შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებებით მოთამაშე [8]


1-08-2019, 04:57
ავტორი მე♥
ნანახია 1 093

ვნებებით მოთამაშე [8]

ბოდიშით დავიწყებ.

ძალიან დიდი ბოდიშს ვიხდი ასე და ამდენხანს რომ გალოდინეთ, მაგრამ დამიჯერეთ ეს ჩემი სურვილი არ ყოფილა. პირიქით, ჩემთვის უფრო სასიამოვნოა როდესაც ისტორიას სწრაფად და ერთმანეთის მიყოლებით ვწერ. ასე უფრო მეტ სიამვონებას ვიღებთ, როგორც მე, ასევე ჩემი მკითხველიც.. ვიცი ცოტა იმედგაცრუებულები ხართ, მაგრამ იმედია გამიგებთ...

ამ თავის დაწერა ძალიან გამიჭირდა, არ ვიცი რატომ, განსაკუთრებული შეიძლება არც არაფერია შიგნით, მაგრამ დავსტოპდი და დავსტოპდი. ყოველდღე ვხსნიდი ვორდის ფაილს, მაგრამ თითები ვერ დავიმორჩილე. წუთების განმავლობაში ვუყურებდი ცარიელ გვერდს და წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა დამწერა, მსგავსი დრამები ავტორებთან ხშირად ხდება და ძალიან მინდა რომ ჩემთან აღარ განმეორდეს. <3
იმედი მაქვს ისტორიის ამ თავით ისიამოვნებთ. <3

თავი მერვე

დუმილს ჯიუტად არცერთი არღვევდა, მიუხედავად მისი გათიშული გონებისა ეს დუმილი მაინც ძალიან მოქმედებდა მასზე. ალექსის გვერდით, მანქანაში მარტო ზის და საუბრის სურვილი და ძალა არ აქვს, საკუთარ თავზე სიმწრით ჩაეცინა და საფეთქელი თითებით დაიზილა.

-ბავშვობაში სიცხე არასდროს გქონია?_ფიქრებში წასული ალექსის მშვიდმა ხმამ გამოაფხიზლა. გახარებულმა სწრაფად მიატრიალა თავი მისკენ და დადებითი პასუხის ნიშნად რამდენჯერმე დააქნია. _მერე?! ახლა როგორ გრძნობ თავს?_საუბარი ისევ ალექსმა განაგრძო.

-კარგად, მაგრამ როდესაც საქმე გიორგის ეხება საკუთარი ემიციების კონტროლი არ შემიძლია._გულწრფელად ჩაილაპარაკა და ღრმად ამოისუნთქა.

-ბავშვი მამასთან არის, სანერვიულო არაფერი გაქვს. სიცხე რამდენიმე წუთში დაუწევს, ან საათში და საღამოს უკვე კარგად იქნება.

-მინდა გითხრა რომ დამშვიდება საერთოდ არ გამოგდის. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და წარბწეულ ალექსს ღიმილით დააკვირდა.

მანქანა ლაშს კორპუსთან გააჩერებინა, ჩანთა აიღო და მანქანის კარი გამოაღო. ალექსმა თვალებმოჭუტულმა მოათვალიერა გარემო და შემდეგ დაეჭვებული ლეას დააკვირდა.

-შენ ინფორმაციას გავეცანი და იქ სხვა მისამართი გიწერია.

-ეს ლაშას სახლია. _სწრაფად უპასუხა და კიდევ უფრო დაბნეულს მზერა გაუსწორა. _ზუსტად ამაზე მინდოდა შენთან საუბარი. როდესაც ყველაფერი მოგვარდება აუცილებლად ვისაუბრებთ. _მანქანიდან გადავიდა და კარი ნელა დაკეტა.

-თუ გინდა დაგელოდებით, რაიმე რომ დაგჭირდეთ.

-დიდი მადლობა, მაგრამ არ ღირს, ისედაც ძალიან შეგაწუხე.

-კარგი, რომ მოახერხებ დამირეკე. _თავი დაუქნია და მანქანა ეზოდან გაიყვანა.

***
-ექიმი იყო, გასინჯა და გვითხრა რომ საგანგაშო არაფერია, გაციების მსუბუქი ფორმები აქვს. წამლები უკვე გამოუწერა, ახლა აფთიაქში ჩავალ და ვიყიდი. მთელი ეს დრო გკითხულობდა, ახლა სძინავს.

ჩანთა დივანზე დადო და ბავშვის საძინებლისკენ ფეხაკრეფით წავიდა.

როდის გახდა ასეთი მზრუნველი, როდის გადაწყვიტა რომ სხვა ადამიანებზე ზრუნვა მისთვის სიამოვნების მომტანი იყო. გიორგის დაბადებამდე ყველაფერი სხვანაირად იყო, საკუთარი თავის და შეხედულებები გარდა არავინ აინტერესებდა. არ აინტერესებდა გარშემომყოფი ადამიანები, მათი დამოკიდებულება, ერთადერთი რაც მისთვის პრიორიტეტული იყო - საკუთარი თავი. უყვარდა დრო რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა და ეგოისტურად ვერ იტანდა, როდესაც მის სივრცეში სხვა ადამიანები, თუნდაც ოჯახის წევრები იჭრებოდნენ. თუმცა ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, ვერ იტანს მარტოობას, არ უყვარს როდესაც გარშემომყოფების ყურადღებას ვერ გრძნობს, მოსწონს ოჯახის წევრებთან ერთად კვირა დღის ტრადიცია და ხალისიანად გატარებული დღე. ფიქრობს რომ მამა-შვილზე ზრუნვა მისი მოვალეობაა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და ამ ყველაფრისგან გაქცევა არ უნდა. უნდა რომ მთელი ცხოვრება ასე გაგრძელდეს, თავს უფრო მშვიდად და დაცულად გრძნობს. შეიძლება ეს ყველაფერი დის დაკარგვამ გამოიწვია, მიხვდა რომ ძალიან ძვირფასი ადამიანი გამოეცალა, რომელთანაც უფრო მეტი დროს გატარება შეეძლო და ეს არ გააკეთა, ახლა კი აღარ უნდა რომ შანსები ხელიდან გაუშვას. გიორგისთან და ლაშასთან ერთად ყოფნით დასთან დაკარგული წლების ანაზღაურებას ცდილობს.

ბავშვის საწოლს აღელვებული მიუხალოვდა, იქვე მდგარ სავარძელში ჩუმად ჩაჯდა და ღიმილით დააკვირდა გიორგის დაღლილ სახეს.

***
-ხვალ სასაფლაოზე ვაპირებდით გასვლას. _ლაშამ ჩაის ფინჯანი წინ დადგა და გვერდით ჩამოუჯდა. ლეამ ღიმილით გადახედა მამაკაცს და დაღლილმა შუბლი მხარზე მიადო.

-იმედია ხვალ კარგად იქნება. ხომ იცი, არ უყვარს როდესაც დედასთან შეხვედრას ვერ ახერხებს.

-მე მგონი შეხვედრაზე ყოფნა არც შენ დაგაცადეთ. _ეშმაკური ღიმილით ჩაილაპარაკა და მხარზე ხელი მოხვია. _ფანჯრიდან დაგინახე.

-როდის აქეთ დაიწყე მეზობლების და ახლობების ფანჯრიდან დაკვირვება?_სწრაფად წამოსწია თავი და წარბწეულმა იკითხა. _ალექსი ჩემი ახალი პარტნიორია.

-მოიცადე, ძველი ვინ იყო?_დაბნეულმა შეჭმუხნა წარბები. ლეამ სიცილით მისცხო მხარზე იდაყვი და თვალები დაუბრიალა.

-საქმიანი პარტნიორი ვიგულისხმე. _თავის მსუბუქი დაკვრით აუხსნა და ჩაი მოსვა. _რატომ მიყვარს შენი გაკეთებული ჩაი ასე ძალიან?_ხმადაბლა ჩაიჩუჩულა კითხვა და ფინჯანს ორივე ხელი შემოხვია.

-იმედია ის საქმიანი პარტნიორი უკეთეს ჩაის არ ამზადებს.

-როგორი ეგოისტი და ეჭვიანი ხარ.

-ანუ მასთან ურთიერთობის იმედი გაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეტყოდი რომ “ვბოდავ.” _ლეას გამოტეხვით კმაყოფილმა თავი მაღლა ასწია, ფეხზე ფეხზე გადაიდო, დივნის საზურგეს მიეყრდნო და ტელევიზორი ჩართო.

-მიხარია რომ ჩემთან ხარ! _ბედნიერმა ღიმილით ჩაილაპარაკა და თავი ხმარზე დაადო.

***

ლეა მიაცილა და პირდაპირ სახლში წავიდა. დილით მისაღებში მიყრილი რამდენიმე მაისური სახლში შესვლისთანავე მოხვდა თვალში და უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა. მიუხედავად იმისა რომ ეს მავნე ჩვევა მასში გაღიზიანებას იწვევს, მაინც ვერ გადაეჩვია. მზადების პროცესში ტანსაცმლის აქა-იქ მიყრა მისი შეუცვლელი ჩვევაა.

ლეას უცნაური ქცევებით უყურადღებოდ არ დაუტოვებია, ინტერესი გოგონას დაჟინებულმა თხოვნამ უფრო გაუმძაფრა. როგორც სჩანს საქმე ძალიან სერიოზულადაა, სხვა შემთხვევაში რატომ უნდა უნდოდეს ლეას ალექსისთვის რაღაცის ასე სასწრაფოდ თქმა. გული უგრძნობს რომ ეს ყველაფერი ლეას პირად ცხოვრებასთან არის კავშირში.

-“გაემზადე და ჩვენ ბარში მოდი.” _აწკრიალებულ ტელეფონს დახედა ალექსმა.

-“ტაქსით წამოდი, დღეს გათენებამდე ვრჩებით!”_წამებში მოაყოლა მეორე შეტყობინება თომამ.

რკინის დიდი კარის გაღებისთანავე იგრძნო ჩახუთულობა. სხვადასხვა სახის სუნამოს სურნელი ალკოჰოლის სურნელთან იყო შეზავებული და თავდაპირველად უსიამოვნო შეგრძნებას ტოვებდა. უკმაყოლოდ შეჭმუხნა შუბლი და ფერადი განათებებით დაბურულ სივრცეში ბიჭების ძებნა დაიწყო. ბართან ვერცერთს მოჰკა თვალი და პირდაპირ მეორე სართულისკენ წავიდა.

-ალექს, როგორ ხარ?_ზურგს უკან მამაკაცის ხმა მოესმა. ნახევარი ტანით მიტრიალდა მისკენ.

-ზაზა?!_გაკვირვებულმა შესძახა და ჯიბეებიდან ხელები ამოიღო. _ კარგად, შენ როგორ ხარ?_თვეების უნახავ მეგობარს ღიმილით გადაეხვია.

-მაყარად ვდგავარ. შენ როგორ ხარ? გავიგე მამაშენთან დაგიწყია მუშაობა, ხომ ყველაფერი რიგზეა?_ალექსის უცნაურ გადაწვეტილებაზე სიცილი ვერ შეიკავა მამაკაცმა.

-კი, უბრალოდ დრო იყო რაღაცები შემეცვალა. როდის ჩამოხვედი?

-დღეს დილით ჩამოვფრინდით მე და ლიკა. ბიჭები აქ არიან?_გარშემო მიმოიხედა ზაზამ.

-კი, მაღლა ვისხდებით.

-გნახავთ. _თვალი ჩაუკრა მხარზე ხელი დაკრა და გასასვლელისკენ წავიდა.

რკინის შავ კიბეებს ნელი ნაბიჯებით აუყვა, მეორე სართულზე ასულმა ხმამაღალ მუსიკაშიც კი გაარჩია ლადოს აჟიტირებული ხმა. ბიჭი ხელებგაშლილი რაღაცაზე მთელი გრძნობით საუბრობდა და თან მისკენ მიმართულ რამდენიმე წყვილ თვალს ერთდროულად უყურებდა.

-თუ ნაძლევს დავდებ რომ დღეს სახლში, ყველაზე სწორი ნაბიჯით მე მივალ, წაგებულებს თითო სურვილი გექნებათ ჩემთან.

-ზუსტად ჭიქა ნახევარი გინდა იმისათვის რომ ამ კიბიდან დაგორდე. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა ხერგიანმა და მეგობარს შუბლშეჭმუხნული დააკვირდა. ლადომ იმედგაცრუებულმა შეუღრინა და სხვებს გადახედა.

-თქვენ რას იტყვით?

-მე ვფიქრობ რომ ის ნახევარი ჭიქაც აღარ გინდა. _სიცილით დაუმატა დიტომ და თაფლისფრად შეფერილი სითხე მოსვა.

***
დილით მუცელზე შემოხვეული სუსტი მტევანი იგრძნო და სახე უკმაყოფილოდ დაებრიცა. ცალი თვალი გაახილა და ფანჯრიდან შემოსულ არეკლილ სხვიებს დააკვირდა. მის მუცელზე შემოხვეული გოგონას ხელს დახედა და წითელი ლაქით გალამაზებული ფრჩხილზე თითი დაადო. მსუბუქი შერხევით სცადა გოგონას გაღვიძება, მაგრამ როგორც სჩანს გუშინდელი ღამე მისთვის დამღლელი იყო. ქალის ხელი ფრთხილად მოიშორა, საწოლზე წამოჯდა და აბურდულ თმებში თითები შეიცურა.
ზურგს უკან ქალის ძილისგან ჩახლეჩილი, მაგრამ საკმაოდ ნაზი ხმა მოესმა.

-ასე ადრე რატომ დგები?!

უკმაყოფილო ხმით ჩაილაპარაკა და ფრთხილები ზურგზე დაუსვა. ალექსმა თავი ოდნავ მიატრიალა ქალისკენ და ოდნავ გახელილ ცისფერ თვალებში ჩააჩერდა. მისგანაც ისეთივე სიცარიელე მოდიოდა, როგორც ყველასგან ვინც აქამდე ჰყოლია. უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე და სააბაზანოსკენ წავიდა.

-როგორი ამპარტავნები ხართ ეს ფულიანი კაცები!_გაღიზიანებულმა მიაძახა და საწოლზე წამოჯდა. _თითქოს წინა ღამეს ჩემი სხეულით შენ არ ტკბებოდი. _ხმაში კიდევ უფრო შეეპარა სიცივე.

----

სასტუმროს ნომერი როგორც ყოველთვის პირველმა დატოვა, გარეთ გასულმა ტაქსი გააჩერა და სახლის მისამართი უთხრა.

-ემილიას რომ დავხვდები მერე სად უნდა წავიყვანო?_ტელეფონში ნამძინარევი ლადოს ხმა გაისმა.

-ჩემთან, სად უნდა წაიყვანო.

-არის უფროსო!

***
-მე მგონი უკეთ არის. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ლეამ და სამზარეულოში მოფუსფუსე ლაშას გიორგიზე მიუთითა.

-ხო, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ სახლში დარჩება.

-ხომ იცი რომ გაბრაზება და თან არც გვაგრძნობინებს.

-ვკითხავ. _გაზქურა გამორთო და ბავშვისკენ წავიდა. _მა. _თბილი ღიმილით დაუძახა და გაჩერდა. _წავიდეთ დედასთან? უკეთ გრძნობ თავს?

-ექიმმა ხომ თქვა რომ დღეს კარგად ვიქნებოდი. წავიდეთ. _ბედნიერმა და აღტაცებულმა ამოისუნთქა და თავი დაუქნია. ალბათ მთელი დილა იმაზე ფიქრში გაატარა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა დეიდა და მამა.

-სამსახურში დაგტოვებთ და ჩვენ მერე წავალთ.

***
სამსახურში მისულს კაბინეტში სტუმარი დახვდა. გაოცებულმა გადახედა ტყავის სავარძელში მოკალათებულ მამაკაცს. ლეას დანახვისას ფეხზე წამოდგა და თავი მსუბუქად დაუკრა.

-დილა მშვიდობის. _ღიმილით მიესალმა და ხელი ჩამოართვა.

-დილა მშვიდობის. ბოდიში ასე გაუფრთხილებლად რომ მოვედი, მაგრამ სათხოვარი მაქვს შენთან. _ღიმილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა.

თუ რამით შევძლებ თქვენ დახმარებას.

-ალექსი ძალიან გამოუცდელია, ეს საქმე არასდროს მოსწონდა.

-არა უშავს, თავიდან ყველა გამოუცდელები ვიყავით. ყავას, ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ?

-არა, გმადლობ. უბრალოდ მინდა გთხოვო რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე მისი მუშაობის მეთოდს, დაეხმარე და ასწავლე. არ მინდა ჩათვალოს რომ მისი არ მჯერა და არ ვენდობი, ამიტომაც ბევრ საკითხში დუმილს ვამჯობინებ.

-ძალიან კარგად ესმის ის რასაც აკეთებს. შეხვედრაზე ყოველთვის ძალიან გათვიცნობიერებულია, შესაძლოა წინა დღეს სახლში აგვარებს ამ ყველაფერს, მაგრამ მას ჩემი დახმარება ნამდვილად არ სჭირდება. თუმცა თქვენ თხოვნას აუცილებლად გავითვალისწინებ და თუ ამის საჭიროება იქნება, აუცილებლად გვერდით დავუდგები.

ვანო კმაყოფილი წამოდგა ფეხზე, პიჯაკი შეისწორა და ხელი გაუწოდა.

-სასიამოვნოა შენთან და შენ გუნდთან თანამშრომლობა.

-ჩემთვისაც. დიდი გამოცდილებაა.

საყვარელი მამაკაცის მამასთან დიალოგი როგორც სჩანს მისთვის ემოციურად არც თუ ისე სასიამოვნო იყო. სხეული და ხმის ტემბრი ერთნაირად უკანკალებდა. ალბათ ზუსტად ამას გრძნობენ შეყვარებული წყვილები როდესაც ერთმანეთის ოჯახის გასაცნობად მიდიან.
***

შეტყობინება კიდევ ერთხელ მშვიდი სახით გადაიკითხა და მაუსზე თითის ერთი დაჭერით გაგზავნა. სამსახურში რამდენიმე სახით პრობლემამ იჩინა თავი, თუმცა ეს ყველაფერი მის ახალ პროექტთან არანაირ კავშირში არ არის, მაგრამ სწრაფად თუ არ მოაგვარა ეს ამბავი მთელ სისტემას ცუდად მოედება.

ტელეფონი აიღო და ლეას ნომერი აკრიფა, დილით უნდოდა მასთან დარეკვა და ბავშვის ამბის გაგება, თუმცა საქმეები გამოუჩნდა და ვეღარ მოახერხა. რამდენიმე წყვეტილი ზარის შემდეგ ქალის ნაზი ხმა გაისმა.

-გისმენ.

-როგორ ხართ?_ტონით და კითხვის ფორმით მიახვედრა რომ მხოლოდ მის მოსაკითხად არ რეკავდა.

-დიდი მადლობა, მეც და გიორგიც კარგად ვართ. _ხმაზე ეტყობოდა რომ ალექსის ყურადღება ესიამოვნა.

-მიხარია. დღეს საღამოს შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, ალბათ მოახერხებ მოსვლას.

-კი, აუცილებლად მოვალ.

მიუხედავად მისი სიმპათიისა ლეასთან ურთიერთობის სურვილი აღარ აქვს, რაც იმას ნიშნავს რომ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, ალექსის მიერ დაწესებულ საზღვარ ვერ გადაკვეთს. ქალი რომელიც გუშინ სახლთან მიაცილა დაოჯახებულია, სახლში სიცხიანი შვილი და ქმარი ელოდებოდა, ალექსს არანაირი უფლება აქვს ასეთ დროს მასთან ფლირტზე და სხვა სახის ურთიერთობაზე იფიქროს, ეს ყველაფერი საკუთარი თავის მიმართ დიდ აგრესიას გაუჩენს, ახლა კი ამის დრო ნამდვილად არ არის.

ლადოს დაურეკა და ემილიას ამბავი გაიგო, მეგობარმა უთხრა რომ გოგონა მშვიდობით ჩავიდა თბილისში და ახლა ლადოს მეგობართან ერთად ცივ ყავას სვამენ.

-დაღლილი იქნება, მალე წადი სახლში!_ცივი ხმით გააფრთხილა ალექსმა.

-ხომ იცი როგორი პირდაპირი გოგოა, თუ ჩემი წასვლა ენდომება პირდაპირ მეტყვის, არ მოერიდება. _უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა და ტელეფონი გაუთიშა. ალექსმა შუბლშეჭმუხნულმა დახედა ტელეფონის ეკრანს და ლადოს მისამართით თითები დაატკაცუნა.


ლადოს დასჯის მეთოდებზე ფიქრობდა მოულოდნელად მისმა ტელეფონმა რომ დაიწრიპინა. ეკრანს დახედა და უცხო ნომერს დააკვირდა, ცდილობდა რიცხვების მიმდინარეობით მიმხვდარიყო ვისი შეტყობინება შეიძლება ყოფილიყო. ბოლოს ცინიკური ღიმილით ჩაიღიმა და ტელეფონს კოდი მოხსნა.

-“გამარჯობა. იმ დღეს ისე მოულოდნელად წახვედი. იმედი მაქვს ასე ჩემი ისტორიის გამო არ მოქცეულხარ.”

მარგარეტის ყალბი სიტყვები ეკრანზეც გაკრვევით ჩანდა, ღრმად ამოისუნთქა და ეკრანს ცერა თითი გადაუსვა. იმდენად უინტერესოა მარგარეტთან ურთიერთობა ალექსისთვის, მასთან დაკონტაქტებაც კი აღარ გახსენებია.

-“რა თქმა უნდა არა, საქმე მქონდა.”_მოკლე პასუხით შემოიფარგლა და ტელეფონის ეკრანი ჩააქრო, თვითონ კი კაბინეტიდან გავიდა.

ყალბი ურთიერთობები განსაკუთრებით არ უყვარს, თუ ხვდება რომ ურთიერთობა რომელიც მისთვის სასიამოვნო არ არის, იმ წამსვე წყვეტს. ლეას მიმართ არსებული სიმპათიებიც იმიტომ დაივიწყა ასე მარტივად, მარგარეტის ლამაზი თვალებიც აღარ არის მისთვის ლამაზი და უცხო. ამ ეტაპზე მის ცხოვრებაში სერიოზული ურთიერთობების დრო არ არის, თანაც ისეა მამამის საქმეში ჩართული. ეს ყველაფერი ძალიან დიდი სიამოვნებას ანიჭებს, ყოველ დღე რაღაც ახალს სწავლობს, ახალ გამოცდილებას იძენს, უამრავი ადამიანს ხვდება და ყველა მათგანს თავისი ხასიათი აქვს, რაც ალექსისთვის ძალიან საჭიროა.

რამდენიმე თვის წინ მისთვის რომ გვეთქვა რომ ამ სამსახურიდან ასეთ სიამოვნებას მიიღეებო, დაგვცინებდა და აბუჩად აგვიგდებდა, ზუსტად ისე როგორც ამას საკუთარ დას უკეთებდა. როგორც კი ნინა მის სამსახურზე იწყებდა საუბარს ალექსის სახეზე ირონია და ცინიზმი ისახებოდა. ახლა კი შენობის სახურავზე ჩაფიქრებული დგას და შეხვედრისთვის საჭირო ინფორმაციებს აგროვებს გონებაში.

შეხვედრას ლეაც ესწრება და ეს სიტუაციას ამარტივებს, მაგრამ არ უნდა რომ ყველაფერი ლეაზე იყოს დამოკიდებული, არ უნდა რომ ქალმა სუსტ პარტნიორად ჩათვალოს. ზუსტად იმ სიმაღლეზე უნდა იდგეს, როგორც ეს კომპანიის დირექტორს შეეფერება და არა უბრალოდ პრაქტიკანტს, რომელიც მომავალში მამამისის სავარძელს დაიკავებს.

***

სამსახურიდან მაღაზიებში გავლა მოუნდა, გიორგის გარდერობის განახლების დროა. როგორც წესი შემოდგომისთვის ტანსაცმელს ერთად ყიდულობენ, მაგრამ ახლა უნდა რომ ეს ყველაფერი ბავშვისგან დამოუკიდებლად გააკეთოს. უნდა ძველი დრო გაიხსენოს და საკუთარი გემოვნებით შეურჩიოს ტანსაცმელი. დიდი ხანია უკვე გიორგი საკუთარი გემოვნებით იცვამს და ლეა მის გარდერობთან მეორეხარისხოვანი გახდა.

რამდენიმე მაღაზია კმაყოფილმა დატოვა და სადგომისკენ მიდიოდა ნაცნობ სახეს რომ მოკრა თვალი. გახარებულმა მისკენ წამოსულ ბიჭს თავისუფალი ხელი დაუქნია და ჩანთები უფრო კომფორტულად დაიკავა.

-ლეა, როგორ ხარ?_ბიჭმა გახარებულმა მოხვია ცალი ხელი მხარზე და ლოყაზე მსუბუქად აკოცა.

-ღმერთო ჩემო, რამდენი დრო გავიდა. მე კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?

-ისე როგორც სტუდენტს შეეფერება საზაფხულო არადეგებზე. _ყურებამდე გაიკრიჭა და გოგონას ზურგი აქცია. _ეს ემილიაა, ჩემი მეგობრის მეგობარი. ეს ლეაა, ჩემი ძალიან კარგი ახლობელი, რომელმაც ძალიან ბევრჯერ მიხსნა. _თვალი ჩაუკრა და ემელიას გადახედა.

-კარგი რა, ნუ აჭარბებ. _მხარზე ხელი მიკრა ლეამ. _ძალიან სასიამოვნოა.

-ჩემთვისაც.

გოგონასგან ზუსტად ისეთივე დადებითი აურა მოდიოდა როგორც ამას ლადოსთან ყოფნის დროს გრძნობს ხოლმე. ეშმაკური ღიმილით გადახედა წყვილს, თუმცა დუმილი არჩია. შესაძლოა მათი ურთიერთობა იმ ეტაპზე საერთოდ არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით სჩანს და არ უნდა რომ რომელი უხერხულ სიტუაციაში ჩააგდოს.

ლადო მარიამის სტუდენტია, მარიამი ლეას მეგობრია, რომელიც რამდენიმე წლის წინ თინის დაბადების დღეზე გაიცნო. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მართალია ისეთი არა როგორიც თინისთან, თუმცა ხშირად მასთან განმარტოება და საუბარი ძალიან ეხმარება. ლადო უნივერსიტეტში მეგობართან სტუმრობის დროს გაიცნო. მარიამ განსხვავებული დამოკიდებულება ლადოს მიმართ და ლეასაც ამიტომ გაუჩნდა მის მიმართ ინტერესი. იმდეად უცნაურად განვითარდა მათი ურთიერთობა, თავადაც ვერ მიხვდა როდის შემოუშვა ეს ბიჭი ასე ღრმად მის ცხოვრებაში.

-არა, მართლა ძალიან მეხმარება. როდესაც ჩემი ლექტორი ჩემზე სასტიკადაა გაბრაზებული ლეას ვთხოვ დახმარებას და ყოველთვის ძალიან მიწყობს ხელს.

-მე მგონი ამით უფრო გათამამებ და ოქტომბრიდან მარიამ შენთან ერთად მეც ძალიან დამსჯის. კატეგორიულად გამაფრთხილა რომ შენთან ურთიერთობა გავწყვიტო. _სიცილით ჩაილაპარაკა და ყურადღებით მდგარ ემილიას გადახედა.

-ცივი ყავა ხომ არ დაგველია?_მოულოდნელად წინადადებით ემილია ჩაერთო საუბარში.

-დიდი სიამოვნებით. _ლადომ მხრები აიჩეჩა და ლეას გადახედა.

-დავლიოთ, მაგრამ თუ წინააღმდეგები არ იქნებით მე წაგიყვანთ ძალიან კარგ კაფეში. _მორიდებულმა შესთავა და პატარა ბავშვივით გაიბადრა.

-მანქანით ხარ?_ემილიას გამომეტყველება წამებში შეიცვალა. დაღლილი, ოდნავ მოიხარა წელში და ქვემოდან ახედა ლეას.

-კი, მანქანით ვარ. _სიცილით დაუქნია თავი და სადგომისკენ წავიდა.

ნაცნობ კაფეში აჟიტირებული შევიდა, აქაურობა ძალიან უყვარს, მართალია ბოლო ინციდენტის შემდეგ აღარ ყოფილა, მაგრამ მხოლოდ ერთი ფაქტი აქაურობის თბილ მოგონებებს ვერ გაუქრობს. ფანჯრისგან საკმადო მოშორებით დასხდნენ, ქალაქში ისეთი მწველი მზეა, მისგან გასაქცევას ამ კაფის ყველა კუთხე გამოდგება, გარდა ფანჯრებისა.

-ანუ ცუდი და ზარმაცი სტუდენტი ხარ._მოულოდნელად ჩაილაპარაკა ემილიამ.

-ა-ა._ლადომ დაბნეულმა ამოსთქვა ბგერები და ლეას გადახედა. _ვსწავლობ, უბრალოდ ცელქვი ვარ. _ხმაში ეშმაკური ღიმილი შეეპარა. ლეამ სიცილით დახარა თავი და ყავის ფინჯანი აიღო.

მათთან ერთად დროს სასიამოვნოდ ატარებდა კაფეში მჯდარ ნაცნობ სილუეტს რომ მოკრა თვალი. გოგო აშკარად დიდი ხანია აქ არის, თუმცა აქამდე ვერ შენიშნა. ახლა ზურგს უკან დაჟინებული მზერა იგრძნო და თავი რომ მიატრიალა სახეგაქვავებული მარგარეტი შერჩა.
ადრე აქ არასდროს შეუნიშნავს, წლებია ამ კაფეში დადის, დღის ყველა მონაკვეთშია ნამყოფი, მაგრამ მარგარეტი და არც რომელიმე მისი მეგობარი აქ არასდროს უნახავს.

უხერუხლი ღიმილით გადახედა წინ მჯდარ წყვილს და წინ ჩამოყრილი თმა გაისწორა.

-მე მგონი დროა წავიდეთ, თან ლეასაც საქმეები აქვს. _მორიდებული ხმით ჩაილაპარაკა ემილიამ.

-არა, მე შეხვედრები საღამოს მაქვს დაგეგმილი, ჩემ გამო ნუ წახვალთ.

-სხვა დროს შევხვდეთ, უფრო დიდი ხნით. ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი.

-ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი ნახვა.

-გიო მომიკითხე და უთხარი რომ პირობა არ დამვიწყებია, უბრალოდ ზამთარი აგვიანებს. _სიცილით ჩაილაპარაკა ლადომ და ლოყაზე აკოცა.

-აუცილებლად, რამდენჯერმე ახსენა თქვენი შეთანხმება, გაუხარდება.

მათთან ერთად გასასვლელად ემზადებოდა ზურგსუკან მარგარეტის ხმა რომ მოესმა.

-ლეა, შენთან საუბარი მინდა.

-ამ გოგოს შენ საიდან იცნობ?_გოგონას დანახვისთანავე შეეცვალა მზერა ლადოს.

-გრძელი ისტორიაა. ნაცნობია.

-თუ გინდა გარეთ დაგელოდებით.

-გარეთ უნდა დამელოდოთ, აბა რა უნდა ქნათ, სახლამდე მე მიგიყვანთ. _სიცილით მიკრა მხარზე ხელი და მარგარეტისკენ შეტრიალდა.

-გელოდებით.

***

-დიდ დროს არ წაგართმევ. _ცინიკური ტონით დაიწყო გოგონამ. ლეამ ჩანთა მხარზე შეისწორა და მშვიდი გამომეტყველებით დაელოდა როდის განაგრძობდა საუბარს. _მივხვდი რომ ალექსის მიმართ სიმპათიები გაქვს._ხმა უფრო დამცინავი გაუხდა. _როდესაც ერთად დაგვინახე იეჭვიანე.

-ცდები.

მოულოდნელობისგან გულისცემა აუჩქარდა, იგრძნო როგორ დაეჭიმა სხეულის ყველა კუნთი, თუმცა მაქსიმალურად ეცადა რომ პასუხი მყარი და დამაჯერებელი ყოფილიყო.

-არ ვცდები და ეს შენ ძალიან კარგად იცი. ყოველთვის ასეთი მზერა გაქვს როდესაც სამიზნეს ხედავ. _ტუჩის კუთხეში ჩაიცინა და წარბები შეათამაშა.

-ვფიქრობ რომ კომპლექსების ბრალია, რომლის დაძლევაშიც ჩემი შეურაცხყოფა ვერ დაგეხმარება. გითხარი რომ ცდები, დაიჯერებ თუ არა ეგ მე არ მეხება. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და კაფის გასასვლელისკენ წავიდა.

-გაითვალისწინე რომ ქმარ-შვილი გყავს!

გაღიზიანებულმა მიაძახა და უკან აედევნა. ლეას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყელთან გაჩხერილი უზარმაზარი ბურთულა ცოტაც და გარეთ გამოაღწევდა. ორივე საფეთქელთან საშინელი ტკივილი იგრძნო, თვალებში ბინდი ჩამოწვა. ეს ის სიტყვებია რომელიც განსაკუთრებულ ზიას აყენებს მის მენტალურ მდგომარეობას. უბრალოდ როდესაც იაზრებს რომ ამ ტყუილში უწევს ცხოვრება, უსუსურობის შეგრძნება იპყრობს და სურვილი აქვს რომ გაქრეს.

მარგარეტი გასასვლელთან მისულს წინ გადაუდგა და ძარღვებდაჭიმული მიაშტერდა. ლეა უხერხულად შეიშმუშნა და გარშემო მიმოიხედა, ყველა მათ უყურებდა.

-სცენებს ნუ დგამ, გაითვალისწინე რომ თბილი ძალიან პატარაა და ხვალ აუცილებლად გამოიშვერენ შენკენ თითს, ასე რომ განზე გადექი და გამატარე!_უხეშად მოაშორებინა გასასვლელ კარზე მოჭიდებული ხელი და კაფიდან გავიდა.

-უფლებას არ მოგცემ რომ ამჯერადაც წამართვა ის რაც მე მეკუთვნის.

-ბედნიერებას გისურვებთ!_ღიმილით მიტრიალდა მისკენ და თავის მსუბუქი დაკვირთ დაემშვიდობა.

მის მანქანასთან მდგარ ლადოს და ემილიას გახედა, წყვილი მომღიმარი სახით რაღაცაზე საუბრობდა და თან ერთმანეთს თვალს არ აშორედა. ამაზე მარგარეტის სიტყვები გაახსენდა, როგორც სჩანს გოგონას სჯერა რომ ალექსთან შანსები აქვს, შესაბამისად მისთვის ბრძოლას ცდილობს, რაშიც ხელს ლეა რა თქმა უნდა ვერ შეუშლის. უბრალოდ ძალიან ატკინა გული იმის გააზრებამ რომ შესაძლოა ალექსიც იგივენაირად ფიქრობდეს და მისთვისაც მნიშვნელოვანი ადამიანი იყოს მარგარეტი, როგორ მისი სასურველი ქალი.

***

-კარგად ხარ?_ფიქრებში წასულ ლეას ხმადაბლა გადაულაპარაკა და მაჯაზე კალამი მიადო.

-კი, უბრალოდ ჩავფიქრდი. _სწრაფად უპასუხა და წელში გასწორდა. _ბოდიში, ბოლოს რა მითხარი ვერ გავიგე.

-თუ გინდა შევისვენოთ და ცოტახანში განვაგრძოთ.

მიხვდა რომ ლეა უჩვეულოდ უცნაური იყო. საქმის დროს მსგავსი გაფანტულობა არ ახასიათებს, ყოველთვის ძალიან მობილიზებული და ყურადღებიანია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ალექსი საუბრობს. შესაძლოა ბავშვის მდგომარეობას განიცდის ისევ, დედისთვის შვილის ცუდად ყოფნა რთულად გასაანალიზებელია.

-სუფთა ჰაერზე გავალ. _თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ფეხზე წამოდგა.

-გიორგი ხომ კარგადაა?_კართან მისულს ჰკითხა. ლეა ოდნავ შემოტრიალდა მისკენ, თავი ღიმილით დაუქნია და ოთახიდან გავიდა.


***
ცდილობს ალექსთან დიალოგი წამოიწყოს და ყველაფერი მოუყვეს, მაგრამ ვერ ხვდება ეს როგორ უნდა დაიწყოს, ან უნდა დაიწყოს თუ არა. მარგარეტის თქმით მათი ურთიერთობა სხვა ეტაპზეა. ერთმანეთს ხვდებიან, ერთმანეთის მიმართ სიმპათიები აქვთ, შესაძლოა სერიოზულ ურთიერთობასაც აპირებენ და ახლა რატომ უნდა უთხრას ალექსს ყველაფერი. როგორც უბრალო თანამშრომელს ისე მოექცეს, მისმა არცერთმა პარტნიორმა იცის ლაშას და გიორგის შესახებ, რა საჭიროა ამ თემაზე ალექსთან საუბარი. უბრალოდ მივიდეს და გააკეთოს ის რისთვისაც აქ არის, პირადი გრძნობები და ურთიერთობები შენობის გარეთ უნდა დატოვოს.
არ არის ვალდებული ალექს ხერგიანს მისი პირადი ცხოვრების დეტალები მოუყვეს, მაშინ როდესაც მათი ურთიერთობა მხოლოდ საქმიანია.
საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა სუფთა ჰაერი კიდევ ერთხელ, ღრმად ჩაისუნთქა და შენობაში დაბრუნდა.

შეხვედრისთვის განკუთვნის ოთახში ალექსი არ დახვდა, შეიძლება თავადაც შესვენებაზეა გასული. ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და აცნობა რომ უკვე დაბრუნდა, მაგრამ 20 წუთის განმავლობაში პასუხი ვერ მიიღო, შემდეგ ტელეფონზე დაურეკა.

-ტელეფონი აქ არის. _საბუთების ქვეშ მოქცეულ მოძრვ ტელეფონს დახედა.

ოთახიდან გასული პირდაპირ ალექსის კაბინეტისკენ წავიდა. ასე თუ გააგრძელა ლოდინი, შესაძლოა ხერგიანი საერთოდ აღარ დაბრუნდეს.
მის კაბინეტთან მისულმა კარზე მსუბუქად დააკაკუნა და ღიმილნარევი სახით შეაღო.

-უკაცრავად. _ფანჯარასთან მდგარ წყვილს მოუბოდიში და კაბინეტის კარი სწაფად დახურა. _ერთმანეთთან ძალიან ახლოს იდგნენ. _თავისთვის, ხმადაბლა ამოილაპარაკა და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა სამდივნო. _უკაცრავად. _იქვე მდგარ ალექსის მდივანს გაუღიმა. _შეგიძლიათ ალექსს უთხრათ რომ მაღლა ველოდები, თუ შეხვედრაზე დაბრუნებას ვერ ახერხებ მე წავალ.

-აქ ვარ!_ზურგს უკან ხერგიანს ხმა გაისმა. _შეხვედრებს პირადი მიზეზების გამო არ ვაცდენ. _გვერდით ამოუდგა და ცინიკური ხმით გადაულაპარაკა.

-გასაგებია. _იგივე ტონით უპასიხა და რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდა.

---

სახეაწითლებულ ლეას ღიმილნარევი მზერი უყურებდა და ტუჩის კუთხეში შეპარულ ღიმილს ვერ იკავებდა. მისი დაჟინებული მზერა ლეამ რამდენჯერმე იგრძნო და უკმაყოფილო სახით ახედა.

-რაიმე ხდება?_დაეჭვებულმა თვალები მოჭუტა და დაკვირვებულმა შეათველიერა ხერგიანი. ალექსმა უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და საბუთებზე მიუთითა.

-არაფერი, განაგრძე._როგორც კი ლეამ მზერა მოარიდა გოგონას ნატიფ თითებს დაუწყო დათვალიერება. _ქორწინების ბეჭედს რატომ არ ატარებ?_ღიმილით კითხა და კამით არათითზე მიუთითა. ლეამ უხერხულად დამალა ათივე თითი მაგიდის ქვეშ.

-ვერ ვგუობ. _დაბნეულმა ჩაილაპარაკა და უხერხულად გაუღიმა.

-ა, ვერ გუობ. _თავი დაუქნია და ქვედა ტუჩი ამოატრიალა.

-ალექს, უცნაურად იქცევი.

-გეჩვენება. უბრალოდ დამაინტერესა რატომ არ უნდა ატარებდეს გათხოვილი ქალი სიყვარულის სიმბოლოს. _ხმაში ცინიზმი შეერია მამაკაცს.

-რა იყო, დაქორწინებას ხომ არ აპირებ?_გაღიზიანებულმა კითხა და კალამი მაგიდაზე დადო. ალექსმა გოგონას უცნაურ კითხვაზე ცალი თვალი დახუჭა და ისე დააკვირდა.

-შენ ისეთი დარწმუნებული ხარ ისიც გეცოდინება ვისზე შეიძლება ვიქოწრინო. _მის გამოწვავას ცდილობდა ალექსი.

-მაგალითად მარგარეტის.

-კარგი რა, შედარებით ახლოს ვსხედვართ მე და შენ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გრძნობები არ გაგვაჩნია. ასე არაა?!

-რის თქმას ცდილობ?!

-არაფრის, განვაგრძოთ.

თვალი ჩაუკრა და საბუთებს ჩააჩერდა. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ვიპნი

თავიდან სიმართლე გითხრა შიშმა შემიპყრო,რომ ვერ გავიხსენებდი და წინა თავების გახსენება დამჭირდებოდა.საბედნიეროდ შევცდი smile შენს მუზას კი რაიმე შევწიროთ ზვარაკად რომ გამოჩნდეს და გაგვახაროს ყველა heart_eyes

 


№2 წევრი Rania

Alubalooo. Arvkitxulob shenbistorias sanam bolomde ardadaebbb. Mjera mahari ragaceebi xdebaaa. Magram ertad unda visiamovnoooooo. Pirveli tavi cavikitxe da gavcherdiiiii
--------------------
Q.qimucadze

 


№3 სტუმარი სტუმარი nancho

მიხარია რომ გამოჩნდი.მომწონს ეს ისტორია და გელოდები.

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ დიდი აბდაუბდაა ეს ისტორია. ასეთი არეული და დაულაგებელი ისტორია არც ერთი მახსენდება. იქნებ მიუთითო წინასწარ, თხრობის დასაწყისში ვისზე არის საუბარი. მგონია ალექსია და სხვა აღმოჩნდება. ეს მაგალითად მივიყვანე. წარმატებებს გისურვებ. შენი რამოდენიმე ისტორია მაქვს წაკითხული და სიმპათიით ვარ განწყობილი. იმედია საწყენად არ მიიღებ და გაითვალისწინებ რჩევებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent