შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო (3)


16-07-2019, 21:16
ავტორი სელენე
ნანახია 435

ტანგო (3)

ტანგო (3)
ისე ვიყავი აღელვებული და შეშინებული რომ სოფელში, სახლში მისულს გარემოს დათვალიერებისთვის არ მეცალა. სულ რაღაც ათი წუთის წინ გიორგიმ გოგოს მანქანა დააჯახა და ახლა ეს გონებადაკარგული გოგო ჩემსა და ნინის შორის იჯდა. ცოტნემ სახლის კარი გააღო გიორგიმ კი გოგო პირველივე საწოლ ოთახში ლოგინზე დააწვინა.
-ახლა რა უნდა ვქნათ ან რომ გაიღვეძებს, ვაფშე თუ გაიღვიძა რა ვუთხრათ? _თითების კვნეტას აგრძელებს ნინი.
-პულსი ნორმალური აქ, რატო არ იღვიძებს? _გოგონას კისრიდან ხელი აიღო გიომ
-სპირტი ან ოდეკოლონი რომ ვცადოთ? იქნებ გაიღვიძოს
-ყოჩაღ ელენა, სახლში რომ მოვიყვანეთ მაშინ გვითხარი
-მეც შენსავით ვერ ვაზროვნებდი ცოტნე
-ნუ ჩხუბობთ მომიტანეთ რომელიმე. _ნინიმ მანქანიდან ცოტნეს სუნამო მოიტანა და ჩვენმა ცდამ უშედეგოდ არ ჩაიარა. გოგონამ თვალები გაახილა. ცეცხლისფერთმიან, ჭორფლა გოგოს ცისფერი თვალები ქონდა. ოთახს თვალი მოავლო და ლოგინიდან წამოვარდა.
- შენ იყავი ხო რომ კინაღამ მომკალი _უკიოდა გიოს და მუშტებს ურტყამდა. გიორგი კი ღმერთს მადლობას უხდიდა და იტანდა ამ გოგოს წიკვინს. ბოლოს ხელები დაუჭირა
-ხო მარა ცოცხალი ხარ
-დებილი ხარ შენ, გამომივიდა შუმახერი. აქ ვაფშე რატომ მომიყვანეთ რა ჯანდაბაა?
-აბა იქ დაგვეგდე?
-კრეტინო, დეგრადირებულო _გააგრძელა გოგომ გიორგის ლანძღვა
-შეშლილია უნდა დაგვეტოვებინა და მიხვდებოდა მერე _გახედა გიომ ცოტნეს
-როგორ ბედავ შე დამპალო
-კარგი ვიქნები დამპალი მარა შენ ძვირფასო, ტვინის შერყევა გაქვს, დასვენება გჭირდება
-გამომივიდა ესეც ექიმი
-სხვათაშორის სამედიცინოზე ვსწავლობ. _დასცინა დამშვიდებულმა გიომ
-მოვკლავ ამას _ისევ წამოვარდა საწოლიდან გოგო
-გეყოთ ეხლა ვაა, შენ ჭარხალა ცოტა დაიძინე, გიო წამო თორე ჯოჯოხეთთან ახლოს ხარ _ოთახში ნინი ელენა და გოგონა დარჩნენ.
-ჭარხალა რატო დამიძახა? _მიუბრუნდა გოგო ნინის
-ალბათ იმიტომ რომ წითური ხარ.
-შეგიძლიათ თქვენ მაინც ამიხსნათ რა მოხდა?
-რავი ჯერ დაგეჯახეთ და ვერ გამოგაფხიზლეთ. უკან წასასვლელად ბენზინი არ გვეყო და აქ წამოგიყვანეთ.
-ღმერთო ახლა არ მოვკვდე _გადააბრუნა თვალები
-ისე მიყრუებულ ადგილას რა გინდოდა? _დაინტერესდა ნინი
-შეყვარებულს დავშორდი და მანქანიდან ჩამაგდო.
-რაგქვია?
-ინგა შენ?
-ნინი. ეს ელენაა. თუ გინდა ამაღამ შეგიძლია აქ დარჩე ხვალ წაიყვანენ ბიჭები
-ის დაუნი წამიყვანს ?
-არვიცი, სავარაუდოდ
-ღმერთო მიშველე...
-ახლა ცოტა დაისვენე და მალე გაგაღვიძებთ, დაღლილი იქნები _ელენას ინგას წუწუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
-ელენა ხო? შენრო ვიღაცას მანქანაში გონებადაკარგული ჩაეტენე როგორ იქნებოდი?
-მე დავისვენებდი რომ მერე კარგად გავსწორებოდი იმას ვინც დამეჯახა.
-სამაგიეროს ისედაც გადავუხდი მაგრამ მართლა ძალიან დავიღალე.
-მაშიმ დაიძინე _მისაღებში ცოტნე და გიორგი სიგარეტს ეწეოდნენ როდესაც გოგონები შემოვიდნენ.
-ვინ დაალაგა აქაურობა? _თვალი მოავლო ოთახს ელენამ. სიხ ულამაზესი სახლი დიდი ბუხარით. ძველებური, ხის ჩუქურთმებიანი სკამებით და მაგიდებით იყო გაწყობილი. ძალიან ლამაზად იყო შერწყმული ერთმანეთში თანამედროვეობა და ძველი სტილი. უზარმაზარი ტელევიზორი ცალკე ოთახში იდგა. ის ალბათ კინოთეატრიაო იფიქრა ელენამ და მისაღებში დივანზე დაესვენა.
-გადავრჩით მგონი
-ელენა მაგას გადარჩენა ქვია? მანიაკია ვიღაცაა, დაინახე როგორ შემომხედა, გეგონება მანქანა მაგას კიარა მე დამეჯახა
-ასე თქვა სამაგიეროს გადავუხდიო
-ჭარხალა ხოდზეა _გაეცინა ცოტნეს
-სხვათაშორის შენზე ძაანმოეშალა ნერვები. _დასძინა ნინიმ
-ოჰოჰ, მობრძანდა ნერვოზა _ინგას შემოსვლა ოთახში და გიორგის 'მისალმება ერთი იყო. -რატომ არ დაიძინე, ნახე რასგავხარ _ტუჩის კუთხე ჩატეხა მომავალმა ექიმმა.
-ძილი არ მჭირდება იმისთვის რომ ლამაზად გამოვიყურებოდე და სამაგიერო გადაგიხადო _გაიპრანჭა გოგო
-ხო მარა ნერვებზე მოგსვამდა
-ეს სულ ამდენს ლაპარაკობს? _ინგამ ელენას გახედა
-რავიცი მგონი არა.
-მიდი ერთი შენი სახელი მესროლე _ირონიული ღიმილი ესროლა გიომ
-ინგა მქვია. შენ რა გქვია ელენას შეყვარებულო
-ცოტნე
-ჩემი შეყვარებული არაა
-გიჟდება ჩემზე მარა არ ამბობს
-ხო აბა შენრო ვერგხედავ გული მეკაჩავება
-აი ხომ გითხარი _ელენამ ცოტნეს ბალიში ესროლა. 3წუთში ეზოში მინივენი გაჩერდა.
-წამო დავხვდეთ _ბალიში გვერდზე გადადო ცოტნემ. ყველანი გარეთ გავედით. სულ უკან გიორგი და ინგა მოდიოდნენ. უცებ გიორგი კიბეზე გაწვა. თავი დაბლა ხოლო ფეხები მაღლა ქონდა და ისე მოგორავდა ინგა კი სიცილით იგუდებოდა. დამტვრეული გიორგი მიწიდან ძლივს ადგა და კიბეზე ჩამოსულ ინგას გახედა.
-ცეცხლს ეთამაშები ჭარხალა
-ცეცხლისფერთმიამებს გვიყვარს ცეცხლი. ჯერ სად ხარ, სანამ აქ ვიქნები სისხლს გაგიშრობ.
-ცოტნე დამიჭირე თორე მოვკლავ ამ ველურს. _ყველა სიცილით კვდებოდა გიორგის გარდა, რომელიც ტანსაცმელს იფერთხავდა გოგო კი თვითკმაყოფილი ღიმილით თვალებში უყურებდა. მინივენიდან 6 კაცი უკვე ჩამოსულიყო და ცოტნე ყველას სათითაოდ ესალმებოდა. მერე ელენა თითით მასთან მიიხმო და ყველა გააცნო.
-ესეიგი ეს გაბრიელია, ის ქერა ილია, მაგის გვერდით თემო და ირაკლი დგანან, ის გოგოები კიდე თათია და დიანა არიან. ბავშვებო ეს ელენაა გაიცანით. _სათითაოდ გადამეხვივნენ და მანქანიდან პროდუქტების ჩამოლაგება დაიწყეს. ინგა და ნინი ჩემთან სიცილით მოვიდნენ, ჯერ კიდევ გიოს დასცინოდნენ.
-ამას აქ რა უნდა? _გაუკვირდა ნინის
-ვის?
-იმას თეთრი მაისური რო აცვია დიანას.
-წეღან გამაცნო ცოტნემ
-იცი მერე ვინაა?
-კარგი რა ნინი პირდაპირ მითხარი
-ყოფილია ცოტნესი
-ვავაა საღოლ _ჩაილაპარაკა ინგამ
-მერე რა? დაიკიდე
-ახლა რომ შეამჩნევს ცოტნე შენს მიმართ კეთილგანწყობილია არ მოგასვენებს
-ფეხები არავის მოჭამოს _გაშინაურდა ინგა. -წამო შევიდეთ
-წამო _ერთად ვუპასუხეთ მე და ნინიმ. <<უყურე შენ ბატონ ცოტნეს როგორი გემოვნება ქონია... ფეხები გინდა აქ, მკერდი გინდა აქ, საჯდომი აქ მარა სახეზე დიდი ვერაფერია, მე ვჯობივარ, თუ არვჯობივარ? ვაფშე რაში მაინტერესებს ვინაა დიანა ან ცოტნეზე რატო ვფიქრობ. დებილია მეტი არაფერი. მექალთანე ვირი. >> გოგონა ფიქრებიდან დიანას ხმამ გამოიყვანა
-შენხარ ხო ცოტნემ რომ თქვა ქაჯი მომყავსო თუ ის წითური?
-მე ვარ, სწორად გამოიცანი _ცოტა ნაგლად მომივიდა
-მაგარია, იმედი მაქ გავერთობით _მის ხმაში ზიზღი და დაფარული შურისძიების სურვილი ვიგრძენი. <იმდენი შენი დედამოვ*ყან< გავიფიქრე მაგრამ ვუთხარი რომ მეც ვიმედოვნებდი და სამზარეულოდან აივანზე გავედი
-არ გევასა დიანა? _ახლა ცოტნე დამადგა თავზე
-რატომ არ უნდა მომწომებოდა?
-თქვენი დიალოგი მოვისმინე.
-მითვალთვალებ ?
-არა ძვირფასო, უბრალოდ მეც იქ ვიყავი
-მე რატომ ვერ შეგამჩნიე?
-ჩემზე ფიქრობდი _ტუჩის კუთხე ჩატეხა ცოტნემ
-საშინლად ფლირტაობ იცი?
-ამბობს მასტერკლასის მამა
-შენგან განსხვავებით მე შეყვარებული მაინც მყავდა
-ვინ ამერიკელი ქოვბოი დევიდსონი?
-შენ ნაშებს არ ჯობ... ერთი წუთი შენ საიდან იცი ჩემ შეყვარებულზე?
-ყოფილ შეყვარებულზე _სანამ გადავხარშე რა მითხრა უკვე სახლში შესულიყო. <<უკვე ნერვები მეშლება. რა უნდა მაგის ყოფილს აქ, ვინ დაპატიჟა. ან ვაფშე საიდან გაიგო ჩემზე ამდენი. ან მე რატ გამოვყევი აქ. დებილი ხარ ელენა, დებილი. >> მყუდროება ისევ დაურღვეს. ამჯერად ეს ინგა იყო.
-ჰეი
-ჰეი
-რაგჭირს რა ხასიათზე ხარ, ყველა შიგნით ერთობა შენ რაგინდა აქ მარტო? _ძალიან მზრუნველი და თბილი ხმა ჰქონდა
-რაღაც ვერ ვარ ხასიათზე
-ვხედავ, დიანას გამო?
-არა, ჩემთავზე მეშლება ნერვები. ინგა არუნდა წამოვსულიყავი, ეს ცოტნეც დებილია, ისე ფლირტაობს გეგონება ჩემი ყოფილი იყოს აქ და მეკლჯდეს კალთაში. ღმერთო ახლა გავგლიჯავ ორივეს
-მოგწონს ხო?
-რასისულელეა ერთი კვირაა რაც ვიცნობ
-ხო მარა მოგწონს, თან ძაან
-კარგი რა ინგა. რომც მომწონდეს ერთი ნახე რა დღეში არიან? _ინგამ ცოტნეს კალთაში მხიარულად მოკისკისე დიანა დაინახა.
-მერე, წამო ვიღადაოთ არგინდა? არც მას დაუთმო და არც შენთან მოუშვა. ეგრე მოუხდება. _დიანამ გოგონას ხელი მოკიდა, ოთახში შეათრია და თავისუფალ დივანზე მოკალათდა.
-სიმართლე თუ მოქმედება გინდათ? _წამოიწყო ილიამ
-მეარ მინდა ეგ თამაში _უარი თქვა ელენამ
-შეგეშინდა? _დიანას ხმის ირონია ყველამ იგრძნო.
-დიანა შენი ტვინი იმდენს ვერ გაქაჩავს რომ მე რამე სისულელე გამაკეთებინოს _ირონიული ღიმილი ესროლა ელენამაც.
-ვნახოთ?
-დაიწყე
-სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე
-ცოტნე მოგწონს? _ტუჩები დაპრუწა და ცოტნეს თმაში ხელი შეუცურა. კიდევ კარგი როცა მცხვენია მაშინ არ ვწითლდები თორე ახლა ინგას თმაზე უფრო წითელი ჩემი სახე იქნებოდა.
-მე და ცოტნე მეგობრები ვართ და ერთმანეთს ერთი კვირაა ვიცნობთ ასე რომ არა, ცოტნე არ მომწონს. კიდევ რა გაინტერესებს? _პასუხით კმაყოფილი დიანა ცოტნემ კალთიდან დივანზე დასვა და სიგარეტს მოუკიდა.
-სიმართლე თუ მოქმედება გაბრიელ?
-სიმართლე
-ამ გოგოებინ ვინც აქ არიან ვისთან დაწვებოდი. _გაბრიელს ელენას კითხვაზე გაეცინა. თითქოს ჩანაფიქრს მიმიხვდაო...
-დიანას გავიგდებდიი. სიმართლე თუ მოქმედება ილია?
-სიმართლე
-თათიასთან ერთად რას გააკეთებდი?
-ბავშვს. წინააღმდეგი ხომარხარ ძვირფასო _ილიამ თათიას ვნებიანი თვალებით გახედა.
-გიორგი სიმართლე თუ მოქმედება?
-მოქმედება
-ინგას თავზე ლუდი გადაასხი _გიორგის შურისძიების ჯერი დადგა. ლუდის ახალი ბოთლი გახსნა და აწუწუნებულ გოგოს თავზე გადაასხა. თან მეორე ხელს ინგას თმაში დაარბენინებდა და მოქაჩა და ხოლმე.
-სიმართლე თუ მოქმედება ელენა.
- მოქმედება _გიორგიმ ცოტნეს ეშმაკურად გახედა.
-ცოტნეს აკოცე
-შანსი არააა
-თამაში თამაშია _ელენა ყოყმანონდა მაგრამ ბოლოს მაინც დანებდა
-მოდი ცოტნე
-შენ ასრულებ მოქმედებას და მე მოვიდე?
-ნუ წუწუნებ ქალივით. _ელენას უნდოდა ცოტნესთვის ლოყაზე ეკოცნა მაგრამ როცა კოცნა დააპირა ცოტნემ თავი მოატრიალა და ტუჩებში აკოცა. <<რა? რა ჯანდაბა მოხდა? გამიჩალიჩეს? ამ ს*რს რაღას ეღიმება>> ცოტნემ თითქოს გოგოს ფიქრები წაიკითხაო მოიღუშა და ისევ დიანას გვერდით მოკალათდა.
-ინგა სთუმ?
-ცოტნე იცოდე თუ ისევ გიორგის შეუწყობს ხელს ჩემმეტი მტერი არ გეყოლება
-არა გოგო არა. რასისულელეა.
-კაი მაშინ მოქმედება
-მინდა რომ სანამ ჩვენ აქ ვიქნებით შენც აქ დარჩე და გიორგის ყოველდღე ძაან მაგარი რაღაც გაუჩალიჩო, ოღონდ რამდენჯერაც არ გამოგივა იმდენჯერ გიორგის ერთ სურვილს უსრულებ.
-არა და არა.
-ელენა ხო შეასრულა თავისი სურვილი, შენც უნდა შეასრულო
-რაებს ბავშვობ
-მაგრად გავერთობით _ცოტნემ ინგა როგორც იქნა დაითანხმა. თამაში გრძელდებოდა. ირაკლის და დიანას 20 წუთი კარადაში ჯდომა მოუწიათ. ნინიმ თემოს თავზე ზეთი გადაასხა. თემომ თათია ცივი აუზში ჩააგდო. გაბრიელი ამაღამ სარდაფში დაიძინებდა. ინგამ ცოტნეს სახლის ტუალეტში შესვლა აუკრძალა. ახლა სახლის უკან უნდა ევლო, და იქცა უნიტაზი არ იდგა. გაუჩალიჩა. თამაში წრეზე გრძელდებოდა და ისე ვერთობოდით არ გაგვიგია როდის გახდა ღამის ორის ნახევარი.
-მემგონი უკვე გვიანია და ჯობია დავიძინოთ _დაამთქნარა ნინიმ
-ბაზარი არაა მარა სანამ დავიშლებით ცოტნემ ლექსი წაგვიკითხოს _ <> გაიფიქრა ელენამ
-რა მელექსება ბიჭო ამ შუაღამეს
-მიდი რა ნუ წუწუნებ _დაიწრიპინა დიანამ.
-კაი ხო ნუ შემჭამეთ _ცოტნემ ჩემთვის უცნობი პოეტის ლექსის კითხვა დაიწყო. თან თვალს არ მაშორებდა.
-პულსის დაცემამდე შემიყვარდი,
არანორმალურის სიმპტომებით,
სანამ გულის ღილებს შევიკრავდი,
კიდევ მეათასედ ვიომებდი.
ჰო,სიყვარულის მათბობს კოცონი
და ამ სითბოთი, დღემდე ვსულდგმულობ
მომინდა ახლაც ისე გაკოცო,
რომ შენი სუნთქვით ამოვისუნთქო.
იქნებ ამ საღამოს ღამის ორზე,
ვარსკლავთცვენაა და დაგიბედო,
მინდა, მზის ამოსვლას ალიონზე
შენი თვალებიდან შევეგებო.
მაგრამ ქარია და უფრო მეტი,
ბედი ჩვენს კალენდარს თარიღს უცვლის,
ნეტავ სხვამ რა იცის გამეტებით
რარიგ მიძნელდები და განგიცდი.
იცი? შევიშალე, ვეტოლები
ღმერთებს,დედამიწა დავიპყარი,
არანორმალურის სიმპტომებით
პულსის დაცემამდე შემიყვარდი.
რბიან დღეები და რაც დრო გადის
უფრო ახლოვდება განაჩენი,
თუნდაც არაფერზე მესაუბრო
ოღონდ ჩამეხუტე, გადავრჩები. _ოთახს ტაშის გრიალი მოედო. ყველა გაოცებული იყო ისე კარგად წაიკითხა. მეც გაოცებული ვიყავი.
-აუ ბარემ მოდი იცეკვეთ შენ და ელენამ _წამოიძახა ნინიმ და ტელევიზორში მგზავრების 'ტანგო' ჩართო
-არა რაა ნინი ძაან დაღლილი ვარ
-გთხოვ ელენ, არ გამიტეხო _ცოტნეს გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი დავახვდერე. ისევ ვიგრძენი მისი ხელი წელზე. ცხელი სუნთქვა კისერში და Gucci Guilty-ს მომაჯადოვებელი არომატი.
ჩვენ ისევ ვიცეკვეთ ტანგო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent