შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რომ არა ის დღე (სრულად)


18-07-2019, 17:35
ავტორი silver hands
ნანახია 1 718

რომ არა ის დღე (სრულად)

იმ დღეს პირველად შევაბიჯე კაფეში, რომელიც იმ გზაზე მდებარეობდა თითქმის ყოველ დღე რომ გავდიოდი სახლიდან გამოსული.
რომ არა ის დღე....

√ -რამეს შეუკვეთავთ? მიმტანის ხმამ, თავი მიმანებებინა ჩემს ჯერჯერობით სანახევროდ დაწერილ წიგნზე და შეხედვისთანავე უნებურად ვუპასუხე, რომ ფინჯან ყავას დავლევდი. შეკვეთა მალევე მომიტანა ამჯერად აღარ გამიხედავს მისკენ, უბრალოდ თავი დავუკარი, მალევე ვიგრძენი ჩემს ზურგს უკან ადამიანის სილუეტი, ფრთხილად მივაბრუნე თავი და გაკვირვებულს გამეღიმა როცა ის წითური, ჭორფლებიანი მიმტანი დავინახე, თვალს როგორც ჩანდა ჩემს გადაშლილ, აკინძული ფურცლების დასტას ადევნებდა.
-საინტერესოა? უკმეხად ვკითხე.
-მე მხოლოდ შუა ამბავი და ისიც ერთი ფურცელი წავიკითხე, აბა რა გითხრათ. გულუბრყვილოდ მიპასუხა. მერე ვკითხე უყვარდა თუ არა კითხვა, "უფრო მოსმენა მიყვარს, როცა მიკითხავენო" მიპასუხა. წუთით ჩავფიქრდი და მერე ვუთხარი, რომ მოვიდოდი როცა წიგნს დავასრულებდი და რომელიმე თავს წავუკითხავდი, თავად არ ვიცი ასეთი პირობა რატომ მივეცი.
გარეთ გამოსულს გაზაფხულის თქეში სახეს მინამავდა, სწრაფად დავიჭირე ტაქსი და სახლს მივაშურე, მაშინვე ჩემს წიგნზე მუშაობას შევუდექი, წიგნისთვის ახალი ქალი პერსონაჟი მჭირდებოდა თუმცა არავინ მყავდა პროტოტიპი, მაშინვე ის ახალგაზრდა ქალი გამახსენდა კაფიდან "წითური" ჰოდა გადავწყვიტე ის ამერჩია, ჩემს წიგნში ის მთავარი მოქმედი პირის საყვარელი, ცოტათი ვულგარული ქალი უნდა ყოფილიყო, რატომღაც აზრებს თავი ვერ მოვუყარე, თითქოს სხვისთვის და მითუმეტეს ასეთი როლისთვის არ მემეტებოდა. ფურცელი სწრაფად დავჭმუჭნე და ნაგვის ურნაში უსარგებლოდ გადაყრილ ქაღალდებს შევუერთე.
მეორე დილით წვიმდა, უფრო ცრიდა, მანქანაში მჯდომს გულმა კაფისაკენ გამიწია, ვყოყმანებდი, მაგრამ მაინც გადავედი მანქანიდან, ჯერ კაფის მოპირდაპირე მხარეს გადახურულს შევაფარე თავი, დავინახე ვიტრინის მიღმა როგორ ღიმილიანი სახით მიჰქონდა ყველასთან შეკვეთა, რამდენიმე წამში კარებისკენ გამოემართა, გარეთ გამოსულმა ხელი ცისკენ, წვიმის წვეთებს გაუწოდა და ეს კადრი ისეთი მომნუსხველი იყო, ამ წამს მეგონა უძრავად მხოლოდ მე და ის ვიდექით, ირგვლივ კი წვიმისაგან შექმნილი ნაცრისფერი სივრცე ვფიქრობდი ტრიალებდა, ცეცხლისფერ თმებს წვიმა ვერ უქრობდა, ის ისევ ანათებდა....მომენტალურად გადავჭერი ქუჩა და მის წინ გავჩერდი, ფრთხილად გაახილა თვალები და ცეცხლისფერი მზერით შემომხედა, ვფიქრობდი თუ რა იშვიათი გარეგნობის იყო ეს ქალი, ის კი კითხვებს ერთი მეორის მიყოლებით მისვავდა -ისევ თქვენ? ხედავთ გიცანით.... ისევ ყავა? ის იღიმოდა, მე კი ისე ვუყურებდი ისიც კი მკითხა ხომ კარგად ხარო, გამოვერკვიე და როგორც იქნა სათქმელს მოვაბი თავი, მოვიმიზეზე თითქოს მინდოდა წამეკითხა ჩემი ჯერ არ შემდგარი წიგნის დასაწყისი, ერთ მონაკვეთში წარბები კუშტად შეყარა, გაკადნიერდა და შენიშვნაც კი მომცა-ძალიან ცუდ როლს ანიჭებ მაგ მთავარ მოგმედ პერსონაჟ ბიჭსო, არაფერი მითქვს უბრალოდ გამეღიმა, ვკითხე როგორ ისტორიებს ანიჭებდა უპირატესობას"მე ყველაფერი უცნაური, მოულოდნელი მიყვარსო" მითხრა... მალევე დავტოვე კაფე, მინდოდა მიმეხედა მაგრამ ის რომ მას ჩემი მზერა დაეჭირა არ მსურდა, მოტომ თავს ვაიძულე და გზა განვაგრძე, ამჯერად ფეხით გავლა გადავწყვიტე, უკვე მზის სხივებს ემძლავრათ წვიმის შხეფებზე "მარტის ნაირი ამინდებია" გავიფიქრე, მივაბიჯებდი და ვხვდებოდი ჩემს არსებაში რაღაც ცვლილება იწყებოდა, ავფორიაქდი და ამ ფორიაქის მიზეზის გაგებას ვცდილობდი... ფიქრებში გართული სახლსაც მივუახლოვდი. ისევ გადავიშალე წინ წამოწყებული ამბავი და მთელი სიუჟეტი გონებაში აირ-დაირია, თითოეული აბზაცის შემდეგ ფურცლებს ვხევდი და თვალი რომ მოვატარე ოთახს მივხვდი ფურცლებს თუ არ ავკრეფდი მალე მთებივით აზვავდებოდა, თუმცა ძირს ჩემს არშემდგარ ამბებზე გადავწექი და თვალებდახუჭულმა დავიწყე ისტორიის შეთხზვა, მაშინვე ერთი კადრი ამომიტივტივდა გონებაში -თუ როგორ იდგა წვიმიან ამინდში ჟღალთმიანი, უცნაური ახალგაზრდა ქალი, რომელიც წვიმის შხეფებს იჭერდა. ამ კადრმა სრულიად შემაცვლევინა მანამდე არსებული ჩანაფიქრი, თვალებმოხუჭულმაც შევძელი იმის დანახვა რაც თვალხილულს აზრად არ მომსვლია....
მე ვინაიდან სრულიად გადავწყვიტე შემეცვალა მანამდე არსებული, სამუშაოც ბევრი მქონდა, სწრაფად უნდა დამესრულებინა წიგნი, ერთი კვირით თითქმის გარეთ არ გავსულვარ, ყოველ შემთხვევაში კაფეს არ ვსტუმრებივარ.
ვფიქრობდი რომ ლამაზ ისტორიას შევქმნიდი... მაგრამ მალე ისევ გაჩერდა თეთრ ფურცელზე კალამი, ვეღარ ვწერდი, ოთახში ბოლთის ცემა დავიწყე სიგარას გავუკიდე და კვამლში გახვეულს გონებამ ისევ კაფე გამახსენა... ქურთუკს დავწვდი, აკინძული ფურცლები დავიჭირე და ფეხით გავუყევი ტროტუარს. კაფის კარი ფრთხილად შევაღე, თვალი უშედეგოდ მოვავლე ირგვლივ, ჩემს ნაცნობ ადგილს მივუჯექი და წინ გადავიშალე ჩემი ისტორია...
მალევე მწვდა მიმტანის ხმა:
- რამეს შეუკვეთავთ?
აფორიაქებულმა გავაყოლე მზერა იმ მხარეს საიდანაც ხმა ჩამესმა, მაგრამ ნაცნობი სახის ნაცვლად ვიღაც ქალბატონი შემრჩა, დაუფიქრებლად ვკითხე:
-აქ რომ გოგონა მუშაობდა, ჟღალთმიანი... სად არის?
-თქვენ თამროზე მეკითხებით? ამ სიტყვებზე ჩემს წინ სკამი გამოსწია და შეცბუნებილი ჩამოჯდა, მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე -ჰოთქო (ამ წამს ძალიან შემრცხვა მისი სახელი რომ არ ვიცოდი)
-როგორც ჩანს თქვენ თამროს ახლოს არ იცნობდით... იცით თამრო... ის...
დაიბნა ვთხოვე დამშვიდებულიყო, როცა დაწყნარდა აზრებს მოუყარა თავი.
-თამრო სამი წელია მეუღლეს რაც დაშორდა, მისი ქმარი ძალიან უხეში პიროვნება იყო, მათ საერთო გოგონა დარჩათ, ბავშვს თანდაყოდილი გულის პრობლემა ჰქონდა, ჰოდა სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა, გოგონა ორი წლისაა ასაკთან ერთად პრობლემა გაუმწვავდა, დიდი ხანია რაც თამრო ოპერაციისთვის საჭირო თანხას აგროვებდა, სხვების დახმარებით და მისი დისი ძალისხმევით თანხის პრობლემა მოგვარდა... აღმოჩნდა დრომ დედის გული ტრანსპლანტაციისთვის ვარგისი იყო, ხოდა თამრომ გული ბაბშვს დაუთმო... კარგა ხანია რაც ეს გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული... ოპერაცია ორი დღის წინ გერმანიაში ჩატარდა, დესის გული ბავშვის სხეულში განაგრძობს ფეთქვას... თამრო ძლიერი ქალი იყო...
არ ვიცი რამ დაიწყო ხმაური ჩემს შიგნით და რამდენნაირ არეულ შეგრძნებას ვყავდი ატანილი, არც ის ვიცოდი ნაბიჯებს რომელი მიმართულებით ვდგავდი ერთადერთი ფიქრი რაც იმ წამიდან მახსოვს ის ოყო რომ ვთქვი " არაფერი ყოფილა და მაინც რამდენი რამ მომხდარა ჩვენს შორის მეთქი", სულ ერთი კადრი მედგა თვალწინ, როგორ იდგა წვიმაში ხელგაწვდილი და იმ ღრუბლებით ჩაბნელებულ დილით როგორ უელავდა ალისფრად თმა....
...
წიგნი დავასრულე... გადავწყვიტე გამერკვია სად იყო მისი სამუდამო სამყოფელი, მივსულიყავი და პირობა შემესრულებინა.როგორც მითხრეს ბავშვზე მზრუნველობა დეიდას აუღია გამახარა ამ ფაქტმა. ბევრი აღარ დამიყოვნებია, დავიჭირე უკვე დასრულებული ალისფერყდიანი წიგნი და ადრესატამდეც მივედი ბორძიკით, გამიჭირდა მისი სამარის ქვისთვის თვალის გასწორება, აბა როგორ უნდა შევხვედროდი მის თვალებს, სუნთქვა შეკრული მივუახლოვდი, ის ისევ ანათებდა... წიგნი გადავშალე და დასასრულით დავიწყე რატომღაც კითხვა, ალბათ იმიტომ რომ დასასრული წიგნის ფურცლებზე ისეთი დავტოვე რეალურ ცხოვრებაში რომ მენდომებოდა "მოქმედი გმორებისთვის", თუ კი ისინი ცხოვრებამ სხვა და სხვა სამყაროში გადაისროდა, აქ მაინც ერად იყვნენ....
წიგნი ძირს დავდე, მინდოდა ამჯერად ის გვერდი ჩამეკითხა რომელსაც ქარი გადაფურცლავდა, და მე ამას მინიშნებად ჩავთვლიდი, წიგნი გადაიფურცლა 34 გვერდზე, მე მხოლოდ აბზაცი ჩავამთავრე მერე ხმა ჩამიწყდა:
"ვიჯექი და ვხედავდი მის მომღიმარ სახეს, ალისფერი წერტილები მის სახეზე ღიმილის დროს ნაპერწკლებს ყრიდნენ, ჩემ გონება მიხვდა რომ ეს ის კადრი იყო რომელის ყურებაც არ მოსწყინდებოდა მრავალჯერ....

იმ დღით პირველად შევაბიჯე კაფეში, რომელსაც თითქმის ყოველ დღე გავდიოდი სახლიდან გამოსული.
რომ არა ის დღე....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Gmerto chemo saocari iyooo. Aseti patara. Bevrismtqmeli da gaazrebuli
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი silver hands

Rania
Gmerto chemo saocari iyooo. Aseti patara. Bevrismtqmeli da gaazrebuli



მადლობა.... მიხარია თუ მოგეწონა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent