შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრეტა (2)


28-07-2019, 12:23
ავტორი inga mikeladze
ნანახია 263

გრეტა (2)

_ალიო, გისმენ დეე

_როგორ ხარ გრეტა?როგორ ჩაიარა პირველმა დღემ უნივერსიტეტში?
_დეე ძალიან კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? კი დეე ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
და გაახსენდა თავხედი გეგა. დედას არაფერი უთხრა არუნდოდა დედამისს ენერვიულა და მისი მდგომარეობა უფრო გართულებულიყო.მანანა დეიდას თავში კისტა ჰქონდა თვიდან უთხრეს რომ კეთილსთვისებიანი იყო მაგრამ ყველა ამჩნევდა როგორ ილეოდა ქალი, როგორ ქრებოდა და ცარიელდებოდა. გრეტას მამა აგვისტოს ომს შეეწირა მას შემდეგ მისთვის ის გმირი იყო, რა სასიამოვნოა უბრალოდ ამაყობდე ადამიანით. ყოველთვის ეტირებოდა როცა, მოსიყვერულე მამაშვილს დაინახავდა, ყოველთვის შურდა მათი, , მაგრამ ეს შური არიყო ბოროტების მომტანი. ის არავის არ ავნებდა ამით, უბრალოდ წამიერად მიიტაცებდა მამამისზე ფიქრები და ბედნიერდებოდა , შემდეგ ისევ ეკვეთებოდა ფრთები და უბრუნდებოდა რეალობას. ზოგს რა მცირედი სჭიდება ბედნიერებისთვის.
_შვილო, მე როგორ ვიქნები მთავარია შენ იყო კარგად თუ რამე დაგჭირდება დამირეკე.
_ კაი დე მიყვარხარ, ახლა კარგად უნიში უნდა წავიდე გკოცნი!
_მიდი დე. დაემშვიდობა დედაც.

8_ზე უკვე გადიოდა სახლიდან,9_ზე უნიში უნდა ყოფილიყო, რადგან ტაქსის ფული არ ჰქონდა, ქალაქის საშინელ კვამლში და გამონაბოლქვში უნდა დალოდებოდა ყვითელ ავტობუსს რომელიც მაღლივამდე გაიყვანდა. სოფელი ენატრებოდა, სუფთა ჰაერი და იდუმალი ბუნება, აქ კი ყველაფერი სხვანაირი იყო მოსაბეზრებელი ხმაური და ადამიანთა მი_მოსვლა. სული ეხუთებოდა, მაგრამ რა გაეწყობოდა ეს მისი არჩევანი იყო, ხოლო არჩეული გზის ერთგულება მისი საქმე.
დღეს უკვე მეორედ შეაღო აუღელვებელი სახით უნივერსიტეტის კარები 12 საფეხურის შემდეგ დერეფანს გაუყვა, დერეფნის ბოლოს ისევ გეგა ელოდებოდა დამცინავი მზერით.
_ლუკა, შეხედე ეს ის ქალბატონია მე რომ მოგიყევი. უთხრა გეგამ მეგობარს.
_ესეიგი ესარის ის საცოდავი. (გაიცინა ლუკამ.)
_სამწუხაროა! ( გაიღიმა გეგამ)
_ და რა გეგმა გვაქვს?
_ დაუვიწყარი, ისეთ რამეს გავუკეთებთ არასდროს რომ არ დაავიწყდება. ჩემს დანახვაზე ყოველთვის უნდა ნანობდეს რაც გააკეთა.
_ რთული ამბავია.
_ არცისე რთული. (მხარზე ხელი დაადო გეგამ ლუკას და თვალებში შეხედა, თითქოს რაღაც ანიშნაო)
ამასობაში გრეტა დერეფნის ბოლოს გავიდა. კიბეზე ასვლას აპირებდა და უცებ მხარზე ტკივილი იგრძნო.შეხედა და ულამაზეს გოგოს ხედავდა ქერა, მაღალი, ცისფერთვალება, საოცარი ღიმილით, რომელიც მორიდებით ბოდიშს უხდიდა გრეტას.
_ ბოდიში, არმინდოდა!
_ არაუშავს, არაფერია.( გაიარა გრეტამ)
სასწავლო ოთახში შევიდა რექტორის შემოსვლამდე ისევ ის გოგო შენიშნა, რომელიც მის გვერდით იჯდა და წიგნს იღებდა ჩანთიდან. უცებ შენიშნა გაკვირვებული გრეტა და უთხრა:
_ რა დამთხვევა, დღეს უკვე მეორედ შეგხვდი მე სალომე ვარ.
_ სასიამოვნოა, მე გრეტა ვარ, გრეტა დიასამიძე.
სასიაამოვნო გოგო იყო სალომე. სალომეს როგორც გეგას ყველა იცნობდა უნივერსიტეტში მაგრამ არა როგორც თავხედ, თავქარიან, თავშშიავარდნილ გოგოს, არამედ სამართლიანსა და მოსიყვარულეს. სალომე გეგას ძალიან მოსწონდა, შეიძლება უყვარდა კიდეც თუ ვინმე დაიჯერებდა გეგას სიყვარულს, არც სალომე იყო გეგას მიმართ გულგრილი. უნდა ვაღიარო შესანიშნავი წყვილი იქნებოდა მაგრამ სალომე თავდაჭერილი ჭკვიანი გოგო იყო რომელიც ერიდებოდა მექალთანე გეგას ანკესზე წამოგებას. გეგა ყველანაირად ცდილობდა მასთან ურთიერთობის დაჭერას, მაგრამ სალომე თავს არიდებდა.
ამასობაში ლუკა შემოვიდა სასწავლო ოთახში რექტორიც თან შემოჰყვა.
_პრივეტ სალო. ( გადმოსჩურჩულა წინა მერხზე მჯდომ სალომეს)
_ პრივეტ ლუკა!
_ აბა რას ვშვებით ლექციების შემდეგ?
_ რავი ლუკა მოვიფიქროთ რამე.
_ ნინი წამოიყვანე,ხოიცი ნიკაც იქნება.
_ნუ დამტანჯა მაგათმა პლატონურმა სიყვარულმა.( გაეცინა სალომეს)
ლექციების დასრულების თანავე გრეტა ჩანთას ალაგებდა და უცებ მის მერხთან ლუკა შენიშნა.
_ ადექი, გამომყევი სალომემ გამომგზავნა სასადილოში გელოდება.
_თვითონ რატო არ მოვიდა?
_არვიცი გეგას ესაუბრებოდა.
_მექალთანე გეგას?!
_ეე ხუჭუჭ ჩუმად არ გაგიგოს?
_ფეხებზე .
_დაგღუპავს ეგ სითამამე.
საპასუხოდ გრეტამ ირონიულად გაუღიმა და კარებისკენ გაეშურა.
სასადილოსთან გეგა და სალომე იყვნენ. გეგა ისე მიესალმა გრეტას თითქოს არაფერი მომხვდარიყო, ალბათ სალომეს გამო. ლუკა და გრეტა მაგიდას მიუსხდნენ კოლა და ბურგერი შეუკვეთეს, თითქოს გაუგეს ერთმანეთსო. ლუკაც არანაკლებ საკუთარ თავზე შეყვარებული კატლეტი იყო. ძალიან სიმპატიური შავი თმით და ყავისფერი თვალებით, მაღალიი დაკუნთული, ეტყობოდა მის სხეულს ნავარჯიშები რომ იყო. მოკლედ გეგა და ლუკა ერთმანეთს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ ლუკა უფრო გარყვნილი მატყუარა იყო, რომელიც გოგონებით თამაშობდა. დიახ, გეგაზე უარესსაც შეხვდა გრეტა, მაგრამ ჯერ არაფერი იცოდა რადგან ლუკა ძალიან ოსტატურად მალავდა მის გარყვნილ და ამბიციურ მხარეს. ეს ყოველთვის ასეა ადამიანს არაფერი მოერიდება თუ საქმე მის მიზნებს ეხება, ეს კი ლუკა იყო თავხედი ლუკა, მაცდური ღიმილითა და მომაჯადოებელი მზერით.

მალე ნიკა და ნინიც გამოჩდნენ მათ უკვე 2 წელია უყვართ ერთმანეთი მაგრამ უთქმელობის დედა ვატირე. ვერცერთიი ვერ ახერხებდა დედამოტ*ულ სიამაყეზე გადაბიჯებას და გრძნობებში გამოტყდომას.
_გეგა ვეღარ მორჩით?! გასძახა ლუკამ
_კი მოვდივართ რაიყო?
_გრეტა შეყვარებული გყავს?( ჰკითხა ლუკამ)
_ჩემი სახელი საიდან იცი?
_ მთლიანი უნი მოვიარეთ და ახლა დაგაინტერესა ეგ?
_კი მაგრამ ჩემი სახელი მანამდე არ გითქვამს და.
ლუკამ გაიღიმა და დუმილი აირჩია არაფერი აღარ უთქვამს.
ამასობაში გეგა და სალომეც მოვიდნენ, გეგამ თქვა რომ კვირის ბოლოს წვეულების მოწყობას გეგმავდა და ყველა დაპატიჟა.
_ გრეტა ხო მოხვალ?( ჰკითხა გრეტასაც)
_ მეე? შენს წვეულებაზე? ხოარ ღადაობ?
_ რაიყო რატო გაგიკვირდა?
_ შვილო, შენ ვაბშე აზროვნებ?შანსი არაა ვერ ხვდები?
სალომე არ ჩარეულა მათ საუბარში თან უკვირდა გრეტას ასეთი უხეშობა, მაგრამ მაინც თავის შეკავება არჩია.
გაფითრებული გრეტა სასადილოდან გადიოდა როცა ლუკამ ხელი მოკიდა და მოატრიალა.
_ მოიცა, შენ გეგასი გეჩინია?( თითქოსდა დასცინა)
_ ვის მეე?შეიცხადა გრეტამ
_ ხო, ხო შენ პატარა ქალბატონო. და თითქოს საუბრის ტონი შეცვალა ლუკამ.
_ ბუნებრივია აქ ყველა მაგისი ძაღლია, თან ვატყობ თვალში არ მოვსდივარ, უეჭველი რამე ნაგვობას მიჩალიჩებს, და რატომ უნდა ვენდო?
_ მართალი ხარ მაგრამ მე მენდე, მენდე და ჩემთან ერთად წამოდი, გეგა ვერაფერს დაგიშავებს. და ზუსტად ამ სიტყვებით დაიწყო ლუკამ გეგას გეგმის შესრულება.
_ და შენ რატომ უნდა გენდო? ვინ ხარ ? ვინიცის შენ რასაპირებ შენც ხომ მისიანი ხარ?
წავიდა გრეტა და გამყინავი მზერა დაუტოვა ლუკას. მაშინ ლუკამ თქვა რადაც არუნდა დამიჯდეს შენს ნდობას მაინც მოვიპოვებ.
_ რაიყო ძმაო! არაფერი გამოგივიდა ხომ? გაიგო გეგას სიცილი.
_ რას გეუბნებოდი ეგ პატარა ქალბატონი ზედმეტად თავდაჯერებულია მეთქი, შენცკი ვერაფერს გახვალ მაგასთან.
_ გინდა დავნაძლევდეთ გეგა? ზუსტად კვირის ბოლოს წვეულებაზე მოვა მეტიც ჩემთან ერთად მოვა, მერე კი შენ იმოქმედე ამით შენი გეგმაც დასრულდება და სულს დაიმშვიდებ ბრატ!
გადაეხვივნენ და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. ქუჩის ბოლოს გასულმა ლუკამ გრეტა დაინახა და მანქანა შეანელა.
_ ჩეჯექი გაგიყვან სახლამდე.
_არ მინდა გმადლობ.
_ნუ გეშინია არაფერს დაგიშავებ! გაიღიმა ლუკამ
გრეტა მანქანაში ჩაჯდა და უსმენდა მელოდიას რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა "Lana Del Rey_ Video games" თითქოსდა ესიამოვნა ლუკაც იგივეს რომ უსმენდა თვალები დახუჭა და უსასრულობაში დაიკარგა.



ხუთშაბათი იყო სანამ მაღვიძარა დარეკავდა მანამდე გაეღვიძა გრეტას. დიდი მაისური ეცვა სასწაულად იხდენდა თვალის ფერზე. წამოდგა და სამზარეულოში გავიდა ყავა მოადუღა და ძალიან ნელა მოსვა როცა მობილურზე შეტყობინება მოუვიდა.
_ ოჰ, ალბათ ისევ ტექნობუმი ან რომელიმე მომაბეზრებელი სარეკლამო შეტყობინება, ჩაიცინა მაგრამ მაინც წავიდა მობილურისკენ.შეტყობინება გახსნა და გაოცებულმა წარბი შეკრა.
_ რასშვები პატარა ქალბატონო? ხოარ გაგაღვიძე? გრეტა მიხვდა რომ ლუკა იყო და არუპასუხა. ლუკამ 10 წუთის შემდეგ დაურეკა.
_ალო,რომელი ხარ?
_ ლუკა ვარ.
_ ჩემი ნომერი საიდან?
_ წუხელ შენზე ვფიქრობდი და უცებ დამესიზმრა თურმე სიზმრებიც არ ტყუიან ხო აზრზე ხარ გრეტ?

_ კაი სერიოზულად საიდან გაიგე, ნორმალურად მე არვიცი ჩემი ნომერი?
_ ძალიან გაინტერესებს?
_ გაგიკვირდება და კი.
_კაი მაშინ ერთი პირობით გეტყვი.
_ თქვი!
_ გამოდი ეზოში გელოდები, სადაც მინდა წაგიყვანო და თან გეტყვი <3 ;)))
_ ღადაობ 7_ ის ნახევარია სად უნდა წამიყვანო, თან ლექციაზე დავაგვიანებთ.
_მენდე და წამოდი გელოდები არ წავალ იცოდე.
_ ნუ წახვალ იდექი. ( გაეცინა გრეტას)
_უბრალოდ ძალიან გთხოვ>
_კაი ჩამოვალ დამელოდე.
10 წუთში გრეტა ეზოში იყო. მანქანაში ჩაჯდა და ლუკას თავი დაუკრა მისალმების ნიშნად.
_ რასშვები გრეტა? მოგენატრე ხო?
_დილიდანვე ნერვებს მომიშლი ?
_კაი მაპატიე ვჩუმდები?
_გამახარებ? დამცინავი მზერით გადახედა ლუკას
_ არ გაინტერესებს შენი ნომერი როგორ გავარკვიე?ჰკითხა ლუკამ
_ ძალიან.
_ არაუშავს . გაეცინა ლუკას. ღმერთო რასაყვარელია როცა იღიმის ფიქრობდა გრეტა.
_ ლუკა იცოდე გადავალ მანქანიდან მე რა პირობით გამოგყევი?
_ კაი ხო, ნუ იძაბები გეტყვი._ ხო გელოდები.
_ გახსოვს გუშინ რომ წამოვედით, მუსიკის მოსმენით ისე დაიკარგე, რომ ვერც კი შეამჩნიე როგორ დავითრიე შენი ტელეფონი და ჩემს ნომერზე დავრეკე. ისე ვაღიარებ ძალიან საყვარლი იყავი ცოტაც და ვეღარ მოვითმენდი რომ არ მეკოცნა.
_ ნუ სულელობ. მხარზე მიარტყა ხელი ლუკას და ფანჯრის მინა ჩამოწია.
ხუჭუჭები მის ნაზ სახეზე ათამაშდა ლუკამ თვალი გააყოლა მის მშვენიერ ბააგეებს აკვირდებოდა, აკვირდებოდა სავსე ლოყებს რომელიც ღიმილის დროს ეჩხვლიტებოდა, აკვირდებოდა უცოდველ შავ დიდ თვალებს სათუთ ქუთუთოებს. მალე მანქანა გაჩერდა.
_პატარა ქალბატონო შეგიძლია ჩამოხვიდე.- უთხრა ლუკამ და მანქანის კარები გაუღო.
_ სად ვართ ლუკა აქ რატომ მომიყვანე?
_არვიცი უბრალოდ ეს ადგილი ძალიან მიყვარს და მინდოდა მეჩვენებინა შენთვის.
_მერამდენე ვარ ვინც აქ მოიყვანე?
_ასეთი გამო*ირებული, ნაბჭვრის შთაბეჭდილებას ვტოვებ?
_მაგის თქმა არ მინდოდა.
_მაშინ პასუხი თუ დაგაკმაყოფილებს გეტყვი რომ პირველი ხარ, პირველი და უკანასკნელი.
გრეტა აპირებდა რაღაცის თქმას მაგრამ სიტყვებს თავი ვეღარ მოუყარა და დადუმდა. გადაწყვიტა ესიამოვნა იმით რაც ახლა, ამწამს მის ირგვლივ ხდებოდა.
ყველაფერი მართლაც ზღაპრული იყო ქალაქ გარეთ იყვნენ გასულები პატარა ქოხში რომელიც ტბის ძირას იდგა. პატარა აივანი და ბუხარი. ირგვლივ ტყე და ჩიტების ჭიკჭიკი.გრეტა ემოციებს ვეღარ მალავდა და აღფრთოვანებული ლუკას გადაეხვია.
_
_ ძალიან დიდი მადლობა ეს ადგილი, ეს ყველაფერი ჩემს სახლს მახსენებს.
მართლაც ყველაფერი საუცხოო იყო. იდუმალი ბუნება და იდუმალი გრეტა, ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, თითქოსდა ერთმანეთისთვის უნდოდათ ბევრი რამის მოყოლა მაგრამ ურივე სამარისებურად დუმდა.
_ ბავშვებო, რამეს მიირთმევთ?
_დიდი მადლობა რეზო ბაბუ, მალე წავალთ უბრალოდ ჩაი მოგვიტანე. უთხრა ლუკამ.
_ კაი ახლავე.- გაბრუნდა ოთახიდან მოხუცი რომელსაც ჭაღარა მშვენოდა.
_ ეს ვინიყო. -იკითხრა გრეტამ.
_ ეს ბაბუა რეზოა, როცა აქ არ ვარ ის პატრონოს აქაურობას რომ არ გაჩანაგდეს, სულ აქ ყოფნას ვერ ვახერხებ შენც ხოიცი სტუდენტის ცხოვრება.
_ხო, გასაგებია.
ჩაი დალიეს. გრეტა უკვე ეთხოვებოდა ბუნების ლამაზ პეიზაღებს და თან ეუბნებოდა თითქოს მე ისევ დავბრუნდებიო.
_ გრეტა მანქანაში ჩაჯექი და მეც მალე მოვა.
_ კაი ლუკა.
_ როცა მემორჩილები უფრო საყვარელი ხარ.
_ ლუკაა!_ გოგონამ ცალი წარბის აწევით გამოეთხოვა.
როგორც კი გრეტა თვალს მიეფარა ლუკამ საფულე ამოიღო და ძია რეზოსკენ გაექანა. თან გრეატას უდარაჯებდა ცალი თვალით ეშინოდა არ დაენახა, მაგრამ ზუსტად რისი ეშინოდა არვიცი, იმისი რომ გრეტა ადრე მალე გაიგებდა ლუკას ოინებს და მთელი გეგმა წყალში ჩაეყრებოდა, თუ გრეტა დაინახავდა ლუკას სიყალბეს და ყველაფერი აქ ამ ადგილას დასრულდებოდა. ლუკა სამუდამოდ დაკარგავდა გრეტას.
_ ბაბუა რეზოო ეს დღევანდელი გასამრჯელოა მადლობა დახმარებისთვის.
_არაფრის შვილო კიდევ ხომარ მოხვალთ?
_ არა არა აღარ მოვალთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ ისევ აქ ცხოვრება.
_ კი, მაგრამ გოგონა რატომ მოატყუე?
_ ბაბუა რეზო ბოდიში მაგრამ ვფიქრობ ეგ თქვენი საქმე აღარააა._ ეუხეშა ლუკა და წამოვიდა.
წამოვიდნენ ლუკამ ისევ "Lana Del Rey_ Video games" ჩართო და გრეტას გახედა. უნივერსიტეტის ეზომდე ხმა არცერთს ამოუღია. ბოლოს ეს სიჩუმე ისევ ლუკამ დაარღვია.
_ მოვედით პატარა ქალბატონო.
_ხო მეც შევნიშნე. იცი ლუკა ძალიან დიდ მადლობას გიხდი, უკეთეს რამეს ვერც ვინატრებდი. _ და მადლობის ნიშნად გაუღიმა.
_ ვფიქრობ მადლობას სხვანაირად იხდიან. _ უთხრა ლუკამ და ლოყა მიუშვირა საკოცნელად.
გრეტამ მიმოიხედა და როცა დარწმუნდა რომ არავინ უყურებდათ ლოყაზე ნაზად აკოცა. შეყოვნდა და წამიერად მისი სურნელი შეიგრძნო.მექალთანე, გარყვნილი ლუკა ასე არცერთ კოცნას დაუძაბავს.ყველაზე განსხვავებული შეხება იყო ეს მისთვის, პირველად იგრძნო მან ეს, დიახ ეს იყო პირველი შეხება, პირველი შეხება რომელიც არასდროს დაავიწყდებოდა, არასდროს დაავიწყდებოდა ის წამი, როცა ჰაეროვნად გრეტას კულულები ეხებოდა მის სახეს, მისი ტუჩები ეხებოდა ნელ-ნელა აუჩქარებლად, გრეტას დაძაბულობას გრძნობდა.
გრეტა კი მიუყვებოდა უნივერსიტეტის დერეფანს და ფიქრობდა ლუკაზე უნდოდა ეს თუ არა მასზე ფიქრებს ვეღარ იშორებდა.
_ ჰეი, გოგონი მესამედ დაგიძახე დაყრუვდი?
_ უი, მაპატიე სალომე ვერ შეგნიშნე.
_რაზე ფიქრობდი, რამოხდა?
_არაფერი უბრალოდ.
_ კაი არ გინდა დაგინახეთ შენდა ლუკა, რახდება თქვენს შორის არაფერი დამიმალო. _ სალომემ გადახვია ხელი გრეტას და გაუღიმა.
_არაფერი რაუნდა ხდებოდეს.
_ კაი არ გინდა თვალებში გეტყობა რომ მოგწონს.
_ მეე? რა სისულელეა! ვაბშე არა.
_კაი გაჩერდი გრეტა ბუნებრივია ლუკა ყველას მოსწონს, სააღოლ გემოვნებას არ გიწუნებ._ გაეცინა სალომეს.
_ კაი ხო საკმარისია. ამ სიტყვებით თითქოსდა გამოტყდა გრეტა თავის გრძნობებში, მაგრამ საერთოდ არ უგრძვნია თავი უხერხულად, პირიქით თითქოსდა სიამოვნებდა.

_ ეე სად მიდიხარ? ჰკითხა გეგამ ნიკას.
_ რავიცი ჯერ ლექციაზე შევალ და მერე ნინისთან ერთად სადმე ვისადილებ.
_როდის გამოუტყდები?
_არვიცი, ვაპირებ და ვერ გადავწყვიტე.
_ რა გაა*რაკე საქმე ბოლობოლო მიდი და უთხარი.
_დავაი რა შენ რასაპირებ სალომესთან?
_სალომე რა შუაშია?
_ არგინდა ძმა ყველამ ვიცით რომ სალომე მოგწონს?
_მე ყველა მომწონს ხოიცი?შეხედე თაკოს რა კაი *რაკი აქვს მე ისიც მომწონს, ასეა, ასე ეს ცხოვრება 2 დრეა ხოდა ბოლომდე უნდა გაერთო და ბოლომდე უნდა გაისწორო ჩემო ძმაო.- გაიცინა გეგამ.
_მართალია ეს ცხოვრება 2 დრეა და მაგრად ტეხავს იმასთან ერთად, რომ არიქნები ვინც გიყვარს.
_ძმაო, მერე რაღას ელოდები მიდი და ნინის დაელაპარაკე, მაგრამ საკაიფო ნაშებს რომ ავაგდებ დორბლები არ ჩამოყარო.-გადაიხარხარა გეგამ.
_ გარყვნილი ხარ.- უთხრა ნიკამ და წავიდა.
ასეთი უცნაური იყო გეგა, ასე თავხედურად შეეძლო საკუთარი გრძნობების დამალვა, მაგრამ სალომეს ყოველ დანახვაზე ტყდებოდა ხოლმე, საკუთარი ქცევები გასცემდა ხოლმე. წვეულებამდე 2 დრე იყო დარჩნილი და გეგა ფიქრობდა ულამაზეს კაბაში გამოწყობილ სალომეზე და სასტიკ შურისძიებაძე. რა ელოდა გრეტას ბოლომდე არავინ იცოდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი სელენე

აღფრთოვანებული ვარ ჩემო სიყვარულო <3 ველოდები შემდეგს

 


№2 სტუმარი სტუმარი ბარბარე

ძალიან კარგი ისტორიაა და იმედია ბოლოში როგორც სხვები ისე არ მიაფუჩეჩებ, რაც უფრო მალე დადებ უფრო კაარგი იქნება. <3

 


№3 სტუმარი Angel of death

ძაან საყვარელი ისტორიაა ველოდები შემდეგგ თავსს

 


№4  offline წევრი inga mikeladze

სელენე
აღფრთოვანებული ვარ ჩემო სიყვარულო <3 ველოდები შემდეგს

მადლობა ჩემო საყვარელო <3

სტუმარი ბარბარე
ძალიან კარგი ისტორიაა და იმედია ბოლოში როგორც სხვები ისე არ მიაფუჩეჩებ, რაც უფრო მალე დადებ უფრო კაარგი იქნება. <3

დიდი მადლობა <3 ყოველ 24 საათში თითო თავი დაემატება.

Angel of death
ძაან საყვარელი ისტორიაა ველოდები შემდეგგ თავსს

დიდი მადლობა <3

 


№5  offline წევრი სელენე

აუუ ახლა დავაკვირდი, თვითკმაყოფილი კატლეტი ჩემი სიტყვები არაა ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent