შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო (9)


30-07-2019, 16:27
ავტორი სელენე
ნანახია 442

ტანგო (9)

-გენატრება?
-ყოველთვის _უპასუხა და ეული ცრემლი მალულად მოიწმინდა.

***
სიმარტოვის მეშინოდა. მარტო დარჩენის... როცა ის ჩემგან წავიდა სული დაცარიელდა, გულმა არსებობა შეწყვიტა. ტკივილი ყოველდღე უფრო ძლიერდებოდა და ამის წინაშე მე სრულიად უძლური ვარ. მისი სახე სულ თვალწინ მიდგას. მენატრება მაგრამ ვუძლებ. მის დანატოვარს ვუფრთხილდები... ყოველ ღამე საკუთარ თავთან ვრჩები მარტო და ხმამაღლა ვტირი, ვერაფერს ვშველი ამ ტკივილს, ვერ ვკლავ ჩემში. თვალებიდან არ ამომდის ის სისხლიანი ღამე. იმ ღამეს დასამარდა ჩემი ოცნებები, მომავლის ბედნიერი წუთები... იმ ღამეს დასამარდა ჩემი ბედნიერი მომავალი... მენატრება... ცრემლებამდე მენატრება...

***
მთელი დღე 'შუამთობის' დღესასწაულზე გაატარეს ბავშვებმა. გოგონებსაც დაავიწყდათ წინა დღის ინციდენტი. შუამთობაზე არა მხოლოდ დიდებული ნადიმი, არამედ უამრავი თამაშობები იმართება. ამ დღეს ეწყობა სახალხო სეირნობა, კულტურული და სპორტული ღონიძიებები, ადგილობრივი მრეწველობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა(ხალიჩები, ტრადიციული სამოსი, თიხის ნაკეთობები და ა.შ) იმართება დოღი, შეჯიბრებებიი სპორტის ტრადიციულ-ეროვნულ სახეობებში – ისინდსა და ქართულ ჭიდაობაში. ეწყობა ცეკვების საღამო და ტრადიციული ანსამბლების (ცეკვის, სიმღერის) კონცერტები. ცეკვის ფართი საღამოები. ძალიან ბევრი ნაცნობი ნახეს და არც ტურისტების ასეთ დიდ ნაკადსაც არ ელოდნენ. აღფრთოვანებული და ბედნიერები იყვნენ რომ ამერიკაში წასვლა გადადეს.
-არასდროს ვინანებ რომ ამერიკაში არ წავედით
-ჯერ სად ხარ, ერთი დაღამდება და მერე ნახე, შეჯიბრებები მოეწყობა. ვაფშე ყველაში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. _ბავშვები მოსასვენებელში დასხდნენ
-აუ ახლა დოღზე წავიდეთ რა ძაან მაინტერესებს, თან რომელიმე ცხენზე დავდებ ფსონს.
-მე ჭიდაობის ნახვა მინდა _გამოაცხადა ნინიმ
-რა ჭიდაობა მოგინდა გოგო
-აუ კაი გიო რაა, ნუ ხარ მუდო
-მეც დოღი მაინტერესებს
-კაი ნუ ჩხუბობთ, ჯერ დოღი ვნახოთ, მერე ჭიდაობა ოქეი?
-რატომ არ შეიძლება ჯერ ჭიდაობაზე წავიდეთ
-იმიტომ ნინი რომ დოღი მალე მთავრდება და იმას მივუსწრებთ. _სულ 12 ცხენი მონაწილეობდა თავისი მხედარითურთ. სტარტიდან 4 ნომერი დაწინაურდა. მას მიყვნენ 7 და 12, დანარჩენები უკან ჯგუფურად ცდილობდნენ დასწეოდათ. საინტერესო ის იყო რომ ყველა მხედარი ძალიან ახალგაზრდა იყო. ვითარება ნელნელა შეიცვალა. 4 ნომერი 6-მა ჩამოიტოვა მაგრამ ფინიშის ხაზი 9 ნომერმა გადაკვეთა. მეორე იყო 3 ნომერი. მესამე 4. აჟიტირებული ბავშვები კივილით და შეძახილებით ამხნევებდნენ თავიანთ ფავორიტს
- თქვენზე 200 ლარია, _გაუცინა ცოტნემ გიორგის და ბექას
-არც გაატრა'კო, ვერ ნახე 4 იგებდა
-მერე იმან გზიდან გადააგდო და მაგიტო მოიგო_მხარი დაუჭირა ბექამ ძმაიაცს
-მე ვაფშე პრიჩომ რაუქნა, თქვენზე ორასი ლარია
-აიღე _ცოტნემ ფული ჯიბეში ჩაიდო
-არადა მართლა მეგონა რომ 4 მოიგებდა
-მეც ლიზი, მეც მაგაზე დავდე.
-მე ყველა ვარიანტში წაგებული ვიყავი, ისეთი დებილი ტიპი აღმოჩნდა, არადა ცხენი მაგარ ვისზე ყავს
-ვერცერთმა ვერ მოვიგეთ ხო? _გაეცინა ელენას
-მე მოვიგე ორასი ლარი _კმაყოფილი სახით შეხედა მეგობრებს ცოტნემ
-რაიცოდი რომ ეგ მოიგებდა?
-მე წინასწარმეტყველება შემიძლია, არ იცოდი? _გაეცინა ცოტნეს
-აუჰ, მისი ჭკუით წლის შუტკა გააძრო _თავზე წამოარტყა ინგამ.
-აუ წყალი მინდა ძაან. _აწუწუნდა გაწითლებული ლიზა
-გეტყობა რომ გინდა, ჭარხალას თმაზე უფრო წითელი ხარ. _გაეცინა გიოს
-აუ გიო დედიკოს გეფიცები ამდენ ხალხში ჭარხალას კიდე დამიძახებ და ლარიანს გადავდებ კვერცხის საყიდლად
-ვერ გავიგე შენი ბურდღუნი _გაეღიმა გიოს.
-გაიგებ კიდე რომ დამიძახებ. _ინგა მარკეტში შევიდა
-ბავშვებო ინგას გავუჩალიჩო გინდათ?
-შენ თავზე შეწვავს მერე კვერცხს. _ელენას პასუხზე ინგა მაღაზიიდან გამოვიდა.
-ჭარხალა ორი ბოთლი წყალი დაამატე კიდე _იყვირა გიორგიმ
-რა დამიძახე? _პოტენციურმა წყვილმა ხალხის ყურადღება მიიქცია.
-ჭარხალა, ისე როგორც გეძახით ხოლმე
-მე გაგაფრთხილე საყვარელო. _ინგა გიორგის მიუახლოვდა და თავში ორი კვერცხი ჩაარტყა. გიორგის თმა და სახე ერთდროულად აიზილა წებოვან და ყვითელ სითხეში. გაოგნებული, თუ რა გააკეთა 'შეშლილთა ბელადმა' აზრზე ვერ მოდიოდა. გამხიარულებული ხალხი კი ვიდეოებს უღებდა ჯერ კიდევ უემოციო გიორგის.
-მოგკლავ ჭარხალა არ დაგინდობ _თმაში ხელები აიზილა და გოგოს სახეზე წაუსვა
-რას აკეთებ შე ერთუჯრედიანო, მომშორდი _ცოტა ხანში ხალხიც დამშვიდდა. გამხიარულებული მეგობრები ინგას და გიორგის მოწესრიგებაში ეხმარებოდნენ
-ჩემი ცხოვრების ისტორიაში ჩაიწერება ახალი თავი სათაურით რატომ დავიბანე სახე საზოგადოებრივ ტუალეტში
-უყურე ეს სახეზე წუწუნებს, მე თმის დაბანა მომიწია შე ალქაჯო.
-აუ რა სახეები გქონდათ ბავშვებო _კისკისებდა ლიზა
-ახლა ძაან პოპულარული ხალხი ხართ
-აქედანვე მოგვეცით რა ავტოგრაფი _აყვნენ ლიზი და ელენა
-ბექა დააწყნარე ეხლა ესენი თორე არ ვიცი რას ვიზამ
-შეჯიბრი იწყება წავიდეთ რა, სიმღერაში და ცეკვაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ ტალანტები გვყავს ჩვენ _თემა შეცვალა ინგამ
-მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო და კიდევ ერთხელ გილოცავთ წლევანდელ 'შუამთობას'. ბედნიერება და ბარაქა ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური. ახლა კი, სანამ კონკურსი დაიწყება, მინდა გთხოვოთ რომ ავტორიზაცია გაიაროთ კონსულტანტის დახმარებით. გჭირდებათ მხოლოდ სახელი და გვარი
-მე მივალ და ჩაგწერთ _გამოაცხადა ინგამ
-ვინ უნდა ჩაწერო?
-ცოტნე და ელენა ცეკვაზე.
-ხომარ გააფრინე შენ გოგო? _შეხედა ცოტნემ
-რა იყო? არ გინდა ელენასთან ცეკვა?
-ჩემთან ისედაც იცეკვებს რო საჭირო იქნება
-აუ კაით რა გაიზ, რატო წუწუნებთ სულ. მაგრად გაასწორებს თქვენი ცეკვა ახლა და მერე კოცონზე დავეშვათ. _სიტყვით გამოვიდა ბექა
-ხო რა, არ გაგვიტეხოთ.
-კაი გოგო, ხოარ ღადაობ ამათ რანაირად უნდა ვაჯობით. ალბათ წლებია ცეკვავენ
-არც აჯობოთ, პროსტა ისე იცეკვეთ თქვენ რომ იცით. _ინგა კონსულტანტთან გაიქცა
-დაიცადეთ, ჩვენც გვინდა რეგისტრაცია
-გისმენთ გოგონა _შუა ხნის ქალბატონმა დაღლილი თვალები მიანათა ინგას
-გოგო და ბიჭი, ტანგოს ცეკვავენ
-სახელი-გვარი
-ელენა ფილფანი და ცოტნე ვიბლიანი
-რას ცეკვავენო, რა მითხარი?
-ტანგოს
-და მუსიკა
-გვაქვს
-იმ ბიჭთან მიდი, ის დაგეხმარება _ინგა ბიჭს მიეჭრა
-მონაწილე ვარ, იმ ქალმა თქვენთან გამომგზავნა
-ვიცი ვინც ხარ, გიყურებდი კვერცხი რონდაატეხე თავზე ბიჭს
-ღმერთო რა სირცხვილია.
-რა მითხარი?
-მუსიკა მოვიტანე მეთქი _ბიჭს ტელეფონი გაუწოდა
-მგზავრების ტანგო? საინტერესოა
-კი ძალიან
-ის ბიჭი შენი ბოიფრენდია?
-რატო ინტერესდები?
-დამიჯერე ეგ მარტო მე არ მაინტერესებს, ძალიან ბევრი დაინტერესდა თქვენით
-ხოდა მოკვდნენ ინტერესით. _ტელეფონი გამოართვა და ბავშვებთან დაბრუნდა.
-რას გელაპარაკებოდა ამდენს?
-არაფერი ისეთი არ უთქვამს გიო, რაიყო?
-არაფერი ჭარხალა. დავინტერესდი უბრალოდ _მალულად გაეღიმა წითურ ქალბატონს.
-რაზე გეღიმება?
-არაფერი უბრალოდ. _ახლა გიორგის ლოყებზე გაჩნდა ფოსოები. ლიზა და ბექა ჩახუტებულები უყურებდნენ სანახაობას. ნინის ვიღაც ახალი გოგო გაეცნო და პირს იქაფებდა საუბრით. ანერვიულებული ელენას ცოტნემ ცალი ხელი წელზე მოხვია, მეორე ხელით სიგარეტს მოუკიდა
-ნერვიულობ მწვანეთვალება ქალბატონო?
-შეხედე პროსტა, ამათ რანაირად უნდა ვაჯობოთ. ღმერთმა იცის რამდენი ხანია რაც ცეკვავდნენ
-ნუ გეშინია, დაიკიდე ყველა ჩვენგარდა _ბიჭმა საფეთქელთან აკოცა
-ელენა
-ხო?
-ძალიან მიყვარხარ _მზერა არ მოუშორებია გოგონას თვალებისთვის სადაც იგივე გრძნობა იკითხებოდა
-მეც მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად _ცოტნემ ჟესტი გაიმეორა და ისევ აკოცა გოგონას. ბედნიერი წყვილი ერთმანეთის გარდა ვეღარავის ვეღარ ამჩნევდა, მანამ სანამ გამხდარმა წამყვანმა მათი სახელები არ გამოაცხადა.
-ახლა კი ჩვენი დებიუტანტი წყვილი, ელენა ფილფანი და ცოტნე ვიბლიანი შეგვისრულებენ ტანგოს, მგზავრების ამავე სახელწოდების ნაწარმოებზე. აპლოდისმენტები არ დაიშუროთ მათთვის. _ცოტნემ ელენას ხელი მოჰკიდა და სცენაზე ასვლაში დაეხმარა.
-რომ დავეცე?
-დაგიჭერ, მენდე და გამომყევი _მითხრა ცოტნემ. ვუპასუხე რომ ვენდობი მუსიკამ სცენა გადაფარა. ცოტნეს ხელი ვიგრძენი წელზე. ჩვენ ვცეკვავდით მსოფლიოში ყველაზე ცეცხლოვან ცეკვას. ვერ აგიღწერთ რას ვგრძნობდი მაშინ. ალბათ სიყვარულს, ლტოლვას ცოტნესადმი. ტანგოს საფუძველიც ხომ ზუსტად ლტოლვა და სიყვარულია. თანდათან სიმშვიდე, ბედნიერება და ცოტნესადმი უფრო გაძლიერებული სიყვარულიც ვიგრძენი. ვიგრძენი როგორ გაძლიერდა უხილავი კავშირი როგორც ფიზიკურად ისე სულიერად. მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ერთმანეთის გვესმის. ხანდახან ხომ ადამიანს სიყვარულზე მეტად გაგება სჭირდება. მუსიკის დასრულებამ რეალობაში დამაბრუნა. მაყურებლები ღიმიანი სახით გვიკრავდნენ ტაშს. ბედნიერი გადავეხვიე ცოტნეს.
-ხომ გითხარი გამოგვივა მეთქი _მე რომ მიყვარდა ზუსტად ისე გამიღიმა და კისერში მაკოცა. სცენიდან ჩამოვედით და ბავშვებს შევერიეთ
-აუ ძაან მაგარი იყო ტოო, ასეთი ცეკვა თუ მენახოს ბო*იშვილივიყო _გადაეხვია გიორგი ძმაკაცს.
-საღოლ ძმააო კაი იყო, დამევასეთ
-სპასიბა _ელენასაც იგივე სიტყვებით აჯილდოვებდნენ ბედნიერი მეგობრები.
-შენგან არ გამოდის არაფერი ჭარხალა, აგერ ნახე რა კარგად იცეკვეს? _იდაყვი გაჰკრა გიორგიმ ინგას
-ოხ თორე შენ არ მყავდე სუპერვარსკვლავი
-სულ როგორ იკბინები
-ამას ვინამბობს? რომელი ღუმელი შენ მყავხარ შრეკ
-შრეკი საიდან მოიტანე ადრე ალადინი არ ვიყავი?
-შენ საიდან მოიტანე ჭარხალა?
-მე ჭარხალას იმიტომ გეძახი რომ ჭითური ხარ
-ყველა შენ წითურ ნაშას ეგრე ეძახი?
-არა, მარტო შენ.
-აუ რა პატივში ვარ. _ღობისძიების დასრულებას არ დალოდებიან. საღამოს ისევ კოცონთან ისხდნენ. იხსენებდნენ ერთად გატარებულ მხიარულ დღეებს, მღეროდნენ და მოპარულ სიმინდს მიირთმევდნენ
-გემრიელია ხო მოპარული?
-ძალიან _გიორგიმ გოგოს გაუღიმა
-აუ არ მინდა სახლში რაა _დაიწუწუნა ნინიმ
-ხვალ სახლში ვიქნებით, ზეგ ამერიკაში წავალთ _დას თმაზე მიეფერა ცოტნე. გვიანობამდე კოცონთან დარჩნენ. ინგამ თავისი ოთახის კარი ჩაკეტა. უნდოდა გიორგისთან დაძინება მაგრამ ინგა რის ინგაა თუ გიორგის არ ახვეწნინა. ლიზას და ბექას ერთად ეძინათ. ეულად მყოფ ნინის ბალიშზე თავის დადებისთანავე დაეძინა.

-მიყვარხარ ელენა. _მითხრა ცოტნემ და ტუჩებზე ფრთხილად შემეხო. გამოგიტყდებით არც მიცდია რომ შევწინააღმდეგებოდი. იმდენად სასიამოვნო იყო ცოტნეს თითოეული შეხება რომ ვერც კი მივხვდი როდს აღმოვჩნდი ცოტნეს წინაშე მთლიანად შიშველი. ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ქორწილამდე სექსის მაგრამ არასდროს, მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არ ვინანებ იმ ღამეს.

დილით ადრე გამეღვიძა. მთლიანად შიშველი ცოტნეს ახლართულ მკლავებში მეძინა. ო, ღმერთო როგორ შემრცხვა მაშინ... ვცადე ცოტნე არ გამეღვიძებინა და ისე ავმდგარიყავი მაგრამ ისეთი მოუქნელი ვარ რომ ჩემმა გეგმამ კრახი განიცადა.
-დილამშვიდობისა _მოსალმა ცოტნე და შუბლზე მაკოცა
-დილამშვიდობის _ლოყევი ამიხურდა. სიცოცხლეში პირველად გავწითლდი
-ჩემი გრცხვენია?
-ძალიან, თვალები დახუჭე უნდა ჩავიცვა _ცოტნეს პერანგს ხელი დავავლე. -ცოტნე დახუჭე მეთქი! _უცებ გავუყარე მკლავები და სააბაზანოში შევედი.

დილით მძინარეს ვუყურებდი და ვტკბებოდი მისი სილამაზით. მშვიდად ეძინა მაგრამ ჩემმა მოძრაობამ შედეგი გამოიღო. გავაღვიძე. თვალები დავხუჭე და თავი მოვიმძინარე რომ თავი უხერხულად არ ეგრძნო. სცადა არ გავეღვიძებინე და მეც ჭიუტად თვალები გავახილე. ლოყებზე წითელი ფერი დაჰკრავდა. შერცხვა ჩემს ქალბატონს და გამეღიმა მის სიმორცხვეზე. კატეგორიულად მიბრძანა თვალები დახუჭეო და ჩემი პერანგით გავიდა აბაზანაში. სპორტული ამოვიცვი და სამზარეულოში გავედი. გიორგის და ინგას უკვე გეღვიძებინათ და კამათიც მოესწროთ...

ინგას ოთახის კარის გაღება რამდენჯერმე ვცადე. ჩაკეტა იმ გველმა. ალბათ აბაზანაში შევიდა თორემ უპასუხოდ არ დამტოვებდა, ხომ ვიცი მისი ხასიათი. ახლა ეს რომ ჩემი სახლი იყოს კარს შევამტვრევდი და ნახავდა ჩაკეტვას. რატომღაც მაინც გამეღიმა. აივანზე გავედი და ერთი ღერი სიგარეტი მოვწიე. დილით წითური ქალბატონი სამზარეულოში დამხვდა ჩემთვის უჩვეულო ფორმაში. სტაფილოსფერი ტოპი და მაღალწელიანი, მოკლე შორტი ეცვა. ასეთი სექსუალური ჭარხალა ნამდვილად არასდროს მინახავს.
-დილამშვიდობისა
-დილამშვიდობის. _მივესალმე ცივად
-როგორ ხარ
-კარგად
-ყავას დალევ?
-მე თვითონ მოვიმზადებ _გიორგის ცივმა ტონმა მიმახვედრა რომ წუხანდელზე იყო ნაწყენი კარი რომ ჩავუკეტე. არ მეგონა თუ შეამოწმებდა. ალბათ აბაზანაში რომ ვიყავი მაშინ ნახა და მაგიტომ ვერ გავიგე. რატომღაც გული მეტკინა მის ამ საქციელზე. ჩემი ყავა ავიღე და დივანზე ჩამოვჯექი. ტელევიზორი ჩავრთე მაგრამ მაინც გიორგიზე ვფიქრობდი. არ მინდოდა ცივად მომქცეოდა. მაგას მერჩივნა ისევ 'ტალახის ჭაში' ჩავეგდე და ჩემი რომელიმე საყვარელი შარვალი გაეფუჭებინა. რამდენიმე წუთში ოთახში სახეგაბრწყინებული ცოტნე შემოვიდა.
-დილამშვიდობისათ
-დილამშვიდობის
-რა ჭირს იმას? _ცოტნემ გიორგის ინგაზე ანიშნა, რომელსაც ეტყობოდა რომ სადღაც სხვა პლანეტაზე დაფრინავდა.
-არ ვიცი
-შენ რა გჭირს?
-ნუ შემე'ი
-იკამათეთ?
-არა, ვენაგლე _ცოტნემ სიგარეტს მოუკიდა
-ელენას ძინავს?
-არა, აბაზანაშია
-რახდება რა ბედნიერი ხარ?
-არაფერი, ისე
- ხუთი თითივით გიცნობ, რას მაბოლებ
-ნუ შემე'ი
-დილამშვიდობისა _სამზარეულოში შემოვიდა ელენა და მაშინვე ყავის მზადება დაიწყო
-მეც მინდა ელენა _გაუღიმა ცოტნემ
-ინგას რა ჭირს?
-იკამათეს ცოტა გვრიტებმა
-ცოტნე ენას ამოგაცლი _ინგამ ჭიქა ნიჟარაში ჩადო
-მე რაშუაში ვარ, რასაც ვხედავ იმას ვამბობ.
-კაი ცოტნე, ნერვებს ნუ უშლით ჩემგოგოს _ელენა ინგას მოეხვია
-კიდეკაი ერთი ნორმალური მაინც გვყავს სახლში.
-სახლში რომელზე მივდივართ?
-წესით 12-ზე უნდა გავიდეთ. _ცოტნემ სიგარეტი ჩააქრო.
-მაშინ ვჭამოთ და დავიწყოთ ჩალაგება _ოთახში ნინი შემოვიდა. ინგამ და ელენამ კოტლეტი შეწვეს, კიტრის და პომიდვრის სალათი მოამზადეს და ყოველი შემთხვევისთვის ჩაიც გააცხელეს. მალევე ისაუზმეს.
-1 საათში მოვალთ და მზად იყავით რა _ცოტნემ მანქანის გასაღები აიღო
-საით?
-საქმეზე _გასვლამდე ელენას ლოყაზე აკოცა. გოგონებმა მაგიდის ალაგება დაიწყეს.
-რაგჭირს ინგა არ გინდა ვისაუბროთ?
-არაფერი, უბრალოდ არ ვარ ხასიათზე
-რატომ? გიომ ხოარ გითხრა რამე? _საუბარში ნინი ჩაერია
-არაფერი არაა გოგოებო უბრალოდ ვერ ვარ რა
-ინგა მოყევი _გოგო მაგიდას მიუჯდა და ხელები თმაზე გადაისვა
-წუხელ რომ სახლში მივედით მე ჩემი ოთახის კარი ჩავკეტე და გიო არ შემოვუშვი რა, მაგას კიდე ეწყინა და დღეს დილით ისეთი მენაგლა მეტი რომ არ შეიძლება. _ინგას ცრემლები გადმოსცვივდა
-კაი გოგო რა გატირებს, მეღადავები?
-ელენა იცის ჩემი დამოკიდებულება და მაინც რეებს აკეთებს ხო ხედავ შენც. სათამაშო მგონია თავი
-კაი რა ინგა ნუ ტირი, გიორგი ეგეთია, უცებ გადაუვლის. სულ ეგრე მებუტება, სულ ეგრე იქცევა ხოლმე რომ არ ვუჯერებ. გაივლის და მორჩა რა
-ცუდად რომ არ ვექცევი მაგიტო ღირსი ვარ _ვერც ნინიმ დააწყნარა ინგა
-კაი რა ინგა, ნამდვილად არ უნდა ტიროდე ეგეთ რამეზე. აქამდე ვერ გაიცანი? ვსიო ახლა ცრემლები მოიწმინდე და წამო ავლაგდეთ. სანამ ნინი და ინგა ტანსაცმელს ალაგებდნენ მანამდე ელენა მამამისს ესაუბრებოდა
-როგორ ხარ მამი?
-კარგად შვილო შენ როგორხარ?
-მეც მა, რასშვრები ხო მშვიდობა გაქ
-კი მა, რაღაცა მინდა გთხოვო
-გისმენ, ყველაფერს შეგისრულებ რაც გინდა
-8-ში ჩვენი კომპანიის იუბილეა ხო იცი. კორპორატიული წვეულება გვაქვს და თუ ჩამოხვალ ძალიან გამიხარდება
-სხვათაშორის მაგაზე მინდოდა მეთქვა, მე და ჩემი მეგობრები მოვფრინავთ ზეგ, თან მინდა ვიღაც გაგაცნო _ცოტნეს შესახებ ნელნელა შევაპარე
-ვინ უნდა გამაცნო
-იცი მამა, მე... _ელენა ისევ გაწითლდა
-ის ბიჭი იმ დღეს რომ მითხარი?
-კი მამა, ცოტნე.
-კარგი შვილო, მთავარი მაინც შენი აზრია
-მიყვარხარ მამა
-მეც ელენ, ჩემო გოგო. ჭკუით იყავი იცოდე. _ჩემი და ცოტნეს ტანსაცმელი ჩავალაგე და მისაღებში გოგონებს შევუერთდი.

მგზავრობა ძალიან დამღლელი გამოდგა. ძალიან ცხელოდა. საჭესთან ბექა იჯდა. გვერდით ლიზა. მე ცოტნე და ნინი უკან. ჩვენს უკან გიორგი და ინგა ისხდნენ ცალ-ცალკე. არცერთი არ იღებდა ხმას. მთელი დღე ცოტნეს მხარზე მეძინა. როცა საჭმელად გავჩერდით მარტო მაშინ გამაღვიძა.

უკან მე და გიორგის მოგვიწია დაჯდომა. არ მინდოდა მაგრამ ელენამ თავისი გაიტანა. არ შევწინააღმდეგებივარ. ერთ კუთხეში მე ვიჯექი, მეორეში გიო. მალევე ჩამეძინა. საჭმელად რომ გავჩერდით მხოლოდ მაშინ დამელაპარაკა.
-გაღვიძების დროა, მერე ისევ გააგრძელებ მშვიდად ძილს
-რაგინდა გიორგი? რაღაცით ძაან უკმაყოფილო ხარ და არ მეუბნები რამე პრობლემაა?
-არის კი, გუშინ რა გჭირდა
-იმაზე ამბობ ოთახის კარი რომ ჩავკეტე?
-თუნდაც
-გიორგი შენ შენი რომელიმე კახპა ხომარ გგონივარ როცა გინდა მაშინ რო აკითხავ ღამით ხოლმე?
-ეგ ვაფშე რა შუაშია? ან საიდან მოიტანე რომ მე ჩემ ნაშებს ღამე ვაკითხავ
-აუ შემეშვი რა, გასაგებად გითხარი ჩემი სათქმელი
-დაჯექი აქ ერთი წუთი. არ დაგვიმთავრებია ლაპარაკი
-მე დავამთავრე
-დაჯექი მეთქი _გიორგიმ მკლავზე ჩამავლო.
-გისმენ
-ჩერჩეტო გოგო, ამდენ ხანს კიდე ვერმოწვი რომ ჩემთვის უმნიშვნელო არ ხარ და ისე არ გიყურებ როგორც სხვებს თუ უნდა გელაპარაკოს კაცი და ყველა სიტყვა სათითაოდ გითხრას?
-ვერგავიგე ?
-რა ვერ გაიგე ეს დედამო**ნული. რაარი ძნელი გასაგები? გითხარი რომ იმაზე მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის ვიდრე გგონია. არ მინდა რომ ჩემგან შორს იყო, თორე თვითონაც იცი რომ ნაშები არ მაკლია, შენ კი არ გამოგეკიდებოდი რომ არიქა ინგა ჩემთან უნდა დაწვე მეთქი? გადათვალე რამდენჯერ მქონდა მაგის შანსი? გამოვიყენე? არაა. რატო? იმიტომ რომ მიყვარხარ და არ ხარ იმ ნაშებივით მე რომ მყავს. გაიგე ახლა? _ინგა ატირდა. ვერაფერი ვერ უთხრა გაბრაზებულ გიორგის
-რატომ ტირი გეშინია ჩემი?
-არა _სრუტუნით თქვა ინგამ
-მითხარი რა მოხდა _ხმა დაუთბა გიოს
-არ ვარ გიორგი მიჩვეული შენგან სიცივეს, არ ვამბობ რომ სითბოთი მავსებს მეთქი მაგრამ ვერ ვეგუები იმას რაც დილით გააკეთე
-მეგონა ამ სიცხეში გესიამოვნებოდა ცივად მოქცევა _ტუჩის კუთხე ჩატეხა გიომ
-დამცინი ხომ?
-გაბრაზებული ვიყავი, მაპატიე რა არ მინდოდა შენი წყენინება. მოდი ჩაგეხუტო წითურო _ატირებულ გოგოს შუბლზე აკოცა
-მიყვარხარ ქაჯო _რამდენიმეწუთიანი დუმილი ინგამ დაარღვია
-მეც მიყვარხარ
-ვიცი პატარავ. წამოდი ძაან მშია. მთელი გზა ხმა აღარ ამოგვიღია. უკანა ოთხი სავარძელი მთლიანად მე და გიოს გვეკავა. ფეხსაცმელი გავიხადე და მალევე გიოს კალთაში ჩამეძინა.


დილის შემდეგ ინგასთან საუბარი აღარ მიცდია. საშინლად ვიყავი ნაწყენი და გაბრაზებული. არადა საფუძვლიანი მიზეზი არ მქონდა. ბათუმამდე რამდენჯერმე შევხედე, თვალი არ მოუხუჭავს. სხვა პლანეტაზე დაფრინავდა. შემდეგ ჩაეძინა. მთელი გზა მშვიდად ეძინა. ბექამ რომელიღაც რესტორნის წინ გააჩერა და მანქანიდან ყველა გადავიდა. ინგა გავაღვიძე. ისიც ჩემსავით ნაწყენი და გაბრაზებული იყო, რაც ძალიან კარგად ჩანდა მის ცისფერ თვალებში. გაბრაზებულმა მომაყარა თუ რით ვიყავი უკმაყოფილო. ვიჩხუბეთ როგორც ყოველთვის მაგრამ ამჯერად ვუთხარი რომ მიყვარს. ყველაფერი ვუთხარი რის თქმაც მინდოდა, ის კი უბრალოდ ატირდა. არ მეგონა თუ ასე უცებ იტირებდა. თავიდან მეგონა შევაშინე და იმიტომ ტირის მეთქი მაგრამ მიზეზი სულ სხვა აღმოჩნდა. ჩემ ცისფერთვალება ქალბატონს ჩავეხუტე და გავუმეორე რომ მიყვარს. თავისი გამხდარი ხელები მომხვია და მითხრა სიტყვები რომლებიც მე მჭირდებოდა. მას ვუყვარდი და ეს გრძნობა ბევრად მეტი იყო იმაზე რასაც სიყვარული ჰქვია... თუ არსებობს დედამიწაზე სიყვარულზე უფრო ამაღლებული გრძნობა, იმ გრძნობით ამივსო სული მაშინ ინგას სიტყვებმა.

გადაღლილი ბავშვები სახლში იმაზე გვიან დაბრუნდნენ ვიდრე ვარაუდობდნენ. სახლში მისულმა ნინიმ ლუკას დაურეკა.
-ლუკა როგორხარ?
-კარგად შენ ნინჩო?
-კარგად, სად ხარ რა ხმაურია
-კლუბში ვარ, შენ სადხარ ჩამოხვედი?
-კი
-რომ გამოგიარო წამოხვალ?
-ძალიან დაღლილ ვარ, ხვალ იყოს კარგი?
-კაი _ნინიმ გათიშვა დააპირა
-ნინჩო ამერიკში რამდენი ხნით მიდიხარ?
-რავი, თვის ბოლომდე იქ ვიქნები ალბათ
-დამირეკე ხოლმე, მომენატრე ქაჯო
-მეც ძალიან, ხვალ გნახავ მაშინ
-კაი, ჭკუით იცოდე
-მე კიარვარ კლუბში ჭკუითო რომ მაფრთხილებ
-კაი მაშინ მე ვიქნები ჭკუით _გაეცინა ლუკას და ტელეფონი გათიშა

****
-თუ ასე გტკივა და გენატრება როგორ ცოცხლობ მის გარეშე?
-შენ ამას სიცოცხლეს ეძახი? მოსიარულე გვამები არ გინახავს, რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის რომ ცოცხლობენ?
-დალიე, მიდი დალიე, ცოტახნის მაინც მოწყდები რეალობას. _ვისკის ბოთლი ტუჩებთან მიიტანა და სულმოუთქმელად დალია.
*****

მთელი დღე ტანსაცმლის და წასაღები ნივთების მოწესრიგებას მოანდომეს. გიორგი და ცოტნე სადღაც გადაიკარგნენ, ნინი, როგორც კი საქმეს მორჩა ლუკას სანახავად გავარდა. ინგას და ელენას გიორგის და ცოტნეს ტანსაცმლის ჩალაგება დაევალათ. ბოლოს ჩემოდნები შემოსასვლელში დააწყვეს და ყავის ფინჯნებით ხელში ტელევიზორს მიუჯდნენ.
-რა ჯანდაბაა, აქაც არაფერი არ არი ნორმალური
-გოგო, გუშინ რაზე ლაპარაკობთ შენ და გიო? _ფაქტის გახსენებაზე ინგას გაეღიმა
-ჰე მითხარი ახლა, ნუ მომკლავ ინტერესით. _და ინგამ დაიწყო ლაპარაკი და დაიწყო. თავიდან ბოლომდე მოუყვა ელენას ყველაფერი. ბედნიერებისგან ანათებდა წითური ქალბატონი და გარშემო მყოფებსაც დადებითი მუხტით ავსებდა.
-კეთილი შურით მშურს შენი და ცოტნესი, ძაან დალაგებული ურთიერთობა გაქვთ. _ცოტნეს გახსენებაზე ელენას ლოყები გაუწითლდა და გაეღიმა.
-ეს რა იყო? _გაეცინა ინგას
-რა?
-რა გაგახსენდა რომ გაწითლდი
-არაფერი ისე
-ვიღაცას ძაან ცეცხლოვანი ღამე ჰქონდა _გაეცინა ინგას და ჭიქები გარეცხა
-რაიყო გშურს?
-ვაფშეარა დებილო _გამხიარულებული გოგონები ფილმს მიუჯდნენ.

პირველი საათისთვის ნინიმ ლუკას დაურეკა და ისიც მაშინვე მოვარდა თავისი მანქანით. გოგოს გადაეხვია და ლოყაზე აკოცა
-მომენატრე ხუჭუჭა
-მეც ძაან
-დაჯექი და წავიდეთ უკვე, ისედაც ცოტა დრო გვაქვს
-სად მივდივართ?
-რავი, შენ სადგინდა?
-თუ ჩემი გადასაწყვეტია მაშინ პირველ რიგში ყავა მინდა _ბავშვები კაფეში შევიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ
-გისმენთ რას ინებებთ?
-ნინჩო შენ რა გინდა?
-ყავა
-ორი ყავა და შოკოლადის ტორტი, ნინის უყვარს ძაან
-ორი
-დიახ
-შენ რაიცი რომ შოკოლადის ტორტი მიყვარს
-ნუ ასე ვთქვათ დაკვირვება ჩავატარე შენზე
-ანუ?
-ანუ შენ ყოველთვის შოკოლადის ტორტს უკვეთავ სადაც არ უნდა იყო
-ესეიგი ბევრი რამე იცი ჩემზე
-შეიძლება ითქვას
-კაი, მაშინ რამე მიყევი
-ჩემზე თუ შენზე?
-რაიყო უშიშროების ჯაშუში ხარ?
-არა, უბრალოდ თუ ვინმე მაინტერესებს ყველაფერი ვიცი მასზე
-მე არ ვიცი არაფერი შენზე
-არაუშავს, გამიცნობ ნელნელა. როგორი დრო გაატარე ბეშუმში?
-რავი, ძააან მაგარი იყო. ძაან გავერთე
-შენი ძმის და იმისი გოგოს ცეკვა ვნახე. ძაან მომეწონა
-ეგ ის გოგოა სისხლი რო გადაუსხი
-ვიცი პატარავ. _კაფეში ორი გარუჯული თინეიჯერი შემოვიდა.
-ამის დედასშევე*ი
-ესენი მაკლდა ზუსტად
-პრივეტ ლუკა როგორ ხარ საყვარელო?
-კარგად თათა შენ?
-არა მიშავს, ეს შენი ახალი მსხვერპლია?
-ნწ, საკუთარ თავში გეშლები _ვეღარ მოითმინა ნინიმ
-უკაცრავად?
-ბოდიში მიღებულია, ახლა კი თუ შეიძლება დაგვტოვე, პირად სივრცეს მირღვევ რაც დამიჯერე ძაან არ მსიამოვნებს
-რას იზამ გამაგდებ?
-არა, შენ დონეს ვერ 'ავქაჩავ'
-თათა მართალს ამბობს, ჯობია წახვიდე
-მაგდებ ლუკაჩო?
-როგორც გინდა ისე გაიგე _გოგონა ადგა და თავის 'პადრუგას' მიეჭრა. ნერვებმოშლილი ესაუბრებოდა. მთელი დღე მხიარულად გავატარეთ. კინოში ვიყავით, მთაწმინდის პარკში ვიბოდიალეთ. ლუკამ თავისი მეგობრები გამაცნო. სახლში გვიან დავბრუნდით.
-ანუ ხვალ ამერიკში მიდიხარ?
-ხო
-ჭკუით იყავი იქ იცოდე და დამირეკე ხოლმე
-საღამოობით დაგირეკავ, დროის სხვაობის გამო თუ არ გეძინება
-შენ დამირეკე და მე გიპასუხებ _გოგოს ლოყაზე აკოცა და მანქანა გააქროლა.

დილით 7 საათიდან აეროპორტში იცდიდნენ. ჩასხდომა 9-ზე დაიწყო. წყვილები ერთად ისხდნენ. მხოლოდ ნინის ეჯდა გვერდით ახალგაზრდა რუსი ტურისტი, რომელმაც დაძინების საშუალება არ მისცა. ბოლოს ნინის მობეზრდა ბიჭის ქაქანი და ყურსასმენებში მუსიკას ბოლომდე აუწია. ფრენა ამერიკის დროით დის 4ზე დამთავრდა. ელენას მამა და ვიღაც ძალიან ელეგანტური ქალი აეროპორტში დახვდა. გოგონამ ჩანთები დაყარა და მამისკენ გაიქცა. მთელი გულით ჩაეხუტა მონატრებულ სხეულს
-როგორ მომენატრე მამიკო
-ელენა შვილო, ეს ლიზბეთია, არ დამანება მეც მინდა დახვედრაო _ქალი ელენას სანდომიანი, თბილი ღიმილით უღიმოდა. ელენა მოურიდებლად მოეხვია გამხდარ სხეულს.
-ბევრს მიყვებოდა მამა შენზე
-მეც ძალიან ბევრი გავიგე. ზუსტად ისეთი ხარ როგორც მამაშენი მიყვებოდა _ოჯახს ბავშვებიც შეერივნენ. დავითმა ლიზა და ბექა ერთდროულად ჩაიხუტა გულში
-როგორ მომენატრეთ შვილებო. მეღირსა კიდე სიკვდილამდე თქვენი ნახვა
-შენ რა მოგკლავს ძია დავით. _გადაეხვია ლიზა.
-მამა არ გამაცნობ დანარჩენებს?
-ხო რათქმაუნდა. ეს წითური გოგო ინგაა, გიორგი მისი შეყვარებულია. ეს ნინია და და ეს ცოტნე. _ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი და მოეხვია
-არ იცით როგორი ბედნიერი ვარ რომ ჩემი შვილის მეგობრები გავიცანი. ახლა სანერვიულო არ მექნება რას აკეთებს საქართველოში _დავითმა ცოტნეს გამომცდელი ღიმილით გადახედა.
-დავით მემგონი დროა წავიდეთ, დაღლილები არიან ბავშვები. მანქანებში გავნაწილდით. მე, მამა და ლიზბეთი ერთად ვიჯექით.
-დედა, ანა და ქეითი სახლში არიან?
-კი გველოდებიან _სახლში მართლაც გველოდებოდნენ სამივე. დედა ჩვეულებრივ შემხვდა. არც ცივად და არც თბილად. ანასგან სიცივე ვიგრძენი. ქეითი კი სიხარულით გადამეხვია. ჩვენ არასდროს ვჩხუბობდით და ერთმანეთს კარგად ვუგებდით. ყველა გავაცანი და ოთახებში დავნაწილდით.
-ანუ ამაღამ მარტო მომიწევს დაძინება _ცოტნემ ელენას კისერში აკოცა.
-როგორმე გადაიტან _გაეღიმა გოგოს
-არ დამეძინება
-ვიდრე მამაჩემს არ დაელაპარაკები დასტოინად ვიყოთ. შენ არ იცნობ, ეგეთი საყვარელი კიარაა ყოველთვის.
-შევამჩნიე უკვე
-ხოდა ჭკუით. ანასგან თავი შორს დაიჭირე. არ ვევასები მაგას
-ვიცი რასაც ფიქრობ. მაგრად მკი'და ყველა შენგარდა.
-ჩემი ჭკვიანი ბიჭი _ცოტნეს ტუჩის კუთხეში აკოცა და ოთახში შევიდა.
-მაგიჟებ _გაეცინა ცოტნეს
-ვიცი, ღამე მშვიდობისა.
-კარგად. _დროის დარღვევის გამო ყველას დიდხანს ეძინა და არც არავის გაიღვიძებია. შეჩვეული ელენა ყველაზე ადრე ადგა.
-დილამშვიდობის მამიკო _დავითს ლოყაზე ხმაურიანად აკოცა
-რა დილა გოგო, შუადღეა უკვე თითქმის
-სად არიან ხალხი?
-შენ მეგობრებს თუ გულისხმობ სძინავთ, ქეითი ოთახშია, ანა და დედამისი სადღაც გავიდნენ. _უპასუხა ისე რომ საბუთებიდან თავი არ აუღია. ელენამ ფინჯანი ყავით გაავსო და ქეითის ოთახზე დააკაკუნა
-შეიძლება?
-შემოდი ელე. _გაუღიმა ნამტირალევმა ქეითმა
-რა მოხდა, მშვიდობა გაქვს?
-კი, უბრალოდ გავცივდი
-მე ვერ მომატყუებ. მომიყევი რა მოხდა, იქნებ დაგეხმარო.
-ერთი ბიჭია, ლუისი. დიდი ხანია ერთად ვართ. არაფერი ისეთი არ მომხდარა. გუშინ ვიჩხუბეთ. მითხრა თუ გიყვარვარ ჩემთან დაწვებიო, თუ არადა მიგატოვებო. მე ვერ შევძელი. არ დავთანხმდი. მართლა მიმატოვა. _ქეითი ისევ ატირდა. ელენა ჩაეხუტა.
-არ იტირო პატარავ. არაკაცი ყოფილა. ეგ თუ გითხრა ესეიგი არც ყვარებიხარ. სწორად მოიქეცი რომ არ დათანხმდი. _თმაზე ეფერებოდა ელენა
-მიყვარს ელენა
-არ იტირო. მესმის შენი. ერთი წავა სხვა მოვა. თუ გინდა შეგიძლია საქართველოში წამოხვიდე ჩემთან ერთად. შენი ასაკის მეგობარი მყავს. ნინი ხო გაგაცანი გუშინ. კარგად გაუგებთ ერთმანეთს _დაუფიქრებლად შესთავაზა ელენამ.
-მართლა მეუბნები?
-რა თქმაუნდა. ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღიაა. _ახლა გოგონა ჩაეხუტა ელენას.
-ნამდვილი დასავით მექცევი. არ დამიმხასურებია.
-ნუ ინერვიულებ მაგაზე. ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მე გავალ და მოწესრიგდი. ბავშვები ჩამოვლენ მალე და გავიდეთ სადმე. რიგრიგობით გამოვიდნენ ოთახებიდან. ქეითმა რომელიღაც ქალი დიჯეის საღამოზე წაიყვანა ბავშვები. შემდეგ მთელი ღამე კლუბში ერთობოდნენ. დილით ყველა მაინც ადრე ადგა.
-ბავშვებო, ელენა დღეს ხო გახსოვს რა ხდება ?
-ომი იწყება მამი? _თვალებს ისრესდა ელენა
-დღეს კორპორატიული საღამოა. ყველას გელოდებით. დიდხანს არ გთხოვთ დარჩენას ელენ. უბრალოდ ხალხს დაენახეთ და მერე თავისუფლები ხართ.
-ტანსაცმელი რომ არ მაქ?
-იცი რაც უნდა ქნა. ცოტნე ჩემი ნათქვამი შენზეც ვრცელდება.
-ჩვენი მოსვლა აუცილებელია? _იკითხა ინგამ
-რავიცი ბავშვებო, აუცილებელი არაა მაგრამ გამიხარდება თუ მოხვალთ. თქვენც ჩემი შვილები ხართ. _ელენას აკოცა და სამსახურში წავიდა
-რო არ წამოვიდეთ გაუტყდება? _დივანზე გაწვა გიო
-არაა ეგეთი ტიპი, მარა რატო არ უნდა წამოხვიდეთ?
-არავის არ ვიცნობთ, მაგას ჯობია სადმე გავერთობით, თან ცოტნე ხო გახლავს _ინგა გიორგის მიუჯდა
-ანუ უკვე გადაწყვიტეთ ხო?
-სხვა რამე მაგარი წვეულება თუ გაიჩითა არ დაგაკლდებით. _ტელევიზორი ჩართო ნინიმ.
-ქეით შენ ხო მოდიხარ?
-ხო, არ მინდოდა მარა მამამ გინდა თუ არა უნდა მოხვიდეო.
-კაბა არ მაქვს
-PINK-ში ახალი კაბები ჩამოიტანეს, იქ ვიყიდოთ მეც მინდა თან.
-მაშინ მოვემზადოთ და წავედით.
-ვინ წაგიყვანთ? _ეჭვით გახედა ცოტნემ
-შენ _სულ მალე სამივე მზად იყო. ცოტნეს ცალი ხელით საჭე ეჭირა, ცალი ხელი ელენას მუხლზე ედო. ბევრი იარეს მაღაზიაში სასურველი კაბის საპოვნელად. ქეითმა წელში გამოყვანი, შავი, მუხლამდე ჩახსნილი კაბა იყიდა. ელენას კაბა პრობლემად იქცა. ზოგი დიდი ჰქონდა, ზოგი პატარა, ზოგი არ მოსწონდა. ბოლოს ცოტნემ გადაწყვიტა დავეხმარებიო და კაბების თვალიერბა დაიწყო. მუქი შინდისფერი კაბა აარჩია, თავისი ტიპით. კაბა გრძელი იყო, მუხლს ოდნავ დაბლა და აჭრილი, ოღონდ არა ზედმეტად. მოკლე ტოპს ღრმა დეკოლტე ქონდა და არც ეს იყო ვულგარული.
-აბა ერთი ეს ჩაიცვი
-შინდისფერი კაბა ხო ცოტნე?
-რაიყო ტეხავს?
-კორპორატიული წვეულებაა ქორწილი კიარა, ასეთი არავის ეცმევა
-შენ გეცმევა
-ცოტნე
-ჩაიცვი _ქეითმა და ცოტნემ ერთდროულად უთხრეს ელენას. კაბა აიღო და გასახდელში წუწუნით შევიდა. კაბა იდეალურად დაჯდა მის ტანზე. ქეითმა ამავე ფერის კლასიკური ფეხსაცმელი იპოვა და ახლა ელენა ჟურნალიდან გადმოსულ ტოპ მოდელს დაემსგავსა. მწვანე თვალებზე საოცრად უხდებოდა შინდისფერი კაბა
-იდეალურია _ვერაფერი ვთქვი ამის გარდა ისეთი ლამაზი იყო ელენა. ჩემზე ეგოისტი იმ წამს ალბათ არავინ იყო, რადგან ეს ქალი უკვე ჩემი იყო.
-ფერფექთ _გაეღიმა ქეითს. ელენას წყვილი მიეჭრა
-ეს კაბა ჩემია, მე მოვიზომე
-იყიდე?
-არა ჯერ
-მაშინ ჩვენ დაგასწარით. _ირონიული ღიმილი ესროლა ქეითმა
-უთხარით გაიხადოს _კონსულტანტს მიუბრუნდა გოგო
-ქალბატონო მათ უკვე შეიძინეს ეს კაბა _გაბრაზებულმა გოგომ შეყვარებულს ხელი დაავლო და მიიმალა
-საწყალი მაგის შეყვარებული _გულით შეეცოდა ცოტნეს
-ცოტნე შენი სმოკინგი უნდა ვიყიდოთ.
-მაგას მე მივხედავ რა _გოგონები სახლში დატოვა და გიორგი და ბექა წაიყვანა სმოკინგის შესარჩევად. ბავშვებმა პიცის გამოცხობა გადაწყვიტეს. ნახევარ საათში კარზე ზარმა დარეკა.
-მე გავაღებ, ალბათ ცოტნეა. _ელენამ კარი გააღო და ცოტნეს მაგივრად, ქერა, თაფლისფერთვალება ბიჭი შერჩა ხელში
-გისმენთ?
-გამარჯობა, მე ლუისი ვარ ქეითის შეყვარებული, მასთან საუბარი მინდა _გოგოს ტვინში სისხლი ჩაექცა სიბრაზისგან. ბიჭმა სახლში შესვლა სცადა მაგრამ ელენამ შეაჩერა და კისერში ხელი ჩაავლო.
-მისმინე , მე ჩემი და არ გეგონო. ქეითის ერთ ცრემლს არ შეგარჩენ. საერთოდ როგორ გაბედე აქ მოსვლა იმის მერე რაც გააკეთე? იცი მაინც რადღეში იყო? გაფრთხილებ იცოდე, თუ ჩეითს 1 მეტრის რადიუსზე მიუახლოვდები მოგკლავ და შენს გვამს ლომებს მივუგდებ ზოოპარკში. _გაწითლებულ ბიჭს ხელი გაუშვა და პერანგის საყელო გაუსწორა. -არ გეხუმრები იცოდე. მოგკლავ. თუ მე არ მეყოფა ამისთვის ძალა ჩემი შეყვარებული მოგკლავს. ახლა კი დაიკარგე აქედან. _კარი ცხვირწინ მიუხურა.
-მშვიდად ელენა, მშვიდად _სამზარეულოში ღიმილით შევიდა
-ვინ იყო? _ქეითმა პიცას სოსისი მოაყარა
-მამას მძღოლი, მობილური დარჩენია. _მალე მოვიდნენ ბიჭებიც. პიცას მიირთმევდნენ და დაუღალავად საუბრობდნენ.
-ელენა ჩვენ თუ ამდენს ვილაპარაკებთ დავაგვიანებთ მამასთან და დაგვცოფავს _ქეითი მოსამზადებლად შევიდა ოთახში. სულ მალე ორი ანგელოზი მეგობრების წინაშე ტრიალებდა და უხვი კომპლიმენტების კომპლექტსაც ისმენდა. არც ცოტნე იყო ნაკლებად სიმპათიური. საშინლად უხდებოდა კლასიკური სტილი. არაფრით ჩამოუვარდებოდა ბრედ პიტს. ელენას აზრით სად ბრედ პიტი და სად ცოტნე. დარბაზი გემოვნებიანად იყო მოწყობილი. კლასიკური მუსიკის ფონს სმოკინგებში და საღამოს კაბებში ჩაცმული ნაღები საზოგადოების ჩურჩული არღვევდა. დარბაზში შესულმა წყვილმა ყველას ყურადღება მიიქცია. დავითი სამივეს სიხარულით გადაეხვია. ლიზბეთიც ბედნიერი სახეებით შეეგება. ცოტა ისაუბრეს საღამოზე და მის იმიჯზე.
-სულ დამავიწყდა. მინდა ჩემი ახალი ბიზნეს პარტნიორი გაგაცნოთ. _დავითმა მეგობარს ხელით უხმო. მსუქანი, ჩასუქებული კაცი შამპანიურით სავსე ჭიქით წყვილისკენ წამოვიდა. ცოტნეს ხელის კუნთები დაეჭიმა. ბედი ნამდვილად დასცინოდა ორივეს. არანაკლებ გაოცებული იყო მამაკაციც.
-ლევანი გაიცანი, ჩემი შვილი ელენა და მისი შეყვარებული ცოტნე. _დიახ! ეს ზუსტად ის ლევანია რომელსაც იმ საბედნისწერო ღამეს თავი კინაღამ ჩემმა ნასროლმა ტყვიამ გაუხვრიტა შუბლი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი anako

ვაახ რა კაი ტაო იყო ირინკუშ
წარმატებებიი ველოდები ახალს მალე
კაი გოგო ხარ ხუჭუჭავ heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი inga mikeladze

ძალიან კარგიი იყოო❤ზედმეტად კარგიი❤ველოდები შემდეგს❤????

 


№3 სტუმარი სტუმარი სელენე

ძაანკაიიყოო❤❤❤

 


№4  offline წევრი სელენე

power
ვაახ რა კაი ტაო იყო ირინკუშ
წარმატებებიი ველოდები ახალს მალე
კაი გოგო ხარ ხუჭუჭავ heart_eyes heart_eyes

მადლობა დიდი ????

inga mikeladze
ძალიან კარგიი იყოო❤ზედმეტად კარგიი❤ველოდები შემდეგს❤????

მადლობა ❤

 


№5  offline წევრი ჟოზე

ველოდები დასასრულს ❤❤❤

 


№6  offline წევრი anako

ჟოზე
ველოდები დასასრულს ❤❤❤


ელოდე ელოდე... გელი გელი მოგელი იმღერე და წაიკითხავ მალე joy joy ხატუშ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent