შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ ( თავი 10)


30-07-2019, 12:18
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 609

უსაზღვროდ ( თავი 10)

,, შეყვარებულის ყოველი ქმედება საყვარელ ადამიანზე ფიქრით მთავრდება" (სტენდალი)


ელენემ კიბეები სირბილით ჩაიარა, თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი და ძლივს სუნთქავდა. მისაღებში ლიზა დახვდა.
-ლიზა გიორგი სად არის?
-ჩემ ძმასთან ერთად სადღაც წავიდა, მოხდა რამე? - პასუხი აღარ გაუცია ისე აირბინა კიბეები და კარს მიაწყდა, გაღებისთანავე ენტონის შეეჯახა, რომელმაც ხელები გაშალა მის შესაკავებლად.
-ენტონი გიორგი სად არის?
-დავითთან ერთად წავიდა საქმეზე ქალბატონო, შემიძლია რამით დაგეხმაროთ?
-ახლავე სამსახურში უნდა წავიდე.
-ვერ გაგიშვებთ ქალბატონო, უფლება არ მაქვს.
-გეყოფა ენტონი, როდემდე უნდა ასრულო იმ ტირანის ბრძანებები?, - ბიჭმა მორცხვად თავი ჩახარა, ბოლოს ელენემ გაიფიქრა ამან რა დააშავა, ეს რა შუაშიაო და მშვიდად დაამატა, - დაურეკე და უთხარი სასწრაფოდ აქ მოვიდეს, სწრაფად, - გასცა ბრძანება და სახში შებრუნდა.
მისაღებში ბოლთას სცემდა, ორი წუთის ჭინანდელი ცრემლებმომდგარი თვალები ახლა სიბრაზისგან უელავდა და ყველას განადგურებით ემუქრებოდა.

***

-რაზე ჩაფიქრდი? - ფიქრებიდან დავითის ხმამ გამოარკვია.
-რაა?
-გიორგი რა გჭირს?
-რაზე მეკითხები? - ფანჯარას ჩაუწია და სიგარეტს მოუკიდა.
-არ ჭამ, ნორმალურად არ გძინავს, მოწევას მოუხშირე და სულ ფიქრების ბურნუსში ხარ გახვეული. რამე ხომ არ გაწუხებს?
-არაფერი, - ღრმა ნაფაზი დაარტყა და კვამლი ფანჯრიდან გაუშვა, - უბრალოდ ცოტა გადავიღალე.
-დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ გადაღლილობის ბრალია?
-სხვა რა უნდა იყოს…, - მობეზრებული სახით გახედა მეგობარს.
-იქნებ…, - ტელეფონის ხმამ სიტყვა გააწყვეტინა, ენტონი რეკავდა, - ენტონი რეკავს.
-უპასუხე მერე,- სავარძელში გასწორდა, გული უგრძნობდა, რომ რაღაც მოხდა.
-საჭესთან ვზივარ, შენ უპასუხე.
-გისმენ ენტონი… რარამე მოხდა?... ტელევიზიაში?... მერე?... კარგი მოვდივართ… მანქანა მოაბრუნე, უკან ვბრუნდებით.
-რამე მოხდა? - ხმა რომ არ გასცა თვითონვე უპასუხა თავის დასმულ კითხვას, - ელენე.
-ეს გოგო გამაგიჟებს ძმაო, ნამდვილად გამაგიჟებს, - მანქანა მოაბრუნეს და სახლისკენ წავიდნენ.

***

ელენე მისაღებში ისევ ბოლთას სცემდა და თითებს ნერვიულად იმტვრევდა. ყველაფერი ამ ტირანის ბრალი იყო, ყველა მისი ამჟამინდელი უბედურენა ამ ტირანის ბრალი იყო და აი ესეც… უბუბედურებას უბედურება ემატებოდა. კიბეზე ჩამომავალ გიორგის როგორც კი თვალი ჰკიდა, მაშინვე მივარდა და შეტევაზე გადავიდა.
-შენი… შენი ბრალია ყველაფერი, შწნ ჩამაგდე ამ მდგომარეობაში, - მკერდში მუშტები დაუშინა და მზად იყო ერთი-ორი სახეშიც მოედო, - შენს გამო სამსახურს ვკარგავ არაადამიანო.
-ხოო, კარგი, დამშვიდდი. ნორმალურად ამიხსენი რა მოხდა, - მერე მკლავებში მოიქცია მოჩხუბარი და ხმას აუწია, - დამშვიდდი მეთქი.
-ხელი გამიშვი, საზიზღარი ადამიანი ხარ, შენს გამო სამსახურს ვკარგავ,შენს გამო გამომიშვეს ტელევიზიიდან, - ცრემლებს ვეღარ იკავებდა და მამაკაცის მკლავებიდან თავის დახსნას ცდილობდა, ბოლოს ძალა რომ გამოელია მის მკერდს შუბლი უღონოდ მიაყრდნო და ატირდა.
-დამშვიდდი, - თმაზე ხელი გადაუსვა და უფრო მჭიდროდ მიიხუტა, - სამსახურიდან ვერავინ გაგიშვენს.
-მაგას როგორ აპირებ, მიხვალ და დაემუქრები? ჩემს საცოლეს სამსახურიდან თუ გაუშვებთ დაგხოცავთო ეტყვი? - ცინიკურად ამოთქვა და მკერდზე მიდებული მუშტები გაშალა.
-თუნდაც,- ჩაიღიმა და რბილ თმაზე ხელი ჩამოუვა, - წამოდი.
წყნეთიდან თბილისისკენ მიმავალი მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. საჭესთან გიორგი იჯდა და დროდადრო ფანჯრიდან მომზირალი, ჩაფიქრებული გოგონასკენ თვალს აპარებდა. რამდენჯერმე სცადა საუბარი წამოეწყო ამ ჯოჯოხეთური სიჩუმის გასაფანტად, მაგრამ სათქმელად გაღებული ბაგიდან სიტყვები უფრინდებოდა. ტელევიზიის სადგომზე პორშე კამარო SS გაჩერდა და გახურებული ძრავი გამორთო. აქამდე მოუსვენრად მომლოდინე ელენე თითქოს ვეღარ ბედავდა გადასვლას, იჯდა ჩაფიქრებული და ღვედის შესაკრავს აწვალებდა.
-წავედით…, - ღვედი გაიხსნა მისი სიჩუმით დაბნეულმა გიორგიმ და გადასასვლელად მოემზადა.
-ვფიქრობ ღირს თუ არა ჩემი იქ მისვლა, ისედაც გაგდებული ვარ უკვე და რაღა აზრი აქვს?! - ჩაფიქრებით გახედა შენობას.
-რატომ? იქნებ რაღაც შეცდომაა და სინამდვილეში არც გიშვებდნენ, მიდი წამოდი, გავარკვიოთ, - გადავიდა, მანქანას წინ შემოუარა და ელენეს კარი გაუღო, - მიდი წამოდი, - მერე მისი ორჭოფობა რომ შეამჩნია მისკენ დაიხარა და ხელი გაუწოდა, - წამოდი, თორემ მე თუ მარტო შევედი ყველაფერს დავლეწავ,-მთრთოლარე თითები მის ხელს შეახო და მანქანიდან გადავიდა. ტელევიზიისკენ მიმავალი რამდენჯერმე შეყოყმანდა, მაგრამ გიორგის დაჟინებულმა მზერამ და ძლიერმა ხელმა აიძულა სვლა ისევ გაეგრძელებინა. ბოლოს როგორც იქნა უფროსის კაბინეტთან მივიდნენ და გაჩერდნენ.
-მე შევიდე და ჩემებურად მოვაგვარო თუ…
-აქ დამელოდე, - სიტყვა გააწყვეტინა ელენემ და კარი შეაღო.
-ოჰ! ქალბატონო ელენე, გვიკადრეთ? - კალამი მაგიდაზე მიაგდო და ცინიკური ღიმილით სკამის საზურგეს მთელი ძალით მიეყრდნო.
-მოვედი, რომ ყველაფერი გავარკვიო.
-გასარკვევი არაფერია, აიღე შენი ნივთები და წადი. აი გათავისუფლების ოქმიც, - ფურცელი შეაჩეჩა ხელებში და საბუთებს მიუბრუნდა.
-მაგრამ…, - დაიწყო, მაგრამ სიტყვა მის ზურგს უკან გაღებულმა კარმა შეაწყვეტინა. გიორგი დაუკაკუნებლად შემოვიდა.
-შენ ვინ ხარ ასე თავხედურედ რომ შემოდიხარ…, - ფეხზე წამოხტა და მრისხანედ გახედა შემოსულს, მერე იცნო ვინც იყო და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა, - ბატონო გიორგი თქვენ?... თქვენ აქ რას აკეთებთ?...
-ჩემთან… ერთად არის, - დაიწყო ხმაჩავარდნილმა და უფროსს მავედრებელი თვალებით შეხედა, - იქნებ გადაიფიქროთ ჩემი გაშვება, სამუშაოს ყოველთვის კარგად ვასრულებდი, იმაზე ორჯერ მეტს ვაკეთებდი ვიდრე მევალებოდა, არასდროს გამიცდენია, არც დამიგვიანია…
-და მაინც ერთკვირიანი შვებულება ორკვირად გადააკეთე.
-პრობლემები მქონდა ხომ დაგირეკეთ?
-დარეკვა არ კმარა ელენე, - ხმას აუწია დირექტორმა, - როცა გიწერენ ერთ კვირას, უნდა დაისვენო ერთი კვირა და არა იმდენი რამდენიც გინდა, - ყვირილზე გადაერტო და მუშტი მაგიდას დასცხო. ელენე ადგილზე შეხტა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ მოასწრო, გიორგი ქეჩოში სწვდა დირექტორს და ახლოს მოიზიდა.
-როგორ ბედავ გოგოსთან ასე ლაპარაკს, რა უფლებით, - განრისხებული თვალები ჩასწითლებოდა და ნაპერწკლებს ყრიდა. ელენე მკლავში წვდა და გაშვებას შეეცადა, მაგრამ გიორგის ისე მჭიდროდ ჩაებღუჯა კაცის საყელო, რომ ვერაფერი გააკეთა, - ქალბატონთან საუბრის მანერა არავის უსწავლებია შენთვის?
-ხელი გამიშვით.
-გიორგი ხელი გაუშვი.
-მე შენ გასწავლი, როგორ უნდა საუბარი ქალებთან, - მარჯვენა ასწია და დასარტყმელად შემართა, მაგრამ ელენეს პატარა ნაზი თითები მაჯაზე შემოეხვია და ხელი გაუკავა.
-საკმარისია, წავიდეთ.
-თქვენ… თქვენ რამდენს ბედავთ. ახლავე დაცვას დავუძახე, გაეთრიეთ აქედან.
-მე შენ…, - უფრო ახლოს მოიზიდა და თავი თავში ჩასცხო, დარეტიანებული დირექტორი სავარძელში მიესვენა და შუბლზე ხელი იტაცა.
-გაგიჟდი? - ხელი წაავლო და გარეთ გაყვანა სცადა, მაგრამ ვერაფერი შეძლო, თითქოს იატაკზე მიალურსმესო ადგილიდან ვერ დაძრა, - გარეთ გადი ახლავე, - ხმა გაიმკაცრა უცებ.
-გიჟები ხართ თქვეენ, ვინ ხართ?! ახლავე დაცვას დავუძახებ და კინწისყრით გაგაგდებთ, - ტელეფონის ყურმილს დასწვდა და ღილაკებს თითი შეახო.
-შენი დედა…, - გაიწია ისევ, მაგრამ მის წინ ასვეტილმა ელენემ შეაჩერა.
-შენ… შენ… გათავისუფლებული ხარ. შენ და შენს მეგობარს აქ კიდევ ერთხელ თუ დაგინახავთ სასამართლოში გიჩივლებთ, - თითი ავისმომასწავლებლად დააქნია.
-მაგ თითს მოგატეხავ შე , - წინ წაიწია ისევ, მაგრამ ელენე ეღობებოდა.
-მოკიდე ხელი შენს მეგობარს და მოშორდით აქედან, - აქამდე მის ხელში მყოფი ყურმილი მთელი ძალით დაახეთქა მაგიდაზე.
-ჩემი მეგობარი არ არის, - მერე ჩაისუნთქა და ფილტვებიდან ამომავალ ჰაერს ამოაყოლა, - ჩემი საქმროა…


***

ფანჯარაში მომზირალი და ჩაფიქრებული ცრემლებს ძლივს იკავებდა. ვერც კი შეემჩნია ლ, რომ ერთსა და იმავე ადგილას რამდსნჯერმე გაევლოთ. გიორგი დროს წელავდა. ბოლოს მანქანა ერთ-ერთი საიუველირო მაღაზიის წინ გააჩერა და ძრავი გამორთო. ფანჯრიდან წვიმას გაჰყურებდა, როცა მოულოდნელად გონს მოვიდა და სავარძელში წამოიმართა.
-აქ რა გვინდა?, - ლოყაზე ეულად ჩამოგორებული ცრემლი თითის ბალიშებით მოიწმინდა და საიუველირო მაღაზიას გახედა.
-შენ თვითონ თქვი, რომ შენი საქმრო ვარ, - ფიქრების ბურნუსიდან გაისმა ჩუმი ხმა, - ბეჭედი კი არ გიკეთია.
-უბრალოდ წამომცდა… უფროსწორად იმ სიტვაციაში ასე იყო საჭირო,-თავი გაიმართლა ელენემ და თვალი აარიდა.
-რა სიტვაციაც არ უნდა ყოფილიყო შენ… შენ ბეჭედი გჭირდება, - თავი ამოყო ფიქრებიდან და გოგონას გახედა, რომელმაც ეს-ესაა გაოცებული თვალები მიაპყრო საჭესთან მჯდომს.
-რა… რა ბეჭედი, - ენის ბორძიკით წარმოსთქვა და თვალები გაოცებისგან გააფართოვა.
-შენი აზრით რა ბეჭედი? - ცინიკურად გახედა გვერდით მჯდომს და მისი გაოგნებული სახის დანახვაზე ჩაეცინა, - გოგოს ნიშნობის ბეჭედს ჩუქნიან ბიჭები, როცა ხელს სთხოვენ.
-სისულელეს ნუ ამბობ, - წამოწითლდა და თვალი ისევ აარიდა, - არანაირი ბეჭედი არ მჭირდება.
-წამოდი და შენი გემოვნებით აარჩიე, - თითქოს არც გაუგია მისი უარი, ღვედი შეიხსნა, მანქანიდან გადავიდა, წინ შემოუარა და ელენეს კარი ჯელტმენურად გაუღო.
-არ მინდა, - წარბიშეკრა ელენემ.
-წამოდი და აარჩიე, თუ გინდა სურპრიზად დარჩეს და ჩემი გემოვნებით ავარჩიო? - თვალი ჩაუკრა მწვანეთვალებას და ხელი გაუწოდა, მაგრამ ამჯერად ელენეს თავისი ხელი არ შეუგებებია.
-არ მინდა თქო გიორგი, რატომ არ გესმიე? ისე ნუ იქცევი თითქოს ბედნიერი წყვილი ვიყოთ. თავი დამანებე, - ხელი აუქნია მამაკაცს და საპირისპირო მხარეს გაიხედა.
-კარგი ასე იყოს. აქ დამელოდე. არსად წახვიდე,-კარი მიუხურა და საიუველირო მაღაზიაში შევიდა.
-ისე მითხრა, გეგონება წასასვლელი სადმე მქონდეს, - თავისთვის ჩაილაპარაკა და მარცხნივ მდებარე სწრაფი კვების ობიექტს გახედა. მუცელმა თავი შეახსენა.
მაღაზიიდან გამომავალი გიორგი ემოციებს ვერ მალავდა, არადა ზუსტად იცოდა, რომ ახლა სერიოზული უნდა ყოფილიყო. მისი ბედნიერი სახე უმალვე შეიცვალა ელენე მანქანაში რომ აღარ დაუხვდა. ერთდროულად შიშისგან გაყინული და სიბრაზისგან აწითლებული თვალები იქაურობას მოავლო და შვებით ამოისუნთქა სწრაფი კვების ობიექტის ფანჯარასთან მდგარი რომ დაინახა. ელენე ხეპს უქნევდა.
-იმდენი ხანი არჩევდი, მომშივდა და შემოვედი, - თავი გაიმართლა ელენემ და მისი რიგის ნომერს დახედა.
-მე კიდევ რა არ ვიფიქრე, - დაუფარავად ამოისუნთქა და კმაყოფილებით მოავლო იქაურობას თვალი.
-გეგონა გავიქწცი და შეგეშინდა?, - მწვანე თვალები გამომცდელად შეანათა და ჩაიღიმა, - შენი სისუსტე გავხდი?
-სისულელეს ნუ ლაპარაკობ, - მოლარემ ელენეს ნომერი გამოაცხადა, - დაჯექი და მე მოგიტან, - მერე ლანგარი მაგიდაზე წინ დაუდგა და გოგონა გაკვირვებულმა აათვალიერა,-ამდენი ბურგერი შენ უნდა ჭამო?
-ხოო რა იყო, ეჭვი გეპარება? - მერე ჩაიცინა და ლანგარი შეუტრიალა, - არ ვიცოდი რომელი გიყვარდა და ყველანაირი გავაკეთებინე, მე მაგალითად ყველა მიყვარს.
-ბეჭედი გიყიდე, - ელენეს ლუკმა რამის გადასცდა, ხველებ-ხველებით გადასწვდა კოკა-კოლის ჭიქა, - კარგად ხარ?, - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მაგრამ მაინც მოსდიოდა სიმწრის ცრემლები.
-მაპატიე, მოულოდნელი იყო…, - ძლივს ამოისუნთქა და ღაწვებზე ჩამომდინარე ცრემლები თითებით მოიწმინდა.
-ხომ იცოდი, რომ უნდა მეყიდა?
-კიი მაგრამ მაინც.
-გაიკეთებ? - ბეჭდის პატარა, ხავერდის, წითელი ყუთი გაასრიალა და დაელოდა. მერე უცბათ ხელი დაავლო, სკამიდან წამოდგა, ცალმუხლზე ჩაიჩოქა და ყუთი გახსნა, - გახდები ჩემი ცოლი?, - ელენე დაიბნა, დასამალ ადგილს ეძებდა, ბრაზობდა, რომ ასე ცინიკურად და აგდებულად უყურებდნენ, ეს მხოლოდ დროებითი თამაში იყო და მეტი არაფერი, რა საჭირო იყო ეს ცერემონია.
-ფეხზე ადექი, რას აკეთებ, - ნაძალადევი ღიმილით გამოსცრა კბილებში და მკლავზე წაეპოტინა.
-მიდი დამთანხმდი, შეხედე რამდენი ხალხი გვიყურებს, - ჩურჩულითვე უპასუხა და ელენეს მარჯვენა ხელში მოიქცია,-დამთანხმდი, - წაუსისინა ისევ და მარცხნივ ალმაცერად გაიხედა.
-ჯანდაბას შენი თავი, - ნაძალადევი ღიმილით კბილებში გამოსცრა, ფეხზე წამოდგა და მარჯვენა გაუწოდა. ტაშმა და ოვაციებმა იხუვლა რესტორანში, მილოცვებს ხალხი აქეთ-იქიდან ისვროდა, წამიც და ისევ ძველ კალაპოტს დაუბრუნდა ყველაფერი, - ახლა შეიძლება ჭამა გავაგრძელო?скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent