შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული თაობა 3


20-07-2019, 14:48
ავტორი ნიანო
ნანახია 1 626

თვალი რომ გავახილე პატარა ოთახში ვიწექი.. თავზე ვიღაცა ქალი დამტრიალებდა. ხელზე მილები რომ შევამჩნიე მაშინ მივხვდი, რომ საავადმყოფოში ვიყავი.
-ქალბატონო.._ლაპარაკის ძალა არ მქონდა. თეთრხალათიანი ჩემსკენ მობრუნდა და გამიღიმა
-თავს როგორ გძნობ?
-სად ვარ? ან როგორ მოვხვდი ?
-თელავის საავადმყოფოში. ვიღაცამ გამოიძახა უგონოდ გიპოვეს..
-ჩემთან ერთად ვინც იყო?
-არავინ ყოფილა._ გულში ბზარი გამიჩნდა.ნერვიულობისგან ჩამეძინა და შუაღამემდე მეძინა. ღამით კოშმარმა გამაღვიძა.. ის ტიპები რომლებიც ოთახში შემომივარდნენ და გიორგის ესროლეს მთელი ძალით მეჯაჯგურებოდნენ , მერე სადღაც წამათრიეს.. განწირული ვკიოდი, გიორგის ვეძაახდი დახმარებისათვის, მაგრამ ის არ ჩანდა.. ექთანი შემოვარდა ოთახში და სინათლე აანთო
-რა ხდება ჩემო კარგო?_თავზე ხელი გადამისვა და გამიღიმა
-მე.. მე.._ცრემლები მახრჩოდა,ვერაფერი ვთქვი
-მომიყევი რა მოხდა.. რა გადაიტანე
- ისინი შემოგვივარდნენ.. გიორგის ესროლეს.. მე კი.. მე გამაუპატიურეს..
-გიორგი ვინ არის?! სად არის შვილო
-ჩემთან ერთად იყო, ჩემთან ერთად უნდა გეპოვნათ
-არავინ იყო.. გზაზე გიპოვეთ უგონოდ..
-ჩემთან უნდა ყოფილიყო.. იქ უნდა ყოფილიყო_ისტერიკული ტირილი ამივარდა, ექმმა დამამშვიდებელი გამიკეთა.. ამჯერად კოშმარი აღარ მნახავს.. მხოლოდ მე და გიორგი ვიყავით.. მხოლოდ ჩვენ ორნი და სხვა არავინ..
....
საავადმყოფოდან სამი დღის შემდეგ გამწერეს.. სახლში როგორც მიცვალებული ისე ჩამიყვანეს.. სახლში მისულს ჩემი ბიძაშვილი დამხვდა.. მოულოდნელად ციხიდან გამოსულა.. მაგრამ ჩემზე არაფერი მოქმედებდა.. გინახავთ ცოცხალი მიცვალებული?.. მე ვიყავი.. არც სკოლაში დავდიოდი, ორ ლუკმას ვჭამდი ბებიაჩემის ცრემლების ხათრით.. დანარჩენი დრო კი ვიწექი და ეტაპობრივად ნიკას ვეკითხებოდი რამე ახალი ხომ არ იყო.. ამასობაში ცა და მიწა ამოაბრუნეს.. გიორგის ყველგან ეძებდნენ.. ლამის მტკვარი გააჩერა გიორგის საძმაკაცომ.. ვერსად მიაგნეს.. ვერც გიორგის და ვერც იმ ხალხს ვინც იმ ღამეს თავს დაგვესხა..უკვალოდ გაქრნენ.. ყველანი..
....
უნივერსიტეტთან ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუთხარი..
დიდი ჭიშკარი ჭრიალით გაიღო.. საყვარელი ადგილის ძებნაში დიდი დრო გავატარე.. უმისამართოდ დავდიოდი.. რიგებს ნელ-ნელ ნელა მივუყვებოდი.. ბოლოს როგორც იქნა მივაგენი.. ჩამოვჯექი.. ჩანთაში ხელსახოცი ვიპოვე და ქვას ნაზად გადავუსვი.. დიდხანს ვიჯექი ჩუმად.. სანამ სიტყვებმა თავისით არ დაიწყეს ამოსვლა..
-ჩემო ნაწილო.. ჩემო სიყვარულო.. სად ხარ?!.. სული სხეულს გამოეყო , რადგან შენ ვერ გხედავ.. დადის, დაფრინავს და შენ გეძებს.. იქნებ სადმე გიპოვოს, მაგრამ შენ არ ჩანხარ.. ჩემო ერთადერთო, რატომ ვერსად გპოულობ.. ასე უკვალოდ როგორ გაქრი.. არც ცუდი ვიცი შენზე, არც კარგი, ცოცხალი ხარ თუარა ისიც კი არ ვიცი.. შენ უბრალოდ სადღაც აორთქლდი.. ბედნიერება წამართვი.. უბრალოდ ხელი მოკიდე და გაიტაცე.. სად ხარ?! ყოველ ღამე აივანზე ვდგავარ და მზეს ველოდები.. მგონია, რომ თან გამოყვები.. მაგრამ შენ არ ხარ.. არ ჩანხარ..იმ დღის მერე სუნთქვა შეკავებული ველოდები შენს გამოჩენას..შენს გარეშე ჰაერი არ მყოფნის ამ სამყაროში.. შენს გარეშე არაფერი არსებობს.. გახსოვს? გეუბნებოდი მინდა წარმატებული ფინანსისტი გავხდე მეთქი.. გავხდი.. ყველაფერს მივაღწიე.. მაგრამ.. შენ?! შენ აკლიხარ ჩემს სამყაროს... შენს გარეშე ადგილს ვერ ვპოულობ...მანადგურებს იმაზე ფიქრი რომ შენ სადღაც არსებობს.. სადღაც სადაც ვერ გპოულობ.. ვიცი, რომ ასეა.. შენ ვერ მოკვდებოდი.. უფლება არ გქონდა ამის.. ვერ დამტოვებდი მაშინ , როდესაც ყველაფერი ახალი დაწყებული გვქონდა.. ერთი დღეში ვერ მიმატოვებდი.. შენ ასეთი არაკაცი არ ყოფილხარ.. ვიცი რომ გიყვარდი... ვიცი რომ გადარდებდი.. ასე ვერ მომექცეოდი... ვიცი... ვიცი სადღაც ხარ.. სადღაც არსებობ.. მაგრამ სად.. სად ხარ...
არ ვიცი რამდენ ხანს ვიჯექი გიორგის საფლავთან.. საფლავიც არ ერქვა.. როდესაც მისი სხეული ვერ ვიპოვეთ, ოჯახმა მოსაგონარი გაუკეთა ცარიელი სამარხით.. მაგრამ მე მჯეროდა, მთელი ამ წლების მანძილზე მჯეროდა რომ ის ცოცხალი იყო..
უკვე ღამე იყო როდესაც სახლში მივედი.. კარში ლადო დამხვდა , ჩემი შვილი..
-დე მოხვედი?რატო დაგაგვიანდა?
-მეგობარს გავუარე და შევყევი ლაპარაკს..
-ვინ მეგობარს.._ეჭვის თვალთ შემომხედა ბავშვმა
-არ იცნობ დე..
..
გადაღლილი ოთახში შევედი და წამოვწექი.. მალევე ჩამეძინა მაგრამ ტელეფონის ხმამ გამაღვიძა
-ქალბატონო თათა, მაიკო ვარ ჟურნალიდან , იცით ხვალ ინტერვიუზე მინდა მოსვლა, თქვნი ისტორიით რედაქტორი დაინტერესდა და მირჩია რუბრიკა მთლიანად თქვენთვის დამეთმო.. შესაძლებელია რომ მოვიდე?
-იცით ხვალ ძალიან დაკავებული ვარ მთელი დღე, მნიშვნელოვანი შეხვედრები მაქვს..იქნებ საღამოს ჩემთან სახლში.. უფრო მყუდრო გარემოა და ვფიქრობ მონათხრობიც უკეთესი გამოვა..
-კარგით მაშინ ხვალ საღამოს რვა საათზე მოვალ.._წკაპ.. ტელეფონი დამიკიდა.. უცნაური მაგრამ ენთუზიაზმით სავსე გოგონა იყო.. მახსოვს პიველად რომ შემოვიდა ჩემს კაბინეტში..პირდაპირ მომვარდა ჩემი პიველი სტატიაა და გადამარჩინეთო.. ჩემი თავი გამახსენდა მის ასაკში..იმდენად დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობდი პიველ წლებში რომ ჩემი შვილის გარდა არავინ მახსოვდა..
სამზარეულოში გავედი და ყავა დავისხი.. ლადოს ტახტზე ეძინა.. ვერ გავიმეტე გასაღვიძებლად, თხელი პლედი მივაფარე და აივანზე გავედი..
ვფიქრობდი რა უნდა მომეყოლა ხვალ იმ გოგონასთვის.. ჩემი ისტორიის რომელი ნაწილიდან დამეწყო..არ მინდოდა ყველაზე მტკივნეულ თემებს შევხებოდი..
...
გიორგის გარდაცვალებიდან რვა თვე იყო გასული ..ნოემბერი იყო.. ახლაც მახსოვს.. სკოლიდან წამოსული გზაზე ვიყინებოდი ისე ციოდა.. უცნაური სუსხი იდგა.. არც წვიმდა.. არც თოვდა..გიორგის სახლთან ჩავიარე..
„იყიდება“ ეწერა დიდად კედელზე..
გიორგის ოჯახი ზაფხულში აიბარგა და არც კი ვიცი სად წავიდა.. სახლი კი დაკეტეს.. მყიდველი არადა არ გამოჩნდა.. უცნაური სევდა მქონდა გულზე დაწოლილი..
სახლთან მისულს კართან კალათა დამხვდა.. ბავშვის კალათა.. ბავშვთა სახლისთვის ვერ გავიმეტეთ.. მამაჩემი სახელი ლადო დავარქვით და ჯერ ბებიამ , შემდეგ კი მე როგორც საკუთარი შვილი ისე გავზარდეთ..
...
იმ წელს ბებიაჩემიც მივაბარე მიწას.. და ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა..სკოლა დავამთავრეთუარა კოლეჯში წავედი.. შემდეგ როგორც კი საშუალება გაჩნდა უნივერსიტეტში ჩავაბარე.. ხან სად ვმუშაობდი, ხან სად.. ბოლოს კი ამ ფირმაში აღმოვჩნდი.. უფროსი ფინანსისტის ვაკანსიაზე..
„გეო“ ჩემი სახლი გახდა..მთელ სულსა და გულს მასში ვდებდი.. იცით ჩემი თავით რატომ ვამაყობ?! ჩემი თაობა 90-იან წლებში დაიკარგა.. მაგრამ საყვრელი ადამიანების დაკარგვს ტკივილმა და ლადოს გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში მომცა იმის ძალა, რომ ფეხზე წამომვმდგარიყავი.. არ მივეცი იმ წლებს ჩემი დაჩაგვრის და უკან დაქაჩვის საშუალება.. ვიცოდი რას ვაკეთებდი და რაზე მივდიოდი.. ყოველ დღე როდესაც სახლიდან გავდიოდი, ჩემი დეიდაშვილის გაყოლა მჭირდებოდა, რომ სახლში დავბრუნებულიყავი.. ხშირად დაგვიძინია ავტომატის კაკანს ხმაზე.. მაგრამ მაძლიერებდა ერთი რამ.. გიორგის ცხედარი კვლავ არ ქონდათ ნაპოვნი.. იმედი მესახებოდა , რომ ცოცხალი იყო.. ერთ დღესაც დაბრუნდებოდა , მაგრამ რაც უფრო გადიოდა დრო, იმედი უფრო და უფრო მეკარგებოდა..
...
ჟურნალისტი გავაცილე და ლადოს ოთახში შევიხედე, ეძნა.. შუბლზე ვაკოცე და გარეთ გავედი.. სუფთა ჰაერი მჭირდებოდა.. დიდხანს დავდიოდი საყვარელ ქუჩებში.. პლეხანოვზე მთელმა ჩემმა ახალგაზრდობამ გაიარა.. იქ სადაც ადრე გავლისაც კი მეშინოდა მარტოს, მითუმეტეს ღამთ, ახლა მორცხვად მესალმებოდნენ.. ვუყურებდი სკვერში დამსხდარ ახალგაზრდა გოგო ბიჭებს და გული მეკუმშებოდა, როცა წარმოვიდგენდი რამდენი ადამიანი გაუუბედურებიათ იმ ადგილას..მაგრამ ბედნიერი ვიყავი რომ შეეძლოთ ასე თავისუფლად ყოფნა.. ჩვენი ნანატრი თავისუფლება შვილების თაობას ერგო .. ჩემ ძველ კორპუსს რომ მივუახლოვდი ყველაფერი თვალწინ დამიდგა.. ჩემი ამ ქალაქში გადმოსვლა.. უბნის ბირჟა.. გიორგი.. იმ მომენტში თავი ოცი წლით უკან მეგონა.. მეგონა ყველაფერი კარგად იყო.. ვფიქრობდი _ აი ახლა გიორგი გამოიხედავს თავისი უძიროდ მწვანე თვალებით და მერე ყველაფერი კარგად იქნება.. მერე სირბილით ავალ კიბეებზე და ფანჯრიდან დავაკვირდები ..
ვიგრძენი რომ უკნიდან ვიღაცა მომიახლოვდა.. ჩემი ფიქრებიდან გამორკვეული სწრაფად შევტრიალდი..
-გამარჯობა თათა...



№1  offline წევრი anako

ვაიმე დედა ოცი წელი გავიდა?
და ეს გიო იყო?
იმდენი კითხვები მაქვს რომ რა ვიცი
მოკლედ ახალს ველოდები და გეტყვი რომ ძAან მომწონს ეს ისტორია

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

თითოეული კომენტარი რომ შენთვის სტიმულია ვიცი...
ამიტომ უნდა გითხრა რომ ძალიან კარგად წერ ❤️
დამაინტრიგებელია და გითრევს, საკმაოდ დიდი ხანია არაფერი წამიკიტხავს საიტზე და ამ ნაწარმოებმა სათაურიდანვე ჩამითრია ❤️❤️

 


№3  offline წევრი ნიანო

power
ვაიმე დედა ოცი წელი გავიდა?
და ეს გიო იყო?
იმდენი კითხვები მაქვს რომ რა ვიცი
მოკლედ ახალს ველოდები და გეტყვი რომ ძAან მომწონს ეს ისტორია

ოცი წლის წინანდელ ისტორას იხსენებს სტატიისთვის... ვნახოთ გიო იყო თუ არა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent