შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაშის ორივე მხარეს (თავი 2)


18-07-2019, 16:42
ავტორი თუკა
ნანახია 1 402

თამაშის ორივე მხარეს (თავი 2)

სანდრო წიკლაურის სახლში ორომტრიალი იყო, ყველა ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა გარდა სანდროსი და ირაკლისა.. როგორც იქნა მათმა უფროსმა ვაჟმა თანხმობა განაცხადა ცოლად მოეყვანა ნატა..ნინიას გაუჩნარების მერე ნატა ამაოდ ცდილობდა სანდროს გულის მოგებას , და როგორც იქნა დაითანხმა საყვარელი მამაკაცი ჯერ ნიშნობაზე მერე კი ქორწინებაზე..
- სანრიკ ,ამას ნუ გააკეთებ რა.. ერთ შეცდომას მეორეს ნუ დაუმატებ, ვიცი ამას იმიტომ აკეთებ რომ ნინია გაამწარო..
- აზრი არ აქვს არაფერს იკა.. მასთან ვიყავი. მითხრა მიყვარხარ მაგრამ მაინც გაგანადგურებო... ვიცი უარესის ღირსი ვარ არაკაცივით მოვექეცი მაგრამ ასე ძნელია დაივიწყოს??
- მოიცა ,მოიცა, რა ადვილია სხვის ნაცვლად ლაპარაკი არა?? რამდენი ცუდი გავუკეთეთ აბა დაფიქრდი ბიჭო, რა პატიებაზე ლაპარაკობ. მის ადგილას შენ რომ ყოფილიყავი ალბად ზედაც არ შეხედავდი და მისგან ადვილად ითხოვ პატიებას არა??
- არაკაცი ვარ, მეტი რა ვთქვა, საკუთარი შვილი მოვკალი ამაზე დიდი ცოდვა რა გინდა იკა..
- ვიცი მაგრამ გთხოვ, ყველაფერი წინაა, ჩავშალოთ ეს ნიშნობა, ყველას ავუხსნი ყველაფერს წადი სანდრიკ, ძალიან გთხოვ არ გააკეთო რა..
- არ ვიცი იკა არ ვიცი... ამ უაზრო ცხოვრებამ დამღალა ჭკუიდან გადავყავარ იმ აზრს რომ ჩემთან ყოფნა არ უნდა..
- აბა რას ელოდი,მოვიდოდა და კისერზე მოგეხვეოდა??
- მართალი ხარ, მაგრამ ამ გრძნობას ვერ ვერევი... რამოდენიმე საათში ნატას თითზე ბეჭედს გავუკეთებ და წარმოვიდგენ რომ ჩემს წინ ნინია დგას..
- აუ შენ ვაფშე გარეკე ხო?! რას წამოირდგენ ბიჭო, ამ წარმოდგენებს არ გირჩევნია შევაჩეროთ ეს ყველაფერი??
- არა იკა , მორჩა.. ნატას მოვიყვან ცოლად და მორჩეს....
- ჯერ კიდევ გაქვს დრო სამი საათი კიდე გვაქვს რომ გადაიფიქრო..

**
ნერვიულად დავდიოდი ოთახში, რაღაც მაფორიაქებდა.. უკვე სამი საათი ხდებოდა და ანანოსგან არაფერი ისმოდა. მაგიდაზე მიგდებული მობილური ავიღე მასთან დარეკვა ვცადე..მაგრამ ამაოდ, მაშინვე სალომესთან დავრეკე..
- სალი, ანანო დამალაპარაკე რა, რაღაც ძალიან აფორიაქებული ვარ მინდა მისი ხმა გავიგო..
- ნინია, ანანო ჩემთან ერთად არაა.განა შენთან არ წამოვიდა?
- რას ნიშნავს შენთან ერთად არაა. მობილური გათიშული აქვს. ვერ ვრეკავ...მოიცადე ზურაბს დავურეკავ....
- გისმენთ ქალბატონო ნინია..
- ზურაბ , ანანო შენთან ერთადაა??
- არ გამოსულა სკოლასთან ველოდებით უკვე საათზე მეტია..
- რას ნიშნავს ელოდებით ზურაბ, შედი შიგნით და ნახე მალეე. სადაა ანანო..
ნერვიულმა კანკალმა ამიტანა, ასე მეგონა გულს მისერავდნენ და სისხლს წვეთებად მაცლიდნენ, ისტერიულად დავიწყე ტირილი, ალბად ეს პირველი დედობრივი წინათგრძნობა იყო...
- გისმენ ზურაბ...
- ანანო მეორე გაკვეთილის მერე წამოსულა უთქვამს რომ ცუდად იყო ....
- რას ნიშნავს წამოსულა?? ვინ უშვებს რვა წლის ბავშვს მარტოს ამხელა გზაზე??
- ახლავე დავიწყებთ მის მოძებნას... პოლიციაში დავრეკოთ??
- არა ზურაბ, არაა საჭირო ჯერ ასე მოვძებნოთ.. ახლავე გამოვალ მეც..
სირბილით გავიქეცი კახას ოთახამდე და მაგრად ჩავეხუტე...
- გეხვეწები დამეხმარე რა.. ანანო დაიკარგა კახა.. გემუდარები მიპოვე შვილი.გთხოვ კახა...
- რას ქვია დაიკარგა ნინია,რას ამბობ..
- არ ვიცი კახა, სკოლიდან წამოსულა, სად ვეძებო, სადააა ჩემი ანანო კახა. გთხოვ. ხმამაღლა ვტიროდი და სიმწრისაგან შეკრულ მუშტებს კახას ვურტყავდი..
- წამოდი გავდივართ მალე... სად უნდა წასულიყო, აქვე იქნება..
მთელი საათი უშდეგოდ ვეძებეთ ანანო, მაგრამ მის კვალს ვერავინ მიაგნო.. იძულებული გავხდი პოლიცია ჩამერთო და მისი ძიება მათაც დაეწყოთ...მობილურის ეკრანზე დაყენებულ მის სურათს დავყურებდი და ცრემლები თავისით მომდიოდა..
- ქალბატონო ნინია გამარჯობათ ვაკე-საბურთალოს პოლიციის რაონული განყოფილების უფრო ვარ ნიკა აბაშიძე..
- გისმენთ ბატონო ნიკა...
- თქვენი გოგო ვიპოვეთ..
- იპოვეთ სადაა??
- სამწუხაროდ ცუდი ამბავი გვაქვს... საავადმყოფოშია, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. როგორც ჩანს გზაზე გადაირბინა და მანქანა შეეჯახა. მძღოლმა თვითონ მიიყვანა ბავშვი ..
- რომელ საავადმყოფოშია? -ძლივს ვიკითხე და თავს ძალა დავატანე რომ გონება არ დამეკარგა..
- იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოშია..

**
სირბილით ავიარე მთელი 5 სართული და გიჟივით ვეცი პალატის კარებს... კედელს მივეყუდე და ადგილზე ჩავიკეცე... ჩემი პატარა გოგონა მთლიანად ბინტებში იყო გახვედული..მერჩინვა მე მომკვდარიყავი ვიდრე ანანო დამენახა ასე... სახე დალურჯებოდა, სუნთქვა უჭირდა, მისი პაწაწინა გული ნელა და რიტმულად სუნთქავდა.. ძლივს მივედი მასთან და პაწაწინა ხელზე ვაკოცე..
- გეხვეწები არ მიმატოვო რა. მხოლოდ შენ დარჩი დედას იმედად, ჩემო ერთადერთო.. გემუდარები არ დამტოვო თორემ მეც უკან გამოგყვები დე.. ჩემო სიყვარულო, ჩემო პაწიავ.. ეს რა დაგემართა დედას ბაჭიავ. გთხოვ ანანო გაუძელი, ჩემი გულისთვის გაუძელი დე. ჩვენ ხო ერთად ბევრი რამე გადავტანეთ , ამასაც გადავიტანთ ხო ასეა.. გეხვეწები არ დამტოვო რა. უშენოდ ვერ ვიცოცხლებ..
- ქალბატონო ნინია, ერთი წუთით თქვენთან საქმე გვაქვს..- ექიმის შეხებამ გამაწყვეტინა საუბარი..
- გისმენთ , როგორაა ანანო, რა სჭირს?
- მდგომარეობა რთულია. დარტყმამ დიდი ზიანი მიაყენა.. ორივე ფეხი ქვს მოტეხილი, ასევე ხელი და მხარი, მაგრამ ერთი პრობლემაა, სასწრაფოდ უნდა გავუკეთოთ ოპერაცია, შინაგანი ორგანოები მართალია გადარჩა მაგრამ ღვიძლმა დაზიანება მაინც მიიღო, .
- რაღას ველოდებით მაშინ, დაიწყეთ ოპერაცია. რატომ დგახართ აქ..
- ქალბატონო ნინია. ანანოს შინაგანი სისხლდება აქვს, ოპერაციის დროს შეიძლება გართულება დაიწყოს, სამწუხაროდ მისი სისხლის დონორი ვერ მოვიძიეთ, იქნებ თქვენ გარშემო ვინმეს გააჩნდეს პირველი ჯგუფის სისხლი , თქვენ თვითონ შესაძლოა იყოთ დონორი..
- პირველი? პირველი ჯგუფი გინდათ?? მე მეორე მაქვს ასე არ შეიძლება??
- სამწუხარდ არა, პირველი ჯგუფი მხოლოდ პირველს ისხავს, ეს პირველი ჯგფუფი შეიძლება გადაესხას ყველა დანარჩენ ჯგუფებს...
- ნუთუ ამხელა საავადმყოფოში არავის გააჩნია პირველი ჯგუფის სისხლი???
ატირებული გამოვვარდი პალატიდან, ყველა გაფითრებული მიყურებდა... ცრემლებს ვერ ვაოკებდი, გული ისე მტკიოდა ლამის იყო შუაზე გადამსკდარიყო..
- ანანო მიკვდება კახა- ძლივს ამოვღერღე და კახას ხელებში ჩავესვენე.
გონებაზე რაღაც მძაფრმა სუნმა მომიყვანა..მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობდი როგორ გადამერჩინა შვილი.... წამოვჯექი თუ არა ამღვრეული თვალებით შევხედე ზურაბს...
- მანქანის გასაღები მომეცი...
- მე წაგიყვანთ ქალბატონო..
- ზურაბ გასაღები მომეცი მარტო წავალ...
- კი მაგრამ ცუდად ხარ ანანო როგორ უნდა მართო მანქანა..
- კახა ნუ მეჩრები . გასაღები მომეცი თქო მალე.. ვიცი რასაც ვაკეთებ, რჩევები ყველამ თქვენთვის შეინახეთ..
გასაღები ხელიდან გამოვგლიჯე ზურაბს და სირბილით დავეშვი კიბეებზე.. ჯიბეში ჩატენილი მობილური ძლივს ამოვაძრე და ხელის კანკალით ავკრიფე ნომერი.
- გისმენთ ქალბატონო- ბოხმა ხმამ ყურში ისე გაიელვა რომ ჟრუანტელმა დამიარა..
- კარგია რომ მისმენ. მითხარი რომელ რესტორანშია სანდრო წიკლაურის ნიშნობა...
- რესტორანში არაა ქალბატონო, თბილისი მარიოტში აქვთ...
- ხოდა ძალიან კარგი, ახლავე კარებთან დამხვდი და შიგნით შემიყვანე თუ გინდა რომ კიდევ გააგრძენო მუშაობა...
- რა თქმა უნდა ქალბატონო ახლავე..
მანქანა ადგილიდან გიჟივით დავძარი და მხოლოდ დამწვარი საბურავების სუნი დავუტოვე გარშემო მყოფებს.. ახლა სხვა გზა არ მქონდა, ეს უნდა გამეკეთებინა, ახლა ფიქრის დრო არ მქონდა. ანანოს თუ ჩემი სისხლი არ ქონდა ესეიგი მამამისის სისხლი ექნებებოდა. ეხლა თავი უნდა მომეხარა მის წინაშე, თუნდაც მუდარა და ფეხებში ჩავარდნა დამჭირვებოდა მზად ვიყავი ყველაფრისთვის, მზად ვიყავი ყველას წინაშე მომეხადა მისთვის ბოდიში ,ოღონდ ჩემი შვილი გადაერჩინა...
მარიოტთან გავაჩერე მანქანა და სირბილით შევვარდი შიგნით, ყველა გაოცებული მიყურებდა, ალბად სასაცილოც კი ვიყავი, ყველაზე დიდი ჰოლდინგის მფლობელი ქალი რომელიც ყველასთვის მოუდრეკავი და ამაყი იყო ახლა ტირლით გარბოდა მარიოტის ჰოლში...
შავ შარვლ-კოსტუმში გამოწყობილ სანდროს მოვკარი თუ არა თვალი მაშინვე მისკენ გავიქეცი მაგრამ კარებში მდგარმა დაცვის ორივე წევრმა გზა გადამიღობა... ყველამ მაშინვე ჩემსკენ გამოიხედა. გაოცებული მიყურებდა სანდრო ვერაფერს ხვდებოდა..ირაკლი სწრაფად ადგა მაგიდიდან და ჩემსკენ წამოვიდა..
- ნინია რა გინდა აქ? რა მოხდა?
- გეხვეწები რა სანდროს დაუძახე...
- ხო არ გაგიჟდი ნიშნობაა, ოხ რა ცუდ დროს მოხვედი ბეჭდის გაკეთება მაინც გეცდია...
- იკა ფეხებზე მაგისი ნიშნობა, ოღონდ გეხვეწები გამოვიდეს, ან შემიშვი მასთან გთხოვ..
- არა , შეუძლებელია...
- გეხვეწები, ძალიან სასწრაფო საქმე მაქვს. გთხოვ სულ ორი წუთი მჭირდება...
- იკა შემოუშვი.. - სანდროს ხმამ იმედი მომცა და სწრაფი ნაბიჯით წავედი მისკენ...
რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და ირონიული ღიმილით შემომხედა. მთელი სახე ცრემლებით მქონდა სველი. მკლავში ხელი მომკიდა და მაგიდიდან მოშორებით შუა დარბაზში გამაჩერა..
- რა ხდება იტყვი? რა ჯანდაბა გატირებს გოგო ესე, არ მითხრა რომ ჩემი ნიშნობის გამო ხარ ამ დღეში..
- სანდრო გთხოვ, სახუმაროდ არ მცალია..გთხოვ საავადმყოფოში წამომყევი.
- რატომ??
- ძალიან გთხოვ, ანანო ავარიაში მოყვა, ჩემი სისხლი არ ეთავსება, შენ ხო პირველი ჯგუფი გაქვს , გთხოვ გეხვეწები გადამირჩნე..
- იცი რა, ფეხებზე თ შენც და შენი შვილიც... ზურგი მაქცია და მაგიდისაკენ წავიდა.. შუა დარბაზში მუხლებზე დავემხე და ხმამაღლა დავიწყე ტირილი..
- გინდა გეხვეწო რომ წამომყვე? შეგეხვეწები.. გინდა რომ დამამცირო ამდენი ხალხის წინაშე?- ესეც ფეხებზე დამამცირე.. გინდა სხვების დასაცინი გამხადო?- დაე დამცინონ რამდენიც უნდათ.. თუ გინდა ფეხებში ჩაგივარდები და ისე გთხოვ დახმარებას..ოღონდ წამომყევი....შენს მიწებს დაგიბრუნებ , ამ წუთშივე გადმოგიფორმებ ყველაფერს , მხოლოდ წამომყევნი სანდრო. ყველაფერს მოგცემ რაც გინდა, ოღონდ არ მისცე სიკვდილს უფლება ანანო წამართვას გთხოვ..
ყველა გაოცებული მიყურებდა სანდრო კი ჩემსკენ ზურგით იდგა და ადგილიდან არ იძვროდა...
- შენ არ მითხარი ანანოს არ გაეკარო თორემ განანებო? შენ არ იყავი რომ მემუქრებოდი ??
- ახლა ამისი დრო არ მაქვს სანდრო. ხელიდან მეცლება ანანო, გეხვეწები შინაგანი სისხლდება აქვს ოპერაციას ვერ ვუკეთებთ...
- და მერე მე რაა?? რა იცი რომ ანანოს ჯგუფი ჩემსას ემთხვევა?? რა ვალდებული ვარ გადაგირჩინო? წადი მამამისის ნათესავებში მონახე ვინმე...
მოთმინების ფიალა ამევსო , მისკენ წავედი მკლავში ხელი ვტაცე და ჩემსკენ შემოვატრიალე.. ცრემლები ხელის გულებით მოვიწმინდე და თვალებში ჩავხედე.
- როგორ ფიქრობ აქ რისთვის მოვედი? იმისთვის რომ შენი ნიშნობა ჩამეშალა? ფეხებზე თ შენც და შენი ბარბის თოჯინაც.. თავი რისთვის დავიმცირე შენს წინაშე?? რატომ გთხოვ მის გადარჩენას შენ და არა სხვას?? სანდრო გთხოვ. ადამიანობა თუ კიდევ დარჩა შენში დამეხმარე... ანანო ერთადერთი ნათელი წერტილია რაც შენგან დამრჩა და რაც მიყვარს... გადაარჩინე ჩვენი შვილი, თორემ ახლა მეორედ უპირებ ჩვენს შვილს სიკვდილს და იცოდე მისი სიკვდილი შენს კისერზე იქნება, ამჯერად ვერ გადამირჩები და ჩემი ხელით გაგიხვრიტავ შუბლს...
- რა მითხარი გაიმეორე.. მალეეე. -ბოლო ხმაზე მიღრიალა და ისე მომიჭირა მკლავებში ხელები კინაღამ გადამამტვრია.. ანანო ჩემი შვილია?...
- აბორტი არ გამიკეთებია... ანანო შენი შვილია...
- ჩემი ანანო, ჩემი შვილია....იქნებ მატყუებ???
- სანდრო გთხოვ, სანამ შენ აქ უაზრობებს ლაარაკობ იქ საავადმყოფოში შვილი გვიკვდება, როგორ ფიქრობ აბა საიდან გავიგე შენი სისხლის ჯგუფი?? ანანოს შენი სისხლი აქვს, გეხვეწები სანდრო გონს მოდი.
ხელი ჩამჭიდა და სირბილით გამიყვანა დარბაზიდან



საავადმყოფოს დერეფანში ნერვიულად დავდიოდი აქეთ-იქით, ჯერ კიდევ გაოგნებული იჯდა სანდრო სკამზე და თვალს არ მაშორებდა.. ვიცოდი ერთი სული ქონდა უამრავი კითხვა დაესვა ჩემთვის მაგრამ თავს იკავებდა.. ცრემლებს შიგადაშიგ ხელის გულებით ვიწმენდდი და თვალს მისკენ ვაპარებდი.. სახეზე ფერი არ ედო, ნერვიულად იმტვრევდა თითებს...ფანჯარასთან ვიდექი რომ მომიახლოვდა და ზურგიდან მომეხვია..
- ასე რატომ მომექეცი ნინია??
- მე მოგექეცი სანდრო?? შენ იცი რა იყო ეს რვა წელი ჩემთვის?? შენი ხელით წამიყვანე აბორტის გასაკეთებლად, ვერ გავიმეტე შვილი, როგორ უნდა მომეკლა ჩემი ერთადერთი იმედი...
- მაპატიე გთხოვ..ძალიან მცხვენია ამის გამო ახლა..
- დამიჯერე რომ არა ანანოს ეს მდგომარეობა არასოდეს გეტყოდი რომ შენი შვილია... ეს ის ტკივილია რომელიც არ გამინელდება სანდრო... შენ იცი რომ მამაშენის დამსახურებით კინაღამ ციხეში ვიმშობიარე??
- დამიჯერე არ ვიცოდი.. ისიც ვერ გავარკვიე სად გაუჩინარდი ასე უცებ...
- სად გავჩინარდი არა? 6 თვე ციხეში ვიჯექი.. სადაც მხოლოდ ჩემი შვილი მყავდა იმედად.. მერე გიორგიმ დამიხსნა იქიდან, მერე შვებით ამოვისუნთქე.. მაშინ როცა ანანო გაჩნდა იცი რას ვნატროდი?? რომ როგორც სხვა გოგოებს მეც მყოლოდა გვერდით საყვარელი მამაკაცი,
- ძალიან გთხოვ მაპატიე, გპირდები რომ ყველაფერს გამოვასწორებ ნინია...
- ცდები სადნრო.არის რაღაც რაც არასოდეს გავიწყდება , არის ტკივილი რომელიც არასოდეს არ ქრება… მთელ ქვეყანას რომ ზურგი ექცია ჩემთვის და მხოლოდ შენ მყოლოდი გვერდით ეს სულ ყველაფერს შეცვლიდა მაგრამ ხედავ რა ხდება??? ანანო სიკვდილს უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან, მთავარი ესაა დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ...
- მისმინე , ანანოს ნახვას ხო არ ამიკრძალავ?? ხო მომცემ უფლებას რომ ვნახო ხოლმე, ნინია გთხოვ თუნდაც კვირაში ერთხელ...
- დამშივიდდი ასეთი სასტიკი არ ვარ რომ შვილის ნახვის უფლება არ მოგცე და მეორეც ანანოს ძალიან გაუხარდება, ერთი სული ქონდა დაენახე როგორი იყავი, მერე როცა გნახა ისეთი გახარებული იყო...
- მოიცა, მოიცა, ანანომ იცოდა რომ მამამისი ვიყავი? მაშინ როცა პირველად ვნახე...
- მაშინ ვუთხარი რომ მამამისი იყავი, თუმცა იცოდა რომ გიორგი არ იყო ნამდვილი მამა. შენ არ იცნობ ანანოს, ის ჩემთვის ყველაფერია..
- მისმინე, ვიცი ახლა ამისი დრო არაა მაგრამ მაინც მინდა გკითხო, ანანოს ვისი გვარი აქვს..
- ჩემი.. ანანო ჩემი შვილია და მუდამ ასე იქნება...ახლა ასე ვთვლი საჭიროდ სანდრო და არ შემეწინააღმდეგო..
- კარგი. როგორც გინდა..
- ხო მართლა მაპატიე რომ ჩაგიშალე შენი ნიშნობა, თუ გინდა წადი და შეგატყობინებ ანანოს ამბავს...
- ფეხებზე ეს ნიშნობა, ამას მხოლოდ შენს გასაბრაზედბლად ვაკეთებდი იქნებ კარგიც იყოს რომ ყველაფერი ასე მოხდა.. ახლა ჩემთვის მთავარი მხოლოდ ჩემი შვილია..

**
ოპერაცია იმდენ ხანს გაგრძელდა რომ მოთიმების ძაფი გამიწყდაა, ნერვები დაგლეჯვაზე მქონდა. 3 საათის მერე გამოიყვანეს ანანო და ექიმმა მე და სანდროს მოგვილოცა შვილის გადარჩენა.. ინსტიქტურად ჩავეხუტე სანდროს და მანაც ორივე ხელი შემომხვია... მთელს ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. განა რა იყო იმაზე უკეთესი ვიდრე საყვარელი მამაცის ჩახუტება... ნარკოზიდან გამოვიდა თუ არა ანანო მაშინვე მასთან შემიშვეს..
- დედიკო.. ძლივს ამოილუღლუღა და ცრემლები გადმოსცვივდა.
- ჩემო ნამცეცო, ეს როგორ დაგემართა.. არ ინერვიულო კარგი? ყველაფერი უკვე დამთავრდა ახლა კარგად ხარ. რო იცოდე როგორ მანერვიულე ანანო, კინაღამ მოვკვდი, რატომ გამოიპარე სკოლიდან შვილო...
- ბებო იყო მოსული, მითხრა მამაშენს არ უყვარხარ სხვა ცოლი მოყავსო??
- ბებო იყო მოსული?? ანანო ასე არააა, მამას ძალიან უყვარხარ ... იცი სანდრო აქაა. გინდა დავუძახო?
- მამა ჩემთან მოვიდა?
- კი შენთან მოვიდა.. დავუძახებ და გაუხარდება, კარგი?? ცრემლიანი თვალებით შევხედეთ ერთმანეთს და კარებისაკენ წავედი... სანდროს ხელით ვანიშნე მოდი-თქო და ისიც დასჯილი ბავშვივით წამოვიდა თავჩაღუნული.. ანანოს საწოლზე ჩამოუჯდა და თბილად გადაუსვა ხელი თმაზე..
- ჯერ კიდევ მაშინ ვიგრძენი რომ ჩემი შვილი იყავი, როგორი ლამაზი მყავხარ ანანო...
- დედიკო...
- ანანო სანდრომ იცის რომ მისი შვილი ხარ. შენ ხომ გინდოდა რომ სცოდნოდა.ხოდა აი ვუთხარი..
- ესეიგი ახლა მამაც მყავს და დედაც ... რა კარგია. ყველას ასე ყავს.. თუმცა ...
- მოდი დღეს ბევრი არ ილაპარაკო კარგი?? მე და მამა აქ ვიქნებით შენთან.. სანამ არ გამოკეთდები...
- მართლა ჩემთან იქნები მამა? არ მიმატოვებ??
- სანდრომ ცრემლიანი თვალებით ამომხედა რომ ანანოს მისი სისუსტე არ დაენახა... რა თქმა უნდა შენთან ვიქნები, განა შემიძია ჩემი პატარა ქალბატონი მივატოვო? ოღონდ ახლა წავალ, და ნახევარ საათში დავბრუნდები კარგი??
- არ წახვიდე გთხოვ, მერე აღარ მოხვალ..
- გპირდები ანანო, მოვალ, უბრალოდ ტანზე გამოვიცვლი კარგი? შენ დაიძინე. როგორც კი გაიღვიძებ აქ ვიქნები გპირდები...
სანდრო კარებისაკენ წავიდა და უკან გავყევი. ჩემი ხელი ხელებში მოიქცია და ამღვრეული თვალებით ჩამხედა თვალებში..
- მადლობას ვერასოდეს გადაგიხდი იმისთვის რომ ანანო გააჩინე, რომ ამხელა სიყვარულით მეძახის მამას. ალბად სხვა შენს ადგილას ბევრი ქალი ჩემს თავს შეაძულებდა, მაგრამ შენ ასეთი არ ხარ.. დამიჯერე მიყვარდი , მიყვარხარ და ეს გრძნობა უფრო და უფრო მიძლიერდება...
- სანდრო გთხოვ არ გინდა..ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არაა...ერთადერთი რაც შემიძლია დაგპირდე ისაა რომ ანანოსთან ყოფნას არ დაგიშლი , მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან უნდა მასაც ყავდეს მამა რომელსაც ეყვარება... სხვა ვერაფერს დაგპირდები..
- ჩემთვის ესეც საკმარისია დამიჯერე, დანარჩენს დრო გვიჩვენებს...
- მართალი ხარ.. დროებით..

**
ნერვიულად დადიოდა ირაკლი ოთახში და ვისკის ნელა წრუპავდა...სანდროს მშობლები ქალბატონი თამარი და ბატონი ნიკოლოზი ამაყად იჯდნენ დივანზე და სანდროს გამოჩენას ელოდნენ... ენერგია გამოცლილმა შეაღო სანდრომ კარები და ოთახში შესვლას აპირებდა რომ მამამისის ხმა გაიგონა რომელიც მისაღებში უხმობდა..
შავი პიჯაკი გაიხადა და სავარძელზე ისროლა... ცალი ხელით მაგიდას დაეყრდნო და ირაკლის ვისკის დასხმა სთხოდა...
- ბატონო სანდრო, აგვიხსენი სად დადიოდი მთელი ღამე, სად ჯანდაბაში გაყევი იმ გარყვნილ ქალს, და რატომ მიატოვე შენი საცოლე ასე?
- დაასრულე ლექციის წაკითხვა მამა?
- ამას უყურე რამდენს ბედავს..
- საკმარისია, მორჩა... გეყოთ ჩემი ცხოვრებით თამაში.. ის ქალი რომელსაც შენ გარყვნილს უწოდებ ჩემი შვილის დედაა. მთელი ღამე საავადმყოფოშ გავატარე და შვილის გადარჩენას ვევედრებოდი უფალს...
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი შვილო- საუბარში თამარი ჩაერთო..
- რას უნდა ნიშნავდეს. ის ბავშვი არ მოუშორებია ნინიას, გააჩინა, ახლა რვა წლისაა. გუშინ ავარიაში მოყვა და გამომდინარე იქიდან რომ ანანოს ჩემი სისხლის ჯგუფი აქვს ნინამ ვერ გადაუსხა, ამიტომ გახდა იძულებული მოსულიყო და ყველას წინაშე ასე დაემცირებინა თავი. მაგრამ თქვენ ხო სინდისი არ გაგაჩნიათ..
- ამას უყურე რამდენს ბედავს,, ახლავე გაჩუმდი..
- საკმარისია-თქო , მე თქვენი ბავში არა ვარ... 35 წლის კაცი ვარ რომელსაც თავისით შეუძლია ცხოვრება და გადაწყვეტილების მიღება..რვა წელი ვდუმდი.. რვა წელი მხოლოდ მე მტკიოდა და შენ რომელიც ჩემთვის სამაგალითო მამა იყავი ყველა იმედი გამიცრუე. როგორ გაბედე და ორსული ქალი ციხეში ჩაასმევინე მამა? გული საერთოდ არ გაგაჩნია?? ეს რა ხალხი ხართ...
- სანდრიკ, ანანო მართლა შენი შვილია?? იქნებ ..
- არა იკა, ჩემი შვილია, ამაში გუშინ საბოლოოდ დავრწმუნდი... გუშინ შევძელი ჩემი შვილი სიკვდილისაგან გადამერჩნა.. გუშინ ვიგრძენი რომ მამა ვარ.. რო იცოდე რა საყვარელია..
- შეიძლება ვნახო??
- რა თქმა უნდა. გამოვიცლი და უნდა წავიდე თუ გინდა წამოდი...
- ირაკლი ფეხს არ გაადგავ..
- ცდები. წავალ, ის ბავშვი ჩემი ძმისშვილია და როცა მომინდება მაშინ ვნახავ..
- ვამაყობ შენით იკა..საკმარისია ჩვენით თამაში... თქვენ საკმარისად დაგეგმეთ ჩემი ცხოვრება, ახლა თუ არ ჩავერიე ჩემი ცხოვრების დაგეგმვაში, ამას კიდევ თქვენ გააკეთებთ...
- აქედან თუ წახვალ , მოგიწევს ამ სახლიდან წასვლა ბატონო სანდრო..
- ძალიან კარგი ბატონო ნიკოლოზ, ჩათვალეთ რომ შვილი სახელად სანდრო ამ წუთიდან აღარ გყავთ, იმიტომ რომ ჩემი შვილის გულისთვის არავის დაგინდობთ და ზედ გადაგივლით ყველას..
**

ანანოს პალატა ფერადი ბურთებით მოვრთეთ მე და სალომემ და კახას სათამაშოების მოტანა ვხოვეთ... სიხარულისაგან სახე გაბადრული გვიყურებდა ანანო მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ ყველზე მეტად სანდროს გვერდით ყოფნა უხაროდა... ერთი საათის მერე სანდრო პალატაში შემოვიდა და ანანოს გაღიმებულმა აკოცა..
- მამა მოხვედი? მეგონა არ მოხვიდოდი..
- ხომ დაგპირდი მოვალ- თქო.. ისეთი სითბოთი მეძახი ანანო, თვალზე ცრემლი მადგება ასეთი კარგი როგორ გაჩნდი ამ ქვეყანაზე..
- დედა სულ მეუბნებოდა მამას გავხარო ხო ასეა დე??
- ანანო, სანამ რამეს იტყვი დაფიქრდი კარგი? ამაზე ხომ ვილაპარკეთ უკვე, ხო ხედავ ყველაფერი ისეა შენ როგორც გინდოდა..
- კარგი დედიკო. მამა რაღაც რომ გკითხო გამიბრაზდები??
- მკითხე საყვარელო..
- მართალია რომ ცოლად ირთავ სხვა გოგოს??
- არა ტყუილია.. ვაპირებდი მაგრამ გადავიფიქრე, მხოლოდ შენ მჭირდები ჩემო ლამაზო...
- ესეიგი ის გოგო არ გიყვარს და დედიკო გიყვარს ისევ??
- ანანო, ზედმეტი მოგდის.. უკვე გაბრაზებას ვიწყებ.. გაღმებულმა შემომხედა სანდრომ და მერე ანანოს შუბლზე აკოცა..
- ასეთი ჭკვიანი თუ იყავი არ მეგონა.. სწორია, ის გოგო არ მიყვარს, დედაშენი მიყვარს , მაგრამ ხო ხედავ რა ჯიუტია, დამეხმარები შერიგებაში??
- კი, დაგეხმარები მამა, მინდა ჩვენც ერთად ვიცხოვროთ...
- ჭკუიდან გადამიყვან მალე ,, სანამ გეჩხუბები წავალ. სანდრო ანანო არ დატოვო ჩემს მოსვლამდე კარგი? თუ რამეა დამირეკე და მაშინვე მოვალ.. ერთი გადაუდებელი საქმე უნდა მოვაგვარო...
- გინდა გამოგყვე??
- მე მგნი ორი წუთის წინ ანანოსთან დარჩენა გთხოვე.. და თანაც ეს პირადი საქმეა..
- პირადი?? მკლავში ხელი მტაცა და შემომატრიალა... პირადში ვის გულისხმობ ნინია, სხვა კაცს???
- ხელი გავინთავისუფლე და ორი თითი ცხვირზე ავარტყი.. შეგეშალა ძვირფასო, კაცს არა კაცებს.. მე ხომ სულით მოღალატე ვარ და ერთი კაცი არმყოფნის.. თვალი ჩავუკარი და პალატიდან გავედი...
- ეს ქალი , მეცემინება ანანო, ჭკუიდან მწევს..
- მამიკო , ეგ ქალი დედაჩემია და მე მიყვარს..
- მეც მიყვარს მაგრამ რა გავაკეთო. არ ვუყვარვარ..
- უყვარხარ, მაგრამ ძალიან გაბრაზებულია და ალბად ვერ გაპატიებს მამა.. იცი დედა სულ ტიროდა ხოლმე.. არ უთხრა რომ გითხარი რა...

**
მანქანა ეზოში გავაჩერე და სირბილით ავედი კიბეებზე.. ზარის ღილაკს თითი მანამდე არ გავუშვი სანამ კარები არ გამიღო... დამინახა თუ არა ფერი ეცვალა,, ხელები აუკანკალდა.. არც მიკითხავს ისე შევედი სახლში დამისაღებში დადგუმლ სავარძელში ჩავჯექი..
- აქ რატომ მოხვედი??
- მინდა რაღაცეების გარკვევაში დაგეხმარო ძვირფასო დედა..
- ასე ნუ მელაპარაკები ნინია..
- ამ წუთიდან როგორც მინდა ისე დაგელაპარაკები... შენ რა ადამიანი ხარ. შენ რანაირი დედა ხარ.. რვა წლის ბავშვთან ენა ისე ატლიკინე თითქოს შენც რვა წლის ყოფილიყავი.. იცი რომ ანანო სკოლიდან გიქცა? იცი რომ ჩემი შვილი სიკვდილს ძლივს გამოვგლიჯე ხელიდან?? ხვდები მანც რა გააკეთე?
- ნუ გავიწყდება რომ ანანო ჩემი შვილიშვილია...
- ცდებით ქალბატონო სოფიო, თქვენ და თქვენს ძვირფას მეუღლეს რომელსაც ოდესღაც მამაჩემს ვუწოდებდი არ გყავს შვილი სახელად ნინია და შესაბამისად არც შვილიშვილი გყავთ...
- რა უფლებით მელაპარაკები ასე?!
- რა უფლებით გელაპარაკები??ჩემი შვილი კინაღამ შენს გამო მოკვდა, ისევე გაწირე როგორც მე გამწირე რვა წლის წინ... როცა შუა ქუჩაში გამომაგდეთ ორსული .. მაშინ სულ რაღაც 22 წლის ვიყავი.. იმის ნაცვლად რომ გვერდში დამდგომოდი შენ პირველი იყავი ვინც გულიდან მომიგლიჯა... შენ რანაირი დედა ხარ?? მაგრამ იცოდე, არ მადარდებს რომ დედაჩემი ხარ. მთავარი გაჩენა კი არა აღზრდაა, თორემ გაზრდითაც ყველა იზრდება.. დავივიწყებ რომ შენი სისხლი მიდუღს და გაგანადგურებთ იცოდე.. ჩემს შვილს არ გაეკარო თორემ ჩემს საქციელზე პასუხს ვერავინ მომთხოვს..
- მემუქრები ?
- არა გაფრთხილებ ქალბატონო სოფიო.. შენ არ გეყო გამბედაობა რომ შვილი დაგეცვა , მე კი ჯოჯოხეთშიც წავალ ანანოს დასაცავად, ხელი არ ამიკნკალდება ისე გამოგასალმებ სიცოცხლეს, სიკვდილის წინ ლოცვის თქმასაც არ გადაცდი... ჩემს შვილს არ გაეკარო . თორემ გეფიცები მოგკლავ...
სწრაფი ნაბიჯით გავედი სახლიდან და კარები ხმაურით მოვიკეტე ზურგს უკან, სირბილით დავეშვი კიბეებზე და სწრაფად დავძარი მანქანა ადგილიდან... ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ასე მოქცეულიყო, ისიც ხომ დედა იყო, 22 წელი მზარდა მე, სალომე, და ახლა რას აკეთებდა მხოლოდ იმიტომ რომ მე ბედნიერი არ ვყოფილიყავი, ჯინაზე მექცეოდა...
მანქანა მთაწმინდაზე გავაჩერე და მანქანიდან გადმოვედი, ხარბად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი, ისევ თოვდა... თეთრი ფანტელები თავზე მეყრებოდა, მაგრამ არ მციოდა, სიხლი მიდუღდა, ახლა გაასმაგებულად მინდოდა ყველას განადგურება... დედაჩემით დაწყებული სანდროთი დამთავრებული.. ის შურისძიების წყურვილი არ კვდებოდა ჩემში.. ამ დღეში მაინც სანდროს გამო ვიყავი,, ის რომ შვილის ნახვის უფლებას მივცემდი ეს არ იქნებოდა შერიგების ნიშანი... ახლა ზუსტად ვიცოდი რომ ნულზე დავიყვანდი ყველას... ყველას ვაგებინებდი პასუხს ვინც ოდნავ მაინც მომაყენა ზიანი... მობილური ამოვიღე და ბატონ დავითს დავურეკე..
- ბატონო დავით აქციების შესყიდვის საქმე განაგრძეთ...
- მეგონა გადაიფიქრეთ...
- ცდებით.. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიყიდოთ მათი კომანია. ნაწილ-ნაწილ უნდა გამოვაცალო ყველა იმედი... მიწასთან უნდა გავასწორო სანდრო წიკლაურის კომანია...
- როგორც მიბრძანებთ ქალბატონო ნინია...



უკვე ათი საათი ხდებოდა საავადმყოფოში რომ მივედი.. ანანოს გვერდით თავი დაედო სანდროს და მშვიდად ეძინა... ფრთხილდ შევეხე თმაზე და მაშინე გაახილა თვალები..
- მაპატიე დამაგვიანდა,როგორ არის ??
- სად იყავი ამდენი ხანი ნინია, შაუაღამეს რა საქმეებს აგვარებ??
- ხომ გითხარი პირადი საქმეა-თქო...
- პირადს რას ეძახი? სხვა გყავს??- მკლვში ხელი მომკიდა და დერეფანში გამიყვანა...
- სანდრო რას მეპარაკები, რომც მყავდეს ეს შენ არ გეხება, შენი საქმე არაა ჩემი პირადი ცხოვრება...
- ცდები, ნუთუ არ გესმის რომ მიყვარხარ ? ასე ძნელია ამისი გაგება?
- არა ამისი გაგება ყველზე ადვლია მაგრამ , უკვე აგიხსენი...
- მითხარი მაშინ სად იყავი აქამდე?
- კარგი , გამიშვი ხელი და გეტყვი მეტკინა...
- მაპატიე, ხანდახან წყობიდან გამოგყავარ..
- დედაჩემთან ვიყავი, სიტუაცია ავუხსენი და ვურჩიე რომ ჩემს საქმეში არ ჩაერიოს თორე მოვკლავ..
- დედაშენს ემუქრები გოგო სულ გადაირიე???
- რაც არ იცი გაჩუმდი, მე დედა რვა წლის წინ დავასაფლავე ისევე როგორც დედამ დამასაფლავა, გუშინ ანანოსთან სკოლაში ყოფილა მისული, უთქვამს მამაშენს არ უყვარხარ და სხვა ქალს ირთავსო და ეს სულელიც იმიტომ გაიქცა სკოლიდან, ვერ ხედავ სადამდე მოვედით??
- მაპატიე, ბოდიში, არ ვიცოდი, ექთანმა მითხრა რომ ღამით დარჩენის უფლება არ გვაქვს..
- რას ნიშნავს არ გვაქვს... ამას ვერავინ ამიკრძალავს..
- არ ვიცი ნინია, ასე მითხრეს... ექთანი მის გვერდით დაიძინებს და საჭიროება არ მოითხოვს აქ დარჩენისო..
- ხო არ გაგიჟდნენ, ახლავე გავარკვევ ამას მე..

**
- ეს რანაირი წესია სანდრო, ჩემი შვილის გვერდით მინდა ყოფნა..
- ვიცი ნინია, მაგრამ ასე სჯობია. სახლში წავიდეთ, დავისვენოთ ხვალ დილით ისევ მოვალთ.. ახლა დიდი ენერგია გვჭირდება , წარმოიდგინე ორივე ფეხი თაბაშირში აქვს ანანოს..
- ვიცი და ეს ყველაზე მეტად მაგიჟებს, ჩემი ჭკვიანი გოგო , როგორ დამეტანჯა..
- კაი დამშვიდდი, არ იტირო გთხოვ. ახლა ხო მარტო არ ხარ..
- მარტო არც აქამდე ვიყავი, ჩემთან მუდამ იყო გიორგი..
- ხო დამავიწყდა შენ ხო მისი ქვრივი ხარ..
- სანდრო მორჩი რა..
- კაი კაი, ჩუმად ვარ. წამოდი სახლში წაგიყვან.. ნუ გეშინია არ გიკბენ..
მანქანა ეზოსთან გამიჩერა და სევდიანი თვალებით ამომხედა..ვიცოდი უნდოდა შემოსვლა მაგრამ მეშინოდა ამ ნაბიჯის გადადგმის, ვაიდა ჩემს თავს ვერ მოვრეოდი? ვაიდა ამ გრძნობას დავემარცხებინე??
- შენ სახლში წახვალ?? უნებურად ვკითხე დე გავუღიმე..
- არა სასტუმროში, სახლიდან წამოვედი...
- რას ნიშავს წამოხვედი? სასტუმროში აპირებ ცხოვრებას?
- მამაჩემთან ვიჩხუბე, და წამოვედი, საკმარისია რაც ანგრია ჩემი ცხოვრება..
- მისმინე არ მინდა ანანოს გულისათვის შენს მშობლებთან უსიამოვნება მოგივიდეს , დამიჯერე სანდრო ეს არასოდეს მდომებია..
- ვიცი მაგრამ ძალიან დავიღალე..
- თუ გინდა შემოდი და ჩაიზე დაგპატიჟებ.
- არც შევაწუხებ სალომეს? რამე რომ გითხრას?
- ჯერ ერთი სალომე ჩემს ცხოვრებაში არ ერევა და მეორეც, მგონი არც სალომეა სახლში დღეს ტრეინინგზე უნდა წასულიყო თუ სწორად მახსოვს,თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს..
- მერე არ გეშინია რომ მარტოს ჩემთან დარჩენა??
- იმაზე მეტი რაღა უნდა გამიკეთო სანდრო რაც გამიკეთე უკვე?
- რა მწარე ენა გაქვს ნინია ...
- კარგი, კარგი ბევრს ნუ ლაპარაკობ შემოდი სანამ გადავიფიქრე...

**
სანდრო მისაღებში დავსვი და ყავის ფინჯნებით ხელში გავედი მეც მასთან.. ჩაფიქრებული იჯდა და ვაცადე თვითონ გამორკვეულიყო თავისივე გრძნობებიდან..
- იცი არ მჯერა რომ ეს ყველაფერი ასე უცებ ჩემს გარშემო მოხდა ნინია?
- მაინც რა არ გჯერა?
- ის რომ შენ აქ ხარ . ის რომ ანანო ჩვენი შვილია, ის რომ ახლა საავადმყოფოშია და ის რომ რვა წლის მერე ისევ ჩემს გვერდით ზიხარ ...
- მართალი ხარ დაუჯერებელია არა??
- დაუჯერებელია...
აივნის კარები გამოვაღე და გარეთ გავედი, თეთრი თოვლის ფანტელები უხვად ცვდიოდა ციდან და ჩემს გაშლილ ხელის გულებზე ეცემოდა..
- გახსოვს მაშინაც ასე თოვდა , მაშინ როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს..
- არ მახსოვს, უნებლიედ ვუპასუხე და მისკენ შევტრიალდი...
- გახსოვს, ნუ მატყუებ ვიცი რომ ყველაფერი გახსოვს..ჩვენი პირველი კოცნაც გახსოვს, ჩახუტებაც, შეხებაც..
- ღალატიც და ტკივილის მახსოვს სანდრო..
- რატომ იცი უადგილოდ სიტყვების ჩაჩრა ნინია, რატომ მიფუჭებ სულ ხასიათს...
- იმიტომ რომ მე არ ტკივილით ვარ სავსე რა გავაკეთო.. რვა წელი ვიცხოვრე ამ ტკივილით სანდრო...ახლა ვერ შევიცვლები. დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან..
- ანანო არ გეცოდება??
- შენ შეგეცოდა შვილი მაშინ როცა მოსაშორებლად მიმიყვანე? მაშინ იფიქრე რომ შვილს კლავდი???
- მაშინ არაფერზე მიფიქრია, მაგრამ ახლა შემიძლია ვიფიქრო ყველაფერზე.. ახლა შემიძლია გითხრა რომ მიყვარხარ ნინია..
- ახლა აზრი არ აქვს სანდრო, მე მაშინ მჭირდებოდი , როცა ყველამ მიმატოვა, შენი მიტოვება ყველაზე მეტად გამიჭირდა ეს იცი??
- ვიცი, მაპატიე...
ნერვიულობისაგან გავარვარებული ხელი ლოყაზე მომადო და მეორე ხელი წელზე მომხვია..მთელი ძალით მიმიზიდა თავისკენ. თავი მხარზე დავადე და გრძნობას მივენდე.. მომენტალურად მოვედი გონებაზე და სირბილით შევედი ოთახში...
- სანდრო გვიანია წადი...
- არა, არ წავალ.. როგორ დაგაჯერო რომ მიყვარხარ მითხარი..
- არ მინდა დაჯერება , ჩათვალე რომ ვიცი...
- მაშინ მოდი ჩემთან ნინია..
- არა სანდრო გთხოვ წადი, ძველს შეცდომას ნუღარ გავიმეორებთ გთხოვ..
- არ წავალ.. არ მინდა რომ წავიდე, და ამიტომ არ წავალ ნინია..
ხელში ამიყვანა და საძინებლამდე ხელში აყვანილი ამიყვანა... ფრთხილად დამაწვინა საწოლზე და აკანკალებული ხელებით დაიწყო ჩემი პერანგის ღილების გახსნა.. ვიცოდი ახლა ის მომენტი იყო, როცა შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა.. ახლა გრძნობას უნდა ავყოლოდი, გონება უნდა გამეთიშა .. მისი ცხელი ტუჩები ფრთხილად შემეხო თვალებზე, ტუჩებზე და ყელზე.. მისი ხშირი და ვნებით სავსე სუნთქვა მთელს სხეულზე მედებოდა და გონებას მიბინდავდა.. ალერსში და კოცნაში ავყევი, სხვანაირად არ შემეძლო, თავს ვერ ვერეოდი, ძალა არ მქონდა და არც სურვილი.. მთელი ძალით მივეკარი შიშველი სხეულით და სიამოვნების მორევში ჩავიძირე...
დილით ადრიანად გამომეღვიძა..ჩემს გვერდით უშფოთველად ეძინა სანდროს. ადგომა დავაპირე რომ მკლავში მტაცა ხელი და ისევ ლოგინში შემაბრუნა..
- რა გავაკეთო რომ ისევ შემიყვარო? როგორ მოვიქცე...
- სანდრო არ გინდა, ის რაც წუხელ მოხდა.....
- ორივეს გვინდოდა და ვიცი რომ ეს კიდევ არაერთხელ მოხდება...
- ცდები..მეტი აღარ მინდა რომ განმეორდეს..
- მე მინდა.. გინდა მომკლა?? ასე რატო მექცევი??
- მოგკლა? ხო არ გადაირიე სანდრო, ქალი თუ გინდა ვინმესთან ქალი, შენ მე ვინ გგონივარ, ის რაც მოხდა დიდი შეცდომა იყო..
- არა , მე ასე არ ვთვლი, გესმის? ის რაც მოხდა უნდა მომხდარიყო, ეს იყო დიდი სიყვარული და დიდი ვნება .. ხელი მტაცა და ისევ თავის მკლავებში მომიქცია..
- გთხოვ არ გინდა. ხო იცი რო გაძალიანების თავი არ მაქვს..
- რატომ? შენ ხო მაგარი ქალი ხარ? მიდი გამიძალიანდი...
- სანდრო არ შემიძლია..
- რატომ-თქო.. აღიარე რომ გიყვარვარ, რო გინდივარ. აღიარე და გაგიშვებ..
- კარგი, კარგი, ვაღიარებ რო მიყვარხარ და ვერ დაგივიწყე, რომ მინდიხარ ისევ ისე როგორც ადრე, ახლა გამიშვი. ხო ხედავ ვაღიარე..
- გაგიშვა? დამცინი? ამ აღიარების მერე ვერსად ვერ გაგიშვებ..ახლა უარესად მინდა შენთან..
- სანდრო არ მეხუმრება... იდელური გამოსავალი იპოვა სანდრომ ჩემს გასაჩუმებლად, ორივე ხელი დამიჭირა და ტუჩებში მაკოცა.. თანდათან მოვდუნდი და ისევ მისი გრძნობების მორევში ჩავიძრე,....

**

საავადმყოფოში ერთად მივედით მე დ ასანდრო, ანანოს სიხარულს საზღვარი არ ქონდა.. ეგონა რომ მთელი მსოფლიო მის გარშემო ტრიალებდა.. მეც ყველანაირად ვცდილბდი რომ მისი პაწაწინა გული გამეხრებინა... 5 დღის მერე ანანო საავადმყოფოდან გამოწერეს და სახლში მივიყვანეთ. მთელი დღეები გვერდიდან არ შორდებოდა სანდრო და მასთან ერთად ერთობოდა..
საღამოს სახლში მივედი თუ არა სანდრომ კაბინეტში შემათრია და ძალით დამსვა სკამზე. წინ დამიდგა და ორივე ხელი მხრებზე დამაჭირა..
- ნინია მეგონა ყველაფერი მოვაგვარეთ და ამ თამაშს შეწყვიტავდი..
- რაზე მელაპარაკები ამიხსენი..
- რაზე და იმ გეგმაზე რასაც არ ეშვები...
- მე შენ გაგაფრთხილე სანდრო , რომ ამ ყველაფრის მერეც არ მოვეშვებოდი ამ საქმეს და შენ ეს იცოდი..
- და შენი საქმე ჩემი აქციების შესყიდვით გრძელდება ასეა??
- შენ რა იცი?
- როგორ გგონია მხოლოდ შენ გყავს სანდო ხალხი? მეც მყავს... წარმოიდგინე რა დამემართა როცა მითხრეს რომ ჩემი აქციების 30% ჩემი შვილის დედამ იყიდა...
- ახლა გაგახსენდა შვილი ?? როგორც მინდა ისე მოვიქცევი გასაგებია??? აქციების 30% ანანოს სახელზეა რეგისტრირებული...
- ვერ ხვდები რომ ამით ზიანს მაყენებ??
- ზიანი თქვენ მომაყენეთ , და რვა წელი ვიტანჯებოდი.. მე გაგაფრთხილე რომ ამ თამაშში გამარჯვებული მე დავრჩებოდი, რომ არასოდეს ვიქნებოდი ვარიანტი, სანდრო დაიმახსოვრე ის რაც დავიწყე იმას ბოლომდე მივიყვან, მთელ შენს აქციებს ვიყიდი , მიწასთან გავასწორებ შენს სახელოვან კომპანიას, და იცი რატომ? მხოლოდ ერთი მიზეზით. შურს ვიძიებ ყველა იმ ტკივილისათვის...
- ვიცი შურს ძეობ და პირველ რიგში ამას მამაჩემის გასანადგურებლად აკეთებ მაგრამ მეც რომ მაზარალებ ვერ ხვდები??
- არ მაინტერესებს. შენ როცა გვაზარალებდი მე და ჩვენს შვილს ფიქრობდი ამაზე? ახლა მე რატომ უნდა ვიფიქრო,, მე მხოლოდ იმას ვიღებ რაც ჩემს შვილს ეკუთვის.
- აზრი არ აქვს შენთან ლაპარაკს ხო ასეა??
- ასეა, კარგია რო მიხვდი ბატონო სანდრო, მე შენ გითხარი რომ ანანოსთან ურთიერთობას არ დაგიშლიდი, მაგრამ გეგმას მოვეშვები- თქო არ მითქვამს..
- ნინია, იმ ტოტს ჭრი რომელზეც ზიხარ იცოდე..
- დაცემის არ მეშინია სანდრო დამიჯერე, იმდენჯერ დავეცი და წამოვდექი...
- მეგონა რომ გიყვარდი...
- მიყვარხარ, ყველაზე მეტად ამ ქვეყნად სანდრო, მაგრამ ამ საქმეს არ მოვეშვები... მე არ გთხოვ ჩემთან ყოფნას. შენ ომი გამომიცხადე და ამ ომიდან დამარცხებული არ გავალ იცოდე...



შუაღამეს სალომემ გამაღვიძა სანდრო მოვიდა და ადექიო.. საათს დავხედე ისრები ხუთს უჩვენებდა, ხალათი მოვიცი და დაბლა ჩავედი... კაბინეტში იჯდა და სახე ხელებში ჩაერგო.. მისკენ წავედი და ფრთხილად შევეხე მხარზე... ამომხედა, თვალებიდან ცრემლები ნაკადულად სდიოდა.. ხმას ვერ ვიღებდი, ძალა არ მქონდა მეკითხა რა აწუხებდა.. მაგიდაზე ჩამოვჯექი და დაველოდე სანამ თვითონ დაიწყებდა მოყოლას..
- ჩემით ავაშენე და ჩემითვე დავანგრიე ყველაფერი არაა?
- რაზე ლაპარაკობ სანდო.. რა გჭირს?
- ყველაფერი გამახსენდა იცი? შენ მართალი ხარ, ყველაფერი ჩემი ბრალია..მაშინ როცა ჩემი ცხოვრებიდან გაუჩნარდი, არ ვიკითხე სად იყავი.. ისიც კი არ გკითხე ნამდვილად გაიკეთე თუ არა აბორტი..არაკაცი ვარ არა?
- სანდრო რაზე ლაპარაკობ საერთოდ??
- ერთ დღეს როცა სახლში მივედი ჩემი მშობლების ლაპარაკს მოვკარი ყური, ერთმანეთს ანუგეშებდნენ რომ საქმე უკვე მოგვარებული იყო და რომ აღარასოდეს შემაწუხებდა, ჩემი ცხოვრებიდან გააქრეს , და რომ ციხეში ყველაზე ცოტა ათი წელი მაინც იქნებოდა. მანამდე მე ქვეყნიდან წამიყვანდნენ .. მაშინ არაფრად მივიღე ეს ყველაფერი და იცი რატომ??
- რატომ?
- იმიტომ რომ ვეჭვიანობდი, სიკვდილი მერჩივნა იმ აზრს რომ მიღალატე...
- ძალიან ცუდად მიცნობდი და ახლაც ცუდად მიცნობ...
- იქნებ ასეცააა, მაშინ არ მეყო გამბედაობა მეკითხა რაზე ლაპარაკობდნენ ნინია, ნამდვილი კაცი ასე არ იქცევა.. ვიცი რომ ჩემი საქციელის გამო დაგინგრიე ცხოვრება, რომ ჩემმა უმოქმედობამ გაზარდა ჩვენი შვილი ჩემგან შორს..
- არც კი ვიცი რა გითხრა. ახლა რატომ მეუბნები ამ ყველაფერს...
- აქედან რომ მივდიოდი ის შემხვა, ვისზეც მითხრეს რომ მიღალატე..
- კახა? სანდრო არ დაიწყო რა..
- იცი, შეიძლება ვცდები ბევრ რამეში და ვცდებოდი კიდეც მაგრამ, ერთ რამეში მართალი ვარ, მაგ ტიპს უყვარხარ...
- გაჩუმდი სანდრო, რას ამბობ თვითონ არ იცი არა??მე და კახა ერთად გავიზარდეთ...
- მერერა რომ ერთად გაიზარდეთ, ეს განა რამეს ცვლის??ხო გითხარი დღეს შემხვდა თქო.. ვილაპარაკეთ და თვითონ გამოტყდა რომ უყვარხარ.. ჩემი არ გჯერა ქალბატონო ნინია, თქვენი კამერის ჩანაწერები გადაახვიე და უყურე..
- მოიცა, ეს როგორ? და საერთოდ რა შუაში იყო ეს??
- იმ შუაში რომ მაშინაც ვკვდებოდი ეჭვიანობით , და ამიტომ დავიჯერე ეს ტყუილი, მაგრამ ახლაც უყვარხარ გესმის? ეს აზრი მაგიჟებს , ჭკუიდან მშლის....
- სანდრო, მგონი ზომაზე მეტი გაქვს დალელი და აზროვნება გიჭირს...
- არა ცდები.. კარგად ვაზროვნებ.. ორი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ და ჩამეხუტა... თუ ზომატე მეტი მაქვს დალეული მითხარი როგორ ვგრძნობ რომ შენი თმების და კანს სურნელი მაგიჟებს, რომ მიყვარხარ და საშინლად მინდიხარ ამას როგორ ვგრძნობ. შენი ოდნავ შეხებაც კი ჩემს სულში ხანძარს ანთებს, ამას როგორ ვგრძნობ??!!! შენი ტუჩების და თვალების დანახვა გულს მიყინავს ამასაც ვგრძნობ..მითხარი განა ასეთი ნასვამი ვარ??
- სანდრო არ გინდა რა.. გთხოვ, ასე ნუ მექცევი...
- იმაზე ფიქრიც კი რომ სხვა კაცთან იწექი, რომ სხვა ეხებოდა შენს ტუჩებს, თმებს, სხეულს , ესეც კი ჭკუიდან მშის...
- ტყუილად არ გაგიჟდე, როგორც ვისი საგიჟეთიც აღარ გვაქვს რომ ჩაგაბარო...
- ნინია, არ გეხუმრები... შემიძლია მოგკლა..
- ნუ მაცინებ რა.. ძალიან გთხოვ.. მე მისი ცოლი ვიყავი, გასაკვირი არაფერია იმაში რომ ქმართან სექსი მქონდა. საქმე იმაშა ეს რამდენად მინდოდა მასთან...
- და რამდენად გინდოდა??
- საერთოდ არ მინდოდა.. ახლა დამშვიდდი?? წადი ეხლა. ანანო გაიღვიძებს...
- ანანოს მაღლა სძინავს და ვერავინ ვერაფერს გაიგებს აქ ჩვენ რითი დავკავდებით...
- არაფრით დაკავებას არ ვაპირებ შენთან ერთა სანდრო, უკვე ძალიან ღრმად შეტოპე და იცოდე გაგიჭირდება გამოსვლა..
- მართალი ხარ უკვე მიჭირს გამოსვლა, როცა შენს გვერდით ვარ... გინდა დამაჯერო რომ შენ არ გინდივარ? რომ ჩემი სიახლოვე არ გკლავს??
- ღმერთო როგორ დამღალე უკვე, წადი სანდრო, წადიიი..
- რატო წავიდე , იცი რომ თავს ვერ მოერევი და დილით ისევ ჩემს მკლავებში გაგეღვიძება??
- გაჩუმდი გაიგე? ზედმეტი მოგდის შენ მე ქუჩის ქალი ხო არ გგონივარ ჰა? თუ დამჭირდა ცხვირ-პირს გაგიერთიანებ.. არ დამენანები გაიგე?? მეყო შენი გვარისგან შეურაწყოფა. დაიმახსოვრე ჩვენ მარტო შვილი გვაირთიანებს..
- და კიდე სიყვარული, რომელსაც ორივე რვა წელი ვებრძოდით..
- მომისმინე ეხლა კარგად, რვა წელი ვებრძოდი და თუ დამჭირდა ორჯერ რვა წელი მოვითმენ უშენობას გაიგე??
- შენ მგონი გული საერთოდ არარ გაქვს ხო?
- მართალი ხარ, გული აღარ მაქვს გული მაშინ მომიკალი როცა ხელი მკარი.
- გაქვს ნინია. ჩემი გული აი აქ გიფეთქავს. ვნებამოდებული ხელი მკერდზე დამადო და თვალებში ჩამხედა.. იცი რამდენი ხანი ველოდებოდი ამ წუთს, რამდენჯერ მიოცნებია რომ აი ასე დამხვედროდი სამსახურიდან მოსულს.
- როგორ მაგიდაზე დამჯდარი??
- როგორ შეგიძლია წყობიდან გამომიყვანო, შემიძლია დაგახრჩო რა... ცალი ხელი ყელში წამიჭირა და მაგიდაზე გადამაწვინა..მეორე ხელით კი სწრაფი მოძრაობით გამიხსნა ქამრის ხალათი...
- სანდრო მეტკინა გამიშვი.. ხანდახან ცხოველვით იქცევიი.
- იმიტომ რომ ცხოველივით მინდიხარ გოგო...
- მორჩი რა, მომბეზრდა უვე ამისი მოსმენა..
- არ გაგიშვენ, შეიძლება ნასვამი ვარ მაგრამ არა ისე რომ შენთან ყოფნის სურვილი გამიძლიეროს, მე სულ ასე მინდიხარ ნინია..

**

დილით კაბინეტში მდგარ დივანზე გამომეღვიძა.. სანდრო არსად ჩანდა, ხალათის ქამარი შევისწორე და ოთახისაკენ ავედი რომ უეცრად ანანოს ოთახიდან საუბრის ხმა გავიგონე...ოდნავ გაღებულ კარებში ქურდვით შევიხედე, სანდრო ანანოს საწოლთან ეჯდა და გეგმებზე ელაპარაკებოდა.. პირდაპირ შევაღე კარები და თავზე დავადექი..
- დედიკო, ნახე მამა მოვიდა..
- ვიცი..
- საიდან იცი შენ ხომ გეძინა..
- ანანო, თავს მტკივა ისედაც გთხოვ რა, ახლა არ დაიწყო დაკითხვა, მანქანა დავინახე..
- გატყუებს, წუხელ აქ მეძინა..
- სანდრო მორჩი საკმარისია, ყელში ამომივიდა შენი უაზროდ ჩაჩრა ჩემს ცხოვრებაში...
- მაშინ მითხარი რატომ ატყუებ ბავშვს? რატომ არ ეუბნები რომ წუხელ აქ მეძინა..
- არანორმალური ხარ, ავადმყოფი.. კარგი ვეტყვი, მართალია, სანდროს წუხელ აქ ეძინა, კაბინეტშ დივანზე...
- ნინია გეყოფა, დაკონკრეტება საჭირო არაა...
- ნუ მაჩუმებ გაიგე?! ჩემს შვილს რასაც მინდა იმას ვეტყვი... რას ვამბობდი? ხო, მამაშენს ჩემს გვერდით ეძინა.. თუ ჭკვიანი გოგო ხარ მიხვედი რითაც იყო დაკავებული მთელი ღამე...
- გეფიცები ავადმყოფი ხარ ნინია...
- სიმართლე ვთქვი, დღეს აღარავის უკვირს სიტყვა სექსი ხო ასეა ანანო??
- კი დედა...
კარები გამოვიხურე და სიცილს ძლივს ვიკავებდი..
- მამა, დედასთან მართლა იწექი??
- ვაიმე, დედაშენს მოვკლავ ასეთ რაღაცეებს რო ასე თამამად კითხულობ ანანო...
- რა სასაცილო ხარ მამა...
ანანომ პატარა ხელები პირზე აიფარა და სანდროს დაცინვა განაგრძო....
- სანდრო.. ხო იცი ჩვენი ცხოვრება ომია და ხანდახან მტრებს შორის დასაშველია სექსი, არ გაგიკვირდეს რა, ოცდამეერთე საუკუნეა საყვარელო.. მიკეტილი კარებიდან დავიძახე და სწრაფი ნაბიჯით შევედი ოთახში რომ ვერ შემოესწრო..

**
სანდრო წიკლაურის სახლში ახალი თავსატეხი იყო გაჩენილი. უფროსი შვილი ოჯახიდან წავიდა.. და ბატონი ნიკოლოზი ვერაფერს აკეთებდა მის დასაბრუნებლად..
ირაკლი მისაღებში მჯდარ მშობლებს შეუერთდა და მათ საუბარში ჩაერთო..
- იკა დაელაპარაკე სანდროს რა, უთხარი რომ ცუდად იქცევა..
- ვეცდები მამა, მაგრამ იცოდე სანდრო მართალია.. ნინიას ცხოვრება დავუნგრიეთ...
- ახლაც დავუნგრევ იცოდე, ეს ქალი ვერ შეძლებს ჩემი კომპანიის და ჩემი ცხოვრების განადგურებას..
- შეძლებს მამა, ტყუილად არ გავართულოთ სიტუაცუა რა.. ჩვენი აქციების 30%მან იყიდა, შენს შვილიშვილზე გააფორმა ასე რომ ანანო მეწილეა..
- მე შვილიშვილი არ მყავს. და არც შენ გყავს ძმისშვილი
- ძალიან გთხოვ ჩემს მაგივრად არ ილაპარაკოთ, მე მყავს ძმისშვილი ანანო და დღეს მის სანახავად მივდივარ...
- არ გაბედი გაიგე?? გაბრაზებულმა დაკრა თამარმა ხელი მაგიდას..
- და რო გავბედო რას იზავ დედა?
- ანანოს ძარღვებშიც ჩვენი სისხლი უდუღს.. სანდროს შვილია თქვენ ეს გინდათ თუ არა...
გაბრაზებულმა ქურთუკს ხელი დასტაცა ირაკლიმ და სახლიდან სირბლით გავიდა..

**
სამსახურში მივედი თუ არა მდივანს ვთხოვე კახასთვის დაეძახა.. ნერვიულად დავდიოდი ოთახში და მის მოსვლას ველოდებოდი, ხუთი წუთის მერე კახა ჩემს წინ სავარძელში იჯდა და ინტერესით სავდე თვალებით მიყურებდა..
- ძალიან გთხოვ ამიხენი გუშინ რაზე ილპარაკეთ შენ და სანდრომ?
- რას გულისხმობ??
- რა იყო თქვენი სასაუბრო თემა კახა, მოთმინება არ დამაკარგინო რა გთხოვ..
- შენ იყავი, ანანო და საქმე,მოხდა რამე??
- ანანო დასაქმე მეორე პლანზე გადავდოთ და წინა ლანზე „მე „ გადმოვიტანოთ.. რატომ უთხარი სანდროს რომ გიყვარვარ??
- გითხრა არააა??
- ხო, აბა შენ რა გეგონა? რა თქმა უნდა მითხრა, გაგიჟებული მოვიდა, მთელი ღამე ვერ დავამშვიდე..
- მთელი ღამე? ესეიგი სანდრო ღამით შენთან იყო??
- კი ჩემთან, იყო, ოღონდ სხვა ოთახში, ამას რა მნიშვლეობა აქვს,მითხარი კახა რატო გაკეთე ასე? ასეთი ტყუილი საჭირო არაა გთხოვ, უარესად გავართულებთ ყველაფერს..
- მე სიმართლე ვთქვი...
- ვერ გავიგე?- მაგიდიდან ავდექი და მისკენ წავედი.. სიმართლე რა არის?
- ის რომ მიყვარხარ... ბავშობიდან მიყვარხარ... შენ ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც მიყვარს ნინია.
- სულ გადაირიე? რაზე მელაპრაკები ჰა?
- ხო შენმა სიყვარულმა გადამრიე ძნელია ამისი გაგება? უკვე ვეღარ ვითვლი რამდენი წელია მიყვარხარ ნინია.. ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებშ მაკოცა.. ძლივს გავთავისუფლდი მისი მკლავებისაგან და მთელი ძალით მოქნეულ ხელი სახეში გავარტყი...
- მე შენ მეგობრად გთვლიდი, ძმად გთვლიდი. თურმე რა მატყუარა და თვალთმაქცი ყოფილხარ კახა, ასე როგორ შეგიძლია...
- რატომ ნინია? თუკი სანდროს შეუძლია მოვიდეს და გითხრას რომ უყვარხარ მე რატომ არ შემიძლია? თუკი სანდროს შეუძლია რომ შეგეხოს მეც მომეცი ამისი უფლება.
- რაზე ლაპარაკობ აზრზე ხარ??? ხო სანდრო მოდის და მეუბნება რომ ვუყვარვარ , მოდის და მეხება იმიტომ რომ მის შეხებაზე გონება მებინდება,, მოდის დ მკოცნის იმიტომ რომ მისი კოცნის სურვილით ვიწვი, მოდის და ჩემთან ატარებს ღამეს იმიტომ რომ მე ეს მინდა,მოდის და მე იმ ტკივილს მომენტარლურად ვპატიობ იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარს...
- ესეიგი გიყვარს არა?? შენ არ იყავი რომ ამბობდი მიწასთან გავასწორებო??
- ჩემს საქმეში აღარასოდეს ჩაერიო გიგე?? ხო მიყვარს და ვაღიარებ მდაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან, იმიტომ რომ ამ თამაშიდან დამარცხებული არ გავალ...
**

ძალა გამოცლილი მივედი სახლში და სავარძელში ჩავესვენე.. არც ფიქრის თავი მქონდა, არც ჭამის, შემეძლო მთელი ღამე ასე დამჯდარს გამეტარებინა ოღონდ არ შევეწუხებინე არავის... თვალები დავხუჭე და სიმშვიდე მესიამოვნა.. ფიქრმა მაინც მაჯობა და შორს გზაზე აპირებდა ჩემს გასტუმრებას რომ ანანოს ოთახიდან უცხო ხმა გავიგონე... ფეხაკრეფით ავედი და კარები შევაღე, ჩემს წინ საოცარი სანახაობა იშლებოდა.. დაპუტული სათამაშოები, დახეული ქაღალდები და ბალიშები, მთელი ოთახი ბუმბულით იყო დაფარული... გაოცებულმა გავხედე ანანოს და მანაც არ დააყოვნა თავისი მიამიტური ღიმილი..
- ირაკლი? აქ რას აკეთებ? გაკვივრვებულმა ვკითხე და ჩემს წინ მოფარფატე ბუმბულს ხელი ავუქნიე..
- მაპატიე, არ გაგაფრთხილე ისე მოვედი, ანანოს გაცნობა მინდოდა... გაბრაზდი??
- არა არ გავბრაზდი, უბრალოდეს რატომ დახიეთ ?? რა ამბავია აქ?
- ვერთობოდით...
- საინტერესო გართობაა , ხო იცი.. კარგი გაერთეთ, უნდა დავისვენო მე.. ძალიან დავიღალე..
- ნინია... გასვლისას გამაჩერა ირაკლიმ..
- რა არის იკა??
- სანდრო გელაპარაკა?
- არა , რაზე?? რა ხდება?
- არ ვიცი, მემგონი შეხვედრა დაინიშნა, ამერიკაში და მოგიწევს წასვლა..
- მოიცა, მე რა შუაში ვარ??
- რას ნიშნავს რა შუაში ხარ ნინია, აქციების მფლობელი ხარ... დაგავიწყდა??
- სიმართლე გითხრა დამავიწყდა, არ ვიცი შენ ძმას არაფერი უთქვამს.. ხო არ იცი ისე სად არის??
- ვერ გეტყვი, არ ვიცი ნინი..
- კარგი, იმედია მეტყვის რა ხდება. იმიტომ რომ ახლა არსად წასვლის თავი არ მაქვს...
- იცი მინდოდა მეთქვა რომ ,თუ წინააღმდეგი არ იქნები მინდა ანანო ვნახო ხოლმე და ვასეირნო, შენ თუ ნებას დამრთავ..
- რა თქმა უნდა იკა, ოღონდ ახლა მომჯობინდეს და სულ გაჩუქებ ანანოს და მერე შენ გაუძელი ხოლმე...


**
მთელი საღამო ველოდე სანდროს ზარს მაგრამ არ დაურეკავს, არც ანანოს სანახავად მოსულა.. ნერვიულობამ ამიტანა და ადგილს ვეღარ ვპოულბდი.. თავს ვერ ვერეოდი, იძულებული გავხდი ირაკლისთვის დამერეკა და მისი მისამართი მეკითხა...
არადა მე ხომ ძალიან ძლიერი ვიყავი, არ უნდა მეფიქრა მასზე, არ უნდა მედარდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა...ჩემი გული ვერ უძლებდა მის გარეშე ყოფნას, აი ახლა როცა თვითონ არ მოვიდა ჩემთან, მზად ვიყავი მე თვითონ მივსულიყავი მასთან, მის მონატრებას ვერ ვუძლებდი.. რვა წელი ველოდე ამ მომენტს და ახლა ყველაზე ნაკლებად მისი დაკარგვა მინდოდა..
- იკა, ნინია ვარ, სანდრო თუ შენთან ერთადაა დამალაპარაკე რა..
- სანდრო? არა ჩემთან არაა, არ ვიცი სადაა ნინი.. დღეს არც მინახავს..
- შეგიძლია მისამართი მომცე სად რჩება ხოლმე ღამით? საქმე მაქვს...
- ნინია, რას აპირებ??
- ვაიმე ირაკლი, რას უნდა ვაპირებდე, მინდა ვნახო რომ კარგადაა, მეტი არაფერი. ბოლოს ცოტა ვიკამათეთ. გეშინია რომ რამეს ვუზავ? არ შევჭამ დამშვიდდი.
- გინდა სურპრიზი მოუწყო?
- როგორ მიხვდი, მითხარი ირაკლი რა, თავი ამატკიე უკვე...
- კარგი, მაშინ ასე გავაკეთოთ.. სანდრო თავის სახლში იქნება, აბაშიძეზე შევხვდეთ ერთმანეთს და გასაღებს მოგცემ, შენ თვითონ გააღე და გაახარე..
- კარგი, ოღონდ მალე, 15 წუთში იქ ვიქნები...
ირაკლიმ გასაღები მომცა და ფეხით ავუყევი კიბეებს. საინტერესო იყო რატომ ქონდა ნაყიდი ეს სახლი სანდროს როცა სამ სართულიანი სახლი ქონდა მშობლებისაგან სახსოვრად.. ალბად განცალკევება როცა უნდოდა, მაგრამ როდის უნდებოდა რო?! იქნებ იმისთვის ქონდა ნაყიდი რომ თავის მომავალ მეუღლესთან ერთად ეცხოვრა აქ.. ამ ფიქრბში გართული ავედი მესამე სართულზე და გასაღები ფრთხილად გადავატრიალე კარებში, ბინაში სიბნელე იყო, შუქი არსაიდან მოდიოდა.. შემოსასვლელში შევედი თუ არა შუქი ავანთე და კარები ნელა დავკეტე.. პალტო საკიდზე ჩამოვკიდე და ჩუმად წავედი საძინებლისაკენ..სიბნელეში ფეხი რაღაცას წამოვკარი და თავის შესაკავებლად იქვე მდგარ სანათს ვტაცე ხელი, ხმაურზე სანდრომ შუქი აანთო და გაოცებისაგან ინსტიქტურად გავიშვი ხელი სანათს და იატაკზე მოწყვეტით დაეცა..
- ნინია აქ რა გინდა??
- სურპრიზი გვინდოდა მე და იკას გაგვეკეთებინა, თუმცა სურპრიზი აქ დამხვდა..
- მისმინე, ყველაფერს აგიხსნი, გთხოვ, იქით დამელოდე. ჩავიცვავ..
- რა უნდა ამიხსნა?! შენი სრული უფლება გაქვს გყავდეს ქალი, ეს მე ჩავეჩარე ზედმეტად შენს ცხოვრებაში..
- ასე ნუ ამბობ, ეს უბრალოდ გართობაა, როგორ გითხრა, უბრალოდ მოთხოვნილება..
- სანდრო, სულ ერთია, ახლა ნამდვილად სულ ერთია.. ამდენი წლის მერე, ჩემი ფეხით მოვედი შენთან და სანახაობამაც არ დააყოვნა არა??!!!მეტის ღირსი ვარ, უფრო მეტს ვიმსახურებ სანდრო..
- არა გთხოვ, მოიცადე..
- არ მომკიდო შენი ბინძური ხელები.. არ მომიახლოვდე გაიგე??ნიშნობა ჩაშალე მაგრამ ლოგინში შეითრიე არა?? ყოჩაღ სანდრო, ძალიან კაცური საქციელია.
- ნინია, მოიცადე..
- მეზიზღები რო იცოდე. არ გაბედო და არ დამელაპარაკო მეტად თორემ მოგკლავ..

დაკიდებულ პალტოს ხელი დავტაცე და სირბილით ჩავედი კიბეებზე..მანქანა ლისის ტბაზე გავაჩერე და მანქანიდან გადმოვედი..პალტოს ქუდი თავზე წამოვიფარე და გაყინული ხელები ჯიბეებში ჩავიყავი.. მობილურს დავხედე სანდრო თავს იკლავდა რეკვით. ქსელიდან გავთიშე და ჯიბეში ჩავიგდე..
აი ეს იყო ჩემი სიყვარული.. რვა წელი ვეწამე, მიუხედავად ჩემი დიდი შურისძიებისა მაინც მიყვარდა, მაინც ვცდილობდი რომ მისთვის ზიანი არ მიმეყენებინა, მაგრამ ახლა ისევ თვითონ გამწირა, როცა მასთან ყოფნა გადავწყვიტე, როცა მზად ვიყავი სამუდამოდ მისი გავმხდარიყავი ახლა დავეცი ისევ მიწაზე, ახლა ახალი ძალით ვივსებოდი რომ სანდრო საბოლოოდ დამესვა ნულზე.
უკვე ღამის სამი საათი ხდებოდა სახლში რომ მივედი, სალომეს სავარძელში ეძინა, ტელევიზორი თავისთვის ლაპარაკობდა,, მისი სახის დანახვაზე გამეღიმა და ფრთხილად შევეხე მხარზე..
- ნინია, სად ხარ რა მოხდა? მოვკვდი შენთან რეკვით, რა გჭირს??
- სალომე, ძალიან ცუდად ვარ,საშინლად ..
- დაჯექი და მომიყევი რა ხდება რა.
- სანდროსთან წავედი, მინდოდა მისთვის სურპრიზი მომეწყო, მინდოდა მეთქვა რომ ისევ მიყვარს რომ მზად ვარ მასთან ერთად ვიცხოვრო.. რომ ჩვენ სამნი ყველაზე ბედნიერები ვიქნებოდით.. სახლში მივადექი , იცი რა ვნახე სალომე? ნეტა არ მივსულიყავი ნეტა არაფერი მენახა, ხომ ვერ გავიგებდი მაინც.. იმ გოგოსთან ერთად წავასწარი საწოლში ვისაც ცოლად ირთავდა.. ნატალიასთან ერთად კოტრიალობდა ლოგინში, სხვა ვერავინ ნახა??? მაინც და მაინც ის უნდა ყოფილიყო??
- არ მჯერა, კი მაგრამ არც კი ვიცი რა გითხრა ნინია..
- არ ვიცი რა გავაკეთო სალი, ხელახლა დამმარხა, ხელახლა მომკლა სანდრომ.ჩემი გული გადათელა მაშინ როცა ისევ იმედები მომეცა, როცა ისევ გააღვიძა სიყვარული
ჩემში მისმა თვალებმა სალომე..

**

მთელი ღამე ტირილში გავატარე გამთენიისას დაცვის ზარმა გამომაღვიძა, ბატონი სანდრო არის მოსული და რა ვქნათო.. ბრძანება გავეცი სანდრო სახლში არ შემოეშვათ და ტელეფონი გავთიშე...
დილით თორმეტი საათი ხდებოდა რომ გამეღვიძა.ხალათი მოვიცვი და ანანოსთან შევედი, ჯერ კიდევ ტკბილად ეძინა , მივუახლოვდი და შუბლზე ვაკოცე.. თვალები ფრთხილად გაახილა და ცრემლები გადმოსცვივდა..
- ანანო რატომ ტირიხარ?
- დედა, მამამ გული გატკინა ხო?
- არა, საიდან მოიგონე საყვარელო, რა სისულელეა..
- წუხელ მთელი ღამე ტიროდი ხო ასეა? ხმა მესმოდა დედიკო, სანამ გიორგი ჩვენთან ერთად იყო არ ტიროდი ხოლმე.. ნეტა არ მომენდომებინა მამიკოს გაცნობა..
- ანანო,ნუ სულელობ . სანდრო არაფერ შუაშია.. ხო კარგი, ცოტა მაწყენინა მაგრამ შენ რა შუაში ხარ მითხარი აბა, სანდრო მამაშენია ისევე როგორც მე ვარ დედაშენი , და მასთან ყოფნის უფლებას არ დაგიშლი...
- არ მინდა მეტი ვნახო, ვიცი სულ გულს გტკენს..
- მორჩი -თქო. მამაზე ასე ნუ ლაპარაკობ... უბრალოდ ერთ რამეს გთხოვ, ეცადე როცა მე სახლში ვიქნები მაშინ არ მოიყვანო აქ მამაშენი, კარგი?
- კარგი...
სამზარეულოში ყავის დასალევად მაგიდასთან ყავის ფინჯნით იწონებდა თავს სანდრო..
- აქ რა ჯანდაბა გინდა??- ბოლო ხმაზე დავუყვირე და მის წინ დავდექი... წადი სანდრო..
- ნინია გთხოვ მომისმინე რა, მინდა აგიხსნა..
- რა უნდა ამიხსნა ადამიანი, არ მაინტერესებს გაიგე??
- ვიცი რომ ასე არაა, ვიცი რომ გაწყენინე რომ გული გატკინე..
- კი ასეა. კიდევ ერთხელ ჩამიკალი ყველანაირი იმედი მაშინ როცა ეს იმედები გამიცოცხლდა სანდრო.. მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა... ანანოს სანახავად მაშინ მოდი ხოლმე როცა მე სამსახურში ვიქნები, მეტი აღარ მინდა დაგინახო, გავიგო შენი ხმა, მეზიზღები...
- ნინია მიყვარხარ...
- მიმიფურთხებია შენი ასეთი სიყვარულისთვის....

**
დღები ერთმანეთს მიყვებოდნენ, წამები და წუთები კი საათებს , სადაც იყო ზამთრის სუსხიან დღეებს კარებს მივუკეტავდი და გაზაფხულის სიმწვანე გამიხარებდა გულს, მერედა როგორ მიყვარდა გაზაფხული, მერედა როგორ ვივსებოდი ახალი იმედებით გაზაფხულზე.. ანანო უკვე უკეთ იყო, სკოლას და მეგობრებს დაუბრუნდა, თითქოს ყველაფერი ჩვეულ რითმში ბრუნდებოდა, თუმცა იყო ერთი მაგრამ რაც მე მტკიოდა, მხოლოდ მე და არავის სხვას.. ამ ტკივილს სახელად სანდრო ერქვა, ტკივილი რომელიც ვერ მოვირჩინე, ვერ მოვიშუშე ეს იარა, სანდროს გარეშე ყოფნის ტკივილი. უკვე თვეზე მეტი იყო არ მენახა, პირობას ასრულებდა, ანანოს მაშინ ნახულობდა როცა მე არ ვიყავი, ანანოც არაფერს ამბობდა სანდროზე..
საღამოს გადაღლილი მივედი სახლში და და პირდაპირ ოთახში ასვლა დავაპირე . პირველ კიბეზე ფეხი ავდგი თუ არა ხელი მკლავში ხელი მტაცა ვიღაცამ და მოწყვეტით დამაგდო დივანზე..
- კახა? რას აკეთებ აქ?
- როგორ ფიქრობ შენ? შენთან მოვედი...
- რისთვის,, საქმე თუ გაქვს სამსახურში განვიხილოთ ახლა ძალიან დავიღალე...
- სამსახურის საქმე არ მაქვს. შენთან პირადი საქმე მაქვს..
- ძალიან გთხოვ , ძალიან დაღლილი ვარ და შენთან კამათის თავი არ მაქვს..
- მომისმინე.. არჩევანს გთავაზობ... ან ჩემთან ერთად იქნები ან სანდროს მოვუყვები რომ მაშინ ჩემთან უღალატე და ახლაც ერთად ვართ..
- შენ ხო არ გადაირიე ჰა?? ავადმყოფო შენ.. ფეხებზე რაც გინდა ის უთხარი... ეხლა შენ მისმინე.. ეს ჩემი თამაშია.. აქ არჩევანს და არადანს მე ვალაგებ, აქ ვარიანტები არ არსებობს დაიმახსოვრე... ამ თამაშში მხოლოდ მე და სანდრო ვართ, და ამ თამაშში მე გამარჯვებული ვარ. იმიტომ რომ თამაშს ორივე მხარე ჩემია...
- ამიხსენი მაინც რითი შეგაყვარა თავი???მასთან სექსი რითია უკეთესი? იქნებ მე რას გთავაზობ..
- დეგენერატი ხარ და მეტი არაფერი... დაუფიქრდი რას ლაპარაკობ. სანდრო ჩემი შვილის მამა, ჩემი ერთადერთი სიყვარულია, და მასთან ერთად რომც არ ვიყო სხვა კაცი არ გამეკარება გასაგებია???
- გიორგიზე რას იტყვი??
- გიორგის თავი დაანებე... ის ერთადერთი ადამიანი იყო რომელმაც ფეხზე დამაყენა, მისი ვალიდან ვერასოდეს ამოვალ.. წადი ეხლა აქედან..
- მიყვარხარ ნინია, გთხოვ მომეცი შანსი დაგანახო ჩემი სიყვარული.
- საკმარისია კახა, გთხოვ, მე შენში მხოლოდ ძმას ვხედავ, ვერასოდეს შემოგხედავ როგორც მამაკაცს.. დამიჯერე, ძალიან მიყვარხარ ოღონდ არა ისე შენ როგორც გინდა...
- მინდა რომ გიყვარდე ნინია..ამღვრეული თვალებით წამოვიდა ჩემსკენ, ალკოჰოლის სუნათ ყარდა... ხელი მკრა და დინავზე დამაგდო... ნერვებმა ამიტანა, მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდა.. ვიცოდი რომ სახლში არავინ იყო. ანანო სანდროსთან ერთად იყო, ყვირილს აზრი არ ქონდა..
- კახა, რის გაკეთებას აპირებ...
- ნებით თუ არა ძალით დაგიმორჩილებ და დაგანახებ ჩემში მამაკაცს..
- გაგიჟდი თუ რა ჯანდაბა გჭირს ადამიანო.. გთხოვ მორჩი.. კახა ძალიან გთხოვ არ გინდა.
- მინდა, რამდენიც არ უნდა იყვირო მაინც ვერავინ გაიგებს, რასაც მინდა იმას გავაკეთებ..
მაიკა ტანზე შემომახია და ორივე ხელი გადამიგრიხა. ცრემლები თავისით წამომივიდა და ყელზე ნაკადულად დამედინა..მთელი ძალით ვუძალიანდებოდი მაგრამ აზრი არ ქონდა, ის ჩემზე ბევრად ძლიერი იყო, მითუმეტეს ახლა, გონებაზე არ იყო, სასმელს აზროვნების უნარი ბოლომდე დაეხშო მისთვის...ჩემი თხოვნა და ხვეწნა ფეხებზე ეკიდა...მომენტალურად ვიგრძენი რომ რაღაც მომეშვა და სიმსუბუქე ვიგრძენი, ფეთიანივით წამოვხტი, სანდროს იატაკზე გაეგდო კახა და მთელი ძალით უტყვადა, ანანო კი განწირული კიოდა... იატაკზე მიგდებული ჯაკეტი მოვიცვი და მათ გასაშველებლად გავიწიე..
მათ გაშველებას ამაოდ ვცდილობდი... სანამ დაცვა არ ჩაერთო მათი განცალკევება შეუძლებელი გახდა.. ზურაბს ვთხოვე კახა სახლამდე მიეყვანა, სანდრო სამზარეულოში შევიყვანე და წამლების ყუთი გადმოვდგი..
- მადლობა სანდრო.. დროულად მოხვედი, თორემ არც კი ვიცი რა იქნეოდა..
- დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა,ახლა მაინც გჯერა რომ არ ვცდებოდი? რომ მაგ ტიპს სულ უყვარდი?
- სანდრო აქ კახას სიყვარულზე არაა ლაპარაკი, აქ შენს ნდობაზეა საუბარი, შენ არ მენდე , არ დამიჯერე სანდო, მთავარი ესაა, გული ამაზე მტკივა..
- ვიცი რომ გული გატკინე, ბევრი შეცდომა დავუშვი, ალბად ვერასოდეს მაპატიებ..
- სანდრო , თუკი ეს შვებას მოგცემს შემიძლია გაპატიო, მაგრამ ერთად ვერ ვიქნებით, არ შემიძლია.. ალბად გამიგებ...
- ეს როგორ უნდა გაგიგო ნინია. მიყვარხარ და მინდა ერთად ვყოთ, მე შენ და ანანო..
- არა სანდრო ეს დაუშვებელია, ამ ყველაფრის მერე ერთად ვერ ვიქნებით. ხო მართლა ირაკლი რაღაც შეხვედრაზე მელპარაკებოდა, რა ხდება ამერიკაში? რა შეხვედრააა?
- სულ დამავიწყდა იცი? საკმაო ხანი გავიდა , მას მერე რაც მომწერეს მაგრამ თავში ყველაფერი არეული მაქვს.. შეხვედა გვექნება იქაურ სამშენებლო კომპანიასთან, რომელიც თანახმაა რომ ჩემს კომპანიას გადმოურიცხოს თანხა ახალი პროექტების დასაწყებად..
- და მე რა შუაში ვარ??
- ნინია, შენც უნდა იყო იქ, აქციების ნაწილს ფლობ, მე და შენ უნდა წავიდეთ..
- სანდრო დამცინი??? წამოვიდე შენთან ერთად ამერიკაში??
- ხო მე და შენ ნინია...
- ერთი პირობით ზედმეტად არ შემაწუხებ, არა საერთოდ არ შემაწუხებ...
- თანახმა ვარ.

**
ბავშობიდან მიყვარდა პარასკევი დღე, ახლაც ასეთივე განცდა მქონდა, ვიცოდი რომ მომდევნო ორი დღე თავისუფალი ვიქნებოდი და მიხაროდა, დილით მშვიდად გავახილე თვალები , ჩემს გვერდით მშვიდად ეძინა ანანოს, გაოცებულმა გადავხედე და გამეღიმა, როგორ მოვიდა ჩემს ოთახში არც გამიგია, ჩემი პატარა ისეთი შეშინებული იყო გუშინ.. შუბლზე ვაკოცე და თვალები ნაზად გაახილა.. მაგრად ჩავეხუტე და გავიტრუნე..
- დედიკო, ცუდად ხარ?? მაშინვე მკითხა და ისევ გამიღიმა..
- არა ჩემო ერთადერთო, უბრალოდ ძალიან უყვარხარ დედას..ძალიან ძალიან...
- დედიკო დღეს ხომ შაბათია??
- კი ასეა.. რაიმეს მთავაზობ ანანო??
- გავისეირნოთ , მე შენ და მამიკომ.. გთხოვ დედიკო რა გთხოვ, ძალიან გთხოვ...
- ანანო , ზედმეტს მთხოვ, ხო იცი რომ მე და სანდრო ერთად ვერ წაგიყვანთ.. ასეთ რამეს ნუ მთხოვ რა..
- დედიკო გთხოვ, ძალიან გთხოვ. მხოლოდ ამ ერთხელ რა.. თუ გიყვარვარ...
- კარგი, ოღონდ მხოლოდ დღეს იცოდე. მეტჯერ არ მთხოვო... ეს იყოს პირველი და უკანასკნელი..
- კაი დე, მიყვარხარ..
აღებული მობილური სამჯერ დავდე მაგიდაზე , არ მინდოდა სანდროსთან დარეკვა მარამ სხვა გზა არ მქონდა, მიცემული პირობა უნდა შემესრულებინა ანანოსთვის...ბოლოს ჩემს თავს ძალა მაინც დავატანე და სანდროს ნომერი ავკრიფე, გული ისე მიცემდა თითქოს პირველად უნდა გამეგონა მისი ხმა, ახლა ორმაგად ვნერვიულობდი მითუმეტეს კახას ძალადობის მერე, თითქოს დამნაშავედაც კი ვგრძნობდი თავს..
- სანდრო გამარჯობა...
- ნინია?! რა მოხდა?? ანანო..
- დამშვიდდი ანანო კარგადაა, არც კი ვიცი როგორ გითხრა, მოკლედ ანანომ მთხოვა რომ დღეს ერთად წავიყვანოთ სასეირნოდ რადგან შაბათია, თუ შენი საქმეები არ გაქვს რა თქმა უნდა, და გცალია..
- ერთად? მე და შენ წავიყვანოთ ანანო?
- კი ასეა, თუ საქმეები გაქვს არაუშავს...
- არა , რას ამბობ, სიამოვნებით, მითხარი როდის და სად???
- მე და ანანო მოგაკითხავთ..
- დამცინი ნინია? თქვენ უნდა მომაკითხოთ მე???
- ერთ საათში მე თვითონ მოგაკითხავთ და მზად იყავით. შევთანხმდით??
- კარგი სანდრო მადლობა..
მთაწმინდის პარკი სავე იყო ბავშვებით და მშობლებით, ანანო ასეთი გახარებული არასოდეს მინხავს, ერთი ხელი ჩემზე ეკიდა მეორე კი სანდროზე და ორივეს გვიღიმოდა.. სიმართლე რომ ვთქვა მეც მიხაროდა ანანოს ასეთი სიხარული, ის ხომ ყოველთვის ოცნებობდა ასეთ ოჯახზე, მამაზე, მას მერე რაც გაიგო რომ გიორგი მამამისი არ იყო ოცნებად ექცა სანდროს გაცნობა.. ახლა ეს ყველაფერი რეალობა იყო და მე ამ ყველაფრის ჩაშლა და დანგრევა მინდოდა. ჩემი შური მაგიჟებდა, მაცოფებდა, მაღიზიანებდა, რა უნდა გამეკეთებინა აღარ ვიცოდი. მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა. აი ახლაც კი როცა სანდროს გვერდზე მივყვებოდი მაინც მის განადგურებაზე ვფიქრობდი.
მაგრამ მიყვადა, და ამას ვგრძნობდი, მთელი გულით და სულით მიყვარდა მისით ვიყავი სავსე, სხვანაირად არ შემეძლო, ის იყო ჩემი პირველი და უკანასკნელნი გრძნობა, ჩემი მარადიული სიყვარული, არ შემეძო მისი დავიწყება...
უეცრად სანდრომ ხელი მაგამ მომიჭირა ხელზე და თვალებში ჩამხედა..
- ნინ, მიყვარხარ, რა გავაეთო?
- სანდრო არ გინდა გთხოვ რა. ამ ყველაფერს ნუ გავაფუჭებთ. არ გვინდა რა, მოდი ყველაფერი ასე დავტოვოთ ლამაზად...
- არ შემიძლია არ გესმის? ახლა მითუმეტეს როცა შვილი გვყვავს. ჩვენი ანანო..
- სანდრო, ზედმეტს ნუ ვილაპარაკებთ, ჩემი ცხოვრება იქ დასრულდა როცა გიორგი მიწას მივაბარე. ხოლო პირველად იქ დასრულდა როცა შენ ხელი მკარი და სასიკვდილოდ გამიმეტე.. განა რამდენი სიცოცხლე მაქვს კიდე???
- ვიცი რომ გატკინე, და არ მეპატიება მაგრამ მე მაინც გთხოვ ნინია..
- სანდრო არ შემიძლია, ეს ტკივილი ჩემზე ძლიერია, ჩემზე დიდია. რატო არ გჯერა? როგორ დაგაჯერო??
- კახაზე რაღას მეტყვი???
- ახლა კახას ამბავის გარჩევა დავიწყოთ??ის რაც მოხდა, არ ვიცი რა ვთქვა გამართლებასაც ვერ ვპოულობ...
- ხო არა? მაშინაც ასე ვერ ვიპოვე გამართლება როცა მითხრეს რომ მასთან მიღალატე და მისგან შვილი გეყოლებოდა, ერთხელ მაინც თუ იფიქრე მე რას ვგრძნობდი??
- სანდრო, ეს არ გამართლებს, და კარგად იცი შენც ეგ ხო ასეა??
- ასეა. და ამიტომ დავანგრიე სამი ადამიანის ცხოვრება.. ჩემი, შენი და ანანოსი...
- არ ვიცი რა გითხრა, ასეა... დაანგრიე, ჩემი ცხოვრება რომ ნამდვილად დაანგრიე ვიცი სანდრო.
- ალბად ოდესმე შეძლებ რომ მაპატიო ეს ყველაფერი, ყველანაირი ტკივილი რაც კი შენთვის მომიყენებია..
**
უკვე კარგად დაბინდებული იყო სანდრომ სახლისაკენ რომ აიღო გეზი.. ანანოს თვალები ეხუჭებოდა, იმდენად იყო გადაღლილი ემოციებისაგან... ბედნიერი ღიმილი ქონდა სახეზე და მშვიდად სუნთვდა..
- ანანო მოვედით გადმოდი.. ანანო.. გაოცებულმა გავხედე ანანოს. მშვიდად ეძინა.. სანდროს შევხედე და ორივეს გაგვეცინა..
- მოიცადე არ გააღვიძო, ავიყვან ხელში და ისევ დავაწვინოთ.
ანანო ხელში აყვანილი აიყვანა სანდრომ და საწოლზე დააწვინა, ფრთხილად დავხადეთ ტანზე და საბანში თბილად გაეხვია.. ღიმილინი სახით მოგვავლო ორივეს თვალი და ისევ დაიძინა..
- სანდრო, მთელი დღეა არ გიჭამია, ალბად სახლში დიდი არაფერი გექნება თუ გინდა ჩემთან ერთად ივახშმე- ჩემდა უნებურად ვკითხე სანდროს და მაშინვე ვინანე, აი რა ცუდი იყო როცა გრძნობა წინ უსწრებდა გონებას, როცა გული უფრო ძლიერი იყო ვიდრე ტვინი..
- სიამოვნებით თუ არ შეგაწუხებ..
- არა რას ამბობ..- ჩემი ნათქვამი სიტყვა უკან ვეღარ წავიღე და სანდრო სამზარეულოში შევიპატიჟე...
- ამას რატომ აკეთებ?- უეცრად მკითხა და მკლავში ხელი მტაცა..
- რას სანდრო?!
- ასე რატომ მექცევი -თქო? მე ხომ შენთვის კარგი არაფერი გამიკეთებია ?
- სანდრო, შენ ჩემი შვილის მამა ხარ. მისმინე ის რაც მოხდა და იქ რაც ვნახე, ეს შენი ცხოვრებაა, მე არ მაქვს უფლება შენს ცხოვრებაში ჩავერიო..
- ასე არაა, ნინია, მე მინდა რომ ერთად ვიყოთ, ჩვენ სამნი..
- სანდრო გთხოვ არ დაიწყო თავიდან რა..
- ცოლად გამომყვები???
- რა??
- ცოლად გამომყვები ნინია? გთხოვ დაფიქრდი რა.ახლა ნუ მეტყვი პასუხს , იფიქრე გთხოვ..
- ანა სანდრო, ცოლად ვერ გამოგყვები, არ შემიძლია...ეს ჩემი მხრიდან ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. მე შენ მოგეცი უფლება ანანოსთან ყოფნის..მაგრამ ამას ნურასოდეს მთხოვ რა.
- კი მაგრამ ნინია..
- არა სანდრო, აზრი არ აქვს ამ ლაპარაკის გაგრძელებას. მე შენ პატივს გცემ როგორც ჩემი შვილის მამას, მაგრამ ცოლობას ვერ გაგიწევ. ეს სურვილი ჩემშია, არ დაგიმალავ, ბევჯერ მიოცნებია შენი ცოლი ვყოფილიყავი მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ გადავდგავ სანდო..

**
სანდრო გავაცილე თუ არა მაშინვე ბატონ დავითს დავურეკე. მაინტერესებდა რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში..
- ბატონო დავით გამარჯობათ როგორ ხართ?
- კარგად ნინია თავად როგორ გიკითხოთ?
- ბატონო დავით რა არის ახალი? ხდება რამე?
- სიმართლე რომ გითხრა ხდება ნინია.. ახალი ამბავი არც თუ ისე სასიამოვნო იქნება.
- რა ამბავი?
- სანდროს მამა გვიჩივის აქციების შესყიდვასთან დაკავშირებით.გვემუქრება რომ ციხეში ჩაგვსვავს...
- რას ამბობთ ბატონო დავით, მერე ამისი საშიშროება არსებობს? ჩვენ ხო ყველაფერი კანონიერად გავაკეთეთ ?
- რა თქმა უნდა, ვერაფერს დაგვიმტკიცებს, აი მერე სასამართოს რომ წააგებს აქეთ შევიტან სარჩელს მორალური ზარალისათვის თუ თანახმა იქნები.
- რა თქმა უნდა თანახმა ვარ... ბატონო დავით ერთი თხოვნა მექნება, კახა ცაგარელი სამსახურიდან განთავისუფლეთ.
- შენი მეგობარი შვილო?
- დიახ ჩდემი მეგობარი, ეს პირადი საქმეა და მიზეზი არ მკითხოვთ..
- კარგი ნინია შენ როგორც მეტყვი.
- მადლობთ ბატონო დავით.ღამე მშვიდობისა ბატონო დავით..
- ღამე მშვიდობისა ნინია..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent