შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაშის ორივე მხარეს ( თავი 1)


18-07-2019, 16:38
ავტორი თუკა
ნანახია 2 008

თამაშის ორივე მხარეს ( თავი 1)

ცხოვრებაში იმაზე მტკივნეული არაფერი ვიდრე საყვარელი ადამიანის მხრიდან მოყენებული ტკივილი.. ხანდახან ჭკუიდან გადავყავართ იმ აზრს რომ ეს ტკივილი ნათლად ყურების საშუალებას არ გვაძლევს ,ტვინს გვიბლოკავს და გვიბიძგებს შური ვიძიოთ ადამიანზე რომელის გვიყვარს ან გვიყვარდა.. რომელმაც ჩვენს წარსულში უდიდესი კვალი დატოვა ტკივლის სახით...
ქალურ შურისძიებაზე ძლიერი არაფერია... ამ გრძნობას გაანადრუგო ვინმე წინ ვეღარავინ აღუდგება როცა ამ მიზნით ცხოვრობ ამ მიზნით იძინებ და იღვიძებ.. პასუხი აგებინო იმ ტკივილზე რაც მოგაყენა...
ნინია ზუსტად ასედ მგდომარეობაში იყო ახლა, უნდოდა შური ეძია მიწასთან გაესწორებინა ის ადამიანი რომელმაც ასე მწარედ დასჯა,, ისე კრა ხელი არაფერზე დაფიქრებულა.... ერთ დროს ღარიბი ოჯახის შვილი დღეს ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენის ქვრივი იყო, რომელსაც ხელში დიდი ძალაუფლება ეჭირა და მზად იყო ამ ძალაუფლებით ესარგებლა თავისი სულის დასახსნელად...მზად იყო წასულიყო მკვლელობაზეც კი ,ოღონდ ის დაესაჯა. დაენახა მისი ცრემლიანი თვალები. მის წინ მუხლებზე ხოხვით მისულიყო და პატიება ეთხოვა, ის კი არასოდს აპატიებდა იმ წყენას, ტკივილის, უარყოფას, ღალატს.... ის ამაყად შეხედავდა და იამაყებდა იმითი რომ მიწასთან დაამხო მამაკაცი რომლის გულისთვისაც მთებს გადადგამდა ერთ დროს...

- ნინია, გაიღვიძე, დედააა- პატარა გოგონას ხმა არ წყვეტდა ყვირილს.. დედა გეყოფა რა ძილი, დამაგვიანდა სკოლაში..
- ანა , მაცადე, დღეს კვირაა... მაცადე რა მეძინოს...
- დედა კვირაში ერთი კვირა დღეა , გუშინაც კვირა იყო და დღესაც?? დღეს ორშაბათია ადექი... არ მინდა დავიგვიანოთ....
- ვაიმე ანანო..აქამდე ვერ გამაღვიძე..დღეს ხო შეხვედრა მაქვს 11ზე. მიდი მალე ჩაიცვი , დეიდაშენი სადაა?? მოვკლავ..
- სალომე დიდი ხანია სამსაურში წავიდა.შენ კი არ გგავს ..
- ნუ მეტლიკინები, რაღაც ძალიან გათამამებულხარ...მიდი მალეე და გავდივართ...

დღეს პირველად მიმყავდა ანანო სკოლაში... სულ რამოდენიმე თვე იყო რაც საქართველოში დავბრუნდით, მას შემდეგ რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, გული აღარ გამიჩერდა საფრანგეთში და ნანატრ საქართველოში ჩამოვედი..უკვე 8 წელი გავიდა რაც აქ არ ვყოფილვარ. როგორ გალამაზებულა, შეცვლილა ეს ყველაფერი.. რამდენი რამე აშენებულა და გადასხვაფერებულა..
თითქოს აღარც კი მახსოვს როგორი იყო თბილისი როცა მივატოვე აქაურობა. როცა ხელჩაკიდებული მივყავდი აქედან გიორგის და ჩემი ცრემლებიც კი არ შველოდა უდიდეს ტკივილს... ახლა ანანო სკოლაში უნდა მიმეყვანა. უნდა ამეხსნა მისთვის რომ ამიერდან აქ ვიხცოვრებდით რომ ჩვენი სახლი აქ იყო..
ის ჯერ პატარა იყო და ვერაფერს გრძნობა, არ იცოდა რა დიდი ტკივილი დამქონდა გულით.. რას ვგრძნობდი როცა ამ ქუჩებში დავდიოდი და რატომ მადგებოდა თვალზე ცრემლი ამასაც ვერ გრძნობდა...ის გაზრდას ლამოდა მე კი ისევ პატარად მინდოდა მეგრძნო თავი..
საუკეთესო სკოლა ავარჩიეთ და დირექტორთან საუბრის შემდეგ ანანო სკოლაში მიიღეს , ანდა ვინ მეტყოდა უარს, დღესდღეობით ყველაზე ცნობილი ბიზნესმექი ქალი ვიყავი, სიხარულით მიმიღეს , მითუმეტეს მას შემდეგ რაც სკოლის დაფინანსებას დავპირდი...
ხშირად ვიჭერდი ჩემს თავს ცუდ თვსებებში, ხშირად ვიყენებდი იმ თანამდებობასა და ძალაუფლებას რაც გამაჩნდა, ვცდილობდი ყველა ადამიანი ჩემს ქვეშ მომექცია, ვცდილობდი ცხოვრება დამეჩაგრა.... მაშინ როდესაც აქედან მივდიოდი ჩემს თავს პირობა მივეცი რომ ყველაზე ცნობილი და წარმატებული გავხდებოდი ყველას ჯინაზე, დავანახებდი ყველას რომ შემეძლო ფეხზე წამოდგომა მათ ჯინაზე ...
ანანო სკოლაში დავტოვე და დაცვას ნარიყალაზე ასვლა ვუბრძანე.. ეს ადგილი ბავშობიდან მიყვარდა. იქიდან ვუყურებდი ძველ თბილისს და ვგრძნობდი როგორი სილამაზე მივატოვეწლების წინათ..თვალზ მომდგარი ცრემლი ხელის გლებით მოვიწმინდე და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი.. „ მაინც გიპოვი სანდრო წიკლაური, მკვდარი რო იყო მიწიდან ამოგთხრი და ხელახლა დაგმარხავ იმ ტკივილისთის“- ჩუმად ველაპარაკებოდი ჩემს თავს და მაგრად შეკრულ მუშტს მოაჯირს ვურტყავდი.. საათს დავხედე თერთმეტს ოცი აკლდა.. მაშნვე მანქანში ჩავჯექი და ოფისისაკენ ავიღე გეზი...
უკვე ყველანი მელოდებოდნენ სხდომათა დარბაზში...დოკუმენტები ავიღე და მათ მოსასმენად მოვემზადე..
- ქალბატონო ნინია, თქვენი მიზნები რას მოიცავს??
- გულახდილად რომ გითხრათ ბატონო დავით , ჩემი ერთადერთი მიზანია ერთ-ერთი უდიდესი ჰოლდინგის განადგურება რომელიც გზაზე მეღობება.. ამას ისედაც გავაკეთებთ , ახლა რაც შეეხება სხვა მიზნებს, რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ის ტერიტორია უნდა შევისყიდოთ რომელიც აუქციონზეა გატანილი და ჩვენი მოწინააღმდეგე ჰოლდინგი აპირეს ყიდვას.
- თქვენ თბილისის შემოგარენზე საუბრობთ??
- სწორია, ბატონო დავით.
- კი მაგრამ ამ მიწების შესყიდვას ხომ სანდრო წიკლაური აპირებდა...
- არ მაინტერესბს ვინ რას აპირებდა, ეს მიწები ჩვენ უნდა გვერგოს რადაც არ უნდა დაგვიჯდეს გასაგებია?
- გასაგებია..
- ხოდა ძალიან კარგი, ერთადერთი რაც გევალებათ, ჩემი სახელი და გვარი უნდა შეინახოთ საიდუმლოდ... იმედია პრობლემა არ იქნება..
- რა თქმა უნდა არა ქალბატონო ნინია თქვენ როგორც გინდათ ისე იყოს...
- მოკლედ, ახლა უნდა წავიდე, ძალიან სასწრაფო საქმე მაქვს, დანარჩენი თქვენთვის მომინდია ბატონო დავით, საღამოს დაველდები ახალ ამბებს და იმედია ჩვენს სასიკეთოდ დამთავრდება აუქციონი...

ოთახიდან გავედი თუ არა კახა უკან გამომყვა... მკლავში ხელი მტაცა და შემომატრიალა..
- რას აკეთებ არ მეტყვი??
- რას ვაკეთებ? აუქციონის მოგებას ვცდილობ..
- ნინია კარგად გიცნობ.. ხომ არ დაგავიწყდა რომ დღეს არ გამიცვნიხარ... 28 წელია გიცნობ.. ახლა ცდილობ მომატყუო? სანდროზე შურის საძიებლად დაბრუნდი???
- მართალი ხარ არ ვაპირებ მოგატყუო. მიწასთან გავასწორებ ისე ვიძიებ შურს კახა, ანანოს გეფიცები.. მუხლებზე ხოხვით მოვიყვან ჩემამდე და მერე ხელს ვკრავ, სათითაო ცრემლს ვაზღვევინებ და იმ დღეებს რაც ციხეში გამატარებინეს , გეფიცები ამას შევძლებ.
- ნინია, ნუ გაბოროტდები ამ არაკაცის გამო..
- მე არ გავბოროტდები კახა, უბრალოდ ვანახებ რა შემიძია, ახლა კანონი და ძალაუფლება ჩემს მხარეზეა, მალე ნულზე დავიყვან და ვანახებ როგორია გტკიოდეს..
კახას ხელი ძალით გავაშვებინე და კიბეებზე ჩავირბინე.. ვინმეს რომ ეკითხა რას ვაკეთებდი ან რა მინდოდა , ამ წუთს არაფერი ვიცოდი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ძალიან ფრთხილი უნდა ვყიფილიყავი ყველა ქმედებაში, არ უნდა ამოეცნო ვინ ვიყავი, მინდოდა ეს ყველაფერი მის უჩუმრად გამეკეთებინა და კულმინაციის დროს გამოვჩენილიყავი მის ცხოვრებაში , ავფეთქებულიყავი როგორც დანაღმული მინდორი...
მანქანაში ჩავჯექი და რაც პირველი მომივიდა თავშ ის გავაკეთე.. მისი სამსახურისაკენ ავიღე გეზი ,დაბურულ მინებში ჩემი დანახვა სრულიად შეუძლებელი იყო , ამიტომ მშვიდად გავაჩერე მანქანა მისი მანქანის გვერდით და დაველოდე სანამ გამოვიდოდა.. დაცვას ვუბრძანე შეუმჩნეველი ყოფილიყო და შორიახლოს გაჩერებულიყო..
ჩემმა ლოდინმა არც ისე დიდ ხანს გასტანა. დაახლოებით ნახევარი საათის ლოდინის მერე სანდრო წიკლაური სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა შენობიდან და მანქანაში ჩაჯდა.. ისიც ჩემსავით ფიქრებში იყო გართული..
გულმა მაშინვე გამალებით დამიწყო ძგერა, როგორ გალამაზებულა, ისევ ისეთი ბავშური სახე და ღიმილი შერჩენია, 8 წელი გავიდა და ისევ ისე ბავშურად მიხტოდა გული საგულეში, განა ვერ შევძელი მისი დავიწყება? რა სისულელეა,ახლა ამაზი ფიქრის დრო არ იყო..ახლა ყველაზე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, არ უნდა მიმეცა გასაქანი გრძნობებისათის, თორემ ისევ წარსულის მორევში ჩავიძირებოდი...
ის იყო წასვლა ვაპირებდი რომ დავინახე როგორ გამოვიდა შენობიდან ზედმეტად გადაპრანჭული გოგო და სანდროს გვერდით მოკლათდა. თვალები გამიფართოვდა, ვიგრძენი როგორ გამეყინა ხელები ნერვიულობისაგან..
- ესეიგი, ასეა არა ბატონო სანდრო?! იქნებ ასე სჯობდეს, ასე უკეთ შევძლებ გაგასწორო მიწასთან.. მობილური ამოვიღე და ჩემს უკან მდგარ დაცვის უფროს დავურეკე...
- გისმენთ ქალბატონო ნინია...
- ზურაბ, ვინაა ეს გოგო რომელიც ჩაჯდა სანდროს მანქანაში, სასწრაფოდ გამირკვიეთ..
- კარგით ახლავე..
მანქანები ერთ დროულად გადავქოქეთ და რომ არა მისი სწფრაფი რეაგირება მის მანქანას ზედ გადავუვლიდი.... ყურადღება არც მიმიქცევია შუქნიშნისთვის ისე გავვარდი პირდაპირ...
აფორიაქებული მივედი სახლში, სალომე და ანანო სამზარეულოში სადილობდნენ,რა თქმა უნდა ჩემს დას არ გამოპარვია ჩემი შეშილი სახე მაგრამ არაფერი შეიმჩნია და სადილობა განაგრძო.. უწესრიგოდ მივყარე ოთახში ფეხსაცმელები და საწოლზე ძალა გამოცლილი ჩამოვჯექი...
- ეს ადამიანი ძალას მართმევს მაგრამ არ დავნებდები , გეფიცებიი ამას გავაკეთებ სიკვდილის ფასად რომ დამიჯდეს ... ვერც კი შევნიშნე როგორ შემოვიდა ანანო ოთახში და გვერდით მომიჯდა...
- დე, რა მოხდა?
- არაფერი პატარავ, უბრალოდ დედა დაიღალა.. და ძალიან უნდა მაგრად, მაგრად ჩაგეხუტოს და დაიძინოს.. რა ქენი სკოლაში?
- დე, მე ხო დიდი გოგო ვარ...
- ასეა. რა ხდება ანანო, რამის ყიდვა გინდა?
- არა, ყველაფერი მაქვს..ის ნახე???
- ვინ ის? ვინ უნდა მენახა??
- მამაჩემი ნახე??
- ანანო მორჩი.. ახლა ამაზე არ ვილაპარაკოთ, ჯერ საკმაოდ პატარა ხარ საამისოდ..
- ვიცი რომ ნახე, ისევ გიყვარს მამაჩემი?? დედა უთხარი რომ მე ვარსებობ?
- არა ანანო, არ მითქვამს მხოლოდ დავინახე,, არ მინახავს , არ მილაპარაკია.. დედას უყვარხარ იცოდე, შენს მეტი არავინ ყავს. მეგონა პატარა იყავი და მართლა რა დიდი გოგო მყოლიხარ, შენხელამ სულ არაფერი ვიცოდი და შენ კიდე ასე გაგებით ეკიდები იმ აზრს რომ მამაშენი გიორგი კი არა სანდროა..
- იმიტომ რომ გიყვარს.. გიორგიც მამაჩემია. მაგრამ სანდრო ხომ ჩემი ნამდვილი მამაა. დედა ვგავარ? სურათს მანახებ??
- განახებ ანანო, ოღონდ გთხოვ ცოტა დამასვენე, წადი სალომეს უთხარი ყავა გამიკეთოს..
ანანო ოთახიდან გავიდა თუ არა ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა, რვა წლის ბავშვიც კი მამჩნევდა ყველაფერს, ნუთუ ასეთი შვილი მყავდა, გამგები, მოსიყვარულე, მე კი მუდამ ცოტა დროს ვუთმობდი... გულშ რაღაც ჩამწყდა, ვიგრძენი რომ დედა ვიყავი, ცუდი დედა. რომელსაც არასოდეს ეცალა შვილისთვის... მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობდა და დაავიწყდა რომ გვერდით ყავდა პატარა ქალიშვილი... ჩემი საქციელის შემრცხვა და ყველაფრის გამოსწორება გადავწყვიტე, ხომ გაგიგონიათ „სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო“.
**
უკვე ღამის თორმეტი საათი ხდებოდა მობილური რომ აწკრიალდა.. ძლივს გავახილე ახლახანს ჩახუჭული თვალები და ეკრანს დავხედე თუ არა მაშინვე ფეთიანივით წამოვჯექი ლოგინში..
- საღამო მშვიდობისა ქალბატონო ნინია, იმედია არ გაგაღვიძეთ...
- არა რას ამბობთ თქვენს ზარს მოუთმენლად ველოდებოდი, იმედია უნდა გამახაროთ ბატონო დავით...
- მჯერად უნდა გაგახარო, ყველაფერი გავაკეთე იმის გულისათვის რომ ეს მიწები ჩვენ გვეყიდა, სანდრო აღარაა მფლობელი...
- მომწონს, აი ასეთი თამანშრომლები სანამ მყავს არასოდეს დავმარცხდები ხო ასეა... ეს თამაში მომწონს ბატონო დავით...
- ნინია, ხო იცი როგორ მიყვარხარ, შვილივით მყავხარ, მინდა რაღაც გითხრა, ამ თამაშმა ისე არ ჩაგითრიოს რომ ვეღარ ამოხვიდე მერე...
- არა ბატონო დავით.. ეს თამაში მომწონს.. თამაშის ორივე მხარეს მე ვდგავარ და ორივე შემთხვევაში მოგებული ვარ...
- შენ უკეთ იცი შვილო.. ღამე მშვიდობისა...
- ღამე მშვიდობისა ბატონო დავით...
მობილური საწოლზე მივაგდე, ჯინსი ამოვიცვი და დაბლა ჩავედი... როგორც ყოველთვის ეზოში ახლაც სიჩუმე იყო გამეფებული, ზამთარს უკვე თავისი საქმე გაეკეთებინა და გზები გვარიანად მოეყინა... ეზოში მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და ქურთუკის ქუდი თავზე გადმოვიფარე, ვერც კი შევნიშნე როგორ მომიახლოვდა ზურაბი..
- ვაიმე , ზურაბ როგორ შემაშინე..
- მაპატიეთ ნინია.. თქვენ რომ მთხოვეთ იმ გოგონაზე გავიგე ყველაფერი...
- საინტერესოა, აბა გისმენ...
- ესე იგი ეს გოგონა ნატუკა ნათაძეა, სანდრო წიკლაურის ეკონომისტის ქალიშვილია და სხვათასორის მისი საცოლეა.. ნუ ყოველ შემთხვევაში ასე ითვლება, ჯერ ოფიციალური სახე არ აქვთ...
- აჰა ესეიგი საცოლეა არა?! ძალიან კარგი, ჩემს თამაშში ახალი კადრი ერთვება, ეს მომწონს, მაგრამ საქმეს გაგვირთულებს ასე არაა ზურაბ??
- მე მუდამ თქვენთან ვარ ნინია ხომ იცით. ახლა ბატონი გიორგი რომ გხედავდეთ ძალიან იამაყებდა თქვენით...
- ნეტავ აქ მყავდეს ზურაბ, რომ იცოდე როგორ მენატრება მისი გვერდით ყოფნა...მისი დაკარგვის ტკივილს ვერასოდეს გადავიტან. გვერდიდან მომშორდა ერთიანად როგორც ქმარი, მეგობარი, ჩემი ცხოვრების მეგზური....არ გვინდა ამაზე ფიქრი.. მიდი დაისვენე შენც, მეც შევალ თორემ გავიყინები.. ხო მართლა ზურაბ, მინდა რომ ხვალიდან პირადად შენ იყო ჩემი პირადი დაცვა მემგონი სხვა არ დაგვჭირდება.. დილით ცხრაზე გავალთ, ანანო სკოლაში მივიყვანოთ ..
- როგორც მიბრძანებთ..

****
დილით ადრიანად ავდექი და ანანოსთან შევედი, გაოცებულმა შემომხედა, როგორც ყოველთის ანანოს სალომე აღვიძებდა სკოლაში მიყავდა და უვლიდა, გადაწყვეტილი მქონდა ის შეცდომები რაც ამ რვა წლის განმავლობაში დავუშვი გამომესწორებინა...
- დე, შენ მოხვედი?
- კი ანანო მე მოვედი, მიდი ადექი და სკოლაში წავიდეთ. დღეიდან სულ ასე იქნება, აღარასოდეს მიგატოვებ , არც ერთი წუთით და არც ერთი წამით..
- მართლა დედუკა??
- მართლა დედუკა.. დედას უყვარხარ სიგიჟემდე, შენს მეტი არავინ ყავს...
- გვყავს. სანდრო..
- ანანო ამაზე არ ვილაპარაკოთ რა. სანდრო ჩვენ არ გვყავს.. სანდრო ჩვენი არაა, უარესად ნუ მიხეთქავ გულს პატარავ, დედას ნუ ატკენ უარესად ..
- კაი დე. მეც მინდა მამა, როგორც სხვებს ყავს, მანახე მაინც დე..
- განახებ გპირდები, დღეს სკოლიდან მე გამოგიყვან და განახებ სანდროს ,ოღონდ ერთი პირობით მანქანიდან არ გადახვალ..
გახარებული მეცა ანანო და მაგრად მაკოცა.. მხოლოდ არ ვიგრძენი როგორ მიყვარდა ჩემი ერთადერთი..სანდროს მიმართ განცდილმა ტკივილმა და შურისძიებამ ანანოსკენ დედობრივი ინსტიქტი დამიბლოკა და მხოლოდ ახლა გავათვითცნობიერე რომ მეც დედა ვიყავი...

**
სანდრო წიკლაურის ოფისში ყველაფერი დავდაყირა იდგა. ყველა გაოცებული იყო, ყველა ფიქრობდა ვინ გაბედა და თვით სანდროს ბიზნესი დააზარალა, ვინ იყო ასეთი რომ თითქმის ნაყიდი ტერიტორია უკან წაიღო. თავი სტკიოდა სანდროს ამაზე ფიქრისაგან..ვერაფერი მოსდიოდა თავში..რადაც არ უნდა დაჯდომოდა უნდა გაეგო ვინ იდგა ამ ყველაფრის სათავეში, რომელი კომპანია ბლოკავდა ასე მის საქმიანობას..
სახე ხელებში ჩაერგო და ფიქრებს ვერც თავს უყრიდა და ვერც ბოლოს, ნერვიულად აბაკუნებდა ცალ ფეხს იატაკზე .. ოთახში ვიღაცის შემოსვლამ გამოაფხიზლა და შუბლშეკრულმა აიხედა..
- სანდო , რა ხდება??? ეხლა დამირეკეს მოიცა მართლა მიყიდეს სხვას ის ტერიტორია??
- ასეა ძმაო.. არ ვიცი იკა რა ხდება. ვინაა ეს კომპანია რომ ასე ადვილად აგვაცალა მიწები, როგორც ჩანს საკმაოდ გავლენიანი ადამიანი უდგას თავში, ალბად ვინმე ხელისუფლებიდან მართავს..თითქმის ნაყიდი იყო აუქციონზე, ბოლო წუთებზე ამაცალეს ბიჭო, ნერვები დაწყვეტაზე მაქვს..
- ვიღაცას ჩვენი მიწასთან გასწორება უნდა . ვიღაც შურს ძეობს..
- და მემგონი გვასწორებს მიწასთან არა? ვინ უნდა იძიოს ჩვენზე შური ამიხსენი, კარგის მეტი არაფერი გაგვიკეებია..
- ეს ჩვენ ვფიქრობთ ასე სანდრო.. იქნებ მამას ყავს ვინმე მტერი..
- არამგონია. საიდან იკა.. ხო მართლა ყველა ნაცნობი გამოვიყენე რომ გაარკვიონ რომელმა კომპანიამ შეისყიდა ის მიწები, დაჯექი, წუთი-წუთზე მივიღებთ ცნობებს..
სანდროს სიტყვა დამთავრებული არ ქონდა რომ ოთახში ადვოკატი საბუთებით ხელში შემოვიდა.. სახეზე ფერი არ ედო..
- ბატონებო , ახალი ამბავი მაქვს. ძლივს მოვახერხე გამერკვია ვინ შეისყიდა ის მიწები. ეს კომპანია საქართველოში ახალი დაფუძნებულია თუმცა საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი ჰოდინგია .. მის სათავეში აქამდე იდგა ქართველი ბიზნესმენი გიორგი თეთრაძე..
- მოიცადეთ, გიორგი თეთრაძე? რამოდენიმე თვის წინათ ხომ გარდაიცვალა ?
- მართალია ირალი. ბატონი გიორგი გარაიცვალა მაგრამ სათავეში დგას ვიღაც , ვინ მართავს ამ დროისთის ამ კომპანიას ვერ დავადგინეთ რადგან გასაიდუმლოებულია.
- კი მაგრამ როგორ?
- არ ვიცი სანდრო რა გითხრა. ყველა შეხვედრის ჩანაწაერი ვნახე. მეპატრონე არსად არ ჩანს.. საფრანგეთის სამოქალაქო რეესტრმა ცნობა არ მოგვცა დარჩა თუ არა ცოლი და შვილი გიორგის, ამიტომ ვერაფერი გავარკვიე სხვა..
- საინტერესოა, ასეთი რა ჯინი აქვთ ჩვენი.. გიორგი თეთრაძესთან შეხება არასოდეს ქონია ჩვენს კომპანიას.. მითხარით კომპანიის სახელი..
- „N.G.A „ როგორც ჩანს ინიციალებია მაგრამ ვისი და რისი ვერ დავადგინეთ....
- დავადგენ და ვანანებ რომ წინ გადამეღობა ეს უსუსური კომპანია..
- ბატონო სანდრო მინდა შეგახსენოთ რომ ამ კომპანიის ბიუჯეტი ჩვენსაზე 10ჯერ მეტია, ამიტომ რომ მოინდომონ ჩვენს კომპანიასაც შეისყიდიან, ფრთხილად იყავით..
გაცოფებულმა დაკრა მუშტი სანდრომ მაგიდას და ყავით სავსე ფინჯნიდან ყავა წვეთებად გადმოიღვარა....გონებაში ცდილობდა გაეშიფრა რას ნიშნავდა ეს ასოები, მაგრამ როგორ.. მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი მისულიყო და დალაპარაკებოდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა... პალტოს ხელი დასტაცა და გიჟივით გავარდა ოთახიდან...

**
დათქმულ დროს ანანო სკოლიდან გამოვიყვანე, ვიცოდი ერთი სული ქონდა როდის დაინახადა სანდროს, მე კი ამ ნახვას ვაჭიანურებდი, კიდე ერთხელ მის დანახვას ჩემი გული ვერ გადიტანდა, რვა წლის მერეც კი ისევ ისე მიყვარდა როგორც მაშინ პირველად.. ახლაც ისევ ისე მტკიოდა ის ტკივილი როგორც მაშინ როცა სხვისი ჭუჭყიანი ხელები ჩამომაწმინდეს და უარყვეს ჩემი შვილი... როცა მისი მშბოლების უგულობის გამო ციხეში მომიწია მწარე დღეების გატარება... რვა წლის განმავლობაში ყოველ ღამე ვხედავდი სიზმარს რომ ისევ ისე მტკიოდა მისიწასვლა , ანანოს მოვლენა ამ ქვეყანაზე და ის ბინძური დღეები..
ფიქრებიდან ანანოს ხმა გამომიყვანა..
- დე, კიდე სამსახურში მოვედით?
- ანანო, დოკუმენტებზე ხელს მოვაწერ და ყველაზე დიდი ნახევარ საათში წავიდეთ სადაც გინდა..
- სადაც მინდა? მაშინ მთაწმინდაზე წამიყვანე, დღეს ყველამ გაოცებულმა შემომხედა როცა ვთქვი რომ არ მინახავს, ხოდა მათ კიდე ის გაუკვირდათ რომ დისნეი ლენდში სულ დავდიოდი დე. აქ არ აქვთ ასეთი??
- არა ანანო, აქ არ აქვთ.. მისმინე არაა აუცილებელი ილაპარაკო რომ მსოფლიო მოიარაე, თავი შენი ადამიანობით დაამახსოვრე ყველას დ არა იმითი რომ დისნეი ლენდში იყავი..
- მაპატიე, ცუდად მოვიქეცი..ფულს მომცემ?
- ფული რად გინდა?
- აი ნახე, იქ რომ წიგნების მაღაზიაა, იქ შევალ რა, ფანქრებს ვიყიდი და მოვალ , გავიქცევი სულ სირბილით დე..
- კაი ოღონდ მალე მოდი, იცოდე მაღლიდან გიყურებ.. იყიდე და გამოიქეცი, მე მანამდე ავალ და ამოდი..

გახარებული სახით გამოიქცა ანანო მაღაზიიდან , ისე რომ არც შეუმჩნევია შუქნიშანი . რომ არა მძღოლის სწრაფი რეაგირება ალბად მოხდება ყველაზე ცუდი და გამოუსწორებელი შეცდომა... შუა ქუჩაში იდგა ანანო, ორივე ხელი ყურებზე ქონდა აფარებული და ასფალტზე უხვად ეყარაა ფერადი ფანქრები....
- კარგად ხარ პატარავ?? გაახილე თვალები გთხოვ...ამაოდ ეხვეწებოდა სანდრო ანანოს. გეხვეწები ნუ მაშინებ რა, თორემ მეც დავხუჭავ თვალებს..
- არ დახუჭო რა, კიდე არ დაგვეჯახოს რამე..
- არაფერი დაგჯახებია, შემომხედე. რა ლამაზი გოგო ხარ. სად მირბოდი? წამოდი მანქანაში ჩაჯექი და მომიყევი სად მიდიოდი.... სანდრომ მანქანა ჰოლდინგის გაჩერებაზე გააჩერა და ანანოს თბილად გადაუსვა თმაზე ხელი..
- აბა არ მეტყვი პატარა ქალბატონო ასე სად გეჩქარებოდა??
- დედასთან. მითხრა მალე მოდიო, ხოდა დამავიწყდა რომ უნდა გავჩერებულიყავი და კინაღამ დამეჯახეთ, ხომ შეგეშინდათ?
- სანდრომ გულიანად გაიცინა, შემეშინდა აბა რა მომივიდა, შენნაირმა ლამაზმა გოგომ ასე რომ გადამირბინა წინ და ძლივს დავინახე..
- უი, ჩემი ფანქრები, დედიკოს რა ვუთხრა... რომ გაიგოს მეჩხუბება, ისედაც ძლივს გამომიშვა..
- არ იტირო, მოდი ეს ჩვენი საიდუმლო იყოს, ფანქრებს მე გიყიდი და შენ დედიკოს არ უთხრა არაფერი....
მაშინვე თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ანანომ. სანდროს ხელი ჩაკიდა და მაღაზიისაკენ გაყვა.. იქიდან ერთი პარკის ნაცვლად ორი პარკით გამოვიდნენ . ამაყად მოაბიჯებდა ანანო ქუჩაზე, როგორ უნოდა ასეთი მამიკო მასაც ყოლოდა..
- აბა ახლა სად წაგიყვანო?? სად ცხოვრობ?
- არსად აქ უნდა შევიდე. დედიკო აქ მელოდება..
- დედიკო აქ მუშაობს?? მაშინვე მოსვლის მიზეზი გაახსენდა სანდროს მაგრამ ანანო იაზე მეტად ეშმაკი გამოდგა ვიდრე ეგონა .. ხო მართლა შენი სახელი რატომ არ მითხარი პატარა ქალბატონო..
- ანანო მქვია.. დედიკომ დამარქვა თურმე ძალიან უყვარდა ბავშობიდან ეს სახელი.. სანდროს მაშინვე ძველი ფიქრები ამოუტივტივდა თავში. იქ მაშინ რვა წლის წინათ როცა ერთად იჯდნენ სკამზე და კამთობდნენ რა უნდა დაერქმიათ შვილებისთვის.. მაშინაც ასე ჯიუტად იდგა ნინია და იძახდა რომ გოგონას აუცილებლად ანანოს დაარქმევდა.. რეალობაში ანანომ დააბრუნა. პალტოს სახელოზე ექაჩებოდა და უცინოდა...თქვენი სახელი რომ არ ვიცი ბიძია...
- რა საყვარელი ხარ ანანო. ულამაზესი სახელი გაქვს. მე სანდრო ვარ. ნეტავ მეც მყავდეს შენნაირი ლამაზი გოგო ანანო...
კიბეებამდე მიაცილა სანდრომ ანანო. მერე მის წინ დაიმუხლა და თბილად აკოცა ლოყაზე.. გახევებული იდგა ნინია ფანჯარასთან და ცრემლები თავისით მოდიოდა...ნუთუ ის იყო, ნუთუ აქ მოვიდა ანანოს შეხვდა, შეუძლებელია, ბედნის ირონიაა... მაშინვე მობილური აიღო და ზურაბს დაურეკა..
- ზურაბ ანანო ამოიყვანე მალე, ვერ ხედავ რომ სანდრო ელაპარაკება?? სად ჯანდაბაში იყურებით ყველანი, მალე...
სირბილით წავიდა ზურაბი ანანოსაკენ და თავის ზურგს უკან მოიქცია... გაოცებულმა ახედა სანდრომ და ირონიულად გაეღიმა...
- ჰოლდინგის მეპატრონესთან მინდა შეხვედრა ვერ მეტყვით აქ იმყოფება თუ არა?
- ვერ გეტყვით, ჩვენ ამ ინფორმაციას არ ვფლობთ..
- დედამ მითხრა შიგნით დაგელოდებიო ზურა ბიძია, სად წავიდა??
- ანანო, გაიქეცი შიგნით და ახლავე მოვალ...
სწრაფად შეტრიალდა სანდრო და მანქანისაკენ წავიდა... ესე იგი ქალია.ესეიგი მათი კომპანიის ასე „ა“ ანანოს ნიშნავს. იქნებ მეორე ასე გ“ გიორგია.. მხოლოდ ერთი ასოღა რცება „ნ“ - ახლა ამისი გაგების დროა.. სათავეში ამ კომპანიას ქალი უდგას, რომელსაც ყავს შვილი. ესე გი გიორგი თეთრაძის შვილი და ცოლი ასეა.. მაგრამ ვინაა, რატომ არსად ჩანს, რატომ იმალება.. მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ ვართ, , ახლა უნდა გავიგოთ სად სწავლობს ანანო და მისით შევძლებთ დედამისთან შეხვედრას,, ოხ სანდრო , სანდრო რა ყოჩაღი ხარ.. შენს მეტი ამას ვინ მოიფიქრებდა...

სირბილით შევარდა ანანო კაბინეტში, სადაც ფერწასული ელოდებოდა ნინია.. მაშინვე მისკენ გაიქცა და მაგრად ჩაეხუტა...
- ანანო , გინდა მომკლა? ამას რატომ მიკეთებ? ხომ გაგაფრთხილე არავის ელაპარაკო თქო..
- დედა, დამეხმარა ის ბიძია, ქუჩაზე გადმომიყვანა. უცებ იცრუა ანანომ და ნინიას გაუცინა..
- რა უნდოდა შენგან რას გელაპარაკებოდა, რა გითხრა ვინ ვარო ანანო მითხარი...
- დედა მეტკინა ხელი.. ცუდი არაფერი მიქნია გეფიცები დე.. მართლა ქუჩაზე გადმომიყვანა , მითხრა სანდრო მქვიაო... მოწყვეტით ჩაჯდა ნინია სავარძელში და თვალებიდან წამოსული ცრემლები მოიწმინდა...
- დედა, ეს მამაჩემი იყო?? მითხარი დე, ეს სანდრო მამაჩემი იყო??
- კი ანანო..კი..
**
განადგურებული მივედი სახლში მთელი საღამო ოთახიდან არ გამოვსულვარ, არ მქონდა სურვილი ანანოს ნაღვლიანი თვალები დამენახა, რომელიც ამავდროულად ბედნიერებისაგან ბრწყინავდა. მთელი გზა ისედაც მის საუბარს ვუსმენდი როგორი ლამაზი ყოფილა მამამისი და როგორ გავდა... ალბად რომ სცოდნოდა სანდროს რომ საქართველოში დავბრუნდი იქნებ ეჭვიც კი აეღო ამ მსგავდების გამო, იგივე თვალის ფერი, იგივე ცხვირი და ტუჩები, იგივე ღიმილი.. გაჭრილი ვაშლივით გავდა ანანო სანდროს, მაგრამ ამჯერად გამიმართლა და ვერაფერს მიხვდა... დაცვა გავამკაცრე. ვცდილობდი ყველანაირად ამერიდებინა ანანოსთის კიდევ ერთი შეხვედრა სანდროსთან...
ცხელი ვანის შემდეგ ცოტა ხასიათზე მოვედი.. უკვე თორმეტი ხდებოდა. ანანოს მშვიდი ძლით ეძინა, სალომე სამზარეულოშ ჩაის სვავდა და მეც მას შევუერთდი...
- ნინია გელოდებოდი, ამიხსენი დღეს რა მოხდა?
- არ მკითხო სალი, ბედი ისე მეთამაშება სულ გზაზე მეღობება, თამაში თამაშს მიწყობს, სანდროს შეხვდა ანანო, არ ვიცი რა მოხდა არ მეუბნება მაგრამ როცა გაიგო რომ ეს იყო მამამისი იმის მერე დაფრინავს..
- ნინია, ის მხოლოდ რვა წლისა, არ გგონია რომ იმაზე მეტს გიგებს ვიდრე ეს მის ასაკს მოეთხოვება??
- ვიცი მაგრამ რა გავაკეთო. როგორ ავუხსნა რვა წლის ბავშვს რომ მაამისმა საკუთარი ხელით წამიყვანა ექიმთან აბორტის გასაკეთებად?? როგორ ავუხსნა რომ სხვისი დანაშაული ზედ ჩამომაწმინდეს და ამის გამო კინაღამ ციხეში ვიმშობიარე, რო არა გიორგი რა მეშველებოდა სალომე.. როგორ ფიქრობ ეს ადვილი ასახსნელი იქნება??
- იქნებ მართალიც ხარ. მაშინ უნდა ვეცადოთ რომ ანანო აღარ შეხვდეს სანდროს, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს..
- ზუსტად ამას ვცდილობ სალომე. დამიჯერე. ეს რვა წელი ყველა ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში, ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა , ოღონდ ამჯერად არ მეშინია მათი. მოვა დრო როცა სახეში შევაფურთხებ და ვეტყვი რომ ეს ის ბავშვია რომელის მოკვლაც უნდოდა...
- რას აპირებ ?
- რას ვაპირებ? პირველი მცდელობა მათი მიწასთან დაცემის წარმატებით დავასრულე. მათი ნაკვეთები ჩემია.. ახლა გეგმის მეორე ნაწილს დავამუშავებ და მანამდე ვითამაშებ მის ნერვებზე სანამ არ განადგურედება, თურმე ბიჭს საცოლე ყოლია.. მისივე ეკონომისტის ქალიშვილი, ზედმეტად გადაპრანჭული ბარბის თოჯინა გეგონება,..
- ეჭვიანობ თუ რა გჭირს??
- ვეჭვიანობ?? დამცინი?? გგონია რომ ეს არაკაცი კიდე მიყვარს? ასეთი კაცები სიყვარულის ღირსები არ არიან სალომე დამიჯერე.. ისიც ისეთივე ნაგავია როგორც უამრავი სხვა...
- ასე რამდენი ხანი დაიმალები? რა აზრი აქვს დამალვას ამიხსენი, ჯობია სააშკარაოზე გამოხვიდე და ყველაფერი გახსნილად აკეთო..
- მართალი ხარ. აბსოლუტურად მართალი ხარ სალომე. ხვალ მოვიწვევ ყველას და საჯარო განცხადებას გავაკეთებ ვანახებ რო ახლა მე უფრო ძლიერი ვარ ვიდრე ისინი..
- ნინია მაშინებს შენი ასეთი ლაპარაკი...
- შენ ხომ ყველაზე კეთილი იყავი ყველაზე თბილი და საყვარელი...
- შევიცვალე სალომე.. ისეთი აღარ ვარ როგორც ადრე, ტკივილმა გამაბოროტა..

**
საძინებელში შევედი და კარადიდან პატარა ყუთი გადმოვიღე. ხელები მიკანკალებდა როგორც მაშინ, თვალწინ დამიდგა მისი სახე, გამახსენდა როგორ გავიცანი მაშინ სულ პატარა ვიყავი სიყვარულის და ლამაზი ოცნებების ახდენის მჯეროდა.. პირველი დანახვისთანავე შემიყვარდა .. მისი თვალები და გამოხედვა იმდენად სუფთა იყო არასოდეს მიფიქრია რომ ასეთ რამეს გააკეთებდა.. უნივერსიტეტს ვამთავრებდი , ახალი გეგმები მქონდა ახალი ცხოვრებისთვის ვემზადებოდი, ოღონდ არა ასეთი ცხოვრებისთვის...
მისმა სიყვარულმა ცხოვრება დამინგრია, მისმა გამოხედვამ სული ამიფორიაქა... მეგონა ვუყვარდი მაგრამ მანაც არ გამიგო, მან პირველმა გამწირა, პირველმა შეიტანა ეჭვი ჩემს ერთგულებაში სხვებს დაუჯერა.. როგორც გაფუჭებული ნივთი ისე მომისროლა თავისი ცხოვრებიდან. ჩვენი შვილიც კი სხვის შვილად ჩათვალა. მაშინ მივხვდი რომ მასში შევცდი, მას ვეღარაფერი გაამართლებდა , თუმცა ვერც მაშინ ამართლებდა ვერაფერი...
ფიქრებში გართული დავყურებდი ძველ სურათებს სადც ერთად ვიყავით გადაღებულები და ცრემლები თავისით ეცემოდა გაცრეცილ ,ტკივილიან და სევდიან დღეებს...

სამსახურში ადრიანად მივედი...თავი მისკდებოდა.. მაგიდაზე თეთრი ვარდების თაიგული დამხვდა გაოცებულმა ამოვაძრე კონვერტი და შიგნით მოთავსებული წერილი წავიკითხე
„ თეთრი ვარდები ულამაზეს ქალბატონს და მის ულამაზეს ქალიშვილს“
პატივისცემით
სანდრო წიკლაური
იმ მომენტში რას ვგრძნობდი არავინ იცოდა,ყველა გრძნობა ერთმანეთში ამერია, ვარდები მაშინვე მაგიდიდან ავიღე და მდივანს მისი უკან დაბრუნება ვთხოვე.. ერთი სული მქონდა სათითაოდ დამემტვრია თითო ღერი ვარდი და სახეში შემეყარა მისთვის მაგრამ ამჯერად ნერვები მოვთოკე და მოქმედებაზე გადავედი..
წელზე მოშვებული კაბის ქამარი გავისწორე, შავი პიჯაკი მოვიცვი და შეხვედრის დარბაზში გავედი.. გული ისე გამალებით მიცემდა რომ მეგონა საგულედან ამოვარდებოდა... ღრმად ჩავისუნთქე და კარები შევაღე. ყველა არხის ჟურნალისტს მოეყარა თავი და მათ შორის იყვნენ სხვადასხვა კომანიის წარმომადგენლებიც.. სხვა გზა არ მქონდა ყველა მათ შეკითხვაზე უნდა მეპასუხა . ახლა ყველაზე ძლიერი და გაბედული უნდა ვყოფილიყავი..
- ქალბატონო ნინია,თქვენს გარშემო აგორებულმა ახალმა სკანდალმა ყურადღება მიიპყრო და გაურკვევლობაში დაგვტოვა,რატომ ცდილობთ სანდრო წილაურის მიწების მითვისებას და მის გნადგურებას??
- პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მისი მიწების მითვისების არანაირი სურვილი არ გამაჩნია, მეორეც ეს სკანდალი თქვენ თვითონ ააგორებ ჟურნალისტებმა, ეს იყო ჩვეულებრივი აუქციონი სადაც მიწიების შესყიდვა მე მოვასწარი, არა მგონია ეს ნაბიჯი ნიშნავდეს იმას რომ მე ამ კომანიის გაადგურება მაქვს განზრახული...
- ქალბატონო ნინია, ადასტურებთ რომ თქვენსა და სანდრო წიკლაურს შორის იყო რომანი??
- ვადასტურებ ოღონდ ეს არ იყო რომანი, ეს იყო უბრალო ბავშური გატაცება, ამ საკითხე კომენტარს მეტად აღარ გავაკეთებ, თუკი გაქვთ შეკითხვები საქმესთან დაკავშრებით მზად ვარ გიპასუხოთ..
- რა არის თქვენი სამომავლო მიზნები??
- საინტერესო კითხვაა, მიზნები და გეგმები უამრავია, ახალი ბიზნეს ცენტრის აშენებას დავიწყებთ უახლოეს მომავალში და გეგმაში გვაქვს კიდევ არაერთი მიწის შესყიდვა... ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით .. ნახვამდის...

სირბილით მივედი ოთახამდე , კარები მოვიკეტე თუ არა მაშინვე შვებით ამოვისუნთქე და გულზეც მომეშვა, მე ეს შევძელი, მე ეს გავაკეთე,, ალბად საღამოს მთელი თბილისი ილაპარაკებდა ჩემზე... ალბად ყველა ჩემს ქმედებას შურისძიებას მიაწერდნენ და ამაში მართლები იქნებოდნენ, რომ არა გიორგის დაჟინებული თხოვდა სანდროს აქამდეც გავანადგურებდი...


**
ფანჯრის რაფაზე მიყუდებული სანდრო მაგიდაზე უკან მოტანილ თეთრ ვარდებს დაყურებდა რომელიც უკან წარსულში აბრუნებდა. როგორ უყვარდა ნინიას თეთრი ვარდები, ახლა ამ უცნობ ქალს რატომ გაუგზავნა ეს ყვავილები, ამით ნინიას უღალატა?? რა თქმა უნდა არა, მაშინ რატომ გრძნობდა თავს დამნაშავედ რატომ ეგონა რომ ეს ცხოვრებაში მის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი შეცდომა იყო...
ფეხსაცმლის კაკუნით შევიდა ნატუკა კაბინეტში და ნაზად აკოცა სანდროს..
- საყვარელო, აქ რას აკეთებ??
- რა კითხვაა ნატა ეს, ვმუშაობ როგორ ფიქრობ სხვას რას უნდა ვაკეთებდე??
- მე ფანჯრის რაფა ვიგულისხმე..
- რა სჭირს ფანჯრის რაფას, მიყუდება და ფიქრი აკრძალული მაქვს??
- რა უხეში ხარ სანდრო, ეს დღეებია ვეღარ გცნობ..
- მაშინ უაზრო კითხვებს ნუ მისვავ ნატა, შენი უაზრო კითხვები ყელში ამომივიდა, წადი რამე საქმე მონახე, დადიხარ მთელი დღე უსაქმურად დავიღალე უკვე..
- ასე ნუ მელაპარაკები სანდრო..
- როგორც საჭიროდ მივიჩნევ ისე დაგელაპარაკები თუ არ მოგწონს შეგიძლია მიბრძანდე..
- სანდრო ასე თუ გააგრძელებ გადავიფიქრებ შენს ცოლობას..
- ცოლობას?? და მე როდის შემოგთავაზე შენ ცოლობა ნატა, გინდა ჭკუიდან ამწიო??? არ ვაპირებ ცოლის მოყვანას..
გიჟივით შევარდა ირაკლი ოთახში და სანდროს წინ დაუდგა...
- სანდრო, იცი ვინაა “N.G.A “ ჰოლდინგის მეპატრონე???
- ვიცი იკა, გიორგი თეთრაძეა. მაგრამ ახლა სხვა მართავსო გუშინ არ გვითხრა ...
- შენ აზრზე არ ხარ რა ხდება სანდრო, ტელევიზორს არ უყურე??
- ტელევიზორისთვის მცალია ძმაო? თავი მისკდება ფიქრით..
- ახლა უარესად გაგისკდება რო გაიგებ ვინაა სათავეში...
- ირაკლი, მაშინებ ასეთი ქცევით. თქვი ვინააა..
- N.G.A -ს გიორგი თეთრაძის ქვრივი მართავს..
- ამის დედაც.... ასეც ვიცოდი...რო ქალი იყო..
- დამამთავრებინე სანდრო, ჯერ მთავარი არ მითქვამს.. იცი ვინაა მისი ქვრივი ბიჭო?? ნინია ბაქრაძე...
ყველაფერი დატრიალდა გარეშემო, მთელმა ამ წლებლა ერთად გაირბინა სადროს წინ, იმ დღეებმა, როცა უყვარდა, იმ დღეებმა როცა მისი იყო, იმ დღეებმაც როცა სასიკვდილოდ გაიმეტა შვილი და არაფერი გააკეთა საყვარელი ქალის დასაცავად... იმ ტანჯულმა რვა წელმაც რომელიც მასზე ფიქრში გალია...
- სანდრო კარგად ხარ??
- გამიმეორე ირაკლი, ვინააა მისი ქვრივი??
- სანდრო მორჩი, ყველაფერი სწორად გაიგე... გიორგის ქვრივი ნინიაა..ვერ ხვდები რომ ჩვენზე შურს ძეობს? მამაჩვენის ცოდვებზე პასუხი ჩვენ უნდა ვაგოთ...
- ჩემი ნინია.. ჩემი ნინია... ახლა ზუსტად ვიცი რომ გუშინ სწორად გავშიფრე მათი ლოგო... ნ- ნინია ყოფილა... გ -გიორგია..
- ა- ვინაა სანდრო??
- ანანო. მათი შვილი გუშინ შემთხვევით გავიცანი. გზაზე გადამირბინა, ეს დიდი ამბავია... იკა, იქნებ ეს ბავშვი ჩემი..
- მორჩი ეხლა, კარგად იცი რომ ის ბავშვი არ დაბადებულა, შენი ხელით არ წაიყვანე მოსაშორებლად? ჯობია იმაზე იფიქრო როგორ დავაღწიოთ თავი მის გეგმებს...
- რო იცოდე ახლა ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს...
საუბარი ოთახში შემოსულმა მდივანმა გააწყვეტინა. სანდროს კონვერტი გაუწოდა და მაშინვე გაბრუნდა.. გაოცებულმა ჩაიკითხა სანდრომ მოტანილი წერილი და ირაკლის ახედა..
- დღეს საღამოს ვახშამზე ჩვენს ადვოკატს ეპატიჟებიან საქმის გასარკვევად სხვა კომპანიის ადვოკატებთან ერთად..
- ნინიას ჰოლდინგი??
- ასეა.. მე წავალ..
- მოიცა შენ როგორ წახვალ გაგიჟდი??
- ფეხებზე მე წავალ.. შემხვდეს თუ მაგარი გოგოა...
- სანდრო გაჩერდი.. გოგოს ცხოვრება დავუნგრიეთ და კიდე ჩვენ ვიჭიმებით?? 22 წლის გოგოს იმხელა ტკივილი მიაყენა მამამ რომ მთელი ცხოვრება ექნება ტრამვად, სანდრო არ გაამწარო უარესად, დამიჯერე ,ასე აჯობებს.
- გითხარი მე წავალ -თქო და მორჩა...

**
სასტუმრო ჰოლიდეის წინ გააჩერა სანდრო წიკლაურმა მანქანა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა შენობაში.. დარბაზი სავსე იყო სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებით... სანდრომ თავისი ადგილი დაიკავა და გულის ფანცქალით დაელოდა ნინიას შემოსვლას დარბაზში...
დიდი ხანი არ დასჭირვებია ათ წუთიანი ლოდინის შემდეგ შავ მოკლე ქვედატანსა დ შავსავე პიჯაკში გამოწყობილი ამაყად შემოვიდა დარბაზში და კუთვნილი ადგილი დაიკავა.. სანდრო თვალს არ აშორებდა და უამრავი ფიქრი ერთად მოსდიოდა თავში.. ბატონი დავითი ნინიასკენ დაიხარა და ახალი ამბავი ამცნო, სანდრო თვითონ მოვიდა ადვოკატის ნაცვლადო..
ამ რვა წლის განმავლობაშ მათი თვალები პირველად შეეჩეხა ერთმანეთს, ცრემლი მოერია ნინიას თაფლისფერ თვალებში მაგრამ მისთვის მზერა არ აუცილებია, სანდროც ჯიქურ იყურებოდა მისკენ და სახეზე ირონიული ღიმლი არ შორდებოდა არც ერთს.
**
შეხვედრამ ერთ საათს გასტანა, რა ნერვების ფასად დამიჯდა იქ ჯდომა და მათ კითხვებზე პასუხების გაცემა ეს მხოლოდ მე და სანდრომ ვიცოდით, მთელი ამ დროის განმავლობაში თვალი არ მოუშორებია ჩემთვის.. სტუმრებს დავემშვიდობე თუ არა მაშინვე ქალთა ოთახისაკენ წავედი სწრაფი ნაბიჯით, ახლა მხოლოდ ცივი წყალი თუ გამომაფხიზლებდა..
კარების მოკეტვას ვაპირებდი რომ სანდროც შიგნით შემომყვა და მკლავში ხელი მტაცა..
- რას აკეთებ? ბატონო სანდრო დაგავიწყდა რომ ეს ქალების ოთახია?
- ეს კითხვა მე უნდა დაგისვა, რას აკეთებ ნინია??
- რას უნდა ვაკეთებდე ვერ ვხვდები ,რისი თქმა გინდა.. გამიშვი მეტკინა..
- როდის დაბრუნდი? აქ იმისთის ჩამოხვედი რომ ჩემი ბიზნესი ჩაძირო?
- ნეტა ასეთი მიხვედრილი მაშინ ყოფილიყავი, სწორედ მიხვდი...ზუსტად მაგას ვაპირებ..
- კი მაგრამ რატომ??
- მეკითხბი კიდეც? სინდისი გაგაჩნია? ამას როგორ მეკითხები? მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციე და გინდა აგიხსნა რატომ უნდა ვიძიო შენზე შური??
- ანუ მიზეზი წარსულის შეცდომააა.
- შეცდომა რომელმაც შინაგანად დამანგრია, გამანადგურა. შენ იცი მე რა გადავიტანე??
- მაპატიე გთხოვ,
- გაპატიო??? შვილი მომიკალით, ციხეში ჩამსვით და გინდა ეს ყველაფერი გაპატიო??
- რას ნიშნავს ციხეში ჩაგსვით??
- ოხ, არ გამაოცო ეხლა და არ თქვა რომ არაფერი იცოდი.. მამაშენმა ყველაფერი იღონა რომ ციხეში ვყოფილიყავი, სხვისი დანაშაული ჩემზე ჩამოიწმინდა, ათასი სისაძაგლე დამაბრალა მაგრამ ბედმა არ გამწირა გესმის?? რამოდენიმე თვიანი ტანჯვის მერე გიორგიმ დამიხსნა იქიდან...
- არ მჯერა, ნუთუ მამაჩემმა ესეც იკარა, გეფიცები არაფერი ვიცოდი ნინია..
- ფეხებზე იცოდი თუ არა, მე მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, გაგანადგურო, შენ და შენი ბიზნესი, ისე დაგიყვან ნულამდე როგორც ჩემი ცხოვრება გაანულე... ისე გაგამწარებ როგორც შენ გამამწარე...
- ნინია არ გინდა... ასე ნუ გაბოროტდები...შენი თავი თუ არა ანანო მაინც შეიბრალე...
- ჩემი შვილის სახელი არ ახსენო არასოდეს...შენ რომ შვილი გდომებოდა გეყოლებოდა, შენ რომ შვილის ფასი გცოდნოდა შენი ხელით არ მიმიყვანდი ექიმთან, ასე ადვილად არ დაიჯერებდი რომ სხვასთან გიღალატე.. ანანოს არ გაეკარო და უარესად არ გამამწარო...
- იცოდე ცუდ თამაშს იწყებ და ჩაიძირები...
- ნუ მაცინებ, გინდა ერთი რაღაც გითხრა?!- ამ თამაშის ორივე მხარეს მე ვარ ძვირფასო. ჩემს თამაშში მე არჩევანი ვარ და არასოდეს ვიქნები ვარიანტი , დაიმახსოვრე ბატონო სანდრო..
- შენი სიჯიუტე არასოდეს შიცვლება..
- არც შენ შეიცვლები, ისევ ისეთი ნაგავი ხარ რაც იყავი...
მხარი გავკარი და ოთახიდან გაცოფებული გამოვედი.. გულზე მომეშვა ყველაფერი ვუთხარი, როგორ გავბედე ამდენი, ასე საჯაროდ გამოვუცხადე ომი...მაგრამ რა მქონდა დასაკარგი, ეს სანდრო იყო საცოდავი რომელმაც ვერაფერი გააკეთა საყვარელი ქალი რომ დაეცვა...
გეზი მაშინვე მანქანისაკენ ავიღე, ვიგრძენი როგორ მომდევდა უკან სირბილით. ჩასაჯდომად მოვემზადე თუ არა წინ ამესვეტა და თვალებში ჩამხედა...
- ანანო ჩემი შვილია?? ყველაფერს გაფიცებ ნინია მითხარი..
- შენ სულ ხო არ გაგიჟდი ? ავადმყოფი ხარ.. ანანო ჩემი და გიორგის შვილია, და მე მეამაყება რომ ასეთი მამა ყავს, შენ არ ხარ შვილის ღირსი თუმცა ეს ჩემი განსასჯელი არაა, მთელი ცხოვრება ისიც გეყოფა ცოდვად რომ საკუთარი შვილი მოკალი ..
დამავიწყა ბიზნესმენ სანდრო წიკლაურს გული არ გააჩნია, მისთვის გრძნობები ფეხქვეშ გასათელია... გზაზე აღარ გადამეღობო თორემ განახებ რა შემიძლია...
ხელი ვკარი და მანქანაში ჩავჯექი... მაშინვე სახლში წასვლა ვუბრძანე ის კი კიდევ დიდი ხანი იდგა შუა ქუჩაში და გაშტერებული უყურებდა ჩემს მანქანას...ცრემლებს ხელის გულებით ვიწმენდდი. რა დიდი ტკივილი იყო მასთან ყოფნა და არ ყოფნა.. მასთან მიახლოვება და არ შეხება.. მისი ტუჩების ყურება და არ კოცნა.. ჭკუიდან გადავყავდი ამ აზრებს.. რვა წელი ვებრძოლე საკუთარ გრძნობას რომელიც, უფრო გაღრმავდა,გაღვივდა.. ვცდილობდი წარსული დამევიწყებინა მაგრამ ვერ შევძელი, ალბად დროებით მივაძინე ეს გრძნობაც ჩემში...
ახლა ყველაფერი თავიდან დაიწყო, ისევ გადამეყარა გზაზე, არადა აქ სულ სხვა მიზნებით დავბრუნდი. სულ სხვა იმედები მქონდა.. ჩემი ქვეცის და თამაშის ხანდახან მე თვითონაც მეშინოდა...

**
სალომე ტელევიზორს სევდიანი უყურებდა ვერც კი შენიშნა ჩემი შესვლა, ჩანთა სავარძელზე დავდე და ფეხსაცმელები კუთხეში მივაწყე.
- სალ, ანანო სადააა?
- რა კარგია რო მოხვედი. დედასთან იყო ახლა მოვიდა, არ ვიცი ოთახიდან არ გამოდის რაც მოვიდა ტირის, ღმერთმა იცის რა უთხრა დედამ..
- დედასთან იყო?? იქ რა ჯანდაბა უნდოდა გოგო, შენ წაიყვანე???
- არა ნინ გეფიცებ.. სკოლაში მისულა დედა და არ ვიცი რა მოხდა...
- დედა. რა ლამაზი სიტყვაა არა?! მაგრამ მე დედა მაშინ მომიკვდა როცა ზურგი მაქცია სალომე, ის მხოლოდ დედშენია. რამდენს ნიშნავდა ეს სიტყვა ჩემთის დედა.. ახლა კი ამ სიტყვის წარმოთქმაზე მხოლოდ სიცივეს ვგრძნობ სალომე...
- ნინ, გთხოვ დმშვიდდი, ანანოსთან ადი იქნებ შენ მაინც გითხრას რა ხდება...

აივანზე პატარა სკამი გაეტანა და ქუჩას გადაყურებდა ჩემი ჭკვიანი და ლამაზი გოგო.. თან სლუკუნებდა, დიდი ქალივით ფიქრებში იყო გართული. რამდენი ტკივილი ელოდა წინ ამ პაწაწინას, და რამდენი გადაიტანა , ჯერ კიდევ არ დაბადებულმა არავინ იცოდა.. მასთან მივედი და მის გვერდით მეთლახზე დავჯექი..
- დე მოხვედი?
- მოვედი, დედა დაიღალა, ძალიან დაიღალა.. გინდა სადმე წავიდეთ??
- აბა დავიღალეო?
- შენთვის არა ჩემო პრინცესავ.. წამოდი გაგასეირნებ. მე რომ შენხელა ვიყავი ხშრად რუსთაველზე ვსეირნობდი, ძალიან მიყვარდა ძველი ქუჩები და აქა-იქ განათებული მაღაზიები, ახლა ყველაფერი ლამაზია. წამოდი ..
მართლა რამდენი რამე შეცვლილა, მე და ანანო ხელიხელ ჩაკიდებულები მივდიოდით ქუჩაში, დრო და დრო უკან ვიხედებოდი ვამოწმებდი მომყვებოდა თუ არა დაცვა, მეშინოდა სანდრო არ გადამყროდა სადმე...
- ანანო, სალომ მითხრა ბებია გინახავს, რა მოხდა მეტყვი?
- დედა, ბებო რატომ არ გიყვარს?
- ეს ვინ გითხრა? რა სისულელეა, რა თქმა უნდა მიყვარს. მე რომ შენ გაწყენინებ ხოლმე აღარ გიყვარვარ??
- მიყვარხარ..
- ხოდა მეც ასე ვარ. უბრალოდ ბებომ ძალიან მატკინა გული ძალიან ძალიან, ხოდა დიდი დრო მჭირდება რომ ამ წყენამ გამიაროს.. კიდე რა გითხრა ?
- დედა, ყველაფერს ვერ გეტყვი რაც ბებომ მითხრა..
- კარგი მაშინ არც მე მოგიყვები რომ დღეს სანდრო ვნახე..
- მამა ნახე?? მაშინ მე რომ გითხრა შენც მეტყვი??
- გეტყვი ჩემო ფისუნიავ.
- ბებომ მითხრა რომ დედაშენი ციხეში იჯდაო.. შენ რომ გაჩენდა იმიტომ დაიჭირესო. მამაშენს არ უნდოდა რომ გაჩენლიყავიო და უნდოდა მომკვდარიყავიო..
ანანოს სიტყვებმა წამიერად დამაბრუნა წარსულში.. ადგილზე გავიყინე, ამდენი ხნის მერეც კი არ წყვეტდა დედაჩემი ჩემს განადგურებას.. რვა წლის ბავშვს ყველა ტკივილი ერთად მიაყენა რასაც ამდენი წელი ვმალავდი... ანანო რომ გვერდით არ მყოლოდა, ალბად მიუარდებოდი და დავივიწყებდი რომ ეს ქალი დედაჩემი იყო... ღრმად ჩავისუნთქე და ანანოს წინ დავიმუხლე..
- ანანო, ყველას ყველაფერი არ დაუჯერო.. თუ დედა მართლა გიყვარს , მაგ ქალს არ გაეკარო, რომც მოვიდეს. ნუ მაიძულებ რომ დაცვა დაგიყენო საკლასო ოთახთან... ციხეში ნამდვილად ვიჯექი ოღონდ არა შენი გაჩენის გამო, ჯერ პატარა ხარ, ამას ვერ გაიგებ, მოვა დრო და ყველაფერს მოგიყვები..
- სანდროს მართლა უნდოდა რომ მოვეკალი?
- რას ნიშნავს მოეკალი შვილო, გინდა გამაგიჟო?? მამაშენი მაშინ ძალიან გაბრაზებული იყო ჩემზე, ხოდა უნდოდა რომ შვილი არ ყოლოდა ჩემგან, ეს ძალიან რთული ასახსნელია ანანო. საამისოდ ძალიან პატარა ხარ.. არც კი ვიცი როგორ გითხრა..
- მამას ვუყვარვარ?? რომ გაიგებს რომ მე მისი შვილი ვარ შევუყვარდები??
- მამამ არ იცის შენი არსებობა, მან იცის რომ შენ გიორგის შვილი ხარ, მოდი ეს ყველაფერი ჯერ ასე დავტოვოთ კარგი? პირობას გაძლევ რამოდენიმე კვირაში თვითონ ვეტყვი რომ მისი შვილი ხარ, თანახმა ხარ?
- კარგი.. თანახმა ვარ დედიკო. მაშინ ნაყინი მიყიდე..
- სულ ხომ არ გაგიჟდი? ზამთარში ნაყინს ვინ ჭამს..წამოდი მაღაზიებში შევიდეთ ,შენთვის ,ჩემთვის და სალომესთვის ახალი ტანსაცმელი ვიყიდოთ..
- როგორ მიყვარს....


**
ვისკის ჭიქით ხელში მისაღებში იჯდა სანდრო და ამღვრეული თვალებით გაყურებდა თეთრად მოფარფატე თოვლის ფანტელებს.ირაკლი ჩუმად მიუახლოვდა ძმას და მხარზე ხელი დაადო..
- რა ხდება სანდრიკ რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის? ჩაგიტარა ნინიამ??
- ცხვირ-პირი ჩამომტირის იკა, ასეა..მართალი იყავი ჩვენზე შურის საძიებლად ჩამოვიდა და ზუსტად ვიცი ამას მიაღწვს, ყველა იმ ტკივილისთვის გვაგებინებს პასუხს რაც გავუკეთეთ..
- ვიცი ძმაო, და მზად ვარ , უნდა ვიბრძოლოთ..
სანდრო ფეხზე წამოდგა, ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადგა , ორივე ხელი იკას მხრებზე დააბჯინა და ცრემლიანი თვალებით ჩახედა თვალებში..
- იცი რა არის ყველაზე ცუდი? ის რომ ისევ მიყვარს.. მისმა დანახვამ ყველა გრძნობა ერთიანად ამომიშალა იკა, მისი სიახლოვის სურვილი მკლავს, მისი შეხების, ჩახუტების...
- მოიცა მოიცა, არ დაიწყო ეხლა მაგისი დრო არაა სანდრიკ. ვერ ხედავ რომ ეს ქალი გვანადგურებს?
- მე უკვე გამანადგურა იკა, რვა წელია მანადგურებს მასზე ფიქრი და ოცნება..
- მთელი ეს დრო მატყუებდი რომ აღარ გიყვარდა? მეგონა ნატამ შეძლო მისი დავიწყება..
- მას ვერავინ დამავიწყებს სიკვდილიც კი. მაგრამ იცი რა არის კიდე უფრო ამაზე ცუდი? ის რომ ის აღარაფერს გრძნობს იკა..მითხრა ამ თამაშში მე არჩევანი ვარ და ვარიანტი არასოდეს ვიქნებიო.. დასახული გეგმის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს. შვილი ყავს იმ კაცისგან, მის სახელს ისეთი სითბოთი ახსენებს... სანდრო უეცრად შეყოვნდა და იკას მიუბრუნდა.. იცოდი რომ მამამ ნინია ციხეში ჩასვა??
- ვინ გითხრა?
- შენც იცოდი არა??? ყველამ იცოდით.. ჩემს გარდა ყველა.. ნინიამ მითხრა .. მე კიდე დებილივით ვიდექი და ვუსმენდი მეგონა იგონებდა.. როგორ გააკეთეთ ასეთი რამე.. გარდა იმისა რომ მის ღალატში დამაჯერეთ კიდევ ეს საშინელება გაგიკეთებიათ...
- მისმინე, მაშინ პატარა ვიყავი, მამას წინააღმდეგ ვერ წავდოდი..
- პატარა იყავი???25 წლის კაცი იყავი იკა, 25 წელი ცოტაა??? თუმცა შენ რას გერჩი, მე თვითონ ვერ დავიცანი ნინია, მე თვითონ ვარ დამნაშავე. ჩემი შვილი მოვკალი და ახლა ანანო ამოვიჩემე მაგრამ ეს იმედიც ჩამიკვდა..
- სანდრიკ მორჩი.. აი ნახავ ნატას მოიყვან და შვილები შენს გეყოლება..
- რას ამოიჩემეთ ეს ნატა, მის მოყვანას არ ვაპირებ, ცანცარა ქალები არასოდეს მყვარებია, ახლა გინდა ნატა მოვიყვანო ცოლად? არ ვაპირებ .. მის გვერდით როგორ ვიყო როცა ნინიას ერთი გამოხედვაც კი მკლავს..
**
ანანომ დაიძინა თუ არა მეც მაშინვე დასაძინებლად დავწექი, ამ დღემ ისე გადამღალა მეგონა ვეღარასოდეს შევძლებდი დასვენებას. გონებრივად იმდენაც ვიყავი დასუსტებული ფიქრის თავიც კი აღარ მქონდა.. ვიცოდი რომ ერთ დღეს აუცილებლად უნდა მეთქვა სანდროსთვის სიმართლე, მაგრამ არ მინდოდა, არ მქონდა სურვილი გაეგო ანანოს არსებობა, რომ ის მისი შვილი იყო... ახლა როცა გავზარდე ფეხზე დავაყენე , როცა სხვამ გაუწია მამობა და მისცა მამობრივი სიყვარული. ახლა არ მინდოდა რომ გიორგის ამაგი წყალში ჩაყრილიყო..
ლოგინში შევწექი თუ არა მობილური აწკრიალდა .
- გისმენთ ბატონო დავით..
- ნინია საღამო მშვიდობისა.. ახალი ამბავი მაქვს, იმედი მაქვს გაგახარებთ..
- გისმენთ ბატონო დავით..
- სანდრო წიკლაურის მორიგი გეგმის შესახებ შევიტყეთ.. როგორ მოვიქცეთ? თუ გსურთ მზად ვარ ახლავე დავიწყო ახალ შესყიდვებზე მოქმედება..
- რა თქმა უნდა ბატონო დავით. მზად უნდა ვიყოთ თქვენი იმედი ტყუილად არ მაქვს.. დავიწყოთ და რაც მალე მოვრჩებით უფრო კარგი იქნება..

ლოგინიდან ავდექი. ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი.. ჯერ ისევ თოვდა, თეთრი ფანტელები მიწაზე ეცემოდა და ერთ მთლიანობას ქმნიდა.. განა რა იყო ჩემი ცხოვრება, ყველაფერი მხოლოდ ტანჯვასა და წამებაში გავლიე..მაშინ როცა ახალ ნაბიჯებს ვგდავდი მაშინ დამინგრიეს ყველაფერი. და ყველაზე ძნელი იცით რა იყო?? ეს ომი ეს თამაში რომელსაც ვეწეობი.. ცალ მხარეს მედგა შვილი და ჩემი შვილის მამა რომლის განადგურებასაც ვცდილობდი მეორე მხარეს კი ის დიდი ტკივილი და სევდა რომელიც რვა წელი ვატარე.. ყველაფერს ამას კი ის დიდი გრძნობა ჩრდილავდა რომელსაც სიყვაული ერქვა სანდროს მიმართ განცდილი გრძნობა რომელიც ვერანაირმა ტკივილმა ვერ დამავიწყა ვერ ჩააქრო ჩემში, ვეღარ ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა რა იქნებოდა სწორი და რა არა...
ერთი ვიცოდი მხოლოდ, ყველაფერი ეს ისე უნდა მომეგვარებინა რომ ანანოს არაფერი შეხებოდა, ყველაზე ნაკლებად მიდი გულის ტკენა მინდოდა..
ოთახში შესვას ვაპირებდი რომ მობილური აწკრიალდა, უცხო ნომერი რეკავდა გადავწყვიტე არ მეპასუხა მაგრამ გულმა ვერ მომითმინა..
- ნინია სანდრო ვარ....
- გისმენ სანდრო... მისი ხმის გაგობენაზეც კი ჟრუანტელი მივლიდა.. რა მოხდა ახლა რისთვის მირეკავ..
- შენთან შეხვედრა და ლაპარაკი მინდა..
- ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს, რაზე უნდა მელაპარაკო საერთო აზრიც კი არ გაგვაჩნია...
- გაგვაჩნია ჩვენი სიყვარული...
- რომელ სიყვარულზე მელაპარაკები სანდრო. რომელიც ჩემში ჩაკალი? ზედ რომ გადაუარე იმ სიყვარულზე? ჩემი ნდობით რომ ისარგებლე და ლოგინში შემიტყუე ?? ესაა შენი სიყვარული? ესეთი სიყვარული იმ ბარბის თოჯინას შესთავაზე ოფისში რომ დაკაკუნებს...
- ვისზე მელაპრაკები? ნატაზე?
- არ ვიცი რა ქვია და ვინაა, უბრალოდ იცოდე მე ის ძველი გულუბრყვილო ნინია აღარ ვარ რომელიც ასე მარტივად გაწირე, დაიმახსოვრე.. ტყუილად არ შეეცადო რაიმეს გაკეტება..
- მითხარი რომ აღარ გიყვარვარ და აღაოსდეს შეგაწუხებ, მითხარი რომ ის დიდი სიყვარული ჩაკვდა შენში.. თვალებში ჩამხედე და მითხარი ნინია მხოლოდ რამოდენიმე სიტყვა „ სანდრო აღარ მიყვარხარ“ და წავალ..
- როცა გნახავ აუცილებლად გეტყვი დამიჯერე..
- დიდი ხნის ლოდინი არ დაგჭირდება, შენი ეზოს ჭიშკართან ვდგავარ... გამიღებ თუ დაცვა გავაღვიძო..
- შენ ხო არ გადაირიე ?? ანანოს სძინავს სკანდალის მოწყობა არ გაბედო თორემ განანებ სანდრო..
- მაშინ დაცვას უთხარი შიგნით შემომიშვას...
- კარგი მანდ დამელოდე....
თავში არაფერი მომდიოდა.. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა , რომ არ შემომეშვა მთელ სამეზობლოს თავზე დამცემდა, იძლებული ვიყავი მისთვის კარი გამეღო..დაცვას დავურეკე და გავაფრთხილე რომ მანქანიანად შემოეშვათ ეზოში, არ მინდოდა მისი მანქანა თვალში მოსახვედრი ყოფილიყო სხვებისათვის... 5 წუთიც არ იქნებოდა გასული რომ ისევ დამირეკა, კარი გამიღეო.. ხალათის ქამარი მაგრად მოვიჭირე და ჯაბინეტში შევიყვანე...
- ხმადაბლა ილაპარაკე სანდრო ოღონდ, არ გააღვიძო არავინ თორე მოგკლავ, რა ჯანდაბა გინდა რისთის მოხვედი??
- კარგად იცი რისთვისაც მოვედი.... ჩემსკენ წამოვიდა.. მისმა სიახლოვემ გული ამიჩქარა და სისხლი ამიდურა მთელ სხეულში.. წვიმაში მოყოლილი ბეღურასავით ვთრთოდი მის წინაზე, რა თქმა უნდა ეს მას არ გამოპარვია.
- სანდრო წადი, ტყუილად მოხვედი ამით არაფერი შეიცვლება, ეს ყველაფერი შენ დაანგრიე, ჩემი სიყვარული შენ ჩაკალი სანდრო...
- მაგრამ ისევ გიყვარვარ ხო ასეა??
- არა ცდები, სანდრო მორჩი, შენ რა ნასვამი ხარ?? გაიწიე იქით..
- როგორ დაგაჯერო რომ არ ვიცოდი ციხეში ჩასმის ამბავი ნინია..
- კარგი ვთქვათ რომ დაგიჯერე , ბავშვზე რას მეტყვი? ესეც არ იცოდი?? განა შენ თვითონ არ მომაყარე ფული სახეში და არ მითხარი რომ მომეშორებინა ეს ბავშვი?? რომ ყველაზე უკანასკნელი ქალი ვიყავი?? რომ ქუჩის ქალს უფრო მეტი დაფასება ქონდა ვიდრე მე???? განა შენ არ იყავი იკ კაცი რომელმაც დამადანაშაულა რომ ბავშობის მეგობართან გიღალატე? ვერც მაშინ აზროვნებდი და ვერც ეხლა აზროვნებ სანდრო.. ჩამოუყალიბებელი კაცი ხარ რომელმაც არ იცის რა უნდა ცხოვრებისაგან..
- არა ცდები, ვიცი რაც მინდა. ახლა ზუსტად ვიცი რაც მინდა...
ორი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და ორივე ხელი წელზე მომხვია, მისი სუნთქვა ჩემს სუნთქვას ერწყმოდა და ეს უარესად მიხეთქავდა გულს... ოდნავ შემახო ტუჩები და ვიგრძენი რომ ძალა მეცლებოდა, ყველაფერი ამერია მთელს სხეულში, აზრები, გეგმები, გრძნობებიც კი.... ინსტიქტურად მოვხვიე ორივე ხელი კისერზე და მთელი ძალით ჩავეხუტე. ერთი ხელის მოსმით გადამაძრო აბრშმის ხალათი მხრებიდან და იატაკზე მოწყვეტით დაეცა.. გონებაზე მოვეგე, მივხვდი რაღაც გამოუსწორებელს ვაკეთებდი, მაგრმ მისი სიტყვები ჩემს ტვინში გამეფებულ შურიესძიებას ბლოკავდა...
- მიყვარხარ ნინია, ვერ შევძელი გესმის? ვერ დაგივიწყე, მთელი რვა წელი ვებრძოლე ამ გრძნობას, მიყვარხარ...
- მე აღარ მიყვარხარ.. ინსტიქტურად გავეცი პასუხი და მომენტალურად მომშორდა სანდრო..
- არ მჯერა გესმის?? რაც არ უნდა მითხრა არ მჯერა რომ აღარ გიყვარვარ, შეუძლებელია.. მაშინ მითხარი ჩემი სიახლოვე რატომ გაბნევს? რატომ კანკალებ, რატომ გკლავს სურვილი ჩემთან სიახლოვის?
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. აღარ მიყვარხარ და მორჩა...
- თვალებში ჩამხედე და ისე მითხარი...
- სანდრო წადი, გეუბნები რომ აღარ მიყვარხარ ..
- ტყუილის თქმა არც მაშინ შეგეძლო...
- ფეხებზე რას ფიქრობ სანდრო... რომც მიყვარდე და ისევ ისე მინდოდე ჩემს გეგმას მაინც სისრულეში მოვიყვან დაიმახსვრე..
- და მე თვითონ რომ გადმოგაბარო მთელ ჩემი ჰოლდინგი და მერე სიყვარული შემოგთავაზო დამთანხმდები??
- რა?
- ხვალვე გადმოგიფორმებ ,საკუთებაში გადმოგცემ, მერე თანახმა იქნები ჩემი გახდე??
- არა, ასე თამაში აზრს კარგავს... ასე მარტივად არ მინდა დამნებდე..მინდა ისე დაიტანჯო როგორც მე დავიტანჯე ამ რვა წელიწადში..
- ესეიგი ომს მიცხადებ..
- სწორად გაგიგია.. ახლა კი როგორც მოხვედი ისე წადი და გზაზე არ გადამეღობო...სანდრო. წასვლილას ერთ რამეს გეტყვი.. ეცადე დაეყრდნო მხოლოდ საკუთარ თავს და არა ვინმეს, რადგან ჩვენი საკუთარი ჩრდილიც კი ქრება როცა სიბნელეში შევდივართ...
- გავითვალისწინებ ქალბატონო ნინია...
- ნახვამდის ბატონო სანდრო...

**
მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. აზრები ერთმანეთში მერეოდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, უკან არ დავიხევდი მხოლოდ ეს ვიცოდი, მაგრამ სანდროს მიმართ განცდილი გრძნობა ჭკუიდან მშლიდა..
- ვაიმე ნინია, რა აჩრდილივით დადიხარ? რა გინდა ამ დილაუთენა კაბინეტში??
- სალომე გთხოვ გაჩუმდი, თავი მისკდება, მთელი ღამე არ მიძინია.. ძალიან ცუდად ვარ..
- მოხდა რამე? წამოდი ყავას გაგიკეთებ..
- მოხდა, წუხელ სანდრო იყო აქ.. სალომეს კინაღამ ხელიდან გაუვარდა ჭიქები და გაოცებულმა გამომხედა.
- სანდრო იყო აქ? რა უნდოდა ამიხსნი???
- მთვრალი იყო მოვიდა, რომ არ შემომეშვა მთელ მეზობლებს გააღვიძებდა..რო იცოდე რა ცუდად ვარ სალი..
- აღარ მტყვი რა მოხდა?
- მითხრა მიყვარხარო, ვერ დაგივიწყეო.. თუკი ჩემი განადურება გინდა ყველაფერს გადმოგიფორმებ და ჩემთან იყავიო...
- შეიშალა ეს ბიჭი? მაგაზე ადრე ეფიქრა..
- მართალი ხარ..
- ნინია შენ რას გრძნობ მის მიმართ?
- გთხოვ არ გინდა..
- თვალებში შემომხედე და მითხარი...
- რა გინდა რომ გითხრა სალომე.. მიყვარს და ამ გრძნობას ვერ გავექცევი, რვა წელი ვერ დავემალე ამ სიყვარულის ძალას არ ვიცი რა გავაკეთო. უკან ვერ დავიხებ სალომე, იმ მოყენებულ ტკივილს ვერ დავივიწყებ. ღალტში დადანაშაულებას ვერ გადავიტან... დამიჯერე ღალატს სიკვდილი ჯობია. სიკვდილის მერე ისვენებ მაინც და ღალატის მერე???
- იქნებ ეს შენი შანსია ნინია...
- შანსი რვა წლის წინ დაიკარგა სალომე..გეხვეწები ანანო სკოლაში წაიყვანე რა, დღეს არ მინდა არსად გასვლა...
- ნინია ისევ შენს თავში იკეტები მგონი, ძალინ გთხოვ წარსულს არ დაუბრუნდე რა გთხოვ..
- დამშვიდდი, ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს დამაბრუნოს უკან წარსულში..

ბუხრის წინ ვიჯექი და ფიქრებში გართული ვათვალიერებდი ძველ სურათებს. იქ სადაც სამყარო ჩემი მეგონა და ბედნიერებისაგან შემეძლო ხელები გამეშალა, იმ სურათებს სადაც მიწაზე დავეცი და წამოდგომა მაინც შევძელი.. იმ სურათებს სადაც ცრემლიანი თვალებით სავსემ შევძელი მომევლინა ქვეყნად ადამიანი რომელსაც ჩემი ცხოვრების აზრი დავარქვი..
რა უცებ გამიფრინდა დრო, თვალსა და ხელს შუა გაიზარდა ანანო და ახლა აი აქ ერთად ვიდექით ცალ მხარეს ჩვენ და მეორე მხარეს კაცი რომელსაც მამამისი ერქვა.. როგორ უნდა მეთქვა მისთვის რომ ანანო მისი შვილი იყო, ეს ყველაზე ნაკლებად მინდოდა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო არასოდეს გავუმხელდი ამ სიმართლეს, ვერასოდეს გაიგებ ამ ტკბილ სიმართლეს მაგრამ რა მექნა შვილისთვის რომელიც სევდიანი თვალებით ჩამყურებდა თვალებში და ელოდა როდის ვიტყოდი სიმართლეს..
ვიგრძენი როგორ მომეხვია უკნიდან პაწაწინა ხელები და ლოყაზე მაკოცა.
- დე, მოვედი. სალიმ მითხრა დედა ცუდად არისო? რა გტკივა, გინდა წამალი გიყიდო..
- არა ანანო, უკვე კარგად ვარ, შენ რომ გხედავ სულ სულ კარგად ვარ..
- დე, რაღაცა რომ გითხრა გაბრაზდები???
- ჯერ მითხარი პაწიავ..
- დღეს სანდრო იყო მოსული სკოლაში. დავინახე იქ რომ იდგა. მიყურებდა ...
- რა? სანდრო იყო შენთან მოსული?? მოვკლავ... რის მიღწევას ცდილობს... ცდილობს შენზე კარგი შთაბეჭდილება დატოვოს რომ დამიახლოვდეს?არა უეჭველი მოვკლავ...
- დედა, არ მინახავს.. მაშინვე მანქანისაკენ გავიქეცი, არც კი გადმოსულა..დე , მამიკოს ვგავარ არა?
- ანანო გთხოვ არ დაიწყო. შენც ხომ იცი რომ გავხარ , მაგრამ ეს მსგავსება სხვა დროს გავამხილოთ რა. ახლა მაგისი თავი არ მაქვს.. მაშინვე მობილურს ვეცი და სანდროსთან დავრეკე.
- მისმინე ეხლა კარგად რასაც გეტყვი... ჩემი შვილის სიახლოვეს მისული არ დაგინახო თორემ ფეხებს დაგალეწავ გაიგე?? ბავშვს თავი დაანებე სანდრო. ომი შენ გამოგიცხადე და იქონიე იმდენი კაცობა რომ ბავშვი ამაში არ გამოიყენო.. კიდევ ერთხელ რომ დაგინახო ანანოსთან მიახლოვებული ჩემი ხელით მოგკლავ გაიგე??? სიტყვის ამოღება არ ვაცადე ისე გავუთიშე ტელეფონი და მაგიდაზე მივაგდე..

**
ოთახშ ავედი და რაც კი ხელში მომხვდა ყველაფერი დავლეწე, ნაგავი და არარაობა იყო. შური უნდოდა ეძია ჩემი ქმედების გამო ბავშვის გამოყენებით.. ჩემს შვილთან სიახლოვეს არ მივაკარებდი.. ანანოს დასაცავად კიდევ ერთხელ წავიდოდი ციხეში..
აწკრიალებულ მობლურის ეკრანს არც დავხედე ის ვუპასუხე ყვირილით
- გასაგებად ვერ გელაპარაკე წეღან??
- ნინია შვილო, რა მოხდა?
- ბატონო დავით თქენ ხართ? მაპატიეთ. ცუდად გამომივიდა სხვა მეგონა..
- ამას მივხვდი რომ სხვა გეგონა.. ჩაიცვი და ახლავე წამოდი ოფისში სასწრაფო საქმე გვაქვს...
- კარგით ახლავე მოვალ ბატონო დავით....
ნახევარ საათში მე და ბატონო დავითი ახალ გეგმას განვიხილავდით. ახალი ამბავი იმაზე მეტად სასიხარულო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა ,
- ჩვენმა შეგზავნილმა კაცმა კარგად იმუშავა და სანდროს და მისი ძმის საუბარი კარგად ჩაიწერა. როგორც ჩანს ჩუმად აპირებენ აქციების გაყიდვას ..
- აქციების გაყიდვას?? რამდენ პროცენტს?
- ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ მაგრამ დაახლოებით 30% იქნება..
- ბატონო დავით არის ვინმე ისეთი ვისაც ვაყიდინებთ ამ აქციებს?? ასეთი სანდო ადამიანი გეგულებათ??
- ეს საქმე უკვე მოვაგვარე, რასაც აქციებში გადავიხდით , იმ ადამიანსაც ამდენივეს მივცემთ ასე რომ აქციები ჩვენ დავრჩება გადმოფორმებული რა თქმა უნდა და ის ადამიანიც კმაყოფილი იქნება.. სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ვესაუბრე ჩინელი ინვესტორია..
- ძალიან კარგია.. შესანიშნავია...ყველაფერს ველოდი და ასეთ კარგ გაგრძელებას არა...ახლა მიფრთხილდეს სანდრო წიკლაური... თუ ამისი კაცობა გააჩნია შემებრძოლოს კაცურად...იცით ბატონო დავით, ხანდახან ოცნების ასრულებას მთელი ცხოვრება ველოდებით და როცა ხელს ჩავიქნევთ მაშინ ახდება ხოლმე... აი როგორც ახლა...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი იაგამი

ოქრო გოგო ♡♡♡♡♡

 


№2  offline ადმინი თუკა

იაგამი
ოქრო გოგო ♡♡♡♡♡

დიდი მადლობაააა
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent