შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენო აღმატებულებავ (3)


21-07-2019, 23:16
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 927

თქვენო აღმატებულებავ (3)

უქმეებს მამაჩემთან ვატარებდი. დედისერთა ბავშვებს ერთი უცნაური ჩვევა გვქონდა: მაშინაც კი როცა დამოუკიდებელი, ზრდასრული ადამიანები ვხვდებოდით, მშობლის გარეშე ვერ ვატარებდით დიდ დროს. ეს ჩვევა მეც მქონდა. ძალიან ხშირად ვეკედლებოდი მამაჩემს. თავი მის გარეშე უმწეოდ მიგდებოდი პატარა შვლის ნუკრი მეგონა.
- ჰაიდენ სთარი - მითხრა მშვიდად და აუღელვებლად. არ ვიცოდი, ამ სახელსა და გვარში პიროვნების გარდა, რამე სხვასაც თუ გულისხმობდა.
- მერე?
- რამდენიმე დღის წინ მასთან ერთად იყავი?
- კი მამა - ცოტა არ იყოს, გამაკვირვა მისმა შეკითხვამ.
- ცოტა ფრთხილად კარგი? ხო იცი მე შენ არასდროს არაფერს გიშლიდი და რომც დაგიშალო, ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, ჩემს ნებაზე არ უნდა იცხოვრო. უბრალოდ, ჰაიდენის გარშემო, ადამიანები ხათაბალაში ეხვევიან ხოლმე.
- რას გულისხმობ ხათაბალაში? კვდებიან?
- არა, არა. შენ ეგ არც გეხება. რამდენჯერმე ნასამართლევია პატარა მახინაციების გამო. თვითონ ბევრი არაფერი დაჰკლებია, თავის პარტნიორებს დააკლდათ. დიდი ბიზნესის მფლობელი როცა ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ გარშემო ადამიანები გყავს, რომლებიც მაგალითად, შენი ბიზნესის 5%-ს ფლობენ. ეს ხუთიც ბევრია, უბრალოდ მაგალითისთვის მინდა. როცა ზარალდები, ყველაზე დიდ დანაკარგს ისინი განიცდიან.
- გასაგებია, მაგრამ მე მისი პარტნიორი არ ვარ. არც მეგობრები ვართ პრინციპში, მაგრამ შენ რაღატო დათანხმდი მასთან კავშირს?
- ძალიან იაფად შემომთავაზა ძვირფასი ღვინო.
- რატომ?
- მაგის გაგებას ვცდილობ. მიზეზი რომ ვკითხე, თითქმის გაუგებრად ამიხსნა. აი, როცა პასუხი არ გინდა გასცე და ათას მარტივ სისულელეს დააბრეხვებ, ზუსტად ეგრე. არ დავთანხმდებოდი, უბრალოდ ცოტა გაუჭირდა ჩემს ფირმას, ვინმე ძლიერის დახმარება მჭირდებოდა და არსაიდან რომ გამოჩნდა ჰაიდენ სთარი, თავს უარის თქმის უფლება ვერ მივეცი.
- ცუდი კაცი არ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ შენობა წამართვა.
- ღმერთმა ქნას, არ იყოს. არ იდარდო ვივიენ, მაგ შენობას ადრე თუ გვიან, დაგიბრუნებ.
- არ გინდა. ისედაც დამავიწყდა უკვე თეთრი სამოთხე, ძალიან ცვალებადი გემოვნება მაქვს - ვიცრუე და სამზარეულოში გავედი - ღვინოს დალევ მა? - გავძახე.
- კი.
თაროზე რაღაცა ახალი იდო - წითელი და ტკბილი. ჩირთან ერთად გავიტანე მამაჩემის კაბინეტში.
- ძალიან გემრიელია არა? - მკითხა ცოტათი სინანულით - ჰაიდენისაა. მაყვლისა და ალუბლის არომატით აკეთებს.
მართლა შთამბჭდავი იყო.
ისე ისმეოდა, რომ მალე, ალკოჰოლიკი გავხდებოდი ალბათ.
დილით, ხუთიდან ერთი შეკვეთა მივიყვანე ბოლომდე. კმაყოფილი ვიყავი ჩემი შრომის შედეგით. იმაშიც დავრწმუნდი, რომ სისხამ დილით ყველაზე უკეთ მოქმედებს ტვინიც და შთაგონებაც ულევია.
საღამოს, თავს უფლება მივეცი, ნიკთან და ილიზთან ერთად გავსულიყავი სადმე. ჩემთვის სიურპრიზი ის აღმოჩნდა, რომ ჰაიდენიც იქვე, ნიკის გვერდით იჯდა და რაღაცაზე გულიანად იცინოდა ორივე.
„ამას აქ რა უნდა“ და „შენ ჩვენიანი ვერასოდეს გახდები“ სახით რომ მივედი მათ მაგიდასთან, მხოლოდ ჰაიდენი წამოდგა, ხელზე მაკოცა, მომესალმა. ნიკს ჩემს დანახვაზე ისეთივე რეაქცია ჰქონდა ხოლმე, როგორც დაახლოებით, „გამარჯობა “.
- როგორ ხარ? - მკითხა ჰაიდენმა.
- დავიღალე, დღეს მთელი დღეა ვხატავ.
- ვინაა დამკვეთი? - მკითხა ილიზმა.
- არ ვიცი. ჩემი მდივანი მხოლოდ იმას მეუბნება, რა დამიკვეთეს. სხვა დანარჩენს, თავად აგვარებს. სხვათაშორის, უხერხულობის მოხსნაში მეხმარება. მაგალითად, თუ გავიგე რომ დამკვეთი ნიკია, ფულს ვერ გამოვართმევ. როცა არ ვიცი, გაცილებით ადვილია ყველაფერი.
- არადა, მე ყველაზე ძვირად მომყიდიდა - გადაულაპარაკა ჰაიდენს.
- უბრალოდ, მაგალითად მოგიყვანე, თორემ რა თქმა უნდა, ძვირს გადაგახდევინებდი. სხვათაშორის, თქვენ როდის აქეთ გახდით საუკეთესო მეგობრები? - ვკითხე ეჭვებით შეპყრობილმა.
- იმის შემდეგ, რაც მთვრალი და არაადეკვატური მოგაცილა სახლში. - თვალები დამიბრიალა ნიკმა.
- ნწ ნწ ნწ - თავი გავაქნიე.
- სინამდვილეში, მინდა რომ მიტოვებული თეატრის შენობა განახო აგურების ბაღთან. - გამომიტყდა ჰაიდენი.
- რამე შეიცვალა იმის მერე, რაც ბოლოს ვნახე?
- როდის ნახე ბოლოს?
- ორი წლის წინ.
- ვივიენ, ეგ ძალიან დიდი დროა. ცოტა ხელი შევავლე მას მერე, რაც მამაშენთან საუბრისას ბოლომდე გამანადგურე.
- არაა საჭირო, რომ აგურების გროვა გაარემონტო ჩემ გამო.
- ისედაც ვაპირებდი აღდგენას. უბრალოდ ნება მომეცი, რომ თვალი შეგავლებინო.
- კარგი, მაგრამ ჯერ შევჭამ რამეს. მშიერი აგრესიული ვარ ხოლმე.
- კი, რა თქმა უნდა. ჯერ ისედაც არ გეხატები დიდად გულზე და მშიერი საერთოდ ჯოჯოხეთის გზას გამიყენებ - ხელები მორჩილად ასწია.
ნიკს და ილიზს გაეცინათ.
მაგრამ დაქალი მაინც სხვა საქმეა. ისეთი დამრეცი მზერა შემავლო, ეგრევე ტანში გამცრა. რა იგულისხმა ამ მზერით, კარგად მაინც ვერ მივხვდი, მაგრამ მშიოდა და მაინც ვერანაირ აზრს ვერ გამოვიტანდი.
პრინციპში, ჰაიდენთანაც გაშინაურებული ვიყავი უკვე და შემეძლო, ჩემი ნამდვილი სახე გამომეჩინა: გამხდარი გოგო, რომელიც მთელი ქალაქის სამყოფს ერთ სადილზე ჭამს.
- იცი რატომ ვერ ვათხოვებ ჩემს დას? - ჰკითხა ნიკმა ჰაიდენს. თან ისეთი ტონით ჰკითხა, ეგრევე მიხვდებოდი, რაღაც ოინბაზობა ჰქონდა პასუხად მოფიქრებული.
- რატომ?
- ვერავინ ვიპოვნეთ, ვისაც ამის სარჩენი ფული ექნება.
- ასთი ძვირი ჯდები? - მე შემომხედა.
- არა. უბრალოდ ნიკს რამე სასაცილო უნდოდა ეთქვა - დავეჯღანე და კრევეტების ჭამა გავარგძელე - ისე, აქ რომ კრევეტები ნაღებში აქვთ, ისეთი ჯერ არაფერი მიჭამია.
- გადავცემ მზარეულს რომ მოგეწონა. იქნებ პრემიაც მიიღოს - გაეღიმა ჰაიდენს.
- რა პრემია?
- ჰაიდენის რესტორანია - ამიხსნა ილიზმა.
დანა-ჩანგალი დავდე თეფსშზე.
- ეს წუთისოფელი ხო არ გაახარებს კაცს - ამოვიოხრე და მერე ისევ დავიკიდე, ჭამა გავაგრძელე.
- რა პრობლემა გაქვს ბიშოპ? - მკითხა ჰაიდენმა.
- ყველაფერს რომ ისაკუთრებ, ეგ პრობლემა მაქვს.
- ეს რესტორანი მე ავაშენე.
- მე ავაშენე - დავიჯღანე და მაგისი ხმა გავაჯავრე.
- საბავშვო ბაღში ვართ? - გაოგნდა ნიკი.
- საყვარელო, აქამდე ბევრჯერ აგიხსენი და ამის შემდეგაც გავმეორდები. თუ ოდესმე ვინმესთვის ნერვების მოშლას გადავწყვეტ, შენ შენიშვნა კი არ უნდა მომცე, მხარში უნდა ამომიდგე. გასაგებია?
- გასაგებია სერ. - დაჩაგრული ბავშვის სახით ამოთქვა.
- ავიღო ისრები და ჯერ ცალ-ცალკე გადაგატეხინო, მერე ერთად? - ძალიან წამოვენთე.
- არაა საჭირო, ვიცით როგორც ხდება - გადაიხარხარა ილიზმა.
- უკვე ესენიც ნერვებს მიშლიან. წამიყვანე იმ დაწყევლილ აგურის ბაღში - ვთხოვე ჰაიდენს.
- წამოდი - სიხარულით წამოხტა. - უნდა დაგტოვოთ.
- ნელა დაგვტოვე - ჩაეცინა ნიკს.
ჰაიდენთან ყოფნას კიდევ ერთი პლიუსიც აღმოაჩნდა - ძალიან კარგი სუნი ჰქონდა. იმდენად კარგი, რომ არ მომწონდა, როცა მანქანის ჩაწეულ ფანჯრებში ნიავი აქრობდა.
ჩემდაგასაკვირად, უკვე ძალიან მოწესრიგებული იყო პატარა აგურის სკვერი. აქა-იქ ყვავილები ჩაერგოთ და მზის შუქის ფონზე, თვალისმომჭრელ ელვარებას იძენდა იქაურობა.
- ეს ყველაფერი როდის მოასწარი?
- ნახევარი წელია, რაც ვარემონტებ, მაგრამ კაზინოსთვის ძალიან შეუფერებელი ადგილია.
- თეთრი სამოთხე ხომ რას ამბობ - მაინც წავკბინე.
- გულზე ხელი დაიდე და მიპასუხე, რომელი უფრო მოგწონს?
- შენობაში სცენაა. არ ვიცი ეს სცენა როგორ გამოვიყენო ჰაიდენ. ამხელა ფართს უფუნქციოდ ხომ ვერ დავტოვებ?
- არ გინდა თეატრი აღადგინო და მისი მფლობელი გახდე?
- დიდ სითავხედეს მთავაზობ - გამეცინა. აგურის ნაგებობა უძველეს სასახლეს ჰგავდა. იატაკისთვის ისეთი იერი მიენიჭებინა, გრძელი კაბა რომ მცმოდა, უეჭველი წყალი მეგონებოდა და მაღლა ავიწევდი.
- სერიოზულ პასუხისმგებლობას გთავაზობ.
- ეგ მთავრობამ არ უნდა შემომთავაზოს?
- მთავრობის დედა არ ვატირე?
- რაღაც სისულელეებს ნუ მელაპარაკები ამხელა კაცი - ნერვები მომეშალა.
- აიღე ეს შენობა და საოცრებად აქციე.
- არ მინდა.
- რატომ?
- ეს გალერეა არ არის და იმიტომ. წინ მშვენიერი ბაღია, უკანა მხარეს კი იმხელა ეზო, რომ... - ძალიან უმწეოდ ამოვიოხრე.
- მაინც უკმაყოფილო ხარ?
- კი.
- რატომ?
- ეს კამფეტი გემრიელია, მაგრამ მე სხვა კამფეტი მინდოდა.
- ძალიან მიშლი ნერვებს ვივიენ - შეწუხებულმა ხელი თავზე გადაისვა. - ძალიან.
- წავიდეთ.
- ანუ ეს საბოლოო პასუხია?
- კი.
- არ მოგწონს?
- მომწონს, მაგრამ ჯიუტი ვარ - ვუპასუხე გულახდილად - ბავშვობაში, სულ ისეთი ტანსაცმელები მომწონდა, დედა რომ ცოცხალი თავით არასოდეს ჩამაცმევდა ხოლმე. თუ თავიდან უარს მეუბნებოდა სასურველი კაბის ყიდვაზე, ყველა მაღაზიას განაწყენებული სახით მოვივლიდი და სხვა რომც მომწონებოდა, მაინც არ გავამხელდი. ყველაფერზე ცხვირს ვიბზუებდი. საბოლოოდ, რა თქმა უნდა, იმას ყიდულობდა, რასაც პირველად დავადგი თვალი, აბა შიშველს ხომ არ მატარებდა? სხვას აღარაფერს მივიკარებდი ისედაც.
- საინტერესო შედარებაა.
- მოდი, მე წავალ კარგი? მეგობარი უნდა ვნახო. - უკვე აღარ მსურდა ამ თემაზე საუბარი და როგორმე, თავის დახსნა გადავწყვიტე.
- ილიზი?
- არა, სხვა მეგობრებიც მყავს. მადლობა, რომ შეწუხდი და მომიყვანე - სიმბოლურად კვლავ ლოყაზე ვაკოცე. ვგრძნობდი, პატარა ბავშვივით როგორ უდუღდა სისხლი, როცა ვუახლოვდებოდი. სიბერეზე მეტად კი ნამდვილად ჩემ თავს დავაბრალებდი ხელებიც რომ პატარა ბავშვივით უცახცახებდა.
- სერიოზულად? ასე მტოვებ? - ძალიან გაუკვირდა.
- დაბნელდა და გეშინია? მიგაცილებ, არაა პრობლემა. ახლა გამახსენდა, რომ მოხუცებს ღამით გიჭირთ სახლში მიგნება.
- ვივიენ, ჩემთან სერიოზული საუბარი ისე გეზიზღება, რომ ახლაც ჩემს სიბერეს ეღადავები? თან არ ვარ ხანში შესული და ტყუილად მაკომპლექსებ. იმ დღეს, სარკეში ვიყურებოდი ორი საათი, მიმიკურ ნაოჭებს ვეძებდი.
- იპოვნე?
- კი, ბლომად მაქვს, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. ძალიან უსამართლოდ მექცევი. ცდილობ, თავი დამნაშავედ მაგრძნობინო.
- ათასჯერ გითხარი, დაიკიდე-თქო და შენ თუ ზედმეტად ემოციური კაცი ხარ, ჩემი ბრალი არ არის. ჯერ ეს ერთი, მეპატრონე როცა გეუბნება, შენობა გაყიდულიაო და მაინც თავხედურად ჰყოფ შენს გრძელსა და მდიდარ ცხვირს თითქმის უკვე შემდგარ მოლაპარაკებაში, ძალიან დიდი სითავხედეა. დატეულიყავი შენ ადგილას, რატომ სთავაზობდი ორმაგ ფასს?
- არასოდეს მაპატიებ მაგას?
- კი, მაგრამ ჯერ ისევ ცხელ გულზე ვარ.
- კარგი, წავიდეთ შენს მეგობართან. ეს სასახლე ისედაც ბევრს უნდა, უბრალოდ მეცოდებოდა, შენთვის მინდოდა, მაგრამ რა ვქნა.
- არ გაყიდო ჰაოდენ! - ბავშვივით დავიბენი და წამოვენთე. - ვიღაცა სი*ს ჩაუვარდება ხელში და ისიც კაზინოდ აქცევს.
- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის - წარბები შეკრა.
- შენ არ გგულისხმობ სი*ში. - არადა, როცა ძალიან გამაბრაზა, მაშინ უარესი სიტყვებიც ვაკადრე.
- საით წაგიყვანო? - მკითხა მანქანაში ჩაჯდომისას.
- ჩემს სახლში.
- აბა მეგობარი?
- მეგობრები არ მყავს, ისე, ვიტიპე.
- არავის უნდა შენთან მეგობრობა ხო?
- შენ გინდა ჩემთან მეგობრობა - ეშმაკურად ავწიე ცალი წარბი - თან ძალიან.
- მემგონი სჯობს უკან დავიხიო, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან. 25 წელია მეგობარი ვერ გაგიჩენია და ეტყობა, სერიოზული პრობლემები გაქვს.
- კი. თუ გავბრაზდი, შემიძლია ადამიანს თავი ვარტყმევინო მანქანის საჭეზე - ვუთხარი სერიოზულად - მე ილიზი და ნიკი მყავს, სხვა მეგობარი არ მჭირდება. ამიტომ შანსი არ გაქვს. შენ საერთოდ, სამოცი წლის ხარ და ხალხს რინგზე სცემ.
- სამოცის არ ვარ ვივიენ - თვალები გადაატრიალა.
- ბოდიში, სამოცდაათის.
- შენზე ცოტათი უფროსი ვარ და არა ორმოცდახუთი წლით.
- ჰო, მაგრამ მომწონს როცა ღიზიანდები. შუბლის ძარღვი გეჭიმება ხოლმე.
- პირველი ადამიანი ხარ, რომელსაც ჩემი გაბრაზება უნდა - შემომხედა ღიმილით. ცოტა კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ ამ სიტყვებში, რაღაც ძალიან ცუდი გავშიფრე თითქოს და ეჭვისთვალით მივუბრუნდი.
- შენ ცუდი სიბრაზე გაქვს არა?
- კარგი სიბრაზე არსებობს ვივიენ?
- არა, სხვა რამეს ვგულისხმობ. - სახლთან მიაჩერა მანქანა და ცნოისმოყვარედ შემომხედა. - შენ ცუდი გაბრაზება გაქვს. იმ დღეს, ვკითხულობდი, რომ შენი ბიზნესპარტნიორები ხშირად ზარალდებიან. არც თუ ისე სანდო ხარ.
- თაღლითად მთვლი, გასაგებია - განაწყენებულმა დააქნია თავი.
- არა, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, საშიში ხარ. თუ ვინმემ გაგაბრაზა, შეიძლება საეჭვო ვითარებაში, სამუდამოდ გაქრეს.
- მაგრამ შენ მაინც თავხედურად ცდილობ ჩემს გამწარებას.
- ხო.
- რატომ? არ გეშინია?
- მე შენთან თავს დაცულად ვგრძნობ. - ვაღიარე. მართლა ასე იყო. ზოგადადაც არასოდეს მემუქრებოდა საფრთხე, მაგრამ ჰაიდენის გვერდით, ყველა ადამიანი მშორდებოდა და თავს მიხრიდა. ხალხის დასაფრთხობი იყო, ოღონდ ფიზიკურად მშვენიერი მონაცემები ჰქონდა. ყოველთვის იმაზე ვწუხდი, არასასურველი მამაკაცები რომ მეხვეოდნენ გარშემო, ათას კომპლიმენტს მეუბნებოდნენ და ცოტა არ იყოს, უხერხულ სიტუაციაში მაგდებნენ. არც ისე სასიამოვნოა, დაქალთან ერთად იჯდე და მეზობელი მაგიდიდან მომავალი კაცი 15 წუთის განმავლობაში გიმტკიცებდეს იმას, ერთმანეთისთვის ვართ შექმნილებიო.
მხოლოდ ნიკის თანდასწრებით ვერ მეკარებოდნენ და ჰაიდენთანაც ვერ ვხედავდი უსიამოვნო მამაკაცების მოახლოების საფრთხეს.
- სასიამოვნო მოსასმენია - გაეღიმა და მოულოდნელად, ხელზე მაკოცა. ცოტათი შევშფოთდი, მაგრამ არ შემიმჩნევია.
- ნახვამდის ჰაიდენ - გავუღიმე.
- ხვალ შუაღამისას, შეგიძლია კიდევ ერთხელ ნახო როგორ მიბრახუნებენ.
- შეჯიბრია?
- ჰო.
- ვეცდები, რომ მოვიდე.
არადა, ცუდი იდეა არ იყო. სახლში ავედი. ცოტახანს დაკვრით შევიქციე თავი. მე კი დავდიოდი ჰაიდენის შერკინებებზე, მაგრამ ნეტავ ჩემს კონცერტზე თუ მოვიდოდა? გამეცინა. მუდამ კლასიკური სტილი ჰქონდა, თუმცა რატომღაც ვერ წარმომედგინა ბალეტზე, ოპერაში ან ჩემს მოსასმენად.
მეორე საღამოს, არავინ გამიფრთხილებია. ილიზისთვისაც არ მითხოვია წამოყოლა. უბრალოდ ავდექი და მივედი ბოქსიორთა კლუბში. ერთი მინუსი მართლა ჰქონდა მარტო გამოჩენას, ძირითადად, სულ კაცები იყვნენ საგულშემატკივროდ და მათი უმრავლესობა ისე მიყურებდა, მზად ვიყავი, გავქცეულიყავი ან სადმე შემეფარებინა თავი.
მეგონა, ჰაიდენის ცემა მაგრად გამისწორდებოდა. დასაწყისშივე ერთი-ორი რომ მაგრად მოსდეს, გული ისე შემიტოკდა, მზად ვიყავი, შუა თამაშში შევვარდნილიყავი და მისი მოწინააღმდეგისათვის გამეჩეჩქვა თავი. ძალიან მძიმე შერკინება იყო. თითქმის ერთი ძალის აღმოჩნდა ორივე და მორიგეობით უტყაპუნებდნენ ერთმანეთს.
შუბლი გაუსკდა.
მერე ტუჩიც.
გამოსახულება ცოტა ამემღვრა თვალებში და გადავწყვიტე, სხვაგან გამეხედა. თამაშზე მისული, საერთოდ აღარ ვადევნებდი თვალს სანახაობას. ხმებს ვუგდებდი ყურს და როცა ჰაიდენი გამოაცხადეს გამარჯვებულად, ისევ აღმიდგა ჩინი.
ცოტახანს დავაცადე გადავლება, გონზე მოსვლა. მერე კი მასთან შევედი. მარტო იყო გრძელ სკამზე გადაწოლილი.
- ჰაიდენ - დავუძახე ხმადაბლა. საპასუხოდ გაურკვეველი არეული ფრაზა მომესმა. გადავწყვიტე, რომ ზედმეტად ძალაგამოცლილი იყო, თავთან დავუჯექი. - ძალიან ძლიერი ხარ.
- დღეს ბოლომდე გაიხარე ჭია? - მკითხა ხმადაბლა.
- ლოყაზე სისხლი გაქვს.
- არაუშავს.
წამოდგა, ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და მერე ხელისგულზე მაკოცა. ისევ ვერ მივხვდი, უხეშად უნდა დამეხსნა თავი მისი სიახლოვისგან თუ ზედმეტად ქაჯი გამოვჩნდებოდი.
ლოყაზეც მაკოცა მოულოდნელად. დაჭერილი ჩიტივით შევფართხალდი, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. სასიამოვნო საპნის სურნელი ჰქონდა ახალგადავლებულ ჰაიდენს.
- ხომ კარგად ხარ? - ვკითხე სიცილით.
- ძალიან მიყვარხარ - მიპასუხა სრულიად შეუსაბამოდ.
- მემგონი მაგრად მოგარტყეს თავში. - შევეცადე, როგორმე შემემსუბუქებინა ვითარება.
- ერთი წელია, უიმედოდ მიყვარხარ.
- რაებს ამბობ?
- ძალიან მიყვარხარ - დღეს უკვე მესამედ მითხრა ეს წინადადება. დაღლილი, ძალაგამოცლილი იყო ჰაიდენი, მაგრამ ისეთი თვალებით მიყურებდა, მივხვდი, საუბრის შნოს ჩემთან ყოფნა აძლევდა.
- მაპატიე - წამოვდექი ცოტა შერცხვენილი.
- ვიცი, რომ შენ არც კი მოგწონვარ ან მამასავით მოგწონვარ თუ რაღაც - გამეხარდა, რომ თვითონვე მიხვდა და მე არ მომიწია ამ სიტყვების წარმოთქმა.
- მამასავით არ მომწონხარ. სულელი კი არ ვარ მართლა მოხუცად გთვლიდე, მაგრამ არაფერი გამოვა ჰაიდენ. მემგონი უბრალოდ იმისი უნარი არ მაქვს, რომ ვინმე შევიყვარო.
- მესმის.
- შენი მანქანის გასაღები მომეცი, სახლში წაგიყვან. - პირველად ვნახე ცოტა დასუსტებული ჰაიდენი და გული დამწყდა, რომ მარტო ცხოვრობდა. ნუთუ არავინ გაუკეთებდა ძილის წინ ცხელ ჩაის და ძალიან დაქანცულს, ენერგიაგამოცლილს რომ ჩაეძინებოდა დივანზე, არავინ დააფარებდა ფეხებზე?
გასაღები მომცა.
უსიტყვოდ ჩავსხედით მანქანაში. ყველაზე უხერხული სიყვარულის ახსნა ჰქონდა, რაც კი ოდესმე მომისმენია.
არა, პირადი გამოცდილების ფონზე, ეს შედარებით სასიამოვნო იყო. სხვა ყველა თითქმის შევიძულე, ვინც გამომიტყდა სიყვარულში. ჰაიდენი ჯერ კიდევ არ მძულდა.
- ერთი წელი რანაირად გიყვარვარ? 2 თვეა, რაც ახლოს გაგიცანი.
- ზოგჯერ, შორს არის და მაინც გიყვარდება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი მაია❤

ვაიმე რა საყვარლები არიან ❤ ❤
შ ე ნ ს ა ვ ი თ ❤❤❤❤❤

 


№2 სტუმარი eto

saocrensaa da imedia rame cidi ar aq chapiqrebuli haidens... da martla uyvars qalbatoni :d :d ise mouxdebian ertmanets namdvilad

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მაია❤
ვაიმე რა საყვარლები არიან ❤ ❤
შ ე ნ ს ა ვ ი თ ❤❤❤❤❤


გაიხარე მაი <3
ეჰ, ნეტა ორი ვიყო, მეორე ჰაიდენი ვიქნებოდი :დდ

eto
saocrensaa da imedia rame cidi ar aq chapiqrebuli haidens... da martla uyvars qalbatoni :d :d ise mouxdebian ertmanets namdvilad

ძაან დიდი მადლოა ეთო <3
ჰო, არ ვიცი თუ აქ ჩაფიქრებული რამე no_mouth no_mouth

 


№4 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო ისტორიაა.

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ლია
საუკეთესო ისტორიაა.

უღრმესი მადლობა ლია <3

 


№6  offline წევრი ლუკკიანეცცი

მინდა გითხრა რომ უნიჭიერესი ხარ. არასდროს შეწყვიტო წერა რადგან ნელ-ნელა უფრო და უფრო იხვეწები. მიყვარს შენი ისტორიები და ყოველ შენს ახალ ისტორიას სიამოვნებით ვკითხულობ რადგან ვიცი რომ წინ დიდი სიამოვნება მელოდება და იმედები არ გამიცრუვდება. ეს ისტორიაც მომწონს ჰეიდენის პერსონაჟი საყვარელი საინტერესო და განსხვავებულია. ჰოდა ერთი სული მაქვს გაგრძელებას როდის წავიკითხავ. იმედია მომავალშიც გაგვანებივრებ ასეთი დალაგებული გამართული ისტორიებით. წარმატებები ნიჭიერო:)❤❤❤❤

 


№7  offline წევრი Sweet Home

წოწწწ სიტყვები ზედმეტია ძალიან ნიჭიერი ხარ. დიდი ფანტაზია გაქ <3 მაგარი წერის სტილი გაქ <3 მოკლედ საოცრება ხარ. ველი ახლა თავს არ დააგვიანო!!!

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუკკიანეცცი
მინდა გითხრა რომ უნიჭიერესი ხარ. არასდროს შეწყვიტო წერა რადგან ნელ-ნელა უფრო და უფრო იხვეწები. მიყვარს შენი ისტორიები და ყოველ შენს ახალ ისტორიას სიამოვნებით ვკითხულობ რადგან ვიცი რომ წინ დიდი სიამოვნება მელოდება და იმედები არ გამიცრუვდება. ეს ისტორიაც მომწონს ჰეიდენის პერსონაჟი საყვარელი საინტერესო და განსხვავებულია. ჰოდა ერთი სული მაქვს გაგრძელებას როდის წავიკითხავ. იმედია მომავალშიც გაგვანებივრებ ასეთი დალაგებული გამართული ისტორიებით. წარმატებები ნიჭიერო:)❤❤❤❤


ვაიმე უღრმესი მადლობა <3 ძალიან გადაღლილი თვე მქონდა და აი შენი კომენტარი ჩათვალე რომ უდიდესი ანტიდეპრესანტი და სტიმულია ჩემთვის. კიდევ ერთხე, ძალიან დიდი მადლობა, ასე რომ გამანებივრე. ნამდვილად არასოდეს შევწყვეტ წერას და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი შენნაირი მკითხველი მეყოლება, რომელიც ასე გამაბედნიერებს <3


Sweet Home
წოწწწ სიტყვები ზედმეტია ძალიან ნიჭიერი ხარ. დიდი ფანტაზია გაქ <3 მაგარი წერის სტილი გაქ <3 მოკლედ საოცრება ხარ. ველი ახლა თავს არ დააგვიანო!!!


უღრმესი მადლობა <3 შენც საოცრება ხარ და საოცრად გამახარე ასეთი შეფასებით <3

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი მარი

მოცულობით გაზარდე???? ძაან მაგარია და კარგად წერ❤❤❤

 


№10  offline წევრი ket-kat

ამ ისტორიას ადრე ხო დებდი? არ მინდა დავითვალო რამდენი დაუსრულებელი ისტორია მოდის შენზე ენ ჯეინ :დდ მაინც კარგი ხარ ;) <3

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი მარი მარი
მოცულობით გაზარდე???? ძაან მაგარია და კარგად წერ❤❤❤

რავიცი, მემგონი გავზარდე <3 დიდი დიდი მადლობა <3

ket-kat
ამ ისტორიას ადრე ხო დებდი? არ მინდა დავითვალო რამდენი დაუსრულებელი ისტორია მოდის შენზე ენ ჯეინ :დდ მაინც კარგი ხარ ;) <3

არ შემიწყვეტავს. საიტს პრობლემა რომ შეექმნა, თავისით წაიშალა და მერე რედაქტირებას შევყევი, ახლებურად დავწერე თორემ დაუსრულებელი რომელი იცი აბა> smile smile

 


№12 სტუმარი ლალა

როგორ მიყვარს ეს ისტორია.
ჰაიდენის ასაკი იქნებ გაგვიმხილო ან მინიშნება მაინც მოგვცე:დ სადღაც 35-40 წლებს შორის ვვარაუდობ ჰმ
წინა ვერსიასაც ვკითხულობდი და ეს სჯობს. ნიკი და ილიზის მდგომარეობა იქ გაურკვეველი იყო (რაც ნერვებს მიშლიდა). აი, ახლა ნელ-ნელა გავიგებ მათ ბედს.
მაგრაააამ
შეიძლება ეს ყველაფერი ვივიენის წარმოსახვააა
ან ესიზმრება:დ (ძაან გამიტყდება)
ეჰჰ რავიცი
მწერლებს რას გაუგებ
ვანგას ამპლუაში ყოფნა ძალიან უნიჭოდ გამომდის, ან საერთოდ არ გამომდის:დ უფრო არ გამომდის.
ჩემს თავზე უფრო ბევრს ვლაპარაკობ:დ
მიყვარხართ შენც და ვივიენიც. ჰაიდენი კიდევ ძაან მატრაკვეცაა - მიყვარხაარ ვივიენ უკვე ერთი წელიაა
ნელა იყოს პროთეზი არ გადმოუვარდეს.
აი, სასწაულად მოუხდა დაბეგვა და დაჟეჟვა, აი ასეე.
გელიი

 


№13 სტუმარი სტუმარი გვანციი

მაგარია შემდეგს როდის დადებ

 


№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლალა
როგორ მიყვარს ეს ისტორია.
ჰაიდენის ასაკი იქნებ გაგვიმხილო ან მინიშნება მაინც მოგვცე:დ სადღაც 35-40 წლებს შორის ვვარაუდობ ჰმ
წინა ვერსიასაც ვკითხულობდი და ეს სჯობს. ნიკი და ილიზის მდგომარეობა იქ გაურკვეველი იყო (რაც ნერვებს მიშლიდა). აი, ახლა ნელ-ნელა გავიგებ მათ ბედს.
მაგრაააამ
შეიძლება ეს ყველაფერი ვივიენის წარმოსახვააა
ან ესიზმრება:დ (ძაან გამიტყდება)
ეჰჰ რავიცი
მწერლებს რას გაუგებ
ვანგას ამპლუაში ყოფნა ძალიან უნიჭოდ გამომდის, ან საერთოდ არ გამომდის:დ უფრო არ გამომდის.
ჩემს თავზე უფრო ბევრს ვლაპარაკობ:დ
მიყვარხართ შენც და ვივიენიც. ჰაიდენი კიდევ ძაან მატრაკვეცაა - მიყვარხაარ ვივიენ უკვე ერთი წელიაა
ნელა იყოს პროთეზი არ გადმოუვარდეს.
აი, სასწაულად მოუხდა დაბეგვა და დაჟეჟვა, აი ასეე.
გელიი


აუ ლალა, პირველ რიგში, შენ გაიხარე ამხელა კომენტარისთვის. ადამიანი ვარ მეც და მენატრება დიდი და ლაზათიანი კომენტარები smile
ჰაიდენის ასაკთან დაკავშირებით, მართალი ხარ. 40 წლამდეა ბიჭი. უბრალოდ, არ მიყვარს ხოლმე დაკონკრეტებები თუ ძალიან საჭირო არ გახდა. სხვის ნაწერებს რომ ვკითხულობ, მომწონს რომ ბევრ რამეს თავად წარმოვიდგენ ხოლმე. მე მაგალითად, 47 წლის კაცებიც მომწონს და ძაან მესექსუალურებიან, მაგრამ ჩემი მკითხველისთვის ზედმეტად ხანდაზმულია. ამიტომ ჰოო, 40-ს გადაცდენილი ნამდვილად არ იქნება ჰაიდენი. დანარჩენს, შემდეგ სერიაშში გაიგებთ <3

სტუმარი გვანციი
მაგარია შემდეგს როდის დადებ

ვეცდები, რომ დღეს ან ხვალ დავდო <3

 


№15 სტუმარი Salo

სასწაულია ჯერ ასე არც ერთი მოთხრობა არ მომწონებია!
მიხარია რომ აღმოგაჩინე!
შენს შემოქმედებას არ ვიცნობდი აქამდე მაგრამ ახლა გავიცანი და აღფრთოვანებულივარ !
ვივიენზე ხო საერთოდ გავგიჟდი, ალბად იმიტომ რომ ამ პერსონაჟში 100% ამოვიცანი საკუთარი თავი ,
ჰაიდენი ხომ რაღაც საოცრებაა საყვარელი და თბილი,
ერთისიტყვით ძალიიან ძალიან მომეწონაა!!
ნეტავ ახლა არ დამეწყო და ბევრ თავს რომ დაწერდი, მერე ერთიანად ჩავუჯდებოდი და ვისიამუვნებდი მაგრამ ოხ ეს სულსწრაფობა!! :-)

 


№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Salo
სასწაულია ჯერ ასე არც ერთი მოთხრობა არ მომწონებია!
მიხარია რომ აღმოგაჩინე!
შენს შემოქმედებას არ ვიცნობდი აქამდე მაგრამ ახლა გავიცანი და აღფრთოვანებულივარ !
ვივიენზე ხო საერთოდ გავგიჟდი, ალბად იმიტომ რომ ამ პერსონაჟში 100% ამოვიცანი საკუთარი თავი ,
ჰაიდენი ხომ რაღაც საოცრებაა საყვარელი და თბილი,
ერთისიტყვით ძალიიან ძალიან მომეწონაა!!
ნეტავ ახლა არ დამეწყო და ბევრ თავს რომ დაწერდი, მერე ერთიანად ჩავუჯდებოდი და ვისიამუვნებდი მაგრამ ოხ ეს სულსწრაფობა!! :-)

უსაყვარლესო ადამიანო, დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი სიტყვებისთვის <3
ვივიენს თუ ჰგევხარ, მაშინ ამ საღამოს რას აკეთებ? wink
იმედი მაქვს, ბოლომდე ასეთი კმაყოფილი მეყოლები და გამახარებ ხოლმე <3

 


№17 სტუმარი Salo

ენ ჯეინი
Salo
სასწაულია ჯერ ასე არც ერთი მოთხრობა არ მომწონებია!
მიხარია რომ აღმოგაჩინე!
შენს შემოქმედებას არ ვიცნობდი აქამდე მაგრამ ახლა გავიცანი და აღფრთოვანებულივარ !
ვივიენზე ხო საერთოდ გავგიჟდი, ალბად იმიტომ რომ ამ პერსონაჟში 100% ამოვიცანი საკუთარი თავი ,
ჰაიდენი ხომ რაღაც საოცრებაა საყვარელი და თბილი,
ერთისიტყვით ძალიიან ძალიან მომეწონაა!!
ნეტავ ახლა არ დამეწყო და ბევრ თავს რომ დაწერდი, მერე ერთიანად ჩავუჯდებოდი და ვისიამუვნებდი მაგრამ ოხ ეს სულსწრაფობა!! :-)

უსაყვარლესო ადამიანო, დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი სიტყვებისთვის <3
ვივიენს თუ ჰგევხარ, მაშინ ამ საღამოს რას აკეთებ? wink
იმედი მაქვს, ბოლომდე ასეთი კმაყოფილი მეყოლები და გამახარებ ხოლმე <3

ამსაღამოოს შენთვის მცალია:-) რათქმაუნდააა როგორ შეიძლება მსგავსი შედევრით უკმაყოფილო დავრჩე?:-):-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent