შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ (თავი 8)


17-07-2019, 19:55
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 536

უსაზღვროდ (თავი 8)

,, სიყვარული, მისი ჩვეულებრივი გამოვლინებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უფრო მტრობას ჰგავს, ვიდრე მეგობრობას" - ( ფრანსუა დე ლაროშფუკო(მაქსიმები)


უკვე მესამე დღე იყო რაც ელენე გიორგის სახლში იმყოფებოდა და ყოველდღიურად ათვალიერებდა გასაქირავებელი ბინის სურათებს და ბოლოს როგორც იქნა სასურველი იპოვა. ამასობაში გიორგი თავისი მშობლების ოთახში გადასახლებულიყო და მიუჩვეველი ზოგჯერ ისევ თავისი ძველი ოთახის კარს შეაღებდა ხოლმე.
ერთ დღეს, როცა დავითთან და ენტონისთან ერთად გასართობად იყო წასული, სახლში საკმაოდ შეზარხოშებული დაბრუნდა და ჩვეულებისამებრ თავის ოთახისკენ აიღო გეზი. მიზნად ჰქონდა დასახული ელენესთვის საკუთარი გრძნობების შესახებ ეამბა და სიყვარულში გამოსტყდომოდა. კარზე მსუბუქად დააკაკუნა და ელენეს ხმა რომ გაიგო კარი შეაღო. გოგონა საწოლზე იჯდა და ჩანთაში ტანსაცმელს აწყობდა, სულ გადაავიწყდა რის სათქმელად იყო მისული, მისი წასვლის შიშმა შეიპყრო.
-რას აკეთებ? - სასმლისგან ენა ებმოდა.
-ჩანთას ვალაგებ, სახლი ვიპოვე და ხვალ დილით გადავალ, - მერე კარის ჩარჩოზე აკრულ, თვალებდაწვრილებულ მამაკაცს გახედა და დაამატა, - ნასვამი ხარ?
-სად მიდიხარ, - ბანზე აუგდო კითხვა, - ამ სახლიდან მიდიხარ?
-კიი, ხომ გითხარი სახლს მალე ვიქირავებ და გადავალ თქო. შევუთანხმდი უკვე მეპატრონეს და ხვალ გადავალ.
-ხომ იცი, რომ ვერ წახვალ, - წარბი შეკრა გიორგიმ და უფრო დაჟინებით მიაშტერდა.
-რას ქვია ვერ წავალ?! - ჩანთის ელვა შეკრა, ფეხზე წამოდგა და გიორგის მიუახლოვდა. მისი აღნაგობა, გარეგნობა, ჩაცმულობა ისედაც მთვრალ მამაკაცს უარესად ათრობდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. თითქმის უმაკიაჟო სახის ლამაზი ნაკვთები ღვთაებრივ მწვანე თვალებს უფრო მნათობს ხდიდა, გრძელი, სწორი შავი თმა წელამდე სცემდა. შავი, თითქმის გამჭვირვალე პერანგი და შავი შარვალი მისი სხეულის იდეალურ ფორმებს ხაზს უსვამდა და კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მის გრძელ ფეხებს უფრო მეტად კვეთდა. ერთი ჩასუნთქვით ჩაათვალიერა და ერთი ამოსუნთქვით აათვალიერა მამაკაცმა ქალი და გასასვლელისკენ გატრიალდა, როცა მოულოდნელად მის მაჯას ელენეს თითები შემოეხვია და გააჩერა,-ისე ვერ წახვალ კითხვაზე პასუხი რომ არ გამცე.
-მე უკვე გითხარი პასუხი, - ხელი უხეშად გააშვებინა და კიბეებზე ჩავიდა.
-გიორგი მოიცადე, გიორგი, - მამაკაცი მის ახლანდელ სამყოფელში შევიდა და კარი ცხვირწინ მოუჯახუნა ელენეს, - გიორგი რას…
-ქალბატონო ელენე თქვენთან არიან, - სიტყვა ლიზას ხმამ გააწყვეტინა, რომელიც დერეფანში თავდახრილი იდგა და რცხვენოდა, რომ მომხდარს შეესწრო.
-უბრალოდ ელენე დამიძახე ლიზა, ეს ოფიციალურობა საჭირო არაა. ვინ მოვიდა?
-თქვენი ძმა.
-შენი…,-შეუსწორა ელენემ, - რა უნდა არ უთქვამს?, - უარის ნიშნად თავი გააქნია ლიზამ, - კარგი მადლობა.
ნიკო მისაღებში ელოდა, სავარძელში იჯდა და მოუსვენარი ბავშვივით ადგილზე ცქმუტავდა. ელენეს შემოსვლისთანავე ფეხზე წამოდგა და თითების მტვრევა დაიწყო, არ იცოდა რა ეთქვა და საუბარი როგორ წამოეწყო, ელენე კი ჯერ კიდევ კიბის ბოლოში იდგა და სტუმარს უნდობლად უყურებდა. ბოლპს, როგორც იქნა გაბედა მისთვი თვალის გასწორება და ხმის ამოღება.
-როგორ ხარ ელენე? - შვებით ამოისუნთქა, თითქოს გულიდან ლოდი მოეხსნაო გაიღიმა და განაგრძო, - სამი დღეა არ მინახავხარ, მომენატრე.
-მართლა? - ბოლო საფეხურს გადმოაბიჯა და დივანზე, მკერდზე ხელებგადაჯვარედინებული დაჯდა, - მართლა გაინტერესებს როგორ ვარ?
-რა თქმა უნდა, - გვერდით მიუჯდა გოგონას და მისი ხელი ხელში მოიქცია, - შენ ჩემი და ხარ, როგორ შეიძლება არ მაინტერესებდე?
-და ამ სამი დღის განმავლობაში სად იყავი, არც მოსულხარ და არც დაგირეკავს,-ხელი უხეშად გამოჰგლიჯა, წამოდგა და მისგან ზურგშექცევით დადგა,-რომ მოგნატრებოდი და ჩემი მდგომარეობა, რომ დაგინტერესებოდა ერთხელ მაინც შემეხმიანებოდი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში და დღეს ასე მოულოდნელად არ გამომეცხადებოდი.
-დრო მოგეცი ელენე, - მის წინ გასწორდა და თვალებში ჩახედა, - დრო მოგეცი, რომ დაწყნარებულიყავი, დაფიქრებულიყავი და ყველაფერი გაგეანალიზებინა.
-ჯერ ერთი- შენზე გაბრაზება არასოდეს გადამივლის, შენ მიღალატე და გამყიდე, დამნაშავე ხარ, რომელიც წესით ციხეში უნდა იჯდეს და თუ გიორგიმ შენზე სარჩელის შემოტანა გადაწყვიტა ეჭვიც არ შეგეპაროს მხარს დავუჭერ, იმის გამო რომ ჩემი ძმა ხარ არ ვაპირებ ხელი დაგაფარო. მეორე-ამდენდღიანი ფიქრის შემდეგაც არ ვაპირებ ჩემი აზრიდან გადავუხვიო და შენ გამო თავი გავწირო და მესამე, - მესამე თითი ჩაკეცა ელენემ, - რამეზე დაფიქრება და გაანალიზება არ მჭირდება იმისთვის, რომ ჩემი გადაწყვეტილება ავასრულო, ხვალვე წავალ ამ სახლიდან და ხელს ვერც შენ და ვერც გიორგი ვერ შემიშლით. გასაგებია? - დაასრულა ელენემ და სამზარეულოში გავიდა,ნიკოც უკან მიჰყვა, - შენ ჩემი ძმა იყავი, ჩემი ძმა, არ მესმის ის რაც შენ მე გამიკეთე რატომ უნდა ქნა, განა რა დაგიშავე ნიკო? - ცრემლი წასკდა თვალებიდან.
-ელენე, ეს მხოლოდ შენს დასაცავად გავაკეთე, - ნაბიჯი წადგა მისკენ, მაგრამ ელენემ გააჩერა.
-ჩემი თუ საკუთარი თავის გადასარჩენად?
-საკუთარი თავი არ მადარდებს ელენე, მხოლოდ შენ მყავხარ და შენს საკეთილდღეოდ ვცდილობ ყველაფრის გაკეთებას, რატომ არ გესმის? ოდესმე შენთვის რამე მიწყენინებია? ოდესმე გამიტეხავს შენთვის გული-ამ დროინდელი მდგომარეობა არ ითვლება, რა თქმა უნდა. მისმინე ელენე, ჩემო ლამაზო დაიკო, ძალიან მიყვარხარ და ყველაფერი საუკეთესო შენთვის მინდა, - მისი პატარა სახე ხელებში მოიქცია, - ყველაფერი რაც გამიკეთებია, და ყველაფერს რასაც ვაკეთებ შენს სასიკეთოდაა. მხოლოდ შენი ბედნიერება და კარგად ყოფნა მინდა.
-მე ბედნიერი არ ვარ და
ვერც ვერასოდეს ვიქნები თუ ამ კაცთან ქორწინებას მაიძულებ.
-მხოლოდ მის სახლში ცხოვრებას გთხოვ, ძვირფასო,-გულში ჩაიკრა და თმაზე ფერება დაუწყო.
-მას უნდა, რომ მასზე ვიქორწინო, რომ ჩემთვის და შენთვისაც ასე იქნება უკეთესი. შენით მაშანტაჟებს, ასეთ არაადამიანთან როგორ უნდა ვიყო თანაცხოვრებაში? - წარბი შეკრა ელენემ და ხელები უხეშად გააშვებინა.
-გააკეთე ის რასაც გეუბნება.
-არა.
-ელენე…
-არა მეთქი ნიკო, არ გესმის? არა, არა და არა. არ მოგცემთ უფლებას სათამაშოსავით გამომიყენოთ. როგორი საფრთხეც არ უნდა მემუქრებოდეს ამას არ გავაკეთებ.
-ელენე…
-არა ნიკო, ხმა აღარ ამოიღო. თუ გინდა, რომ ის ოდნავი გრძნობა, რომელსაც და-ძმური სიყვარული ჰქვია, სრულიად არ გააქრო, მაშინ გირჩევ ხმა აღარ ამოიღო. ხვალ დილითვე მივდივარ ამ სახლიდან და ხელს ვერავინ შემიშლის, გასაგებია? შეგიძლია იმ შეშლილსაც ასე გადასცე, მე ამ თემაზე საუბარს მოვრჩი, - ხელები დაიფერთხა ელენემ და სამზარეულოს გასასვლელისკენ წავიდა, მოულოდნელად გიორგის რომ შეეჯახა და შიშისგან შეჰყვირა, - შენ რა შეიშალე? გვისმენდი?
-სისულელეს ნუ ამბობ, - წარბი შეკრა გიორგიმ და ნიკოს ხელი ჩამოართვა, - შენთან სალაპარაკო მაქვს.
-კიბატონო, - დათანხმდა ბიჭი და სამზარეულოს დახლს მიეყრდნო.
-ღმერთო ჩემო, ორივენი შეშლილები ხართ,-თავი გააქნია და ბაღში სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად გავიდა, ფილტვები თითქოს დაგუბებოდა და სუნთქვა უჭირდა.
-შენი და წასვლას აპირებს იცი? - ცინიკური ღიმილით წამოიწყო და ყავა დაასხა.
-კიი ვიცი, მითხრა,-ჭიქა განოართვა გიორგის და სკამზე დაჯდა.
-მერე?
-რა მერე?
-ხომ იცი, რომ ვერ წავა?
-მაინც რატომ ამოიჩენე ჩემი და? - მოულოდნელი კითხვა დასვა ნიკომ და გიორგის ლამის ყლუპი გადასცდა.
-არ ამომიჩემებია, ამოვირჩიე.
-საკმაოდ ორაზროვანია.
-რას იტყვი იმაზე, თუ გეტყვი, რომ შენი და…, - წამოიწყო გიორგიმ და აღარ გააგრძელა, - კარგი დაივიწყე, - ჩაიღიმა და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, - უდანაშაულო ადამიანები არ უნდა ისჯებოდნენ.
-რას გულისხმობ?
-შენ გგულისხმობ. შენი დის გადასარჩენად ხომ ჩემი მოკვლა სცადე?! ე. ი. თავი გასწირე, შენ ჩემ თვალში უდანაშაულო ხარ ნიკო.
-ასეთი მეგობბრული დამოკიდებულება როდიდან ბატონო გიორგი?!
-რატომ მეკითხები, არ მოგწონს? ისევ უხეშობაზე გადავიდე? - ჩაიცინა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა, - ახლა კი მე უნდა დაგტოვო, რაღაც საქმეები მაქვს, რაულთან მივდივარ, შენ კი თავი ისე იგრძენი, როგორც შენი დის სახლში, ბოლოს და ბოლოს ჩემი მომავალი ცოლის ძმა ხარ - ჩაიცინა და გასასვლელისკენ წავიდა, მოულოდნელად ნიკოს ნათქვამმა რომ გააჩერა.
-რაულთან ფრთხილად იყავი, არც ისეთი კარგი კაცია, როგორადაც თავს გაჩვენებს, არ უნდა ენდო,-ფინჯანს დაშტერებულმა თითქოს გულიდან ამოილაპარაკა, - ზოგჯერ სწორედ ის გიცრუებს იმედს ვისაც საკუთარ თავს ჩააბარებ მისახედად.
-რაულს კარგად იცნობ? - მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და თავდახრილს დააშტერდა.
-იმაზე კარგად, ვიდრე მინდა რომ ვიცნობდე, - თვალებში შეხედა გიორგის და მისი აზრების წაკითხვა სცადა.
-იმედია იმის თქმა არ გინდა, რომ რაულია შენი დამკვეთი?! - მერე ნესტოები დაბერა, ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო, - ვიცი, რომ რაული ანგელოზი არ არის, მაგრამ ის ჩემი ძმაა, ერთად ვიზრდებოდით და არ მინდა დავიჯერო იის, რომ რაული მაგის გამკეთებელია.
-ძმობა და ერთად გაზრდა ხელს არ უშლის, რომ ერთი მეორეს მტერი გახდეს. შენ თუ გგონია, რომ ახლა სისულელეს ვამბობ ძალიან ცდები. მართალია შენზე ბევრად პატარა ვარ, მაგრამ ჩემს სიტყვას ყოველთვის ფასი აქვს. არასდროს ვიტყოდი ამას, შიგნით სიმართლის ნასახი რომ არ ერიოს, არასდროს დავდებ ბრალს უდანაშაულოს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი გადავარჩინო. არ ვამბობ, რომ რაული დამნაშავეა რამეში, მაგრამ არც იმას ვიტყვი, რომ არაფერშია დამნაშავე. რჩევას გაძლევ, როგორც მეგობარი, ახლა შწნზეა დამიჯერებ თუ არა,-წამოდგა და ხელი გაუწოდა,-მენდობი?-გიორგიმ ჯერ გაწვდილ ხელს დახედა, მერე ნიკოს შეხედა და გამოწვდილ ხელს ხელი შეაგება.
-გენდობი.
-როგორც ძმა-ძმას?
-არა, როგორც მომავალი სიძე მომავალი ცოლის ძმას, - ორივეს სიცილი აუტყდათ.
-კიი, კიი როგორ არა, მომავალი სიძე და მომავალი ცოლის ძმა, აბა რაა, - სამზარეულოში ელენეს ხმა გაისმა და ორივე მისკენ შეტრიალდა. მაცივართან მივიდა, წყალი გამოიღო, ჭიქაში დაისხა, დალია და ხელი მამაკაცებისკენ გაიშვირა, - ორი იდიოტი, - გატრიალდა და მეორე გასასვლელიდან გავიდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent