შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვანი - III


25-07-2019, 22:03
ავტორი პენელოპე
ნანახია 192

ცოდვანი - III

თავი მესამე: „მაშა და დათვი“

„ჩემი დუმილი გრძელდება დღემდე,
ახლა ვიგონებ ისევ იმ ყვავილს.
და გაიგებენ დიდი ხნის შემდეგ
რა ცეცხლი მწვავდა და რა ვიყავი.
და უეჭველი ბედია დღემდე,
უეჭველია ახლა ნიღაბი
და გაიგებენ დიდი ხნის შემდეგ
რა ცეცხლი მწვავდა და რა ვიყავი.
/ტერენტი გრანელი/

გაღიმებულმა ჩავიკითხე და ლექსების კრებული ისევ ჩანთაში ჩავაბრუნე. მომწონდა უნივერსიტეტის ეზოში კითხვა - ხელს არავინ მიშლიდა და იმიტომ. ღრიალი, ტვინის წამღები წივილი რომ ყოფილიყო, მე ჩემ სტიქიაში ვიყავი - ცალკე სამყარო მქონდა შექმნილი,სადაც მარტო მე და გრანელი,ან მე და გალაქტიონი ვიყავით.
პოეზია კი მიყვარდა,მაგრამ თვითონ არასდროს გამომდიოდა ლექსების წერა. ბავშვობაშიც კი არ ვწერდი,მხოლოდ დაზეპირება და მათი კითხვა მიყვარდა.
ამჯერად კაფეტერიაში ვიჯექი, გრანელის დღე მქონდა და ვფიქრობდი.
ერთი კვირა საშინლად გაიწელა ერთი მარტივი მიზეზის გამო: არაფერს ვაკეთებდი. დრო ვერანაირად გამყავდა. სახლში ძირითადად მარტო ვიყავი. ქალბატონ ჟანასთან არც ისე ხშირი კონტაქტი მქონდა. მხოლოდ საჭმელად ჩამოვდიოდი. ხან ქალბატონ ჟანას გაკეთებულს მივირთმევდი,ხანაც პირიქით - თვითონ აგემოვნებდა ჩემს ნახელოვანს.
ერთი სიტყვით, ვერ ვხვდებოდი მოსწონდა თუ არა. ხან თავს გააქნევდა, ხან დამიქნევდა და ასე.
ბატონი ანდროს დაწესებული თარიღის, ერთი კვირის თავზე ჭიშკართან მდგარ ახმახებს,დაცვის ბიჭებს დაავალა ჩემი „მიხედვა“. დიახ! სწორედ ასე მიმართა მათ, თითქოს ბავშვი ვყოფილიყავი. თუმცა რა მიკვირდა, თვითონ არ მითხრა,როგორც ქალი არ მაინტერესებო?! ამის გახსენებაზე უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა და ფიქრებიც მაშინვე გამეფანტა,როდესაც გიორგი დამიჯდა წინ.
-ადრე ხომ არ მოგივიდა გამოჩენა,მარი? - ოდნავი ნაწყენი ხმა ჰქონდა. ესეც გიორგი, ყველაზე მგრძნობიარე ადამიანი ჩვენს სამეგობროში. არასწორად ნუ გაიგებთ, მგრძნობიარე მაინც და მაინც იმას არ ნიშნავს,რომ ქალივით მოთქვამს,არა, პირიქით. ზედმეტად უხეშიც კია, უბრალოდ ძალიან მარტივად იბუტება, ყოველშემთხევავში ჩემთან.
-ისეთი ამბები მჭირს,მართლა ადრეა.-გავუცინე მე.
-ვიცი, ანა მომიყვა.-მისი მწვანე თვალები უცნაურად აციმციმდა. ოდვან გადმოყრილი თმა ოსტატურად გადაიწია და მარჯვენა ხელის მუშტი ლოყაზე ამოიდო,ისე დამაკვირდა.-გინდა ვცემო შენი ანდრო? -მის შეკითხვაზე გამეღიმა და მასაც.
-ჩემი არა.-თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე.
-კი,როგორ არა. ანას მოსწონს, ესე იგი საქმე სერიოზულადაა.
-ანას ყველა სიმპათიური ბიჭი მოსწონს,გიორგი.
-ანუ აღნიშნავ, რომ სიმპათიურია? - წარბები აზიდა. ღმერთო, ყველა კამათში ეს რატომ იმარჯვებს?!
-არის რა.-იმედია ამ ტყუილის გამო ღმერთი არ დამსწყევლის,გავიფიქრე უცებ.
-როდის იყო ჩემთან ეგეთები გიტყდებოდა,გოგო?-გაბრაზდა ისევ.-არ მომწონს, სახლში რომ ხარ მათთან.-ხმა დაუსერიოზულდა და გარშემო მიმოიხედა, ხომ არავინ გვისმენსო. რუსის მსგავსი კურნოსა ცხვირი ჰქონდა, მაღალი იყო და უნივერსიტეტის გოგოები მასზე ჭედავდნენ,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ოღონდ მართლა,საერთოდ არ ვაზვიადებ.
-რატომ? - ვკითხე დაინტერესებულმა.
-უცხოებთან ხარ და იმიტომ.
-დემეტრეს ვესაუბრე ისევ. ნუ გეშინიაო, ისევ ქება-დიდებას მოჰყვა და მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ.-ცოტა ემოციურად გამომივიდა სიტყვები,ამიტომ თავი დავხარე.-ვგრძნობ,რომ ცუდი რაღაც მოხდება.
-ნუ ხარ ბატი,- გასამხიარულებლად იძულებით გამიღიმა.-და ბოთე. მთელი შსს შენ გიცავს,რა მოგივა!
-ო,კარგი რა.-მაინც გამოუვიდა, ხასიათზე მოვეყვანე.-მართლა გეუბნები.
-გგონია მე ვხუმრობ? - სერიოზულად მკითხა.-ისე,გავიგე შენს ანდროს და ჰყოლია..
-არც იფიქრო!-ჩუმად წამოვიყვირე.
-მარიამ,მარიამ. - რაღაცნაირად შემომხედა.-ადრე სულ „მიგდები“ ახალ გოგოებს,რა მოგივიდა?
-ძალიან კარგად იცი,როგორებსაც „გიგდებდი“, ელენეს თავი დაანებე, ბავშვია.
-რამდენად ბავშვია? - ცალი წარბი აზიდა მან. ამას ანდრო რომ ისმენდეს ახლა...წარმოდგენაც არ მინდა,რას მიზამდა. გამეღიმა ამის გაფიქრებაზე.
-წელს ამთავრებს.-უცებ ავჭიკჭიკდი მე.-გიორგი,მასთან შენებურები არ გაუშვა იცოდე!
-რამდენჯერმე ვნახავ, თუ ბატია,გეფიცები თავს დავანებებ!-გულზე ხელი მიიდო მან, მე კი სასაცილოდ დავეჯღანე.-მიდი ახლა, ტელეფონის ნომერი მითხარი და ისიც, რომელ სკოლაში სწავლობს...
აი, ასეთი იყო გიორგი..
*
თავი ცნობილი ადამიანი მეგონა. დილით დაცვის ბიჭებს მივყავდი, ერთი არ ყოფილა საკმარისი თურმე,ორი გამომაყოლა ბატონმა ანდრომ, სახლშიც მათვე მოვყავდი. გულწრფელად მეცოდებოდა დავითი და თამაზი,რომლებიც დილის საათებიდან ზოგჯერ საღამომდეც უნივერსიტეტის ეზოში მიცდიდნენ,სადაც წარმოდგენა არ მაქვს ვინ უშვებდა ან როგორ შემოდიოდნენ. ძირითადად, უცხოებს არ უშვებენ ხოლმე. მაგრამ სავარაუდოდ, ანდროს გრძელი ხელები აქაც სწვდებოდა.
სახლში შესვლისას პირველი,რაც თვალში მომხვდა ელენეს უცნაურად აციმციმებული თვალები იყო.
ვაი მე! როდის მოასწრო?
ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა და დედამისის კითხვა, რა უნდოდა ვახშმად საერთოდ არ ესმოდა.
-ელენიკო!-ამჯერად ზურამ დაუძახა,ოდნავ სიყვარულით,ოდნავ მკაცრადაც,რა წამსაც გოგონამ უეცრად აიღო თავი ტელეფონიდან და მამამის მიაცქერდა.
-ჰო,მა. გინდა რამე?-სულელივით გაიკრიჭა. ღმერთო, თავს დაიღუპავს! მაშინვე ვინანე ჩემი გადაწყვეტილება გიორგისთან დაკავშირებით,დავურეკავ და ვეტყვი თავი დაანებოს,ცოდოა ეს გოგო.
-დედაშენი გეკითხება,რა გინდაო ვახშმად, მაგრამ შენ არ გესმის,რატომღაც.-ბოლო სიტყვა უკმაყოფილოდ ჩიალაპარაკა ზურამ და საინფორმაციოს ყურება განაგრძო. კიდევ კარგი ანდრო ჯერ არ მოსულა,თორემ იმ „რატომღაცს“ მალევე გაშიფრავდა და რომ გაარკვევდა, გიორგი ჩემი მეგობარი იყო, მეც დავიღუპებოდი, ელენიკოც და გიორგიც!
-აჰ,ბოდიში,დე. უბრალოდ სალომეს ვწერდი და..-მის ტყუილზე დაუფარავად გამეღიმა, მაგრამ ჟანამ ისეთი შემომხედა, მაშინვე ვინანე და მზერა გავასწორე. სალომე,არა? კი მარა, სად მოასწრო ამ ბიჭმა ამდენი...
-ანდროს მოსვლამდე შეწყვიტე მაგ სალომესთან მესიჯობა,იცოდე.-დედამისმა სერიოზულად გააფრთხილა და ელენესაც სახეზე შეახმა ღიმილი. მისი შიშით ბავში ბიჭს ვერ გამოესაუბრება,რა ადამიანობაა? გულში ვილანძღებოდი მე,მაგრამ მაშინვე გავაჩუმე სიტყვაზე გამოსული მეორე მე,როდესაც კარები ვაჟბატონმა შემოაღო და მისი მძიმე სუნთქვა მეორე ოთახიდანაც აღწევდა ჩემამდე.
არ იყო საშიში,მართლა. უბრალოდ ასეთი აურა ჰქონდა.არ უყვრადა ზედმეტობები, გადაჭყლარტვა და არაკაცური საქციელი. ეს ის მცირე თვისებებია,რაც ამ ერთი კვირის თავზე შევნიშნე.
უხასიათოდ იყო. გაბრაზებული არა,უფრო გაცეცხლებულიც. ვიგრძენი,როგორ დაიძაბა ყველა,გარდა ზურასი,რომელიც ისევ უემოციო სახით უყურებდა საინფორმაციოს.
მხოლოდ თავის დაკვრით მოგვესალმა ყველას, შემდეგ მამამის უთხრა,მოდი დავსხდეთო და ვახშამიც დავიწყეთ. ჩემი ადგილი ანდროს გვერდით იყო. სკამი ფრთხილად გამოვწიე და გვერდით მივუჯექი,წამით გადმომხედა,თავი გადააქნია..მსაყვედურობდა,მაგრამ,ღმერთია მოწმე,არ ვიცი რატომ. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე,კინაღამ დავიხვრჩვი.
ასე არასოდეს მივახშმია. მარტო მე კი არა, არც ერთს. მივხვდი, ელენე შეშინებული იყო, თავისი გასაჭირი ჰქონდა,ჩემმა ძმამ ხომ არ გაიგო „სალომეზეო“,მაგრამ არა. რანაირად გაიგებდა ასე სწრაფად, აქ სხვა ამბავი იყო,სულ სხვა.
ბოლოს,რომ ვეღარ გავძელი, როგორ ილუკმებოდა ანდრო მშვიდად და სხვები ლუკმას ძლივს იდებდნენ პირში, წამოვდექი და ყავას მოვადუღებ-მეთქი. შემდეგ მივხვდი, რომ საღამო იყო,მაგრამ შიშისგან არც კი ვიცოდი,რა მექნა.
-თუ არ შუწეხდები,მეც მინდა, მარიამ. - ზურამ მითხრა. ის ერთადერთი იყო ვინც ანდროს მდგომარეობას არ იმჩნევდა.
-მეც,გთხოვ.-ელენეც გამოექომაგა მამამის. თავი დავუქნიე და სამზარეულოში გავედი. ნერვების დასამშვიდებლად ორი ჭიქა წყალი მოვიყუდე, შემდეგ კი ყავის გამზადებას შევუდექი. ვიცოდი, ვის როგორი უყვარდა. თითქოს, გავშინაურდი კიდეც.
სამივე ჭიქაზე ჩამოვასხი და ლანგრის ასაღებას დავიხარე, ანდრო რომ შემოვიდა სამზარეულოში. კართან დადგა და გვერდულად მიეყრდნო.
-რამე პრობლემაა? - თვითონ გამიკვირდა,როგორ მოვაბი თავი ამ წინადადებას.
-არა. არანაირი.-მშვიდად მიპასუხა.
-მაშინ რატომ მიყურებ ასე?-გულწფელად ვკითხე ის,რაც მაწუხებდა.
-როგორ ასე?-წარბები შეჭმუხნა მან. ვაიმე,ახლა მომკლავს...
-გაბრაზებული..?-კითხვასავით გამომივიდა,მხოლოდ ოდნავ ჩაეღიმა.
-შენი ნიკოლოზი შემხვდა დღეს.-უეცარი ახალი ამბავისაგან დავიბენი. ცოტახანი ვერაფერი ვუპასუხე,შემდეგ კი ნიკას გახსენებაზე გულის სიღრმეში რაღაცამ გამკრა, მძიმედ გამკაწრა.ეს არ ყოფილა არც მონატრება,არც სიყვარული,არაფერი მსგავსი..თვითონაც გამიკვირდა,რატომ. ეს ის ზიზღი,სიძულვილი და იმედგაცრუება ყვიროდა ჩემში,რომელიც მან დამიტოვა.
-რა..უნდოდა?-ხმის კანკალით ამოვილუღლუღე.
-არ ვიცი. მგონი შენ უნდა მითხრა,რაც უნდოდა? - ხმა გაიმკაცრა.
-მე საიდან უნდა ვიცოდე,ანდრო? - ნერვიულობისაგან ლანგარი ავიღე და მის წინ დავდექი იმის მოლოდინში,თუ როდის გამატარებდა.
-შენი შეყვარებული არაა? - გაიკვირვა მან. მის სიტყვებზე გამეცინა, მხოლოდ სიმწრისგან.
-იყო..ჩემი შეყვარებული იყო, შორეულ წარსულში.
-მაინც გიყვარს..
-არა! - ფაქტობრივად, დავიყვირე და ჩემს სასოწარკვეთილ ხმაზე უცნაური შეგრძნება დამეუფლა.
-კითხვა არ დამისვამს..აღვნიშნე,-ხელებგადაჯვარედინებული იდგა და გაბრაზებული დამყურებდა.
-კარგი. როგორც გინდა, ისე იფიქრე.-მშვიდად შევეპასუხე.-ახლა გამატარე. - ლანგარზე ვანიშნე,საიდანც მაინცდამაინც ჩემი კუთვნილი ტკბილი ყავა აიღო და დააგემოვნა.
-ტკბილია,-უკმაყოფილოდ თქვა.-მე შენსავით მწარე ყავა მიყვარს.-მითხრა და გზა მომცა, რომ თავისუფლად გამევლო.
ჩემსავით მწარე, არა? ნეანდერტანელი! ერთუჯრედიანი რეგვენი!
ჩემი დაგვიანების შედეგად ისინი უკვე ამდგარი იყვნენ და ქალბატონი ნატო სუფრის ალაგებას იწყებდა. ჩემი გაფითრებული სახის დანახვაზე მათ კითხვისნიშნები გამოესახათ,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე და მამასა და ქალიშვილს უდარდელად მივართვი თავიანთი წილი ყავა.
მე რა მექნა,ახლა! დამილია იდიოტმა,თან არ მოეწონა. თავიდან ვერ ავადუღებდი და აქედანაც ვერ ავდგებოდი,ისევ სამზარეულოში შესვლა სიკვიდლი იყო ჩემთვის.
-შენთვის არ მოგიდუღებია,მარ? - თბილად შემეკითხა ელენე. გაჩუმდი,რა!
-გადავიფიქრე,ელე.-თვალები დავუბრიალე,მიმიხვდა და გაეღიმა.
ჩემი წამხდარი ხასიათი რომ გამომესწორებინა, ბოდიშის მოხდით ოთახში ავედი და ანასთან გადავრეკე. ჩემდა გასაკვირვად მალევე აიღო და ჩამყვირა:-როგორ ბრძანდები,ძვირფასო მარიამ. არ დაგირეკია რამდენი ხანია...
-ოო,გეყოფა.-მისი გამოსვლით ყურატკივებულმა სასწრაფოდ გავაჩერე.-რამე მომიყევი,ცუდ ხასიათზე ვარ.
-ეუფ,-სიცილი დაიწყო.-რა იყო, ნიკამ ხომ არ ივაჟკაცა ისევ რამე?
-ნიკა აღარ მიხსენო..ანდროს შეხვედრია დღეს, დგას ახლა და მიმტკიცებს ისევ გიყვარსო.-მოწყენილმა ჩავილაპარაკე.
-თქვას მერე და იეჭვიანოს,შენი რა მიდის? - სრულიად სერიოზული ხმა ჰქონდა მას.
-ანდრომ იეჭვიანოს ჩემზე?-სარკასტულად ვიკითხე.-ეგ ისეთი ამაყია,ჩემზე კი არა,ანჯელინა რომ ჰყავდეს სახლში, მაგას არ მიაქცევს ყურადღებას.
-მონიკა იყავი შენც და მოგაქცევს,-მისი აზრით დამამშვიდა.
-გიორგი ვნახე დღეს და რა ცოდვაში შევდგი ფეხი, რომ იცოდე!-ნერვიულად დავიწყე სიარული. მართლა ვნანობდი უკვე ჩემს საქციელს.
-ვიცი უკვე და სულელი ხარ. დამირეკა დღეს,გოგოებს რა მოგწონთო, ან ჯერ რომ არ ვიცნობ ისეთ გოგოს, რა ვაჩუქოო. რავი, მე შოკოლადები მომწონს და ეგ გაუგზავნე-თქო და მართლა დაიჯერა.-გახსენებაზე სიცილი დაიწყო.აწი სამი დღე ასე იქნება ეს, გაიხსნებეს ძველ ხუმრობას, შარშანდელს,ან შარშანწინდელს და იწყებს როხროხს.
-ელენე კიდევ სულელივით იღომოდა, რომ მოვედი.
-ვაიმე,საწყალი გოგო ვის ხელში ჩააგდე? - იყვირა ანამ.
-ოო, ნუ მიმატებ,ისედაც ვიცი,ცუდად რომ მოვიქეცი.
-მოკლედ,ხვალ შევიკრიბოთ სადმე, ანანოც წამო..არა,არ წამოვიყვანოთ ეგ. ვაიმე დაიწყებს,როგორ შეიძლება ადამიანს ასე მოექცე,გოგოების გრძნობებით თამაში არ შეიძლება,მარიამ შენ როგორ მოგივდა ეს...ვაიმე,არა.
-დაურეკე ანანოსაც..დიდი ხანია არ შევკრებილვართ.

გადავწყვიტე ქვევით აღარ ჩავსულიყავი. შხაპი მივიღე, ჩემი ლამაზი, „მაშა და დათვის“ გამოსახულებიანი პიჟამა ჩავიცვი და ჩემს „საწოლში“ დივანზე დავწექი.
ანდრო როგორც კი შემოვიდა,თვალები დავხუჭე და ჩემი აზრით,ისეთი შტაბეჭდილება მივიღე,ვითომ მკვდარივით მეძინა.
-მარიამ..გაახელე თვალები,არ ვარ მაიმუნობის ხასიათზე.-საკმაოდ უხეშად მითხრა.-დროზე.-მაშინვე დავჭყიტე თვალები და მივაშტერდი. რატომ იყო მოსვლის წამიდან აღრენილი,თან მარტო ჩემი მისამართით.
-რატომ მეჩხუბები?-არ ჩამოვრჩი უხეშობაში.
-ცუდი დღე მქონდა და იმიტომ.
-მერე,მე რა შუაში ვარ?
-შენმა ბიჭმა ამიმჟავა ხასიათი. - ზიზღით წარმოსთქვა.-ეგ რამ მოგაწონა,ყველაფერს გაფიცებ?-გაეცინა.
-რას უწუნებ ერთი?-ნიკას დაცვის ინსტიქტი მგონი ანასგან გადმომედო.
-ისეთი რაღაცები მითხრა შენზე, კაცი მაგას ქალზე ვერანაირად იტყვის.-წამოვჯექი,თვითონ ჟურნალის მაგიდასთან ჩამოჯდა. ამ ჟურნალის მაგიდასთან წყდება საჭირბოროტო საკითხები!
-იმედია,არ დაიჯერე..
-უნდა დამეჯერებინა? - გამომცდელად შემომხედა.
-რა თქმა უნდა,არა. -ნერვიულად გავაქნიე თავი.-მაინც რა გითხრა?
-არ გინდა მაგის მოსმენა.-უეცრად წამოდგა და ზევიდან დამხედა.-აღარ ვნახო მის ზარებს პასუხობდე, ან სამდე ხვდებოდე, ან უბრალოდ მასზე ფიქრობდე..იცოდე,არ გაპატიებ!-შემდეგ სააბაზანოსკენ წავიდა,კარი გამოაღო,შემომიტრიალდა,პიჟამა გიხდებაო მითხრა და შევიდა.

-------------------

ორი დღის შუალედით ვდებ,მაგრამ ზოგჯერ მოდერაციაში დამატებით ერთი დღე,ამიტომ ჩემი ბრალი არაფერია. ^_^
თანდათან ყველა პერსონაჟი გაიცანით,ამიტომ უკვე მომავალი თავიდან იწყება ძირითადი მოვლენები,ასე ვთქვათ,გარდამტეხიც კი.
ყველაფერი მაინტერესებს,რა მოგწონთ,რა არა,უფრო ფართოდ ამიხსენით...თითოეულ კომენტარს ვკითხულობ.
აბა, ჰე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ყველაფერი მომწონს მაგრამ ეს ნიკას რატო იცავს ეს გოგო ვერ ვხვდები... უთხრას ანდროს რა რომ სიკვდილამდე ვერ იტანს ნიკას ,არ შეიძლება?

 


№2  offline წევრი პენელოპე

სტუმარი ანი
ყველაფერი მომწონს მაგრამ ეს ნიკას რატო იცავს ეს გოგო ვერ ვხვდები... უთხრას ანდროს რა რომ სიკვდილამდე ვერ იტანს ნიკას ,არ შეიძლება?


ოჰ, რა ვიცი. მაინც ძველი სიყვარულია, თან ანდროს აწამებს. :))

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

პენელოპე
სტუმარი ანი
ყველაფერი მომწონს მაგრამ ეს ნიკას რატო იცავს ეს გოგო ვერ ვხვდები... უთხრას ანდროს რა რომ სიკვდილამდე ვერ იტანს ნიკას ,არ შეიძლება?


ოჰ, რა ვიცი. მაინც ძველი სიყვარულია, თან ანდროს აწამებს. :))

თავიდან ისეთი შესავალი აქ გაკეთებული მეთქი ამ ბიჭმა(ნიკამ) სასწაუკი ჩაიდინა მეთქი და ეს გოგო მიის სახელის ხსენებაზეც კაცს მოკლავსთქო და რავი....
თუ მართლა რაღაც ისეთი გაუკეთა მე მაგალითად არ მგონია რომ ვინმეს გასაბეაზებლადაც კი შეიძლება საერთოდ მოიხსენიოს ეგ ადამიანი..
ნუ აქ მთავარი გასარკვევია რა ჩაიდინა ნიკამ.. ამიტომ ველი გაგრძელებას იმედი მაქვს არ დააგვიანებ

 


№4 სტუმარი ფცვვბ

აუუუუ როდის დადეეეეებ

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუუუ რაღა იყო?! არ დადებ შემდეგს ოდესმე??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent