შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო (4)


17-07-2019, 23:33
ავტორი სელენე
ნანახია 405

ტანგო (4)

"ტანგო ავსებს სიცარიელეს ადამიანიდან ოცნებამდე. უსიტყვო დიალოგში უნდა მოახერხო და აუხსნა პარტნიორს ყველაფერი, რისი ახსნაც გინდა და მიგაჩნია საჭიროდ"… ეს სიტყვები ჯერ კიდევ 12 წლისას მითხრა პედაგოგმა და მას შემდეგ დარჩა ჩემს გონებაში. გუშინ, როდესაც მე და ცოტნემ ვიცეკვეთ პირველად გავიგე ამ სიტყვების აზრი. მე ვოცნებობდი მეცხოვრა 1 კვირის გაცნობილ ბიჭთან სიცოცხლის ბოლომდე... ჩვენ ერთმანეთს თვალებში არ ვუყურებდით, არც ვესაუბრებოდით მაგრამ როცა ვცეკვავდით მე მესმოდა მისი... ჩვენს გრძნობებს ოდნავი მინიშნებებით გამოვხატავდით. ცეკვაში ერთდროულად თავშეკავება და ვნება, სიმკაცრე და თავისუფლება, სინაზე და აგრესიულობა იგრძნობოდა. ვგრძნობდი რომ ჩემ მიმართ გულგრილი არ იყო მაგრამ ფიქრი რომ ის მექალთანე და შარიანი ბიჭია მოსვენებას არ მაძლევდა. რატომ ვფიქრობდი დილის 9 საათზე ასეთ რამეებზე არ მესმოდა მაგრამ ნელ-ნელა ვეჩვეოდი ცოტნეს და ეს მაშინებდა.
-გღვიძავს? _აბაზანიდან ხალათიანი ინგა გამოვიდა
-ხო ახლა გავიღვიძე.
-რაზე ფიქრობდი?
-არა, არაფერზე...
-შეგიძლია მენდო. ცოტნეზე ხო?
-ჰო... _ღრმად ჩავისუნთქე
-ელენ, ცოტნე შენ მიმართ გულგრილი არაა, მაშინვე შევამჩნიე გუშინ ლექსი რო წაიკითხა, შენთვის თვალი არ მოუშორებია. მერე რომ იცეკვეთ... საოცრება იყო
-პირველად კიარ ვცეკვავ მასთან, უბრალოდ გულს მირევს დიანას და მაგის საქციელი
-უთხარი
-რა ვუთხრა? რომ ცოტნე დიანაზე ვეჭვიანობ და აღარ ვნახო თმაში ხელი შეგიცუროს ან კალთაში გეჯდეს მეთქი ?
-არა მაგას ვერ ეტყვი. უბრალოდ მიახვედრე რომ არ მოგწონს როცა ისე იქცევიან თითქოს ცოლ-ქმარი იყვნენ ან ვაფშე დაიკიდე და ყურადღება არ მიაქციო. იგრძნობს და როცა გკითხავს დაელაპარაკე, ახლა კი ძვირფასო ადექი იბანავე და სამზარეულოში გამოდი ყავას დაგახვედრებ. ჯერ მაინც ყველას ძინავს, დავლიოთ და საჭმელი გავაკეთოთ რამე. შხაპი მივიღე, თეთრი ტოპი, ჯინსის ღილებიანი, მოკლე კაბა ჩავიცვი და თმა ცხენის კუდად შევიკარი. სამზარეულოში ინგა ცხელი ყავით ხელში იდგა და ტელეფონს ჩაჰყურებდა.
-აბა რასვაპირებთ?
-ჯერ ყავა დალიე, სანამ გაიღვიძებენ საჭმელი გავაკეთოთ და სხვათაშორის ეგკაბა გიხდება.
-რა გავაკეთოთ საჭმელი? _ვკითხე ინგას
-კარტოფილი შევწვათ, კიტრის და პომიდვრის სალათიც გავაკეთოთ და სოსისი მოვხარშოთ, კომბოსტოს სალათიც არ იქნებოდა ცუდი.
-ბიჭები მაგას შეჭამენ?
-ბებიამათისამ. აბა რა გავუკეთო.
-ქათმის ფრთები გვაქ და შევწვათ?
-ხო კაი ეგეც. ეხლა გიორგის გავაღვიძებ პური მოიტანოს.
_ინგამ დიდი ქვაბი წყლით გაავსო
-სად მიგაქ?
-ხომ გითხარი გიორგი უნდა გავაღვიძო.
-მოგკლავს _გამეცინა.
-წამო შენც თუგინდა
-არა იყოს _გავუღიმე და ყავის დალევა გავაგრძელე. ინგამ გიორგის და ცოტნეს ოთახის კარი ფრთხილად გააღო.
-აქ რაგინდა? _ლოგინიდან ადგა ცოტნე
-ჩუმად, პურია მოსატანი და გიორგი უნდა გავაღვიძო
-მოგკლავს
-ვერაფერსაც ვერ მიზამს
-მე წავალ თორე აქ კაი არაფერი მოხდება. ცოტნე ოთახიდან გავიდა. <ძალიან საყვარელი ხარ ძვირფასო როცა გძინავს, მაგრამ რას ვიზამთ, შურისძიების დროა> გაიფიქრა ინგამ და მთელი ქვაბი წყალი მძინარე გიორგის გადაასხა. გიორგი უცებ წამოვარდა. შეშინებული იქნევდა მუშტებს და გიჟივით ფეხებს საწოლზე თითქოს ვიღაც მის ცემას ცდილობდა. სამი წუთი დასჭირდა აზრზე მოსასვლელად და როცა გააცნობიერა რა ხდებოდა მოკისკისე გოგოს, რომელიც სიცილით იგუდებოდა მტრული მზერა ესროლა
-რა ჯანდაბას აკეთებ ინგა _უყვირა გოგოს
-პურია მოსატანი და გაგაღვიძე რომ იყიდო _სერიოზული მზერით შეხედა გოგონამ გაცოფებულ ბიჭს
-მეღადავები ხო?
-არა მართლა გეუბნები, პურია საყიდი.
-ინგა სულ შეიშალე გოგო? არ შეიძლება მძინარე ადამიანს ლოგინში წყალი გადაასხა. გული რომ გამხეთქოდა შიშისგან რას აპირებდი.
-ვის გაუსკდა გული თავზე წყლის გადასხმით, ერთი ის მაინტერესებს შიშისგან ხოარ ჩაიფსი _სიცილს აგრძელებდა აჟიტირებული გოგო. გიორგი ლოგინიდან ადგა. სველი მაისური გაიხადა და გოგოს თავზე შემოახვია
-რას აკეთებ ველურო
-მძინარეს წყალი გადამასხი და კიდე მე ვარ ველური? ყველაზე აუტანელი ადამიანი ხარ მათ შორის ვისაც ვიცნობ. დამაცადე შენ რა დაგემართო. ეს მოსაგონი იქნება.
-კარგი ერთი. _მაისური მიაგდო გიორგის
-იცინე და ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს
-იასნა მე
-გახვალ ოთახიდან თუ დავიწყო გახდა _ირონიული ღიმილი ესროლა გიორგიმ
-ნეტა დებილი არიყო_კარი გაიხურა და სამზარეულოში გავიდა.

სპორტული ჩაიცვა თუ არა ოთახის კარი ინგამ შეაღო. ცოტნემ გადაწყვიტა რომ მათ საქმეში არ ჩარეულიყო და "შეშლილთა თამაშებისთვის'' შორიდან ედევნებინა თვალი. სიგარეტს ხელი დაავლო და სამზარეულოში გავიდა. მოფუსფუსე ელენას დანახვაზე გაეღიმა. მოსწონდა ეს გოგო, მოსწონდა როგორ ეჭვიანობდა და არ აღიარებდა დიანაზე, როგორ ცეკვავდა მასთან და ერთი შეხედვით როგორი წყნარი იყო. ეს გოგო მისთვის იყო შექმნილი... მისი მწვანე თვალები, გამოყვანილი ტუჩები და მოვარდისფრო ლოყები საოცრად იზიდავდა.
-გიხდება ეგ კაბა
-მადლობა. დღეს უკვე მეორე ხარ ვინც მაგას მეუბნება
-ინგა რასაპირებს ნახე? მესამე მსოფლიო ომი იწყება
-ვიცი მითხრა წამოდი და იღადავეო. არ გინდა მაისური ჩაიცვა?
-რატომ, გაბნევ და გეშინია ხელი არ გაიჭრა? _გაეღიმა ცოტნეს
-არა ცოტნე. ხახვს ისედაც დავჭერი, უბრალოდ დიანა გაიღვიძებს და არ მინდა თქვენ ტყლარწვას ვუყურო.
-ეჭვიანობ?
-არა ძვირფასო.
-რას მენაგლები გოგო რაგინდა
-გითხარი რამე მინდა მეთქი.
-ვინ გაწყენინა _ცოტნემ სიგარეტის მოწევა გააგრძელა.
-არავინ
-აბა მარცხენა ფეხზე ადექი?
-ცოტნე ნერვებს მიშლი უკვე.
-რავთქვი ასეთი _დაიბნა ბიჭი
-არაფერი არ გითქვამს
-აბა რაგინდა
-არმინდა არაფერი, უბრალოდ მოკეტე
-დიანაზე ჭედავ ხო?
-ცოტნე შენი და დიანას ურთიერთობა მე არ მეხება
-მაგრად გამიტყდა გუშინრო თქვი მედა ცოტნე მეგობრები ვართო _სიგარეტი ჩააქრო
-აბა რა უნდა მეთქვა?
-სიმართლე. ის რომ მოგწონვარ და ნერვები გეშლებოდა დიანა რომ ჩემთან იჯდა
-აზვიადებ
-სულაც არა. სხვებს მოატყუებ, მე ვერა საყვარელო
-რაგინდა ცოტნე შემეშვი რაა
-აღიარე
-რა უნდა ვაღიარო დებილი ხარ ხო? _ცოტნე წინ ამესვეტა. Gucci Guilty-ის სუნი ჩემ ნესტოების მიწვდა და როგორც ყოველთვის გონება ამირია.
-გაიწი თორე ცეცხლი გაჩნდება
-ჯერ მითხარი რომ მოგწონვარ და დიანაზე ეჭვიანობ
-ნუ ბავშვობ გაიწიე
-დილამშვიდობის ბავშვებო _ოთახში გაბრელი შემოვიდა და ელენამაც ამოისუნთქა
-რა კარგ დროს შემოხვედი გაბრიელ კი არ იცი. შენთან საუბარი არ დამიმთავრებია ქალბატონო. _მიუბრუნდა ისევ გოგოს რომელიც უკვე ზეთში ხახვს ყრიდა
-რაგინდა
-არაფერი ვაფშე
-აუ ელენე ყავას ამიდუღებ? სხვათაშორის გიხდება ეგ კაბა
-ხო მაცადე 2 წუთი
-მეც რა _ილია ცოტნეს მიუჯდა, რომელსაც ოთახში ინგა შემოყვა
-დილამშვიდობისა ბავშვებო
-რას ამზადებთ ძევაჩკებო? _ახალგაღვიძებული ირაკლი გამოვიდა სიტყვაში -ელენა მაგრად გიხდება ეგ კაბა
-მადლობა მადლობა. ყავს შენც დალევ?
-აუ კი რაა.
-მეც მინდა, ოღონდ ელენამ გამიკეთოს. _გამოაცხადა ცოტნემ და ელენას უკმაყოფილო მზერაც დაიმსახურა.
-ცოტნე რატომ არ მითხარი ეგ ალქაჯი რას აპირებდა
-არვიცოდი შენთავს ვფიცავარ _გაეცინა ცოტნეს
-რამოხდა? _ერთდროულად იკითხეს ილიამ და გაბრიელმა
-დღეს დილით ცოტა ადრე გავაღვიძე და წუწუნებს რაქნას
-მთელი ვედრო წყალი მძინარეს გადამასხა მაგ მაიმუნების მეფემ პური იყიდეო.
-ნუ მიღანძღავთ ელენეს და პური საპურეშია. გუშინ ჩავაწყვე რომ არ გამხმარიყო. აუ ელენ რაკაი კაბა გაცვია გიხდება _ სამზარეულოს კართან აისვეტა ნინი
-საჭმელი მალე მზად იქნება. თათია და დიანაც გააღვიძეთ
-გვღვიძავს უკვე. _ოთახში ჯერ თათია შემოვიდა და უკან დიანაც შემოყვა. ამ უკანასკნელს ძალიან მოკლე შორტი და ამოღებული ზედა ეცვა. მისი მკერდის ნებისმიერ გოგოს შეშურდებოდა. თათია ილიას გვერდით მოკალათდა, დიანა კი ცოტნეს მიუჯდა. ელენამ და ინგამ ყავა ჩამოარიგეს
-ხომარ მოწამლე? _ჰკითხა გიომ ინგას და ლანგრიდან ყავა აიღო
-თუ ენას არ ჩაყოფ არაფერს გიზამს.
-ნუ იკბინები ჭარხალა
-მოვკლავ ამას ახლა
-დღეს რა გეგმები გვაქ ბავშვებო? _იკითხა ნინიმ და მაგიდის გაშლა დაიწყო
-რავი ნელნელა წამოვა იდეები. 1ამდე ბიჭებს არ გვცალია _გამოაცხადა თემომ. რათქმაუნდა ყველა მიხვდა რატომ არ ეცლებოდათ და ზედმეტი კითხვით თავი არ შეუწუხებიათ.
-ერთხელ ინგას უნდა მოვაწევინო _გაიცინა გიომ
-კიაბა, რომ შენნაირი 'ჩარჩენილი' ვიყო. არა მადლობა ასეც კარგად ვარ.
-ყველაფერზე მზად აქ ტიპს პასუხი _ყველა მაგიდას მიუჯდა. მალე ისადილეს და დაიფანტნენ. ბიჭები თავიანთ 'საქმეზე' წავიდნენ. გოგოებმა ალაგება დაიწყეს თან გაუთავებლად ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ. თათია და დიანა დახმარების მაგივრად ტელევიზორს მიუჯდნენ მაგრამ გოგონებისთვის ხასიათი ამას არ გაუფუჭებია. ბიჭები კი 'საქმის' დამთავრების შემდეგ გიორგის დაჟინებული მოთხოვნით სახლის გვერდზე მდგარ ამოვსებულ ჭაში ტალახს ზელდნენ. საქმეს ნახევარ საათში მორჩნენ და სახლში დაბრუნდნენ.
-გიო სადაა? _იკითხა ინგამ
-გარეთ არი. ხუთ წუთში შემოვა. ინგამ ქვაბი წყლით აავსო და კარების გვერდზე მდგარ კომოდზე აძვრა. 3წუთში გიორგის თავზე წყალი თქრიალით დაესხა.
ღრმად ჩაისუნთქა და მოკისკისე გოგოს გახედა.
-უნგა 2 წუთით ვიფიქრე რომ ცოდა ხარ ტალახის აბაზანისთვის მაგრამ ახლა ვაცნობიერებ რომ ყველაფრის ღირსი ხარ. _სანამ ინგა რამის გააზრებას მოასწრებდა უკვე გიოს მხარზე ყავდა გადაკიდებული და ეზოში მიარბენინებდა
-დამსვი შე დებილო ქალამანა _მუშტებს ურტყამდა და ფართხალებდა ინგა
-თვალი თვალის წილ საყვარელო _უთხრა გოგოს გიორგიმ და ტალახით ამოვსებულ ჭაში ჩააგდო. გოგო მკერდამდე ტალახში ჩაეფლო მაგრამ გიოს შურისძიება ამით არ დამთავრებულა. ტალახით სავსე ვედრო აიღო, გოგოს თავზე დაასხა და შემდეგ ვედრო თავზე ჩამოაცვა. ინგა კიოდა, წიკვინებდა, ყვიროდა, ფართხალებდა მაგრამ გაბრაზებული და გაწუწული გიო ყურადღებას აღარ აქცევდა. თვალები გაიწმინდა და თავიდან მოხსნილი ვედრო გიოს ესროლა. მის გარდა ყველა იცინოდა. გიორგიმ ნამდვილად გაუჩალიჩა
-ნაგავო, დამპალო, გველო, დაუნო, ერთუჯრედიანო ეს რატომ გამიკეთე _კიოდა ხმაგატეხილი და მთლიანად დასვრილი გოგო
-იმიტომ რატომაც დილით შენ გადამასხი წყალი _სიცილით უპასუხა გიომ
-ერთუჯრედიანო, მოგკლავ როგორც კი აქედან ამოვალ _იმუქრებოდა გოგო და ტალახიდან ამოსვლას ცდილობდა
-ხომარ დაგეხმარო _ხელი გაუწოდა გიომ. აწუწუნებული გოგო ტალახიანი ხელით ჩაეჭიდა და ის იყო ამოძვრა რომ გიორგიმ ხელი გაუშვა და ისევ ტალახში ჩაეფლო.
-მაპატიე ხელი გამეშვა _იცინოდა გიო
-მოგკავ შე დამპალო ბიჭო, არ გაცოცხლებ _ამჯერად გიო ამოსვლაში დაეხმარა და გოგო მიწაზე დადგა.
-ეს ჩემი საყვარელი შარვალი იყო _ჩაილაპარაკა საწყლად
-არაუშავს ახალს გიყიდი
-არც კი იცი ვინ გადაიკიდე გიო _შებრუნდა გოგო სახლში წასასვლელად
-სად მიდიხარ? _გიომ ხელში წყლის მილი აიღო
-ჯოჯოხეთში მომყვები? არა გიო, არ გაბედო იცოდე არ დაგინდობ წამით_აფრთხილებდა ინგა მაგრამ გიოს უკვე მისი აღარ ესმოდა. წყლის მილი გახსნა და გოგოს მიუშვირა.
-ჯოჯოხეთში ტალახიანს არავინ არ შეგიშვებს _ჭიხვინებდა გიო და გაქცეულ გოგოს დასდევდა.
-აუ რა დაერხა გიოოს _იცინოდა ილია. გიომ წყალი დაკეტა და მილი იქვე მიაგდო
-ახლა რაღას მეტყვი საყვარელო?
-მოგკლავ გიო _უყვირა ინგამ და სახლში შევარდა. გიო გამარჯვებულის სახით მიუჯდა მაგიდას ეზოში.
-ახლაც არ დაისვენებს?
-ვფიქრობ რაღაც საშინელებას მოგიმზადებს. _უპასუხა ელენამ
-წამოდით რამე ფილმს ვუყუროთ რა
-მომწონს ეგ იდეა ნინი _ილიამ გოგოს ხელი გადახვია
-თქვენ ჩართეთ და მე აქაურობას მივალაგებ
-წამო რა ელენ, ნუღარ სულელობ მერე მივალაგოთ
-არა უცებ ავიღებ ამათ.
- კაი შენი ნებაა _ყველანი სახლში შევიდნენ. ეზოში მხოლოდ ცოტნე და ელენა დარჩნენ.
-მშვენიერო შეეშვი მაგას და მოდი რა ორი წუთი დაჯექი
-არ მივალაგო?
-მერე ისევ შენ გამოიტან რო დაგვჭირდება, დაანებე და მოდი დაჯექი
-მაშინ წამო შევიდეთ
-მოდი _ცოტნეს სიტყვებმა ბრძანებასავით გაიჟღერა. ელენა მის მოპირდაპირე სკამზე დაჯდა
-ვატყობ რაღაცის თქმა გინდა
-კი ელენა.
-გისმენ
-გუშინ ლევანი შენ ბინაში იყო
-შენ რაიცი
-ბექამ მითხრა
-ლიზას ბექამ?
-ჰო. ლიზას ბექამ
-ნეტავ რაუნდოდა
-არვიცი, უბრალოდ ფრთხილად უნდა ვიყოთ. აქედან რომ ჩავალთ იქ მარტო ვერ დარჩები.
-ნელნელა ვხვდები რის თქმა გინდა და აქედანვე უარს გეუბნები
-უარი არ მიიღება. აქედან რომ ჩავალთ შენ ჩემთან გადმოხვალ სახლში
-ბუს კვერცხები არ გინდა?
-არა, შენთან მინდა. მინდა რომ სულ ჩემთან იყო, უსაფრთხოდ.
-რა?
-რამე გაუგებრად ვთქვი?
-რაო ჩვენ ცოტნიკოს დიანა მობეზრდაო?
-ელენა ატრაკებ. იცი დიანა ჩემი ყოფილია და არანაირი არაფერი
-ყოფილები თქვენსავით არ იქცევიან _სკამის საზურგეს მიეყრდნო ელენა. ცოტნეს ტუჩებს ღიმილი დაეტყო
-რა ლამაზი ხარ რომ ეჭვიანობ კიარ იცი.
-რა დებილი ხარ კიარ იცი
-წამო შევიდეთ. დაიმახსოვრე რაც გითხარი და დიანაზე აღარ იდარდო.
-არ ვდარდობ ცოტნე
-კაი კაი _ცოტნემ ხელები გაშალა -ახლა უნდა ჩამეხუტო წესით
-ოჰ კიდე?
-დანარჩენს მერე მოვიფიქრებ
-გამოშტერდი ხო? _ცოტნე გოგონას მიუახლოვდა და ჩაეხუტა.


ფილმის ყურებას საღამოს 9 საათზე მორჩნენ და მუსიკები ჩართეს. ჯერ ცეკვავდნენ. შემდეგ გიორგიმ კარაოკე შემოიტანა და ახლა ამით გადაწყვიტეს გართობა. ყველანაირი სიმღერა იმღერეს. გაბუტულმა და შეციებულმა ინგამაც კი იმღერა მაგრამ ვაი ამ სიმღერას. ხალხს ყურები დაუგუბა.
-ყურზე სპილომ დააბიჯა _გოგომ გიორგის კომენტარი უპასუხოდ დატოვა და სიმღერა გააგრძელა. ელენა ჯერ ბედნიერი სახით ტკბებოდა სანახაობით. შემდეგ გადაწყვიტა მასაც ემღერა და Pessenger -ის Let her go უმაგრესად შეასრულა.
-ცოტნე ახლა შენ იმღერე _მიკროფონი მიაწოდა თათიამ
-არა სიმღერა არაა ჩემი საქმე
-მაშინ რაარი შენი საქმე? _მიკროფონი ისევ ადგილზე დააბრუნა
-ლექსი წაიკითხოს წუხანდელივით _დაიწრიპინა დიანამ
-იგივე ლექსი წავიკითხო?
-არა სხვა რამე _ჩახლეჩილი ხმით უთხრა ინგამ
-კარგი _ცოტნე მხრებში გასწორდა და ლექსის კითხვა დაიწყო.
-დროს ხელის გულზე
სილიკონის უდევს ეპოქა,
ბირთვულ ღრუბლებში მიჭიხვინებს
ვერცხლის პეგასი.
კლასიკურ პროფილს
კლონის კლიშე გადაებოგა,
ბამბის ფიფქივით თოვს ღიმილი სტატუეტკასი.

ახლა ცელოფნის ქარში ფრიალს
ჰქვია მშვენება,
ჭორფლიანმა მზემ
მკრთალი სხივით ზეცა შებოლა.
იშვიათობა,
შენეული,
ღირს აჩემებად,
რა საჭიროა მადრიგალი ან ჰიპერბოლა...

შენ ეს სამყარო შეგიძლია
მზერით მიბანგო,
დადიხარ მოდა,
ყველა დროის სტილი რომ ერქვა.
მოდი, მე და შენ, ძველმოდური ვიცეკვოთ ტანგო,
ვიდრე ცალ-ცალკე მოგვიწევდეს
სიკვდილთან ცეკვა.

შენში ნიამორს ენაცვლება შავი ავაზა,
სინაზეს-ჯინი,
დამპყრობელის გზას რომ მიუშვი.
რადგან ცხოვრებამ
პოდიუმი შემოგთავაზა,
ნუ გეშინია, უფალია თავად ჟიურში.

წაიღო ოხრად
ბედისწერამ სიცოცხლის მანკო,
წასასვლელ დღეთა, ჰორიზონტზე,
რიგი თხელდება.
მოდი,
მე და შენ,
თავხედურად ვიცეკვოთ ტანგო,
ვაჩვენოთ სიკვდილს, როგორ უნდა გათავხედება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი დიანა

ვაიმე,გავგიჟდი ისე მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent