შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო (6)


22-07-2019, 00:06
ავტორი სელენე
ნანახია 519

ტანგო (6)

როდესაც ვიღაცისგან სითბოს გრძნობ და გსიამოვნებს აი მაშინ გიყვარდება. ბევრ რამეში ემთხვეოდა ჩვენი გემოვნება, მაგრამ მაინც ძალიან განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. ვერ ვივიწყებდი წუხანდელი ღამეს. მის ხელს ჩემს წელზე, ნაზ, სულშიჩამწვდომ მუსიკას და ცხელ სუნთქვას კისერში. იმ წამს ვარსებობდით მხოლოდ ჩვენ. მე და ცოტნე. ვერასდროს ვიფიქრებდი რომ მე ელენა ფილფანი, შევხვდებოდი ბიჭს რომლის გამოც იარაღს ხელში ავიღებდი და ვინმეს შუბლზე მივადებდი მოსაკლავად. არ ვიცოდი ცოტნე რას ფიქრობდა ჩემზე, ჩვენს ურთიერთობაზე, მაგრამ ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბედნიერი ვიყავი მასთან გატარებული თითოეული წამით. მისი სიახლოვით... პირველად მიყვარდა მაგრამ მეშინოდა აღიარების, მეშინოდა რომ ცოტნეც იგივეს არ გრძნობდა ჩემს მიმართ. ფიქრებიდან ტელეფონის ზარის ხმამ გამომიყვანა. ლიზა მირეკავდა სკაიპით
-ჰეი ქალბატონო როგორ ხარ?
-კარგად შენ ლიზ?
-მეც კარგად. სად ხარ დაკარგული, კაი მე ჯანდაბას ვმუშაობ მარა შენ? ერთს არ მომიკითხავ
-სოფელში ვარ ცოტნესთან ერთად
-ჰა? მეღადავები ხო? რამდენიხანია?
-არ გეღადავები. მე, ირაკლი, ილია, თათია, დიანა, გაბრიელი, გიორგი, ინგა, თემო, ცოტნე... ყველა აქ ვართ
-აუუ შენ ძაან აიწყვიტე უკვე. როდის მოდიხარ თბილისისკენ?
-დღეს 1ისთვის მაქ ვიქნები
-კაიმაშინ, გკოცნი. თავს მიხედე _ლიზამ გათიშა თუ არა მამაჩემის ზარი შემოვიდა
-ალოო მაა, როგორ ხარ?
-კარგად ელენ შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად, რასშვები რამე ხოარ გიჭირს
-რავიცი შვილო, ამ ბოლო დროს ცოტა ტკივილები მაწუხებს თორე სხვა კარგად მაქ, შენ რასშვრები სადხარ?
-სოფელში ვარ მეგობართან მა.
-ეგ შენი მეგობარი ბიჭია თუ გოგო?
-ბიჭია, მარა გოგოებიც არიან აქ. დასასვენებლად ჩამოვედით ერთი კვირით
-უნდა ვინერვიულო ელენა?
-არაფერია მა სანერვიულო. რატო უნდა ინერვიულო
-რაქვია მაგ შენს მეგობარს აბა?
-ცოტნე, ცოტნე ვიბლიანი ბიზნესზე სწავლობს. წელს ამთავრებს
-საინტერესოა, მოგწონს?
-მამა, რეებს მეკითხები გაგიჟდი?
-სიკვდილამდე ხომუნდა ვესაუბრო ჩემ შვილს ერთხელ გულახდილად _გამიღიმა და დედამიწის მეორე ბოლოდან ვიგრძენი სითბო და სევდა ერთდროულად.
-კაი მამა, რა გაინტერესებს.
-როგორი ბიჭია ეგ შენი ცოტნე
-მამაა! ჩემი არარიი მარა ძაან საყვარელია, თბილი და ყურადღებიანი
-ჰოო კიდევ?
-კიდევ ძალიან სიმპათიური
-ჩემზე სიმპათიურია?
-არა მამა შენ ვაფშე ვერავინ გჯობია _გულში სითბო ჩამეღვარა
-კარგი შვილო, რამე ხომარ გჭირდება სხვა?
-არაფერი მამა, რა უნდა მჭირდებოდეს.
-არვიცი ყველაფერი რიგზე თუ გაქვს. _გამახსენდა წინა დღით ცოტნემ რომ მითხრა, მითხრა კიარა მიბრძანა ჩემთან იცხოვრებო. როგორ ვუთხრა მამას? ან რა ვუთხრა? კაცს იარაღი მივადე თავზე, ჩემი ბინა გადაატრიალა და ახლა მოსაკლავად დამდევს მეთქი? არა ასე ვერ შევტოპავდი. გადავწყვიტე სიმართლე ნახევრად გამემხილა
-მამაა, ის რაქვია ჩემი ბინის გაყიდვა მინდა, სხვაგან გადავდივარ
-რატომ მამა თბილისში ყველაზე 'ძერსკი' ბინაგაქ, უბანი არ მოგწონს?
-არა ბინა ძერსკია მარა უბრალოდ_ენა დამება
-კარგი როგორც შენ გინდა. ახალი ბინა სად იყიდე?
-ვქირაობ მა ჯერ ვეძებ
-დახმარება თუ დაგჭირდეს მითხარი და მოვაძებნინებ
-აუცილებლად, მამი ისე დანარჩენები რასშვრებიან?
-მაგაზე მინდა დაგელაპარაკო სხვათაშორის
-მშვიდობაა?
-მინდა დედაშენს გავეყარო, ელენა არ ვიცი როგორ აგიხსნა
-საჭირო არაა მა. როგორც შენ გინდა ისე მოიქეცი. მე ყველაფერში მხარს დაგიჭერ, მაგრამ შეიძლება გკითხო ასე უცებ რატომ გადაწყვიტე.
-ერთი ქალი გავიცანი, როგორ გითხრა.
-გიყვარს მამიკო? _მივეფერე. პირველად ვნახე ასეთი ბედნიერი მამაჩემი და როგორ შემეძლო ჩემი კაპრიზების გამო მისი ბედნიერებისთვის ხელი შემეშალა
-არვიცი მარა ძაან მევასება _რააა? მამაჩემი ასე როდიდან საუბრობს? არა ჯერ მარტო 42 წლისაა მაგრამ ძალიან გასაკვირია სად გაიგო ეს სიტყვები, ჯერ ძერსკიო, ახლა მევასებაო. ო, ღმერთო...
-კარგია, დედამ რაო რა გითხრა?
-არ უნდა განქორწინება. მეუბნება თუ გამეყრები ქონების გაყოფაზე განცხადებას შევიტანო.
-მერე რას აპირებ?
-გავეყრები რათქმაუნდა. მთელი ცხოვრება მარტო ფული აინტერესებდა. მაპატიე შვილო რომ ამდენი რამის გადატანა მოგიწია მისგამო_ეს სიტყვები ისე ნაღვლიანად თქვა გულში ტკივილი ვიგრძენი.
-არაუშავს, ის მაინც დედაჩემია. გოგოები რასამბობენ?
-არ მოსწონთ ლიზბეთი. არ გვინდა ეგ ქალი ჩვენი დედინაცვალი იყოსო
-მაგათ მე დაველაპარაკები შენ არიდარდო.
-ელენა 20წუთში გავდივართ _ცოტნემ ოთახში თავი შემოყო
-კაი ცოტნე, გამოვალ მალე. წავედი ახლა მა, მალე დაგირეკავ, ძაან მიყვარხარ.
-მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგო, თავს მიხედე და ჭკუით. _ტელეფონი ტუმბოზე დავდე და აბაზანაში შევვარდი. ლურჯი, ტანზე მომდგარი ტოპი და შავი მაღალწელიანი შარვალი ჩავიცვი, თეთრი ჯინსი გარედან ჩასაცმელად ავიღე და კედები ჩავიცვი. ტანსაცმელი მოუწესრიგებლად ჩავტენე ჩანთაში. ძლივს დავკეტე ისე გაიბერა.
-რას აკეთებ გოგო ამდენი ხანი
-ვაიმე ცოტნე, გოგო ვარ ბოლობოლო
-გოგო რომ ხარ მაგიტო 10 კაცი გარეთ უნდა გელოდოთ?
-ოჰ, გაგეღვიძებინე უფრო ადრე.
-ნუღარ ტლიკინებ გეხვეწები რაა, მომეც ეგ ჩანთა, რას მიათრევ შენი წონაა
-ბიჭო შენ მე რაღაც ძაან გამხდარი გგონივარ
-მაგას შიშველს რომ გნახავ მერე გეტყვი ხარ თუარა გამხდარი? _ნიჭია როცა გრცხვენია და არ წითლდები
-ცოტნეე, იცოდე კიდევ ასე იხუმრებ და არ ვიცი რამოგივა _დავემუქრე ნერვებმოშლილმა. ეზოში მართლაც ყველა ჩვენ გველოდებოდა. ნინის ინგას და თათიას გადავეხვიე. ბიჭებთან და დიანასთან 'დილა მშვიდობისათი' შემოვიფარგლე. მე, გიორგი, ნინი, ინგა და ცოტნე ერთად დავჯექით. დანარჩენები ერთად.
-ინგა შენ რასაპირებ?
-რას და ბატონი გიორგი ბორჯომში ჩამაბრძანებს და სახლში დამტოვებს. მერე ორ დღეში ჩამოვალ თბილისში.
-ახლა რომ წამოხვიდე ვითომ რა? _გამოხედა გიორგიმ
-შენთან ერთად ერთ მანქანაში თბილისამდე? ჰაჰ, არც იოცნებო
-შენთუ ჩემთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე ოცნებობ დიდი ამბავი ახლა მე თუ მაგაზე ვიოცნებე
-შუტკის მეტ დონეს ვერ წევს ხო შენი სლიპინა ტვინი?
-თორე შენ ხო გაქ მეჭეჭებიანი რაა
-კაი ხალხო მოკეტეთ. _ცოტნემ რადიო ჩართო. პოტენციური წყვილის კინკლაობით გამხიარულებულები 'სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს' ბოლო ხმაზე ვყვებოდით. ბოლოს ხმაჩახლეჩილებს და სიცილისგან დაღლილებს ერთმანეთზე მიგვეძინა.
-ჩაკვდნენ მემგონი
-გავაღვიძოთ?
-კაი შეეშვი , ცოდოები არიან
- შენ და ელენესთან რახდება ?
-რავიცი ბიჭო, მაგრად მევასება მარა მეშინია რა. ლევანის გამო თავს ვიკავებ.
-ღადაობ ხო?
-არა ბო*იშვილივიყო. ლევანი უეჭველი მოწვავს რომ ძვირფასია ჩემთვის და რაღაცას დაუშავებს. ვერხედავ 2კვირის წინ ნინი არ მომტაცა? მაშინ უნდა გენახა ელენა შენ, ასეთი მშვიდი კიარიყო, ლევანის რომ უარი ეთქვა ჩვენ გაშვებაზე ესროდა. იმ კაცს ფეხში რომ მოარტყა მერე შეშინდა და გაგვიშვა. ქალმა დააჩმორა რა
-და სახლის ამბავს რასშვრები
-ჩემთან იცხოვრებს დროებით, სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება.
-აუ შენ ტვინში მაგრად ვერგაქ რაღაცეები. ბიჭო ეგ გოგო მაგარ შარშია და დღედაღამე თვალი უნდა გეჭიროს, სულ შენთან უნდა იყოს და იძახი მეშინია ლევანიმ არაფერი დაუშავოსო და თავი უნდა შევიკავოო?
-აუ ვეღარ ვაზროვნებ ისედაც ტვინს ნუ მიბრუღავ რა ამის დედას''ვეცი. ბიჭო ინგას სად ვტოვებთ?
-მერავი გავაღვიძოთ და ვკითხოთ _გიორგის მძინარე ინგას დანახვაზე გაეღიმა. გოგო ფრთხილად გააღვიძა და მისამართი ჰკითხა.
-იყოს ბიჭებო რა, სადმე ჩამომსვით და ტაქსით მივალ.
-ხოარ ღადაობ რა ტაქსი _გოგომ მისამართი უკარნახა
-თბილისში რითი მოდიხარ?
-მარშუტკით ან მატარებლით რავი
-ახლა რომ წამოხვიდე ვითომ რა?
-აუუ გიორგი, საქმეები მაქ და ჩემი ბინაც გაუქირავებია იმ დებილ ქალს
-ნაქირავებშიხარ?
-ხო რაიყო ტეხავს?
-არა რა ტეხავს, დარეკე სახლში ტანსაცმელი გაგიმზადონ და მივდივართ დღესვე
-ცოტნე უთხარი შემეშვას რა
-რასაც გეუბნება ის ქენი
-შენ ვისმხარეს ხარ?
-ჩემი ძმაკაცის იასნა
-კაით რა ბიჭებო, იქ ვისთან უნდა დავრჩე?
-ან ჩემთან, ან ჩემთან ან ჩემთან
-დიდიხანია მაგაზე ოცნებობ გიო?
-არა ახლა გადავწყვიტე
-არ მინდა შენთან
-ნინი, ელენა და ცოტნეც იქ არიან რატოარ გინდა?
-ერთად ცხოვრობთ თქვენ?
-ჰოო გამარჯობაა. ბიძაშვილები ვართ ქალბატონო.
-რახდება რატო არმაცლოთ ძილს?
-ნინი ახლა ვეუბნებოდი ინგას ჩვენთან დარჩი თქო
-და რაო მერე ინგამ
-არააო, არ მინდაო
-რატო არგინდა?
-კაი რა ნინი. ჯერ მცხვენია და მეორეც ჩემს მშობლებს რა ვუთხრა, ისედაც ოთხი დღეა დაკარგული ვარ.
-ოო კაი რა, ვითომ ჩემთან და ელენასთან იქნები
-გადამრევს ეს ხალხი
-თავს ნუიფასებ, დარეკე ახლა.
-ასე უცებ მაინც არ გამოგვიშვებს ისეთია დედაჩემი
-მაშინ დავადგეთ თავზე. _გაეცინა ცოტნეს და მანქანა ინგას სახლის ჭიშკართან გააჩერა. მყუდრო, ორსართულიან სახლში ინგას უფროსი ძმა და მშობლები ცხოვრობდნენ. ინგამ სახლის კარი გააღო და ბავშვები შიგნით შეუშვა
-ელენა, საყვარელო გაიღვიძე უკვე ჩამოვედით?
-თბილისში ვართ?
-არა გოგო რა თბილისში ინგასთან შემოვიარეთ, ესეც მოგვყავს
-სერიოზულად ცოტნე? _ელენას ბედნიერი სახის დანახვისას ცოტნეს ლოყაზე ფოსოები გაღრმავდა. რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის გაიფიქრა ბიჭმა
-წამო შევიდნენ უკვე. _ბავშვებს წითური, ძალიან ელეგანტური და ლამაზი ქალი შეეგება. ჯერ ინგას მოეხვია, მერე დანარჩენები გაიცნო.
-სასიამოვნოა ბავშვებო თქვენი გაცნობა, ხომ არ გაბრაზებდათ ეს ქაჯი? _სათითაოდ გადაეხვია ყველას.
-კი, დეიდა ძალიან _გაეღიმა გიორგის.
-ამის დაჭკვიანება არ იქნება _შვილს თავზე წამოჰკრა ხელი ქალმა. -მოდით ბავშვებო საჭმელს მოგიმზადებთ. მშივრები იქნებით
-არაა, არ შეწუხდეთ მალე უნდა წავიდეთ
-დედა ეს რამესმის, დაჯექით ამწუთას ბავშვებო, თემური და ლაშაც მალე მოვლენ
-თემური მამაჩემია, ლაშა ჩემი ძმა. ნათიი წყალი გამოიტა რა _მიაძახა ინგამ დედას. ბავშვები ეზოში ქვის მაგიდას მიუსხდნენ. ლაშა მალე მოვიდა. საერთოდ არ გავდა ინგას, ხშირი შავი თმა და თავლისფერი თვალები ქონდა. მალევე შეამჩნია რაზეც ვფიქრობდი და მომიბრუნდა
-ვიცი არ ვგავართ ერთმანეთს. ინგა ნაშვილარია და ვუმალავთ, გვეცოდება. _ინგამ ბიჭს მუშტი ჩაარტყა მხარში.
-ხელები დაიმოკლე შენ _გახედა ბიჭმა ღიმილით
-ოჰ, დედიკოს ბიჭი ხოდზეა _ლაშა წამოხტა და ინგას გამოუდგა. მალევე დაიჭირა და სარდაფში ჩაკეტა. შემდეგ ვითომც არაფერი ისევ ჩვენთან ჩამოჯდა
-დეეეეე, დედაააა, დედიკოო მიშველეე _კიოდა ინგა და სარდაფის კარს ფეხებს ურტყავდა
-მოუხდება ხოლმე ხანდახან.
_გეცინა ლაშას ინგა კი კივილს აგრძელებდა სანამ სახლიდან ნათია არ გამოვიდა და კარი არ გაუღო
-ლაშა ჭკუა სულ არგაქ თავში? რადროს შენი მაიმუნობაა უკვე, როდის უნდა გაიზარდო? შენ კიდე რაგაკივლებს დაჯექი ჭკვიანად ახლა მაინც დაწყნარდით ხალხია, სტუმრები არიან
-დამიჯერე სოფელში არ მოჰკლებია ეგეთი რამეები _გაეცინა ნინის.
-რაუქენით?
-ტალახის აბაზანა მიაღებინა გიომ. ჯერ ტალახიან ჭაში ჩააგდო და მერე თავზე დაასხა ვედროთი ტალახი. ეგეც არ ეყო და ვედრო თავზე ჩამოაცვა _ლაშას მუცელი ხელით ეჭირა. ინგა კი ინციდენტის გახსენებაზე გაიბუტა.
-აუუჩემიი, აღარ შემიძლია უკვე, საღოლ ძმაო შენ ვინ ყოფილხარ. ასე რამგაგამწარა შე კაი ადამიანო
-ეგ ცალკე ისტორიაა_სიცილი შეწყვიტა გიომ
-რაქნა ამქაჯმა?
-დილით წყლით გააღვიძა. ერთი ქვაბი წყალი მძინარეს თავზე დაასხა. მერე შუადღისას გაწუწა კიდე და გიომაც აღარ დაინდო _ცრემლებს იშრობდა ნინი
-არაა რააა, აღარ შემიძლია უკვე _მხოლოდ ცოტნე იჯდა მშვიდად, სიგარეტს ეწეოდა და უყურებდა როგორ კისკისებდა ელენა. გულს უხარებდა მისი ასეთის ნახვა. ეს გოგო მისი გულისთვის არაფერს არ აკეთებდა მაგრამ მაინც მაგნიტივით იზიდავდა. დღევანდელზე ფიქრობდა. გიოს სიტყვებზე. რატომ უნდა შეეკავებინა თავი მაშინ როცა ყოველ დღეს მასთან ერთად გაატარებდა. მის სიცილს მოისმენდა, მხოლოდ მისთვის წაიკითხავდა რამე კარგ ლექსს ან მასთან იცეკვებდა ტანგოს. მისთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმ 'ბარბი' გოგონებს რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ მასთან დროის გასატარებლად. არ უნდოდა ელენასთან ის ორდღიანი ან ერთღამიანი ურთიერთობა ჰქონოდა რაც სხვებთან. არ უნდოდა ფასდაკარგული სიტყვების მოსმენა. უბრალოდ უნდოდა ამ გოგოს ჰყვარებოდა. ისე ჰყვარებოდათ ერთმანეთი რომ არ გაჩენილიყო კითხვა ვუყვარვარ თუ არა. ვერ შეეგუებოდა ელენასთან სხვა მამაკაცის ნახვას. დიახ, ასეთი ეგოისტი იყო ცოტნე ვიბლიანი და არ აინტერესებდა ვინ იქნებოდა ელენას გვერდით მისგარდა. ყველას საკადრის პასუხს გასცემდა. ის ეძებდა ელენასნაირ უბრალო და მისთვის უნაკლო გოგოს და ახლა როცა იპოვა არ აპირებდა მის დაკარგვას.
-აეე, რაზე ფიქრობ?
-არაფერი გიო რაგინდა ?
-წამო ყველა სახლში შევიდა აქ ხო არ ვიჯდებით მშია _ბიჭები სახლში შევიდნენ. ნათიას სუფრა უკვე გაეშალა. ასე მოკლე დროში ამ ქალმა ისე გააწყო ყველაფერი ჩიტის რძე არ დააკლდებოდა მაგიდას. ლაშამ სარდაფიდან სადაც ცოტა ხნის წინ ინგა ჰყავდა ჩაკეტილი ღვინო ამოიტანა
-დალევთ ხო?
-მე საჭესთან ვარ_გამოაცხადა ცოტნემ
-ქალი ვიცი კუხნაშიო ხო გაგიგია? მე საჭესთან ვიცი. სამი გოგო გახლავთ რომელიმე დაჯდება საჭესთან და აღარ დამიწყოთ ახლა ბაზარი _მბრძანებლური სახით გახედა ბიჭებს. მაგათაც მეტი რა უნდოდათ. გოგოები მალე მორჩნენ და ინგას ოთახში წავიდნენ ტანსაცმლის ჩასალაგებლად. ნახევარ საათში ბიჭებიც კარგად გვარიანად გამოთვრნენ და გოგონებიც მორჩნენ ჩანთის ჩალაგებას
-დედი შენ საით?
-თბილისში დე. ბარემ გავყვები ამათ, ორი დღე გინდა აქ გინდა იქ რააზრი აქ
-მეგონა დავრჩებოდი კიდე ცოტახანი
-დედიკუნა 1თვეა უკვე აქვარ. ის ლოთები ავკრიფოთ ახლა მაგიდიდან და წავიდეთ თორე ძაან დაგვიანდება უკვე _ჯერ დედამისს მოესიყვარულა. ბიჭები მანქანაში ჩავსვით. მე და ინგა წინ დავსხედით. ნინი ბიჭებს მიუჯდა.
-მშვიდობიანი გზა შვილებო. ჭკუით იყავით _ნათია თვალცრემლიანი დაგვემშვიდობა, თითქოს ქალიშვილს ათხოვებდა. რას ამ მივცემდი დედაჩემის თვალებზე რომ მენახა ასეთი ცრემლები. უცებ ტირილი მომინდა მაგრამ თავი შევიკავე და ნავიგატორი ჩავრთე.
-ელენ წეღან შეგამჩნიე, რაღაც დასევდიანდი რა მოხდა?
-არაა არაფერი
-კაცმა ძალით უნდა ამოგაცალოს სიტყვები, მალე ახლა მოყევი
-არაფერი ინგა, უბრალოდ მომინდა შენნაირი დედა მყოლოდა
-დედა არ გყავს?
-მყავს მაგრამ არასდროს მასთან კარგი ურთიერთობა არ მქონია, რატომღაც არასდროს. მას არ ვუყვარდი. პირიქით, ჩემი დანახვა მასში ზიზღის მეტს არაფერს არ იწვევდა. _თველბი ამიწყლიანდა. მანქანა გავაჩერე. ყელში ბურთი გამეჩხირა და ვერც გარეთ გამოვუშვი, ვერც ჩავყლაპე. ინგა ჩემსკენ გადმოიხარა და ჩამეხუტა. ახლა ყველაზე მეტად ეგ მჭირდებოდა. არაფერია იმაზე კარგი ვიდრე იცი რომ ვიღაცის მკლავები შენს დასამშვიდებლად ყოველთვის მზად არის. ეს ყველაზე საუკეთესო ჟესტია რაც ადამიანებს ოდესღაც გამოუგონიათ. ინგა ახლა ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო.
-თუ გინდა ერთი დედიკო გვყავდეს _ჩემი გამხიარულება სცადა ინგამ
-მადლობა ინგა
-ენას ძირში მოგაჭრი მეორედ რომ ეგეთი რაღაცა მითხრა. აბა მე რისთვის ვარ. ახლა კი გადმოჯექი აქეთ და საჭე ნამდვილ შუმახერს დაუთმე. ნინის, გიორგის და ცოტნეს მთელი გზა ეძინათ. თბილისის შესასვლელთან საჭეს ისევ მე მივუჯექი. ნახევარ საათში მანქანა სახლის შესასვლელში გავაჩერე. საათი უკვე 11 გამხდარიყო. არადა პირველზე აქ უნდა ვყოფილიყავით. ცოტნე და გიორგი იმაზე უარეს მდგომარეობაში იყვნენ ვიდრე დაძინებამდე. სახლში ძლივს შევიყვანეთ.
-ახლა რავქნათ?
-ჯერ ცოტნე მივიყვანოთ ოთახში და მერე გიო. _ნინიმ ცოტნე ოთახამდე მიმატანინა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მერე ინგას დასახმარებლად გაიქცა. ახლა რა ვქნა? ვფიქრობდი და მძინარე ცოტნეს ვუყურებდი. ფეხსაცმელი გავხადე
-ჰეი მშვენიერო, იმედია რამე საშინელებას არ მიპირებ _ისე მითხრა ცოტნემ თვალი არ გაუხელია. ფეხსაცმელი გავხადე და იქვე დავაწყვე
-რა პატივში ვარ ტოოო. ელენამ ფეხსაცმელი გამხადა
-ცოტნე ნუ დუდღუნებ გეხვეწები, გამოიცვალე და დაიძინე რა.
-შენ სად მიდიხარ? _თავი ასწია ლოგინიდან
-დასაძინებლად, ძალიან დავიღალე.
-ჩემთან დაიძინე მერე
-ძაან ხომარ გაგიტკბა?
-შენ გამიტკბი
-დაიძინე _ოთახიდან უკანმოუხედავად გამოვედი.
ნინიმ ჩემი ოთახი მაჩვენა. ცოტნეს უკვე გაემზადებინა ყველაფერი. როდის მოასწრო? შორტი და მაისური ჩავიცვი და ლოგინში შევძვერი. მალევე დამეძინა მაგრამ ვიღაცის ტყაპ-ტყუპმა სიარულისას გამაღვიძა. ცოტნემ ჩემი ოთახის კარი შემოაღო
-აქ რა გინდა გააფრინე?
-ხო ელენ. აუ შენ თავს ვფიცავარ ვერ დავიძინე, თავი მისკდება მაგარი ცუდად ვარ აქ დავწვები რა
-არა და არა გადი შენოთახში
-აუ ახლა ატრაკებ _ცოტნე ლოგინზე გაწვა და ხელები გაშალა
-ადექი ბიჭო რააკეთებ. რას იფიქრებენ სხვები
-ვერავინ ვერაფერს ვერ იფიქრებს მშვენიერო. ახლა კი ისედაც თავი მისკდება და ნუღარ დამიმატებ.
-ცოტნეე გეყოახლა მაიმუნეობა. _ბიჭმა ელენას ხელი დაავლო და გულზე მიიხუტა
-გააჩუმე ენა და დაიძინე, ნახე რამაგარია ჩემთან ძილი
-აბა სულ შენთან
-ელენა დაიძინე
- შემომივარდა ოთახში და ბრძანებებს იძლევა გეგონება მისი სახლია
-ჩემი სახლია აბა ვისია _გაეღიმა ცოტნეს. რამ დამავიწყა ამ დებილის სახლში რომ ვარ. ხმა აღარ ამომიღია. მალევე მშვიდად ჩამეძინა.


გიორგი ძლივს დავაწვინეთ ოთახში
-წადი ნინი დაიძინე დანარჩენს მე მივხედავ.
-შენი ოთახი ამის გვერდითაა. ღამე მშვიდობის.
-მიდი ხო
-ინგა შენ ხარ?
-ოჰ მიცანი?
-მილიონ ადამიანში გიცნობ ჭარხალა
-ისევ არ კარგავ ხასიათს არა?
-ამის დედასშევე*ი _გიორგი ბანცალით წამოვარდა საწოლიდან და სააბაზანოში გავარდა
-ჰეი ლოთო მშვიდობა გაქ? _მივაძახე რამდენიმე წამში
-ჰო. _უნიტაზის ჩარეცხვის ხმა გავიგე. აშკარად აღებინა. ისევ ლოგინზე გაწვა
-არ გინდა გვერდი დამიმშვენო?
-შენ ნაშას ვგავარ?
-არც უნდა გავდე მერე
-ხოდა პასუხიც იცი
-უარს მეუბნები?
-შენით მიხვდი თუ ვინმე დაგეხმარა?
-ჩემით, ნუ გავიწყდება მომავალ ექიმს ელაპარაკები. _ეს თქვა და ისევ სააბაზანოში გავარდა.
-ჰეი, ალადინ მოიწამლე? _საიდან მოვიტანე ახლა ალადინი? _უკვირა ინგას
-ამის დედასშევე*ი. ლოგინზე გაწვა და ამჯერად დაეძინა. გასვლამდე შევამჩნიე რომ სახეზე ფერი არ ედო. ხელი შუბლზე დავადე.
-სიცხე გაქ. თუ არ შეგიძლია რას სვამ, ვინმე გაძლებს? _აწუწუნდა ინგა და გიორგის საბანი დააფარა. -რა ვქნა ახლა მე, რანაირად დავუწიო სიცხე. ელენა ხომ არ გავაღვიძო? არააა, ისიც ამ დღეში იქნება. _ტელეფონი ამოვიღე და გუგლი გავხსენი 'როგორ დავუწიოთ სიცხე ალკოჰოლმიღებულ ადამიანს'. რაღაც ხალხური მეთოდის ინსტრუქციას მივყევი. სულ არაფერს ჯობდა. საათინახევრის შემდეგ სხეული ნორმალურ ტემპერატურას დაუბრუნდა და მეც ამოვისუნთქე. ახლა დავაკვირდი გიორგის. საოცრად მშვიდად ეძინა წეღანდელთან შედარებით. გრძელი წამწამები, შავი თმა და გაბუტული ტუჩები ბავშვურ იერს სძენდა სახეზე. გიორგისნაირი მომხიბვლელი ექიმი სავარაუდოდ ვერასდროს გაიგებს როგორია მისი პაციენტების ჩვეული პულსი. უცებ რატომღაც ვიეჭვიანე. ვიეჭვიანე რომ მისი ეს თავხედური სილამაზე ყურადღებას ყველა ქალისგან იქცევდა და გამახსენდა ჩვენი გუშინდელი გაბრაზებული გიორგი და გაოცებული ტატო როცა გიომ ასფალტს 'ააწება'. ტატოს მუქარა და გიორგის შეუვალი პასუხი. ბოლოს.... ბოლოს ცეკვა. როგორ ნაზად ეჭირა ჩემი ხელი და როგორ ნაზად დაასრიალებდა თითებს ჩემს წელზე, მაგრამ ამ დროს გამახსენდა როგორ 'ივაჟკაცა' სოფელში და ჩემი საყვარელი შარვალი გამიფუჭა, თან დამცინა გიყიდიო. თუმცა ვერც ამ გრძნობამ ვერ გადაფარა ის ბედნიერება რასაც ახლა ვგრძნობდი. რაც უფრო მალავ გრძნობებს მით უფრო იზრდება ისინი შენში. ასე ვიყავი გიოსთანაც: მომწონდა, ვეჭვიანობდი მაგრამ ჩემთვის ვმალავდი... ჩემში ვიტოვებდი.
წუხანდელ მოგონებებზე ფიქრმა და იმან რომ ახლა მის ოთახში მდივანზე უსულოდ ვეგდე ძალიან დამღალა და მალევე ბედნიერს ჩამეძინა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი anako

საკალელები არიან გიოც და ინგაც
ცოტნეც და ელეც და ყველა საერთოდდ
მაგრად მომწონს და ველოდები ახალს ირინკ მალე

 


№2  offline წევრი სელენე

მადლობა <3 ახალსაც მალე დავდებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent