შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქროს შუალედი / ნაწილი მესამე /


20-07-2019, 17:01
ავტორი იაგამი
ნანახია 2 103

***

უნდა არსებობდეს თვალის ფოტოგრაფია. აი, ასე წკაპ და შეგეძლოს ბედნიერი მომენტების დაფიქსირება, როცა შენი სახე ღიმილით ივსება, გული სიხარულით, ტვინი ბედნიერების იმპულსებით, მუცელი კი პეპლების თავშესაფარს ემსგავსება. აუცილებელია მისი არსებობა და თუ ეს შესაძლებელი გახდება, მაშინ ფოტოგრაფია იქნება ყველაზე ლამაზი ხელოვნება,
ყველაზე გულწრფელი და უანგარო, რადგან არაფერს შეუძლია სინამდვილის დანახვა და სააშკარაოზე გამოფენა ისე,
როგორც თვალებს..

თქვენ თუ მკითხავთ რა ფერისაა ბედნიერება მე გეტყვით, რომ იგი ანიკას თვალის ფერია. ასე, სილურჯიდან ცისფერებში გაფანტული
და მერე,
სადღაც ნაცრისფერში გადაკარგული.
სიხარულისგან ერთ ადგილას ვერ ეტეოდა. თითქოს თვითონ გაიზარდა, ან ოთახი დაუპატარავდა. ნამიანი თვალებით ალაგებდა ჩემოდნებს. მალე დაემშვიდობებოდა ამდენი წლის ნამოსახლარს და მაინც ფიქრობდა რომ არცერთი წამით არ მოენატრებოდა აქაურობა, რადგან საქართველო ყველა ტკივილს უმკურნალებდა,
ან ვიღაც სხვა,
სულიერი შეძლებდა ამას. ანიკას ბედნიერების სტადია უმაღლეს მწვერვალებს იპყრობდა.
მალე ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა..
ყველაფერი უკეთესად.
ნინია დიდიხანი დადიოდა უმისამართოდ ოთახიდან ოთახში. მისი ფიქრები ქაოსურად მოძრაობდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. ფიქრობდა მის განვლილ ცხოვრებაზე და გული ეწურებოდა ამ უსამართლობისგან.. ვერ ხვდებოდა ღმერთმა ამხელა განსაცდელი რატომ მოუვლინა, თუმცა ერთი იყო, გულმოდგინედ აბარებდა ცხოვრების ყველა გამოცდას, ანიკას გამო ყველაფრის გაძლება შეეძლო.
ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ ნახევარი ცხოვრება უკვე გავლილი ჰქონდა. ბევრი ეცადა, თუმცა ქმრის დაღუპვით გამოწვეული ტკივილი ვერაფრით შეიმსუბუქა. რამდენი წელი იყო გასული მასშემდეგ, ნინია კი ყოველ ღამით თავიდან კვდებოდა ქმრის გარდაცვალებასთან ერთად. მის უზადო და ლამაზ სზეულს ყოველთვის შავი ფერის სამოსი ფარავდა, გულს კი ოქროს კულონი უმშვენებდა, სიყვარულის სახსოვარი.
განა რამდენი დროა საჭირო ვინმეს დადავიწყებლად ? ხუთი წლი? ათი თუ თხუთმეტი? მაშინ თუ ეს ვინმე მკვდარია და ჩვენი გულიც თან გაიყოლა, რა ხდება ამ დროს ?! ვინ დაუწესებს დროს ტკივილების განკურნებას, ან საერთოდაც არის კი შესაძლებელი..
სამწუხაროა, როცა ადამიანები კვდებიან მათ სიყვარული თან არ მიაქვთ, ჩვენ გვიტოვებენ და მარტო ყოფნას გვასწავლიან ჩვენს გრძნობებთან.

იმ ღამით თითქმის აღარ უსაუბრიათ, ვახშმობაც კი გადაავიწყდათ. ორივეს ერთი საფიქრალი ჰქონდა და სხვა დასხვა მოლოდინი...

მეორე ღამის ოთხ საათზე დაეშვა თვითმფრინავი კოპიტნარის აეროპორტში. ხუთზე უკვე სადარბაზოსთან იდგა ნინია და ანიკა. მათი დაბრუნების შესახებ არავინ იცოდა, მათ გარდა.
ანიკას ემოციემბა პიკს მიაღწიეს უსახელოს დანახვისას.. მის ხეს შეახო თითები და კანკალმა აიტანა. მისი მიწის სიდიადე, სამშობლოს სურნელი იგრძნო. ნინია უყურებდა შვილს და ბოლომდე რწმუნდებოდა გადაწყვეტილების სისწორეში. ადრე თუ გვიან მიწა აუცილებლად იბრუნებს თავის შვილს. ცოცხალს თუ მკვდარს მნიშვნელობა არ აქვს,
მიწა ყოველთვის იბრუნებს თავისას.

ჩუმი ნაბიჯებით აიარეს ოთხი სართული. ჩემოდნების გამო რამდენჯერმე მოუწიათ ასვლა-ჩამოსვლა.

უდიდესი სიფრთხილით მოქმედებნენ. ტულბუხინს არ ურღვევდნენ მკვიდრ მყუდროებას.

საერთო აივანი ისეთი მოვლილი იყო, ვერავინ იფიქრებდა, რომ წლები არავის უცხოვრია მახლობლად. ყველა ყვავილი უკლებლივ ეწყო სპეციალურ თაროებზე და სემირამიდის ბაღებს წააგავდა მისი სიდიადით.
ვინ იცის დღეს უკვე მერამდენჯერ ატირდა ნინია. ხვდებოდა სამეზობლოს როგორ უჭირდა დანელიების წასვლა და მათი მწუხარება ყვავილების მოვლა-პატრონობაში გაუხარჯავთ. ბედნიერების ცრემლები ღვარა-ღვარა ცვიოდა ლურჯი თვალებიდან და აივნის კიდეზე, უსასრულობაში იკარგებოდნენ. გასაღები ხელის კანკალით მოარგო საკეტს და მძიმედ შეაღო წლების წინათ გამოკეტილი კარი.

თქვენ გიგრძვვნიათ როგორია სიძველის სუნი, ან მონატრებას თუ აუწვავს თქვენთვის ცხვირ-პირი? იქნებ მოგონებები დაგჯახებიათ პირდაპირ გულზე, თან მტკივნეულად..
უმძიმესი ღამე იყო, თან ბედნიერი. მთელი ღამე გაათენა დედაშვილმა სახლის მოფერებაში. ყველგან ვიტალის კვალი იყო.
ყველაფერი დანელიების სურნელს აფრქვევდა. თითქოს თორმეტი წლის ნაგროვები წყენა ერთად ამოხეთქა სახლმა. თითქოს სპეციალურად იყო ყველაფერი ასე ნათლი და ასე უცვლელი, რომ სამაგიერო გადაეხადა, მიტოვებისთვის.

ემოცირად გადაღლილ ანიკას თავის ოთახში ხალიჩაზე ოთხად მოკეცილს ჩაძინებია.. კართან მდგარი ნინია ისევ ტიროდა ცხარე ცრემლით, ვერ იკავებდა თავს, ყელში უჭერდა ყველა გრძნობა და ყველა განცდა.. ფრთხილად ააწევინა შვილს თავი და რბილ ხალიჩაზე ბალიდი დაუდო, თხელი პედიც გადააფარა და ფეხაკრებით გაიხურა კარი.

გამთენიის ხანი იდგა. ოთახში, მთავარი კედლის საათი საღამოს ათ საათს აჩვენებდა.. ტუჩის კუთხე ჩაუტყდა ნინიას გაჩერებული საათის შემხედვარე. თორმეტი წელი რას უნდა გაეძლო, როგო უნდა გაეძლო, ანდაც. მაჯის საათს დახედა, გათენებას ამცნობდა ციფრები, დილის შვიდი საათი სრულდებოდა.. სასაფლაოზე გასვლა გადაეწყვიტა დანელიების ქალს. თავსაფარი მოიხვია და ჩუმი ნაბიჯებით გაიარა მთელი სადარბაზო. იქვე მიძინებული ტაქსის მძღოლი გააღვიძა და მისამართი უკარნახა. რამდნეიმე წუთში საფლავებს შორის მიიკვლევდა გზას. შუა ადგილში მუხის ხის ძირში შეჩერდა და საფლავის ქვას შეავლო მზერა. გული მოუკვდა ვიტალის სახე, რომ დალანდა. ფეხები მოეკვეთა თითქოს. არ უნდოდა დაკრძალვის დღის გახსენება, თუმცა ფიქრები ერთმანეთს მიწყობილ კადრებს თვალწინ უწყობდა საბრალოს. საფლავის ქვასთან ჩამოჯდა და ხელის ზურგით მიეფერა გამოსახულებას.. ერთიანად ამოფეთქა ყველა მოგონებამ, ყველა გათენებულმა ღამემ და მძლავრმა ტკივილმა გული გაუღადრა ქალს.. მისი გულამოსკვნილი გლოვა ისმოდა საფლავებს შორის და არავინ ჰყავდა დამწყნარებელი მარტოდ დარჩენილს.. წყვილი მხოლოდ ცრემლი შემორჩა.
- არ უნდა მიგეტოვებინე გესმის? არ უნდა წასულიყავი ჩემგან. შენ მპირდებოდი რომ სულ ჩემს გვერდით იქნებოდი. მპირდებოდი, რომ ბევრი შვილი გვეყოლებოდა და ბედნიერ მომავალს მაჩუქებდი, ასე რატომ მომექეცი მითხარი..
ხელებს ჰაერში ასავსავებდა და ფიქრის უნარი ნელ-ნელა ერთმეოდა..
- ან წამიყვანე ჩემო სიცოცხლე ან სიყვარულის უნარი წამართვი. ნუ მკალვ, ნუ მანადგურებ..
ამოხრიალა სასოწარკვეთილმა და კაცის მომღიმარ გამოსახულებას ცრემლიანი ტუჩები მიაკრო.

• გარიჟრაჟზე ამოწვერილმა მზის სხივებმა ოთახის თბილი მყუდროება დაურღვია ანიკას. გვერდი იცვალა და საპირისპირო მხარეს დაწვა, თუმცა მაინც ვერ მოისვენა.. ფრხილად გასწორდა მხრებში, მიუხედავად იმისა რომ რბილ ხალიჩაზე ეძინა სხეულში გაჩენილი დისკომფორტი უსიამოვნოდ ტეხდა. ოთახები დაიარა, ნინიას ეძებდა, თუმცა ვერსად იპოვა. მიხვდა, რომ საფლავზე გავიდოდა. სწრაფად მოწესრიგდა და ყველა სარკმელი გამოაღო, რაც სახლში ნახა.. კარები ფართოდ გამოხსნა და აივანზე მთქნარებით გავიდა. იცოდა მეზობლების კარკელვეული რაოდენობა უკვე გარეთ დახვდებოდა და სპეციალურად არ გაუხეხავს მათკენ.. ვინაიდან თითო სართულს, საერთო აივანი ჰქონდა, შეუძლებელი იყო არ შეემჩნიათ დანელიების სახლიდან მთქნარებით გასული ახალგაზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბინის ყიდვაზე დიდი მოთხოვნა იყო, ამას არავინ ეთანხმებოდა და არ უნდოდათ დაეჯერებინათ, რონ ნინია სახლს გაყიდდა.. მეოთხე სართულის პირველ ოჯახში მცხოვრები დალი ბებო დილითან აივანზე ჯდებოდა ხოლმე და ყველაფერს ათვალიერებდა, შესაბამისად არ გამორჩა ახლაგაზრდა ქალბატონის აივანზე გამოსეირნება და გულისწყვეტამ თვალის კარიბჭეზე მოაყენა ცრემლები..
- დალი ბებოს გამუმარჯოს!
ბედნიერად დაუყვირა გოგონამ.
ქალს ერთი გადაუტრიალდა ვინაა ამის დალი ბეებოო, მაგრამ გამარჯობაო მაინც მიაძახა და უსახელოსკენ გაექცა უეცრად მზერა.. ერთხანს ასე უყურა სხვაგან არსად გაუხედავს. მერე თითქოს ტვინში რაღაც გადაუტრიალდაო დენდარტყმულივით შემობრუნდა გოგონასკენ
- ანიკა, ბებო
გახარებულმა დაიძახა და ცრემილიანი თვალებით წავიდა მისკენ. ანკაც პატარა ბავშვივით გამოიქვა და ლამის გაჭყლიტა საბრალო ქალი.. ორივე ერთად მოთქვამდა. ბედნიერების ცრემლებად ირვრებონდენ ქალბატონები. გაჭირვებით ამოისუნთქა სიხარულის სინდრომით გაჟღენთილმა და ომახიანად შესძახა ბინას :

- ტოლბუხინო, გაიღვიძეთ ჩვენი ციცინათელები, დაბელიები დაგვიბრუნდნენო..

დაახლოებით მინდა იგრძნოთ, რაც იმ წამს მოხდა ან, რაც დღის განმავლობაში ხდებოდა. უფრო ახმაურდა, ისედაც მჩქეფარე რიტმის სამეზობლო.. გაზრდილი და გალამაზებული ოჯახით აღნიშნავდნენ ქალბატონების, ჩინის თვალების დაბრუნებას.. ნინია უკვე ბინასთან იდგა და ემოციებისგან დაცლილს, ბედნიერება სახეზე ეწერა. დაუბრუნდა სანუკვარ ოჯახს, დაუბრუნდა მისი სიყვარულის ბუდეს, ამაზე ტკბილი რა შეიძლება იყოს ცხოვრებაში, როცა იცი რომ გელოდებიან და შენც ახარებ.
ასე ტკბილი,
ასე ლამაზი შემოდგომა ჯერ არ ენახა ტოლბუხინს..
ასე ყვითელი არ მოხდომია არცერთ აგვისტოს..

თუმცა ანიკას თვალები სხვას ეძებდა,
სხვა ემოციას და როცა მისი მოთმინება ნერვებად დაწყდა,
ვიღაც გამოჩნდა ვისაც სული წამალივით ითხოვდა..


ძალიან ვნერვიულობ..
იმედი მაქვს მოგეწონებათ.
ბოლოს წინა ნაწილია, შემდეგი იქნება დასასრული. მინდა თქვენი იმედები გავამართლო.. ❤



№1  offline წევრი ნანა73

საინტერესოა ძალიან, მაგრამ შენიშვნა მაინც მაქვს... გვპირდები რომ მხოლოდ ერთი თავი დარჩა, სამივე თავი საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციით არის დატვირთული, თუმცა მოკლედ. ბოლო თავში სავარაუდოდ ვხვდები როგორ განავითარებ მოვლენებს. ეს კი ცოტა არასაკმარისი მგონია... არა, ძალიან კარგად წერ, რომ დამაინტერესა ისტორიამ იმიტომ ვაკეთებ კომენტარს. ვისურვებდი უფრო ვრცლად მოგეყოლა მშობლიურ მიწაზე დაბრუნებული ოჯახის, ახალი ცხოვრების დაწყების და აქ დამხვედრი ადამიანების შესახებ. blush ❤️

 


№2  offline წევრი იაგამი

ნანა73
საინტერესოა ძალიან, მაგრამ შენიშვნა მაინც მაქვს... გვპირდები რომ მხოლოდ ერთი თავი დარჩა, სამივე თავი საკმაოდ ამომწურავი ინფორმაციით არის დატვირთული, თუმცა მოკლედ. ბოლო თავში სავარაუდოდ ვხვდები როგორ განავითარებ მოვლენებს. ეს კი ცოტა არასაკმარისი მგონია... არა, ძალიან კარგად წერ, რომ დამაინტერესა ისტორიამ იმიტომ ვაკეთებ კომენტარს. ვისურვებდი უფრო ვრცლად მოგეყოლა მშობლიურ მიწაზე დაბრუნებული ოჯახის, ახალი ცხოვრების დაწყების და აქ დამხვედრი ადამიანების შესახებ. blush ❤️


ძალიან დიდი მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის ნანა ❤ გულწრფელად მიხარია ყველა კომენტარი და დიდ სტიმულს მაძლევს..

რაც შეეხება ისტორიის დასასრულს, ჩემთვის პირველია და მეშინია მომაბეზრებელი არ იყოს დასასრული, ამიტომ ვამთავრებ ასე მალე.. შემდეგ ისტორიებში ალბათ მივეჩვევი საკითხის განვრცობას და უკეთესად გამომივა ყველაფერი..

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, იმედი მაქვს იმედებს არ გაგიცრუებთ❤

 


№3  offline წევრი browsky

♥️♥️♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი იაგამი

browsky
♥️♥️♥️♥️♥️


♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent