შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავი გრძნობები (3)


18-07-2019, 02:24
ავტორი Mæra
ნანახია 1 435

4-5 საათი იქნებოდა ძლივს რომ გამოფხიზლდა მთელი ღამის უძილარი მანიკა. ესიკვდილებოდა ოთახიდან გამოსვლა, რა აუხსნიდა ბიჭებს სად იყო მთელი ღამე. არც უნდოდა ვინმესთვის რამე ეთქვა. ალექსანდრე იმდენად იდეალური ეჩვენებოდა, ეგონა მისი გამოგონილი პერსონაჟი იყო. ამ თეორიაზე დილით იფიქრა , სანამ ჩაეძინებოდა. მოშიებული ჩამოფრატუნდა პირველ სრთულზე და მისაღებში შეკრებილი 5 წყვილი თვალის ყურადღებაც დაიმსახურა.
-სად დატასაობ მანო?- ცივად გახედა ლუკამ, - ვინ მოგიყვანა ამ დილით.
- შენ რა იცი?- წარბები მაღლა აზიდა და ჩაიდანი დადგა ყავის გასაკეთებლად.
- მანო, ხო იცი ვერაფერს გამომაპარებ. ვისთან იყავი-მეთქი.
-ლუკა, ტონს დაუწიე, 5 წლის აღარ ვარ და არ ვარ ვალდებული ანგარიში გაბარო, როდის, სად და ვისთან ერთად დავდივარ.
- აჰა, მაგარი გოგო ხარ,- ეგრევე წყენა დეტყო სახეზე,- მე გაფრთხილებ, არ მინდა გული გეტკინოს.
სხვებს ხმაც არ ამოუღიათ. ყავა დაისხა, რამდენიმე ტოსტი მოამზადა და საძინებელში აბრუნდა. გოგოები ეგრევე უკან გაჰყვნენ.
- მანიკა, რას მალავ ასე გაფაციცებით?- სავარძელში ჩაეშვა სოფა.
- არაფერს გოგოებო, ისეთი არაფერი ხდება რომ მოგიყვეთ.
- ვისთან ერთად იყავი მართლა? ლუკამ მანქანა დავინახე, ნომერიც მანქანისო, მაგრამ ვერ გავარკვიე ვისი მანქანა იყოო. ვინაა ის ბიჭი?
- რა იცი რო ბიჭია, სალომე? - თვალები აატრიალა და გემრიელად ჩაკბიჭა ტოსტი.
- ის ვიცი, რომ როცა ვახსენეთ სახეზე გაწითლდი, -სოფამ ტაში შემოკრა, - მოგწონს არა?
- ვინ მომწონს გოგო, 2 ჯერ ვნახე სულ . ნუ სულელობთ.
- ანუ არაფერი? - ეჭვნეულად იკითხა სალომემ.
- გოგოებო, გეფიცებით, არაფერი ხდება, სრულიად არაფერი. უბრალოდ მანქანით ვსეირნობდით.
- ბოლოს სალიო და რომა მანქანით უბრალოდ სასეირნოთ რომ წავიდნენ, სალომე ქალწულობას გამოემშვიდობა,- ახარხარდა სოფო.
- მათ ერთმანეთი უყვარდათ, მე კიდე არც კი მომწონს ის ბიჭი, უბრალოდ ხო იცით მიყვარს მანქანით სეირნობა, - მხრები აიჩეჩა.
- ლუკას ეწყინა ის რომ უთხარი,- მოიღუშა სალომე.
- ვიცი, მერე მოვუხდი ბოდიშს და შემოვირიგებ.


ლუკა მთელი დღე გაბუტული დადიოდა. ხმას არ იღებდა და საერთოდ არავის ელაპარაკებოდა. ბოლოს მანქანით გავიდა სადღაც და მთელი დღე არ გამოჩენილა. რომა და თემუკაც გოგოებს ეხმარებოდნენ სახლის საქმეებში. ყველა მოწყენილი იყო. დილანდელმა ინციდენტმა ცუდ ხასიათხე დააყენა თითოეული მათგანი. მანიკა გრძნობდა დანაშაულს, იცოდა რომ ლუკას ძალიან აწყენინა და ისიც იცოდა ლუკას მიმართ ნათქვამი სიტყვები ყველამ საკუთარ თავზე მიიღო ამიტომ მოწყენილი იჯდა ეზოში და არ უნდოდა ვინმე დაენახა, ვინმესთვის თვალებში ჩაეხედა.
ოჯახის წევრების გარდაცვალების შემდეგ იმდენი რამ გააკეთა თითოეულმა მანიკასთვის, ის კი ასე უხდიდა სამაგიეროს? არა, ყველაფერს გამოასწორებდა, საჭირო იყო მხოლოდ საკუთარ თავსა და პრიორიტეტებში გარკვეულიყო.
საბედნიეროდ იმ დღეს ალექსანდრე არ გამოჩენილა, ამიტომ მის გონებაშიც ბიჭის მოგონებები მიწყნარდა და მიინავლა. საღამოს, სახლში დაბრუნებულ ლუკას პატარა კნუტივით მიუცუცქდა და პატიებას იქამდე სთხოვდა , სანამ გაბეზრებულმა ლუკამ გულში არ ჩაიკრა და აკოცა. შემდეგ ყველას ჩამოურბინა მანიკამ და სათითაოდ მოუხადა ბოდიში. ძღვნად კი ლოყებს უკოცნიდა.
საღამოს ყველამ ერთად ივახშმა ფილმის ფონზე. ბევრი იცინეს და მშვიდად გაატარეს დრო.
ყველა დაწვა დასაძინებლად, მანიკა კი სააბაზანოში იყო, შხაპს იღებდა, როცა ტელეფონმა დაურეკა. ონკანი გადაკეტა და საშხაპიდან დაწვდა ტელეფონს.
-გისმენთ,- არც დაუხედავს , ისე უპასუხა უცხო ზარს.
- პატარა, შენი დახმარება მჭირდება სასწრაფოდ.
- ალექსანდრე? - ლამის შეკივლა გაოცებისგან, - რა ხდება?
- ჩუმად გადმოდი ჩემთან სახლში და დამეხმარე, ცოტა დაჭრილი ვარ, - ტკივილისგან გაბზარულ ხმას გრძნობდა მანიკა.
- სახლში არავინ გყავს? -ძალიან არ უნდოდა მარტო მყოფი უცხო ბიჭის სახლში ასულიყო.
- მანიკა, - ხმა დაძაბა ბიჭმა, - ვინმე რომ მყავდეს, შენ ხომ არ დაგირეკავდი.
- მოვდივარ! - სასწრაფოდ ჩაიცვა და ფეხაკრეფით გავიდა სახლიდან. შეუმჩნევლად გადაკვეთა გზა და ეზოში შევიდა. სახლის კარები ღია დახვდა, გააღო თუ არა დაიძახა, თუმცა ხმა არავინ გასცა.
- ალექსანდრე, აქ ხარ? - მისაღებში შევიდა და დაიყვირა.
- სააბაზანოსი შემოდი, - ბიჭს საოცრად დაღლილი ხმა ქონდა.
მანიკამ ოდნავ შეღებული კარები გააღო და გაშეშდა.
- რა მოგივიდა? - მთელი იატაკი სისხლით იყო დასვრილი. მხრის ძვლის გარშემო ხორცი რამდენიმე ადგილას იყო გაგლეჯილი.
- გულში მიმიზნებდნენ და 3ჯერ ამაცილეს. გამჭოლი ჭრილობები არაა, მაგრამ 200 გრამამდე ხორცი მომაკლდა ალბათ, -გაღიმება სცადა, თუმცა დაჭყანვა უფრო გამოუვიდა, - გთხოვ, შემოსასვლელის კარადაში სუფთა პირსახოცებია, სამზარეულოში კი წითელი ყუთი წამლებისთვის და მოიტანე. რამე გააკეთე, უკვე ვეღარ ვინძრევი.
მანიკა დაიხარა და თავი ააწევინა. საოცრად დაღლილი სახე ქონდა, ტკივილისგან განაწამები.
- სანდრო,- გატეხილი ჩანდა გოგონას ხმა, -ექიმის დახმარება გჭირდება. მე ... მე.. დაგეხმარები, მაგრამ იქნებ სწორად არ გავაკეთოთ რამე და უფრო გავართულოთ
- ნუ ნერვიულობ, უბრალოდ ყუთში საჭირო წამლებია , ყველაფერს გეტყვი.
ჩქარი ნაბიჯით გავარდა სამზარეულოში და ღია თაროზე ყუთსაც მიაგნო. არც უფიქრია , ისე მოძებნა პირსახოცები და სასწრაფოდ შევიდა სააბაზანოში.
ყველაფერს ალექსანდრეს მითითებით აკეთებდა. დაფლეთილი, გასისხლიანებული საროჩკა შემოაჭრა, სხეული სველი პირსახოცით გაუწმინდა, ალექსანდრეს მითითებით დაამუშავა ჭრილობები, რომლებიც სისხლის ჩამობანვის შემდეგ არც ისეთი საშინლები აღმოჩდნენ. ბოლოს გამაყუჩებელი გაუკეთა. ნემსს პირველად აკეთებდა მანიკა და ცოტა პანიკაში ჩავარდა, ხელები უკანკალებდა, მაგრამ შიშს სძლია და თითქმის უმტკივნეულოდ გაუკეთა მხარში.
- მადლობა, ალბათ ძალიან შეგაშინე.
- ნამდვილად, ამდენი სისხლი არასდროს მინახავს, - გვერდით მიუჯდა ბიჭს და თავი კედელს მიადო, - ცოტას დავისვენებ და მერე საძინებლამდე მისვლაში დაგეხმარები.
- კიდევ ერთხელ მადლობა. ფაქტობრინავ სიკვდილს გადამარჩინე.
- არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებ. ჩვენ თითქმის არ ვიცნობთ ერთმანეთს, - თვალი წინა კედელზე გასწორებოდა მანიკას, - მე კი ძალიან ვინერვიულე, მეგონა...
- გეგონა ჩემი ბოლო იყო, ხო?-გაეცინა ბიჭს და წამოდგომა ცადა. გადახვეული ჭრილობიდან მაშინვე სისხლმა დაიწყო დენა.
- ექიმს მაინც უნდა ანახო, - უცბათ ადგა მანიკა და შეეცადა თავისზე ორჯერ დიდი სხეული წამოეყენებინა.
- სიარულს შეძლებ?
- მანნიკა, ფეხში არ ვარ დაჭრილი.
- მაგრამ სუსტად ხარ. ალბათ დილამდე სიცხესაც მოგცემს.
- ნუ ღელავ. შეგიძლია სახლში წახვიდე. მადლობა. არასდროს დაგივიწყებ პატარა,- მაჯვენა ხელით სახეზე მოეფერა და მოულოდნელად წაეტანა მის ტუჩებს.
- არ წავალ, - ჯუქური მზერა გაუსწორა ბიჭს.

საწოლზე იჯდა და მძინარე მამაკაცს უყურებდა. მხოლოდ ახლა დააკვირდა მის ოდნავ დაკუნთულ სხეულს და ძალიან, ძალიან ბევრ ნაიარევს. მიხვდა რომ საერთოდ არ ეშინოდა ტკივილის, რომ ბევრჯერ ქონდა გადატანილი მსგავსი რამ. გრძნობდა, რომ ახლაც ტკიოდა, ტკიოდა მთელი ეს დრო მაგრამ არ იმჩნევდა, არ უნდოდა გოგო მეტად შეეშინებინა. ახლა კი, როცა ერთი შეხედვით მშვიდად ფშვინავდა, მანიკა ხედავდა მის დაჭიმულ სახის ნაკვთებს და ღრმა, ნელ სუნთქვას და იცოდა, ძილშიც კი აწუხებდა ჭრილობა.

დილით გაეღვიძა. საერთოდ არ სურდა ჩაძინება, მარამ დაღლილობა და სტრესმა თავისი ქნა. საწოლზე მის გარდა არავინ იწვაა . სასწრაფოდ წამოხტა და სახლი დაათვალიერა. აარავინ იყო. სააბაზანოშიც გამქრალიყო წინაღამინდელი ყველა კვალი. დარეკვა უნდიდა, მაგრამ მიხვდა, რომ ალექსანდრეს რომ ნდომოდა , ასე არ აორთლდებოდა და გააფრთხილებდა კიდეც წასვლის შესახებ.
სახლი ისე დატოვა, თითქოს გასაქურდად შესული დამნაშავრ ყოფილიყოს.

- შენ აღარ ხუმრობ, - სახლში შესულს სამზარეულოში სოფია დახვდა, - სად იყავი წუხელ?
- ჩემ მეგობარს დახმარება სჭირდებოდა.
- ვინ მეგობარს? იმ ბიჭს ვისთანაც გუშინ იყავი?
- სოფი, გეყოფა. უბრალოდ ადე იყო საჭირო. ყავას გამიკეთებ?
- ღამე არ გეძინა? - წარბები აათამაშა გოგონამ.
- სოფი, დამშვიდდი, არაფერი მომხდარა. ისევ უბიწო ვარ, განახო? - გაიცინა მანიკამ.
- სულ უბიწო დარჩები, სიყვარულო,- უკანალზე ხელი წამოარტყა ლუკამ, - არასდროს მოგცემ უფლებას, ჩემი წმინდა გოგო გაქრეს.
- ეღადავე შენს ნაშებს, - ენა გამოუყო და სოფიას მიწოდებული ყავა მოსვა.
- სინამდვილეში, მანიკა, მინდა რომ ჩვენგან არაფერს მალავდე, იმიტომ რომ ყოველთვის მხარში დაგიდგებით.
- ძალიან მიყვარხართ ბავშვებო. მაგრამ დასამალიც არაფერ მაქვს. გუშინ ჩემმა მეგობარმა დამირეკა, დახმარება მთხოვა და მეც დავეხმარე. ახლა კი, თქვენის ნებართვით, წავალ წამოვწვები.

ბორჯომში დღეები უღრუბლო, გრილი და მხიარული გამოდგა. ხან სალაშქროდ დადიოდნენ, ხან ძველ მეგობრებს ხვდებოდნენ ერთად, ხან ეზოში კოცონის წინ სვავდნენ და მხიარულობდნენ.
2 კვირის შემდეგ თბილისს დაუბრუნდნენ. ყველაფერი კვლავ გაუფერულდა, მოუღუშა. სიცხე აწუხებდა ყველას, ამიტომ გარეთ იშვიათად გადიოდნენ. შაბათ-შაბათ კვირას ბიჭები გოგოებს გაუვლიდნენ და ხან რომასთან ადიოდნენ წყნეთის აგარაკზე, ხან ლუკასთან მცხეთაში. ბევრი რამეც შეიცვალა.
რომამ მამამისი კომპანიაში სტაჟიორად დაიწყო მუშაობა, ამიტომ ცოტა დრო რჩებოდა სამეგობროსთვისაც და სალომესთან ურთიერთობისთვისაც.
ლუკა ყოველდღე მანიკასთან იყო. ამბობდა, საშინელ დეპრესიაში ვარ და თქვენი დახმარება მჭირდებაო, რეალურ მიზეზს არავის უმხელდა. აღარც კლუბებში დადიოდა, აღარც ბარებში. მეგობრები დასცინოდნენ, მგობი შეყვარებული ხარ და უბრალოდ არ გინდა საკუთარ თავს გაუმხილოო. და არც ცდებოდნენ, თუმცა ამ ყველაფერს სწორედ საკუთარ თავთან გამხელილი გრძნობები იწვევდა. ლილეს არავინ იცნობდა, თვითონაც კი, ბოლომდე ვერ გაერკვია გოგონას ფიქრები, ხასიათები და გრძნობები რაც ძალიან აბნევდა და ერთგვარ ინტერესს იწვევდა ლუკაში. თუმცა, გოგოების მუსუს ლუკას ძალიან უჭირდა ამ აზრთან შეგუება. ვერ წარმოეგინა, როგორ დაეკავშირებინა თავისი სიცოცხლე მხოლოს ერთ ქალთან, რომელმაც უარი თხრა. ზოგჯერ ფიქრობდა, რომ ეს გრძნობა კი არა, აკვიატება იყო, მიღებული უარის გამო. ლუკას ასეატი ქცევა ერთგავრ დისოსნანსს იწვევდა, მანამ სანამ ყველას არ გაუმხილა საიდუმლო და მანიკსს სახლში ლილე არ დაპატიჟა, სამეგობროს გასაცნობად.
გოგოები ისე მოემზადნენ, როგორც დედამთილი ემზადება ახალი რძლის დასახვედრად. რამდენიმე სახის კერძი, დესერტი და სასმელი მოამზადეს, სუფრა გაშალეს და ერთი სული ქონდათ რენდგენში გაეტარებინათ მხიარული, ლაღი და ექსტროვერტი ლუკას დამჩაგრავის გასაცნობად.
სამივე კარებში დახვდა სტუმარს, როცა ლუკამ გოგონა მანიკასთან აიყვანა. ბიჭები ამ დროს აივანზე სიგარეტს ეწეოდნენ, როგორც გოგოები ამბობდნენ მშვიდად, თითქოს მათი ძმაკაცის ბედი არ წყდებოდესო.
კარებში მაღალი, თხელი აღნაგობის, ქერა-ცისფერთვალება გოგო შემონარნარდა, ლავანდისფერი სარაფნით და გოგოების გულები მაშინვე დაიპყრო. გრძნობდნენ , როგორ ღელავდა ლილე, მიხვდნენ რომ ლუკა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათთან კი არასდროს არაფერი დაიმალებოდა. მალევე შეიტყუეს ლაპარაკში და ვახშმის შემდეგ განმარტოვდნენ კიდეც. უკეთ გაიცნეს გოგონა და უფრო მოეწონათ, იმდენად ლაღი და გულწრფელი იყო, მიხვდნენ, რატომ აირჩია ლუკას უგრძნობმა გულმა სწორედ ის.
- გადასარევია, ბიჭი მოგვირჯულე მოკლედ,- ჩაიცინა მანიკამ. ლილე მაშინვე გაწითლდა, სოფოს გაეცინა.
- გიხაროდეს, ლუკა ასეთი არავის გვახსოვს. 1 კლასიდან გოგოებს დასდევდა, ნამდვილი მუჩაჩო იყო, ამ რამდენიმე თვეში კი შენ გარდა არავინ უხსენებია,-ჩაიცინა სოფიამ და სიგარეტს გაუკიდა.
- ხანდახან მგონია რომ მეთამაშება და რეალურად სხვა მიზნის გამოა ჩემთან, -უცბათ გაიხსნა ლილეც.
-იცი, რას გეტყვი ჩემო კარგო?-ღრმა ნაფაზი დაარტყა სოფიამ, -ბიჭი თუ მაგ მიზნის გამო არ არის შენთან ჩათვალე , რაიმე გადახრები აწუხებს. აი, სალიოს უყურე, იმდენ ხანს აწამა ჩვენი რომა, ბოლოს იმპოტენტი გახადა და ახლა იხლის თავში ხელებს. -გადაიხარხარა, რაზეც სალიომეს მუჯლუგუნი დაიმსახურა.
სამეგობროს ძალიან შეუყვარდა ლილე. ისიც გრძნობდა ამას და ყოველთვის სიხარულით დაყვებოდა ლუკას მათთან.
შემდევ უნივერსიტეტისთვის მზადება დაიწო.
ექვსივე მესამე კურსზე გადადიოდა. ზოგს პრაქტიკები ეწყებოდა, ზოგს საგნები ურთულდებოდა , ამიტომ წინასწარ პანიკაში და სტრესში იყვნენ.
ყველაზე მშვიდი მანიკა გამოდგა. სწავლის გარდა, სხვა უამრავ რამეზე ფიქრობდა, ამიტომ ცდილობდა საკუთარი განცდები ნაკლებად მოეხვია მეგობრებისთვის.
მთელი ზაფხულის განმავლობაში, თავიდან ვერ ამოიგდო ალექსანდრეზე ფიქრი, სად აღარ ეძებდა, რომელ სოციალურ ქსელში მაგრამ ვერაფერს გადააწყდა. ბოლოს შეეშვა, მაგრამ საოცარი ინტერესი კლავდა, რატომ გამოჩნდა, ან სად გაუჩინარდა ასე თვალის დახამხამებაში.

სასწავლო წელი ყველამ ბუზღუნით, მაგრამ, მაინც შემართებით დაიწყო.
დაუბრუნდნენ სწავლას და ამგვარად ნაკლები დრო ქონდათ გართობისთვის.
სალომე ფაქტობრივად რომასთან გადასახლდა, რადგან მხოლოდ ღამე ახერხებდა საქმეებისგან თავის დაძვრენას და თან ახალი სასწავლო წლიდან ახალ ბინაში გადავიდა მარტო საცხოვრებლად.
სოფია და თემუკა კვლავ ძველებურად იყვნენ. სრულიად თავისუფლებს, საერთოდ არ აშინებდათ გადატვირთული გრაფიკი, მაინც ნახულობდნენ დროს ერთმანეთი ენახათ, თუნდაც ლექციებს შორის გაჩენილ ფანჯრებში.
ლუკა ლილეს თავს ევლებოდა, დილით ადრე იღვიძებდა, რაც მისთვის სრულიად უჩვეულო იყო, ლილეს მიაკითხავდა მანქანით, უნივერსიტეტში დატოვებდა, შემდეგ თვითონ მიდიოდა ლექციებზე, ეს მეორე შეუთავსებლობას იწვევდა, ის ხომ არასდროს ეწსრებოდა ლექციებს, ლილემ ესეც გამოასწორა მასში. ეს გოგო უთქმელად მოქმედებდა ლუკაზე, შედეგით კი ყველა გაოგნებული იყო.
მანიკას ძალიან ბევრი საქმე ელოდა წინ, რადგან ოჯახის დაკარგვის გამო უნივერსიტეტში ბევრი გაუცდა. ახლა კვლავ ცდილობდა პროგრამას დაწეოდა და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა მიუხდა.

ბოლოს რამდენიმე თვიანი მონატრების და უერთმანეთობის შემდეგ, გადაწყვიტეს ლუკას მამის კლუბში წასულიყვნენ და კარგად გამომთვრალიყვნენ.
რა თქმა უნდა, ერთმანეთს ნახულობდნენ, მაგრამ ასე ყველა ერთად არა, გოგოები ძირითადად ერთად იყვნენ, ბიჭები ერთად, ხან შეყვარებულები ესტუმრებოდნენ ერთი-მეორეს, ექვსივეს შეკრებას კი ვერა და ვერ დაადგა საშველი , და აი ქუსლებშე შემხტარი, გამოპრანჭული გოგოები თანმიმდევრობით გადმოვიდნენ თემუკას მანქანიდან.
სოფიას მოკლე, ტანზე მომჯდარი კაბა ეცვა ბრეტელებით, გამომწვევი იყო, მაგრამ თემუკას გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობდა, იცოდა ზედმეტად ხმასაც კი ვერ გაცემდა ვერავინ.
სალომეს როგორც ყოველთვის შედარებით თავშეკავებულად გამოწყობილიყო, მუხლამდე, გაშლილი სარაფანა ეცვა.
მანიკას კი როგორც ყოველთვის შარვალი. ზემოთ მომჯდარი, კოჭებისკენ ოდნავ გაშლილი კომბინიზონი, რომელსაც საოცრად დიდი დეკოლტე ქონდა, ძალიან გამომწვევად წარმოაჩენდა გოგონას ლამაზ მკერდს. შესასვლელში ლუკა და რომა შეეგებნენ მეგობრებს . რომა რა თქმა უნდა, მაშინვე ტუჩებში ეძგერა შეყვარებულს და შემდეგ გადაწყვიტა სხვების შემჩნევა.
-მოკლედ, ისე გამოიყურებით, მგონი პირველი და უკანასკნელი გახდება თქვენი კლუბში წაყვანა, - შენობაში შეუძღვა გოგოებს ლუკა.
ყველაფერი მშვიდად იყო. ერთობოდნენ, ცეკვავდნენ, საუბრობდნენ. გოგოები მანიკასთვის ბიჭს არჩევდნენ, ბიჭები კი ლუკას ეჯუჯღუნებოდნენ ლილე რატომ არ წამოიყვანეო. ერთი სიტყვით, ყველაფერი ძველებურად იყო, მანამ სანამ გოგოებმა ერთ ბიჭზე არ გაამახვილეს ყურადღება და შეეცადნენ მანიკა მისკენ გაეხედებინათ.
- ღმერთო, აი ეს ნახე, ნამდვილად შენი ტიპია, შენ არ ოცნებობ ისეთ მამაკაცზე ცალი ხელით რომ აგწევს და ტყვიისგან საკუთარი მკერდით დაგიცავს? -იცინოდა სოფიო და გაშტერებული უყურებდა მოშირებით მაგიდასთან მჯომ ბიჭების კომპანიას.
- ნახე, მართლა მანიკა. წადი გამოეცეკვე.
-ვინაა ამისთანა, თუ ასე მოგწონთ, წადით და თქვენ თვითონ გამოიცეკვეთ, - დაიჭყანა მანიკა რომელსაც დიდად არც კლუბში წასვლა არ სურდა და მითუმეტეს არც ბიჭების გაცნობა. ცდილობდა რაც შეიძლება მეტი დაელია გონების ხმები რომ ჩაეხშო და ფიქრებისგან ტვინი გაეთავისუფლებინა.
- ნახე გოგო აქეთ იყურება,- ჩუმად უთხრა სოფომ და მანიკამაც გაიხედა.
მათი თვალები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. მანიკას სახე აეჭრა, რამდენიმე ფერმა გადაურბინა ერთდროულად, შორს იჯდა, მაგრამ გრძნობდა მწვანეების ელვარებას. რატომღაც მონატრება იგრძნო. დაიძაბა, რატომ მოენატრებოდა ბიჭი, რომელსაც თითქმის არ იცნობდა. ალბათ ყველაფერი სიხარულის გამო იყო, იქნებ უბრალოდ ძალიან გაუხარდა ის რომ იმ რთული ღამის შემდეგ ბიჭი კვლავ ჯანმრთელად გამოიყურებოდა.
- საპირფარეშოში გავალ, - მზერა მოწყვიტა ბიჭს და ისე გავარდა საპირფარეშოს მიმართულებით, ამოსუნთქვაც ვერ მოასწრეს გოგოებმა.



№1 სტუმარი Mari

ეხლა გავაფრეენნ❤ ძალიან კაი იყოო ❤
ვაიმე როგორ დამაინტერესა ოღონდ იცოდეე????❤მალე დადე რა შემდეგი და აღარ გვალოდინოო❤❤

 


№2 სტუმარი ბზბზბზ

როდის დადებ

 


№3 სტუმარი Mari

აღარ აპირებ დადებას? რაუპასუხისმგებლობაა რაა არის ესს მალე დადეე????

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საერთოდ აპირებ გაგრძელებას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent