდოდა, ხასიათით ჩემს საყვარელ პერსონაჟს დავმსგავსებოდი -თვითონაც არ იცოდა, თუ რატომ დაიწყო ამაზე ლაპარაკი სრულიად უცხო ადამიანთან, თუმცა იმ წამს, საშინლად მოუნდა ვინმესთვის გული გადაეშალა და საერთოდ არ აინტერესებდა ვინ იქნებოდა მისი თანამოსაუბრე -ერთი ანონიმი მწერალია "დიდი ბოსი". ალბათ, გაგიგია. რამდენიმე წლის წინ, მისი ყველაზე ცნობილი ბესტსელერი "ფსიქოპათი" გამოაქვეყნა
კიტს ჩაეცინა და სავარძლის საზურგეს მიაწვა.
-ჰო, ბესტსელერების ანონიმური ავტორი. რაღაცები მეც მსმენია, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს გახდა განხილვის მთავარი ობიექტი
-ასეა -გაეღიმა ირისს -ძალიან მაინტერესებს ვინაა, ან როგორ გამოიყურება, თუმცა ამაზე მოგვიანებით. მანამდე კი, იმას ვამბობდი, რომ სწორედ მისი რომანის მთავარი პერსონაჟია ჩემთვის მისაბაძი პიროვნება. უბრალოდ, ხომ გქონია შემთხვევა, როდესაც წიგნის პერსონაჟს, მისი ცხოვრების სტილსა და ხასიათს მოუხიბვლიხარ? -და მანამ განაგრძო, სანამ კიტი პასუხის გაცემას მოასწრებდა -იმ პერსონაჟს, რომელზეც მე გესაუბრები, თავს საშინელი რამები გადახდა-მისი მეგობარი, ვინც ყველაზე უწყინარი არსება ეგონა დედამიწის ზურგზე, შეშლილი შურისმაძიებელი ყოფილა. შეყვარებული, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და მხოლოდ მასთან ააშკარავებდა თავის პიროვნულობას, ნამდვილი მანიაკი, რომელსაც მხოლოდ მისთვის სამაგიეროს გადახდა ამოძრავებდა. მიუხედავად ამისა, ამ გოგონამ, უფრო კონკრეტულად კი, ელენმა, მაინც ყველაფერს ღირსეულად გაუძლო და სულიერად არ დაეცა. მინდა მას ვგავდე. მინდა ამ პერსონაჟივით გამბედავი ვიყო და ცხოვრებისეული სირთულეები არ მაშინებდნენ. ნუთუ ეს ასეთი შეუძლებელია?
მდუმარება ჩამოწვა მისაღებში. კიტმა, იმაში დარწმუნებულმა, რომ კითხვას გულს ვეღარ დაუდებდა, წიგნი საბოლოოდ დახურა და მაგიდაზე გადადო. გოგონას სახეზე, გულწრფელ მწუხარებას ამჩნევდა იგი და იმასაც კარგად ხვდებოდა, თუ როგორ სძულდა ირისს თავის ის სისუსტე, რამაც ნარკომანის ბინძურ ცხოვრებაში ჩაითრია. წამით, სიბრალული იგრძნო მის მიმართ და ამის გამოხატვაც მოუნდა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ეს, გოგონას, თავს ორმაგად უფრო ცუდად აგრძნობინებდა და სავარძლიდან ფეხზე მძიმედ წამოიმართა.
-მგონი, შენს თავში შენვე უნდა შეეცადო ელენის პოვნას -თქვა მან ხმადაბლა -ძალას დაცემის შემდეგ წამოდგომა გვაძლევს და თუ გინდა, პიროვნულად გაძლიერდე, ცხოვრებაში სირთულეებთან მამაცურად გამკლავებაც უნდა ისწავლო -მერე ფანჯარას გახედა, დაინახა, რომ წვიმას გადაეღო და ცაზე, ღრუბლებს უკან მკრთალად მომზირალ მზესთან ერთად, შვიდფერი ცისარტყელაც გამოსახულიყო
-ცხოვრება მშვენიერია, ირის, თუნდაც მარტო ამის გამო -ცერა თითი გაიშვირა ბიჭმა ფერადი ზოლისკენ, გოგონას თბილად გაუღიმა და სველი ფიჭვების სურნელის სახლში შემოსაშვებად, ორივე ფანჯარა ბოლომდე გამოაღო . . .












7 თავი

გაბრიელი, იატაკზე გაწოლილ ირისს, რომლსაც, ნიჟარები ყურსასმენებით ჰქონდა დახშული და თავქვეშ ფუმფულა ბალიში ამოედო, გვერდით შეუმჩნევლად მიუწვა და ერთი მათგანი დაუკითხავად გამოაძრო.
მოწყობილობაში Konoba-On Our Knees ისმოდა, რომელიც უკვე ბოლო სტროფებს ათავებდა და დასასრულის პირას მისულიყო. გოგონას, ტელეფონი გულზე შემოედო. იმდენად იყო გადაშვებული მელოდიის ჯადოსნურ სამყაროში, რომ არა მის სახეზე მიფრქვეული გაბრიელის ცხელი სუნთქვა, ალბათ ცალი ყურსასმენის დაკარგვაც ვერც კი გაიგებდა.
ბიჭმა ირისს ტელეფონი უჩუმრად ააცალა და პლეილისტს, დიდი ინტერესით ჩამოუყვა. სიაში ძირითადად Scorpions, Coldplay და Gans N Rose ჭარბობდნენ. დანარჩენი ადგილი, სხვადასხვა ფილმებისა და მულტფილმების საუნდრეკებს ეკავათ, რომელთაგან თითოეულ მათგანს ფავორიტის ნიშანი ჰქონდა დასმული.
-მართლაც კარგი მუსიკალური გემოვნება გქონია -მობილურიდან ცხვირის ამოუყოფლად აღნიშნა გაბრიელმა. გოგონას მზერას მთელი სხეულით გრძნობდა, ამიტომ, რამდენიმე წამში თავი მისკენაც მიატრიალა და პირდაპირ მდელოსავით მწვანე თვალებში ჩააშტერდა
-მიხარია, ტელეფონი მაინც, რომ მომიტანე. მუსიკის გარეშე, თავს საშინლად ვგრძნობ და აღარაფერი მინდა
-ლიზოტომანი ხარ? -გაეცინა ბიჭს
-ჰო, ნარკოტიკების გარდა, კიდევ არის რაღაც, რაზეც საშინლად ვარ დამოკიდებული -სცადა, ეს ყველაფერი ხუმრობაში გაეტარებინა, თუმცა იგრძნო, როგორ ძლიერ მოუჭირა გულზე რაღაც უხილავმა ძალამ და მთელი შიგნეულობა ეტკინა
გაბრიელმა თავი ბალიშის მორჩენილ ნაწილზე დადო. სწორედ ამ დროს, ჯგუფ Konoba-ს სიმღერა, მთვარის სონატის უკვდავი მელოდიით შეიცვალა, რასაც ირისი და გაბრიელი, უკვე ერთობლივად უსმენდნენ.
ოთახში გამეფებულ თბილ სიჩუმეს, მხოლოდ ბეთჰოვენის ნაზი ჰანგები არღვევდნენ. მყუდროება, თითქოს საძინებლის ყველა კუთხესა და კუნჭულს თანაბრად მოსდებოდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მელოდიას მაგიური ძალა ჰქონდა და ყველასა და ყველაფერზე დადებითად მოქმედებდა.
გოგონამ თვალები დახუჭა. სწორედ ამ დროს, გაბრიელის ამოძრავებაც იგრძნო თავის გვერდით. არ იცოდა რას აკეთებდა იგი, თუმცა, როდესაც ბიჭის სუნთქვა იგრძნო სახეზე, თვალები მაშინვე გაახილა და თავისი მწვანე გუგები, მის ოქროსფერ-ყავისფერ სფეროებს შეანათა.
-მისმინე, ირის -გაბრიელი მარჯვენა იდაყვს დაყრდნობოდა, თან ოდნავ წამოწეულიყო, რათა გოგოსთვის ზემოდან დაეხედა -კარგად ვხვდები, გარემოს შეცლა და უცხო ადამიანების საზოგადოებაში ყოფნა რამდენად რთულია, თუმცა უნდა იცოდე, რომ შენი მეგობრები ამას შენსავე სასიკეთოდ აკეთებენ
-კარგი რა, გგონია, ამდენი არ მესმის? -კითხვით სავსე მზერით ახედა ბიჭს, ირისმა -მეც ძალიან მინდა, რომ ეს მავნე ჩვევა ჯანდაბაში გავგზავნო, მაგრამ პანიკურად მეშინია, რომ მცდელობისას სამარცხვინოდ ჩავფლავდები. ძალიან ბევრი სტატია მაქვს წაკითხული ამ თემაზე, ვიცი, რაც მელოდება უახლოეს დღეებში, წამალი ისე მომინდება, როგორც თევზს წყალი, აუტანელი ტკივილების ატანა და კიდევ ვინ იცის, რისი მოთმენა მომიწევს. მეშინია ამის, ხვდები? -ყურსასმენი ნერვიულად გამოიძრო ირისმა, ბალიშიდან თავი წამოსწია და ღრმად სუნთქვას მოყვა -გგონია, ასე ადვილია ეს ყველაფერი? არ მაქვს ძალა, არ მაქვს და ჩემს მეგობრებსაც სწორედ იმიტომ გავექეცი, რომ საკუთარი თავის იმედი ოდნავადაც არ მქონდა!
-ირის, გეყოფა -გაბრიელი მის მსგავსად ფეხზე წამომდგარიყო და გოგონას მხარზე ხელი ჰქონდა შემოდებული -არც მე ვამბობ, რომ მარტივ ამოცანას ეჭიდები. ჰო, დაიტანჯები, გაგიჭირდება, შეიძლება მომენტში ისიც იფიქრო, რომ სიცოცხლე აღარ გინდა, მაგრამ მე, შენს გვერდით ვიქნები და ყველანაირად დაგიდგები მხარში, გესმის? არ მოგცემ საკუთარი თავის დაღუპვის უფლებას, უბრალოდ, ხელი უნდა შემიწყო. თუ ვითანამშრომლებთ, ყოველივე იმაზე ადრე დასრულდება, ვიდრე წარმოგიდგენია
-და მაინც რამდენი ხანი სჭირდება ამ ყველაფერს, გაბრიელ? -გოგონას ხმაში სასოწარკვეთის ნოტები ცხადად იგრძნობოდა
-აბსტინენციის, იგივე "ლომკის" დამარცხებისთვის ორი კვირაც საკმარისია -სივრცეს მრავალმნიშვნელოვნად გახედა მან -ეს, ყველაზე რთული პერიოდია, თუმცა არც შემდეგ არის მარტივი. აღნიშნული ფაზის გავლის შემდეგ, ნარკომანი სიცარიელეშია, მკვდარია მისი ემოციები, არ ხიბლავს ჩვეულებრივი ყოფა, მზის ამოსვლა, ბუნება, საინტერესო წიგნი. დაკარგული ემოციების ბოლომდე დაბრუნებას, დაახლოებით ნახევარი წელი მაინც დასჭირდება
-და მთელი ეს დრო, შენთან უნდა ვიყო? ამ სახლში?
-ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ თავი კარგად იგრძნო -რაც შეეძლო თბილად გაუღიმა ბიჭმა
-იცი, შენზე მეც ბევრი რამ მსმენია -ოსტატურად შეცვალა საუბრის თემა გოგონამ. აღარ უნდოდა იმ სირთულეებზე საუბარი, რაც მომავლისთვის, მართლაც გარდაუვალი იყო, რადგანაც ამის სიკვდილზე მეტად ეშინოდა -ახლა მომაგონდა, ადრე მეგობარმა მიამბო, რომ ნარკომანიის თემაზე ტრენინგებს ატარებ სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში. საკმაოდ უხეშ ადმაიანად დაგახასიათა და ისიც დაამატა, რომ ზედმეტად დახურული ხარ იმისთვის, რათა შენს თავზე რამე მაინც მოყვე
-დავიჯერო, ხალხი ამდენადაა ჩემით დაინტერესებული? -ღიმილი კვლავაც ვერ შეიკავა გაბრიელმა
-შეიძლება ასეცაა . . .
-კარგი, მაშინ ამ ადამიანთა სია ჩამომიწერე და თავისუფალ დროს, აუცილებლად მოვუყვები საკუთარ ბიოგრაფიას
გოგონას ჯერ ღიმილი შეეპარა, მერე ფოსო გაუჩნდა მარჯვენა ლოყაზე, შემდეგ კი, უკვე ხმამაღლა გაიცინა და თავისი ყურსასმენი კვლავ მოირგო.
-საღ აზრზე მყოფს, შენთან თანამშრომლობა მართლა მინდა -თქვა მან -მაგრამ რა მოხდება, როდესაც დრო გავა და რთული პერიოდი დამეწყება? შეიძლება, მაქციასავით დასაბმელიც კი გავხდე. გააჩნია ჩემი პირადი "სავსემთვარეობა" როდის მეწვევა
-მითხარი, რამდენ ხანში ერთხელ იღებდი დოზას?
ირისი ჩაფიქრდა.
-ძირითადად, ოთხ დღეში ერთხელ მქონდა დაუოკებელი მოთხოვნილება. თუმცა იყო პერიოდები, როდესაც ყოველ დღე ვიკეთებდი -მიუგო რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ, თან დაამატა: -ალბათ, ორ დღეში დამეწყება ის ყველაზე ძნელად გადასალახი პერიოდი, ცოტა ხნის წინ, რომ მიამბე და ლამის გული გამიხეთქე -ბოლო სიტყვებზე, ცოტა არ იყოს, წყენა გაკრთა გოგონას ხმაში. ესეც მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა. საბოლოოდ, მიხვდა, რომ გაბრიელი წინასწარვე ამზადებდა იმისთვის, რაც ელოდა, თანაც ყველანაირი შელამაზების გარეშე და გაიფიქრა, რომ ასე ბევრად უკეთესი იყო -ჰო, მართლა, გაბრიელ, ზოდიაქოთი რა ხარ?
-ვერძი -იმ ტონით მიუგო ბიჭმა, რომელშიც მხოლოდ ერთი კითხვა "რატომ ინტერესდები" გამოსჭვივოდა
-ასეც ვიცოდი -ჩაეცინა იატაკზე მის გვერდით მოკალათებულ ირისს -ეს ხომ, ყველაზე მიზანდასახული ზოდიაქოს ნიშანია? ალბათ, ამიტომაც არ გინდა დანებდე და მეც მარწმუნებ, რომ ყველაფერი გამომივა
-გამოგიტყდები, ზოდიაქოების და მსგავსი სისულელეების არ მჯერა, თუმცა ზოგიერთისთვის ნამდვილად კარგი გასართობია
-რატომ არ გჯერა? იცი, რამდენ შემთხვევაშია ზუსტი ასტრონომია და ვარსკვლავები? მე, მაგალითად ხშირად მქონია ასეთი სიტუაცია
გაბრიელს ჩაეცინა, რაღაცის სათქმელად პირიც გააღო, თუმცა სწორედ ამ დროს, ტელეფონზე კიტის შეტყობინება მოუვიდა, ვინც ამცნობდა, რომ ლანა და აჩი მოსულიყვნენ და სასწრაფოდ ქვემოთ ჩამოსულიყო. იმის მიხვედრა ნამდვილად არ გასჭირვებია, ბიჭს, თუ რატომ სთხოვდა ძმა ასე დაჟინებით რაც შეიძლებოდა მალე გაჩენილიყო, იქ. სავარაუდოდ, წყვილი ისევ ტრადიციული კამათით ირთობდა თავს და მაშველი ძალა, აღნიშნულ სიტუაციაში ნამდვილად კარგი გამოსავალი იქნებოდა.
-ადექი, პირველ სართულზე ჩაგიყვან -ფეხზე, ხელის გულებზე დაყრდნობით წამოდგა ბიჭი და ჯერ კიდევ იატაკზე გაწოლილ გოგონას, თავისი მარჯვენა გაუწოდა. ირისს, ცოტა არ იყოს გული დასწყდა გაბრიელისა და თავისი იდილიის დარღვევის გამო, თუმცა მის გამოწვდილ მტევანს თავისი მაინც შეაგება და ტელეფონი შორტის ჯიბეში ჩაიდო
-რა ხდება? ასე უეცრად ქვემოთ ჩასვლა რატომ მოგინდა?
-ჩემი მეგობრები არიან მოსულები. წამოდი, შენც გაგაცნობ. რაც უფრო მეტ დროს გაატარებ ჩვენს საზოგადოებაში, მით უფრო ნაკლებად გაგიჭირდება ადაპტირება
-სხვათა შორის, შენი ძმა ძალიან მომეწონა -ღიმილით აღნიშნა გოგონამ და გაბრიელს უკან აედევნა
სტუმრები დიდი მუხის ქვეშ, მარმარილოს მაგიდასთან მოკალათებულიყვნენ. მათ წინ, კიტი ჩამომჯდარიყო თავზე წითელი კეპკით. ბიჭს, წინ კოკა-კოლას ნახევრად ჩაცლილი ქილა დაედო და დრო და დრო, ტბაზე მოქანავე ხის ნავისკენ აპარებდა მზერას სუსტად, რომ არწევდა წყლისგან წარმოქნილი მოლიცლიცე ტალღები.
ირისი შეცბა ახალი სახეების დანახვისას. მაშინვე ის იფიქრა, რომ მას, როგორც წამალდამოკიდებულს, ალმაცერად დაუწყებდნენ ცქერას. ამის მიხვედრა, არც გაბრიელს გასჭირვებია, ამიტომ, გოგონას ხელი მაგრად ჩასჭიდა, გამამხნევებლად გაუღიმა და მოსაუბრეებთან, ლამის ძალით მიიყვანა.
-აჩი, ლანა, გაიცანით, ეს ირისია -საკმაოდ ბუნებრივი ჟესტით წარუდგინა გოგონა მან სტუმრებს. თვალებითაც ანიშნა ზედმეტი არაფერი წამოსცდენოდათ, თუმცა კიტის მზერამ დაარწმუნა, რომ მოსულებს ამ თემაზე უკვე დალაპარაკებოდა და სათანადოდ გაეფრთხილებინა კიდეც
-ძალიან სასიამოვნოა -პირველად ლანა წამოდგა მათ შორის, ირისს ხელი ჩამოართვა თან ისე თბილად გადაეხვია, რომ გოგონა ცოტათი გაკვირვებულიც კი დარჩა -ეს კი, ჩემი იდიოტი შეყვარებულია, აჩი
-გაბრიელმა უკვე გასაგებად თქვა ჩემი სახელი, ასე, რომ თავს ნუ იწუხებ, ძვირფასო -ირონიულად დაარტყა ცხვირზე ხელი ბიჭმა, რის შემდეგაც, ირისს თავი სალამის ნიშნად დაუკრა -ამ კუდიანს არ მოუსმინო, ჩემზე საშინელ წარმოდგენას შეგიქმნის
-რას ვიზამთ, სიმართლე ყველასთვის მწარეა
-ისევ დაიწყეს -მობეზრებულად მოსვა ქილიდან კიტმა. გაბრიელი და ირისი ერთმანეთის გვერდიგვერდ დასხდნენ, აჩის და ლანას პირისპირ. წყვილი, კვლავ განაგრძობდა კამათს და როგორც ჩანდა, გაჩერებას არც აპირებდა
-რა სჭირთ დღეს ამათ? -სიცილით გადახედა გაბრიელმა, კიტს, ზუსტად მაშინ, როდესაც აჩიმ ლანას რაღაც ნიზლავზე დაუწყო საუბარი
ბიჭმა ღრმად ამოიხრა. კეპი მოიხადა და სიცხის გამო სახეზე აიფრიალა.
-დღეს კალათბურთის მატჩზე მიდიან და სხვადასხვა გუნდის ფანები არიან. ახლა ნახე შენ ამათი ჩხუბი, სავარაუდოდ, სტადიონზე ერთმანეთს ცოცხლად დაჭამენ
-ვინ თამაშობს? -ირისი მაგიდას მკლავებით ჩამოეყრდნო და მოკამათე წყვილზე, მასაც ღიმილი მოერია. აჩიმ და ლანამ, თითქოს სწორედ ეს უნდოდათო, წამოწყებული კამათი მაშინვე შეწყვიტეს და გოგონასკენ თითქმის ერთობლივად გამოიხედეს
პასუხის გაცემა, შეყვარებულს ლანამ დაასწრო :
-თბილისის და ბათუმის ნაკრებები ეჯიბრებიან -მერე, კიტს, პირისკენ წაღებული კოკა-კოლას ქილა ხელიდან გამოაცალა და გემრიელად მოსვა, თავი კი, იმით იმართლა, რომ ძალიან ცხელოდა -თუ გინდა, ჩვენთან ერთად წამოდი, სპორტი თუ გიყვარს გაერთობი -შესთავაზა გოგომ
-არა, ასე ვერ გავრისკავ -გაბრიელის კატეგორიულმა ტონმა ყველა გააჩუმა -მას ახლა მშვიდი გარემო სჭირდება, თქვენგან კი, ეს უკანასკნელი ძალიან შორსაა
-აჩი, გემის რას ამბობს?
-სიმართლეს -მხრები აიჩეჩა ბიჭმა -ყველა ხვდება, რომ ნამდვილი ალქაჯი ხარ და სადაც შენ გამოჩნდები, ყველგან ქაოსი და აყალმაყალია
-ჰო, ჰო, იცინე -ცარიელი კოკა-კოლას ქილა, კვლავ კიტს დაუბრუნა, ლანამ -შენი სათაყვანებელი გუნდი, რომ წააგებს და შუა სტადიონზე იყვირებ "პედოფილი ვარო", მერე ჩემი ჯერი იქნება, გავიცინო
-შენ რა, მართლა აპირებ ეგ გააკეთებინო? -სიცილით ჩაეკითხა ირისი და გაბრიელს გაოცებულმა გადახედა. ასეთი უცნაური წყვილის მნახველი, მართლაც, რომ პირველად გახდა. მოსისხლე მტრებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე შეყვარებულებს
-შენ ჯერ ის არ იცი, თვითონ რას მიპირებს წაგების შემთხვევაში
გაბრიელი წინ გადაიხარა და მაგიდას იდაყვით დაეყრდნო. ხედვადა, რომ ირისს აჩის და ლანას საზოგადოება ართობდა და მის ოთახიდან გამოყვანას სწორ გადაწყვეტილებად თვლიდა.
-მაინც რას? ამაზე უარესს?
-არ ვიცი შენთვის რომელი უფრო უარესია, მაგრამ მე თუ წავაგე, შუა ქუჩაში უნდა ვიყვირო, რომ "მამაკაცი მინდა"
ლანას სიტყვებს ხმამაღალი სიცილი მოყვა. ყველა იცინოდა ირისის ჩათვლით, რომელიც თვლიდა, რომ საქმე ნამდვილ გიჟებთან ჰქონდა და ეს თავისდა გასაკვირად, ართობდა კიდეც. წამით ისიც იფიქრა, რომ ლანა და ვაჩე ერთმანეთს მშვენივრად გაუგებდნენ, რადგან ბიჭს, სწორედ მისნაირი თამამი და თავზეხელაღებული გოგონები მოსწონდა, თუმცა ლანა უკვე დაკავებული იყო და ამაზე ფიქრი ნამდვილად არ ღირდა.
ახალგაზრდები კვლავაც წყვილის ნიზლავს განიხილავდნენ. ირისი ცალი ყურსასმენით ისევ მუსიკას უსმენდა, ხოლო გაბრიელი, რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებული იჯდა, როდესაც მათ მაგიდას, ყველასდა მოულოდნელად, თამაზი მიუახლოვდა და სინზე დაწყობილი, სპეციალურ თასებში გადანაწილებული შოკოლადის ნაყინი მარმარილოს ზედაპირზე, ზუსტად შუაში შემოდო.
კიტი, თითქოს წამებში გამოფხიზლდა. აჩის და ლანას ბავშვური დიალოგის გონებაში დაცინვას მაშინვე შეეშვა და დესერტისკენ ხარბად წაიწია.
-თამაზ, ნამდვილი საგანძური ხარ! -თქვა მან აღფრთოვანებით -უკვე, იმის დაჯერებას ვიწყებ, რომ ჩვენს შორის ტელეპატიური კავშირი არსებობს და ჩემი ფიქრები გესმის -ამ სიტყვებით, ბიჭმა სინისკენ ხელი გაიწვდინა, თუმცა, როდესაც მტევანზე თამაზის დარტყმა იგრძნო, იგი კვლავ უკან წამოიღო და თავზე წამომდგარ ადამიანს, გაოცებული მზერით ააშტერდა
-შენ, ჯერ სადილიც არ გიჭამია, ყმაწვილო -ცალი წარბი, მაღლა აეზიდა კაცს და ისე დაჰყურებდა -ნაყინს თავი დაანებე და სამზარეულოში გამომყევი!
გაბრიელმა უმცროს ძმასთან გამოსარჩლება სცადა, თან ღიმილს ვერ იკავებდა მათ დიალოგზე.
-კარგი, რა, თამაზ, პატარა ბავშვი ხომ აღარაა? თუ მოშივდება, საჭმელს თვითონაც მიაგნებს. მაცივრისკენ მიმავალი გზა, ერთადერთია, რაც არასდროს ეშლება
-თქვენზე ორჯერ უფროსი ვარ და ჯობს, აღარ შემეკამათოთ! -პოზიციას არ თმობდა კაცი -შეხედე რა გამოლეულია. თუ ასე გააგრძელა, მისგან მხოლოდ სახელი და გვარი დარჩება. მერე გაგახსენდებათ თამაზის სიტყვები, თუმცა უკვე გვიანი იქნება
-არ მომეშვები, არა? -საცოდავი მზერით უყურებდა მას კიტი
კაცმა, მზერით დაუდასტურა, რომ სწორედ ასე იქნებოდა და ბოლოს, თავისი საფირმო კერძის, ბოლონეზეს მომზადებასაც შეჰპირდა სპაგეტისთან ერთად, რაც კიტს, ყველაზე მეტად უყვარდა. რაღა დარჩენოდა ბიჭს? დესერტით სავსე სინი, დანარჩენებს დაუტოვა, კოკა-კოლას ქილა გადასაგდებად წაიღო და თამაზს, უკან მორჩილი კრავივით მიყვა.
შუადღე ნელ-ნელა გადადიოდა და მზესაც აკლდებოდა მცხუნვარება. ხიდან ჩამოცვენილი ფოთლები, რომლებსაც მსუბუქი ნიავიც კი სწყვეტდა თავიანთ ყუნწებს, ქვემოთ მოფარფატებდნენ, ტბის ზედაპირზე ეშვებოდნენ და სხვა მათნაირების გვერდით, ბაწარზე გამობმული ნავებივით ტივტივებდნენ ერთ ადგილას.
კიტის წასვლის შემდეგ, აჩიმ და ლანამაც მალევე გადაწყვიტეს უკან, ქალაქში დაბრუნება. წყვილის სათაყვანებელი, საკალათბურთო მატჩი, ზუსტად ერთ საათში იწყებოდა და იქ, დროულად უნდა მისულიყვნენ, რათა სტადიონზე მათი ადგილები სხვას არ დაეკავებინა. ირისს უნდა ეღიარებინა, რომ ამ ადამიანებთან ურთიერთობა და ხანმოკლე კონტაქტიც კი, ძალიან მოეწონა. უკვირდა, თუმცა, თავს იმდენად უცხოდ აღარ გრძნობდა, როგორც წინა დღეებში. ასე თუ ისე, კიტსაც დაუმეგობრდა, აი, რაც შეეხება გაბრიელს, რატომღაც პირველივე დღესვე ჩათვალა თავისთის ახლობელ ადამიანად. ალბათ, ეს იმის ბრალი იყო, რომ ბიჭმა, იგი უკაცრიელ ქუჩაზე სიკვდილისგან კლანჭებისგან იხსნა, თანად მის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლეც კი, ყოყმანის გარეშე შეაგდო სასწორზე.
ამის გაცნობიერებისას, გოგონას სახეზე, მკრთალმა ღიმილმა გადაურბინა და გაბრიელს გახედა. ირისის მსგავსად, მასაც სავსე ნაყინის თასი ედო წინ და შეჭმას არც კი ფიქრობდა. როდესაც თავისკენ მიმართული მზერა დააფიქსირა, მაგიდაზე თითები რიტმულად აათამაშა და სივრცეს გახედა.
-რატომ იღიმი? -თავის გვერდით მჯდომისკენ არც გაუხედავს, ისე იკითხა მან
-ისე, უბრალოდ
-ისე, უბრალოდ არაფერი ხდება
-რისი მოსმენა გინდა? -დაიბნა გოგონა და ქვედა ტუჩზე ნერვიულად იკბინა, თუმცა, თვითონაც არ იცოდა, კონკრეტულად რამ ააღელვა ასე ძალიან
-კარგი, დაივიწყე, არაფრის . . . . იცი? რაღაც იდეა მომივიდა
საუბრის მოუდლონელმა ცვლილებამ, ირისს წინანდელი უხერხული სიტუაცია გადაავიწყა და დაინტერესებული სახე მიიღო.
-მაინც?
-მოდი, დღეს ის გავაკეთოთ, რაც შენ გიყვარს. ახალგაზრდა გოგო ხარ, ვაცნობიერებ, რომ მთელი დღე სახლში ჯდომა და ტბაში მოცურავე ფოთლების ყურება, ძალიან მოსაწყენად გეჩვენება
-აკი მითხარი, ხუთას მეტრზე იქით წასვლის უფლება არ გაქვსო? -ამას რომ ამბობდა, პარალელურად, თავის "შპიონ" სამაჯურს დახედა უკმაყოფილო მზერით
-ჰო, გითხარი, მაგრამ ის არ მითქვას, რომ ჩემთან ერთად წასვლაც გეკრძალებოდა . . . ვცდილობ, შენდამი მაქსიმალურად კეთილი ვიყო. ზოგადად, ადამიანების მიმართ ასეთი მზრუნველი არ ვარ და შეგიძლია თავი განსაკუთრებულად იგრძნო -ირისმა, ამ სიტყვებში ხუმრობის ნოტები დაიჭირა, თუმცა სცადა თამაშში აჰყოლოდა
-და რით დავიმსახურე თქვენი კეთილგაწყობა, ბატონო გაბრიელ? -იკითხა მან -თუ საიდუმლო არ არის რა თქმა უნდა
-შეიძლება ოდესმე გითხრათ კიდეც, ახლა კი, თუ შეიძლება, კეთილი ინებეთ და თქვენს მხსნელ მონადირეს გაჰყევით, წითელქუდავ -ფეხზე წამოდგა ბიჭი, საათს დახედა და ირისს ზემოდან დააცქერდა. არ იცოდა, სწორად ფიქრობდა თუ არა, მაგრამ, გოგონას სახეზე, რატომღაც ორჭოფობა შენიშნა. ამას, ისიც ემატებოდა, რომ ირისი ხმას არ იღებდა და საეჭვოდ დუმდა -რა მოხდა? რატომ ყოყმანობ?
-არა, არა, არ ვყოყმანობ, უბრალოდ მაინტერესებს, სადაც მივდივართ, იმ ადგილისთვის შესაფერისად მაცვია, თუ, არა
გაბრიელმა ოდნავ უკან დახევით, გოგონა თავიდან ფეხებამდე გამომცდელად აათვალიერა და მცირეხნიანი დაკვირვების შემდეგ, დასკვნაც გააკეთა :
-ჩემი აზრით, იდეალურად გამოიყურები -მერე კი, დამაატა:- ოღონდ, ამჯერად, საჭესთან მე დავჯდები, წითელქუდა . . .






* * *
მოწმენდილი ცა ცისფრად ანათებდა და ფუმფულა ღრუბლებით იყო მოფენილი, თუმცა არა ისეთებით, წვიმას, რომ მოასწავებდა ხოლმე და ღიმილიანი ამინდის მოყვარულს აშკარად აშფოთებდა-პირიქით, თითქოს ბამბისგან დაემზადებინათ ეს უკანასკენლი.
ცხრათვალა მზე, კვლავაც მხიარულად კაშკაშებდა უკიდეგანო, ლურჯ ცაზე. მყუდრო, სიცოცხლით სავსე ატმოსფერო იყო, ირგვლივ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ვიღაცას ამ ერთ დღეში ჩაედო ბუნების მთელი სინატიფე, სინაზე და მშვენიერება.
კაშკაშა ბურთის სხივებით განათებულ გზატკეცილზე, სხვა ავტომობილებს შორის, გაბრიელის მანქანა საშუალო სიჩქარით მისრიალებდა და მოგნიტოფონში აჟღერებული Westlife - Seasons In The Sun-იც იდეალურად ეხამებოდა მგზავრობასაც და იმ დღის შესანიშნავ ამინდსაც.
საღამოვდებოდა. ცას ნელ-ნელა ეპარებოდა თბილი დაისი და კაბადონიც ფორთოხლისფრად იფერებოდა.
-მალე მივალთ?
-საკმაოდ . . .
ბიჭმა მუსიკას ხმა აუწია და თავის გვერდითა სიდენიაზე მჯდომ ირისს გადახედა. გოგონას, თავი საქარე მინაზე ჰქონდა მიყრდნობილი და თვალდახუჭული, მუსიკის რიტმს მხოლოდ ტუჩებით ყვებოდა.
დაახლოებით ხუთი წუთი კიდევ იარეს. ამჯერად, მათ თვალწინ, შედარებით დაბალსართულიანი შენონები გადაიშალა. ვრცელი, ნაკლებად ხალხმრავალი ადგილი იყო. თვალის გაწვდენაზე მხოლოდ მყუდროება და იასამნის ბუჩქებით გალამაზებული ხეივანი მოჩანდა. ქუჩის ბოლოში, ჩინური სტილის გადახურვის, ლამაზი, ორსართულიანი შენობა აღმართულიყო, რომელზეც დიდი აბრა ბრჭყვიალებდა წარწერით "ზამთრის სასახლე".
ნაგებობა საკმაო დახვეწილობით გამოირჩეოდ. იგი ხისგან აეშენებინათ, ხოლო შესასვლელ კარში, წითელი ფორმის მრგვალი ფრანები დაეკიდებინათ მარჯვენა და მარცხენა მხრიდან.
ხსენებულ "ზამთრის სასხლეს" იმდენად ბუნებრივი ფერი ჰქოდა, ალბათ, არასდროს შეეღებათ და ეს უფრო მეტ ხიბლს მატებდა მის ისედაც ორიგინალურ კონსტრუქციას.
-ეს არის? -კვლავ მორიგი კითხვა დასვა, ირისმა. ამჯერად, სიდენიაზე გამართული იჯდა და აღარც, ფანჯრისთვის ჰქონდა თავი მიყრდნობილი
გაბრიელმა თავი დაუქნია.
-რა შენობაა?
-ყველაზე კარგი სუშის რესტორანი მთელს ქალაქში -თქვა მან -თბილისში ასეთი სულ რამდენიმე შემორჩა, ძველია და ძალიან ორიგინალური
ირისმა რაღაც-რაღაცები გაარკვია, თუმცა კითხვები ისევ ჰქონდა.
-ორიგინალური რატომღაა? ან, "ზამთრის სასახლე" რატომ ჰქვია?
-ჯობს, შევიდეთ და შენივე კითხვებს თავადვე გასცემ პასუხს. ჰო, მართლა, თუ სუში არ გიყვარს, სხვა რამეც შეგიძლია შეუკვეთო. მხოლოდ იმის გამო ნუ შეჭამ, რომ მე მასიამოვნო
-არც ვაპირებდი -თავდაჯერებულად გაისმა პასუხი -სხვათა შორის, სუშის დიდი მოყვარული ვარ . . .
გაბრიელმა გასაღების ასხმა უკანა ჯიბეში ჩაიდო და გოგონას ფეხდაფეხ მიჰყვა. ამ უკანასკნელს, სახეზე ეტყობოდა, რომ საკმაოდ მალე სურდა კითხვებისთვის პასუხების გაცემა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. სწორედ ამიტომ, შესვლის თანავე თვალი მოატარა თავისთვის ჯერ კიდევ უცნობ გარემოს და რამდენიმე წამის შემდეგ, ბაგეებზე მკრთალი ღიმილიც გამოესახა.
"ზამთრის სასახლე" პირდაპირი მნიშვნელობით ამართლებდა თავის სახელს. ირგვლივ ყველაფერი, მაგიდებისა და სკამების გარდა, ფაფუკი, ხელოვნური თოვლით იყო გადაპენტილი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ადამიანი ჯადოსნური პორტალით გადადიოდა ერთი წელიწადის დროიდან მეორეში. თბილიდან, ცივში, ფერადიდან და მხიარულიდან, ერთფეროვანში და მკაცრში. იქაურობა, მართლაც ყველაზე პირქუში წელიწადის დროის სურნელით იყო მოცული.
დიდი, ნათელი ფანჯრებით განათებული დარბაზის ოთხივე მხარეს, ხელოვნური ნაძვების რიადი გაემწრიკებინათ, რაც, დარბაზს ტყით შემოსაზღვრულის იერს სძენდა. ნაძვები, იგივე ხელოვნური თოვლით იყო გადაპენტილი, რომლითაც იატაკი, კედლებზე ჩამოკიდებული სხვადასხვა ჩინური თუ იაპონური საბრძოლო ხელოვნებების ამსახველი სურათები და ფანჯრის რაფები, რომელთა მინაზეც, ქაღალდისგან გამოჭრილი თოვლის ფიფქები იყო მიმაგრებული.
ირისი ყველაზე მეტად იმან გააკვირვა, რომ ირგვლივ მართლაც იდგა ზამთრისთვის დამახასიათებელი სუსხი, თუმცა როდესაც, თითქმის ჭერამდე ატანილ, დიდ, თეთრ კონდინციონერ მოჰკრა თვალი, რომელიც გრილ ჰაერზე იყო გადართული, ყველაფერს მაშინვე მიხვდა და ამ საოცარი გარემოთი მოხიბლულმა, გაბრიელს აღფრთოვანებული ღიმილით გადახედა.
-ახლა უკვე ყველაფერს ვხვდები -ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფმა თქვა მან -კითხვები აღარ მაქვს
-თუ ასეა, ადგილი დავიკავოთ . . .
ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან დასხდნენ. იქედან, ნათლად მოჩანდა ზაფხულის მწველი მზით განათებული ქუჩა და იასამნის ბუჩქები. ამ ყველაფრის ფონზე კი, გარშემო მიმოფანტული თოვლის დანახვა, მართლაც სხვა სამყაროში მოხვედრას ჰგავდა.
დარბაზში, ხუთ რიადად ჩამწკრივებულ მუხის მაგიდებს, სამურაის შავ ფორმებში გამოწყობილი მამაკაცი ოფიციანტები ემსახურებოდნენ. მათ, ნიკაპებზე ხელოვნური, ჩაწნული წვერი ჰქონდათ მიმაგრებული, ხოლო შუბლზე, ტანსაცმლის ფერი შავი თავსაბურავები წაეკრათ და შეკვეთებსაც უცნაური ფორმის, დრაკონის გამოსახულებიანი, დიდი, სამკუთხედი სინებით დაატარებდნენ.
-ეს ადგილი, აქამდე რატომ არავინ მიმასწავლა? -ირისი თვალს ვერ აშორებდა დარბაზში გამეფებულ ფუსფუსს. ირგვლივ, მხოლოდ თორმეტი მაგიდა იყო დაკავებული. სხვებიდან, ორი ჯერ კიდევ აულაგებელი გახლდათ, ხოლო დარჩენილი სამი, მოთმინებით ელოდა მორიგ სტუმარს
-დღეიდან, გეცოდინება და შეგვიძლია ხშირადაც მოვიდეთ ხოლმე
-საინტერესოა, შენი შეყვარებული რას იტყვის ამაზე? -იკითხა ირისმა და მაშინვე ენაზე იკბინა, თუმცა არც დროის მანქანით უახლოეს წარსულში დაბრუნება შეეძლო და არც, დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვების უკან წაღება
გაბრიელი სკამის საზურგეს მიეყრდნო. თავისუფალ ოფიციანტს ხელით ანიშნა მათთან მოსულიყო და კვლავ გოგონას მიუბრუნდა.
-და ეს, აქ რა შუაშია?
-არა, უბრალოდ . . . -შესაფერის სიტყვებს გამალებით ეძებდა, იგი -არა მგონია მოეწონოს, რომ ჩემთან ერთად ასეთ ადგილებში დადიხარ და ასე შემდეგ, ხომ ხვდები?
-ირის, მისმინე -ბიჭი მისკენ გადაიხარა და თვალებში ჩააშტერდა -მე და დიანა, ერთმანეთის ცხოვრებაში არ ვერევით. რაც შეგვეხება ჩვენ, ერთმანეთთან მნიშვნელოვანი რაღაც გვაკავშირებს და რა არის, ეს რაღაც, შენ ჩემზე უკეთ იცი
-კარგი, მოდი, რამე შევუკვეთოთ -უხერხული სიტუაციისგან, იმ წამს მოახლოებულმა ახალგაზრდა მიმტანმა იხსნა გოგონა. ბიჭს, პერსონალის სხვა წევრებივით, მოზრდილი წვერი მიემაგრებინა კიპაპზე, თუმცა დანარჩენებისგან მაინც განსხვავდებოდა, რადგან, შავის მაგივრად, შუბლზე წითელი ნაჭერი ჰქონდა შემოსალტული
მიმტანის მოწოდებული მენიუ, რომლის ყდაზეც გადაჯვარედინებული იაპონური ხმლები იყო გამოსახული, გაბრიელმა ირისს გაუწოდა, თავად კი, სკამის საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო. გოგონა ერთხანს დაკვირვებით ჩასცქეროდა კერძების დასახელებებს, შემდეგ ნიკაპქვეშ ხელის გული ამოიდო, თავი გადააქნია და სკამზე უფრო კომფორტულად მოკალათდა.
-არ შემიძლია, ვერაფერს ვკითხულობ, თვალები მიჭრელდება -თქვა, დაკეცილი მენიუ მაგიდაზე დადო და სახეზე ხელები, უცხო სტუმრის მოსვლისგან დამორცხვებული ბავშვივით აიფარა
-რა დაგემართა? შემთხვევით, ძილი ხომ არ დაგაკლდა?
-ორი დღეა წესიერად არ მძინებია -მაშინვე გამოტყდა ირისი, მერე კი, სახიდან ხელები ფრთხილად ჩამოიღო და დაამთქანარა
სამურაის ფორმაში გამოწყობილი მიმტანი, კვლავ ერთ ადგილას იდგა და მოთმიმენით ელოდა, თუ როდის ჩაიწერდა სპეციალურად მომარჯვებულ წიგნაკში, წყვილის მიერ შეკვეთილი კერძების დასახელებებს.
-ასეთი რამები უნდა მითხრა ხოლმე, გესმის? -თითქოს გაწყრა გაბრიელი -ამას აქამდე არ ვაკეთებდი, რადგან არ მინდოდა დამეთრგუნე, თუმცა გაფრთხილებ, ხვალიდან ოცდაოთხი საათი ჩემი სახის ყურება მოგიწევს. საქმეც ბევრი გვაქვს და სალაპარაკოც
-იმედია, ისე არ მომექცევი, როგორც ექიმი
-თეთრი ხალათი არ მეცმევა, თუმცა სხვა მხრივ, განსხვავება არ იქნება -მიუგო ბიჭმა გადაჭრით, მერე კი, როგორც იქნა მიაქცია ყურადღება შორიახლოს, ქანდაკებასავით ჩამომდგარ მიმტანს:- ორი პორცია სუში თუ შეიძლება . . . კიდევ, რამე გამაგრილებელი სასმელიც და მისთვის -თითით ირისზე ანიშნა -ერთი ფინჯანი მაგარი ყავა წამოიღეთ
ბიჭმა ყველაფერი ზედმიწევნით ჩაიწერა.
-კიდევ რამეს ხომ არ მიამატებთ? ძალიან გემრიელი კორეული ნამცხვრები გვაქვს აქციაში-ორი ერთის ფასად
-მე გავსინჯავ -ხელი ასწია ირისმა მხიარულად -მაინც ჩემი პარტნიორი იხდის და მან იდარდოს
-და შენმა პარტნიომა თუ იცის ამის შესახებ? -ალმაცერად გახედა გოგონას გაბრიელმა
-კი, ამ წუთას გაიგო
მიმტანს მათ დიალოგზე ჩაეცინა და წიგნაკი დახურა. შემდეგი მაგიდისკენ წასვლამდე, დაიბარა, ყველაფერს ახლავე მოგართმევთო და წყვილს, თავაზიანი ღიმილით დაემშვიდობა.
სწორედ იმ წუთას, დაწესებულებას კიდევ რამდენიმე კლიენტი შემოემატა. იქაურობა ნელ-ნელა ხალხით ივსებოდა და რადგანაც, შემოსულები ხელოვნური თოვლით გადაპენტილ დარბაზში ვეღარ ეტეოდნენ, მეორე სართულზე ასასვლელი კიბეებით სარგებლობდნენ ვერანდაზე ადგილის დასაკავებლად.
გაბრიელის და ირისის შეკვეთა, მიმტანის წასვლიდან მხოლოდ ათი წუთის შემდეგ მიიტანეს სასურველ მაგიდასთან. გოგონას, თმა მარცხენა მხარეს გადმოეყარა და თავს, მისი ჩაწნით ირთობდა. როდესაც ბოლომდე ჩავიდოდა ხოლმე, ყველაფერს თავიდან იწყებდა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ სინიდან მაგიდაზე გადმოდებილი კოფეინის სურნელმა პირდაპირ ცხვირში არ შეუღიტინა.
თითქოს ერთიანად გამოაცოცხლა ამ არომატმა. ფინჯანი ხელით დაიჭირა და მართლაც სხვა სამყაროდან მოესმა გაბრიელის ხმა, რომელმაც, მიმტანს ანგარიშის მოტანა წინასწარ მოსთხოვა.
რამდენიმე წამში, გრძელწვერა ბიჭი კვლავ მიუახლოვდა მათ მაგიდას, პატარა, გადაშლილ წიგნაკში ჩადებული ჩეკი დატოვა და ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა.
-ბევრი ხომ არ არის? -როგორც კი, ამ უკანასკნელმა მორიგი კლიენტისკენ აიღო გეზი, ირისმა ყავის ფინჯანს ხელები შეუშვა და იგი, მაგიდის ზედაპირზე შემოდგა. პარალელურად, სცადა წიგნაკში ჩაეხედა, თუმცა სანამ ამას მოასწრებდა, გაბრიელმა იგი უწინდებურად დახურა და თეფშის მარჯვენა მხარეს გადადო
-თანხაზე არ იფიქრო, როგორც თქვი, შენ არ იხდი
-შენს სახლს, მართლაც ეტყობა, რომ ფული საკმარისზე მეტი გაქვს. თუ ასეა, ერთი რამ ვერ გამიგია
-მაინც, რა? -გამაგრილებელ სასმელს თავი მოხსნა ბიჭმა და ქილიდან ერთი ყლუპი სწორედ იმ დროს გადაუშვა გამშრალ ყელში, როდესაც, ირისმა კოფეინი მოსვა თავისი ფინჯნიდან
-ის, რომ, თუ ასეთი მდიდარი ხარ, რაღატომ დათანხმდი ფულის სანაცვლოდ ჩემნაირი პრობლემური ადამიანით თავის გადაღლას? თუ ამ წუთას ეკონომიური კრიზისი გაქვს?
-არაფერი მაგდაგავრი -უკმაყოფილო მზერა მოაყოლა გაბრიელმა ამ სიტყვებს -შენი მეგობრებისგან ფულის აღება არც მიფიქრია. ამას, საკუთარი თავისთის ვაკეთებ
ირისს ყავა კინაღამ გადასცდა და თანამოსაუბრეს გაკვირვებული მზერა შეანათა.
-ანუ? რა გამოდის? სრულიად უანგაროდ მეხმარები? -ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა გოგონა იმას, რაც მოისმინა და ეს, ტონზეც ნათლად ეტყობოდა
-საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა მინდა, ირის. მაინტერესებს, შემიძლია თუ არა, მსგავს რთულ ამოცანას შევეჭიდო და შემდეგ, მიღებული შედეგით დავკტკბე
-ყველაფერი გასაგებია -ღიმილით გადააქნია თავი, გოგონამ -ახლა, უკვე კარგად მესმის, რა იგულისხმე მაშინ, როდესაც მითხარი, რომ მე, შენი ახალი პროექტი ვიყავი
-სუშის არ გასინჯავ? -სხვა თემაზე გადაუტანა ბიჭმა და თეფშებზე ლამაზად დალაგებულ, სხვადსხვა ინგრედიენტებით შეკაზმულ ბრინჯს დახედა
-ჩხირების ხმარება, რომ არ ვიცი?
-მეგონა, გასინჯული გქონდა. ასე თავად მითხარი
-გასინჯულიც მაქვს, მაგრამ სპეციალური ჩხირებით არასდროს მიჭამია. სუშის ბევრი მოყვარული, თვლის, რომ იგი ხელით უნდა ჭამო
-ამ შეხედულებას, მხოლოდ ისინი ავრცელებნ, ვისაც ჩხირების გამოყენება უჭირს
-კარგი, მაგრამ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხელიდან გამივარდება და ისე შევირცხვენ თავს, როგორც ჯულია რობერტსი იმ ფილმში, საპატიო ვახშამზე ლოკოკინას ჭამას, რომ ცდილობს და ამ უკანასკნელს, ვიღაც ჯენტლმენის მაგიდაზე გადაისვრის შემთხვევით
გაბრიელს გაეცინა. წამით, თვალმოუშორებლად უყურა გოგონას, შემდეგ კი, ისე, რომ არანაირი შესავალი არ გაუკეთებია, თავისი სკამი მასთან მიიტანა და იმდენად ახლოს ჩამოუჯდა, რომ მათ შორის მანძილი ორი სანტიმეტრი ძლივს იქნებოდა.
სანამ ბიჭის საქციელით გაკვირვებული გოგონა ხმის ამოღებას მოასწრებდა, იგი თავად ალაპარაკდა:
-ახლა, მე შენ ამ ჯოხების გამოყენებას გასწავლი -თვალებით თეფშისკენ ანიშნა მან -ჯერ კარგად დამაკვირდი და მერე გაიმეორე, კარგი?
-კარგი -თავი დაუქნია ირისმა. გაბრიელის სუნამოს სურნელისგან გაბრუებულს, ხმის ამოღებაც კი უჭირდა და ვერც კი აცნობიერებდა, რა ემართებოდა იმ წუთას. არასდროს ჰქონია ასეთი განცდები საპირისპირო სქესის მიმართ, ამიტომ გონებაში ყველაფერი ერეოდა და ვერაფრის ახსნას ვერ პოულობდა
-მოკლედ, ერთ თითს, აუცილებელია ეს, ცერა იყოს, ჩხრის ზემოდან ვხვევთ და მის მეორე ბოლოს არათითს ვაჭერთ -დაიწყო მან ახსნა, თან, პრაქტიკაშიც ანხორციელებდა იმას, რასაც თეორიულად ხსნიდა -მეორეს კი, საჩვენებელი თითით ვარეგულირებთ, ისე, რომ შუანა თითი საქმეში არ ერევა და საჭმლის ზომის მიხედვით ვაშორებთ წინას, რათა მოხერხებულად შევძლოთ აღება . . . აი, ასე -გაბრიელმა თევზის ერთ ნაჭერი, ჩხირებით მოხერხებულად დაიჭირა და იმის მაგივრად, რომ იგი პირისკენ წაეღო, ირისის პირთან მიიტანა -მიდი, გასინჯე
-მე?
-ჰო, შენ -გაეღიმა მის გულუბრყვილო შეკითხვაზე, გაბრიელს -მიდი, რაღას უცდი?
გოგონამ საკვებს დახედა, თითქოს ამოწმებსო, შემდეგ, ტუჩები ოდნავ გახსნა და გამოცდილი კრიტიკოსივით დააგემოვნა მისთვის გამოწვდილი ნაჭერი. მრავალჯერ გაუსინჯავს ეს კერძი, ძირითადად, სახლში გამოუძახებია სხვადასხვა სუში-რესტორნებიდან, თუმცა რასაც ახლა ჭამდა, თითქოს სულ სხვანაირი იყო. ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ მის თეფშზე მოთავსებული ულუფა, პროფესიონალი, იაპონელი მზარეულის ნახელავს წარმოადგენდა, რომელიც თავისთავად, ზედმეტად დახელოვნებული იყო მსგავი გემრიელობების მომზადებაში
-მართლა, ძალიან, ძალიან გემრიელია -ლუკმის გადაყლაპვის თანავე შეაქო დელიკატესი გოგონამ -მწყინს, რომ ამ ადგილის შესახებ აქამდე წარმოდგენაც კი, არ მქონდა
-მიდი, ახლა შენით სინჯე
-კარგი, მაგრამ დიდად დარწმუნებული არ ვარ, რომ გამომივა
-მე, კიდევ შენი პესიმიზმი არ მომწონს -გვერდულად გახედა გაბრიელმა. მერე, ხელზე ხელი მოკიდა და უფრო ახლოს დაუჯდა -მოდი, ჩემთან ერთად სინჯე
-დასაწყისისთვის მითხარი, რა სუნამოს ხმარობ?
-სუნამოს?
-ჰო. ძალიან სასიამოვნო არომატს აფრქვევ
-მამაკაცის სუნამოები მოგწონს? -გაეცინა გაბრიელს. გოგონას ჩხირები ხელში მოხერხებულად დააჭერინა, თანაც ისე, რომ მისი თითებისთის თავისი არ მოუშორებია
-არა, უბრალოდ, ვიფიქრე კონსტანტინეს ვუყიდი დაბადების დღეზე-მეთქი
-როდის აქვს?
-ექვს თვეში -მაშინვე უპასუხა გოგონამ, თუმცა უკვე მეორედ ინანა თავისი დუფიქრებლობა. გაბრიელს კვლავ ჩაეცინა.
-ნადრევად დაგიწყია საჩუქარზე ფიქრი -მიუგო მან. კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, თუმცა ირისის დაბნეულ გამომეტყველებას, რომ შეხედა, მაშინვე გადაიფიქრა და კვლავ დაწყებულ საქმეს მიუბრუნდა -კარგი, ამ წუთას, ჩხირები მოხერხებულად გიჭირავს. ახლა ერთი ნაჭერის აღება ვსინჯოთ . . . ფრთხილად . . . თითები ნუ გიკანკალებს . . . აი, ასე, ყოჩაღ -შეაქო ბიჭმა, როდესაც ირისმა როგორც იქნა ჩაიწყნარა გაბრიელის შეხებისგან მოგვრილი ჟრუანტელი და კიდევ ერთხელ ჩაიდო პირში უმი თევზის ნაჭერი . . .

"ზამთრის სასახლეში" თითქმის ერთი საათი დაყვეს. გოგონა, კოფეინმა საგრძნობლად გამოაფხიზლა და დაბინდული მხედველობაც დაუწმინდა. სიამოვნებდა გაბრიელთან ურთიერთობა და მცირედი კონტაქტიც კი, რადგან, ამ ადამიანისგან რაღაც აუხსნელ თანადგომას გრძნობდა და იცოდა, რომ ყველანაირად დაუდგებოდა მხარში თავისთის რთული პერიოდის გადალახვაში. ყოველივეს ისიც ემატებოდა, რომ ბიჭი ამ ყველაფერს ფულის გამო არ აკეთებდა. ამან, ორმაგად უფრო დიდი ნდობა გააღვიძა ირისის გულში მის მიმართ. არ იცოდა, თუ რა იქნებოდა მომავალში, ან გამოვიდოდა თუ არა რამე ამ საქმიდან, მაგრამ, თავისდა გასაკვირად, იმ მომენტში ამაზე ფიქრი წამითაც კი არ უნდოდა.
ვახშმის დასრულების შემდეგ, რომელსაც დესერტად მიმტანის მიერ შემოთავაზებული კორეული ნამცხვრებიც დააყოლეს, გაბრიელს სახლში დაბრუნება მოუნდა, თუმცა, გოგონას თხოვნით, საბოლოოდ, იმ ქუჩას დაუყვნენ სასეირნოდ, სადაც რესტორანი-"ზამთრის სასახლე" მდებარეობდა. იქაურობა, მთლიანად ლამაზი, სურნელოვანი ისამნის ბუჩქებით იყო გარემოცული. ქუჩის სივიწროვის გამო, მოკირწყლული ბილიკი და მარჯვნივ და მრცხნივ ჩარიგებული, დახვეწილი სახლები კიდევ უფრო ლამაზები ჩანდნენ. სეირნობისას, გაბრიელმა, დიდ, ორსართულიან შენობასაც შეავლო თვალი და მის ჭიშკარზე დადებული ვერცხლისფერი ბოქლომიც დაინახა. იგი, თავის მხრივ, უსაფრთხოების სისტემის როლს ითავსებდა, შესასვლელ კართან დაყენებულ პაროლიან საკეტთან ერთად.
სახლს, წინ საშუალო ზომის შადრევანი ჰქონდა. მისი აუზი, ხელოვნური ლოკოკინებითა და კენჭებით იყო მოჭედილი. ამ მოჩუხჩუხე დეკორაციის მშვენიერება, თითქოს მთელს უბანში იგრძნობოდა და სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ირისის მზერა აღნიშნულ შენობასა და მის შემოგარენს ვერ სცილდებოდა. იმაზე ლაპარაკიც ზედმეტია, რომ აუზში უამრავი წითელ-ყვითელი თევზი დაცურავდა საკმაოდ ლამაზი კუდებითა და ფარფლებით.
-რა ლამაზია აქაურობა. ალბათ, მფლობელები მართლაც ბევრს ზრუნავენ მასზე -სახლისთვის თვალმოუშორებლად აღნიშნა, გოგონამ. მუდამ მოსწონდა მოვლილი, ეზოიანი სახლები, რადგან თავადაც ასეთი ჰქონდა და მის გალამაზებაში, მუდამ დიდ მონაწილეობას იღებდა ხოლმე
-ჰო, ასეა -დაემოწმა გაბრიელი
-შენ რა იცი, მათ იცნობ?
-ადრე, ბრძოლა წესების გარეშე იყო ჩემი ჰობი. შეჯიბრებებზეც ხშირად გამოვდიოდი და გამოცდილი მწვრთნელიც მჭირდებოდა. ამ სახლში, სწორედ ჩემი მწვრთნელი ცხოვრობს- ანდრეა
-ანდრეა კანდელაკზე ამბობ? -ღიმილით ჩაეკითხა მას ირისი, პარალელურად, კვლავ სახლს შეხედა დამკვირვებლური მზერით
-ჰო, შენ საიდანღა იცნობ?
-მე, არა, მაგრამ მთელი ჩემი კურსის გოგონები სპორტ-დარბაზში მხოლოდ იმიტომ დადიოდნენ, რომ სწორედ ეგ ანდრეა შეებათ -გაეცინა მას
-მერე როგორ წარმატებებს აღწევდნენ?
-ვერანაირს . . . როგორც ვიცი, ცოლი ჰყავს და მის გარდა არავინ აინტერესებს. ყველას იმედგაცრუებულს ტოვებდა -ვითომ დამწუხრებული სახით წარმოთქვა ირისმა ეს სიტყვები
სახლს რამდენიმე ნაბიჯით გასცდნენ. გაბრიელმა, მხოლოდ იმ წამს დახედა თავის მაჯის საათს და მკლავში ხელის ჩავლებით, წინ მიმავალი გოგონაც შეაჩერა.
-დაბრუნების დროა, ცოტა უნდა დაისვენო -უთხრა მან -დღეიდან, შენს ოთახში ხშირად მიხილავ ხოლმე. ორი დღეა ნორმალურად არ გძინავს
-მოიცა, მოიცა, ღამითაც შემოხვალ? ეს რა საჭიროა?
-საჭიროა . . . მე თვითონ უნდა დავაკვირდე, რამდენ საათს ატარებ გათიშულ მდგომარეობაში და რამდენს, ფხიზელში. ნუ ღელავ, აღგზნებული ფსიქოპათი ნამდვილად არ ვარ -მხარზე დაადო ხელი სიცილით, რადგან მიხვდა გოგონას აფორიაქების მიზეზს -ჩემი არ შეგეშინდეს, კარგი?
-არც მეშინია -მაშინვე იუკადრისა ირისმა
-მიხარია, თუ ასეა. უკვე იცი, რომ რთული პერიოდი გექნება და არც თუ ისე მარტივად გადალახვადი, ამიტომ, იცოდე, არასდროს არაფრის მოგერიდოს და ყველაფერში შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი. აბსოლუტურად ყველაფერში . . .
გოგონამ თავი დაუქნია, ნერვიულობისგან აკანკალებული ხელები, გაბრიელის მტევნებს მაგრად ჩასჭიდა და თვალებზე მოწოლილი ცრემლების დასამალად, მის გულს თავი ფრთხილად ჩამოადო. ბიჭის სუნამოსა და კანისთვის დამახასიათებელი სურნელის ნაზავმა, კვლავ სასიამოვნოდ დაახვია ირისს თავბრუ და იმაშიც ღრმად დაარწმუნა, რომ სიმშვიდე თავად გაბრიელში იყო. მხოლოდ მასში და სხვაში არავისში . . .















8 თავი

ავისმომასწავებელი, შავი ღრუბლები ნელ-ნელა იყრებოდნენ ციდან, თუმცა შტორებზე დაკიდებული მუქი ყავისფერი ფარდების გამო, გაზაფხულის მზის სხივები ოთახში შეღწევას ვერ ახერხებდნენ და არც იქაურობის განათება ძალუძდათ.
საძინებელში, მხოლოდ ნაწყვეტი, ხმადაბალი ჩურჩული ისმოდა. ირგვლივ, ერთადერთ სინათლის წყაროს პატარა ღამის ფარანი წარმოადგენდა. იგი დაახლოებით შვიდიოდე წლის ბიჭუნას ეჭირა ხელში, თავის წინ მჯდომი პატარა ბავშვისკენ მიემართა და ყველანაირად ცდილობდა, როგორმე მისი ყურადღება მიექცია.
მისაღების მხრიდან, ლეწვისა და მტვრევის ხმები ერთმანეთს ჰარმონიულად ცვლიდა. ამას, ხმამაღალი გინება და ქალის გამწარებული ყვირილიც ერწყმოდა.
-ასე არა, შე ძუკნა? -მორიგ მსხვრევის ხმას, კაცის ხმამაღალი ღრიალი მოჰყვა -ის არ გყოფნის, რომ შენს ორ ნაბიჭვარს ჩემს სახლში ცხოვრების უფლებას ვაძლევ? ასე უნდა დამხვდე ხოლმე?
-ლოთი ხარ, ნამდვილი ლოთი და ნაგავი! -არც მოპასუხე მხარის სიტყვებს დაუგვიანია -ნეტავ სად ჯანდაბაში მქონდა ტვინი, როდესაც შენთან საცხოვრებლად გადმოსვლას დავთანხმდი? მეზიზღები! მთელი გულით მძულხარ!
-ახლავე ჩაიგდე ენა! -არაადამიანურმა ხმამ, თითქოს კედლებიც კი შეაზანზარა და ამას, ქალის ჩუმი კრუსუნი და ტირილიც მოჰყვა
ბიჭმა თავის წინ მჯდომ პატარა ბავშვს, რომელიც ფუმფულა სათამაშოს ხელში ატრიალებდა და ხმამაღლა იცინოდა, პირზე ხელი საჩქაროდ ააფარა. შუქს სპეციალურად არ აქრობდა. იცოდა, რომ მას შეეშინდებოდა და შეიძლებოდა, ტირილიც კი დაეწყო.
-კიტ, კიტ, მისმინე -დათუნია ხელიდან გამოაცალა ბიჭუნამ და მხრებში ხელი ჩაავლო -ახლა, მე და შენ კვლავ "დიდი ბოსი" უნდა ვითამაშოთ, გესმის? -ეცადა გაეღიმა, თუმცა ეს მართლაც, რომ ძალიან გაუჭირდა მოცემულ სიტუაციაში -ხომ გახსოვს ეს თამაში?
-ისევ უნდა დავიმალო? -სათამაშოსთვის ხელი არ გაუშვია ისე ჰკითხა, ბავშვმა
-ჰო, კიტ, უნდა დაიმალო. თუ ჩემს მოსვლამდე გაძლებ და ხმას არ ამოიღებ, კიდევ ერთხელ მოიპოვებ "დიდი ბოსის" ტიტულს და გამარჯვებული გახდები, გესმის? ყველაზე მაგარი იქნები
-გაბრიელ, ბოსი რა არის? -ცნობისმოყვარე თვალები შეანათა ბიჭუნას მან
-ბოსი? -უნდოდა, რაც შეიძლებოდა ჩქარა აეხსნა. იცოდა, რომ დიდი დრო აღარ ჰქონდა, თუმცა ცდილობდა პანიკა არ დატყობოდა და სიმშვიდე შეენარჩუნებინა, რათა მისი განწყობით პატარაც არ შეეშინებინა -ბოსი მაგარი ტიპია, კიტ. ის, ვინც ძალიან ძლიერია და არავისი ეშინია
-მეც არავისი შემეშინდება, როდესაც გავიზრდები?
ყვირილის ხმები, ამჯერად უფრო გაძლიერდა. ბიჭუნა ხვდებოდა, რომ მაქსიმალურად უნდა ეჩქარა.
-ჰო, არავისი შეგეშინდება -ლოყაზე მსუბუქად უჩქმიტა -არც მე და არც, შენ. ოღონდ ახლა კარადაში შედი და რა ხმაც არ უნდა გაიგონო, სანამ არ მოგაკითხავ კრინტიც არ დაძრა. ხომ იცი, ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშია?
-დედიკოც იმიტომ ყვირის, რომ თამაშობს?
-ჰო, როგორც ყოველთვის -ვინ იცის, რა ტკივილის ფასად უჯდებოდა თითოეული გაღიმება -ხომ იცი, რომ არ უნდა შეგეშინდეს? ეს ყველაფერი მხოლოდ თამაშია და მაშინ დასრულდება, როდესაც მე მოგაკითხავ. ახლა კი, წამოდი შენს ადგილას დაგმალავ, კარგი?
პატარამ თავი მხიარულად დაუქნია და ბიჭუნამაც, შვებით ამოისუნთქა. რაც შეეძლო სწრაფად გამოაღო ათასი ხარახურით გამოტენილი კარადა, სადაც ტანსაცმელებთან და სხვა წვრილმანებთან ერთად, დიდი, ყავისფერი ჩემოდანიც იდო. სწორედ ამ უკანასკნელს გადახადა თავი ბიჭმა და ფუმფულა დათუნიას ჩახუტებული ბავშვი, შიგნით ღიმილიანი სახის თანხლებით ჩააწვინა.
-აბა, კიტ, შენი იმედი მაქვს. ხომ გახსოვს, რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა გაიგონო, აქედან გამოსვლაზე არც იფიქრო. სათადარიგო გასაღებს გიტოვებ, თუ მოსვლა ძალიან დამაგვიანდება -ხელში ლითონის პატარა ნივთი შეაჩეჩა -თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენე, როდესაც ყველანაირი ხმა მიწყნარებული იქნება, კარგი?
-თუ ასე მოვიქცევი, დიდი ბოსი გავხდები?
-გახდები -ღიმილით დაუდასტურა ბიჭმა. მორიგი ლეწვის ხმის გაგონებისას, უკვე ძლიერი ნაბიჯების ხმაც მოესმა საძინებელი ოთახის მიმართულებით. ამან, მისი ქმედებები უფრო დააჩქარა-სწრაფად დაფაცურდა, ჩემოდანი კიდეზე პატარა ფანქრით დაამაგრა ჰაერისთვის ღრიჭოს დასატოვებლად, შემდეგ კი, მას ზემოდან საკიდიდან ჩამოხსნილი ტანსაცმელი გადააყარა, კარი დახურა და ანთებული ფარანი სწრაფად ჩააქრო
მთელი სხეული ტკიოდა შიშისგან. რაც უფრო ახლოვდებოდა ფეხის ხმა, მით უფრო იტანდა ნერვიული კანკალი, თუმცა ყველანაირად ცდილობდა სიმტკიცე გამოეჩინა და კიდევ ერთხელ აეტანა. მართლაც, რომ რთული იყო შვიდი წლის ბიჭისთვის არ შეშინებოდა იმის, რაც წინ ელოდა, თუმცა იმ კრიტიკულ მომენტში მხოლოდ ერთი რამ ანუგეშებდა-კარადის გასაღები ჯიბეში ედო და ბავშვი უსაფრთხოდ იყო. სხვას, უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა.
გაბრიელმა თვალები დახუჭა და ის-ის იყო ოთახის კუთხეში მიიკუჭნა მუხლებზე მკლავებმოხვეული, რომ თავისთვის შემზარავი ბარიტონიც მოესმა:
-გაბრიეეელ! -იძახდა კაცის ოდნავ დამცინავი ხმა -ჩემო ბიჭუნა სად ხარ? საყვარელ მამინაცვალს რატომ ემალები?
ბიჭს, ცივმა ოფლმა დაასხა და სუნთქვა აუჩქარდა. გული ყელში ებჯინებოდა და მუხლებს გამეტებით ხვევდა მკლავებს. როგორ უნდოდა, ეს ყველაფერი ერთი დიდი, საზარელი სიზმარი ყოფილიყო და რაც შეიძლებოდა მალე გამოღვიძებოდა. ნატრობდა, სრულიად სხვანაირი ცხოვრება ჰქონოდა, უბრალოდ ის ბავშვი ყოფილიყო, რომელსაც დედის თბილი ღიმილი აღვიძებდა დილით და მისი გამომცხვარი ბლინებით იკმაყოფილებდა შიმშილის გრძნობას, თუმცა ასე არ ხდებოდა. რეალობა იმაზე უფრო სასტიკი იყო, ვიდრე თავად შეეძლო ამის გადატანა.
-გაბრიეელ! გამოდით და დამენახეთ შენ და შენი პატარა ძამიკო -საზარელ ხმას, ამჯერად კარის სახელურის გაჩხაკუნებაც მოყვა და ბიჭუნამ საბოლოოდ შეწყვიტა სუნთქვა. რამდენჯერ დაუნახავს ეს სახე, რამდენად ამაზრზენი და საზარელი მოჩვენებია, თუმცა არასდროს ისეთი შიში არ განუცდია, როგორიც იმ ღამეს
კაცს, ბოროტული სიცილი, სახეზე სასიკვდილო იარაღივით ჰქონდა აკრული. საბრალო ბიჭუნა კიდევ ერთხელ რწმუნდებოდა, რომ ეს ღამე, სხვა დანარჩენებთან ერთად, მის მტკივნეული მოგონებებს შეემატებოდა. ყველაზე მეტად, მაინც ის აწუხებდა, რომ ვეღარ გაუძლებდა. რომ მისი სხეული საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდებოდა მორიგი ამგვარი წუთების გადატანისთვის.
მუხლებზე ხელები უფრო მაგრად შემოიხვია, ბიჭუნამ და კაცს, დაუფარავი ზიზღით ააშტერდა. ოთახში, ცოტა ხნის წინ ანთებული სინათლე მთელს სივრცეს ანათებდა და დეტალებში გამოკვეთდა ზღურბლზე მდგომის თითოეულ ნაკვთს.
გრძელი, მოუვლელი წვერი ჰქონდა კაცს. თაფლისფერი თვალები, რომელშიც სისასტიკე და ულმობლობა მოუჩანდა, ბოროტად დაეკვესებინა და გაავებული მტაცებლის მზერა არ შორდებოდა. მის პიროვნებას, მკაცრი შესახედაობის ტუჩებზე გადაკრული დამცინავი ღიმილი, კიდევ უფრო ამაზრზენს ხდიდა, ხოლო კუთხეში მიყუჟულ ბავშვს კაპილარებში მოძრავ სისხლს უყინავდა.
მოულოდნელად კაცმა კარი მიაჯახუნა და ზღურბლიდან რამდენიმე ნაბიჯი ფეხარეულმა გადმოდგა. ცოტა ხნის წინ, ქარიშხლის ეპიცენრად ქცეული მისაღებიდან, მცირედი ხმაურიც კი აღარ მოდიოდა. ოთახი შემზარავ მდუმარებას მოეცვა, რომელსაც მხოლოდ სიჩუმის დროს წარმოშობილი, შემაწუხებელი წუილი თუ არღვევდა.
-ესეც ასე, გაბრიელ, მართალია, როდესაც გეძახდი არ გამაგონე, მაგრამ საბოლოოდ მაინც გიპოვნე, ჩემო ბიჭუნავ. მამიკოს არ მიესალმები?
-შენ მამაჩემი არ ხარ -ჩამწყდარი ხმით გაისმა პასუხი
-ჰო, არ ვარ, მაგრამ ვინც არის, იმასაც სულ ცალ ფეხზე კიდიხარ -ამ სიტყვების პარალელურად, კაცმა შარვლიდან ქამარის მოხსნა დაიწყო და მის სახეზე, კვლავ ბოროტული ღიმილი გაკრთა -მოდი აქ, ხომ იცი, რომ მაინც ვერ გადამირჩები? შენი ძმა ისევ დაგიმალავს. არა უშავს, იმის მაგივრადაც შენ მოგხვდება!
გაბრიელი ადგილიდან არც განძრეულა. მხოლოდ ბრაზისგან ჩასისხლიანებულ თვალებს არ აშორებდა თავის წინ აღმართულ სილუეტს და კაცის თითოეულ მოქმედებას დაჟინებით აკვირდებოდა. იმ წამს, თავის გარდაცვლილ ბებიასთან საუბარი მოაგონდა, როდესაც ერთ საღამოს, ბუხართან, მოხუცის კალთაში მჯდომმა, მას შეკითხვა დაუსვა, თუ რას ნიშნავდა ზიზღი. მაშინ, ბიჭი აღნიშნული სიტყვის მნიშვნელობას, ახსნის შემდეგაც ვერ ჩაწვდა საფუძვლიანად, თუმცა ახლა კარგად ხვდებოდა რას მოიაზრებდა ეს უკანასკნელი. ზიზღი სწორედ ის იყო, რასაც გაბრიელი ამ ადამიანის მიმართ განიცდიდა და ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ასე გაგრძელდებოდა.
ბრაზისგან ჩასისხლიანებული თვალებით ახედა, ბიჭუნამ თავისთვის ესოდენ საძულველ ფიგურას. თავში უგუნური აზრები აერია. ძალიან მოუნდა კაცს მივარდნოდა და ისე ეცემა, როგორც თავის წარმოდგენებში სცემდა ხოლმე, თუმცა იცოდა ეს შეუძლებელი იყო. მწარედ ჩაეცინა, როდესაც კვლავ იგრძნო ამ ადამიანის ბინძური ტორი თავის მაჯაზე. ახლაც ისევე უხეშად დააგდო საწოლზე, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა. ისევ იგრძნო მწველი ქამარი ზურგზე, მთელს შიგნეულს, რომ უწვავდა და სიმწრით დააჭირა კბილები ერთმანეთს.
დრო თითქოს გაჩერდა. ოთახში მხოლოდ გამწარებული და გაბოროტებული კაცის ხმამაღალი ქშენა და ქამრის პერიოდული შხუილი ისმოდა.
გაბრიელის მზერაში ნელ-ნელა იბურებოდა ოთახის განათებაც და გრძნობდა როგორ უკრავდა ბინდს თვალებზე აუტანელი ტკივილი. ვერც ყვირილს ახერხებდა, ვერც რაიმე სხვა ხმის ამოშვებას. იმდენად იყო მისუსტებული, ამის ძალაც კი აღარ შერჩენოდა. მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა თავში-უნდა გაეძლო, უნდა ებრძოლა და არ უნდა დანებებულიყო. კარადაში ხომ პატარა ძმა ელოდებოდა, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როდის მიაკითხავდნენ და კიდევ ერთხელ გადასცემდნენ "დიდი ბოსის" ტიტულს სიჩუმისთვის და გამოჩენილი მოთმინებისთვის?











* * *
საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ცხოვრებისეული სირთულეების წინააღმდეგ რინგზე გასვლას ჰგავს. ამ შემთხვევაში, ორი ერთმანეთის საპირისპირო გრძნობა ებრძვის ერთმანეთს. ერთი, პოზიტივით აღსავსე ხმით ჩაგვძახის, რომ ამ თამაშს, ნანატრი ტრიუმფით დავასრულებთ, ხოლო მეორე, სრულიად საპირისპიროს მტკიცებითაა დაკავებული და ცდილობს, ჩვენი იმედი სადღაც გულის ყველაზე ღრმა კუნჭულში გადაისროლოს, სადაც მხოლოდ სუსტად მოკიაფე ნაკვერჩხალივით შეძლებს თავისი უბადრუკი არსებობის გაგრძელებას.
ცხოვრების და მისი ყველა პრობლემის საომრად გამოწვევა, თითქოს ბავშვობიდან გამხდარიყო გაბრიელის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მთელი ოცდასამწლიანი არსებობის მანძილზე, თავს ჭადრაკის დაფაზე მოსიარულე ფიგურად თვლიდა, რომელსაც მუდამ გადარჩენისთვის უწევდა ბრძოლა. ზოგჯერ, ეს იმდენად აუტანელი იყო, რომ დანებებაზეც უფიქრია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ფეხზე წამომდგარა და იმ დაბრკოლებებით აღსავსე გზაზე სვლა გაუგრძელებია, რომელსაც ცხოვრება ერქვა.
ბოლო სამი დღე, სწორედ იმის მაჩვენებელი იყო, რომ გაბრიელი კვლავაც ამ მეთოდის ერთგული რჩებოდა. ირისის მდგომარეობა, რომელიც დღითიდღე უარესობისკენ მიდიოდა, მას დანებებისკენ კი არ მოუწოდებდა, არამედ, ორმაგად უფრო დიდი აზარტის მორევში აგდებდა, რაც ბიჭის ყოველ მოქმედებასა თუ სიტყვაში ნათლად გამოიხატებოდა. იმდენად აეკვიატა გოგონაზე მუდმივად ფიქრი და მის ყოველდღიურობაში მონაწილეობის მიღება, რომ სხვანაირად ვეღარც კი წარმოედგინა. სირთულე მის ხასიათს ვერ ჯაბნიდა, პირიქით, ეს ძალას მატებდა. იმ ძალას, რომელიც, უფლებას არ აძლევდა თავი დაეხარა და ბედისწერას შეგუებულთა დაუსრულებელ რიგებში ჩაწერილიყო.
საღამოვდებოდა . . .
მზე ნელ-ნელა კარგავდა დომინანტის სტატუსს და ცის კაბადონზე ნაცრისფერ ღრუბლებს უთმობდა ნანატრ ადგილს. გაბრიელი კვლავაც აბაზანის დახურულ კართან იდგა და მასზე განუწყვეტლივ აბრახუნებდა. შიგნიდან, წყვეტილი ტირილის ხმა მოისმოდა, რასაც ონკანიდან წამოსული წყლის ჩხრიალიც ერთვოდა. უკვე ათი წუთი გასულიყო მას შემდეგ, რაც ირისი სააბაზანოში შეკეტილიყო და კარს ჯიუტად არ აღებდა. გადატანილი დღეები, მისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა. გოგონას ორგანიზმი აღარც საჭმელს იღებდა, საშინლად იფიტებოდა და ყოველ წამს, უფრო და უფრო სუსტდებოდა. აღარც ადრინდელი მხიარული სხივები კრთოდა მის მწვანე თვალებში და აღარც, რამდენიმე დღის წინანდელი ენერგია შემორჩენოდა. დოზის მიუღებლობის გამო გამოწვეული ტკივილები, მის ორგანიზმს სასტიკად ტანჯავდნენ. ყველაფერი სწორედ ისე იყო, როგორც გაბრიელმა აღუწერა. მართლაც ეჩვენებოდა, რომ სიცოცხლე აღარ სურდა. ყველაფერს აზრი დაკარგვოდა და არც, იმაზე დარდობდა, რომ თავისი მოუნდომებლობა, მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ადამიანებს ატკენდა გულს. ახლა, ირისის გონება მხოლოდ ერთს ფიქრობდა-თუ როგორ დაეღწია თავი იმ ადგილიდან და რა გზით ეშოვნა დოზის საყიდელი ფული, რათა მის აუტანელ ტანჯვას ბოლო მოღებოდა.
-ირის, გააღე კარი! -კვლავ ხმამაღლა დააბრახუნა ბიჭმა. მინერალური წყლით სავსე ჭიქა, რომელიც გოგონასთვის მოეტანა, ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, მეორეთი კი, კარზე შეუჩერებლად აკაკუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა ირისის გამოკეტვის მიზეზი -ჯანდაბა, ახლა მართლა პატარა ბავშვივით იქცევი!
-წადი, გაბრიელ -მისუსტებული ხმის გაგონებამ, თითქოს შვებაც კი მოჰგვარა, ბიჭს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ირისი ჯერ კიდევ იქ იყო და საკანში გამომწყვდეული პატიმარივით, საიდუმლო გასასვლელს არ თხრიდა იქედან გასაქცევად
-აქამდეც ბევრჯერ დამინახავს,როგორ აგრევია გული საკვების მიღების შემდეგ. იქნებ მორჩე ჭირვეულობას?
-წადი-მეთქი! -ამჯერად, ხმას აუწია გოგონამ -შემეშვი! არ მინდა, აღარ მინდა ბრძოლა. დავიღალე. შენთვის, ვაჩესთვის და კონსტანტინესთვის, ადვილია იმის თქმა, რომ ძლიერი უნდა ვიყო და გავმაგრდე. თქვენ ხომ არ გიწევთ ამის ატანა? -ხმამაღალი ტონიდან, უკვე ყვირილზე გადავიდა -უკვე ორი დღეა, ჩემი ორგანიზმი საკვებსაც კი ვეღარ ღებულობს და მთელი დრო უნიტაზში თავჩაყოფილი ვზივარ ტოქსიკოზიანი ორსულივით! მორჩა! აქედან უნდა გამიშვა, გაბრიელ, ძალა აღარ მაქვს . . . უბრალოდ, ზედმეტად სუსტი ვარ ამისთვის . . .
ბიჭმა ყურადღებით ისმინა ირისის შფოთი და პანიკა.
უკანასკნელ სიტყვებზე, გოგონას ხმა აუკანკალდა და სავარაუდოდ, ცრემლებიც მოერია.
-აბსტინენციის მესამე დღე, ყველაზე რთული გადასატანია, ირის. მერე, ეს გრძნობა თანდათანობით გეხსნება -შესძახა მან. გრძნობდა, რომ გოგონა, იქვე, კართან იყო ჩამუხლული. ამაში, მისი ხმადაბალი ტირილი არწმუნებდა, ზღურბლის მეორე მხრიდან, რომ საკმაოდ გარკვევით ესმოდა -ახლა, სწორედ ამ ფაზას გადიხარ
-ფეხებზე ეგ ფაზები! ვცდილობდი მშვიდად ამეხსნა ახლა რასაც ვგრძნობ, მაგრამ ვხვდები, რომ ამის გასაგებად საკმარისი შებრალების უნარი არ გაგაჩნია! არც შენ და არც, ჩემს მეგობრებს!
-ესე იგი, არ მიღებ, არა? -მინერალური წყლით სავსე ჭიქა, მაგიდაზე შემოდგა გაბრიელმა და პირდაპირ კართან, იატაკზე ჩასრიალდა
-არა, არ გაგიღებ!
-ბავშვი ხარ . . .
-მხოლოდ ოცი წლის ვარ, გაბრიელ -ბიჭმა იგრძნო, რომ ირისიც ისევე ჩამუხლულიყო კართან, როგორც თავად, ის
-ამბობ, ჩემი არ გესმისო. მაშინ, მითხარი, ახლა რას განიცდი?
-რას განვიცდი? -შემობრუნა შეკითხვა მან -ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ალი მიკიდია და კანქვეშ ჭიანჭველები დაცოცავენ. ყველაფერი მტკივა, გაბრიელ. ვერ ვუძლებ
ბიჭმა თავი გადააქნია და წამით თვალები დახუჭა. ესმოდა. ყველაზე კარგად ესმოდა და იმასაც კარგად აცნობიერებდა, თუ რა ეტაპს გადიოდა ახლა, ირისი. ვერ მოსთხოვდა, რომ არ დაეწუწუნა და ემოციებისგან სიტყვებით არ დაცლილიყო, თუმცა დანებების უფლებას არაფრით არ მისცემდა. ეს საკუთარი მარცხის აღიარებასაც ნიშნავდა, რაც გაბრიელს ყველაზე ნაკლებად სურდა.
-ვიცოდი, რომ ერთ დღეს, ამ სიტყვებსაც მოვისმენდი -თქვა მან მშვიდად -შენ, არც თუ ისე ძლიერი ხარ იმისთვის, რომ ყოველივეს უპრობლემოდ გაუძლო. სწორედ ამიტომ, უფლება უნდა მომცე, დაგეხმარო
-საშინლად გამოვიყურები -სუსტი ხმით დაუბრუნა პასუხი გოგონამ -თვალები ერთიანად მაქვს ჩაწითლებული, უძილობის კვალი მთელს სახეზე მეტყობა. ასე ვერ დაგენახვები
-ქალური თავმოყვარეობა ჩაგერთო? -გაეცინა. კარს თავი მიაბჯინა და მუხლებზე ხელები დაიწყო -თუ გინდა, კოსმეტიკის ჩანთას შემოგიტან და მაკიაჟის მაგიას მიმართე
-ასე, ხომ კარის გაღება მომიწევს და მაინც დამინახავ?
-ვაუ, ქერა ხარ, მაგრამ მაინც აზროვნებ. ეს, უკვე საინტერესოა -კვლავ გაეცინა. ამჯერად, ირისის სიცილის ხმაც მოესმა მათ შორის ბარიერად აღმართული კარის მეორე მხირდან -დიდხანს უნდა იყო ჩაკეტილი?
-და შენ რამდენი ხნით აპირებ ჩემს აქ გაჩერებას? ყოველივე ცდა უაზრო და არაფრისმომცემია, გაბრიელ. ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდე, რომ მე ვეღარაფერი შემცვლის
-კარი გამიღე და ამაზე მერე ვილაპარაკოთ
-ხომ გითხარი, არ მინდა, რომ ამ დასივებული და ზომბივით ჩაწითლებული თვალებით დამინახო -კვლავ მოისმა გოგონას ტირილნარევი ხმა კარს მიღმა. მიუხედავად მისი პესიმიზმისა, გაბრიელი ირისის გაშვებაზე წამითაც არ უფიქრია. იგი, ხომ ყველაფერს მოწყდა გოგონას გამო? არც დიანას შეტყობინებებსა და ზარებს პასუხობდა, აღარც სხვებისთვის რჩებოდა საკმარისი დრო. მისი ცხოვრება, ახლა თავიდან ბოლომდე ირისი იყო და უნდა ითქვას, მის ერთ ნაწილს, ეს მოსწონდა კიდეც
-გპირდები, თვალებს დავხუჭავ და სახეზე არ შემოგხედავ -კარს ოდნავ მოშორდა და უკან გაიხედა, თითქოს ასე გოგონას სახის დანახვას და მისი გადაწყვეტილების გაგებას შეძლებდა
-შენი არ მჯერა
-მიზეზი არ მომიცია, რომ ჩემი არ გჯეროდეს -წყენა გაერია ხმაში გაბრიელს -ტყუილ დაპირებებს არასდროს ვიძლევი
-ანუ, დაგიჯერო?
-დამიჯერე
-მაშინ, კიდევ ერთხელ დამპირდი
-გპირდები, ირის -ღიმილი ვერც ამჯერად შეიკავა ბიჭმა. ჯერ კიდევ იატაკზე მჯდომს მოესმა გოგონას გახშირებული სუნთქვის ხმა. უკვე იცოდა, რომ წამი-წამზე საკეტიც გაჩხაკუნდებოდა, ამიტომ, ფეხზე წამოდგა, ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და დაპირებისამებრ, თავის ოქროსფერ-ყავისფერ თვალებს, სიბნელის ფარდა ჩამოაფარა
ირისის ოთახში შემოსვლა, რომ იგრძნო, გოგონა უკვე საკმაოდ ახლოს მისულიყო მასთან. იმდენად ახლოს, რომ მისი სურნელი ფილტვებში ღრმად გაუჯდა და ცხელი სუნთქვაც მიეფრქვია სახეზე. მართალია, იმ წამს ვერაფერს ხედავდა, თუმცა კარგად ხვდებოდა, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ცოტა ხანში დარწმუნდა კიდეც თავის ვარაუდის სისწორეში. ის-ის იყო გაიფიქრა, რომ გოგონას სიახლოვე დასაშვებ ზღვარს სცდებოდა, მისი ტუჩების შეხებაც იგრძნო თავის ბაგეებზე და ირისის ხელები, წელზე მაგრად შემოეხვია.
გაუკვირდა . . .
წამით განძრევაც კი ვერ შეძლო, თუმცა როდესაც გოგონას გულის ცემა და სხეულიდან წამოსული იმპულსები შეიგრძნო, მკლავები მაგრად შემოხვია და კოცნაში მთელი გრძნობით აჰყვა.
ნელ-ნელა ეს ყველაფერი ღრმავდებოდა და გაბრიელის უფრო და უფრო ეხვეოდა ირისის გაბმულ სიამოვნების ქსელში. თითები, რომ მაისურის ქვეშ შეუცურა გოგონამ, ეს უკვე პიკი იყო მისთვის, თუმცა იმ წამს, კიდევ ერთი რაღაც ეუცნაურა, ბიჭს. ირისის მარჯვენა ხელი, მისი შარვლის ჯიბეს საეჭვოდ ეხებოდა და შიგნით გამოცდილი ქურდისთვის დამახასითებელი ოსტატობით ცურდებოდა. ეს, რომ ცხადად გააცნობიერა გაბრიელმა, მისთვის მაშინვე ყველაფერი ნათელი გახდა. ამჯერადაც ქალის ცბიერება იყო საქმეში ჩარეული, ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია, გოგონა მაშინვე მოიშორა, კედელზე ააკრა, მაჯები თავს ზემოთ გაუკავა და თვალებში გამარჯვებულის ღიმილით ჩააცქერდა.
-რას აპირებდი, ირის? -დაკვირვებით აათვალიერა ბიჭმა, იგი -გეგონა ტელეფონს ამომაცლიდი, გაიქცეოდი და შენი შპიონი-სამაჯური ვეღარ შემატყობინებდა, რომ სახლის მიმდებარე ტერიტორიას გასცდი?
-ამბობენ კაცის ცდუნება, ნაყინის ჭამაზე უფრო მარტივიაო. შენ რა ჯანდაბა გჭირს? როგორ შეგიძლია შენი ჯიბისკენ წაღებული ხელზე გააკეთო კონცენტირება, როდესაც შენს ტუჩებზე ნამდვილ ვულკანს ვანთებ?
-ვულკანის რა მოგახსენო, მაგრამ სასჯელი ნამდვილად დაიმსახურე
-რას იზამ? კუთხეში დამაყენებ თუ ყურს ამიწევ? -ცინიკური იყო გოგონა. თვალების გარსი ცრემლებით ჰქონდა სავსე და ყველანაირად ცდილობდა, მარილიანი სითხე ჯებირებს არ გადმოსცდენოდა
-არა, უფრო რთული, ხვალ მთელ ბიბლიოთეკას მიალაგებ -მიუგო გადაჭრით -საშინლადაა არეული და წიგნებს ტომების მიხედვით დაწყობა არ აწყენდათ
-ამას არ გავაკეთებ! -თავის დასახსნელად, კიდევ ერთხელ გაიბრძოლა, ირისმა თუმცა სრულიად ამაოდ -ვერ ხვდები, რომ ცუდად ვარ? რატომ არ გესმის? შემომხედე მაინც -ნელ-ნელა ხმას უწევდა, იგი -თვალები მტაცებელი მხეცივით მაქვს ჩასისხლიანებული, მთელი სხეული მეწვის. ჯანდაბა, ცუდად ვარ და დოზა მჭირდება! მომიტანე გთხოვ . . . მხოლოდ ერთხელ . . . მხოლოდ ერთხელ . . .
უყურებდა თავის წინ მდგომ ადამიანს, მის მდგომარეობას, სასოწარკვეთამდე მისულ არსებას და და გულში ყრუ ტკივილს გრძნობდა, გაბრიელი. ნამდვილ შეურაცხადს ჰგავდა იმ წამს გოგონა. მთელი ძალით ცდილობდა ხელების განთავისუფლებას, თუმცა ბიჭს ისე მაგრად ჰყავდა შებოჭილი, რომ ყოველი მისი მცდელობა სამარცხვინო კრახით სრულდებოდა.
ირისის ბავშვური, ნაზი სახე, თითქოს ტკივილს და ფორიაქს საგრძნობლად შეეცვალა. წესით, ამ ყველაფერს დანებების სურვილი უნდა აღეძრა ბიჭის გულში, მაგრამ სრულიად პირიქით იყო. მძიმე სიტუაცია აზარტს უფრო მეტად უღვივებდა და სურვილი იპყრობდა ეს ადამიანი უწინდელივით ლაღად და უდარდელად ექცია.
-გეყოფა, ირის! -ბოლო თავის გასათავისუფლებელ მცდელობას, გაბრიელმა გაბრაზებული მზერით უპასუხა -მე, შენ ნარკოტიკს ჩემი ხელით არ მოგიტან! ამას უნდა შეეგუო!
-მხოლოდ ერთხელ, გესმის?! ერთხელ!
-ტორტს არ შევჭამ, მხოლოდ კრემს დავყნოსავ-ყველაფერი ასე იწყება! ჩემი პასუხი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება
თუ აქამდე გოგონა ცრემლებს იკავებდა, ახლა თავი აღარ შეუზღუდავს, ბიჭს თავისი მწვანე ბურთები შეანათა და დიდი ხნის ნაგროვებ სითხეს გასაქანი მისცა.
-როგორ ვერ ხვდები, რომ რასაც ცდილობ შეუძლებელია? -ჰკითხა მან -ჩემი გამოსწორება უკვე შეუძლებელია, გაბრიელ
-ერთი დევიზი მაქვს-თუ შეუძლებელია, შესაძლებელი გახადე. კიდევ გაქვს დამატებითი კითხვები?
-კითხვები არა, გაფრთხილება მაქვს შენთვის-თუ არ გამიშვებ, მოგკლავ და მერე თავსაც მოვიკლავ, რათა ციხეში არ ჩამსვან!
-ჰო, რა თქმა უნდა -ირიბად ჩაეცინა ბიჭს -პოლიციელები ხომ საკანში ჰეროინით არ მოგამარაგებენ? ალბათ, თავს იზღვევ
-ნუ მეუხეშები!
-მეუბნები, მოგკლავო და კიდევ მე გეუხეშები?
პასუხად, გოგონამ ტუჩზე იკბინა და გაბრიელს გაავებული სახით ახედა. ხვდებოდა, რომ ბიჭისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო და იმ ადგილას, მართლაც დიდი ხნით იყო გაჭედილი. მის შიგნით, რაღაც ამოუცნობ ძალას ჯერ კიდევ ძალიან უნდოდა, დროის უკან დაებრუნება შესძლებოდა ან, სულაც სამუდამოდ მოგზაურობაში გაეშვა ნარკომანის ბინძური ცხოვრება, თუმცა იმდენად ძლიერი იყო სურვილი კვლავ განეცადა ის სასიამოვნო შეგრძნებები, რასაც წამალი იწვევდა, ყველაფერს დანარჩენს ავიწყებდა, საღ აზრს უქვეითებდა და თავის დახსნის სურვილს უასმაგებდა.
-არ მინდა შენი მოსმენა, გაბრიელ! არაფერი არ მინდა უბრალოდ მომხსენი ეს დაწყევლილი სამაჯური და გამიშვი!
-გეყოფა! -კედელზე უფრო მაგრად ააკრა თავის დასახსნელად საბედისწეროდ აფართხალებული ირისი, ვინც მთელ ძალღონეს ხმარობდა, რათა მას ხელიდან დასხლტომოდა
-გამიშვი, თორემ გეფიცები მართლა მოგკლავ. ყველანი მეზიზღებით, შემეშვით! -უკვე კივილზე გადასულიყო, იგი
ნამდვილად ვერ იტყოდა გაბრიელი, რომ რაღაც მსგავსისთვის მზად არ იყო. წინასწარვე ხვდებოდა, რომ ამგვარი რთული დღეების გადატანაც მოუწევდა, ამიტომ, კარგად იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა.
გოგონა კვლავ გააფრთრებული მხეცის შემართებით ცდილობდა "დამცავი ბარიერის"გარღვევას. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ გაბრიელს მეტად გაჭიანურება აღარ უფიქრია, ირისს მაჯებში ხელი მაგრად ჩაავლო, კედელს სწრაფად მოაშორა, ლოგინზე დაანარცხა და უკანა ჯიბიდან ამოღებული ვერცხლისფერი ბორკილით, გოგონა საწოლის თავზე ცალი ხელით მიაბა.
-ეს, ცოტა ხნით დაგამშვიდებს. მე ახლავე დავბრუნდები
-შენ რა სულ გაგიჟდი? ამას როგორ აკეთებ? ახლავე მომხსენი ეს დაწყევლილი რკინა!
გაბრიელს პასუხი არ დაუბრუნებია, ისე გავიდა საძინებელი ოთახიდან. მისი ნაბიჯების ხმა, დერეფანში ექოდ გაისმა. სანამ სრულიად მარტო დარჩენილი ირისი, შექმნილი სიტუაციის ბოლომდე გადახარშვასა და თავის დამტუსაღებელზე გაბრაზებას მოასწრებდა, მანამდე ბიჭმაც მოასწრო დაბრუნება მოყვითალო სითხით ავსებული შპრიცით და საწოლს სწრაფად მიუახლოვდა. ამან, გოგონა თითქოს დაამშვიდა და გაბრიელს დამკვირვებლური მზერით ახედა. ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა, თუმცა, როდესაც ბიჭმა მარჯვენა მკლავზე ხელი ჩასჭიდა და ვენაზე სპირტიანი ბამბა გაუსვა, მიხვდა, რომ ჩუმდად ყოფნა უკვე ძალიან აწუხებდა.
-ეგ რა არის? რას მიკეთებ? -სცადა ხელი გამოეწია, თუმცა მისი ძალის წინაშე ვერაფერს გახდა
-ერთი წამით მოისვენე, ირის!
-რას მიკეთებ-მეთქი? -საგრძნობლად აუწია ხმას და იმ წამს, კანში მსუბუქი ჩხვლეტაც იგრძნო. ყვითელი სითხე ნელ-ნელა შედიოდა გოგონას ვენაში და გამჭვირვალე შპრიციც ნელ-ნელა იცლებოდა. წამალმა თითქოს სინათლის სიჩქარით იმოქმედა და გოგონას ორგანიზმი, ორმოცდაათი პროცენტით მოადუნდა. ირისს მზერა ოდნავ დაებინდა და ხელზე შემოსალტულ ბორკილს ახედა
-ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი გაგიკეთე -სუსტად ჩაესმა მის ყურთასმენას გაბრიელის სიტყვები -რამდენიმე საათით გათიშულს გეძინება. ვეღარც ამ ტკივილს იგრძნობ -მერე, კანიდან ნემსი ოსტატურად ამოაცურა და გამჭვირვალე თავსახურიც მოარგო. გოგონას ამღვრეულ მზერას საწოლის კიდეზე მჯდომი ადევნებდა თვალს და ხედავდა, თუ როგორ სწრაფად უდუნდებოდა ირისს მთელი სხეული.
აღარც იმდენად შეშლილი გამოხედვა ჰქონდა და თვალების აწითლებული გარსიც, თანდათანობით იბრუნებდა საწყის შეფერილობას. იმ წუთას იმდენად უწყინრად გამოიყურებოდა, რომ გაბრიელი ცოტა ხნის წინ მომხდარს, ვეღარც კი იჯერებდა. ეუცნაურებოდა, რომ ეს საწოლზე მშვიდად მწოლიარე არსება, რომელიც გაუნძრევლად სუნთქავდა და დახუჭულ თვალებს პერიოდულად ახელდა ხოლმე, რათა ძილიანობის შეგრძნებასთან ებრძოლა, სწორედ ის იყო, ვინც გააფრთრებული მხეცივით ცდილობდა მისგან თავის დაღწევას და სახლიდან გაქცევას.
ნაღვლიანად ჩაეცინა გაბრიელს. ფრთხილად წამოდგა თავისი ადგილიდან, მოთენთილი ირისი წამოაყენა, ბორკილი შეუხსნა, ზურგით მიიხუტა და მუცელზე ხელები მაგრად მოხვია.
იცოდა, რომ ჯერ კიდევ ძილს ებრძოდა, რომელიც ნელ-ნელა ისაკუთრებდა და თავის მთენთავ მორევში ძირავდა გოგონას სხეულს.
-ირის . . .
-რა გინდა? -სუსტი ხმით გაისმა პასუხი
-ამ წამს უხეშად მოგექეცი?
გოგონამ რამდენიმე წამით პასუხი დააგვიანა. გაბრიელმა იფიქრა, რომ წამალს ემოქმედა და იმ წამს, უკვე ღრმა ძილის მორევშიც დაცურავდა ირისის სხეული, თუმცა იმედები გაუცრუვდა:
-ცოტათი, კი -კვლავ იგივე ტონი ჰქონდა მას -რატომ მეკითხები?
-იმიტომ, რომ შეიძლება ხშირად ვიყო ასეთი. ურჩი მოსწავლე სიმკაცრეს საჭიროებს, რათა ჭკუაზე მოსვლა შეძლოს -სუსტად გაეღიმა ამის თქმისას
- . . . უკვე ვითიშები . . .
ბიჭმა ღრმად ჩაისუნთქა და ირისის სახეს შეხედა. გოგონას თვალები მიელულა და აღარც უწინდელივით ახამხამებდა. თავი, რომ მის ბეჭზე დაუვარდა და რიტმული სუნთქვა ამოუშვა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ იგი, ამჯერად, ნამდვილად გადაბარგებულიყო ძილის სამყაროში.
ირისის მოდუნებული სხეული, კვლავ ზურგით ჰყავდა აკრული. ცოტა ხნის წინანდელი კადრები ჯერ კიდევ ჩახვეული კინოფილმივით უმეორდებოდა გონებაში და უკვე მერამდენედ რწმუნდებოდა იმაში, რომ მართლაც ძალიან დიდი და რთული გზა ჰქონდათ გასავლელი.
გაბრიელმა ღრმად ამოიოხრა, მძინარე გოგოზე მორიგი დაკვირვება ჩაატარა და წამით, მის ტუჩებზე გაუჩერდა მზერა. ფიქრებმა კვლავ იჩინეს თავი და უწინდელივით ბიჭის გონებაში დაიწყეს ბრუნვა. გაბრიელმა ვერც კი გააცნობიერა ისე ჩაუტყდა ტუჩის კუთხე ღიმილისგან, გოგონას სახეზე ჩამოყრილი თმა ორი თითით გადაუწია და თავისთვის ამოთქვა:
-ამის დედაც, ასეთი გონების ამრევი კოცნა სად ჯანდაბაში ისწავლე, ირის?!
როგორც ელოდა, გოგონას მხრიდან პასუხი არ ყოფილა. ერჩივნა კიდეც ხმა არ ამოეღო და გარკვეული დროით ჩუმად, გათიშულ მდგომარეობაში დაეგულა. ცხადზე უცხადესი გახლდათ, რომ გაბრიელისთვის ეს კოცნა, რაღაც გაურკვევლად სასიამოვნო და იდუმალებით მოცული შეგრძნებების გამომწვევი იყო, თუმცა არსებულ ფიქრებს გაყოლა და ჩაღრმავება აღარ უცდია. უბრალოდ, ნელა მოიშორა ირისის სხეული, იგი საწოლში ფაიფურის თოჯინასავით ფრთხილად ჩააწვინა, თავად ფანჯრის რაფას მიუახლოვდა და მასზე ცალი მხრით ჩამომჯდარმა განაგრძო მძინარე გოგონას თვალიერება.
გულზე ხელებდაკრეფილი, დაკვირვებით ადევნებდა თვალ-ყურს საწოლზე მწოლიარე ირისის თითოეულ ჩასუნთქვა-ამოსუნთვას, იმას, თუ როგორ რიტმულად აუდ-ჩაუდიოდა მკერდი, როგორ იხუტებდა ბალიშს მეორე მხარეს გადაბრუნებისას და მისი სახის თითოეულ ნაკვთს, გამოცდილი მხატვარივით სწავლობდა. ყველაზე მეტად, გოგონას პატარა, ლამაზი ცხვირი მოსწონდა გაბრიელს, რომელიც იდეალურად ეხამებოდა ირისის სავსე, ალისფერ ბაგეებსა და მის ღია ფერის კანს.
თოვლივით თეთრ ლოყებზე, იმ წამს, ოდნავი ვარდისფერიც გადაკრავდა გოგონას, რაც, მის იმდროინდელ სიმშვიდესა და უშფოთველობაზე მეტყველებდა.
გაბრიელისთვის რომც გეკითხათ, ნამდვილად ვერ გეტყოდათ იმას, თუ ზუსტად რამდენი ხანი დაყო ირისის მშვიდი ძილის დარაჯსა და მასზე დაკვირვებაში. როდესაც გარედან წვიმის შხაპუნა წვეთების ხმა მოესმა, მხოლოდ მაშინ მოაშორა მზერა გოგონას სახეს და ინსტიქტურად, მაჯის საათს დახედა. ისრები შუადღის ორს უჩვენებდნენ, თუმცა კაბადონს ისეთი მუქი ფერი გადაკვროდა, ღამის ცის ტონალობამდე სულ ცოტაღა აკლდა.
გოგონას კვლავ უშფოთველად ეძინა თავის საწოლში. იმაში დარწმუნებულმა გაბრიელმა, რომ ირისი კიდევ რამდენიმე საათი არ გაიღვიძებდა, ფრთხილად შეუსწორა მას საბანი, ბალიში უფრო მოხერხებულად ამოუდო თავქვეშ და საძინებელი ოთახის კარი, რაც შეეძლო უხმოდ გამოიხურა.
ირისის არ იყოს, ეს რამდენიმე დღე თვითონაც არ სძინებოდა ნორმალურად. ეს, სახეზეც და უძილობისგან ამოღამებულ თვალის უპეებზეც ნათლად ეტყობოდა. ახლა, სასწრაფოდ სჭირდებოდა რაღაც ისეთი, რაც ოდნავ მაინც შეუვსებდა შინაგანი ენერგიის მარაგს, ამიტომ არც დაფიქრებულა, ისე აიღო გეზი სამზარეულოსკენ მაგარი ყავის მოსადუღებლად.
ზოგადად, კოფეინის მოყვარული არასდროს ყოფილა, თუმცა მის ცხოვრებაში ხშირად იყო მომენტები, როდესაც ეს უკანასკნელი ჰაერივით სჭირდებოდა ხოლმე და უმისოდ ფაქტობრივად არ შეეძლო.
პირველ სართულზე ჩასული, ჯერ კიდევ იმ აზრზე იყო, რომ შინ მის გარდა არავინ იქნებოდა, თუმცა როდესაც, სამზარეულოსთან მისულმა, იქედან გამომავალი ხმები გაიგონა, თავისი ვარაუდის სისწორეში ეჭვი მაშინვე შეიტანა.
-თქვენ რა, კიდევ აქ ხართ? მეგონა, ბილიარდის სათამაშოდ აპირებდით წასვლას -ეჭვით შეავლო თვალი ძმას და მის პირდაპირ ჩამომჯდარ თამაზს შიგნით შესულმა. ბიჭს, წინ ბოლომდე ჩაცლილი, ყვავილებიანი ჩაის ჭიქა ედგა და მარჯვენა ხელით ტელეფონს ნერვიულად ათამაშებდა.
თამაზსაც ეტყობოდა დაძაბულობა. გაბრიელი მათი სახეების დანახვის თანავე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და მაგიდასთან, ძმის გვერდით დაიკავა ადგილი.
-თამაზ, თუ არგეზარება ორმაგი ესპრესო მომიდუღე, ფეხზე ძლივს ვდგავარ -მიმართა მან, კაცს და ხილის კალათიდან ამოღებული მწვანე ვაშლი გემრიელად ჩაკბიჩა -მაინდამაინც ვიკითხო თუ თქვენით მეტყვით რატომ ჩამოგტირით სახეები?
სამზარეულოში საეჭვო დუმილი ჩამოწვა. თამაზმა გამოსავალი მოძებნა- უხმოდ წამოდგა სკამიდან და გაბრიელის შეკვეთილი ყავის მზადება დაიწყო. ეტყობოდა, რომ პასუხის გაცემის ინიციატორობას ერიდებოდა, ამიტომ, ბიჭმა მზერა დამუნჯებულ ძმაზე გადაიტანა და თავის შესახსენებლად მხარიც გაკრა.
-ამოღერღე!
-იქნებ, ჯერ ყავა დაგელია?
-მოდი, თავად გადავწყვეტ რა უნდა ვქვნა! -მკაცრად მოუჭრა და კიდევ რაღაცის თქმა დააპირა, თუმცა ამ დროს, თამაზი ჩაერთო მათ დიალოგში:
-ჩაიდანს დადგმულს ვტოვებ, გაბრიელ -აცნობა მან -მე მისაღებში გავალ და განცალკევებით ილაპარაკეთ
-რამე სერიზული ხდება? თამაზ დარჩი!
-ჯობს, წავიდე -ჯიუტად იდგა კაცი თავის პირვანდელ აზრზე -ეს, ისეთი თემაა, რომ მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ და მარტოებმა უნდა გაარკვიოთ ყველაფერი
კიტი კვლავ უხმოდ იჯდა და უწინდებურად ტელეფონს ათამაშებდა. მის ყურებაში, გაბრიელს ისიც კი გამოეპარა, თუ როგორ დატოვა სამზარეულო თამაზმა. დაძაბული ატმოსფერო, თითქოს ყველა წერტილში იგრძნობოდა და ეს უკვე აუტანლად უსიამოვნო იყო ბიჭისთვის.
კიდევ გარკვეული დრო დაყვეს დუმილში და უმოძრაობაში. გაბრიელი მხოლოდ მაშინ წამოდგა ფეხზე, როდესაც დენცქვიტაში შეერთებულმა მადუღარამ დაიჩხაკუნა. ყავის ფინჯანში უკვე ჩაყრილი იყო კოფეინი. ბიჭმა მას ერთი ნატეხი შაქარი დაამატა და ცხელი სითხის ფინჯანში ჩამოსხმის შემდეგ, კიტის პირდაპირ დაიკავა ადგილი.
-გისმენ -ისე ამოთქვა ეს ერთადერთი სიტყვა, რომ სივრცისთვის თვალი არ მოუშორებია. გულის სიღმეში, მაინდამაინც არ უნდოდა გონებაში არსებულ შეკითხვაზე პასუხის მიღება, თუმცა ძმის რეაქცია არწმუნებდა, რომ ეს ამბავი, მასაც ისევე ეხებოდა, როგორც, კიტს, ამიტომ იძულებული იყო მოესმინა და თავადაც საქმის კურსში ყოფილიყო -რა მოხდა ენა ხომ არ გადაყლაპე? შეეშვი მაგ მობილურის ტრიალს -ხელიდან გამოაცალა ეს უკანასკნელი და მაგიდაზე უხეშად შემოდო -მიდი, დამელაპარაკე
-რაღაცას ვაპირებ . . . მინდა, რომ . . .
-თქვი -მშვიდად მოსვა ყავა გაბრიელმა. ცდილობდა როგორმე განემუხტა ის დაძაბულობა, რომლითაც მათ გარშემო არსებული სივრცის თითოეული წერტილი დამძიმებულიყო
-იცი, ცოტა ხნის წინ ვინ დამირეკა?
-ვინ?
-მამამ . . .
გაბრიელმა ფინჯანი დადო და მწარედ ჩაეცინა. ყელში თითქოს ენით აღუწერელი ბრაზი მოაწვა, რომელმაც ნელ-ნელა მთელს სხეულში გაიდგა ფესვები და ერთიანად ააფორიაქა.
-რა უნდოდა? ან შენი ნომერი საიდან ჰქონდა?
-ეგ არ ვიცი -მთელი საუბრის მანძილზე, პირველად შეხედა თვალებში ძმას, კიტმა და სკამის საზურგეს შედარებით თამამად მიეყრდნო, რადგან მთავარი სათქმელი, საბედნიეროდ უკან მოეტოვებინა -მხოლოდ ის მითხრა, რომ ჩვენი ნახვა და დალაპარაკება უნდა, სანამ ჯერ კიდევ სუნთქავს
-სანამ ჯერ კიდევ სუნთქავს? -ვერ მოითმინა და მაინც ჩაეძია გაბრიელი
-ჰო . . . მითხრა, რომ ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა . . . საავადმყოფოში წევს . . . უკვე იმდენად ცუდადაა, რომ აუცილებელიც კია ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა
კიტის გამომეტყველებამ, გაბრიელი დაარწმუნა, რომ იგი, მამის თხოვნის შესრულებაზე სერიოზულად დაფიქრებულიყო. ასეთ შემთხვევაში, ბიჭს სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა გარდა იმისა, რომ ძმას გზაზე არ გადადგომოდა, თუმცა თავად, რომ სახლიდან ფეხს არ გაადგამდა და იმ ადამიანის ნახვას არ მოისურვებდა, ამაში მართლაც, რომ ღრმად იყო დარწმუნებული.
-მისმინე -დაიწყო ბიჭმა და მაგიდას მკლავებით დაეყრდნო. ყავის დალევის სურვილი, უკვე სრულიად გაქრობოდა. ძველი იარები, თითქოს თავიდან უწყებდა ტკივილს და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ვიღაც მის ჭრილობებს უმოწყალოდ აყრიდა მარილს -თუ შენ ეს გინდა . . . თუ გულწრფელად გინდა მაგ კაცს მოუსმინო, მაშინ, არანაირი უფლება არ მაქვს შეგაჩერო. უკვე დიდი ხარ და თავად გადაწყვეტ რა არის შენთვის უკეთესი, მაგრამ . . . -აქ, გაბრიელის თვალებში სიმკაცრე და კატეგორიულობა გაკრთა -მაგრამ, არც კი ეცადო ჩემს დაყოლიებას, რომ შენთან ერთად წამოვიდე. ის ადამიანი ჩემთვის აღარ არსებობს და რომც მოკვდეს, ოდნავადაც არ მაღელვებს
-გაბრიელ, ახლა მამაჩვენზე ლაპარაკობ! -საყვედური გაკრთა კიტის ხმაში
-მამაჩვენზე? -ადვილი შესამჩნევი იყო ირონიული ღიმილი ბიჭის სახეზე -რომელ მამაზე? კაცზე, რომელმაც დოზის გამო შვილები ფეხებზე დაიკიდა და იმ ალკოჰოლიკ ნაბიჭვარს ჩაუგდო კლანჭებში? მაპატიე, მაგრამ მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ!
-შენ რა, გგონია მე არ ვარ გაბრაზებული იმის გამო, რაც ჩაიდინა? თითოეული იარა შენს სხეულზე იმას მახსენებს, რა საშინელი რამები გამოვიარეთ. უფრო სწორად, გამოიარე. მე, შედარებით იოლად გამოვძვერი, რადგან უფროსი ძმა მედგა მხარში შენი სახით და კბილებით მიცავდა -მწარედ ჩაეცინა და იგრძნო როგორ დააწვა გულზე საშინელი სიმძიმე. არც გაბრიელი იყო უკეთეს დღეში, მარჯვენა ხელი მთელი ძალით მოემუშტა და თავის ბრაზსა და მრისხანებას, სწორედ მასში აქსოვდა
-გთხოვ, ხმა ამოიღე
-რა უნდა ვთქვა, კიტ? გგონია, რამე მაქვს სათქმელი?
-იქ, უშენოდ არ წავალ!
-ვერც ჩემთან ერთად წახვალ! გაინტერესებს რატომ? -ზიზღით ასწია ზედა ტუჩი -იმიტომ, რომ წამოსვლას არ ვაპირებ. ამ ადამიანის გამო, პათოლოგ მამინაცვალთან ვიზრდებოდი და ბავშვობა ფაქტობრივად არ მქონია. მის ხელში მყოფი, მუდამ იმაზე ვფიქრობდი, გადავიტანდი თუ არა კიდევ ერთ ცემას. ვამოწმებდი გაუძლებდა თუ არა ამ ყველაფერს კიდევ ჩემი სხეული. მინდოდა საკმარისად ძლიერი ვყოფილიყავი იმისთვის, რათა იმ ნაბიჭვრის მორიგი რისხვა გადამეგორებინა და ესიც მხოლოდ იმის გამო, რომ შენ დამეცავი და შენს სიახლოვეს არ მომეშვა მისი შარვლიდან გამოძრობილი დაწყევლილი ქამარი!!! -თითქმის ყვიროდა გაბრიელი -სხვა მხრივ, ფეხებზე მეკიდა რა დამემართებოდა. მხოლოდ უმცროსი ძმა გამაჩნდა და იმის გამო მსურდა სიცოცხლე, რომ მისივე სიცოცხლე არ შევარდნილიყო სასწორზე. ამის მერე კიდევ მთხოვ, რომ ის კაცი ჩავიკრა გულში, ვინც ასეთ დღეში ჩაგვაგდო და არაფერი გააკეთა ჩვენს დასახმარებლად?
-გაბრიელ გეყოფა -დახშული ხმით შეაჩერა იგი, კიტმა -ხომ იცი, ცხოვრებაში შენთვის არაფერი მითხოვია -ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში ნერვიულად გაიარ-გამოიარა მან -მხოლოდ ახლა გამიჩნდა სურვილი ეს უფლება გამომეყენებინა. იგი კვდება, გესმის? ყველა ადამიანი იმსახურებს მოუსმინონ მაშინ, როდესაც ჩადენილს გულწრფელად ნანობს და ყელში მოწოლილი სათქმელისგან განთავისუფლება სურს
-სწორედ ეს განსხვავებაა ჩვენს შორის, ძამიკო, მე არ ვარ ისეთი დიდსულოვანი, როგორიც, შენ და არც მოყენებული ტკივილი მავიწყდება ასე უბრალოდ. მორჩა, ეს თემა დახურულია და ძალიან გთხოვ, იმ კაცის სახელი ჩვენს სახლში მეორედ აღარ ახსენო. გიკრძალავ!
-მიკრძალავ? -გვერდულად გამოხედა მას, კიტმა -ხვდები, რომ ახლა ბავშვივით იქცევი?
-თუ არ გაჩუმდები, ჩვენი დიალოგი ჩხუბით დასრულდება -გამაფრთხილებელი იყო გაბრიელის ტონი
-შენ თვითონ მასწავლიდი, რომ ძმებს შორის გამართულ ჩხუბში, გამარჯვებული არ არსებობს
გაბრიელს ლამის სიცილი წასკდა ამის მოსმენისას, მაგრამ მიხვდა, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, გაცინება საკმაოდ შეუფერებელი იქნებოდა, ამიტომ თავი შეიკავა და მშვიდად უპასუხა:
-ეს მაშინ იყო, როდესაც შენი ცისფერი დათუნია ორივეს მოგვწონდა და გამუდმებით კამათი გვქონდა რომელი ჩაიწვენდა ღამით ლოგინში -მიუგო მან -ახლა მზად ვარ ეგ წესი დავივიწყო და ერთი მაგრად მოგდო ყბაში, თუ კიდევ ეცდები ჩემს გადარწმუნებას
-რა სასიამოვნოა ამის მოსმენა -კოფეინი გაბრიელის ჭიქიდან მოსვა ბიჭმა, თუმცა შაქრის რაოდენობა ეცოტავა და სახე სასაცილოდ დამანჭა -სულ მავიწყდება, რომ დიანას ენასავით მწარე ყავას სვამ
-შეეშვი ამ დიანას. შენთვის არაფერი დაუშავებია და თქვენი ბავშვური კინკლაობაც უკვე ყელშია ამოსული
-ანუ არანაირი შანსი არ არსებობს, რომ გამომყვები? -კვლავ ძველ თემას მიუბრუნდა კიტი. ძმას მუდარის თვალით უყურებდა. უნდოდა, ახლა მაინც მოესმინა სასურველი პასუხი, თუმცა ამის იმედი მაინდამაინც არ ჰქონდა
-კარგად მიცნობ და მშვენივრად იცი, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ უკიდურესი შემთხვევების დროს ვცვლი. იმ კაცს თუ ნახავ, გადაეცი, რომ მეორე შვილი არ ჰყავს. იგი მაშინ მოკლა, როდესაც ყველაზე საჭირო მომენტში აქცია ზურგი -მერე წამოდგა და თავისი ყავის ფინჯანს მარჯვენა ხელით დასწვდა -მე ზემოთ ავალ, ირისს დავხედავ, შენ კი, თუ წასვლას აპირებ, უკანა გზაზე რამე ენერგეტიკული გამოიყოლე, თორემ ეს დღეები ფეხზე ძლივს ვდგავარ. აბა, წარმატებები -სითხე ფინჯნიდან ხმაურიანად მოსვა გაბრიელმა და სამზარეულო ისე დატოვა, კიტმა სიტყვის დადევნებაც კი ვეღარ მოასწრო . . .















9 თავი

ღამის პირველი საათი იქნებოდა, როდესაც გაბრიელი მირასთან სატელეფონო საუბარს მორჩა და სენსორის ჩაქრობის შემდეგ, მობილური საწოლზე მიაგდო. დეტექტივს, როგორც ყოველთვის, აინტერესებდა დაადგინა თუ არა ბიჭმა ირისის ნარკოდილერების ვინაობა, თუმცა ამ მხრივ, ჯერ არანაირი წინსვლა არ ჩანდა. გაბრიელი მშვენივრად ხვდებოდა, რომ გოგონას ასე მარტივად ვერ გამოტეხდა, ამიტომ, აღნიშნულ თემაზე ფიქრს მაინდამაინც დიდ დროს არ უთმობდა. სურდა, ჯერ ირისის ნდობა მოეპოვებინა, რათა იგი მასთან ბოლომდე გახსნილიყო და იმ ადამიანების შესახებ მიეცა ცნობები, რომლებმაც მისი ცხოვრების არევაში მართლაც, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
ბიჭმა შავი მაისური ტანზე გადაიძრო და საწოლზე გულაღმა წამოწვა. ოთახს მხოლოდ პატარა ღამის ნათურა ანათებდა, რომელიც საწოლის გვერდით მდგომი კომოდიდან, ღია ცისფერ შუქს აფრქვევდა და საძინებლის თეთრ კედლებსაც ამავე შეფერილობას სძენდა.
ნაზი განათება, ძილიანობის შეგრძნებას ერთი ორად უმძაფრებდა გაბრიელს, თუმცა რატომღაც მაინც ვერ ახერხებდა რეალობისგან გამოთიშვას. მამამისზე და მის ავადმყოფობაზე ფიქრი, წამითაც არ ასვენებდა. მართალია, ძმისთვის ამ ადამიანის მონახულებაში ხელის შეშლა არც უფიქრია, თუმცა კიტმა, გაბრიელის გარეშე კლინიკაში მისვლაზე უარი განაცხადა და თავადაც სახლში დარჩა. მხოლოდ ის იყო, რომ ბოლო ორი დღე თავისი ფურგონიდან არ გამოდიოდა და უფროს ძმასთან ყველანაირ კონტაქტს გაურბოდა. სულ რამდენიმე წუთით თუ მოკრავდნენ ხოლმე ერთმანეთს თვალს და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც ძილის წინ, ორივენი გარეთ გამოდიოდნენ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გასაჩერებლად. არც ამ დროს ხდებოდა რამე განსაკუთრებული. გაბრიელი სახლის ხუთსაფეხურიან კიბეზე იჯდა ხოლმე, კიტი ფურგონის წინ მდგომ შეზლონგ-სკამზე და დროც, ერთმანეთისთვის თვალის არიდებაში გადიოდა, მანამ, სანამ გაბრიელი ფეხზე არ წამოდგებოდა კვლავ სახლში შესაბრუნებლად.
გაზაფხულის ბოლო დღეები იწურებოდა. ნაზი, თბილი ღამე იყო. საძინებლის ღია ფანჯრიდან კარგად ჩანდა, თუ როგორ მსუბუქად არხევდა ფაქიზი სიო სახლის წინ მდგომ დიდ წიწვის ხეს. მისი მელოდიური შრიალი ყურს იმდენად სასიამოვნოდ ხვდებოდა, რომ გაბრიელს თავიდან ყველა უსიამოვნო ფიქრი ამოუცვივდა და უფრო მეტად მოუდუნდა უძილობისგან ისედაც მოდუნებული სხეული. მარჯვენა მხარეს რომ გადატრიალდა და თავისსა და ძილს შორის, დამაბრკოლებელ ბარიერად აღმართული სანათი ჩააქრო, ბიჭის მყუდროებას რაღაც საეჭვო ხმამ შეუშალა ხელი. თავდაპირველად, ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ეგონა, მისი ზედმეტად გადაღლილი გონება ურევდა რაღაცას და ეს ყველაფერი ეჩვენებოდა, თუმცა, როდესაც ხმები უფრო გაძლიერდა და ამას კარის მსუბუქი ჭრიალიც მოყვა, გაბრიელი საწოლზე მარჯვენა იდაყვით წამოიწია.
კართან არავინ იდგა, თუმცა იატაკზე რაღაც მაინც ფაჩუნობდა. გაურკვევლობაში მყოფმა, ხელის ფათურით მოძებნა სანათი და ის-ის იყო, ოთახი კვლავ გაანათა ცისფერი შუქით, რომ ქვემოდან საკმაოდ გარკვევით მოესმა : -"მიაუუუუ". აქედან რამდენიმე წამში კი, მის საწოლზე შავ-თეთრი, ფუმფულა კატა ამოხტა ლამაზი მწვანე თვალებით
უეცარი სტუმრის დანახვა, საკმარისი აღმოჩნდა ბიჭისთვის, რომ კვლავ ბალიშზე მიწოლილიყო და ძილის შებრუნება ეცადა, თუმცა კატა რბილ საწოლს არ დაჯერდა და მაიდამაინც პატრონის გულზე მოინდომა მოკალათება.
-სფინქს, ისევ? -შინაურ ცხოველს ყურებზე მიეფერა გაბრიელი. ამ უკანასკნელმაც, კრუტუნა ხმები ამოუშვა და ბიჭის ყელში, ცხვირი საყვარლად ჩარგო -აქ ვინ შემოგიშვა? ახლა არ მითხრა კარის გაღება ვისწავლეო -ღიმილი მოადგა თავისავე სიტყვებზე
ზამთრის სეზონზე, სფინქსი ხშირად ამოუყვანია თავის საძინებელში. იმ პერიოდში, კატას გამათბობლის ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული, თუმცა ახლა, მისი მზესავით გახურებული ბეწვები იმდენად აწუხებდა, რომ სფინქსი მარჯვენა მხარეს გადააწვინა და როგორც კი თვალები დახუჭა, კვლავ მორიგი უცნაური ხმა მოესმა კარის მხრიდან. გაბრიელს თვალები არ გაუხელია. მთელ კატების მოდგმასაც რომ მის ოთახში მოეყარა თავი, უკვე ფეხებზე ეკიდა. ახლა მხოლოდ რეალობისგან გამოთიშვა სურდა, თუმცა სანამ საწადელს აისრულებდა, საძინებელში გამეფებულ დუმილს კარის ხმამაღალმა ჯახუნმა დაუსვა წერტილი. იგი, მთელ სივრცეში ექოდ გავარდა და მალე, ადამიანის ნაბიჯები იქცა მორიგ საეჭვო ხმად
გაბრიელს შუქი ჯერ კიდევ არ ჩაექრო. საწოლზე წამოწეულმა, თვალები ზანტად გაახილა და ის-ის იყო ოთახს უკვე მობეზრებული მზერა მოატარა, რომ დანახულმა წამით გაკვირვებისგან გააშეშა. ყველას დანახვას ელოდა თავისი ოთახის ნახევრად შეღებულ კართან, მაგრამ მისას არა.
-ესე იგი არ შევმცდარვარ, ჯერ კიდევ გღვიძავს -კმაყოფილების ტონით ალაპარაკდა მეორე ღამეული სტუმარი
-აქ რას აკეთებ, ირის? ან ოთახიდან როგორ გამოხვედი? კარგად მახსოვს, რომ . . .
-ჰო, ვიცი, ვიცი, გარედან ჩამკეტე, რათა ტვინი არ გადამბრუნებოდა და არ გავქცეულიყავი -თვალები აატრიალა გოგონამ -თუმცა თამაზი მოვთაფლე და სათადარიგო გასაღები მომცა. ამ ეზოს იმხელა ჭიშკარი აქვს, მე კი არა, ჟირაფიც კი ვერ გადააწვდენს კისერს
-შენგან გასაკვირი არაფერია, ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის თავს ვიზღვევ -მიუგო თვალების ფშვნეტით. მერე თავის გვერდით მწოლიარე კატას გახედა, რომელიც უკვე საამოდ კრუტუნებდა და გრძელი, ფუმფულა კუდი, ტანზე ლამაზად ჰქონდა შემოხვეული -სფინქსი, აქ შენ შემოუშვი?
-ჰო -ფანჯრის რაფაზე შემოსკუპდა გოგონა. იმ მომენტში, საკმაოდ თამამად ეცვა -ატლასის მოკლე პიჟამა-შორტზე, რაც მის ფეხებს საკმაოდ ნათლად გამოკვეთდა, ამავე ნაჭრის, გულ-მკერდზე ლამაზად ჩახსნილი ტოპი-მაისური ჰქონდა გადაცმული, ეს უკანასკნელი კი, ქალის სხეულის ყველაზე მიმზიდველ ნაწილს საკმაოდ მადისაღმძვრელს აჩენდა -სანამ თავად შემოვიდოდი, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ არ გეძინა, ამიტომ, ჯერ სფინქსი შემოგიგზავნე. მერე, შენი ხმაც გავიგე, როდესაც მას ელაპარაკებოდი და აი, მეც აქ ვარ
გაბრიელი საწოლზე მოხერხებულად წამოჯდა, ბალიში ზურგს უკან დაიდო და გულზე ხელები დაიკრიფა.
-ჰო, ეს გასაგებია -თქვა მან -ახლა ის მითხარი შენი აქ ყოფნის მიზეზი რა არის? კარგი გოგონები, მამაკაცებს ღამის პირველ საათზე საძინებლებში არ უვარდებიან -ღიმილით დაამატა ბოლოს
-ცუდი სიზმარი დამესიზმრა და მარტო ყოფნა არ მინდა. შეიძლება ამაღამ შენთან დავიძინო?
-თუ ასეა, რა გაეწყობა? წავალ თეთრეულს გამოვიღებ და ჩემთვის იატაკზე გავშლი
-არა, მოიცადე -გოგონას ხელმა შეაჩერა კარადისკენ წასული გაბრიელი -ლოგინზე მარტო დაწოლა არ მინდა, შენც ჩემს გვერდით დაწექი, კარგი?
-ამ საღამურებით აპირებ ჩემს გვერდით დაწოლას და ოდნავადაც არ გეშინია?
-სექსუალურ მანიაკს ნამდვილად არ ჰგავხარ -უდარდელად აიჩეჩა მხრები ირისმა და ამჯერად, თავად შეათვალიერა წელს ზემოთ შიშველი გაბრიელი დამკვირვებლური მზერით
-შეიძლება, არც გგონივარ სექსუალური მანიაკი, მაგრამ მამაკაცი ნამდვილად ვარ და სანამ ჩემს ლოგინში ჩაწვები, ჯობს ეგ სილამაზე რამით დაიფარო -საჩვენებელი თითით, მკერდისკენ ანიშნა ბიჭმა
არაფერი უპასუხია ირისს. წამით, უხმოდ უყურა გაბრიელს თვალებში, შემდეგ კი, პირდაპირ ტანსაცმლის კარადისკენ დაიძრა და მასში ქექვას მოყვა. ბიჭი დამკვირვებლური მზერით შესცქეროდა მის თითოეულ მოძრაობას. თავდაპირველად, ვერ ხვდებოდა რას ეძებდა, თუმცა როგორც კი გოგონამ ერთ-ერთი უჯრიდან მისი თეთრი მაისური გამოიღო და ტანზე გადაიცვა, ბიჭისთვის ყველაფერი ნათელი გახდა.
-აბა, როგორი ვარ? -მოდელივით დატრიალდა ირისი მის წინ -აღარ აღგაგზნებ და შემიძლია შენს ლოგინში მშვიდად ჩაწოლა?
-ვაღიარებ, ასე ბევრად უკეთესია -ირიბად ჩაეღიმა გაბრიელს მის სიტყვებზე
-ჰოდა, ძალიან კარგი . . . შენ არ აპირებ დაწოლას? -ხელით გვერდითა ბალიშზე ანიშნა, როგორც კი საწოლზე წამოკოტრიალდა -სფინქსის გამო, ცოტათი შევიწროვება მოგვიწევს
-არა უშავს, ერთი ღამით ავიტან ჩემი საწოლის ოკუპირებას . . .
სხვა დღეებისგან განსხვავებით, ამჯერად ლოგინის მარჯვენა მხარეს მოუწია მოკალათება, გაბრიელს. მისი ადგილი ირისს ჰქონდა დაკავებული. საწოლის კიდეში, მძინარე კატა კი, კვლავ კრუტუნა ხმებს გამოსცემდა და ღამეულ მყუდროებას არღვევდა.
-შეიძლება რაღაც გკითხო, გაბრიელ?
-მიდი, მკითხე -მიუხედავად იმისა, რომ იმ წუთას, სიჩუმის გარდა არაფერი უნდოდა, მაინც გაუხარდა ირისის ალაპარაკება. ეს იმას ნიშნავდა, რომ გოგონას ფიზიკური ტკივილები წინა დღეების მსგავსად აღარ ტანჯავდნენ და შედარებით უკეთ იყო. ყოველ შემთხვევაში, იმ ღამით მაინც
-ჩემზე მხოლოდ სამი წლით ხარ უფროსი. ახლა ისეთი ასაკი გაქვს, რომ კლუბებს, სასმელს და გოგონებს არ უნდა იკლებდე, შენ კი, ქალაქისგან მოშორებით, ტბისპირა სახლში ცხოვრობ, სადაც ოთხი კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობაც კი არაა . . . რატომ?
დიდი ხნის განმავლობაში, ხმა არავის ამოუღია. გაბრიელი ირისის მხარეს გადაბრუნდა და სიბნელეს შეჩვეული მზერით, შედარებით უფრო გარკვევით დაინახა გოგონას ღია მწვანე სფეროები. მომლოდინედ უყურებდა მას, ირისი. წამით, მის თვალებში სირცხვილის გრძნობაც დაიჭირა ბიჭმა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასმული შეკითხვისგან მოგვრილი უხერხულობის გამოძახილი იყო და გადაწყვიტა დუმილი ბოლოს და ბოლოს დაერღვია.
-გაინტერესებს, რატომ ვცხოვრობ ისე, როგორც ოთხმოცი წლის მოხუცი იცხოვრებდა?
-ასე პირდაპირ თქმა არ მინდოდა, მაგრამ, ჰო
-მიდი, ადექი ერთი რაღაც უნდა გაჩვენო -საწოლიდან წამოიწია გაბრიელი -მერე შენს კითხვას თავადვე გასცემ პასუხს
-რა უნდა მაჩვენო?
-ამას მაშინ ნახავ, როდესაც გაჩვენებ -მიუგო მაისურის გადაცმის თანავე, ჯერ კიდევ საწოლზე ჩამომჯდარ გოგონას ხელი ჩაჰკიდა და ოთახიდან გასასვლელი კარისკენ წაიყვანა. საძინებელში მხოლოდ ტკბილად მძინარე სფინქსი დარჩა, რომლის განკარგულებაშიც, უზარმაზარი საწოლი იყო თავისი ფუმფულა ბალიშებით
ოთახიდან გასულებმა, სწრაფად ჩაიარეს ხის საფეხურები და სულ მალე, ვარსკვლავების შუქით მკრთალად განათებულ ეზოში აღმოჩნდნენ. სავსე მთვარის ვერცხლისფერი ნათება, ტბის ზედაპირზე მომაჯადოებლად ირეკლებოდა და მოლიცლიცე წყლის გამო, პერიოდულად, უსწორმასწორო ფორმებს იღებდა. ცამდე ატყორცნილი წიწვის ხეების ტოტების მელოდიურად ასაშრიალებლად, კვლავ უწინდელივით ქროდა ნაზი, თბილი სიო, ხოლო ამ ყველაფერს დამატებული ჭრიჭინების ღამეული მუსიკა, თითქოს დედოფლის გვირგვინად ადგა იდუმალი ღამის მშვენიერებას.
-სად მივდივართ გაბრიელ? -სახლიდან გამოსვლის შემდეგ, პირველად ამოიღო ხმა ირისმა. მართალია, ბიჭის სიახლოვის გამო, თავისი დაუძლეველი ფობია-სიბნელის შიში ოდნავადაც არ აწუხებდა, მაგრამ მაინც სურდა გაურკვევლობისთვის ფარდა აეხადა სცოდნოდა სად მიდიოდნენ
-ცოტაც მოიცადე
-არ მითხრა, რომ ტბაში უნდა ვიბანაოთ! შიგნით წურბელები იქნებიან და მათი ძალიან მეშინია
-უკვე აღარ ვარ იმ ასაკში წყალში საჭყუმპალაოდ ღამით, რომ იპარებიან -ღიმილით აღნიშნა ბიჭმა და როგორც კი, ტბის ნაპირთან ხის ბოძზე გამობმულ, ტალღებზე მოლივლივე პატარა ნავს მიუახლოვდა, სიარული შეწყვიტა. ირისიც გაჩერდა და გაბრიელს უკვე მომლოდინე თვალებით მიშტერებოდა, როდესაც იგრძნო, თუ როგორ მოხვია წელზე ხელები ბიჭმა და ნაპირიდან, პირდაპირ ნავში გადასვა. წონასწორობის შესანარჩუნებლად, გოგონა მაშინვე ჩაეჭიდა წყლის ტრანსპორტის ზედაპირს. თავიდან, ბალანსის დაცვა ცოტათი გაუჭირდა და კინაღამ წყალში მოადინა ტყაპანი, თუმცა, როგორც კი ნავში მასთან ერთად გაბრიელიც გაჩნდა, მოულოდნელობისგან აკანკალებული ხელებით, ამჯერად, ბიჭის მაისურს ჩაეჭიდა და თითები მაგრად მოუჭირა
-რას აკეთებ? იცი როგორ შემეშინდა? კინაღამ ჩავვარდი!
-რომ ჩავარდნილიყავი, მაშველი რგოლი გვერდით გყავდა. აუცილებლად გიხსნიდა სისხლისმსმელი წურბელების თავდასხმისაგან
-დამცინი, არა?
გაბრიელმა თავი ღიმილით გააქნია. მერე, კმაყოფილმა მიმოიხედა გარშემო, თითქოს ამოწმებდა ვინმე უყურებდა თუ არა და ბოძზე მიმაგრებული ნავის კვანძი გახსნა. წყლის ტრანსპორტი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ოდნავ შექანდა და თანდათანობით, უწინდელი ადგილიდან დაიწყო მოშორება. ნელა, თითქმის შეუმჩნევლადაც მიემართებოდა იგი კამკამა წყლის ზედაპირზე არეკლილი მთვარის გამოსახულებისკენ და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს თავისი გამოჩენით, მხატვრის მიერ შექმნილი უკვდავი პეიზაჟის გადღაბნას ცდილობდა.
-აქ რა გვინდა? -თითქოს განზრახვას მიუხვდაო, ისე ჰკითხა ირისმა
-ჩემთან მოდი. კიდესთან ძალიან ახლოს თუ მიიწევი, გადავარდები -მასწავლებელიბით დაარიგა გოგონა, თავად კი, ნავში ისე გადაწვა, თითქოს ეს უკანასკნელი საწოლი ყოფილიყო და ირისს ამოხედა თავისი ოქროსფერი თვალებით, მთვარის შუქზე, რომ უფრო კაშკაშა გამხდარიყვნენ -გვერდით მომიწექი
-რატომ?
-არ ვიკბინები, მოდი -თვალებით თავის მკლავზე ანიშნა. ირისს ნამდვილად არ უნდოდა, ბიჭს გაჯიუტებულ, პატარა გოგოდ ჩაეთვალა. არც ის სურდა, უაზრო კომპლექსები დატყობოდა, ამიტომ, ღრმად ჩაისუნთქა, გაბრიელის გვერდით მოხერხებულად მოთავსდა და თავი, სპეციალურად მისთვის გამოწვდილ მკლავზე ჩამოადო
სხვა ადამიანთან და სხვა სიტუაციაში, ალბათ, ეუცნაურებოდა კიდეც ეს ყველაფერი გოგონას და არც, ერთი კვირის გაცნობილ პიროვნებას მისცემდა ასე მოახლოების უფლებას, თუმცა იმდენად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ბიჭთან, იმდენად სუფთა და ყველანაირი ბილწი გრძნობებისგან თავისუფალი იყო მისი მზერა, რომ თვალდახუჭულიც კი ენდობოდა. უბრალოდ, იცოდა, რომ იგი კარგი იყო, ზედმეტად კარგი და სხვას უკვე აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა-არც იმ მცირე დროს, რაც გაბრიელს იცნობდა და არც, ერთად გატარებული წუთების სიმრავლეს
-მიდი, ზემოთ აიხედე -ჯერ კიდევ ათასი ფიქრი ერეოდა ირისს გონებაში, როდესაც, ყურთან ახლოს ბიჭის ტუჩები იგრძნო და მეტად სასიამოვნო, აქამდე თავისთვის უცნობმა ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულზე -უბრალოდ, ყველანაირი გრძნობა გათიშე, გარშემო თითოეული ხმა ჩაახშე და ზემოთ აიხედე
-საინტერესოა -ღიმილი შეეპარა მის ბაგეებს. როგორც ბიჭმა უთხრა, ყველანაირი გრძნობა ჩაახშო, ტვინი გათიშა და უბრალოდ, უკიდეგანო ცას გაუშტერა დამკვირვებლური მზერა
კაბადონს მომაჯადოებელი შავი ფერი გადაკრავდა. იმდენად შავი, რომ საოცრად ნათლად იკვეთებოდა მასზე ბრილიანტის თვლებივით მიბნეული მბრწყინავი ვარსკვლავები. მოლიცლიცე წყლის მორევში, პატარა ნავი მსუბუქად ირწეოდა, ხოლო ჭრიჭინების მიერ "დაკრული" მელოდია, ხმაურის ერთადერთ წყაროდ ქცეულიყო ღამეული მდუმარების სამეფოში.
ირისს, სახეზე საამო, თბილი ნიავი მიელამუნა. უყურებდა ამ ყველაფერს-პაწაწინა მნათობებს, რომლებიც, თითქოს სულ სხვანაირად კაშკაშებდნენ, გრძნობდა ბიჭის სუნთქვას მასთან სულ ახლოს და ხვდებოდა, რომ მთელი ეს დრო, რაღაც ამდაგავრი აკლდა. აკლდა ის შეგრძნებები, რომელსაც გაბრიელის ოდნავი სიახლოვეც კი იწვევდა მასში. ამ ადამიანის გრილ და სასიამოვნო სურნელს, თითქოს მთლიანად მოეცვა მისი ფილტვები. ბიჭის მკლავს, თავისი კეფის ქვეშ გრძნობდა და იმ წამს, დაეფიცებოდა, რომ ეს მომენტი ყველაზე გამორჩეული და უჩვეულო იყო მის ცხოვრებაში.
-საოცარია აქაურობა, იცი? -აღფრთოვანების სიტყვები აღმოხდა ირისს -ახლა მართლა მივხვდი, თუ რატომ არ გინდა აქაურობის მიტოვება და ცივილურ სამყაროში გადმოსვლა. ამ სიმშვიდეს ვერ ელევი, რასაც ეს ადგილი გჩუქნის. აი, ნახე -საჩვენებელი თითი ცისკენ გაიშვირა -ქალაქში ვარსკვლავებს ასეთი კაშკაშა ფერი არასდროს აქვთ. არც ასე ლამაზად ციმციმებენ. აქ კი . . .
-ვიცოდი, რომ იგრძნობდი -საუბარი გაბრიელის სიტყვებმა შეაწყვეტინა -იყო დრო, როდესაც მეგაპოლისები მიზიდავდა, თუმცა, წლებმა აჩვენა, რომ სიმშვიდე ბევრად უფრო მომწონს
-და, მაინც როდის მიგიწევდა გული მეგაპოლისებისკენ? -ინტერესით გააბრუნა თავი მისკენ, ირისმა. წამით იმდენად ახლოს აღმოჩნდა გაბრიელის ტუჩებთან და ბიჭის ისეთი მზერა დაიჭირა, რომ დარწმუნებულიც კი იყო, ეს უკანასკნელი საკოცნელად გამოიწევდა. უნდოდა კიდეც, რომ ასე მომხდარიყო. მთელი სხეული უხურდა სურვილისგან, თუმცა იმედები ერთიანად ჩაეფუშა, როდესაც გაბრიელი ოდნავ მოშორდა და მზერა კვლავ ცისკენ მიმართა
-ეს ღრმა ბავშვობაში იყო -ხმადაბლა მიუგო მან -როდესაც იზრდები, გემოვნებაც გეცვლება და შეხედულებებიც
-გაბრიელ . . .
-გისმენ
-ამაღამ მინდა აქ დავიძინო
-ნავში? -ოდნავ ჩაეცინა ბიჭს მის სიტყვებზე -ოდნავ არაკომფორტული იქნება
-მაქსიმუმ სახსრების ტკივილმა შემაწუხოს. ეს, სულიერ ტკივილებთან რა მოსატანია?
-სულიერ ტკივილებთან? -ჩაეძია გაბრიელი
-ვაჩე და კონსტანტინე მყავს მხედველობაში. არც კი მკითხულობენ -განუმარტა მან თავისი სიტყვები -ფეხებზე კიდიათ, თუ როგორ ვარ
-სულაც არა. შეიძლება, შენთან კონტაქტს გაურბიან, მაგრამ მე ყოველ დღე მიკავშირდებიან და თითოეული წვრილმანის შესახებ იბარებენ ანგარიშს
-სერიოზულად ამბობ? -იმოდენა სიხარული გაკრთა გოგონას ხმაში, რომ გაბრიელმა შეხედვის გარეშეც კი წარმოიდგინა რაოდენ გაბრწყინებული იქნებოდა აღნიშნულ მომენტში ირისის მწვანე თვალები
-ჰო, სერიოზულად ვამბობ. რომ მცოდნოდა ეს ამბავი ასე ძალიან გაწუხებდა და სიმართლის გარკვევა ამდენად გაგახარებდა, ბევრად უფრო ადრე გეტყოდი ყველაფერს
-უბრალოდ, მართლა მეგონა, რომ ჩემზე საშინლად იყვნენ გაბრაზებულები და აღარაფერში ვჭირდებოდი
-თუ ნამდვილი მეგობრები არიან, ცხოვრების ბოლომდე დაჭირდები, ისინი კი, სწორედ ასეთები არიან -გამამხნევებლად გაუღიმა გოგონას
-ზუსტად ამიტომ იბრძვის ჩემი პიროვნების ერთი ნაწილი, რომ მათ იმედები არ გაუცრუოს და ისეთი გახდეს, როგორიც ადრე
-და მეორე ნაწილი?
-მეორე ნაწილი, პირველზე ბევრად უფრო ძლიერია. მას, თავისთვის საყვარელი ადამიანები ფეხებზე ჰკიდია და მხოლოდ საკუთარი ცხოველური სურვილების დაკმაყოფილებაზე ფიქრობს
-მოდი ასე მოვიქცეთ -მარჯვენა იდაყვს დაეყრდნო გაბრიელი და გოგონას ზემოდან დახედა -იმ ნაწილს, რომელიც საღ აზრებს შთაგაგონებს "ბლანკო" დავარქვათ, ხოლო მეორეს- "ნეგრო". (<<ესპ:-თეთრი და შავი>>) ეცადე, მუდამ იბრძოლო იმისთვის, რომ ამ ორს შორის გამართულ ბრძოლაში, მუდამ ბლანკო გამოვიდეს გამარჯვებული
-რთული იქნება. ბლანკოს ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს -თითქოს მთელი ნაღველი ამოყვა გოგონას უიმედო სიტყვებს
-არ აქვს მნიშვნელობა მოწინააღმდეგის სიძლიერეს, ირის. ხშირ შემთხვევაში, საბრძოლო ტაქტიკა და შენს გარშემო შეკრებილი მეომრების თავდადება თამაშობს გადამწყვეტ როლს
-მეომრებში ვაჩეს და კოსტას გულისხმობ?
-საკუთარ თავსაც -მტკიცედ მიუგო გაბრიელმა -მე უფროსი ლეიტენანტი ვარ შენს არმიაში
სიცილი აუტყდა ირისს. თავისი ცუდი სიზმარი უკვე აღარც კი ახსოვდა. გაბრიელთან სიახლოვეს, უარყოფითი ემოციები თითქმის მთლიანად გამოეწოვა მისი ორგანიზმიდან და მათი ადგილი პოზიტივსა და იდუმალ სიხარულს დაეკავებინა.
თბილი ნიავი კვლავ აგრძელებდა ირისის თმებსა და სახეზე თამაშს. ამასთან ერთად, მას გაბრიელის არომატიც მოჰქონდა და ამ სურნელით თავბრუდახვეული გოგონა, უკვე სასიამოვნო მოთენთილობას განიცდიდა. გაუცნობიერებლად მიიწია ირისმა ბიჭთან უფრო ახლოს და მის მკლავს თავი უფრო მოხერხებულად ჩამოადო. თვითონაც არ იცოდა ეს რატომ გააკეთა და წამით შერცხვა კიდეც, თუმცა როდესაც გაბრიელმა მკლავები მაგრად მოხვია და საკუთარ გულზე თავი დაადებინა, ეს გრძნობა მაშინვე გაქრა.
იმ მომენტში, სასიამოვნოდ აჟრჟოლებდა ბიჭის მფეთქავი ორგანოს ბაგა-ბუგის მოსმენაზე. ცხოვრებაში პირველად ჰქონდა მომენტი, როდესაც მამაკაცის გულის ცემას ამდენად ცხადად გრძნობდა და ეს ხმა, მის სასმენ ორგანოში მიედინებოდა ვიბრაციის ტალღებად.
-ახლა ვხვდები, რომ გამოთქმა-"ზოგი ჭირი მარგებელია" სინამდვილეს ექვემდებარება
-ამას რატომ ამბობ? -უკვე მთქნარებით ჩაეკითხა გაბრიელი
-ჩემი მავნე ჩვევა, რომ არა, ვაჩე და კონსტანტინე არ მოგაკითხავდნენ, აქ არასდროს მოვიდოდი და ამ ჯადოსნურ ღამესაც ვერ ვნახავდი -აქ, ირისს უეცრად სიტყვა გაუწყდა, გაბრიელის მკლავებიდან თავი სწრაფად გაინთავისუფლა და ისე სწრაფად წამოიმართა, რომ ლამის შუა ტბაში მოლივლივე ნავი ააყირავა
-გაბრიელ, მგონი ვარსკვლავი ჩამოვარდა, შეხედე -ხელი აიშვირა გოგონამ ცის იმ ნაწილისკენ, სადაც ცეცხლოვანი კომეტასავით ანთებული პატარა ზოლი ქვემოთ მოქროდა
-თუკი გჯერა, რომ ვარსკვლავს შენი ნატვრის ასრულება შეუძლია, რამე ჩაიფიქრე. შეიძლება აგიხდეს კიდეც
-შენ არ ჩაიფიქრებ? -გამომცდელი ღიმილით დააშტერდა ჯერ კიდევ ნავში გაწოლილ ბიჭს
-უკვე ჩავიფიქრე
-არ მეტყვი რა ინატრე?
-ის, რომ ფრჩხილების კვნეტას გადავეჩვიო -სრული სერიოზულობით მიუგო გაბრიელმა
-ფრჩხილებს იკვნიტავ?
-რა ვქვნა, ერთი ნაკლი ყველა იდეალურ ადამიანს აქვს
გოგონა, წამით გამომცდელად უყურებდა ბიჭს. შემდეგ მის ხელს დასწვდა, მთვარის შუქზე რაც შეეძლო დაკვირვებით შეათვალიერა და როდესაც იდეალური ფორმის თითებსა და საკმაოდ მოვლილ ფრჩხილებს მოკრა თვალი, მიხვდა, რომ გაბრიელი უბრალოდ ხუმრობდა
-კარგი რა, უცებ მართლა დავიჯერე, რომ რაც თქვი სიმართლე იყო -ვითომ გაბრაზებით დაიწუწუნა მან, თუმცა მერე რაღაც გაახსენდა და თემა რადიკალურად შეცვალა -წეღან მომესმა თუ შენს თავს იდეალური ადამიანი უწოდე?
-მგონი, არ მოგესმა -მხრების უდარდელი აჩეჩვა მოაყოლა გაბრიელმა ამ სიტყვებს
-ტიპური ნარცისიზმის შემოტევა
-სანამ შენ დიაგნოზს მისვამ, შენი ვარსკვლავი იფერფლება -თვალებით ცისკენ ანიშნა ბიჭმა -თუ არ მოასწრებ, სურვილის გარეშე დარჩები
ღამის სიჩუმეში კვლავ გაისმა ირისის სიცილი და სულ მალე, ამას ხმამაღლა წარმოთქმული ნატვრაც მოჰყვა:
-თქვენო უდიდებულესობა ვარსკვლავო, მინდა, რომ ახლა და ამ წამს, რაღაც განსაკუთრებული მოხდეს -მერე გაბრიელს დახედა. როდესაც მის დაჟინებულ მზერას გადააწყდა, გაუცნობიერებლად თითების მტვრევას მოყვა
წამით, უხერხული დუმილი ჩამოვარდა. ჭრიჭინებმა, რომ ცოტა ხნით თავიანთი სიმღერა შეწყვიტეს, ირისმა მხოლოდ მაშინ იგრძნო ნავის შერხევა და დაინახა, რომ მის მსგავსად, გაბრიელიც წამომჯდარიყო. თვალმოუშორებლად უყურებდა მას, ბიჭი. თითქოს პორტრეტის დახატვის წინ, მოდელის თითოეულ ნაკვთს აკვირდებაო. გოგონამ ზუსტად ვერ განსაზღვრა სადამდე გაგრძელდა ეს დაკვირვება. თითქოს, უხერხულობისაგან საუკუნედაც კი მოეჩვენა წამები, თუმცა საბოლოო აფეთქება ირისის სხეულმა მაშინ განიცადა, როდესაც, გაბრიელი მისკენ გადაიხარა და ცხელი ბაგეები გოგონას ყელს უდიდესი სინაზით მიაკრო. ამ დროს, თითქოს ვულკანური ლავა ამოიფრქვა ირისის გულში და თითოეულ უჯრედს ურცხვად დაეპატრონა. ერთმა უბრალო შეხებამ იმდენი დამართა, რომ კანი მთლიანად აეხორკლა, სხეული გიტარის სიმივით დაეჭიმა და მუცელში სასიამოვნო მხურვალება იგრძნო.
გაბრიელის ცხელი ტუჩების შეხებისგან გონებააშლილმა, ინსტიქტურად წაიღო ხელი ბიჭის მაისურისკენ და მას ხელი მთელი ძალით მოუჭირა. თითქოს ასე ცდილობდა იმ განცდებისა და ემოციების გაკონტროლებას, რომელიც სადაც იყო ღიად ამოხეთქავდა მისი ბაგეებიდან სიამოვნების ოხვრის სახით.
-მადლობას არ გადაუხდი? -ბიჭის მომხიბვლელი ხმა, უფრო სასიამოვნოდ ჩაესმა ყურში, ვიდრე აქამდე, თუმცა შეკითხვამ აშკარად დააბნია
-ვის უნდა გადავუხადო მადლობა?
-ვარსკვლავს. შენი ნატვრა აასრულა -ამ წამს რაღაც განსაკუთრებული მოხდა შენს ცხოვრებაში -ისე უღიმოდა გაბრიელი, რომ გოგონა თავს ძლივს იკავებდა მის ბაგეებს არ დასცხრომოდა
-შენი აზრით, ეს განსაკუთრებული იყო? -მაინც არ სურდა თავის სიამაყესთან გამომშვიდობება
-შეიძლება იმ ენამ, რომელიც შენს კბილებს მიღმა იმალება ბევრი ტყუილი თქვას, მაგრამ სხეულის ენა არასდროს ტყუის
-და რა გითხრა ჩემმა სხეულმა? -უკვე ძლივს სუნთქავდა ირისი
-ძალიან ბევრი რამ . . .
-მაინც არ მითხარი რა იყო შენი სურვილი -შექმნილმა უხერხულმა ატმოსფერომ, სასაუბრო თემის შეცვლის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა ირისი. არც ბიჭს გამოპარვია მისი ეს მცდელობა და უჩუმრად ჩაეცინა კიდეც
-ჩემს სურვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში გეტყვი, თუ ამ წურბელებით სავსე ტბაში ჩახტები
-თუ გამხელა არ გინდოდა, პირდაპირ ასე გეთქვა -გაბუტული ბავშვის მსგავსად შემოიხვია მუხლებზე ხელები გოგონამ. გაბრიელი უწინდებურად ნავში იყო გაწოლილი და თვალები დაეხუჭა. როგორც ჩანს, ხელთავიდან მორეოდა ცოტა ხნის წინ დამარცხებული ძილიანობის შეგრძნება, რომელიც თავისი მორევისკენ მიაქანებდა ბიჭის გონების ფხიზელ ნაწილს
-გაბრიელ . . .
-ჰო
-იძინებ?
-ხომ თქვი, რომ აქ გინდოდა ღამის გათევა? უბრალოდ, კომპანიონობას გიწევ -ღიმილით აღნიშნა მან, ირისი მკლავზე მოქაჩვით კვლავ გულზე დაიწვინა და ღამის ნიავის ფონზე იგრძნო, თუ როგორ ნაზად მიეალერსა სახეზე სიოს დაბერვისგან აფრიალებული გოგონას თმები
-ძილინებისა, გაბრიელ
-ტკბილი სიზმრები, ირის . . .
იმ ღამით, შიში წამითაც არ უგრძვნია, გოგონას. სიბნელეც იყო, სიჩუმეც და ყველაფერი ის, რაც ასე ძალიან აფორიაქებდა, თუმცა მაინც არ ეშინოდა. გაბრიელის გრილი, სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა მის ირგვლივ, ბიჭის სუნთქვას გრძნობდა ყელთან ახლოს და მისი გულის ცემის რიტმს, საყვარელი მელოდიასავით უსმენდა მანამ, სანამ უეცარმა ძილმა არ წაართვა თავი . . .












10 თავი

გაბრიელის კარ-მიდამო ყველაზე ლამაზი ზაფხულობით იყო. როგორც კი, წელიწადის ამ დროის პირველი თვე დადგებოდა, გარშემო ყველაფერი უფრო ხასხასა ფერს იღებდა-მწვანედ მობიბინე ბალახი ბევრად მკვეთრი შეფერილობის ხდებოდა, მინდვრის ყვავილებიც შედარებით ფერადი და ხასხასანი ჩანდნენ, ხოლო სახლიდან ოციოდე ნაბიჯით დაშორებული კამკამა ტბა, ბევრად უფრო მკაფიოდ ირეკლავდა ნაპირზე ზღაპრული გოლიათებივით აღმართული, თვალუწვდენელი წიწვის ხეების ანარეკლთ.
თითქოს, მზეც კი სხვანაირად ანათებდა ზაფხულის პირველ თვეს. კვირის დასაწყისში, განსაკუთრებით კარგი ამინდები დაემთხვა. იმდენად კარგი, რომ ცაზე ღრუბლის ნაგლეჯიც კი არსად ჩანდა და დილის ცა მუდამ კამკამა ლურჯ ფერს ინარჩუნებდა.
ამ დღეების განმავლობაში, თითქოს ძალიან შეეჩვია ირისი, გაბრიელს. გოგონასთვის მიუხედავად უამრავი სირთულისა, მაინც სასიამოვნო ყოველდღიურობად იქცა ამ ადამიანთან დროის გატარება და გამუდმებით მასთან ყოფნა. ნამდვილად ვერ იტყოდა, რომ უცხო გარემომ და ახალმა ადამიანებმა ოდნავ მაინც დაუცხრეს ის ცხოველური სურვილი, რის გამოც, თავის დროზე გაბრიელის სახლში ამოყო თავი, თუმცა უწინდელისგან განსხვავებით, თითქოს რაღაც შეცვლილიყო. თუ აქამდე ირისს ბრძოლაც კი არ სურდა ამ მავნე ჩვევასთან გასამკლავებლად, ფარ-ხმალს ყოველგვარი მცდელობის გარეშე ყრიდა და მხოლოდ იმ ადგილიდან გაქცევაზე ფიქრობდა, ახლა უკვე ცდილობდა გაბრიელისთვის ხელი მაქსიმალურად შეეწყო და ბიჭის თითოეული სიტყვა ექიმის დანიშნულებასავით შეესრულებინა.
ისეთი დღეებიც მრავლად ჰქონდა, როდესაც, გადაჭარბებული ტკივილებისგან, უბრალოდ ხმამაღლა ყვირილი და ტირილი სურდა. გაბრიელიც მუდამ იმას ეუბნებოდა, რომ ეს უკანასკნელი ძალიან დაეხმარებოდა მსგავს სიტუაციებში, თუმცა გოგონა ჯიუტად ახშობდა თავის იოგებში ამოსახეთქად გამზადებულ ბგერებს და ცდილობდა ყველაფერი ისე გადაეტანა, რომ თავისი თავით, საბოლოოდ თავადვე ეამაყა.
ვაჩე და კონსტანტინე, კვლავაც გაურბოდნენ ირისთან პირდაპირ კონტაქტს. სამაგიეროდ, გოგონამ ახალი და კარგი მეგობარი შეიძინა კიტის სახით. როდესაც ირისი თავს შედარებით კარგად გრძნობდა, კიტი მთელ თავისუფალ დროს მასთან ატარებდა და ისეთ რამებს ასწავლიდა, როგორიც იყო: ველოსიპედის ტარება, თევზაობა, გოლფი და მრავალი სხვა. ხშირ შემთხვევებში, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც გაბრიელი სახლიდან იყო გასული და თავის "პაციენტს" ძმას გადააბარებდა ხოლმე.
ყველაზე მეტად, ირისს მაინც დიანას სტუმრობები აღიზიანებდა ტბის სახლში. ბოლო კვირაში, რადგან გაბრიელისგან უყურადღებობას უჩიოდა, გოგონამ თავად დაიწყო მასთან სიარული და ვიზიტებსაც თანდათანობით მოუხშირა. ირისს მუდამ ისე უყურებდა, როგორც მოსისხლე მტერს და აშკარა იყო, მისი იქ ყოფნა ოდნავადაც არ სიამოვნებდა. კარგად ხვდებოდა გოგონა, თუ რატომ გახლდათ დიანა მისდამი ასე განწყობილი. ეს იმას მოასწავებდა, რომ მასზე და გაბრიელზე საშინლად ეჭვიანობდა და ირისს, სერიოზულ მეტოქედ აღიქვამდა. სწორედ ამიტომ ეუფლებოდა გოგონას ეგოისტური კმაყოფილება. მიუხედავად იმისა, რომ გაბრიელთან არასდროს არაფერი უცდია, მაინც მოსწონდა იმის შეგრძნება, თუ როგორი საშიში გამხდარიყო დიანასთვის და რამხელა პრივილეგიას ფლობდა ბიჭთან დიდი დროის გატარებით, თანაც, მისავე სახლში ცხოვრებით.
ივნისის პირველი კვირის ბოლო დღე, წინების მსგავსად მზიანი და მხიარული იყო. შუადღის ორი საათისთვის, კაშკაშა ბურთის მხურვალება იმდენად საგრძნობი გამხდარიყო, გარეთ გასვლაც კი ჭირდა, თუმცა საღამოს საათებში, გარემო იმდენად სასიამოვნო სიგრილემ მოიცვა, რომ ხეებმაც კი ტოტების მხიარული შრიალით უპასუხეს ჰაერის ტემპერატურის ასეთ სასიამოვნო ცვალებადობას.
საღამო ხანი იქნებოდა ირისმა, რომ საწოლიდან თავი წამოსწია და თვალები ზანტად მოისრისა. იმ დღეს, თავს დილიდანვე ცუდად გრძნობდა, ამიტომ, გაბრიელს სთხოვა რამე დამამშვიდებელი საშუალება მიეცა, რათა დიდი ხნით ყოფილიყო გათიშული. მიუხედავად ამისა, გამოღვიძებული მაინც ვერ გრძნობდა თავს ბოლომდე მომჯობინებულად. თავბრუსხვევის და გულისრევის შეგრძნებები კვლავ საშინლად აწუხებდა. არც ჭამა სურდა და არც, წყალი იყო სადმე, რათა გამომშრალი ყელი გაესველებინა.
გოგონამ სახეზე ხელის გულები ჩამოისვა. წამით, გარემოს მოავლო თვალი, მერე საწოლიდან შიშველი ტერფები გადმოყო და როგორც კი, ფეხის გულებზე იატაკის ფილების შეხება იგრძნო, თავი ოთახიდან გასასვლელი კარის მიმართულებით გაატრიალა.
-გაბრიელ! -ხმამაღლა დაიძახა მან -გაბრიელ, სად ხარ?!
გოგონას პასუხი არ გაუგონია. მხოლოდ სააბაზანოდან მოესმა წყლის ჩხრიალის ხმა და ზუსტად მაშინ გააცნობიერა, რომ თავის კი არა, ბიჭის ოთახში იმყოფებოდა.
-გაბრიელ მანდ ხარ? -კართან გაჭირვებით მივიდა ირისი და მარჯვენა ხელით მიაკაუნა. ჩხრიალის ხმა მაშინვე შეწყდა. მერე იყო სიჩუმეში გატარებული რამდენიმე წამი, რის შემდეგაც, გოგონას ზღურბლის მეორე მხრიდან ნაბიჯების ხმა მოესმა. ამას, კარის გაღებაც მოყვა და ირისის წინ, წელს ზემოთ შიშველი გაბრიელი აისვეტა. ბიჭს ქვემოთ პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული და თმის ღერებიდან წამოსული წყლის წვეთები, მის ნავარჯიშებ სხეულს მეტად მადისაძმძვრელად მიუყვებოდა.
ირისს წამით თვალები გაუშტერდა გაბრიელის მკვრივ მუცელსა და მის პრესზე. როდესაც მკლავებს მზერა ააყოლა, წყლის წვეთებით დანამული კანი შენიშნა და მისი ტანის გელის სურნელიც საკმაოდ მკაფიოდ შეიგრძნო, არანორმალურმა სურვილმა დაუარა გაბრიელს ხელით შეხებოდა, თუმცა საბოლოოდ თავისი გონების საღ ნაწილს უბრძანა ამოქმედება და ბიჭს, დამკვირვებლური მზერა მოაშორა.
-არ ვიცოდი აქ თუ იყავი
-რამე ხომ არ გინდოდა? -მაშინვე მიხვდა გაბრიელი ირისის დაბნეულობის მიზეზს, თუმცა გარეგნულად არაფერი გამოუხატავს. მხოლოდ გულში ჩაეცინა კმაყოფილს
-უბრალოდ, მეგონა ოთახში მარტო ვიყავი და გადავამოწმე მართლა ასე იყო თუ, არა -მერე საძინებელს მოატარა მზერა და კვლავ ბიჭს შეხედა. ამჯერად, პირდაპირ თვალებში -ჰო მართლა, აქ რა მინდა? ან შენს საწოლში რატომ მეძინა?
-წარმოდგენა არ მაქვს. შუა დღეს, როდესაც გამომეღვიძა, უკვე ჩემთან იწექი და ბალიშის მაგივრად მე მეხუტებოდი
-რა თქვი?
-ალბათ, მთვარეული ხარ -კარის ჩარჩოს იდაყვით მიეყრდნო და ზემოდან ღიმილით დააცქერდა მას, გაბრიელი
-სისულელეა, რა მთვარეული? ასეთი რამ აქამდე არასდროს მომსვლია -გულწრფელად შეშფოთებული ჩანდა ირისი ბიჭის სიტყვებით
-შენ რაზე უფრო ნერვიულობ, მთვარეული, რომ ხარ თუ მაინდამაინც მე, რომ ჩამიხტი საწოლში? -ღიმილით ჩაეკითხა -ნუ გეშინია, არაფერი მიმაიმუნია, ასე, რომ შევალ და შხაპის მიღებას დავასრულებ. შენ კი, მანამდე გარდერობში რამე სპორტული ტანსაცმელი აარჩიე. დღეს სადღაც უნდა წავიდეთ
-მაინც, სად? მე არსად წამოსვლის ნერვები არ მაქვს. თავს ცუდად ვგრძნობ
-სწორედ იმიტომ უნდა წავიდეთ, რომ თავს ცუდად გრძნობ -ლოყაზე, მოხრილი საჩვენებელი და შუანა თითით უჩქმიტა გაბრიელმა, თვალი ჩაუკრა და კარი პირდაპირ ცხვირწინ მიუხურა, ისე, რომ გოგონამ ვერც თანხმობის და ვერც, უარის თქმა ვერ მოასწრო
სიმართლე ითქვას, ჯერ არც ჰქონდა გადაწყვეტილი რომელს აირჩევდა ამ ორიდან, თუმცა როდესაც, საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა გაახსენდა, რომლის მიხედვითაც, გაბრიელისთვის ყველაფერი უნდა დაეჯერებინა, საბოლოოდ, მაინც დათანხმება არჩია და თავის წესრიგში მოსაყვანად საძინებელს მიაშურა.
ტანსაცმლის შერჩევისთვის დიდი დრო ნამდვილად არ დაუთმია. საბოლოო არჩევანი სპორტულ შარვალსა და თეთრ, უმკლავო მაისურზე შეაჩერა, ამავე ფერის მოსაცმელი წელზე სახელოებით გადაინასკვა და ოთახიდან აჩქარებული ნაბიჯებით გამოვიდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა სად მიდიოდა და რა მოულოდნელობას უმზადებდა მას, გაბრიელი, თუმცა ამაზე არც მომზადების პროცესში უფიქრია ბევრი და არც მაშინ, როდესაც უკვე მანქანის უკანა სავარძელზე იყო მოკალათებული, საიდანაც, წინა სიდენიებზე მოკალათებულ გაბრიელსა და კიტს, მაგნიტოფონში უკვე მეათასედ მაინც უცვლიდა მუსიკას.
-არ ვიცოდი, შენც კლასიკას თუ უსმენდი, ირის -მელოდიის მორიგ გადართვაზე, კიტმა გოგონას, ცხვირზე ოდნავ ჩამოწეული მზის სათვალიდან გამოხედა -გაბრიელი მაგალითად გიჟდება. მის ასაკში, რომ მთვარის სონატას უსმენ, ამაზე მოსაწყენი რაღა უნდა იყოს
-რა გჭირთ თქვენ ორს? ბოლო დღეებია აღარ ლაპარაკობთ და მწარე რეპლიკებსაც არ იშურებთ ერთმანეთის მისამართით
გაბრიელის მხირდან პასუხს ნამდვილად არ ელოდა, ირისი, ამიტომ, შეკითხვის დასმის მომენტში კიტს უყურებდა. მისდა სამწუხაროდ, ამ უკანასკნელმაც ისეთი გამომეტყველებით ჯდომა ამჯობინა, თითქოს წუთის წინ არაფერი გაეგონა და გოგონამაც ფარ-ხმალი დაყარა.
-კარგი, არ მიპასუხოთ . . . ძმები აკიმჩევები როგორც ყოველთვის დუმილის უფლებას იყენებდნენ
-შენი პრობლემებიც ყელამდე გაქვს, ირის. არა მგონია სხვისი დრამების მოსმენა რამეში წაგადგეს -პირველად ჩაურთო სიტყვა გაბრიელმა ამ ხნის განმავლობაში. მანქანას სწორ გზატკეცილზე მიაქროლებდა, რომელიც ორივე მხირდან მწვანეში იყო ჩაფლული და ჩიტების მელოდიურ ჭიკჭიკს აეხმაურებინა
-თუ პრობლემები მაქვს, იმას არ ნიშნავს, რომ არ შემიძლია სხვას მოვუსმინო და რამით დავეხმარო
-სახლიდან გასართობად და ყურადღების გადასატანად წამოგიყვანე ასე, რომ ეს თემა დავხუროთ!
-როგორც იტყვით, ბატონო გაბრიელ -ცოტა არ იყოს, წყენა იგრძნობოდა გოგონას ხმაში. მართალია გულსაც წყვეტდა, თუმცა ხიბლავდა კიდეც ბიჭის იდუმალება, ის, რომ თავის თავზე ბევრს არაფერს ყვებოდა და მუდამ გამოცანად რჩებოდა ყველასთვის.
ერთი მხრივ, იმედგაცრუებულადაც გრძნობდა თავს, ირისი. უნდა ეღიარებინა, რომ მიუხედავად უამრავი თაყვანისმცემლისა, რომლებიც მის ცხოვრებაში არსებობდნენ და საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობითაც გამოირჩეოდნენ, პირველად მიიზიდა მამაკაცმა ასე ძალიან და ისიც კი არ იცოდა, ჰქონდა თუ არა მასთან რაიმე მომავალი. მართალია, გაბრიელისთვის ზედმეტი არაფერი უგრძნობინებია, თუმცა უკვე ბიჭის ჩვევებიც კი გაზეპირებული ჰქონდა-იცოდა, რომ საჭეს ყოველთვის მარცხენა ხელით მართავდა მიუხედავად იმისა, რომ ცაცია არ იყო, რომ ღიმილის შეკავებას ქვედა ტუჩის კუთხეში კბენით ცდილობდა, რომ სიხარულის შეგრძნებისას, მისი თვალები უფრო მეტად ოქროსფერნი ხდებოდნენ და ისიც, რომ ძილს ყოველთვის საწოლის მარცხენა მხარეს ამჯობინებდა.
ერთადერთი დაბრკოლება, რის გამოც გოგონა თავისი პირველი სერიოზული ინტერესის გულში ჩაკვლას და უგულებელყოფას ცდილობდა, ეს დიანა იყო. ბუნებით სამართლიანს, არასდროს მოსწონდა წყვილის ურთიერთობაში მესამე პირი რომ ურცხვად ერეოდა ხოლმე. სწორედ ამიტომ, თავს იმის უფლებას არ აძლევდა ხელის შემშლელის პოზიციაში ყოფილიყო და თავს აიძულებდა, გაბრიელთან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა დაეჭირა, რომელიც აღნიშნულ საზღვრებს არასდროს გასცდებოდა.
ნახევარ საათიანი მგზავრობა, საკმაოდ მხიარულ ვითარებაში გალიეს. ირისმა ისიც კი გაიგო, რომ კიტს ნამდვილი სახელი დანიელი ერქვა და რასაც ახლა ეძახდნენ, ღრმა ბავშვობაში გაბრიელის მიერ იყო შერქმეული "კიტ-კეტის" შოკოლადის გადაჭარბებული სიყვარულის გამო.
მანქანამ რომ დიდ, გაშლილ მდელოსთან შეანელა სვლა, გოგონამ მხოლოდ მაშინ გაიხედა ნახევრად ჩამოწეული საქარე მინიდან და ხის ორმეტრიანი მოაჯირით შემორაგულ სივრცეს მოკრა თვალი, სადაც ლამაზი, ფაფარაშლილი ცხენები დარბოდნენ. შემოღობილი ტერიტორიის გარეთ, ერთმანეთში მხიარულად მოსაუბრე ლანა, აჩი და მირაც დაინახა. ამ უკანასკნელს, საკმაოდ მოხდენილ სხეულზე მოკლე ჯინის შორტი ამოეცვა და თავის ლურჯ მაისურსა და ჭილოფის ქუდიდან გადმოყრილ გრძელ კულულებში ნამდვილ ქალღმერთს ჰგავდა.
-გაბრიელ აქ საჯირითოდ მოვედით? არ მითხრა, რომ ეს ცხენები შენია. ჯანდაბა, რა მაგარია! -ოვაციებს ვერ იცხრობდა, ირისი რაზეც, კიტსაც და გაბრიელსაც თავისთვის ეღიმებოდათ. მირას ხმა რომ გაიგეს, ქალი მათ უკვე ხელს უქნევდა და თავისკენ იხმობდა. აჩი და ლანა მოაჯირს მიყრდნობოდნენ. როგორც ჩანდა, საუკეთესო ფაფარიანს არჩევდნენ მომავალი ჯირითისთვის
-ცხენზე ჯდომა იცი, ირის? თუ არა, ჩემი უფროსი ძამიკო პროფესიონალია და შეუძლია გასწავლოს
-მართლა, გაბრიელ? -კიტს მზერა მოაშორა გოგონამ და ამჯერად, მას გახედა
-საკმაოდ მარიტივია, შენც მალევე აითვისებ. მთავარია სიჩქარის და სიმაღლის არ გეშინოდეს
-სამწუხაროდ იმედები უნდა გაგიცრუოთ, ბიჭებო -ქვედა ტუჩზე, ზუსტად გაბრიელის მსგავსად იკბინა, ირისმა -სიამოვნებით მივიღებდი თქვენგან გაკვეთილს, თუმცა სიარულზე ადრე ცხენზე ჯდომა ვისწავლეთ მე და ჩემმა არანორმალურმა მეგობრებმა
ვაჩეს და კოსტას გახსენებაზე, გოგონას ამჯერადაც ცრემლების ბურთი გაეჩხირა კისერში, თუმცა მაქსიმალურად შეეცადა ამაღლებული განწყობა არ გაეფუჭებინა და სწრაფად შეერია სამი მუშკეტერივით მდგომ აჩის, ლანასა და მირას.
გოგონას პირველად ლანა მიესალმა და თბილად გადაეხვია.
-აბა მოყევი, ირის როგორ უძლებ გაბრიელს და კიტს? -სიცილით იკითხა მან
-შენ თუ გიძლებენ, როგორმე მათი ატანაც შესაძლებელი იქნება -სიტყვით გამოვიდა აჩი და მოსულებს სათითაოდ გადაეხვია
-აჰა, დილიდან მიკვირდა რა სჭირს არაფერ მწარეს რომ არ მეუბნება-მეთქი და აი, უკვე დაიწყო
ირისს მათ კინკლაობაზე თავისთვის ჩაეღიმა. წყვილთან მცირედი დიალოგის შემდეგ, რა დროსაც საკმაოდ კარგ განწყობაზე დადგა, იქაურობას თვალი მოავლო და მზერა მირაზე გადაიტანა. ქალი, იმ წამს გაბრიელთან ახლოს იდგა, მის მკლავს იდაყვით ეყრდნობოდა და რაღაცაზე ღიმილით ესაუბრებოდა. მართალია გოგონა დეტექტივს ახლოს არ იცნობდა და არც მისი მეგობარი იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუძლია იმაში, რომ მის გაბრიელისადმი მიმართულ მზერაში შეყვარებული ქალის გამოხედვა ამოეცნო.
-ირის მირა ხომ გახსოვს? -ფიქრებიდან რომ გამოერკვა, გაბრიელი უკვე მას უყურებდა და თავისკენ იხმობდა. დაბნეულობა არ შეტყობია. გონს სწრაფად მოვიდა, მათკენ ამაყად გაემართა და დეტექტივს ღიმილით მიესალმა
-არ ვიცოდი ასეთი ხალხმრავლობა თუ დამხვდებოდა. გაბრიელს და კიტს გზაში არ გავუფრთხილებივარ
-არც მიკვირს -ცალი წარბი აწეული ჰქონდა მირას -ამ ორისთვის ზედმეტი ლაპარაკი და ახსნა-განმარტება ხომ უცხო თემაა? ნამდვილი სპარტანელების წინაპრები არიან
-კარგი, შერლოკ გეყოფა ბუზღუნი -მათ დიალოგს აჩიც შეუერთდა, თან მირას მხარზე ხელი გადახვია -დღეს აქ გასართობად მოვედით. ჯირითი ირისის გარდა ყველამ ვიცით, არა?
-ირისმაც იცის -თვითონვე გაუკეთა რეკლამა თავის თავს გოგონამ. სწორედ იმ წამს, გაბრიელის ღიმილიანი მზერაც დააფიქსირა, რომელიც, დანამდვილებით იცოდა, მხოლოდ და მხოლოდ მისკენ იყო მიმართული.
საშინლად დააბნია ბიჭის გამოხედვამ, ირისი. იმდენად იზიდავდა გაბრიელი მთელი თავისი ჩვევებითა და ადამიანობით, რომ თავს ძლივს იკავებდა მასთან რაიმე გრძნობა არ გამოემჟღავნებინა. არ სურდა ამის გაკეთება, რადგან მათ შორის დიანა იდგა და ყველაზე ნაკლებად ის სურდა, ვინმეს ურთიერთობის არევის მიზეზი გამხდარიყო. თავისდა საუბედუროდ, არც იმაში იყო დარწმუნებული გრძობდა თუ არა მისდამი იგივეს გაბრიელი.
-ჟღალი კარამელი ისევ აგვიანებს -საერთო საუბარში, კიტის უკმაყოფილო ხმა გაისმა -ნეტავ ამჯერადაც ტუჩსაცხის წასმისას შეყოვნდა თუ თვალის ლაინერი გაედღაბნა?
-გაბრიელ დიანაც მოვა? -ინტერესით გადახედა მას ლანამ და ირისს გვერდით ამოუდგა
-არა, არ მოვა . . . რაღაც საქმე გამოუჩნდა და მხოლოდ ჩვენ ვიქნებით
-მოიცა, მოიცა -კიტი ერთი ნაბიჯით წინ წამოვიდა -კიდევ ერთხელ გაიმეორე, რაც ცოტა ხნის წინ თქვი
-დიანა არ მოვა
-კიდევ ერთხელაც რა, ყურს სასიამოვნოდ ხვდება
-კიტ, უფროსი ძმის მუშტის გემო აქამდე არ გამოგიცდია და თუ არ გინდა ოცნება რეალობად გიქციო, თავიდან მომწყდი!
-ძმები აკიმჩევების პირველი ჩხუბი -ხელის გულები ერთმანეთს ისე გაუსვა აჩიმ, თითქოს მათ გათბობას ცდილობსო, მერე კი, ლანას გაკრა მხარი -ფოტო-აპარატი ხომ არ წამოგიღია? ეს კადრები ისტორიამ არ უნდა დაკარგოს
ირისი მათ ლაპარაკს უკვე აღარ უსმენდა. მხოლოდ შორიახლოს მდგომ თეთრ ცხენს უყურებდა და როგორც კი, მასთან მიახლოების სურვილმა საკმაოზე მეტად სძლია, გაბრიელს მკლავზე შეუმჩნევლად მოქაჩა.
-ხომ შეიძლება მე იმაზე დავჯდე?
-მოგეწონა?
-ძალიან ლამაზია -პატარა, აჟიტირებულ ბავშვს ჰგავდა იმ წამს
-მაშინ, შეიძლება
-ოჰო, ირისმა სეზონი გახსნა. აჩი წამოდი ჩვენც ავირჩიოთ. ხომ იცი, დღეს უნდა მოგიგო. შენც და ყველასაც
-ნამდვილი სიამაყის დედოფალია -ირონიული ღიმილით მიჰყვა ლანას, უკან შეყვარებული. მირას და კიტს უკვე შერჩეული ჰყავდათ შავი ფერის ულაყები. სანამ ისინი ჯერ კიდევ მათი მოფერებით იყვნენ გართულნი, გაბრიელმა ირისს წელზე ხელი მოხვია და მის მიერ არჩეულ ოთხფეხაზე შეჯდომაში მიეშველა.
-დარწმუნებული ხარ, რომ ჯირითი კარგად გამოგდის? -ცხენის აღვირის გოგონასთვის გადაცემის პარალელურად დასვა ეს შეკითხვა
-ხუმრობ? ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც არ გადმოვვარდები
-მაშინ გაჯიბრებაზეც თანახმა იქნები -მოხერხებულად მოახტა გაბრიელი იმ წამს, კიტის მიერ მოყვანილ ყავისფერ ოთხფეხას და კისერზე დამჩნეულ ნაცრისფერ ლაქაზე მიეფერა
-შენი ცხენია?
-ჰო, სულ პატარა იყო რომ ვიყიდე. რაღაც სერიოზული დაავადება ჰქონდა და თითქმის ყველა ვეტ-კლინიკა მოვლილი აქვს, რათა დღეს ფეხზე მდგარიყო
-თუ ასეა, არ გამიკვირდება იღბლიანი რომ ერქვას -უნაგირზე გასწორდა ირისი და დანარჩენებს გადახედა, კიტს კი, ხელი დაუქნია
-არა, კარამელი ჰქვია. როდესაც ვიყიდე, სახელიც შერჩეული ჰქონდა და გადავწყვიტე აღარ შემეცვალა
-კარამელი . . . ლამაზი სახელია . . . კარგად არის გაწვრთნილი?
-მაგას შენ თვითონ ნახავ -ნიშნის მოგებით გადახედა, აღვირს მოქაჩა და თავისი ოთხფეხა ისე მოწყვიტა ადგილს, რომ ირისმა მხოლოდ სამი სიტყვის -"თუ შეძლებ დამეწიე"-ს გაგონება მოასწრო.
ესეც საკმარისი აღმოჩნდა გოგონასთვის. აზარტში შესულმა, თავის თეთრ რაშს სადავე მაგრად მოქაჩა და წინ ქარბორბალასავით გაიჭრა. გრძნობდა და ესმოდა კიდეც, თუ როგორ მოსდევდნენ უკან აჩი, ლანა, მირა და კიტი, თუმცა მხოლოდ წინ მიმავალ გაბრიელს უყურებდა და ნერვებს უშლიდა გაბრიელის ტანზე მომდგარი მაისურის ცქერა, რომელიც მის სპორტდარბაზში გატარებულ თითოეულ წამს, უსინდისოდ უსვამდა ხაზს.
ბიჭმა რომ უკან მოიხედა, ქარის ზუზუნს უკვე საგრძნობლად აღიქვამდა ყურებში. თითქოს ეწეოდა კიდეც, თუმცა ბიჭი ჯერაც შორს იყო მისგან და საჭიროება მოითხოვდა თავისი ოთხფეხა ცოტათი მაინც დაეჩქარებინა.
-აი, ახლა დაგეწევი!
-მოუთმენლად გელოდები!
კიტი და მირა ერთმანეთის გვერდიგვერდ მიაჭენებდნენ ცხენებს და საერთოდ არ ჩქარობდნენ. მხოლოდ აჩის, ლანას, გაბრიელსა და ირისს შორის გამართულიყო სერიოზული პაექრობა.
-ჯირითი მართლა კარგად გამოგდის
-მეჩვენება თუ სვლას ანელებთ ბატონო გაბრიელ?
-ჰო, ასეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემს დაწევას ვერასდროს შეძლებ. კარამელი ქარივით სწრაფია და შანსები არ გაქვს
-რა თავდაჯერებული ხარ
-თუ მენდობი, ერთ რამეს გავაკეთებ -გამომცდელად უყურებდა მას გაბრიელი, თან ცდილობდა თავისი ოთხფეხა ირისის გვერდიგვერდ ეჭენებინა, რათა საუბარში ხელი არ შეშლოდათ
-და რის გაკეთებას აპირებ?
-ოდნავ გვერდზე გადმოიწიე, ისე, რომ აღვირს ხელი არ გაუშვა სანამ ამას მე არ გეტყვი
-რას აპირებ, გაბრიელ? -ქარის ზუზუნის გამო, ერთი ტონით მაღლა საუბარი უწევდა ირისს
-ხომ მენდობი?
-გენდობი -დაუფიქრებლად გაისმა გოგონას პასუხი
-მაშინ, არ შეგეშინდეს და უბრალოდ ის გააკეთე, რასაც გეუბნები
-კარგი -თავი დაუქნია და ოდნავ გვერდზე გადაიხარა. გაბრიელმაც არ დააყოვნა, ირისს წელზე მარჯვენა მკლავი შემოხვია, მარცხენათი აღვირი დაიჭირა და ისე მოულოდნელად გადასვა გოგონა თავის ცხენზე, რომ ამ უკანასკნელმა გააზრებაც ვერ მოასწრო. როდესაც გონს მოვიდა, მუცელზე უკვე გაბრიელის ხელები ეხვეოდნენ და მის სუნთქვასაც გრძნობდა ყელთან სულ ახლოს
-მართლა არანორმალური ხარ! შემთხვევით რომ გაგვარდნოდი?
-არ გამივარდებოდი, საკმაოდ მსუბუქი ხარ -უკან გაიხედა და ოციოდე ნაბიჯში მდგომი ირისის თეთრი ცხენი დაიანახა, მხედრისგან გათავისუფლებული გემრიელად, რომ შეექცეოდა მწვანე ბალახს
-მგონი, დანარჩენები ძალიან ჩამოგვრჩნენ
-არა უშავს. ახლა მე და შენ ერთ ადგილას წავალთ. ისინი, როგორმე მიხედავენ საკუთარ თავს
-და სად წავალთ? -ცნობისმოყვარე ტონით იკითხა გოგონამ
-მოდი, მისვლამდე საბოლოო გაჩერების ადგილს საიდუმლოდ დავტოვებ -ამის თქმისას, აღვირი ირისს გადააბარა და მუცელზე ორივე ხელი მჭიდროდ შემოხვია -ეს ცხენი, თავიდან ცოტა რთული მოსათვინიერებელი იყო, თუმცა ახლა ყველაზე ჭკვიანია მთელს მსოფლიოში
-საკუთარ ცხენს ნუ აქებ -სიცილით დატუქსა ბიჭი, ირისმა
-არ ვაქებ, უბრალოდ იმას ვამბობ, რაც რეალობაა
-და შენ საიდან ისწავლე ჯირითი ასე კარგად? უნდა ვაღიარო, ჩემზე უკეთესიც კი ხარ, რაც მართლაც, რომ დიდი იშვიათობაა
-არავის უსწავლებია, თვითნასწავლი ვარ
-ეგ როგორ?
-რისი სწავლაც გულით გინდა, იმას დამოუკიდებლადაც მშვენივრად აითვისებ
-გამიკვირდა დიანამ რომ უარი თქვა წამოსვლაზე -მოულოდნელად, სრულიად სხვა კუთხით წაიყვანა საუბარი ირისმა
-დიანას ამბებით რაღაც საეჭვოდ ინტერესდები
-სულაც არა, უბრალოდ, სასაუბრო თემას ვეძებდი. მეტი არაფერი
-ნამდვილად? -ეჭვიანი ხმით ჩაეკითხა ბიჭი. იმ წამს, ყველანაირად ცდილობდა ტუჩებზე მომდგარი ღიმილის შეკავებას, რაც არც ირისს დარჩენია შეუმჩნეველი და ცალი წარბი მაღლა აზიდა
-რა მოხდა? ასეთი სახე რატომ გაქვს? არ შეიძლება უბრალოდ კითხვა დავსვა? ჩემი სიტყვები მაინდამაინც რაღაც ქვეტექსტს უნდა შეიცავდეს?
-მაქედან პირველად რომელ კითხვაზე გიპასუხო?
-ცინიკოსი ხარ! -გაბრაზებულზე ცხენი საგრძნობლად ააჩქარა გოგონამ -შენთან საუბარიც კი არ მინდა!
-ჰოდა, ნუ ვისაუბრებთ, უბრალოდ ვიაროთ
-დანარჩენები აღარც კი ჩანან -თქვა და მხოლოდ მაშინ გაანალიზა რამდენად შორს წამოსულიყვნენ. თუ ცოტა ხნის წინ ცხენებს გაშლილ მდელოზე მიაჭენებდნენ, ახლა შედარებით ვიწრო ხეობაში გასულიყვნენ, სადაც წყლის ჩხრიალის ხმა საკმაოდ ნათლად ისმოდა
-აქ სადმე ჩანჩქერი ხომ არ არის, გაბრიელ?
-არის, თან იმდენად ლამაზი, რომ არა მგონია სახლში დაბრუნება საერთოდ მოგინდეს
-სხვებსაც ხომ არ დაველოდოთ? იქნებ, ისინიც წამოსულიყვნენ -უკან გაიხედა გოგონამ, თუმცა იმ წამსვე მიხვდა, რომ საერთოდაც არ უნდოდა მათი მარტოობა და სიმყუდროვე მესამე პირს დაერღვია
-ჯობს, მარტო წავიდეთ. აჩის და ლანას კინკლაობის მოსმენა არც ერთს არ გვინდა, კიტი და მირა კი, თავიანთ თავებს თვითონაც მიხედავენ
-ამ ადგილებში ხშირად დადიხარ ხოლმე?
-ბოლო ერთი თვეა არ ვყოფილვარ. გადავწყვიტე, რომ შენთვის კარგი იქნებოდა ცოტა ხნით სახლიდან გასვლა და რამე გასართობის მოძებნა. ჰოდა, პირველი ეს გამახსენდა
-სწორადაც მოიქეცი -მსუბუქად გაეღიმა გოგონას -ცხენები ისე მიყვარს, როგორც მზე, ზღვა და თეთრი ქვიშები
-ტიპური მალდივების ფანი ხარ
-იქაურობა იმდენად საოცარია, რომ გამორიცხულია არ შეგიყვარდეს. შემთხვევით ნამყოფი ხომ არ ხარ?
-კუნძულები და ზოგადად ზღვა, მაინდამაინც არ მიზიდავს, თუმცა შენ თუ გიყვარს, შემიძლია რამდენიმე დღით წაგიყვანო. გააჩნია როგორ მოიქცევი
-სერიოზულად ამბობ? მე და შენ წავალთ? და კიტი?
-კიტი ზღვას ვერ იტანს. იქაური ჰაერიც კი ვნებს, ამიტომ თუ წავალთ, მხოლოდ ჩვენ ორნი
-ეს დღეები, თავს მეც ცუდად ვგრძნობ. არა მგონია, ზღვამ სიამოვნება მომანიჭოს -სახე მოეღრუბლა
-ისეთი გრძნობა გაქვს, რომ სიცარიელეში ხარ, არა?
-ჰო, თითქოს არაფერი მახარებს, არც მზის სხივები, არც გემრიელი საჭმელი, არც ლამაზი დილა. საშინელებაა. ხხანდახან მგონია, რომ ეს ყველაფერი ჭკუიდან შემშლის
-ხომ იცი, რომ ამას არ დავუშვებ?
-მუდამ ჩემს გვერდით ხარ. მაშინაც, როდესაც საშინლად მიჭირს, მაშინაც, როდესაც "ლომკისგან" გამოწვეული ტკივილები მკლავს და მაშინაც, როდესაც ბოლო ხმაზე გიყვირი, რომ მეზიზღები და შენი სახლიდან წასვლა მინდა. ამას როგორ უძლებ? -გულწრფელად დაინტერესდა ირისი ამ შეკითხვაზე პასუხით
-მარტივად. ვიცი, რომ ოდესმე მიღებული შედეგით დავტკბები, მიზნის მიღწევა კი, სირთულეების გადალახვის გარეშე მოსაწყენია
-ანუ, ამ ყველაფერს ისე უყურებ, როგორც ჭადრაკის დაფას და ხელსაყრელი სვლებით გამარჯვებამდე მისვლა გაქვს გეგმაში?
-შეიძლება ასეც ითქვას -მეტად სერიოზული ჩანდა მოცემულ მომენტში გაბრიელი -ჯობს, აქედან ფეხით გავაგრძელოთ. უკვე სულ ახლოსა. მანდ იჯექი, მოგეხმარები -ჯერ თავად ჩამოხტა, მერე კი, ცხენზე შემომჯდარ გოგონას წელზე ხელი მოხვია და ძირს ჩამოყვანისას, მასთან იმდენად ახლოს აღმოჩნდა, რომ ტუჩებს შორის მანძილი ორი სანტიმეტრიც კი ძლივს იყო
-ანუ თითქმის მივედით -უხერხულობის განსამუხტვა, ირისმა გარემოს შეთვალიერებით მოახერხა. ბიჭს ნამდვილად არ გამოპარვია მისი დაბნეულობა. ერთი ჩაიცინა, გოგონას ხელი მაშინვე შეუშვა და წინ უხმოდ გაუძღვა.
რამდენიმე წამი ასე მდუმარედ იარეს. ირისი ყველანაირად ცდილობდა რამე ისეთი სასაუბრო თემა ეპოვნა, რომ არც სისულელე ყოფილიყო და შექმნილი უხერხულობაც ბოლომდე გაეფანტა, თუმცა ასეთი, რომ ვერაფერი მოიფიქრა, უბრალოდ ბედს შეეგუა და ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო, როდესაც ორივენი ულამაზესი, კამკამა ჩანჩქერის წინ აღმოჩნდნენ.
იქაურობა ისეთი მომხიბვლელი იყო, რომ გოგონას სახეს წამით ღიმილიც კი მოადგა. უზრმაზარი, დამრეცი კლდიდან ჩანჩქერი ხმამაღალი ჩხრიალით ეშვებოდა პატარა, მრგავალ აუზში, სადაც, წყლის სისუფთავის გამო, თითოეული ქვა ნათლად ჩანდა.
ირგვლივ, კლდეებს, მთლიანად ღია მწვანე ხავსი მოდებოდა. ჰაერშიც მხოლოდ სიგრილისა და სისუფთავის სურნელი ტრიალებდა. თითქოს სრულიად სხვა სამყარო იყო, ყველაფრისგან იზოლირებული და ზღაპრულად ლამაზი ტერიტორია, რაც ნებისმიერ ადამიანზე დაუვიწყარ შთაბეჭდილების მოხდენის გარანტიას იძლეოდა.
-გაბრიელ, ეს, ეს . . . საოცრებაა. ამ ადგილას სახლსაც კი ავიშენებდი და ვიცხოვრებდი
-არადა, ყოველთვის მეგონა წყნარ ადგილებში ცხოვრება არ მოგწონდა
-სანამ აქ მომიყვანდი, მეც ზუსტად ასე მეგონა -დარწმუნებით მიუგო გოგონამ, თან უკვე მაისურს იხდიდა, რათა წყალში შეეცურა
-რას აკეთებ? შენ რა, ბანაობას აპირებ?
-ჰო, რა მოხდა?
-ის მოხდა, რომ ეგ წყალი ყინულივით ცივია
-მაინც რამდენად ცივი? -გვერდულად გამოხედა მან და სპორტული შარვალიც თავისი ზედატანის გზას გაუყენა. გოგონას საქციელითა და ქცევებით წაქეზებულს, უკვე აღარც გაბრიელს სურდა ნაპირზე უმოქმედოდ დარჩენა. ირისის მსგავსად, მანაც გადაიძრო თავისი მაისური და ქვიშიან ქვებზე დაუდევრად მოისროლა. გოგონას ნახევრად შიშველი სხეული, უკვე გონებას ურევდა და ძარღვებში სისხლს უდუღებდა. არც ირისი იყო კარგ დღეში. კანი იმდენად უხურდა გაბრიელის მზერის გამო, რომ ბიჭის პასუხს აღარ დალოდებია, ნაბიჯები ერთმანეთის მიყოლებით გადადგა და წყალში ფრთხილად შევიდა, რათა სველ ქვებზე უნებლიედ, ფეხი არ დასცდენოდა.
თითქოს ტერფებზე ნემსები შეერჭო იმდენად უსიამოვნოდ დაუარა ყინულივით ცივი წყლის შეხებამ. მიუხედავად ამისა, წინ სვლა მაინც განაგრძო და რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ უკვე ყელამდე წყალში იდგა. თმის დასასველებლად, რომ ჩაყვინთა და წყლიდან თავი ამოყო, იმ მიდამოებში უკვე ვეღარავინ დაინახა. წამით შეცბა. შეშინებული ირგვლივ ყურებას მოყვა და პანიკამ მოიცვა. ქვებზე მხოლოდ გაბრიელის ტანსაცმელი ეყარა, ხოლო თავად მათი პატრონი, არსად ჩანდა.
-გაბრიელ! -წყლის სიცივე სრულიად გადაავიწყდა ირისს და ხმამაღლა დაიყვირა -გაბრიელ სად ხარ?!
პასუხი არავის გაუცია. ის-ის იყო ნაპირზე ამოსვლა და დანარჩენების მოძებნა დააპირა, რათა ბიჭის გაუჩინარების შესახებ ყველასთვის მოეყოლა, რომ მასთან ძალიან ახლოს, წყალი შეირხა, ზედაპირზე წრეები მოიხაზა და სულ მალე, ირისმა ვიღაცის ხელების მოხვევაც იგრძნო წელზე, რომლებმაც იგი კვლავ ფსკერისკენ ჩაითრიეს.
აქამდე არასდროს უცდია წყლის ქვეშ თვალების გახელა, თუმცა უეცარმა შიშმა ესეც გააკეთებინა. თავს ძალა დაატანა, ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა და როგორც კი, უცნობში თავისთვის კარგად ნაცნობი სახე ამოიცნო, გულდამშვიდებულმა წაიწია ჩანჩქერის ზედაპირისკენ.
-გაგიჟდი, გაბრიელ?! იცი როგორ შემაშინე?! -ჟანგბადის მარაგის შევსების თანავე გამოთქვა პროტესტი გოგონას ენამაც და გამომეტყველებამაც
-ჩათვალე, რომ სამაგიერო გადაგიხადე -თვალმოუშორებლად უყურებდა მას, ბიჭი
-სამაგიერო? და რისთვის?
-გგონია ვერ ვამჩნევ, რომ ყოველ წამს ცდილობ გამომიწვიო? -ნელა მიუახლოვდა, წელზე ხელის მოხვევით თავისკენ მიიზიდა და ტუჩები მის ლავიწის ძვალზე იმდენად ვნებიანად გაასრიალა, რომ ირისმა ლამის სიამოვნების ოხვრა ამოუშვა -ჩემს წინ ასე თამამად იმიტომ გაიხადე, რომ ჭკუიდან გადაგეყვანე? ვაღიარებ, გამოგდის -ლავიწიდან მის ყელს აუყვა და ტუჩები ყბის ძვალთან გააჩერა -ზუსტად ვიცი ახლა სურვილით იწვი. გინდა გაკოცო, მეტი გავბედო და უფრო თამამად შეგეხო
-გეყოფა . . . -ძლივს ამოთქვა თვალებდაბინდულმა გოგონამ -ფსიქოლოგიურად წამება ნამდვილად აღარ მჭირდება ჩემს მდგომარეობაში
-უბრალოდ ერთხელ მაინც მოიხსენი ეგ ნიღაბი და აღიარე, რომ ჩემთან გინდა -მის ბაგეებზე თითები გადაატარა გაბრიელმა, თან თვალებში დაჟინებით უყურებდა
-ტყუილია!
-სიმართლეა. მთელი სხეულით მეუბნები, რომ სიმართლეა. შენს წყობიდან გამოსულ პულსაციას, ალბათ, თევზებიც კი გრძნობენ
-რა გინდა? გგონია უფლებას მოგცემ დამამცირო? -ბრაზის ნაპერწკლები გაუკრთა თვალებში, გოგონას გაბრიელის უკანასკნელ სიტყვებზე და გულ-მკერდზე ხელის გულები მიაბჯინა -ჩემი გრძნობებისთვის აქამდე არავის დაუცინია და არც შენ მოგცემ ამის საშუალებას! ჯერ კიდევ არ მიცნობ და წარმოდგენა არ გაქვს რა შემიძლია!
გაბრიელს გაეცინა, ირისს უფრო მეტად მიუახლოვდა და წყლით დანამულ ყელზე ტუჩები ნაზად მიაკრო.
-ძალიან კარგად გიცნობ. ვხვდები, რომ ნამდვილი ველური კატა ხდები, თუ ვინმე ისე არ გექცევა, როგორც შენ სიამაყეს აწყობს -მერე მზერა შეეცვალა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ლოყებზე ხელები ფრთხილად ჩამოუსვა -მე არც შენ დაგცინი და არც, შენ გრძნობებს. უბრალოდ, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მხოლოდ ჩემი ცხოვრება არ შეუცვლია შენს გამოჩენას. ახლა კი, უკვე ვიცი
-იცი? მაინც, რა იცი?
-ის, რომ აი აქ -გულზე გაშლილი ხელისგულ მიადო -საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ერთ ადამიანს. თუმცა ამ ადამიანს, რომ შენი შეხების უფლება ჰქონდეს, ჯერ სხვა ქალის სურნელისგან უნდა გათავისუფლდეს საბოლოოდ
ირისს გული აუჩქარდა. მისთვის სავსებით ნათელი იყო, რომ გაბრიელს დიანა ჰყავდა მხედველობაში. ნუთუ მასთან ურთიერთობის გაწყვეტას აპირებდა? ნუთუ მართლა მოეღებოდა ბოლო ირისის ტანჯვას, რომელსაც მაშინ გრძნობდა, როდესაც თავის რჩეულ ადამიანს, იმ ქალთან ერთად ხედავდა ხოლმე. ჯერ კიდევ არ სჯეროდა ამ ყველაფრის. გაბრიელის პიროვნება, მისთვის თავიდანვე ამოუხსნელი ამოცანა იყო, რომელსაც შუბლზე მუდამ დიდი "იქსი" ეწერა და თუ რა იმალებოდა ამ უცნობი სიმბოლოს მიღმა, გოგონასთვის მეტად რთული დასადგენი იყო.
-შენი სიტყვები, ცოტა არ იყოს მაბნევს, იცი? -თავისი წყობიდან გამოსული გულის ცემა რომ არ გაეყიდა, ოდნავ მოშორდა ირისი ბიჭის სხეულს
-მე კი, მგონია, რომ მშვენივრად მიხვდი რასაც ვამბობ. გამოგიტყდები, ყველაზე ნაკლებად სწორედ იმას ველოდი, რომ სწორედ შენ შემომიძვრებოდი გონებაში და მოსვენებას საბოლოოდ დამიკარგავდი, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ უკვე აი აქ ხარ -საფეთქელზე თითი მიიდო გაბრიელმა, გოგონას სველ ლოყას თავისი ტუჩები მხურვალედ მიაწება, ერთხელ საფეთქელზეც აკოცა და წყლიდან ისე ავიდა, რომ დაბნეული, აფორიაქებული და სუნთქვააჩქარებული ირისისთვის, ამის მეტად სიტყვაც კი აღარ გაუმეტებია . . .











11 თავი

ირისი ფეხის წვერებზე ოდნავ აიწია, სქელი წიგნი თაროზე, კუთვნილ ადგილას დააბრუნა და იქვე მოფუსფუსე თამაზს ინტერესიანი მზერა შეავლო.
ვერასდროს წარმოიდგენდა, თუ ოდესმე თავად აიღებდა არეული ბიბლიოთეკის დალაგების ინიციატივას და ამაში, თავისზე სამჯერ უფროს მოსამსახურეს დაიხმარდა, თუმცა წინა დღიდან მოყოლებული, ჩანჩქერზე გატარებული წუთების შემდეგ, ყველანაირად ცდილობდა გაბრიელს გაქცეოდა და მის სიახლოვეს ცოტა ხნითაც აღარ გამოჩენილიყო.
გოგონას ქვეცნობიერის ერთი ნაწილი, იმასაც ხვდებოდა, რომ საკმაოს ბავშვურად იქცეოდა და რაღაც მხრივ, მისი მიდგომა სასაცილოც კი იყო, თუმცა როდესაც ბიჭის სიტყვები, მისი ოქროსფერი თვალები და მომნუსხველი მზერა ახსენდებოდა, თავს დიდ საფრთხეში გრძნობდა. იცოდა, ადამიანთან დისტანციის დაუცველობა, საბოლოოდ იქამდე მიიყვანდა, რომ საკუთარი ინიციატიცით აღმოჩნდებოდა მისივე ლოგინში.
ირისმა თავი გადააქნია და მინის მოზრდილ ჭიქაში ჩასხმული წყალი ბოლომდე გამოცალა. ბოლო დღეები, სითხის დაუოკებელი მოთხოვნილება ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ საკვების მიღება მის ორგანიზმს საშინლად უჭირდა, ცივ წყალს მუდამ სიამოვნებით ეწაფებოდა ხოლმე.
-თამაზ, ვერ მეტყვი ეს რა წიგნია? -ჯერ კიდევ მინის ჭიქა ეჭირა, როდესაც მაგიდის ზედაპირზე, საკმაოდ სქელყდიან, წითელ ფურცლების გროვას მოკრა თვალი არანაირი წარწერა, რომ არ ჰქონდა გაკეთებული -არც ავტორის და არც, სათაურის
-ეგ წიგნი არ არის, საყვარელო. ჩემს მიერ შედგენილი ნაშრომია ზოდიაქოებისა და მათი მატარებელი ადამიანების შესახებ
-ანუ ასტროლოგიით ხარ გატაცებული -ინტერესით გადაფურცლა, ირისმა პირველი გვერდი და სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა -და გაბრიელი რომელი ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული?
-მშვილდოსანია -მიუგო და თავადაც ჩამოჯდა -ბევრს ამ ყველაფრის არ სჯერა, თუმცა მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პლანეტებზე და მათ ფაზებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული
-მეც მჯერა ზოდიაქოების -საუბრის პარალელურად, წიგნში მშვილდოსანის შესახებ ეძებდა ჩანაწერებს, გოგონა
-გაბრიელის უკეთ გაცნობა თუ გინდა, მაგ წიგნში კი არ უნდა იქექო, ბოლომდე გულწრფელი უნდა იყო მასთან -თავისი გამჭრიახობის წყალობით, მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს, თამაზი და ამ ყველაფერს, ეშმაკური ღიმილიც დაურთო ბონუსად
-რატომ გგონია, რომ გულწრფელი არ ვარ? თვალთმაქცობა ჩემი სტილი არ არის, ბატონო თამაზ
-მოდი, ჯერ ერთი რამ დავაზუსტოთ-არანაირი "ბატონო", უბრალოდ თამაზი და მერეც მეორე, ზოგჯერ შეიძლება არ თვალთმაქცობდე, მაგრამ შენს საქციელი და სიტყვები, მაინც არ ჩაითვალოს გულწრფელად
-რას გულისხმობთ?
-შვილო, მე თქვენზე დიდი ხანი ვიცხოვრე ამ ქვეყანაზე. გამოცდილებაც თქვენზე მეტი მაქვს და განსჯის უნარიც. გგონია ვერ ვამჩნევ, რას განიცდი, როდესაც ის გოგო გაბრიელთან მოდის და შენს თვალწინ ეკურკურება? -ჭაღარა წვერზე ხელი ჩამოისვა, თან, გოგონას რეაქციას დააკვირდა, რომლსაც მის სიტყვებზე, სევდიანმა გამომეტყველებამ გადაურბინა
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი. გაბრიელის და დიანას ურთიერთობა, ის ზონაა, სადაც მე ფეხის დადგმა მეკრძალება და ამას არც ვაპირებ
-გგონია მას ეს სჭირდება? იქნებ, ელოდება კიდეც როდის ამოანთხევ იმას, რაც შენს შიგნით იმალება? ისეთი მოქცევით, თითქოს არ გაინტერესებს და შენთვის სულ ერთია, შეიძლება მასაც ატკინო გული და აფიქრებინო, რომ ყველაფერი, რასაც გრძნობს, გულში უნდა ჩაიკლას
ასეთმა თამამმა განაცხადმა, ირისი ცოტა დააბნია. მართალია, გაბრიელისგან თავადაც იგრძნო რაღაც, რამაც მცირედი იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა, თუმცა თამაზისგან ამის ასე ღიად მოსმენას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.
-და რას გრძნობს იგი? არაფერი ვიცი . . . ჩემთვის მუდამ გამოცანად რჩება მისი ფიქრები, აზრები, მოქმედებები -წიგნი გადადო, შუბლზე ნერვიულად გადაისვა ხელი და სავარძელში ფეხებმოკეცილი დაჯდა. იმ წამს, იმდენად მოუნდა ვინმესთვის გულის გადაშლა, რომ შედეგებზე არც უფიქრია. უბრალოდ, სურდა თავისი გრძნობები სააშკარაოზე გამოეტანა და თამაზი, ამისთვის ნამდვილად იდეალური კანდიდატურა იყო -გაბრიელი რომ გავიცანი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჩემი მეგობრები მასთან უკვე მოლაპარაკებულები იყვნენ. ისეთ დროს გამომეცხადა, როდესაც მისი დახმარება ყველაზე ძალიან მჭირდებოდა და პირველივე დღიდან დამიტოვა გონებაში თავისი კვალი -ისე საუბრობდა, თითქოს თავის წარმოსახვით მეგობარს ელაპარაკებაო, მუხლებზე მკლავები მაგრად ჰქონდა შემოხვეული, სივრცეში იყურებოდა და სავარძელში პერიოდულად წინ და უკან ირწეოდა
-ქალს ყოველთვის გულში უვარდება ის, ვინც რთულ მომენტებში მის გვერდითაა. ეს, ურყევი კანონია და მუდამ ასე იქნება
-არასდროს გამომიცდია აქამდე მსგავსი შეგრძნებები, თამაზ. მუდამ ისეთი ვიყავი, რომ სულიერი ტკივილები გამომეტყველებაზე არასდროს მემჩნეოდა, თუმცა შენ მაინც დაინახე. მიხვდი და არც უარვყოფ-მაცოფებს ის ფაქტი, რომ გაბრიელის შეხება მინდა და ვერ ვეხები, მინდა ჩავეხუტო, მისი სურნელი შევიგრძნო, ვუთხრა, რომ მხოლოდ მე მინდა მეკუთვნოდეს და სხვას არავის, მაგრამ ვიცი, ამის უფლება არ მაქვს და ჩვენს შორის დადგენილ ზღვარს ვერ გადავაბიჯებ. ამ სიტყვებს, რომ ისმენდეს, ალბათ, თავსაც კი მოვიკლავდი, მაგრამ ვიცი შენ არაფერს ეტყვი -კაცისთვის არც შეუხედავს ისე გაეღიმა და თვალიდან უნებურად ჩამოგორებული ცრემლი, ხელის გულით მოიწმინდა
თამაზს რომ გახედა, კაცი სავარძელში მიწოლილიყო და გოგონას ღიმილიან მზერას არ აშორებდა. წამით, შერცხვა კიდეც თავისი სიტყვების, თუმცა როგორც კი მან წინ წამოიწია და ირისს, ხელზე, ხელით შეეხო, თითქოს ერთბაშად დიდი სიმსუბუქე იგრძნო. ამას, უხილავი შინაგანი ძალაც მოჰყვა თან.
-ვერც კი ხვდები, რომ ის, რაც ასე ძალიან გჭირდება ლანგარზე გიდევს, ჩემო გოგონა -მზრუნველი მამასავით ჩამოუსვა თითები თმაზე, კაცმა -შენ, უბრალოდ უნდა მიხვიდე და აიღო. როდესაც ამას გაათვიცნობიერებ, ყველაფერი მაშინვე დალაგდება
-გინდა თქვა, რომ მასთან შანსი მაქვს? -მწარედ ჩაეცინა ირისს -რაღაც არა მგონია, წყალწაღებული ნარკომანის გამო ისეთი გასაოცარი ვინმე მიატოვოს, როგორიც დიანაა
-შენ ახლა ყველაფერ სილამაზით საზღვრავ, თუმცა სულიერი სილამაზე, რომ ყველაზე უპირატესია, ეს ნამდვილად გავიწყდება. ფიფქიას ვაშლიც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ შინაგანად შხამით იყო სავსე. ამასაც, რომ თავი დავანებოთ, შენ მაგ დიანაზე ბევრად უფრო ლამაზი ხარ. მე, შვილო მოხუცი ვარ და ეს სათვალეც იმიტომ მიკეთია, რომ მის გარეშე წესიერად ვეღარ ვხედავ, მაგრამ პლასტიკური ოპერაციებითა და ბოტოქსებით შეთითხნილ ქალებს ჯერ კიდევ ვცნობ ჩემი ბებერი თვალებით
ირისს სიცილი აუტყდა მის სიტყვებზე. რაც არ უნდა ყოფილიყო, თამაზთან ერთად ყოფნა აშკარად ართობდა. აქაც ქალური ცბიერება ჩართო და რადგანაც მარტონი იყვნენ, გადაწყვიტა კაცისთვის უფრო მეტი ინფორმაცია გამოეძალა იმის შესახებ, რაც აინტერესებდა.
-თამაზ, ამ წიგნებს ცოტა ხნით შევეშვათ და ერთ კითხვას დაგისვამ -ქვედა ტუჩი მოიკვნიტა ირისმა, შემდეგ კი დაამატა -არა, რამდენიმე კითხვა იყოს, კარგი?
-მკითხე რაც გინდა, შვილო. ამ ძმების ხელში სულ გამოვყრუვდი. ორივე ისეთი სიტყვაძუნწია, რომ მაგათთან კაცი დიალოგს ვერ გააბამს. კიტი სულ ლეპტოპს უზის და რაღაცას წერს, გაბრიელი კიდევ თავის საქმეებში იმდენადაა ჩაფლული, გარშემო საერთოდ აღარაფერი ახსოვს
-მომიყევი რამე გაბრიელზე. ადრე როგორი იყო? სად არიან მისი მშობლები? მათზე საერთოდ არ ლაპარაკობს ხოლმე. ზოგადად, თავის თავზე არასდროს არაფერს ყვება
თამაზი, ამ კითხვას ყველაზე ნაკლებად ელოდა. უხერხულში ჩავარდნილი, ოდნავ შეიშმუშნა და თავიც კი ჩახარა. როგორც ჩანდა, ყოყმანობდა სურდა თუ არა რამის თქმა. ამ დროს, ირისიც ხმაც მოესმა:
-თამაზ, ძალიან გთხოვ. მან ჩემზე ყველაფერი იცის. მეც მინდა რაღაც ინფორმაციას მაინც ვფლობდე იმ ადამიანის შესახებ, რომლის სახლშიც ვცხოვრობ და ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი გაგრძელდება ასე. შენი აზრით, ამის უფლებაც არ მაქვს? -თვალები დააწვრილა და ისე შეხედა, ირისმა -თუ იმაზე ფიქრობ, რომ მასთან რამე წამომცდება ნუ ღელავ. არაფერს ვიტყვი, უბრალოდ მინდა ვიცოდე და მორჩა! გაბრიელი ვერასდროს გაიგებს, რომ ეს შენ მომიყევი, გპირდები
-საქმე ამაში არ არის, შენ რას ეტყვი და რას არა, ჩემო გოგონა -დამნაშვის ღიმილით გაუღიმა კაცმა, რამაც ირისი უკვე მიახვედრა რით დასრულდებოდა ეს საუბარი -მიმაჩნია, რომ გაბრიელს თუ რამის თქმა უნდა, ეს თავად უნდა გააკეთოს და ამაში მესამე პირი არ უნდა ჩაერიოს, ჩემი სახით
-ძალიან რომ გთხოვო? ჰო, ჰო, შეიძლება არასწორად ვიქცევი ამას რომ გაძალებ, მაგრამ შეეცადე ჩემიც გაიგო. მიწევს ისეთ სახლში ცხოვრება, რომლის მფლობელზე ფაქტობრივად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, სახელის და გვარის გარდა. შეიძლება, ჩემს ადგილას სხვისთვის ამას დისკომფორტი არ შეექმნა, მაგრამ მე ასე არ შემიძლია -ბოლო სიტყვები ვედრების ტონით ამოთქვა, ირისმა
თამაზის სახეზე შემჩნეული ყოყმანის გამო, გულში უკვე ზეიმობდა კიდეც. საბოლოო წარმატებისთვის, მხოლოდ ცოტაოდენი მუდარა და ოდნავ აწყლიანებული თვალებიღა იყო საჭირო.
სანამ გოგონა აღნიშნულ გეგმებს აწყობდა, თამაზი მაგიდას მკლავებით იყო დაყრდნობილი და ცალი ხელით შუბლზე წარმოქმნილ ხაზებს იზელდა. თვალებში ეტყობოდა, რომ ირისის მიმართ ნდობა ნამდვილად გააჩნდა. ფიქრობდა, რომ გოგონას ნამდვილად ჰქონდა უფლება, ამ სახლის მეპატრონეზე მცირედი ინფორმაცია მაინც ჰქონოდა, ამიტომ, ღრმად ამოისუნთქა და საუბრის დაწყების წინ, სავარძელში მოხერხებულად მოიკალათა :
-კარგი, თუ მოსასმენად მზად ხარ, მაშინ დავიწყებ
-აბსოლუტურად მზად ვარ -სმენად იქცა ირისი და კაცს გაფაციცებით მიაშტერდა. აქედან მალევე, თამაზის ხმაც გაიგო:
-გაბრიელის მამა, დიეგო ეროვნებით ესპანელი იყო -გოგონას ინტერესით სავსე მზერის დაფიქსირებაზე, კაცს მსუბუქად ჩაეღიმა და ჭაღარა თმით დაფარული თითები ერთმანეთს გადააჭდო -დედამისმა და მან ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც ქალბატონი ნინა მადრიდში იყო წასული, სასწავლებლად. გასაკვირია, მაგრამ, ურთიერთობა იმაზე მალე გადაუვიდათ ღრმა ეტაპზე, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. შენ წარმოიდგინე, სამი თავზე, მატჩის ბიუროს ესტუმრნენ და ხელიც კი მოაწერეს.
ქორწინებიდან რამდენიმე კვირაში, უკვე ოფიციალური ცოლ-ქმარი დაბრუნდნენ, საქართველოში, რათა ნინას მშობლებსაც გაეცნოთ თავიანთი სიძე. საბოლოოდ კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, წყვილმა თბილისში დარჩენა და ბიზნესის იქ დაწყება გადაწყვიტა. დაოჯახებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, უკვე გაბრიელიც ეყოლათ, აქედან სამ წელიწადში კი, კიტი.
დრო გადიოდა და დიეგო სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდა ცოლისა და ზოგადად, ოჯახის მიმართ. საქართველოში გაჩერება აღარ უნდოდა და მუდამ მადრიდისკენ მიუწევდა გული. ერთხელაც ადგა, რაღაც სამთვიანი სამსახური მოიმიზეზა, რომელშიც საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობდნენ და კვლავ ესპანეთში გაფრინდა. რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასე თუ ისე, აქტიურად ეხმაურებოდა ცოლს და საკუთარ შვილებს. არც ფინანსური უზრუნველყოფა დაუკლია მათთვის, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე მისმა ზარებმაც იკლო და მატერიალურმა დახმარებამაც.
ნინა იმ დროს უკვე კარგად ხვდებოდა, რომ მის ქმარს, მადრიდში ვიღაც ჰყავდა და მთელ თავის თანხას, სწორედ ამ უკანასკნელს ახარჯავდა. აღარც ბავშვებს ეხმიანებოდა და აღარც ცოლს, რომელსაც, ერთ დროს ქალღმერთივით ექცეოდა.
-ასე უბრალოდ და ვიღაც ქალის გამო თქვა უარი საკუთარ ოჯახზე? -სიმწრის ღიმილი ჰქონდა გადაკრული სახეზე, ირისს ამ სიტყვების თქმისას -ახლა მესმის გაბრიელის, რომ მისი სახელის ხსენებაც აღარ უნდა
-ასეც ხდება, ჩემო გოგონა. ადამიანი, ადამიანი იმიტომაა, რომ შეცდომები დაუშვას და შემდეგ თავის შეცდომები კარმულად დაუბრუნდეს უკან
-კარგი, მგონი ამბავი გაგაწყვეტინე. მიდი, თხრობა განაგრძე -კვლავ სმენად იქცა, ირისი და თამაზიც დაწყებულ საუბარს მიუბრუნდა :
-დიეგოს ქცევამ და საბოლოოდ, მისმა აღიარებამ, რომ სხვა ქალი ჰყავდა, ნინა საბოლოოდ შეშალა ჭკუიდან და ისე მოხდა, რომ ცოლად პირველივე შემხვედრს, რუსეთიდან დროებით ჩამოსულ ვინმე, ვოვას გაჰყვა ცოლად. მათი ქორწინება, კანონიერად არ ითვლებოდა, რადგან, ამ ნაბიჯის გადადგმისას, ნინა იურიდიულად კვლავ დიეგოს ცოლად რჩებოდა, თუმცა ბავშვებს რომ ხელი მოჰკიდა და იმ კაცს გაეკიდა პეტერბურგში, ეს დღესავით ნათელი იყო. კიდევ არა უშავდა, ნინას ახალი "ქმარი", ბატონი ვოვა რომ კარგი ადამიანი აღმოჩენილიყო, მაგრამ აქაც უმტყუვნა ბედის ბორბალმა -თავი ჩახარა და შუბლი მოისრისა, თამაზმა. ირისი კვლავ განაბული უსმენდა, თითქოს სურდა, კაცის არც ერთი სიტყვა არ გამორჩენოდა
-თანაცხოვრებიდან ზუსტად ერთ თვეში, ვოვა საგრძნობლად შეიცვალა. სახლში ნასვამ მდგომარეობაში ბრუნდებოდა, ნინას სცემდა და საბოლოოდ, ბავშვებსაც კი გადასწვდა. გაბრიელს ახლაც კი ამჩნევია ზურგზე მისი ქამრის ნაკვალევი -თამაზის ბოლო სიტყვებზე, გოგონას ტანში საშინლად უსიამოვნოდ გასცრა. გაბრიელის სხეულზე, მართლაც ჰქონდა შემჩნეული უკვე საკმაოდ გაფერმკრთალებული იარები, თუმცა იმის გაგებამ, თუ საიდან აჩნდა მას ეს ყოველივე, გული ცხელი წყალივით დაუმდუღრა და თვალებზე სისველეც მოაწვა
-სიტუაცია რომ გაუსაძლისი გახდა და გაბრიელიც ცოტა წამოიზარდა, ძმასთან ერთად სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა. დღემდე ვერ ვხვდები, თექვსმეტი წლის ბიჭმა ეს როგორ და რანაირად გაბედა, მაგრამ ერთ ღამეს, როდესაც ყველას ეძინა, კიტს ხელი მოჰკიდა, მცირედი ბარგი ჩაალაგა და იმ ქალაქიდან გაიქცა. ჯერ მოსკოვში გადავიდნენ, რათა ვოვასგან ოდნავ უსაფრთხოდ დაეგულათ თავი, ვინც ალბათ წყობილებიდან გამოვიდოდა ამ ამბის გაგების შემდეგ და იმის გაცნობიერებისას, რომ თავის სანაქებო ქამარს ვეღარავისზე გამოცდიდა.
მოსკოვში, გაბრიელი ქუჩის ბიჭების გარემოცვაში ტრიალებდა. ამის მიზეზი ერთი იყო-მას და კიტს საცხოვრებელი უნდა ჰქონოდათ და სხვანაირად, იმ მომენტში არარანაირ არ გამოდიოდა.
თავდაპირველად, ბნელ სარდაფში, ყუთებისგან აწყობილ სახლში უწევდათ ძილი, სადაც მხოლოდ ერთი პლედი ეგდო ღამეულ სიცივესთან საბრძოლველად. შემდეგ, გაბრიელმა რაღაც სამსახური იშოვა, გადამზიდ ქარხანაში და იქაურობის მფლობელს, ხელფასის ნახევრის დათმობის ფასად, პატარა ოთახის გამოძებნა სთხოვა კომპანიაში თავისთვის და უმცროსი ძმისთვის.
ამასაც რომ მიაღწია და თავზე ჭერი იგრძნო, შემდეგ უკვე თავდაუზოგადავად დაიწყო მუშაობა. უნდოდა, ბილეთების ფული შეეგროვებინა, რათა მამამისთან მადრიდში ჩასულიყო და მისთვის ეთხოვა თავშესაფარი. ცალკე, საბუთების გასაყალბებლადაც სჭირდებოდა თანხა. პასპორტი ორი წლით უფროსი ადამიანის უნდა ჰქონოდა, სხვა შემთხვევაში, არასრულწლოვნების გამო საზღვარზე არ გადაუშვებდნენ.
ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ მამამისი მაინც იზრუნებდა მათზე და თავად, ერთხელ და სამუდამოდ ამოისუნთქავდა. მზად იყო, ამ კაცისთვის ყველაფერი ეპატიებინა, ოღონდ კი, თავისი ძმის ცრემლიანი თვალებისთვის არ ეყურებინა, ვისაც, გაბრიელის მზრუნველობის მიუხედავად, მშობლების სითბო მაინც ჰაერივით აკლდა. აღარ სურდა ტკბილეულის მაღაზიის ვიტრინას, საიდანაც, ნამცხვრები და ტორტები ლამაზად იმზირებოდბენ, კიტი ცხვირით აკვროდა ზედ და შემდეგ გულდაწყვეტილი გამობრუნებულიყო უკან, რადგან მხოლოდ პურის სამყოფი ფული გააჩნდათ. ეს ყველაფერი შიგნიდან წვავდა, გაბრიელს. იმედს იტოვებდა, რომ ახლა მაინც შეიცვლებოდა ყველაფერი, თუმცა როდესაც მოახერხა და მადრიდში მამამისის კვალზე გავიდა, კაცმა ისინი თავისი ბინძური მიზნებისთვის გამოიყენა.
გაბრიელის მამას, დიეგოს ნარკომოვაჭრეებთან და ტრეფიკინგით გამდიდრებულ ნაძირლებთან ჰქონდა კავშირი. თავადაც აქტიურად მოიხმარდა მეტამფეტამინს, ჯანქსა და სხვა საზიზღრობებს, რადგან ქალმა, რომლის გამოც საკუთარი ოჯახიც კი დათმო, ფეხის საწმენდი ტილოსავით მოიშორა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ქალბატონი ნინა თავის შვილებს ყველგან ეძებდა. რაც ვოვას გაჰყვა ცოლად, მას შემდეგ ის მზრუნველი ქალიც მოკვდა, რომელიც ბავშვების გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. მუდამ მშვიდად უყურებდა ხოლმე როგორ დაუნდობლად სცემდა მისი სანაქებო ქმარი, გაბრიელს და თვალსაც კი არ ახამხამებდა. მიუხედავად ამისა, მანიაკური, ავადმყოფური სურვილი ჰქონდა, თავისი შვილები გვერდით ჰყოლოდა.
ნინას მხრიდან, დიეგოსთვის მხოლოდ მცირედი თანხის შეთავაზება გახდა საკმარისი, რათა ბიჭები კვლავ დედასთან და მამინაცვალთან დაებრუნებინა. იმ პერიოდში, კაცს, უსახსრობის გამო დოზის ყიდვა საშინლად უჭირდა და როდესაც ნინამ გარკვეული თანხა შესთავაზა, არც კი დაფიქრებულა ისე გადაცვალა გაბრიელი და კიტი ერთ შეკვრა მეტამფეტამინზე -ბოლო სიტყვები, განსაკუთრებული ზიზღით წარმოთქვა კაცმა
-აი, თურმე რატომ ვერ იტანს გაბრიელი ნარკომანებს. თავადაც ამ საზიზღრობის გამო დაენგრა მთელი ცხოვრება. მისი მშობლები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, თამაზ?
-დედა სამწუხაროდ, არა. რაც შეეხება მამას, ახლა საავადმყოფოში წევს და თავისი შვილებიც ნახვაც უნდა, მაგრამ გაბრიელი სასტიკ უარზეა და მის გარეშე, კიტიც არ აპირებს იქ მისვლას
-უსამართლობაა, იცი? -თითქოს მთელი ტკივილი ამოჰყვა გოგონას ამ სიტყვებს -მისნაირი ადამიანები ასეთ უბედურებას არ უნდა განიცდიდნენ. მართლა ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ გაბრიელს ასეთი რთული ცხოვრება ჰქონდა და ამდენი საშინელების გამოვლა მოუწია სრულიად მარტოს
-რა თქმა უნდა, ვერ იფიქრებდი. იგი ასეთია- იდუმალი, სიტყვაძუნწი, ძნელად თუ გადაუშლის ვინმეს გულს და თავის შინაგანში ჩაახედებს. გაბრიელის სახეზე არასდროს იკითხება და იკითხებოდა მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი დღეები. იშვიათად თუ შეხვდები მისნაირ ძლიერ ადამიანს, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებს თავს არ უხრის და მუდამ მათთან შერკინებას ამჯობინებს. მხოლოდ ერთი დიდი ნაკლი აქვს- ვერაფრით პატიობს მათ, ვინც ტკივილი მიაყენა. ამის ალბათობა ნულს ქვემოთაა
-კიდევ მომიყევი მასზე რამე -მავედრებელი მზერით ახედა თამაზს, ირისმა. რაც უფრო მეტს იგებდა გაბრიელის შესახებ, მით უფრო მეტ აზარტში შედიოდა და მანიაკური მისწრაფება უჩნდებოდა, ამ ადამიანზე თითოეული დეტალი გამოეკვლია. საკუთარი თავის ასეთი ვარიანტი, ოდნავ აშინებდა კიდეც, მაგრამ ახლა არც ამაზე ფიქრი სურდა. ხვდებოდა, რომ თავის სურვილებთან შეწინააღმდეგება, ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებდა
-მაინც რისი მოსმენა გინდა, ჩემო გოგონა?
-არ ვიცი, ნებისმიერი რამის. შენ მას ჩემზე უკეთ იცნობ და უფრო მეტის თქმა შეგიძლია
-წამოდი, საუბარი სამზარეულოში განვაგრძოთ. თან, ცხელ შოკოლადსაც დაგალევინებ. გაბრიელი და კიტი გიჟდებიან ჩემს მოდუღებულ ამ სასმელზე
-მეც დიდი სიამოვნებით გავსინჯავდი -ღიმილით წამოდგა ფეხზე, ირისი და კარისკენ წასულ თამაზს, უკან მორჩილი ბავშვივით მიჰყვა . . .






* * *

გაბრიელმა მანქანის გასაღების ასხმა ხელში შეათამაშა და სალონიდან სწრაფად გადმოვიდა. მთელი გზა, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლაში დახარჯა, ის აზრი უტრიალებდა გონებაში, რომ სწორი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და მის შეცვლას უკვე აღარ აპირებდა.
ერთი მხრივ, უჭირდა ამის გაკეთება. წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა რეაქცია ექნებოდა, დიანას, როდესაც გაბრიელი თავის სათქმელს ეტყოდა, თუმცა მერე ყველანაირი საწინააღმდეგო ფიქრი უკუაგდო, სახლში დაუკაკუნებლად შეაჭრა (დიანას სახლის კარი, დილის საათებში მუდამ ღია ჰქონდა) და პირდაპირ მისაღებისკენ აიღო გეზი.
-დიანა, სახლში ხარ? -დაიძახა ხმამაღლა, თან იქაურობა მოათვალიერა. ირგვლივ სულიერის ნაკვალევიც კი არ ჩანდა. არც პასუხი გაუგონია საიდანმე, რაც ცოტათი საეჭვოდ მოეჩვენა.
-დიანა! -დაიძახა ისევ. გამოხმაურება არც ამჯერად ყოფილა, თუმცა სამზარეულოდან მომავალი ყრუ ხმები, იმის მანიშნებელი იყო, რომ სახლში ნამდვილად იყო ვიღაც. გაბრიელსაც ბევრი აღარ უფიქრია, პირდაპირ იქეთკენ დაიძრა და შიგნით შესულმა, გაზქურასთან ზურგით მდგომ ჟღალთმიანს მოკრა თვალი, ვისაც, თავზე დიდი ყურსასმენები ჩამოეცვა, მასში გაჟღერებულ უცნობ მუსიკას ტანს ჰარმონიულად აყოლებდა, თან, ლითონის ქვაბში, მოზრდილი კოვზით რაღაცას ურევდა.
თავის სტიქიაში მყოფს, ისიც კი არ შეუმჩნევია, რომ სახლში ვიღაც დაუპატიჟებლად შემოუვიდა, ამიტომ, გაბრიელი თავად მიუახლოვდა მას, ყურსასმენები კისერზე ჩამოუწია და როგორც კი შეშინებული დიანა გვერდზე გახტა, რათა უეცრად შემოჭრილისგან დაეცვა თავი, გაბრიელს სახეზე ღიმილი მოადგა.
-ნუ გეშინია, მე ვარ. გეძახდი, მაგრამ ვერ გაგაგონე, მათ გამო -ხელი გაიშვირა ყურსასმენებისკენ, რომელიც, დიანას ყელს გველივით შემოხვეოდა
-ვაუ, თქვენი მოულოდნელი გამოჩენა რას მივაწეროთ, ბატონო გაბრიელ? -აშკარად კმაყოფილი ჩანდა, მასპინძელი, სტუმრის ვიზიტით, თუმცა ამის გარეგნულად გამომჟღავნება ნამდვილად არ სურდა
-სალაპარაკო გვაქვს. მინდოდა პირადად მენახე
-არ ჯობია "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" პრინციპს მივყვეთ? -გაზქურა მაცდური სახით გამორთო დიანამ და ბიჭს რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა -გუშინ, ქალის თეთრეულის მაღაზიაში ახალი საცვლები შევიძინე. თუ სურვილი გაქვს, ჩემს საძინებელში გამოვცადოთ ცოტა ხნის შემდეგ
-ამისთვის არ მოვსულვარ. წამოდი, მისაღებში დავსხდეთ
რა უნდა ექნა? მხრები აიჩეჩა და გაბრიელს მორჩილი მოსწავლესავით მიჰყვა უკან. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა, მაგრამ საკუთარ თავთანაც კი არ სურდა ამაში ბოლომდე გამოტყდომა. ეშინოდა, რომ თუ ამას იზამდა, მართალი აღმოჩნდებოდა და ის მოხდებოდა, რისი შიშიც, ამ ბოლო დროს ყველაზე ძლიერ უღრღნიდა გულს.
-აბა, გისმენ. რა უნდა გეთქვა? -დივანზე დაჯდომა და კითხვის დასმა ერთი იყო. შეფარვით უყუყურებდა სავარძლის სახელურზე ჩამომჯდარ ბიჭს და აფორიაქების დასამალად, საკუთარ ფრჩხილებს აწვალებდა
-როდესაც ჩვენი ურთიერთობა დაიწყო, ასეთ რაღაცას დავპირდით ერთმანეთს -შუბლი მოისრისა და კედელზე, ერთ კონკრეტულ წერტილს მიაშტერდა, გაბრიელი -ვთქვით, რომ თუ ჩვენს ცხოვრებაში გაცილებით დიდი რაღაც გამოჩნდებოდა, ვიდრე უბრალოდ სექსია, გავჩერდებოდით და საბოლოოდ შევწყვეტდით იმას, რაც გვაქვს
-მერე? -მწარე ღიმილი გაუკრთა სახეზე, დიანას ამ სიტყვების მომოსმენისას. აფორიაქების დასამალად, კვლავ ფრჩხილებს აწვალებდა და დივანშიც ერთ ადგილას ვერ ისვენებდა
-მერე, ის, რომ ჩემს ცხოვრებაში უკვე არის ასეთი რამ და . . .
-ჩემი მიტოვება გინდა, გაბრიელ? -სიტყვის დამთავრების უფლება არ მისცა, იმდენად იმოქმედა შექმნილი სიტუაციის გააზრებამ. ბრაზი, ტკივილი, იმედგაცრუება, დიანას გატეხილ ხმაში ერთდროულად იგრძნობოდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ საბოლოოდ არ აფეთქებულიყო
-მინდა ურთიერთობა გავწყვიტოთ, გესმის? ჩვენ თავიდანვე ვუთხარით ერთმანეთს, თუ რა გვსურდა და ამაზე არც შენ გქონია პრობლემა
-ჰო, რა თქმა უნდა, ძველი სათამაშო გაცვითე, მოგბეზრდა და ახალი იპოვნე, არა?
-შენც იცი, რომ ქალს როგორც სათამაშოს არასდროს აღვიქვამ! -მკაცრი მზერა მოაყოლა გაბრიელმა თავის ნათქვამს -ეს სიტყვები, ჩემი მისამართით მხოლოდ მაშინ იქნებოდა გამართლებული, რამეს რომ დაგპირებოდი, თუმცა მე და შენ, თავიდანვე ვიცოდით, ჩვენი ურთიერთობა ლოგინს რომ ვერ გასცდებოდა. მეუბნებოდი კიდეც, ცხოვრებაში თავისუფალი ურთიერთობები უფრო მიადვილდება, რაც არანაირ მოვალეობაზე არ არის დაფუძნებულიო
დიანამ სიმწრის ნერწყვი გადაყლაპა, ღრმად ჩაისუნთქა და სავარძლის საზურგეს თვალდახუჭული მიეყრდნო.
-იმ ნარკომანი ძუკნას გამო ამბობ ჩემზე უარს, არა? უბრალოდ, ამაზე მიპასუხე და მორჩა!
-გთხოვ, გამოთქმები შეარჩიე!
-აჰა, ესე იგი ნამდვილად ისაა. ხომ ვერ მეტყვი რით მოგხიბლა? იმდენად უსიამოვნო ადამიანია, მასში კაცს გარეგნობის გარდა არც არაფერი მოეწონება
-ამაზე შენთან ლაპარაკი უაზრობად მეჩვენება, დიანა. მოკლედ, ყველაფერი გითხარი. ახლა უკვე დროა, რომ წავიდე
-მოიცა! -სავარძლის სახელურიდან წამომდგარი, გოგონას ხმამაღალმა ტონმა შეაჩერა. დიანას თვალები ცრემლებით ჰქონდა დაბინდული და ჟღალი თმის კულულს, თითებით ჯიუტად იწვალებდა. საცოდავი დასანახი იყო იმ დროს და გაბრიელს გულწრფელად შეეცოდა ეს ადამიანი -არ მინდა ისე წახვიდე, რომ უკანასნელად არ მომეფერო
-დიანა ნუ სულელობ . . .
-თუნდაც ვსულელობდე, ასე მარტივად ვერ გაგიშვებ -კისერზე ხელები მოხვია და ბიჭს მთელი სხეულით აეკრო -ფაქტია, რომ ლოგინში გასაგიჟებელი იყავი. შენზე უკეთეს პარტნიორს ვერც კი ვინატრებდი -ამჯერად მაისურის ქვეშ შეუცურა ხელი და ყბის ქვემოთ აკოცა -კიდევ ერთხელ, რა . . . ბოლოჯერ განმაცდევინე შენგან მიღებული სიამოვნება. მინდიხარ. ისე მინდიხარ, როგორც არასდროს
-საკმარისია! -მისი ხელების მოშორება საკმაოდ გაუჭირდა გაბრიელს, გოგონას წინააღმდეგობის გამო, თუმცა საბოლოოდ, ეს მაინც შეძლო და დიანას რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა
-ოდნავადაც აღარ გიზიდავ? როგორც ქალი შენში მცირედ ვნებასაც აღარ აღვძრავ? -გამწარებულმა, ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხნის შეკავებული ცრემლები გადმოყარა. შეშლილი სახით დასწვდა თავისი მაისურის ბოლოებს და იგი თავზე ხელის მარტივი მოძრაობით გადაიძრო. შემდეგ, შორტის ელვაც გაიხსნა და ისიც იატაკზე მოისროლა დაუდევრად. იმ წამს, სრულიად არ ჰგავდა ნორმალურ ადამიანს, თუმცა სასოწარკვეთის ზღვარზე მყოფს, მართლაც, რომ ყველაფერი ფეხებზე ეკიდა -შემომხედე! მიდი, შემომხედე! ჩემზე სექსუალურია? საწოლში მჯობია?! რამე მაგიას ფლობს, თუ რა ჯანდაბა ხდება?
-ჩაიცვი. საკმარისია ეს მასკარადი!
-ესე იგი, გინდა რომ ჩავიცვა?
-ჰო, მინდა
-ჯანდაბა, რა გიქნა იმ ირისმა, მარმელადმა თუ რაც არის?! ასეთი რა გაგიკეთა, რომ შიშველს მიყურებ და ჩემი შეხების სურვილი ოდნავადაც არ გიჩნდება?!
გაბრიელი გაჩუმდა და სივრცეს გახედა. წამით გაუნძრევლად იდგა ერთ ადგილას, შემდეგ თითქოს რაღაც გაახსენდაო, კარისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა და გასვლის წინ, გოგონას სულ რაღაც ორი წამით მოხედა:
-წარმოდგენაც არ მაქვს რა გამიკეთა, დიანა . . .











12 თავი

თამაზთან საუბრის შემდეგ, ირისმა თითქოს სულ სხვა მხრიდან გაიცნო გაბრიელი და მისი ცხოვრება. რაც უფრო მეტს იგებდა გოგონა ამ ადამიანზე, მით უფრო მეტ ინტერესს გრძნობდა მის მიმართ, თუმცა, ცოტა ხნის წინ მოსმენილმა, საბოლოოდ დაარწმუნა, რომ სწორედ გაბრიელისნაირ ადამიანს ეძებდა ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება და ამ აღმოჩენამ, ცოტა არ იყოს შეაშინა კიდეც.
ყოველთვის თავდაჯერებულს, ვისაც თაყვანისმცემლები მუდამ ბუზებივით ეხვია გარს, ახლა უკვე ეჭვი ეპარებოდა საკუთარ მომხიბვლელობასა და შესაძლებლობებში. ალბათ იმიტომ, რომ ბიჭს სხვებივით მისთვის თავის მოწონება არ დაუწყია და არც თვალებით აშიშვლებდა ყოველი შეხედვისას, დანარჩენების მსგავსად. ირისისთვის გაბრიელი ჯერ კიდევ მიუწვდომელი ვარსკვლავი იყო, რომლის სურვილიც საშინლად კლავდა, თუმცა მოქმედებაზე გადასვლა ჯიუტად არ სურდა. უნდოდა თავად ყოფილიყო ის, ვის მონადირებასაც შეეცდებოდნენ და არა პირიქით. ასე მისი ქალური სიამაყეც მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა და თავდაჯერებულობაც შეემატებოდა, რადგან ისეთი შეუვალი კლდის გატეხვაც კი შეძლო, როგორიც გაბრიელი იყო.
მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი ირისი, კიბეებზე სირბილით ავიდა და თავისი ოთახის გვერდითა კართან გაჩერდა. მისდა საბედნიეროდ, იმ დროს არც კიტი იყო სახლში და არც, გაბრიელი, ამიტომ, თავისუფლად შეეძლო საკუთარი გულის წადილი აესრულებინა. ბევრი აღარც უფიქრია, უხმოდ ჩამოსწია სახელური, შიგნით შეაბიჯა და გაბრიელის ტანსაცმლის კარადასთან გაჩერდა. გარდერობის გამოხსნა და იქედან ბიჭის სურნელის გამოვარდნა ერთი იყო. ირისმა თვალები დახუჭა, ღიმილით შეისუნთქა საყვარელი არომატი, შემდეგ კი, მისი ერთ-ერთი მაისური გამოიღო და ცხვირთან ახლოს მიიტანა. იმდენად ძვირფასი გამხდარიყო გოგონასთვის გაბრიელის უსულო ნივთებიც კი, რომ თავისი თავის თვითონაც ძალიან უკვირდა.
ტანსაცმლი კარადიდან, ამჯერად, საწერი მაგიდისკენ გადაინაცვლა. მის ზედაპირზე მხოლოდ სამი ფოტო იყო შემოდებული. ორ მათგანზე, გაბრიელი და კიტი იყვნენ გამოსახულნი, მეორეზე კი, აჩი, ლანა და გაბრიელი. ეს უკანასკნელი, ზღვის სანაპიროზე იყო გადაღებული და მასზე აღბეჭდილი სამეული, კამერას მხიარული სახეებით უღიმოდნენ.
ბიჭის პირადი ფოტოების თვალიერებას რომ მორჩა, შემდეგ აბაზანისკენ გადაინაცვლა. კედელზე მიმაგრებულ თაროებზე ლამაზად იყო შემოწყობილი თავის მოვლის საშუალებები, ტანის გელებიდან დაწყებული, პარსვის შემდგომი ლოსიონებით და ოდეკოლონებით დამთავრებული. ირისს ღიმილიც კი მოადგა იქაურობის წესრიგისა და სისუფთავის გამო, სააბაზანოს კიდევ ერთხელ შეავლო მზერა და იქედან კვლავ გაბრიელის ოთახში დაბრუნდა, რომელსაც გოგონას არ ყოფნაში, კიდევ ერთი წევრი შემატებოდა.
ვინაიდან, ირისი მარტო ყოფნას ელოდა, უეცარი სტუმრის დანახვაზე აფორიაქებული შეხტა და კედელს ზურგით ისე აეკრო, რომ მასზე მიწებებულ სტიკერსაც კი დაემსგავსა.
-კიტ . . . ჯანდაბა, ისე შემაშინე, რომ ახლა შენს მოკვლაზეც არ ვიტყოდი უარს . . . სახლში როდის დაბრუნდი?
-გაბრიელის ოთახში რას აკეთებ, ქურდბაცაცავ? -ფარული ღიმილით ათვალიერებდა მას, ბიჭი
-არაფერს არ ვაკეთებ, უბრალოდ, ვეძებდი და მაინტრესებდა აქ ხომ არ იყო
ბიჭმა ის ეჭვიანი გამომეტყველება მიიღო, რომელსაც ადამიანის ტყუილში გამოჭერის დროს იღებენ ხოლმე.
-ირის, კარგად იცოდი, რომ გაბრიელი სახლში არ იყო. ახლა სიმართლე მითხარი
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ამ სიტუაციიდან თავს პასუხის გაცემის გარეშე ვერ დავიხსნი? -გოგონა საწოლზე იოგას ფორმაში ჩამოჯდა, მერე ღრმად ამოისუნთქა და საკუთარი თმის ბოლოების თითებზე დახვევა დაიწყო. ამ მოძრაობებს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა-როგორმე უნდა დამშვიდებულიყო, შესაბამისი სიტყვები კი ენაზე თავად მოადგებოდა -კარგი, გეტყვი, აქ იმიტომ ვარ, რომ ადამიანზე ოთახი და მისი პირადი ნივთები ძალიან ბევრ რამეს ამბობს. ჰოდა, შენი ძმის უკეთ გაცნობა მსურს. სულ ესაა -მხრების უდარდელი აჩეჩვით დააბოლოვა თავისი სიტყვები, ირისმა
-ვერ მეტყვი მისი უკეთ გაცნობა რატომ გინდა?
-მე რა, დაკითხვაზე ვარ?
-უბრალოდ, როგორც მეგობარს, შეგიძლია მითხრა, რომ ჩემს უფროს ძამიკოზე ნერწყვებს ყლაპავ და არაფერს გავაკეთებ ისეთს, რაც ხელს არ შეგიწყობს. ის ჟღალი კარამელი მაინც აუტანელი ვინმეა
ირისს ძალიან მოუნდა ეთქვა სიამოვნებით მივიღებდი შენს დახმარებასო, თუმცა ჯიუტად არ სურდა გამომტყდარიყო, რომ გაბრიელის მიმართ გრძნობები ჰქონდა და ამას ვერაფერს უხერხებდა.
-და საიდან მოიტანე, რომ გაბრიელზე, როგორც მამაკაცზე ისე ვფიქრობ?
-ზოგჯერ, ბევრი რამის ამოკითხვა ადამიანის მზერაშიც შეიძლება. მე, უკვე დიდი ხანია ყველაფერს ვხვდები -საწოლზე ჩამოუჯდა კიტი და მხარზე ხელი მეგობრულად ჩამოადო -თვალები არასოდეს ტყუიან, შენი თვალები კი, მუდამ ერთ რამეს ყვირის "შემომახიე ტანსაცმელი, გაბრიელ!"
-რა გარყვნილი ხარ, კიტ!
-გარყვნილი, მაგრამ რეალისტი . . . ჰო მართლა, ჩვენს საუბარში ისე გავერთე, სულ დამავიწყდა მეთქვა-მირაა მოსული და შენთან დალაპარაკება უნდა
-მირა? -გულწრფელი გაოცება გამოესახა სახეზე, ირისს -კი მაგრამ მე რაზე უნდა მელაპარაკოს? მაინც და მაინც ახლოსაც არ ვართ
-ამას, ვერც მე გეტყვი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ეზოშია და თავის მანქანაში გელოდება
-შენც წამოდი
-სიამოვნებით, მაგრამ თქვა, რომ პირისპირ და დამსწრეების გარეშე სურს შენთან საუბარი
-მართლა ძალიან უცნაურია -ამოთქვა ირისმა ჩაფიქრებული ხმით, თუმცა ბიჭს მაინც დაემშვიდობა და ოთახიდან სწრაფად გავიდა
ეზოში, სადაც პირველად ადამიანს თვალში კიტის დიდი ფურგონი და მის წინ გაშლილი შეზლონგ-სკამები მოხვდებოდნენ, მართლაც იდგა მირას შინდისფერი მანქანა. ქალი საჭეს მიჯდომოდა, საქარე მინა ბოლომდე ჰქონდა ჩამოწეული და ტელეფონში "Subway Surfers" გამწარებული თამაშობდა. იმდენად იყო გადაშვებული თავის სტიქიაში, რომ მისი მანქანისკენ მიმავალი ირისის ნაბიჯების ხმაც კი არ გაუგონია და გოგონაც მხოლოდ მაშინ შეამჩნია, როდესაც იგი, სალონში, მის გვერდითა სკამზე მოთავსდა.
რატომღაც, თავიდანვე მიიზიდა, მირა ირისის ამაყმა გამოხედვამ და მისმა თავდაჭერამ. წესით როგორც ქალს, გოგონასა და გაბრიელის ზედმეტ სიახლოვეზე უნდა ეეჭვიანა კიდეც, თუმცა მის მიმართ ნეგატიურს ვერაფერს გრძნობდა და ეს ყოველივე თავადაც აკვირვებდა
-გავიგე რომ ჩემთან გინდოდა დალაპარაკება -საუბრის წამოწყების ინიციატივა ირისმა აიღო საკუთარ თავზე
-ჰო, ასეა
-მირა, არა?
-სრული სახელი, მირანდა, თუმცა ყველა შემოკლებული ვარიანტით მომმართავს
-კარგი, მაშინ, მეც ასე დაგიძახებ -სავარძლის საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო და გულზე ხელები დაიკრიფა, ირისმა -გისმენ, რაზე გინდოდა ჩემთან საუბარი?
-ვფიქრობ, სასაუბრო თემა მაინც და მაინც არ მოგეწონება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ შევძელი შენთან არ მოვსულიყავი და არ დაგლაპარაკებოდი
-დაიწყე, გისმენ -თბილი ხმით სცადა მისი შეგულიანება, ირისმა რითაც, დეტექტივისადმი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა. მერე, ამ ყველაფერს გამამხნევებელი ღიმილიც დაურთო და მირას ორჭოფობასაც ბოლო მოუღო
-ირის, გაბრიელისგან შენს წარსულ ცხოვრებაზე ყველაფერი ვიცი -შეპარვით დაიწყო დეტექტივმა და მობილური ავტომობილის უჯრაში ჩააგდო -ვიცი, ყველანაირად ცდილობ ამ მავნე ჩვევას თავი დააღწიო და სრულფასოვანი ცხოვრება დაიწყო, თუმცა . . .
-თუმცა, რა?
-პირდაპირ გეტყვი, მინდა ის ადამიანები ჩამაყუდებინო ციხეში, ვისგანაც ერთ დროს დოზას ყიდულობდი -თვალებში ჩახედა მირამ, რათა გოგონას რეაქცია იქ მაინც ამოეკითხა -მე და გაბრიელი, უკვე ორი წელია ვთანამშრომლობთ და ასეთ ადამიანებზე სერიოზული ნადირობა გვაქვს გამოცხადებული
-გინდა თქვა, რომ გაბრიელიც პოლიციელია?
-არა, არა -თავი გადააქნია დეტექტივმა -გაბრიელს თავისი მიზეზები აქვს, რომ ნარკოდილერები ჭირივით სძულდეს. იგი უბრალოდ მეხმარება საკუთარი სიამოვნებისა და გულში ჩარჩენილი ბრაზის გამო, რომელსაც ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ განიცდის. ირის, ნარკოდილერები ძალიან ბევრს უნგრევენ ცხოვრებას, ახალგაზრდებსა და თინეიჯერებს სიბინძურის ჭაობში ითრევენ. არ გიფიქრია, რომ მათი დასახელებით ძალიან ბევრ ადამიანს გადაარჩენ?
-ეს, რომც გავაკეთო, სამყარო უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეიცვლება, მირა. თუ ისინი არა, სხვა ნარკოდილერები მოიძებნებიან, რომლებიც, იმ ჩემს "გადარჩენილ" ხალხს ჩაითრევენ ამ სიბინძურეში
-ალბათ, მაგრამ შეგიძლია ის კონკრეტული ორი ჩამოგვაშორებინო გზიდან, რითაც ასეთი ბინძური ადამიანების რიცხვს შეამცირებ
-გაბრიელმა თუ იცის, რომ აქ ხარ და ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ?
-არა და იმედია ვერც გაიგებს. ვიცი, არ მოეწონება, რომ მის სიტყვას გადავედი და შენთან ამ თემაზე დალაპარაკება გადავწყვიტე
-მაშინ, მიზეზის მოფიქრება მოგიწევს, თუ რატომ ხარ აქ და რაზე ვსაუბრობთ შენს მანქანაში, განცალკევებით
-რას გულისხმობ? -ეჭვით გახედა მირამ, შემდეგ კი, ირისის მზერას გააყოლა თვალი და მისთვის იმ წამსვე ყველაფერი აშკარა გახდა. ეზოში, გაბრიელის მანქანა შემოდიოდა. კიტი მეორე სართულის ფანჯრიდან იყო გადმოყუდებული და ქვემოთ გადაშლილ სანახაობას აკვირდებოდა.
-ჯანდაბა, გაბრიელი. ჯერ ხომ არ უნდა დაბრუნებულიყო?
-როგორც ჩანს, მის განრიგში რაღაც აგერია
-რა ვქვნა, ირის? რამე მითხარი!
-სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარები, იმპროვიზაციის უნარით მაინდამაინც არ გამოვირჩევი -მხრები აიჩეჩა გოგონამ და კვლავ გაბრიელს გახედა, რომელიც უკვე თავისი მანქანიდან გადმოსვლის პარალელურად, მირას და ირისს უყურებდა ოდნავ ეჭვიანი მზერით
-ისეთი მზერა აქვს, მგონი უკვე ხვდება შენთან რის გამოც მოვედი
-თუნდაც ასე იყოს, მერე რა? თუ დაკითხვის ობიექტს პრეტენზია არ აქვს, მაშინ არც გაბრიელს ექნება რამე საწინააღმდეგო
მირამ თავი გადააქნია და საჭეს ხელები მოუჭირა. რამდენიმე წამიც და გაბრიელი უკვე მათთან ერთად იჯდა მანქანაში. უკანა სიდენიაზე მოკალათებული, გარკვეული დროით მოთმინებით ადევნებდა თვალს ჩუმად მყოფ გოგონებს, რომლებიც წინ უმისამართოდ იყურებოდნენ. აივანზე რომ აიხედა, შენიშნა, რომ კიტი უკვე იქ აღარ იდგა და საზურგეს მოხერხებულად მიეყრდნო.
-აბა? აღარ იტყვით აქ რა საიდუმლო კონგრესს მართავთ?
ირისს ჩუმად ჩაეცინა მის სიტყვებზე, მირამ კი ტირილის პირას მყოფი ჩვილის სახე მიიღო და გაბრიელს ისე გამოხედა.
-ხომ იცი აქ რისთვისაც ვარ, არა?
-ვიცი, მირა, თუმცა ისიც მახსოვს, რომ გთხოვე ეს საქმე ჩემთვის მოგენდო და არ ჩარეულიყავი. პირობაც კი დადე, ასე მოვიქცევიო, თუმცა ახლა აქ ხარ და უოტსონის გარეშე ცდილობ შერლოკის როლის მორგებას
-იქნებ იმიტომ, რომ უოტსონი უმოქმედოდ ზის და არაფრის გაკეთება არ სურს? -ოდნავ ტონს აუწია დეტექტივმა
-უმოქმედოდ არ ვზივარ, მირა უბრალოდ, ვაცნობიერებ, რომ მხოლოდ ირისის გადასაწყვეტია იტყვის თუ არა მათ სახელებს. ადამიანზე ზეწოლის მოხდენას არ ვაპირებ!
-მართლა? ადრე ასე არ ფიქრობდი და შენც ცდილობდი რამის გარკვევას. ვერ მეტყვი ახლა რა შეიცვალა?
-ჰეი, გეყოფათ -ირისის ხმამაღალი ტონი შეერია გაბრიელისა და მირას ხმებს -ისე ნუ ლაპარაკობთ, თითქოს მე აქ არ ვიყო. მით უმეტეს თქვენი ჩხუბის მიზეზად მე ნუ მაქცევთ!
-შენ გაჩუმდი და შენს ოთახში ადი! -ახლა მას მიუბრუნდა გაბრიელი
-არსადაც არ წავალ!
-ირის, გააკეთე რასაც გეუბნები. მირას ცალკე უნდა ველაპარაკო!
-ლაპარაკსა და ჩხუბს შორის განსხვავებას ვერ ხედავ? -ცალი წარბი აზიდა გოგონამ
-არ ჩხუბობს, ირის, უბრალოდ, როდესაც გაბრაზებულია, ასეთი ხმის ტონი აქვს. დაუჯერე და შენს ოთახში დაბრუნდი
-ვინ გგონივართ? -ამოთქვა გოგონამ სივრცეში დიდხანს ყურების შემდეგ -პატარა ბავშვი არ ვარ, რომელსაც მეორე ოთახში იმისთვის უშვებენ, რომ მშობლების ჩხუბს არ უყუროს. ისე ნუ მექცევით, თითქოს თქვენთან ერთად სამი წლის ლაწირაკი იჯდეს!
-ირის!
-არა, მირა, ახლა თქვენ გაჩუმდებით და მე ვილაპარაკებ, გასაგებია?! -მტკიცედ თქვა მან, მანქანის კარი გამოაღო და გარეთ გაბრაზებული გამომეტყველებით გადავიდა.
გაბრიელმა და მირამ, წამით გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს, შემდეგ კი, ისინიც გოგონას მიყვნენ უკან.
ირისი უკვე ტბასთან ახლოს მდგომ ქვის მაგიდასთან მოკალათებულიყო და მის ზედაპირზე თითებს რიტმულად აკაკუნებდა. სახეზე ეტყობოდა, რომ რაღაცაზე გამალებით ფიქრობდა, თუმცა ხმაც კი არ ამოუღია სანამ გაბრიელი გვერდით არ მიუჯდა და მხარზე ხელი არ დაადო.
-რა გჭირს? კარგად ხარ?
-მშვენივრად!
-მგონი, ცოტათი გააბრაზე, უოტსონ
ირისის სახეს, მოღუშული გამომეტყველება არ სცილდებოდა. ეს, უკვე თავდაცვა იყო, საკუთარი სიამაყის გადარჩენის ცდა, რადგან მირაც და გაბრიელიც, მას პატარა გოგონად თვლიდნენ, რომელსაც, მცირედი სტრესიც კი თვალებზე ცრემლებს მოჰგვრიდა და დათრგუნავდა. უნდა დაემტკიცებინა, რომ დაუცველი, მშიშარა გოგონა არ იყო. ამას ნებისმიერ ფასად გააკეთებდა.
-მოკლედ, ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ შენს წინადადებას დავთანხმდე, მირა
-რომელ წინადადებას? -სულ მთლად არია დეტექტივი, ირისის სიტყვებმა და იმ მაყურებელს დაამსგავსა, რომელიც, უცხო ენოვან ფილმზე თვალყურის დევნებისას, მსახიობთა საუბრიდან ერთ სიტყვასაც კი ვერ იგებს
-იმ წინადადებას, რომლის მიხედვითაც ჩემი ნარკოდილერების ვინაობა უნდა გაგიმჟღავნო -ამის თქმისას, გოგონამ გვერდით მჯდომ გაბრიელს გახედა და როდესაც ბიჭის მისდამი მომართული მზერა შენიშნა, განაგრძო :-ეს, აქამდეც უნდა გამეკეთებინა, თუმცა ჩამშვების როლში ყოფნა არ მინდოდა. ახლა კი, უკვე ყველაფერი სულ ერთია. ეგ ადამიანები, ვინმემ უნდა მოსვას თავის ადგილას, თორემ კიდევ ბევრს დაუნგრევენ ცხოვრებას -ბოლო სიტყვები, განსაკუთრებული ტკივილით წარმოთქვა ირისმა და მზერა კვლავ ერთ კონკრეტულ წერტილზე მიეყინა. გაბრიელს და მირას არ უყურებდა, თუმცა გრძნობდა, რომ ორივე მათგანის თვალები, სწორედ მისკენ იყო მიმართული და მალე, დეტექტივის შეხებაც იგრძნო თავის ხელზე
-შენ მართლაც, რომ გონივრულ გადაწყვეტილებამდე მიხვედი, ირის. დამიჯერე, როდესაც საქმე დასრულდება, ეს ნაბიჯი დიდ კმაყოფილებას მოგგვრის
-ამას დრო გვიჩვენებს -შუბლი მოისრისა გოგონამ -მათზე ბევრი რამ მეც არ ვიცი, გარდა საცხოვრებლისა და იმ საიდუმლო ადგილისა, სადაც გასასაღებელ ნარკოტიკებს მალავენ. არაიდენტური ტყუპები არიან-ჰარნი და ჯონსი, მაგრამ ვეჭვობ ეს მათი ნამდვილი სახელები იყოს. უბრალოდ, მიმართვების დროს იყენებენ, რათა თავიანთი ნამდვილი ვინაობა დამალონ. აგრეთვე, ერთმანეთს ციფრების სახელებითაც მიმართავენ ხოლმე -რვიანი და ცხრიანი
-მთავარია, რომ მათი მისამართი იცი. დანარჩენს მე და გაბრიელი მივხედავთ
-სამალავი სად აქვთ, ირის? -ჩაფიქრებული სახით ჰკითხა მას, გაბრიელმა -შეგვეძლო პირდაპირ თავზე დავდგომოდით, თუმცა ამისთვის ორდენი და მთელი ფორმალობაა საჭირო. თანაც, თუ ფაქტზე არ წავიჭირეთ, დიდი ალბათობით იმით გაიმართლებენ თავს, რომ საიდუმლო სამალავის შესახებ არაფერი იცოდნენ და არაფერ შუაში არიან. ასეთ შემთხვევაში, კანონი მათ მხარესაა, ვერაფერს დავუმტკიცებთ
-თუ სწორად მახსოვს, იმ ადგილას, სადაც ხალიჩა აქვთ დაფენილი, იატაკში პატარა ჩასასვლელი კარია ამოჭრილი, საიდანაც პირდირ სარდაფში ჩადიხარ. იქ, პატარა, წიგნის თაროებით გადავსებული კაბინეტი აქვთ მოწყობილი. სწორედ ამ წიგნებში ინახავენ ნარკოტიკებს. ამ ყველაფერს, რამდენჯრმე შემთხვევით მოვკარი თვალი, თავად კაბინეტში ჩასვლის ნებართვა არასდროს მოუციათ
-ესე იგი, ჰარნი და ჯონსი. თანაც ტყუპები- წინ და უკან სიარულის პარალელურად დაიწყო საუბარი, დეტექტივმა- რაღაც მკარნახობს, რომ მაგ ნაბიჭვრებს ნეგატიური დღე ელოდებათ
-რას აპირებ, მირა? -დაინტერესდა ირისი
-ამას ცოტა ხანში გვეტყვის. ჯერ მე უნდა დაგელაპარაკო!
-რაზე?
პასუხად აღარაფერი უთქვამს, გაბრიელს. ერთადერთი რაც გააკეთა ის იყო, რომ გოგონას ხელი ჩაავლო, დეტექტივს თვალებით ანიშნა მალე დავბრუნდებითო და სახლში შესვლის შემდეგ, პირდაპირ სამზარეულოსკენ წაიყვანა.
ჩქარი ტემპით სიარულის გამო, შიგნით იმაზე მალე აღმოჩნდნენ, ვიდრე საერთოდ შესაძლებელი იყო. როდესაც კარი დაიხურა, გოგონა უკვე ჭურჭლის ამოსარეცხ ნიჟარასთან იდგა და მომლოდინე მზერით უყურებდა გაბრიელს. სახეზე ეტყობოდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რა გახდა ბიჭის ასეთი უცნაური ქცევის მიეზი.
-რა ხდება? აქ რატომ შემომიყვანე? რამე არასწორად გავაკეთე?
-მინდა გავიგო თავად გინდა თუ არა იმაზე წასვლა, რასაც მირა გთხოვს
-შენ რა, ეჭვი გეპარება?
-მთავარია, შენ არ გეპარებოდეს ეჭვი. თუ რამე უკან გექაჩება და ყოყმანობ, უბრალოდ ყველაფერს შეეშვი. მირას არც მათი მისამართი უთხრა და არც, სხვა რამ
ირისმა ღრმად ამოისუნთქვას გააყოლა მთელი თავისი განცდები. მართალია, ოდნავ ეშინოდა კიდეც იმის, რასაც აპირებდა. ფიქრობდა, რომ ოდესმე ციხიდან გამოსული ჰარნი და ჯონსი გაიგებდნენ მათი ჩამშვების ვინაობას და სასტიკად გაუსწორდებოდნენ, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა და ამას ვეღარაფერი შეცვლიდა.
-ამას გავაკეთებ, გაბრიელ. ცხოვრებაში ერთხელ მე მინდა მოვიქცე ისე, რომ საკუთარი თავით ოდნავ მაინც ვიამაყო. შეიძლება, სახელმწიფო გმირობას ნამდვილად არ ჩავდივარ, თუმცა ის ტიპები მაინც იმსახურებენ საკანში ჯდომას და მინდა ამაში გარკვეული წვლილი მიმიძღვოდეს
-კიდევ ერთხელ გკითხავ, დარწმუნებული ხარ?
-სრულიად!
-თუ ასეა, გეგმა გვჭირდება. მერე კი . . .
-მერე, რა, გაბრიელ?
-მერე მე და შენ, აქედან წავალთ -ყურზე ჩამოყრილი თმა თითებით ნაზად გადაუწია და გაუღიმა -ჯერ კიდევ მახსოვს, რომ ზღვაზე წაყვანას ვარ დაპირებული. მე კი მიცემულ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ და არც ამჯერად იქნება გამონაკლისი შემთხვევა
-სერიოზულად ამბობ?
-რა თქმა უნდა
-გასაკვირია, რომ ამდენ რამეს აკეთებ ჩემთვის, გაბრიელ -მადლიერების ღიმილმა გაუნათა სახე ირისს, ბიჭს კისერზე ხელები მოხვია და ლოყაზე ტუჩები ნაზად მიაკრო.
ჟრუანტელმა დაუარა გაბრიელს მის შეხებაზე. ირისის სურნელი, მისი ნაზი კანი, მდელოსავით მწვანე თვალები და გამოხედვა უკვე იმდენად მოქმედებნენ, რომ ისედაც არეული ტვინი, უფრო მეტად ერეოდა.
ვერც კი გააცნობიერა ისე წაიღო წინ მარჯვენა ხელი, იგი გოგონას წელზე შემოხვია და თავისკენ მიიზიდა. ერთხანს, თვალებში უყურებდა, სახეზე ეფერებოდა და თავისი შეხებისგან აფორიაქებული ირისის რეაქციებს აკვირდებოდა. ფრთხილობდა, უნდოდა მაშინვე გაჩერებულიყო როგორც კი მის მზერაში შიშს ან სხვა რამეს დაინახავდა, თუმცა მსგავსი რომ არაფერი მოხდა და გოგონას თვალებში მხოლოდ სურვილი ამოიკითხა, მეტად აღარ დაუყოვნებია, მისკენ დაიხარა და ირისის ბაგეებს მთელი გრძნობით წაეტანა.
თითქოს სხეული აუფეთქდა, ათას წვრილ ნაწილად დაიშალა და ჰაერში მომოიფანტა ისეთი შეგრძნება დაეუფლა გოგონას, გაბრიელის ცხელი ტუჩების თავისაზე შეგრძნებისას. იმდენად ნაზად, სასიამოვნოდ, ვნებიანად და ამავდროულად მომთხოვნად კოცნიდა, რომ უკვე თავ-ბრუ ეხვეოდა და რომ არა ბიჭის მკლავები, რომელიც მის წელს მაგრად ეხვეოდნენ, ალბათ ფეხზე მყარად დგომასაც კი ვერ შეძლებდა.
გაბრიელის ენის მსუბუქი შეხება რომ იგრძნო საკუთარ ენაზე, თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღალი კვნესა წასკდა. გაუკვირდა კიდეც თავისი ასეთი სითამამის, როდესაც ბიჭს მუცელზე შემოახტა, ფეხები მჭიდროდ შემოხვია და კოცნა არ შეუწყვეტია ისე შეუცურა თმაში თითები
ერთმანეთის ბაგეებს მხოლოდ მაშინ მოწყდნენ, როდესაც ჰაერის უკმარისობა ორივესთვის საგრძნობი გახდა. გაბრიელმა თავის წელზე ფეხებით შემოხვეული გოგო, მკლავებში უფრო მოხერხებულად მოიქცია, გულში ჩაიხუტა და ხარბად შეისუნთქა მისი თმის სურნელი
-გაბრიელ . . . ეს . . . ეს, უბრალოდ წუთიერი სისუსტ . . .
-არ დაასრულო -ბიჭის ხმადაბალმა, თუმცა მტკიცე ტონმა გააწყვეტინა მას სათქმელი-სისუსტე აქ არაფერ შუაშია. მეც და შენც, მშვენივრად გვქონდა გააზრებული რასაც ვაკეთებდით და ეს ორივეს გვსურდა
-არაფერი გესმის -ბიჭის სხეულიდან ჩამოხტა ირისი, თმაში თითები შეიცურა და ოთახში ნერვიულად მოყვა სიარულს -ყოველთვის ვაკრიტიკებდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც, წყვილებს შორის დგებოდნენ და ცდილობდნენ სასიყვარულო სამკუთხედები და მსგავსი რამები შეექმნათ. მე არ ვიქნები მესამე პირი, რომელიც შენსა და დიანას შორის ჩადგება!
-სერიოზულად? -წამებში ეცვალა სახე, გაბრიელს -ჩემზე ასეთი წარმოდგენა გაქვს? გგონია ორ ქალთან ურთიერთობას ერთდროულად ვაპირებ და მეტი შეგნება არ გამაჩნია? -უკვე ნაწყენი ტონით ლაპარაკობდა, ბიჭი -მე შენ გითხარი, რომ არც კი მოგეკარებოდი მანამდე, სანამ სხვა ქალის სურნელი მექნებოდა. ხომ გახსოვს?
-მახსოვს
-მერე? მაინც ამ აზრზე ხარ? არც კი ვიცი, ირის, მართლა არ ვიცი რა გითხრა -მწარედ ჩაეცინა შექმნილ სიტუაციაზე -ვფიქრობდი, ჩემი ნდობა გქონდა, მეგონა გჯეროდა ჩემი, თუმცა სინამდვილეში ქალიდან ქალს შორის მოსიარულე გგონივარ, რომელიც ერთის საწოლიდან ნასიამოვნები მოდის და მეორის საწოლში შეთრევას ცდილობს
-გაბრიელ, მე . . .
-არაფერი თქვა -ხელის აწევით გააჩერა იგი, ბიჭმა -მართალი ხარ, ცოტა ხნის წინ მომხდარი, შეცდომა და წუთიერი სისუსტე იყო. რაც შეეხება შენს გადაწყვეტილებას -ამჯერად საკმაოდ სერიოზული და ოფიციალური ტონი დაიჭირა. ირისს წამით ეჭვიც კი შეეპარა, რომ სწორედ ის მამაკაცი კოცნიდა ცოტა ხნის წინ ასე თავდავიწყებით, ვისაც ახლა უყურებდა -თუ არ გადაგიფიქრებია რასაც აპირებდი, მოწესრიგდი და გარეთ გამოდი. მირა უკვე დიდი ხანია გველოდება და ალბათ, მალე შემოგვაკითხავს კიდეც
ოთახიდან გასასვლელი კარი, ოდნავ ხმაურიანად გაჯახუნდა.
იქაურობა საზარელმა სიცარიელემ და მარტოობამ მოიცვა.
თითქოს გაბრიელის ყოველი სიტყვა სწორედ იმ წამს გაიაზრაო, საშინელი გულის ტკივილი იგრძნო გოგონამ მთელს სხეულში. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მფეთქავ ორგანოზე ვიღაც მთელი ძალით უჭერდა ხელებს და მისი სისხლისგან საბოლოოდ დაცლა სურდა.
როგორ უნდოდა დრო უკან დაებრუნებინა და უბრალოდ იმ მომენტით დამტკბარიყო, რასაც გაბრიელის ალერსი ერქვა. რას არ მისცემდა, რომ ის სისულელე არ წამოეროშა, რომელმაც მთელი მათი იდილია ჩაშალა, თუმცა რამის სინანული უკვე დაგვიანებული იყო. ახლა, მხოლოდ იმაზე უნდა ეფიქრა, რა გზით გამოესწორებინა თავისი დაშვებული შეცდომა, რათა ამ ადამიანის სითბო ოდესმე კიდევ ეგრძნო.
უნებურად საწოლზე ჩამოჯდა და ბაგეებზე თითები ნაზად გადაიტარა. მათ ჯერ კიდევ შემორჩენოდათ გაბრიელის ტუჩების გემო და მისი არომატი. ეჩვენებოდა, რომ სხეულზეც ბიჭის სურნელი ჰქონდა და ყოველი განვლილი წამის გახსენებისას, ტანზე სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. საოცრება იყო ირისისთვის, გაბრიელი. მისი ყოველი ჟესტი და მიმიკა აგიჟებდა. საშინლად ესექსუალურებოდა ბიჭის გამოხედვა, ღიმილი, მისი სიტყვაძუნწობა, ოქროსფერი თვალები და ყავის სმის მანერაც კი, როდესაც თავის ლამაზ, მამაკაცურ თითებს ფინჯანს ბოლომდე შემოხვევდა ხოლმე. მირას წინადადებასაც მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ იცოდა, გაბრიელსაც სურდა ეს. ხვდებოდა, მსგავსი საქციელით მასაც ასიამოვნებდა და სწორედ ამ მიზეზით იდგა მტკიცედ თავის გადაწყვეტილებაზე.
რამდენიმე წუთის წინ განცდილი ემოციების ზღვა, უკვე იმდენად ურევდა გონებას, რომ გადაწყვიტა გარკვეული დროით თავიდან ყველაფერი გამოებერტყა და ფეხზე წამოდგა. ჰარნის და ჯონსის სახეების თავიდან ხილვა, იმ წამს ყველაზე ნაკლებად სურდა, თუმცა ამასაც არ შეუშინებია. პირიქით, საკუთარ თავს მხნეობა თავადვე შემატა, ოთახი სწრაფად დატოვა და ეზოში გასულმა, მანქანის საქარე მინაზე ჩამოყრდნობილ გაბრიელს მოკრა თვალი, რომელიც სალონში მჯდომ დეტექტივს რაღაცაზე ესაუბრებოდა.
ირისის გამოსვლა შეუმჩნეველი არ დარჩენია, ბიჭს. მირას კიდევ რამდენიმე სიტყვა უთხრა, ბოლოს რაღაც პატარა მოწყობილობა გამოართვა და პირდაპირ გოგონასკენ დაიძრა.
-მზად ხარ?
-ჰო -ძლივს ამოიღო ხმა ბიჭის ცივი მზერისგან ნირწამხდარმა
-მაშინ, დროს ნუღარ დავკარგავთ. მე და შენ, პირველები წავალთ, მირა კი უკან გამოგვყვება თავისი მანქანით. გეგმას გზაში გაგაცნობ, მანამდე, ტელეფონში იმ ტიპების სახლის მისამართი ჩამიწერე -მობილური გაუწოდა, რომელშიც Note-ს პროგრამა იყო ჩართული და პირდაპირ თავისი ავტომობილისკენ გაემართა.
იმდენად ცივი იყო მისი ხმის ტონიც კი, რომ მიუხედავად ცხელი ამინდისა, ირისს ტანში გააცია. ვინ იცის, რამდენი ხანი იდგა უმოძრაოდ, ხელში დაჭერილი ტელეფონით გაშეშებული. მირას მანქანის ძრავის ამუშავების ხმა რომ მოესმა, მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს. დეტექტივი მას ავტომობილში ჩაჯდომისკენ ანიშნებდა, ხოლო გაბრიელი იმდენად უემოციო მზერით ელოდა, რომ ირისის გულმა უკვე მეორედ იგრძნო საშინელი ტკივილი. მართალია, ბიჭი არაფერს აგრძნობინებდა, ხმასაც არ უწევდა და მასთან არც ბრაზს გამოხატავდა, მაგრამ გაბრიელის თვალებში იმ სითბოს ვეღარ ხედავდა, რასაც აქამდე და სწორედ ეს გარემოება ტკენდა სხეულის თითოეულ უჯრედს.
რა უნდა ექნა? ჯერ ისიც კი არ ჰქონდა მოფიქრებული, თუ როგორ გამოისყიდდა თავის ჩადენილ სისულელეს, ამიტომ, ეს ყველაფერი დროებით უნდა გადაედო და დასახულ მიზეზზე კონცენტრირებულიყო. ოცი წლის გოგონასთვის არც ისე მარტივი გახლდათ კვლავ იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვის გამოც ცხოვრება დაენგრა და ლამის მოკვდა კიდეც, თუმცა გაბრიელთან სიახლოვე, რაღაც აუხსნელი ძალით ავსებდა და სწორედ ამ ძალის დამსახურებით ჩაჯდა მანქანაში გაბედულად, კლავიატურაზე მისამართი სწრაფად აკრიბა და გონებრივადაც მობილიზდა, რათა უნებლიედ დაშვებულ მის შეცდომებს, საქმის წარმატებით დაგვირგვინებისთვის ხელი არ შეეშალა.
-მე მზად ვარ, გაბრიელ
-ღვედი შეიკარი -უთხრა ისე, რომ მისკენ არც გაუხედავს და ავტომობილი მაშინვე დაძრა. სულ რამდენიმე წამიც და მათ მირას ვერცხსლისფერი მერსედესიც უკან მიყვათ -მისამართი დაწერე?
-დავწერე -კვლავ უკან დაუბრუნა მისი მობილური, თან, ღრმად ამოიხვნეშა. უკვე ქალაქისკენ მიმავალ გზას ადგნენ და საშუალო სიჩქარეს, ოდნავადაც არ აჭარბებდნენ, რათა მირა არ ჩამორჩენოდათ -გაბრიელ ვერ ვიტან, როდესაც ვიღაც ჩემზე გაბრაზებულია!
-ვერც მე ვიტან, როდესაც ჩემზე დაუმსახურებლად აქვთ ცუდი წარმოდგენა
-არ მაქვს შენზე ცუდი წარმოდგენა. ყველაფერი არასწორად გაიგე
-მე კი მგონია, რომ სწორად გავიგე. რაც არ უნდა იყოს, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის -თქვა ბოლოს და მანქანის გვერდითა სარკიდან გაიხედა, რათა დეტექტივის მანქანა დაენახა. ქალი, მათ ახლომახლო მოყვებოდა -აი, ეს აიღე და ტანსაცმლის შიდა მხარეს დაიმაგრე
-რა არის? -პატარა, თითქმის თხილის გულის ოდენა მოწყობილობას უყურებდა, ირისი
-მიკროფონია, რომლითაც მე და მირა ყველაფერს გავიგებთ, რაც იმ ადგილას მოხდება -ისე დაუწყო ახსნა, როგორც მასწავლებელმა მოსწავლეს -მართალია, მაგ ტიპების სახლი მიგვასწავლე, მაგრამ დაკავებისთვის ბევრად მეტი გვჭირდება და ეს მეტი, სამხილებია. მათთან ისე უნდა მიხვიდე, თითქოს კვლავ დოზის ყიდვა გაქვს განზრახული
-ანუ გინდათ მახეში გააბათ და მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ დაიჭიროთ?
-სწორად მიხვდი. მირას ტელეფონში აპლიკაცია აქვს, რომელიც მაგ მოწყობილობასთანაა დაკავშირებული და რისი საშუალებითაც, ყველაფერს მოვისმენთ, რაც თქვენს შორის იქნება ნათქვამი. შენ მხოლოდ ერთი რამ გევალება-დრო უნდა გაწელო და იმ ტიპებს აიძულო საკმაოდ ბევრი რამ წამოსცდეთ თავიანთი საქმიანობის შესახებ. თუ სიტუაცია გართულდება და რაიმეში გამოგიჭერენ, მე და მირა იქვე ვიქნებით და ბინაში დაუყოვნებლივ შემოვალთ
-ვფიქრობ, ამას შევძლებ -სავარძლის საზურგეს მიაწვა გოგონა -მაგრამ ერთი პრობლემაა
-მაინც, რა პრობლემა?
-გახსოვს ის დღე, როდესაც ეგ ტიპები ჩემს მოკვლას ცდილობდნენ? ეს იმის გამო იყო, რომ მათი ვალი მმართებდა. იქ რომ მივიდე, დიალოგს პირდაპირ ამით დაიწყებენ და შეიძლება ხმის ამოღებამდეც კი მომკლან
-მაგ ვალზე არ იფიქრო, უკვე გადახდილია. ეგრე რომ არ იყოს, მსგავს საფრთხეში არ ჩაგაგდებდი
-რას ნიშნავს გადახდილია? -ირისის თვალები ორი ზომით დიდი გახდა -მე რაც ვნახე, იმ ღამით, მათი ცემის გარდა არაფერი გიკეთებია და ფულის მიცემა როდისღა მოასწარი?
-რომ მცოდნოდა, რომ შენი შეძენილი ნარკოტიკების თანხას ვიხდიდი, ერთ თეთრსაც კი არ ამოვიღებდი ჯიბიდან -ბრაზით მიუგო მას, გაბრიელმა
-არც მითხოვია, რომ გადაგეხადა. უნდა წასულიყავი და მათთან დაგეტოვებინე, იქნებ მოვეკალი კიდეც და ახლა, ამხელა ტვირთის თრევა არ მოგიწევდა ჩემი სახით, ან, პასუხისმგებლობის. შენ რაც გინდა ის დაუძახე
-ხვდები ახლა რამხელა სისულელეს ამბობ?! -ხმა ვერ გააკონტროლა გაბრიელმა და საჭეს ხელი გაბრაზებულმა დაარტყა -ამის დედაც, ნუთუ ვერ აცნობიერებ, რომ ჩემთვის არც ტვირთი ხარ და არც, მოვალეობა? თავი ჭკვიანი გგონია და ამბობ ყველაფერს ვხვდებიო. თუ ასეა, ჩემი მზერიდან რატომ ვერ კითხულობ ვერაფერს? როდესაც გიყურებ, როდესაც გეხები, ფიქრობ, რომ მხოლოდ ტვირთი ხარ, რომელსაც სიამოვნებით მოვისვრიდი სანაგვეზე?! სხვას ვერაფერს გრძნობ?!
-ნუ მიყვირი! შენი აზრით სხვა რა უნდა მეგონოს?! -ვერც კი გააცნობიერა, რომ წინა დანაშაულს უფრო და უფრო ამატებდა, ისე განაგრძო -ვიგებ, რომ ნარკომანები გეზიზღება, რომ ასეთი ხალხი გულს გირევს და შენში სიძულვილის გარდა სხვა გრძნობას არ იწვევენ. შენი აზრით, მე ვინ ვარ? ერთ ერთი მათგანი, გაბრიელ! რა ჯანდაბამ უნდა შემმატოს თავდაჯერებულობა და რატომ უნდა ვიფიქრო, რომ ოდესმე ჩემდამი სერიოზული დამოკიდებულება გაგიჩნდება მაშინ, როდესაც, მეც იმ სამყაროს ნაწილი ვარ, რომელსაც ასე ძალიან ვერ იტან და სიბრალულსაც კი არ იწვევს შენში? -უკვე ყვიროდა გოგონა -მეორე მხრიდან, დიანაა, რომელსაც მეც კი სიამოვნებით ვიხმარდი კაცი რომ ვიყო და შენი აზრით ადვილი დასაჯერებელია, რომ ეს საოცრება დათმე ვიღაც საცოდავი ნარკომანის გამო, რომლის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია?! მიპასუხე! გეკითხები, შენ რას იზამდი ჩემს ადგილას?!
-დასაწყისისთვის დავმშვიდდებოდი-მისი ხელი, თავისაში მოიქცია გაბრიელმა, როდესაც მიხვდა, რომ გოგონა ცუდად იყო და ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა. მთელი სხეული ეჭიმებოდა ირისის ასეთ მდგომარეობაში ხილვისას, თუმცა ვერც მისი სიტყვების ბოლომდე დავიწყებას ახერხებდა -მხოლოდ ის მინდა, რომ ერთი რამის გჯეროდეს, არასოდეს მოგიახლოვდები, არასოდეს შეგეხები და არასოდეს აღმოჩნდები ჩემს ლოგინში, თუ შენს გარდა ვინმე სხვაც იარსებებს. მრავალფეროვნება ქალების კუთხით მუდამ მომწონდა, თუმცა ორთან და სამთან ერთდროულად ყოფნა ჩემი სტილი არ არის. ცოტათი დამღლელი საქმეცაა -დაამატა ბოლოს დაძაბულობის განსამუხტად და თავისდა გასაკვირად, ირისის გაღიმებაც მოახერხა
-ძალიან დიდი გამოწვევა ხარ ჩემთვის, გაბრიელ აკიმჩევ!
-მეგონა, გამოწვევები მოგწონდა
-ჩემი მომავალი ჯერ კიდევ ეჭვის ქვეშ დგას, იცი? წარმოდგენა არ მაქვს, ამ ჭაობიდან ამოვალ თუ არა, ასე რომ . . .
-ნუთუ ვერ ხვდები რამხელა პროგრესი გაქვს? -საჭეს ცალი ხელი აუშვა და გვერდულად გამოხედა მას, ბიჭმა -თუ ასე მონდომებით განაგრძნობ ყველაფერს, მაშინ შედეგიც არ დააყოვნებს
-ჯერ კიდევ სიამოვნებით წარმოვიდგენ როგორ შემყავს ვენაში წამალი და ხშირად ამის გაკეთება ისე მინდება, რომ ხმამაღლა ტირილის გარდა ვერაფერი მშველის
-თუმცა დანებება მაინც არ გსურს და ეს ყველაზე დასაფასებელია
-შენი აზრით, რამე გამომივა?
გაბრიელმა თავი ღიმილით დაუქნია, სახეზე ჩამოყრილი თმა ორი თითით გადაუწია და მათ შორის დიალოგი სწორედ ამ ნაწილში გაწყდა . . .










13 თავი

მოლოდინის რეჟიმში იდგა და თავის წინ დახურულ, მუხისფერ კარს უყურებდა, რომელზეც, ცოტა ხნის წინ გაუბედავად დააკაკუნა.
ამდენი ხნის შემდეგ, პირველად იყო ასე ახლოს იმ ადამიანებთან, რომლებთანაც საკმაოდ ბინძური რამ -ნარკოტიკები აკავშირებდა და თავს იმდენად არაკომფორტულად გრძნობდა, რომ ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდა ეს ყველაფერი.
მირა და გაბრიელი, ორი სართულით ქვემოთ, ზუსტად ლიფტის წინ ელოდნენ. მიკროფონიც საიმედოდ ჰქონდა დამაგრებული და იმ ეტაპისთვის, ყველაფერი კარგად იყო. მხოლოდ ერთი რამ რჩებოდა, თავი ხელში უნდა აეყვანა და რაც შეიძლებოდა მეტად თავდაჯერებული უნდა ყოფილიყო. ჰარნი და ჯონსი ისეთი ადამიანები იყვნენ, რომლებიც მცირედ დეტალშიც კი საეჭვოს ხედავდნენ და მათი მოტყუება არც ისე იოლი საქმე გახლდათ. ირისმა ეს შესანიშნავად იცოდა, სწორედ ამიტომ, თავის თავს დამშვიდებისკენ მოუწოდა და კარზე მეორედ დასაკაკუნებლად წაღებული ხელი, ჰაერში გააჩერა, რადგან მის ყურთსასმენას უკვე წვდებოდა ადამიანის ნაბიჯების ხმა.
კართან მოახლოებისას, ხმაური სრულიად მიწყნარდა და საეჭვო სიჩუმემ დაისადგურა. ირისი მაშინვე მიხვდა, რომ ის, ვინც ზღურბლის მეორე მხარეს იდგა, სათვალთვალოში ამოწმებდა უეცარი სტუმრის ვინაობას, ამიტომ, კარში ამოჭრილ ნახვრეტს კარგად გაუსწორდა, თან, ხმამაღლა დაიძახა :
-გააღე, მე ვარ, ირისი!
თავისი სახელის წარმოთქმის შემდეგ, კარს მიღმა კვლავ მაცივრის უკან დამალული თაგვივით აფხაკუნდა ვიღაც და აქედან სულ მალე, რკინის საკეტის სუსტი გაჩხაკუნების ხმაც მოესმა.
კარმა შემზარავად გაიჭრიალა და ბოლოს, გაიღო კიდეც. ირისს სურდა ერთი ნაბიჯით წინ წაწეულიყო, თუმცა ზღურბლზე მდგომი ადამიანის დაბღვერილ მზერასა და მაღლა აწეულ ცალ წარბს რომ გადააწყდა, ინსტიქტურად უკან დახევა ამჯობინა.
-რა მოხდა? ვიფიქრე, გაგიხარდებოდა ჩემი დანახვა, ჯონსი
-სიმართლე გითხრა, შეწუხებული უფრო ვარ -მარჯვენა ფეხი გვერდზე გასწია და კარის ჩარჩოს მიადო, რათა გოგონასთვის, შინ შესასვლელი გზა ჩაეხერგა -ვერ მეტყვი აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
-ამ ბოლო დროს, არც ისე ხშირად გსტუმრობ და ასე უნდა დამხვდე? ჰარნი სად არის?
-ჯერ ის მითხარი, რისთვის მოხვედი?
-იმის გამო ნამდვილად არა, რომ შენ მომენატრე. სულ სხვა რამის დანაკლისი მაქვს და ახლა, აქ, სწორედ ამის გამო ვარ -გულზე ხელები ჰქონდა დაკრეფილი და ირონიულად უყურებდა მას, გოგონა -მოკლედ, შენთვის გასაგებ ენაზე გეტყვი, ჯონსი -დოზა მჭირდება, თანაც სასწრაფოდ და თქვენი იმედი მაქვს! თუმცა მეეჭვება ეს სადარბაზოში სასაუბრო თემა იყოს. ხომ გაგიგია, კედლებსაც კი ყურები აქვთო?
ბიჭი კარის ჩარჩოს მხრით მიყრდნობოდა და ირისი დაკვირვებით ათვალიერებდა. ისე უყურებდა, თითქოს პლანტატორი ყოფილიყო, რომელიც მონას საგულდაგულოდ სინჯავდა თვალებით, მასში ფულის გადახდამდე. ამ ყველაფერმა, გოგონა ოდნავ დააბნია, თუმცა, როდესაც, მასპინძელი გვერდზე გაიწია და შესასვლელი გაუთავისუფლა, ერთ ღრმა ამოსუნთქვას გაატანა მთელი თავისი შინაგანი ფორიაქი.
-შედი, ოღონდ წინასწარ იცოდე, ქეშის გადახდის გარეშე, აქედან ვერაფერს წაიღებ! -უკვე მისაღებისკენ წასულს დააწია სიტყვები, ბიჭმა და კარი კვლავ საიმედოდ გადაკეტა
სახლში თითქმის არაფერი შეცვლილიყო. სამზარეულოში, როგორც ყოველთვის, საშინელი არეულობა სუფევდა, ფანჯრებს კვლავ მუქი ფერის ფარდები ჰქონდა ჩამოფარებული, ხოლო მისაღებ ოთახში, იატაკზე მიმოფანტულიყო მამაკაცის ტანსაცმელი, ჩიფსების ყუთებთან და მიწის თხილის თუნუქის ქილებთან ერთად, რომლებიც, თუ მათში ჩაყრილი "ბიჩოკების" მიხედვით ვიმსჯელებდით, საფერფლის მოვალეობას ასრულებდნენ.
მისაღებში ტელევიზორი იყო ჩართული. ეკრანი რაღაც შავ-თეთრ ფილმს უჩვენებდა, ხოლო მის წინ დადგმულ დივანზე, ჰარნი იჯდა მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი და ლუდის ბოთლით ხელში ადევნებდა თვალს ეკრანიზაციას, სადაც, ახალგაზრდა გოგონა და სოლიდურ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი, ქუჩაში მოტოციკლით სეირნობდნენ.
-აი, ეს მესმის! რომაული არდადეგები? -შესვლიდან რამდენიმე წამის შემდეგ, ირისი ჰარნის "სამყოფელს" მიუახლოვდა და ტელევიზორთან მჯდომის ყურადღებაც მაშინვე მიიქცია -ფილმებში კარგი გემოვნება გქონია, ჰარნი
-ეს, აქ რა ჯანდაბას აკეთებს? -ოთახის შესასვლელ კარში მდგომ ჯონსის გახედა, ბიჭმა
-ვიფიქრე, ხომ არ მოვენატრე-მეთქი. როგორც ჩანს, არა -გაბუტული ბავშვის მზერა აიკრა სახეზე, თან, დივანზე ჰარნის გვერდით მოკალათდა -ცოტა ლუდს ვერ დამალევინებ?
-ძვირფასო, მგონი დაგავიწყდა, რომ დაახლოებით თვე ნახევრის წინ, კინაღამ საახალწლო ინდაურივით გამოგჭერით ყელი
-ჰო, მეც გამიკვირდა ამის შემდეგ კვლავ ჩვენ რომ მოგვადგა -საუბარში ჯონსიც ჩაერთო
-მაგაზე უკვე აღარ ვღელავ, ბიჭებო. ჩემი ვალი გადახდილია და ამჯერად, ფულით ვარ მოსული
-მაინც რა გაუკეთე იმ ტიპს, რომ შენს მაგივრად ამოდენა თანხა გადაიხადა? შემთხვევით, მის თვალწინ სტრიპტიზს ხომ არ ცეკვავ ხოლმე სექსუალურ საცვლებში გამოწყობილი?
-ამაზე აქამდე არ მიფიქრია, მაგრამ გმადლობ, კარგი იდეა მომაწოდე, ჯონსი -თვალი ჩაუკრა ბიჭს, ირისმა და ჰარნისთვის წართმეული ლუდის ბოთლიდან ერთი ყლუპი მოსვა, სანამ კვლავ უკან დაუბრუნებდა -მოკლედ, ბიჭებო, ბევრს აღარ ვილაპარაკებ. ჰეროინი მჭირდება, თანაც, ერთი კვირის სამყოფი დოზა
ჰარნი დუმდა. პასუხის გაცემა ჯონსიმ აიღო თავის თავზე:
-ალბათ, ხვდები, რომ ძვირი დაგიჯდება, პატარავ. თანაც, შენი გადარეული მეგობრის გამო, რომელმაც ერთი-ორი მაგრად მომდო ყბაში, ფასიც მოიმატებს. რაც არ უნდა მოხდეს, პირველ რიგში საკუთარ კეთილდღეობაზე ვფიქრობ, შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურებაც მჭირდება
-მაინც, რამდენი დამიჯდება შენი მორალური ზიანი? -წამით, ტელევიზორის ეკრანს შეავლო მზერა, შემდეგ კი, კვლავ მოსაუბრეს მიუტრიალდა, გოგონა
-ადრე შეიძლებოდა ძალიან ძვირი დამეფასებინა, თუმცა ახლა ძველი კანი გამოვიცვალე და კეთილი გავხდი
-კანს ადამიანები კი არა, ქვეწარმავლები იცვლიან, ჯონსი. შენი გამოსწორების ალბათობა კი, ნულს ქვემოთაა
-რაც მართალია, მართალია, ძმაო -ჰარნიმ, ხუთი წუთის განმავლობაში პირველად გააჟღერა თავისი ხმა -ისე, მალე ფეხბურთიც დაიწყება და ხომ არ გინდა, ჩვენთან ერთად უყურო, ფისო? -მხარზე ხელი გადახვია მან, გოგოს -რამე კარგ მოსაწევსაც გავაძრობთ ექსკლუზიურად შენთვის და მერე ცოტათი გავერთოთ კიდეც
-სიამოვნებით, მაგრამ მირჩევნია სახლში განვმარტოვდე -პერანგის საყელო გაუსწორა მან, ჰარნის და შორიახლოს მჯდომ მის პარტნიორს გადახედა -მიდი, მოიტანე რაც გთხოვე. როგორც დაგპირდი, თანხას ხელზე ვიხდი. შენ, უბრალოდ ციფრები დაასახელე
-რაღაც ლომკაში მყოფს არ ჰგავხარ -ეჭვიანი გამომეტყველება არ შორდებოდა ამ უკანასკნელს -აქამდე სხვა დილერებთან ხომ არ დაძვრებოდი?
-ნამდვილად არა. აქამდე, უბრალოდ მორფზე ვიჯექი. ექიმი შეყვარებული დავითრიე და მისი წყალობით, ეს სიამოვნება ნამდვილად არ მაკლდა
-ამ გოგოში, სერიოზულ პოტენციალს ვხედავ -ხმამაღლა ახარხარდა ჰარნი, ირისის სიტყვებზე და ტელევიზორის ეკრანი დისტანციური მართვის პულტით ჩააბნელა -კიდევ კარგი, იმ ღამით შენი მოკვლა არ დაგვაცადეს. ცუდი იქნებოდა, ასეთი ლამაზი გოგო რომ მოგვეშორებინა პლანეტისთვის
-ფლირტის სუნი მცემს, ძმაო
-მოკეტე, ჯონსი! უფროსებს საუბარი გვაცადე
-შეწყვიტეთ ყბედობა, ბიჭებო. აქ ამისთვის ნამდვილად არ მოვსულვარ!
-ჩემთან ერთად გართობაზე, მაინც უარყოფითი პასუხი გაქვს, არა? -ყურს უკან გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმა მას, ჰარნიმ -ნუ ღელავ, ამ იდიოტის თუ გრცხვენია, ახლავე გავაგდებ სახლიდან
-თქვენ ორმა რომ ცადოთ, უკეთესია. მე, ნამდვილად არ ვარ მაგის განწყობაზე -ერთი მკაცრად შეუბღვირა, ბიჭს, რითაც აგრძნობინა, რომ ამ თემაზე საუბარი უკვე დასრულებული იყო
-ბედი შენი, რომ ქალზე მოძალადეები გულს მირევენ, პატარავ, თორემ პირველი იქნებოდი, ვისაც, ჩემი საწოლისკენ ძალით წავაცუნცულებდი
-რა სასიამოვნოდ ჟღერს
-კარგი, ძმაო -ახლა პარტნიორს მიუტრიალდა, ჰარნი -წაიყვანე და მიეცი რაც სურს. თუ ფულს შემდეგშიც ხელზე მოგვიტანს, სხვა დროს უკვე შეღავათებითაც ისარგებლებს. ხომ გახსოვს, ამ ბოლო დროს, საინტერესო აქციები დაგვემატა
ირისს ჰარნის სიტყვებზე უბრალოდ გაეღიმა და სანამ იგი, კვლავ ტელევიზორის მოზრდილ ეკრანთან მოკალათდებოდა, მისაღებიდან გასულ მის ძმას უკან აედევნა.
მიულაგებლობისგან არეული, პატარა სამზარეულოს გავლის შემდეგ, ვიწრო კორიდორში აღმოჩნდნენ. ამ ადგილას, იატაკის მთელ სიგრძეზე, წითელი, ალაგალაგ ლურჯი ზოლებით გაფორმებული ხალიჩა იყო დაფენილი. ჯონსი, როგორც ირისი ელოდა, სწორედ ამ ხალიჩის ბოლოში გაჩერდა, იგი დიდი სიფრთხილით ასწია ზემოთ და სულ მალე, იატაკში ჩატნეული კარიც გამოჩნდა თავზე რომ პატარა, ოქროსფერი სახელური ჰქონდა დამაგრებული.
-შენ აქ დამელოდე და იცოდე, ფეხი არსად მოიცვალო!
-ნარკოტიკების მთელ მარაგს მანდ ინახავთ?
-აბა სახლში ხომ არ შემოვაწყობ წიგნის თაროებზე, ოჯახური ფოტოების ნაცვლად? -ირონიით უყურებდა მას, ბიჭი, თან იატაკში ჩატანებულ კარს, ნელ-ნელა ზემოთ სწევდა
ირისი მთელი არსებით გრძნობდა, რომ დასასრულთან ძალიან ახლოს იყო. მიკროფონს უკვე იმაზე მეტი ჰქონდა ჩაწერილი, ვიდრე ამ ორისთვის ბრალის წასაყენებლად იყო საჭირო. ბევრი აღარ უფიქრია, როგორც კი ჯონსიმ იატაკში ამოჭრილი კარი დაამაგრა და შიგ ჩაძვრა, მაშინვე ტელეფონი ამოაძრო და ყოველი შემთხვევისთვის, პოლიციისთვის სამალავის მოძებნის გასამარტივებლად, კამერით რამდენიმე ფოტოც გადაუღო ამ საიდუმლო სარდაფს. მერე ვიდეო-კამერაც ჩართო, იქამდე მისასველი გზა დააფიქსირა და როგორც კი მისაღებიდან მომავალი, საეჭვო ხმაური გაიგონა, ტელეფონი დაუყოვნებლივ უკანა ჯიბეში ჩაიდო.
ჰარნი რომ კორიდორში გამოჩნდა, ჯონსი უკვე იატაკის სიღრმიდან ამოდიოდა დიდი თეთრი პაკეტით ხელში. თავისი მოქნილობის წყალობით, ტანი მოხერხებულად ამოზიდა, ზემოთ ამოცოცდა და იატაკის კარის უკან ჩამაგრების შემდეგ, ხალიჩა კვლავ უწინდებურად გადააფარა ამ უკანასკნელს. ახლა, ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს იქ უცნაური არაფერი ყოფილიყო და უბრალო იატაკზე, უბრალო ხალიჩა გაეფინათ.
-თავს დავდებ, ერთი კვირა თავისუფლად გეყოფა -განცხადება გააკეთა, ჯონსიმ. მერე პაკეტი გოგონას გაუწოდა და გაუღიმა -მგონი, დროა მატერიალურ მხარეზე გადავიდეთ
-ამაში, ჩემი ჩართულობაც საჭიროა -აქ, უკვე ჰარნის ალაპარაკდა, თან ირისი ოდნავ ეჭვიანი მზერით შეათვალიერა -რაო, ირისკა? რაღაც ანერვიულებული მეჩვენები. ვფიქრობ, რაღაც გაწუხებს და ვერ გვიმხელ. აბა, ერთი ტელეფონი მომეცი და მაჩვენე როგორი სელფები გადაიღე ჩვენს სახლში. თუ სელფები არ იყო და სრულიად სხვა რამეს ცდილობდი?
-რაზე ამბობ? ამ ძუკნამ აქ რამე ფოტო გადაიღო?
-ჰო, და მგონი, კარგი ზრახვები არ უნდა ამოძრავებდეს -ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ჰარნი, გოგონას, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩდა, რომ ირისის მშვიდი სუნთქვა, ფორიაქს შეეცვალა. მზერა იმდენად მრისხანე ჰქონდა ბიჭს, რომ სადაც იყო, თვალებიდან ნაპერწკლებს გადმოისროდა -ტელეფონი მომეცი, მეტჯერ აღარ გავიმეორებ!
-არ შეიძლება. შიგნით შიშველი ფოტოები მაქვს
-შენი შიშველი ფოტოები ახლა მაგრად მახატია, ლამაზო. მე, სულ სხვა რამ მაინტერესებს!
ირისმა იცოდა, რომ, როდესაც გაბრიელი, გადამცემით ამ დიალოგს მოისმენდა და მისდამი მიმართულ საფრთხეს იგრძნობდა, მაშინვე გეგმა "ბ"-ს აამოქმედებდა, რაც, დაუყოვნებლივ ბინაში შესვლას გულისხმობდა. ამის გამო, შიშს მაინდამაინც არ გრძნობდა და ცდილობდა იქამდე დრო გაეწელა.
-მობილურით არაფერი გადამიღია, ჰარნი. უბრალოდ, ბოლო პერიოდში იმდენ დროს ატარებ ლუდის ბოთლითა და მოსაწევით ხელში, ალბათ, რაღაცები გეჩვენება -მხარზე ხელი ჩამოაყრდნო და იქვე, წარბებშეკრული მდგომ ჯონსის ისე გახედა, თითქოს მისგან დამოწმებას ელისო -არა უშავს, ხდება ხოლმე. არც პირველი ხარ და არც, უკანასკნელი
-ნახე, მეტლიკინება კიდეც! ირის, სანამ ჯერ კიდევ მშვიდად გესაუბრები, მომეცი ეგ ტელეფონი და მაჩვენე აქ რა ფოტოსესია მოაწყვე. მაინც საეჭვოდ მომეჩვენა შენი ასე მოულოდნელად გამოჩენა და თურმე, არც შემცდარა ჩემი ინტუიცია
-არ მოგცემ!
-რა თქვი?
-სმენის პრობლემები გაქვს? გითხარი, არ მოგცემ-მეთქი!
თუ მათგან მოშორებით მდგომი ჯონსი, მთელი ამ დროის მანძილზე უხმოდ ადევნებდა თვალყურს ირისისა და ჰარნის დიალოგს, ამ სიტყვების შემდეგ ყელში დაუოკებელი ბრაზი მოაწვა, გოგონას უკნიდან მიეჭრა, წელზე ხელი შემოხვია და სცადა გაეკავებინა, სანამ თავად მის ჯიბეში იქექებოდა.
-შენ რა, გგონია ასეთი სულელები ვართ? -მრისხანებისგან ხმას ვერ აკონტროლებდა, ბიჭი და ირისის თავდაუზოგავი წინააღმდეგობა კიდევ უფრო აცოფებდა -შეწყვიტე ფართხალი და მომეცი ეს წყეული მობილური. ჰარნი, რა იდიოტივით დგახარ, გააკავე ეს ველური!
ბიჭს თითქოს დენმა დაარტყაო. იმ წამს, მხოლოდ მოსალოდნელ საფრთხეს იაზრებდა და ამ უკანასკნელის თავიდან ასაცილებლად, მზად იყო ადამიანიც კი მოეკლა. აპირებდა კიდეც ირისისთვის რამის დაშავებას. ამ მიზნის განსახორციელებლად, გოგონასკენ რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა, თუმცა როდესაც, ხელის შესახებ მანძილზე მიუახლოვდა, გეგმის სისრულეში მოყვანაში, ხელი იატაკზე რაღაც მძიმეს დავარდნამ შეუცვალა. ხმაური შემოსასვლელიდან მოდიოდა, რასაც მალე, ხის კარის კედელზე უხეშად მინარცხების ხმაც მოჰყვა.
ირისი უკვე მშვენივრად ხვდებოდა, რაც ხდებოდა და თავის უკან მდგომ ჯონსის, ვისაც, გოგონას ფრჩხილების ნაკვალევისგან დაწითლებული კანი, ჯერ კიდევ მის წელზე ჰქონდა შემოხვეული, ნიშნის მოგებით ახედა.
-დაგერხათ, იდიოტებო!
-რა ხდება, ეს ვინ ჯანდაბაა? -ირისს, ინსტიქტურად შეუშვა ხელი და ხმამაღალი ღრიალი აღმოხდა ჯონსის. საკმარისი იყო, თავისი შიშნარევი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად კორიდორიდან გასასვლელ კარში გაედგა ფეხი, რომ უკან დახევა იარაღმომარჯვებული მირას დანახვამ აიძულა
დეტექტივის პისტოლეტს, ხმის ჩამხშობი ხელსაწყო ჰქონდა მიმაგრებული. მას, უკან გაბრიელიც სირბილით შემოჰყვა და არც უფიქრია, ისე დაიძრა ირისისკენ. საიდანღაც პოლიციის მანქანის გამაყრუებელი სირენებიც გაისმა. გოგონამ თითქოს მაშინ იგრძნო კოშმარის მთავარი ნაწილის დასასრული და თვალებდახუჭულმა ღრმად ამოისუნთქა.
-კარგად ხარ? ხომ არაფერი დაგიშავეს? -სახეზე რომ გაბრიელის თითების შეხება იგრძნო, ტანში სასიამოვნო იმპულსებმა დაუარა. თავადაც უკვირდა, ამ ადამიანის უბრალო შეხებისგან გამოწვეული ზედმეტად ძლიერი გრძნობები, თუმცა ეს, მის ერთ ნაწილს მოსწონდა კიდეც
-კარგად ვარ . . . საკეტის შემომტვრევაში ნამდვილი ექსპერტები ხართ -თქვა და მირას გახედა, რომელიც ჰარნის ადებდა ხელბორკილებს. სულ მალე, პოლიციელების ოთხკაციანი ჯგუფიც შემოლაგდა ბინაში და დეტექტივისგან, საქმის ვითარების დეტალური გაცნობაც მოითხოვა
ამის შემდეგ, იყო უამრავი ხმაური და ფორმალობა. ირისმა, მცირედი დაკითხვის შემდეგ, თავის მობილურიც კი გადასცა პატრულის თანამშრომლებს, სადაც ფოტოები და ვიდეო-მასალა იყო გადაღებული. მართალია, ეს უკვე არანაირ საჭიროებას აღარ წარმოადგენდა, რადგან თავადაც შეეძლო ეთქვა ზუსტად სად მდებარეობდა ნარკოტიკების საიდუმლო სარდაფი, თუმცა იმ წამს, უკვე საღადაც ვეღარ აზროვნებდა. ყველაფრის წარმატებით დასრულების მიუხედავად, უზარმაზარ სტრესს განიცდიდა და ჰარნის და ჯონსის ზიზღნარევი მზერაც ძალზედ თრგუნავდა.
გაბრიელი, რაღაც დროის განმავლობაში, მირასთან და პოლიციელების გუნდთან ერთად აგვარებდა რიგ ფორმალურ მხარეებს. როდესაც დამნაშავეები პატრულის თანამშრომლებმა გაიყვანეს და შემთხვევის ადგილას მხოლოდ კრიმინალისტების გადამღები ჯგუფი დარჩა, ბიჭი მაშინვე ჩამოშორდა თავის კამპანიას და შორიახლოს მდგომ ირისს მიუახლოვდა.
-ნუ ღელავ, დღეიდან ვეღარაფერს დაგიშავებენ. ყველაფერი დასრულდა
-ციხიდან რომ გამოვლენ, აუცილებლად მიპოვნიან და მომკლავენ. ორივენი ისე მიყურებდნენ, ამაში უკვე ეჭვიც აღარ მეპარება
-შენ გგონია, ის ნაძირლები მარტო ნარკოტიკების გასაღებაში არიან ბრალდებულნი? -ხელებში მოიქცია მისი თითები, გაბრიელმა და ნაზად აკოცა -აღმოჩნდა, რომ პოლიცია უკვე დიდი ხანია ამ ორს ეძებს და შენთვის ნაცნობი დანაშაულის გარდა, არა ერთი მკვლელობაც აქვთ ჩადენილი. მეტი შემოსავლის მიზნით, სხვა ნარკოდილერებს კლავდნენ და მათ კლიენტებს ითვისებდნენ. დამიჯერე, სამუდამო პატიმრობა ორივეს გარანტირებული აქვს
-სერიოზულად?
-სერიოზულად -თბილად გაუღიმა და ამჯერად, შუბლზე მიაკრო ტუჩები -წამოდი, აქედან წაგიყვან, ეს გარემო შენზე მაინდამაინც კარგად ვერ მოქმედებს . . . ჰო მართლა, მირა შენი უზომოდ მადლიერია
-პირიქით, მე ვარ მისი მადლობელი. იცი, გაბრიელ, სანამ წავალთ, მინდა რაღაც გითხრა
-გისმენ
-იმ წუთებში, როდესაც აქ ვიყავი, როგორც ნარკოტიკის პოტენციური მყიდველი, საშინლად მომინდა იმ ყველაფერს დავბრუნებოდი, რისგან თავის დასაღწევადაც ამდენი ვიწვალეთ. ჰარნიმ რომ მოსაწევი შემომთავაზა, არც კი იცი, რამხელა ნებისყოფად დამიჯდა მისთვის უარის თქმა. იმ წამს იმდენად მომინდა, ისეთი დაუოკებელი სურვილი მქონდა, რომ . . . -ლამის ცრემლები წასკდა, ირისს, შუბლი ხელით მოისრისა და ალბათ, ატირდებოდა კიდეც გაბრიელს რომ ხელები არ მოეხვია და გულში პატარა ბავშვივით არ ჩაეხუტებინა
-ჩშშ. ტირილი არ გაბედო. შენ ყველაფერი კარგად გამოგდის. ვერც კი ხვდები იმდენად კარგად. ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ, ირის, თუმცა, დასაწყისისთვის, ეს უნდა მოგაშორო -მის წვრილ მაჯას დასწვდა გაბრიელი, რაღაც ოთხნიშნა კოდის აკრეფით გოგონას სამაჯური გახსნა და ოთახის კუთხეში დაუდევრად მოისროლა.
-ვფიქრობ, როგორც შენ ეძახდი-"შპიონი სამაჯური", უკვე აღარაფერში გჭირდება, ირის. მე, შენ ამის გარეშეც გენდობი . . .











14 თავი

ჰარნისა და ჯონსის დაკავების შემდეგ, რაც მირას დაჟინებული თხოვნით, მეორე დღესვე აღნიშნეს ლუდის ბარში, გაბრიელი პირადი საქმეების მოგვარებით იყო დაკავებული-ბანაკებსა და სკოლებში, რამდენიმე ტრენინგი ჰქონდა ჩასატარებელი სხვადასხვა, საზოგადოებისთვის მეტად აქტუალურ თემაზე.
ამის შემდეგ, რამდენიმე დღე, საშინლად ცუდი ამინდები დაემთხვა. წვიმა ისე ძლიერად ასხამდა ჟანგისფერი ციდან, რომ მთელი დრო სახლში ჯდომისა და ირისთან და კიტთან ერთად ფილმების ყურების გარდა არაფერი უკეთებია. მხოლოდ მაშინ, როცა გამოიდარა და მზის მცხუნვარე სხივებმა ცას უღიმღამო ფერები მოაშორეს, გაბრიელმა თავისი მიცემული პირობა შეასრულა და გოგონასთან ერთად, ბათუმისკენ მიმავალ გზას დაადგა.
თავდაპირველად, მთელი სამეგობრო აპირებდნენ ერთად წასვლას. კიტიც კი ძლივსძლივობით დაითანხმეს ამ დღეების მათთან ერთად გატარებაზე, თუმცა იმის გამო, რომ ლანას პირადი პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი, გადაწყვიტა საზაფხულო დასვენება ერთი დღით გადაედო. რა თქმა უნდა, აჩიმაც მისთვის დაცდა ამჯობინა, ხოლო კიტმა, იმ მიზეზით, რომ ირისისთვის და თავისი ძმისთვის, ცოტა ხნით მარტო დარჩენის საშუალება მიეცა, ცბიერ ხრიკს მიმართა-გადაწყვიტა თავადაც აჩის და ლანას გაჰყოლოდა მეორე დღეს.
აზრთა უმრავლესობით, გადაწყდა, რომ ირისი და გაბრიელი მარტონი უნდა წასულიყვნენ და სანამ დანარჩენებიც შეუერთდებოდნენ, ნომრებიც თითოეული მათგანისთვის ექირავებინათ. გოგონას დაჟინებული თხოვნით, გაბრიელმა სასტუმროს ჯავშანი წინასწარ არ გააკეთა. ირისის აზრით, აზარტი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ თავისუფალი ნომრები ადგილზე ჩასულს, ჩემოდნებით ხელში ეძებნათ.
საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ეს უბრალო აზარტი, დღის ყველაზე უსიამოვნო პრობლემად გადაიქცა. დამსვენებლებისა და ტურისტების სიმრავლის გამო, სასტუმროებში თავისუფალი ნომრები თითქმის აღარ იყო. უამრავი ადგილი მოიარეს, ბევრი ეძებეს, თუმცა გამოსავალი არსაიდან ჩანდა. მხოლოდ ერთი, შედარებით პოზიტიური ამბის იმედზე იყვნენ. ზღვის ნაპირას მდებარე ერთ-ერთ ჰოტელში, მომდევნო დილისთვის, გერმანელ ტურისტთა ჯგუფი ტოვებდა იქაურობას და შვიდი ოთახი ერთდროულად თავისუფლდებოდა. გაბრიელმა, მიმღებში მდგომ ახალგაზრდა გოგონას წინასწარ გადაუხადა იმისთვის, რომ ხუთი ნომერი დაეკავებინა მომდევნო დღისთვის, თუმცა, მთავარი კითხვა მაინც ის იყო, თუ სად გაათევდნენ დღევანდელ ღამეს.
რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო, ირისს, შექმნილ სიტუაციაზე ეცინებოდა კიდეც. გაბრიელზე კი იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყოდით. აშკარად უკმაყოფილო ჩანდა მთელი დღე აქეთ-იქით სიარულით და იმის გაცნობიერებით, რომ საღამოს რვა საათისთვისაც კი არ ჰქონდათ ნაპოვნი ღამის გასათევი ადგილი.
ქალაქში გამეფებულ ცხელ ჰაერს, თანდათანობით ცვლიდა გრილი სიო. ცაზე გაბრდღვიალებული ცეცხლისფერი მზეც ნენ-ნელა ეშვებოდა უკიდეგანო, ლურჯ ზღვაში და იმდენად საოცარ სანახაობას ქმნიდა, რომ ამ ჯადოსნური პეიზაჟისთვის თვალის მოწყვეტა უბრალოდ შეუძლებელი ხდებოდა.
-კარგი რა, გაბრიელ, როდემდე უნდა იჯდე ასე და ცხვირ-პირი ჩამოგტიროდეს? -ვეღარ მოითმინა ირისმა ბიჭის უხასიათობა და პლაჟზე, თავისი ზურგ-ჩანთის გვერდით მოკალათებულს მხარზე ხელი გაკრა -არა უშავს, ერთი დღით ღია ცის ქვეშ დავიძინებთ და ხვალიდან უკვე სასტუმროშიც გათავისუფლდება ნომრები. თან, მალე მზის ჩასვლასაც ვნახავთ
-პლაჟზე აპირებ ძილს?
-ჰო, მერე რა? ახალგაზრდებიც ხშირად ათენებენ ღამეს სანაპიროზე, კოცონს ანთებენ, გიტარაზე უკრავენ და ასე შემდეგ
-როგორც ჩანს, ამ მხრივ გამოცდილი ხარ -ხელები ზურგს უკან გასწია ბიჭმა, ქვებს დაეყრდნო და ირისს ღიმილით მიაშტერდა
-ბავშვობაში, მე, ვაჩე და კოსტა ხშირად ვაკეთებდით ამას. ძალიან სასაცილო სანახავები ვიყავით. თავი მუდამ კონსტანტინეს გულზე მედო, ფეხებს ვაჩეს მუცელზე შემოვაწყობდი და ასე ვიძინებდით ხოლმე
-საინტერესო ბავშვობა გქონიათ, თქვენ სამს
-და შენ როგორი ბავშვობა გქონდა, გაბრიელ? -დაუფიქრებელი კითხვა წამოისროლა გოგონამ, თუმცა როგორც კი, თამაზის მონაყოლი ისტორია გაახსენდა, ენაზე იკბინა და საკუთარი თავი უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა ასეთი დაუფიქრებლობისთვის
-ჩემი ბავშვობა არ არის ის თემა, რომელიც ასეთ სიტუაციაში გაგვამხიარულებს -ქვიშაზე დადებულ ბარგს თვალი გადაავლო ბიჭმა და შექმნილ სასაცილო სიტუაციაზე მიანიშნა -შენთვის რომ არ დამეჯერებინა და ნომერი წინასწარვე დამეჯავშნა რამდენიმე დღით ადრე, ახლა მსგავს მდგომარეობაში არ ვიქნებოდით
-აჰა, ანუ ყველაფერში მე მადანაშაულებ
-შენ კი არა, საკუთარ თავს ვადანაშაულებ სიბრიყვისთვის -ფეხზე წამოდგომისას თვალი ჩაუკრა და ზღვის აქაფებულ ტალღებთან უფრო ახლოს მიიწია -ადექი, გავცუროთ მაინც, საშინლად მცხელა
პლაჟზე უკვე აქა-იქ შეინიშნებოდა ხალხი. ისიც ისეთები, ვინც მზის ჩასვლის საყურებლად დარჩენილიყვნენ და მოთმინებით ელოდნენ ამ ჯადოსნური სანახაობის დასასრულს.
-მშვენიერი აზრია. კარგი ვქენი, რომ კაბის შიგნით საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი
-ჩანჩქერზე ყოფნისას, საცურაო კოსტიუმი საერთოდ არ გქონდა, მაგრამ ამას შენთვის ხელი არაფერში შეუშლია -უკვე ტანსაცმელს იხდიდა გაბრიელი
-დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ შიდა თეთრეულსა და საცურაო კოსტიუმს შორის. მკერდს და დანარჩენ ტერიტორიას, ერთიც ფარავს და მეორეც
-ვიქნები თავხედი და გეტყვი, რომ ახლა საერთოდ არ მაქვს სურვილი შენს მკერდს რაიმე ფარავდეს
მოცემულ მომენტში, მართლა დაეფიცებოდა ირისს, რომ ჟრუანტელმაც კი დაუარა იმხელა ვნებით იყო ნათქვამი ეს სიტყვები. წამით, გაბრიელის ნავარჯიშებ სხეულზე მიეყინა მზერა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უხილავი ცეცხლი სწვავდა და იმ წამს, ყველაზე მეტად იგრძნო წყალში ჩასვლის აუცილებლობა, რათა ცოტათი მაინც მოეხერხებინა ყურადღების გადატანა.
არც კი დაფიქრებულა, რა გრძნობებს გამოიწვევდა გაბრიელში ისე გადაიძრო თხელი სარაფანი, ბიჭს გვერდით სწრაფად აუარა და თავიც არ შემოუბრუნებია ისე მიაძახა:
-აქ, ნუდისტური პლაჟი არ არის, გაბრიელ, მისამართი შეგეშალა . . .

მთელი დღის განმავლობაში, მზის სხივების უხვი ნათების გამო, ზღვის წყალი საოცრად თბილი იყო. ირისს მაშინვე მოსიყვარულე მშობელივით მიეალერსნენ კანზე ცისფერი ტალღები და თითქოს, სრულიად სხვა სამყაროში გადაისროლეს. მთელ სხეულში რომ სასიამოვნო ემოციები გაუვრცელდა, დამშვიდდა, მოდუნდა და უწინდელი დაძაბულობაც უკვალოდ გააქრო, მის ყურთასმენას წყლის შრიალის ხმაც მისწვდა, თავისთან ძალიან ახლოს. უკვე კარგად იცოდა, თუ ვინ იქნებოდა ეს, ამიტომ, წყალზე უდარდელად გაწოლილი სწრაფად გასწორდა, უკან მიიხედა და იმ წამს ამოყვინთული გაბრიელის დანახვაზე, რომელმაც, წყლისგან დასველებული თმა ორივე ხელით გადაიწია უკან, ინსტიქტურად იგრძნო მუცელში პეპლების აფარფატება. იმდენად მომხიბვლელად გამოიყურებოდა ბიჭი სველი თმითა და წყლისგან დანამული მკლავებით, რომ ირისს სურვილი გაუჩნდა მასთან მისულიყო და თითოეული წყლის წვეთი, კოცნით მოეშორებინა მისი კანიდან.
-დედამიწა იძახებს ირისს! -თავისი აღვირახსნილი ფიქრებიდან, ცხვირწინ აქნეულმა გაბრიელის ხელმა გამოიყვანა. ბიჭი იმდენად ცბიერი ღიმილით უყურებდა, რომ ნამდვილად კარგად ხვდებოდა რაც წარმოადგენდა მისი დაბნეულობის მიზეზს.
საშინლად შერცხვა გოგონას ამის გააზრებისას, უხერხული სიტუაციის განსამუხტად გაბრიელს სახეში წყალი შეასხა, მაშინვე საპირისპირო მიმართულებით გაცურა და წამით თავი უკან მოატრიალა :
-მოდი, ტივტივებამდე შევეჯიბროთ!






* * *
დაახლოებით ოცი წუთი წყლიდან არ ამოსულან. მზის სხივების საბოლოო გაქრობასაც იქვე უყურეს და ნაპირზე მხოლოდ მაშინ დაბრუნდნენ, როდესაც სხეულის გადაღლა უკვე აშკარად საგრძნობი გახდა.
სანაპიროს იმ ნაწილში, მათ გარდა უკვე აღარავინ ჩანდა და ოდნავ ცეცხლისფრად შეფერილ ცაზეც, ნელ-ნელა სიშავე იკავებდა დომინანტის სტატუსს.
წყლისგან გადაღლილები, იქვე, სველ ქვებზე გაწვნენ ზურგით, თანაც ისე, რომ ნაპირზე მიხეთქებული ტალღები მათ სხეულსაც ასველებდა. ამჯერად, უკვე სასიამოვნოდ გრილი სიო უბერავდა და ზღვის მარილიანი სურნელის ფონზე, იმდენად სასიამოვნო გარემოს ქმნიდა, რომ ირისს უნებურად სახეზე ღიმილი მოადგა.
-საოცარია აქაურობა, გაბრიელ
-მაინც, რას მიიჩნევ საოცრად?
-ამ ყველაფერს -ცერა და საჩვენებელი თითის ბალიშების ერთმანეთზე მიდებით, რგოლი გააკეთა, ცალი თვალი დახუჭა და ცაზე იმ წამს გამობრწყინებული ერთადერთი, მკრთალად მანათობელი ვარსკვლავი, სწორედ ამ რგოლში მოაქცია -ჩამავალი მზის სხივებისგან დატოვებული ფერები, სიო, ზღვის ხმა და ნატვრის ვარსკვლავივით გამოჩენილი ეს პაწაწინა წერტილი, ნამდვილი საოცრებაა. არასდროს მომჩვენებია სანაპირო ისე ლამაზად და ჯადოსნურად, როგორადაც დღეს მეჩვენება
გოგონას ბოლო სიტყვებზე, გაბრიელმა თავი გვერდზე მიატრიალა და მის მწვანე სფეროებს მზერა გაუსწორა. თვალდაუხამხამებლად უყურებდა ბიჭს, ირისი და ხშირად ამავალ-ჩამავალი მკერდით თუ ვიმსჯელებდით, სუნთქვაც გახშირებული ჰქონდა. ზღვის სუნს შერეული მისი არომატიც კი ურევდა ტვინს იმ წამს, გაბრიელს. უყურებდა როგორ ეხეთქებოდნენ ტალღები გოგონას უნაკლო სხეულს და უკვე ტკივილამდე სურდა მის გლუვ კანს შეხებოდა. თავის სურვილებს დამონებულმა, ვერც კი გააცნობიერა ისე წაიწია გოგონასკენ, წელს ქვემოთ ხელი შეუცურა და ისე სწრაფად მოიქცია მისი სხეული ზემოდან, რომ ირისმა მომხდარის გააზრებაც ვერ მოასწრო. მხოლოდ მაშინ მოახერხა სიტუაციის აღქმა, როდესაც გაბრიელმა სველ თმაში თითები შეუცურა, მისი სახე თავისთან ახლოს მისწია და ნიკაპზე კოცნის კვალი დაუტოვა.
-რას აკეთებ? გაბრიელ ეს . . .
-ჩშშშშ -ტუჩებზე თითი იქამდე ააფარა, სანამ აზრის დასრულებას მოასწრებდა, სწრაფად გადატრიალდა და ამჯერად, თავად მოექცა ირისს ზემოდან -უბრალოდ, გაჩუმდი, გთხოვ
-მაგრამ შენ . . . -თუმცა, ამჯერადაც ვერაფრის თქმა ვეღარ მოასწრო. სიტყვები გაბრიელის ტუჩების შეხებამ გააწყვეტინა, რომელიც სრულიად მოულოდნელად შეუერთდა მისას და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი საბოლოოდ წაართვა
იმ წამს, თითოეული უჯრედით გრძნობდა ბიჭის შიშველი სხეულიდან წამოსულ იმპულსებს და სრულ ნეტარებაში მყოფს, უკვე საკუთარი სახელიც კი აღარ ახსოვდა.
არც გაბრიელი იყო უკეთეს დღეში. გოგონას ამოდენა სიახლოვით გაბრუებული, მონაცვლეობით უკოცნიდა ვარდისფერ ტუჩებს, თან მარჯვენა ხელს მის ფეხზე ვნებიანად დაასრიალებდა და ირისის ჩუმ ოხვრაზე ორმაგ აზარტში შედიოდა.
გოგოს ბაგეების დაგემოვნებას რომ მორჩა, შემდეგ წყლით ოდნავ დანამულ კისერზე გადავიდა, მერე ლავიწის ძვალზე და მკერდამდე ჩასულმა, ცერა თითი მის ქვედა ტუჩს გადაატარა.
-ჯანდაბა, მგონი აქ უნდა გავჩერდე -ისე ამოიოხრა, თითქოს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილს, ბოლო ამოსუნთქვაღა ჰქონდა დარჩენილი -თუ ასე არ მოვიქცევი, შეიძლება თავის გაკონტროლება გამიჭირდეს
-ყველა ნამდვილად ვერ მოახერხებდა ასეთ დროს გაჩერებას
-ვიცი, რომ ამისთვის ჯერ მზად არ ხარ -თმაზე ხელი ჩამოუსვა, კიდევ ერთი ვნებიანი კოცნა უსახსოვრა და მის სხეულს სწრაფად მოშორდა. ჯერ კიდევ მძაფრად ჰქონდა შერჩენილი ტუჩებზე ირისის გლუვი კანის გემო და თავს ძლივს იკავებდა, რომ კვლავ მის უნაკლო სხეულს არ მიბრუნებოდა
-რა იგულისხმე, როდესაც მითხარი ჯერ მზად არ ხარო?
-თავადაც კარგად იცი, რაც ვიგულისხმე და ძალიან გთხოვ, ასეთი გამომწვევი საცურაო კოსტიუმებით ჩემს თვალწინ აღარ გამოჩნდე. ტვინს მირევ!
-რა დიდი შეცდომა დავუშვი, რომ ჩემი ბეწვის ქურქი არ წამოვიღე. მასში ნაკლებად გამომწვევი ვიქნებოდი
-ჰო, არც მე მიმიქცევია ყურადღება, თორემ გაგახსენებდი -მაშინვე აყვა ბიჭი ხუმრობაში
-ჩემს კითხვას არ უპასუხე
-აბა, კითხვა გამახსენე
-რატომ იფიქრე, რომ მზად არ ვიყავი? ვიცი, ამით რაღაცაზე მიმანიშნე და მინდა გავიგო, რაზე
მისდამი მიმართულმა გოგონას მზერამ, გაბრიელი აშკარად გაამხიარულა და ხელში დაჭერილი პატარა, ჭრელი კენჭი, პირდაპირ ზღვაში მოისროლა.
-ვიცი, რომ მამაკაცი არასდროს შეგხებია, ირის. ჩემს სიტყვებს, სწორედ ეს ქვეტექსტი ჰქონდა
-რა თქმა უნდა . . . ასეც ვიცოდი -თუ აქამდე თამამად უყურებდა, ახლა, თვალი წამებში აარიდა, გოგონამ. საშინლად უხერხულად იგრძნო თავი და იმ წამს დედამიწიდან დროებითი აორთქლებაც კი ინატრა -ალბათ, გულში დამცინი კიდეც. უკვე ოცი წლის ვარ და ამ კუთხით, არანაირი გამოცდილება არ გამაჩნია. მიდი, გაიცინე ნუ გერიდება
-სულაც არ დაგცინი. პირიქით, ვაფასებ ისეთ ქალებს, რომლებიც, დაკვირვებით არჩევენ ადამიანს, ვისაც თავის სხეულს მიანდობენ
-რომანტიკოსივით ლაპარაკობ
-არადა, მაგის გარდა ყველაფერი ვარ
-კარგი, უკვე დროა და მოდი, მოვითათბიროთ სანაპიროზე დავიძინებთ თუ ბულვარში გავალთ და სკამებზე მოვთავსდებით -კითხვის დასმის პარალელურად, ირისი ფეხზე წამოდგა, თავისი თხელი სარაფანი გადაიცვა და თმები, მაჯაზე სამაჯურივით შემოხვეული რეზინით აიკრა -მე მაგალითად, არც ერთ შემთხვევაში არ მაქვს პრობლემა
გოგონას მსგავსად, გაბრიელიც უკვე ტანსაცმელს იცვამდა, თან ერთ წერტილს უყურებდა თვალმოუშორებლად. პასუხის გაცემა რომ დაუგვიანდა, მის მზერას, ირისმაც გააყოლა თვალი და ზღვისკენ დინჯი ნაბიჯებით მომავალ, მაღალ სილუეტს მოკრა თვალი.
აგებულებით და ვარცხნილობით თუ ვიმსჯელებდით, სანაპიროზე უეცრად გამოჩენილი ადამიანი, მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო. რაც უფრო ახლოვდებოდა, მისი ნაკვთებისა და სამოსის გარჩევა უფრო ადვილი ხდებოდა. ტანზე, თეთრი, უმკლავო მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა, ბიჭს. ისევე როგორც გაბრიელი, ისიც რატომღაც მათკენ იყურებოდა, თან, აუჩქარებელი ნაბიჯებით სვლას არ წყვეტდა.
-გაბრიელ, იცნობ მას? -უკვე მთლიანად ჩაცმულ ბიჭს მიუტრიალდა ირისი და კითხვის ნიშნით სავსე თვალები მიანათა
-ჰო, ძველი ნაცნობია. გამიკვირდა მისი აქ დანახვა -გაუცნობიერებლად ჩაეღიმა მას და იმ წამს მოახლოებულ პიროვნებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
-დამთხვევაც ამას ჰქვია
-არ ვიცი დამთხვევაა თუ ბედისწერა, მაგრამ შენი დანახვა გამიხარდა, გაბრიელ -მის გამოწვდილ მარჯვენას თავისი შეაგება ახლადმოსულმა და მხარზე ხელი მეგობრულად დაკრა -როგორც მახსოვს, ზღვა არ გიყვარდა და გამიკვირდა შენი ვიზიტი -აქ, მან უკვე ირისს გადახედა ოდნავშესამჩნევი ღიმილით -როგორც ვხედავ, მარტო არ ჩამოსულხარ
-ჰო, სულ დამავიწყდა, გაიცანი-ეს ირისია. ირის, ეს ჩემი ძველი მეგობარია, მიშო
-სასიამოვნოა -ორივემ ერთდროულად ჩაილაპარაკეს და ტრადიციული გასაცნობი "რიტუალი" ხელის ჩამორთმევით დააგვირგვინეს. შემდეგ ბიჭი ისევ გაბრიელს მიუტრიალდა.
-ამ ღამით, თანაც ჩემოდნებით აქ რას აკეთებთ? ნუთუ ისაა, რასაც ვფიქრობ? -ბოლო სიტყვებზე ტუჩის კუთხე ღიმილით ჩატეხა. ვარაუდი, გაბრიელის ნათქვამმა დაუდასტურა:
-ჰო, სწორედ ის ხდება, რაც იფიქრე . . . სასტუმროში თავისუფალი ნომრები ვერ ვიშოვეთ და ხვალამდე აქ გადავწყვიტეთ ღამის გათევა
-არა, არა და არა! ეგ აღარ გამაგონო -წარბაწევით შეაწყვეტინა მიშომ მას -აქ, მაინც მარტო ვცხოვრობ და მოვითხოვ ამაღამ ჩემთან დარჩეთ. არც დანარჩენ დღეებზე გეტყოდით უარს, თუმცა შენი ამბავი რომ ვიცი, ამას ცოცხალი თავით არ დათანხმდები, გაბრიელ აკიმჩევ!
ირისს, ღიმილმა გაუპო ბაგე ბიჭის სიტყვებზე. მართალია, მიშოს სულ ხუთი წუთიც არ იყო რაც იცნობდა, თუმცა მისგან იმდენად დადებითი აურა მოდიოდა, უბრალოდ შეუძლებელი იყო ეს არ გეგრძნო. ბიჭების მცირედი დიალოგით, არც იმ დასკვნის გაკეთება გასჭირვებია, რომ ეს ადამიანი გაბრიელს ზედმეტად კარგად იცნობდა და სურვილი გაუჩნდა გაეგო, თუ საიდან ან როგორ დაიწყო მათი ნაცნობობის ისტორია.
-შეკამათებას აზრი არ აქვს -როგორც კი შეატყო ყოყმანი, მაშინვე გამაფრთხილებელი ტონი მოიშველია იარაღად -ისე, აქ სასეირნოდ და ზღვის საყურებლად გამოვედი, თუმცა საბოლოოდ, სულ სხვა მიზანი შეასრულა ჩემმა ღამეულმა ვოიაჟმა
-აქედან შორს ცხოვრობ, მიშო? -ამჯერად, ირისიც ჩაება დიალოგში
-პირიქით, ძალიან ახლოს. მხოლოდ ის მითხარით, რამდენი ოთახი უნდა გავითვალისწინო თქვენზე? ანუ, ერთ ოთახში მოთავსდებით, თუ ცალ-ცალკე დაგაბინაოთ? ხომ გესმით, ჯერ ისიც არ ვიცი რა სახის ურთიერთობა გაქვთ და . . .
გაბრიელმა, ირისი შეათვალიერა ოდნავ ღიმილ შეპარული გამომეტყველებით. მერე მის ჩემოდანს დასწვდა, თავისი ზურგ-ჩანთა მხარზე მოიგდო და მიშოს გვერდით ამოუდგა.
-ამ საკითხის გადაწყვეტა ქალბატონისთვის მიმინდვია -თქვა მან -გზაში იფიქროს და თავად გადაწყვიტოს ვინმესთან ერთად ძილი ურჩევნია თუ სრულიად მარტოს
მიშო მხოლოდ თავის დაქნევით შემოიფარგლა, რის შემდეგაც, ამ თემაზე, არანაირი კომენტარი აღარ გაუკეთებია. გზად, მარკეტშიც შეიარეს და ცოტაოდენი პროდუქტი შეიძინეს ხილთან და ტკბილეულთან ერთად. ამის მერე კი, პირდაპირ სახლისკენ მიმავალ გზას დაადგნენ
ირისმა უკვე იცოდა, რომ მიშოს საცხოვრებლამდე არც ისე შორი მანძილი იყო, თუმცა ამდენად მალეც თუ აღმოჩნდებოდნენ მის სიახლოვეს, ნამდვილად არ ეგონა. სულ რაღაც სამ წუთში მიადგნენ მარკეტიდან გამოსულები დანიშნულების ადგილს. მათ პირდაპირ, საკმაოდ დახვეწილი სტილის ორსართულიანი ნაგებობა აღიმართა, ლამაზად განათებული, ყვავილებში ჩაფლული ბილიკებითა და უზარმაზარი ფანჯრებით, რომლებიც, სპეციალური შუშის გამო, გარედან სრულიად დაბურული იყვნენ.
სახლს საშუალო ზომის, პატარა არწივის ქანდაკებებით გაფორმებული რკინის ჭიშკარი ჰქონდა "პირად მცველად". მიშომ სწორედ ამ ჭიშკარს მოარგო რაღაც უცნაური ფორმის გასაღები და სულ მალე, უკვე სხვადასხვა ფერის ქვებით მოკირწყლულ ბილიკზე მიაბიჯებდნენ.
სახლი, შიგნიდან ბევრად უფრო ლამაზი და მყუდრო აღმოჩნდა, ვიდრე გარედან დანახული. დიდ მისაღებში, რომლის ერთი კედელი მთლიანად ფანჯარას ეჭირა, ნამგალა მთვარის შუქი მკრთალად იფრქვეოდა და პირდაპირ შუა გულში მდგომ დიდ, შავ როიალს ეცემოდა თეატრის სვეტოვანი განათების მსგავსად.
ოთახში, ისევე როგორც მთელ სახლში, არანაირი ტექნიკური მოწყობილობა არ მოიძებნებოდა. არც კომპიუტერი, არც ტელევიზორი და არც DVD ან Playstation-ი. მხოლოდ მისაღებისგან გადატიხრულ, ჩაბნელებულ ოთახში, სინათლის წყაროდ მარტო ლამაზი, მრგვალი ფანჯარა რომ ჰქონდა დატანებული, იდგა დიდი პროჟექტორის ხელსაწყო. მის გვერდით დადებულ მოზრდილ ყუთში კი, უამრავ ძველებურ ფირფიტას წააწყდებოდით. ირისმა შორიდანვე მოკრა თვალი ამ ოთახს. კედელზე, მთელ სიგრძეზე გაკრული თეთრი ფონიც შეამჩნია და მიშოს ღიმილით მიუტრიალდა.
-შავ-თეთრი კინოთეატრი? ანუ ძველებური ფილმები მოგწონს
-ისეთი აღფრთოვანებული სახე გაქვს, მგონი, ჩემმა პატარა ოთახმა, ზედმეტადაც კი მოგხიბლა
-მგონი? ყოველთვის ვოცნებობდი ამის მსგავსი კინო-თეატრი მეც გამეკეთებინა საკუთარ სახლში, თუმცა, რაღაც სულ მიშლიდა ხელს
-შენი ოცნებების ახდენაში, ხელის შეშლის საშუალება არასდროს არაფერს უნდა მისცე, ირის -ღიმილით ჩაუკრა თვალი მას, მიშომ. მერე გაბრიელს მიუბრუნდა და მხარზე ხელი მეგობრულად დაარტყა -წამოდი, ბარგი მეორე სართულზე ავიტანოთ. თქვენი საძინებელი კორიდორის ბოლოშია
-მიშო -ირისიც ჩაერთო მათ საუბარში -თუ ცალკე საძინებლის ვარიანტი არ გაქვს, მაშინ, შემიძლია მისაღებში დავიძინო, დივანზე
-არა, არა, უბრალოდ მეგონა, რომ . . .
-საერთო ოთახს ცოცხალი თავით არ დათანხმდება. ალბათ, ჯერ კიდევ ეშინია ჩემი
-თუ ასეა, ცალ-ცალკე აპარტამენტებში იქნებით. გთხოვთ, აქეთ გამომყევით -თეატრალურად ანიშნა ბიჭმა კიბისკენ, რამდენიმე საფეხურით მაღლა აიწია და შემდეგ, კვლავ მოტრიალდა -ჰო მართლა, რომ მოეწყობით და შხაპს მიიღებთ, მაშინვე ქვემოთ ჩამოდით. ჯერ არც მე მივახშმია და ეს ყველამ ერთად გავაკეთოთ
-საჭმელს შენ მოამზადებ? -ირისისა და თავისი ბარგით ხელში, ფეხდაფეხ მიყვებოდა მას, გაბრიელი
-მარტო ცხოვრებამ, რობინზონ კრუზოსაც კი ასწავლა ის, რის გაკეთებასაც თავისი თავისგან არასდროს ელოდა. მე, საჭმლის მომზადებას ვეღარ ვისწავლიდი?
-კარგი, რობინზონ, ვნახოთ როგორი შეფ-მზარეულის ნიჭი გააღვიძა შენში მარტოობამ -ბეჭზე ხელი სიცილით მოუსვა გაბრიელმა და უკვე ბოლო საფეხურამდე მიღწეულმა, გრძელი კორიდორი დაკვირვებით მოათვალიერა. მაინც, რამდენი რამ აგონდებოდა ამ სახლთან დაკავშირებით. რამდენი ტკბილი და დაუვიწყარი მოგონება . . .











15 თავი

ირისმა რომ შხაპის მიღება დაასრულა, თავი მოიწესრიგა და ქვემოთ ჩავიდა, ბიჭები უკვე გაშლილ მაგიდას შემოსხდომოდნენ და მხოლოდ მის გამოჩენას ელოდნენ ვახშმობის დასაწყებად.
სუფრა საკმაოდ ლამაზად იყო გაწყობილი, სამ ადამიანზე. შუა გულში, სხვადასხვა სახის და პროდუქტის შემცველი სალათები ეწყო, მისგან ოდნავ მოშორებით კი, სპაგეტის დიდ თეფშს მოკრავდით თვალს, რასაც, ბოლონეზეს სოუსი უმშვენებდა გვერდს.
მისაღებში ფეხის შედგმის თანავე, ისეთმა გემრიელმა სურნელმა აუწვა ცხვირის ნესტოები, ირისს, რომ შერცხვა კიდეც თავისი დაგვიანების და გაბრიელის გვერდით, სკამი მორიდებულად გამოსწია.
-შეყოვნებისთვის ბოდიში. იმედია, დიდხანს არ გალოდინეთ
-მამაკაცს მხოლოდ ორი გზა აქვს-ან ქალის დაგვიანებას უნდა შეეჩვიოს და მიხვდეს, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა, ან, აუცილებლად მასწავლებელთან უნდა გააბას სასიყვარულო ურთიერთობა -ღიმილით გაამხნევა იგი მიშომ და არც ის დაჟინებული მზერა დარჩენია შეუმჩნეველი, რომელიც გაბრიელს ჰქონდა გოგონას ოთახში შემოსვლისას
-მაინც და მაინც მასწავლებელი რატომ?
-იმიტომ, რომ ისინი მათი ცხოვრების ტემპისა და საქმიანობიდან გამომდინარე, არასდროს არსად იგვიანებენ
-ვერ დაგეთანხმები -მიშოს სიტყვებს, ირისის უარყოფა მოჰყვა -თითქმის არ მახსენდება შემთხვევა, რომ ჩემი ალგებრის მასწავლებელი საკლასო ოთახში დროულად შემოსულიყო. ამის გამო, ბოლოს სამსახურიც კი დაკარგა
-ყოველთვის მოიძებნება ის 1%, რომელიც დანარჩენ 99%-ს სახელს უტეხავს -თავისი საუბარში ჩართვით, თითქოს მიშოს გამოსარჩლება სცადა, გაბრიელმა და ირისის ჭიქა ანანასის წვენით შეავსო
-აი, სწორედ ამით ვიმართლებდი თავს, რომ არა შენი არგუმენტი. მოკლედ, შევეშვათ მასწავლებლებზე საუბარს და უბრალოდ ვივახშმოთ. ირის, რამეზე ხომ არ გაქვს ალერგია?
-თუ მაგიდაზე თხილიანი არაფერი დევს, მაშინ პრობლემას არ წარმოვადგენ
-ძალიან გაგიმართლა, თხილზე მეც ალერგია მაქვს
-ირის, არ გინდა რამე გადაიღო? -გვერდიდან გაბრიელის ხმა მოესმა -თუ ისევ უმადობა გაქვს?
-არა, ამჯერად ალბათ ზღვის ჰაერმა იმოქმედა -სწრაფად უპასუხა, რათა მასთან დაბნეულობა არ შეტყობოდა. მადა მართლაც, რომ კარგი ჰქონდა, ამიტომ, სპაგეტის გადმოღების შემდეგ, მას თავზე გარნირიც მოასხა და ანანასის წვენით გავსებული ჭიქიდან ოდნავ მოსვა
ესიამოვნა იმის გაცნობიერება, რომ ბიჭებმა მხოლოდ მაშინ დაიწყეს ჭამა, როდესაც, თავად ჩაიდო პირში პირველი ლუკმა. უცხო სახლში იმყოფებოდა, სრულიად უცხო ადამიანთან და თავისთვის უცხო გარემოში, თუმცა ეს მცირეოდენ დისკომფორტსაც არ უქმნიდა. შეიძლება, სხვა დროსა და სხვა სიტუაციაში, თავისთვის არა ნაცნობი გარემოდან გამოქცევა მონდომოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, თავის გვერდით მჯდომი ადამიანის სიახლოვე მოქმედებდა და ირისსაც თითქოს აღარაფრის დარდი ჰქონდა. სიმშვიდე მისთვის იქ იყო, სადაც გაბრიელი ეგულებოდა. თავად ეს პიროვნება გამხდარიყო მისთვის სიმშვიდის ცნების მატარებელი.
-ბიჭებო ერთმანეთი სად გაიცანით? -ულუფის განახევრების შემდეგ, იგრძნო, რომ მადასთან ერთად, ცნობისმოყვარეობაც მოეძალა და ორივეს ინტერესით გადახედა. გაბრიელს, დასმულმა შეკითხვამ ოდნავ შესამჩნევი ღიმილი მოჰგვარა, მიშომ კი, პირი ხელსახოცით მოიწმინდა და თითები ერთმანეთში გადააჭდო
-ფორტეპიანოს გაკვეთილებზე დავდიოდით ერთად, როდესაც მეორე კლასში ვიყავით -თქვა მან -გაბრიელმა მალევე დაანება თავი მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგი მასში დიდ პოტენციალს ხედავდა
-და ერთმანეთი მას შემდეგ აღარ გინახავთ? -ოდნავ გაოცდა გოგონა, რადგან გაბრიელმა, მიშო სანაპიროზე ერთი თვალის მოკვრითაც კი იცნო
-როდესაც ბათუმში ჩამოვდიოდი დასასვენებლად, მიშოს მუდამ ვნახულობდი ხოლმე -ამჯერად, გაბრიელი გახდა ირისის შეკითხვაზე პასუხის გაცემის ინიციატორი -ამ სახლშიც საკმაოდ ბევრი ღამე მაქვს განათევი, თუმცა, ბოლო სამი წელია აღარ ჩამოსვულვარ
-ჰო, ძველი მეგობრების დავიწყებაში უმაღლესი ქულა ეკუთვნის
-ძველი მეგობრები არასდროს მავიწყდება, მიშო. უბრალოდ, შეიძლება რაღაც გარემოებების გამო, მათი ნახვა ვეღარ შევძლო
-მოდი, შენი ცნობილი ფრაზაც დაამატე, რომ ნამდვილ მეგობრობაზე მანძილი ვერ მოქმედებს და ამით დავასრულოთ
დიდხანს უსმენდა ირისი უხმოდ მათ დიალოგს. სურდა, მთელი თავისი ყურადღება გემრიელ ვახშამზე გადაეტანა, თუმცა თავშეკავების უნარი მაინც ამოეწურა და სანამ გაბრიელი მიშოს პასუხს გასცემდა, საუბარში მანამ ჩაერთო:
-ტყუილად ცდილობ, მიშო. რაც არ უნდა თქვა, მაინც ყველაფერზე აქვს პასუხი, რითაც თავის მხარეს გადაგიბირებს. ეს, მისი ერთ-ერთი უნარივითაა
-როგორც ჩანს, რაღაცაზე შენც გაბრაზებული ხარ. მგონი, სწორედ ამიტომ მოითხოვე დამატებითი ოთახი -გაეცინა მასპინძელს გოგონას სიტყვებზე, თუმცა მისი სახის გამომეტყველებამ წამებში დაასერიოზულა
-დამატებითი ოთახი იმიტომ ვითხოვე, რომ ჩვენ აქ, შეყვარებული წყვილის სტატუსით არ ჩამოვსულვართ და მერეც მეორე, გაბრაზებული ნამდვილად არ ვარ. უბრალოდ, ფაქტი აღვნიშნე
-და რატომ ფიქრობ, რომ ყველას ჩემს მხარეზე გადაბირება თავისუფლად შემიძლია? -ლამის დასწვა იმ წამს თავისკენ მომართულმა გაბრიელის მზერამ -შემთხვევით, თავად ხომ არ ექცევი ჩემი ზეგავლენის ქვეშ?
-მე? საიდან მოიტანე ეს სისულელე? -უხერხულობის დასაფარად წვენი სწრაფად მოსვა. მიშოს მათკენ მომართული ეშმაკური მზერა, არც კი შეუმჩნევია. სიმართლე, რომ ითქვას, არც უნდოდა ამ შეკითხვაზე გაბრიელის პასუხის მოსმენა, თუმცა, სადღაც მაინც გული ჩასწყდა, რომ ეს უკანასკნელი ყოველგვარი კომენტარის გარეშე მიუბრუნდა თავის თეფშს და ვახშმობა უდარდელად განაგრძო.
ძალიან გაანაწყენა ამან, ირისი. მალე, ეს წყენა ბრაზშიც გადაიზარდა. გულის სიღრმეში, არასდროს ტოვებდა ის შეგრძნება, რომ გაბრიელი მას უბრალოდ ეთამაშებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ენდობოდა ბიჭს, ამ განცდის თავიდან მოშორებას მაინც ვერ ახერხებდა, რადგან კარგად ახსოვდა, თუ როგორ ეზიზღებოდა გაბრიელს ნარკომანები და რაოდენ სერიოზული მიზეზი ჰქონდა ამ სიძულვილისთვის.
გოგონამ, წამით თვალები დახუჭა და სცადა თავის ულუფაზე გადართულიყო. დაატრიალა კიდეც ჩანგალზე სპაგეტის ძაფები და უკვე გამზადებული ლუკმა პირისკენ უნდა წაეღო, რომ თავის ფეხზე დადებულმა ხელმა, იგი უკან, თეფშზე დააბრუნებინა. ქვემოთ არ ჩაუხედავს, თუმცა ნათლად იგძნო, როგორც ასრიალდა გაბრიელის ხელი მის კანზე, მოკლე სარაფნის შიგნით შეაღწია და სიამოვნებისგან დავლილი ჟრუანტელის გამო, მთელი სხეული დაეჭიმა.
როგორ უნდოდა იმ წამს ძალა მოეკრიბა და მისი თითები მოეშორებინა, თუმცა იმდენად დააჰიპნოზა ბიჭის საქციელმა და ოქროსფერი თვალებიდან გადმოღვრილმა მზერამ, რომ განძრევაც კი ვერ შეძლო.
-ირის, კარგად ხარ? ფერი სულ დაკარგე -რეალობაში გადმოსვლაში მიშოს შეკითხვა დაეხმარა. ყურადღების გადატანის მიზნით, თავისი თეფშის ქვეშ დადებული, სამკუთხედად გაკეცილი პირსაწმენდი აიღო, მაგრად დაკუჭა და მასპინძელს, რაც შეეძლო ბუნებრივად გაუღიმა
-კარგად ვარ, მადლობა
-ნამდვილად?
-ნამდვილად -თავი დაუქნია დასტურის ნიშნად. იქ ყოფნა უკვე აღარ შეეძლო. ჭკუიდან შლიდა იმის გაცნობიერებაც კი, რომ გაბრიელი, მასზე ასე სახიფათოდ მოქმედებდა და სრულიად უძლურს ხდიდა აქამდე ძლიერ და ამაყ პიროვნებას. წამით, ისიც იფიქრა, რომ შუა ვახშმობისას ადგომა და წასვლა ცუდი იდეა იყო, თუმცა იმდენად გახლდათ აფორიაქებული, ზრდილობასა და ეთიკის ნორმებზე უკვე ნაკლებად ნერვიულობდა
-მიშო გმადლობ ვახშმისთვის. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ ახლა ოთახში უნდა ავიდე და დავისვენო -ფეხზე წამოდგა, გაბრიელს ზემოდან დააცქერდა და თავისი მობილური აიღო -უჩემოდ განაგრძეთ
-ვახშამს არ დაამთავრებ? ფაქტობრივად, არაფერი გიჭამია -აშკარად დამწუხრებული ჩანდა მასპინძელი, თუმცა როდესაც გოგონას მზერას გადააწყდა, მაშინვე დაამატა -კარგი, ალბათ, მართლა გადაღლილი ხარ. წადი, დაისვენე
-ჰო ირის, გამოძინება გჭირდება -მას მხარი გაბრიელმაც აუბა და ჭიქიდან ისე უდარდელად მოსვა, თითქოს თვითონ არ ყოფილიყო გოგონას თავგზის არევის მიზეზი
ირისს უკვირდა კიდეც, თუ როგორ შეეძლო ამ ადამიანს, მსგავს მომენტებში ასეთი მშვიდი ყოფილიყო და თავი ისე დაეჭირა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. მისგან განსხვავებით, თავად, გრძნობების ერთ დიდ ქარიშხალში იყო გახვეული. თითოეული ის წერტილი უხურდა, სადაც კი ცოტა ხნის წინ გაბრიელის თითები ეხებოდნენ.
მართლა არასდროს ეგონა, რომ ოდესმე ისეთ გიჟურ რამეს გამოცდიდა, რაც საკუთარ თავს დააკარგვინებდა, თუმცა გაბრიელის მის ცხოვრებაში გამოჩენამ, თითქოს ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
იმდენად იყო მომხდარით გაბრუებული, ისიც კი ვერ გაიგო როგორ მიადგა თავისი ოთახის კარებს. ცოტა ხნით მის წინ გაჩერდა, თავი გვერდზე მიაბრუნა, თითქოს ვიღაცის მოსვლას ელოდებაო, თუმცა როდესაც არავინ გამოჩნდა, სახელური ძირს დასწია, ოთახში შევიდა, საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გაწვა და აქედან რამდენიმე წამში, ტელეფონის ვიბრაციამ შეტყობინების მოსვლაც ამცნო.
თავდაპირველად, იფიქრა, რომ კვლავ სარეკლამო სააგენტოების დაუსრულებელი შემოთავაზებები აწუხებდნენ, თუმცა როდესაც ჩაბნელებული ოთახის ფონზე, ტელეფონის კუთხეში ჩამონტაჟებული პატარა ნათურის ციმციმი რთული ასატანი გახდა, გოგონამ მაშინვე გაანათა ეკრანი, წერილი ავტორის ვინაობის უნახავად გახსნა და ეკრანზე შემდეგი სიტყვები ამოიკითხა-
"ვგიჟდები, როდესაც ვგრძნობ, როგორ გივლის ჟრუანტელი ჩემს თითოეულ შეხებაზე. შენს დაბნეული ბავშვის გამოხედვაზეც ვგიჟდები . . .
ტკბილად დაიძინე, ირის. ცუდი სიზმრის შემთხვევაში, კარგად იცი, ვისთან უნდა
ჰპოვო შვება."





* * *
მართალია, იმ ღამით ცუდი სიზმარი არ უნახავს, თუმცა დაძინებაც ვერაფრით მოახერხა. უკვე მეათასეჯერ მაინც გადაიკითხა თავიდან გაბრიელის გამოგზავნილი შეტყობინება, თან, ყურსასმენებით წყნარ მელოდიას უსმენდა, ისე, თითქოს თავის თავს სიმშვიდის თერაპიას უტარებდა.
ღამის ორი საათი იყო. ზედმეტი ხმაც კი არსაიდან მოისმოდა. მხოლოდ ტალღების ნაპირზე მიხეთქების მუსიკა არღვევდა იდუმალ სიჩუმეს, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ამაყად ბატონობდა.
რამდენი არ ეცადა ირისმა, რომ როგორმე ძილი შეებრუნებინა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ახლა ისე სჭირდებოდა ვინმესთან საუბარი, როგორც არასდროს. თავის მეგობრებზე, მიუხედავად იმისა, რომ მის ამბებს გაბრიელისგან ყოველთვის გებულობდნენ, მაინც ძალიან იყო ნაწყენი. ყოველთვის ეგონა, ბიჭები მის გარეშე ერთ კვირასაც ვერ გაძლებდნენ, თუმცა გულის სიღრმეში იმასაც აცნობიერებდა, რომ მეგობრებს მისთვის საუკეთესო სურდათ და ახალ გარემოში ცხოვრებას აცლიდნენ წარსულიდან შემორჩენილი ადამიანების გარეშე. რაც არ უნდა ყოფილიყო, ახლა მათი დანახვა ან, მათთან საუბარი ისე უნდოდა, როგორც არასდროს. კონსტანტინეს ვერ შეაწუხებდა. კარგად იცოდა, როგორი ბუზღუნა ხდებოდა, როდესაც გვიან ღამით აღვიძებდნენ, ამიტომ, სპონტანური გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი ფიქრის გარეშე, აკანკალებული თითებით, ტელეფონზე პირდაპირ ვაჩეს ნომერი აკრიბა, თვალები დახუჭა მისი ხმის გაგონებას სუნთქვაშეკრული დაელოდა.
უკვე იმდენად დიდი დოზით გრძნობდა მეგობრის მონატრებას, რომ გული ტკივილისგან ეკუმშებოდა. მხოლოდ იმ წამს გააცნობიერა მთელი სიცხადით, თუ რაოდენ დიდი ადგილი ეკავა ამ ადამიანს მის ცხოვრებაში და რამდენად უყვარდა ირისს, იგი.
დაახლოებით მეათე ზარის გასვლაზე უპასუხა ვაჩემ. ისეთი ჩვეულებრივი ტონი ჰქონდა, ირისი მაშინვე მიხვდა, რომ ზარის ავტორის ვინაობა, უეცრად დაფრთხობილი ძილის გამო აღარც კი ამოუკითხავს და საწოლზე მიყრილ ფუმფულა ბალიშებს მოხერხებულად მიაწვა.
-ვაჩე მე ვარ!
ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა ამ სიტყვების შემდეგ . . .
ირისს სუნთქვა გაუხშირდა. ისიც კი იფიქრა, რომ მეგობარმა ყურმილი დაუკიდა, თუმცა მისი ეჭვების გასაქარწ....ბლად, თითქოს დაბარებულივით გაისმა ბიჭის ხმა :
-ირა შენ ხარ?! ჯანდაბა, მე . . . ახლა გავიღვიძე და . . .
-როგორ ხარ?
-კარგად, კარგად -ხმით თუ ვიმსჯელებდით, აშკარად საწოლიდან დგებოდა -შენ როგორ ხარ? ხომ ყველაფერი კარგადაა? ამ შუა ღამით რატომ რეკავ? ნამდვილად არაფერი გჭირს?
-მე . . . მე, უბრალოდ, მენატრები, ვაჩე
- "____"
-აქ ხარ?
-ჰო, ჰო -გოგონამ ხმაზეც კი შეატყო რამდენად იყო აფორიაქებული -მეც უზომოდ მენატრები, ირა!
"ირა".
რაოდენ საყვარელი იყო ირისისთვის თავისი სახელის ეს შემოკლებული ვარიანტი. ასე მხოლოდ ვაჩე ეძახდა და კონსტანტინეც კი ვერ ბედავდა ამ მხრივ, მისი საავტორო უფლებების დარღვევას.
-ერთხელაც არ დაგირეკავთ, არც შენ და არც, მას -ცრემლების მოწოლა იგრძნო გოგონამ ამ სიტყვების თქმისას -იცი მაინც, როგორ მჭირდებით? ნეტავ, ახლა აქ იყოთ და ძველებურად თმაზე მოფერებით მაძინებდეთ. მაშინ ვერ ვხვდებოდი, თუ რამხელა ბედნიერება იყო ეს უბრალო რამ. ადამიანისთვის ხომ, ყველაფერი დაკარგვის მერე იძენს ფასს?
-ასე ნუ ლაპარაკობ, გთხოვ. ჩვენ კიდევ ბევრი მსგავსი ღამე გვექნება და კიდევ ბევრჯერ მივახატავთ კონსტანტინეს კატის ულვაშებს, როდესაც ჩაეძინება
ირისს, მიუხედავად ცრემლით დანამული ლოყებისა, მეგობრის ნათქვამზე მაინც მოერია ღიმილი და ერთი შემთხვევაც მოაგონდა.
-გახსოვს ერთ დღეს, რომ სარკეში არ ჩაუხედავს და სწორედ მაგ ულვაშებით წავიდა სამსახურში?
-ჰო, მაგას რა დამავიწყებს? -ყურმილში ვაჩეს ხარხარი გაისმა -მე ისიც მახსოვს, სამაგიეროს გადასახდელად, რომ პომიდვრის საწებელში ამოსვრილი, ადამიანის სხეულის ნაწილების ბუტაფორიები ჩამიდო საწოლში. მთელი ათი წამი, სერიოზულად ვფიქრობდი, რომ სული ვიყავი, ვინც სერიული მკვლელის მიერ დანაწევრებულ საკუთარ სხეულს ზემოდან დაჰყურებდა
-შენს გარეშე სერიოზული კონსტანტინე, შენთან ერთად მუდამ პატარა ბავშვივით იყო -შემაწუხებელი სიცხის გამო, პლედი ფეხით გადაიძრო, თან ბალიშს ჩაეხუტა -ახლა როგორ არის?
-მასაც ისევე ენატრები, როგორც მე
-მართლა?
-რა თქმა უნდა -მართალია ვერ ხედავდა, თუმცა ზუსტად იცოდა, რომ იმ წამს ვაჩე იღიმოდა -შენ რა, პირიქით გეგონა?
-მეც მენატრებით. ყველაზე მეტად მენატრებით! გპირდებით, რომ გულს აღარასდროს გატკენთ და არც იმედებს გაგიცრუებთ
-შენ, ჩვენთვის იმედი არასდროს გაგიცრუებია, ირა!
-არა, გაგიცრუეთ. ისე ვიქცეოდი, რომ ჩემი თითოეული ნაბიჯი, დღევანდელი გადმოსახედიდან გულს მირევს, ვაჩე! თუმცა გპირდები, ყველაფერს გამოვასწორებ და მალე სულ თქვენთან ვიქნები. ჩვენი სამეული, სიცოცხლის ბოლომდე ერთად ყოფნისთვისაა განწირული
-მიყვარხარ, პატარავ! ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ! -ამას რომ ამბობდა, ბოლომდე ვერც კი აცნობიერებდა, რამხელა სითბოს უღვრიდა გულში, ირისს თავისი სიტყვებით. ახლა უკვე კარგად იცოდა გოგონამ, თუ რა აკლდა ჰაერივით მთელი ეს დრო და ცარიელი ადგილის შევსებით საოცრად კმაყოფილი ჩანდა
-ვაჩე, შეიძლება რაღაც გთხოვო?
-მთხოვე რაც გინდა
-იმ ზღაპრის მოსმენა მინდა, ძილის წინ რომ მიყვებოდი ხოლმე
-რომელი, ცხრათავიან ურჩხულზე რომ იყო?
-კარგი რა, ვაჩე, ხომ იცი, რასაც ვგულისხმობ? -თვალები აატრიალა გოგონამ, თუმცა მაინც გაეცინა
-ახლა წევხარ?
-კი
-სავარაუდოდ, ბალიშს ეხუტები
-გამოიცანი
-კარგი, მაშინ ვიწყებ -ერთი ჩაახველა, ხმა ჩაიწმინდა და მართლაც რომ მეზღაპრესავით ალაპარაკდა :-ერთ თოვლიან საღამოს, როდესაც ფიფქები ციდან განუწყვეტლივ ცვიოდნენ და ყველაფერი თეთრად იყო გადაპენტილი, პარკში მოთამაშე ბავშვებს, პატარა, ნაწნავებიანი გოგონა შემოუერთდა. იმდენად ლამაზი იყო თავის შალისგან ნაქსოვ, მდელოსფერ ქუდსა და ამავე ფერის ქურქში, რომ ერთი გამოჩენითაც კი ყველას ყურადღება მიიქცია.
თითქოს თავის სტიქიაში იყო. გარშემო მყოფი საზოგადოება არც კი აინტერესებდა. მაღალ, დახვეწილი გარეგნობის ქალს, ვინც სავარაუდოდ დედამისი იყო და მისი პატარა ხელი ეჭირა, მაშინვე სთხოვა ნებართვა და ამ უკანასკნელის მიღების შემდეგ, პირდაპირ ფეხდაუდგმელ თოვლში შევარდა.
საოცარი სანახავი გახლდათ იმ წამს. ერთ ადგილას დახტოდა, იცინოდა, ტრიალებდა და ციდან წამოსულ ფიფქებს ენაზე ადნობდა. მოსიარულე ბედნიერებასაც კი მოგაგონებდათ. შეუძლებელი იყო მისთვის გეყურებინა და სახეზე ღიმილი არ მოგდგომოდა.
იქვე, შორიახლოს, ერთი პატარა ბიჭი თოვლის ბაბუას გაკეთებით იყო გართული. გოგონას ბავშვურმა კისკისმა და საოცარმა, მწვანე თვალებმა, ისიც ისევე მიიზიდა, როგორც სხვა დანარჩენი. ბიჭუნამ, სწრაფად მიამაგრა სტაფილო თოვლის კაცს ცხვირის ადგილას, პირის ნაცვლად დასამაგრებელი პატარა კენჭების მოსატანად გაშვებულ თავის მეგობარს სირბილით დაედევნა და უკან მიახედა.
-მერე რა უთხრა?
-უთხრა, კონსტანტინე წამოდი, იმ ანგელოზს დავუმეგობრდეთო. მას შემდეგ, ამ სამეულს ერთმანეთისთვის ხელი არ გაუშვიათ. განსაცდელსა და ბედნიერებაში, მუდამ ერთად არიან და ერთმანეთი დასაშვებზე მეტადაც უყვართ . . . ვაჩე, კონსტანტინე და ირისი-უსასრულო მთლიანობა, ერთი სულის სამი ნაწილი . . .
-ერთი სულის სამი ნაწილი -გაიმეორა ირისმაც და თვალებიდან ამჯერად, სიხარულის ცრემლებმა იწყეს დენა -უსასრულობამდე მიყვარხართ, ვაჩე!
-უსასრულობამდე გვიყვარხარ, ირა! ტკბილი სიზმრები, პატარავ . . . ერთმანეთს ძალიან მალე შევხვდებით . . .

იმ ღამით წყნარი, უშფოთველი ძილით ეძინა გოგონას. აღარც კი ახსოვდა, ბოლოს ასე მშვიდად თავს როდის გრძნობდა. სიზმრების სამყაროში, ისევ პატარა, ნაწნავებიანი გოგონა გახლდათ. ის, ვაჩე და კონსტანტინე, კვლავ დიდი მონდომებით აკეთებდნენ ზღვის სანაპიროზე ქვიშის სასახლეებს და თავიანთი ბავშვური სიცილით იქაურობას ამხიარულებდნენ.









16 თავი
მეორე დილით მიშოს სახლიდან ისე წამოვიდნენ, რომ საუზმეზეც კი არ დარჩენილან, მასპინძლის დიდი თხოვნის მიუხედავად. ირისმა ბიჭს გულითადი მადლობა მოუხადა იმის გამო, რომ ღია ცის ქვეშ ძილი ააცილა თავიდან და წასვლის წინ, გადაეხვია კიდეც.
არც გაბრიელი ჩამორჩა ამ მხრივ. მეგობარს, დამშვიდობებისას, მხარზე ხელი დაადო, მაგრად ჩაეხუტა და წამოსვლის წინ, საკონტაქტო ნომრებიც გაცვალეს ყოველი შემთხვევისთვის.
მიშოს სახლიდან წამოსულებმა, გეზი პირდაპირ სასტუმროსკენ აიღეს და თავისუფალი ნომრების დაკავებაც მაშინვე მოახერხეს. მეორე სართულზე განლაგებული ხუთი საძინებელი, წინასწარი ჯავშანის გამო, მათ განკარგულებაში იყო, ხოლო დანარჩენ ორში ჯერ კიდევ არავინ ყავდათ შესახლებული. ეს, იმას ნიშნავდა, რომ კიტის, აჩის და ლანას ჩამოსვლის შემდეგ, სასტუმროს მთელი მეორე სართული სწორედ მათ განკარგულებაში იქნებოდა.
გაბრიელი და ირისი მალევე მოეწყვნენ თავიანთ ოთახებში და ბარგიც ამოალაგეს. სანაპიროზე გასვლა ჯერ არც ერთ არ უნდოდათ, თანაც, შუადღისთვის დანარჩენებიც ბათუმში უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ, სასტუმროს რესტორანში საუზმობის შემდეგ, პირდაპირ უკანა ეზოსკენ გაემართნენ, ელეგანტურად მოწყობილ ფანჩატურში დასხდნენ და აჩის მანქანის გამოჩენის მოლოდინში, ირისის დაჟინებული თხოვნით, დროის გაყვანა თამაშების მეშვეობით გადაწყვიტეს.
-"მე არასოდეს?" ასეთი თამაში არასდროს გამიგია
-სერიოზულად? -ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, ირისს -არა უშავს, მარტივია, აგიხსნი
-კარგი, მიდი გისმენ
-მოკლედ, ამ თამაშის ძირითადი არსი ის არის, რომ უნდა გაამხილო მხოლოდ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებია. მაგალითად, მე ვიტყვი, რომ "არასოდეს მჭერია ხელში ჯუნგლების თუთიყუში". თუ შენ ეს გაკეთებული გაქვს, მაშინ, ათი თითიდან ერთს კარგავ, ანუ ზემოთ სწევ. ვინც უფრო მალე დაკარგავს ათივე თითს, წაგებულიც ისაა, გასაგებია?
-იმედია, თითების დაკარგვას პირდაპირი მნიშვნელობით არ გულისხმობ
-ნუ გეშინია, შენს ლამაზ თითებს საფრთხე არ ემუქრებათ -სიცილით გააქნია თავი გოგონამ
-თუ ასეა, დავიწყოთ. პირველი შენ იყავი, ჯენტლმენურად დაგითმობ
-კარგი, მაშინ . . . -ფიქრის ნიშნად, თითები ნიკაპზე აათამაშა და ცოტა ხანში, მოაგონდა კიდეც -მე, არასოდეს მიცდია ინტერნეტით მეორე ნახევრის პოვნა
-ეგეთი რამ, არც მე მომსვლია აზრად, ამიტომ თითი შემინარჩუნდა
-შენგან გასაკვირიც კი იქნებოდა ასეთი ბანალური რამ. გაბრიელ აკიმჩევი და ვირტუალური საუბრები, ვერც კი წარმომიდგენია
-კიდევ რა ვერ წარმოგიდგენია ჩემგან? -რატომღაც გაასახალისა მისმა სიტყვებმა ბიჭი
ირისს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ოდნავადაც არ გასჭირვებია:
-ჩვეულებრივი ადამიანისთვის დამახასიათებელი რამები ვერ წარმომიდგენია შენგან. აი, მაგალითად ის, რომ შენც ყოფილხარ სხვებივით გაცივებული და გრიპისგან სახლში მომზადებული ბულიონით დაგიღწევია თავი, ანდაც ის, რომ ბავშვობაში ზუსტად ისევე ტიროდი ეზოში თამაშისას ნატკენ მუხლზე, როგორც დანარჩენები
-და რატომ მიჯნავ ჩემგან ყველა სხვას? შენთვის ასეთი არარეალური ვარ?
-არ ვიცი, თითქოს სულ სხვა პლანეტას ეკუთვნი. ყოველ სიტყვასა თუ მოქმედებაში გეტყობა, რომ სხვებისგან ძალიან განსხვავდები. გამიგია, რომ შენს მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე, საკმაოდ გულქვა და ფლეგმატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ, ოჯახის წევრებთან კი, თითქოს სრულიად განსხვავებული პიროვნება ხდები. მართალია, მათდამი სიყვარულს მაინც და მაინც არ გამოხატავ, თუმცა ვიცი, იგი იმაზე ძლიერია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია
-საქმეში და უცხო ადამიანებთან კატეგორიულობა აუცილებელია, ირის. ზოგს, ეს უხეშობასა და ამპარტავნებაში ერევა. მომიხსენიებენ კიდეც ასეთად, თუმცა მე, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ვინმეზე მაღლა ვდგავარ -პირდაპირ თვალებში უყურებდა და ისე ესაუბრებოდა გაბრიელი
-რაღაც მხრივ, გეთანხმები კიდეც
-თამაშგარე საუბრებით ისე გავერთეთ, მგონი, "მე არასოდეს" სრულიად გადაგვავიწყდა
-ჰო, ეგ ვერც კი შევნიშნე -სკამი, მაგიდასთან უფრო ახლოს მიაჩოჩა და იდაყვში მოხრილ ხელს, ნიკაპი ჩამოაყრდნო, ირისმა -მოდი განვაგრძოთ. შენი ჯერია
-დაიცადე, დავფიქრდე . . . -გარკვეული დრო, თავჩახრილი დასჩერებოდა მარმარილოს ზედაპირს - ჰო, ჰო, მომაგონდა -მე არასოდეს მქონია თმაზე დასაბნევი ბაფთები
-კარგი რა, ეს უსამართლობაა!
-როდესაც თამაშის მიმდინარეობას მიხსნიდი, იმაზე არაფერი გითქვამს, რომ გაიძვერული წესებისთვის არ უნდა მიმემართა
-თუ ასეა, მაშინ მეც მაქვს უფლება გაიძვერულ წესებს მივმართო -არც ირისმა დათმო პოზიციები. ისეთი ანცი მზერით უყურებდნენ მისი მწვანე სფეროები, გაბრიელს, რომ ბიჭმა აშკარად იგრძნო სხეულის ტემპერატურის ცვლილება და მალე რეალობასაც მოწყდებოდა, კვლავ გოგონას ხმა რომ არ გაეგო -მე, არასოდეს მიკოცნია ქალისთვის!
აი, აქ უკვე გაბრიელმა "დაკარგა" ერთი თითი.
-ანუ, ჩემი წესებით თამაშობ, არა? -მის სახეზე მოგვრილი ღიმილისას, ბიჭსაც გაეღიმა და გამარჯვებისთვის ბრძოლაც განაგრძო: -მე არასოდეს მცმია ყვავილებიანი სარაფანი!
-ჯანდაბა! -კიდევ ერთი თითი ასწია, ირისმა და თავის კაბაზე გამოსახულ ყვავილებს, უკმაყოფილოდ დააცქერდა. ნელ-ნელა თამაშის აზარტში შედიოდა -კარგი, მაშინ, მე არასოდეს გამიპარსავს წვერი!
-მე, არასოდეს წამისვამს სახის გამწმენდი ნიღაბი!
-მე, არასოდეს მქონია მუცელზე ექვსი კუბიკი!
-ამით, იმას გაუსვი ხაზი, რომ მაისურის გარეშე გყავარ ნანახი? -წარბები ეშმაკურად აუთამაშა გოგონას
-მოკეტე და განაგრძე!
-კარგი . . . მე, არასოდეს შევვარდნილვარ ღამით სხვის ოთახში, იმის გამო, რომ ცუდი სიზმარი დამესიზმრა
-ესეც გამიხსენე, არა? -კიდევ ერთი თითის "დაკარგვის" გამო, უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა ირისმა, სკამის საზურგეს მიეყრდნო და მორიგი დარტყმისთვის მოემზადა
რამდენიმე ხანს, კიდევ ირთობდნენ თავს გოგონას მოგონილი თამაშით. ორივენი საკმაოდ კარგ განწყობაზე იყვნენ, რაც, არც მათ ირგვლივ არსებული სასიამოვნო გარემოს დამსახურებას წარმოადგენდა და არც, შორიახლოს, ლამაზად მოჩუხჩუხე დეკორატიული შადრევნების.
ირისს, მხოლოდ ორი "ჯარისკაცი" დარჩენოდა ბრძოლის ველზე, გაბრიელს კი-ერთი, როდესაც მათ სმენას, პარკინგისკენ მთელი სიჩქარით მომავალი მანქანის ხმა მისწვდა.
ავტომობილი ისეთი ხმაურით მოდიოდა ქვაფენილზე, რომ თავი უკან, ორივემ ინსტიქტურად მიატრიალა და მანქანის ჭერზე დატანებული ფანჯრიდან ამომხტარი აჩის დანახვაზე, ოსკაროსანი მსახიობივით რომ უქნევდათ ხელს, ორთავეს სიცილი წასკდათ.
-ნამდვილი არანორმალურია. ასე მალეც არ ველოდი
-დილით ადრიანად გამოვიდნენ. საჭესთან აჩი რომ მჯდარიყო, უფრო მალე ჩამოაღწევდნენ, მანქანა გიჟივით დაყავს -უკვე პარკინგზე, სხვა ოთხბორბლიანებს შორის მდგომი მანქანისკენ წავიდა გაბრიელი, რომლიდანაც, მესაჭის ადგილას მჯდომი კიტი გადმოდიოდა
-რომეო, ჯულიეტა, დროზე ჩამოდით, თორემ მანქანაში ჩაგკეტავთ! -ჯერ კიდევ შიგნით მჯდომ წყვილს შესძახა, მან
-ეს სულ რატომ ბუზღუნებს? აჩი, მიდი ჩანთები გადმომატანინე -ამჯერად, ლანას ხმაც გაისმა და სულ მალე, თავად ისიც გამოეყო მანქანის სალონს
გაბრიელი და ირისი, უკვე მათ შესახვედრად მიემართებოდნენ. გოგონა ინტუიციით გრძნობდა, რომ წინ ძალიან სასიამოვნო დღეები ელოდა. აჩის და ლანას ჩამოსვლა, მათ კამპანიას უფრო გაამხიარულებდა, თანაც, მეტ სიგიჟესა და პოზიტივს შესძენდა.
-აბა, რას შვრებით? -ბარგის მანქანიდან გადმოტანის თანავე, აჩი გაბრიელს გადაეხვია და შემდეგ, ჯერი ირისზეც მიდგა -როგორ ხარ, ქერავ? შემთხვევით, ხომ არ მოიწყინეთ უჩვენოდ?
-რაღაც არა მგონია მოეწყინათ -კონტრდაზვერვის აგენტივით ათვალიერებდა კიტი ძმასაც და ირისსაც
-სხვების მაგივრად პასუხების გაცემა, როდის აქეთ შეგიყვარდა უმცროსო ძამიკო? -განსაკუთრებული ხაზგასმით იყო ნათქვამი სიტყვა "უმცროსი"
-აჩი, მიხედე რა, ისევ კინკლაობა არ დაიწყონ
-ჩემს ალქაჯს ნუ მიწუხებთ, აკიმჩევებო! ირისკა, ჩვენი ოთახები მეორე სართულზეა, არა? ბარემ, ბარგს ავიტანდით
-ჰო, მეორე სართულზეა. ამოლაგებით, საღამოსთვის ამოალაგეთ. მანამდე, რამე ცივ სასმელებს მოვიტან დ