შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თქვენო აღმატებულებავ (5)


30-07-2019, 23:33
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 691

თქვენო აღმატებულებავ (5)

- ნიკთან საქმე გქონდა ჰაიდენ - დავუბრიალე თვალები.
- ჰო, ჰო - ისევ უკან აბრუნდა.
- თან რაღაცა უნდა გამოგეტანა ოთახიდან.
- უი, ჰო, ჰო - მოისრისა თავი და კაბინეტში შევარდა, მერე ისევ ავარდა ნიკთან. სასაცილო, დაბნეული შესახედი იყო, მაგრამ საყვარლადაც ჩანდა მისი ქცევა.
- იძახე ახლა „ჰო, ჰო“. - ცოტა დავცინე. ილიზი ისე მიყურებდა, ჩემი წარბაწეული მზერა მიმიქარავს.
- ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა - ხელი შემოირტყა თავში.
- იატაკზე თუ არ დაეცმი ვაი-ვაიგლახით და ქოქოლას არ დამაყრი, მადლიერი დაგრჩები. შენთან შემოდიოდა შე სულელო. სხვანაირად ვერ შევაკავებდი.
- მადლობ, რომ მსხვერპლი გაიღე და მის საზიზღრად ძლიერ, მიმზიდველ კუნთებს შეეფარე.
- ვისზე ამბობ მიმზიდველს საქმროიანი ქალი?
- იმაზე ბრაზდები, რომ ნიკის საცოლე ვარ თუ ჰაიდენიკოზე ეჭვიანობ? - კითხვა შემომიბრუნა ეშმაკურად.
- ჰაიდენიკო მაინც ჩემზეა ყურებამდე შეყვარებული.
- რას ლაპარაკობ?
- არ უნდა მეთქვა - ცოტა სინდისმა შემაწუხა, რომ ასე უსირცხვილოდ გავასაჯაროე.
- რა არ უნდა გეთქვა? მე რას მიმალავდი?
- შენ არ გიმალავდი. ზოგადად, ვთვლი რომ სხვისი გრძნობები უახლოეს მეგობარსაც არ უნდა გაანდო. ეს ხომ შენი არაა? სხვისია.
- როდის აგიხსნა სიყვარული? - შავი ტყავის ტახტზე ჩამოჯდა. ზოგჯერ, ნერვებს მიშლიდა. გეგონება მართლა დედა იყო, რომელსაც მასწავლებელმა დაურეკა, შენი შვილი ცუდად იქცევაო.
- გუშინ.
- ასე, უბრალოდ გამოგიცხადა, მიყვარხარო?
- კი.
- მერე?
- არაფერი, უარი მიიღო.
- მადლობა ღმერთს.
- რატომ? რამე საეჭვო იპოვნე?
- ვერაფერი ვიპოვნე, მაგრამ მაინც მიხარია, რომ უარი უთხარი. პირველივე სიყვარულის ახსნისას რომ თანხმობას იღებდნენ კაცები შენგან, მაშინ ვივიენი აღარ იქნებოდი.
- ეს ყველაზე დიდი სიბრძნეა, რაც კი ოდესმე გითქვამს.
დიდხანს არ გვიცდია ბიჭებისთვის. მალე გამოვიდნენ. ტუჩებსა და მხრებზე ჯერ კიდევ ჰაიდენის კვალს ვგრძნობდი, რაც ცოტა არ იყოს, მაწითლებდა. ერთი-ორჯერ ერთმანეთს შევხედეთ და სიცილის შეკავება ვერ შევძელი. არაბუნებრივად გამოდიოდა ყველაფერი.
წასვლისას, ჩემს გვერდით დადგა.
- დარჩები? - მკითხა ჰაიდენმა.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ალბათ თანხმობას არც ელოდა.
- სადმე მაინც გავიდეთ.
- ჰაიდენ, ამ წამს მივდივარ სახლში და შენ კიდევ იმას მეკითხები, მისვლიდან ხუთ წუთში თუ მოვახერხებ გამოსვლას?
- კი.
- არა.
- ვერა მაინც გეთქვა ზრდილობის გულისთვის.
- რა გინდა ჰაიდენ? - ცოტა არ იყოს, ნერვებს მიშლიდა.
- მინდა, რომ ყოველ დღე გკოცნო.
- მოუნდა კარგი ცხოვრება - ჩავიქირქილე ჩემვის.
- ჰო. როცა ვინმე გიყვარდება და მასთან ყოფნას ცდილობ, ძალაუნებურად, კარგი ცხოვრებისთვის იბრძვი.
- საყვარელი ხარ მამიკო - ლოყაზე ვაკოცე - შეხვედრამდე.
- მაინც მოგადგები იცოდე!
- ცოტა წყნარად, თორემ ნიკი გაიგებს და არამგონია, მოეწონოს ეს ამბავი. სხვათაშორის, ყვავილებისთვის ვაზები აღარ მაქვს, თან შენი სათბურის შემხედვარე, უკვე მივხვდი ვინ მიგზავნის ვარდებს და აღარ შეწუხდე.
- არ მოგწონს?
- ყველაზე მეტად.
- მერე, რატომ აღარ გამოგიგზავნო?
- ანონიმურობას ვეღარ დაიცავ. თუ ყვავილები მომინდება, შენს სათბურს თავადვე მოვადგები.
- როცა გინდა მოადექი, არ აქვს მნიშვნელობა დღეს და ღამეს.
- სულელი - ჩავილაპარაკე და ნიკის მანქანაში ჩავჯექი.
- რაზე ლაპარაკობდით? - მკითხა მან.
- ჩიზქეიქზე - ვუპასუხე სხარტად.
- საჭმლის გარდა, სხვა სალაპარაკო არ გაქ?
- არა.
სახლში მისული, დაღლილი ვიყავი. ორგანიზმში დე ვიტამინის ნაკლებობის გამო, მუდმივ დაღლილობას ვგრძნობდი ხოლმე. პიანინოზე დავუკარი, ცოტა დავხატე. უცნაურია, მაგრამ ჰაიდენის დახატვა მომინდა. ისეთი ჰაიდენის არა, როგორსაც ვიცნობდი, პირიქით, გარედან როგორიც ჩანდა, ისეთის. ჩემთან თბილი და საყვარელი იყო, მაგრამ შეხედავდი თუ არა, თავისი შეკრული კოპებით, მაშინვე ცოტათი შეგეშინდებოდა. იფიქრებდი, რომ სექსუალური და მომაჯადოებელი საშიში ბიჭი იყო.
ილიზმა დამირეკა.
- დამავიწყდა შენთვის მეთქვა - ცოტა მორცხვი ტონი ჰქონდა - ჰაიდენის კაბინეტში შენი ნახატები ვნახე. ხუთი ნახატი ეკიდა. ხო იცი ვივიენ, ვცნობ შენს ხელს.
- ცოტა ხნის წინ ჩავაბარე პატრონს - ამოვიოხრე. რატომ არ მიკვირდა?
- მემგონი, ირიბად ცდილობს შენს გამდიდრებას.
- ისედაც მდიდარი ვარ - ვთქვი თავმომწონედ.
- მდიდარ ოჯახში დაიბადე. უბრალოდ, იღბალა ნაგავი ხარ.
- აბა კიდევ რას მეტყვი სასიხარულოს?
- ჰაიდენმა მაინც შეძლო შენთვის ენა შეეყო პირში, აი სასიხარულო ამბავი.
- ილიზ, ზოგჯერ ვერ ვხვდები, რატომ ვართ საუკეთესო მეგობრები.
- მტრები რომ ვიყოთ, მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა.
- ეგეც მართალია. თან მე ჩემს ბოროტმოქმედ ჰაიდენს დაგაჯახებდი.
- უკვე შენად თვლი?
- შენი განადგურებისთვის დამჭირდებოდა რომ ჩემი ყოფილიყო.
- მიხარია იმის მოსმენა, რომ ასე კარგად აფასებ ჩემს ძალებს.
- რა თქმა უნდა დაო.
- კარგი, გნახავ დღეს ღამით ან ხვალ.
- დღეს ღამით არამგონია გარეთ გამოვიდე. სახლში მინდა, მეძინება.
- 10 საათზე იძინებ? მესამე კლასელი ბავშვი ხარ?
- კი.
- კარგი, კარგად, დავფიქრდებით შენთან მეგობრობაზე.
ხანგრძლივი ბავშვური კინკლაობის მერე, მაინც იმაზე დამიყოლია, რომ შუაღამისას, ჩვენს ბარში წავსულიყავით. ჩემი და ნიკის საერთო მეგობარი, მაქსიმი იქ ძალიან ხშირად უკრავდა. შემზარავი საიდუმლოება ის იყო, რომ თავის ყველა სიმღერას ჩემზე წერდა.
„ღამესავით შავი თმა, თოვლილივთ თეთრი კანი და სისხლივით წითელი ტუჩებიო“ - ჩაირთვებოდა ხოლმე. ვაღიარებ, ნამდვილად გადაჭარბებული იყო და არც ასე ძლიერად ვგავდი „თვაილაითის“ რომელიმე ვამპირს, სამწუხაროდ, შეყვარებული ადამიანები ყველაფერს ასე ხედავდნენ. ისიც აღსანიშნია, რომ მაქსიმის დაწერილი ტექსტი ფიფქიას ზღაპრიდან იყო მოპარული, მაგრამ რას ვიზამდით? თავისი გაჭირვებაც ეყოფოდა და ერთ-ორ წინადადებაზე არავინ ვეკიდებოდით.
მაქსიმი ძალიან საყვარელი იყო, თუმცა ზოგჯერ თავს მაბეზრებდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მარტო სისაყვარლე არ კმარა კაცისთვის.
ჰაიდენმაც დამირეკა. აბა ისე როგორ იქნდებოდა მთელი ქალაქი თუ არ ჩამომირეკავდა რიგ-რიგობით?
- გისმენ.
- რას აკეთებ?
- შენი შეკვეთები მიიღე უკვე თუ ხატვა განვაგრძო? - ვკითხე ირონიულად.
დუმილი დიდხანს გაგრძელდა.
- საიდან გაიგე?
- დავადგინე შემკვეთის ვინაობა, რა უნდა მაგას?
- ბრაზობ?
- ჯერ არ გადამიწყვეტია. ბარში მივდივარ ნიკთან. წამოხვალ?
- ჩემთან ერთად არ მოდიხარ არსად და ბარში მიდიხარ? - ცოტა ეწყინა.
- შენც ხომ გეპატიჟები.
- მე ნიკს კი არ დავსდევ, შენ დაგსდევ. არ მიყვარს ამ ხალხმრავალ ადგილებში სიარული. მითუმეტეს, მერე უნდა მოაღოს პირი იმ სულელმა მაქსიმმა და იმღეროს შენს თვალებზე, ღიმილზე, სიარულზე. მე კიდე დებილივით ვიჯდე და ვუსმინო? ისედაც ვხედავ რომ „ცასავით სპეტაკი და უღრუბლო თვალები გაქვს“. - იციტირა მაქსიმი.
- უკვე ვნანობ, რომ საერთოდ რამე გითხარი.
- ნახვამდის. - გამითიშა.
ამისი გაბრაზებაღა მაკლდა. სხვათაშორის, სიმართლეს ამბობდა. ჩემს გამო ისედაც უკვე ათას ადგილას მიდიოდა და ათას ადგილას პატიჟებდა ხალხს. ნერვებმოშლილი ვიჯექი მთელი ეს დრო. მაქსიმის გადაჭარბებული ყურადღებაც მაღიზიანებდა. არადა, აქამდე არასოდეს მაშფოთებდა, უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევდი ხოლმე. იმას მეწუწუნებოდნენ, დღეს ძალიან მუდო ხარო. ეტყობა, უჭირდათ დაჯერება, რომ სულ ცეკვა-თამაშის ხასიათზე არ ვიყავი.
რამდენჯერმე, ნიკიც კი წავკბინე. ბავშვურად და ხუმრობით კი არა, ნამდვილი ძუ*ნასავით. მერე ამომივიდა ყელში საკუთარი თავი და გარეთ გამოვედი მოსაწევად.
ცოტახანში, ნაგვის ურნაში ვაგდებდი ჩამწვარ სიგარეტს, ჰაიდენი რომ წამადგა თავზე.
- მაინც მოხვედი - გამეღიმა.
- შეგიძლია იზეიმო. პატარა ბავშვივით მატრიალებ შენს ნებაზე.
- ეს ამბავი მომწონს, მაგრამ არ მინდა, რომ შემოხვიდე და უყურო, როგორ ცდილობს მაქსიმი შემთხვევით თავისი ხელი მოუხვდეს ჩემს ნებისმიერ სხეულის ნაწილზე.
- არ მითხრა, რომ გიფათურებს - კბილები ერთმანეთზე მაგრად მიაბჯინა და ბრაზისგან სავსვემ ძლივს გამოსცრა ეს სიტყვები.
- არა, რას ამბობ, არ ვაცოცხლებდი - გამეცინა - მომშივდა და შეგვიძლია, სადმე წავიდეთ. მოსაცმელს გამოვიტან, შიგნით დავტოვე.
- დაიკიდე - თავისი პიჯაკი გაიხადა და ისე ნელა შემომაცვა, ვფიქრობ მაქსიმს ამისგან უნდა ესწავლა „როგორ ვეფათუროთ სასურველ ქალს რამოდენიმე წამის განმავლობაში შემთხვევით“.
თავის რესტორანში წამიყვანა, ნახევრად შემწვარი სტეიკები და წითელი ღვინო შეუკვეთა. ვერანდაზე ვისხედით. ყურებისას, ღიმილს ვერასოდეს მიმალავდა.
- არ ვისაუბროთ? - მკითხა წყნარად.
- არა. ჭამის დროს ლაპარაკი ცუდია - ვთქვი და გამალებით გავაგრძელე მირთმევა. საბოლოოდ ხო მაინც ამომეწირებოდა ოდესმე საჭმელი და სადღა გავექცეოდი?
ცოტახანს მართლა მომასვენა. თითქოს ხმაც არ ამოგვიღია. მარტო ის ავღნიშნეთ, რა ლამაზი ღამე იყო. ერთი შეხედვით მე ჩვეულებრივი მეჩვენა, მაგრამ ამ შეყვარებულ კაცებს რას გაუგებ.
ლამაზი ბაღი ჰქონდა რესტორანს, იქ გავისეირნეთ.
- იცი, პირველი ხარ, ვინც გული ძალიან დამწყვიტა - გამომიცხადა მოულოდნელად.
- რატომ დაგწყვიტე?
- მეგონა, რომ მართლა მაკოცე.
- მართლა გაკოცე, არ დაგსიზმრებია.
- არ დამსიზმრებია, მაგრამ მაგ კოცნით შემაკავე, სანამ შენი დაქალი ჩემს კაბინეტს ტეხდა.
ტანში დამიარა ჟრუანტელმა. თან ისეთი ჟრუანტელი ხომ არსებობს, ტვინიდან რომ გაგაბუჟებს და მერე მთელ სხეულზე გადაგეფინება? ასე უხერხულად და საშინლად აქამდე თავი არასოდეს მეგრძნო. ცოტა შემეშინდა კიდეც. ვიფიქრე, ამ მოფარებულ ადგილას არ მიმასიკვდილოს-თქო.
ერთი რამ ბავშვობიდან ვიცოდი, თუ კი ტყუილში გამომიჭერდნენ, იქამდე უნდა გამეგრძელებინა უარყოფა, სანამ არ დაიღლებოდნენ მტკიცებით.
- რა სისულელეს ამბობ? - ძალიან მკაცრი და გაოგნებული ტონი დავიჭირე.
- ნახატები მე არ მიყიდია, სხვას ვაყიდინე, ამიტომ ჩემს სახელამდე ვერც მიაკვლევდი, უთუოდ კაბინეტში ნახა შენმა დაქალმა. კარი დაკეტილი დავტოვე, შესვლისას კი ღია დამხვდა. სანამ გაკოცებდი, ფაჩუნი გამოდიოდა იქიდან, მაგრამ ისეთი გემრიელი იყავი, რომ მეთქი ჯანდაბას, მიპოვოს იმ გოგომ რამე არალეგალური და ჩამაყუდონ ციხეში-თქო. დაე, შენი ერთი კოცნაც ძალიან ძვირად დამჯდომოდა.
- შენ ციხეში ჩაყუდებას ნამდვილად არ ვგეგმავდით, რაც არ უნდა გვეპოვნა - დავნებდი. პირველად ვიყავი ჰაიდენის წინაშე უსუსური და დამნაშავე.
- აბა რა მოხდა?
- არც კი ვიცი, რა გითხრა. უბრალოდ, ცოტა ეშინიათ შენი. - შევეცადე, მაქსიმალურად მსუბუქად მეღიარებინა.
- გასაგებია. გაინტერესებდათ, ვინმეს გვამს ხომ არ ვინახავდი?
- არა, კაბინეტში არასოდეს შეინახო ვინმეს გვამი.
- მადლობა რჩევისთვის, აუცილებლად გავიტან გარეთ.
- არ გაბრაზდე რაა - ვიცი, სისულელეს ვთხოვდი. მიწვეულმა სტუმრებმა თითქმის სახლი გავუტეხეთ და აქეთ მაჭმევდა ისევ სტეიკს.
- იცი სხვას რომ ეს გაეკეთებინა, რას ვუზამდი? ჯერ მაგის ბიზნეს მაგრად ვაყირავებდი, მერე ისე შევაშინებდი, რომ ღამის კოშმარად ჩემი სახე მოსჩვენებოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში.
პირველად იყო ასეთი გაბრაზებული. რინგზე სხვანაირად ბრაზობდა. იქ თითქოს სიმწარისა და მუშტების ქნევის მიუხედავად, ეტყობოდა, რომ თამაშობდა. ახლა კი გულნატკენიც იყო და განრისხებულიც.
ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, როცა შუბლის ძარღვი დაეჭიმა სიბრაზისგან.
მერე შემომხედა, ცოტა დაიბნა.
- ჩემი გეშინია? - მკითხა წყნარად.
- არა - თავი გავაქნიე რამდენჯერმე - მაგრამ წეღან ცოტა რაღაცნაირი იყავი.
- ჩემი გეშინია - უკვე დარწმუნებულმა დაასკვნა. - მე წაგიყვანო სახლში თუ ტაქსი გამოვიძახო?
- არ მჭირდება შენი დახმარება, როგორმე მივაგნებ სახლის გზას - ნერვები მომეშალა. ეგ კიდევ ცალკე სასაცილო ფაქტი იყო აქეთ რომ ვუშარდებოდი.
- ვივიენ, შენ რაა, ბრაზობ?
- არა - თავაწეულმა ჩავუქროლე სწრაფი ნაბიჯით.
- ბრაზდები, რომ ვბრაზდები?
- ჰო. ეგეთი ცუდი ვარ. ახლა მომიტევე სახლში უნდა წავიდე ან ისევ ბარში დავბრუნდე და მაქსიმის რეპერტუარიდან ვუსმინო რამეს.
- ცოტა შეუმჩნევლად მაინც სცადე რომ მაეჭვიანო.
- შესამჩნევადაც არ მაქვს პრობლემა!
მანქანამდე გამომყვა. მართლა ტაქსი გავაჩერე. არადა, მსურდა დავრჩჩენილიყავი და რამდენჯერმე მაინც მომებოდიშა ჩვენი საქციელის გამო. იმასაც ვერ ვხვდებოდი, რატომ არ ვძულდი სათანადოდ.
ბარში არ მივსულვარ, სახლში წავედი და დავიძინე.მთელი ღამე შფოთვაში გავატარე, სინდისი მქენჯნიდა. დილით ჰაიდენის ესემესი დამხვდა, აინტერესებდა, სახლში თუ მშვიდობით მივედი. გამეღიმა. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ვინმე ტკბილ ძილს გისურვებს ან სურს, შენი ასავალ-დასავალი მშვიდობიანი იყოს. ვუპასუხე, მივედი-თქო. შეიძლება მსურდა სცოდნოდა, თითქოს მთელი ღამით თავზე ვიმხე ქალაქი და გამთენიისას დავბრუნდი შინ. ეგება ეეჭიანა და დავიწყებოდა, როგორ მივქარე მის წინაშე.
მამასაც გავუარე მოგვიანებით. ვატყობდი, რაღაცა გასაჭირი ჰქონდა, მაგრამ თავის დარდს არასოდეს მიზიარებდა. ერთხელ მითხრა, ჩემთვის ისეთივე ხარო და სამი წლის ბავშვისკენ გაიშვირა თითი. რომ ეწამებინათ, მაინც არ ეტყოდა თავის შვილს, რაღაცა გამჭირვებია და მიშველეო. ძალიან მასევდიანებდა ეგ ამბავი. მამა ყოველთვის ტკბილი, ყურადღებიანი და მზრუნველი იყო, თუმცა მე რომ მის გამო ბრძოლა მიწევდა, ეგ ამბავი აწუხებდა ხოლმე. არადა, სამყაროში თუ ვინმესთვის გავწირავდი თავს და ყველაფერს დავთმობდი, მხოლოდ მამაჩემი იქნებოდა.
ჰაიდენისგან არაფერი ისმოდა.
საღამოს ილიზსს დავურეკე, ყველაფერი მოვუყევი და ისიც ისე შეწუხდა, სირცხვილისგან ლამის მიწა გაუსკდა. მე მაინც ცოტა სხვა გასაჭირი მქონდა, რადგან ჰაიდენი ჩემი მეგობარიც იყო ყველა ბედნიერებასთან ერთად. საბოლოოდ, მითხრა რომ ნიკი და ჰაიდენი რესტორანში არიან წასულებიო და მირჩია, ჩემთვის მივსულიყავი, ვითომ უბრალოდ სავახშმოდ შევიარე. სხვათაშორის, არც არავის გაუკვირდებოდა. ისედაც ხშირად ვსადილობდი მარტო.
პატარა სიურპრიზი დამხვდა - ჰაიდენი ვიღაცა ქალთან ერთად იჯდა. ჟღალი იყო და ზურგიდან ილიზი მეგონა, მაგრამ ცოტა წარმოუდგენლად მომეჩვენნენ გვერდი-გვერდ სკამებზე.
ნიკმა დამინახა და ხელი დამიქნია. ჰაიდენი შეცბა. რა ჩემი საქმე იყო, ვისთან ერთად ივლიდა შეხვედრებზე ან რა ვალდებული იყო, ჩემდამი ცალმხრივი სიყვარულისთვის გადაედო თავი მთელი ცხოვრება? მაგრამ წინა დღეს რომ სიყვარულს გეფიცებიან და შემდეგ სხვის გარემოცვაში ერთობიან, არ მჯეროდა ეგეთი გრძნობების.
მადა გამიქრა.
ავდექი და შტროხის კოქტეილი შევუკვეთე. ძალიან ძლიერიც იყო და თან მეგემრიელებოდა. რამე ისეთი მჭირდებოდა ან რომ დავეშოშმინებინე, ან მივვარდნილიყავი და სკამი გადამემტვრია მათთვის თავზე (ნიკისთვის არა).
ნიკმა ხელით მანიშნა მოდიო.
ავდექი და გაბუტული ბავშვივით წყნარად დავჯექი, ერთი გამარჯობა ჩავილუღლუღე. ნიკს თეფშზე შემწვარი კარტოფილი ედო და ერთი-ორჯერ ხელი წამიცდა.
- არ გშია? რამე უფრო გიგანტური შევუკვეთოთ.
- არა, თქვენ გააგრძელეთ საუბარი, მე კარგად ვარ. - არადა თვალები მემღვრეოდა ნელ-ნელა. კი, ერთჭიქიანი ვიყავი და თან შტროხი ყოველთვის თავისას მიმატებდა.
- ხვალ ჰაიდენის კაზინო იხსნება და მაგაზე ვბჭობდით, დაპატიჟებული ხარ სხვათაშორის.
- დიდი პატივია - ხელი გულზე დავიდე. - არამგონია მოვიდე და ვუყურო როგორ ანადგურებენ ჩემს შენობას ვიღაცა მდიდარი კაცები თავიანთი კამათლის გორებით. ახლა მომიტევეთ, უნდა დაგტოვოთ. მარტოობით ტკბობა მსურდა, მაგრამ აქაც ვერ მოვიშორე ჩემი ერთგული ძმა და მისი ბიზნესძმაკაცი - წამოვდექი ფეხზე სიცილით.
- მეგონა გიყვარდი - არ ესიამოვნა ნიკს.
- ყველაზე მეტად სამყაროში, მაგრამ უმცორს დაიკოებსაც სჭირდებათ სიმარტოვე.
გარეთ გამოვედი. ტაქსს ვაჩერებდი ჰაიდენი რომ წამომეწია.
დეჟავიუ მქონდა მემგონი.
- რა ხასიათზე ხარ? - მკითხა მან.
- რას დამსდევ? უკვე ეჭვს იწვევ.
- დავამთავრე შეხვედრა.
- და ის ქალი ნიკთან ერთად დატოვე? გაგიჟდი? მოგკლავთ ილიზი - სერიოზულად შევშფოთდი.
- ოჯახების რისხვა კი არ არის, ბიზნესკონსულტანტია.
- მაინც მოგკლავთ - ვაღიარებ, ცოტა გულზე მომეშვა ჰაიდენთან ერთად რომ არ იყო მარტო, მაგრამ ახლა სხვა სადარდებელი გამიჩნდა.
- მალე დაამთავრებენ და დაიშლებიან, რა ეჭვიანობის სცენებს მართავ ნიკზე. ჩემზე მაინც გეეჭვიანა.
- მომინდომა - ლოყები შემეპარკლა ცოტა.
- წამოდი, რაღაცა უნდა გაჩვენო - მთხოვა მან.
- ისევ აგურების შენობა?
- არა.
- აბა?
- წამოდი და ნახავ.
დავნებდი, წავყევი.
თეთრ სამოთხეში მიმიყვანა. ძალიან გამიკვირდა. ხვალ თუ კაზინოს გახსნა იყო, დღეს ცარიელი შენობა რატომ დამხვდა ყოველგვარი სათამაშო მაგიდების გარეშე?
- რა ხდება? - ვკითხე ჰაიდენს.
- შენია. ვიცოდი, შენთვის რომ მეყიდა არ აიღებდი. ამიმტომაც შენ იყიდე, მე უბრალოდ დაგიჯავშნე.
- ჰაიდენ ამას ვერ შევიძენ. ორმაგ ფასში იყიდე და მე მაგდენით გამოსყიდვა არ შემიძლია.
- ერთმაგს გადაიხდი, დანარჩენს გალერიის შემოსავლიდან. ასე გაწყობს? - მკითხა უხერხულად. ვიცოდი, არ უნდოდა ჩემთვის ფულის გამორთმევა, მაგრამ სხვაგვარად მე არც კი შევხედავდი ამ შენობას. ნაჩუქარი არაფერი მსურდა მამაკაცებისგან.
- მაწყობს - ვთქვი თვალებგაბრწყინებულმა.
- და კიდევ ერთი რამაა. მერე მოულოდნელი რომ არ იყოს შენთვის, მართალია ნებართვა არ ამიღია, მაგრამ სახელი ვივიენი ბევრს ჰქვია და შენი საკუთრებაა არაა.
- რას მეჩხუბები, მითხარი რა ხდება.
ტელეფონი ამოიღო, სურათი მანახა.
კაზინო სხვა ადგილას ჰქონდა. ჯერ გაუხსნელი იყო, მაგრამ უზარმაზარი ვერცხლისფერი ასოებით ეწერა მას „ვივიენი“.
- სულელი - გამეცინა. ჩემი სახელი დაერქმია კაზინოსთვის.
- იცინის - ტაში შემოჰკრა.
- და გკოცნის - ლოყაზე ვაკოცე.
- და ცოლობაზე არ მთანხმდება ან მთანხმდება - ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო, ჩემს წინ დაიჩოქა და გახსნა.
- რა?
- ცოლად გამომყევი.
გული დამწყდა. უმშვენიერესი ბეჭედი იყო.
- გათხოვებას არ ვაპირებ ჰაიდენ - წარმოვთქვი გულდაწყვეტილმა. არ მიხაროდა, როცა იმედს ვუცრუებდი მას. შეიშმუშნა უსიამოვნოდ. ფეხზე წამოდგა.
- ნეტა მერამდენე ცდაზე დამთანხმდები? - ისე სევდიანად წარმოთქვა, ვიფიქრე ეს კიდევ ასჯერ აპირებს-თქო ხელის თხოვნას.
- არც ერთზე - წარმოვთქვი წყნარად და ჩავეხუტე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ლუკკიანეცცი

ძლიივს წავედი წავიკითხო????❤❤❤

 


№2  offline წევრი Margarethe Jose

ძლივს, როგორც იქნა.
რამდენი ხანი ველოდი იცი მაინც?
არ იცი:დ
ამათ გარეშე ჩემი ცხოვრება უფერულიაა
არა, ცოტა წავუდრამე...(^^)
მიყვარს ეს გიჟი ქალი და რა ვქნა.
ჰაიდენუკა მეცოდება ამ გვექალას ხელში. (რამდენჯერ უნდა ვთქვა..)
ნეტავ კიდევ რამდენჯერ მოუწევს ჩაჯდომა-ადგომა:დ
ნუ ცოტა ძვლებს გაავარჯიშებს, მაინც კარგია.
ცოტა არ იყოს საყვარლები არიან და ვივიც თბება მგონი ან რა ვიცი აბა.
გელიი
ოქრო, პლატინა, ბრილიანტი, ბაჯაღლო... გოგო ხარ შენ:დ❤❤


#ლალა

 


№3  offline წევრი albioni

შეეცადე მალ მალე დადო რა... ცოტა დიდ თავს ველოდი ამდენი ლოდინის მერე მარა რასვიზავთ... ეცადე მალე დადოხოლმე რა... იდეალური მოთხრობაა...

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუკკიანეცცი
ძლიივს წავედი წავიკითხო????❤❤❤

ჰაა, წაიკითხე? :დდ


Margarethe Jose
ძლივს, როგორც იქნა.
რამდენი ხანი ველოდი იცი მაინც?
არ იცი:დ
ამათ გარეშე ჩემი ცხოვრება უფერულიაა
არა, ცოტა წავუდრამე...(^^)
მიყვარს ეს გიჟი ქალი და რა ვქნა.
ჰაიდენუკა მეცოდება ამ გვექალას ხელში. (რამდენჯერ უნდა ვთქვა..)
ნეტავ კიდევ რამდენჯერ მოუწევს ჩაჯდომა-ადგომა:დ
ნუ ცოტა ძვლებს გაავარჯიშებს, მაინც კარგია.
ცოტა არ იყოს საყვარლები არიან და ვივიც თბება მგონი ან რა ვიცი აბა.
გელიი
ოქრო, პლატინა, ბრილიანტი, ბაჯაღლო... გოგო ხარ შენ:დ❤❤


#ლალა

ჯერ სადა ხარ, უკანალის კუნთები უნდა დავუყენო ბუქნებისგან :დდ
ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან ხარ და მკითხულობ შე მართლა ოქრო და ბაჯაღლო!


albioni
შეეცადე მალ მალე დადო რა... ცოტა დიდ თავს ველოდი ამდენი ლოდინის მერე მარა რასვიზავთ... ეცადე მალე დადოხოლმე რა... იდეალური მოთხრობაა...

მადლობაა <3

 


№5  offline წევრი ლუკკიანეცცი

გუშინ ღამე წავიკითხე და ისე ტკბილად დამეძინა მეტი რომ არ შეიძლება:დ ჰაიდენზე ვგიჟდები როგორი საყვარელია. ვივიენიც მიყვარს, ცოტა დაიცადოს მოუწევს მაინც ჰაიდების ცოლობა:დ როგორ ხარ ასეთი ნიჭიერი რომ ასე კარგად გადმოსცემ ამბავს. აი თითოეულ მოქმედებაში ჩადებულ ყველანაირ გრძნობას და ემოციას ვგრძნობ კითხვისას და ისე ღრმად ვიძირები კითხვის დროს რომ გარშემო რამე თუ ხდება ვეღარ აღვიქვავ. ბევრი ლოდინი კი მომიწია დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდი საიტს, თან მერე ბოლო ორი თავი როგორი პატარა იყო:( მაგრამ არაუშავს არ მიყვარს მსგავსი რამის გამო საყვედურის თქმა უბრალოდ ისე საინტერესოდ წერ რომ ვეღარ ვითმენ ხოლმე რაა:) ჰოდა აბა შენ იცი იმედია ვივიენს სიყვარულისგან გაგიჟებულს ვიხილავ ოდესმე❤❤❤❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუკკიანეცცი
გუშინ ღამე წავიკითხე და ისე ტკბილად დამეძინა მეტი რომ არ შეიძლება:დ ჰაიდენზე ვგიჟდები როგორი საყვარელია. ვივიენიც მიყვარს, ცოტა დაიცადოს მოუწევს მაინც ჰაიდების ცოლობა:დ როგორ ხარ ასეთი ნიჭიერი რომ ასე კარგად გადმოსცემ ამბავს. აი თითოეულ მოქმედებაში ჩადებულ ყველანაირ გრძნობას და ემოციას ვგრძნობ კითხვისას და ისე ღრმად ვიძირები კითხვის დროს რომ გარშემო რამე თუ ხდება ვეღარ აღვიქვავ. ბევრი ლოდინი კი მომიწია დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდი საიტს, თან მერე ბოლო ორი თავი როგორი პატარა იყო:( მაგრამ არაუშავს არ მიყვარს მსგავსი რამის გამო საყვედურის თქმა უბრალოდ ისე საინტერესოდ წერ რომ ვეღარ ვითმენ ხოლმე რაა:) ჰოდა აბა შენ იცი იმედია ვივიენს სიყვარულისგან გაგიჟებულს ვიხილავ ოდესმე❤❤❤❤

ვუაიმეე, როგორ ვწითლდები და მიყვარს ხოლმე ასეთი კომენტარებით რომ მახარებენ შენ ვერ წარმოიდგენ <3 ნამდვილად არ დაგწყვეტ გულს მომავალშიც, ეგება ვეცადო, უფრო მალ-მალე დავწერო და თავებიც გავზარდო. აი, ვნახოთ, შევეცდები ნამდვილად <3

 


№7  offline წევრი shany shany

ახლა წავიკითხე ეს ხუთუ თავი ძალუან მომეწონა. ამ წყვილზე გქონდა ხომ შენ ისტორია? უბრალოდ მომავალი იყო ეს კი მათი ურთიერთობის დასაწყისიაა.... კარგიაა მომწობს სულ მაუნტერესებდა როგორ გადაეყარნენ ის გიჟები ერთმანეთს და საიდან დაიწყო. მგონი არ ვცდები და ასეა ხოო ხოოო???

 


№8 სტუმარი თეაკო თეაკო

ოოოო მზე ამოსულა... ამდენი ხანი რა იყო შე ქალო. მოვკვტი ლოდინით!!

 


№9  offline წევრი ვიპნი

ამ მოთხრობას ადრე ვკითხულობდი,ეს ვარიანტი უფრო მომწონს heart_eyes წარმატებები და გელოდებით უფრო ხშირ-ხშირად kissing_heart

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

shany shany
ახლა წავიკითხე ეს ხუთუ თავი ძალუან მომეწონა. ამ წყვილზე გქონდა ხომ შენ ისტორია? უბრალოდ მომავალი იყო ეს კი მათი ურთიერთობის დასაწყისიაა.... კარგიაა მომწობს სულ მაუნტერესებდა როგორ გადაეყარნენ ის გიჟები ერთმანეთს და საიდან დაიწყო. მგონი არ ვცდები და ასეა ხოო ხოოო???

კიკი, ამათზე ვწერდი, უბრალოდ ცოტა გადავასხვანაირე.
მიხარია რომ მოგწონს <3

თეაკო თეაკო
ოოოო მზე ამოსულა... ამდენი ხანი რა იყო შე ქალო. მოვკვტი ლოდინით!!

ბოდიშიიიიიი. რა ვუყო კაცო, რა?


ვიპნი
ამ მოთხრობას ადრე ვკითხულობდი,ეს ვარიანტი უფრო მომწონს heart_eyes წარმატებები და გელოდებით უფრო ხშირ-ხშირად kissing_heart

მადლობა დიდი <3 აუცილებლად ვეცდები რომ უფრო ხშირად დავდო :*

 


№11  offline წევრი მაია❤

ჩემი სიყვარულიკოები არიან ესენი ❤
შენტან ერთად რათქმაუნდა ❤❤❤❤

 


№12 სტუმარი ბარბარიკა

აუ უძალიანკარგესია მარა მალ მე დადე რაააააა. შემდეგს როდის ველოდოთ? ამ წელს თუ იქით წელს?

 


№13 სტუმარი Salo

როგორრ გამიხარდა ახლა აქ რომ შემოვედი და 5 თავმა შემომანათა თვალებშიი :-)

 


№14 სტუმარი სტუმარი გვანცა

იმდენად იშვიათად დებ რომ
წაკითხვოს სურვილი მეკარგება

 


№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი გვანცა
იმდენად იშვიათად დებ რომ
წაკითხვოს სურვილი მეკარგება


მე აღარ მეკარგება წერის სურვილი ასეთ კომენტარებს რომ ვკითხულობ? ხალხნო ადამიანი ვარ, სამსახური, მეგობრები, ცხოვრება და ყოველდღიურობა მაქვს. დღეში სამ გვერდს რომ ვწერ და ორი თავის დადებას ვახერხებ კვირაში, ეგ ადვილი გგონიათ? ერთ წუთში ზოგადად არ კეთდება საქმე. ერთი თვეც არაა გასული, 56 გვერდი მაქვს ამ დროში დაწერილი და ზოგადად, ისტორიის დაწერა თითქმის რომანის დაწერას უდრის, ამიტომ კარგად წერო და თან წელიწადში 10 ისტორია დადო, ცოტა არ იყოს, ბევდია ვგონებ. მე მსიამოვნებს ეს პროცესი და როცა შემიძლია, ვტვირთავ. ნებაყოფლობითია, როდის რამდენს დავდებ და ნებაყოფლობითია, ვინ როგორ წაიკითხავს. ამიტომ ცოტა მუქარას ემსგავსება ეს ირონიანარევი "აღარ მინდა წაკითხვა" და "შემდეგ თავს როდის დადებ, ერთ წელიწადში?" ვისაც სამსახური ან სახლი და ოჯახი გაქვთ, უნდა ხვდებოდეთ, რამდენი შრომაა ის, რის გაკეთებასაც ვახერხებ და ნუ წაიკითხავთ თუ ასეთი რთულია ლოდინი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent