შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ფორთოხალი [სრულად]

16-07-2019, 01:15
ავტორი ელპინი
ნანახია 1 190

ლურჯი ფორთოხალი [სრულად]

***
შენი აზრით,
ფორთოხალი სტაფილოსფერია, თუ ყვითელი?!
- არა-მე.

***
ყველას თავისი ფანჯარა აქვს.
ოთახებში სხვადასხვა ამინდია.
შენ - გეშინია იმის, რაც ხარ და ქმნის მოქუფრულ ტრაგიზმს ოთხკუთხედში.
ჩრდილმა ჩაირბინა.

***
- არა-მე, გელოდები. წვიმს.
მე აივნიდან ჩავდივარ. ახლახან ვიაზრებ, რომ პირველი სართულიც სიმბოლურია.
- წვიმამ მოგიყვანა?!
- გამოვყევი.
ასფალტზე ზეცა უკრავს.
- დავწვები მე.
დავესვენე. ყური მიწას დავადე.
"Look at the stars,
Look how they shine for you!
And everything you do,
Yeah, they were all YELLOW!"

- გამოდის, რომ ყვითელია?!
- შენ ლურჯი გინახავს?!
- მხატვარო.

***
ფორთოხალი სტაფილოსფერია, ყვითელი, თუ ლურჯი?!

***
- ჩემი სახელისგან დავიბადე. -
მომინდა ყველასთვის მეთქვა.
ტელეფონი ავიღე და უბრალოდ ცხრა ციფრი ავკრიფე.
ზარები.
- ჩემი სახელისგან დავიბადე.
- რომელი საათია?!
- ის დროა, როცა წლების წინ ჩემი სახელისგან დავიბადე.
- დაბადების დღე მოგილოცო?!
ხმის სიმები ყელის გიტარაზე ჩამიწყდა.
- გილოცავ, უსახელო. შემდეგ წელს პირველად იმას მოალოცინე, ვინც შენ გვერდით გინდა იყოს.
- მე არა-მე მქვია.
- თან შენ ხარ და თან - არა, არა?!
- აუცილებლად არის იმიტომ, რომ უამრავი ნომრიდან მექანიკურად აკრეფილმა გაამართლა.
- მეუბნები, რომ მომავალ წელსაც მე მოგილოცო?!
- მომავალ წელს თვითონ აკრეფ - არა-მე.
- ჯანდაბა, ჩემს ოთახს ერთადერთი ფანჯარა აქვს, რომელიც, გული მიგრძნობს, შენს მხარეს არაა.
- ზუსტად ამიტომ ვდგავარ ფანჯარასთან, თორემ ისე ფარდას ჩავიცმევდი.
- როგორი იდუმალი ხარ, არა-მე.
- არ მინდა დამინახო და მეშინოდეს, ერთ დღეს, ამ ნომერს კონტაქტებიდან კი არა, ტელეფონიდან ამოვშლი.
- შენ გგონია, არა?! მე მგონია - კი.
- შენი აზრით ფორთოხალი სტაფილოსფერია, ყვითელი, თუ ლურჯი?!
- ფანჯრიდან რომელ ფერს ხედავ?!
- ყვითელს.
- ყვითელია ფორთოხალი, არა-მე?!
- ლურჯი ფარდა მაქვს ოთახში.
- ჩამოაფარე.
- მხატვარო.

***
"- გათენდა."
"- მე ახლა ვიძინებ."

***
სადღაც გაიელვებს, რომ საპირისპირო დროს ხართ დაბადებული.
წამიერად იმასაც დაწერს ღრუბელი, რომ ღმერთს ერთმანეთისთვის არ გაუჩენიხართ.
იმ წამს ნაცრისფერი გადაფარავს ყველაფერს და ეშმაკი დაწერს - ღმერთმა არ იცის.

***
სკვერში ვიჯექი და ხის მაგიდაზე ასოებს ვჩიჩქნიდი.
"შენი აზრით, ფორთოხალი სტაფილოსფერია, ყვითელი, თუ ლურჯი?!"
- ლურჯია, არა-მე.
თავზე ისე მოულოდნელად წამომადგა, შეშინებული ნეკნების მსხვრევის ხმა გავიგე.
- მიპოვე?!
- ფორთოხალი მოგიტანე, არა-მე.
სკვერიდან წუთით გამოვედი და ცას ავხედე. ღმერთი ვერ დავინახე. ეშმაკს ეწერა - შენია.
- მართლა მხატვარი ხარ?!
- ლურჯი ფორთოხლის - კი.
- ნახე, წვიმამ ხმას აუწია.
. . .
"I came ,
I wrote a song for you!
And all the things you do,
And it was called BLUE!"

. . .
- ვიცეკვოთ?!
ტვინში ჩანახატი დავწერე:
"უცნაურ დღეებს შეცვლილი სიმღერები მისდევენ. წვიმა თანდათან მაღლდება. ეშმაკი უცნაურად ყრის მიწაში ბედნიერების მარცვლებს. გამოეკიდები ცას სიყვარულით დანატრებულს ყველაფრის მოლოდინში. შენს ფანჯარას რაფას უკეთებ და ზედ აწერ - "ფორთოხალი ლურჯია." ხშირად ფანჯარასთან დგები, რომ იპოვო მეორე ფანჯარა მის ოთახში, რომელიც შენ გიყურებს. შენი ფანჯრის მარჯვნივ კი წერ - "არა-მე." ეს ალბათ იმისთვის, რომ გინდა, მარტივად გიპოვოს, თუმცა გავიწყდება, რომ მხატვრები ჯადოქრები არიან. მარცხნივ კი ხატავ - ფორთოხალს, რომლის 1/6-ია მხოლოდ ლურჯად გაფერადებული. ქვემოთ კი, წვრილი ასოებით პატარა წარწერას უტოვებ - "დანარჩენი ერთად გავაფერადოთ." წვიმა კი - წვიმს."

***
"- შენ გგონია, ჩემს კაფეს არა-მე-ს დავარქმევ, არა?!
"- იმედია, ხუმრობ."
"- მე მგონია, არა."
"- თავისუფლებაზე, 57-ში. ჩემი ნომრის ბოლო ორი ციფრი და გაცნობიდან 57-ე დღე სიმბოლურია, არა?!"
"- ჯანდაბა, ამ წუთს შენთან თვითმფრინავი გამოვუშვი. დაიჭირე, იცოდე."
"- შენნაირი ავადმყოფები კი არ ხდებიან, იბადებიან."
"- ჩემი სახელისგან დავიბადე."
"- გელოდები ლურჯ ფორთოხალში."

***
ერთი სახლი დგას:
- ყვითელი კედლებით.
- ლურჯი სახურავით.
ფორთოხალია.

***
ტატუ სალონშიც წვიმდა.
- ლურჯი ფორთოხალი?!
გაფართოებული მზერა. ალბათ ისეთი ფართეც, 100-მდე ლურჯ ფორთოხალს დაიტევდა ერთად.
- სწრაფად მანამ, სანამ ფორთოხალი აღელდა.
- ვიღაცის გამო, არა?!
- ლურჯი ფორთოხლის - ლურჯი ფორთოხალი.
"- ტატუს ვიკეთებ."
"- მეც."
"- მგონი, სულ გააფრინა წვიმამ. ასე ერთნაირად - როგორ?!"
"- სიყვარულია, სხვა კი არაფერი."

ფოტოებში არათითზე ლურჯი ფორთოხალი ეხატა და იქვე წარწერა - "სხვა სამყარო".

***
ფორთოხალი ლურჯია.
ზამთარში.

***
"- ხანდახან მაშინებ, არა-მე. ნუ მეკარგები."
იმის შიშით რომ რაღაც არ მოგბეზრდეს, თვალებს ხუჭავ და სხვა დროში ეშვები.
"- ნუ მეკარგები."
გინდა თუ არა, მხოლოდ ერთი დროა ერთისთვის.
"- ნუ მეკარგები."
დროდან დრომდე ასწრებს წვიმა.
"- ნუ მეკარგები."
"- არ გეკარგები."
. . .
"Your skin,
Oh, yeah, your skin and bones
Turn into something beautiful.
You know, you know I love you so,
You know I love you so,
such as BLUE ORANGE!"

. . .
ჰაერის ხმა ისმის.
წვიმა ჰაერს ავსებს.

***
ლურჯი ფორთოხალი ერთ დროს კი არა,
ყველა დროსაა.
ლურჯ-ფორთოხლისფერი წვიმს.

თქვენ რას ფიქრობთ, არის ლურჯი?!
მალე დავბრუნდი ...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები. . . ❤

№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები. . . ❤

მიყვარხარ . . . ❤️

სრული სერიოზულობით ვამბობ, რომ რასაც შენ აკეთებ, ეს მწერლობაში ახალი სიტყვაა!
არ მეგულება მწერალი, რომელსაც ასეთი წერის სტილი ჰქონდეს, ან უბრალოდ არ ვიცნობ.
მიყვარს შენი სამყარო, სადაც ფორთოხალიც შეიძლება ლურჯი იყოს, მზე მწვანე, ადამიანები იისფერები და პური ვარდისფერი.
რა ჰქვია შენ სამყაროს? სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ❤️

№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
სრული სერიოზულობით ვამბობ, რომ რასაც შენ აკეთებ, ეს მწერლობაში ახალი სიტყვაა!
არ მეგულება მწერალი, რომელსაც ასეთი წერის სტილი ჰქონდეს, ან უბრალოდ არ ვიცნობ.
მიყვარს შენი სამყარო, სადაც ფორთოხალიც შეიძლება ლურჯი იყოს, მზე მწვანე, ადამიანები იისფერები და პური ვარდისფერი.
რა ჰქვია შენ სამყაროს? სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ❤️

ქეთი, როგორ დავიყვირო იმხელაზე, რომ მილიონობით კილომეტრის იქით ხმა მოგაწვდინო?!
იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და რომ შევხვდებით, ძალიან მაგრად ჩაგეხუტები!
ვიმოგზაუროთ . . . ❤️

№5 სტუმარი სტუმარი nancho

არის აბა რა.მიყვარს თქვენი აზრთა ფრქვევა.

№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი nancho
არის აბა რა.მიყვარს თქვენი აზრთა ფრქვევა.

დიდი მადლობა! ❤️

№7  offline მოდერი სალანდერი

რა ლამაზი ენა გაქვს ანნო.როგორ შეიძლება, წერდე ენაზე, რომელიც ამდენ ადამიანს ეკუთვნის და მაინც მარტო შენ წერდე ასე. ზოგჯერ მგონია რომ შენ სულ სხვა ენაზე წერ, აი რაღაც განსაკუთრებულსა და შენებურზე. საშინლად ლამაზია.
ისე მიყვარს შენი ფერები, შენი აზრები, ასე არეული, დაულაგებელი და მაინც ყველაზე მეტყველი. გაუგებარი, მაგრამ მისახვედრი. უცხო, მაგრამ კარგად ნაცნობი. ზოგჯერ უცნაური და საძულველიც კი, მაგრამ შესისხლხორცებული და ტვინში გამჯდარი. რაღაც ბანალური ფარდის მიღმა, სიტყვების ჯადოსნური სამყარო. რომელიც ისე სწრაფად მიდის, ყოველი წაკითხვის მერე გიჩნდება სურვილი, მეტი მიიღო. კითხულობ, მთავრდება და მაშინ როცა ბრაზობ, რომ ასე პატარაა და წუთიერია სიამოვნება, ხვდები სწორია რომ წყდება, რადგან მაინც არასდროს იქნება საკმარისი. და მერე ლოდინიც კი სასიამოვნოა. იმდენად სასიამოვნო, რამდენადაც მერე ახალი "დოზის" მიღება.
დავაგვიანე, მაგრამ ხომ იცი რატომაც. კარგად უნდა გავიაზრო ხოლმე რას ვკითხულობ, რომ მერე აზრი სწორად მოგაწოდო, ზედაპირული გადაკითხვები ჩემს საყვარელ ავტორთან ვერ გამივა, ამიტომაცაა საყვარელი ავტორი.
ლურჯ-ნარინჯისფერი წვიმს! ❤
ლურჯი ფორთოხალი? ეს მარტო შენია და არ ჩავერევი, მაგრამ ეგეც "მჟავეა"?
ძალიან მიყვარხარ ელ პინო.
არ გაჩერდე, თანდათან მწვერვალებს დაიპყრობ.
მგონი გაიზარდე.
დიდი ხარ, ძალიან დიდი, ამჯერად როგორც ავტორი.
ძალიან მიყვარხარ, (მაინც) პატარა.

№8  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ქუჩაში მივდივარ და უაზროდ მეღიმება.
როგორ შეიძლება შენ ამ სოტყვებს მეუბნებოდე მე?!
ან, საერთოდ, როგორ შეიძლება ვიმსახურებდე?!
იმდენი ან მინდა გითხრა . . .

ამ მჟავესაც დაეწიე, მჟავე?!
თუ გაასწარი?!
ღმერთო . . .

ძალიან მიყვარხარ, იცი?!

. . .

❤️

№9  offline წევრი სიბილა

ვაიმე ცა თუ ჰგონია ვინმეს ფორთოხლისფერი, გალურჯდეს ერთ დროს ფორთოხალიც__აი, მაგ დროზე რომ მესაუბრე, ეს გავიგე, მე.აი, მაგ დროს შეგრძნება რომ უნდა და ეს ყველას არ ძალუძს, ეგეც კარგად ვიცი.რა კარგია, რომ წერ)))

№10  offline წევრი Kalina

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
როგორ მიყვარხარ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№11  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სიბილა
ვაიმე ცა თუ ჰგონია ვინმეს ფორთოხლისფერი, გალურჯდეს ერთ დროს ფორთოხალიც__აი, მაგ დროზე რომ მესაუბრე, ეს გავიგე, მე.აი, მაგ დროს შეგრძნება რომ უნდა და ეს ყველას არ ძალუძს, ეგეც კარგად ვიცი.რა კარგია, რომ წერ)))

ვაიმე, რუსა!
მიყვარხარ მე შენ, მართლა! ❤️

Kalina
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
როგორ მიყვარხარ.

მარიკუნა,
მეც შენ - ძალიან! ❤️❤️❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent