შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამაშის ორივე მხარეს( თავი 3)დასასრული


18-07-2019, 16:45
ავტორი თუკა
ნანახია 2 572

სამსახურში მივედი თუ არა კახა მაშინვე ოთახში შემომივარდა და კარები ისე მიაჯახუნა ლამის ჩამოაგდო..თვალები სიბრაზისაგან ანთებოდა და ხელებიც ნერვიულად უთრთოდა..
- ეს რას ნიშნავს ნინია?- მითხრა და ქაღალდები მაგიდაზე დამიხეთქა..
- რას უნდა ნიშნავდეს?! სამსახურიდან გაგანთავისუფლე..
- ესე იგი გამანთავისუფლე არაა?? მიზეზი?
- მიზეზსაც მეკითხები ადამიანო? ის რაც გააკეთე განა საკმარისი არა?? კიდე რას ელოდებოდი ჰა?? კიდე უარესი უნდა გაგეკეთებინა?
- არა, ზუსტად ვიცი რომ ასე სანდროს გულისთვის მოიქეცი, გუშინ ერთად იყავით ხო ასეა?ვერ ხვდები რომ ასე იმედებს აძლევ?
- კი ერთად ვიყავით, შენ გავიწყდება რომ ჩვენ შვილი გვყავს, რომელსაც ხანდახან მაინც დედაც უნდა და მამაც... შეიძლება იმედებს ვაძლევ,არ ვიცი მაგრამ სანდროს და ჩემი ურთიერთობა მხოლოდ ჩემი საქმეა რა..
- კი ასეა, მაშინაც ასე გიყვარდა და ახლაც ასეა, ოდნავაც არ გაგნელებია გრძნობა ,ვერც ამ თამაშმა გიშველა.
- კახა, გითხარი რომ ეს ჩემი საქმეა და მორჩეს.. ხო გრძნობა არ გამნელებია იმიტომ რომ მიყვარდა და ახლაც მიყვარს, მაგრამ სანდროსთან ერთად ვერ ვიქნები ეს უბრალოდ იმხელა ტკივილია საშუალებას არ მაძლევს მაგრამ ჩემს შვილს ბედნერებას ვერ ჩავუკლავ, მას ორივე ვუყვარვართ ..
- საინტერესო ახსნაა ნინია, ყოჩაღ- ირონიულად მითხრა და ტაში შემოკრა..
- იცი რას გეტყვი? საინტერესოა თუ უინტერესო ეს ჩემი ცხოვრებაა,როგორმე შენი ჩარევის გარეშეც გავარკვევ რა გავაკეთო და რა არა...
- ძალიან კარგი..მეგონა ჩვენი მეგობრობა მაინც არ იყო ფარსი.
- მეც ასე მეგონა, თავს მაჩვენებდი და რა გააკეთე,, ვერაფერი გაგამართლებს...კახა ის რაც შენ გააკეთე არც კი ვიცი სიტყვებს ვერ ვპოულობ ..
- ის რაც სანდრომ გააკეთა საპატიებელია არა??
- კახა არ მესმის რატომ მედავები ასე? გითხარი რომ სანდრო ანანოს მამა , ვაპატიე თუ არა ესეც ჩემი საქმეა მაგრამ დამშვიდდი გეტყვი რომ არ მიპატიებია, ის მხოლოდ ბავშს უწევს მამობას..
- და შენ გიწევს ქმრობას როცა მოგინდება??
- აუტანელი ხარ რა, ამაზრზენი ბიჭი ხარ, ამის მერე რაღა უნდა გელაპარაკო. ჩათვალე რომ მასეა, მაშინ მიწევს ქმრობას როცა მასთან მინდება, ახლა წადი აქედან, და შენი ნივთები აკრიფე, არაფერი დაგრჩეს ..

კარგა ხანს ვიჯექი კაბინეტში და არავის ნახვა და არც მოსმენა არ მინდოდა, რა მშვიდი იყო ჩემი ცხოვრება სანამ გიორგი მყავდა გვერდით, ყველა ოცნებას და სურვილს მისრულებდა, მაშინ ტკივილიც ნაკლები იყო, ვუყვარდი უანგაროდ, სანცვლოდ არაფერს ითხოვდა..
იცოდა რომ ჩემს გულში სანდრო იყო და არაოსდეს უკითხავს ვუყვარდი თუ არა. თავისათან დაწოლასაც კი არ მაძალებდა, ალბად ჩემს ცხოვრებაში ანგელოზად იყო მოვლენილი მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდებდა.. ახლაც მახსოვდა მისი სიტყვები „ მიყვარს შენი ნახშირივით შავი თვალები, როცა ცრემლით ივსება ისე ბრწყინავენ როგორც უკუნეთის ვარკსვლავები. მიყვრს შენი შავი თმები რომელიც ყველა სიშავეზე მეტად შავია.. შენი ღიმილი ნინია სიცოცხლეს მმატებს.“
მისი ხმა ჩამესმა და ცრემლი უნებიედ დამედინა თვალებიდან.. ფანჯარსთან მივედი და გამოვაღე, ცივი ჰაერი უხვად ჩავისუნთქე და ძველ დროში დავბრუნდი მომენტალურად.. როცა ხელჩაკიდებული მივყავდი თვითმფრინავისაკენ, როცა ახალ ცხოვრებას მპირდებოდა. ახლაც კი მახსოვს მისი სახე, რომელიც ღიმილს ვერ იშორებდა.. მაშინ როცა პირველად დავინახე იქ ციხეში, როცა ჩემს დასაცავად მოვიდა მივხვდი რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა. მაშინ მივხვდი რომ შემეძლო მისთვის მეოცხლა, მიუხედავად ჩემი უზარმაზარი მუცლისა ის არაფერს შეუშინდა, მან მე სიყვარული და სითბო შემომთავაზა. სიყვარულის მორევში ჩამახშო.. საფრანგეთში არვინ გვიცნობდა, ანანოც ისე მოევლინა ქვეყანას როგორც მისი შვილი, მერე მივეჩვიე მის ყურადრებას, მერე მეც ვისწავე მისი სიყვარულის დაფასება, ყოველ დილით ვდგებოდი მისთვის, ყოველ საღამოს კი გაღიმებული ვხვდებოდი კარებთან. ვცდილობდი ასე გადამეხადა სამაგიერო..
მაგრამ იცით რა იყო გასაოცარი?!- რომ მე ის მიყვარდა, რაღაც ჩემებურად, ალბად გიორგი რომ არ მომკვდარიყო შევძლებდი სანდროს დავიწყებას, როცა თავი მის მკერდზე მედო, არ ვფიქრობდი სანდროზე, მასთან დაცული ვიყავი, სიმშვიდე მქონდა...
სანდროსთან კი პირიქით სულ ახალი ტკივილი და განცდა დამხვდა, გონებაში ყველაფერი მერეოდა..
მოგონებები მდივნის შეხებამ გამიფანტნა.
- ვაიმე ლიკა როგორ შემშინე..
- ქალბატონო ნინია, გეძახეთ და არ გესმოდათ. თქვენთან სტუმარია...
- ვინაა ?
- სადრო წიკლაური, ამბობოს რომ საჩქაროა..
- სანდრო მოვიდა აქ? დაცვამ შემოუშვა?
- არა დაბლაა ქალბატონო ნინია, თუ გინდათ დაცვას ვეტყვი რომ.
- არა ამოვიდეს.. ამოუშვით და შემოვიდეს ველოდები, და კიდე ლიკა ბარემ ორი ყავა მოიტანე, თავი მისკდება საშინლად..
პატარა ცანცარა გოგოსავით ვეცი სარკეს და თავი მოვიწესრიგე. ჩანთაში ჩაგდებული ტუჩსაცხი გადავისვი და მაგიდას დავუბრუნდი... დავჯექი თუ არა სანდრომ კარზე მოაკაკუნა და შემოვიდა. ჩვეული ღიმილით წამოიდა ჩემსკენ..
- ნინია როგორ ხარ?
- კარგად სანდრო შენ? ხდება რამე?
- ნინია, ამაღამ ამერიკაში უნდა წავიდეთ, უკვე ყველაფერი მზადაა..
- ამერიკაში? ხო არ გადაირიე შენ.. ამაღამ? სანდრო წინასწარ ხო უნდა მითხრა, რამდენი ხნით მოგვიწევს იქ დარჩენა?
- ალბად ერთი კვირა...
- ერთი კვირა??? ერთი კვირა ძალიან ბევრია სანდრო, საქმე, ანანო ყველაფერი უნდა მივატოვო.. კარგი სალომეს უნდა ვკითხო თუ ეცლება, თუარადა მარტოს მოგიწევს წასვლა..
- მისმინე თუ წინააღმდენი არ იქნები იკას ვეტყვი, სანამ სალომე მოვა ხოლმე ანანო იკასთან ერთად იყოს სკოლის მერე სახლში, მერე სალომეც მივა და მარტოც არ იქნება.
- მართალი ხარ. დაურეკე იკას, მე სალომეს ვეტყვი და აეროპორტში შევხვდებით...
- არა, მოგაკითხავ, მინდა ანანოს დავემშვიდობო და იკასაც მოვიყვან.
- კარგი მაშინ საღამომდე..

**
სახლში მივედი თუ არა ჩემოდანი გადმოვიღე და ჩალაგებას შევუდექი. ზურაბს ვთხოვე ანანო ადრე გამოეყვანა სკოლიდან . მანამდე სალომეს დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი, არ მინდოდა რაიმე ისე გაეგო რაც გაურკვევლობაში დატოვებდა ..
- დედიკო, მივდივართ? უეცრად მკითხა ანანომ და შიშისაგან ადგილზე შევხტი....
- ანანო, როგორ შემაშინე, არა ანო, შენ აქ გტოვებ არ გამიბრაზდე კარგი? მე და სანდრო ამერიკაში წავალთ ერთი კვირით დე, რაღაც ახალი პროექტია გასაკეთებელი. შენ სალომეს და იკასთან ერთად დაგტოვებ კარგი??
- კარგი.. არ გაგიბრაზდები დედიკო, მიხარია რომ მამიკოსთან ერთად მიდიხარ
- ეს მხოლოდ სამსახურია ანო, ამაზე ხო ვილაპარაკეთ.. მალე მოვა სანდრო და იკაც, სანამ სალომე სამსახურიდან მოვა ხოლმე იკა იქნება შენთან, თუ რამე დაგჭირდეს უთხარი და გაგიკეთებენ და კიდევ ერთი, სკოლა არ გააცდინო გასაგებია?
- გპირდები..
- ანანო იცოდე ზურაბს გავაფრთხილებ რომ ყოველ დილით წაგიყვანოს. არ გამაბრაზო რა...
- არა დედიკო, გპირდები თქო.. აი ნახე კარებზე ზარია მამიკო მოვიდა ალბად..
სირბილით დაეშვა ანანო კიბეებზე და მის კივილზე მივხვდი რომ სანდრო და იკა მოვიდნენ.
- მამას ლამაზი გოგო, როგორ მომენატრე, როგორ ხარ??
- მამიკო, რა მაგარია რომ მოხვედი..
- მოხდა რამე?
- დედამ მითხრა რომ მიდიხართ..შენ და დედა შერიგდით??
- ანანო , ხო იცი რომ ძალიან მინდა დედაშენთან ერთად ყოფნა მაგრამ ხო იცი როგორი ჯიუტია,დამეხმარე კარგი???
- შენ უთხარი რომ გიყვარს და აი ნახავ გეტყვის რომ მასაც უყვარხარ მამა..
- ანანო, უკვე ყველაფერი ვცადე მამა... დედაშენის გული ვერ მოვალბე..
- მაშინ იქ რო წახვალთ ის მოაწონე თავი..
- ამას უყურე ერთი რამდენი რამე იცის. გოგო, შენ ჯერ რვა წლის ხარ და დიდი ქალივით მელაპარაკები.. მე კი არა მიდი ერთი ბიძაშენს შეურჩიე ერთი კაი გოგო ...
- კარგი... სანამ თქვენ ჩამოხვალთ გავერთობით ხო იკა?
- კი ანანო ასეა... მოდი ჩემთან...
- თქვენ გაერთეთ და მე ნინიასთან ავალ მაღლა..
კიბეებზე მისი ნაბიჯების ხმა გავიგონე თუ არა ტანში ჟრუანტელმა დამიარა , ამ გრძნობას ვერ ვემალებოდი, ეს გრძნობა ჩემზე დიდი იყო..ჩემზე ძლიერი და ჩემზე მეტად მგრძნობიარე...გულმა გამალებით დამიწყო ძგერა როგორც კი ფეხი ოთხში შემოდგა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე, კარადაში ტანსაცმის არჩევა გავაგრძელე და უეცრად ვიგრძენი როგორ მომხვია ორივე ხელი წელზე და ხარბად ჩაისუნთქა ჩემი სურნელი.. კინაღამ თავი დავკარგე მაგრამ არაფერი შევიმჩნიე..
- სანდრო რას აკეთებ? - აკანკალებული ხმით ვკითხე და ჩასადებად გამზადებული შარვალი უკან დავდე რომ ხელიდან არ გამვარდნოდა..
- შენი სუნამოს და კანის სურნელი მაგიჟებს ნინია.. ისევ ის სუნამოა, ამდენი წელი ისევ ვგრძნობ.
- მართალი ხარ ისევ ის სუნამოა... მაგრამ ახლა არ გინდა რა გთხოვ, ძალას ნუ გამომაცლი სანდრო. მაცადე საქმე ბოლომდე მივიყვანო..
- და ამ საქმეში მეც გადამთელო არა?? ჯანდაბას თანახმა ვარ, ოღონდ გიყვარდე.. თავისკენ შემატრიალა და ერთი ხელი გაშლილ თმაში შემიცურა... შენი თმები ისე მიყვარს, შენი თვალები, ტუჩები.. შემომხედე ნინია. დავიჯერო მართლა გაგიცივდა გული? თუ ასეთი მაგარი ხარ რო ასე კარგად თამაშობ?
- არ მინდოდა ჩამეხდა მის ზღვისფერ თვალებში, იქ ისევ დავკარგავდი ძალას და ისევ მისი სიყვარულის მონა გავხდებოდი..
- მიყვარხარ ადამიანო, რატო ვერ იგებ, კიდე რა გავაკეთო რო დაგაჯერო..
- არ დამაჯერო სანდრო არ გინდა, ეს უარესად მტანჯავს...თავისკენ მიმწია და მთელი ძალით მაკოცა ტუჩებში, ისევ ის განცდა, ისევ ის ემოცია. ისევ ინსტიქტურად ამოძრავდა ჩემი ხელები მის სახესა და ზურგზე, ისევ დავკარგე თავი...
- სანდო, არ გინდა, ანანო სახლშია გთხოვ.
- ანანო იკასთანაა არ ამოვა.. ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. ფრთხილად გამიხსნა პერანგის ღილები და ხარბად დამიწყო კოცნა მკერდზე.. მისი სხეულის სიმხურვალე ჭკუიდან მწევდა, ისევ ისე მინდოდა მისი სხეულის შეგრძნება როგორც მაშინ პირველად, ისევ ისე ვღელავდი და ვნერვიულობდი.. ეს სიყვარული ბოლოს მომიღებდა, მის სითოს ხელს ვერ ვკრავდი, არ შემეძლო.. მისი გავარვარებული ხელები მთელს სხეულზე მეხებოდა და სიამოვნების მორევში მაბრუნებდა მაშინ როცა იკიდან ამოსვლას ვცდილობდი.. ბოლოს ემოციებისაგან დავიღალე, გაძალიანებაც შევწყვიტე და გრძნობებს გასაქანი მივეცი...
**
ნიუ -იორის აეროპორტში დავეშვით თუ არა შვება ვიგრძენი, როგორ მიყვარდა აქაურობა, გიორგის ხშირად დავყავდი აქ, ხუთი თითივით ვიცნობდი აქაურ მაღაზიებს, ქუჩებს და რესტორნებს.. სანდრო გაოცებული მიყურებდა და ვერ ხვდებოდა რა მაცინებდა..
- რა გაცინებს საინტერესოა- ბოლოს ვეღარ მოითმინა და მკითხა..
- არაფერი, გამახსენდა აქ გატარებული დღეები..
- შენ აქაც ნამყოფი ხარ?
- კი მე და გიორგი ხშირად დავდიოდით აქ, გიორგის უყვარდა ნიუ- იორკი ძალიან...
- მე კიდე მინდოდა ჩამჭრელი კითხვა დამესვა და მეკითხა თუ იცოდი ვისი სახელობის იყო ეს აეროპორტი...
- სანდრო რა ბავშვი ხარ, ღმერთო ჩემო. საინტერესოა თავად თუ იცი?
- რა თქმა უნდა ვიცი..
- ხო? აბა მითხარი ერთი...
- არა. მერე რო გეტყვი იტყვი ვიცოდიო და როგორ გავიგო იცი თუ არა.
- გეფიცები ანანოს უფრო მეტი ტვინი აქვს ვიდრე შენ.. გაგახსენებ და იცოდე ეს აეროპორტი კენედის სახელობისაა ისე უნდა იცოდე და მეორეც, როცა თვითმფრინავი ეშვება იქ აცხადებენ ვის სახელობის აეროპორტში ახორციელებს დაშვებას...
- ნინია. ნუ დამცინი...
- არ დაგცინი, გიხსნი რომ ამის მერე იცოდე, რა იცი აფრიკის რომელიღაც მიყრუებულ ადგილას მოგიწიოს ფრენა..
- სასაცილო ხარ.. წამოდი მალე გველოდებიან რომ სასტუმროში მიგვიყვანონ. (12)
**

ნაწილი მეცამეტე
სასტუმროს უზარმაზარ ნომერში მოვთავსდი თუ არა მაშინვე გეზი სააბაზანოსაკენ ავიღე, წყალი მესიამოვნა და შვება მომცა. ტელეფონს დავწვი რომ სალომესთვის დამერეკა მაგრამ მაშინვე გამახსენდა დროის ცვალებადობა და იმეილის გაგზავნა ვამჯობინე... ვერ ვიჯერებდი რომ აქ სანდროსთან ერთად ვიყავი, ორმაგ თამაშს ვთამაშბდი მე სანდროს ვეთამაშებოდი და თამაში -მე... მინდოდა მისი განადგურება და რატომღაც მუდამ საპირისპოროს ვაკეთებდი, ყველანაირი ჩხუბის მერე ბოლოს მინც მის მკლავებში გახვეულს მეღვიძებოდა..აუტანელი ხდებოდა მის გვერდით ყოფნა, ეს გრძნობა მანადგურებდა მაგრამ თავს ვერ ვერეოდი, ხანდროს მინდოდა ყველაფერი მიმეყარა და მეთქვა რომ მიყვარდა რომ მზად ვიყავი მისი ცოლი მრქმეოდა.. მაგრამ უეცრად იღვიძებდა ჩემში მეორე მე რომელიც ხელს მკრავდა და თითქოს იქ მაბრუნებდა სადაც მიმატოვა სანდრომ..
აბაზანის კარზე კაკუნმა რეალობაში დამაბრუნა...
- ნინი აქ ხარ??
- აქ მაინც მომასვენე სანდრო რააა. რა ჯანდაბა გინდა ახლა მაინც..
- ერთ საათში შევხედრა გვაქვს, დამიერეკს ახლა ,-რომ გადოიტანეს და გაემზადე, მხოლოდ ეს მინდოდა მეთქვა მეტი არაფერი..
- რა უბედურება რაა, ესეც საქართველო ხომ არაა? კარგი მზად ვიქნები 15 წუთში და გავიდეთ...
- კარგი ნინია, დაგელოდები..
ხალათი სველ სხეულზე შემოვიცვი და ოთახში გავედი.. სასწრაფოდ ამოვალაგე ჩემოდნიდან ტანსაცმელი და როგორც იქნა შევარჩიე, შავი ქვედაბოლო და მწვანე ატლასის პერანგი ჩამეცვა, ზემოდან შავი პიჯაკი მოვიცვი , მაღალქუსლიან ფეხსცმელებში ჩავყავი ფეხები და 15 წუთშ იმზად ვიყავი...
ქუსლების კაკუნით მივედი სანდროს ოთახამდე და ნელა მივაკაკუნე.. მაგრამ არავინ მიპასუხა.. პორტიეს ვკითხე სანდროს ადგილსამყოფელი და ბარში გამაგზავნა იქ გელოდებათო..
ყველაზე ჩაბნელებულ მაგიდასთან იჯდა და ვისკის წრუპავდა.. ახლა ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მამაკაცური, მომინდა მოვხვეოდი და მეთქვა რომ მიყვარდა... უზადოდ ლამაზი იყო კლასიკურ ფორმაში, თვალები ძირს დავხარე რომ არ ეგრძნო ჩემი ბედნიერება..
- სანდრო მზად ვარ წავიდეთ..- ფეხზე წამოდგა და ხელები მხრებზე დამაწყო..
- სიტყვა არ მოიძებნება რომ შენი სილამაზე ავღწერო ნინია... ეს ქათქათა კანი, შავი თმები, მემგონი ვგიჟდები არა? ანდაც უკვე გავგიჟდი ხო ასეა...
- მადლობა სანდრო, შენც ძალიან კარგად გამიყურები...მაგრამ ერთმანეთის შესაქებად კიდევ გვექნება დრო, ხო იცი ლოდინი კარგის ნიშანი არაა, ჩათვლიან რომ არაპუნქტუალური ხალხი ვართ...
- მართალი ხარ, მაგრამ თვალს ვერ გაშორებ..
- შეგიძლია ჩემი ყურება მანქანაშიც გააგრძელო, ოღონდ წამოდი ეხლა..

**
მაგიდის გარშემო ოთხნი ვიჯექით და მშვიდად ვსაუბრობდით ახალ კაპიტალდაბანდებაზე.. სიმართლე რომ ვთქვა დიდად არც მაინტერესებდა მათი საუბარი, ერთი რამე ზუსტად ვიცოდი რომ აუცილებლად მოვაგვარებდი ამ საქმეს თუ მოვინდომებდი, მაგრამ მინდოდა სანდროსთვის დამეთმო ასპარეზი, რომ დაენახა რა შეეძლო მას და რა მე..
- ჩვენი დირექტორი წუთი-წუთზე მოვა , ბოდიშს ვიხდით დაგვიანებისთვის, ძალიან სასწრაფო საქმე ქონდა..
- არაუშავს ჩვენ არ გვეჩქარება ბატონო მაიკლ, ღიმილით ვუთხარი და სანდროს ფეხი გავკარი რამე მაინც თქვი-თქო..
რამოდენიმე წუთის შემდეგ კარებში მაღალი სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა თუ არა მაიკლი მისკენ გაემართა და ჩვენს შესახებ მოახსენა, ისიც ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ და ხელი გამომიწოდა .
- ნუთუ ეს თქვენ ხართ ნინია..ვერ მიცანით??
- ღმერთო ჩემო, ტომ, როგორ ვერ გიცანი,როგორ ხართ???
- თავად როგორ ხართ მშვენიერო ქალბატონო??? აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ??
- როგორც ხედავთ იმ კომპანიის მეწილე ვარ, რომელშიც აპირებთ დააბანდოთ თანხა..
- დაუჯერებელია, გიორგის გარდაცვალების მერე ისე მინდოდა თქვენი ნახვა...
- მჯერა ტომ,საქართველოშ დავბრუნდი, საფრანგეთში დარჩენა გაუსაძლისი გახდა, მის გარეშე იქ ცხოვრების აზრი დავკარგე..
- კი მაგრამ, ის სახლი, მანქანები, ის ყველაფერი ნუთუ გაყიდეთ?
- რა თქმა უნდა არა, გიორგიმ ყველაფერი ჩვენს შვილზე გადმოაფორმა, ამიტომ ყველაფერი ასე იქნება ხელუხლებელი , იქ ყველაფერი მის თავს მაგონებს..
- მისი დაკარგა ყველაზე რთული იყო ჩემთვის, კარგად იცით როგორი ურთიერთობა გვქონდა მე და გიორგის..
- ვიცი ტომ, როგორ არ ვიცი, ის ვინც ეს ყველაფერი გააკეთა სამაგიეროს მიიღებს. ის ელოდებოდა სიკვდილს, სულ ამბობოდა ეს საქმიანობა შეიწირვდა მის სიცოცხლეს მე კი არ მჯეროდა, თურმე მართალი ყოფილა..
- კი მაგრამ ასე როგორ გაიმეტეს , ასე როგორ მოკლეს..
- არც კი ვიცი ტომ, ხელებში ჩამაკლეს, ის რომ არა ტყვია მე მომხვდებოდა
- არ გიფიქრიათ რომ ეს ტყვია შენთვის იყო გამიზნული და უნებლიედ მოხვდა მას??
- იცი რა, ამაზე ახლა დავფიქრდი, იქნებ ასეცაა...
- მტერი გყავდა ნინია??
- სანდროს გავხედე და მის მზერაში ამოვიკითხე მე არ ვარო..ალბად მყავდა ტომ, ყველას ყველა ხომ ვერ ეყვარება, მაგრამ ადამიანის მოკვლა ეს ხო საშინელებაა..
- მართალი ხარ.. მოკლედ დამსწრე საზოგადოებას ბევრი ვალოდენით ახლა საქმეს მივხედით და მერე ერთად ვივახშოთ თუ დრო გექნება..
- სიამოვებით ტომ..

**
ჩვენი შეხვერდა სამ საათს გაგრძელდა ბოლოს ძალა გამოცლილი ვიჯექი სკამზე და ერთი სული მქონდა როდის დაამთავრებდნენ საუბარს.. უცხო სტუმრები გააცილეს თუ არა ტომმა მე და სანდროს მაშინვე ვახშამი შემოგვთავზა თან გულახდილად გამიმხილა რომ საშინლად შიოდა..
- ნინია, ვეღარ გკითხე , ანანო როგორაა??
- კარგად ტომ, მადლობა, თუ გვესტუმრები საქართველოშ დამიჯერე ანანოს ძალიან გაახარებ, ხო იცი როგორ უყვარდა თქვენთან ყოფნა..
- ვიცი , გიორგი ისე ამაყობდა მისით, ძალიან უყვარდა შენი შვილი.. ალბად ასე საკუთარიც კი არ ეყვარებოდა..
- სამწუხაროდ საერთო შვილი არ დაგვრჩა და ხშირად ძალიან მწყდება გული ამაზე. ტომ, ცუდად რომ არ გამომივიდს გეტყვი რომ სანდრო ანანოს ნამდვილი მამაა, არ მინდა უხერხული სიტუაცია შეგექმნას მერე..
- ტომმა გაოცებულმა შემომხედა ჯერ მე, მერე სანდროს და გაეღიმა, ახლა მივხვდი საიდან მეცნობა თქვენი სახე ბატონო სანდრო, თქვენი ქალიშვილი საოცრად გგავთ..
- გეთანხმებით ბატონო ტომ, ასეა.როგორც ვატყობ თქვენ და ნინია კარგად იცნობთ ერთმანეთს..
- მართალი ხართ.. ნინია მაშინ გავიცანი როცა გიორგიმ აქ ჩამოიყვანა. ცუდია რომ გიორგის გაცნობის საშუალება არ მოგეცათ. ის უბრწყინვალესი ადამიანი იყო, ყველაზე კეთილი და ლამაზი გული ქონდა..ყველაფერს აკეთებდა რომ ანანო და ნინია ბედნიერები ყოფილიყვნენ..
- ტომ მოდი არ გვინდა წარსულის ტკივილებზე ლაპარაკი კარგი?? ჯობია საქმეზე ვისაუბროთ..
**
გადაღლილი მივედით სასტუროში და კარების მიკეტვას ვაპირებდი როცა სანდრო შემოვიდა და კარები შიგნიდან გადაკეტა..
- ამიხსენი ერთი ქალბატონო ნამდვილად გინდოდა მისგან შვილი?
- და გასაკვირი რა არის ამაში? გიორგის ძალიან უნდოდა საერთი შვილი გვყოლოდა, სამწუხაროდ არ გვეყოლა, და ამას ძალიან ვნანობ რომ მისგან არ დამრჩა პატარა...
- გიყვარდა?? თუ გიყვარს?
- სანდრო მორჩი... მე მას ვერასოდეს მივცემდი ისეთ სიყვარულს რომელიც მას უნოდა, მაგრამ ის ჩემგან არ ითხოვდა ამას გესმის? მას ოდნავი სითბო და ყურადღებაც კი აბედნიერებდა.. მიყვარდა კი, ჩემებურად. მაგრამ მან იცოდა რომ ჩემს გულში სხვა სიყვარული იყო, რვა წლის მანძილზე არც ერთხელ არ უტკენია ჩემთვის გული.
- და მე სულ ერთი წელი დამჭირდა რომ შენი ცხოვრება ბოლომდე დამენგრია ხო ასეა??
- ასეა, არ ვაპირებ შეგეწინააღმდეგო, მიუხედავად ამისა მაინც მიყვარდი.. მაგრამ ეს არც მაშინ ცვლიდა რამეს და არც ახლა შეცვლის გესმის? ამას მნიშვნელობა არ აქვს...
- ეს ტომი ვინღაა? ისეთი თვალებით გიყურებდა რომ კინაღამ შეგჭამა..
- ჯერ ერთი ტომი ჩემი მეგობარია და მეორეც არ გაქვს ეჭვიანობის უფლება გესმის? შენ ჩემი ქმარი არ ხარ..
- მაგრამ თუ მოინდომებ ვიქნები..
- სწორია მაგრამ იმასაც ხო ხედავ რომ არ ვინდომებ...
- თუ გეშინია სიყვარულის??? გეშინია რომ თავს დაკარგავ ჩემთან. რომ შენი შურისძიება გვერძე დაგრჩება..
- სანდრო არ მაიძულო დაგანახო რა შემიძია.. რომ მოვინდომო სულ ერთი ზარი მჭირდება და ტომი უარს იტყვის შენთან საქმიანობაზე..
- მემუქრები ნინია?
- არა უბრაოდ გეუბნები რომ ზედმეტად არ შემაწუხო თორემ ამას გავაკეთებ...ახლა კი უნდა დავიძინო, სანდრო. გადი. ძილი ნებისა...
- კარგი. ძილი ნებისა ქალბატონო ნინია...
**
ლოგინში ჩავწექი თუ არა მაშინვე ტომის სიტყვებზე დავიწყე ფიქრი, იქნებ მართალი იყო რომ ის ტყვია ჩემთვის იყო გამიზნული და არა გიორგისთვის, იქნებ ვინმეს ჩემი მოკვლა უნდოდა და არა მისი.. დავიჯერო სანდროს მშობლები ამხელა რისკზე წავიდოდნენ რომ ჩემი მკვლელობა შეეკვეთათ?! სხვა აზრი თავში არ მომდიოდა. ალბად უნდოდათ რომ საბოლოოდ მოვეშორებინე ამ ცხოვრებდან.. ხალათი მოვიცვი და სანდროსთან გავედი. უკვე საკმაოდ გვიანი იყო ფრთხილად დავაკაკუნე კარზე და კაკუნის გამეორების შემდეგ ნამძინარევმა გამიღო კარები სანდრომ, დამინახა თუ არა თვალები დააჭყიტა..
- ნინია რა გინდა აქ? შენი ფეხით მოხვედი ჩემთან?
- გაიწიე ერთი შემოვიდე, რა შენი ფეხით მოვედი სანდრო, სექსის მეტი თავში არაფერი გიტიალებს რა..
- შემოდი, აბა რა მოხდა?
- ტომის სიტყვებმა დამაფიქრა.. იქნებ ის ტყვია მართლა ჩემთვის იყო გამიზნული და არა გიორგისთვის. უბრალოდ ის აღმოჩნდა არასაჭირო დროს და მას მოხვდა..
- რაზე ლაპარაკობ ამიხსენი ერთი წესიერად..
- კარგად იცი რაზეც სანდროც. რაღაც უნდა გკითხო და იმედია არ გეწყინება რა..
- გისმენ..
- როგორ ფიქრობ შენს მშობლებს შეეძლოთ ვინმე დაექირავებინათ და ჩემი მკვლელობა შეეკვეთათ?
- ჩემს მშობლებს?? არ გამიკვირდება ასე რომ იყოს, მაგრამ მაინც მგონია რომ ეს გიორგისთვის იყო ნასროლი და არა შენთვის...
- იცი რა, ახლა გონებაში ის მომენტები აღვიდგინე...ყველაფერი ისე უცნაურად მოხდა იცი? გიორგი მანქანიდან რომ არ გადმოსულიყო ის ტყვია მე მომხვდებოდა.. ის დაიხარა ანანოს ბოტასზე ზონარს უკრავდა, როგორც კი ადგა ჩემს წინ გასწორდა და ტყვია მოხდვა..
- ანუ გამოდის რომ, გიორგი რომ არ ამდგარიყო ის ტყვია პირდაპირ შუბლში მოგხვდებოდა ასეა??
- ასეა სანდრო, ახლა ხვდები რომ ეს ყველაფერი სერიოზულ სახეს იღებს? სანდრო, იცოდე რამე თუ მომივა ანანოს ძალიან კარგად უნდა მიხედო, და არავის მისცე უფლება რომ ისევე ატკინონ გული როგორც მე..
- რეებს ბოდავ გოგო. მე სხვა გეგმები მაქვს. მაინც დაგითანხმებ და ჩემი ცოლი გახდები, აი მერე სიკვდილზე საფიქრალი დრო ნაკლებად გექნება.
- სულ როგორ გეხუმრება რა.
- არ ვხუმრობ ნინია.. მკლავში ხელი მტაცა და ტუჩებშ მაკოცა... 13


ნაწილი მეთოთხმეტე
დღეები ისე გაფრინდა ვერც კი გავიგე.. ბედნიერი ვიყავი რომ უკვე საქართველოში დაბრუნების დრო მოდიოდა, ანანო საშინლად მენატრებოდა, ეს პირველი შემთხვევა იყო როც ანო მარტო დავტოვე და ასე შორს ვიყავი მისგან...
დილიდან ცუდ ხასიათზე ვიყავი... დაახლოებით ექვსი საათი იქნებოდა ბარში რომ ჩავედი, გულის გადაყოლება მინდოდა, თავში ათასი აზრი და ფიქრი მომდიოდა. მერთულებოდა მის გარეშე ცხოვრება და ყოფნა...გულის სიღრმეში მეშინოდა რომ შეიძლებოდა ჩემი ხვეწნა მობეზრებოდა და სხვასთან წასულიყო, აი ამას ყველაზე მეტად ვერ გადავიტანდი, მის დაკარგავას კიდევ ერთხელ ვერ გავუძლებდი...მინდოდა ყველაფერი დამევიწყებინა და სამუდამოდ მის გვერდით ვყოფილიყავი.
ჩაი შევუკვეთე და კუთხეში მდგარ მაგიდასთან დავჯექი. გვერდით მაგიდიდან აშკარა მზერას ვგრძნობდი და გავიხედე.. სიმპატიური მამაკაცი ჩემს შებმას ცდილობდა , შევხედე თუ არა გამიღიმა, რამოდენიმე წუთში ჩემს მაგიდასთან დაჯდა და მკითხა ინგლისურად თუ ვსაუბრობდი..
- ასეთი ლამაზი ქალბატონი მარტო რომ იჯექით გამიკვირდა..
- გასაკვირი არაფერია, განმარტოება ყველას სჭირდება..
- მართალი ხართ, მაგრამ საინტერესოა ასე რამ ჩაგაფიქრათ..
- ეს პირადულია.
- გასაგებია, ალბად თქვენი წუხილის მიზეზი მამკაცია ასეა?
- რატომ გგონიათ რომ მაკაცია? იქნებ საქმეზე ვდარდობ, ან შვილზე??
- შესაძლოა, არ გეკამათებით თუმცაღა, მაინც მგონია რომ მამაკაცზე დარდობთ..
- მართალი ხართ.. სწორად მიხვდით...
- მიგატოვათ?
- არა, პირიქით. უნდა რომ ცოლად გავყვე..
- მერე ამას რა ჯობია თუკი გიყვართ...
- ტკივლის ვერ ვივიწყებ..
- უნდ დაივიწყოთ, სიყვარულის გამო, ამასაც გადაიტანთ.. დამიჯერეთ...
- თქვენ ეს გამოცდილი გაქვთ??
- სწორად მიხვდით... ქალი რომელიც მთელი ცხოვრება მიყვარდა დღეს ჩემს გვერდით არაა, არა იმიტომ რომ არ ვუყვარდი, მხოლოდ იმიტომ რომ სხვასთან ვუღალაე, მანაც ტკივილი ვერ მაპატია, მაგრამ თქვენ ასე არ მოიქცეთ, გავა დრო და ინანებთ. ყველაფერი დარჩება წარსულში სიყვარულის გარდა...
- ამას რატომ მეუბნებით??მეგონა ჩემთან ფლირტს აპირებდით...
- არა შეცდით ლამაზო ქალბატონო... თქვენს შავ თვალებში იმდენი დარდი დავინახე, რომ გულმა ვერ გამიძლო... ჩემთვის უცხო ადამიანისთვისაც კი გაუსაძლისი გახდა ამ ტკივილის ყურება და ატანა..
- ხანდახან უცხო ადამიანებს უფრო კარგად ესმით ჩვენი, ვიდრე საყვარელ ადამიანებს...
- ასეა.. სიყვარულს და ნამდვილ გრძნობას წინ ვერაფერი აღუდგება შურიეძიების გარდა...
- ასე მგონია ჩემს სულს კითხულობთ...
- ტკივილი ყოველთვის იწვევს შურისძიებას, ქალებს უხდება შურისძიება მაგრამ სწორი გზით და ხერხებით... გატკინეს, გადაგთელეს მაგრამ სამაგიერო ასე არ გადაუხადო. მისთვის კი არა თქვენი ბედნიერებისათვის იბრძოლეთ...
- იქნებ მართალიც ხართ.. იქნებ ჩემი ბედნიერებისათვის მებრძლა მართლა..მადლობა რომ დამანახეთ სწორი გზა...
- ნინია, რა ხდება აქ?თავზე სანდრო წამოგვადგა და წარბაწეულმა გამომხედა..
- არაფერი ვსაუბრობთ.. ვერ ხედავ??
- მე დაგტოვებთ , ალბად ბევრი გაქვთ სასაუბრო...
- მადლობა რომ მომისმინეთ...
- ეს ვინ იყო??
- არ ვიცი, მითხრა თქვენს თვალებში იმხელა დარდი იყო ვერ გავუძელი ყურებასო და რჩევა მომცა..
- საინტერესოა როგორი რჩევა??
- ვიბრძოლო ჩემი ბედნიერებისათვის...
- სწორად უთქვამს.. იქნებ საკმარისია ეს ბავშობა ნინია. მთელი გულით მიყვარხარ , რა გავაკეთო მეტი აღარ ვიცი, დამიჯერე ძალიან მინდა ჩემი ცოლი დაგარქვა, ჩვენს სახლში ვიცხოვროთ მე შენ და ანანომ...
- რომ გითხრა ეს მეც მინდა -თქო დამიჯერებ??? მაგრამ დრო მჭირდება.. ეს ყველა ტკივილი უნდა ჩავკლა ჩემში. უნდა მოვერიო ან განცდას სანდრო...

**
გამთენიისას თბილისის აეროპორტში ჩვენი თვითმფრინავი დაეშვა თუ არა შვება ვიგრძენი, ერთი სული მქონდა ანანო გულში ჩამეკრა, გზა აერპორტიდან სახლამდე ისე გაიწელა რომ ნერვებზე ვიშლებოდი, რაღაც მაფორიაქებდა, რაც სანდროს მხედველობიდან არ გამოპარვია...
- ხდება რამე? ბოლოს ინტერესით მკითხა და ხელზე დამადო ხელი..
- არა , ანანოს ნახვა მინდა ძალიან, მარტო არასოდეს დამიტოვებია და თანაც ამდენი ხნით...
- არ მესმის რაზე ნერვიულობ? ის ხომ მარტო არაა. სალომე და ირაკლი მასთან ერთად არიან..
- ვიცი მაგრამ მის გარეშე ყოფნა ძალიან რთულია..
- ნინია, მე მგონია რომ ძალიან აფორიაქებული ხარ, იმის მერე რაც აიჩემე რომ ტყვია შენ გესროლეს..
- ეს აჩემება არაა სანდრო, ეს აშკარად ასეა, კარგად დაფიქრდი და მიხვედი..
- არ ვიცი რა გიტხრა, იქნებ ჯობდეს დაცვა გააძლიერო?
- დაცვა საკმარისი მყავს სანდრო... ზურაბი გვერდიდან არ მშორდება..
- ზურაბს ენდობი??
- რა კითხვაა? რა თქმა უნდა ვენდობი. ზურაბი ყველაზე კარგი ადამიანია, ის მზადაა ჩემი და ანანოს სიცოცხლის შესანარჩუნებად თავისი სიცოცხლე დათმოს..
- კარგი, კარგი. ნუ ბრაზობ, სულ ცოტაც და სახლში ვიქნებით..

სახლში სიმშვიდე სუფევდა..ჯერ კიდევ ეძინა ყველას,კარები ნელა გავაღე და ანანოს ოთახისაკენ წავედი პირდაპირ. საბანში გახვეულს მშვიდად ეძინა, როგორც მაშინ პატარას ახლაც გულში ჩაეკრა სათამაშო და მშვიდად სუნთქავდა. მის წინ მუხლებზე დავდექი და შუბლზე ვაკოცე, მაშინვე გაახილა უძიროდ ლურჯი თვალები და გამიცინა..
- დედიკო, მოხვედი??
- მოვედი ჩემო პაწიავ, რო იცოდე როგორ მომენტარე ჩემო ბაჭიავ..
- მეც დედიკო..ძალიან მომენატრე, ძალიან....
- იცი რამდენი რამე გიყიდე? რაც დამაბარე სულ ყველაფერი..
- მამიკო სადაა?
- სანდროც აქაა, ალბად ირაკლისთან შევიდა.. მიდი ჩაიცვი და დაბლა ჩავიდეთ. დღეს არ გიშვებ სკოლაში , დღეს მხოლოდ დედას გოგო უნდა იყო...
- მიყვარხარ დე..

**
მთელი საღამო ერთად გავატარეთ ყველამ, დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ. თითქოს მთელი ოჯახი ერთად ვიყავით შეკრებილნი, ის ვინც მიყვარდა ყველა ჩემთან ერთად იყო. როგორ მინდოდა ასეთი დღეები ხშირად ყოფილიყო და არასოდეს დამთავრებულიყო. მაგრამ ოცნება ხშირად ოცნებად რჩებოდა..ვისკის და წითელი ღვინის წრუპვამ შედეგი გამოიღო და საბოლოო ჯამში კარგად გვარიანად დავთვერით.. ანთებული ბუხრის წინ ვიჯექი და მოთამაშე ცეცხლის ალს ვაკვირდებოდი. იდეალური დრო იყო ფიქრისთვის... ანთებული ბუხარი, ხელში წითელი ღვინო და გარეთ თეთრი ქათქათა ფანტელები ციდან...
- ნინია, გკითხო?- ათრთოლებული ხმით მითხრა სანდრომ.
- მკითხე სანდრო,მკითხე, გისმენ..
- ხელ გამაშლევინა და პატარა კოლოფი ჩამიდო ... გახსენი და მერე გკითხავ..
- ეს რა არის სანდრო??
- გახსენი ნინია, და მხოლოდ მერე გეტყვი სათქმელს..
- ხელის კანკალით ავხადე თავი ბარხატის კოლოფს და გაოცებისაგან თვალები გამიფართოვდა. უზარმაზარი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი მიყურებდა და ცეცლის ალი უფრო მეტად ისვროდა მის ანარეკლს ოთახში.. ეს რა არის სანდრო??
- ცოლად გამომყვები??
- ვერ გავიგე, ეს რა ხუმრობაა??
- არ ვხუმრობ, ასეთი სერიოზული არასოდეს ვყოფილვარ. მიპასუხე ნინია, უკვე თავს არიდებ ამ კითხვას რამდენი ხანია. ცოლად გამომყევი გთხოვ.. ერთად ვიცხოვროთ მე შენ და ანანომ, ბედნიერად რა ტკბილად, ვერავინ რომ ვერ შეძლებს ჩვენს დაშორებას. გთხოვ უარი არ მითხრა რა.
- მე, არც კი ვიცი სანდრო.. რა გითხრა, ასე უცებ.
- მითხარი რომ თანახმა ხარ, სხვას არაფერს გთხოვ..
- თანახმა ვარ..
- თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე?
- თანახმა ვარ, შენი ცოლი გავხდე...
ორივე ხელი მაგრად შემომხვია, მერე ნელა წამომაყენა და გულში ჩამიკრა, გაოცებულები გვიყურებდნენ ირაკლი და სალომე... თავი ოდნავ ამაწევინა და ნელა მაკოცა ტუჩებში...მერე გაღიმებული მიტრიალდა მათკენ და ჩემს ხელზე აციმციმებული ბეჭედი დაანახათ..
- ნინია, დამთანხმდა ხალხო.. ჩემი ცოლი გახდება...
გაოცებულებმა გადახედეს ერთმანეთს და ორივე ჩვენსკენ წამოვიდა.. ეს ყველაზე ბედნიერი მომენტები იყო ჩემს ცხოვრებაში....

**
- ოხ ეს ვინ მოსულა, ბატონო სანდრო გაგახსენდა რომ მშობლები გყავს? რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ?
- მამა გეყოფა, ახალი ამბის სათქმელად მოვედი. ჯერ მომისმინეთ რას ვამბობ.
- თუ იმ გარყვნილ ქალზე უნდა გვითხრა რამე ტყუილად არ დაიხარჯო..
- ის გარყვნილი ქალი ჩემი შვილის დედაა, და მას სახელი აქვს- ნინია .. და კიდევ მინდა იცოდეთ რომ ცოლად მომყავს, ვიცი ეს ამბავი არ გაგიხარდებათ მაგრამ მინდა რომ ჩემს გვერდით იყოთ.
- არასოდეს გესმის?!!! მაგ ქალის ცოლად მოყვანის უფელებას არასოდეს არ მოგცემ, შენს გვერდით ყოფნას როგორ გვთხოვ..
- განა რა დაგიშავა ასეთი ამიხსენით რა.. ცუდი რა გგიკეთათ?? ცხოვრება ჩვენ დავუნგრიეთ და პატიებაც ჩვენ უნდა ვთხოვოთ...
- არ ვაპირებ პატიება ვთხვო მაგ გაფუჭებულ ქალს... ჩვენს განადგურებას რომ ცდილობს..
- აბა რა გეგონათ, ჩვენი განადგურება მის გეგმებში არ შედის.. მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა რომ მიყვარს და ცოლად მოვიყვან თქვენ ეს გინდათ თუ არა. საკმარისი დრო ვიტანჯე მის გარეშე, ახლა როცა ამხელა შვილიც მყავს მინდა ჩემი ოჯახი სრულყოფილი იყოს ...
- ჩათვალე რომ შენ აღარ გყავს დედა და მამაა..
- როგორც გინდათ, ეს თქვენი გადასაწყვეტია.. ეს თქვენ გაიაზრეთ რომ ჯერ ერთი შვილი დაკარგეთ და მალე მეორესაც დაკარგავთ...
- გაეთრიე აქედან და აქ მოსული აღარ დაგინახო, არასოდეს გისურვებ ბედნიერებას მასთან ერთად,,, გისურვებ რომ თქვენი ოჯახი მალე დანგრეულიყოს და მერე მიხვდები რა გაფუჭებული ქალი მოგყავს ცოლად..
- საკმარისია.. გეყოფა.. ზუსტადაც რომ თქვენს ჯინაზე ვიქნები ყველაზე ბედნიერი.

**
სამსახურში მივედი თუ არა მდივანმა მოწიწებით მითხრა, ბატონი დავითი კაბინეტში გელოდებათო... სასწრაფოდ შევედი ოთახში, ჩანთა და პალტო სავარძელში ჩავაგდე და ინტერესით ჩავხედე თვალებში ბატონ დავითს...
- ნინია, ახალი ამბავი მაქვს, რომ არ მეთქვა არ შემეძლო..
- მოხდა რამე ბატონო დავით?
- მოხდა, მართალია ბატონი ნიკოლოზი არ აჩენს მაგრამ აქციებს ისევ ყიდის ამჯერადაც 30%, როგორ მოვიქცეთ???
- რა კითხვაა ბატონო დავით სასწრაფოდ უნდა შევისყიდოთ რა თანხაც უნდათ ის მოითხოვონ, თუკი ეს 30% ჩვენი იქნება მაშინ ჩვენ 60% მფლობელები გავხდებით და მმართველობას ავიღებ ხელში..
- როგორც გინდა შვილო. ვიცოდი რმ გაგახარებდი...
- ხო მართლა ბატონო დავით, ახალი ამბავიც მაქვს. მოკლედ ძალიან დავიბენი... სანდროს ცოლობაზე დავთანხმდი.
- ცოლად მიყვები?? კი მაგრამ შვილო, ცოლად თუ მიყვები ეს განადგურება რაღად გინდა?
- მე მას კი არა მის ოჯახს გავანადგურებ ბატონო დავით.. კარგად იცით რომ ყველაფერს ანანოს სახელზე ვაფორმებ, ასე რომ მათ შვილიშვილს უზრუნველი მომავალი ექნება, თუკი ისინი არ ცნობენ ანანოს მე გავხდი იძლებულს რომ აღიარონ..
- არც კი ვიცი რა გითხრა, ამას არ ველოდი შვილო..
- არც მე, მაგრამ ამ გრძნობას ვერ მოვერიე .. იმდენად მინდა მასთან ახლოს ყოფნა რომ სხვანაირად არ შემეძლო..
- ბედნიერებას გისურვებ შვილო, ხო იცი როგრ მიყვარხარ..
- ვიცი ბატონო დავით.. (14)
**
ნაწილი მეთხუთმეტე
მინდოდა ანანოსათვის ეს სიახლე მე თვითონ მეხარებინა, დილით მასთან ერთად წავედი სკოლაში , თითქოს ყველაფერს ხვდებოდა ისეთი ინტერესიანი თვალებით მიყურებდა..
- ანო, რაღაც უნდა გითხრა...
- რა მოხდა დე? კიდევ მიდიხარ?
- არა არ მივდივარ ანო, სანდრომ ცოლობა მთხოვა.. და მე...
- შენ უარი უთხარი ვიცი დედიკო..
- არა პაწიავ, ვუთხარი რომ თანახმა ვარ სამივემ ერთად ვიცხოვროთ...
- მართა დედიკო? რა მაგარია.. დედიკო, მიხარია...
- მეც მიხარია რომ ბოლოს და ბოლოს გექნება ოჯახი, სადაც ყველა ერთად ვიქნებით, მე შენ და მამა..
- მაგარია დედა.. ახლა მეც მეყოლება მამიკო სულ გვერდით როგორც სხვა ბავშვებს ხო?
- კი ანანო ...
- მიყვარხარ დედიკო, ვიცოდი რომ ბოლოს მაინც ასე იქნებოდა დე.

ანანო სკოლასთან გადმოვსვი და დაველოდე სანამ შენობაში შევიდა, არ ვიცი ეს ჩემი აკვიატებული აზრები იყო თუ რა მაგრამ აშკარად სიკვდილის შიშს ვყავდი შეპყრობილი..მაშინვე მობილური ამოვიღე და სანდროს დავურეკე.
- სანდრო რა ქენი??
- შენ როგორ ფიქრობ? დაველაპარაკე ჩემებს და გაგონებაც არ უნდათ ჩვენი ქორწილის, თუმცა მე არ მადარდებს ნინია, ხო იცი, მთავარია მე და შენ გვინდა..
- მართალი ხარ. სხვების აზრი ამჯერად მაინც დავივიწყოთ და ჩვენებურად ვიცხოვროთ..სანდრო რო იცოდე ის 30% მე ვიყიდე შენი აქციების..
- კიდე იგივეს აგრძელებ ნინია?! ჭკუაზე კიდე ვერ მოხვედი??
- სანდრო მომისმინე რა, ეს იმიტომ გავაკეთე რომ საჭიროდ ასე ჩავთვალე, შენმა მშობლებმა ჩემი შვილი არ აღიარეს, მაგრამ მე მისი მომავლისთვის ყველაფერი გავაკეთე, ახლა 60% მფლობელია და ბედნიერი ვარ.
- უბრალოდ სიტყვები არ მქვს რა გითხრა, გამიხარდეს თუ საბოლოოდ გავგიჟდე ადამიანო, მეგონა დამშვიდდი..
- არა, და არა. გასაგებად გითხარი რომ არ დავმშვდდები. სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ, ვიბრძოლებ რომ სამაგიერო ყველას გადავუხადო და მერე თუგინდ მომკლან,ახლა მშვიდად ვიქნები ანანოს შენ ხო ეყოლები..
- რეებს ლაპარაკობ არზე ხარ? რა სიკვდილზე ლაპარაკი აგიტყდა ეს დღეებია.. მე საერთოდ სხვა რამეზე მინდა ლაპარაკი შენთან..
- გისმენ, რაზე აბა?
- ქორწილზე.. მინდა თარიღი დავნიშნოთ.. შენ როცა გინდა.არაფერში ჩავაერევი, ყველაფერი თვითონ მოაგვარე, მხოლოდ ძალიან არ გაწელო ეს ქორწილამდე დრო რა..
- კარგი, მაშინ ასე გავაკეთოთ.. 2 კვირაში იყოს თანახმა ხარ? კარგი დროა?
- ჯანდაბას, მე საერთოდაც ხვალევე ვარ თანახმა, მაგრამ იყოს ასე შენ როგორც მეტყვი.. დაველოდები ამ ორ კვირას კიდე და მერე სამუდამოდ იქნები ჩემი გასაგებია?
- გასაგებია ბატონო სანდრო, იცოდე მერეც არ მოვრჩები ამ საქმიანობას..
- ჯანდაბას ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ჩემს გვერდით იყო..

**
უკვე ათი ხდებოდა სახლში რომ მივედი და სავარძელში ჩავჯექი თუ არა ანანო მაშინვე ჩემს კალთაზე მოთავსდა..თვალები ამიფახუნა თუ არა მივხვდი რომ რაღაცის თქმა უნდოდა და სიტყვებს ეძებდა..
- დედიკო...
- რა არის ანო, მითხარი..
- იცი დღეს მე და სალომე მაღაზიაში ვიყავით..
- მერე რა მოხდა ანანო, პირვლად იყავი მაღაზიაში?
- ტელეფონი მომეწონა მიყიდი?
- რა ტელეფონი ანანო..
- დედა, მობილური რა ტელეფონი სხვა, ისეთი საყვარელია, წითელი იყო, აუ გთხოვ მიყიდე რა..
- კარგი, გიყიდი, რა ღირს?
- ძვირი..
- მაინც? მითხარი ანანო, ფიქრის თავი არ მაქვს ისე დავიღალე..
- 580 ლარი..
- რაო? ხო არ გადაირიე შვილო, რვა წლის ბავშვს რა ჯანდაბად გინდა 580 ლარიანი ტელეფონი...
- გთხოვ რა გთხოვ,, თუ არ მიყიდი სანდროს ვაყიდინებ...თანაც ახლა ხო ახალი წელი მოდის..
- ანანაო, ზედმეტი მოგდის უკვე და ძალიან გავბრაზდები, აქამდე არავისთვის არაფერი გვითხოვია და არც ახლა ვთხოვთ... გიყიდი ოღონდ ერთი პირობით სკოლაში არ წაიღებ.. არაა საჭირო სხვებს დაანახო რომ ასეთი ტელეფნი გაქვს. ბევრ მათგანს არ ექნება და გული ეტკინებათ. განა ყველა შენნაირად უზრნველად ცხოვრობს შვილო...
- კარგი, კიდე გთხოვო?
- ამჯერად რა გინდა?
- შეიძლება ჩემი ძველი ტელეფონი ჩემს კლასელ ნინოს ვაჩუქო? ძალიან უნდა, დედიკომ ვერ უყიდა და დასცინიან კლასში, ვაჩუქო დედა??
- აჩუქე ანანო. შენ თუ გინდა აჩუქე შვილო...
- მადლობა დედიკო, მიყვარხარ..

**
ოთახში ვაპირებდი ასვლას რომ ზურაბი შემოვიდა და მითხრა გარეთ ვიღაც კაცი გელოდებათო.. გაოცებულმა ავხედე, არავის ველოდი, როგორც ჩანს ბატონი დავითი არ იყო, თორემ მას ზურაბი კარგად იცნობდა..
- რაო, ვინ ვარო?
- თუ არ ვცდები სანდროს მამა უნდა იყოს ნინია..
- სანდროს მამა? რა ჯანდაბა უნდა აქ..
- არ ვიცი გინდათ არ შემოვუშვებ..
- არა, ზურაბ შემოუშვი, ოღონდ გთხოვ ახლოს იყავი რა.
- კარგით ..
ოთახში, მაღალი თმაში ოდნავ ჭაღაშრეული კაცი შემოვიდა და დაუპატიჯებლად ჩაეშვა ბუხრის წინ მდგარ სავარძელში... ინტერესით შემათვალიერა და ირონიულად გამიღიმა.. მეც ირონიულად გავუღიმე და მოსასმენად მოვემზადე..
- აბა, ბატონო ნიკოლოზ რისთვის მობრძანდით...
- უნდა ვაღიარო რომ გალამაზებულხარ, თუმცა არც მაშინ გაკლდა, დახვეწილხარ, ნამდვილ არისტოკრატ ქალად უქცევიხარ შენს ქმარს. აი ტვინი კი არ მოგმატებია ნინია..
- ქალბატონო ნინია. ასე უნდა მომმართოთ ბატონო ნიკოლოზ..
- ვითომ რატომ?? ჩემზე რამით მეტი ხარ?
- ოოო, მე თქვენზე ბევრად მეტი ვარ, დავიწოთ იქიდან რომ თქვენი აქციების 60% ვფლობ...
- დაუჯერებელია, ისევ გამაცურეთ არა..
- ასე გამოდი.. გავაგრძელებ და გეტყვით რომ თქვენს ბიზნესზე ათჯერ მეტია ჩემი ბიზნესი და რომ მოვინდომო თქვენიანად შევისყიდი თქვენს კომპანიას მაგრამ აი ერთი რამე არ ვიცი, თქვენ რაში უნდა გამოგიყენოთ...
- უზრდელი ხარ ქალბატონო ნინია, არც კი იცი უფროსს როგორ უნდა ელაპარაკო...
- თქვენ იცით? თქვენ ხომ განათლებული და კულტურული ადამიანი ხართ.. ამისხენით მაშინ 22 წლის გოგო როგორ გაიმეტეთ ციხისათვის.თანაც ორსული...იცოდით რომ მუცლით თქვენს შვილიშვილს ვატარებდი და მაინც არ დამინდეთ, ყველა სიბინძურე ზედ ჩამომაწმინდეთ.. ჩემგან რას ელოდებით...
- მინდა რომ ქორწილზე უარი თქვა..
- რას მელაპარაკებით.. თქვენი აზრი ჩემთის არაფერს ნიშნავს...
- ამას მოვითხოვ..
- არ მაინტერესებს... რას მოითხოვთ და რას არა. ტყუილად მოხედით, საკმარისია რაც ვიტანჯე... და ისიც საკმარისია რომ ჩემი მოკლვა დაავალეთ სხვებს.
- კი მაგრამ შენ როგორ..
- როგორ გავიგე? მე ყველაფერი ვიცი, ყველაზე ცუდი ისაა რომ ჩემი ქმარი შეეწირა ამ ყველაფერს, რომ არა თქვენი ჩარევა ახლა გიორგისთან ერთად ბედნიერი ვიქნებოდი..შეცდომა დაუშვით ბატონო ნიკოლოზ ადამიანი მოკალით...
- თუ დამჭირდა ახლა ჩემი ხელით მოგკლავ და სანდროს ცოლად მაინც არ გაგაყოლებ...
- მითხარით რის გამო გეჯავრებით ასე ძალიან??მიზეზი ხომ უნდა გქონდეთ?!
- მაქვს კიდეც..მიზეზი წადი და ლია ბაქრაძესთან ეძებე...
- მამიდასთან?? თქვენ მას იცნობთ??
- სამწუხაროდ კი...
სავარძლიდან წამოხტა და ელვის სისწრაფით გავარდა ოთახიდან... საგონებელში ჩავვარდი. რა შუაში იყო აქ მამიდაჩემი არ ვიცოდი... მაშინვე მობილური ავიღე და მასთან დავრეკე.
**
- მამიდა როგორ ხარ? ნინია ვარ...
- ჩემო ლამაზო, როგორ გამიხარდა რომ დამირეკე, კარგად შენ როგორ ხარ ნინია?
- მამიდა შენთან სალაპარაკო მაქვს, შეგიძლია სადმე შემხვდე? სადაც შენ გინდა..
- მოხდა რამე შვილო..
- ფაქტიურად მოხდა. ძალიან მინდა გნახო, სასწრაფო საქმე მაქვს...
- კარგი ნინია, 15 წუთში იმ კაფეში დაგელოდები სადაც ხშირად ვართ ხოლმე.
- კარგი მამიდა, გამოვდივარ.
15 წუთში ვაკეში მდებარე ერთ-ერთ კაფეში ვიჯექით და სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, არ ვიცოდი რითი დამეწყო ლაპარაკი.ბოლოს მთელი ენეგია მოვიკრიბე და გაბედულად ვკითხე..
- მამიდა რა გაკავშირებს ნიკოლოზ წიკლაურთან?
- გაფართოვებლი თვალებით ამომხედა და კინაღამ ყავა გადასცდა, ხელის კანკალით დადო ყავის ფინჯანი თეფშზე და გამიღიმა.. რაში გაინტერესებს ეს პიროვნება..
- მამიდა გთხოვ რა, დავიჯერო არ გახსოვს სანდრო?
- სანდრო? მისი შვილია??
- ასეა..
- ესეიგი ანანო მისი შვილიშვილია..
- ასეა, მითხარი რა გაკავშირებს ამ ადამიანთან, დღეს ჩემთან იყო და მითხრა ჩემი შენდამი სიძულვილის მიზეზი მამიდაშენიაო..მითხარი მამიდა რა ხდება რა...
- ეს ძალიან დიდი ხნის ამბავია შვილო..
- მითხარი რა, უნდა ვიცოდე ამ კაცს რატომ არ უნდა რომ სანდროს ცოლი გავხდე..
- მაშინ ძალიან პატაა იყავი დაახოები15 წლის, როცა ნიკოლოზი გავიცანი.. ის ძალიან ლამაზი და სიმპატიური მამაკაცი იყო, მოხდა ისე რომ მას შევუყვარდი, მე სხვა მიყვარდა..
- ბიძია?
- კი ასეა.. ბიძაშენი მიყვარდა, ნიკოლოზი 3 წელი ცდილობდა ჩემი გულის მოგებას, ჩვენს დაშორებას მაგრამ არაფერი გამოუვიდა.. ერთ დღეს სახლში მარტო ვბრუნდებოდი, საღამო ხანს, ზამთარში მალე ღამდება შენც კარგად იცი... სახლის შემოსასვლელში დამხვდა, მანქანაშ ძალით ჩამტენა და ..
- და რა? არ მითხრა რომ შენზე ძალა იხმარა..
- ასეა... რადგნ მისი ცოლი არ გავხდი, ასე ეცადა ჩემს მონადირებას... საბედნიეროდ ბიძაშენმა არ მიმატოვა..
- მერე რა მოხდა მამიდა??
- ვუჩივლე..ის მაშინ უკვე საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო , მის ოჯახს დიდი გავლენა ქონდა და ამიტომ არაფერი გამომივიდა..
- ესე იგი ესაა მიზეზეი და ამიტომ არ უნდა რომ სანდროს ცოლად გავყვე, ახლა მესმის...
- ნინია, შენ და სანდრო მართლა აპირებთ დაქორწინებას?
- კი ასეა მამიდა..დავიღალე მის გარეშე ყოფნით...
- ფრთხილად იყავი შვილო, ეს კაცი მხეცია ადამიანი კი არა, ყველაფერზე წავა სიკვდილეც კი ოღონდ თავისი გაიტანოს..
მამიდაჩემს გამოვემშვიდობე თუ არა მაშინვე სანდროს და ირაკლის დავურეკე და ვთხოვე ორივენი სახლში მისულიყვნენ, გაოცებულები შემხვდნენ ორივე სადარბაზოსთან და სამივე ერთად ავედით სახლში. ქალბატონმა თამარმა დამინახა თუ არა მაშინვე გაავებული მეცა..
- ეს გაფუჭებული ქალი რატომ მოათრიეთ აქ?
- ქალბატონო თამარ სიმშიდე შეინარჩუნეთ, თქვენთან საკამათოდ არ მოვსულვარ, დღეს ნათლად დაგანახებთ თქვენი ქმრის სახეს..
- აქაც მოხვედი ქალბატონო ნინია?
- დიან ბატონო ნიკოლოზ.. თუ დაგავიწყდათ შეგახსენებთ რომ სულ რაღაც 2 საათის წინ თქვენ თვითონ მომივარდით ასე არაა??
- მამა, ნინიასთან რა გინდოდა??
- მთხოვა რომ ცოლად არ გამოგყვე, მაგრამ იცი სანდრო ახლა ეს არაა მთავარი მე უფრო სერიოზულ საქმეზე უნდა ვილაპარაკო...
- საინტერესოა რაზე...
- რაზე ბატონო ნიკოლოზ და მამიდაჩემზე...
- არ გაბედო ნინია..
- გავბედავ და მერედა როგორ, თქვენ არ მითხარით ჩემი სიძლვილის მიზეზი მამიდაშენიაო?
- ასეა..
- ხოდა ამ სიძულვილის მიზეზი გავარკვიე, ახლა მინდა სხვებმაც გაიგონ რატომ დააჭერინეთ ჩემი თავი ციხეში, რატომ მოაკლვევინეთ ჩემი ქმარი.. (15)

ნაწილი მეთექვსმეტე
- მამა რაზე ლაპარაკობს ნინია შეგიძლია აგვიხსნა?
- თქვენი საქმე არააა..
- როგორ თუ არაა ბატონო ნიკოლოზ თქვენ ხ სამაგალითო მამა ხართ და მეუღლე, აი შეხედეთ თქვენს ცოლს რა ბედნიერია ასეთი ქმარი რომ ყავს, მაგრამ სიმართლის გაგების მერე რამდენად შერჩება ეს ბედნიერება ძალიან მაინტერესებს..
- არ გაქვს უფლება ჩემს ცხოვრებაშ ჩაერიო ნინია..
- თქვენ გქონდათ უფლება რომ ჩემი ცხოვრება დაანგრიეთ? და ახლაც გაქვთ უფლება რომ კიდევ ჩაერიოთ ჩემს ცხოვრებაში??
- წადი აქედან ნინია და დავივიწყოთ ყველაფერი..
- რა დავივიწყოთ ბატონო ნიკოლოზ აქ ამის სათქმელად არ მოვსულვარ.. ქალბატონო თამარ იცნობთ ვინმე ლია ბაქრაძეს??
- ვიცნობ, მე და ლია ერთად ვსწავლობდით..
- ოო, რა დამთხვევაა. ის თუ იცით რომ ლია მამიდაჩემია..
- არა,არ ვიცოდი ნინია.. რა შუაშია აქ ლია..
- ახლავე გეტყვით.. ძალიან დიდი ხნის წინათ თქვენს სათაყვანებელ მეუღლეს გოგონა შეუყვარდა,რომელმაც უარი გაისტუმრა მხოლოდ იმიტომ რომ მისი გული სხვას ეკუთვნოდა.. ბატონი ნიკოლოზი სამი წელი იბრძოდა მისთვის და როცა მიხვდა რომ არაფერი გაუვიდოდა 18 წლის გოგოსთან ადგა და ძალა იხმარა მასზე.. ბატონ ნიკოლოზს მხოლოდ ეს შეუძია, ეს ყველაზე კარგად გამოდის..
- რაზე ლაპარაკობ ნინია აზრზე ხარ??
- აზრზე ვარ სანდო.. ჩემდა სამწუხაროდ ეს ქალი მამიდაჩემია ლია ბაქრაძე, აი ესაა მიზეზი რის გამოც ვერ მიტანს მამაშენი ასე ძალიან... ჩემი გვარი ეჯვრება, იმიტომ რომ ვერ დაიმორჩლა მამიდა იმის მერეც კი .. ის მაინს გაყვა თავის საყვარელ კაცს და იცით რატომ? მაინ გაუგო, მან ისეთი შეიყვარა როგორიც იყო....
- ეს სიმართლეა ნიკოლოზ? ნიმართლეს ამბობოს ნინია??
- მორჩით ყველანი ჩემს განკიცხვას, სიმართლეა.. მიყვარდა და ახლაც მიყვარს,მუდამ მეყვარება, ის ერთადერთი ნამდვილი გრძნობა იყო ჩემს გულში... მას ვერავინ წამართმევს... ის ჩემთვის მაშინ მოკვდა როცა სხვას გაყვა..
- ხოდა ამიტომ მე შემიჯავრეთ. მხოლოდ იმიტომ რომ მე და სანდროს ერთმანეთი შეგვიყვარდა..თქვენ ვერ გახდით ბედნიერები ჩვენ მაინც გვაცადეთ ბატონო ნიკოლოზ...
- არასოდეს გესმის?? ამ გვარის ადამიანი ჩემს ოჯახში არასოდეს შემოვა.. მოგკლავთ ორივეს, ციხეში წავალ მაინც ჩაგიშლით ქორწილს...
- მამა რას ლაპარაკობ, ვერ ხედავ რომ ამ გრძნობამ გაგაბოროტა? ვერ ხედავ რა დღეში ხარ? ახლა ყველაფერი გასაგებია... ამ სახლში აღარასოეს მოვალ. სიბოროტის და შურისძიების ბუნაგია...

**
სახლში ფერწასული და უემოციო მივედი სალომემ დამინახა თუ არა მაშინვე სამზარეულოში შემათრია, ცხელი ჩაი დამისხა და თავის მოძრაობით მანიშნა დაიწყეო.. მეც მეტი რა გზა მქონდა, მასაც ქონდა უფლება სიმართლე სცოდნოდა, სულ რამოდენიმე წუთი დამჭირდა და ყველაფერი დაწვრლებით მოვყევი..
- ესეიგი გამოდის რომ სანდროს მამას კიდე უყვარს მამიდა?
- ასე გამოდის. ახლა ხო გესმის რატომ ვეზიზღები ასე?
- მესმის ნინია, მაგ კაცის ქმედებების მეშინია იცი? ძალიან მეშინია.
- რაც მოსახდენია ის მაინც მოხდება სალი. ანოს სძინავს?
- კი რამდენი ხანია. საათს დახედე ერთი რომელი საათია, უკვე ძალიან გვიანია. წავიდეთ დავიძინოთ კარგი??
- კაი სალი. ტკბილი ძილი ხვალამდე..
ტანზე სწრაფად გავიხადე და ხალათი მოვიცვი, სააბაზანოში შევედი ვანაში ქაფი ჩავასხი და ცხელი წყალი მოვუშვი.. ეს სურნელი ისეთი სასიამოვნო იყო ტკბილ მოგონებებს აღვიძებდა ჩემში. როგორ მიყვარდა შროშანი. ბავშობაში სულ ვოცნებობდი პატარა ქოთანში მქონოდა და მომერა მისთვის.. ოცნება დიდი ხნის მერე ამიხდა. ახლა ოთახში მედგა მაგიდაზე თეთრი შროშანი და ჩემს ფიქრებს იტაცებდა ხშირად..
გონება საშინელი მოგონებებისაგან გავთიშე და ბოლომდე მოვდუნდი.. შვებას ვპოულობდი ლექსების კითხვაში.. ვანის კიდეზე დადებული წიგნი გადავშალე და ხმამაღმა წავიკითხე კუთხეში მიწერილი ფრზები.
„რა უფლებით სვავს სიკვდილი წერტილს, თუ მას ჯერ თხრობაც არ დაუწყია..“
რაღაც ორაზროვანი და საინტერესო ფრაზა იყო.. ამ ბოლო დროს ისე ხშირად ვფიქრობდი სიკვდილზე, რომ უკვე აღარც კი მეშინოდა სიკვდილის. თითქოს რაღაცას ველოდი, სხეული გრძნობდა ამ ყველაფერს.. მაგრამ არ მემეტებოდა სიცოცხლე დასათმობად, როგორ მინდოდა კიდევ დიდ ხანს მეცოცხლა ანოსთან და სანდროსთან ერთად.. მაგრამ ხშირად ბებო მეუბნებოდა ხოლმე, ადამიანი როცა იბადება მისი ბედი იქ ზეცაშივე იწერებაო.
თვალებიდან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე და ვანაში ჩავყვინთე... თითქოს ასე ვცდილობდი ცუდი ფიქრების გაფანტვას..
თავზე პირსახოცი შემოვიხვიე და ოთახშ გავედი.. მობილურს დავხედე სანდროს ათჯერ მაინც დაერეკა, მაშინვე ხასიათი წამიხდა და მასთან დავრეკე..
- სანდრო რა ხდება? რატომ მირეკავდი??
- მინდოდა მეთქვა რომ მომენატრე , ძალიან ნინია, უშენოდ წუთსაც ვეღარ ვძლებ რა ჯანდაბა გავაკეთო, დავილიე უშენობით...
- დამშვიდდი კაი, სულ რამოდენიმე დღე და სამუდამოდ ერთად ვიქნებით..
- ვეღარ ვითმენ გოგო, შენთვის ადვილია აბა მე მკითხე, შენი სურვილით ვკვდები, ჭკუაზე გადავდივარ არ გესმის??
- მესმის.. დამშვიდდი კარგი?! მიდი დაიძინე ეხლა, ძალიან დავიღალე . ხვალ ჩემთან შევხვდეთ სამსახურში კარგი?რაღაც საქმეები გვაქვს შესათანხმებელი..
- კარგი, ჩემო სიყვარულო,იცოდე რომ შენ ერთადერთი ქალი ხარ რომელიც ჩემს გულში ცოცხლობს.
- მიყვარხარ სანდრო. ხვალამდე.

**

დღეებმა ერთმანეთის მიყოლებით კი არ გაიფრინეს გაიქროლეს და ნათლად დამანახეს გზა როგორი იქნებოდა ჩემი მომავალი ცხოვრება.. ახლა უკვე მეტი საზრუნავი მექნებოდა, ოჯახი , ქმარი, შვილი. ალბად ასეთი ბედნიერება ღმერთის საჩუქარი იყო..თითქოს ყველაფერს ფარდა აეხადა, გავარკვიე სიძულვილის მიზეზი, რატომ ვძულდი ასე სანდროს მამას, მე თვითონაც გაოცებული ვიყავი.. თურმე ეს ყველაფერი ჩემმა მშობლებმაც იცოდნენ და არაფერს ამბობდნენ.
ერი დღეღა იყო დარჩენილი და ოფიციალურად გავხდებოდი მისი ცოლი...რამდენი წელი დამჭირდა რომ ამ დღემდე მივსულიყავი, სანდროს ბიზნების 60% ანანოს ეკუთვნოდა, ჩემი სრული ბიზნესიც მისი იყო, რა თქმა უნდა გიორგის მიერ დატოვებული ყველა ქონების გათვალისწინებით.
თითქოს ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი მაგრამ მაინც მაფორიაქებდა რაღაც , შინაგანი ხმა მიკიოდა, ეშინოდა ამ საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა..
- ნერვიულობ ნინია?- სალიმ გაღიმებულმა მკითხა და მომეხვია..
- რაღა დაგიმალო და კი.. ძალიან ვნერვიულობ,არა უფრო სწორად მეშინია იცი?
- რისი გეშინია? რო ერთმანეთს ვერ გაუგებთ?
- არა ქორწილის მეშინია. მამამისის თვალები რომ გენახა, მართლა ყველაფერზეა ეს კაცი წამსვლელი იცი??
- კიდე სიკვდილზე ფიქრობ?
- მისმინე, ანანო გვერდიდან არ მოიშორო ხვალ გეხვეწები, თუ გინდა რომ მშვიდად ვიყო, ხელი არ გაუშვა სალომე გაფიცებ რა..
- დამშვიდდი გოგო, რა განერვიულებს ასე . ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ, თქვენს ბედნიერბას ხელს ვერავინ შეუშლის ვერც ეგ კაცი და ვერც ვერავინ...
- არ ვიცი, რა ვთქვა..
- არაფერი არ თქვა, წამოდი ეხლა დავისვენოთ, რომ ხვალ ლამაზები ვიყოთ..
**
ოცნება მიხდებოდა და ამ ოცნების ახდენის მეშინოდა. ხანდახან ოცნებები მაშინ ხდებოდა როცა უკვე გვავიწყდებოდა, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, როცა უკვე ფარ-ხმალი დავყარე მაშინ ამენთო გულში თავიდან ცეცხლი.. მაშინ გადავაწყდი მის თვალებს და მაშინ თავიდან ვიგრძენი როგორ ძალიან მიყვარდა ერთ დროს ეს ჯიუტი ბიჭი..
დილით ადრიანად ავდექი, გული გამალებით მიცემდა, პულცის კი მომმატებოდა.. მშვიდად დავიწყე მზადება და თან ჩემს თავს ვანუგეშებდი რომ ცუდზე არ მეფიქრა, რომ ცუდი ფიქრები აქ დამეტოვებინა..
დიდი ჩხუბის მერე ჩემი გავიტანე და ჩვენს ქორწილში მხოლოდ ძალიან ახლობლები იქნებოდნენ სულ 50 ადამიანი შევკრიბე და მშვიდად ვიყავი, ბავშობიდან მეშინოდა დიდი ქორწილების სადაც ბოლოს მუდამ იმართებოდა ხელჩართული ბრძლა და ვინ- ვინს ურტყავდა ვეღარ იგებდნენ, თავი დავიზღვიე ამისგანაც კი...
სარკეში ამაყად ჩავიხედე და საბოლოო შტრიხი შევიტანეთ ჩემს ვარცხნილობასა და მაკიაჟში... ტანზე გამოყვანილი სპილოსძვლისფერი გიპიურით შექმნილი კაბა სილუეტს უფრო კვეთავდა და ჰაეროვნად გამოყვანილი კალთები თავმომწონედ ეყარა იატაკზე.. ღრმად ჩავისუნთქე და აივანზე გასვლას ვაპირებდი ანანო რომ შემოვარდა მამა მოვიდაო...
სალომეს მაგრად ჩავჭიდე ხელი და მუდარით სავსე თვალებით შევხედე. მანაც მაშინვე ანოს მოკიდა ხელი და მიიხუტა, გავუღიმე და კიბეებზე ნელა დავეშვი...
- სიტყვები არ მეყოფა, ამ სილამაზის ასაღწერად ნინია.. არც კი ვიცი როგორ შეგაქო რა გითხრა, მხოლოდ იმას გეტყვი რომ ძალიან მიყვარხარ...
- მეც ძალიან მიყვარხარ სანდრო...
- სამუდამ ერთად ვიქნებით დღეიდან ხო ასეა??
- ასეა... სანდროს ხელკავი გამოვდე და მანქანისაკენ გავყევი..
**
ტაძარი სავსე იყო ჩვენი მეგობრებით და დაცვის წევრებით... სახეზე ფერი არ მედო.. მაინც ველოდებოდი რაღაც ცუდს.. სანდროს გაბრწყინებულ სახეს როგორც კი შევხედავდი მაშინვე მის თვალებში ვიძირებოდი და მავიწყდებოდა ყველა განცდა და ტკივილი..
- ნინია ცუდად ხარ? ფერი არ გადევს...
- არა, ვნერვიულობ.
- რაზე? პირველ ღამეზე??
- სანდრო გეხუმრება კიდეც ხო? არა მამაშენის სიტყვებზე. ასე მგონია სიკვდილი დაგვყვება თან..
- დღეს მაინც არ იფიქრო სიკვდილზე და ცუდზე გთხოვ..
- ვცდილობ სანდრო, მაგრამ თავიდან არ ამომდის მისი სიტყვები. მეშინია...
- გარეთ დაცვის მინიმუმ ორმოცდაათი ადამიანი გიდგას და ვინ გაბედავს შენს მოკვლას??
- იქნებ შენ მოგკლან და მე არა?? იქნებ ანანოს ესროლონ.. ღმერთო როგორ მეშინია სანდრო რო იცოდე. ხელი არ გამიშვა რა თორემ დავეცემი შიშისაგან..

ჯვრისწერამ მშვიდობიანად ჩაიარა და მეც შვებით ამოვისუნთქე..ანანო ჩვენს მანქანაში ჩავსვი და ხელს მაგრამ ვუჭერდი..
მცხეთის მერე იყო ბოტანიკური ბაღი, უამრავი ლამაზი სურათით და სიყვარულით... მთაწმინდის პარკი, ულამაზესი ხელის მოწერით და ბოლოს რესტორანი.. სადაც გადაღლილი მივედი... ერთი სული მქონდა ჩემს მაგიდასთან დავმჯვადირაყვი და ყველას უჩუმრად ფეხსაცმელებიდან ამომეყო ფეხები..
ეროვნული ცეკვის მერე მშვიდი და მელოდიური ვალსი გაისმა. ორივე ხელი კისერზე შემოვდე სანდროს და მისი ხელები ჩემს წელზე ისე ამოძრავდნენ როგორც აღელბეულ ზღვაში მოტივტივე ნავები... მისი თვალები სიყვარულით ავსებულიყო, მისი ღიმილი სულს მიხშობდა, გავარვარებულ სხეულზე მივეკარი და გავიტრუნე, თითქოს უკანასკნელად ვგრძნობდი მის გულის ცემას, ისე მაგრად ვეხუტებოდი..
- როგორც ჩანს შენთვის მშობლის სიტყვას არაფრის ფასი არ აქვს ასეა სანდრო??? ზურგსს უკინდან ბატონო ნიკოლოზის ხმა გავიგე თუ არა ქანდაკებასავით გავიყინე ადგილზე..
- მამა?! აქ რას აკეთებ??
- როგორ თუ რას. ჩემმა შვილა ცოლი მოიყვანა და მამა არ დაპატიჟა..
- მამა მორჩი. შენ თვითონ არ თქვი უარი ქორწილში წამოსვლაზე??
- ახლა მოვედი, ხო ხედავ. მოვედი რომ ეს ულამაზესი დღე ლამაზად მოგილოცო.. მინდა ეს დღე დაუვიწყარი იყოს შენთვის...
- ვერ ვხვდები რის გაკეტებას აპირებ...
დავინახე როგორ წაიღო ხელი ჯიბისაკენ და მომენტალურად ვიგრძენი სხეულში რაღაც მაგარი რამაც შვება მომცა, ჯერ ერთი,ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და ვიგრძენი როგორ მეცლებოდა ძალა. მუხლებზე დავვარდი და სანდოს მკლავებში ჩავესვე...
- გეხვეწები არ მიმატონო ნინია... გემუდარები ასე არ გამწირო რა... ასეთი რა დავაშავე ღმერთო...
- სანდრო.. ძივს ამოვილუღლუღე და მკლავზე მაგრამ მოვკიდე ხელი.. დამპირდი რომ ანანოს არ მისცემ ტკივილის უფლებას...
- ნინია გაჩუმდი...
- დამპირდი სანდრო, რომ მისი ბედნიერების გულისათის ყველაფერს გააკეთებ...
- გპირდები ნინია..
- დედიკო.. ტირილით მომვარდა ანანო და ხელებს მიკოცნიდა..
- ანანო, იცოდე დედას სიგიჟემდე უყვარხარ და მუდამ ეყვარები... იცოდეთ რომ თქვენზე ძვირფასი არასოდეს არავინ მყოლია.. გაუფრთხილდით ერთმანეთს.. მიხედეთ ერთმანეთს...
- დედიკო არ დამტოვო რა..
- ანანო, ეს თამაში აქამდე მიგვიყვანდა ეს მე და შენ ხო ვიცოდით დედიკო..არ იტირო გესმის?! დედას არ უყვარს როცა ტირიხარ. ეს თამაში თავიდანვე წავაგე , როცა ისევ შენს თვალებს გადავეყარე სანდრო. როცა ისევ შენს მკლავებშ გამომეღვიძა.. ეს თამაში ჯერ კიდევ მაშინ წავგე სანდრო როცა შეგიყვარე...თამაშის ორივე მხარეს მე ვდგევარ და ორივე მხარეს დამარცხებული ვარ...
- გაჩუმდი ნინია გთხოვ.. სასწრაფოს დაურეკეთ მალეე...
- აზრი არ აქვს სანდრო, მე ვგრძნობ ამას. ჩემი დრო მოვიდა... არადა როგორ მინდოდა შენთან ერთად კიდევ დიდხანს მეცხოვრა.. მაგრამ ჩემი მისია დავასრილე ამ ქვეყნად. ანანოს გაბარებ სანდრო. გაუფრთხილდი და არ მოაკლო სიყვარული....
- გთხოვ, არ დამტოვო რა.. უშენოდ არ ვიცი როგორ ვიცოცხლო ნინია.. გეხვეწები არ წახვიდე ,, იქ არავინ გელოდება, გთხოვ მჭირდები.. მიყვარხარ ნინია... ეს უკანასკნელი კოცნა იყო ჩვენი ტუჩებისა..

**
თვალები დავხუჭე და მეტი აღარ გამიხელია, ან რა აზრი ქონდა, ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ხელიდან ჩემი სიცოცხლე და მე ვერაფერს ვაკეთებდი.. ამ თამაშში მე არც არჩევანი ვიყავი არც მიზეზი და არც პრიორიტეტი... ამ თამაშში მე თამაშგარე ვიყავი და თამაშში მხოლოდ სანდრო და ანანო დავტოვე..
სიკვდილს უკვე გამოეტანა განაჩენი ჩემთვის...მტკივნეული მაგრამ შეუცვლელი...ალბად ამიტომაც დამაბრუნა განგებამ საქართველოშ რომ ანანო მამის გარეშე არ დარჩენილიყო...

გზა შორი მქონდა სავალი.. დიდი ხანი მივდიოდი იქ სადაც სამუდამო განსასვენებელი მელოდა..იქ სადაც არ დამხვდებოდა არც ანანო და არც სანდრო.. მე ისინი უკან მოვიტოვე ბედნიერების მორევში... ჩემი სული კი ზევით მიქროდა ზეცაში.. წინა დღეს წიგნიდან ამონაკითხი ფრაზა გამახსენდა და ირონიული ღიმილით დავტოვე მათი გარემოცვა
„ რა უფლებით სვავს სიკვდილი წერტილს
თუ მას ჯერ თხრობაც არ დაუწყია“

2013 წელი. (თქვენი თხოვნით )



№1 სტუმარი Nino

Shemecoda sawyali ninia

 


№2  offline ადმინი თუკა

ესაა დასასრული, ეს ისტორია 2013 წელს დავწერე. და.ახლა.დავდე მკითხველის თხოვნით.

მადლობა რომ წაიკითხეთ
--------------------
4love.ge

 


№3  offline მოდერი Maiaabuladze

რას მერჩოდი თუკა?
აი, ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ ❤️❤️
ხო და ძველები კარგია მაგრამ ახალი გვინდა ❤️

 


№4  offline ადმინი თუკა

Maiaabuladze
რას მერჩოდი თუკა?
აი, ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ ❤️❤️
ხო და ძველები კარგია მაგრამ ახალი გვინდა ❤️

ვიცი მაი. რამდენჯერ დაგპირდი მალე იქნება თქო, და ახლა ჩუმად ვარ და ისე ვწერ. ვეცდები ძალიან მალე დავდოო. <3 <3
--------------------
4love.ge

 


№5 სტუმარი მანცურა

იქნებ გააგრძელოთ?კარგი ისტორიაა და ასეთ დასასრულს არ იმსახურებდა...შეგეძლო მამიდამისი გადაფარებოდა და ნიკოლოზს საყვარელი ქალი მოეკლა იქნებ მერე მაინც მოსულიყო გონზე...

 


№6  offline ადმინი თუკა

მანცურა
იქნებ გააგრძელოთ?კარგი ისტორიაა და ასეთ დასასრულს არ იმსახურებდა...შეგეძლო მამიდამისი გადაფარებოდა და ნიკოლოზს საყვარელი ქალი მოეკლა იქნებ მერე მაინც მოსულიყო გონზე...

სამწუხაროდ ვერ გავაგრძელებ, ისტორია წლების წინ მაქვს დაწერილი და ახლა მხოლოდ მკითხველის თხოვნით დავდე თავიდან.
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent