შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ ( თავი 9)


25-07-2019, 14:25
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 554

უსაზღვროდ ( თავი 9)

,, რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის შენს წინააღმდეგ, თუ ღმერთი შენსკენაა" (პიანისტი)

რაულის სახლში ,, დიდგვაროვნები" უკვე შეკრებილიყვნენ და გიორგის მისვლამდე თავს მუსაიფით ირთობდნენ. რაული და მისი ერთ-ერთი მეგობარი ნარდს თამაშობდნენ და ყავას სვამდნენ, დანარჩენები კი უბრალოდ დაფანტულიყვნენ და ისე საუბრობდნენ. თითქოს დიდი საიდუმლო ჰქონდათ და არ უნდოდათ სხვასაც გაეგოთ, სინამდვილეში კი ყველა ერთიდაიმავე კითხვას სვამდა, რატომ შეკრიბა გიორგიმ ეს ხალხი რაულის სახლში. კითხვაზე პასუხს კი ვერც ერთი სცემდა და გიორგის უკმაყოფილოდ ელოდებოდნენ.
და აი ისიც, როგორც იქნა კიბეებზე ჩამომავალი გიორგი დაინახეს, რომელიც დავითს რაღაცას ეუბნებოდა. ყველამ ერთხმად მიესალმა და ხელის ჩამოსართმელად გაემართა. მიუხედავად წეღანდელი ინტერესისა ახლა ხმას ვერავინ იღებდა და თავს კითხვისდასმის უფლებასაც ვერ აძლევდნენ. საბოლოოდ ისევ გიორგიმ დაიწყო და შეკრების მიზეზის ახსნა დაიწყო.
-პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ დამაფასეთ და უკლებლივ ყველანი მობრძანდით, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი. რაულმა უკვე იცის, - მხარზე დაკრა მის გვერდით მჯდომს და გაუღიმა, საპასუხოდ მისი ღიმილიც მიიღო, - რაულმა იცის ყველაფერი და ა, ლა მინდა თქვენც გაიგოთ. ცოლი მომყავს…, - ყველას გაკვირვება და შეშფოთება აეკრა სახეზე, აქა- იქ აფუსფუსდნენ, უკმაყოფილო ბუტბუტიც გაისმა ოთახში, მაგრამ გიორგის ყურადღება არ მიუქცევია ისე განაგრძო, - ახლა მინდა გთხოვოთ, რომ ეს ამბავი რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააგებინოთ, საზღვარგარეთაც თუ გავა ინფორმაცია მთლად უკეთესი. თქვენ იმიტომ შეგკრიბეთ, რომ ყველაზე მეტი კონტაქტები თქვენ გაქვთ ნაცნობებთანაც და უცნობებთანაც. და ახლა მინდა ყველამ გაიგოს, რომ გიორგი ჯიშკარიანი ქორწინდება და ოჯახს ქმნის.
-ამას იმიტომ აკეთებ, რომ შენი ლიმიტი იწურება? - სიტყვა შეაწყვეტინა აქამდე ჩუმად მჯდომმა, ჭაღარა, შუახნის კაცმა, რომელიც იატაკს თვალს არ აშორებდა და ასე ეკითხებოდა.
-რა ლიმიტზეა ლაპარაკი ბატონო გურამ? - დაეჭვებით გახედა გიორგიმ მოხუცს და პააუხის მოლოდინში სავარძელზე წამოიწია.
-შენს ლიმიტზე. მეოთხე წელი იწურება უკვე,როდესაც შენ მაფიის მთავარ ბოსად გაღიარეს და ,, გაკურთხეს" ვთქვიით, რომ თუ ხუთი წლის განმავლობაში ცოლს არ მოიყვანდი და ოჯახს არ შექმნიდი ,, ტიტული" ჩამოგერთმეოდა.
-და ამას ლიმიტს ეძახით? - ცინიკური ღიმილით გახედა მოხუცს, რომელმაც აშკარა უკმაყოფილებით გააქნია თავი.
-არც კი ვიცოდით შენი საცოლის შესახებ, შენს სიყვარულზეც კი არავინ არაფერი იცოდა გიორგი, - წამოიწყო წითურმა მამაკაცმა, რომელსაც აქა- იქ ჭაღარა შეჰპარვოდა, - ასე საგულდაგულოდ რატომ მალავდი?
-სიყვარულსა მალვა უნდაო შენ არ გაგიგია დიმიტრი? - ჩაიცინა რაულმა და გიორგის კმაყოფილმა გახედა, გიორგიმ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა.
-ხუმრობის გარეშე რაულ, - წაუსისინა წითურმა და ვისკის ბოთლს გადასწვდა, - მგონი კითხვა გასაგებად დავსვი არა? - შეუღრინა გიორგის და ჭიქა მოიყუდა, აშკარად არ სიამოვნებდა გაგონილი ამბავი.
-წითურო, - სავარძელში წამოიმართა გიორგი სახელის გარეშე მიმართა მოსაუბრეს, - ვგავარ იმ კაცს, რომელიც ახსნა განმარტებებს იძლევა?
-შვილო, - ჩაიცინა მამაკაცმა და ცარიელიჭიქა შუშის მაგიდაზე დაახეთქა, ყველა ადგილზე შეხტა. მერე წინ წამოიწია, იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ისე განაგრძო, - მამაშენმა ზრდილობა არ გასწავლა?
-არა, - ჩაიცინა გიორგიმ და საზურგეს მთელი ძალით მიაწვა, - მამაჩემმა მხოლოდ ის მასწავლა შენნაირ ახვრებს როგორ ველაპარაკო.
-ლაწირაკო, - ფეხზე წამოდგა წითური და ქამარში გარჭობილ იარაღს ხელი დაავლო. ყველა ფეხზე წამოხტა, გიორგი ადგილიდან არ განძრეულა, რაული და დავითი მის წინ აისვეტნენ და გადატენილი იარაღი წითურს მიუშვირეს. ორმა მამაკაცმა, რომელიც ტყუპები იყვნენ და გიორგის დიდ პატივს სცემდა, ხელები გაუკავეს და იარაღი ხელიდან გამოგლიჯეს.
-გვითხარი რა ვუყოთ ძმაო, - ჰკითხა ერთ-ერთმა ტყუპმა და წითურს ხელი ამოუტრიალა დასაჩოქებლად.
-გვითხარი და ჩვენ მივხედავთ ძმაო, - ძმას მხარი აუბა მეორე ტყუპმაც და წითურისთვის წართმეული იარაღი რაულს გაუწოდა, - არ ვაცოცხლებთ იმას ვინც შეურაწყოფას მოგაყენებს, - განაგრძო ისევ, იარაღი საქამრიდან ამოაძვრინა, მერე გადატენა და მუხლებზე მდგარს კეფაზე მიაბჯინა, - მიბრძანე და სიცოცხლეს გამოვასალმებ ამ ნაბიჭვარს.
- მირიან, მათე, მისი მოკვლა არ არის საჭირო, - ფეხზე წამოდგა გიორგი და სავარძელზე მიგდებული ქურთუკი აიღო, - მოკლედ, იცით რაც უნდა ქნათ. ეს ამბავი ყველამ უნდა გაიგოს, მტერმაც და მოყვარემაც,- გატრიალდა და კიბისკენ წავიდა, მერე უცბათ შემობრუნდა, დაჩოქილსა და მასთან უკმაყოფილოდ მდგომ ტუპებს გახედა და ჩაიცინა, მერე თვალი ჩაუკრა და ისე დაამატა,- შეგიძლიათ ჭკუა ასწავლოთ, მაგრამ ზედმეტი ნო მოგივათ,- კიბეები აირბინა და სახლიდან გავიდა.
უკვე თენდებოდა სახლის ჭიშკარს რომ მიუახლოვდნენ, დათომ მანქანა ეზოში გააჩერა და ძრავი გამორთო. გიორგი მას ტყუპებზე ელაპარაკებოდა. ტყუპები მხოლოდ 22 წლისანი იყვნენ, მაფიაში კი 19 წლისანი გააწევრიანა მათმა მამამ. ის გიორგის დიდ პატივს სცემდა და სჯეროდა, რომ მისთვის ბიჭების მიბარება კარგი აზრი იქნებოდა. სწორიც აღმოჩნდა.
- შემეცოდა ტყუპების მამა, კარგი კაცი იყო, არ მენანებოდა სიკვდილისთვის,-სახლისკენ მიმავალ ბილიკზე დაფიქრებით შედგა და უკანმომავალ დავითს გახედა,- როგორ მახსოვს მათი სახეები, მამა ძალიან...,- მოულოდნელად სიტყვა გაწყვიტა და სახლისკენ გაიხედა, მის სმენას ნაცნობი ხმა მისწვდა,- ელენე ჩხუბობს ხო?
- მგონი ასეა...,- დაეთანხმა დავითი და სწრაფი ნაბიჯით მიმავალ გიორგის უკან გაყვა. მართლაც ელენე ჩხუბობდა, სახლის ზღურბლზე იდგა და ენტონის უყვიროდა, რომელსაც ელენესთვის ჩანთა წაერთმია და ახლა გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა.
- აქ რა ხდება? - ენტონის მრისხანე თვალები შეანათა გიორგიმ.
- ქალბატონს წასვლა უნდოდა, მაგრამ არ გავუშვი, - დაიწყო თავის გამართლება ენტონიმ, მაგრამ სიტყვა გააწყვეტინეს
- თქვენ არ გაქვთ უფლება აქ გამომკეტოთ გესმით? არ გაქვთ. მე თავისუფალი ადამიანი ვარ და სადაც მინდა იქ წავალ, - გაცეცხლებულმა ხელი ჩანთისკენ წაიღო, მაგრამ გიორგიმ დაასწრო და ენტონის ხელიდან გამოგლიჯა, - ახლავე დამიბრუნე.
- შიგნით შედი, - თავისუფალი ხელი მკლავში წაავლო და შიგნით შეიყვანა, ლიზამ კარი მიხურა და ელენეს მზერა არიდებულმა თავი ჩახარა.
- ხელი გამიშვი. გამიშვი მეთქი. რა უფლებით მტოვებ აქ? ბარემ ჯაჭვი გამიკეთე და სადმე კუთხეში მიმაბი. შენ ვერ მაიძულებ ამ სახლში დარჩენას, - თითქმის ხელისკვრით ოთახში შეაგდო და ჩანთა საწოლზე მოისროლა, სანამ მიბრუნებული იყო ელენემ დრო იხელთა და კარისკენ გაიქცა, მაგრამ გაქცევა ვერ შეძლო, მის წელს მამაკაცის ძლიერი ხელები შემოეხვია და უკან შეაბრუნა.
- ნუ მაიძულებ, რომ ოთახში გამოგკეტო ელენე, - თითის ქნევით დაემუქრა და კარისკენ წავიდა.
- მაინც გავიქცევი, მაინც წავალ აქედან, - მრისხანედ გასძახა გასულს და ხელში შემთხვევით მოხვედრილი ბროლის ბურთი კედლისკენ გაისროლა და მაგიდაზე მდგარი ჭიქა და წყლის დოქი ხელის კვრით გადაყარა. ჭიქა ხელში შემოატყდა და თითები გადაესერა. კიბე სირბილით აიარა გიორგიმ მსხვრევის ხმა რომ გაიგო, ოთახის კარი თითქმის შეგლიჯა და მუხლებზე მდგარი, ხელგასისხლიანებული გოგო რომ დაინახა შეშინებული მივარდა.
- ელენე, - მზრუნველად წარმოთქვა მისი სახელი და დაჭრილ თითებს დახედა.
- ხელი გამიშვი, - ხელი გამოჰგლიჯა და უკან გახოხდა,-არ მჭირდება შენი მზრუნველობა
- ხელი მაჩვენე, - ბრაზი შეეპარა ხმაში და ელენეს ხელი თავისაში მოიქცია.
- გამიშვი თქო, არ მჭირდება შენი დახმარება.
- ნუ ბავშვობ, ძალიან გთხოვ. ხელი უნდა შეგიხვიო,-ფეხზე წამოდგა და სააბაზანოდან პირველადი დახმარების ნივთები გამოიტანა, - ხელი მომეცი. ასეთი ჯიუტი რომ არ იყო ეს არ მოგივიდოდა.
- ჯიუტი? - ხელი გამოგლიჯა ელენემ და ფეხზე წამოდგა, - ლამისაა მუხლებში ჩაგივარდე და ისე გთხოვო გაშვება გიორგი. ეს ჩემი სახლი არ არის, არც ჩემი ცხოვრებაა. ეს შენი ცხოვრებაა მხოლოდ და მე არ მინდა, რომ დანამატივით ვიყო შენთან. რატომ არ მიშვებ? ჩემი ძმა არ არის ამის მიზეზი ხომ ასეა? ჩემი ძმის ციხეში ჩასმა რომ გდომოდა ამას ისედაც გააკეთებდი ხომ ასეა? აქ სხვა რაღაც ხდება.
- ხელის შეხვევა არ დამისრულებია.
- კითხვაზე პასუხი გამეცი.
- ხელის შეხვევა არ დამიმთავრებია თქო, - ჩააჯინდა გიორგი და ხელი თითქმის გამოგლიჯა, - დაჯექი და არ გაინძრე, - ელენე დაემორჩილა და საწოლზე ჩამოჯდა, მამაკაცის ხელის ყოველი შეხევა მის ჭრილობაზე აუარებელ ტკივილს აყენებდა გოგონას და ძლივს უძლებდა, რომ არ ეყვირა.
- გტკივა? - შეხვევას მორჩა და პირველადი დახმარების ყუთი გვერდზე გადადო.
- ისე არა, როგორც გული, - ცრემლებს ძლივს იკავებდა და ქვედა ტუჩს საწყლად ბრიცავდა.
- არ გინდა, გთხოვ. ვერ ვიტან ქალი, რომ ტირის, - ზურგი აქცია გოგონას და წვერზე ხელი ნერვიულად ჩამოისვა.
- მაშინ გამიშვი, - ამოისლუკუნა ელენემ და ტუჩი უარესად მობრიცა, ცრემლებს უკვე ვეღარ იკავებდა და ღაწვებს დაუნდობლად უსველებდა.
- ელენე, არ გინდა გთხოვ, უკვე აგიხსენი. ერთსა და იმავეს მილიონჯერ თუ გაიმეორებ გგონია აზრს შევიცვლი?
- მგონია, - სიტყვა მოუჭრა და მოსაუბრე დაამუნჯა. გიორგიმ ხმა ვეღარ ამოიღო, ნაღვლიანი სახით გახედა მოტირალს, თავი უკმაყოფილოდ გააქნია, დაისვენეო უთხრა და თვითონ გულდამძიმებული გარეთ გავიდა.
- თავზე ისე დააღამდა ვერც კი მიხვდა. ფიქრებში გართულს ყველაზე მეტად ის აინტერესებდა რა მოხდებოდა შემდეგ. კარგი ჯანდაბას, ვთქვათ გიორგის ქორწინებაზე დათანხმდა, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ნიკოს გამო მიუხედავად იმისა, რომ არ იმსახურებდა, მერე რა იქნება?! მოუწევს ცოლის ყველა მოვალეობა შეასრულოს? სახლის დიასახლისი იყოს, ლიზას მიუთითოს რა გააკეთოს საუზმისთვის, სადილისთვის და ვახშმისთვის, გიორგის ცოლის სტატუსით იაროს მასთან ერთად და მაშინ, როცა მის ქმარს მოუნდება გახდეს მისი სქესობრივი პარტნიორი?! საშინელი ფიქრებისგან გასათავისუფლებლად თავი გააქნია და სავსე მთვარეს აივანზე დაყრდნობილმა ახედა. არა გიორგი ვერაფერს აიძულებდა, განსაკუთრებით ბოლპ მოვალეობას, ეს მხოლოდ მათთვის იყო განკუთვნილო ვინც სიყვარულისთვის ქორწინდება და… მეძავებისთვის… დაამატა ფიქრებში და ნაღვლიან, ცრემლმომდგარ თვალებზე თითები გადაიტარა. ნუთუ არ შეიძლებოდა რაიმე გამოსავალი ყოფილიყო ამ ყველაფრისგან… ღმღმერთო შენ მაინც უშველე…
- ფიქრებიდან მანქანის დაქოქვის ხმამ გამოაფხიზლა და ქვევით ჩაიხედა. მანქანაში დავითი და ენტონი ისხდნენ და სადღაც მიდიოდნენ,მანამდე უყურა მიმავალთ სანამ ეზოს ჭიშკარი არ დაიკეტა და მანქანა სიბნელეში არ გაუჩინარდა. ერთი ამოიოხრა, გასწორდა და შიგნით შესვლა დააპირა ვიღაცის დაჟინებული მზერა, რომ იგრძნო. ამ მზერას დიდი ხანი იყო რაც გრძნობდა, მაგრამ ეგონა, რომ დავითი უყურებდა და თვალყურს ადევნებდა. მოაჯირზე გადაიხარა და ორ შავ მოცინარ თვალს წააწყდა, გიორგი დიდი ხანი იყო, რაც ეზოში მდგარ ძელსკამზე იჯდა და აივნიდან მომზირალ გოგონას უყურებდა. დაუნდობელი თვალი გაუშტერა მამაკაცს, მერე ცალი წარბი აწია და ოთახში შევიდა. ეს თვალები მაინც, რომ წასულიყვნენ სადმე არ შეიძლევოდა?!
- საწოლზე გულაღმა მიესვენა და თეთრ ჭერს გაუშტერა თვალი. ფიქრიც აღარ უნდოდა, აღარ შეეძლო, ამდენმა ფიქრმა ლამის ჭკუაზე შეშალა და მაინც… მოულოდნელად ღიმილმომდგარი საწოლზე წამოიწია და კმაყოფილმა თავი დააქნია. ზეწარს ხელი დაავლო, მერე უჯრაში სხვა ნაჭრებიც იპოვა, ერთმანეთს გადააბა და გამძლე თოკი მიიღო. ბაღში ფრთხილად გადაიხედა, გიორგი ტელეფონზე საუბრობდა და სახლში შედიოდა. მერე კიბეებზე მიაყურადა, როცა დარწმუნდა, რომ გარეთ აღარავინ იყო და გიორგიც ვერაფერს გაიგებდა, ვინაიდან მისი ფანჯრები სხვა მხარეს იყურებოდა, აივნის კარი გამოაღო, ზეწრის ერთი ბოლო მოაჯირზე მჭირდროდ გამოაბა, მეორე ქვევით ჩაუშვა და აივნის მიღმა გადაძვრა, როცა დარწმუნდა ,, თოკი" გაუძლებდა ქვევით ჩასრიალება დაიწყო. ტანსაცმელზე აღარ დარდობდა, მთავარი იყო აქედან გაეღწია, მერე ანასთან მივიდიდა, მართალია ანა მივლინებით იყო საზღვარგარეთ წასული, მაგრამ სახლის გასაღებს ყოველთვის მეზობელთან ტოვებდა. ამგვარად, მიწამდე ერთი მეტრიც აღარ ჰქონდა დარჩენილი, რომ წელზე ვიღაცის ხელები შემოეჭდო.
- მოდი, დაგეხმარები, ფრთხილად, - ხელები უფრო მჭირდროდ შემოეჭდო და მიწაზე დასვა.
- მადლობა, - გაუცნობიერებლად წარმოთქვა და თვალები გაუფართოვდა მომხდარი რომ გაანალიზა. გიორგის მჭიდროდ მიეკრა მკერდზე და კმაყოფილი სახით უყურებდა გაოგნებულ გოგონას,-შენ?! - აღმოხდა უცბად, - ოღონდ შენ არა, ოღონდ შენ არა.
- და სხვას ვის ელოდი? - ცინიკური ღიმილით ჰკითხა და თვალი ჩაუკრა.
- შენს გარდა ნებისმიერზე თანახმა ვიქნებოდი, ოღონდ შენ არა, - გაიბრძოლა და მამაკაცის ხელები ოდნავ მოიშორა, ოდნავ შეტრიალდა გასაქცევად, მაგრამ მისმა სხარტმა ხელებმა უკან მიიზიდეს და ახლა ელენე ზურგით ეკვროდა მის მკერდს, - გამიშვი.
- რომ გაგიშვა სად წახვალ? - ყურში სუნთქვაამოყოლებით უჩურჩულა და ყელზე ტუჩები ნაზად შეახო.
- გიორგი გამიშვი, გაფრთხილებ, რამეს თუ დამიშავებ… რამეს…
- რას იზამ? ვთქვათ გაკოცე, რას იზამ? რას გააკეთებ, - ტუჩებით იგრძნო, როგორ ამოიბურცა მის ყელზე პატარა მფეთქავი არტერია.
- გამიშვი, გთხოვ, - თვალები მილულა და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, თითქოს სიამოვნენდა გიორგის შეხება. მოულოდნელად გაშრა მამაკაცის ხელები რომ მოეშვა და მისი ღრმა, ცხელი სუნთქვა რომ ვეღარ იგრძნო ყურთან. თვალები გაახილა და უკან მიიხედა, წარბშეკრული დასცქეროდა დედამიწას და რაღაცას ფიქრობდა. ფიქრებიდან ელენეს გაოგნებულმა ხმამ გამოაფხიზლა, - მიშვებ?
- შიგნით შედი, - ისევ მრისხანება დაუბრუნდა ხმაში, სადღაც გამქრალიყო ორი წამის წინანდელი ვნებიანი ხმა,-შენს ოთახში ადი და იქიდან გამოსული არ დაგინახო.
- არა, - ამოიტირა ელენემ და ნაბიჯი უკან წადგა.
- ნუ მაიძილებ ძალით აგიყვანო, - უარყოფის ნიშნად თავი გააქნია, - ელენე, - ქალი ადგილზე შეხტა მისი ღრიალზე და მექანიკურად შესასვლელისკენ წავიდა. კიბე მდუმარე ცრემლებით აიარა და ოთახის კარი ცხვირწინ მიუჯახუნა უკანმომავალ გიორგის. ამაზე უარესად გაბრაზებულმა კარი შეგლიჯა და ჩაწითლებული თვალებით საწოლზე მჯდომ ელენეს გახედა.
- ნუ მაიძულებ, რომ სრულიად იზოლირებულ გარემოში გამყოფო, - მუაჯირზე დაკიდებული ზეწრები მოხსნა და საწოლზე მოისროლა, - ამას კიდევ ერთხელ თუ გააკეთებ აივნის კარსაც და ფანჯრებსაც ამოგიჭედავ და მხოლოდ ცხვირის გასაყოფ ჭრილს დაგიტოვებ, რომ ისუნთქო. იმედია შენი ნდობა შეიძლება ხო? - გამომცდელი თვალით გახედა საწოლზე მოკუნტულ გოგონას და მისი პასუხი რომ ვერ მიიღო, დუმილი თანხმობად ჩათვალა, - ძალიან კარგი, იმედია ყველაფერი გასაგები არის შენთვის.
ღამემშვიდობისა უსურვა და გარეთ გამოვიდა, კიბეზე მოწყვეტით დაეშვა და მუხლებზე იდაყვებდაყრდნობილ ხელებში თავი ჩარგო. ეს რა იყო, რა გააკეთა წუთის წინ, პირველად მოუვიდა, რომ თავის შეკავება ძლივს შეძლო, ქალი მამაკაცის ერთ-ერთი გასართობია, მაგრამ ეს ქალი- გიორგის ცხოვრება ხდებოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგია ყოჩაღ.ჩავიკითხე სულ და ვფიქრობ საინტერესო ისტორიაა <3 წარმატებები <3

 


№2  offline წევრი sabah alkhyr

სტუმარი ანა
ძალიან კარგია ყოჩაღ.ჩავიკითხე სულ და ვფიქრობ საინტერესო ისტორიაა <3 წარმატებები <3

მადლობა დიდი ❤️

 


№3 სტუმარი ann

როდის დადებ შემდეგს?

 


№4  offline წევრი sabah alkhyr

ann
როდის დადებ შემდეგს?

დღეს საღამოს თუ არა ხვალ აუცილებლად იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent