შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო (5)


19-07-2019, 23:15
ავტორი სელენე
ნანახია 422

ტანგო (5)

დილით ადრე ინგას ბოდვამ გამაღვიძა. სახეზე მკვდრის ფერი ედო და მაღალი სიცხე ქონდა. ყველაფერი გიორგის მაიმუნების ბრალი იყო. მაინც როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი ტალახით სავსე ჭისთვის და მერე წყლით როგორ უნდა 'გარეცხო'. შეშინებული გაუცნობიერებლად შევედი ცოტნეს ოთახში
-ცოტნე გაიღვიძე რა გეხვეწები
-გოგო ჯერ 5 არაა საათი მომშორდი რა _ბალიში დაიფარა თავზე ბიჭმა
-ცოტნე ინგა ავადაა, იწვის სიცხისგან და ბოდავს, არ ვიცი რავქნა ადექი ახლავე.
-აუჩემიი... მოვკლავ გიორგის. გააღვიძე ისიც სანამ ჩავიცვამ _ელენა გიორგის საწოლს მიუახლოვდა
-გიო ადე ინგა ავადაა, გვჭირდები
-აუ ელენა შემეშვი, ეგ ისეთია უეჭველი რაღაცას მიჩალიჩებს
-გიო აეთრიე გოგო ავადარი _უყვირა ცოტნემ. ახლა კი აბრძანდა გიორგი ბატონი. სამივე გოგოს დაადგნენ ოთახში.
-ჯანდაბა. ახლა თავს მოვიკლავ, ეს რა გავუკეთე _ჩაილაპარაკა გიომ
-მიხვდი ხო გენიოსო? რა ვქნათ?
-ცოტნე აფთიაქში უნდა წახვიდე და ეს წამლები მომიტანო_გიორგიმ ფურცელზე სია ჩამოწერა _ელენა შენ ძმარი და რამე ტილოები იშოვე, თბილი საბანი გვჭირდება. _ყველა თავის საქმეს დაადგა. ხუთ წუთში ელენამ ძმარი და ტილოები მოიტანა. გიორგი კი თავის საქმეს მოთმინებით აკეთებდა. გამოცდილი ექიმივით მკურნალობდა ფერდაკარგულ ინგას. ცოტნეც დაბრუნდა ნახევარ საათში წამლებით ხელში. ორი აბი გადააყლაპა გოგონას. ნახევარ საათში ინგას სახეზე ფერი დაუბრუნდა.
-მგონი უკვე კარგადაა.
-ყავას მოგიდუღებთ თუ გინდათ
-ძაან გამისწორდებოდა ახლა _ორ წუთში ელენა ყავის ჭიქებით ხელში ოთახში შემოვიდა. ელენას ლოგინზე გაწოლილი ცოტნე სიგარეტს ეწეოდა და ჭერს უაზროდ მიშტერებოდა.
-აუუ ამ გოგომ უკვე მეორედ გამატარა ჯოჯოხეთი
-ძალიან კარგი გოგოა _უპასუხა ელენამ და ჩანთიდან სვიტერი ამოიღო
-გამოგიტყდებით და მაგრად მომწონს_გაეღიმა გიოს და ოთახიდან გავიდა
-შენ არ გახვალ?
-მეძინება ჯერ
-მერე ჩემ ლოგინში აპირებ დაძინებას?
-ხო რაიყო ?
-მე სად დავიძინო?
-ჩემთან _თბილი ღიმილით შეხედა გოგოს
-ნუ მაიმუნობ ადექი
-არ ვმაიმუნობ, მოდი მართლა თან ცივა ხომ გაგიგია როცა ორნი წვებიანო უკეთესად თბებიანო
-არ შეიძლება ცოტნე
-ვინ გადაწყვიტა? ძალიან მორცხვი ხარ, მოწონს შენი ეგ თვისება. ახლა კი მშვენიერო გვერდი დამიმშვენე თორემ ძალით დაგაწვენ ჩემთან
-ამას ვერ იზამ
-მიყურე _ბიჭი ლოგინიდან ადგა და გოგოს ხელი დაავლო. -არ იკივლო, ინგა გაიღვიძებს და ცოდოა.
-კარგი მაშინ დამსვი ჩემით ვიზამ. _ ელენას ჩავეხუტე. მისი სუნი მიყვარდა. ჩვილი ბავშვის, შოკოლადის და ფორთოხლის სუნი გონებას ყოველთვის ერთნაირად მირევდა. იყო ამ გოგოში რაღაც რაც მაიძულებდა ყოველთვის მასზე მეფიქრა. მენატრებოდა მაშინაც კი როცა ჩემ გვერდით იყო. თვალები... მწვანე, ღრმა და საოცარ თვალებს ვერ ვივიწყებდი. ადრე, თუ გოგოსთან ურთიერთობა მქონდა მათ იცოდნენ რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა მაგრამ მაინც ჩემთან იყვნენ. მეც არ დავინტერესებულვარ არცერთი გოგოთი ისე როგორც ელენათი. მაშინებდა ეს გრძნობა მაგრამ უფრო ის მაშინებდა რომ მისგარეშე არ შემეძლო. ჩემთვის ჰაერივით იყო. მომწონდა როგორი მიუწვდომელი იყო ეს გოგო ყველასთვის ჩემი ჩათვლით. და ეს მიზიდავდა.
_ცოტნე ზურგიდან მომეხვია. ღმერთო ჩემო, ვერ ვიჯერებ რომ თბილისში ყველაზე 'გასული', მექალთანე და ამავდროულად ყველაზე მიმზიდველი ბიჭი ჩემთან, ჩემს ლოგინში იწვა. არაფერს აკეთებდა ჩემთვის მაგრამ მის მზერაში ვგრძნობდი სიყვარულს. ვგრძნობდი რომ მასთან მინდოდა. ყოველთვის. უკვე ვეჭვიანობდი ყველა სხვა გოგოზე ვინც მას შეხედავდა, მინდოდა მეყვირა 'უყურე და დატკბი, ის მაინც ჩემია', მაგრამ მას ჩემი არ ერქვა. მეც არ ვიცოდი რა სტატუსი ქონდა ჩვენს ურთიერთობას. ცოტნეს ღმერთივით ვენდობოდი. ვიცოდი ყველასგან და ყველა საფრთხისგან დამიცავდა. ბიჭი რომელსაც ქალაქის ყველაზე გავლენიანი კაცი მოსაკლავად დასდევს ჩემში არეულობას იწვევდა. მეშინოდა მისი დაკარგვის, თითქმის არ ვიცნობდი მაგრამ მეშინოდა. ყოველთვის ვეცდებოდი დამეცვა ყველასგან როგორც მაშინ შუბლი რომ კინაღამ გაუხვრიტეს. მაოცებდა მისი ხასიათი, რომ ამდენი რამის შემდეგ სოფელში, მეგობრებთან ერთად ერთობოდა და სითბოთი სავსე თვალებს არ მაშორებდა. ვუყურებდი მძინარე ცოტნეს მშვიდ სახეს და მეღიმებოდა. არ მინდოდა დაძინება მაგრამ დაღლილობამ და ნერვიულობამ თავისი ქნა. ცოტნეს ძლიერ მკლავებში ისე მშვიდად მეძინა როგორც არსად არასდროს.
-ცოტნე გაიღვიძე გათენდა უკვე _გაანჯღრია ელენა. ბიჭი
-კაი რა იყო გოგო ომია? ძაანმეძინება შემეშვი
-ცოტნე ახლა ბავშვები გაიღვიძებენ, სირცხვილია
-მიდი შენ ადექი თუ გინდა, მე ვიძინებ
-ცოტნ..
-ხმა აღარ გავიგო. _ელენა ლამაზი ლოგინიდან გამოძვრა. ინგა უკვე ამდგარიყო ამიტომ პირდაპირ სამზარეულოს მიაშურა
-როგორ გეძინა გვრიტო?_შეეგება გოგო ჩახლეჩილი ხმით
-კარგად ხარ? სიცხემ დაგიწია? _მოეხვია ინგას ელენა
-ცოტა თავი მტკივა და მცივა, მეტი არაფერი.
-აუ იცი როგორ შემეშინდა
-ვინ 'მომარჩინა'?
-გიორგიმ _ინგას ჩაი გადასცდა და ხველა აუტყდა
-მალადეც ელენა ახლა მაგის დაცინვას უნდა ვუსმინო მთელი დღე
-არ დაცინებს ნუ გეშინია.
-ისე ცოტნეს ჩვენთან რა უნდოდა? _ღიმილით გახედა გოგოს
-რავიცი, ასე მითხრა როცა ორნი წვებიანო უკეთესად თბებიანო და ჩემთან დაიძინა
-ვიბლიანი აღარ ხუმრობს, აუუ დიანას სახე დილით რომ მაგას გაიგებს
-არ გაბედო და არავის უთხრა იცოდე
-კარგად გავერთობით
-არა და მორჩა. ბიჭები დღეს გვიანობამდე იძინებენ ალბათ. გუშინ გაათენეს. _ოთახში თათია შემოვიდა
-დილამშვიდობის გოგოებო
-ჰეი თათ როგორ ხარ ამ დილით?
-ყავის ხასიათზე _სზარეულოში დიანა შემოვიდა
-ჰეით არ იცით ცოტნე სადაა? ოთახში ვიყავი და არ დამხვდა
-ვიცით _მრავლისმეტყველად უპასუხა ინგამ
-არ მეტყვი?
-ჩვენს ოთახში, ელენას საწოლში. ისიც ხომარ გაინტერესებს როდის დადის ტუალეტში
-არა არ მაინტერესებს _მიახალა აშკარად გაღიზიანებულმა დიანამ
-რაიყო რატო ეძებდი? _დიალოგში ჩაერია ელენა
-საქმე მქონდა, შენ შეგითანხმო?
-მომისმინე დიკო. ცოტნეს და შენი ურთიერთობა წარსულს ჩაბარდა. ახლა ცოტნე ჩემთანაა და ჩემთან იქნება სამუდამოდ. ეს მინდოდა მეთქვა. საქმე ცოტნესთან კი მოიცდის იმიტომ რომ ახლა მას ჩს ლოგინში ძინავს
-გგონია ცოტნე შენთან გაჩერდება? როგორ გეტყობა რომ საერთოდ არ იცნობ.
-შეიძლება მე ცოტნეს არ ვიცნიბ მაგრამ არც მისი ნაშა ვარ, შენგან განსხვავებით. ახლა კი საყვარელო მიირთვი შენი ყავა და გადაყლაპე ეგ გესლიანი ენაც
-რატომ ფიქრობ რომ ცოტნეს დაგითმობ?
-მაგაზე ფიქრით თავს არ დავიღლი და დასათმობიც არაფერია.
-ეგ არ შეგრჩება
-ვის რა არ შერჩება ? _ოთახში ნინი შემოვიდა
-არაფერი საყვარელო, დიანა თავის დაქალს ელაპარაკებოდა მობილურზე
-ჰოო? საინტერესოა
-დილამშვიდობისა ყველას _ოთახში ილია ირაკლი და გაბრიელი ერთად შემოვიდნენ.
-ინგა რაგჭირს რა ფერი გაქ? _კითხა ილიამ და თათიას კისერში აკოცა.
-გუშინ გავცივდი გიორგის გამო
-შენ დაიწყე თამაშიე დავამთავრე ჭარხალა
-გიორგი იცოდე ერთხელ კიდე ჭარხალას დამიძახებ და..
-დილით წყლით გაღვიძებ ხო?
-უარესი, ჯერ მოგკლავ, მერე შენ ხორცს ნაწილებად დავჭერი და დავაბლენდერებ ბოლოს საზოგადოებრივ ტუალეტში ჩავრეცხავ რომ ვერავინ მიხვდეს მე რომ ვიყავი შენი ჯოჯოხეთში მოხვედრის მიზეზი
-ნუ მემუქრები, არ გიხდება ლამაზო
-ნერვებს ნუ უშლი . ელენა ყავა გამიკეთე რა გეხვეწები
-საჭმელს ვაკეთებ ცოტნე
-მე გაგიკეთებ _გამოვიდა სიტყვაში დიანა
-იყავი დიო გავაკეთებ მე _გაუღიმა ელენამ
-აქ ცოტახანში ომი წავაა იმისდედავატირე მეორე მოსაგონი იქნება
-არანაირი ომი არ იქნება ილო არ იდარდო _გამხიარულდა ელენა და ცოტნეს ჭიქა მიაწოდა
-ისე, ინგა რასაპირებს ახლა ბორჯომში დარჩები? _ჰკითხა ცოტნემ
-ცოტახსნი კი და მერე ისევ თბილისში დავბრუნდები
-თბილისიდან ხარ? სადმე სწავლობ?
-კი, ილიაუნიში სამართალზე
-წითური სამართალზე. ასწორებს. _ჩაილაპარაკა გიომ უფრო თავისთვის
-რაგვარიხარ?
-მიქელაძე. ინგა მიქელაძე. რატომეკითხები?
-რავი, აჭარელი ხარ?
-კარენოი _გაეცინა ინგას
-მევასება აჭარა.
-თურამე ზაფხულში არდადეგები მოვიწყით და შუამთობაზე დავეშვათ ჩემთან.
-აუუ ერთხელ ცეკვით ვიყავი შუამთობაზე რამაგარია იციით არუნდა გამაზო კაცმა შესაძლებლობა რომ გექნება
-ხოდა გეპატიჟებით. შენ არა გიო, ტყუილად იმედიც არ გქონდეს
-ჩემგარეშე თუგაძლებ ბაზარი არააა
-რატომ ვერ გავძლებ ვითომ
-ვნახოთ _გაუღიმა ბიჭმა და სიგარეტს მოუკიდა
-ამათ ხელში მალე მოწევას დავიწყებ _განაცხადა თათიამ და მაგიდაზე თეფშები გააწყო.
-ბავშვებო გუშინ ვნახე ფეისბუქზე ბორჯომში მაგარი 'ტუსოვკა' იჩითება 3ისთვის დავეშვათ? _ყველამ ერთხმად გამოაცხადა თანხმა
-ოქროს ხელები გაქვთ რაა
-ელენაზე ან ინგაზე ნაკლები ცოლი ვინც მოიყვანოს იმას მოუტ*ყან კარგის ტ*აკი _ სუფრას მიუჯდა გაბრიელი.
-ჩვენ რას გვერჩი ? _წაიწიკვინა დიანამ
-საჭმლის კეთებას რომ ისწავლი მაშინ შენზეც დავაგინებ _ყველა გამხიარულდა. მხოლოდ დიანა იჯდა მოღუშული სახით და შურით სკდებოდა როცა ელენას და ცოტნეს ხელჩაკიდებულ ხელს უყურებდა. <ნერვები დამაწყდა უკვე. ვინარის ეს სოფლელი ცოტნესთან ასე ახლოს ყოფნის უფლებას რომ აძლევს თავს. მე დიანა არ ვიყო შენთუ ერთი წუთი ბედნიერად იგრძნო თავი ციტნესთან ძუკნა>
-რაგჭირს დი ?
-არაფერი ირაკლი უბრალოდ წუხელ კარგად არ მეძინა
-რაღაც არ გავხარ უძინარს.
-არა მართლა ეგრეა _საჭმლის ჭამას მორჩნენ. ბიჭები ეზოში მოსაწევად გავიდნენ, დიანა ოთახში ჩაიკეტა. ნინი, თათია, ინგა და ელენა კი მაგიდას და სახლს ალაგებდნენ თან გაუთავებლად ლაპარაკობდნენ.
-ისე თათა შენ და ილიას რა ურთიერთობა გაქვთ?
-ცოლქმარი ვართ
-ღადაობ ხო? _გამოშტერდა ელენა
-არა რა ვღადაობ, უკვე 6თვეა
-ვაფშე არგავხართ ცოლ-ქმარს
-რატომ? _გაეცინა თათიას
-არ ვიცი უბრალოდ.
-მალე თქვენ დეიდები და ილია მამიკო გახდება. უბრალოდ არ ვიცი როგორ ვუთხრა
-ღმერთო ჩემო! არარსებობს, აი ეგ უკვე პიკი იყო _გაოცებული ელენა აზრზე ვერ მოდიოდა
-რამე ძაან მაგარი გაუჩალიჩე_დიალოგში არანაკლებ გახარებული ინგა ჩაერია
-ვნახოთ, მოვიფიქრებ რამეს. _სულ მალე ყველაფერი პრიალებდა. სახლში სისუფთავის სასიამოვნო შეგრძნება სუფევდა. გოგონებმა მომზადება დაიწყეს. ინგამ ელენას ტანსაცმლიდან ცისფერი მოკლე კაბა და სტაფილოსფერი ტოპი ითხოვა და ნინის თეთრი კედები შეუხამა. თათიამ ვარდისფერი კომბინიზონი, ელენამ შავი მუხლებზე დახეული შარვალი, თეთრი მაისური და თეთრი კეტები ჩაიცვა. ნინიმ ელენას ჯინსის ღილებიანი კაბა და შავი ბრეტელებზე მაისური ჩაიცვა, მოსაცმელი და შავი კედები შემოსასვლელში დააწყო და აწუწუნდა
-აუ ბავშვებო თმას რა ვუყო. არ მომწონს მომბეზრდა უკვე ეს კულულები და ხუჭუბობა. აღარ მინდა რაა, აღარ შემიძლია
-გიხდება საყვარელო როგორც გაქვს ისე დაიტოვე. _მიეფერა თათია
-აუ თათი ვაფშე არმომწონს
-არ მართლა საყვარლობაა _გრძელი წითელი თმა გაშლილი დაიტოვა და კედები ჩაიცვა ინგამ. ოთხივე ერთად გავიდა გარეთ. ბიჭებს მანქანები უკვე გაემზადებინათ
-ამათ გამო დღეს შარს ვნახავთ, ძაან საყვარლები ხართ 'ძევოჩკებო' _გაეცინა გაბრიელს და საჭეს მიუჯდა.
-განაწილდით ახლა ძვირფასებო და წავედით რა _ელენა, ნინი, ინგა, თათია და დიანაც კი მერსედესსში ჩანდნენ, ბიჭები მინივენში. საჭესთან ელენა იჯდა. ბორჯომამდე მთელი გზა მხიარულობდნენ და მუსიკებს მაქსიმალურ ხმაზე უსმენდნენ. ამინდიც ხელს უწყობდა თინეიჯერების მხიარულებას.
-აუუ გოგოებო მოვიფიქრე. ილიას ბავშვის ამბავი აქ ხომარ უთხრა?
-გინდა რაღაცეები ვიყიდოთ. მაგალითად ბავშვის საწოვარა ან წინდები და შევუფითოთ რომ იწვალოს
-აუუ ძაან ჯიგრები ხართ რაა. _გოგოებმა ბორჯომამდე ყველაფერი მოაგვარეს. არცერთი არაფერს არ იმჩნევდა.
-როგორ იმგზავრეთ ხომარ დაიღალე _ელენას ხელი გადახვია ცოტნემ
-არა, ვაფშე
-რახდება ძაან ბედნიერი ხარ რაღაც.
-იმიტომ რომ ასეა საჭირო
-რახდება მითხარი რა
-მაგას ჯობია წამო ვიცეკვოთ _წყვილი ცოცხალი მუსიკის ფონზე ცეკვავდა და ყველას ყურადღებას იქცევდა. ბედნიერებისგან სახეგაბრწყინებული გოგონას ყურება ცოტნეს გულს ახარებდა და თვითონაც ბედნიერი შესცქეროდა საყვარელ ქალს. ელენას ტელეფონმა დაურეკა
-მოვდივარ ამწუთას _ცოტნეს ხელი დაავლო და ბავშვებთან მიარბენინა. ტელეფონზე ვიდეო ჩართო და თათიას დაელოდა
-ესეიგი ჩემო საყვარელო ქმარუკა. შენთვის მაქ ძალიან მაგარი საჩუქარი. მოდი ერწამს ჩემთან რა _მოქაჩა ხელზე.
-აუ თათია ეხლა თუ რამეს მიჩალიჩებ იცოდეე...
-არა ძვირფასო არაფერს არ გიჩალიჩებ გეფიცები. ეს გახსენი _ხელში შეფუთული ყუთი მისცა
-რაარიი? _ნერვიულად ხსნიდა ილია. ყუთში აღმოჩენილმა ნივთმა შოკში ჩააგდო. გაოცებული სახით ამოიღო საწოვარა და ყველას აჩვენა. თმაში ხელი დაბნეულად შეუცურა
-მალე მამა გახდები ილია _თვალები უბრწყინავდა თათიას. ბიჭი გონს მოვიდა. ჯერ გოგოს ეცა და ჰაერში დაატრიალა. მერე სათითაოდ ყველასთან მივიდა საწოვარას აჩვენებდა. ბოლოს ხალხში სირბილი და 'მალე მამა გავხდები'ს ძახილი დაიწყო. ყველა ტაშს უკრავდა ბედნიერ წყვილს და ულოცავდა ახალ ბედნიერებას. ელენამ ცოტნეს გახედა. ასე გულწრფელად ვინმეს სხვისი ბედნიერება ახარებდეს პირველად ნახა და თვითონაც მთელი გულით გადაეხვია ილიას, რომელიც ყველა გამვლელს საწოვარას აჩვენებდა.
-გიჟია
-ძალიან უხარია ცოტნე რაქნას
-აუუ ბიძია გავხდები აზრზე ხარ? _შემომხედა და თათიას კიდევ გადაეხვია
-მალე პატარა გუგუსიანი გაჩნდება დედამიწაზე. _ილია სცენაზე ავარდა
-ჰეი, ხალხნო ერთი წუთი მომისმინეთ რაა. თათია ჩემი ბედნიერება ხარ, სიცოცხლის აზრი და ერთადერთი ქალი ვისთანაც მინდა მთელი ცხოვრება გავატარო. ხალხნო დღეს გავიგე რომ მამა გავხდები _თვალები აუცრემლიანდა ილიას -ეს ყველაზე მაგარი გრძნობაა რაც ოდესმე განმიცდია. ძალიან მიყვარხარ. შენ გარეშე ნულია ჩემი ცხოვრება. შენით ვსუნთქავ ჩემო ერთადერთო სიყვარულო. _ხალხი ბედნიერი და კეთილის მსურველი თვალებით უყურებდა ყურებამდე შეყვარებულ ბიჭს და ტაშს უკრავდა. ილია კი გაუთავებლად ეხვეოდა თათიას სანამ ბენდმა წყვილის საპატივცემულოდ 'მეუღლე გახდე' არ შეასრულა. ილია და თათია ერთად ცეკვავდნენ, მე და ცოტნე ერთად.
-ვიცეკვოთ ჭარხალა?
-შენთან?
-წამო, ვიცი ძალიან გინდა
-არ მინდა გიო
-კაი ნუ მებუტები. გცივა?
-არა
-აბა რა გაკანკალებს?
-უბრალოდ. _ბიჭმა ქურთუკი გაიხადა და ინგას ჩააცვა
-წამო ახლა ვიცეკვოთ _თბილად გაუღიმა ინგას და ხელი მოკიდა.
-ინგა აქ რაგინდა? ან ვინარის ეს ბიჭი_უცნობი ბიჭი წყვილს მიუახლოვდა
-ტატო რაგინდა რატომ მოხვედი?
-ვიღაცეებთან შენ დატასაობ და მე მეკითხები აქ რამინდა გოგო?
-რას ღრიალებ და ჯერესერთი გიო ვიღაც არაა. დაგავიწყდა ჩემბინაში ნაშა რომ აიყვანე და მერე სადღაც მიყრუებულში მანქანიდან ჩამომაგდე?
-უნდა ვილაპარაკოთ, წამოდი
-ხელი გამიშვი, არ მოვდივარ
-რასქვია არ მოდიხარ გოგო?
-გაუშვი ხელი, ვერ გაიგე რა გითხრა?
-შენ ვინ ჩემი ყ*ე ხარ? _გიორგიმ მუშტი პირდაპირ ყბაში დაარტყა და ბიჭი ასფალტს 'ჩაეხუტა'. ერთხელ ფეხიც დაარტყა
-სასიამოვნო იყო შენი გაცნობა _უთხრა და გრძელ თმაზე ხელი გადაისვა.
-წამო ინგა
-თუ გავყვები უკან ვერ დაბრუნდები და არც მოგასვენებ
-არ მგონია დაბრუნება მოუნდეს და ვინ ვის არ მოასვენებს ჯერ კიდე გასარკვევია _ინგას ხელი დაავლო და ხალხს შეერია. გოგომ მხრებზე ხელი დააწყო და გულზე მიეკრა. პირველად იგრძნო რომ გიორგი ძალიან მოსწონდა
-ხელი გტკივა?
-არა _უპასუხა და ზურგზე თბილად მიეფერა. გაბრიელი და ნინი, ირაკლი და დიანა ცეკვავდნენ ცოტნე და ელენა კი ამ დროს ბაღის ბოლოში სკამზე იჯდნენ. უფრო სწორად ელენა იჯდა, ცოტნეს კი მის კალთაში ედო თავი
-ამ წამს სამუდამოდ გავაჩერებდი _ხმამაღლა თქვა ცოტნემ. იგივეს ფიქრობდა ყველა. ელენა, გიორგი, ინგა, თათია და ილია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი anako

ძაან საყვარლები არიან ირიკუშ heart_eyes heart_eyes
მომწონს ძალიააან და ახალს ველოდები kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent