შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამით... ლიანდაგებზე (სრულად)


21-07-2019, 00:44
ავტორი silver hands
ნანახია 875

ღამით... ლიანდაგებზე (სრულად)

√მატარებელი რელსებზე გაბმული სტვენით მიემართებოდა, სიბნელის წყვდიადს შუაზე ჰყოფდა განათებული ფარებით და თითქოს წუთით აშინებდა ღამეს, მაგრამ მატარებლის ჩავლისთანავე ორად გაყოფილი ბნელი სივრცე ისევ ერთ მთლიანობად იკვრებოდა...
კუპეებში სიზმართა ზმანებაში ღრმად ჩაძირულ მგზავრთა გონებას ცოტახნით რეალობასთან კავშირი ჰქონდა გაწყვეტილი...ვფიქრობდი, რომ იმ შუა ღამით მხოლოდ მე არ მეძინა, ნერვიულად დავაბოტებდი ვიწრო სივრცეში ხელების მტვრევით... წყლისთვის დავიხარე, მატარებლის გუგუნის მიღმა ჩემს კუპეში დაგუდულ სიჩუმეში გარკვევით მოისმა ჭიქაში გადმოსხმული სითხის ჩხრიალი.
რატომღაც ჩემს ფილტვებს ჰაერი ეცოტავებოდა, კარი უხმაუროდ გამოვაღე და ასე შუა კარში მდგომი დავყურებდი იატაკს, ვიგრძენი როგორ მიახლოვდებოდა ფრთხილი ნაბიჯებით ვიღაც, იატაკზე გამოსახულ ჩრდილს თვალი ავაყოლე და სწრაფად მივმართე მზერა მისკენ, უცნობი ბიჭის ხმამაც მაშინვე გაიჟღერა მკითხა "ხომ კარგად ხარო", თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი. მან თამამად გადმოდგა ნაბიჯები, გზა გაინთავისუფლა კარებში ჩემგან და უკითხავად შეაბიჯა ჩემს კუპეში, მეც ინსტიქტურად მივყევი, ის სწორ კედელს აეკრო დაბლა დაეშვა და იატაკზე მოკალათდა ფეხმორთხმული, არვიცი რატომ მაგრამ მეც მის მსგავსად მის წინ დავიკავე ადგილი იატაკზე. ჩვენ ორნი ერთმანეთის პირდაპირ სიბნელეში ვისხედით, არაფერს ამბობდა/არაფერს ვამბობდი... თუმცა მალევე გააჟღერა მისი წყნარი ხმა:
-რატომ არ გძინავს, ამ დროს?
ავუხსენი, რომ ჩემს დას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ვუთხარი, რომ ხვალ მძიმე ოპერაციას უკეთებდნენ და სწორედ ეს ფაქტი იყო ის რაც მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა.
-მე როცა რთული პერიოდი მაქვს ყოველთვის ეს ფრაზა მახსენდება"საქმე უიმედო მაშინაა როდესაც იმედის მომცემი დრო გავა", ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე, ხშირად ისეთი ფაქტები ხდება ფილმში, ან წიგნის ფურცლებზე რომ ამოგვეკითხა შეიძლება გვეფიქრა რეალობას მოკლებულიაო, (საუბრობდა მშვიდი და ამავ დროს ორატორული ხმის ტემბრით, მე კი დაბნეული ვუგდებდი ყურს...) შემდეგ მითხრა რომ ერთ ამბავს მიამბობდა და განაგრძო საუბარი:
-ჩემს მეზობლად ერთი წყვილი ცხოვრობდა, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, ვადევნებდი ხოლმე თვალს ჩემი სარკმლიდან მათ მომღიმარ სახეებს და ვფიქრობდი რომ მართლაც რა მცირედი ჰყოფნიდა ზოგიერთებს ბედნიერებისთვის, მაგრამ ერთ ჩვეულ დილით არცერთი მათგანი აღარ შემიმჩნევია, როგორც გავიგე გოგონას ვიღაც მთვრალი დაეჯახა მანქანით, შვიდი თვის მანძილზე კომაში იყო, თითქმის ყველას იმედი ჰქონდა გადაწურული, მაგრამ ის ბიჭი... ის ბიჭი ყოველ დღე დადიოდა,უყვებოდა ყველაფერს რაც კი რამ ხდებოდა... მას ძლიერი რწმენა ჰქონდა რომ მისი საცოლე გონს მალე მოვიდოდა, ერთ დღეს როცა ექთანმა პაციენტი ბაღში გაიყვანა ეტლით მოულოდნელან გოგონამ თვალები გაახილა, როგორც თვითნ ისაუბრა შემდგობ თურმე ბაღში მისი საყვარელი ყვავილების "გეორგინების" სურნელი უგრძვნია, მისი წყალობით დააღწია თავი კომას....ხომ ხედავ უიმედო მდგომარეობა არ არსებობს, როგორც დაიწყებ მოვლენების შეფასებას შენი ცხოვრებაც ისე წარიმართება, დადებით აზრებს ბევრი შეუძლია.
-საკვირველი ისტორიაა! ვუთხარი გაოცებულმა.
-საკვირველია ამ ქვეყნად ყველაფერი, ოპერაციაზე საუბრობდი, ჰოდა მომაგონდა რა უცნაურია როცა ერთ ადამიანს სხვის ორგანოს უნერგავენ და მისი ნაწილი უკვე სხვაში აგრძელებს არსებობასს, მაგრამ ყველაზე უცნაური გულია მაინც, მისი პირვანდელი მფლობელი რომ სააქაოს აღარ ეკუთვნის და გული კი მაინც გადანერგვის შემდეგ აქ ამ სამყაროში რომ ფეთქავს.
მისი საუბრის პროცესში გონებაში აზრები კუბიკებად ნაწევრდებოდნენ და შეკვრას ვეღარ ვახერხებდი... ის გაჩუმდა, კარგა ხანს ასე იჯდა ჩემს წინ, მე კი მისი ამ სიჩუმის პროცესში ვუსმენდი რელსებზე მიმავალ მატარებელს, რომლის ხმაც მელოდიურად ჩამესმოდა, თეთრმა მთვარემ თავი დააღწია წუთით ხეთა ჯარს, სვეტად დაეშვა ჩვენს კუპეში ვიწრო სარკმლიდან და დრო და დრო ისევ ტოტებში გახვეულს ჩვენთანაც შემოჰყავდა მათი ლანდები, ზოგი მათგანი დიდ კლანჭებს ჰგავდა, პატარა ტოტის ანარეკლი ჩემს წინ მჯდომს ხელივით შემოეკრო კისერზე და ლავიწებზე ჩამოურბინა, მთვარის შუქი ვიწრო სვეტებად მონაცვლეობით დაუდიოდა უცნობის სახის სხვადასხვა დეტალს, ვხედავდი როგორ უნათებდა სწორ, თხელ ცხვირს, წამებში მის თხელ ტუჩებსაც დაეწაფა გული რომ იჯერა მელნისფერ, სევდიან თვალებს გადაურბინა და შუქის ნაპერწკლები ესროლა, ის კი მის ხშირ წამწამებს ხშირად აფარებდა ზეწრად მის სულის სარკეებს... უეცრად ისე მოულოდნელად დამისვა კითხვა "შენი საყვარელი ფერი რომელიაო" შევკრთი, თითქოს ჩემი წეღანდელი ფიქრები სცოდნოდა, შემრცხვა ისე რომ ვაკვირდებოდი როგორც ნახატს ტილოზე.
ვუთხარი რომ საყვარელი ფერი არ მქონდა, მერე კითხვა დავუბრუნე თავადდთქო?
-ჩემი? ფერი რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ.
-მასეთი ფერი არ არსებობს ვუპასუხე თავდაჯერებით.
-მე ვხედავ ხოლმე, ის ჩემს შიგნით ცხოვრობს და მისი ფერი აქვს ვინც სულ მახსოვს და მემახსოვრება, ეს სუნის შეგრძნებას ჰგავს, ისევე სპეციფიურია როგორც საყვარელი ადამიანის ან თუნდაც ჩვილი ბავშვის სურნელი, მას სუნამოებით ვერ გადაფარავ....
მე ყელში რაღაც ბურთისოდენა საგანი მძიმედ მომაწვა, ვცდილობდი ჩამეწვდინა გონება მისი სიტყვებისთვის.... ის გაჩუმდა... მალე მთვარე აღარ გვანათებდა... წამოდგა და მშვიდად მითხრა:
-კარგად იყავი.
-ასე უნდა წახვიდე? ისე ვკითხე ცოტა შემრცხვა. გაეღიმა და მიპასუხა:
-თუ ბედს ენდომება ისევ შევხვდებით, სადმე. .. მიპასუხა ჩურჩულით და ფრთხილად გაიხურა კარი.
დაბნეულმა წუთით ისიც კი ვიფიქრე სიზმრად მესიზმრათქო, მაგრამ გონს მალევე მოვეგე... უკვე თენდებოდა.
...
დილით მატარებელმა დანიშნულ სადგურს მიაღწია, ხალხის ბრბოში თვალებით ამაოდ ვეძებდი.
საავადმყოფოსკენ გავემართე, ოპერაცია საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა, წარმუდგენლად დიდი იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა... ქირურგი საოპერაციოდან გადაღლილი და ამავე დროს ნასიამოვნები სახით შემეგება... რამდენიმე დღემ სწრაფად გაიარა, დასთან მისი საყვარელი ყვავილებით დავბრუნდი, "ფუნჯები მომაწოდეო" მითხრა, ის ხატავდა მე კი ღიმილიანი სახით შევყურებდი, უცებ ამომხედა და მომმართა:
-საყვარელი ფერი რომ გქონდეს ამ ყვავილებს შენს ფერში დავხატავდი.
-მე ის ფერი მიყვარს რომელსაც ფერის სახელს ვერ დაარქმევ
-მასეთი ფერი შე სულელო არ არსებობს
-მე ვხედავ ხოლმე, ეს ჩემს შიგნითაა, და იმის ფერია ვინც სულ მახსოვს და მემახსოვრება...
ჩემს ამ სიტყვებზე უცნაური, დამცინავი მზერა მესროლა და თქვა, რომ უფერულ ყვავილებს დახატავდა.

......

ისტორიის ის მონაკვეთი სადაც გოგონას კომიდან გამოსვლის ფაქტზე ვსაუბრობ, ერთი მოხუცი ქალის მაგალითზე დავწერე-დიდი ხნის წინ წავიკითხე სტატია მოხუც ქალზე რომელიც კომიდან მისი საყვარელი ყვავილების სურნელმა გამოიყვანა...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი Rania

Ametiraaa. Imdeni ram iyo am patara istoriashi chareuli. Gavicdi. Yochag
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი silver hands

Rania
Ametiraaa. Imdeni ram iyo am patara istoriashi chareuli. Gavicdi. Yochag



მადლობა ძალიან დიდი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent