შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (21)


2-08-2019, 12:33
ავტორი omexi
ნანახია 192

დეტექტივობანა - (21)

ქალბატონი მარიამი მხოლოდ რამდენიმე წუთი ადგენდა სამოქმედო გეგმა, როცა ყველაფერი ფურცელზე ლამაზად ჩამოწერა, მაგიდას მოშორდა, შუა ოთახში დადგა და მისი «შემოქმედება» მეგობრებს გააცნო.
გეგმა ასეთი იყო:

1. ბონდარენკოს დაკითხვა.
2. მოკვლევის შედეგად სამხილების მოპოვება, რომელიც თავის მხრივ შემდგომ ქვესაფეხურებად იყოფოდა: - ა) საავადმყოფოს დეტალური დათვალიერება (პალატა, პროზექტურა), ბ) სამედიცინო დოუმენტების მოპოვება (გაკვეთის ოქმი), გ) სამედიცინო პერსონალის მოწმეებად ჩაწერა.
3. მოდებაძესა და კაციას ადგილ-მდებარეობის დადგენა, მათი საცხოვრებლის დათვალიერება და ჩვენების ჩამორთმევა.
4. ბორისის პიროვნების დაზუსტება, ჩვენების ჩამორთმევა.
5. სატრანსპორტო არხის მიკვლევა, რომლითაც ორგანოების ტრანსპორტირება ხდება.
6. უცხოელ კომპანიონებზე გასვლა.
7. და ბოლოს არსებული საქმის, «გიჟების საქმესთან» დამაკავშირებელი სამხილის ძიება.

მართალია ჩვენ გამოძიებაში არ ჩაგვრთეს, მაგრამ სანამ «ტრიოსთან» ერთად ერთ შენობაში ვიმყოფებოდით, ავტომატურად ვეცნობოდით ყველა იმ დეტალს, რასაც ისინი განიხილავდნენ.
აქედან გამომდინარე შესანიშნავად ვიცოდი მათი სამოქმედო გეგმა, პირველად კახაბერ თორდია გეგმით უკმაყოფილო იყო, ის მეშვიდე პუნქტს ზედმეტად თვლიდა, მაგრამ მარიამს მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
«ტრიო» სამუშაო მაგიდას შემოსხდომოდა და ხმადაბლა განიხილავდა სამოქმედო გეგმას, უკვე საკმაოდ დაბნელებულიყო, მათი ჩურჩულიდან მხოლოდ იმის გარკვევა მოვახერხე, რომ შუაღამისკენ საავადმყოფოში აპირებდნენ შეპარვას და რადგანაც ძიება არალეგალური იყო, მალულად უნდა ეპოვათ კომპრომატები.
როცა მათ საუბარს ვუგდებდი ყურს თავში ერთი იდეა მომივდა, რომელიც ძიებასაც დაეხმარებოდა და ჩვენც გარკვეულ როლს ვითამაშებდით მასში.
ფრთხილად მივუახლოვდი «ტრიოს», ხმადაბლა ჩავახველე და მორიდებულად ვუთხარი.
- თუ შეიძლება პატივცემულებო ერთ იდეას შემოგთავაზებთ.
სამი წყვილი თვალი გაოცებული მომაცქერდა.
- მართალია ფიქრობთ, რომ არაპროფესიონალები ვართ, თან თვლით ჩვენი ჩარევით ძიებას დავაბრკოლებთ, მაგრამ გთხოვთ ისარგებლოთ იმ გამცდილებით რაც ჩვენ გვაქვს.
- რა გამოცდილება გაქვთ ასეთ? - ღიმილით მკითხა თორდიამ.
- ვატყობ დღეს ღამით საავადმყოფოში შეპარვას აპირებთ, - თვალებმოჭუტულმა ვთქვი, - ჩვენ კი იქედან ისე გამოვიპარეთ ვერავინ შეგვამჩნია, ასე რომ გაურთულებლად მიგიყვანთ, საიდუმლო სარდაფის ფანჯარასთან სადაც ბონდარენკო ჰყავდათ გამომწყვდეული.
ჩემმა სიტყვებმა დადებითი შედეგი მოახდინა, მეგობრებმა ერთმანეთს გადახედეს, ქალბატონმა მარიამმა გრძელი ფრჩხილები მაგიდაზე ააკაკუნა, ექსპერტი ჭრელი თვალებით კვლავ ურწმუნოდ გვიმზერდა, მხოლოდ ხუციშვილი «ახურდავებდა» დინჯად ჩვენს ნათქვამს, მერე თითები გაატკაცუნა და ქალბატონ მარიამს მიმართა.
- მართალია ეს ჭაბუკი, კოლოსალურ დროს დავზოგავთ, უაზროდ არ დავიწყებთ აქეთ-იქეთ ყიალს, - მან ოთკუთხა ნიკაპი მოისრისა, - წავიყვანოთ?
ქალმა უტყვად დააქნია თავი.
სამაგიეროდ თორდიამ გაასავსავა ხელები.
- «შეფმა» რომ გაგვიგოს კარგი დღე არ დაგვადგება.
- ამიტომ ვერ უნდა გაიგოს.
მარიამის ბოლო სიტყვები ჩემს აფორიაქებულ სულს მალამოსავთ მიეფონა, სავარძელში მჯდომ ლაშას, რომელიც რამდენიმე საათია საუბარში არ ერეოდა გახარებულმა გადავხედე და კვლავ «ტრიოს» მივუბრუნდი.
- რადგანაც თქვენს მოკვლევაში ცოტა ხნით ჩართვის უფლება მომეცით, - შემპარავად დავიწყე, - გავკადნიერდები და ერთ რჩევას კიდევ მოგცემთ.
- ეგ რა «იდეინი» «როჟაა», - თორდიამ ხელი ამიქნია.
მისთვის ყურადღება არ მიმიქევია ისე განვაგრძე დაწყებული წინადადება.
- სამოქმედო გეგმაში ერთი პატარა ნიუანსი გამოგრჩათ.
ქაალბატონმა მარიამმა შუბლი მოწკურა, მის მიერ შედგენილ გეგმას თვალი გადაავლო და მოკლედ მკითხა.
- რომელი?
- მოდებაძეს კომპიუტერი, - აქ წამიერი პაუზა გავაკეთე და დამარცვლით დავუმატე, - იქ მნიშვნელოვან დოკუმენტებს ინახავს, ლაშამ შეასწრო თვალი, როცა მის კაბინეტში ვიყავით.
საუბრის ამ მიმართულებით წარმართვამ ლაშაც დააინტერესა, ბოლოს და ბოლოს სავარძლიდან ზანტად წამოდგა, მოგვიახლოვდა და უბოდიშოდ ჩაგვერთო.
- ვფიქრობ ორგანოების გაყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას იქ მივაგნებთ.
- მაგრამ მას შემდეგ რაც ბონდარენკო საავადმყოფოდან გააპარეთ, ის ყველა დოკუმენტს წაშლიდა, - ივარაუდა მარიამ პაიკიძემ.
- გეთანხმებით, - თავი დაიქნია ლაშამ, - წაშლიდა.
- «დოხტურ» შენ ერკვევი კომპიუტერულ ტექნიკაში, მოახერხებ რამეს? აღადგენ ინფორმაციას? - დინჯად იკითხა ხუციშვილმა.
ექსპერტმა მხრები გაურკვევლად აიჩეჩა.
- მე მხოლოდ მოყვარულის დონეზე ვიცი, პროგრამისტი არ ვარ, - უბრალოდ თქვა, - კატალოგსა და ფაილს შევქმნი, ფოტოს ავტვირთავ, მუსიკას მოვუსმენ, ეს კი ნაღდად არ გამოგვადგება.
- რა ვიცი ძმაო, სახლში «ნავაროჩენი» «კომპი» კი გიდგას.
- მასე შენც გყავს დანჯღრეული «ნივა», მაგრამ ერკვევი მის ამძრავ აპარატში? - მოსწრებულად მოუჭრა სიტყვა თორდიამ.
- აბა რა ვქნათ? - თავი სასაცილოდ მოიქექა ფრიდონმა.
- მე შემიძლია დაგეხმაროთ, კომპიუტერის მახსოვრობიდან საბოლოოდ არაფერი იშლება, - შესთავაზა ლაშამ.
- ერკვევი კომპიუტერებში? - მარიამმა თვალები მიამიტად შეანათა მას.
ჩემი მეგობარი წამით დაიბნა, მზერაც კი აარიდა ქალს, მაგრამ შემდეგ თავს ძალა დაატანა და თამამად თქვა.
- პროფესიონალი პროგრამისტი არ ვარ, მაგრამ ასე თუ ისე ვერკვევი.
- «ასე თუ ისე» არ გამოგვადგება, - ხელები მკერდზე დაიკრიფა თორდიამ და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
- შეძლებ აღდგენას? - მარიამმა ლაკონურად ჰკითხა.
- რა თქმა უნდა.
- ძალიან კარგი, - ქალმა ხელები მოიფშვნიტა, - მგონი «პავლოვიჩი» მაგარი შეცდა ეს ბიჭები მოკვლევაში, რომ არ ჩართო, - ქალმა სათითაოდ მოავლო თვალი მამაკაცებს და ხმადაბლა დაუმატა, - მათ ჩვენზე უკეთესი გეგმა შეადგინეს.
- მერე რა უნდა მაგ შეცდომის გამოსწორებას, - ხუციშვილმა როხროხით თქვა, - ჩვენ ჩავრთოთ გამოძიებაში, ისე რომ «შეფმა» ვერაფერი გაიგოს, - მან მეგობრებს გადახედა და იკითხა, - თანახმა ხართ.
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა მარიამი.
- მე ისევ უმცირესობაში ვარ, - ხელი ჩაიქნია თორდიამ.
მართალია კახაბერ თორდიას მუდმივი კამათი და წინააღმდეგობრივი პოზიცია, «ტრიოს» წვრილმანებზე ყურადღების გამახვილების საშუალებას აძლევდა და მე თუ მკთხავთ, საგამოძიებო ჯგუფში ასეთი ადამიანის ყოფნა მისწრება იყო, მაგრამ ამჟამად მისი ოპოზიციური აზროვნება არ ამართლებდა, ამიტომაც იყო უმცირესობაში.
ექსპერტის სახის შემხედვარეს გამეცინა, თუმცა მან დამახასიათებელი მსუსხავი მზერა მომაპყრო, ნემსებივით მჩხვლეტავი თვალებისთვის ყურადღება არ მიმქცევია და რადგანაც მდგომარეობა ჩვენს სასარგებლოდ კარდინალურად შემობრუნდა, გახარებულმა ხელი ბეჭებზეც კი მოვუთათუნე და ხუმრობით ვუთხარი.
- მგონი იმიჯის შეცვლა მოგიწევს პატივცემულო.
ჩემმა სიტყვებმა ყველა გაამხიარულა, ქალბატონმა მარიამმა ხმადაბლა ჩაიფხუკუნა, ალმაცერად გადახედა მეგობარს, ხუციშვილმა კი გამომწვევად გადაიხარხარა და შუბლმოჭმუხნულ ექსპერტს გვერდით მიუჯდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი Rania

Au armeyioo. Kidev mindodaaaa. Suli mimdis ise minda gavigo rogor gagrzeldeba gamoziebaaa
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent