შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენო აღმატებულებავ (2)


16-07-2019, 19:01
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 833

თქვენო აღმატებულებავ (2)

- შენმა ბებერმა მოიგო - ჩაიხითხითა ილიზმა და თავის უკან მდგომ კაცს გახედა - კიდევ ერთხელ თუ გამეხახუნები „შემთხვევით“, მომიწევს რომ თავი წაგაცალო! ჩემი დაქალის შეყვარებულმა გაიმარჯვა და ეგ წაგაცლის მე თუ არ დამცალდა!
- რა უთხარი გოგო? - ყურები გიჟივით დავცქვიტე.
- კი გაგვეცალა და.
- რამე ხომ არ დალიე? რამდენიც სისხლი წამოუვიდა, იმდენი ვყვიროდი, ღმერთმა ჩემი ვედრება ისმინა-თქო.
- მაინც მოიგო.
- ჰო, მოყვარულები არიან. ვერ ჰყავდა ღირსეული კონკურენტი. ცოტახნით აქ დამელოდე რაა - ვთხოვე ილიზს და ისეთი სახით გავძვერი ხალხის უზარმაზარი ტალღიდან, შემეტყო, რაღაც ოინბაზობა მქონდა დაგეგმილი.
კაცების გასახდელთან მივედი. დაცვა იდგა.
- თუ უკვე ჩაიცვა, შევალ რა. - ვთხოვე ისეთი ბავშვივით, სკოლის დარაჯს რომ ეხვეწება ორი წამით გაუღოს კარი საცხობში გადასარბენად.
- შებრძანდით ქალბატონო - ღიმილით დამითმო გზა.
- არ გამჩხრეკთ? გუშნდელიდან მოყოლებული, მისი მოკვლა მინდა.
- როგორმე თვითონ დაიცავს თავს.
- დაცვაც ასეთი უნდა - შევაჭერი ჰაიდენთან. ეტყობოდა, ახალი დაბანილი იყო. შარვალი კი ეცვა, მაგრამ წელს ზემოთ, ყველა თავისი ბრილიანტივით პრესი მოუჩანდა.
- ასეთ სიურპრიზს არ მოველოდი - თვალები ლამის გადმოსცვივდა. - თქვენ დაუსტვინეთ ტვინის შერყევა როცა მიმაღებინეს?
- კი, მე ვიყავი. - ვუპასუხე ამაყად.
- აიხდინეთ გულის წადილი?
- ბოლომდე ვერა.
- ეგ არაფერი. ერთხელ მეც დავმარცხდები და ჩამაგდებენ ნოკაუტში.
- აქ ქალებისა და კაცების დაპირისპირება არ ხდება?
- თქვენ გინდათ რომ ის ერთადერთი იყოთ?
- დიდი სიამოვნებით.
- ჯერ ჩემი ცემა არც ერთ ქალს არ სდომებია.
- ეგეც ცუდია.
- რატომ?
- როცა ქალს თქვენი ცემა უნდა, ესეიგი გულგრილი არაა. ჩემი გამოკლებით. მე შენობა წამართვით და გულმოკლული არ ვარ, გაბრაზებული ვარ. აი, გულმოკლული ქალი უფრო სანატრელია ალბათ.
- უკვე მეორედ გაუსვით იმას ხაზი, რომ ქალებისთვის არ ვარ სასურველი.
- ეგ მე არ ვიცი და ვერც გავიგებ მისტერ სთარ.
- იქნებ, სჯობს უბრალოდ ჰაიდენი დამიძახოთ? და თქვენობითაც აღარ გვინდა საუბარი. ბოლოს და ბოლოს, მტრები ვართ, პატარა ამბავი ხომ არ არის?
- ააა, შენც მემტერები? რა პრეტენზია გაქვს ვითომ? - გამწარებულმა დავიკრიფე გულხელი.
- არა, ცალმხრივი მტრები ვართ.
- ჰო და ეგრე!
- მემგონი მაბულინგებ ვივიენ.
- ძალიანაც კარგი.
- ადამიანების ჩაგვრა მოგწონს? - ლაპარაკ-ლაპარაკში მაისური გადაიცვა. მემგონი პირველად და უკანასკნელად ვხედავდი არაოფიციალურ სამოსში.
- მხოლოდ იმათი, ვინც რამე წამართვა.
- რა გავაკეთო რომ აღარ გეზიზღებოდე?
- ვერაფერს იზავ - მხრები ავიჩეჩე - შენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნები, რომლებსაც უნდათ რომ ყველას უყვარდეს?
- წეღან კაცი დავასისხლიანე. მეტყობა, რომ ხალხის სიყვარულისთვის ვიღწვი.
- აი, ეგ ნამდვილად სასაცილო იყო.
- კაცი რომ დავასისხლიანე?
- არა, რაც თქვი. არადა იუმორი საერთოდ არ გაქ გეტყობა.
- არც მიხუმრია. რანაირი გოგო ხარ.
- მშვენიერი - გამეღიმა და გავტრიალდი.
- ჰო, ეგ მართალია. სად მიდიხარ?
- სახლში. დღეისთვის ზედმეტად ბევრჯერ შემოგხედე. უკვე თვალები მეწვის.
- სადმე ხომ არ გვევახშმა? - მკითხა მოულოდნელად. თან მხიარულად და გაბედულად კი არა, ისეთი მორცხვი ხმის ტემბრი ჰქონდა, გული ლამის დამეწვა მაგისი ცოდვით.
- ღამის ორი საათია ჰაიდენ.
- მაშინ დავლიოთ.
- კარგი, მაგრამ ერთი-ორი წინადადებით გეტყვი რაღაცას: მეგობრები ვერ ვიქნებით, ვერც სხვანაირი მეგობრები, რადგან არ მომწონხართ, მამობრივი ალერსიც არ მაკლია, თორემ ნამდვილად მოგაკითხავდით.
- ყველა გზას ასე უხეშად მიჭრი?
- კი!
- როგორ მოხდა, რომ ეტოს შვილი ასეთი თავხედია? - მკითხა ღიმილით. ჰაიდენში ყველაზე უცნაური ის იყო, რომ არასოდეს ჰქონდა ირონიული ხმა. მიღიმოდა - მართლა მიღიმოდა, თუნდაც გაბრაზებული ან გაღიზიანებული.
- მხოლოდ იმათთან ვარ თავხედი, ვისაც ბევრი ფული აქვს და ძალიან უყვართ ამისი აფიშირება. შეიძლება თეთრი სამოთხე იყიდე ორმაგ ფასში, მაგრამ ჩემს კეთილგანწყობას ვერ მოიპოვებ როგორი ჩანაფიქრიც არ უნდა გქონდეს.
- გასაგებია.
- კარგად ჰაიდენ.
ილიზი უკვე გარეთ მელოდებოდა. მანქანაში ჩავჯექით და ჩვენი ბარისკენ დავიძარით. მთელი გზა ისე მიყურებდა, უსიტყვოდ მევედრებოდა, მოყევი რაები იალაპარაკეთო.
- კიდე დიდხანს უნდა გჭამო მზერით? - ამოიოხრა ბოლოს.
- არაფერი. იდიოტი კაცია.
- საიდან დაასკვენი?
- სადილზე დამპატიჟა.
- კი, ეგ ნამდვილად იდიოტის ქცევაა.
- ისე ამხელა კაცს სხვა გასართობი არ აქვს?
- რა გითხრა აბა? ალბათ აქვს ან ჰყავს, მაგრამ დანაშაულის გრძნობა აწუხებს. ყველა ისე იქცევა, როგორც თავიანთ ბიზნესს აწყობს. შენ გამო ხომ არ დათმობდა თეთრ სამოთხეს?
- არა, მაგრამ მაინც ნერვებს მიშლის. ზოგჯერ ძალიან სენტიმენტალური სახე აქვს ხოლმე და ხო იცი, ვერ ვიტან ეგეთ კაცებს.
- რა თქმა უნდა. ნამდვილმა კაცმა ერთი მუშტი თუ არ მოგიქნია, ისე როგორ?
- მშვენივრად იცი, რასაც ვგულისხმობ.
- მაქსიმს იტან? - მკითხა ეშმაკურად.
- ჩემი მეგობარია.
- არ ჰგავს მეგობრობისთვის განწყობილს.
- დიდი არჩევანი არ აქვს, ამიტომ მოუწევს განეწყოს.
- უცნაურია, რომ არასდროს არავინ მოგწონს ვივი.
- რა ვქნა? თითქოს არავინ შემეფერება. ყველა უცნაურია. მემგონი ერთი კაციც არ მოიძებნება დედამიწაზე, ვისთანაც საერთო ინტერესები მექნება.
- მოიცა, აუცილებლად უნდა ხატავდეს და უკრავდეს შენი ოცნების კაცი?
- მინიმუმ სიამოვნებას უნდა იღებდეს ჩემი ხატვითა და დაკვრით.
- ეგ პრობლემა არაა.
- ახლა მოხუცი მეზობელივით მელაპარაკები, რომელსაც თავისი შვილიშვილი ჰყავს ჩემთვის გადანახული.
- არა, მე არავინ მყავს, მაგრამ ვინმე უნდა გიშოვო.
- თორემ მურმანის ეკალივით დაგყვებით შენ და ნიკს წინ და უკან?
- ნუ ლაპარაკობ სისულელეებს. - თავისი ცისფერი თვალები დააწვრილა და ისე შემომხედა. სხვათაშორის, ეგ ორივეს საერთო გვქონდა. ზუსტად თვალის ფერი ბრალი იყო, რომ ყველგან, სადაც წავიდოდით, დები ვეგონეთ მე და ილიზი.
ბარში ხალხი უკვე მთვრალი და აწეწილი იყო. აი, ცეკვისგან სახე რომ აქვთ აწითლებული, ხოტა ოფლიანები არიან და ტუალეტში ერთმანეთს ასწრებენ გადაჭარბებული ალკოჰოლისგან გულისრევას, მაგას ვეძახი აწეწილს. თან მაინც ცეკვის ხასიათზე იყო ყველა.
მეც მინდოდა ცეკვა.
ერთი-ორი ჭიქა გადავკარით და ეგ უკვე საკმარისი აღმოჩნდა, რომ დანარჩენებს ისე შევრეოდი, თითქოს წეღან ზიზღით არ ვუმზერდი მთვრალებსა და აღგზნებულებს
ჩემთვის ვცეკვავდი, გარშემო არავის ვიკარებდი და ისე ამეწია სახე მაღლა, თითქოს ვლოცულობდი. მართლა ლოცვას ჰგავდა ჩემთვის ცეკვაც, დაკვრაც და ხატვაც. ნახევარსაათიანი რხევის შემდეგ, გავაანალიზე რომ წასვლა მინდოდა. თან ჩვეულებრივად წასვლა კი არა, გაპარვა დავისახე მიზნად. ჩუმად გამოვეყავი ხალხს და გასასვლელისკენ გავიპარე. მანქანით ვერ წავიდოდი, არ მინდოდა პოლიციას გავეჩერებინე. პირველივე შემხვედრ ავტობუსს შევახტი და ფანჯარასთან მოვკალათდი. არავინ იყო ერთი მოხუცი ქალის გარდა.
როცა შევატყვე, რომ გარეუბანში ვიყავი და კორპუსებიც ნელ-ნელა იწურებოდა, ეგრევე ჩამოვედი. კაცმა არ იცოდა, სად ვიყავი ან რას გადავეყრებოდი. საერთოდ, რატომ გავეხვიე ასეთ ხათაბალაში?
ეგრეა ადამიანი. თავის თავს რასაც დამართებს, უარესს სხვა ვერაფერს დააკლებს ვერასოდეს. ტაქსის ჭაჭანება არ იყო, ტელეფონი ჩანთასთან ერთად ბარში მქონდა დატოვებული და მხოლოდ იმისი იმედი მქონდა დარჩენილი, რომ თავს თუ დამესხმებოდნენ, მუშტების ქნევა მშვენივრად ვიცოდი. იარაღიანებს კი ვერაფერს დავუშავებდი.
მანქანა დავინახე ტრასაზე.
ცოტათი შეანელა და მერე ჩემგან ოდნავ მოშორებით გაჩერდა.
ისეთ პოზაში ვიყავი, ეგრევე თავდაცვისთვის მოვემზადე. წარმოვიდგინე, შავი ჯიპიდან როგორ გადმოდიოდა ხუთი კაცი და სავარაუდოდ, ჩემზე სექსუალურად ძალადობდა.
ცუდი წარმოსადგენი აღმოჩნდა.
თუმცა ხუთის მაგივრად, მოულოდნელად ერთი გადმოვიდა, მაგრამ ათის ტოლი. ისევ ჰაიდენ სთარი რომ დავინახე, იმ წამს კი ვიფიქრე, როგორ მეზიზღება-თქო, თუმცა სიმართლე ისაა, რომ გამეხარდა.
- მეხუმრები ვივიენ? - გაოგნებისგან ხელები გაშალა.
- არა, არ გეხუმრები. შენ მეხუმრები?
- არა.
- აქ რა გინდა?
- გითვალთვალებდი.
- არ მჯერა.
- მარტო ხარ?
- კი.
- ჩაჯექი, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი. - მითხრა და წინა კარი გამიღო.
- ჩემზე გაქვს ნერვები მოშილი? - სულ ბარბაცით მივედი მანქანამდე და წინა სავარძელზე დავენარცხე.
- არა, შენ ზღვაში წვეთი ხარ - გაეცინა. - სახლში მიგიყვანო?
- ნიკთან დამარეკინებ?
- კი - მობილური მომცა. ერთი საათი ვუხსნიდი, რატომ წამოვედი, მაგრამ ცოტა ძნელად იგებდა, რადგან თავადაც არ ვიცოდი მიზეზი.
- სახლში მიმიყვანე - ტელეფონი დავუბრუნე.
- აქ რა გინდოდა?
- გამოვიპარე.
- ვის გამოეპარე?
- საკუთარ თავს. ზოგჯერ სპონტანურ გადაწყვეტილებებს ვიღებ ხოლმე. ეს ერთ-ერთი იყო. ჰაიდენ, სიგარეტი ხომ არ გაქვს? - ძალიან გავუშინაურდი უცებ.
- ინებე - ჯიბიდან ამოიღო და მთელი კოლოფი მომაწოდა სანთებელიანად. - ძალიან ბევრი დალიე?
- სამი ჭიქა მემგონი.
- სამჭიქიანი ხარ? - დამცინა.
- ერთიანი ვარ.
- უცნაურია, რომ მთვრალი ჩემს ასაკს აბუჩად არ იგდებ.
- ეგ კარგი გამხასენე - თვალები დავაწვრილე და ტუჩები ისე დავპრუწე, სელფსაც რომ არ ვიღებ ეგეთს. - გინდა გაგაბრაზო ჰაიდენ ბიძია?
- უკვე ვბრაზობ. - არადა, ძალიან გაწონასწორებული იყო.
- პროთეზი გაქვს თუ შენი კბილებია? - ისეთი ჩაწიკწიკებული, თეთრი კბილები ჰქონდა, შურით ვუყურებდი. მუქხორბლისფერ კანზე ღიმილისას, ალმასებივით მოუჩანდა. თან ლოყები ეჩხვლიტებოდა, ყბები კი ისე გამოჰკვეთოდა, უნიჭიერესი მოქანდაკის გამოყვანილს მიუგავდა.
- ჩემია. გინდა უფრო აბუჩად აგაგდებინო თავი?
- რა თქმა უნდა.
- მანქანის სათავსო გამოაღე.
გამოვაღე.
სათვალე ედო.
- გაიკეთე რაა - ვთხოვე ხარხარით.
- მთვრალი როგორი სასაცილო ხარ - კიდევ აქეთ ჰქონდა დაცინვის შნო.
გაიკეთა.
- ჰაიდენ ბიძია, შემახსენეთ, რამდენი შვილიშვილი გყავთ?
- სამი.
- უფროსი ქალიშვილისგან?
- არა. ეგ შინაბერაა. უმცროსი ვაჟისგან.
- შენც კარგი წარმოსახვა გქონია. - მაკ დონალდს რომ მივუახლოვდით, ცოტა არ იყოს, ისე გავაპარე თვალი, ეტყობა ჰაიდენი მიხვდა, რომ მგელივით მშიერი ვიყავი.
- გინდა ვჭამოთ რამე?
- კი - თავი არ გამიგიჟებია უარებით. - ოღონდ მარტო მაკ დონალდში კარგი? ახლა რესტორნების თავი არ მაქვს.
- მთვრალს შენც გშივდება ხოლმე? - შეეტყო, რომ გაეხარდა თანხმობა.
- დაბოლილზე უნდა მნახო.
- მთვრალი რომ არ იყო, მოგაწევინებდი - მანქანა სადგომზე გააჩერა, კარი გამიღო და გადმომიყვანა.
- ნარკოდილერი ხარ? - ვკითხე მოულოდნელად. გაოგნდა. ეტყობა, ისევ შვილიშვილებსა და პრთეზზე მოელოდა დაკითხვას.
- საიდან მოიტანე?
- არსაიდან. მამაჩემის პარტნიორები არც ისე სუფთა საქმეში არიან ხოლმე. ვიფიქრე, ესეც ვინმე განგსტერი ბიძაა-თქო.
- რას შეჭამ? - თემა გადაიტანა.
- ორმაგი ჩიზბურგერის მენიუ მინდა, მდოგვის სიუსით.
- კარგი.
სანამ შეკვეთას ელოდბოდა, მე სკამზე დამსვა. დარწმუნდა, რომ არაფერს დავეჯახებოდი და არც სადმე გადავვარდებოდი. საჭმელი მომიტანა და ისე გამიხსნა ყველაფერი, გეგონება პატარა ბავშვი ვყოფილიყავი, თავისით რომ ვერ ჭამს.
- შენ რას აშავებ ხოლმე? - მაინც არ მოვეშვი.
- ნარკოტიკებთან არ მაქვს შეხება.
- დავიჯერო, მარტო ლეგალური ბიზნესები გაქვს?
- არ დაიჯერო თუ გინდა.
- მართლა არ მჯერა. ადამიანებისთვის ზიანის მიყენება რატომ გსიამოვნებს მაშინ?
- საიდან მოიტანე ვივიენ?
- სხვა შემთხვევაში, პროფესიონალი ბოქსიორივით კი არ დაიწყებდი მუშტების ქნევას, მუთაქას ჩამოკიდებდი ჭერზე და იმას უბრახუნებდი. მოგწონს, როცა ვიღაცას ამარცხებ, გსიამოვნებს შენი უპირატესობის დამტკიცება. ჩვეულებრივი ამბავია. კონკურსებში მხოლოდ იმიტომ ვიღებ მონაწილეობას, რომ სხვები ბოღმით გასკდნენ, რადგან მე მათზე უკეთესი ვარ. ეს ადამიანებს ახასიათებს ჰაიდენ. მართალია, არაა კარგი თვისება და ალბათ განდიდების მანიისკენ ვართ მიდრეკილები, მაგრამ ადამიანები ვართ. ნორმალურია.
- ყველაზე არანორმალურად ნორმალური რამე თქვი ახლა შენ.
- სათვალე გაიკეთე, თორემ ლანგარს შეჭამ ჩიზბურგერის მაგივრად.
- ბარემ ენაც გამომიყავი და ოფიციალურად გეყოლება ორი მამიკო ოღონდ იატაკზე ფეხების ბაკუნით ჩემთან ვერაფერს გახდები.
- ერთი მამიკოც მყოფნის.
- არადა, ობოლივით იქცევი ხოლმე ზოგჯერ.
- ერთი მშობლით ისედაც ობოლი ვარ - თითქოა არხეინად ვთქვი, მაგრამ უცებ ისეთი უხერხულობა ჩამოწვა, ჩემი ბედი დავწყევლე, რომ ამ თემას შევეხე საერთოდ.
- მაპატიე, არ მინდოდა.
- არაფერია - გავუღიმე. საერთოდ რატომ ატარებდა ჩემთან დროს წარმოდგენა არ მქონდა. ის კაცი იყო, ჩვეულებრივი ბიჭი კი არა, კაცი, მაგრამ ისე იჯდა აქ, ჩემ გვერდით, თითქოს დროის გაყვანის ყველაზე სასიამოვნო საშუალება ვყოფილიყავი. რაც არ უნდა გამებრაზებინა და საკუთარ გონებაში მეწყევლა, გულის სიღრმეში, სასიამოვნო იყო ჰაიდენის გარემოცვა. აი, სადმე რომ მიდიხარ ვიღაცასთან ერთად და გეამაყება, გვერდით რომ გიდგას, ზუსტად ეგეთი კაცი იყო. სიტყვა წარმოსადეგის მნიშვნელობას ახლა ვხვდებოდი და თან ცოტა არ იყოს, მენანებოდა. ვინ იცის, შეიძლება მართლა სინდისის ქენჯნის გამო ატარებდა დროს ჩემთან ერთად და მეგობრობის არანაირი სურვილი არ ჰქონდა პატარა გოგონასთან, რომელიც წამდაუწუმ დასცინოდა.
- რატომ ხარ ჩემთან? - ვკითხე მოულოდნელად.
- რა?
- დავიჯერო, სასიამოვნოა შენთვის აქ ჯდომა?
- კი. - აუღელვებლად მიპასუხა. ნელ-ნელა ძალიან მომწონდა ის ფაქტი, რომ წყნარი და მშვიდი იყო.
- რატომ?
- რა გითხრა. ჩემს მეგობრებთან ერთად ყოფნისას, გითხრა როგორი წინადადებით იწყება ხოლმე დიალოგი?
- მითხარი.
- „იცი გუშინ ვინ მოკლეს?“
- გეუბნები, საშიში ხარ, მაგრამ არ იმჩნევ.
- საშიში არ ვარ, მოსაწყენ ხალხში ვტრიალებ.
ჭამა რომ დავასრულე, თავი მუტანტი მეგონა. ჰაიდენზე ორჯერ მეტი მქონდა თითქმის შეჭმული, თან ერთი ნაყინისთვისაც მოიძებნებოდა ადგილი, მაგრამ სახლში მინდოდა, ამიტომ მალე წამოვედით.
მიმიყვანა. სახლშიც კი შემიყვანა, რადგან დიდი ალბათობით ან ლიფტში ჩამეძინებოდა ან სადარბაზოში. კართან კვლავ დამხვდა თაიგული.
- ვიღაცა შენზე შეყვარებულია - მითხრა ჰაიდენმა.
- ვიღაცეები. - შევუსწორე.
- თაიგულის გარდა, კიდევ რამე მოგდის?
- სამკაულები, მაგრამ არასოდეს გამომირთმევია. მხოლოდ ყვავილებისა და შოკოლადების მიღება შემიძლია. ძვირფასეულობა არ მჭირდება კაცისგან.
- სწორი აზროვნებაა. მარტოც მიხედავ ყველაფერს?
- კი, ძილი ნამდვილად შემიძლია მარტოს.
- კარგი, ნახვამდის.
- ნახვამდის ჰაიდენ - არ მოელოდა, მაგრამ დღეს მართლა მადლიერი ვიყავი მისი. ამიტომ, ავდექი და ლოყაზე ვაკოცე.
ცოტა წამოწითლდა.
- ანუ აღარ გძულვარ. - სახე გაუნათდა.
- მთვრალზე ყველა მიყვარს, ჩემი სიფხიზლის გეშინოდეს! - ვუთხარი სერიზულად.
- შეხვედრამდე თქვენო აღმატებულებავ - გაეცინა ჰაიდენს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ბელუ შეროზია

შენი ისტორიის პერსონაჟები გამაგიჟებლად მაგრები როგორ არიან სულ? თუმცა ალბათ ყველა მათგანი შემქმნელს გავს რაღაცით და ამიტომ არიან ასეთი <3 გამიხარდა მეორე თავის დანახვა ძალიან !

 


№2 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო ისტორიაა

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ბელუ შეროზია
შენი ისტორიის პერსონაჟები გამაგიჟებლად მაგრები როგორ არიან სულ? თუმცა ალბათ ყველა მათგანი შემქმნელს გავს რაღაცით და ამიტომ არიან ასეთი <3 გამიხარდა მეორე თავის დანახვა ძალიან !



ბელუ სულ გულს მიხარებ და სტიმულს მაძლევ ???????? უდიდესი მადლობა რომ ჩემთან ხარ!


სტუმარი ლია
საუკეთესო ისტორიაა

შენ გაიხარე უკარგესო????????

 


№4 სტუმარი ლაალ

მიყვარსსსსსსსსსსსსსს

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლაალ
მიყვარსსსსსსსსსსსსსს

ამასაც უყვარხარ <3

 


№6 სტუმარი ლაალ

ოღონდ, ენ "იზავ" მეორეჯერ არ დაწერო თორემ თმებს აგაპუტავ და ჩაიში ჩაგიყრი ან ყავაში://
სიყვარულით ლალა

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლაალ
ოღონდ, ენ "იზავ" მეორეჯერ არ დაწერო თორემ თმებს აგაპუტავ და ჩაიში ჩაგიყრი ან ყავაში://
სიყვარულით ლალა

ახლავე ჩავასწორებ ოღონდაც ეგ არ ქნა :დდ ისედაც თხელი თმა მაქვს sweat_smile sweat_smile

 


Mgoni am kalbatons didad ar xiblavs haideni xodaaa tu ar unda ak var me ra siamovnebit mivigeb ❤❤

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელენე ქობელაშვილი
Mgoni am kalbatons didad ar xiblavs haideni xodaaa tu ar unda ak var me ra siamovnebit mivigeb ❤❤

ჰაჰა ელე, შენი არ იყოს მეც მინდა ჰაიდენი :დდ
გაიხარე საყვარელო <3

 


№10  offline წევრი ჟიზელი

უკვე ვიცი, რომ ჰაიდენი ჭკუიდან აწევს ვივის და ვეღარ ჩამოვა მიწაზე მეორე ცხოვრებაშიც კი :დდდ
სულ რომ თავი გადამაჭამონ ძალიან აქტიურმა ადამიანებმა, მაინც ჰაიდენის ტიპაჟებს ვხედავ მე ყოველთვის :დ მილიონ კაცშიც კი ასეთს ავირჩევ. ჩემი ბედი რა ვთქვი, ჩემი, თორემ ამ ისტორიას კი წავიკითხავ დიდი სიამოვნებით :დ ვიცი, რომ იმედს არ გამიცრუებს ^^

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ჟიზელი
უკვე ვიცი, რომ ჰაიდენი ჭკუიდან აწევს ვივის და ვეღარ ჩამოვა მიწაზე მეორე ცხოვრებაშიც კი :დდდ
სულ რომ თავი გადამაჭამონ ძალიან აქტიურმა ადამიანებმა, მაინც ჰაიდენის ტიპაჟებს ვხედავ მე ყოველთვის :დ მილიონ კაცშიც კი ასეთს ავირჩევ. ჩემი ბედი რა ვთქვი, ჩემი, თორემ ამ ისტორიას კი წავიკითხავ დიდი სიამოვნებით :დ ვიცი, რომ იმედს არ გამიცრუებს ^^


ეჰ, ჩემი ბედიც რა ვთქვი, თორე აჰაა, დავწერ ამ ისტორიას :(

 


№12 სტუმარი ნათია41

დავიგვიანე. თითოეული დეტალი მახსოვს წინა ვარიანტის და ერთმანეთს ვადარებ. სულ მაინტერესებდა როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ქარცეცხლი ცოლ-ქმრობამდე და აჰა ამისრულდა თურმე ნატვრა. არ ვიცი გაგრძელებას ისევ იმ ისრორიის მსგაცსად წაიყვან თუ არა ანუ ჰაიდენის ციხეში მოხვედრისკენ მაგრამ მაინც დიდი მღელვარებით გიცდი. ხო და ვღელავ. მოვლენებს წინ ვუსწრებ და გკითხავ ჰაიდენზე მოგონებებს რატომღაც წარსულით და სევდა ნარევი ტონით გვიყვება ვივი და არ მინდა ვიფიქრო ცუდი

 


№13  offline წევრი ჟიზელი

ნათია41
დავიგვიანე. თითოეული დეტალი მახსოვს წინა ვარიანტის და ერთმანეთს ვადარებ. სულ მაინტერესებდა როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ქარცეცხლი ცოლ-ქმრობამდე და აჰა ამისრულდა თურმე ნატვრა. არ ვიცი გაგრძელებას ისევ იმ ისრორიის მსგაცსად წაიყვან თუ არა ანუ ჰაიდენის ციხეში მოხვედრისკენ მაგრამ მაინც დიდი მღელვარებით გიცდი. ხო და ვღელავ. მოვლენებს წინ ვუსწრებ და გკითხავ ჰაიდენზე მოგონებებს რატომღაც წარსულით და სევდა ნარევი ტონით გვიყვება ვივი და არ მინდა ვიფიქრო ცუდი


სპოილერი დაგუგლე რა, მაინტერესებს რას იპოვი :)))

 


№14 სტუმარი stiumarii

გაგრძელებას როდის დადებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent