შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარდასახვა


1-08-2019, 10:41
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 343

გარდასახვა

თებერვლის ღამეა. ქარი გულის შემაღონებლად დათარეშობს კედლებს მიღმა, აშკარად პრემიერა აქვს, მთელი გრძნობით ახეთქებს არემარეს ახალ, გრძნობა აშლილ მელოდიას. ხეები ბანს აძლევს და რაც უფრო მეტად შედის ქარი აზარტში სამყაროც მით მეტად იხრის ქედს მის წინაშე. ოთახში დედა შემოდის.
- რატომ არ გძინავს? ამბობს ის და საბანს მისწორებს.
- მუსიკას ვუსმენ.
- რა მუსიკას?
- ქარის მუსიკას დედა. - იღიმის. - ამაღამ ჩემთან დარჩები?
- არა წასასვლელი ვარ. - ისმის მისი სევდიანი ხმა.
- ისევ?
- ხო. - შუბლზე მკოცნის, ერთხელ კიდევ მისწორებს საბანს. მისი ცრემლი ჩემ სახეს ეხება მაგრამ არ ვიმჩნევ. მერე ოთახიდან გადის.
წარმოსახვითი სამყარო იმ იდეალური ქმედებებით არის გაჯერებული რაც ადამიანებს ასე გვაკლია. მაგრამ უნდა შეგეძლოს არ დაიკარგო შენსავე შექმნილ სამყაროში. სულის გამუდმებული კიჟინა და სიყვარულის ფარული წამები, გულის გაშავთეთრებული ნაოჭები.... არ გაძღა უნიჭო ცხოვრება წამებით.
მეხუთე კლასში ვიყავი როდესაც ქართულის მასწავლებელმა კუთხეში იმის გამო დამაყენა, რომ თავისუფალი თემა, რომელიც დავწერე იმას ეძღვნებოდა, რომ დედას ზურგზე ორი უზარმაზარი თეთრი ფრთა ჰქონდა. თემის წაკითხვის შემდეგ დაფასთან გამიყვანა და მეუბნება.
- ფრთა არა?
- დიახ.
- კუთხეში დადექი.
- რისთვის? - სახაზავს მაგიდას არტყამს, თვალები რომელშიც თითქოს სატანა ჩასახლებოდა სახეში შემაფეთა და მეც შიშისგან აცახცახებული კუთხეში ვდგები.
დედას მართლაც ჰქონდა მხრებს შორის ორი უზარმაზარი თეთრი ფრთა.
კედელზე ჩამოკიდებული საათიდან გუგული შუაღამის დადგომას მამცნობს, მისი მოსვლის დროა, ვდგები და სიცივის მიუხედავად ფანჯარას ბოლომდე ვაღებ, დიდი დრო არ გასულა და ისიც გამოჩნა. ზედ ფანჯრის რაფასთან შედგა და ისე შემომხედა.
- დღეს როგორ ხარ? ორი წუთით შემოგირბინე. ბევრი საქმე მაქვს. ძია ელისბარი გამალებით ებრძვის სიცოცხლეს მის გვერდით უნდა ვიყო. სწრაფად მომახალა ეს სიტყვები და ჩვეული ღიმილი შემაგება.
- არ შემოხვალ?
-ხომ იცი რომ არ შემიძლია.
- რატომ?
- აკრძალული მაქვს.
- ვინ აგიკრძალა? - მისი თითები ჩემ სახეს ეხება. სიცივის მიუხედავად ხელები თბილი აქვს. თვალის კუთხეში ცრემლი იწყებს გორაობას.
- არ იტირო. - ამბობს ის. - ხვალ ისევ მოვალ. - მერე უზარმაზარ თოვლივით თეთრ ფრთებს შლის და წყვდიადში უჩინარდება... ვინატრე რომ ძია ელისბარი ვყოფილიყავი.
უსახური ამინდები ყელში ამოვიდა. მოქუფრული ცა და საწვიმრად გამზადებული გაბერილი ღრუბლები. მზეც თითქოს დანებდა და დიდი ხანია თვალით არავის უნახავს. ანგელოზებმა უარი თქვეს მომაკვდავ ადამიანებთან დიალოგზე და სამყაროს სადავე სატანებს გადაულოცეს. "შვებულებაში გავიდნენ" მათაც ხომ ჭირდეფათ დასვენება და სუფთა ჰაერი... ადამიანებმაც "ავიწყვიტეთ" მორალი დავივიწყეთ, სული მივაფუჩეჩეთ და პრაგმატული, ხორციელი ყოფით დავკავდით. ახლა სად ხარ შენი უზარმაზარი ფრთებით, ვეკითხები ფანჯრის რაფაზე შემომდგარი, სივრცეში დაკარგულ დედას. დამენახე. ისიც შვებულებაში გავიდა...
ქალაქი გაივსო ტრანსპორტით. ჰაერი დაბინძურდა. უკვე შეუძლებელია იპოვო მწვანე "კონცხი" მეც ამაოდ დავეძებ სამსახურიდან გამოსული მყუდრო, სიმწვანეში ჩაფლულ მდელოს. ხრეშიან გზებზე სიარულით ისედაც გაფუჭებულ ფეხსაცმელს საბოლოოდ გაუვარდა ძირი. გზის პირას მდებარე მტვრით გაბუღულ ბარში შევდივარ. ბოლო მაგიდასთან ფეხმორთხით ვიკუჭები და ბარმენს ყავას ვუკვეთავ, მერე იმაზე დავიწყე ფიქრი. მომწონს თუ არა ჩემი სამსახური... არც ისე დიდი დროა გასული, რაც დედამიწას სხვა უამრავ მოხეტიალესთან ერთად ჩემი ნაბიჯებითაც ვამძიმებ. მეც სხვებივით ვაფათურებ მის ძარღვებში ხელებს და ხშირ შემთხვევეში გულსაც კი ვუწურავ საკუთარი ბედით უკმაყოფილო. დღეს ოცდაერთი წელი შესრულდა რაც დედაჩემი შვებულებაში გავიდა...
- გამარჯობა. - ყავის ჭიქაში მონარნარე სითხეში გადაკარგული მზერა მოსაუბრისკენ მივმართე, ვგრძნობ როგორ მითამაშებს მარცხენა თვალი, ხელებს კი ისე ვუჭერ ფინჯანს ლამის შემომესხვრას. - არ მომესალმები?
- აქ საიდან გაჩნდი?
- ასე უნდა შემხვდე? - მეუბნება სახეცვლილი დედა.
- რა გაცვია? ფრთები რა უყავი? - ვეკითხები მისი ნახვით ჯერ კიდევ შოკირებული.
- არ მოგწონს?
- არა. - ვპასუხობ და ყავის სმას მხოლოდ ნერვიულობის დაფარვის მიზნით განვაგრძობ.
- როგორ ხარ? მომიყევი შენი ამბები. - ამბობს ის და გემრიელად კალათდება ჩემს წინ.
- მოსაყოლი არაფერია.
- მიბრაზდები?
- არა რატომ? შენ ხომ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები გქონდა ვიდრე ჩემთან სიახლოვე. როგორ ჩაიარა ამ წლებმა? გააცილე ძია ელისბარი და მისნაირები უკანასკნელ გზაზე?
- ნუ ბრაზობ. - ის ჩემს ხელს ეხება. ცივია. ძალიან ცივი.
- რისთვის მოხვედი?
- დამითხოვეს. - ისე ხმამაღლა გადავიხრხარე მთელი ბარი მე მომაშტერდა. თავის დაკვრით ბოდიში მოვიხადე. - ახლა რას აპირებ? უგზო უკვლოდ უნდა იხეტიალო?
- არა, უკვე ვიშოვე ახალი სამსახური.
- გილოცავ. რა სამსახური? - ის წელში იმართება ზურგს უკან კი ორი უზარმაზარი ფრთა იშლება, ამჯერად შავი. - ეს რას ნიშნავს? - ვეკითხები მისი ფრთებით ცოტა არ იყოს შეშინებული.
- შენთვის საინტერესოს არაფერს.
- როგორც გინდა. - ვდგები და გარეთ გამოვდივარ. ოცდაერთი წელი... ოცდაერთი წელი არ მენახა და ვერაფერი ვიგრძენი... მიწისქვეშა გადასასვლელამდე ფეხით ჩასვლა დამეზარა და გზაზე გადარბენა გადავწყვიტე. ათიოდე ნაბიჯი გადავდგი, მერე მანქანის მუხრუჭის ხმა გავიგონე, მერე არაფერი არ მახსოვს. როცა გონს მოვედი ჩემი სხეული მკლავებში მოექცია მომღიმარ დედას, შავი ფრთები ლამაზად გაეშალა ზურგს უკან, მღეროდა. ყრუდ მაგრამ მღეროდა. თვალებს ცრემლი უსველებდა ხმაში კი ბზარი უფრო და უფრო ეტყობოდა.
- არ მინდოდა. - ამბობს ის.
- რა არ გინდოდა? - მხრებზე საშინელ ქავილს ვგრძნობ, რომელიც ნელ-ნელა ტკივილში გადამდის. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჩემ სხეულზე გავარვარებული ქვები გორაობენ. დედის მაჯას მაგრად ვუჭერ და ვღრიალებ. ის კი სიმღერას მანამ აგრძელებს სანამ მე მხრებზე ორი უზარმაზარი ფრთა არ ამომდის. მერე ტკივილიც სადღაც ქრება. ის იღიმის. - მოვკვდი? - ძლივს ახერხებს მაგრამ წელში მაინც იმართება, მობერებული მეჩვენა.
- ამ გზას დაადექი ამბობს და თვითონ საპირისპირო მხარეს მიდის.
- ჩემთან ერთად არ წამოხვალ?
- მე და შენ სხვა და სხვა გზას ვადგავართ. - შავ ფრთებს მედიდურად შლის. მერე მტვერში უჩინარდება. სადღაც შორს, ჩემს უსულო სხეულს ვხედავ, რომელსაც გარს უამრავი ადამიანი არტყავს. მერე ყოველივე რეალური ეტაპობრივად ქრება მხვედველობის არედან, საბოლოოდ კი ვერაფერს ვხედავ თეთრი შუქისა და მხრებზე ამოზრდილი ორი უშველებელი თეთრი ფრთის გარდა...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი გვაანც

ისტორია მეგონა დაიწყე და გამეხარდა.:((

 


№2 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

გვაანც
ისტორია მეგონა დაიწყე და გამეხარდა.:((



სამწუხაროდ ვერ ვიცლი ისტორიის დასაწერად ❤

 


№3  offline წევრი guroo

მიყვარს შენი მისტიკური ლიტერატურული სამყარო. თითოეული სიტყვა მომწონს, რასაც შენ წერ. ვხვდები, საიდან მოგაქვს, რატომ მოგაქვს... იმასაც წარმოვიდგენ, ამხელა სულიერი ცოდნა (აშკარად ამოსაცნობია ეგზისტენციალური სიბრძნე შენს ნაწერებში) რანაირად უნდა დაგეგროვებინა.
სევდა და ტრაგიზმი — ორივე მძაფრად იგრძნობა თითქმის ყველა წინადადებაში. მუქი ტონალობის მქონე ემოციური დატვირთვა აქვს იმ ადგილებსაც, შენ რომ აღწერ. პერსონაჟებსაც სულ რაღაც სტკივათ! ალბათ, შენც სულ გტკივა...
მაგრამ რა უნდა გტკიოდეს, ენ ბლექ?! ეს გამოცანაა. სჯობს, გამოცანადვე დარჩეს!
სამყაროს ძლევამოსილება იკითხება ყველა აბზაცში და ადამიანთა უსუსურება ამ უკანასკნელის წინაშე.

დროებით, ფროიდის საყვარელო!❤️

 


№4 სტუმარი ნათია41

მცირე მაგრამ იმდენად სულის შემძვრელი რომ გვერდზე მივიხედე ფრთიანი ვინმე მეც ხომ არ მიდგასთქო. წინა ისტორიის შემდეგ რაღაც უფრო მხიარულს ველოდი, მაგრამ ალბათ guroo მართალია და ეს შენს სულიერ მდგომარეობას ასახავს. იმედია ვცდებით. რაც არ უნდა იყოს დაიმახსოვრე რომ "ცხოვრება მშვენიერია". და მინდა დაბრუნდე ძალებ აღდგენილი და მხიარული.

 


№5  offline ადმინი ენ ბლექი

guroo
მიყვარს შენი მისტიკური ლიტერატურული სამყარო. თითოეული სიტყვა მომწონს, რასაც შენ წერ. ვხვდები, საიდან მოგაქვს, რატომ მოგაქვს... იმასაც წარმოვიდგენ, ამხელა სულიერი ცოდნა (აშკარად ამოსაცნობია ეგზისტენციალური სიბრძნე შენს ნაწერებში) რანაირად უნდა დაგეგროვებინა.
სევდა და ტრაგიზმი — ორივე მძაფრად იგრძნობა თითქმის ყველა წინადადებაში. მუქი ტონალობის მქონე ემოციური დატვირთვა აქვს იმ ადგილებსაც, შენ რომ აღწერ. პერსონაჟებსაც სულ რაღაც სტკივათ! ალბათ, შენც სულ გტკივა...
მაგრამ რა უნდა გტკიოდეს, ენ ბლექ?! ეს გამოცანაა. სჯობს, გამოცანადვე დარჩეს!
სამყაროს ძლევამოსილება იკითხება ყველა აბზაცში და ადამიანთა უსუსურება ამ უკანასკნელის წინაშე.

დროებით, ფროიდის საყვარელო!❤️



ჰო, დიდი ხანია აღარ გამოჩენილხარ. :)
სამყარო რომელსაც შენ უკეთებ კომენტარს ყველაზე ღირებულია ჩემთვის. ტკილი? ტრაგიზმი? რა აზრი ექნება მათ გარეშე ცხოვრებას? არც არანაირი... ის ხომ გწვრთნის, გაძლიერებს და იმად გაყალიბებეს რაც შენს ქვეცნობიერს სურს... სამყარო სადაც მე ვცხოვრობ უზომოდ დიდი და ღრმაა, ბევრი ლაბირინთითა და გამოცანებით. თუ მკითხავ მომწონს თუ არა საკუთარი თავის ასეთი მრავალსახიანობა გეტყვი რომ ჰო, მომოწნს მაგრამ თუ იმას მკითხავ შემიძლია თუ არა მათ გარეშე ცხოვრება გეტყვი რომ არა! არ შემიძლია. wink

"სამყაროს ძლევამოსილება იკითხება ყველა აბზაცში და ადამიანთა უსუსურება ამ უკანასკნელის წინაშე". - ჰო ეს ნამდვილად ასეა.

მადლობას გითვლის ფროდის საყვარელი შეფასებისთვის <3

ნათია41
მცირე მაგრამ იმდენად სულის შემძვრელი რომ გვერდზე მივიხედე ფრთიანი ვინმე მეც ხომ არ მიდგასთქო. წინა ისტორიის შემდეგ რაღაც უფრო მხიარულს ველოდი, მაგრამ ალბათ guroo მართალია და ეს შენს სულიერ მდგომარეობას ასახავს. იმედია ვცდებით. რაც არ უნდა იყოს დაიმახსოვრე რომ "ცხოვრება მშვენიერია". და მინდა დაბრუნდე ძალებ აღდგენილი და მხიარული.



ჰო ასეც არის, ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად მშვენიერია, სიცოცხლე რაც უფალმა გვიბოძა დასაფასებელი და შესაგრძობი... (გარდასახვა) უბრალო ამოძახილია იმ სამყაროსი რომელიც ბლექმა გაიარა, უკან მოიტოვა და წინ სვლა განაგრძო... წარსულის გავლილი გზა სწორედ ის არის რაც შენ ინდივიდად გაყალიბებს, მე არ მიყვარს ჩემი წარსული მაგრამ პატივს ვცემ თითოეულ თვისებას რომელიც სწორედ წარსულის ქარტეხილებმა შემძინა.. რომ არა ის გზა დღეს ხომ ბლექი არ ვიქნებოდი kissing_heart

 


№6  offline წევრი silver hands

როგორღაც ახლოს მოვიდა/ვიგრძენი... ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

silver hands
როგორღაც ახლოს მოვიდა/ვიგრძენი... ❤


მადლობა ❤

 


აუუუ ეს რატომარ ვიცოდი
რაკარგი იყო გულში ჩამწვდომი და
რაღაცნაირი შენეული

 


№9 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

გროსმაისტერი
აუუუ ეს რატომარ ვიცოდი
რაკარგი იყო გულში ჩამწვდომი და
რაღაცნაირი შენეული


ახლა ხომ იცი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent