შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაღში... წითელ სკამზე (სრულად)


25-07-2019, 17:51
ავტორი silver hands
ნანახია 1 485

ბაღში... წითელ სკამზე (სრულად)

√ ყინავს, ისე როგორც იანვარს სჩვევია... მოწყენილი ამინდები ხასიათს საგრძნობლად მიცვლის, უხასიათობას ხელს ისიც უწყობს, რომ სულ რაღაც ერთი თველა საცხოვრებელი გამოვიცვალე და ახლა ვცდილობ ადაპტაციას ახალ გარემოში. აქ არავინაა ისეთი ვისთანაც შევძლებდი გამომენახა საერთო ენა(ყველაფერზე ჩემეული ხედვის გამო ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შესვლა ისედაც მიჭირდა).
ვინ იცის ამ ერთი თვის მანძილზე მერამდენედ გავდივარ ფეხით ქალაქის ხმაურიან ქუჩებს რომლებიც ჩემთვის ყოველთვის ჩუმია... მივაბიჯებ ფოთლებისაგან შემოძარცვულ ხეებს შორის და თითებზე ვითვლი ზაფხულამდე დარჩენილ დღეებს. ერთ საღამოს სეირნობის დროს ხმაურს მორიდებული პატარა ბაღი აღმოვაჩინე და ეს ბოლო რამდენიმე დღეა ყოველთვის ვსტუმრობ ხოლმე, ზაფხულობით ალბათ ლამაზი სანახავი იქნება რადგან სულ ხეებშია ჩაფლული...როდესაც პირველად მოვედი ამ ბაღში ყურადღება მაშინვე კედრის ძირში მდგარმა წითელი ფერის სკამმა მიიქცია, ჩემდა გასაკვირად დროისაგან მოძველებულ სკამებს შორის მხოლოდ ის იყო წითელი, საათობით ვატარებდი დროს ამ ბაღში, ვიჯექი და უფოთლო ხეებზე მე მაინც ფოთლების შრიალს ვისმენდი, ვხედავდი შორიახლოს როგორ მიმოდიოდნენ ადამიანები და ჩემს თავს ვეუბნებოდი რამდენი დაუწერელი ისტორია დააბიჯებდა ჩემს ირგვლივ ამ ადამიანების სახით... მათი შემხედვარე თავს იმით ვირთობდი რომ ამოვირჩევდი რომელიმე გამვლელს და ისტორიას ვთხზავდი მასზე, ცხოვრების სხვა და სხვა სტატუსს ვარგებდი,მარტო მჯდომს ხშირად მეღიმებოდა ბედად იმ ცივ დღეებში სკვერში საღამოობით არავინ ჯდებოდა და ვერავინ მხედავდა...
დღესაც მოსაღამოვდა თუ არა ისევ ჩვეული ადგილი დავიკავე ბაღში, ვიჯექი და თბილ კაშნში ცხვირშემალული გავყურებდი როგორ არწევდა მსუბუქი სიო ნაძალადევად ცარიელ საქანელას, უნებლიედ გონებაში ბავშვობა ამომიტივტივდა ასეთი შორეული და ამავ დროს დღევანდელი დღესავით ნათელი, მომაგონდა როგორ ავდიოდი მაღლა ჰაერში საქანელაზე მჯდომი დედის ხელების დახმარებით და გულში რაღაც მძიმედ ჩამწყდა იმის გაცნობიერებაზე, რომ ასე სწრაფად გაიარა ბავშვობის წლებმა, რომ მე უკვე დიდი მერქვა... კიდევ ერთხელ შევახსენე ჩემს თავს, "დროს უკან დასაბრუნებელი გზა არ გააჩნიათქო"...
როცა ფიქრებიდან გამოვერკვიე გვერდით მივიხედე, სკამის მეორე ნახევარი სხვას დაეკავებინა ცხვირი ავიბზუე, მან კი იმწამსვე მომახალა:
-ვფიქრობდი დღესაც მოვათქო და მოხვედი კიდეც.
-უკაცრავად? თავადვე ვიგრძენი ჩემი გაკვირვებული ხმის მღელვარება.
-სხვათა შორის, ეს სკამი შენად რომ გაგიხდია ეს დღეებია, მანამდე აქ სულ მე ვიჯექი(თქვა და თვითკმაყოფილმა გაიღიმა)
ძალიან გავბრაზდი მაგრამ თავი დავიმშვიდე და წყნარად ვუპასუხე:
-არ მითხრა, რომ მითვალთვალებდი?
-სულაც არა, მე ჩემს რჩეულ ადგილს მოვაკითხე ხუთი დღის წინ და დავინახე ვიღაც გოგონა რომელიც მარტო მჯდარი იღიმოდა, შემეშინდა ხომ გესმის სრულ ჭკუაზე ვერ არისთქო ვიფიქრე და აღარ მოვედი, მაგრამ გიჟებს აკვიატებები გჩვევიათ ალბათ და...
წინადადების დასრულება აღარ ვაცადე, სახეზე წამოვენთე და უხეშად გავეცი პასუხი:
-საკმარისად გითმინე შეურაცყოფა, თუ ეს ადგილი ასე ბევრს ნიშნავს შენთვის შენვე გქონდეს აღარ შეგაწუხებ ხვალიდან... ჩანთა ავიღე და წასვლა დავაპირე, როცა ხელი მაჯაზე ჩამავლო და ძალიან თბილი ხმით მითხრა:
-კარგი რა, მე ხომ ვიხუმრე, წყენინება არ მიფიქრია, აქ ორივე დავეტევით, როცა მოისურვებ მოდი თუ გინდა მე აღარ მოვალ ოღონდ... ოღონდ შენ მოდი!
ისეთი თხოვნა აღებეჭდა თვალებში, ჰუმანურობამ გაიღვიძა ჩემში და ვუთხარი რომ მის სიტყვებს ვპატიობდი, მაშინვე დავემშვიდობე და მოვიმიზეზე მეჩქარებათქო, რამდენიმე ნაბიჯი როგორც კი გადავდგი მისი ცოტათი ბოხი ხმის ტემბრით გამოძახილი დამაწია: "ხვალაც ხომ მოხვალ" კითხვას არ გავდა უფრო თხოვნა იგრძნობოდა მის ხმაში, უნებურად გამეღიმა ამიტომ არ მიმიხედავს ვიცოდი სახეს ვერ დავალაგებდი...
სახლში დაბრუნებულს გონებაში რამდენიმე წუთიანი დიალოგი მიტრიალებდა ისევ, მერე გადავწყვიტე ფილმს ვუყურებთქო საყვარელი ჟანრი დეტექტივი ჩავრთე, თუმცა ეკრანზე ჩემთვის სხვა სახე ისახებოდა-ისევ ვიღიმოდი, გავიფიქრე "ახლა უნდა მხედავდესთქო" ასეთ დაძაბულ სიუჟეტზე გაბადრული სახით რომ შევყურებდი ეკრანს... მალევე გავეშურე დასაძინებლად და მოუთმენლად ჩამეძინა ახალი დღის მოლოდინში.
მეორე დღის საღამო ხანს, ხმაურიანი ქუჩები აღარ იყო ჩუმი, ჩემს სამყაროში გადაშვება ვერ მოვახერხე, ბაღთან მიახლოვებულს სუნთქვა გამიხშირდა, ის მისული დამიხვდა, რომ დამინახა წამოდგა "მიხარია რომ მოხვედიო"მითხრა, მე მხოლოდ გავუღიმეე. რამდენიმე წუთს ჩუმად ვისხედით, მერე მომიბრუნდა ქვემოდან შემომხედა და გვერდული ღიმილით მითხრა:
-ფილმებში ასეთ ვითარებაში გაცნობილ ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ! თან შენ დღესაც მოხვედი... და...
-კარგი ერთი, ბანალურ საუბარს შეეშვი, ფილმში არვართ.
-მართალია ფილმში რომ ვიყოთ ახლა რომანტიული მელოდია გვექნებოდა ფონად. თქვა და ბავშვივით დაიწყო სიცილი, მე კი კოპებ შეყრილმა შევანათე მზერა, დასერიოზულდა და დაამატა:
-ნუ ბრაზობ, თუმცა დაიმახსოვრე თავად ცხოვრება არის საუკეთესო მასალა ბანალური რეალობისთვის... ახლა კი ვფიქრობ დროა ერთმანეთის სახელები გავიგოთ. (თქვა და პასუხის მოლოდინში ინტერესით გამომხედა) ახლაღა შევნიშნე როგორ ენაცვლებოდა მის შავ თვალებში ერთმანეთს სევდისა და ბედნიერების ფერები...
-ტაისია, მე ტაისია მქვია
-ლამაზი სახელია, მე დანიელი მქვია.
იმ წამს ჩამოწოლილ სიჩუმეში ცამ პირი გახსნა და ფიფქები გულუხვად გადმოაპირქვავა
-დანიელ, ნახე თოვს...
-ჰო თოვს, წუთიც ტაისია და ჩვენც გადავიპენტებით ისე ფიფქავს...
თოვდა, ყინავდა ირგვლივ, ჩვენს სივრცეში კი საოცრად თბილოდა, გარშემო თეთრ მძივებად სცვიოდა ციდან ფიფქები, ამ სითეთრეში ჩვენს წითელ სკამსაც ეცვალა ფერი... ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მეორე დღით არ მინახავს, ძალიან ცუდი ამინდი იყო, როცა ცოტათი გამოიდარა ისევ ჩვენს ნაცნობ ადგილს მივაშურეთ, ამ მცირე დროში ძალიან დაგვკლებია ერთმანეთი, ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ასე მარტივად შევძლებდი შევჩვეოდი ვინმეს, მაგრამ მან საპატიო ადგილი დაიკავა გულშიც და გონებაშიც, სახლში მისული თვალებს ვხუჭავდი და ის ისევ ჩემთან იყო, მივხვდი რომ ჩვენ ერთმანეთი შევავსეთ. ერთი კვირის მანძილზე ყოველ საღამოს გაყინულ ბაღს ჩვენი მხიარული ხმა ახმაურებდა...
ერთ საღამოს კარზე ზარის ხმა გაისმა, გამიკვირდა როცა დანიელი დავინახე "რა მოხდათქო ვკითხე", ის ისევ გვერდულად იღიმოდა, "იმედია არ გაბრაზდიო" მითხრა, სახლში შევიპატიჟე, დაბნეული ჩანდა საუბრის დაწყება ეძნელებოდა, ორჭოფობდა.
-ტაისია... ტას, მინდა ჩემზე მოგიყვე, და არ გამაწყვეტინო თორემ მერე გაგრძელება გამიჭირდება, ბოდიში რომ ამდენ ხანს არ მოგიყევი. მე მოსასმენად მოვემზადე, ღრმად ამოიოხრა და შავ თვალებში კიდევ უფრო ჩაუდგა ღამე,მზერა გამისწორა და დაიწყო როგორც იქნა:
-მთელი ცხოვრება ცხოვრების სწავლაში გადისო ხომ გაგიგია ტას, ჰოდა მე ცხოვრების სწავლა გვიან დავიწყე... მე იმის ბედნიერება არ მქონდა გაკვალულ გზაზე მევლო, მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე, დეიდა მზრდიდა ადვილად გავეხვიე ცუდ წრეში, გარდატეხის ასაკში მყოფს წარმოდგენაც არ მქონდა ჩემი ბავშვური წამოწყება რა შედეგამდე მიმიყვანდა... თავდაპირველად ჯიბის ქურდობით დავიწყეთ, შემდეგ უფრო სერიოზულ საქმეებსაც გვავალებდნენ... როცა პირველად დაგვიჭირეს, მაშინ დავფიქრდი და მივხვდი რომ თუ ასე გავაგრძელებდი ჩემთვის მომავალი წაიშლებოდა, მე როგორც არასრულწლოვანმა შედარებით მარტივად დავაღწიე თავი ციხეს. გამოსვლის შემდეგ მალევე უფროსთან მივედი და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვესაუბრე, მაგრამ არც ისე მარტივია ღრმად შეტოპილი უკან გამობრუნდე, საკმაოდ ბევრი ვიცოდი მათზე და იმისთვისაც რომ მეცოცხლა... ჩვენს ბაღში დამიბარეს,ჩვენს სკამზე ვიჯექი, უკან დაბრუნებაზე რომ ვერ დამარწმუნეს ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო და მესროლა, კარგად მახსოვს მისი კმაყოფილი მზერა, დარწმუნებული იყო რომ გულში მესროლა მაგრამ ტყვია გულს აცდა, სასწაულებრივად გადავრჩი, კარგად მახსოვს იმ დღის წვიმა როგორ რეცხდა სისხლს ჩემგან და ჩემივე სისხლით ის სკამი როგორ იღებებოდა... მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა ბევრი რამ შეიცვალა პირველ რიგში კი მე... იციი მას შემდეგ სულ მეგონა რომ ისევ მესროდა ვინმე, რაღაც აბსურდული ილუზია შევიქმენი, ის სკამი მე გადავღებე როცა ვხედავ ჩემს წარსულ, შეცდომებით აღსავსე ცხოვრებას მაგონებს, ხშირად მიწევდა მაგ გზით სიარული ამ ცოტა ხნის წინ კი მაქ მჯდომი დაგინახე, ამდენი ხნის შემდეგ გაგიკვირდება და მხოლოდ იმ დღეს გავბედე მაქ ისევ დაჯდომა... გაგიცანი და თითქოს ვიღაც მაკლდა, მაკლდა და ეს დანაკლისი შენ შემივსე...
ის გაჩუმდა, თვალს მარიდებდა და შემდეგ თავჩახრილმა მითხრა:
-შენი სიჩუის ატანა რთულია ტაისია, რამე თქვი გთხოვ
-დანიელ ხომ გესმის, უნდა გადავხარშო მე... მე დაფიქრება მჭირდება
-მესმის ტას... მესმის, მე წავალ, მზად როცა იქნები ისევ მნახო რათქმაუნდა ამის სურვილი თუ კვლავ გექნება იცი სადაც უნდა მიპოვო... ის წავიდა მე კი არეული ფიქრებით დავრჩი სიცარიელეში... სამმა დღემ ისე გაიარა გარეთ არ გავსულვარ მერე მასზე ფიქრებს ვეღარ გავუძელი, ყველაფრის ჯანდაბაში გაშვებისთვის ვიყავი მზად, ოღონდ ერთხელ მენახა, ოღონდ კიდევ ერთხელ მომესმინა მისი ხმა და მე წავედი... სწრაფი ნაბიჯებით მივიჩქაროდი, როცა ბაღს მივუახლოვდი, შევყოვნდი თვალები მოვატარე ირგვლივ და რათქმაუნდა ის იქ იყო ჩვეულ ადგილზე, რომ დამინახა თავი ვერ შეიკავა და წამოიწია ღმერთო ჩემო ისე გადამეხვია მეგონა სუნთქვა გამიჩერდათქო... სათქმელი ბევრი არაფერი იყო თვალებშიც საკმარისად იკითხებოდა ყველაფერი. ვთხოვე ჭრილობა ეჩვენებინა, სიცივის მიუხედავად ქურთუკი მოიხადა, მაისური გადაიწია და მარცხენა მხარეს გულს მცირედით აცილებული ჭრილობა ეხატა, შრამი რომელსაც მზის სხივები ჰქონდა... ტანში ჟრუანტელმა დამაყარა, ფრთხილად გადავუტარე გაყინული თითები ჭრილობას, დავიხარე და ცივი კოცნა დავუტოვე მის თბილ სხეულს შრამზე.
-იმდენ სიხარულს ვგრძნობ, ტყვიამ ვერა მაგრამ შეიძლება ამან მომკლას. თქვა და ისევ ჩაიღიმა გვერდულად.
-დანიელ,აქეთ მომავალს გონებაში ბებიის ნაამბობი ამომიტივტივდა აბსურდულია და სასაცილოც შეიძლება მაგრამ გამახსენდა და მინდა მოგიყვე, როგორც თქვი თავად ცხოვრება იძლევა საუკეთესო მასალას ბანალურობისთვის, ეხლა წარმოიდგინე თუ გინდა რომ თან მელოდია უკრავს და ჩვენც ფილმში ვართ(მან ისევ ბავშვივით დაიწყო სიცილი). დანი მე მაშინ ათის ვიყავი, ბებიას ვკითხე როგორ გადაწყვიტე ცოლად ბაბუას გაჰყოლოდითქო მან კი ასეთი ბერძნული მითი მიამბო, "ზევსს შეუქმნია ანდროგენების ტომი, რომლის ყველა წარმომადგენელი ერთდროულად ქალიც იყო და მამაკაციც, ამ ტომს თურმე სილამაზით, ჭკუით, ვაჟკაცობით სხვა ტომებზე ბევრად გაუსწრიათ, ოლიმპოს მთაზე ამ ფაქტს ღმერთები შეუწუხებიათ, შეშინებიათ ანდროგინებს მათთვის არ ეჯობნათ, ზევსს იმ ტომის ყველა წევრი შუაზე გაუხლეჩია და მათი ნაწილები ქვეყნის სხვა და სხვა მხარეს მიმოუფანტავს, რომ არ შეერთებულიყვნენ. მას შემდეგ ყველა ნახევარი ცდილობს მოძებნოს თავისი დაკარგული ნაწილი და მას შეუერთდეს, სწორედ ეს არის ლტოლვა სიყვარულისკენ მთლიანობის აღდგენის სურვილი" ბებიამ თქვა რომ ერთმანეთის ნაწილნი ადვილად სცნობენ ერთმანეთსო, და იმასაც დააყოლებდა, რომ ყველას ამის ბედნიერება არ ეძლეოდა....მე მაშინ ამაზე ბევრს ვიცინოდი, ახლა კი შენს წინ ვზივარ და მგონია რომ ჩემი დაკარგული ნაწილი ვიპოვე... დანიელ მე არ მაინტერესებს რა იყო წარსულში და რა იქნება მომავალში, მე დღევანდელი დღით ცხოვრება მინდა, დღეს კი შენ ხარ ჩემს გვერდით.. .
ისევ წამოვიდა ფიფქები და ისევ მძივების ასხმაში გავეხვიეთ, მომეჩვენა რომ ანდრეას თვალები ჰქონდა აწყლიანებული
-შე სულელო არ მითხრა რომ გული აგიჩუყდა?
-არა ტას, უბრალოდ ფიფქები დამადნა სახეზე... მერე ხელი ჩამკიდა და გავუყევით ზამთრის ცარიელ ქუჩას ჩვენ ორნი...



......
მადლობა თითოეულ თგვენგანს ვინც კითხულობთ ჩემს ისტორიებს... (ბოდიშით თუ ეს ისტორია არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს)скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Ssyvareli iyo. Ragac didaqtikuriii
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი silver hands

Rania
Ssyvareli iyo. Ragac didaqtikuriii


მადლობა... ❤

 


№3  offline წევრი silver hands

Qetino Modebadze

- უღრმესი მადლობა... მიხარია რომ მოგეწონა

 


№4 სტუმარი სტუმარი თაკო

კარგი წასაკითხი იყო.მაგრამ ბოლოში ანდრეას მაგივრად დანიელი უნდა გეწეროს :) წარმატებები

 


№5  offline წევრი silver hands

სტუმარი თაკო
კარგი წასაკითხი იყო.მაგრამ ბოლოში ანდრეას მაგივრად დანიელი უნდა გეწეროს :) წარმატებები


მადლობა რომ წაიკითხე... ❤ (ტექნიკური შეცდომა- სხვა დროს უფრო დავუკვირდები...)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent