შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენო აღმატებულებავ (4)


25-07-2019, 21:40
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 9 823

თქვენო აღმატებულებავ (4)

- მე მაინც მგონია, რომ თავში გითაქეს და მაგიტომაც შეგიყვარდი - ვუთხარი სიცილით. ჰაიდენი არ ჩანდა ხალისიან განწყობაზე და საუბარიც არ სურდა დიდად. ცოტა უსამართლობაა სიყვარულს რომ აგიხსნიან და მერე ჩუმდებიან. მაიძულებდა, კითხვები დამესვა თუ რა წესი იყო?
- თაქებამდე დიდი ხნით ადრე მიყვარდი-მეთქი! - ცოტა გამკაცრდა და რაღაც არასასიამოვნოდ აუწია ტონს.
- გინდა ახლა გადაგაყვარო ვივიენიც და სამყაროც? - შევხედე გამწარებულმა.
- მიდი აბა.
უეცრად ისე მაგრად დავამუხრუჭე, ლამის საავარიო ბალიშები ამოხტნენ.
- გაგიჟდი? - ლომივით დამიღრიალა, თუმცა მე წარბიც არ შემტოკებია. კაცების გარემოცვაში გავიზარდე, ძირითადად, მამრობითი სქესის გაწრთვნილი ვიყავი და შემეძლო მისთვის სრულიად უფასოდ ჩამეტარებინა ყვირილის მასტერკლასები.
- ნორმალურად ილაპარაკე, თორემ მაგრად დაგენ*რევა - დავუმექრე თითისაწევით.
სიცილით მოკვდა.
ყველაფერზე არასწორი რეაქცია ჰქონდა და მაცოფებდა ეს ფაქტი.
იმდენ ხანს იცინა, სანამ ბრაზისგან საჭეს არ დავუწყე ხელების რტყმა.
- გაჩერდი, გაჩერდი, გთხოვ - სახეზე მხიარულება გაეყინა და ვედრება დამიწყო. - აი, ამიტომაც მიყვარხარ - ხელები მგრად გამიკავა.
- რის გამო?
- შეგიძლია, დამემუქრო, ნერვები მომიშალო, ბებერი მეძახო და მაინც ძალიან საყვარელი იყო.
არაფერი ვუპასუხე.
მაინც გაღიზიანებული ვიყავი და ბულდოგის სახით მივაქროლებდი მანქანას.
კარგი მანქანა იყო, მომწონდა. იმედი მქონდა, ოდესმე მართვის მოწმობას ავიღებდი, რომ მსგავსი მეყიდა.
- გაბრაზებული ხართ ისევ თქვენო აღმატებულებავ? - მკითხა ცოტა მოგვიანებით.
- არა. სულელური სიყვარულის ახსნები მრავალჯერ მომისმენია - ჯიბრიან ხასიათზე დავდექი.
- სულელური? - ცალი ტუჩით ცოტა სევდიანად ჩაეცინა.
- ჰო. აი, როგორიცაა, მიყვარხარ და მერე არაფერი.
- მერე არაფერი? - წამოჯდა და მომაჩერდა.
- ჰო, არაფერი.
- შენ არ გინდა, თორემ დღესვე მოგიყვანდი ცოლად.
აღელვებისგან თვალი ამითამაშდა.
ჰაიდენისკენ ვერც კი მივტრიალდებოდი, ისე დამიარა მხურვალებამ. სხვათაშორის, სასიამოვნო მხურვალება არ ყოფილა. პირიქით, ვინმე უსიამოვნოს ან ყოფილ მეგობარს რომ დაინახავ და გული გაგიჩერდება, მაგას ჰგავდა.
- იმის ტრ*კიც არ გაქვს, რომ ცოლობა მთხოვო - გამეცინა ცოტა ხნის შემდეგ - თუ დამთანხმდები მოგიყვან, მაგრამ ალბათ უარზე ხარ და რატომ გავრისკო? - ვუთხარი გამაღიზიანებელი ტონით. - აი, ასეთები ხართ კაცები. და დიახ, მე შენ არასოდეს გამოგყვები, არც შეგიყვარებ.
მანქანა გავაჩერე.
ცოტახანს, ვიცდიდი როდის გადავიდოდა, მაგრამ მივხვდი რომ მის საკუთრებაში ვიჯექი და თავად გადავედი.
ტაქსის გაჩერება მინდოდა.
- ამითი წადი - მითხრა ჩუმად. პატარა, შერცხვენილ ბიჭს ჰგავდა - გასაღები მერე მომეცი.
- რომ გამაჩერონ?
- არ გაგაჩერებენ.
- არ მინდა.
- კარგი რაა - ხმა დაუთბა. თავისკენ შემომაბრუნა და ლოყაზე მაკოცა. უეცარი, სწრაფი კოცნა კი არ იყო, კარგა ხანს ტკბებოდა ამ წამებით. - შენ ყველაფერში მართალი ხარ.
- ჰოო?
- ჰო. ყველაფერში. და თუ ოდესმე არ დაგეთანხმე, ერთი მაგრად შემომარტყი, რომ გამახსენდეს, როგორ მიყვარხარ.
- თუ შემორტყმა გჭირდება მაგის გასახსენებლად, მაშინ სისულელე ყოფილა ეგ შენი სიყვარული.
- მაგაშიც მართალი ხარ. - გაეღიმა. ცოტახანს მიმიხუტა და ყელში ჩამირგო თავი, ჩემს სურნელს სუნთქავდა, ვგრძნობდი. წინააღმდეგობა არ გამიწევია. მინდოდა, ხელი მეკრა, მაგრამ ასე ვთქვათ, მოწყალება გავიღე. მცირე დროით, ჩემითავი ვაჩუქე. - ცოლად გამომყვები? - მკითხა ჰაიდენმა.
- არა - ვუპასუხე დარწმუნებით.
- დაფიქრებულიყავი მაინც, რა უბედურებაა.
- გათხოვებას არ ვაპირებ. არც ვინმეს შეყვარებას. სჯობს სხვა ნახო, ვინც სითბოსა და მორჩილებას გაჩუქებს - მართლა გულწრფელი რჩევა მივეცი.
- შენ დაგელოდები.
- სიკვდილამდე მოგიწევს ლოდინი.
- რა სასტიკი ხარ - ჩამომეხსნა.
- კუნთებს მიხედე მამიკო, დეპრესიას ნუ დააჩაგვრინებ თავს - გავეხუმრე და მისივე მანქანაში ჩავჯექი. მემგონი, დაცინვა უფრო გამომივიდა. ისე, ძალიან ძნელია, მნიშვნელოვან მომენტში რომ რაღაცას ამბობ, გგონია, ძალიან მაგრად ჟღერს და მერე აანალიზებ, რა სისულელეც გითქვამს.
სახლში მივედი.
ყვავილები რომ ისევ დამხვდა, მაგაზე ყურადღების გამახვილება უკვე ბანალური გამოდიოდა.
დასაძინებლად გავემზადე და ის-ის იყო, ჩემს რბილ, სანატრელ საწოლში უნდა ჩავნარცხებულიყავი, რომ ჰაიდენმა დამირეკა.
- რამე დაგრჩა სათქმელი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გიყვარვარ? - ვკითხე სიცილით.
- მემგონი გგონია, რომ გეხუმრე.
- არაფერიც არ მგონია.
- სახლში მიხვედი?
- ახლა ასე უნდა მამოწმო ხოლმე?
- შემოწმება რა შუაშია ვივიენ. უბრალოდ, გიჟივით ატარებ მანქანას და დავრწმუნდი, რომ ცოცხალი ხარ. სიყვარულის ახსნას რაც შეეხება, შენ არ გიყვარს რომანტიკული გრძნობებში გამოტყდომა, გამოკვლევამ აჩვენა, რომ არც მუხლებზე დამხობილ კაცებს სწყალობ, რომლებიც მზად არიან, გული სკალპელით ამოიძრონ და ხელებში ჩაგიდონ.
- აი, მაგ ლაპარაკზეც კი გულყრა მეწყება. კარგად გამოგიკვლევია, რომელ საინფორმაციოში მოიძიეთ ბატონო სთარ?
- ასეთი ბაზაა, ვივიენზე შეყვარებული კაცები ჰქვია. ყველამ სხვადასხვანაირად აგიხსნა სიყვარული და ყველას ხელი ჰკარი. მე რაღაც ახალი მოვიფიქრე, უეცარი და უბრალო თქვენო აღმატებულებავ.
- საყვარელო, სიყვარულის ახსნა როგორი იყო მაგას რა მნიშვნელობა აქვს? არავინ მიყვარდა, თორემ აქეთ დავუჩოქებ ნებისმიერს, მაგისი კომპლექსი არ მაქვს.
- გაქვს!
- არ მაქვს!
- გაქვს ვივიენ. შენ ისეთი ამაყი და ამპარტავანი ხარ, რომ კაცს სიყვარულში არასოდეს გამოუტყდები.
- შენ კი მდიდარი ბებერი ხარ, რომელიც თან სიყვარულს მეფიცება, თან ამპარტავანს მეძახის - ძალიან გავბრაზდი.
- ძილინებისა. იმედია, ჩემი დანაოჭებული სახე არ დაგესიზმრება ღამით.
- არა საყვარელო, სხვაც ბევრი მყავს დასასიზმრებელი - გამეცინა და გავუთიშე, სანამ დისტანციურ ეჭვიანობის სცენას გამართავდა.
მეორე დღეს, ბევრი რამე მოვასწარი: მამა მოვინახულე, მის მძღოლს ჰაიდენის სახლთან დავატოვებინე მანქანა, გალერიისათვის რამდენიმე შენობა დავათვალიერე და შეკვეთები სახელოსნოში მივუტანე მდივანს.
ნაშუადღევს, ილიზმა დამირეკა. ჰაიდენს დავუპატიჟივართ თავისთან. ჩემთვის გამეცინა. ახლა მემგონი, ყოველ დღე რაღაცას მოიმიზეზებდა რათა დრო ერთად გაგვეტარებინა. რაც მართალია, მართალია - მასთან ერთად ყოფნა მომწონდა. ვგრძნობდი, როგორი დაცული ვიყავი, ჩემს დაცინვასაც კი იტანდა თან კარგი სუნიც ჰქონდა, მაგრამ სიყვარულით ნამდვილად ვერ შემიყვარდებოდა.
ვახშამზე დაგვპატიჟა როგორც აღმოჩნდა. ერთი ის გამეხარდა, რომ ჩემი გემოვნება იცოდა საჭმელებში და ალბათ ეცდებოდა, რამით გავენცვიფრებინე, რაც ხასიათს გამომიკეთებდა. სინამდვილეში, კაცებმა არ იცოდნენ, რომ ჩემი გულის მოგების საიდუმლოც კუჭზე გადიოდა. ტყუილი დროის კარგვა იყო ბრილიანტებით მოსყიდვის მცდელობა. მე ძვირფას საჩუქრებზე არ ვიყიდებოდი, მაგრამ ვინმე უგემრიელეს შოკოლადს თუ შემომთავაზებდა, შეიძლებოდა გავყიდულიყავი კიდეც.
ილიზმა და ნიკმა მომაკითხეს რამდენიმე საათში და მათთან ჩავედი. რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, უარის თქმის შანსი ნამდვილად მქონდა. საქმიანი ქალი ვიყავი, შემეძლო ყოველ დღე ჰაიდენთან შეხვედრაზე უარი მეთქვა, თავს დავიფასებდი და კარგადაც მივახვედრებდი, რომ შანსი არ ჰქონდა, მაგრამ შემეცოდა რაღაცნაირად. გუშინდელი ნაბეგვი გამახსენდა და ვიფიქრე, ამ ერთხელაც გავახარებდი.
- იცი, ჰაიდენი ცოტა ასაკშია და გულმა არ დაარტყას როცა დაგინახავს - გაეცინა ილიზს და უკეთესად ამათვალ-ჩამათვალიერა.
- ჰაიდენს კი არა, მე მარტყამს ხოლმე გული როცა სარკეში ვიხედები - ტელეფონი ამოვიღე, წინაკამერა ჩავრთე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი საკუთარ ბრწყინვალებაში. ჩემიანები იყვნენ, არ ვმალავდი რომ გულის სიღმერში, ცოტა წავუნარცისებდი ხოლმე ზოგჯერ. რეალურად ხომ ყველა ადამიანს მოსწონს საკუთარი თავი?
- ყველა ასე ლაპარაკობს თუ მარტო მე შემხვდა ეს ორი თავდაჯერებული? - იკითხა ნიკმა - დილით, „ჩემო სიცოცხლე“ და „ჩემო სიხარულო“ ფრაზებმა გამაღვიძეს. ვიფიქრე, მეფერება-თქო და თურმე სარკეში ელაპარაკებოდა საკუთარ თავს. - თქვა ილიზზე გაოგნებულმა კაცმა.
- აუ, ზოგჯერ მაჯებს არ იკოცნი ხოლმე? - ვკითხე დაქალს.
- მხრებსაც ვწვდები - დამიდასტურა კმაყოფილი ღიმილით.
- ორი შეშლილი - ჩაილაპარაკა ნიკმა.
ჰაიდენი დაგვხვდა რა თქმა უნდა. მისმა დამხმარე ქალმა თვალი ისე გამომაყოლა, მემგონი წინასწარ ვყავდი სოციალურ ქსელში შეთვალიერებული.
ვახშმობისას, ზოგჯერ ისე მიყურებდა, უხერხულობისგან სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი. ილიზი ხვდებოდა, ნიკი ვერა. კაცები ხომ ზოგადად, ვერასდროს ვერაფერს ეჭვობენ, სანამ ფაქტის წინაშე არ დგებიან.
სახლი დაგვათვალიერებინა. მოვინუსხე.. უზარმაზარი სათბური ჰქონდა უკანა ეზოში, ყვავილებით და მარწყვებით იყო სავსე. ყველაზე მეტად კი იმან გამაკვირვა, რომ საჯინიბოც ჰქონდა რამდენიმე ცხენით. კი არ გამაკვირვა, ცოტა არ იყოს, შოკში ჩავვარდი.
- ყბა გაისწორე - გადმომიჩურჩულა ილიზმა.
ცხოველები ჩემი სუსტი წერტილი იყო. ყველანაირი ჯიშის, ზომის, წონის და წარმომავლობის. ალბათ, ლომი რომ მენახა, იმასაც ვინატრებდი.
- ღმერთო, გამოიყვანე რაა - შევევდრე თეთრ ცხენზე. უკონტროლო გავხდი. ცოტა არ იყოს, მის ცოლობაზეც კი დამაფიქრა ნანახმა.
აი კიდევ ერთი რამ, რაზეც ანგარებიანი ვხდებოდი: შოკოლადი და ცხოველები.
- გინდა გააჭენო? - მკითხა სიცილით.
- ნეტა ცხენზე გეკითხება? - გადმომიჩურჩულა ილიზმა. შემრცხვა კიდეც იმდენი ვიხარხარე, თან მერე ხველებაში გადამეზარდა და ეგეც ცალკე უხერხულობა იყო.
- არა, გმადლობ ჰაიდენ.
- ისე, კიდევ განახებდი რაღაცას.
ილიზმა ისევ ეჭვისთვალით გადმომხედა. მეც ზედმეტად გარყვნილი აზროვნება მქონდა და ჩემს დაქალსაც, ამის გამო, ჰაიდენის თითოეულ ფრაზას სექსუალური შინაარსით განვიხილავდით.
- რას?
- წამოდი.
მეორე სართულზე კიდევ ერთი დიდი მისაღები ოთახი იყო და პიანინო იდგა. სიტყვები სადღაც გამიქრნენ. მსურდა, ხმა ამომეღო, მაგრამ ვერ ვბედავდი, არ შემეძლო. გეგონება, მაინც არაფერს ჰქონდა აზრი. არც ერთ ბგერას არ უნდა გაეჟღერა ალმა-დატემას პიანინოს წინაშე, რადგან ყველაფერი ამაოება და იაფფასიანი იქნებოდა მაინც.
მხოლოდ თუ დამსიზმრებია, არც კი ვოცნებობდი მის ხელში ჩაგდებაზე. ამ თავხედ კაცს შუა ოთახში თავმომწონედ გამოეჭიმა. თავიდან მეგონა რომ შურმა მომიცვა, მაგრამ არა. ძალიან გავბრაზდი. გავბრაზდი, რადგან ძალიან მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ სილამაზის გამო ჰქონოდათ ის, რაც გასაღმერთებელი იყო. ჩემთვის ეს მარტო მშვენიერებას არ ნიშნავდა, სიწმინესთან ასოცირდებოდა, ზეცასთან და მახსენებდა, რომ არაფერს არ ჰქონდა ცხოვრებაში აზრი, ყველაფერი განადგურდებოდა და დაიმსხვრეოდა, ხელოვნება კი სამუდამოდ დარჩებოდა სამყაროში.
- ამოისუნთქე ვივიენ - მიხვდა, რომ ცუდად გავხდი ემოციებისგან. ალბათ, ცხოვრებაში პირველად რომ ნახავ საყვარელი მხატვრის შედევრს რეალურად, იმას ჰგავდა ჩემი მდგომარეობა. პირველად მიქელანჯელოს სიქსის კაპელა რომ ვნახე, პატარა ვიყავი და იმდენი ვიტირე, დედაჩემი გაოგნებული შემომყურებდა. ახლაც ტირილი მსურდა, უბრალოდ ჰაიდენი მიშლიდა ხელს.
- ეს როგორ? - ვკითხე გაურკვევლად.
- ნებას მომცემ, რომ გაჩუქო? - მართლა მოსალოდნელი შეკითხვა იყო. ალბათ სანატრელიც. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ხელის კანკალით ვეხებოდი და ვცდილობდი, რომ ასეთი მძაფრი ემოციები გარეთ არ გადმომეტანა.
- არა - დაუფიქრებლად ვუპასუხე.
- უბრალოდ საჩუქარია, მართლა არ მჭირდება ამის სანაცვლოდ შენგან არაფერი. არც რაიმე იმედი მომეცემა, გეფიცები.
- არა - გავმეორდი გამტყდარი ხმით - ახლა კი ცოტახნით მარტო დაგვტოვე, სექსით უნდა დავკავდეთ.
- იცოდე, ჩაქუჩით დავამტვრევ!
- ერთი გაბედე - ეშმაკურად გავუცინე და მივუჯექი. დაკვრა დავიწყე. ჩემივე რეპერტუარიდან ვუკრავდი, „ძმის მკვლელი“ ერქვა მუსიკას. ბავშვობიდან, კაენისა და აბელის ამბავი ისე შთამაგონებდა, რომ ბევრი სიმფონია მქონდა შეთხზული ამ შემზარავი მკვლელობით შეპყრობილს. ძალიან ჩამითრია, კლავიშებმა შემიყოლიეს. ასე მეგონა, ქარიშხლად ვიქეცი და სამყაროს დასანგრევად ვემზადებოდი ან უზარმაზარი ტალღა ვიყავი, რომელსაც თავის ზვირთებში უნდა ჩაეხრჩო ხალხი.
დრო იხელთა იმ საძაგელმა და მოშიშვლებულ მხრებზე მაკოცა რამდენჯერმე.
- ცუდად ვარ - გამოვუცხადე ჰაიდენს. - ძალიან მცხელა და ერთი მაგრად რომ შემოგატყა, იმის თავიც არ მაქვს.
- რატო გცხელა?
- საკუთარი დაკვრით აღვიგძენი - გამოვუტყდი.
- ყოველთვის ყველაფრით მაოცებ.
- ჰო, სახეზე გაწერია - თავხედურად გავეპრანჭე. ილიზი და ნიკი შემოვიდნენ მერე, ამიტომ ჰაიდენმა შეყვარებულის სახე ცოტა გვერდით გასწია, თორემ ზედმეტ აღფრთოვანებას მიუხვდებოდნენ. თან ისე ყველაფერი ეწერა ხოლმე გამომეტყველებაზე, რომ ნიკიც კი ამოიცნობდა მის ფარულ ზრახვებს.
- ცოტხანით, მე და ნიკი საქმეზე დავილაპარაკებთ.
- ჰო, რა თქმა უნდა, ქალებთან როგორ დაილაპარაკებთ საქმეზე - წავკბინე.
- რაში გაინტერესებს? - გაუკვირდა ნიკს - ჩვენ ფულს ვაკეთებთ, თქვენ ხარჯავთ. ასეა ცხოვრება მოწყობილი.
- შენზე მეტს მე ვაკეთებ - დავეჯღანე - და ძალიან მაინტერესებს ჰაიდენის ფულს ვინ ხარჯავს - გულხელი დავიკრიფე და ცალი წარბი ავუწიე.
- ვისაც ჩემი რესურსის გამოყენება შეუძლია, იმას ფული ჰკიდია - გაეცინა ჰაიდენს.
- ეგ საამაყო ამბავი უფროა - დააყოლა ნიკმა.
რა იცოდა, რომ იმაზე იყო ლაპარაკი, ვისაც დას ეძახდა?
- ჩვენ ეზოში გავალთ მაშინ.
- საჯინიბოს გვერდით ხის პატარა სახლია და შავი კოკერის ლეკვები მყავს. თუ გინდა, ნახეთ. ლანამ შენი საყვარელი ჩისქეიქი გააკეთა და რომ გამოვალთ, ეგეც დავაყოლოთ. - მითხრა ღიმილით.
მისი ლაპარაკიდან ის გავიგე, რაც საჭირო იყო: ლეკვები და ჩიზქეიქი.
ხუთი წუთის მერე, ნიკმა მესიჯი მომწერა „არ მაინტერესებს, ცოლად მიჰყვები!“.
- ამან გააფრინა - გამეცინა და ილიზს ვანახე მესიჯი. - ფაქტობრივად, გაყიდვას მიპირებს.
- მეც არ მიგყიდიდი ჰაიდენს- წამომეჭიმა დაქალი.
- გმადლობ, რომ იმზე მეტად გიყვარვარ, ვიდრე საკუთარ სისხლსა და ხორცს.
- თავი მდიდარი მეგონა, სანამ ეგ კაცი არ გავიცანი, მაგრამ ფულში არაა საქმე. რითი შოულობს, მე მაგას ვჩივი.
- შენც ეტომ დაგამუშავა? - ვკითხე ეჭვით.
- არა. ნიკთან კონტრაქტს აფორმებს, ბიზნესპარტნიორები იქნებიან და თუ რამე შარი აიკიდა, ჩვენს ბიჭსაც გაჰხვევს. გაწყობს ვივიენ ესე?
- რა თქმა უნდა, არ მაწყობს.
- რამე უნდა ვიპოვნო, პირელ სართულზე ჩამომყევი რაა.
- გააფრინე?
- არა. ორი კაბინეტი აქვს, ერთში ნიკი შეიყვანა, მეორე ჩაკეტილია.
- ეს ყველაფერი საიდან დაასკვენი?
- შემოვედი თუ არა, მაშინვე ავაწყვე გონებაში სახლის გეგმა. თან ყველაზე ძვირიანი სასმელის გამოსატანად იმ ოთახში შევიდა, ამას დამატებული, საწერი კალამი დასჭირდა და იქიდან გამოიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ფულს ათეთრებს. დაბლა უნდა ჩავიდეთ, რამე ხელმოსაჭიდს ვიპოვნიდი მის უჯრებში - ხელი მტაცა. იმის გააზრებაც ვერ მოვასწარი, რაები მელაპარაკა.
- ილიზ, ვიდეოთვალი ექნება. თივის ზვინში ეძებ ახლა ნემსს. თუ გგონია, რომ ჰაიდენის მსგავს გამოცდილ კაცს სეიფში არ ექნება ყველა საეჭვო ნივთი, ძალიან ცდები.
- სეიფი კაბინეტში ექნება - ჩაილაპარაკა დარწმუნებით.
- გგონია, რომ სეიფს ქინძისთავით გააღებ?
- კარს მაინც გავაღებ ქინძირთავით. - თმიდან გამოიძრო და შოკირებული, პირდაღებული დამტოვა - ერთი სიტყვით, ეს შენი ლანა სამზარეულოში ტრიალებს. შენ შემოსასვლელი გააკონტროლე, მე კაბინეტში შევაღწევ!
- ვიდეოთვალი?
- არ აქვს, ვნახე.
- ამის დედაც. რას არ ვაკეთებთ სიყვარულისთვის - მოვიშველიე ჯეიმი ლანისტერის სიტყვები.
ისე ვღელავდი, სანამ ილიზი რაღაცეებს ფაცურობდა, რომ თავი სკოლის მოსწავლე მეგონა. ერთხელ, მასწავლებელს ჩანთიდან ტესტები მოვიპარე. მაშინ ვღელავდი მხოლოდ ასე ძალიან. ფიზიკა არასოდეს გამომდიოდა.
რამდენიმე წუთი გავიდა.
ჰაიდენი მოულოდნელად ჩამოვიდა და ღიმილით შემომხედა.
- ილიზი სადაა?
- ტუალეტში - ვუთხარი დაუფიქრებლად.
- რაღაცეები დამრჩა კაბინეტიდან გამოსატანი.
- მოიცადე, არა! - თითქმის ვიკივლე და ჰაიდენს მივუახლოვდი. თან ამავდროულად, ხველებით გავსკდი, ეგება ილიზს გაეგო ჩემი ხმა და განგაშის ზარად ჩაეთვალა.
- რა გჭირს? - შეეშინდა ჰაიდენს.
- იცი რაა?
- რა?
გიჟივით ვეძგერე, ტუჩებში ვაკოცე.
ამხელა კაცი რომ მთელი სხეულით ჩამებღაუჭა და ლამის კანკალმა აიტანა, მაშინ გავიაზრე ჩემი ძალაუფლება ყველაზე მძაფრად. სახეზე ჩამავლო ხელები, ისე მაგრად ჩამეხუტა, შემეშინდა არ გავგუდულიყავი. სიმართლე ითქვას და მშვენიერი შეგრძნება იყო. მისი ენა ჩემსას შეეხო. ისეთი ვნებით დამეწაფა, გამიკვირდა, აქამდე როგორ იკავებდა თავს. გაგიჟებული დაასრიალებდა ხელებს ჩემს სხეულზე და მარტო ტუჩებს არ აკმარებდა კოცნას - ყელი, მხრები, ლავიწევი, ყველგან გადმომწვდა ბაგეებით, სადაც მოშიშვლებული ვიყავი.
- შენ თავად ხარ ხელოვნება - ჩაიჩურჩულა და კისერი დამიკოცნა.
ისე ძალიან მომინდა ჰაიდენი, მეგონა, სისხველე ტრუსებიდან გამოაღწევდა და თავს მომჭრიდა.
ვიღაცამ ჩაახველა.
ერთმანეთს დავეხსენით, თუმცა მას ძალიან გაუჭირდა.
ილიზი გაოგნებული იყო, მაგრამ ეშმაკური ღიმილიც დასთამაშებდა სახეზე.
- ბედი თქვენი, რომ ნიკმა არ გამოგიჭირათ - გვითხრა მკაცრი დედიკოსავით. - რას არ ვაკეთებთ სიყვარულისთვის - გაიმეორე ჯეიმის და ჩემი ფრაზა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ლუკკიანეცცი

სასწაულია ნამდვილი. მიყვარს ჰეიდენი!:)❤❤❤

 


№2 სტუმარი ლალა

ვივიენზე სულ ლოლა ასტანოვა მახსენდება❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤:დდ
მგონი ჰაიდენს ნიკის, ილიზის და ეტოს მკვლელობა დაბრალდება და არა ვივიენის პირველი სიყვარულის. რავიცი აბა, მე ასე ვფიქრობ.
შენ კიდევ სად გაწყვიტე ილიზმა რა ქნა მიგეწერა ორი სიტყვით:დ
ჰაიდენი ცოტა ძალიან მეცოდება
ვაიმე რა ვუყო:დ
გელი

 


№3  offline წევრი Sweet Home

ვუჰუუუუ უმაგრესიააა აუუ ბევრი ვიცინეე, მარა დამაკლდა პატარა თავი იყო. შმედეგში დიდი დადე და არ დააგვიანო!
პ.ს იცი რო შეუდარებელი ხარ <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუკკიანეცცი
სასწაულია ნამდვილი. მიყვარს ჰეიდენი!:)❤❤❤


უდიდესი მადლობა ????????
ლალა
ვივიენზე სულ ლოლა ასტანოვა მახსენდება❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤:დდ
მგონი ჰაიდენს ნიკის, ილიზის და ეტოს მკვლელობა დაბრალდება და არა ვივიენის პირველი სიყვარულის. რავიცი აბა, მე ასე ვფიქრობ.
შენ კიდევ სად გაწყვიტე ილიზმა რა ქნა მიგეწერა ორი სიტყვით:დ
ჰაიდენი ცოტა ძალიან მეცოდება
ვაიმე რა ვუყო:დ
გელი


მივაწერ შემდეგ თავში, მივაწერ ????????
ჰაიდენი მეც მეცოდება ამის ხელში ????????


Sweet Home
ვუჰუუუუ უმაგრესიააა აუუ ბევრი ვიცინეე, მარა დამაკლდა პატარა თავი იყო. შმედეგში დიდი დადე და არ დააგვიანო!
პ.ს იცი რო შეუდარებელი ხარ <3

კიკი ვეცდები რო უფრო დიდი დავდო შემდეგში ????????

 


№5  offline წევრი CRAZY GIRL 2

აუუ რა კარგი ხართ შენ და შენი პერსონაჟები heart_eyes heart_eyes
ველოდები შემდეგ თავს და ძალიან გთხოვ ძაან არ დაიგვიანო relaxed heart_eyes

 


№6 სტუმარი ნათია41

ვგიჟდები ამ ორზეეე.ენ ვკითხულობ მოგყვები მაგრამ კომენტარებისგან თავს ვიკავებ. თან არ მინდა სულ წინა ისტორიასთან ვაიგივო ეს ვარიანტი უფრო მომწონს სხვათაშორის❤

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

CRAZY GIRL 2
აუუ რა კარგი ხართ შენ და შენი პერსონაჟები heart_eyes heart_eyes
ველოდები შემდეგ თავს და ძალიან გთხოვ ძაან არ დაიგვიანო relaxed heart_eyes

გაიხარე საყვარელო <3

ნათია41
ვგიჟდები ამ ორზეეე.ენ ვკითხულობ მოგყვები მაგრამ კომენტარებისგან თავს ვიკავებ. თან არ მინდა სულ წინა ისტორიასთან ვაიგივო ეს ვარიანტი უფრო მომწონს სხვათაშორის❤

მომყევი ნათ <3
მემგონი ბევრ რამეს შევცვლი ნათ. იმ ისტორიის დეტალები სხვაგან მჭირდება. ამიტომ არ იდარდო <3

 


№8  offline წევრი Mariamii:))

ერთი ჰაიდენის ასაკი გაგვაგებინე მალე . დავიტანჯეთ ხალხი :ddd

 


№9 სტუმარი Salo

ღმერთოოო ერთი ჰაიდენი მეც მესროლე თავში რა იქნება?

 


№10 სტუმარი სვით ჰოუმ

ენ ჯეინი
ლუკკიანეცცი
სასწაულია ნამდვილი. მიყვარს ჰეიდენი!:)❤❤❤


უდიდესი მადლობა ????????
ლალა
ვივიენზე სულ ლოლა ასტანოვა მახსენდება❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤:დდ
მგონი ჰაიდენს ნიკის, ილიზის და ეტოს მკვლელობა დაბრალდება და არა ვივიენის პირველი სიყვარულის. რავიცი აბა, მე ასე ვფიქრობ.
შენ კიდევ სად გაწყვიტე ილიზმა რა ქნა მიგეწერა ორი სიტყვით:დ
ჰაიდენი ცოტა ძალიან მეცოდება
ვაიმე რა ვუყო:დ
გელი


მივაწერ შემდეგ თავში, მივაწერ ????????
ჰაიდენი მეც მეცოდება ამის ხელში ????????


Sweet Home
ვუჰუუუუ უმაგრესიააა აუუ ბევრი ვიცინეე, მარა დამაკლდა პატარა თავი იყო. შმედეგში დიდი დადე და არ დააგვიანო!
პ.ს იცი რო შეუდარებელი ხარ <3

კიკი ვეცდები რო უფრო დიდი დავდო შემდეგში ????????



აუუუ გთხოვ მალე დადე. დიდიხანია ველოდები. შეეცადე გთხო

 


№11  offline წევრი გროსმაისტერი

ესთი სული მაქვს წავიკითხო შემდეგი

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

გროსმაისტერი
ესთი სული მაქვს წავიკითხო შემდეგი



სვით ჰოუმ
ენ ჯეინი
ლუკკიანეცცი
სასწაულია ნამდვილი. მიყვარს ჰეიდენი!:)❤❤❤


უდიდესი მადლობა ????????
ლალა
ვივიენზე სულ ლოლა ასტანოვა მახსენდება❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤:დდ
მგონი ჰაიდენს ნიკის, ილიზის და ეტოს მკვლელობა დაბრალდება და არა ვივიენის პირველი სიყვარულის. რავიცი აბა, მე ასე ვფიქრობ.
შენ კიდევ სად გაწყვიტე ილიზმა რა ქნა მიგეწერა ორი სიტყვით:დ
ჰაიდენი ცოტა ძალიან მეცოდება
ვაიმე რა ვუყო:დ
გელი


მივაწერ შემდეგ თავში, მივაწერ ????????
ჰაიდენი მეც მეცოდება ამის ხელში ????????


Sweet Home
ვუჰუუუუ უმაგრესიააა აუუ ბევრი ვიცინეე, მარა დამაკლდა პატარა თავი იყო. შმედეგში დიდი დადე და არ დააგვიანო!
პ.ს იცი რო შეუდარებელი ხარ <3

კიკი ვეცდები რო უფრო დიდი დავდო შემდეგში ????????



აუუუ გთხოვ მალე დადე. დიდიხანია ველოდები. შეეცადე გთხო



დავდე უკვე კარგებო და საყვარლებო <3


Mariamii:))
ერთი ჰაიდენის ასაკი გაგვაგებინე მალე . დავიტანჯეთ ხალხი :ddd

70 წლისაა გოგო
ვხუმრობ :დდ


Salo
ღმერთოოო ერთი ჰაიდენი მეც მესროლე თავში რა იქნება?

ეჰ, მეც მინდა სალო, მეც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent