შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მის მკლავებში (სრულად)


21-07-2019, 00:01
ავტორი ტომაჩკა
ნანახია 14 732

გავბედე, გავბედე და წამოვედი.
მოვკიდე ჩემ ბარგს ხელი და გამოვუყევი გზას.
თან ვფიქრობდი, ალბათ რომ არა ბავშვი ვერც ვერასდროს გავბედავდი ამას.
ის ფული, რასაც წლების მანძილზე სახარჯოდ მაძლევდა ერთიანად მქონდა შეგროვებული.
სათვალე და შლაპა დავიფარე და ისე გადავედი მანქანიდან.
ბანკიდან მთელი დანაზოგი გამოვიტანე და კვლავ მანქანაში დავბრუნდი.
პირდაპირ სარფისკენ ავიღე გეზი.
მართალია ხუთსაათიანმა მგზავრობამ ძალიან დამღალა, მაგრამ ასე ჯობდა.
მანქანა იქვე, სარფში დავტოვე და ფეხით და ერთადერთი ჩემოდნით, ამასთანავე ყალბი საბუთებით გადავლახე საზღვარი.
საზღვარზე გადასულმა ჯერ ტაქსი ვიქირავე ტრაპზონამდე, იქიდან კი სტამბულში გადავფრინდი.
დანაზოგი საკმაოდ მქონდა, ერთი ნაცნობი საბუთების მოგვარებაშიც დამეხმარა და სტამბულში პატარა ბინა ვიყიდე.
თან ორი.
შემოსავალიც ხომ მჭირდებოდა?
მართალია ახლა საკმაოდ მქონდა ფული მაგრამ მშობიარობამდე კიდევ 7 თვე იყო, მერე კიდევ ბავშვი უნდა აღმეზარდა და მუშაობას ვერ მოვახერხებდი.
ერთ ბინაში თვითონ ვცხოვრობდი ერთი გავაქირავე.
საქართველოში, რა თქმა უნდა, არავის ვეკონტაქტებოდი.
ძალიან მინდოდა ანანოს ან ლიზას შევხმიანებოდი, მაგრამ ვიცოდი ჩუმად მაინც გააკონტროლებდა ყველაფერს ის.
"ის" რომ გავიცანი სულ 16 წლის ვიყავი.
მას შემდეგ აგერ უკვე 10 წელია გასული.
--
დიდი წიგნებით სავსე ჩანთა მქონდა მხარზე მოკიდებული, ძლივს მოვათრევდი.
უკვე შუადღე იყო და ძალიან მშიოდა, ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და ბებიას მომზადებული საჭმელი მეჭამა.
უკვე სადარბაზოს ვუახლოვდებოდი კორპუსის წინ ბიჭების "ხროვა" რომ შევნიშნე.
თავი დაბლა დავხარე და შევეცადე შეუმჩნევლად შევსულიყავი სადარბაზოში, ვიღაცის ფშტვენა და სიცილი რომ გავიგონე ფეხს ავუჩქარე და სწრაფად ავირბინე სამი სართული.
შემდეგ მათ უჩუმრად გადმოვხედე სამზარეულოს ფანჯრიდან.
ერთ-ერთი, თმაგადახოტრილი და კისერზე ტატუთი მაღლა, ზუსტად ჩვენს ფანჯარას უყურებდა და ფარდა რომ შეირხა გაიღიმა
არ ვიცი დამინახა თუარა, მაგრამ ეს ბიჭი უკვე სერიოზულად მაშინებდა.
არ ვიცოდი ვინ იყო. თითქმის ერთი თვე იქნებოდა, რაც ყველგან მის სახეს ვხედავდი და არ მსიამოვნებდა.
არავინ არ მყავდა რომ მეთქვა, ბებიას კიდევ ამაზე ვერ ავანერვიულებდი.
--
სკოლიდან გამოსულს წინ გადამეღობა ნაცნობი ბიჭი, შავი ჯინსი და ამავე ფერის მაისური ეცვა, სერიოზული სახით მიყურებდა და მე, რომელიც გვერდის ავლას ვცდილობდი არ მატარებდა
-გამარჯობა ნიაკო-მომესალმა ის, იმ წუთებში არ მაინტერესებდა ჩემი სახელი საიდან იცოდა, რა უნდოდა, უბრალოდ მინდოდა იქაურობას გავცლოდი
-გაგიმარჯოს-ვუთხარი და მაღლა ავხედე, პირველად შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს.
მუქი, კუპრივით შავი თვალები ჰქონდა.
-საღამოს ფანჯარა ღია დატოვე-მითხრა და წავიდა.
სხვა არაფერი უთქვამს
თქვენ რას ფიქრობთ? დავტოვებდი ღიას ფანჯარას?
ისე ჩავრაზე იმ ღამით ფანჯარა მგონი მთელი თვე ვწვალობდი გაღებაზე.
--
პირველი საუბრიდან ერთი კვირის თავზე ბებიას სოფლიდან დაურეკეს, სახლში რაღაც გაფუჭებულა და სასწრაფოდ ჩამოდიო.
რა ექნა ბებიასაც, მე ვერ წავყვებოდი, შუა კვირა იყო და სკოლა მქონდა, ვუთხარი პრობლემა არაა, მარტო დავრჩები ერთი ღამე რა უნდა დამემართოსმეთქი.
იმანაც მეზობელ ქეთინოს დაუბარა მიმიქციე ბავშვს ყურადღებაო.
თავიდან არაფრის მეშინოდა, რომ დაბნელდა თანდათან დავიწყე შუქების ყველა ოთახში ანთება და კარებების ჩარაზვა.
მერე მისაღებში დივანზე დამეძინა და ხმაურმა გამაღვიძა შუა ღამით.
შეშინებული წამოვხტი ფეხზე და წინ ასვეტილ სილუეტს რომ შევხედე ბოლო ხმაზე კივილს ვაპირებდი, პირზე ხელის აფარება მოასწრო სამწუხაროდ
-ჩუ! მე ვარ-გაისმა ნაცნობი, ბოხი, ხრიწიანი ხმა, რა დამავიწყებდა ამ ხმას? ერთხელ გავიგონე და მგონი ცხოვრებაში ვერასდროს ამოვიგდებ გონებიდან.
-ახლა ხელს გაგიშვებ და არ იყვირებ-კვლავ ჩამჩურჩულა ყურში და ნელა მომაშორა ხელი პირიდან.
როგორ ვიყვირებდი? შემოჭრილი იყო ადამიანი ჩემ სახლში და მემუქრებოდა.
-რა გინდა?-ხმის კანკალით ვკითხე და მისი ხელებიდან თავის დახსნა ვცადე.
-ხომ გაგაფრთხილე წინაზე, ფანჯარა ღია დატოვემეთქი?-კატეგორიული იყო მისი ხმა, პასუხი არ გამიცია, ან რა მეპასუხა? უნებურად საათს გავხედე და ღამის 3 საათი იყო.
ამ დროს ნორმალურ ადამიანს გარეთ რა უნდათქო ვიფიქრე, მაგრამ მერე მივხვდი, არ იყო ნორმალური ჩემ წინ მდგომი.
ჩემი პასუხი რომ ვერ მოისმინა, ნელა ჩაჭიდა მისი დაძარღვული, დიდი ხელი ჩემსას და ოთახისკენ წამიყვანა, გზაში ჯერ მისაღებში ჩააქრო შუქი, შემდეგ პატარა ნათურა აანთო ჩემს ოთახში და დიდი შუქი იქაც ჩააქრო.
-არაფერი დამიშავო-კანკალით ვუთხარი და ნელა გამოვაცურე მისი ხელიდან ჩემი, კედელს ავეკარი და დამფრთხალმა დავუწყე ყურება.
-ნუ გეშინია, მოდი-ხმა დაუთბა მას, ხელით მანიშნა მასთან მივსულიყავი, ჯერ არ გავნძრეულვარ, მერე თვითონ წამოდგა და მის გვერდით დამაჯინა, ჯერ ხელის გულზე მაკოცა, შემდეგ სახე მოიქცია ხელში და მარჯვენა თვალის ქუთუთოზე ვიგრძენი მისი ტუჩები.
სიამოვნებისგან გამაკანკალა. ბიჭთან ასე ახლოს პირველად ვიყავი, თან ვისთან? არც კი ვიცნობდი, თვალები უნებურად მივლულე როდესაც ნელა ჩამოუყვა სახეს და კოცნით ყელამდე ჩავიდა.
-გთხოვ-ამოვისუნთქე ღრმად როდესაც გავაცნობიერე, რას აკეთებდა.
-არაფერს დაგიშავებ-მითხრა და ხელის ნაზი მოძრაობით საწოლზე გადამაწვინა.
მაშინვე ავფართხალდი
-გამიშვი-უკვე ხმამაღლა ვუთხარი და მანაც გაბრაზებულმა ამაფარა პირზე კვლავ ხელი, ფეხზე გაიხადა და ჩემთან ერთად შეწვა საბნის ქვეშ.
-არ იყვირო, თორემ ასე მშვიდად აღარ ვიქნებით-მიჩურჩულა და პირზე კვლავ მომაშორა ხელი.
ხმა ვერ ამოვიღე.
მის მკლავზე მედო თავი, მეორე ხელი კი წელზე შემოეხვია, ცხვირით მის მკერდს ვეხებოდი.
მთელი ღამე ვერ მოვხუჭე თვალი, ან რა დამაძინებდა, ისიც ვატყობდი ფხიზლად იყო, ჩემს ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა.
უკვე თენდებოდა თვალები რომ მიმელულა.
მაღვიძარამ გამაღვიძა ჩვეულებისამებრ.
საწოლში არავინ დამხვდა, წამით ვიფიქრე ხომ არ დამესიზმრათქო, მაგრამ მერე მივხვდი ასეთი რამ არ დამესიზმრებოდა და სკოლისკენ გავუყევი გზას.
ამ ამბის შემდეგ თითქმის ერთი თვე არ მინახავს.
შემდეგ ისევ მოულოდნელად გამოჩნდა. შუაღამით ვიგრძენი როგორ მომიწვა გვერდით, მისი სურნელი ვიგრძენი, მისი თბილი ხელები.
ჯერ დახუჭულ თვალებზე მაკოცა, ცხვირზე და კვლავ ყელამდე ჩაუყვა.
თვალები არ გამიხელია, მაგრამ ვიცოდი, გრძნობდა მეღვიძა.
როდესაც გულზე მიმიხუტა გაუბედავად დავადე მკლავი მეც წელზე, რასაც მისი კიდევ ერთი კოცნა მოყვა შუბლზე, ჩემი პატარა ხარო-მიჩურჩულა ყურში და კიდევ უფრო მიმიკრა სხეულზე.
მისი ვიზიტები არც ისე ხშირი იყო.
თვეში ერთხელ მოვიდოდა ხოლმე, ჩამეხუტებოდა და წავიდოდა დილით.
თითქმის ერთი წელი გაგრძელდა ასე, მერე საერთოდ გაქრა.
მე მისი არც სახელი ვიცოდი, არც გვარი და არც მისამართი.
შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდა მაშინ, როდესაც ბებიას საავადმყოფოში ვადექი თავზე და ყველა იმედი გადაწურული მქონდა.
ექიმებმა მითხრეს მისი მდგომარეობა საათობრივად გაუარესდებაო.
ის მამშვიდებდა უკვე სრულწლოვანი რომ ვიყავი და ბავშვთა სახლში არ მომწევდა წასვლა.
პალატის კარი რომ გაიღო ექიმი მეგონა და გავხედე. ნაცნობი სილუეტის დღის შუქზე დანახვამ თან ამდენი ხნის შემდეგ შოკში ჩამაგდო და წამით გაშტერებული ვუყურებდი მას.
შეცვლილი იყო.
ტატუები მის ხელზე მომრავლებულიყო და სახეც უფრო მკაცრი, პირქუში გახდომოდა.
-როგორ ხარ?-მკითხა და თმაზე ხელი გადამისვა
მხრები ავიჩეჩე და ტირილის შეკავება ვცადე.
-წამოდი, დაბლა, ბუფეტში ჩავიდეთ-თბილად მითხრა და ფეხზე წამომაყენა.
-ერთი წუთი აქ დამელოდე-მითხრა და პალატიდან გაუჩინარდა.
ვიღაც ექთანთან ერთად შემოვიდა
-სანამ დაბლა იქნები აქ იქნება-მითხრა და წელზე ხელი მომხვია, ასე ჩავედით ბუფეტამდე
ყავა და ხაჭაპური შეუკვეთა და უკან, მაგიდასთან დაბრუნდა
-ხომ იცი, უნდა გამაგრდე-მისი სიტყვები იმდენად გულრწფელი იყო, უნებურად მოვხვიე ხელები კისერზე და მგონი მთელი ნახევარი საათი ვქვითინებდი მის კისერში თავჩარგული.
მნახველები ვინ იქნებოდნენ, ბებოს ერთადერთი შვილი იყო დედაჩემი, ქმარი ახალგაზრდობაში დაეღუპა და მეზობლები თუ მოვიდოდნენ მის სანახავად ხანდახან.
კიდევ კარგი დანაზოგი გადანახული ჰქონდა, მკურნალობის თანხის გადახდას იმით ვაპირებდი.
მთელი ორი კვირა იყო საავადმყოფოში, მერე ექიმმა მითხრა, წაიყვანე, აზრი არ აქვს საკუთარ სახლში მაინც გარდაიცვალოსო და ასე გამომიშვეს სახლში.
წამოსვლისას ფულის გადასახდელად რომ მივედი და ანგარიში გასწორებული დამხვდა თვალები ლამის ბუდიდან გადმომცვივდა.
ვერავინ ვიფიქრე უცნობის გარდა, ვინც ამას გააკეთებდა. შემდეგ ვინანე, ნეტა სახელი მაინც მეკითხა მეთქი.
რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ბებია, ყველაზე მწარე იყო ჩემთვის, დედის გარდაცვალება არ მახსოვს მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე ვიჯავრებდი დედასაც.
გასვენების ფული მეზობლებმა როგორც მითხრეს ვიღაც ნათესავმა გაისტუმრა.
დავინტერესდი მაგრამ მითხრეს ვიღაც ტატუებიანი ბიჭი იყო კი არ მოგვეწონა მაგრამ რა გვექნა დავთანხმდითო.
--
უკვე პირველ კურსზე ვიყავი, ზამთარი იყო, კერძოდ იანვარი ის რომ მესტუმრა ისევ.
მაშინ უკვე 19 წლის ვიყავი.
კვლავ ჩახუტებული ვყავდი მთელი ღამე და მეც არ მომიშორებია მისი წელიდან ხელი.
-მინდა ჩემთან გადმოხვიდე-მითხრა ერთ ღამესაც, როდესაც მსტუმრობდა.
გამიკვირდა მისი წინადადება, მაშინვე უარი ვუთხარი, შენთან რა მინდა, სახელიც კი არ ვიცი შენი-მეთქი
მე ვახტანგი მქვია, მეგობრები ვატოს მეძახიანო-მითხრა და წავიდა
ეს იყო პირველი, რაც მის შესახებ გავიგე.
პირველი კურსი რომ დავხურე, სოფელში ვაპირებდი წასვლას, სახლიც მოსაწესრიგებელი იქნებოდა, ბებოს საფლავზეც მინდოდა ასვლა.
ბარგს ვალაგებდი სახლში ჩვეულებრივ რომ შემოვიდა რაღაც პარკით ხელში ვატო.
მეუცხოებოდა მისი სახელით მოხსენიება.
-სოფელში მიდიხარ?-მკითხა და პარკი იქვე დადო
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად
-რამდენი ხნით?
-უნივერსიტეტის დაწყებამდე-ვუპასუხე მეც ლაკონურად.
მაშინ მოვიდა და ჩალაგების პროცესში გართულს უკნიდან ამეკრო.
ყურის ძირში მაკოცა და მისკენ შემაბრუნა
-რატომ ხარ ასეთი კარგი?-ჩამჩურჩულა ყურში და პირველად შემეხო ტუჩებზე, ნაზად, მაგრამ მომთხოვნად მკოცნიდან და ისე ვიყავი ბურუსში გახვეული, სიამოვნების მორევში ჩაძირული არც მიფიქრია შევწინააღმდეგებოდი.
ვგრძნობდი როგორ გადამაძრო მაისური, რომლის შიგნითაც არაფერი მეცვა და მკერდზე მოფერება რომ დამიწყო კვნესა ვეღარ შევიკავე.
თავი უკან გადავაგდე და ამოვიხვნეშე.
ერთი ხელის მოსმით გადაყარა ტანსაცმელები იატაკზე ვატომ.
საწოლზე დამაწვინა და მკოცნიდა გაუთავებლად.
ტუჩებიდან ჭიპამდე და პირიქით, არც კი მიფიქრია წინააღმდეგობა.
შორტს რომ ჩაავლო ხელი და დაბლა დაქაჩა მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს.
-ვატო-პირველად მივმართე სახელით და მაშინვე ამომხედა მან თავისი საოცარი შავი თვალებით.
-ნუ გეშინია-მითხრა და როდესაც უკანასკნელი მატერიაც მოშორდა ჩემს სხეულს აღარაფერი გამხსენებია სიამოვნების მორევში ჩაძირულს.
სწორედ ასე დავკარგე ქალიშვილობა. მისი მხოლოდ სახელი ვიცოდი და მის თითოეულ შეხებაზე ვგრძნობდი, მეტი არც არაფერი მჭირდებოდა, მთავარი იყო ჩემთან ყოფილიყო.
მე უკვე მიყვარდა ის.
დილით, სრულიად შიშველს და მარტოს რომ გამეღვიძა, იმდენი ვიტირე, ბალიში სულ დავასველე.
მერე ჩემ თავზე გაბრაზებულმა ჩავალაგე ბარგი და სოფელში წავედი.
მხოლოდ სწავლის დაწყების წინა დღეს ჩამოვედი და ვფიქრობდი, ამით დავსჯი, ორი თვე უჩემოდ ვერ გაძლებსმეთქი, არადა წარსულში მაგალითი მქონდა, ერთი წელი იყო დაკარგული.
თითქმის დარწმუნებული ვიყავი ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა.
სწავლის დაწყებიდან სამი თვე კიდევ არსად ჩანდა.
გული მტკიოდა, მენატრებოდა.
როდესაც გამოჩნდა სახლში გათბობა გამორთული იყო, გაზის გადაუხდელობის გამო ჩაჭრილი მქონდა.
ბებიის დანაზოგს მართალია ვიზოგავდი, მაგრამ აბა რამდენ ხანს მეყოფოდა? სწავლის გადასახადი წინასწარ გადავიხადე მთელი ოთხი წლის, შემდეგში რომ არ გამჭირვებოდა.
სწორადაც მოვიქეცი.
გათბობის და საჭმლის გარეშე რამე იქნებოდა.
სწავლის გარეშე კი არაფერი.
სამსახურს ვეძებდი ღამის ცვლაში რომ მემუშავა, მაგრამ ნორმალური ვერაფერი ვნახე.
პლედებში გახვეული რომ მნახა შუა ზამთარში სიცივეში ისე მომკიდა ხელი და წამიყვანა არაფრის წამოღების უფლება არ მომცა.
სადღაც ბინაში მიმიყვანა, სამ ოთახიანი,გარემონტებული და ლამაზი ბინა იყო.
დღეიდან აქ იცხოვრებ, შენი ხმა არ გავიგო, ხვალვე ბარათს დავამზადებ და ყოველთვიურად სოლიდურ თანხას ჩავრიცხავ სახარჯოდო.
მაშინ პირველად დავუსვი კითხვა ვინ ხარმეთქი.
-ვატო ტუღუშიი ვარ, 28 წლის-მაშინ გავიგე პირველად მისი ასაკიც და გამიკვირდა.
რა გამოდის ჩემზე 8 წლით უფროს მამაკაცს ვხვდებიმეთქი? მაგრამ მალევე ჯანდაბაში მოვისროლე ეგ ფიქრები, ტანსაცმლის შემოძარცვა რომ დაიწყო ვატომ ჩემი ტანიდან.
შემდეგ უფრო ხშირად მოდიოდა.
ჩემი სახლიდან ნივთები გადმომატანინა და დაპირებული ბარათიც მომიტანა მაგრამ აბა რაში მჭირდებოდა მისი ფული?
ჩემი ბინა გავქირავე და იმ ფულს ვხარჯავდი ძირითადად.
დანარჩენს ანგარიშზე ვინახავდი.
თითქმის ერთწლიანი ინტენსიური ურთიერთობის და მის სახლში ცხოვრების შემდეგ დამაინტერესა, ვკითხე ოჯახი გყავმეთქი?
ისე უხეშად მიპასუხა შენი საქმე არააო მეორედ ვეღარ გავბედე მისთვის პირადულზე რაიმე მეკითხა.
შემდეგ უკვე ინტერნეტით ვცადე მასზე ინფორმაციის მოპოვებას თუმცა ვერაფერს წავაწყდი.
ერთ დღეს ასეთი ინციდენტიც მახსოვს
სულ სისხლიანი თეთრი პერანგით მოვიდა, კინაღამ ცუდად გავხდი მთელი საათი ვათვალიერებდი რამე ხომ არ გჭირსმეთქი და არა დამშვიდდი სხვისი სისხლიო, თითქოს ეს უკეთესი იყო.
მაშინ მეორედ დავუსვი პირად ცხოვრებაზე კითხვა, რას საქმიანობ მეთქი.
-ხომ გითხარი, არ არის შენი საქმე, ნუ ყოფ ცხვირს იქ სადაც არ გესაქმებაო.
ისე გამაბრაზა მისმა სიტყვებმა, არც კი ვიცი იმ წამს თავი როგორ შევიკავე.
იმ დღეს ვერაფრით დამითანხმა სე;ქსზე, შემდეგ თვითონაც გაბრაზებული წავიდა.
მე ჩავალაგე ბარგი. დროებით სასტუმროში წავედი.
შუაღამე იყო და ასე ხომ არ დავადგებოდი აბა ჩემს ბინაში მდგმურებს თავზე ახლავე დაცალეთმეთქი.
სამი დღის მერე სასტუმროს კარზე ბრახუნი ატყდა.
-რა გინდა?-კარში აყუდებული გაბრაზებული სხეული რომ დავინახე ცოტა შემეშინდა
-როგორ გაბედე ბინიდან წამოსვლა?-დაიღრიალა მან
-რას ქვია როგორ გავბედე? თავისუფალი ადამიანი ვარ და სადაც მინდა იქ წავალ-ვუთხარი მას და ხელები გულზე გადავიჯვარედინე
-თავისუფალი კი არა, ჩემი ხარ, გაიგე, ვერსად გამექცევი ვერასდროს, აკრიფე ახლა შენი ბარგი და წავიდეთ-მითხრა ცოტა მშვიდად, რომ არ დავემორჩილე გინებით ჩაყარა ყველაფერი დიდ ჩემოდანში, უხეშად ჩამავლო ხელი და მის უზარმაზარ მანქანაში ჩემოდნიანა ჩამჩურთა.
კივილი არ დამიწყია.
ან რა აზრი ჰქონდა.
დავჯექი მანქანაში და გავყევი სახლში.
თითქმის მთელი კვირა მაკითხავდა ყოველდღე, ხმას არ ვცემდი.
შემდეგ რომ იგრძნო შევურიგდი და გული მომიბრუნდა ისევ იმ სიხშირით, კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ მოდიოდა.
არ ვიცი როგორ ვეგუებოდი, მაგრამ ფაქტია, მის გარეშე ყოფნა მიჭირდა, მიყვარდა უზომოდ.
უკვე 22 წლის ვიყავი, უნივერსიტეტს ვამთავრებდი სადღაც ერთი თვე მქონდა დარჩენილი რომ მითხრა, მართვის მოწმობა აიღე, მანქანა გიყიდე ეზოში დგასო.
გადამახედა და მისი მსგავსი ჯიპი დავინახე.
დიდად გამიხარდა-მეთქი რომ გითხრათ მოგატყუებთ.
ვუთხარი, არ მჭირდება არც შენი ფული, ბინა და მანქანა, შენთან ყოფნა მინდამეთქი და ამის გაგონებაზე უხმოდ ადგა და დატოვა სახლი,
მანქანის გასაღები მაგიდაზე დატოვა.
ამის შემდეგ მთელი 6 თვე არ გამოჩენილა.
მუშაობა დავიწყე, მანქანის მართვა ვისწავლე და მენატრებოდა, უზომოდ მენატრებოდა ვატო ტუღუში.
როდესად დაბრუნდა მიზეზი ვკითხე, არ ესიამოვნა, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც მითხრა ვიღაც ნაბოზ'ვარმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა ჩემს წინააღმდეგ და ციხეში ვიჯექიო.
ეს პირველი იყო რაც მის პირად ცხოვრებაზე გავიგე და დავფიქრდი.
იქნებ სულაც არაა კარგი ადამიანი, იქნებ მკვლელია? ქურდია? არაადამიანია? რას აკეთებ უცხო ადამიანის სახლში-მეთქი მაგრამ მონატრებულმა ალერსმა ყველაფერი დამავიწყა.
ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე როდესაც გავიგე ცოლი ჰყოლია.
საიდან გავიგე??
ბეჭედი ეკეთა ხელზე, ალბათ მოხსნა დაავიწყდა
-ეს რაარის-მეთქი
-კალიცოა, ვერ იცანიო?
-ცოლი გყავსმეთქი?
-რა იყო პრობლემაა? არც ფული მოგაკლდება, არც მანქანას და ბინას ჩამოგართმევო და იმხელა გავულაწუნე სახეში თაბაშირი დამადეს ხელზე, ოღონდ ეს მას შემდეგ რაც მისი სახლიდან კვლავ გამოვიქეცი და სოფელში ჩავედი
ერთი კვირა მაცადა, ალბათ იფიქრა დაფიქრდებაო.
შემდეგ თვითონაც არ იკადრა ჩამოსვლა, ვიღაც გამოუშვა.
-თუ არ წამოხვალ ნაბრძანები მაქვს ძალით წაგიყვანო-მითხრა კაცმა და მეც დავჯექი მანქანაში.
ბინაში დამხვდა, ამჯერად არ ეკეთა ბეჭედი ხელზე.
-რა გავაკეთო? გარიგებაა, ის :უკნა რომ არ შემერთო ციხეში ამომალპობდნენო-მითხრა და კალთაში ჩამიჯინა.
მაშინვე წამოვხტი ფეხზე
გადავთვალე, 23 წლის ვარ, 7 წელია გიცნობმეთქი, თუ ოდესმე მაინც, ჩემი პატივისცემა გქონია, გთხოვ გამიშვიმეთქი.
ვერაო, ვერ შეგელევიო.
რა გამეკეთებინა.
გაჩვენებ სანახავსმეთქი გავიფიქრე.
მთელი ფული რაც ბარათზე მქონდა ერთიანად გადავრიცხე ჩემს ანგარიშზე და ასე დავიწყე გასაქცევად მზადება
ჯანდაბას, მეც ხომ მქონდა თავმოყვარეობა.
იყავი საყვარელი კაცის რომელიც თავისუფალია და გიყვარს ერთია მაგრამ ცოლიანი კაცის საყვარელი რომ ხარ უფრო ზესაყვარლობაა.
თვითონ ვატოც ხვდებოდა, ჩემი ხასიათის ცხვლილების მიზეზს მაგრამ თითქოს საბაბს არ ვაძლევდი რაიმე ეკითხა.
ისევ ისეთი ვიყავი როდიც ადრე, ნუ ვცდილობდი მაინც
მერე გავბედე, გავბედე და წამოვედი 2 თვის ორსული.
--
მთელი შვიდი თვე როგორ ვცხოვრობდი არ ვიცი, მენატრებოდა უსაშველოდ მაგრამ ვგრძნობდი მისგან იგივე დამოკიდებულებას ვერ ავიტანდი.
არც ის ვიცოდი ბავშვზე რა დამოკიდებულება ექნებოდა.
საბუთებში ნია ნიკოლაძის მაგივრად ელენე გლოველი გავხდი და ვითომ მშვიდად დავტოვე ქვეყანა
რაც უფრო მეზრდებოდა მუცელი სურვილი მიჩნდებოდა ვატო ჩვენს გვერდით ყოფილიყო.
ხომ შეიძლებოდა ჩვენც გვქონოდა ნორმალური ოჯახი? როგორც სხვა ადამიანებს? მაგრამ არ იყო ვატო ჩვეულებრივი, არ გავდა ის სხვებს.
ალბათ ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო.
მენატრებოდა, მაგრამ თან მეზიზღებოდა
არ ვიცოდი ოდესმე კიდევ რომ შევხვდებოდი, უბრალოდ ზურგს ვაქცევდი თუ ჩავეხუტებოდი.
მშობიარობა რომ დამეწყო, თან ისეთი ტირილი ამივარდა ვერ გავიგე რომელი უფრო მტკიოდა. გული თუ მუცელი.
ბიჭი დაიბადა, რაც მთავარია ჯანმრთელი იყო და მამასავით შავი თვალები ჰქონდა.
პალატაში ვიწექი, ბავშვი რაღაც შემოწმებაზე ჰყავდათ გაყვანილი, კარი რომ გაიღო.
სიტუაცია განმეორდა, ექიმის მაგივრად ისევ ის შემოვიდა პალატაში, ოღონდ ამჯერად მე ვიყავი პაციენტი.
თბილი მზერით დამიჯდა გვერდით და უხმოდ მიყურა მანამ, სანამ ბავშვი არ შემოიყვანეს ოთახში.
სახელიც კი არ მქონდა მოფიქრებული ჯერ.
ექთანს ბავშვი რომ გამოართვა და მის თვალზე ცრემლი შევნიშნე ისეთი ტირილი ამიტყდა, დამამშვიდებელი გამიკეთეს რომ დავეწნარებინე.
გაღვიძებულს პალატაში უკვე ბნელოდა. შიშით გადავხედე ბავშვის საწოლს და შიგნით რომ დავინახე პატარა არსება ამოვისუნთქე.
შემდეგ ჩემ ხელს დავაკვირდი.
ვატოს ხელი მაგრად მიჭერდა და სკამზე ეძინა.
-ვატო-ჩუმად ვიჩურჩულე და ხელი შევარხიე
-გისმენ-მაშინვე წამოყო თავი მან და დაწითლებული თვალებით მომაშტერდა
-მამაშენს რა ქვია?-ვკითხე, საიდან მომივიდა იდეა არ ვიცი.
-ზაური-გაეცინა მას
-ბავშვს მე ზაურის ვერ დავარქვევ-გამეცინა უნებურად და ისიც ავიყოლიე სიცილში.
-მაშინ მათე დავარქვათ, ჩემი გარდაცვლილი ძმის სახელი-მითხრა მან და მის თვალებში უდიდესი სევდა დავინახე.
-კარგი, დავარქვათ მათე-ვუთხარი და მხოლოდ მერე გავიაზრე თუ რა გამანდო მან.
-მაპატიე ყველაფრისთვის კარგი?-მითხრა და ისე ნაზად შეეხო ჩემს ტუჩებს, როგორც არასდროს.
-ყველაფერს თუ მომიყვები კი-ვუთხარი მე
შენ რომ ერთხელ ეზოში შეგნიშნე მაშინ სულ პატარა 16 წლის იყავი და აგეკიდე ალბათ გემახსოვრებაო.
მაშინ მე 24 წლის ვიყავი, ჩემს ოჯახში მშვიდობა სუფევდა და თვეში ერთხელ სტუმრობით მინდოდა შენი გული მომეგო და შეგყვარებოდიო.
მაშინ ერთი წლით რომ გადავიკარგე, ზუსტად მაშინ მოკლედ ჩემი ერთადერთი დედმამიშვილი, ჩემი ძმა მათეო.
მისი მკვლელების ძებნა დავიწყე. ერთი წელი მოვანდომე მდგომარეობიდან გამოსვლას.
ამ დროს ვიღაც ნაბიჭვრები ავიკიდე, გადამეკიდნენ და მეშინოდა, თუ შენთან მოსულს მნახავდნენ, შენც ჩაგისაფრდებოდბებ, ეს არ მახსოვს რომელი გაქრობა იყო, ალბათ მაშინ სოფელში რომ იყავი.
შემდეგ ძლივსძლივობით მივაგენი იმ ნაბიჭვარს, ისეთი წამებით ამოვხადე სული, ჩემი თავის მიკვირდა და სწორედ მაშინ მოგადექი სისცხლიანი ტანსაცმლითო.
მხოლოდ შენი ნახვა თუ შეძლებდა ჩემს გონზე მოყვანასო.
ის ექვსი თვე როდესაც კიდევ ერთხელ გავქრი ციხეში ვიჯექი, იცოდნენ მკვლელი მე რომ ვიყავი, მაგრამ ისევე ვერ დამიმტკიცეს როგორც მას ჩემი ძმის მკვლელობა.
მერე უბრალოდ გარემოებამ მოიტანა ის "უკნა ცოლად რომ მოვიყვანე.
შენს ბერე აბა იმას როგორც შევხედავდი საერთოდო.
ახლა უკვე გაყრილი ვარ, მინდა ცოლად გამომყვე, ჩემი ოჯახი გაიცნო, ბავშვი კი ნორმალურ ოჯახში გაიზარდოსო.
გამოიცანით აბა, დავთანხმდი მის წინადადებას?
რა თქმა უნდა, კი.


არ ვიცი რამდენად კარგია, ვიცი ცოტა მოკლეა და შეიძლება არც გავდეს ისტორიას მაგრამ უცებ დაწერილია, წამდენიმე საათში და ნუ როგორც ყოველთვის შეფასება თქვენთვის მომინდია.
დიდი და მოზრდილი ისტორიის წერის არც თავი მაქვს და არც ნერვები.
მოკლედ.
მიყვარხართ ჩემო ერთგულო მკითხველო, განსაკუთრებით იცით ვინებიც, არც ერთ ისტორიას რომ არ ტოვებთ შეფასების გარეშე და დაუზარლად მიზიარებთ თქვენს ემოციებს.
მოკლედ არ მინდა გრძელი გამოვიდეს ეს მინაწერი.
მე სულ მეზარება ხოლმე წაკითხვა და ალბათ თქვენც უმეტესობა არც კითხულობთ, მაგრამ თავს მაინც ვალდებულად მივიჩნევ და რაც მთავარია, მსურს ჩემი ემოციები გადმოგცეთ.

დიდი მადლობა ყველა დადებითი ემოციისთვის
მიყვარხართ!!!!



№1  offline წევრი Rania

Shen dacere tomachka aswti istoriebi gtxovv. Saocrad kargi iyooooo. Zalian momeconaaaaaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი დარინა

მიყვარს შენი ასეთი განოჩენებიი.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

Rania
Shen dacere tomachka aswti istoriebi gtxovv. Saocrad kargi iyooooo. Zalian momeconaaaaaaa

დიდი მადლობაა❤️❤️❤️

დარინა
მიყვარს შენი ასეთი განოჩენებიი.


მადლობა დარინა❤️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Maia G.

ვაიმე რა კარგი იყო,მოკლე,ლაკონური და ბევრისმთქმელი,გაგვანებივრე და არ მოგვაკლო ასეთი პაწაწუკა ისტორიები(არც დიდ ისტორიებზე გეტყვი უარს :D) მადლობა,რომ ხარ!!!!! ❤❤❤❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მაია❤
ვაიმე რა კარგი იყო,მოკლე,ლაკონური და ბევრისმთქმელი,გაგვანებივრე და არ მოგვაკლო ასეთი პაწაწუკა ისტორიები(არც დიდ ისტორიებზე გეტყვი უარს :D) მადლობა,რომ ხარ!!!!! ❤❤❤❤

დიდი მადლობა თქვენ რომ ასეთ თბილ სიტყვებს ჩემთვის იმეტებთ❤️❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი ობჩინიო

ძალიან კარგია.მომეწონა საოცრად ვისიამოვნე

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ობჩინიო
ძალიან კარგია.მომეწონა საოცრად ვისიამოვნე

მადლობაა❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ელენე ქობელაშვილი
Rogori kargi iko ❤

მადლობა❤️❤️

 


№10 სტუმარი ეკა

ძაან მაგარია ყოჩაღ ძაან მომეწონა ისე მეც უნდა ვცადო მსგავსი ისტორიის დაწერა:დ წინა ისტორიაც უკვე წავიკითხე ისიც მომეწონა და თქვენ გამოჯანმრთელებას გისურვებთ kissing_heart

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ეკა
ძაან მაგარია ყოჩაღ ძაან მომეწონა ისე მეც უნდა ვცადო მსგავსი ისტორიის დაწერა:დ წინა ისტორიაც უკვე წავიკითხე ისიც მომეწონა და თქვენ გამოჯანმრთელებას გისურვებთ kissing_heart

დიდი მადლობა ეკა! წარმატებებს გისურვებ შენ და მადლობა, მთავარი ჯანმრთელობაა და ამაზე უკეთესს ვერაფერს მისურვებდი <3

 


№12 სტუმარი ეკა

ტომაჩკა
ეკა
ძაან მაგარია ყოჩაღ ძაან მომეწონა ისე მეც უნდა ვცადო მსგავსი ისტორიის დაწერა:დ წინა ისტორიაც უკვე წავიკითხე ისიც მომეწონა და თქვენ გამოჯანმრთელებას გისურვებთ kissing_heart

დიდი მადლობა ეკა! წარმატებებს გისურვებ შენ და მადლობა, მთავარი ჯანმრთელობაა და ამაზე უკეთესს ვერაფერს მისურვებდი <3

ასეა ჯანმრთელობაზე უკეთესი ამქვეყანაზე არაფერი არაა heart_eyes მეც ვწერ ხოლმე ისტორიებს თუმცა ახლა დრო არ მაქვს confused იმედია დავწერ და პირველს თქვენ გამოგიგზავნით heart_eyes

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

ეკა
ტომაჩკა
ეკა
ძაან მაგარია ყოჩაღ ძაან მომეწონა ისე მეც უნდა ვცადო მსგავსი ისტორიის დაწერა:დ წინა ისტორიაც უკვე წავიკითხე ისიც მომეწონა და თქვენ გამოჯანმრთელებას გისურვებთ kissing_heart

დიდი მადლობა ეკა! წარმატებებს გისურვებ შენ და მადლობა, მთავარი ჯანმრთელობაა და ამაზე უკეთესს ვერაფერს მისურვებდი <3

ასეა ჯანმრთელობაზე უკეთესი ამქვეყანაზე არაფერი არაა heart_eyes მეც ვწერ ხოლმე ისტორიებს თუმცა ახლა დრო არ მაქვს confused იმედია დავწერ და პირველს თქვენ გამოგიგზავნით heart_eyes

გელოდები❤️

 


№14 სტუმარი ეკა

ტომაჩკა
ეკა
ტომაჩკა
ეკა
ძაან მაგარია ყოჩაღ ძაან მომეწონა ისე მეც უნდა ვცადო მსგავსი ისტორიის დაწერა:დ წინა ისტორიაც უკვე წავიკითხე ისიც მომეწონა და თქვენ გამოჯანმრთელებას გისურვებთ kissing_heart

დიდი მადლობა ეკა! წარმატებებს გისურვებ შენ და მადლობა, მთავარი ჯანმრთელობაა და ამაზე უკეთესს ვერაფერს მისურვებდი <3

ასეა ჯანმრთელობაზე უკეთესი ამქვეყანაზე არაფერი არაა heart_eyes მეც ვწერ ხოლმე ისტორიებს თუმცა ახლა დრო არ მაქვს confused იმედია დავწერ და პირველს თქვენ გამოგიგზავნით heart_eyes

გელოდები❤️
აუცილებლად გამოგიგზავნით blush

 


№15 სტუმარი სტუმარი Shore

Kargi gogo xar rom mocyenis uflebas ar gvadzlev sheni istoriebitkargi iyo momecona

 


№16  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

სტუმარი Shore
Kargi gogo xar rom mocyenis uflebas ar gvadzlev sheni istoriebitkargi iyo momecona

მადლობა დიდი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№17  offline წევრი TamoTi

კარგი იყო ძალიან♥♥ასე ვეცნობი ნელ ნელა შენს ისტორიებს და ძალიან მომწონს შენი სტილი♥♥♥წარმატებებიი♥♥

 


№18 სტუმარი სტუმარი მარინა

კარგი იყო,ძალიან მომეწონა.♥️♥️წარმატებებს გისურვებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent