შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო (8)


27-07-2019, 11:21
ავტორი სელენე
ნანახია 487

ტანგო (8)

ცხოვრებაში აუცილებელია რომ ჯერ შიში განიცადო, რათა დარწმუნდე რომ ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის. დაგრჩება სიტყვები, რომლებიც არ გითქვამს საყვარელი ადამიანისთვის ვიდრე მისი სამუდამოდ დაკარგვის შიშის წინაშე არ დადგები. შემდეგ რა მოხდება? ინანებ... ინანებ მაგრამ ძალიან გვიან იქნება. მოგინდება ყველაფერი თავიდან დაიწყო, დრო უკან დააბრუნო. მაგრამ მწარე რეალობას ეჯახები... შენ ადამიანი ხარ და აცნობიერებ რომ შენს ძალებს აღემატება დროის უკან დაბრუნება... გარდაცვლილის გაცოცხლება... ამიტომ გტკივა... სული გტკივა და ნანობ უაზროდ დაკარგულ დროს და არაფერი გრჩება სინანულის გარდა...
*****

საავადმყოფოში უკვე მესამე კვირას ათენებდნენ... ინგას გიორგის კალთაში ედო თავი და ეძინა. ნინიც აქ იყო. ლუკას მხარს ამოფარებული შეშუპებულ თვალებს ისრესდა. ლიზამ და ბექამ როგორც კი გაიგეს ელენას ამბავი, საავადმყოფოში მივიდნენ. არცერთს არ მიუტოვებია ელენა არც ერთი წუთით. არცერთს არ უჭამია და სძინებია ნორმალურად. ყველა მოთმინებით ელოდა თავიანთი მხიარული მეგობრის გაღვიძებას. იმედს არცერთი არ კარგავდა. მთელი 21 დღის განმავლობაში ცოტნემ ყველა ღამე ელენას საწოლთან გაათენა. თითქოს ცდილობდა სიკვდილის ანგელოზი მისი სიახლოვით დაეფრთხო. მთელი ამ დროის განმავლობაში მაქსიმუმ 24 საათი ეძინა. ისიც თუ ჩაეძინებოდა. ახლაც, საავადმყოფოს დერეფანში ბოლთას სცემდა და ყოველ 10 წუთში აივანზე ღერს ღერზე ეწეოდა. თავის თავს არ გავდა. ჩაშავებულ თვალებში შიში ჩასდგომოდა და საგრძნობლად გამხდარიყო.
-მემგონი ჯობია სახლში წახვიდეთ და დაისვენოთ. დილით შეგიძლიათ ისევ მოხვიდეთ. პაციენტს ჩვენ მივხედავთ _მედდა სანდომიანი თვალებით შეჰყურებდა ცოტნეს.
-გიო ადე გოგოები სახლში წაიყვანე, ბექა თქვენც წადით დაისვენეთ და დილით მოდით, ელენასთან მე დავრჩები.
-მე არ მინდა წასვლა
-ლიზა გთხოვ ახლა ასეთ სიტუაციაში ნუ ვიჩხუბებთ. გააღვიძეთ ინგა და ჩემთან წადით.
-ცოტნე არც შენ ხარ კარგად. ყველაზე მეტად დასვენება შენ გჭირდება.
-ნინი თუ იმას გააკეთებთ რასაც გეუბნებით ხვალ მე წავალ სახლში და თქვენ აქ დარჩით. ახლა კი გთხოვ ბევრი არ მალაპარაკო. _ვერავინ გაბედა ცოტნესთან შეკამათება. ძალაგამოცლილი და დაღლილი ბავშვები გიორგიმ სახლებში დაანაწილა. ნინიმ თავის ოთახს მიაშურა.
-ინგა თავს მიხედე მიდი აბაზანაში შედი. მერე ცოტა ყავა დავლიოთ და დავიძინოთ _რობოტივით იმას აკეთებდა რასაც გიორგი ეუბნებოდა. იბანავა და თავისი ძმის ორჯერ დიდი მაისური ჩაიცვა. გაეღიმა მისი ოჯახის გახსენებაზე. ლაშას რომ ენახა ამ მაისურში აუცილებლად ჩაკეტავდა სადმე. ფეხშიშველი გავიდა სამზარეულოში. გიორგი უკვე იქ იჯდა და ელოდა. დაბნეული ინსტიქტურად მოქმედებდა. უხმოდ აიღო ყავა და ფინჯნებში ჩაყარა.
-ინგა კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ _21 დღის განმავლობაში პირველად ამოიღო ხმა
-ინგა ყურადღებით, მარილია ეგ _ახლა დააკვირდა საწყალი გოგო. ყავაში მარილი ჩაყარა. გაბრაზებულმა გადმოყარა ჭიქები მაგიდიდან. გიორგიმ ანერვიულებული გოგონა მკლავებში მოიქცია და თმაზე მიეფერა. იგრძნო როგორ დაუსველა გულმკერდი ინგას ცრემლებმა.
-მე იქ ვიყავი გიო. დავინახე როგორ ესროლა დიანამ, სისხლისგან იცლებოდა, გიო მე იქ ვიყავი და ვერაფერი გავაკეთე. ბოლოს მხოლოდ ელენას აცრემლებული თვალები ვნახე. ვერ ვივიწყებ იმ ცარიელ თვალებს. აღარ მინდა, ამდენს ვერ გავუძლებ.
-იტირე წითურო, იტირე. _აცახცახებულ გოგონას გულში იკრავდა გიორგი. არც თვითონ იყო კარგად მაგრამ იცოდა რომ ასეთ მომენტში ყველაზე საშინელი თანაგრძნობა და დამშვიდების მცდელობაა. გული სტკიოდა როცა ელენას პალატაში აპარატზე მიერთებულს, ხოლო მეგობრებს განადგურებულს ხედავდა. ინგა ნელნელა დამშვიდდა.
-ამას ავალაგებ, მაპატიე
-არაუშავს, დაჯექი მე ვიზამ _გიორგიმ ჭიქის ნამსხვრევები აალაგა და ყავა ხელახლა მოადუღა. ერთი ჭიქა თვითონ დაიდგა, ერთი ინგას მიაწოდა.
-მეშინია დაძინების _ისე ჩუმად თქვა ეს სიტყვები რომ მხოლოდ გიორგის გაეგო
-მე შენთან ვარ _გოგონას ხელი სახესთან მიუტანა -სანამ მე შენთან ვარ სიზმრებიც კი ვერ მოგეკარებიან _ფეხშიშველმა გაიარა სამზარეულო და საბანი თავზე გადაიფარა. რამდენიმე წუთში გიორგიც გვერდით მიუწვა. ასე უსაფრთხოდ თავი არასდროს უგრძვნია საწყალ ინგას. გადაღლის მალე ჩაეძინა. მშფოთვარედ, მაგრამ სულ არაფერს ჯობდა.
ყველაზე განადგურებული მაინც ცოტნე იყო. სტკიოდა მაგრამ როგორც შეეძლო უძლებდა. უჭირდა ელენას ყურება საწოლზე. ახსოვდა სოფელში გატარებული ყველა წუთი, ყველა ღიმილი და მხიარული სიცილი. ვერ იგდებდა თავიდან ელენას საოცარ ხმას. ეშმაკსაც კი მიჰყიდდა სულს ოღონდ ეს გოგო ისევ ფეხზე ენახა და ისევ მოესმინა მისი სიმღერა. ბრმად იყო შეყვარებული ამ გოგოზე და თვითონ გასწირავდა თავს ოღონდ ელენას დიდხანს და ბედნიერად ეცხოვრა. მხოლოდ მან, ელენამ და ღამემ იცოდნენ ცოტნეს ცრემლებზე. დაუმარცხებელი ცოტნე ვიბლიანი ყოველ ღამე ცრემლებს ვერ იკავებდა. სძულდა და აშინებდა ის მწარე სიმართლე რომ ელენას ვერასდროს ვეღარ გაეღვიძებდა. ქალის დასუსტებული ხელი ეჭირა და სთხოვდა გაღვიძებას. უყვებოდა თავის ოცნებებზე და სამომავლოდ ერთად განსაცორციებელ გეგმებზე უკითხავდა ლექსებს. ახლაც მის საწოლთან სკამზე იჯდა და მისთვის იმ ლექსს კითხულობდა რომელიც მხოლოდ მათ ეკუთვნოდათ. მხოლოდ მათი იყო და არასდროს არავისთვის გაზიარებას არ აპირებდნენ.
-პულსის დაცემამდე შემიყვარდი,
არანორმალურის სიმპტომებით,
სანამ გულის ღილებს შევიკრავდი,
კიდევ მეათასედ ვიომებდი.
ჰო,სიყვარულის მათბობს კოცონი
და ამ სითბოთი, დღემდე ვსულდგმულობ
მომინდა ახლაც ისე გაკოცო,
რომ შენი სუნთქვით ამოვისუნთქო.
იქნებ ამ საღამოს ღამის ორზე,
ვარსკლავთცვენაა და დაგიბედო,
მინდა, მზის ამოსვლას ალიონზე
შენი თვალებიდან შევეგებო.
მაგრამ ქარია და უფრო მეტი,
ბედი ჩვენს კალენდარს თარიღს უცვლის,
ნეტავ სხვამ რა იცის გამეტებით
რარიგ მიძნელდები და განგიცდი.
იცი? შევიშალე, ვეტოლები
ღმერთებს,დედამიწა დავიპყარი,
არანორმალურის სიმპტომებით
პულსის დაცემამდე შემიყვარდი.
რბიან დღეები და რაც დრო გადის
უფრო ახლოვდება განაჩენი,
თუნდაც არაფერზე მესაუბრო
ოღონდ ჩამეხუტე, გადავრჩები. _ცოტნე ალბათ ამაზე ცუდ მდგომარეობაში არასდროს ყოფილა. სახეს ცრემლები უსველებდა და ელენას გამხდარ, ცივი ხელს კოცნიდა.
-გაიღვიძე, არ შემიძლია ასეთს გიყურო. მჭირდები ელენა, ჰაერივით მჭირდები. არ გაქვს უფლება ასე მიმატოვო, არ გაქვს უფლება ახლა დამტოვო. არ გაპატიებ იცოდე. მჭირდები ელენა რომ გადავრჩე. მიყვარხარ... ღმერთივით მიყვარხარ... ელენა, მაპატიე ძალიან გთხოვ, ვერ დაგიცავი, პირობა დავარღვიე. თავს არ ვაპატიებ რომ დამტოვო. არც შენ გაპატიებ. _უკვე მეორედ აღიარა ასე ხმამაღლა რომ უყვარდა მწვანეთვალება ქალღმერთი. რცხვენოდა იმიტომ რომ არ იმსახურებდა ელენას სიყვარულს. მან ხომ შეშლილი დიანასგან დაცვაც ვერ შეძლო, ლევანისგან როგორ უნდა დაეცვა... ლოგინის კიდეს თავი დაადო და თვალები დახუჭა. ელენას ხელისთვის ხელი არ გაუშვია. ტკივილმა, სტრესმა და დაღლილობამ თავისი ქნა და ბიჭს სულ მალე უგონოდ ჩაეძინა. სიზმარში ელენა ნახა... თეთრი კაბა ეცვა და გაშლილი თმა მხრებზე დალალებად ეფინებოდა. ანგელოზის ღიმილით უღიმოდა ცოტნეს. ისევ ისეთი ლაღი და ბედნიერი თვალები ჰქონდა როგორც მანამდე სანამ ის ამბავი მოხდებოდა. შემდეგ დაბნელდა. ყველაფერი გაშავდა თეთრკაბიანი ელენას კაბა სისხლით შეიღრბა, გაფითრებული და გამხდარი გახდა. რაღაცას ეუბნებოდა ცოტნეს მას კი უკვე აღარაფერი ესმოდა. უფრო სწორად ესმოდა, მაგრამ თითქოს ამ სიტყვის მნიშვნელობა დავიწყებოდა. გაღვიძებას ცდილობდა და არ გამოსდიოდა. 'მიშველე' უყვიროდა ელენა სიზმრიდან. შეშინებულ ცოტნეს გაეღვიძა... ელენა კანკალებდა, თითქოს კრუნჩხვები დაეწყო. დერეფანში გავარდა და აყვირდა. ექიმები სასწრაფოდ შეცვივდნენ პალატაში. ცოტნემ სცადა შესულიყო მაგრამ მედდამ არ შეუშვა. განერვიულებული ცოტნე დერეფანში უაზროდ დადიოდა. სიგარეტი მოუნდა მაგრამ შენობაში ვერ მოწევდა. ვერც გარეთ გავიდა, ეშინოდა ექიმი რომ გამოსულიყო და იქ არ დახვედროდა. ნახევარი საათი გაატარა ლოდინში. პალატიდან ლურჯხალათიანი ექიმი გამოვიდა. ცოტნე შეშლილივით მიეჭრა
-როგორ არის?
-ახლა კარგად. გული გაუჩერდა მაგრამ ყველაფერი გამოვასწორეთ. კარგიც არის რომ შეტევა ჰქონდა. კომიდან გამოვიდა. გილოცავთ და გამოჯანმრთელებას გისურვებთ. _სიხარულისგან ცოტნეს ენა ჩაუვარდა
-ახლა, ახლა ელენას ღვიძავს?
-ახლა არა. დასვენება სჭირდება, შეგიძლიათ დილით ინახულოთ. _ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დავფრინავდი. მეცხრეზე არა, მეასეზე.. ჩემმა ელენამ, ჩემმა მწვანეთვალება ქალბატონმა სიკვდილი დაამარცხა. ჩვენ ისევ შევძლებდით გაგვეთენებინა სოფელში, მას ჩემთვის ემღერა, მე მისთვის ისევ წამეკითხა 'პულსის დაცემამდე'... ჩვენ შევძლებდით ისევ გვეცეკვა ტანგო... საათს დავხედე. დილის შვიდი საათია. გიორგის ნომერი ავკრიფე და დავურეკე
-ცოტნე, რამოხდა?
-გაიღვიძა , ელენამ გაიღვიძა
-მადლობა ღმერთს. ღმერთო ჩემო მოვდივარ ცოტნე სულ მალე მაქ ვიქნები. _ტელეფონი გათიშა და ლოგინიდან წამოვარდა
-ჭარხალა ადექი მივდივართ, ელენამ გაიღვიძა. _ინგა წამოვარდა. სიხარულით ოთახიდან ოთახში დარბოდა, ნინიც გააღვიძა, რომელმაც ლიზას დაურეკა. უცებ მოწესრიგდნენ და საავადმყოფოში წავიდნენ.
ცოტნე ადგილს ვერ პოულობდა. ელენას ნახვა უნდოდა. ექიმმის გასინჯვის შემდეგ მიიღო ნებართვა და პალატაში შევიდა.

პალატაში შევედი. ჩემი ქალბატონი ლოგინზე იჯდა, მწვანე თვალებით მიყურებდა და თავისი საოცარი ღიმილით მიღიმოდა. თავიდან ვერ მივხვდი რაუნდა მეთქვა ან რაუნდა გამეკეთებინა. ელენამ ხელები ფართოდ გაშალა. მეც აღარ დავაყოვნე და გულში ჩავიკარი ჩემი მწვანეთვალება.
-"თუნდაც არაფერზე მესაუბრო,
ოღონდ ჩამეხუტე, გადავრჩები." _ელენას ხმამ საერთოდ დამარწმუნა რომ სიზმარში არ ვიყავი. შუბლზე ვაკოცე
-შენ ჩემი გესმოდა, ჩემთან იყავი _პატარა ხელები ჩემს ხელებში მოვიქცე და ტუჩებთან მივიტანე
-ყველაფერი მესმოდა რასაც ამბობდი
-მომენატრე
-მეც ძალიან მომენატრე. ცოტნე ეს რაარის რამდენიხანია ნორმალურად არ გძინებია, როგორ გამხდარხარ. _ჩემი ანგელოზი თვითონ საავადმყოფოში იწვა და მაინც ჩემზე ზრუნავდა
-მე კარგად ვარ. შენ როგორ გრძნობ თავს?
-ახლა უკეთ. _პალატაში ნინი, გიორგი, ლიზა, ინგა და ბექა ერთდროულად შემოვიდნენ. ყველა რიგრიგობით მოეხვია ავადმყოფს, ულოცავდნენ ერთმანეთს და ელენას გამოჯანმრთელებას უსურვებდნენ. პალატაში სიხარული და ბედნიერება უფრო და უფრო იზრდებოდა.
-ბავშვებო თუ შეიძლება გარეთ დაგველოდეთ. პაციენტი უნდა გავსინჯო. _სახეგაბრწყინებული ბავშვები პალატიდან გამოვიდნენ. დაახლოებით 7 წუთში ექიმიც გარეთ გამოვიდა.
-რამე პრობლემაა?
-არანაირი. 2-3 დღეში პაციენტს გავწერთ, მისი გადაღლა ჯერ კიდევ არ შეიძლება. ჭრილობა არ შეხორცებია. ძალიან კარგი იქნება რამდენიმე კვირით ქალაქგარეთ თუ გაიყვანთ. სუფთა ჰაერი გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.
-ქალაქგარეთ კიარა მთვარეზე წავიყვან თუ საჭირო იქნება
-ჭკუაზე არაა ბიჭი _გაეცინა ლიზას
-როგორ უნდა ვიყო დალაგებული გოგო, ბედნიერებისგან სადაცაა ჭკუიდან შევიშლები. _ცოტნე პალატაში შებრუნდა და ისევ ჩაეხუტა ელენას. 'გულში შეიძლება მილიონი ვინმე ჩაიხუტო მაგრამ მხოლოდ ერთი შეიძლება მიხვდეს როგორ გიცემს'.
-როგორც კი გაგწერენ მაშინვე სადმე წავალთ, ქალაქგარეთ
-რატომ?
-ექიმმა თქვა ჯობიაო
-და კონკრეტულად სად მივდივართ?
-შენ აარჩიე
-ნებისმიერ ადგილას წამიყვან?
-ჰო
-ამერიკაში?
-მეღადავები ხო?
-აბა ყველგანო?
-ყველგან მაგრამ რამ მოგაფიქრა ამერიკა?
-რატო, სახლი მაქ იქ, ვირჯინიის ერთ-ერთ სოფელში, ძალიან გავერთობით. ჩემს ოჯახსაც გაგაცნობ?
-მართლა სერიოზულად ამბობ?
-ხარჯებს მამაჩემი დაფარავს
-ხარჯებზს როდის მერე ვწუწუნებ. ეგ სისულელე მეორედ არ თქვა.
-ანუ წავიდეთ? ყველა?
-შენ თუ ასე გინდაა. _ბედნიერი ელენა ცოტნეს გადაეხვია.
-რაგჭირს?
-ცოტათი მეტკინა
-ექიმს დავუძახო?
-არა, კარგად ვარ.
-ნამდვილად?
-ხო. დიანა სადარი?
-არ გვინდა ამაზე საუბარი
-მითხარი რამოხდა.
-საგიჟეთში. ფსიქიკური პრობლემები ჰქონია. წამლებსაც სვავდა თურმე.
-რანაირად?
-რავიცი ელენა, მეც არაფერი არ ვიცოდი _გოგომ ღრმად ჩაისუნთქა
-ბავშვებს როდის ვუთხრათ ამერიკაზე?
-რა ამერიკაზე?
-რადა ქალბატონმა გამოაცხადა ამერიკაში გამოვჯანმრთელდებიო
-მთავრეზე მო*მა არ გინდა? _ლიზამ დაქალს ხმაურიანად აკოცა
-რაღა ამერიკა მოგინდა გოგო? _ჰკითხა ინგამ
-ბავშვებო რატო არა სულ კიარ გვექნება შანსი, თან ახლა სეზონია კონცერტები და რამე და მამაჩემის ახალი ცოლის გაცნობაც მინდა. ძაან გავერთობით
-დედაჩემი გააფრენს რომ ვეტყვი ამერიკაში მივდივარ თქო _ინგამ ხელები გადააჯვარედინა
-ცოტნე ჩვენც ჩვენებს ვნახავთ
-ინგა შენ პრობლემას გიორგი მოაგვარებს ხო გიო?
-დაიცა რატომ გიორგი?
-ხო რატომ მე?
-კარგით რააა ბავშვებო _ელენამ მუდარით გახედა გიოს -ინგას ძმას მაგრად დაევასე. თუ რამე ისიც წავიყვანოთ.
-არმინდა ჩემი ძმა წამოვიდეს
-მაშინ რომ გამწერენ დავდგეთ დედაშენს და მამაშენს
-ამერიკაში წასვლა რომ 2 კვირით გადაგვედო ბეშუმში წავიდოდით შუამთობაზე ჩემთან აჭარაში
-ძალიან მაგარი აზრია ელენა თან შენც მოგიხდება მთის ჰაერი
-ხო მეც მომწონს ინგას იდეა
-როდისაა შუამთობა?
-აგვისტოს 3-4 რიცხვებში.
-ესეიგი გადაწყვეტილია.
-და კონკრეტულად სად მივდივართ?
-ნათელათში
-ნათე... სად?
-ნათელათში გაუნათლებელო_გიორგიმ ინგას მზერას თვალი აარიდა. ბედნიერი ბავშვები ექიმმა პალატიდან გამოუშვა. სამ დღეში ელენა გაწერეს. ცოტნე ერთი წუთით არ მოშორებია. ინგა და გიორგი ისევ ისე ჩხუბობდნენ თუმცა უცნობიც კი შეამჩნევდა რომ გიჟდებოდნენ ერთმანეთზე. ნინი და ლუკაც დაახლოვდნენ. ცოტნე თავიდან ცუდად განეწყო ამ ურთიერთობის მიმართ, მაგრამ ელენამ გააფრთხილა არ ჩარეულიყო. წასვლამდე 1 საათით ადრე ყველა სამზარეულოში იჯდა და ყავას სვამდა.
-იქ რომ ჩავალთ რა უნდა ვაკეთოთ?
-დღისით კონცერტებზე ვივლით, სოფელს დავათვალიერებთ. ღამით კოცონი დავანთოთ და სიმინდი შევწვათ.
-სიმინდს სად ვიშოვოთ?
-მეზობლის ყანიდან ავიღებთ.
-ჭარხალა ვერ ხარ ხო?
-გეტყობა არასდროს გიჭამია მოპარული სიმინდი
-არა, არასდროს. _მეგობრები გულიანად დასცინოდნენ გიორგის
-ბავშვებო მე და ბექამ გადავწყვიტეთ რომ 1 სექტემბერს ჯვარი დავიწეროთ. ყველანი დაპატიჟებულები ხართ. _ბედნიერი თვალები მიანათა ლიზამ ბექას.
-მეჯვარედ ვინგყავს?
-ელენა რათქმაუნდა
-ანუ იმ დღეს ელენა მეჯვარის ტრადიციულ ატმისფერ კაბას იცმევს?
-რაც უნდა ის ჩაიცვას
-ჩემს ელენას ყველაფერი უხდება _ცოტნემ ელენას ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.
-1 თვეც და უნივერსიტეტი მეწყება
-ამ ერთ თვეში უამრავ რამეს მოვასწრებთ. _მგზავრობა საშინლად დამღლელი და 'დაუსრულებელი' აღმოჩნდა. აჭარის მთებში ბავშვები უკვე საოცარი პეიზაჟებით ტკბებოდნენ. ამ პატარა და მზიან კუთხეში ბალახიც კი სხვანაირად მწვანე იყო. სახლები ერთმანეთთან ახლოს იყო აშენებული და ლამაზად მოვლილი ბოსტნები, ბაღები შემოღობილი. უზარმაზარი, ტყით დაფარული მთები ამაყად დასცქეროდა სანახაობას. მანქანა ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა. ბავშვებმა მეზობელი სახლის ეზოში მოხუცი ბაბუები შეამჩნიეს, სასიამოვნოდ რომ შეჰპარვოდათ თმაში ჭაღარა. ორი მათგანი ნარდს თამაშობდა, დანარჩენები რაღაც თემას განიხილავდნენ და თან თამაშს ადევნებდნენ თვალს. აქვე იყვნენ მოხუცი, 'სოფლის თვალი' ბებიებიც, რომელთაც ახალგაზრდა ქალმა ლანგრით ყავა მიართვა. სახლი ისე მაღლა იყო რომ მთელი სოფელი ხელისგულივით ჩანდა აღტაცებული ბავშვები ბედნიერი თვალებით ათვალიერებდნენ გარემოს.
-აბა როგორ მოგწონთ ნათელათი? _იკითხა ინგამ
-ამ მთის სახელი სულ მავიწყდებ? _ყბა ჩამოუვარდა გიორგის
-ნათელათი ქვია შე მართლა გაუნათლებელო. _დასცინა ლიზამ
-აუუ ძაან მაგარია, მთელი 3 დღე აქ ძაან გავერთობით.
-სახლში ხომარ შევსულიყავით? _არანაკლებ ლამაზად იყო სახლი მოწყობილი. კედლებზე ყავისფერზოლებიანი შპალერი აეკრათ. ჭერი და ბუხარი მთლიანად მოჩუქურთმებული იყო. მხოლოდ სამზარეულოში შეხვდებოდით ახალ ტექნიკას. ავეჯიც კი ძველებური იდგა. მისაღებში პლაზმური ტელევიზორის წინ DVD Player-ი და 20-მდე ფილმის დისკი იდო.
-ძალიან მაგარი სახლია ინგა
-ვიცი ნინი, მიხარია რომ მოგეწონათ. _ბიჭები აივანზე გავიდნენ მოსაწევად. გოგონებმა კი პროდუქტების ამოლაგება დაიწყეს.

-ცოტნე რახდება ვერ დაგეკაპარაკე აქამდე, შენ და ელენა რასშვრებით?
-ამბოლო დროს ყველა მაგას მეკითხებით მშვიდობაა?
-მშვიდობაა, მართლა რახდება ტო?
-ერთად ვართ, მინდა ჩემებს გავაცნო ახლა რომ ჩავალთ ამერიკაში.
-მაგაზე უკვე სერიოზულად ფიქრობ ხო?
-კი , გიო თქვენთან რახდება.
-ვხოცავთ ერთმანეთს და იბუტება მერე ვრიგდებით და მერე ისევ ვხოცავთ.
-გაები ძმაკაც? _გაუცინა ცოტნემ
-გავები, გავები. ხანდახან ისე მიშლის ნერვებს ჭკუიდან გადავყავარ, ხანდახან კიდევ ანგელოზია. ვაფშე სხვანაირი გოგოა, მხიარული და ძალიან ბავშვური.
-ბექა ქორწილს სად იხდი?
-სვეტიცხოველში დავიწერთ ჯვარს და მერე 'დაისში'. ლიზას დიდი ქორწილი უნდა.
-ასწორებს_ჩაილაპარაკა ცოტნემ
-ლევანისგან რაისმის?
-ვაფშე არ გამოსულა კონტაქტზე, ასე გავიგე საზღვარგარეთ მოხიაო.
-რაღაცას ხლართავს ეგ .
-ბაზარი არაა, ეგ სანამ არ 'გასაღდება' არ მოჯდება.
-ბიჭებო შემოდით არ გშიათ?
-მოვალთ ნინი, შედი შენ. _საჭმელი უცებ შეჭამეს და აალაგეს. ინგამ ტელევიზორი ჩართო
-ბავშვებო რას ვუყუროთ?
-რეები გვაქ გააჩნია
-ჰარი პოტერის ყველა ნაწილი, ტკბილი ნოემბერი, ცხოვრება მშვენიერია, ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა, სიმართლე თუ მოქმედება ორი ნაწილი.
-'ცხოვრება მშვენიერია'ს ვუყუროთ. _ეზოში ვიღაც ინგას ეძახდა ბოლო ხმაზე. ბავშვები გარეთ გამოვიდნენ. ჭიშკართან ძალიან სიმპათიური, შავგვრემანი ბიჭი იდგა, კუპრივით შავი თვალებით უყურებდა უცნობებს. ინგა სირბილით მივარდა და ბიჭს გადაეხვია. ბიჭმა ინგა ჰაერში დაატრიალა. სანახაობით გაოცებული გიორგი მტრული თვალებით უყურებდა ახალგამოჩენილს და საშინლად ეჭვიანობდა.
-ბაქარ ძალიან მომენატრე
-მეც ქაჯო, აქეთ ვიყავი და სახლში სინათლე რომ ვნახე ანთებული გამიკვირდა ხომარ ჩამოვიდნენ მეთქი.
-მე და ჩემი მეგობრები ჩამოვედით. წამო რა გაგაცნობ _ინგამ ბიჭი ბავშვებთან მიიყვანა
-ბავშვებო ეს არის ბაქარი, ჩემი ბავშვობის მეგობარი. ბაქარ ეს ნინი, ნინის ძმა ცოტნე მაგის შეყვარებული ელენა, ბექა და მისი საცოლე ლიზა. ჰო და ის ველური გიორგია
-სასიამოვნოა _თბილად გაიღიმა ბიჭმა, საპასუხოდაც თბილი ღიმილი მიიღო ყველასგან
-გოგო ისე გამიკვირდა შენ და ტატო რო ცალცალკე ჩამოხვედით
-ტატო აქარი? _სახე მოექუფრა ინგას
-არიცოდი?
-იცი, ჩვენ დავშორდით. ერთად აღარ ვართ
-რამოხდა ასეთი. არა რაღაც მითხრა ტატომ მარა ნორმალურად ვერ გავიგე. კაროჩე რამინდა გითხრა რა. ამაღამ ბავშვები გამოვლენ, დაახლოებით თხუთმეტ წუთში კოცონის დანთებას ვაპირებთ ბორბლებით. ხო გამოხვალთ?
-სად გამოვიდეთ?
-ძველ წრიულთან _ვერავინ მიხვდა რა იყო ეს ძველი წრიული სანამ ყველამ თავისი თვალებით არ ნახა. ეს იყო მრგვალი, დაახლოებით 1 მეტრი სიღრმის აუზის ფორმის ნაგებობა. შიგნით ბორბლები ეწყო. ზედმეტი ბორბლებიც ძალიან ბევრი ჰქონდათ.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჭვარტლის კერაში _სიცილით უთხრა ინგამ ბავშვებს.
-ბორბლებს რატომ წვავთ გეხვეწები?
-რა სულელი ხარ ელენა. უფრო დიდი ცეცხლია და უფრო დიდხანს არ ქრება. _ბაქარი ახალმოსულებს მიეგება. მათ გარდა დაახლოებით 8-9 ბავშვი იყო. ყველა გაიცნეს მაგრამ ყველას სახელები ვერცერთმა ვერ დაიმახსოვრა. ერთმანეთში ერეოდათ. კოცონს შემოუსხდნენ. ზოგი ერთმანეთის ბავშვობას იხსენებდა, ინგა და ბაქარი ერთმანეთს დასცინოდნენ
-მე და ბაქარი რომ პატარები ვიყავით, ყოველ დღეს ტყეში დავდიოდით. ბაქარს გრძელი ხუჭუჭა თმა ჰქონდა ხოდა ერთერთი ამ ტყეში ბოდიალის დროს ციყვმა დაასკლინტა თმაზე. თავიდან რაიყო ვერმივხვდით უფრო სწორად არც შეგვიმჩნევია მერე სახლში რომ მივედით და დეიდა თიკომ ნახა დაიწყო ტირილი. ციყვის სკლინტი გახმარიყო და თმიდან ვერ ამოვაცლეთ, ამიტომ შეჭრა მოუწია და იმის მერე არც თმა გაუზრდია
-ეგ რაარი. ინგა რომ პატარა იყო და ბაღში დავდიოდით თხის კურკლებს აგროვებდა და პედაგოგთან მიჰქონდა კენჭები მოგიტანეთ მასწავლებელოო. _ბაქარი და ინგა ისეთ რაღაცეებს ყვებოდნენ თავიანთ ბავშვობაზე რომ დანარჩენებს სიცილისგან მუცლები ასტკივდათ. ბოლოს ბაქარმა გიტარა აიღო.
-ვინმემ იცის დაკვრა?
-კი ელენამ იცის, თან მაგრად მღერის _ლიზამ ბექას მხრიდან თავი აიღო
-მაშინ დაგვიკარი ქალბატონო.
-რა დავუკრა?
-შენ რაც გინდა. _ელენამ გიტარა მუხლებზე დაიდო და თავისი საყვარელი 'ცისფერი კესანები' იმღერა.
-შორით თავს გიხრი და შორით გესალმები
გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს
შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები
სულში ამოდიან და თინათინობენ
თუ უზენაესის გამჩენის ცრემლი ხარ
ტკივილით მითხარი რა მელის ცოდვიანს
ო რა კარგი და რა მშვენიერი ხარ
შენს ცისფერ ყვავილებს რა ტანჯვა სცოდნია
ჭადრის ტოტებზე სხედან ჩიტები
ნატვრის თვალისო გინდა მიგნება
ყველაზე მეტად მე დღეს მჭირდები
ხვალ ჩემი ძვლებიც აღარ იქნება
შორით თავს გიხრი და შორით გესალმები
გზებზე გაგიკიდებ ანთებულ ჭრილობებს
შენგან ნაჩუქარი ცისფერი კესანები
სულში ამოდიან და თინათინობენ (პ.ს თუ ვინმე გიტარაზე უკრავს შემიძლია აკორდები მივცე) _ელენამ სიმღერა დაასრულა და მეგობრებისგან აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. შემდეგ რამდენიმე სიმღერა ყველამ ერთად შეასრულა.
-ცოტნე შენ არაფერს არ წაგვიკითხავ? _ეშმაკური თვალებით გახედა ინგამ
-რა გინდა გოგო რატომ არ მეშვები
-წაიკითხე რა _სთხოვა ელენამ. ცოტნეს გაეღიმა და თან გაუხარდა რომ ელენამ სთხოვა და გიორგი ლეონიძის 'ჯივჩაღის პაემანი' წაიკითხა
-ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო
როცა ზაფხული რუსთაველისა,
ნეტამც ბადაგი არ დამელია
და იმ დღეს ხმალი არ ამელესა!

ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, 
შემოვამტვერე გზები ტრიალი,
მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები,
ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი!


მაგრამ თვითონაც დაილეწება,
დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, 
მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი,
თავი შუაზე გადამიჩეხა!

მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდის ნისლები...

მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
ვარდის ფურცლობის ნიშანი არი
და დრო ახალი პაემანისა!.. _ცოტნემ აჟიტირებულ ბავშვებს თავი დაუკრა
-სხვათაშორის ლექსებს ბაქარიც კარგად კითხულობს
-ინგა დღეს არ ნებდება
-მიდი რა წაიკითხე ჩემი ხათრით.
-შევხვდებით ისევ, როცა სული გრძნობებს დანამავს,
ბახუსში ბოლო ღერით ვტკბები, მეტი არამაქვს,
ვერაფერს ვშველი საკუთარ თავს რეჟიმს არეულს,
გადაკარგული შენც მიპოვნი სადმე გარეულს,

ავად ვიყავი, ისე მძიმედ თითქოს ვკვდებოდი,
დაბრმავებული ამ ყველაფერს ვეღარ ვხვდებოდი,
შენთან მოსვლისთვის ეს მანძილი მგონი დიდია,
ბოლო შანსი კი ჩამტვრეული გრძნობის ხიდია,

შევხვდებით ისევ, როცა ნუში იყვავებს ბაღში,
ვეღარ ეტევა ჩემი სული, წყეულ ამ ტანში,
ნერვებს მიტოკავს დარჩენილი ოხრად წუთები,
ცხოვრებისგან კი სანუგეშოდ მრჩება ხურდები,

დროს ვერ ვაჩერებ, არაფრისმთქმელ სიტყვებს მაყრიან,
დღეს ენძელები უშენობით თავებს დახრიან,
გაიყინება, ჩემი სული ალბათ ეს დარდიც,
სურნელი მხიბლავს, სისხლისფერი ეკლიან ვარდის,

ბოდიშს მოვიხდი ქალბატონო, ჩემი არ გჯერათ?
ერთ ჭიქას დავლევ, უხმოდ გავალ ახლა ამჯერად,
შემდეგ დავთვრები, კვლავ დავუწყებ დაკერვას კახპებს,
ხვალ დილით ვნახავ, ცხოვრებისგან გახსნილ სხვა კარტებს,

მაგრამ შევხვდებით, როცა სული გრძნობებს დანამავს,
ბახუსში ბოლო ღერით ვტკბები მეტი არამაქვს,
ვერაფერს ვშველი, საკუთარ თავს რეჟიმს არეულს,
გადაკარგული, შენც მიპოვნი სადმე გარეულს

-სხვა დროს გალაქტიონის ლექსები მოგვიმზადეთ _ბიჭებს გაეცინათ.
-მგონი დროა დავიშალოთ ნახევრად გძინავთ _თვალი გადაავლო ბაქარმა მეგობრებს. ბავშვები წამოიშალნენ. ხალხს ერთი ბიჭი გამოეყო და ინგას და გიორგის მიუახლოვდა. ინგა დაიძაბა. შემდეგ გიორგის ხელი იგრძნო წელზე
-გამარჯობა ყოფილო, ვხედავ დროს უქმად არ კარგავ _გიორგის ხელს დახედა
-შენთვის ცხვირის ჩალეწვა არ იყო ხომ საკმარისი, როდის უნდა გააცნობიერო რომ აღარმაინტერესებ?
-სარკეში ჩაიხედე
-საკითხავია შენ თუ გაქვს სახლში სარკე. როგორც ჩანს ყველა ვერ აღიქვამს რეალურ სილამაზეს. ეს იქნება გარეგნული თუ სულიერი
-შენი ბიჭი ხოდზეა _გაეცინა ტატოს
-რამე პრობლემაა? _ცოტნე და ბექა სიტუაციას შორიდან ადევნებდნენ თვალს.
-კი, შენი ძმაკაცი ჩემს საცოლეს ხელებს უფათურებს
-რა საცოლეს ბიჭო შენ ნორმალური თუ ხარ?
-აქ წამოსვლამდე მამაშენს შენზე ველაპარაკე. თანახმაა რომ გახდე ჩემი ცოლი. ბედნიერებასა და სიხარულ... _გიორგიმ სიტყვის თქმა არ აცალა. მუშტი პირდაპირ ყბაში დაარტყა. ტატო ამჯერად არ წაქცეულა. შემდეგი მუშტი გიორგის მოხვდა. სხვებიც ჩაერივნენ და დაიწყო აყალმაყალი. გოგოები ცდილობდნენ გაეშველებინათ. საწყალი ელენა უკვე ტიროდა. ბოლოს ბაქარმა იკისრა შუამავლობა და ბიჭები დაწყნარა. დასისხლიანებული ტატო ამრეზით უყურებდა ხან ინგას ხან გიორგის
-მორჩა გეყოფათ. თქვენი პრობლემები აქ გასარჩევი არაა, წადით და სადაც გინდათ იქ დახოცეთ ერთმანეთი. _შეშინებული გოგოები სახლში შეცვივდნენ. ცოტნე, ბექა და გიორგიც მათ მიჰყვნენ
-არა თქვენ არ შეგიძლიათ ხომ მუშტების ქნევის გარეშე გადაჭრათ პრობლემა
-გოგო ვერ გაიგე რა თქვა იმ გამოსი*ებულმა?
-გავიგე მაგრამ მაგიტომ ატეხე ეს აყალმაყალი?
-პრინციპის ამბავია გოგოები მაგას ვერ გაიგებთ
-ვაიმე გიორგი არ შეიძლება ყოველთვის როცა ტატო სისულელეს იტყვის მუშტები ურტყა
-რატომ არ შეიძლება? _ინგა დაიბნა
-იმიტომ რომ შეიძლება შემოგაკვდეს, ცოდოა
-შენ იმაზე ნერვიულობ რომ შემომაკვდება თუ მართლა გეცოდება
-აუ გიორგი რაგინდა რააა, ხელები დაიბანე და მოწესრიგდი, სისხლით ხარ დასვრილი მთლიანად.
-ნუ იკბინები
-გიორგი!
-კარგი ხო, ოღონდ შენ დაშოშმინდი

-ცოტნე რა ჯანდა მოხდა იქ ამიხსენი _ატირებული ელენა ოთახში მიმოდიოდა
-რა გატირებს?
-ცოტნე თემას ნუცვლი
-აუ ელენა რანაირად აგიხსნა ახლა
-ეცადე
-ატრაკებ
-ცოტნე !
-კარგი ხო, იმ ტიპმა გიოს რომ ელაპარაკებოდა თქვა ინგას მამას ხელი ვთხოვე ინგასიო და გიომაც დასცხო
-რანაირად? ეგ ინგას ყოფილი არაა? მოიცა უკან, ესეიგი მაგის გამო ატეხეთ ჩხუბი? _ელენამ სუნთქვა ძლივს დაარეგულირა.
-აუ ელენა არ დაიწყო რა გთხოვ. შენ რა გჭირს რატომ იტირე?
-შემეშინდა
-რისი გოგო, არ გადამრიო. ვინმემ რამე ხომარ გითხრა
-რომც ეთქვა ახლა ზუსტად შენ გეტყოდი რაა, შეხედე რა დღეში ხარ
-ელენა ვინმემ რამე გითხრა?
-არა თქო ვერ გაიგე, თუ შეიძლება იბანავე და ჭრილობებს მიხედე.
-არაფერი არ მომივა
-მაშინ რაც გინდა ის ქენი _მომაძახა ელენამ და ოთახიდან გავიდა. დღევანდელი მისი სიმღერა ჩემს გონებაში დაუსრულებლად ტრიალებდა, საიდან აქვს ასეთი საოცარი ხმა, თვალებზე რომ არაფერი ვთქვა. ისეთი ლამაზი იყო როცა გიტარას უკრავდა რომ ანგელოზსაც შეშურდებოდა. ეგრეა, როცა ადამიანი გიყვარს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ის გეჩვენება. მისი ხმა ყველაზე საამო და ტკბილად მოსასმენია. ტანსაცმელი გავიხადე და აბაზანაში შევედი.

ლიზამ და ბექამ ოდნავ იკამათეს. ახლა სამზარეულოში ყველა ელენას გაკეთებულ ყავას სვამდა და დუმილის დარღვევას არცერთი არ ცდილობდა.
-არ გეძინებათ? _ბოლოს ნინიმ ამოიღო ხმა
-ოთახები ბლომად არი, ვისაც სად გინდათ იქ დაიძინეთ, ყველგან გამოცვლილია თეთრეული
-ღამემშვიდობისა. _ლიზა და ბექა პირველ ოთახში აპირებდნენ დაძინებას. ნინი დერეფნის ბოლოს. ინგა და ელენა გვერდიგვერდ. ცოტნე და გიორგი მათ პირდაპირ.
-შენ მიდი მე ცოტახანს კიდევ დავრჩები. _გიორგი დასაძინებლად წავიდა. ცოტნე დივანზე წამოწვა და ტელეფონი აიღო.

იმის მაგივრად რომ ჩემს ოთახში შევსულიყავი ინგას ოთახის კარი შევაღე
-ჭარხალა გძინავს?
-უკვე აღარ შრეკ.
-ჩემზე ნაწყენი ხარ?
-არა, გაბრაზებული ვარ.
-გაბრაზებას ეშველება. _ლოგინის კიდეზე ჩამოჯდა და წითურ თმაზე ხელი გადაუსვა.
-რატომ არ იძინებ?
-ვერ ვიძინებ შენ გარეშე
-ნუ ბოდიალობ, წადი დაიძინე და მეც დამაძინე
-დაგაძინო? _გიორგი გოგოს მიუწვა
-არა შრეკ, ეგ არ მიგულისხმია, ადექი და შენს ოთახში წადი.
-დაიძინე და დამაძინეო, უფროსი შენ ხარ.
-გიორგი გაიწიეეე _ხელი ჰკრა გოგომ.
-მოისვენე ინგა თორემ გადაგაგდებ
-ჩემი ლოგინია
-მერე რა, არაა ტატო ჩემი გაზრდილი რომ ვცემე
-ნუღარ მახსენებ რა
-მაშინ დაიძინე.

ღამის სამ საათზე წყურვილმა გამაღვიძა. სამზარეულოში გავედი და ჭიქა გავავსე. მისაღებში დივანზე ვიღაც იწვა. გამიკვირდა როცა იქ ცოტნე აღმოვაჩინე
-ცოტნე გაიღვიძე, აქ რაგინდა?
-მძინავს გოგო ვერხედავ?
-ხოდა სადგძინავს ვერხედავ?
-აუ ელენა შენ ხომ კაცს არ დაასვენებ
-ადექი და ოთახში გადი დასაძინებლად
-არის ბოს. _ცოტნე დივნიდან ბარბაცით ადგა და ელენას ოთახში შევიდა. ელენაც უკან მიჰყვა
-ცოტნე გთხოვ ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ
-არ მინდა მარტო დაძინება
-რასქვია არგინდა ცოტნე, კაი რაა, ძაან გათამამდი უკვე
-აქამდე არ ვიყავი?
-ცოტნე, ისიც გეყოფა საავადმყოფოში რასაც მითენებდი, დაიძინე ახლა რა
-ელენა საავადმყოფოში შენი სამუდამოდ დაკარგვის შიში მქონდა, ახლა კი შენ ჩემთან ხარ. არ მინდა ოდესმე ვინანო რომ შანსი მქონდა და არ გამოვიყენე. ძალიან მიყვარხარ და არ მინდა შენგარეშე თუნდაც ერთი დღე გავატარო. ახლა კი გთხოვ მორჩი წუწუნს და ჩემთან დაიძინე
-ბავშვები რას იტყვიან
-აუუ ნუ შეჭამე ტვინი ამ ფრაზით. ყველამ ძაან კარგად იცის რომ მეკეტება შენზე. ახლა კი გეხვეწები დაწექი თორემ დილით საშინელ ხასიათზე გამეღვიძება. _ელენა საწოლში შეძვრა. ცოტნემ გოგონა გულზე მიიკრა. მართალი ყოფილა 'ყველაზე სასიამოვნო იმ სხეულის შეხებაა რომლის სულიც სიგიჟემდე გიყვარსო'.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ინგა მიქელაძე

ზედმეტად კარგი წასაკითხი იყო❤ბოლომდე გრძნობ იმას რასაც კითხულობ და უბრალოდ რთულია თავლი ადევნო ამ ყველაფერს უემოციოდ❤ყოჩაღ ირო ძალიან მიყვარხარ❤

 


№2  offline წევრი ჟოზე

მე დასასრულს ველოდები და ერთად წავიკითხავ მერე ...
ირინკა ❤

 


№3  offline წევრი სელენე

ინგა მიქელაძე
ზედმეტად კარგი წასაკითხი იყო❤ბოლომდე გრძნობ იმას რასაც კითხულობ და უბრალოდ რთულია თავლი ადევნო ამ ყველაფერს უემოციოდ❤ყოჩაღ ირო ძალიან მიყვარხარ❤


მადლობა დიდი ???? მეც ძალიაააან მიყვარხარ

ჟოზე
მე დასასრულს ველოდები და ერთად წავიკითხავ მერე ...
ირინკა ❤


ფინალამდე გავდივარ <3 კატასტროფას გიმზადებ ჩემოსაყვარელო ????????

 


№4  offline წევრი ჟოზე

სელენე
ინგა მიქელაძე
ზედმეტად კარგი წასაკითხი იყო❤ბოლომდე გრძნობ იმას რასაც კითხულობ და უბრალოდ რთულია თავლი ადევნო ამ ყველაფერს უემოციოდ❤ყოჩაღ ირო ძალიან მიყვარხარ❤


მადლობა დიდი ???? მეც ძალიაააან მიყვარხარ

ჟოზე
მე დასასრულს ველოდები და ერთად წავიკითხავ მერე ...
ირინკა ❤


ფინალამდე გავდივარ <3 კატასტროფას გიმზადებ ჩემოსაყვარელო ????????

მომენატრე და გამოჩნდი ❤❤

 


№5  offline წევრი anako

სიკალულები არიან ესენი ირინკკ წარმატებებიიიი ძაან მომწონს ეს თავი
ინგაზე და გიოზე რომ ვგიჟდები იცი უკვე

 


№6  offline წევრი სელენე

ჟოზე
სელენე
ინგა მიქელაძე
ზედმეტად კარგი წასაკითხი იყო❤ბოლომდე გრძნობ იმას რასაც კითხულობ და უბრალოდ რთულია თავლი ადევნო ამ ყველაფერს უემოციოდ❤ყოჩაღ ირო ძალიან მიყვარხარ❤


მადლობა დიდი ???? მეც ძალიაააან მიყვარხარ

ჟოზე
მე დასასრულს ველოდები და ერთად წავიკითხავ მერე ...
ირინკა ❤


ფინალამდე გავდივარ <3 კატასტროფას გიმზადებ ჩემოსაყვარელო ????????

მომენატრე და გამოჩნდი ❤❤


აუცილებლად ❤

 


№7  offline წევრი სელენე

power
სიკალულები არიან ესენი ირინკკ წარმატებებიიიი ძაან მომწონს ეს თავი
ინგაზე და გიოზე რომ ვგიჟდები იცი უკვე



მადლობას <3 მალე დავდებ ახალსაც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent