შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტანგო (10) დასასრული


1-08-2019, 13:52
ავტორი სელენე
ნანახია 573

ტანგო (10) დასასრული

კადრებმა სათითაოდ გამირბინა თვალწინ. ატირებული და ნაცემი ნინი, დასისხლიანებული და მრისხანე ცოტნე, ფეხში ჩემ მიერ დაჭრილი ლევანის კაცი. საიდან აღმოჩნდა ლევანი მამაჩემის სიახლოვეს. ცდილობს რომ მას დაუახლოვდეს და მე მომაყენოს ზიანი?! _ათასმა საშინელმა აზრმა გამიელვა თავში.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა _ხელი გამომიწოდა და ირონიული ღიმილით დამანჭა სახე. იმდენი შენი დედაცმოვ*ყან.
-არმგონია _ზიზღის დაფარვის გარეშე ჩამოვართვი ხელი. ღმერთო ახლა სადღაც უნდა წავიდე და ხელი დავიბანო.
-ელენა _მამაჩემის ნაწყენი თვალები დავლანდე. ცოტნემ უხმოდ ჩამოართვა მთელი ძალით დაჭიმული ხელი. მაგიდას მივუსხედით. თვალებს არ ვაშორებდით ერთმანეთს. ხან მე მიყურებდა, ხან ცოტნეს რომლის სახეზეც არანაირი რეაქცია არ იკითხებოდა. 'მრგვალი მაგიდის რაინდებივით' ვისხედით მაგიდის გარშემო და სამივე თავდასხმისთვის ვემზადებოდით. დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვა სცადა მამაჩემმა.
-ესეიგი, თქვენ ერთმანეთს იცნობთ?
-კი მა, იმაზე კარგად ვიდრე გგონია
-მართლა საიდან? _რა საიდან მამა. შუბლი უნდა გამეხვრიტა იმდღეს და ახლა არც ამ კითხვაზე მომიწევდა პასუხის გაცემა.
-ჩემს კომპანიაში გაიცნეს ერთმანეთი. საქმიან შეხვედრაზე _ცოტნემ დაარღვია რამდენიმეწამიანი სიჩუმე.
-თქვენ ბიზნესპარტნიორები ხართ?
-ვიყავით. შემდეგ რაღაც პრობლემები შეიქმნა და კავშირი გავწყვიტეთ. _ვალსის ნელი და ძალიან ნაზი მუსიკა გადაფარა სცენამ.
-ვიცეკვოთ? _ლევანი სკამიდან წამოდგა და ხელი გამომიწოდა. ეგღა მაკლია შენთან ვიცეკვო გაბერილო . უარის სათქმელად გავაღე პირი მაგრამ მამაჩემის თვალებმა შემაჩერა. ცოტნეს გავხედე. ბრაზი ჩასდგომოდა თვალებში სადაც თანხმობა ამოვიკითხე. ლევანის ხელს ჩემი ხელი შევაგებე და სცენაზე ავედით.
-არ მეგონა აქ თუ გნახავდი _საუბარი დაიწყო ლევანმა
-არც მე მიხარია შენი ყურება
-დიდხანს ველოდი ამ შეხვედრას და შენი სახის ნახვას
-პირდაპირ მითხარი აქ რა დაგრჩენია
-ნუთუ დაგავიწყდა ისღამე, მაშინ არსაიდან გაჩნდი. მიყვარს შენნაირი ქალები, ტრადიციული ქალური ორგანოების გარდა ტვინიც რომ აქვთ.
-რა სამწუხაროა რომ ჩვენი გრძნობები ორმხრივი არაა _ირონია არ დამიფარავს
-გასაგებად გკითხე რა დაგრჩენია აქ მეთქი
-ნელნელა ყველაფერს გაიგებ საყვარელო.
-რა ნამიოკებით მელაპარაკები, მე ცოტნე ხოარ გგონივარ. არ მაქვს მისნაირი მოთმინება.
-რა ფეთქებადი ხარ. _ღმერთო ეს წყეული ირონია.
-მამაჩემს თუ რამეს დაუშავებ იცოდე... _სიტყვის დამთავრება არ მაცადა
-მამაშენი ყ**ზე მკი'და. შენს საქციელს განანებ. იქ შეცდი ხელში რომ იარაღი აიღე. სათითაოდ წაგართმევ ყველა საყვარელ ადამიანს. პირველად მისით დავიწყებ _თავით ცოტნეზე მანიშნა. ცოტნეს ანა ელაპარაკებოდა რაღაცაზე. ამ სიტყვებმა საყრდენი გამომაცალა. ყველაფერს გავუძლებდი მაგრამ, ცოტნეს დაკარგვას ნამდვილად ვერ გადავიტანდი. არამარტო ცოტნეს. მამაჩემს ან რომელიმე ჩემს ახლობელს რამე რომ მოსვლოდა... ო, ღმერთო.
-მოგკლავ _მუქარამ და ბრაზმა ერთდროულად გაიჟღერა ჩემს ხმაში.
-ერთხელ რომ გაგიმართლა ეგ იმას არ ნიშნავს რომ მეორედაც გაგიმართლებს.
-გამართლება არ მჭირდება. ღამით დაგადგები საწოლში და იმ იარაღით გაგიხვრეტ შუბლს რომლიდანაც იმ დღეს უნდა მესროლა. ციხეში ამოგალპობ
-ანუ ვიწყებთ თამაშს ვინ მოკლავს პირველი?
-ლევან იცოდე ციხეში ამოგალპობ, ყველაფერი ვიცი შენზე. ფაილები, ვიდეოები... ყველაფერი ნანახი მაქვს. არ გემუქრები გაფრთხილებ ჩემებს ახლოს თუ მიეკარები მერე ვერაფერი შემაჩერებს
-რა გულუბრყვილო ხარ ელენა. ჯერ კიდევ ვერ გაიაზრე ხომ რა შემიძლია. ისე გავაქრობ თქვენ დამპალ გვამებს მამაზეციერმიც რომ ვერ გიპოვით. _სულ რაღაც სამი წუთია ვცეკვავ ლევანისთან და ვგრძნობ როგორ მერევა გული. მამაკაცი სცენაზე დავტოვე და მაგიდას დავუბრუნდი. ცოტნე იქ არ იჯდა და შეშინებულმა მოვავლე თვალი დარბაზს. კიდევ კარგი ანასთან ცეკვავს. ღმერთო რა ძუკნაა ეს გოგო. ცოტნეს და ანას მივუახლოვდი
-შეიძლება ჩემს მამაკაცთან ვიცეკვო _როცა ვიხსენებ რომ ანას ეს სიტყვები ვუთხარი ყოველთვის მეცინება ხოლმე.
-ხო რათქმაუნდა _ცივად მიპასუხა ანამ. ცოტნეს მთელი სხეულით ჩავეხუტე. მისი სურნელის გარეშე ვერ წარმომიდგენია ვერცერთი დღე. დუმილი ცოტნემ დაარღვია
-რა გითხრა იმ ახ**რმა?
-მნიშვნელივანი არაფერი.
-ელენა არაფრის გამო გადევს ხო სახეზე მკვდრის ფერი?
-დამემუქრა, დამემუქრა ცოტნე _თვალებზე სისველის სქელი ფენა გადამეკრა. ცოტნემ ხელი მომკიდა და აივანზე გამიყვანა. სიგარეტს მოუკიდა და მაცადა როდის დავწყნარდებოდი.
-მომიყევი რაზე ისაუბრეთ. _ყველა სიტყვა დეტალურად მოვუყევი. ცოტნეს თვალებში სიბრაზე ჩაუდგა, ვენები დაებერა. სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა და სუნთქვა ღრმად გააგრძელა
-ეგ ახვ**ი, მაგის დედასშევე*ი, არ ვაცოცხლებ მაგ ნაბიჭ*არს. წავედით სახლში. _მანქანაში თითქმის ძალით ჩამსვა. სახლში მიმიყვანა. ტუჩებში ძლიერად მაკოცა და მთხოვა სახლში შევსულიყავი
-შენ სად მიდიხარ?
-მოდი გადადი და სახლში შედი. ნუ ვიჩხუბებთ
-რათქვი?
-ვერ გაიგე?
-მეც მოვდივარ ფეხებზე მკი'დია რას მეტყვი. _მალევე გავაცნობიერე მოსალოდნელი საფრთხე და ღვედი ისევ შევიკარი
-რატომ არ მიჯერებ, ადექი და გადადი მანქანიდან თორემ ძალით გადაგსვამ
-ამას არ გააკეთებ. შენ არ მატკენ _ზუსტად სუსტ ადგილში დავარტყი
-ელენა ძალიან მიშლი უკვე ნერვებს ეს დედამო**ნული
-ადამიანო შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ, შეუშვი მაგ ხის თავში რომ არ ვაპირებ სულ შენ ჭკუაზე ვიარო. არ გადავალ ამ წყეული მანქანიდან და არ მოგცემ უფლებას გაბრაზებულმა სისულელეები გააკეთო.
-შენ რაიცი მე რაუნდა გავაკეთო
-ესეიგი მალე გავიგებ _საჭეს ხელი რამდენჯერმე დაარტყა და ისევ სიგარეტს მოუკიდა.
-კარგი, წაგიყვან მაგრამ გაფრთხილებ, მანქანიდან თუ ფეხს გადმოადგამ ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ. _მანქანა დაქოქა და ტელეფონზე ვიღაცას დაურეკა
-სად ხარ?
-.....
-სახლში მიიყვანეთ და წამოდით ორივე, მისამართსაც მალე გეტყვით
-.....
-დედამო**ნული ლევანი, დღეს ელენას დაემუქრა
-....
-ნუ შემე*ი მოდიხარ თუ არა?
-....
-დამელოდე მისამართს მოგწერ _ტელეფონი გათიშა და ახლა სხვას დაურეკა
-შენი ნახვა მინდა, ახლავე. ერთი საქმე გვაქვს გასარკვევი
-.....
-ყ**ზე რას აკეთებ. მოვალ და ყელს გამოგჭრი.
-.......
-ეგ ირონია ტრა*ში გაირჭე. მითხარი სად უნდა მოვიდე
-..... _ტელეფონი გათიშა და საჭეს ორივე ხელი მაგრად მოუჭირა.
-ცოტნე ძალიან მაშინებ. მითხარი რას აპირებ
-ეგ იმას უნდა ეშინოდეს. როგორ გაბედა რომ დაგმუქრებოდა.
-ცოტნე პასუხი ხომ გავეცი, გთხოვ სისულელე არ გინდა ამ გაბრაზებულზე
-ელენა გაჩუმდი ახლა მაინც. გაჩუმდი _ხმა აღარ ამომიღია. ძალიან მეშინოდა ცოტნესი. საშინლად დახვეული გზებით ვიარეთ. უკან შავი მერსედესი მოგვყვებოდა. რათქმაუნდა ქეითის მერსედესი. მანქანა მთლიანად ჩაბნელებული და დანგრეული შენობის წინ გააჩერა. ფარების შუქზე ადვილად გავარჩიე შავი, უახლესი მოდელის ჯიპი. რამდენიმე დაკუნთული მელოტი და ლევანი. ცოტნემ ძრავი გამორთო.
-ხომ გახსოვს რა პირობით წამოგიყვანე? მანქანიდან არ უნდა გადმოხვიდე არავითარ შემთხვევაში. _მანქანის სათავსო გახსნა და ხელის მტევნის ზომა იარაღი მომაჩეჩა. -თუ ვინმე მოგიახლოვდება, ეგრევე ესროლე. ეცადე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილებს ააცილო. მკლავში, ფეხში... ნებისმიერ ადგილას. ახლოდან ეგ კარგად ისვრის. ელენა, მანქანიდან არავითარ შემთხვევაში არ გადმოხვიდე. _სავარძელზე გადმოიხარა. მაკოცა ისე თითქოს მემშვიდობებოდა.
-მიყვარხარ ჩემო მწვანეთვალება ქალბატონო
-მიყვარხარ ცოტნე. ფრთხილად იყავი _თვალებით გავაცილე. ბექა და გიორგიც აქ იყვნენ. ოდნავ დავმშვიდდი. ცოტნე დინჯად ესაუბრებოდა ლევანს. ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. შორს ვიყავი მაგრამ ვცდილობდი მომესმინა რაზე საუბრობდნენ. მანქანის ფანჯარაზე ვიღაცამ დააკაკუნა. ვიცანი, მაშინვე ვიცანი. ის იყო ფეხში რომ ვესროლე. ახლა იარაღს მიმიზნებდა და 'სისასტიკის ღმერთის' ღიმილით მიღიმოდა. მანქანის კარი გააღო და გადამათრია. ცოტნეს მოცემული იარაღი მანქანაში დამრჩა.
-მოგენატრე ბო*ო? _ყელში ხელი ჩამავლო და მანქანაზე ამაკრა. მაჯებში ჩავაფრინდი. უცებ ხელი ყელიდან თმაზე გადაიტანა და იარაღი საფეთქთან მიმადო.
-ფეხი გადაადგი, შენ მამიკოს მოენატრე
-გამიშვი ხელი _ბოლოჯერ ვცადე გაბრძოლება. კაცმა შეკრებილ ხალხთან მიმათრია.
-შეხედეთ, ჯეკპოტი მოვიგე _საზარლად გაიცინა
-ელენას ხელი გაუშვი შენი დედასშე**ცი. _ცოტნემ იარაღი დაცვას დაუმიზნა. გიორგიმ და ბექამაც ცოტნეს მიბაძეს. ლევანის დაცვის კაცებმაც.
-გაუშვი მეთქი შენი... _ცხრასართულიანი გინება გაუგზავნა ცოტნემ. გატყდა საცოდავი ელენა და ატირდა. მთელი სახე დაუსველა ცრემლებმა. ლევანმა ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და ტაში შემოჰკრა
-რა გულისამაჩუყებელი სანახაობაა.
-გოგო გაუშვი, საქმე ჩემთან გაქ. ელენა არაფერ შუაში არაა
-მე ვფიქრობ მან ზედმეტად ბევრი იცის. შემოთავაზება მაქვს. შენ გააქრობ ყველა სამხილს ამის სიცოცხლის სანაცვლოდ _თავით ანიშნა ელენაზე
-არ გინდა ცოტნე _იკივლა გოგომ.
-მხოლოდ ეგ შეგიძლია შენიდედამოვ**ან? იმდენად ბინძურია შენი სული რომ ქალს იყენებ ჩემ წინააღმდეგ?
-ქალი გაუშვი და ჩვენ გველაპარაკე _დიალოგში ჩაერია გიო
-ქალი გაუშვი, ქალი გაუშვი. მეტი არაფერი იცით თქვენი დედა ვატირე ? _აჭიხვინდა ლევანი
-მალე გადაწყვიტე ვიბლიანო, მე ბევრს არ დაგელოდები
-თანახმა ვარ, ქალი გაუშვი. _ლევანმა გაოგნებულ კაცს თავით ანიშნა გოგო გაეშვა. ამჯერად ის ალაპარაკდა და ელენას თმა უფრო ძლიერად მოქაჩა
-ამ ბო*ის გამო სამუდამოდ ხეიბარი უნდა ვიყო და შენ მეუბნები რომ გავუშვა?
-გაუშვი _მშვიდად მიმართა ლევანმა. კაცმა ბრძანება შეასრულა, აკანკალებული გოგონა ცოტნესკენ ბანცალით წავიდა. უცებ გასროლა მოხდა ვიღაცის იარაღიდან და ელენა ერთიანად მიწაზე დავარდა. ტკივილისგან გონება დაებინდა. აღრიალებული ცოტნეს გინება და განუწყვეტელი სროლა ესმოდა რამდენიმე წუთი. შემდეგ ყველაფერი ჩაწყნარდა. საბურავების ჭრიალმა გააყრუა არემარე და ლევანის ჯიპი ადგილს მაქსიმალური სისწრაფით მოწყდა. გიორგი შეშინებულ ელენას წაადგა თავზე. ამ უკანასკნელს ხელები ყურებზე აეფარებინა და თვალებიდან ცრემლები მდინარეებად მოსდიოდა
-ცოტნე დაჭრილია _იღრიალა ბექამ. ელენა ფეხზე წამოდგა და დასისხლიანებულ ცოტნესთან კოჭლობით ძლივს მიაღწია.
-სასწრაფოში დარეკეთ მალე, მალე ამის დედას შე**ცი _აყვირდა ბექა. ელენამ ცოტნეს თავთან ჩაიმუხლა
-გონს მოდი ცოტნე, გაიღვიძე, არ მიმატოვო. _ცოტნემ თვალები გაახილა. ბიჭებმა არც აციეს არც აცხელეს მანქანაში ჩასვეს. ცოტნეს ელენას კალთაში ედო თავი. ატირებულ გოგოს უყურებდა და მასაც უნებლიედ ჩამოუგორდა სახეზე ობოლი ცრემლი
-მიყვარხარ, ცოტნე ძალიან მიყვარხარ. იცოდე მეორედ მოგკლავ რომ მიმატოვო.
-სულ პირველად რომ გნახე _დაიწყო ცოტნემ დაბალ ხმაზე -ვის დაეკარგა მეთქი ვიფიქრე ისე ათვალიერებდი დარბაზს. დაბნეული მოხვედი მაგიდამდე. რამდენიმე წამით შემომხედე და მერე მზერა ამარიდე. იმ დღიდან მიყვარხარ. შენი მწვანე თვალები ჩემი სამოთხეა _ცოტნემ რამდენჯერმე დაახველა
-ჩუმათ ჩემო სიცოცხლე, ძალები გჭირდება, მაგ სიტყვებს მერეც მეტყვი.
-დამაცადე. მაშინ თვალებით მომაჯადოვე. მერე კიდევ ლევანს რომ დამართე. გამოვყ**ვდი შენთავს ვფიცავარ. შენზე ძაან არავინ არ მიყვარს _ისევ ხველება აუტყდა.
-გთხოვ ცოტნე, გეხვეწები.
-ელე, დღეს ვაპირებდი ხელი მეთხოვა. ჯიბეში მაქ ბეჭედი. თუ გინდა რომ იყო ჩემი მეუღლე გაიკეთე. _ელენამ მუყაოს ყუთიდან ბრილიანტის ბეჭედი ამოიღო და მარჯვენა ხელის თითზე მოირგო.
-ცოტნე არ უნდა დამტოვო იცოდე. დიდი ქორწილი მინდა. ყველა ჩვენი ნათესავი რომ იქ იყოს. ბევრი შვილი მინდა. ზოგს ნაცრისფერი თვალები ექნება, ზოგს მწვანე _უფრო ატირდა გოგო -ჩვენი სახლი გვექნება. ლიზა, ბექა, გიო, ინგა, ნინი ყოველდღე გვესტუმრებიან. შენი და ჩემი მშობლები დღესასწაულებზე ჩამოვლენ. ერთად უნდა დავბერდეთ ცოტნე. ბუხარს რომ მივუჯდებით. მე შვილიშვებისთვის წინდებს მოვქსოვ. შენ ზღაპრებს მოუყვები. _ნაწყვენ-ნაწყვეტ საუბრობდა ელენა
-ძალიან ლამაზად ჟღერს ელენა. ჩემო სიყვარულო, რამე მიმღერე. უკანასლნელად შენი ხმის გაგება მინდა. _ცოტნემ დასუსტებული ხელი ელენას ლოყაზე ჩამოუსვა
-ამას ნუ ამბობ, ყოველდღე გიმღერებ, ყოველდღე. გპირდები.
-მიმღერე ელენა. _საწყალ გოგონას რაც იცოდა ყველაფერი დაავიწყდა. ბოლოს ერთი სიმღერის მისამღერი გაიხსენა და აკანკალებული ხმით დაიწყო სიმღერა.
-...რომ აღარ დავბერდე,
სახურავიდან მზემდე
შენი სითბო მწყურია და
არ გადეკემბერდე _ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა და სიმღერა გააგრძელა
-...რომ აღარ დავბერდე,
ამ პლანეტიდან მზემდე
შენი სითბო მწყურია და
არ გადეკემბერდე
-ახლა ყველაზე მეტად მინდა სიცოცხლე _ქუთუთოები დაუმძდა ცოტნეს
-გთხოვ ცოტნე, შენ დიდხანს უნდა იცოცხლო, ძალიან დიდხანს. ჩემთან უნდა დარჩე
-მცივა ელენა _გოგო დაიხარა და ტუჩებში აკოცა.
-მიყვარხარ. არ უნდა მიმატოვო. მალე მივალთ ცოტნე _ბექა და გიორგი ღერს ღერზე ეწეოდნენ. დაუჩოქებელი გიორგი ტიროდა. დიახ, გიორგი ტიროდა. ბავშვივით ტიროდა და აკანკალებული ხელით ეწეოდა სიგარეტს.
-ელე, მე თუ რამე მომივა ბედნიერი მინდა იყო, ვინმე სხვა კარგი ბიჭი შეიყვარო. შვილები იყოლიო. ბედნიერი მინდა იყო _ძლივს დაამთავრა სათქმელი ცოტნემ
-გთხოვ ცოტნე, ასე ნუ საუბრობ, გეხვეწები. უკვე მოვედით. გეხვეწები ცოტნე გაუძელი _ მეათასედ მოვკვდი უკვე ამ სიტყვების მოსმენით.
-დამპირდი რომ ბედნიერი იქნები, გეხვეწები დამპირდი
-გპირდები _ცოტნე ხელიდან გამომგლიჯეს და საკაცეზე დააწვინეს.
-გოგოც დაჭრილია, გოგოს მიხედეთ. _ვიღაცის ძლიერმა მკლავებმა ხელში ამიტაცა. ტკივილი იმდენად მწვავე იყო რომ გონება დავკარგე. რომ გავიღვიძე ტყვია უკვე ამოეღოთ. პალატაში ვიწექი. ლურჯი ფარატინა ხალათი მეცვა. წვეთოვნის მილები მაჯიდან მოვიგლიჯე და კოჭლობით გავედი დერეფანში. ექთანი მომვარდა. ვერაფერი გავიგე რა მითხრა და ხელის კვრით მოვიშორე. რეანიმაციული განყოფილების წინ მოეყარა ყველას თავი. ყველა ერთდროულად მომვარდა, ზოგი მეხვეოდა, ზოგი ტიროდა. მამაჩემის მკლავებიდან გავთავისუფლდი და თავლებდაწითლებულ გიორგის დაველაპარაკე
-როგორ არის?
-არ ვიცით, 15 წუთია რაც აქ ვართ. _რატომ მეგონა რომ საუკუნე ვიწექი იმ ლოგინზე? რეანიმაციიდან უემოციო სახით გამოვიდა ექიმი. თვალებში ძალიან დიდი სევდა ედგა. ახლა მისი სიტყვები მის წინ მდგარ ადამიანებს ან მოგკლავდა, ან სიხარულით და იმედით აავსებდა. მისი თვალების და სახის გამომეტყველების მიხედვით კი მეორე ნაკლებ სავარაუდო იყო.
-გვითხარი ნუ ხარ ჩუმად _უღრიალა ელენამ
-ძალიან ვწუხვარ, პაციენტმა ოპერაცია ვერ გადაიტანა _საავადმყოფოში ექოსავით გაისმა ექიმის სევდით სავსე ხმა. ხმის იოგების დაწყვეტამდე იკივლა ელენამ, რომელსაც ატირებული გიორგი იჭერდა. კიოდა საწყალი ელენა. სული ეწვოდა. გულს ფეთქვა ჰქონდა შეწყვეტილი. ყველა ძვალი, ყველა სახსარი სტკიოდა. ჩანჩქერივით მოსდიოდა თვალებიდან ცრემლები. არ ესმოდა არც ნინის კივილი, რომელმაც საკუთარი სისხლის ნაწილი დაკარგა. საკუთარი სისხლი და ხორცი. არავისი არ ესმოდა. კიოდა და ცრემლად იღვრებოდა. გული აღარ ცემდა ძველებურად. სული დაცარიელდა. დედამიწას მოსწყდა და დაიკარგა. თავით გადაეშვა გაუსაძლისი ტკივილის და სევდის სამყაროში. არცერთ სულიერს, თვით ელენასაც არ შეეძლო ტკივილის აღწერა რასაც მაშინ გრძნობდა. ყველა ოცნება ერთიანად დაენგრა. ყველა იდეალი... ყველაფერი ილუზიად და უდაბნოს მირაჟად იქცა. ელენამ შეიძულა ყველა და ყველაფერი მის გარშემო. შეიძულა ღმერთიც, რომელიც ასე სასტიკად მოექცა სიგიჟემდე შეყვარებულ ორ ადამიანს. შეიძულა რადგან მან დააშორა ისინი ერთმანეთს სამუდამოდ. ვერავინ დააწყნარა გაგიჟებული ქალი. ბოლოს ექიმი იძულებული გახდა დამამშვიდებელი გაეკეთებინა უკვე მეორე შეშლილი ადამიანისთვის, პირველი ნინი გამოდგა. პალატაში გაეღვიძა ელენას. ყველა მასთან იყო. ადამიანები რომლებიც ყველაფერს გააკეთებდნენ მისთვის. მაგრამ ისინი ვერ დაუბრუნებდნენ ცოტნეს. ყველა ნამტირალევი და თვალებდასიებული იყო. მისი საწოლის გვერდით იწვა ნინი, რომელიც ჭერს უემოციოდ მიშტერებოდა და თვალებიდან ცრემლები სცვიოდა. გოგოს ლიზა მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.
-ცოტნემ საჩუქარი დაგიტოვა. _უჩვეულოდ დაბალი და სევდიანი ხმით უთხრა ელენას
-არ მინდა მისი ბეჭედი, თვითონ დაბრუნდეს _ისევ ატირდა გოგო.
-მალე ცოტნეს შვილის დედა გახდები. _ლიზაც ატირდა და დაქალს მოეხვია. ცრემლებს ვერავინ იკავებდა. მამამისი, რომელსაც უკვე ყველაფერი გაეგო ტიროდა. შვილის უბედურება გულზე ხანჯალივით ესობოდა. გაუჭირდა ელენას სიტყვების გააზრება. პალატში ნამტირალევი და განადგურებული ცოლ-ქმარი შემოვიდა. პირველად ორივემ ნინის აკოცა შუბლზე, რომელსაც ეს ჟესტი არ შეუმშნევია. ისევ ჭერს მიპყრობილი თვალებით ფიქრობდა და სტკიოდა ცოტნე. ქალმა ატირებულ ელენას თმაზე გადაუსვა ხელი. სითბოთი სავსე თვალებით უმზერდა კაცი. ეს ქალი საოცრად ჰგავდა ცოტნეს. მოულოდნელად ისე რომ ელენამ გააზრებაც ვერ მოასწრო ქალი მოეხვია. ორივე ტიროდა. მათი შემხედვარე უგულო ადამიანიც ვერ შეიკავებდა ცრემლებს.
-ძლიერები უნდა ვიყოთ. ცოტნეს შვილს უნდა გავუფრთხილდეთ. _ჩურჩულებდა ქალი
-არ შემიძლია, მის გარეშე არ შემიძლია
-უნდა შეძლო, უნდა შევძლოთ ჩემო ლამაზო _ქალის ხელებმა ოდნავ დაამშვიდა ელენა.
-მისი ნახვა მინდა. _ინგა ლოგინიდან ადგომაში მიეხმარა.
-თქვენ უკვე დაემშვიდობეთ? _განადგურებული და ცოცხლმკვარი მეგობრები თავის ქნევით მიყვებოდნენ ელენას. მორგის შესასვლელ კართან შეყოვნდა საწყალი გოგო.
-მარტო შეძლებ?
-შევძლებ _ექთანმა კარი გაუღო და ცოტნეს ცხედართან მიაცილა. ელენამ ცოტნეს ზეწარი გადახადა და ისტერიული ტირილი დაიწყო. მთლიანად თეთრი და გაყინული ცოტნე იწვა მის წინ. აკანკებული ხელი ტუჩებთან მიიტანა. დამშვიდება სცადა და არ გამოუვიდა. გრძელ, სპილენძისფერ თმაში ხელი შეუცურა. თმასაც კი არ ეტყობოდა სიცოცხლის ნიშანწყალი.
-ცოტნე, ჩემო ერთადერთო სიყვარულო. რატომ დამტოვე? არ გინდოდა შენი შვილის დაბადება გენახა? _მუცელზე ხელი დაიდო ელენამ -არ გინდოდა გაგეგო პირველი სიტყვები? რათქმაუნდა გინდოდა, შენ ხომ ცოტნე ხარ. ამბიციური, სიცოცხლით სავსე... თუ აღარც ხარ. არ ვაპატიებ ცოტნე ლევანს, არაფერს ვაპატიებ. ჩემი ხელით დავუნგრევ ცხოვრებას, გპირდები შურს ვიძიებ შენგამო. მაპატიე რომ რაღაცეებს ვერ შეგისრულებ _ცოტნეს თეთრ ხელს თავისი თითები შეახვედრა. -ვერ ვიქნები ბედნიერი. ვერც გავთხოვდები როგორც დამიბარე. მე უკვე გავთხოვდი. თვითონ მომეცი ბეჭედი. არ ვაპირებ ოდესმე მოვიხსნა. ცოტნე მიყვარხარ. სული მტკივა. ცოცხლად დამმარხე ცოტნე, იცი ეს რას ნიშნავს? ვერ გეცოდინება... შენ ახლა ჩემთან უნდა ყოფილიყავი, ჩვენი შვილი ერთად უნდა გაგვეზარდა. სახელი ერთად უნდა მოგვეფიქრებინა. იმედი მაქვს მაპატიებ. ჩემო ანგელოზო ზეციდან დამიცავი. მეც და ჩვენი პატარაც. უფალს ებარებოდე ჩემო ერთადერთო სიყვარულო. _გოგონა დაიხარა და ცოტნეს გაყინულ ტუჩებს თავისი აკანკალებული ტუჩები შეახვედრა. სისხლი გაუყინა ძარღვებში ცოტნეს მუდამ თბილი ტუჩების სიცივემ. ლოყაზე ხელი ნაზად გადაუსვა და მეორე ხელით ცრემლები მოიწმინდა.
-უფალს ებარებოდე, მშვიდობით ცოტნე. _ატირებული გამოვიდა მორგიდან. საყვარელი მამის მკერდი ცრემლით დაასველა. ელენას მდგომარეობით განადგურებული მეგობრები ცდილობდნენ ფეხზე მყარად მდგარიყვნენ და გოგონასთვის საყრდენად ქცეულიყვნენ. საბრალო ნინიც მოვიდა ცოტნესთან დასამშვიდობებლად. უხმოდ შეაღო მორგის კარი და ცოტნეს გვამს მიუახლოვდა
-როგორ შეგეძლო? როგორ შეგეძლო ჩვენი მიტოვება ცოტნე? შენი წასვლით ჩემი სულიც გაიყოლე, ჩემი ნაწილი დავკარგე. ვინ შემივსებს ამ სიცარიელეს. დღეს გავიგე რომ მამიდა გავხდები. გამიხარდა. გამიხარდა რომ შენი გამეორება დარჩა დედამიწას. მაპატიე ცოტნე რომ ხშირად არ გეუბნებოდი როგორ მიყვარხარ. ყველაზე ძვირფასი იყავი ჩემთვის ამ უსიყვარულო სამყაროში. გპირდები დავსჯი იმ ნაბიჭვარს. ციხეში ამოვალპობ. როგორმე თუ გამოძვრება ჩემი ხელით მოვკლავ. როგორ მინდა დრო უკან დავაბრუნო. შევცვალო ბედისწერა. მენატრები ცოტნე. ტკივილამდე, ცრემლებამდე მენატრები. ახლა რა მეშველება უშენოდ? ახლა რა გავაკეთო? ღმერთს თავისთვის კარგები უნდაო... მართალი ყოფილა... მიყვარხარ ძამიკო... მიყვარხარ და მტკივა უშენობა. მომავალი შენ გარეშე. მშვიდობით. _ცხელი ტუჩები შუბლზე მიადო. ზეწარი გადააფარა და ოჯახს შეუერთდა. განადგურებული, ნამტირალევი და თვალებჩასისხლიანებული დედამისი ხელებგაშლილი შეეგება ნინის.
-დაკრძალვა როდის არის?
-ხვალ საქართველოში გადავასვენებთ კერძო თვითმფრინავით. ზეგ დავკრძალავთ. _ცოტნეს მამის ხმაში ტკივილი და ტანჯვა იგრძნობოდა
-მაშინ დროა სახლში წავიდეთ...
-ელენა ჯერ ისევ სუსტად ხარ.
-სახლში მინდა. იქ კარგად გავხდები.
-დარწმუნებული ხარ შვილო?
-კი ქალბატონო...
-მაპატიე, მე თამარი მქვია, ჩემს მეუღლეს რეზო.
-მაშინ დარწმუნებული ვარ ქალბატონო თამარ.
-კარგი როგორც შენ გინდა.
-თქვენ სად დარჩებით?
-ჩვენს სახლში წავალთ
-მამა შეიძლება მეც გავყვე?
-რა თქმაუნდა შვილო. _საბუთების საკითხი სწრაფად მოგვარდა. თამარი, ნინი, რეზო და მე მანქანით უზარმაზარ სახლში მივედით. თამარი სახლში შესვლაში დამეხმარა.
-შეიძლება ცოტნეს ოთახში დავრჩე?
-მას ეს გაუხარდებოდა. _ქალმა მეორე სართულზე ამიყვანა. ოთახი საოცრად შეეფერებოდა ცოტნეს ხასიათს. დიდი თეთრი საწოლი. თეთრი კედლები და შავი ჭერი. შავი კარადა და ტუმბოები. წიგნების კარადაში უამრავი ძველი და ახალი თაობის წიგნი. და ცოტნეს სურნელი. Gucci Guilty-ის არომატი. ელენა ისევ ატირდა. თამარი გოგონას მოეხვია. ვერც მან შეიკავა ცრემლები. რამდენიმე წუთი იდგნენ ასე ჩახუტებულები. ბოლოს ორივე დამშვიდდა და ქალმა ელენა მარტო დატოვა. გოგონამ კარადა გამოაღო და ცოტნეს დიდი მაისური აიღო. დიდხანს იდგა ცხელი შხაპის ქვეშ. ბოლოს მაისური გადაიცვა და ოთახში დაბრუნდა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ფეხზე სახვევი გამოიცვალა და ცოტნეს ლოგინში შეძვრა. რამდენიმე წუთში კარზე დაუკაკუნეს
-მობრძანდით
-შეიძლება? _ოთახში თავი ნინიმ შემოყო
-მოდი ნინი.
-შეიძლება აქ დავრჩე?
-კი მოდი. _ელენამ საბანი ახადა.
-ძალიან მომენატრება _ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე
-მე უკვე მენატრება პატარავ _ატირდა ელენაც. დაკრძალვა ჩვეული სიმშვიდით ჩატარდა. ქალები ცრემლებს ვერ იკავებდნენ. კაცები ითმენდნენ, მაგრამ ყველამ იცოდა მათი მშვიდი სახეების უკან დადებული ტკივილის, ბრაზის და შურისძიების სურვილის შესახებ. ყველა ტიროდა. უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ მეგობარს. უკანასკნელად ხედავდნენ ცოტნეს ცივ, გაქვავებულ სახეს. ნელნელა დაიშალნენ. საბოლოოდ მხოლოდ ახალგაზრდები დარჩნენ საფლავთან. შავებში ჩაცმული ელენა მწვანე თვალებით უმზერდა ქვაზე გამოსახულ ცოტნეს სურათს.
-დროა ჩვენც წავიდეთ _სახლში გიორგიმ მიმიყვანა. ცოტნეს ოთახში ავედი. ყველაფერი ძველებურად დამხვდა. ბრაზმა საბოლოოთ ამოხეთქა ჩემში
-წყეულიც იყავ ლევან, წყეულიც იყავ _ვყვიროდი და ყველაფერს ვისროდი რაც ხელებში მხვდებოდა. საბოლოოდ ცოტნეს ტუმბოზე დადებული ლარნაკი ვესროლე ნახატს, სადაც ზღვა და ცა ერთმანეთს უერთდებიან და მზის ჩასვლა წყალზე ოქროსფრად, სტაფილოსფრად და წითლად ირეკლებოდა. ნახატი ჩამოვარდა და ჩარჩო გატყდა. ყავისფერი დიდი კონვერტი ჩამოვარდა ნახატთან ერთად. გავხსენი. დისკები, საქაღალდე და ფოტოსურათები ვიპოვე. დავღუპე ლევანი. დღეს სასამართლოში ამას წარვადგენ და სამუდამოდ ჩავსვამ ციხეში.
სასამართლო დარბაზში სრული სიჩუმე იდგა. მხოლოდ ლევანის ადვოკატი არღვევდა სიჩუმეს რომელიც ლევანის უდანაშაულობას ამტკიცებდა. ელენას დაცვის მხარეს ინგა წარმოადგენდა. როგორც იქნა სიტყვის უფლება ინგას მიეცა.
-ბატონო მოსამართლევ შეიძლება ბრალდების მხარეს რამოდენიმე შეკითხვა დავუსვა?
-დიახ, დაიწყეთ
-მაინტერესებს სად იყავით რვა აგვისტოს, დაახლოებით 11:20 წუთზე?
-ბატონი დავითის კორპორატიულ წვეულებაზე
-მაგრამ დაცვის მხარე ამტკიცებს რომ ცოტნე ვიბლიანი თქვენი იარაღიდან ნასროლი ტყვიით გარდაიცვლა. ამას ადასტურებს მასრიდან აღებული ციფრული კოდი. ინებეთ ბატონო მოსამართლევ _ინგამ კაცს საქაღალდე გადასცა
-იარაღი მომპარეს
-რატომ არ მიმართეთ პოლიციას?
-არ შემიმჩნევია როდის გაქრა.
-გყავთ მოწმეები ვინც დაადასტურებს რომ რვა აგვისტოს, 11:20 წუთზე კორპორატიულ საღამოზე გნახეს?
-ღმერთო, იქ იმდენი ხალხი იყო
-ბატონი დავითი ამბობს რომ რვა აგვისტოს თქვენ 11 საათისთვის დაემშვიდობეთ და გადაუდებელ საქმეზე წახვედით. ამას ადასტურებს შენობის კამერის ჩანაწერებიც _მოსამართლეს დისკი მიაჩეჩა ინგამ.
-ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლევ _ფეხზე წამოიჭრა ლევანის ადვოკატი.
-პროტესტი უარყოფილია, განაგრძეთ თუ შეიძლება
-თქვენ თქვით რომ 11:20 -ზე წვეულებაზე იყავით. მაშ, თქვენ მოიტყუეთ. შეგიძლიათ ზუსტად გვითხრათ სად იმყოფებოდით აღნიშნულ დროს?
-პირადი საქმე მქონდა
-რას გულისხმობს თქვენი პირადი საქმე?
-ეს თქვენ არ გეხებათ
-ბატონო მოსამართლევ. ბრალდების მხარე თავს იკავებს ჩემს კითხვაზე პასუხის გასაცემად. მინდა მოგახსენოთ ჩემს მიერ არსებული მთელი ინფორმაცია. ბატონი ლევანი რვა აგვისტოს ცოტნე ვიბლიანის მკვლელობის ადგილას იყო. მეტიც, მისი ჯიპის საბურავების კვალი და ბრალდებულის სისხლიც აღმოჩენილი იქნა აღნიშნულ ტერიტორიაზე. _ინგამ ისევ საქაღალდე მიაწოდა -გარდა ამისა მას ახლდა რამდენიმე დაქირავებული მამაკაცი, რომელთაგან ერთ ერთმა გასროლა განახორციელა ჩემი კლიენტის მიმართულებით. ყველა მათგანის ფოტორობოტი საქაღალდეშია. ცოტნე ვიბლიანის განზრახ მკვლელობის და ელენა ფილფანის დაჭრის გარდა ის არის პასუხისმგებელი სხვა მძიმე დანაშაულებზე რაც გულისხმობს, არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალურ კავშირს, ნარკოტიკის დიდი ოდენობით წარმოებას და ყიდვა-გაყიდვას, ასევე აწ უკვე გარდაცვლილი ცოტნე ვიბლიანის დის გაუპატიურების მცდელობას და მუქარას შანტაჟის მიზნით რაც გამოიხატება იმაში რომ მასალების გავრცელების შემთხვევაში ცოტნეს მამიდა, თინათინ ვიბლიანის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა.
-ვაპროტესტებ ბატონო მოსამართლევ _ფეხზე წამოიჭრა ლევანის ადვოკატი
-ეს ყველაფერი სრული აფსურდია. ისინი ცილს მწამებენ _ჩაერია ლევანიც
-ბატონო მოსამართლევ მე მაქვს ჩემი სიტყვების მტკიცებულებები. _ელენას ნაპოვნი კონვერტი გადასცა, მოსამართლემ თვალი გადაავლო საბუთებს და ღრმა ოხვრა ამოუშვა
-სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად _ელენას ხელის გულები გაუოფლიანდა. სიძულვილი და შურისძიების სურვილი იკითხებოდა მის თვალებში. ინგა მშვიდად მიუჯდა ელენას და ხელი ჩაჰკიდა.
-ყველაფერი კარგადაა, სამუდამოდ გამოვამწყვდევთ ციხეში. _15 წუთის შემდეგ მოსამართლე თავის სკამს დაუბრუნდა. დარბაზში ყველა ფეხზე წამოდგა.
-თქვენ ბრალი გედებათ მოქალაქე ცოტნე ვიბლიანის მკვლელობაში რაც გულისხმობს 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. ცამეტ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი, თითოეული გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ორი წლის ვადით, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გაყიდვას რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას 15 წლის ვადით. ასევე დაშინება, შანტაჟი და გაუპატიურების მცდელობა სამივე ერთად 12 წლის ვადით. ჯამში თქვენ მიგესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 58 წლით. სხდომა დამთავრებულია _მოსამართლის ჩაქუჩის ხმამ გადაფარა კმაყოფილი ხალხის ჩურჩული. გაფითრებულ ლევანს პოლიციის ოფიცერმა ბორკილები დაადო და დარბაზიდან გაიყვანა.
-ჩემი მტერი მაგან 58 წელი იცოცხლოს. _საბუთები აალაგა ინგამ
-მაინც არ ვარ კმაყოფილი ინგა, თითქოს რაღაცას არ ვაკეთებ.
-ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ის დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს. _შენობიდან ორივე მშვიდად გამოვიდა. ხუთი თვე გავიდა ლევანის დაპატიმრებიდან. ელენას სურდა ლევანი მკვდარი ენახა. არ ჰყოფნიდა ლევანისთვის 58 წელი ციხეში გასატარებლად. საბოლოოდ გადაწყვიტა რომ ლევანს აღარ უნდა ესუნთქა. გაარკვია ციხის პატიმრების შესახებ და ერთი კაცი აარჩია. ხუთშაბათს, იანვრის 15 რიცხვში ციხეში მიაკითხა.
-ვინ ხარ და რა გინდა? _პირდაპირ ჰკითხა კაცმა
-გამარჯობა. ელენა ფილფანი ვარ. შენთან ერთი შემოთავაზება მაქვს.
-რას უნდა მთავაზობდეს ორსული მწვანეთვალება ქალი რომ დამაინტერესოს?
-ბესო აბრამიანი არა? ყურადღებით მომისმინე მეტს აღარ გავიმეორებ. შენთან ციხეში, ერთი კაცია, ლევან გოგიჩაიშვილი. ალბათ გეცოდინება. როგორც გავიგე სამუდამო პატიმრობა გაქვს მისჯილი. ვერავინ ფეხებს ვერ მოგჭამს. შენს სისასტიკეზეც გავიგე. ინფორმაცია შევაგროვე შენს ოჯახზე. შენს ცოლზე და პატარა გოგოზე
-მათ თუ რამე მოუვათ იცოდე არ გაცოცხლებ
-მომისმინე მეთქი. ვიცი რომ შენს ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს. შენ თუ ლევან გოგიჩაიშვილს სიცოცხლეს მოუსწრაფებ მათ მდგომარეობას შევცვლი. შენი შვილი საუკეთესო კერძო სკოლაში ივლის. საუკეთესო განათლებას მიიღებს. მეუღლე კაპიკების გამო მრეცხავად აღარ იმუშავებს. ყოველ თვე 3000 ლარს დავურიცხავ ანგარიშზე. გოგონას სწავლის ფულს მთლიანად მე დავფარავ. ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაშიც მე გადავიხდი ხარჯებს. წესით უნდა დამთანხმდე, მაინც სამუდამო გაქვს
-თუ არ დავთანხმდები?
-ავდგები და წავალ, სხვას ვიპოვი ვინმეს ამ საქმისთვის, თუ გგონია რომ შანტაჟის მოწყობას გიპირებ ცდები. იმ ნაბიჭვარმა საყვარელი მამაკაცი მომიკლა. ჩემმა ცოტნემ სიკვდილის წინ მთხოვა ხელი. ამას არ ვაპატიებ. ახლა კი გადაწყვიტე რას აპირებ. მიღების საათები მალე იწურება
-რატომ უნდა გენდო?
-პირობას ყოველთვის ვასრულებ და მე გპირდები რომ ჩემი სიტყვა შესრულებული იქნება
-თანახმა ვარ _ყოყმანის შემდეგ უთხრა კაცმა.
-ძალიან კარგი
-ელენა, შეგიძლია თუ კიდევ აქ მოხვალ ჩემი გოგონა მოიყვანო? _კაცის თვალებში ჩემი ნდობა და დიდი სევდა ამოვიკითხე
-თუ დედამისი უფლებას მომცემს
-მიგცემს. თუ ეტყვი რომ ჩემთან მოგყავს მოგცემს
-კარგი, მოვიყვან. _სამი დღის შემდეგ ლევანის მკვლელობაზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. საწყალი ტუალეტში ცემისგან მოუკლავს 'ვიღაცას'. ერთი კვირის თავზე ელენამ ბესოსთან პატარა თაფლისფერთვალება გოგონა მიიყვანა. ბესო შვილს გულში იხუტებდა და კოცნიდა. პატარა გოგოც სახეზე ეფერებოდა მონატრებულ მამას. გოგოს თვალზე ცრემლები მოადგა. შეეცოდა ეს სასტიკი კაცი ციხისთვის. ეს გოგონაც შეეცოდა. მთელი დრო ერთად გაატარეს ქალიშვილმა და მამამ. ელენას მათთვის ხელი არ შეუძლია. პაემნის დრო დამთავრდა და დაცვამ ოთახის დატოვება სთხოვა.
-ძალიან კარგი ქალი ხარ ელენა, შენი ცოტნე აუცილებლად იამაყებდა
-მადლობა _პატარა გოგოს ხელი მოვკიდე ოთახიდან გავიყვანე. მალე მივუყვანე დედამისს და სახლში დავბრუნდი. ლიზას და ბექას ქორწილისთვის უნდა მოვემზადო. ჩემგამო რამდენიმე თვით გადადეს. ძალიან ბევრი ვიწუწუნე კაბაზე. ბოლოს ატმისფერი კაბა ავარჩიე. მე და ინგა ორივე მეჯვარეები ვიყავით და ორივეს ერთნაირად გვეცვა. ინგა და გიორგიც აღარ ჩხუბობდნენ. ნინი და ლუკა უკვე წყვილი იყვნენ. ბავშვივით თავს ევლებოდა ლუკა ნინის. აწვალებდა და ნერვებს უშლიდა. ბოლოს სიყვარულით კოცნიდა ხოლმე ტუჩებში და ეხუტებოდა. ქორწილმა იდეალურად ჩაიარა. არც ჩხუბი ატეხილა და არც არავის უცემია ერთმანეთი. დაღლილი დავბრუნდი სახლში და ოთახს მივაშურე. ცოტნეს ოთახში არაფერი შემიცვლია. ეს ადგილი იყო ჩემი სახლი. კარადა გამოვაღე და მისი მაისური გადავიცვი. Gucci Guilty-ის სუნმა როგორც ყოველთვის გონება გამითიშა. ლოგინში ჩავწექი და სიზმრებს მივეცი თავი.
ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ. ჩემი პატარა ბიჭი მოევლინა ქვეყანას. პატარა სანდრო. ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ახალი საზრუნავი გამიჩნდა. მაგრამ არ შეცვლილა ტკივილი და ცოტნეს მონატრება. სიყვარული მის მიმართ. ყოველ ღამე მესიზმრებოდა ბედნიერი ცოტნე. მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და ამაყობდა ჩემით. ლიზასაც შეეძინა პატარა გოგონა. ინგამ და გიორგიმ დიდი ქორწილი გადაიხადეს და ევროპაშიც იმოგზაურეს. უგზავნიდნენ გიჟურ ფოტოებს ელენას და ყოველს საღამოს ურეკავდნენ საყვარელ მეგობარს. ნინი? ნინი არ გათხოვილა. მხოლოდ დაინიშნა. ლუკას საცოლე გახდებოდა სულ მალე ხუჭუჭა ქალბატონი. ელენამ ბავშვი ბებია-ბაბუასთან დატოვა, როგორც დაჰპირდა და ნინის გაუარა მანქანით.
-სად მივდივართ? _საკმაოდ დაქალებულიყო პატარა ნინი
-სადმე დავლიოთ. _მანქანა კლუბის შესასვლელში გავაჩერე. ცოცხალი მუსიკის ფონზე უამრავი სხეული მოძრაობდა. დახლს მივუჯექით.
-ორი ორმაგი ვისკი თუ შეიძლება _მოითხოვა ელენამ
-დღეს რვა აგვისტოა _ჩაილაპარაკა ნინიმ სევდიანად
-ვიცი _ჭიქა მიიყუდა ელენამ
-ბოთლი მომეცი ჯიგარო _ვისკის ბოთლი ახლოს დაიდგა ელენამ
-გენატრება?
-ყოველთვის _უპასუხა და ეული ცრემლი მალულად მოიწმინდა.
-იცი ნინი _გააგრძელა ელენამ -სიმარტოვის მეშინოდა. მარტო დარჩენის... როცა ის ჩემგან წავიდა სული დაცარიელდა, გულმა არსებობა შეწყვიტა. ტკივილი ყოველდღე უფრო ძლიერდება და ამის წინაშე მე სრულიად უძლური ვარ. მისი სახე სულ თვალწინ მიდგას. მენატრება მაგრამ ვუძლებ. მის დანატოვარს ვუფრთხილდები... ყოველ ღამე საკუთარ თავთან ვრჩები მარტო და ხმამაღლა ვტირი, ვერაფერს ვშველი ამ ტკივილს, ვერ ვკლავ ჩემში. თვალებიდან არ ამომდის ის სისხლიანი ღამე. იმ ღამეს დასამარდა ჩემი ოცნებები, მომავლის ბედნიერი წუთები... იმ ღამეს დასამარდა ჩემი ბედნიერი მომავალი... მენატრება... ცრემლებამდე მენატრება...
-თუ ასე გტკივა და გენატრება როგორ ცოცხლობ მის გარეშე?
-შენ ამას სიცოცხლეს ეძახი? მოსიარულე გვამები არ გინახავს, რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის რომ ცოცხლობენ?
-დალიე, მიდი დალიე, ცოტახნის მაინც მოწყდები რეალობას. _ვისკის ბოთლი ტუჩებთან მიიტანა და სულმოუთქმელად დალია. ნინი ცდილობდა არ დაელია, ცდილობდა მეგობრისთვის გაეგო მაგრამ მასაც უმძიმდა. საკუთარი სისხლი და ხორცი დაკარგა. საკუთარი სულის ნაწილი. კლუბიდან გვიან გამოვიდნენ. ნინი დაჯდა საჭესთან და ელენა სახლში მიიყვანა. თვითონ გახადა ტანსაცმელი და ცოტნეს მაისური ჩააცვა. ლოგინშიც თვითონ ჩააწვინა. ბოლოს მისაღებში გავიდა მეგობრებთან. ყველა აქ იყო. ინგა და გიორგი, ლიზა და ბექა, ლუკა... მხოლოდ ცოტნე აკლდათ. გიორგიმ ჭიქები წითელი ღვინით შეავსო
-ცოტნეს სადღეგრძელო იყოს _ჭიქა მაღლა ასწია და სევდიანად გააქნია თავი
-ცოტნეს გაუმარჯოს _ყველამ ბოლომდე დალია ღვინო და ყველას ხელახლა გაეხსნა თითქმის მოშუშებული იარა...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ლილი

აუუ ცოტნეეე ???? როგორ შემეოდა ელენაა ))₾

 


№2  offline წევრი anako

ირინნნ...ცატნე მოკალი ირინნ sob sob
რატომ მოკალი? შემეცოდა სულის ტკივილამდე შემეცოდა ყველა tired_face
როგორ გაიმეტე გოგოო ცოტნეე sob sob
ასე მეგონა მასთან ვიყავი როცა ელენას ემშვიდობებოდა ძაან შემეცოდა ყველა
ძაან კაი ხარ მარა ცუდი იმიტო რო ცოტნე მოკალი
ძაან კაი ლევანს სული რომ გააფრთხობინე rage rage
დამპალი ნაბი***რი rage rage
მოკლედ ახალს ველოდები ოღონდ ჰეფი ენდით
წარმატებები საყვარელო heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი სელენე

anako
ირინნნ...ცატნე მოკალი ირინნ sob sob
რატომ მოკალი? შემეცოდა სულის ტკივილამდე შემეცოდა ყველა tired_face
როგორ გაიმეტე გოგოო ცოტნეე sob sob
ასე მეგონა მასთან ვიყავი როცა ელენას ემშვიდობებოდა ძაან შემეცოდა ყველა
ძაან კაი ხარ მარა ცუდი იმიტო რო ცოტნე მოკალი
ძაან კაი ლევანს სული რომ გააფრთხობინე rage rage
დამპალი ნაბი***რი rage rage
მოკლედ ახალს ველოდები ოღონდ ჰეფი ენდით
წარმატებები საყვარელო heart_eyes heart_eyes


არც მე ველოდი თუ ასე დავამთავრებდი გეფიცები <3 ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა რომ მოგეწონა <3 ახალიც მალე იქნება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent