შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვანი - I


20-07-2019, 22:06
ავტორი პენელოპე
ნანახია 274

ცოდვანი - I

პროლოგი
„ეკლესიის კარებთან დადგა, თავი ჩაქინდრა და აწყლიანებული თვალების დამალვას ცდილობდა. პირჯვარი გამოისახა, მშვიდად ამოიხვნეშა, ერთი ნაბიჯი გადადგა და ჰარმონიულ სამყაროში, სიმშვიდეში გადაინაცვლა.
თითო ხატთან თითო სანთელი აანთო, თითოეულთან ბუტბუტებდა თავის ნატვრას, ან ცოდვას, ან პატიებას შესთხოვდა ღმერთს, ვინ იცის... თავზე მოხვეულ თავსაბურავს ძლიერად უჭერდა თითებს, ეშინოდა არ გადასძრომოდა და ვინმეს არ ეცნო, არ გაეგდო ეკლესიიდან.
წირვის დამთავრების შემდეგ მამაო გამობრძანდა, - აღსარების დრო იყო, ხალხი ირეოდა, თავიანთ ჯერს ელოდა მოუთმენელი.. რამდენი ადამიანის გული ფანცქალებდა, რამდენი ჰყავდა შიშს შეპყრობილი, ვაი თუ, არ მიმეტევოსო...
ქალის ჯერი როგორც კი მოვიდა, შუბლით ბიბლიას შეეხო, ობოლი ცრემლი ჯვარს დაეცა და მან თქვა: არ შემინდოთო, მამაო...“

თავი პირველი - გაურკვევლობა.

-მამაო, მე ხშირად უმადური ვარ იმით, რაც მაქვს. - ვუთხარი დაღონებულმა, თან თვალებში ჩახედვას ვერ ვბედავდი და მის ანაფორას ვაშტერდებოდი.
-სამწუხაროდ, შენ ერთადერთი არ ხარ ვინც ასეა, ჩემო გოგო. მთავარია, ისწავლო თანდათან. ხომ ხედავ, რომ ეს ცოდვაა, ნაკლია, სულის გახრწნაა უმადურობა. ამით ადამიანების მიმართ კი არა, ღმერთთან მიგიძღვის დანაშაული. - მშვიდად მიპასუხა მამა პეტრემ და არემარეს მოავლო თვალი. - ოცი წელია, რაც აქ ვარ. ოცი წელია მოვცილდი უაზრო, ხმაურიან ქალაქს. აქ სიმშვიდეა, სიწყნარეა, სითავისუფლეა. როდესაც ცუდად ან ემოციურად გადაღლილი იქები, მოდი. ეკლესიის კარი ყოველთვის ღიაა.
-ვიცი, მამაო, ვიცი. მადლობა ყველაფრისთვის, თქვენთან საუბარი ყოველთვის მშველის და გულს მითბობს. -ნაზად გავუღიმე და განვაგრძე, - ეს ბოლო დღეებია მარტოობის შეგრძნებას ვყავარ შეპყრობილი. თითქოს, ყველა გვერდით მყავს, თუმცა ვიღაც მჭირდება. დანაკლის განვიცდი.
-სიყვარული ჰქვია მაგ დანაკლის, შვილო. ყველაფერს თავისი დრო აქვს, შენ ნუ უსწრებ მოვლენებს წინ.-ოდნავ გამიღიმა,- როდესაც ღმერთი საჭიროდ ჩათვლის, რომ შენი დროა, ასეც იქნება.
-ისევ იმედები, რომ გამიცრუვდეს? - დანანებით ვიკითხე და ამჯერად თვალებში შევხედე, სადაც მრავალი სხივი ერთად იკვეთებოდა. მწვანე, ცისფერი და თაფლისფერი ზოლები თითქოს ერთმანეთს ეჯახებოდნენ და მრავალ-მრავალ ნაწილებად იბნეოდა. მამა პეტრეს ყოველთვის ასეთი თვალები ჰქონდა, მუდამ წყლიანი და სევდიანი.
-რას ამბობ, შვილო. ღმერთი ამას როგორ დაუშვებს? - ოდნავ მკაცრი ხმით მიპასუხა, - ის, რაც შენს თავს მოხდა, ეს გამოცდა იყო შენი. ღმერთმა მინიშნება მოგცა, რომ ასეთ უღირსებს აღარ უნდა ენდო და ასე ვთქვათ, ჭკუა გასწავლა. მგონია, რომ ამჯერად შეძლებ ადამიანის წაკითხვას და მის ავ-კარგიანობაში დარწმუნებას.
-მართალი ხართ, მამაო. იმედს არ დავკარგავ..
-უფალმა შეგინდოს, შვილო. აწი როდის შემოივლი? ძველებურად არ მოგვანატრო თავი. - ორივე ერთდროულად წამოვდექით, მე ხელზე ვეამბორე და ჩრდილოეთისაკენ გადაშლილ მწვანე საფარს ნასიამოვნებმა გადავხედე.
-კვლავ მოვალ, მამაო. როდესაც ვეღარ გავუძლებ..

მონასტრიდან როგორც კი გამოვედი, ჩემი მანქანისაკენ ავიღე გეზი. გზაში მამა პეტრეს სიტყვებზე ვფიქრობდი, ნუთუ შეიძლება ისევ გამოჩნდეს ვინმე ჩემს ცხოვრებაში? შემეძლება კი ვინმეს მიმართ ნდობა გამოვიჩინო, მას შემდეგ, რაც ჩემივე დაუდევრობით დამემართა.
ხანდახან თავი სერილაში მგონია. მიჭირს იმის დაჯერება, რაც გადამხდა და თვალებს მაგრად ვაჭერ, რომ გახელისას სულ სხვანაირი რეალობა დამხვდეს. არც ის ვიცი, ვნანობ თუ არა, მიღირდა თუ არა ეს ტანჯვა იმისათვის, რომ ჭკუა მესწავლა?
თავი უაზრო ფიქრებისგან გავაქნიე და ჩემს თავს ვაიძულე, ამ თემაზე ყურადღება აღარ გამემახვილებინა. როგორც კი გამოვედი, გვერდით ვიღაც ახმახი ამომიდგა, ჩემზე ერთი თავით მაღალი იყო. მკლავზე უხეშად მომკიდა ხელი, თან ქამარში გაჩხერილი იარაღი დამანახა.
-ახლა ყვირლის გარეშე უნდა ჩაჯდე იმ ავტომობილში, - თითით ჩემი მანქანის უკან მდგარ შავ „რენჯ როვერზე“ მანიშნა და ოდნავი ბიძგით მაიძულა წინ გავწეულიყავი. შემეშინდა, არ ვიცოდი ვინ იყო და რა უნდოდა, თუმცა დანებებას ნამდვილად არ ვაპირებდი, ეს ჩემს ხასიათში არ ჯდებოდა.
-ვინ ჯანდაბა ხარ? - მკაცრად ვკითხე, ადგილიდან არ დავძრულვარ.
-შენი ნერვები ნამდვილად არ მაქვს,მარიამ. - მობეზრებული სახით მითხრა, მე კი გაოცებული ვუყურებდი. საიდან იცოდა ჩემი სახელი? - დროზე. - ამჯერად ჩემთვის ნებართვა არც უკითხავს, ყოველგვარი ზრდილობისა და ეთიკის გარეშე, პირდაპირი მნიშვნელობით ჩამტენა ზემოთხსენებულ მანქანაში, ღვედიც შემიკრა, კარიც მიმიხურა და მკაცრი მზერაც მსტყორცნა, როდესაც საჭესთან მოთავსდა.
-შენ ნორმალური ხარ? - ყვირილი დავიწყე. - რა გინდა, თავი დამანებე!
-ნუ წიკვინებ, - მშვიდად მომიგო, - ცოტახანში აგიხსნი ყველაფერს.
-არ მაინტერესებს, ჩამომსვი ახლავე! - როდესაც ჩემი მოთხოვნა ყურშიც არ შეუშვა და თავისუფლად განაგრძნო მანქანის მართვა, მაშინვე მუქარაზე გადავედი. - პოლიციაში დავრეკავ! - ტელეფონი მოვიმარჯვე და ის იყო სამი ციფრი უნდა ამეკრიფა, ხელიდან რომ ამომაცალა და მოსაცმლის ჯიბეში ჩაიდო.
-ვერსადაც ვერ დარეკავ, - ხმამაღლა მითხრა, - და ნუ კივიხარ. შენი ხმა პირდაპირ ტვინში მიკაკუნებს. - საჩვენებელი თითი საფეთქელთან მიიდო. ნერვები მეშლებოდა უკვე, შიშის ნაცვლად სიბრაზეს ვყავდი მოცული. საერთოდ აღარ მახსოვდა მის ქამარში გაჩხერილი იარაღი და ალბათ, სწორედ ამიტომაც არ მეშინოდა. კისერზე ძარღვები ჰქონდა გამობერილი, ალბათ იმიტომ, რომ წუთის წინ მიყვიროდა, ან, როდესაც ბრაზდებოდა ასე ემართებოდა, არ ვიცი..ჯანდაბაშიც წასულა! სიამოვნებით მივუჩეჩქავდი იმ ლამაზ ცხვირს, ასე უტიფრად რომ მიტრილებდა თვალწინ.
ლამაზი, სწორი, მისი სახისთვის შესაფერისი ცხვირი ჰქონდა. ტუჩის მოყვანილობა, თითები, მკლავები, ყველაფერი იდიალურით იყო დაჯილდოებული და მომეწონებოდა კიდეც, ველურივით რომ არ მოქცეულიყო და ადამიანური, ცივილური საუბარი გაება ჩემთან.
-რა გქვია? - გადავწყვიტე ჩემი პოტენციული გამტაცებლის სახელი გამეგო. მან ხომ იცოდა რაც მერქვა, რატომ არ უნდა მცოდნოდა მე?
-ანდრო, - დაბალი ხმით მომიგო. მისი გრძელი, ლამაზი თითები საჭეს ძალიან უხდებოდა. წამითაც არ გამოუხედავს ჩემსკენ, პირდაპირ გზას უყურებდა და მხოლოდ რამდენჯერმა გადახედავდა თავის ტელეფონს, რომელიც მარჯვენა ხელში ეკავა.
-კარგი, ანდრო. სად მიგყავარ? - ტონი დავითბე, არ მინდოდა მისი გაბრაზება.
-სახლში, - ღმერთო, რა პატივია! ან რა ჯენტლმენია! სახლში მივყავარ, თურმე.
-მადლობა, რომ შეწუხდი, მაგრამ ჩემითაც შევძლებდი, თან ჩემი მანქანა უპატრონოდ დამატოვებინე მონასტრის ეზოში.
-ჩემს სახლში, მარიამ. - გამომხედა მან. ოჰ, იკადრა ვაჟბატონმა! მისი შავი თვალები პირდაპირ ჩემსას დაეჯახა და უთქმელად მაგრძნობინა, რომ ბევრი არ მელაპარაკა.
-შენს სახლში? - ხმას აუვიწე. - რა მინდა შენს სახლში?
-რამდენჯერ უნდა გითხრა, ხმას დაუწიე-მეთქი!- არც მან დამაკლო, რაზეც ნერვები უარესად მომეშალა. მინას ბოლომდე ჩავუწიე, ყურადღებას არ ვაქცევდი, როგორ დაფრინავდნენ ჩემი თმები და როგორ მციოდა, უბრალოდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ ანდროს ვაღიზიანებდი. ჩემი სარკე უეცრად ზევით-ზევით წავიდა, თუმცა მე ისევ ღილაკს დავუჭურე თითი, მაგრამ ისევ..მერე ისევ, ისევ,ისევ და ასე დაუსრულებლად,სანამ ანდროს ნერვებმა არ უმტყუნა.
-თმებით გითრევ ახლა, - გამომხედა მან. მის მუქარაზე გამეცინა, მაგრამ სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე. ის გაცოფებული იყო და ჩემი თითოეული ზედმეტი მოქმედება ან სუთქვაც კი მის ნერვებზე უკრავდა.
-ყველაფერთან ერთად არაკაციც ყოფილხარ, - ჩემთვის ჩავიდუდღუნე, თუმცა მან გაიგო და დაამუხრუჭა. ახლა ნამდვილად შემეშინდა და კარისკენ მივიყუჟე, არ ვიცი სად ვცდილობდი გაქცევას.
-ყველაფერთან ერთად? - მკითხა მან.
-ძალით მომიტაცე, იარაღით დამემუქრე და მითხარი, რომ თმებით მითრევდი. ჰო, ნამდვილი კაცური საქციელია!- სიმხნევეს მაინც არ ვკარგავდი. ანდრომ ხელები სახეზე ჩამოისვა, შემდეგ თავი საჭეს ჩამოადო და რამდეჯერმე მსუბუქად მიარტყა შუბლი.
-რომ იცოდე ამას რატომ ვაკეთებ, დამიჯერე, ჩემს კაცობაში ეჭვი არ შეგეპარებოდა, - მშვიდად დამიყვავა, შემდეგ კი მანქანა ისევ დაქოქა.
-მაშინ ამიხსენი.
-არ არის აუცილებელი, იცოდე.
-ჩემს ძმასთან დამარეკინე, - უეცრად გამახსენდა, - ახლა სახლში უნდა ვიყო, წესით. ინერვიულებს.
-იცის, რომ ჩემთან ხარ.
-რა? - განცვიფრებულმა შევყვირე. - დემეტრეს იცნობ?
-არ გაჩუმდები? - იმდენად უხეშად შემეკითხა,ნამდვილად უთავმოყვარე უნდა ვყოფილიყავი, მისთვის პასუხი რომ შემებრუნებინა. შემდეგ სიგარეტი მოიმარჯვა და გააბოლა.

მანქანა დიდ, ორსართულიან, მდიდრულ სახლთან გაჩერდა. მე ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვიყავი, თუ რა მესაქმებოდა აქ, მაგრამ ვამჯობინე ჩუმად ვყოფილიყავი, სანამ თვითონ არ ამიხსნიდა.
-გადმოდი, - კარი გამოაღო და უკვე მეორედ მიბრძანა. ღვედი ძლივსძლივობით შევიხსენი, შემდეგ მას რაღაცნაირად ავხედე, პირველად შემეშინდა რამე არ მომხდარიყო. მან, ალბათ, ჩემს მზერაში შეამჩნია, რომ რაღაც რიგზე არ მქოდა და ჩუმად მითრა, - ნუ გეშინია, მოდი.
მეც გადავედი და დღესაც არ ვიცი,სწორი იყო თუ არა ის,რაც ამ სახლში შესვლის შემდეგ მოხდა.

კარი ლამაზმა, შავთვალება გოგონამ გაგვიღო, რომელიც ანდროს ჰგავდა. და არის-მეთქი, დავასკვენი გონებაში. სევდიანად შემომხედა, შემდეგ კი ანდროს ახედა. - მოიყვანე? -ჩამწყდარი ხმით იკითხა. ვერ მივხვდი ასეთი ტრაგიკული რატომ იყო ჩემი აქ მოსვლა, ან ასე ძალიან რატომ ნერვიულობდა. ანდრომ თავი მსუბუქად დაუკრა და შესასვლელად მიბიძგა.
კოხტა, მდიდრულად მოწყობილი მისაღები მალე შეცვალა საერთო ოთახმა, სადაც რამდენიმე ადამიანს მოეყარა თავი. შედარებით ხნიერმა, მოვლილმა ქალმა ჩემკენ გამოიხედა, შემდეგ გამისწორდა და მზერით გამბურღა.
-ესაა ჩვენი ახალი რძალი? - მისმა ხმამ გამჭოლად და მკვეთრად ჩაჭრა მდუმარება. ნათქვამის გააზრება ვერ მოვასწარი, ისე დავიწყე ნერვიული სიცილი და უმისამართოდ ხელების ქნევა. ანდროს გავხედე და ვაგრძნობინე, რომ სასწრაფოდ აეხსნა რას ნიშნავდა ამ ქალის სიტყვები.
-რას ნიშნავს ახალი რძალი? - ყვირილი დავიწყე, - ამ ვაჟბატონა ძალით მომიტაცა...
-გაჩუმდი, - მშვიდად მომმართა, თუმცა ეტყობოდა როგორ უჭირდა მშივიდი ტონის შენარჩუნება, - ბებია, ახლა ამის დრო არ არის. მერე ვისაუბროთ, - იმ ქალს მიმართა, რომელმაც წეღან ამაფორიაქა. -ელენე, აიყვანე ოთახში. - ჩემზე მიუთითა გოგონას, რომელიც კარებში მოგვეგება. თუმცა მკლავზე მოხვეული ხელი უხეშად გამოვგლიჯე და უკან-უკან სიარული დავიწყე.
-თქვენ ნორმალურები ხართ? - ისევ ავყვირდი. ვაიგნორებდი წყვილ თვალებს, რომლებსაც დიდად არ მოსწონდათ ჩემი საქციელი. -რა ხალხი ხართ, თავი დამანებეთ! დემეტრე პოლიციაში მუშაობს, იცოდე დავურეკავ და პასუხს გაგებინებს!- ვთქვი თუ არა მაშინვე ბებიამისის კისკისი გაისმა.
ისე გამაღიზიანმა ამ ხმამ, რომ მივარდნას და მის შუაზე გაგლეჯვას არ მოვერიდებოდი, უბრალოდ ელენემ მომხვია მკლავსა და წელზე ერთდროულად ხელები და კიბეებისაკენ მიბიძგა. აცრემლებული სახე ანდროსაკენ მივატრიალე, რომელიც მშვიდად იდგა. ნერვიულობის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
-გთხოვ, დამეხმარე..-ელენეს მივუბრუნდი და მავედრებელი ხმით დავუწყე საუბარი.-გთხოვ, არ მინდა აქ ყოფნა. გეხვეწები, - უკვე ავღნავილდი. გულის შემაწუხებელ ბგერებს ვუშვებდი პირიდან. ისე ვყვიროდი, თითქოს ვინმე მაწამებდა. თითქოს ტანზე აურაცხელი რაოდენობის მწერი დასეირნობდა და ცოცხლად მჭამდა.
არ ვიცი, რა დამემართა. არ იყო შიშის ბრალი, პირიქით, თავდაცვის ინსტიქტის დამსახურებით მხოლოდ გადარჩენაზე ვფიქრობდი. წინათგრძნობა მქონდა უცნაური. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო ჩემი აქ ყოფნის მიზეზი, ბებიამისის სიტყვები..
ელენემ მხოლოდ შეწუხებული სახით შემომხედა. თვალები ამღვრეული, ნამტირალევი ჰქონდა და ვიგრძენი,ჩემი დამსახურებით. რაღაცაზე ღელავდა. რაღაც ცუდი ხდებოდა ამ სახლში და ჩემი მოსვლაც ამიტომ იყო ასეთი ტრაგიკული, საძულველი,საშიში..
-ელე, მიხედე. - ანდრომ წამით გახედა გოგონას, შემდეგ სიგარტი ამოღო კოლოფიდან და სახლის კარები ხმაურით გაიჯახუნა.
-ანდრო, დაბრუნდი! - წამით დაჰიპნოზებული გონს მოვედი. კარებს ვეცი, რომელიც, სამწუხაროდ, დაკეტილი აღმოჩნდა და იქვე ჩავიკეცე.-ანდრო, წამიყვანე აქედან...
*
ჩემი ამ სახლში ყოფნიდან ორი საათი გავიდა. ელენემ მეორე სართულზე, როგორც თვითონ თქვა, საკუთარი ძმის, ანდროს ოთახში მომიყვანა. გვერდიდან არ მომშორებია, არ ვიცი რისი ეშინოდა..ალბათ ფიქრობდა, რომ გავიქცეოდი, ან ჩემი გადამეტებული ისტერიკიდან გამომდინარე თავს რამეს დავუშავებდი.
ტელეფონი ანდროს ჰქონდა.
დედა და მამა დარეკავდნენ, ინერვიულებდნენ და სავარაუდოდ, დემეტრეს გადაურეკავდნენ ჩემი ადგილსამყოფელით დაინტერესებულნი.
დედ-მამა უკვე რამდნემე წელია, რაც საბერძნეთში არიან სამუშაოდ. იმისათვის, რომ ჩემთვისა და ჩემი ძმისათვის უმაღლესი განათლება მიეცათ, თავს არ ზოგავდნენ, ვირივით თანხმდებოდნენ ნებისმიერ სამუშაოს და ჩვენ, მე და ჩემს ძმას, ყოველთვიურად გვირიცხავდნენ ანგარიშზე ფულს.
რაც დემეტრემ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა,მას შემდეგ ჩემი ძმისათვის განკუთვნილ თანხას მე მირიცხავენ ბონუსად.
არ ვიცი, როდის ჩამოვლენ. ზაფხულობით იქით ვაკითხავთ ხოლმე, აქეთ წლებია არ ჩამოსულან. კარგად არიან მოწყობილნი და ჩვენს წაყვანასაც აპირებდნენ, უბრალოდ დემეტრემ არ მისცა ამის უფლება. მე აქ მინდა ყოფნა და არ მაინტერესებს, ჩემი დაც გვერდით იქნებაო.
ელენეს ვთხოვე, იქნებ დამარეკინო-მეთქი, მაგრამ იყოყმანა. მივხვდი, ანდროსი შეეშინდა და მეც მეტი აღარ გამიგრძელებია.
ოთახის კარები მოულოდნელად გაიღო. ანდრომ შემოაბიჯა და დას თავით ანიშნა, რომ თავისუფალი იყო. მე ხმას არ ვიღებდი. სხვა დროს მივახტებოდი და წეღანდელივით ახსნა-განმარტებას მოვთხოვდი, მაგრამ ახლა ემოციურად ვიყავი გადაღლილი. თან, ჩემი ცხოვრების ეს ბოლო პერიოდი ყველზე ამაზრზენი, საზიზღარი და მტკივნეული იყო.
დივანზე ვიჯექი, თვითონ ჩემს წინ, ჟურნალების მაგიდაზე ჩამოჯდა. იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, ღრმად ამოისუნთქა და გამტყდარი ხმით მკითხა: - დავმშვიდდით? - ხმა შეცვლილი ჰქონდა, მაგრამ იგრძნობოდა ფარული ირონია,რაზეც გამეღიმა, მაგრამ მტკივნეულად.
-ტელეფონს დამიბრუნებ?
-ნიკას უნდა დაურეკო? - დამცინავი კილოთი მომიგო. ნიკას გახსენება ჭკუიდან ავიჭერი. ტანზე უსიამოვნოდ დამაყარა და მას მივაშტერდი.
-მასაც იცნობ? - წამოვიწიე, თვალი თვალში გავუყარე.
-შენგან განსხვავებით, კი, მარიამ. - ცინიკოსი, გავიფიქრე გონებაში. - ქვევით გელოდებიან,ჩადი.
-ვინ..ნიკა? - შევყვირე გახარებულმა. ეს არ ყოფილა გულწრფელი სიხარული. ახლა ნიკას ნახვა ყველაზე ნაკლებად მინდოდა დედამიწის ზურგზე, თუმცა აქედან წასასვლელად მასაც კი გავყვებოდი.
-ჩავთვლი, რომ ეს არ გიკითხავს. - მკაცრად შემეპასუხა. - დემეტრეა მოსული.
ქვევით აჟიტირებულმა ჩავირბინე. ბოლო პერიოდი ასე არაფერი გამხარებია. კარებთან მდგომ ჩემს სიმპათიურ, ახოვან ძმას მაგრად მოვეხვიე. მშვიდად იყო. გონებაში წარმოდგენილი გაცოფებული, გაავებული დემეტრე ჩამოინგრა. მეგონა ყვირილით შემოვარდებოდა და დაუკითხავად წაყვანილი საკუთარი დის გამო ყველას პასუხს მოსთხოვდა, მაგრამ.. დღეს ზემდეტად უნცუარი დღე მქონდა, ამიტომ აღარაფერი გამკვირვებია.
-დემე, წავიდეთ,კარგი? - ხმადაბლა ვკითხე მე.
-წამოდი, ვისაუბროთ. - ანერვიულებული ხმით მომიგო მან. სამზარეულოში შემიყვანა, რომელსაც უპრობლემოდ მიაგნო, შემდეგ მაგიდასთან დამსვა, თვითონ პირისპირ მომიჯდა და დაიწყო. - ხომ მენდობი? - უჩვეულო კითხვისაგან მას დავაკვირდი, ხომ ნამდვილად ჩემი ძმაა-თქო?!
-რა თქმა უნდა, ეს რა საკითხავია?
-რამდენიმე ხნით აქ უნდა დარჩე, მარ. - სუსტად გამიღიმა მან.-საფრთხეში ხარ. მე სახლში არასოდეს ვარ, შენ კიდევ მარტო ვერ დაგტოვებ.
-რა საფრთხე, დემე? ან უცხოებთან რატომ მტოვებ? ბიძაჩემთან ვერ წამიყვანდი? -მივაყარე ისედაც დაბნეულ ძმას, რომელიც თითებით ჭიქას ეთამაშებოდა.
-მიზეზების ცოდნა კარგს არაფერს მოგიტანს. ცოტახნით აქ დარჩები, ასეა საჭირო. - დამნაშავესავით სუსტად გამიღიმა.
-არ მინდა აქ ყოფნა. მითუმეტეს მაგ მოძალადე ანდროსთან.
-რა მოძალადე? - თვალები შუბლზე აუვიდა დემეტრეს.
-მომიტაცა..ვინა ეგ ბიჭი საერთოდ? - გაღიზიანებულმა ვკითხე.
-ჩემთან მუშაობს, სუს-ში.
-ოჰო, - შევყვირე მე. - კანონმორჩილი კანონდამრღვევი აღმოჩნდა.
-იცოდე ამ სახლში შენებურები არ გაგივა, - ჩემსკენ გადმოიწია, - პატივისცემით მოექეცი ყველას. ისინი გვეხმარებიან, გესმის? - დემეტრე მიყვებოდა დაუსრულებლად, მაგრამ მე არასერიოზულად ვუსმენდი მის თითოეულ სიტყვას. ხუმრობა მეგონა ასეთი დემეტრე, რომელიც რჩევა-დარიგებებს იძლეოდა, მაფრთხილებდა, რომ სახლიდან დაუკითხავად ცხვირიც კი არ გამომეყო, რომ ანდრო ხშირად არ გამებრაზებინა და ა.შ
-საიდან დაასკვენი, რომ აქ ვრჩები? - სიცილით ვკითხე.
-მარიამ, - ხმას აუწია. -როდესაც გეუბნები, რომ ასე უნდა მოიქცე, ასეც უნდა ქნა!
-არა!
-მაპატიე, მაგრამ კი. - წამოდგა, შუბლზე მაკოცა, მერე გადამეხვია, მერე ისევ მაკოცა და სამზარეულოდან გავიდა. - ჭკვიანად,-მომაძახა კარებთან მისულმა.
გაშეშებული ვიდექი. მთელი ეს იდიოტური რაღაცები ჩემს თავს ხდებოდა? რა საფრთხე, რა ანდრო.. არ მინდოდა აქ ყოფნა. რაღაცნაირი საზიზღარი შეგრძნება მქონდა, რომ საშინელება მოხდებოდა. სახლში მინდოდა,ჩემს სახლში, ოთახში, თბილ ლოგინში და არა აქ, უცნობებთან. ბებიმისთან..იმ სწერვა ქალთან.
„ესაა არის ჩვენი ახალი რძალი?“ „ასეა საჭირო“ „ცოტახანი დარჩები“ „საფრთხე“ ერთმანეთთან ვაკავშირებდი ამ სიტყვებს, მაგრამ ვერაფერს ვღებულობდი. ფიქრებში გართული ვიყავი, როდესაც სამზარეულოში ანდრო შემოვიდა. გამოუძინებელის, საშინლად დაღლილის სახე ჰქონდა. მაცივრიდან ბორჯომი გამოიღო და ბოთლიანად მოიყუდა. შემდეგ ტელეფონი მაგიდაზე დამიგდო, პირდაპირი მნიშვნელობით.
-ნორმალურად, - გავაპროტესტე.
-ნიკა გირეკავდა, - ჩემს გვერდით ბარის მაგიდას მიეყრდნო, ხელში ბოთლმომარჯვებული.
-მერე, შენ რა? -ვითომც არაფერი ისე ვკითხე, თუმცა შინაგანად ავფორიაქდი. მძულდა, როდესაც ათასში ერთხელ დარეკვდა და მაშინაც არასწორ დროს.
-მიკვრის, კიდევ რომ პასუხობ მის ზარებს. - ისე თქვა, თითქოს აქ გასაკვირი რა უნდა ყოფილიყო.
-შენი რა საქმეა? ვისაც მინდა იმას დაველაპარაკები, - ფეხზე წამოვიჭექი და მას გავუსწორდი.
-მისნაირებსაც? - წამოიწია, დამცინავი ღიმილით დამასაჩუქრა. მისი კითხვა მეხის გავარდნასავით ჩამესმა. რანაირებს? ვიკითხე გონებაში და პასუხიც თვითონ გავეცი. ნაბი’ჭვრებს, მოღალატეებს..
ნიკა ჩემი ცხოვრების ერთადერთი შავი წერტილი იყო, რომლის დავიწყებასაც ვცდილობდი. თუმცა ყოველთვის არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მის თავს მახსენებდნენ, მიმტკიცებდნენ, რომ ის მართალი იყო და უბრალოდ მე ვუყურებდი ზედმეტად სერიოზულად. კაცი, უფრო სწორედ, არაკაცი, რომელიც ოთხი წელი მიყვარდა ყველაზე დიდი მატყუარა და მოღალატე აღმოჩნდა. ამის გახსნებაზე, ამის გაანალიზებაზე თვალები ცრემლებით ამევსო, მაგრამ ანდროს წინ..მრცხვენოდა, რომ ისევ სისუსტეს ვიჩენდი. საკუთარი თავი შემძულდა, რომ ისევ უსუსური ვიყავი ნიკასთან დაკავშირებით, ამიტომ უბრალოდ აღარაფერი ვუპასუხე, რადგან თვალებთან ერთად ჩემს ხმასაც არ გავეცი და თავი ჩავხარე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ც ნ

საინტერესოა ... მალე დადე

 


№2 სტუმარი ღამის სტუმარი

დასაწყისი მომეწონა მალე თუ დადებ თავებს კარგია

 


№3 სტუმარი ვვ

როდის დადებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent