შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბზარები [სრულად]

28-07-2019, 01:09
ავტორი ელპინი
ნანახია 1 704

ბზარები [სრულად]

- როცა გეტკინება,
შენი სახელით მომმართე.

***
სადღაც მთვარესთან ვზივარ. ხელში ფუნჯები მიჭირავს და შავ ლაქებს უფრო ვუმუქებ. მინდა, საღებავი გამითავდეს, თორემ სარკის ჩუმი კვნესა - ყველაზე მაღალი ნოტით - მესმის.
ვგრძნობ, წელს ქვემოთ მოვწყდი.
უფრო სწორად, ფეხებით. ახლა იმ ადამიანებს ვგავარ, რომლებიც დადიან და თავიანთ ნაბიჯებსაც არ იმახსოვრებენ, რისთვის დააბიჯეს.
ტვინი ისე გამეყინა, ასე მგონია, ზამთარია და მათოვს.
აღარ ვიცი, რა ვუშველო ამ ყინვებს, ანდაც, როგორ ვებრძოლო ქარებს, რომელთაც ეშმაკის წერილები მოაქვთ.
როდის მერეა აღარ ყვავის ვაშლის ხე, სულაც ტყემალი?!
მე მზეს ვეღარ ვხედავ და ამ მთვარესაც ისე ვამუქებ, შავი ღრუბლები საბოლოოდ შეჭამს.
არც მინდა დავინახო, რომ თვალებში ციცინათელები ჩამიქრა. ამას წინ გიყვებოდი, როგორ მოვკალი ერთი ციცინათელა და . . .
და გავტყდი.
სხეულში ფანჯრის დამტვრეული მინები მერჭობა. სისხლი მდინარესავით მოდის.
სითხემაც ვერ გამოიტანა ჭრილობები და მე ისიც არ ვიცი, როგორ მოვაშუშო. ბზარებში წყალი ჩამიდგება მალე, ან მხოლოდ ჰაერის მოლეკულები და რომელი უფრო მტკივნეულია, ეგეც ვერ გამიგია.
მე ის უფრო მტკივა, რომ ვინგრევი.
თითქოს, ასი წლის კედელი ვიყო, რომელსაც ერთი აგური გამოაცალეს და სულ ჩამოინგრა. თუმცა, ვინ იცის, იქნებ, რა ეწერა იმ კედელზე, ან ვისი ხელით. ერთი კი მახსოვს, იმ ერთ აგურზე დაგიტოვე წარწერა - "მიყვარხარ, ჩემო!"
შეიძლება ის სამფეხა სკამიც ვიყო, გაბრაზებული რომ ფეხს მიჰკრავ და ისე გადატყდება უცებ, ვეღარც კი ააწყობ. წარმოიდგინე, ახლა ფეხმოტეხილ სკამზე ვზივარ და პიანინოზე ვუკრავ. შავი - შენია, თეთრი - ჩემი. ნოტები კი, წვიმის წვეთებია, რომლებსაც წკაპუნი გააქვს ჩემს გვირილისფერ კანზე.
ფანჯარა ხო არ ვარ?! ქარის დროს, რომ აღებ და რამდენჯერმე ჩაგემტვრა, ის. ნატეხებსაც აღარ ეძებ მერე. იმ ფანჯარაში ვიხედებოდი ადრე და ჰორიზონტს ვუყურებდი, სადაც ჩვენი ხაზები იკვეთებოდა. ახლა სად გავიხედო, როცა ძირს ვყრივარ?! თავი ჩემი ნახატები მგონია. რამდენჯერ დაგხატე, თუ იცი მაინც?! სულ მეგონა, ყველაფერს გიკარგავდი და ამიტომაც ვხევდი ფურცლებს.
კრიალოსანიც ვიყო, შეიძლება. რამდენჯერ მოგისროლია და გაგიწყვეტია?! იატაკზე ახლაც ეყაროს, არ არის გამორიცხული. სადმე, ოთახის კუთხეში ერთი ცალი ახლაც ვეგდები. თან, იმის იმედით, რომ ოდესმე ჩემი მოძებნა მოგინდება.
ლამპიონი ვარ, წყვდიადშიც ვერ ვანათებ კარგად. უფრო სწორად, ჩამქრალიც კი ვარ ხოლმე და შენ, ღამით მოსეირნეს, სიჩუმეში ჩაფიქრებულს, გზასაც ვერ განახებ.
მეშინია, რომ დავიმსხვრევი. სხეულში სულ ზამთარს ვერ ავიტან. შენ რომ სიცხეში დაიწვები, მე შემცივდება. შენ შიშველი დაწვები და მე, გაყინულს, საბნის გადაფარებაც შეიძლება დამჭირდეს. სად გეძებო ამ დროს?! როცა შენ უნდა გამათბო და მჭირდები, რატომ ვერ გგრძნობ?!
სხეულზე ლოლოები მაქვს. უდაბურ ტყეში დანგრეული ქოხი ვარ, რომელსაც სახურავიც არ აქვს, რომ დაცული ვიყო. ციდან მათოვს და ვერ გავიგე, რა უნდა ღმერთსაც. ნუთუ, ასეთი ცუდი ვარ?! ყელს ქვემოთ მიწისქვეშეთია და გული მემარხება. ისეთი სუსტი გულისცემა მაქვს, მეშინია, მალე არ გამიჩერდეს. მე ხომ გრძნობების ქალი ვარ. ადექი და ჩემოდანში ჩაალაგე ყველა გრძნობა. გასაღები ღმერთმა მოგვპარა. ამის გარეშე როგორ ვიცოცხლო?! როგორ არ მინდა ზამთრის ბეღურას დავემსგავსო, რომელიც ამაყად მაინც დარაჯობს სიცივეს, მაგრამ საკვებიც არსად აქვს. ბოლოს იყინება და იმას ეწირება, ვისთვისაც თვითონ სწირავს თავს. ერთგულია ბეღურაც კი. აბა, მე რა ჯანდაბა მჭირს?! არადა, ისე მიყვარხარ, ღმერთიც ვერ გაზომავს, მით უმეტეს, ეშმაკი.
ჩემი სიყვარული იცი რა არის?!
- ღამით ვარსკვლავები;
დღისით მზე;
ოქროსფერი ფოთლები;
ქაღალდის თვითმფრინავები;
ყვავილები;
უბრალოდ, ფერები.
რატომღაც, მიშავდება არე. უნახავად.
რამდენჯერ მიფიქრია რომ გადავხტე, რა იქნება - მეთქი?!
მგონი, ის იქნება, რომ ფრთები. ახლა დაკეცილი მაქვს, ხომ იცი?! მე მაინც შეგახსენებ. ანდაც, გატყუებ. ჩემ თავს უფრო ვახსენებ, როგორი საცოდავი ვარ ახლა. ისიც არ ვიცი, მოკეცილი მაქვს, თუ მომეჭრა საბოლოოდ. ჩანს იმედი რამის?! შენც ხომ იცი, როგორი სისულელეა იმედის ქონა მაშინ, როცა საერთოდ არც ერთი ნაპერწკალი ციმციმებს. მე ვარ ასეთი, მგონი. სამყარო თავზე რომ მენგრეოდეს და უკვე მენგრევა, ყოველთვის მგონია, გასასვლელი ჩანს და სადღაც სინათლეა, მაინც დგას მოღალატე ღმერთი.
ახლა რას ველოდები, ნეტავ?! საკუთარ უმოქმედობაში ვიხრჩობი და განძრევაც არ მინდა. სასოწარკვეთილი ქალივით ვარ, რომელსაც ოჯახი დაენგრა და რომელმაც ის ქმარი დაკარგა, რომელზე ფიქრითაც დღე-ღამ ვერ იძინებდა. იატაკის საწმენდი ტილოსავით ვგდივარ სადღაც.
ასე მგონია, განწირული ვარ. სიკვდილისთვის?!
სიყვარულისთვის?!
- ღმერთი.
- ეშმაკი.
ჭირსაც წაუღია ყველაფერი.
თუ განწირული ვარ, ასე იყოს.
იმდენად მიყვარხარ, სანამ შემეძლება, შენთან ვიქნები. მერე, ხომ იცი, მე ლურჯი ვარდები მიყვარს. რამდენი თვეც ვიქნებით, იმდენი ლურჯი ვარდი გამომიგზავნე, კარგი?!
მე რომ შემიყვარდი, დაგიტიე. დაგისაკუთრე.
თუ შენც ისე გიყვარვარ, როგორც მე და, ან უფრო მეტად, ხელს ნუ მკრავ. მე ხომ შენი თითებით ვცოცხლობ. ხანდახან ისე მიშვებ, თვითონაც არ იცი. ხანდახან - ზედაც არ მიყურებ. რამდენჯერ მოგაჩერდები და შენს ყურადღებას ვერ ვიქცევ. ერთად დავდივართ და წინ ისე გარბიხარ, ვერ გეწევი ხოლმე. უკან მოვდივარ და ვფიქრობ, ერთხელ როგორ არ მომიხედავს - მეთქი, მაგრამ ისე მიდიხარ, თითქოს, არც მოგყვები. გავა წუთები და რამდენიმე წამს მობრუნდები, თვალებში ჩამხედავ და ისევ ვაგრძელებთ გზას. ხომ შეგიძლია ამ დროს მობრუნდე და უეცრად ჩამეხუტო?! რატომ არ აკეთებ?! ჩემთვის, შენი ღმერთისთვის, შენი ნაწილისთვის. მე ხომ გიყვარვარ?! ხანდახან CARPE DIEM და გამაბედნიერე. მე მეტს არაფერს გთხოვ.
თუ სიკვდილს დაგასწრებ, ჩემს საფლავზე იცი რა დააწერე?!
- "ნაბი*ვარო, ტყუილად დამპირდი, რომ გიჟები არ კვდებიან."
მოგიკვდება შენი გიჟი. შეაშველე ხელი დროზე. ნუ გაწირავ. ისე სჭირდები, თვითონაც არ იცი და ისიც ვერ გაგრძნობინებს, მაგრამ თვალებში ჩანს, ხომ ხედავ?! მინდა გითხრა, რომ არსებულის მეათასედიც არ ჩანს.
გამიფერადე დღეები, რა. გეხვეწები. გთხოვ. გემუდარები.
არ მინდა უშენობამ მომკლას.
შემომეხვიე!
მაინც გაშავდა მთვარე.

***
რიონის პირას ვზივარ და ჩხრიალს ვუსმენ. ქვებს ხელებში ვათამაშებ და ხანდახან წყალში ვისვრი. მგონია, ყველა ქვა გტკივა ისე, როგორც მე და ღირსი ხარ მაინც, იცი?!
- გგონია, მარტო იჯდები აქ სულ?!
პირველი შეხვედრა მახსენდება და ზუსტად ისე ვნერვიულობ, როგორც მაშინ.
- რისთვის მოხვედი?!
- ჩემს ღმერთს მოვაკითხე.
შენი აფორიაქებაც გამახსენდა, როცა მითხარი - ჩემი ღმერთი ხარო.
- არ მოგენატრე?!
- შენ?!
- ჯერ ასე არ მომნატრებიხარ.
- რას ელოდები?!აქ უნდა იყო?! ისევ მიწაზე უნდა გაირთხა?!
- რა გინდა?!
- შენ არ მითხარი, მომეშველეო?!
- მაინც ხარ! - გამეღიმა და გამახსენდა ჩემი დაძახებული პირველი .
- ისევ ისე გიყვარს ეგ სიტყვა, როგორც პირველად.
თვითონაც მიხვდა.
- წამომაყენე.
- მომეცი ხელი.
- ჩამეხუტე.
- შემოგეხვიე.
- არ მინდა დანგრევა.
- მოდი ჩემთან.
- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ.
- უშენოდ კარგად არ ვარ, გესმის?
- შენთან ვარ.
- არასდროს დამტოვებ?
- გპირდები.

***
სამყაროს ფერები უბრუნდება.
მე მაინც შემიძლია, ჩემი სახელით მოგმართო.
გამიღიმე!
შენ ხომ არ გეშინია?!

გაგიღიმეთ . . .скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები. . . ❤

№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები. . . ❤

მიყვარხარ! ❤️

№3  offline წევრი Kalina

შენში იმედი მიყვარს❤️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Kalina
შენში იმედი მიყვარს❤️

მე კიდევ შენ მიყვარხარ!
❤️

№5  offline მოდერი სალანდერი

მე კიდევ არ ვიცი რა მიყვარს შენში. ყველაფერი, ან იქნებ არაფერი. იქნებ ეს უბრალო ღამეები მიყვარს დღესასწაულად რომ აქცევ ხოლმე? შენი სევდიანი თვალები, ცრემლებიც რომ გადმოსცვივდება ამ კომენტარის კითხვისას, ისე როგორც ისტორიის წერისას სცვიოდა. იქნებ, სიტყვები, რომლის წერაც, ასე მარტო შენ შეგიძლია. ან იქნებ, დიდი გოგოს სხეულში დაკარგული პატარა ბავშვი. . . იქნებ, იქნებ. . . ასეთი "იქნებ" რამდენი იქნება ვინ იცის. . . მაგრამ მე მაინც, არ ვიცი რა მიყვარს შენში. . . ან "მიყვარს" კი?
ელ პინ. . . მე არ ვიცი როგორია გამუქებული მთვარე, მაგრამ შენი წყალობით ვიცი როგორია ფერადი ღამეები. . . აი შენ რომ ამდენი ხნის მონატრებულზე, ასე ლამაზად დაბრუნდები, მაშინ ფერადდება. . . შენს ენაზე, ლურჯი ღამეები დავარქვათ ელ. . . მე ვინც დაახლოებით მაინც იცის, რამდენი ტკივილის დატევა შეუძლია ადამიანს ერთ წიგნში, გეუბნები რომ ვერცერთი წიგნი ვერ დაიტევდა იმდენ ტკივილს, შენი თითოეული სიტყვა რომ იტევს. . . ზოგჯერ მიზეზით, ზოგჯერ უმიზეზოდ, მაგრამ ვინ დააწესა ზღვარი. ყველას საკუთარი ტკივილის ზღვარი გვაქვს ჩემო და შენი ძალიან ახლოს არის. . .
აქ კი, იმდენი რამე მეცნო და ამოტივტივდა გონებაში, რიონის ზედაპირს შეშურდებოდა. . .
მომენატრა. . . ელ პინიც და რიონიც, მათი ერთობლიობა მითუმეტეს. . .
ჩემი ზღვარიც კი, ტკვილის, სადღაც მის ფსკერზეა და ერთ დღეს იქნებ სწორედ ამ ზღვარის მოსაძებნად, მანდ დავასრულო. . . ამაზე სხვა დროს, სანამ ფსკერის მონახულებას მოვასწრებდეთ, ზედაპირზე გვაქვს საბოდიალო. . . ხომ იცი გველოდება, უმადურებს, უძღებ შვილებს თუ როგორც ამბობენ. . .
და ჩასწორება, ეშმაკი უფრო ზომავს სიყვარულს, ვიდრე ღმერთი, დაიმახსოვრე. . . ღმერთი ბევრს უყვარს, ის რაც ბევრი არ გაქვს უფრო დაფასებულია ჩემო, უფრო საფრთხილოც. და სიყვარული? ესეც კიდევ ცალკე ცნებაა, მე რომ "უსულო" რიონი მიყვარს, რა "სულიერის" სიყვარული გაეჯიბრება? მაინც არასდროს ვიტყვი ასე, რაღაც გემო გამოცლილი სიტყვაა "სიყვარული" იმდენმა უგემოვნომ დააგემოვნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტივით იაფფასიანი და ბო*ი ქალივით ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. . .
ეს რაღაც სხვაა, სიტყვებით გაიაფფასიანება რომ არ სჭირდება. შენ კი, შენ კი. . . როგორ აგიხსნა. . . "მერიონები". . . ❤

№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

"მერიონები". . .

საერთოდ არ მინდა,
ამ წუთს,
სხვა რამე გითხრა,
მჟავე.

დანარჩენი თვითონაც იცი,
რომ მიყვარხარ
და უფრო მეტი!
❤️

№7  offline ახალბედა მწერალი ელპინი

-ლილუ
ჯერ არ გაჩენილა ამქვეყნად ისეთი ბზარი...
სადმე სხვაგან რაიმე ან ვინმე არ გაემაგრებინოს...
შეევსოს...
გაემთელებინოს...
უბრალოდ წავიკითხე...
უბრალოდ მომენატრე...
უბრალოდ სხვა განზომილება ხარ...
ბებრად მეტი ხარ ვიდრე მწერალი...
წერე
სულ
წერე...

ვაიმეეეეე,
ლილუუუუუუ!!!!!!!
რანაირად მომენატრე, იცი?!
აღარ დამეკარგო, რა!
❤️❤️❤️❤️❤️

№8  offline წევრი silver hands

ელპინ, როგორი კარგი ხარ... ❤

№9  offline ახალბედა მწერალი ელპინი

silver hands
ელპინ, როგორი კარგი ხარ... ❤

მადლობა . . .
იმ მრავალწერტილში ბევრი სათქმელია კიდევ.
❤️

№10  offline წევრი Margarethe Jose

სიტყვები არასდროს მყოფნის შენს ნაწერს რომ ვკითხულობ. ფორლავზე ზოგი ნაწარმოების კითხვისას მიცინია, გავბრაზებულვარ და მიტირია კიდეც, მაგრამ ის ემოცია რაც ჩემში, შენი სასწაული ნაწერების დროს იბადება, არასდროს მქონია სხვისი ნაწერების მიმართ. არ ვიცი ამ ემოციას რა ჰქვია. ალბათ მხოლოდ მაშინ განიცდი როდესაც კარგი მწერლის საუკეთესო ნაშრომს კითხულობ (ასეთი მწერალი კი აქ რამდენიმეა, ძალიან ცოტა).
აი, ახლა ძალიან გულწრფელი ვარ და სერიოზული (დამამუნჯე და მიტომ, თორემ ჩვეულებრივ - :დ ☜ აი ამას უფრო მეტს ვწერ კომენტარებში ვიდრე სიტყვებს:დ).
მოკლედ, სულ უნდა წერო, წერო და წერო.
შენი გაჩერება არ შეიძლება ^_^
#ლალა

№11  offline ახალბედა მწერალი ელპინი

Margarethe Jose

შენ პირველად გამოჩნდი ჩემთან და ისეთი დადებითი ემოციებით, აი, მე რომ გული გამისკდეს ახლა, შეიძლება.
გამიხარდა ყველა სიტყვა და უზარმაზარი, თბილი მადლობა! შემომიარე ხოლმე! ❤️❤️

ყოველთვის საინტერესოა შენს ფაქიზ სამყაროში შემოხედვა და შემობიჯება.
მომეწონა ფერი - "გვირილისფერი" და წვიმის წვეთებად გადაქცეული ნოტები...
მიყვარს არარეალური სამყაროს რეალურად დანახვა და რეალურის - არარეალურად.
შენთან არაფერია გამორიცხული და სწორედ ეგ გაქცევს მიმზიდველ მწერლად ❤️❤️❤️

№13  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ყოველთვის საინტერესოა შენს ფაქიზ სამყაროში შემოხედვა და შემობიჯება.
მომეწონა ფერი - "გვირილისფერი" და წვიმის წვეთებად გადაქცეული ნოტები...
მიყვარს არარეალური სამყაროს რეალურად დანახვა და რეალურის - არარეალურად.
შენთან არაფერია გამორიცხული და სწორედ ეგ გაქცევს მიმზიდველ მწერლად ❤️❤️❤️

ქეთი, რა უნდა გითხრა მადლობის მეტი. უფრო სწორად, ბევრს უნდა გეუბნებოდე, მაგრამ სათქმელსაც არ მიტოვებ . . .
❤️

№14  offline წევრი აბაშიძე

მთელი დღეა
ან მძინავს.
ან დარეტიანებული ვმოძრაობ.

მთელი დღეა ცარიელი ვარ.
მთელი დღეა ტირილი მინდა.
მთელი დღეა არ გამიღიმია.

ახლა გამეღიმა ელ.
შენ გამაღიმე ელ.

აი მაშინ გავიღიმე პირველად "ბზარებს" რომ მოვკარი თვალი.
მერე ქვემოთ "ლურჯ ფორთოხალს."
მაგრამ გავბრაზდი.
16 ივლისს დადე.
ახლა წავიკითხე.
და ამაზე გავბრაზდი.
განა ვინმეზე.
ჩემს თავზე.
ამდენი ხანი როგორ არ ვნახე.
დღესაც შემთხვევით.
განა მთავარ გვერძე.
ხო იცი თითქმის არასდროს გადავდივარ იქ.
მეგობარს დავულინკე რომელიღაც შენი შედევრი და მოვკარი თვალი.
მოვკარი თვალი ახალ შედევრს ელ.

იცი როგორ შევივსე?
ისე ვიყავი მგონი უნდა მეტირა.
მაგრამ არ მიტირია ელ.

ისეთი სავსე იყო.
შენეული.

მიხარიხარ ელ.
იმიტომ რომ ასეთი ხარ.
და გული მწყდება ერთმანეთს რომ ვერ გავუგეთ.
მგონი ახლა მართლა ვიტირებ.
არ თქვა რომ არ რა.
ვერ გავუგეთ.

ბზარები ხო.
ყველას გვაქვს ბზარები.

მეც მაქვს ბზარები.
გულზე?
შეიძლება.
შეიძლება?
რა ნამუსით ვრჭვდები.

მეც მენატრება.
და ეს მტკენს მე.

"მე ხომ გრძნობების ქალი ვარ. ადექი და ჩემოდანში ჩაალაგე ყველა გრძნობა. გასაღები ღმერთმა მოგვპარა. ამის გარეშე როგორ ვიცოცხლო?"

ესეც მეტკინა.

რიონის პირას ხომ ნამყოფი ვარ.
და პირველად მიხარია.

არა პირველად მაშინ სალანდერის "რიონი,ფროიდი და სიგარეტი"
რომ წავიკითხე.

იცი კიდევ რა მიხარია?

შენი ისტორიის მერე სალანდერის კომეტარის წაკითხვა მიხარია.

აი თქვენს დამოკიდებულებას რომ ვხედავ ეგ მიხარია.

შენი ისტორიები მიხარია.
მასში ჩაქსოვილი გრძნობები მიხარია.
აი შენ რომ არსებობ მიხარია.
შენნაირი თუ კი არსებობს ეგეც მიხარია.

ბევრი რამე მიხარია.
მაგრამ ახლა მაინ სევდიაჯი ვწევარ ჩაბნელებულ ოთახში.

მალე დამიძახრბენ "სიმინდი მოიხარშა გამოდიო"
მიხარია.
იმიტომ რომ მიყვარს.

მაგრამ მაინც სევდიანი ვარ.

სოფელში ვარ.
მეგობრები მენატრებიან.
მგონი მალე ვნახავ.
მაგრამ მაინც სევდიანი ვარ.

შენ გაანათე დღეს ელ.
და მადლობა რაა.

რომელიღაცამ გითხრა.
მგონი ლილუმ და უნდა გავიმეორო

წერე რა.
სულ.

მადლიბა ელ.
♥.

№15  offline ახალბედა მწერალი ელპინი

აბაშიძე

ქეთი!
აი, ამ წამს, დაგიყვირე და იმედია, მოგწვდა მანდ ხმა
და თუ მოგწვდა,
იცოდე,
რომ
უნდა გამიღიმა გინდა,
თუ არა!

მე შენ მიხარიხარ!
სულ პატარა,
მოკლე სიტყვებით,
ემოციურო ბავშვო!

იცი,
ადამიანები ერთმანეთს კი ვერ უგებენ,
ფერებს ვერ ცნობენ.
შენ იცი ჩემი ფერი,
ქეთი?
დამელოდე . . .

სიმინდი მიყვარს.
კარგი, რა.
:(((((((

მე და შენ აუცილებლად შევხვდებით.

მადლობა შენ,
დიდი,
თბილი,
უზარმაზარი,
სადღაც - შენნაირი!
❤️

№16  offline წევრი სიბილა

ელლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ, კააარგი, რააა
ემოციების ტაიფუნო
მაინც შენი სახელი დამიძახეო
კარგი რააააააა
მართლა დიდ მუხტს იძლევა შენი სიტყვები
ჰოდა
იცი თავადაც
და კვლავ ველი
შენი ემოციების ვულკანს
რას ამოაფრქვევს
kissing_heart

№17  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სიბილა
ელლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლლ, კააარგი, რააა
ემოციების ტაიფუნო
მაინც შენი სახელი დამიძახეო
კარგი რააააააა
მართლა დიდ მუხტს იძლევა შენი სიტყვები
ჰოდა
იცი თავადაც
და კვლავ ველი
შენი ემოციების ვულკანს
რას ამოაფრქვევს
kissing_heart

დილა უნდა იყოს ასეთი, რა!
უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო! ❤️

№18  offline წევრი guroo

გაწვიმებულა, თურმე...

ყველა სიტყვა მძაფრად იგრძნობა! გემოც კი აქვს, იცი? უჩვეულო, სევდის არომატით შეზავებული.
ჭრილობები მე მიჩნდება შენი წაკითხვისას, შენს პერსონაჟს კი არა. მივიწყებული ემოციები, თითქოსდა მართლაც ჩემოდანში ჩატენილი, თავისით ამოხეთქავს ხოლმე სადღაციდან და მერე ექსტაზის თავბრუდამხვევობაში მახრჩობს. იცი, როგორ? ხელში ჩემი თმები აქვს ჩაბღუჯული, წყლით სავსე დიდ აუზში მაყვინთავებს და დროგამოშვებით ნაზად მკოცნის კიდეც. ალბათ, არ ვემეტები დასახრჩობად — ჟანგბადს მიწილადებს ხოლმე ყოველი კოცნისას.
მიყვარხარ, პინო!
მაგრამ გასაღების ქურდი ღმერთი უფრო შემიყვარდა, მგონი...
მთვარე სულ ჩაამუქე, ნურასდროს გააბრწყინებ, რააა :love:

№19  offline წევრი სელენე

ძალიან მომეწონაა ????

№20  offline ახალბედა მწერალი ელპინი

guroo
გაწვიმებულა, თურმე...

ყველა სიტყვა მძაფრად იგრძნობა! გემოც კი აქვს, იცი? უჩვეულო, სევდის არომატით შეზავებული.
ჭრილობები მე მიჩნდება შენი წაკითხვისას, შენს პერსონაჟს კი არა. მივიწყებული ემოციები, თითქოსდა მართლაც ჩემოდანში ჩატენილი, თავისით ამოხეთქავს ხოლმე სადღაციდან და მერე ექსტაზის თავბრუდამხვევობაში მახრჩობს. იცი, როგორ? ხელში ჩემი თმები აქვს ჩაბღუჯული, წყლით სავსე დიდ აუზში მაყვინთავებს და დროგამოშვებით ნაზად მკოცნის კიდეც. ალბათ, არ ვემეტები დასახრჩობად — ჟანგბადს მიწილადებს ხოლმე ყოველი კოცნისას.
მიყვარხარ, პინო!
მაგრამ გასაღების ქურდი ღმერთი უფრო შემიყვარდა, მგონი...
მთვარე სულ ჩაამუქე, ნურასდროს გააბრწყინებ, რააა :love:

როგორ დაგიჭირა, თურმე . . .
ეგოისტი ხარ, ხანდახან მთვარესაც უნდა დღისით გაანათოს და შავი არ იყოს.

მიხარია, რომ ასეთი ემოციები გამოიწვია შენში.
უფრო მეტს გისურვებ!

გურო,
მადლობა . . .
❤️

სელენე
ძალიან მომეწონაა ????

ძალიან მიხარია!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent