შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო (2)


15-07-2019, 23:54
ავტორი სელენე
ნანახია 469

ტანგო (2)

ტანგო
სახლამდე ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ცოტნე თავის დას ეხვეოდა, გოგონას კი ძალიან დაღლილს მის მხარზე ეძინა. ბინაში ავედით. გოგონა ჩემს ლოგინში ჩავაწვინე, ცოტნეს კი მეორე ოთახში გავუშალე ლოგინი.
-ყავას დალევ?_ვკითხე უცერემონიოდ.
-ჰო _ ორი ჭიქა ყავა ავადუღე. ერთი ჭიქა მე ავიღე მეორე ცოტნეს მივაწოდე.
-ხომ გითხარი მანქანიდან არ გადმოხვიდე მეთქი. _დუმილი მან დაარღვია.
-შეიძლებოდა მოეკალი. _დამიყვირა.
-ცოტნე ჯობდა უბრალოდ მადლობა გეთქვა გადარჩენისთვის. რომ დამეგვიანა შეიძლება მოეკალი.
-ამიტომ გადაწყვიტე გაგერისკა? გაგიმართლა რომ ვერ შეგამჩნიეს. ის კაცი არ დაგინდობდა, ჩემს თვალწინ გაგიხვრეტდა შუბლს. რამე რომ მოგსვლოდა?
-ვინარის ? _მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე.
-ჩემი ყოფილი პარტნიორი_ორაზროვნად მიპასუხა ცოტნემ და ყავა მოსვა.
-და რა პრობლემა გაქვს მაგასთან.
-ელენა ეს შენ არ გეხება.
-არა შეიშალე ხო? ჩემს თვალწინ ლამის თავი გაგიხვრიტეს, შენი და გაიტაცეს, იარაღით კაცს ვემუქრებოდი და მე ეს ყველაფერი არ მეხება?
-ხო არგეხება, ისტერიკას ნუ მოაწყობ.
-არ ვაპირებ_ისე მშვიდად ვუპასუხე რომ თვითონაც გამიკვირდა. -მინდა გავიგო რას გერჩის ის კაცი, რა უნდოდა შენი დისგან და საერთოდ ყველაფერი ამ ამბავზე.
-ელენა გეყო უკვე რა ამის დედასშევე*ი.
-ნუ მიყვირიხარ, ბავშვი გაიღვიძებს, ცოდოა.
-გვიანია უკვე დაიძინე.
-ცოტნე შეგიძლია მენდო, ჩემს სიცოცხლეს ისევე როგორც თქვენსას საფრთხე ემუქრება. თუ არ მეცოდინება რა ხდება თავს ვერ დავიცავ.
-შენ ლევანი ხელს ვერ გახლებს. მოვკლავ.
-ცოტნე ეს ცარიელი სიტყვებია. შეიძლება ერთჯერ ან ორჯერ დამიცვა მაგრამ ის კაცი არგაჩერდება. _ღრმად ჩაისუნთქა. გრძელ თმაში ხელი შეიცურა და სკამზე დაჯდა.
-ყველაფერი შარშან დაიწყო. მაშინ მამაჩემი ისევ კომპანიის სათავეში იდგა და ლევანი კი, ის გაბერილი შენრო თავის გახვრეტას უპირებდი ჩვენი პარტნიორი იყო. თავიდან საქმე კარგად დაეწყო. ჩემი მმართველობის პირველ წელს მოგება მილიარდზე მეტი იყო. ასეთი შედეგი კომპანიას არასდროს ქონია. ნინი, ჩემი და კომპანიაში ხშირად დადიოდა, ზაფხულობით მუშაობდა კიდეც. ლევანი მისით დაინტერესდა. ნეტავ ყველაფერი ადრე შემემჩნია _ხელებზე ვენები დაებერა. წყალი მივაწოდე და მანაც უხმოდ დალია. -და შარშან_გააგრძელა საუბარი. - ზაფხულს მან ნინი კინაღამ გააუპატიურა. მდივანმა შეუსწრო და ნინი გადაარჩინა. მის მოკვლას ვაპირებდი მაგრამ მამაჩემმა არ დამანება. ლევანი ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვდა რომ პოლიციისთვის არ მიემართა. მაშინ მამამ მთელი აქციები წაართვა, ნოლზე დასვა. ახლა აქციების დაბრუნება უნდა.
-ცოტნე რაღაცას მიმალავ. მან რაღაც ფაილები ახსენა...
-ფაილები. ელენა ის არასრულწლოვან გოგოებზე ძალადობდა. ვერ მიხვდი?
-თუ ყველაფერი ასე რთულადაა მამაშენმა რატომ არ უჩივლა?
-მამაჩემის და მისი ცოლია. ემუქრება რომ მისი ციხეში ჩაჯდომის შემთხვევაში დეიდა ნინას მოკლავს. _ენა ჩამივარდა. მონაყოლი ძალიან ძნელი დასაჯერებელი გამოდგა. ფიქრები ამერია. ორი ჭიქა წყალი შეუსვენებლად დავლიე.
-ახლა რა მოხდება? _ვკითხე ხმაჩაწყვეტილმა.
-არვიცი. არ მინდოდა ამ საქმეში გარეულიყავი. რა მოხდებოდა მანქანაში მჯდარიყავი. ახლა შენც საფრთხეში ხარ.
-მე საკუთარ თავს დავიცავ. _ამ სიტყვებზე მომხდარმა თვალწინ გამირბინა. ნინის ნამტირალევი, ტანჯული სახე. ლევანის გაცოფებული სიფათი და სისხლიანი თვალები და ძუ ლომი მის წინ. იმ წამს ელენე, სუსტი ფერმკრთალი გოგონა სასტიკი და დაუნდობელი იყო. მზად იყო ის კაცი ჩემგამო, თითქმის უცნობი ადამიანის გამო მოეკლა. და ამ სისასტიკითაც ის ულამაზესი იყო. დაუნდობელი მაგრამ ულამაზესი. ის რომ რისკზე წასვლა დაუფიქრებლად შეეძლო მაშინ მივხვდი პირველად რომ ვიცეკვეთ ტანგო, მაგრამ თუ ამდენს გაბედავდა არ მეგონა. ვიცოდი რომ ის თავს ყოველთვის დაიცავდა დაარ იყო იმ თბილისელი გოგონებივით 'ნაზი' როგორებიც მე მყავდა. ამით მან ჩემი პატივისცემა დაიმსახურა და ჩემი გულის მესაკუთრე გახდა. ეს ქალი მე მჭირდებოდა და უკვე ვხვდებოდი რომ მის გარეშე გამიჭირდებოდა.
-მამაშენი ახლა სად არის ან ნინის წამოყვანა როგორ მოახერხა? _ცოტნემ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.
-ამერიკაში, მკურნალობს. გულის მანკი აქ. ნინი თავის მეგობართან ყოფილა.
-რამხელაა?
-ნინი? _თავი დავუქნიე -17 წლისაა.
-ცოტნე ხვდები რომ ლევანი არ გაჩერდება? საფრთხე გემუქრებათ. შეგიძლია ნინი ჩემთან დატოვო. დარწმუნებული ვარ გავუგებთ ერთმანეთს. მანამდე მაინც დარჩეს სანამ შენი მშობლები დაბრუნდებიან და შენც საქმეებს მიხედავ.
-არ ვიცი ელენ, არაფერი არ ვიცი... _ამ სიტყვების შემდეგ დიდი ნაფაზი დაარტყა და ჭიქაში დატოვებული გაციებული ყავა დალია.
-უკვე გვიანია, ჯობია დაიძინო. ხვალ გრძელი დღე გველის.
-შენ არ დაიძინებ?
-ვეცდები. ელენა_დამიძახა გასვლისას. -მადლობა _მხოლოდ თავი თავუქნიე და საწოლს მივაშურე. ვიდრე პიჟამას ვიცვამდი ნინის დავაკვირდი. საერთოდ არ გავდა იმ გოგოს რომელიც 3საათის წინ ვიღაც ტიპს თმით ეჭირა. ლამაზი გოგონა იყო. გრძელი, შავი ხუჭუჭა თმა და გრძელი წამწამები ჰქონდა. წითელი, გამოყვანილი ტუჩები კი თითქოს ასაკს მატებდა. საწოლში შევძვერი. რამდენი ხანი ვიწექი არ მახსოვს მაგრამ თვალი არ მომიხუჭავს. ჩემი არეული ცხოვრება უფრო აირია. ერთი შეხედვით ძალიან სიმპათიური მექალთანე, რამდენ საიდუმლოს მალავდა. ფიქრებმა ისე შორს წამიყვანა თავი ამტკივდა და 'ადვილის' დასალევად სამზარეულოში გავედი. წამალი გადავყლაპე და ცოტნეს ოთახის კარი შევაღე.
-რატომ არ იძინებ?_მკითხა ცოტნემ მოულოდნელად
-დებილო ძალიან შემაშინე.. უბრალოდ არ მეძინებოდა, წამლის დასალევად გამოვედი.
-მშვიდობა გაქ?
-კი აბა ძაან _ორივეს გაგვეცინა.
-მეც მომიტანე რა რამე. იმის დედავატირე ისე მტკივა თავი სადაცაა გამისკდება. _წყალი და წამალი მივუტანე.
-კარგი რაა გოგო, რაარი ეს მიშველის?
-ჩვენშორის რომელიმე ექიმია? დალიე და დაგეძინება. _არაფერი უთქვამს ისე ჩაყლაპა წამალი.
-ელენა ახლა ვაცნობიერებ რომ შენ გაკეთებულ ყავაზე საშინელი ცხოვრებაში არაფერი დამილევია_გამეცინა. საერთოდ არ ველოდი მისგან ამ სიტყვებს
-იდიოტო შაქარი უნდა ჩაგეყარა _დავცინე და ოთახის კარი დავხურე. დილის 7 საათი იყო და რადგან არ მეძინებოდა საჭმლის მზადება დავიწყე. კარტოფილი შევწვი, კვერცხი და სოსისიც ზედ მივაყოლე. ჩაი ავადუღე და მაგიდის გაშლა დავიწყე. ცოტახანში ცოტნეც ადგა.
-ჰეი, სააბაზანო საით?
-შენი ოთახის წინ.
-თანის ტილოს ხო არ მათხოვებდი?
-კიდია საკიდზე. _10 წუთში ცოტნე აბაზანიდან გამოვიდა და ნინი გააღვიძა.
-დილამშვიდობისაა _მხიარულად შემოვიდა გოგონა სამზარეულოში.
-დილამშვიდობის.
-აუ მგელივით მშია უკვე. ნინი, ელენ დაჯექით თქვენც. საჭმელი მაგიდაზე გადავიტანე.
-სტუმრებს არ ველოდი და სხვა არანაირი პროდუქტი სახლში არ მქონდა.
-ამაზე გემრიელს ცოტნე მაინც არაფერს აკეთებს _მითხრა ნინიმ მხიარულად და კარტოფილის ჭამა დაიწყო.
-დილით საჭმელს ცოტნე გიმზადებს?
-ხო აბა მე რის გამკეთებელი ვარ _იცინის თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყოს. ცოტნე კი ეშმაკურად უღიმის და ჭამას აგრძელებს.
-როგორ ეკადრება ქალბატონს _მეღიმება... ჭამას ვამთავრებთ და მაგიდის ალაგებას ვიწყებთ.
-ცოტნეე, რა მინდა გთხოვო იცი?
-არა.
-გთხოვო?
-არა
-დღეს ფული მჭირდება, მე და ელენა საშიპინგოდ მივდივართ _პირთან მიტანილი წყალი ჩამეყლაპა.
-შენ და ელენა?
-ხო რაიყო?
-მარტო?
-ხო ცოტნე, მე და ელენა. მარტო. შენ გარეშე.
-არავითარ შემთხვევაში.
-მოირგე ხომ უფროსი ძმის როლი. მაინც წავალთ ცოტნე აზრი არააქ. გადაწყვეტილია.
-ნინი. მარტო თქვენ ორი ქალაქში საშიშია, ხომ იცი...
-ვიცი ცოტნე მარა სულ ხომარ დავიმალები. ელენა მახლავს თან და თუგინდა მძღოლსაც გავიყოლებთ_და ძმის დიალოგს ხმის ამოუღებლად ვუსმენდი
-რატომ არ გინდა რომ მე წამოვიდე?
-იმიტომ რომ წუწუნა ხარ და სიარული არ შეგიძლია. ბოლოს რომ შენთან ერთად ვიყავი ორი შარვლის მეტი ვერაფერი ვიყიდე.
-ანუ წუწუნა ვარ? ხოდა წადი და ვინც გინდა იმან მოგცეს ფული _გაიბუტა ბავშვივით
-მე არაფერს მეკითხებით?
-კი, ხომ გამომყვები
-სხვა გზა მაქვს?
-არა
-მაშინ გადაწყვეტილია. _ცოტნეს გახედა და ოთახიდან გავიდა.
-მოვკლავ _გამომხედა ცოტნემ
-საყვარელია
-დამპალი ვირია
-ცოტნე მესმის ყველაფერი იცოდე.
-იმიტომ ვთქვი ხმამაღლა რომ გაგეგო.
-ყავას დალევ?_მომიბრუნდა მე
-შენუნდა მოადუღო?
-შენი მოდუღებულის მეორედ დალევას არ ვაპირებ _გაიკრიჭა დებილივით
--შენთუ შაქარი არ ჩაყარე რა ჩემი ბრალია?
-უნდა გეთქვა
-ხო არა? _ყავა ჭიქებში დაასხა და ტელეფონი ჯიბეში აუწკრიალდა.
-გისმენ გიო.
- ხალხი აგარაკზე მივდივართ ნინი წამოიყვანე და წამო.
-არგამოვა სხვაგეგმებიაქ
-ყველა მივდივართ და შენ იჯექი თბილისში
-ნუ შემ*ცი წამოვალ მარა ერთი ქაჯი მომყავს. _გამომხედა ღიმილით.
-ნინის გარდა ვინმე?
-ხო
-ხვალ მივდივართ მაშინ _ტელეფონი გათიშა
-ქაჯი ხო ცოტნე?
-ხო რაიყო?
-აზრს არ მეკითხები?
-ელენ ჩაიცვი რა წავედით საშოპინგოდ. _ოთახში გაპრანჭული ნინი შემოვიდა.
-ნინი გადაიდო შოპინგი, ხვალ ერთკვირიან შვებულებას ვიღებთ
-რა გამოცანებით მელაპარაკები.
-სოფელში მივდივართ გიოსთან. ტანსაცმელი ჩაალაგე მე გავდივარ. ელენე ჩემთან მიდით და ჩემი რაღაცეებიც ჩააწყვეთ რა, დრო არ მექნება მაგისთვის.
-შენი ძიძა როდიდან გახდი?
-ლევანის შუბლი კინაღამ რომ გაუხვრიტე. მიდი რა გთხოვ_გაისაწყლა თავი
-რავიცი მე რა უნდა ჩავალაგო
-ნინი იცის პროსტა გაყევი
-შოპინგზე არ გვიშვებდი და_გაიჭიმა ნინი
-მოკეტე რააა _სახლიდან სამივე ერთად გავედით. მედა ნინი ჩემი მანქანით, ცოტნე თავისით. საათნახევარი მოვანდომეთ ამ ყველაფრის მოგვარებას და მერე უკვე კაფეში ვისხედით ცივი ყავით ხელში.


გოგოები გავისტუმრე და პირდაპირ გიოსთან დავეშვი ბინაში.
-სადხარ დაკარგული ტოო_გადაეხვია გიო ცოტნეს
-რავი საქმეები მქონდა
-მოყევი_ორივემ სიგარეტს მოუკიდა
-ლევანი შეეჩემა. გუშინ ნინი მოიტაცა
-მერე?
-კაროჩე გუშინ გოგო გავიცანი, ელენა ქვია. გასვლას ვაპირებდით და ლევანიმ დარეკა, ეგრევე იქ მოვხიე
-ახლა არმითხრა ისიც წავიყანეო
-ჰო. მაგან გვიშველა
-როდის მერე დაათრევ ნაშებს ეგეთ საქმეებზე?
-ნაშა არაარი. მაგრად მევასება. ისეთი გოგოა მერო ვეძებდი
-კაი გული ამერევა ახლა
-წამო 'ბასიანში'_მთელი ღამე გართობაში გაატარეს ბიჭებმა. დათვრნენ, 'დაბოლდნენ', ნაშები აყარეს. გოგონები კი ამ დროს ჭორაობდნენ ერთმანეთის ყოფილებზე, ვის ვინ მოწონდა და დიდი ჭიქებიდან წითელ ღვინოს სვამდნენ.
-ცოტნეს რამდენიხანია იცნობ? _იკითხა ნინიმ
-3 დღეა უკვე
-და ასე დაახლოვდით?
-რავიცი ნინი, ძაან კომუნიკაბელური ვარ.
-ცოტნე არა. ჩემი ძმაა მარა ნამდვილი ვირია. ყოველ ორ დღეში ახალი შეყვარებული ყავს, უკვე სათვალავი მერევა.
-მართლა საინტერესოა
-შენ არ შეგეშინდეს, გაფასებს. აქამდე მაგის არცერთი მეგობარი გოგო ჩვენსახლში არ ყოფილა
- შევეშვათ ცოტნეს, შენს 'ქრაშზე' რას მეტყვი?
-რაგითხრა რავი. ძაან საყვარელია მარა ძააან სერიოზულია.
-და რაურთიერთობა გაქვთ?
-თავს ვიფასებ
-ანუ ?
-არ ვუტყდები რომ მეც ძაან მომწონს
-ძაან დებილობაა ეგ
-რატომ?
-რავი, თუ ადამიანი გიყვარს ან მოგწონს და საერთად თუ რამე დადებითს გრძნობ ვინმეს მიმართ უნდა უთხრა თორემ მერე შეიძლება გვიან იყოს და შენც ინანებ. ახლა კი დავიძინოთ ქაჯო.

-ელენა ადექი რა გათენდა, მივდივარ უკვე
-არა რა დედა ცოტახანი ვიძინებ კიდე
-რა დედა ელენ, ნინი ვარ გაიღვიძე _ნინიმ ელენეს საბანი გადააძრო. ელენამ ფეხები აიქნია, ბალიში ლოგინიდან გადააგდო და მეორე ბალიში ნინის ესროლა
-ჩქარა ჩაიცვი
-არ შეიძლება საქართველოში ჩემი დილა ჩვეულებრივად დაიწყოს?
-ადექი _უყვირა ნინიმ
-ვდგები _იწივლა ელენემ. შხაპი გადაივლო და ჯინსის შარვი და ტოპი ჩაიცვა. ყავის დალევა დაამთა რა თუ არა ზარმა დარეკა. კარი გააღო და წინ ცოტნე აესვეტა.
-დილამშვიდობისა მშვენიერო.
-რას გავხარ ბიჭო?
-წუხელ მაგრად გავერთე. ჩანთები სადარი?
-ოთახში
-კარგი რა ამდენი რა მოგაქვთ? _დაიწუწუნა ცოტნემ
-ვისი მანქანით მივდივართ?
-ორი მანქანით ვართ. 'მინივენით' და გიოს 'მერსედესით'.
-კიდე ვინები მოდიან?
-გოგოები და ბიჭები, ჯერ მეც არ ვიცი არაფერი ნორმალურად. _ქუჩაში ჩავედით და მანქანაზე ასვეტილი ძალიან სიმპათიური ბიჭი შეგვეგება.
-ელენა ხომ? _და ხელი გამომიწოდა. მეც ჩამოვართვი.
-კი ელენა. თქვენ?
-გიორგი. დავჯდეთ უკვე თორე ვაგვიანებთ. მთელი გზა ვერთობოდით, ვმღეროდით. მაგრამ ვაი ამ გართობას როგორც კი ბორჯომს გავცდით, გზაჯვარედინზე, მაღალი სიჩქარით მიმავალ გიოს წითური გოგონა გადმოუხტა გზაზე. სიჩქარის შენელება მოასწრო მაგრამ ბოლომდე ვერ გაჩერდა და გოგონას დაეჯახა. მანქანიდან გადავცვივდით. გოგონა მანქანის წინ ეგდო. სამედიცინოს სტუდენტმა გიომ გოგო უცებ გასინჯა.
-სისხლი არ მოსდის. გონება დაკარგა და შოკურ მდგომარეობაშია. პულსი ნორმალური აქვს. ნინი წყალი მოიტანე რა _გოგონას წყალი შეასხა მაგრამ არანაირი რეაქცია.
-რა ვქნათ? _დაიბნა გიო
-წავიყვანოთ რა ვქნათ _სიტყვით გამოვიდა ცოტნე
-შენ დებილი ხომარ ხარ?
-მე იდეა მაინც მაქვს. უკან დასაბრუნებლად ბენზინი არ გვეყოფა, სახლში კი დაახლოებით 10 წუთში ვიქნებით და მივხედავთ
-ცოტნე ეგ იდეა საერთოდ არ მომწონს _გამოაცხადა ელენამ
-ხომარ ეჭვიანობ?_ტუჩის კუთხე ჩატეხა ცოტნემ
-შეგიძლია მითხრა შუტკაობაში წითელი დიპლომი სად აიღე?
-იქ სადაც შენ აიღე წითელი დიპლომი სარკაზმში საყვარელო
-ელენა მოკეტე და დამეხმარე გოგო მანქანაში ჩავსვათ. _წარმოდგენა არ მაქვს რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება.გოგო ხელში აიტაცა და უკანა სავარძელზე ჩემსა და ნინის შორის დასვა.

მეგობრებო შემდეგ თავსაც მალე დავდებ. ძალიან გთხოვთ შემიფასეთ და დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ თავზე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent