შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო (7)


24-07-2019, 01:33
ავტორი სელენე
ნანახია 418

ტანგო (7)

სიყვარულია როდესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში. ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე დედამიწაზე, ამ ღმერთს ჰქვია სიყვარული. მე მიყვარს .... საკმარისი მიზეზია იმისთვის რომ ვიყო ბედნიერი. სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება. უბრალოდ გიყვარს... გაბედნიერებს ერთი კონკრეტული ადამიანის არსებობა. მე იმ წამს ცოტნე მაბედნიერებდა. რომ მცოდნოდა წინ რა მელოდა, რა გველოდა, ყველანაირად ვეცდებოდი ჩვენი ბიდისწერის შეცვლას.

მთელი ღამე ცოტნეს მკლავებში მეძინა. Gucci Guilty-ის არომატი კოშმარებს, შიშს, სევდას მიფანტავდა. თითქმის დავიწყებული მქონდა ლევანი და ის წყეული დღე როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით. ნუ გგონია მკითხველო რომ მისი ასე ზიზღით მოხსენიების უფლება არ მაქვს. მაშინ უნდა მომეკლა როდესაც ამის შანსი მქონდა. ცოტნე დილით საწოლში არ დამხვდა. 1 კვირა სამსახურში არ ყოფილა და ძალიან ბევრი საქმე დაუგორვდებოდა. საწოლიდან ავდექი და ფარდები გადავწიე. ოთახი მზის სხივებმა გაანათა. საკმაოდ ლამაზი ოთახი იყო. გემოვნებიანი ავეჯით და კედელზე ნახატებით. სავარაუდოდ რომელიმე ცნობილი მხატვრის. ლოგინი გავასწორე და ჩემს ოთახში გავედი. აბაზანა მივიღე. მაღალწელიანი შარვალი და ტანზე მომდგარი მაისური ჩავიცვი და სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად გავედი. ინგას და ნინის სავარაუდოდ ისევ ეძინათ, ამიტომ გადავწყვიტე მამაჩემის და ჩემი პოტენციური დების პრობლემა მომეგვარებინა. მობილურით ქეითს დავურეკე.
-ჰეი ელეენ როგორ ხარ? როგორ გაგახსენდი
-რავი საყვარელო შენ როგორ ხარ?
-რავიცი კარგად, ძალიან მომენატრე სად ხარ გადაკარგული _<იმდენი შენი დედამოვ*ყან როგორც მოგენატრე > ვიფიქრე მაგრამ სულ სხვა რამე ვუთხარი
-რავიცი, ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ვერ მოვახერხე შეგეხმიანებოდი.
-არაუშავს, რასშვრები სხვა ხო მშვიდობა გაქ?
-კი ძვირფასო. თქვენსკენ რახდება ახალი?
-რავი არაფერი
-მამა როგორ არის, რამე ხომარ აწუხებს?
-კარგადაა _მითხრა ცივად
-რამე მოხდა?
-კი, მამას დედასთან განქორწინება უნდა
-უი რასამბობ _ვითომ გამიკვირდა -როდის გადაწყვიტა
-არ ვიცი, ამბობს ვიღაც სხვა ქალი გავიცანი და მინდა ცოლად ის მოვიყვანოო
-მერე? თქვენ რაუთხარით?
-რათქმაუნდა არ დავეთანხმეთ, არც მე და არც ანა
-და რატომ?
-რასქვია რატომ ელენა? მამას უნდა დედა მიატოვოს და სხვა ქალზე დაქორწინდეს
-ქეით მე თუ მკითხავ მამას ამის სრული უფლება აქვს. ზრდასრული ადამიანია და თვითონ როგორც თვლის საჭიროდ ისე უნდა მოიქცეს
-მაგით რისთქმას ცდილობ?
-იმას რომ თუ უნდა შეუძლია დედას გაეყაროს და ლიზბეთი ცოლად მოიყვანოს
-შენ იცოდი ხომ? და ჩემს გასაფრთხილებლად დარეკე.
-კი ქეით, ვიცოდი და არ მინდა მამას თქვენ ბედნიერებაში ხელი შეუშალოთ
-და დედასთან უბედურია?
-20 წელი იმ ქალის გვერდით ვინც არ გიყვარს, შენთან მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით წევს ბედნიერი იქნები?
-მე ეგ არ მიკითხავს
-მაშინ კი ქეით, უბედურია და მინდა ბედნიერი იყოს. მინდა თქვენც დაუჭიროთ მხარი
-ღადაობ ხო?
-არანაირი პირადული. ვიცი რომ დედასაც ყავს ვიღაც. თქვენც შეგიძლიათ დედასთან იცხოვროთ, დამიჯერეთ ფინანსურად არასდროს არაფერი არ მოგაკლდებათ.
-არ მჭირდება ფინანსები, მე ჩემს გადაწყვეტილებას არ შევიცვლი და ყველანაირად ვეცდები ხელი შევუშალო ამ სისულელეს
-ქეით მემგონი ვერ გამიგე რათქვი ხო? მინდა მამაჩემი ბედნიერი იყოს და თუ მას მოუნდება მე ლიზბეთის მეჯვარეც ვიქნები, ხოლო ხელის შეშლას ვინც გაბედავს იმას საკადრის პასუხს გავცემ
-მემუქრები?
-როგორც გინდა ისე გაიგე. გინდა მუქარად ჩათვალე გინდა გაფრთხილებად. ძვირფასო ხომ იცი რომ ლიზბეთი და მამა მაინც დაქორწინდებიან. ჩვენი ბიზნესის აქციების 50% მთლიანად ჩემია, დანარჩენი მამაჩემის. მე შემიძლია დავბრუნდე და ბიზნესის 100% ჩავიგდო ხელში და ნულზე დაგტოვოთ. შენც და ანაც. ვინაიდან და რადგანაც ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს აქციები და ფუფუნება შემიძლია გაგაკოტროთ, ისე რომ მამა მიუხედავად მისი ადამიანებისა და სიკეთისა ხმას ვერ ამოიღებს. და ბოლოს ის რის მოცემასაც მამა აპირებს განქორწინების შემდეგ დაგეკარგებათ თქვენი უვიცობით. ხომ იცი რომ მე მამას არ ვგავარ. არც დანდობა ვიცი რაარის და არც სიბრალული. გაგანადგურებ თუ მამა მეტყვის რომ ან შენ და ან ანა ბედნიერებაში ხელს უშლით
-ელენა არც კი იცი რას ამბობ
-მთვრალს ან ნარკომანს ვგავარ? რაც გითხარი დაიმახსოვრე და საკუთარ თავს ნუ შეუქმნი პრობლემას. ახლა უნდა დაგემშვიდობო საქმეები მელოდება _მობილური გავთიშე და ამოვისუნთქე. ღმერთო ეს უკვე მეტისმეტია. რა გავაკეთე. ამას თუ მამა გაიგებს პრობლემები მექნება. ახლა მამასთან დავრეკე.
-გამარჯობა მამიკოლ
-ელენა, როგორ გამახარე შვილო. როგორ ხარ?
-კარგად ვარ მამიკო შენ?
-მეც მამა კარგად ვარ.
-ჯანმრთელობის მხრივ როგორაა საქმე.
-ახლა უკეთესად ვარ მა. რახდება ახალ ბინაში ხარ უკვე?
-ხო მა, დროებით აქ ვიქნები სანამ რამე კარგს არ ვნახავ.
-იმას რას უპირებ?
-რავიცი, ალბათ გავყიდი დაბალ ფასში.
-როგორც გინდა. ბინა შენია
-ლიზბეთი როგორაა? როდის გამაცნობ?
-კარგადაა შვილო. შენზე ველაპარაკე და მასაც ძალიან უნდა შენი გაცნობა
-მეც მართლა ერთი სული მაქვს.
-ელენა ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ რომ მხარს მიჭერ. ნეტავ ქეითს და ანასაც ესმოდეთ
-სხვათაშორის ველაპარაკე. ახლა სანამ შენთან დავრეკავდი
-რაზე ელაპარაკე
-რომ ზრდასრული ადამიანი ხარ და თვითონ გადაწყვეტ რა გინდა
-მერე
-კიდევ ვუთხარი რომ არ აქვს უფლება შენს ცხოვრებაში ჩაერიოს
-უხეშად უთხარი ხომ?
-ხო მაგრამ გასაგებად. ნუ ღელავ მამა მიხვდა ყველაფერს.
-შენ როდის აპირებ ჩამოსვლას?
-არვიცი მარა ქორწილამდე უეჭველი
-მადლობა ელენა, შენნაირ ქალიშვილზე ვერ ვიოცნებებდი
-მიყვარხარ მამა. მომიკითხე ყველა. ლიზბეთიც
-მოგიკითხავ აუცილებლად. გკოცნი. აბა შენ იცი, ჭკუით
-მეც გკოცნი მა. _ტელეფონი დავდე და ყავის ჭიქა გავრეცხდე
-დილამშვიდობისა _ოთახში ინგა შემოვიდა
-დილამშვიდობის
-ვის ელაპარაკებოდი ესეთი გამწარებული
-ჩემ ნახევარდას, მერე მამას
-ნახევარდასრაუნდოდა ?
-მაგას არაფერი. მე მინდოდა. მამაჩემი და დედაჩემი განქორწინებას აპირებენ და ეგ ორი ხელს უშლიან.
-და?
-და გავაფრთხილე არ ჩაერიოთ მეთქი
-გავიგე როგორც გააფრთხილე. _გაეცინა ინგას
-უკეთესი იდეა არ მქონდა
-მაშინ წარმატებები. ისე სად არიან ბატონები?
-რავი, ალბათ სამსახურში. ნინის კიდე ძინავს. დღეს ბინაში უნდა ავიდე ჩემთან რაღაცეების წამოსაღებად. წამოხვალ?
-კი. სხვა რა საქმე მაქვს.
-სად მიდიხართ? _ოთახში ახალგაღვიძებული ნინი შემოვიდა.
-ჩემთან ბინაში, თუ გინდა შენც წამო
-ვერა დღეს ჩემი გმირი უნდა ვნახო
-ვინაა შენი გმირი?
-ლუკა.
-ჭკუით ნინი. ხალხის ბავშვებს არ აყვე _სამივეს სიცილი აგვიტყდა. ინგა ადგა და ტანსაცმელი გამოიცვალა. სამივე ერთად გამოვედით სახლიდან. ნინი ფეხით წავიდა. ჩვენ ტაქსი გამოვიძახეთ.
-ჭავჭავაძეზე წაგვიყვანეთ
-კარგით ქალბატონო _დაიწყო ლაპარაკი და დაიწყო. ჯერ ორი დიპლომის ისტორია მოგვიყვა, მერე პოლიტიკაზე გადაერთო და ახლანდელ თაობაზე სანამ დაიწყებდა ლაპარაკს მანამდე ბინაში მივედით. ფული გადავიხადე და სადარბაზოში შევედით.
-ლიფტით ადიხარ?
-ხო აბა?
-მგონი კიბით ჯობია
-მეცხრამეტე სართულზე კიბით გინდა ასვლა?
-მაგსიმაღლეზე ხარ?
-კი
-კლაუსტროფობია მაქ
-წამო უცებ ავალთ. მეც იქ ვარ _საშინლად დაძაბული ინგა ლიფტში შემომყვა. სანამ ლიფტი გაჩერდებოდა უკვე ცუდად გახდა. მე ვცდილობდი დამემშვიდებინა მაგრამ არაფრით გამომივიდა. ბინის კარს გასაღები მოვარგე და ლამის ყბა ჩამომივარდა. ჩემი ბინას ასეთ დღეში 100 წელი რომ არ დამელაგებინა მაინც ვერ შევიყვანდი. მაგიდები, ტელევიზორი, სამზარეულოში ყველაფერი დალეწეილი იყო. დივნები და ნახატები სავარაუდოდ დანით იყო დაჭრილი. კომპიუტერი, ლარნაკები და ჟურნალის მაგიდა დამტვრეული. ჩემს ოთახში, ლოგინზე ჩემი დამწვარი ტანსაცმელი ეყარა. კარადა მაინც რით დაამტვრიეს. ლოგინის მხარეს კედელზე საღებავით "კახპა" ეწერა. შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ არამარტო იქ. სააბაზანოში სარკეზე. მისაღებში და სამზარეულოში ყველა ცარიელ კედელზე. ორივე დენდარტყმულივით ვათვალიერებდით ოთახს. სიჩუმე ინგამ დაარღვია
-ეს ვინ ჩაიდინა?
-ლევანიმ
-ვინც არ უნდა იყოს ეგ ლევანი, მისი მოწყობილი ვერ იქნება. რომელიღაც ფსიქოლოგის წიგნში წავიკითხე რომ ასეთი რამის გაკეთება კაცებს არ ჩვევიათ და 100დან 80 ქალი იყენებს სიტყვა კახპას. ელენა აქ ყოფნა მე თუ მკითხავ ძალიან საშიშია.
-საშიში ხო? _ოთახში გაწეწილი, თვალებდასიებული დიანა შემოვიდა. თავის თავს არ გავდა. ტირილისგან თვალის ფანქარი თუ ტუში სახეზე ჰქონდა გადღაბნილი. პომადაც არ ესვა იქ სადაც პომადის ადგილია. ცალ ხელში დანა მეორეში ფისტოლეტი ეჭირა
-შენ? შენ აქ რას აკეთებ? _სიტყვები ძლივს გადავაბი ერთმანეთს. ენა ჩამივარდა. რა ჩვეულებრივად დაიწყო დღე და ახლა შეშლილი დიანა ჩემს წინ იარაღით და დანით ხელში იდგა და არავინ იცოდა რას მოიმოქმედებდა.
-შენს სანახავად მოვედი. არ მოგენატრე? თუ ცოტნეს გამო არ გრჩება დრო რომ მოგენატრო.
-დიანა რეებს ბოდავ. სიყვარი ორი ადამინისთვისაა მაგრამ ზოგიერთმა ძუკნამ თვლა არ იცის. _დიალოგში ინგა ჩაერია
-მოკეტე ბო*ო. მე შენ არ გელაპარაკები.
-დიანა ახლა ძალიან აღელვებული ხარ, მოდი დავმშვიდდეთ და ისე ვილაპარაკოთ
-სალაპარაკო არაფერია. ელენა შენ მე ცოტნე წამართვი. ჩემი ცხოვრების სიყვარული წამართვი. ჩემი შვილების მამა _ ვფიქრობდი და სიტყვებს ვარჩევდი სათქმელად.
-დიანა, მომისმინე. მე არავისთვის არავინ წამირთმევია. გინდა ცოტნეს დავურეკავ და მოვა აქ.
-შენ მე სულელი გგონივარ? მე ცოტნე მიყვარს და მის გამო მზად ვარ ჯოჯოხეთში გაგიშვა _დიანამ იარაღი დამიმიზნა
-დიანა დამშვიდდი და იარაღი დაუშვი გთხოვ. ცოტნეს დავურეკოთ და ერთად ვილაპარაკოთ
-არ მინდა ელენა. ცოტნე აქ მოვა და წაგიყვანს.
-არა, არსად არ წავალთ, არც ცოტნეს გართმევ, უბრალოდ მოვა და ვილაპარაკოთ კარგი?
-დაურეკე _ტელეფონი ხელისკანკალით ამოვიღე ჯიბიდან და ცოტნეს ნომერზე დავრეკე. ოღონდ ახლა მიპასუხე ცოტნე გთხოვ.
-ალო, ცოტნე შეგიძლია ჩემს ბინაში მოხვიდე? უნდა ვილაპარაკოთ?
-ელენა რაგითხარი მე შენ რა გაგაფრთხილე? ხომ გითხარი მარტო ფეხი არ გადადგა მეთქი
-ცოტნე აუცილებლად უნდა მოხვიდე. კი მარტო ვარ.
-რა ჯანდაბა ხდება ელენა? ლევანია მაქ?
-არა, ჩემს ბინაში ვართ
-იარაღიც აქვს?
-კი, ორი
-მოვდივარ _ტელეფონი გავთიშე.
-ჭარხალა სამზარეულოდან წყალი მომიტანე. ერთი შეცდომა და ტვინს გავასხმევინებ _ინგა სამზარეულოში გავარდა და წყლიანი ჭიქა მიუტანა. დიანამ შეუსვენებლად დალია. რამდენიმე წუთში სახლში ცოტნე შემოვიდა
-დიანა? რა ჯანდაბას აკეთებ? _გაოცებული უყურებდა ცოტნე ხან დიანას, ხან ელენას, ხან ინგას
-მინდა რომ ელენა მოკვდეს, მინდა გაქრეს ჩვენი ცხოვრებიდან და ჩვენ ისევ ერთად ვიყოთ?
-რა სისულელეებს იძახი, დაუშვი იარაღი ახლავე
-რატომ ცოტნე, მე არ მინდა რომ ელენამ იცოცხლოს
-მაშინ რა გინდა? _შეცადა დიანა დაემშვიდებინა.
-დავიღალე საკუთარ თავთან ყოფნით ცოტნე. შენთან მინდა.
-დიანა ჩვენ ისედაც ვართ მეგობრები, ისედაც ერთად ვართ, გთხოვ დაუშვი ეგ წყეული იარაღი.
-მე არ მინდა მეგობრები ვიყოთ რატომ არ გესმის?
-დიანა რატომ გინდა იმ ადამინთან იყო ვისაც არ უყვარხარ? რამდენი კაცია დედამიწაზე, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ვისაც ეყვარები
-ის გიყვარს? _ცრემლები მოადგა დიანას. ცოტნე ხმას არ იღებდა. ვცდილობდი ღრმად და თანაბრად მესუნთქა.
-გიყვარს მეთქი? _იკივლა დიანამ
-მიყვარს _თავი დახარა ცოტნემ
-მაშინ აზრი არ აქვს არაფერს. ისე დაიტანჯები როგორც მე. _გასროლის ხმა გავიგე. თავიდან ვერ გავიაზრე რა მოხდა. მერე მუცელში ტკივილი ვიგრძენი. თვალები დამიბნელდა. ძალა აღარ მყოფნიდა ფეხზე დადგომად და ჩავიკეცე. ინგას განწირული კივილი და ცოტნეს ღრიალი ერთმანეთში აირია. ისიც დავინახე ცოტნემ დიანას იარაღი რომ გამოგლიჯა და სახეში გაარტყა, ინგას ცრემლიანი სახეც. ცოტნეც დავინახე. სახეზე მკოცნიდა. თვალიდან ცრემლები წამომივიდა. ცოტნემ თქვა რომ ვუყვარდი და არ მინდოდა სიკვდილი. მინდოდა კიდევ ეთქვა ეს სიტყვები რომლებიც ძალიან მჭირდებოდა. კიდევ დამეძინა მასთან ჩახუტებულს. კიდევ მეგრძნო Gucci Guilty-ის თავბრუდამხვევი არომატი. კიდევ წავსულიყავი მასთან სოფელში. კიდევ მეთამაშა სიმართლე თუ მოქმედებადა კიდევ ეკოცნა ჩემთვის, კიდევ გვეცეკვა ტანგო. კიდევ, კიდევ... ყველაფერი მინდოდა კიდევ ყოფილიყო. არამარტო ცოტნე, მამაც გამახსენდა. მინდოდა მის ქორწილში ვყოფილიყავი. ლიზბეთი გამეცნო. ბედნიერი მამა მენახა და გულახდილად მესაუბრა მასთან. დედასაც ვაპატიებდი ყველაფერს. ქეითს და ანასაც. საბოლოო დაბნელებამდე ისიც გავიგე ინგამ რომ 112ში დარეკა. ბოლოს ყველაფერი სიბნელემ შთანთქა.

ელენას ზარმა გამაოცა. შუა პრესკონფერენციაზე ასეთი რა დასჭირდა რომ მირეკავს მაინც ვუპასუხე. ჭკუიდან ლამის შევიშალე როცა მითხრა ჩემს სახლში ვარო. ხომ ვუთხარი ლევანი იყო იქ მეთქი. რატომ არ მიჯერებს არასდროს. შეშინებული ხმით მივხვდი რომ კარგი არაფერი ხდებოდა და ეგრევე წასასვლელად მოვემზადე. მანქანა ზე სისწრაფით დამყავდა და 7წუთში უკვე ელენას ბინაში ვიყავი. ახლა მთავარი იყო ცოცხალი მენახა მაგრამ ნანახმა შოკში ჩამაგდო. ლევანი კიარა დიანა დამხვდა იარაღით ხელში. შეშლილს გავდა. ელენას შეშინებული მწვანე თვალები შესასვლელშივე შემეგება, მერე ინგაც დავინახე. ვეცადე დიანა დამემშვიდებინა მაგრამ უარესი გავაკეთე. შვიდად ვლაპარაკობდით... მან მოულოდნელად მკითხა:
-ის გიყვარს? _გავჩუმდი. არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა... მიყვარდა თუ არა ელენა? ღმერთივით... ღმერთივით მიყვარდა... ვერ გააცნობიერე რომ ჩემს პასუხზე იყო ყველაფერი დამოკიდებული
-მიყვარს _ვუპასუხე და თავი დავხარე. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე იმ წამს. გონს დიანას სიტყვებმა მომიყვანა.
-მაშინ აზრი არ აქვს არაფერს. ისე დაიტანჯები როგორც მე. _და მერე გასროლა. ინგას განწირული კივილი... შემეშინდა. ცხოვრებაში პირველად შემეშინდა... ელენას გავხედე. ცარიელი, მწვანე თვალებით მიყურებდა და თითქოს ვერ გაეგო რა მოხდა. დავინახე როგორ შეიღება მაისური წითელი სითხით. დიანა აპირებდა მეორედ გასროლას მაგრამ იარაღი გამოვგლიჯე და გაუცნობიერებლად სახეში გავარტყი. ელენა დაეცა, ინგამ მასთან დაიჩოქა. იქ სადაც ელენას ტყვია მოხვდა სხეული მეტკინა, მაგრამ სხეულზე უფრო შიგნით მტკიოდა რაღაც... სული... სული მტკიოდა... ელენა, ჩემი გამხდარი მწვანეთვალება ქალღმერთი ხელებში მოვიქცე და დიანას სასწრაფოში დავარეკინე. მისი ცრემლიანი, უემოციო, ცარიელი თვალების დანახვაზე შინაგანად გავგყდი და მეც ავტირდი... ავტირდი ისე როგორც არასდროს. ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რაზე ფიქრობდა, რა ახსენდებოდა, რას განიცდიდა. მტკიოდა რომ მასტკიოდა... მტკიოდა რომ ვერაფერს ვაკეთებდი... მტკიოდა რომ ჩემგამო ებრძოდა სიკვდილს... არ დამტოვო მეთქი ვევედრებოდი მაგრამ მას უკვე აღარ ესმოდა ჩემი... ყველაფერი ერთიანად ამტკივდა... არ მივცემდი სიკვდილს უფლებას ჩემთვის წაერთმია ელენა. მინდოდა კიდევ მეთქვა რომ მიყვარს... მილიონჯერ... მილიარდჯერ... მინდოდა მასთან მეცეკვა ტანგო, მისთვის წეკითხა ლექსები, მინდოდა ჩავხუტებოდი და მასთან ერთად დამეძინა, მეყურებინა მისი ეჭვიანობისთვის, მეკოცნა. შემეგრძნო ჩვილი ბავშვის სურნელი და მესმინა მისი წუწუნისთვის. ნებისმიერ რამეზე თანახმა ვიყავი რომ დამეთმო ელენას გარდა... მე ხომ არ მითქვამს მისთვის რომ მიყვარს... სასწრაფო მოვიდა და ელენა ხელიდან გამომგლიჯეს, ინგა საცოდავ წყლიდან ამოყვანილ კატას გავდა. თვალები დასივებოდა. საავადმყოფოში წავედით. ელენა მაშინვე რეანიმაციაში გადაიყვანეს.

******
დილით თავის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა. ლოგინიდან თავი ავწიე და ჩემს დივანზე ჭარხალა დავლანდე. გაოცებული ვუყურებდი. მერე ოთახს გადავავლე თვალი. ძმარი, ნაჭრები და კიდევ რაღაც ამოუცნობი სითხე კომოდზე ეწყო. <ღმერთო წუხელ რამოხდა. ამის დასანახად ხომარ ვაღებინე. რატო ძინავს აქ. რა დამალევინე ასეთი ლაშა. ღმერთო ალბათ სიცხე მქონდა და მივლიდა. ახლა რა გავაკეთო. ალბათ გაათენა და ახლა დაიძინა. აუ ჩემი... მოსაკლავი ვარ, რამ ამტეხა ამხელა ვირი.> ლოგინიდან ავდექი და ინგა გავაღვიძე
-ჰეი ჭარხალა, ადექი და ლოგინში დაიძინე
-რაგინდა გიორგი ვერხედავ მძინავს?
-ადექი და ლოგინში დაიძინე მერე.
-ოჰ რა ენაღვლება, მაგან კიარ გაათენა მთელიღამე ფეხზე _გვერდი იცვალა ინგამ
-ინგა ადექი თორე მე გადაგიყვან _გოგო დივნიდან ადგა მაგრამ თავის შესაკავებლად ძალა არ ეყო და გიორგის ჩაუვარდა მკლავებში
-მე დავლიე თუ შენ
-შემეშვი რა ალადინ
-რამდენიხანია ნორმალურად არც გიჭამია და არც გძინებია
-რაც შენ გაგიცანი იმის მერე. გამიშვი მეძინება
-ოთახამდე მიაღწევ თუ მიგიტანო _დასცინა გიორგიმ
-რა უმადური ხარ. _გიორგიმ ინგა ხელში აიყვანა.
-გიორგი გეხვეწები დამსვი ახლა არ მაქ შენი ნერვები. _ინგა ლოგინზე დააწვინა და საბანი დააფარა.
-დილის რვა საათია ჭარხალა, შეგიძლია დაიძინო მეტჯერ არ გაგაღვიძებ.
-ჰო დარწმუნებული ვარ _საბანი თავზე გადავიფარე და ჩემთვის გამეღიმა. გამახსენდა წუხელ როგორ საყვარლად ეძინა. სულ ვჩხუბობდით მაგრამ ჩემთვის რაღაცნაირად ძვირფასი იყო და არ მინდოდა მისგან შორს ყოფნა. ახლა მის ლოგინში ვიწექი და თავზე საბანი მეხურა. ბატონი რაღაც ძალიან მაგარ სუნამოს იყენებდა. როგორ ეკადრება სხვა აბა. ვერანაირად ვერ დავიძინე და ავდექი. აბაზანიდან ნახევრად შიშველი გიორგი გამოვიდა. სპორცმენისთვის დამახასიათებელი, ნავარჯიშები ტანი ჰქონდა და თმიდან წყლის წვეთები სცვიოდა. სუნთქვა შემეკრა და თვალი ავარიდე.
-რაიყო ჭარხალა? _გაეღიმა გიორგის.
-რამე ჩაიცვი ძალიან გთხოვ
-რატომ გაბნევ? _გიორგი მომიახლოვდა. მისი თმიდან წამოსული წვეთები სახეზე მომედო და ცხელი სუნთქვა ვიგრძენი კისერში. მომინდა შევხებოდი მაგრამ ამ ვირს თავისას ხომარ გავატანინებდი.
-შენ მე როგორ უნდა დამაბნიო გეხვეწები
-ვერა? _კისერში მაკოცა. სხეული ამიხურდა. მართლა დავიბენი
-თავი ვინ გგონია? არ გაქვს ამის უფლება
-ჭარხალა ხომარ დაგავიწყდა მთელი ღამეა ჩემს ოთახში ხარ. გუშინ თავთან გაგითენე. რატო არ მაქ უფლება
-დიდი ამბავი, გუშინ მეც გავათენე რომ რა მოვიგე. უნდა დამეტოვებინე და ისწავლიდი ჭკუას.
-მითუმეტეს მაქვს. რატომ არ დამტოვე ისე? _ეს ბოლო წვეთი იყო. საერთოდ გამეფანტა აზრი.
-შემეცოდე _გიორგის გაეცინა. ისე თითქოს რაღაც იგრძნო. ინგამ კი მთელი ძალა მოიკრიბა ოღონდ ოთახიდან გასულიყო.
-მევასები ჭარხალა
-მეც შენზე ამომდის მზე და მთვარე ხო იცი. _გამეცინა მის თავხედობაზე. ყოველთვის მზად აქ პასუხი. 'სამსახური გეძახის გიორგი' გავახსენე თავს და მოვემზადე. მთელი დღე ინგაზე ვფიქრობდი. ვერაფერს გული ვერ დავუდე. რა საოცარი ცისფერი თვალები აქვს. თმებზეც მაგრად მიდის თვალის ფერი. რა ბავშვური გოგოა. ფიქრიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა. 'მოვენატრე ქალბატონს', გავიფიქრე და ვუპასუხე.
-გიორგი სად ხარ? _ინგას საშინლად ნამტირალევმა და დაძაბულმა ხმამ გული მატკინა.
-სამსახურში, რა გჭირს ინგა თუ ისევ რაღაცას მიჩალიჩებ
-ძალიან მინდა რომ ეგრე იყოს _ტირილი აუვარდა
-სადხარ მითხარი და მოვალ ახლავე
-რესპუბლიკურში _ტელეფონი გავთიშე. რა უნდა საავადმყოფოში. მანქანის გასაღები ავიღე და ისე წამოვედი არავისთვის არაფერი დამიბარებია. <შენი დედასშევე*ი, რა ჯანდაბა მოხდა. ცოტნე სადარი. ნეტა ელენას ჭირს რამე თუ ნინის? > ასეთი სიჩქარით არასდროს მივლია. სული ჩამწყდა ინგას დანახვაზე. რეანიმაციული განყოფილების წინ იატაკზე იჯდა, სახე ხელებში ქონდა და ტიროდა. ცოტნეც არ იყო ნაკლებ დღეში. განადგურებული სიგარეტს ეწეოდა და თმებში დაასრიალებდა ხელს. ინგას ჩავეხუტე. ჩავეხუტე როგორც არასდროს ის კიდევ უფრო ატირდა
-დამშვიდდი ჭარხალა აქ ვარ... დამშვიდდი და მომიყევი რახდება... _ვაცადე ცოტა სული მეთქვა და წყალი დავალევინე.
-ელენას ესროლა... დიანამ ელენას ესროლა. მე დავინახე, გიო მე დავინახე რომ ესროლა _აკანკალებული გოგო ისევ ჩავიხუტე. მეორე შოკი გადავიტანე დღეს.
-ადექი ინგა, სკამზე დავჯდეთ. ელენა კარგად იქნება. ნუ ტირი გთხოვ. არ იტირო წითურო. _ცოტნეს გავხედე. თვალებით მიმახვედრა რომ გოგოსთვის მიმეხედა. ორი აბი დამამშვიდებელი დავალევინე და ნახევარი საათით სკამზე დაეძინა. ცოტნეს გადავეხვიე.
-მოვკვდები გიო რამე რომ მოუვიდეს. თავს არ ვიცოცხლებ
-დამშვიდდი ძმაო, ელენა ძალიან ძლიერი გოგოა. მალე იქნება კარგად. _ისევ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. იმ დღეს ალბათ 20 ღერი 2საათში მოწია.
საათი საათს მისდევდა.. 11... 12... 1... 2... ცოტახანში გიოგი მოვიდა. მერე ნინი. გიორგი მოკლედ აუხსნა ნინის და ჩემი პატარა სათნო დაიკო, რომელიც თვითონ ვერ მშვიდდებოდა მომეხვია და ჩემს დამშვიდებას ეცადა.
-არ იდარდო ცოტნე, ელენა ძალიან ძლიერია არ დაგვტოვებს _სამი საათიც გახდა... ოთხიც... ხუთის ნახევარზე პალატიდან ექიმი გამოვიდა
-როგორ არის ელენა _ყველამ ერთდროულად ჰკითხა ექიმს.
-ტყვია თირკმელს 3სმ-ით ასცდა. როგორც იქნა ამოვიღეთ მაგრამ გოგონამ ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. მდგომარეობა ისევ კრიტიკულია და ნახევარი საათი გვაქვს რეზუს უარყოფითი სისხლი გვჭირდება. _ბავშვები განადგურებულები უყურებდნენ ექიმს. ყველას სათითაოდ სტკიოდა ელენა. ყველას სხვანაირად. არავინ იცის რა ხდებოდა მათ თავებში. გოგოები ცრემლებს ვერ იკავებდნენ. არანაკლებ აღელვებული გიორგი ცდილობდა ისინი დაემშვიდებინა. ცოტნე... ცოტნე თმებს იგლეჯდა. სულს სხეულში ვერ იტევდა. უნდოდა ეყვირა მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა ყელიდან. ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებდა. ყველა რეკავდა თავის მეგობართან, ნათესავთან, ნაცნობთან. ნინის გაუმართლა. თავისი გმირი მის გადარჩენას აპირებდა. არამარტო მისას.
-ალო, ლუკა მჭირდები
-რახდება რახმაგაქვს?
-საავადმყოფოში ვარ. რეზუს უარყოფითი სისხლი მჭირდება ნახევარ საათში
-არ იტირო ანგელოზო, სად ხარ მომწერე, ხუთ წუთში მაქ ვიქნები
-შეგიძლია ჩემი დახმარება?
-ყოველთვის. დროს ნუ კარგავ მომწერე მალე. _ნინის ამ უბედურ მომენტში იმედის სიცილი წასკდა. სწრაფად მიწერა მისამართი თავის გმირს და დაელოდა როდის გადაარჩენდა.
-ბავშვებო სისხლი ვიშოვეთ, ელენა კარგად იქნება _მიახარა ბავშვებს. ყველას გულში გაიზარდა იმედი. ყველა ლოცულობდა რომ თავიანთი მწვანეთვალება მეგობარი მალე ფეხზე დამდგარიყო. ლუკამ ნინის იმედი არ გაუცრუა. სულ მალე ჰქონდათ სისხლი. არამარტო სისხლი. იმედიც. ოღონდ უფრო დიდი. საათი ხუთი გახდა... ექვსი... შვიდი... რეანიმაციიდან ისევ გამოვიდა ექიმი.
-როგორ არის?
-მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მაგრამ ვერაფერს დაგპირდებით. ტყვიამ შინაგანი ორგანოები დააზიანა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თქვენც მზად უნდა იყოთ ყველაფრისთვის... _ბოლო სიტყვებმა სხეულში უსიამოვნოდ გაიარა. ელენას სიკვდილს ვერ შევეგუებოდი. მხოლოდ ახლა გავაცნობიერე როგორ მიყვარდა. ეგრეა, როცა სიკვდილი მოგიკაკუნებს და გეტყვის "აი მიმყავს შენი საყვარელი ადამიანიო" მაშინ გვინდება ვუთხრათ რას ვგრძნობთ. მაშინ გვინდება ჩავეხუტოთ, მეტი დრო დავუთმოთ, მაშინ ვამჩნევთ როგორი ძვირფასია ჩვენთვის რომ უფლისთვისაც გვენანება. თუ ელენა დამტოვებდა ჩემთვის ყველაფერი სულერთი იქნებოდა. შეიძლება თავიც მომეკლა.
-როდის შეგვეძლება ნახვა
-ახლა კლინიკურ ძილშია. არ ვიცით როდის გაიღვიძებს. შესვლა არ შეიძლება მაგრამ შეგიძლიათ გარედან ნახოთ, ოღონდ დიდხანს ნუ დარჩებით. _გამჭირვალე შუშას მივუახლოვდი და დავინახე ჩემი ელენა. მწვანე თვალები დახუჭული ქონდა და სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული. ორი წვეთოვანი ედგა. ამას მეც ვერ გავუძლებდი, მაგრამ მას უნდა გაეძლო. ჩემთვის... მშობლებისთვის... ოჯახისთვის... ჯანდაბას იმ დედამო*ყნული დევიდსონისთვისაც.
-ამის დედაც. ყველაზე ტკბილად და ყველაზე მწარედ ხარ ჩემში ელენა, სული მტკივა როცა შენ მაქხარ და მე აქედან გიყურებ. სული მტკივა მაგ აპარატს რომ ვხედავ ან ამ გადასხმებს რომ ვუყურებ. შენი ადგილი არ არის მაქ. შენ ჩემთან უნდა იყო... ჩემგვერდით _ცრემლები თავისით მომდიოდა... ყელში ბურთი გამეჩხირა... -მაპატიე რომ არ გითხარი აქამდე როგორ მიყვარხარ, მაპატიე რომ არ ჩაგეხუტე ძალიან ბევრჯერ. მაპატიე ყველაფერი... არ ვიმსახურებ მაგრამ შენ მაპატიე... არ დამტოვო, მოვკვდები უშენოდ... ვერ ვისუნთქებ. მინდა ლექსი წაგიკითხო ხოლმე, გაეჭვიანო, გაწუწუნო, მინდა ძილის წინ მიმღერო შენი გასაოცარი ხმით, მინდა ჩვენ ისევ ვიცეკვოთ ტანგო. _ტიროდა ცოტნე და უყურებდა თავის მწვანეთვალება ქალღმერთს რომელიც სიკვდილიდან ერთი ნაბიჯით შორს იდგა. ახლა ის სიკვდილს ეცეკვებოდა ტანგოს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი anako

რა მაგარი ტავი იყოოოო
კარგად წრ ზაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent