შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვანი - II


23-07-2019, 19:33
ავტორი პენელოპე
ნანახია 279

ცოდვანი - II

თავი მეორე : „ქალი“
ისეთი მოთენთილი და გამოფიტული ვიყავი, დივანზე დაწოლისთანავე ჩამეძინა. ანდრო საწოლზე იწვა, მშვიდად ფშვინავდა და მხოლოდ იშვიათად გადატრიალ-გადმოტრიალდებოდა. შუა ღამე გარდასული იყო, რომ გამეღვიძა. სიზმარში თაგვებივით ხრავდნენ და ჩემამდე აღწევდნენ შავი ფიქრები.
ბატონმა ანდრომ, რომელიც გვარად გვასალია ყოფილა, სასტუმრო ოთახიც კი არ შემომთავზა. თვალის ერთი ბრიალით მაიძულა თავის ოთახში დაძინება,თუმცა თვითონ კომფორტულად მოთავსდა საწოლზე, მე კიდევ იძულებული გამხადა დივანზე გავშოტილიყავი.
არ ჩანდა ცუდი ტიპი. პირიქით,ჩემს ისტერიკებს გმირულად გაუძლო. უბრალოდ გაურკვევლობაში მყოფს ყოველი დეტალი ნერვებზე მთხრიდა და მაიძულებდა პროტესტის უკიდურესი ზომებისთვის მიმემართა, - გამეცოფებინა.
იმ საღამოსვე გავიცანი დედამისი, ქალბატონი ნატო და უფროსი გვასალია, ბატონი ზურა. მშობლები სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდა,რასაც ბებიმისზე ვერ ვიტყვი. შემოსვლისთანავე ამითვალწუნა და რაღაცნაირად უკმაყოფილო იყო ჩემი აქ ყოფნით. რა დამთხვევაა, მეც!
ანდროს ბებიას, ჟანას, ვგრძნობდი გულზე არ ვეხატებოდი,თუმცა ჩემთვის ჯერჯერობით ზედმეტი არაფერი უთქვამს. მხოლოდ გავიცანით ერთმანეთი და მორჩა.
ვიცოდი, ხვალინდელი დღე მარტივი არ იქნებოდა.
...
დილით დაახლოებით შვიდი საათისთვის ფეხზე ვიყავი. ადრე ადგომა არასოდეს მყვარებია, უბრალოდ არ მიძინია. სამზარეულოში ჩავედი,კაცის ჭაჭანება არ იყო, ყავა მოვადუღე და ცხელი სითხე გემრიელად მივირთვი.
შემდეგ ისევ ზევით ავბრუნდი. ვიფიქრე, რამეს ჩავიცვამ, ჩემი ტანსაცმელი გასარეცხია-მეთქი, როდესაც კარადასთან ჩემი ჩემოდნები ვიცანი.
გული დამწყდა. მაინც რამდენი ხანი უნდ დავრჩე აქ, ბარგი რომ მოიტანეს? თან ორი დიდი ჩემოდნით.
ამოვალაგე, კარადაში შევუძახე ანდროს ნივთების გვერდით, ზოგი გამოვწიე, მისი ტანსაცმელი მივაფუჩეჩე და ჩემები თავისუფლად ჩამოვკიდე. მოკლედ, უაზროდ გავიდა დრო მანამ, სანამ გაიღვიძებდა.
ნელა გაიზმორა, თვალები მოჭუტა და როდესაც ჩაცმულ-დახურული მნახა, გაეღიმა. მის ღიმილზე პანიკები მეწყებოდა. ვიცოდი,დამცინოდა.ჩემით ხალისობდა.
-დილა მშვიდობისა, - წამოდგა. იქვე მიგდებული შარვალი ამოიცვა და ტანზევით შიშველი კარადისაკენ გამოემართა. ნივთებს იღებდა, მერე გამომხედავდა, გაიცინებდა, თავს გააქნევდა...
-გეყოფა, - დაბალ ხმაზე ვუთხარი.-სასაცილო არ ვარ.
-ვიცი, - გაკვირვებულმა გადმომხედა.
-მაშინ ყოველ წამს ნუ იღიმი. ნერვების მომშლელია.
-ხმა, მარიამ, ხმა! - მომიახლოვდა და თვალწინ უსირცხვილოდ ამესვეტა. უკვე შეგნებული მქონდა, ჩემი ხმამაღალი საუბრი და მასთან ყოფნისას ჩემი ტონი, არ მოსწონდა, მაგრამ მეც სწორედ ამის გამო, გაუცნობიერებლად თუ განზრახ მაინც იგივეს ვაშავებდი. მის ტატუებს დავაკვირდი, უფრო სწორედ, თვალი გამექცა. ლავიწთან თარიღი ეწერა: 1993. ოჰ, პატრიოტი ყოფილა ვაჟბატონი! ყურის ქვეშ თავის ქალა ამოესვირინგებინა.
როგორც კი სააბაზანოში შევიდა, მე ქვევით ჩავედი. ოჯახის დიასახლისი სუფრას აწყობდა,თან ელენეც ეხმარებოდა. ერთხანს გავიფიქრე მივხვმარებოდი, მაგრამ რაღაცნაირად უხერხულად ვგრძნობდი თავს.
-მიდი,შვილო. მიეხმარე, - ქალბატონმა ჟანამ თავით მანიშნა სამზარეულოსკენ.
-არ არის საჭირო,დედა. ისედაც ცოტა ხნითაა, ხომ არ გადავღლით.-ნატოს სიტყვებმა ჩემში მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით იმან, რომ მე აქ ცოტახნით ვრჩებოდი, მაგრამ ჩემი ორი ჩემოდანი ამას არ მოწმობდა. უცებ ოცნებებში გადავეშვი და ვინანე, ტანსაცმელი რაზე ამოვალაგე-მეთქი, როდესაც ოთახში ანდრო შემოვიდა.
-ვინ თქვა, ცოტა ხნითო? - შემოალაჯა სასადილო ოთახში,თან თვალს არ მაცილებდა. უხდებოდა შავი ფერი, მუხლებზე გადახეული ჯინსი და იარაღიც კი, რომელიც ქამარში ჰქონდა გაჩხერილი.
-რამდენი ხანიც უნდა დარჩეს, ანდრო. - თვალები დაუბრიალა დედამისმა.
-თვითონ არც უნდა დარჩენა,დედა.-გაეღიმა და ისევ გამომხედა. თავი უხერხულად ვიგრძენი, ამიტომ მზერა ავარიდე.-მარიამ.-მოდიო, თითებით მანიშნა და მისაღებში გამიყვანა.
-შენ როდის გაქვს წასასვლელი უნივერსიტეტში?-თან მეკითხებოდა, თან ეწეოდა.
-ხვალ. რატომ?
-ეს ერთი კვირა ვერსად წახვალ. - მშვიდად მიპასუხა.
-რას ქვია ვერ წავალ? - ხმას ავუწიე.-შენგან ნებართვა არ მჭირდება, ანდრო!
-გეუბნები,ვერ წახვალ.
-ცნობისთვის აღმოსავლურზე ვსწავლობ და ჩემთვის ყოველი ლექცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შენს გამო მათ გაცდენას არ ვაპირებ! - მივუახლოვდი და პირში მივახალე, საშინლად გაცოფებულმა. უეცრად თმებში მწვდა და უხეშად მომქაჩა თავისკენ.
-უკანასკნელად გაფრთხილებ,-ცერა თითი ნიკაპზე დამადო, - ხმას ნუ უწევ!-შემდეგ დაამატა:-გინდა გითხრა რა მოხდება,თუ ეს ერთი კვირა სახლიდან გახვალ?
-რა მოხდება? - ამოვიკნავილე ტირილის პირას მისულმა.
-ვინმე ორი ან უფრო მეტი ტიპი დაგიდარაჯდება. მანქანაში ჩაგტენიან, სადღაც ჯანდაბაში წაგიყვანენ, ვიღაც ნაბო’ზართან მიგიყვანენ, რომელსაც ხუთი თითივით ვიცნობ და მას ჩაგაბარებენ. - კბილებში სცრიდა,თვალებში მიყურებდა და მტკენდა. მერე თმებზე ხელი უხეშად შემიშვა.
-რა სისულელეს ამბობ? - მაინც არ ვნებდებოდი.-ანდო, რას მეუბნები, გინდა გამაგიჟო?
-ეს ერთი კვირა სახლში იყავი. ლექტორებთან მოგიგვარებ, პრობლემა არ გექნება.
-ვერ გიტან, -ჩუმად ამოვილუღლუღე და თვალბზე მომდგარი ცრემლი თითებით მოვიწმინდე.-საზიზღარი ადამიანი ხარ.
-შენ როგორი ხარ? - ისევ მომიახლოვდა.-რადგან მონასტერში დადიხარ და აღსარებას აბარებ, გგონია წმინდანი ხარ? - გაიცინა, - არა, საყვარელო. პირიქით.
-რა პირიქით?
-ცოდვების გროვა ხარ. მარტო მე ნუ გამოგყავარ სატანა.
-მაშინ ნუ მექცევი ცხოველივით.
-ნუ მაძლევ საბაბს და არ მოგექცევი, მარიამ. -ხელი სახეზე ჩამოისვა.-ახლა ისეთი სიტუაციაა, ვერ გიხსნი. რასაც გეტყვი, უნდა გააკეთო, თუ სიცოცხლე გინდა.
-შენი მონაც ხომ არ ვიყო?-რიტორიკული კითხვა დავუსვი.
-მაგის დროც მოვა, - თავისთვის ჩაიბუტბუტა, შემდეგ თვალები დამიბრიალა და მიბიძგა ისევ უკან დავბრუნებულიყავი.
დილანდელი დასკვა, რომლის თანახმად ანდრო კარგი ტიპი იყო, გაქრა და დაიწვა.
ვიცოდი, ჩემი ძმა მას ასე უბრალოდ არ ჩამაბარებდა. ვხვდებოდი, რომ დემეტრე ენდობოდა და მხოლოდ ამიტომ ვიყავი მშვიდად. თან ამ სახლში ცუდად არავინ მექცეოდა, პირიქით, ზედმეტად ყურადღებიანებიც კი იყვნენ. ერთადერთი ანდრო და ბებიამისი ვერ მოვარჯულე,თორემ სხვა ყველაფერი ოქროსავით იყო.
გემრიელად ვსაუზმობდით,ჯერჯერობით დუმილს არავინ არღვევდა. მე რატომღაც ანდროს გვერდით დამსვეს,მეჩვენებოდა, რომ სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა ამ ყოველივეს. ბებიამისის სიტყვები გამახსენდა, ახალ რძალზე და ჩემივე ფიქრებზე გამეცინა. დავასკვენი, რომ მაშინ ქალბატონ ჟანას შეცდომა მოუვიდა. რატომღაც ჩემი ჩაღიმება შესამჩნევი აღმოჩნდა ბატონი ზურასთვის, რომელიც სუფრის თავში იჯდა. მისგან ხელმარჯვნივ ვისხედით მე და ანდრო. პირდაპირ ელენე და დედამისი, ხოლო ბოლოში ქალბატონი ჟანა.
-აბა, მარიამ. - ზურამ თბილად გამომხედა.-რას საქმიანობ?
-ჯერჯერობით, მხოლოდ ვსწავლობ. - მეც თბილად გავუღიმე.
-რა განხრით? - ამჯერად ელენემ მკითხა.
-აღმოსავლურ ენებზე. ძირითადად არაბულს ვსწავლობ, მაგრამ თურქულსაც ვეჭიდები.
-ყოჩაღ, შვილო. -ნატომ შემაქო,რაზეც ოდნავ დავიმორცხვე.-ელენე ამთავრებს წელს. ბიზნენსს ფიქრობს.
-კარგია ძალიან. წარმატებები.
-მადლობა. - ჩემსავით დაიმორცხვა და ჭამა განაგრძნო.
ანდროს ხმა არ ამოუღია. მშვიდად ილუკმებოდა და ნახევარი მაგიდა გადაჭამა.
-დაბმული ჰყავდით? - ჩუმად ვუჩურჩულე მე. გაბრაზებული მზერა მსტყორცნა და ჭამა განაგრძო.
*
-ანა, სად ჯანდაბაში ხარ? - ჩავყვირე ტელეფონში, როდესაც ჩემმა დაქალმა კეთილი ინება და მიპასუხა.
-ხო იცი, დაწეული მაქვს ყოველთვის.-აროხროხდა, -შენ სად ხარ, შენ? დემეტრე შემხვდა წეღან. რაღაც იდიოტობები იბაზრა, მეხდაცემულს ჰგავდა.
-კარგი,რა.-მის შეფასებაზე გამეცინა.-ისეთები უნდა მოგიყვე...
-ჰა, რა იყო? ნიკა ნახე და შეურიგდი? - ყვირილი დაიწყო. მის ემოციებს დამშვიდების საშუალება მივეცი, რომ შემდეგ ცივილურად გემეცრუებინა იმედები. ის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ნიკას ვერ ელეოდა და მაინც ძველებურად უყვარდა.
-უარესი!
-რა უარესი, გოგო?
-მოკლედ, მე ციხეში ვარ ეს ერთი კვირა, ამიტომ მისამართს გეტყვი და აქ მოდი.
-ახლავე, ჩემო მბრძანებელო. -სიცილ-სიცილით ჩაიწერა და ჩამძახა, მალე მანდ გავჩნდებიო.
ანას მოსვლაზე არავინ გამიფრთხილებია. ანდრო სამსახურში იყო წასული, სხვები კი საჭიროდ არ ჩავთვალე. ოთახში ავიყვანდი და იქ მეყოლებოდა.

მეგობრების სიმრავლით არასოდეს გამოვირჩეოდი. საკმაო იმედგაცრუებების გამო ფართო არა, მაგრამ ხარისხიანი სამეგობრე წრე მყავდა. გიორგი, ანა და ანანო იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მუდამ გვერდით იყვნენ რთულ მომენტებში. სკოლიდან მოყოლებული სამივე ერთად ვმოძრაობთ, მხოლოდ გიორგის ბეზრდება ზოგჯერ ზედმეტად ქალური ჭორაობები და შეკრებისას პირველი ყოველთვის ის გვცილდება.
ანა ყველაზე ძველია. მეთერთმეტე წელია,რაც ვიცნობ. სხვებივით ხავსი არ მოჰკიდებია და არ გაცვეთილა. ისეთი დარჩა,როგორიც ყოველთვის იყო - გიჟი.
ამ უკანასკნელის გამო ჭიშკართან ვიდექი და ველოდებოდი, რომ მშვიდად შემომეყვანა სახლში და კიჟინა არ დაეწყო, როგორც ჩვევია ხოლმე.
ზედმეტად ემოციური შეხვედრისა და ბევრი ხვევნა-კოცნის შემდეგ ჩემს(?) ოთახში ავიყვანე და ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყე მოყოლა.
-სიმპათიურია? - ეს იყო მისი პირველი კითხვა, რომელსაც, რატომღაც, ზუსტად ვიცოდი, დამისვამდა.
-გახლავს, - სიცილით დავუდასტურე.
-ნიკას ჯობია? - წარბები აზიდა და ეშმაკურად შემომხედა. მცდის.
-ბევრად, ანა.
-ოჰ, რას მოესწრო ჩემი თვალები. -სიცილი დაიწყო.-ახლა ამას ანანო რომ ისმენდეს,დაიწყებდა...
-ვიცი,-მასთან ერთად ავროხროხდი. შემდეგ კი იმის გარჩევა დავიწყეთ, თუ რატომ ვიყავი აქ.
-მოკლედ,რა ხდება.-ფეხზე წამოდგა და წინ დამიდგა. ტრიბუნა აკლდა მხოლოდ.-ანდრომ ძალით წამოგიყვანა აქ. გითხრა დემეტრეს ვიცნობო, დემეტრემაც კარგი ბიჭია, არ გააბრაზოო...მერე საფრთხეო,ერთი კვირაო..არ ვიცი, მარ.-გვერდით მომიჯდა ისევ, ამჯერად უფრო დამშვიდებული და განოწონასწორებული სახით. -ჩვენ აქ ვღლიცინობთ, მაგრამ ეტყობა, საქმე სერიოზულადაა. თან ხო იცი, დემე უცხოსთან ცოცხალი თავით არ დაგტოვებდა,მაგის პრანჭვების ამბავი რომ ვიცი.
-კი, მეც მაგას ვფიქრობ. უფროსწორედ, არც კი ვიცი რა ვიფიქრო.-ღრმად ამოვიხვნეშე და თავი დივნის საზურგეს მივადე. -შენ რას შვრები?-თავი მისკენ მივატრიალე.
-რავი...მოწყენილი ვარ.
-ოჰო..რატომ აბა? - ოდნავ ჩავიღიმე, ზუსტად ვიცოდი,რასაც მიპასუხებდა.
-სიყვარული მინდა,მარიამ,სიყვარული! - ხელი დრამატულად აიქნია და მოჩვენებითი ცრემლების მოწმენდას შეუდგა.
-გუშინ მამა პეტრესთან ვიყავი და იცი რა მითხრა? როდესაც ღმერთი ინებებს, მაშინ აგიხდებაო. შენ ნუ უსწრებო წინ.
-კვირას წირვაზე უნდა წავიდე, საუკუნეა არ ვყოფილვარ. გამიბრაზდება,ვიცი.
-მეც გამიბრაზდა. მთლად ნუ დაიკარგებიო.-დავამშვიდე,შემდეგ თავი მუხლებზე დავადე და დივანზე კომფორტულად გავიშოტე.-გიორგი არ გინახავს ან ანანო?
-გიო გუშინ ვნახე, სამსახურში მიდიოდა და დიდხანს არც გვისაუბრია. ანანო სახლში მყავდა ამ დილით, მაგრამ ფილოსოფიური ლექცია დამიწყო და გავაგდე.-ორივემ სიცილი დავიწყეთ და ახლა შევამჩნიეთ კარებთან მდგარი ანდრო,რომელიც ასეთი სიმპათიური არასოდეს მომჩვენებია.
ხელები გულმკერდზე ჰქონდ გადაჯვარედინებული. ანას თავის დაკვრით მიესალმა, ტელეფონი და სანთებელა ჟურნალის მაგიდაზე დადო.
-ოუ..-ანამ ფრთხილად წამომაყენა.-მგონი ჩემი წასვლის დროა..
-იყავი,რა..-ვუთხარი მავედრებელი ხმით.
-არა, ექიმთან უნდა წავიდე. გუშინ ეზოში ბავშვმა ბურთი ისროლა ჩემკენ და პირდაპირ ცხვირში მომხვდა. დილიდან სარკესთან ვარ..ისედაც ძლივს გავიკეთე და ახლა ეს მინდოდა?-საწყალი სახე მიიღო, მე სიცილი ამიტყდა.არც ერთი ვიმჩნევდით ანდროს, რომელიც ლეპტოპში ჩამძვრალიყო.
-წადი,წადი. - ხელით ვუბიძგე და გავაცილე. ქვედა სართულზე ჟანამ მზერით გამბურღა,როდესაც დაინახა,როგორ ვაცილებდი ჩემს მეგობარს. მემგონი მის გარდა სახლში არავინ იყო. ნატო და ზურა სამსახურში უნდა წასულიყვნენ, ელენე ალბათ ჯერ კიდევ სკოლაში იყო. ნეტავ, ეს ქალიც დაესაქმებინათ რამით, ხომ დავისვენებდი!
მის მზერას რომ ვეღარ გავუძელი, ისევ ოთახში ავედი.
-შენი მეგობარია? -ანდრომ ისე მკითხა თვალიც არ მოუცილებია ეკრანისთვის.
-ჰო, ასეა.
-ბებია გაგეფრთხილებინა.
-საჭიროდ არ ჩავთვალე. - უკმეხად მივუგე.
-მომავლისთვის გაითვალისწინე, - ამჯერად შემომხედა,თან საკმაოდ გაღიზიანებულმა.
-ჩემს მომავალში ამ სახლში ყოფნა საერთოდ არ შედის,ანდრო.
-ისვე უნდა ვიჩხუბოთ?-კომპიუტერი გვერდზე გადადო,ჩემკენ წამოვიდა. რაღაც ცუდის მოლოდინში პულსაციამ უმაღლეს სიჩქარეს მიაღწია,თან ჟრუანტელიც მივლიდა ტანზე. ისე უბრალოდ,არც კი შემხებია,მაგრამ მაინც.
-კარგი...არ ვიჩხუბოთ.-უეცრად ფეხზე წამოვდექი და მასთან ძალიან,ძალიან ახლოსაც აღმოვჩნდი. ჩემზე მაღალი იყო,უფრო ძლიერიც,ამიტომ ვერ ვუწევდი წინააღმდეგობას ვერასდროს. მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს,როდესაც თითები მარცხენა მკლავზე ამისრიალა და საბოლოო ნიშნულთან,კისერთად გაჩერდა.
-არა და, რა ლამაზი ხარ. - ჩუმად მითხრა,თან თითებით რგოლებს ხაზავდა. მე უფრო უარესად გავხდი. სუნთქვაც შემეკრა და ალბათ,გონებასაც დავკარგავდი. ასე არასდროს დამმართნია. უბრალოდ ანდროს ჰქონდა ისეთი უარა, გაიძულებდა დამოკიდებული ყოფილიყავი მასზე.
-გამიშვი,-ჩემი უსუსური ხმა საერთოდ არ გაუგია, ისე დაიხა ჩემკენ და თითების ნაცვლად,ამჯერად ტუჩები შემახო კისერთან.
-გაცილებით უკეთესი ხარ,როდესაც ჩუმად ხარ.-შემდეგ,როდესაც ჩემგან წინააღმდეგობა არ უგვრძნია, მეორეჯერაც აპირებდა იგივეს გაკეთებას,თუმცა, ჰალილუია,მე ტრანსიდან გამოვედი და უხეშად მოვშორდი.
-ნუ მეხები! - წამოვიყვირე.მას გაეცინა.ისევ.
დამცინის. ისევ დამცინის და ვიცი,ჩემი ბრალია.
-დამშვიდდი,-გაღიმებულმა მომიგო.-როგორც ქალი,არ მაინტერესებ.

-------------------

მოგესალმებით,მკითხველებო და უბრალოდ კარგო ადამიანებო!
წინა თავზე,ვაღიარებ,მინაწერის გაკეთება დამავიწყდა. არადა, ვაპპირებდი ღმერთია მოწმე.
აბა, რა ხდება? რა მოგწონთ,რა არ მოგწონთ.
ერთი ის ვიცი, დაგვიანება რომ არ გიყვართ. მომიტევეთ, დაწერილი კი იყო,მაგრამ რედაქტირებისთვის ვერ მოვიცალე.ახლაც ისე გადავხედე ზერელად და მილიონი შეცდომაც იქნება,დარწმუნებული ვარ.
რას ფიქრობთ? როგორ განვითარდება მოვლენები?
დამიწერეთ ყველაფერიიიიი,ძალიან მიყვარხააააააართ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ნსბზბდ

ძალინ საინტერრსო და კარგია...
იმედია არავინ არ მოკვდება და კრგად დასრულდება...
"ანდროს ხმა არ ამოუღია. მშვიდად ილუკმებოდა და ნახევარი მაგიდა გადაჭამა.
-დაბმული ჰყავდით? - ჩუმად ვუჩურჩულე მე. გაბრაზებული მზერა მსტყორცნა და ჭამა განაგრძო."
ამ მომენტზე ლამის დავიხრჩვე იმდენი ვიცინე :დ :დ
ასე განაგრძე და აღარ დააგვიანი რა..

 


№2  offline წევრი პენელოპე

ნსბზბდ
ძალინ საინტერრსო და კარგია...
იმედია არავინ არ მოკვდება და კრგად დასრულდება...
"ანდროს ხმა არ ამოუღია. მშვიდად ილუკმებოდა და ნახევარი მაგიდა გადაჭამა.
-დაბმული ჰყავდით? - ჩუმად ვუჩურჩულე მე. გაბრაზებული მზერა მსტყორცნა და ჭამა განაგრძო."
ამ მომენტზე ლამის დავიხრჩვე იმდენი ვიცინე :დ :დ
ასე განაგრძე და აღარ დააგვიანი რა..

მიხარიააა და ვეცდები. :***

 


№3 სტუმარი ეკა

ძალიან, ძალიან კარგად ვითარდება მოვლენები.
გელოდები!!!!

 


№4  offline წევრი პენელოპე

ეკა
ძალიან, ძალიან კარგად ვითარდება მოვლენები.
გელოდები!!!!

მიხარია :=)

 


№5  offline წევრი მაია❤

ძალიან მომეწონა,დამაინტრიგე ❤❤

 


№6  offline წევრი პენელოპე

მაია❤
ძალიან მომეწონა,დამაინტრიგე ❤❤

გმადლობთ :)

 


№7  offline წევრი mariam m.k

სიმართლე გითხრა, ძალზედ საინტერესო რამ დაგიწერია ამ საიტზე:) მომეწონა და იმედია გაგრძელეფ და არ დააგვიანეფ. პატარ პატარა შეცდომები კი იყო მაგრამ გამოასწორეფ, ისეტი ისტორიაა ნამდილად გადაჯოკრა.

 


№8  offline წევრი პენელოპე

mariam m.k
სიმართლე გითხრა, ძალზედ საინტერესო რამ დაგიწერია ამ საიტზე:) მომეწონა და იმედია გაგრძელეფ და არ დააგვიანეფ. პატარ პატარა შეცდომები კი იყო მაგრამ გამოასწორეფ, ისეტი ისტორიაა ნამდილად გადაჯოკრა.

მადლობა :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent