შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეტექტივობანა - (22)


3-08-2019, 01:33
ავტორი omexi
ნანახია 8 682

დეტექტივობანა - (22)

**********

ახალი შებინდებული იყო ჯაბა ბონდარენკომ საბოლოოდ რომ გამოდევნა ორგანიზმიდან ფენობარბიტალი და ძლივს გაახილა ოთხდღიანი ძიილიდან შეშუპებული თვალები.
თორდია ამ მომენტისთვის შესანიშნავად იყო მომზადებული, საჭირო სამედიცინო ინვენტარით სავსე ჩანთა ავადმყოფის გვერდით ედო, როგორც კი ბონდარენკომ ყრუდ წამოიკვნესა, წამსვე მის გვერდთ გაჩნდა, ჯერ წყალბადის ზეჟანგით დასველებული ბამბით სახე გაუწმინდა, მერე ნიშადური ასუნთქა და მხოლოდ ამის შემდეგ დაალევინა რამდენიმე ყლუპი წყალი.
ჯაბას ხველა აუტყდა, ოღონდ ამჯერად გული არ არევია, თორდიამ ადროვა სანამ ხველა ჩაუცხრებოდა, მერე კვლავ ნიშადური შეასუნთქა, ცოტაოდენი წყალი დაალევინა და ტახტზე წამოჯდომაში დაეხმარა.
ჩვენ მოშორებით ვიდექით და ინტერესით ვაკვირდებოდით ექსპერტ-კრიმინალისტის ყოველ გამოზომილ მოქმედებას.
თავიდან ბონდარენკოს ისეთივე სიმპტომები ჰქონდა, როგორიც საავადმყოფოს აყროლებულ სარდაფში, ხმას ვერ იღებდა, არც არაფერი ესმოდა, გარემოზე რეაგირებასაც ვერ ახდენდა, თავჩაქინდრული იჯდა და კანკალებდა, მაგრამ კახაბერ თორდიას ძალისხმევით ნელ-ნელა გამოკეთდა, ჯერ უინტერესოდ მოათვალიერა ჰოლი, მერე მზერა უაზროდ მიაპყრო ტახტისკენ თავდახრილ თორდიას, პირი ხმაურით გააწკლაპუნა და ჩახლეჩილი, უსიამოვნო ხმით იკითხა.
- ვინ ჩემი «» ხარ?
ექსპერტი წამით დაიბნა, ასეთ შეკითხვას არ ელოდა, გაოცებულმა გადმოგვხედა, არავინ ველოდით მსგავს სიტყვებს, ბონდარენკო ლამის საიქიოდან მობრუნებული იყო, არ გამიკვირდებოდა გვირაბზე და გვირაბის ბოლოს შუქზე რომ დაეწყო ლაპარაკი, ის კი პირიქით ბილწსიტყვაობდა, თითქოსდა კომიდან კი არა «რაზბორკიდან» ყოფილიყო ახალი გამოსული.
გონება დავძაბე მომაგონდა, რომ ჯაბა «შავობას» აწვებოდა, მისი მხრიდან მსგავსი ტერმინოლოგია ნამდვილად მისაღები იყო, ეს ყოველივე კი იმას მანშნებელი გახლდათ, რომ ავადმყოფს ამნეზია არ ჰქონდა, თუ ის ახსოვს როგორ უნდა ისაუბროს ესე იგი ისიც ემახსოვრება თავად ვინ არის.
ხუციშვილი ნელი ნაბიჯით გამოგვეყო.
- მე გავესაუბრები, - ბუხუნით თქვა და ბონდარენკოს მიუახლოვდა.
როცა თორდიამ ავადმყოფს კიდევ ერთხელ შეასუნთქა ნიშადური და შედარებით გამოკეთებულს ტახტის საზურგეზე გადაფენილი პლედი მოახურა, ოპერმუშაკმა ექსპერტს გვერდი უქცია, შარვლის ჯიბიდან პოლიციელის მოწმობა ამოიღო და გამოთაყვანებული სახით მჯდომ ბონდრაენკოს ბოხი ხმით უთხრა.
- პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ფრიდონ ხუციშვილი.
ჯაბას არანაირი რეაგირება არ ჰქონდა, გამოლენჩებული თვალებით მისჩერებოდა ოპერს, ოთხდღიანი ხელოვნური კომის შემდეგ ინსტიქტები რომ დაჩლუნგებოდა ეს ისედაც ნათელი გახლდათ.
მხოლოდ რამდენიმე წუთის მერე ჩასწვდა მისი სიტყვების აზრს და დაბნეულმა ჩაიჩიფჩიფა.
- აუ ჩემი... ძაღლობა.
ფრიდონმა შუბლი გაბრაზებულმა შეჭმუხნა, თუმცა ავადმყოფისთვის არაფერი უთქვამს, იცოდა ისედაც კმაროდა მისი გაჭივრება, ალბათ ვერც აცნობიერებდა რას ლაპარაკობდა.
ოპერმა ყბა დინჯად მოისრისა კი ჰკითხა.
- გახსოვს რამე?
ბონდარენკო შენელებულად აზროვნებდა, ათიოდე წუთი დასჭირდა ხუციშვილის სიტყვები, რომ გაეაზრა, თუმცა შეკითხვის აზრს ნამდვილად ვერ ჩასწვდა, სუსტად ჩაახველა და საპასუხოდ ხმადაბლა ჩაიღიღინა.

«ვინ არ იცნობს ქუთაისელ ტასოს,
ტრ*კზე დიდ «ნაკოლკები» აქვსო,
ადგება და გააგორებ ტასო
და წააგებს «ნაკოლკიან» ტრ*კსო»

პირდაღებული ვუსმენდი უტაქტოდ და უმოტივოდ წარმოთქმულ ამ სიტყვებს, მაშინ ყოველგვარი იმედი გადამეწურა, მეგონა ბონდარენკო საბოლოოდ შეიშალა, მისი არცერთი სიტყვა არ იყო ჭკუასთან ახლოს, ალბათ კომამ ის პატარა ატროფირებული ტვინიც გაუწყალა, რაც დარჩენილი ჰქონდა.
მარიამ პაიკიძე ცხვირაბზუებული უმზერდა ამ სურათს, ვხვდებოდი მასაც ზიზღს ჰგვრიდა ბონდარენკოს საქციელი.
ხუციშვილმაც თვალი აარიდა და კითხვის აღმნიშვნელი მზერა მიაპყრო კახაბერ თორდის.
ექსპერტმა მის უსიტყვო შეკითხვას მხოლოდ მხრების აჩეჩვით უპასუხა, შემდეგ წუთით იყუჩა, ყური დაუგდო ჯაბას გიჟურ ღიღინს და იჭვნეული ტონით დასძინა.
- ვფიქრობ პოსტრავმული შოკი აქვს, ხელოვნურმა კომამ მის ცნობიერებას საგრძნობი ზიანი მიაყენა, გამორიცხული არ არი ხანმოკლე მეხსიერებაც დაუზიანდეს, - დაფიქრებით მოიკვნიტა ტუჩი, - უარეს შედეგსაც ველოდი, თუმცა სჯობს ცოტა ვიდროვოთ, დასვენების საშუალება მივსცეთ და მერე დავკითხოთ, დარწმუნებული ვარ მისი მდგომარეობა ხვალისთვის უკვე გამოსწორდება.
- კიდე დასვენება რაღად უნდა, მთელი ოთხი დღე ეძინა, - გააპროტესტა ხუციშვილმა.
- კი არ ეძინა, კომაში იყო, - დამრიგებლური ტონით გამოეპასუხა კახაბერი, - კომას კი ორგანიზმის რეაქციის შესუსტება, რეფლექსების მოშლა, გულის რიტმის დარღვევა და არტერიული წნევის ვარდნა ახასიათებს.
- კარგი ვადროვოთ ხვალამდე, - გადამწყვეტად თქვა მარიამმა, - ჩვენ კი სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეებს მივხედოთ, ხომ არ დაგავიწყდათ, მოდებაძის კაბინეტი რომ უნდა დავათვალიერეოთ.
- გვახსოვს, - ქალს გამოეპასუხა ლაშა და გაუღიმა.
ფრიდონმა ხმამაღლა ამოიოხრა, ავადმყოფს ზურგი აქცია, რომელიც ამჯერად უფრო ხმამაღლა გამოთქვამდა ლექსის ბოლო სტროფს, შემდეგ ნელი ნაბიჯით მოგვიახლოვდა და დინჯად მოგვმართა.
- ძალიან კარგად იცით ფრთხილად უნდა ვიყოთ, არანაირი თვითშემოქმედება, ბრძანებებს ჩვენ ვიძლევით, - ოპერმა ხელები მკერდზე დაიკრიფა და გამომცდელად მოგვაქცერდა, - გასაგებია?
- გასაგებია, - დამჯერედ წარმოსთქვი, - «ბოსი» თქვენ ხართ.
- ეგ კარგად დაიხსომე, არცერთი ნაბიჯი არ გადადგათ ჩვენთან შეუთანხმებლად.
- მე დაზარალებულთან დავრჩები, თუ მახსოვრობა აღუდგა, ყველაფერს გამოვკითხავ, - შემოგვთავაზა მარიამმა.
მამაკაცებმა თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიეთ, თუმცა ბონდარენკოს შემხედვარეს იმედი არ მქონდა, რომ ახლო მომავალში მას მახსოვრობა აღუდგებოდა, ამიტომ ვთვლიდი ალტერნატიული სამხილის აღმოჩენას ჩვენი ძიებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
- არა მგონია ამან რამე ყურადსაღები გვითხრას, - გვერდულად გადავხედე ავადმყოფს, რომელიც კვლავ აგრძელებდა ღიღინს და დავუმატე, - ვფიქრობ სჯობს ახალი სამხილების პოვნაზე ვიმუშაოთ.
«ტრიოს» არაფერი უპასუხია, ვგრძნობდი ჩემს აქტიურობას ყურადღებას არ აქცევდნენ, ასე რომ ვთქვათ «ატარებდნენ», მაგრამ ფაქტი ერთია ჩვენ... მე და ლაშა შესანშნავად ჩავჯექით საგამოძიებო ჯგუფში, უკვე «ტრიო» კი არა «კვინტეტი» ვიყავით, ჩემი ორიგინალური იდეები მოკვლევას აშკარად წინ სწევდა, ლაშას ტექნიკური ცოდნა კი ახალი სამხილების მოპოვების ერთადერთი საშუალება იყო.
ასე რომ ვფიქრობდი ჩვენს გარეშე, ძალიან გაუჭირდებოდათ, შეიძლება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მაქვს და დეტექტივების კითხვამ რეალობის აღქმის უნარი დამიჩლუნგა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ჩემს შეთავაზებაზე პროტესტი არ გამოუთქვამთ, პირიქით შევამჩნიე, როგორ ჩუმად იღიმებოდა მარიამი და ლაშას თვალს არ აშორებდა.
შემდეგ თორდია თავის სამედიცინო ჩანთას მიუბრუნდა, შპრიცი და რამდენიმე ამპულა ამოიღო, სათითაოდ წაამტვრია თავი.
- რას აკეთებ? - დაინტერესებულმა იკითხა მარიამმა.
- პოსტრავმული სტრესი პაციენტებში არაადეკვატური ქმედების პროვოცირებას იწვევს, ეს სიმპტომები უკვე სახეზე გვაქვს, - თორდიამ ისე წარმოსთქვა შპრიცის წამლით ავსება არ შეუწყვეტია, - მთელი ღამით ამასთან უნდა დაგტოვოთ და თავის დაზღვევის მიზნით მსუბუქ დამამშვიდებელს გავუკეთებ.
- კიდე დაძინება უნდა ამ საცოდავს, - ფრიდონმა ალმაცერად გადახედა ჯაბას.
- ადრინდელისგან განსხვავებით ეს ძილი ძალების აღდგენაში დაეხმარება, დამამშვიდებელთან ერთად ვიტამინების კომპლექსიც შევურიე, ასე რომ დღისით ჩიტივით იქნება.
- დღეს იმასაც ამბობდი «დოხტურ», საღამოს გავესაუბრებითო, მაგრამ ამას ნორმალური არაფერი უთქვამს, - ხუციშვილმა გაბრაზებულმა გაიქნია ხელი ავადმყოფისკენ.
- ფრიდონ თუ ძმა ხარ მაგ მსჯელობას გირჩევნია გააკავო, ნემსი რომ გავუკეთო.
ბონდარენკოს შეშლილის თვალები ჰქონდა, მისი სიტყვებიც გიჟის ნაბოდვარს ჰგავდა, ჩემი აზრით წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა ოთახში, მაგრამ როცა ხუციშვილმა თავისი უზარმაზარი ტორებით შებოჭა და გამხდარი უკანალი მოუშიშვლა, იგი უმწეოდ აფართხალდა, ღიღინი შეწყვიტა და გალიაში გამომწყვდეული მხეცივით დაიწყო ღმუილი.
- «მსროკავთ ბლიად»? - გადარეული ღრიალებდა ბონდარენკო.
რამდენიმე წამი დასჭირდა ნემსის გაკეთებას, თუმცა ჭკუიდან გადასული პაციენტის დამშვიდებამ უფრო ბევრი დრო წაიღო, ბონდარენკო ღმუოდა, ყმუოდა, ბღაოდა, მოკლედ ყველაფერს აკეთებდა რაც არაადამიანური იყო.
მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი ხუციშვილს ჰყავდა გაკავებული, შემდეგ თანდათან დამშვიდდა, შეიძლება თორდიას მედიკამენტმა იმოქმედა, შეიძლება უბრალოდ დაიღალა.
შუაღამე ახლოვდებოდა, როცა ჩაეძინა, ხუციშვილმა ტახტზე დაუდევრად მიაგდო და გაგულისებულმა ჩაიბურტყუნა.
- დამღალა ამ ნაბიჭვარმა.
კახაბერ თორდია თავის ჩანთაში იქექებოდა, შემდეგ სამედიცინო ლახტი ამოიღო და მძინარეს ხელები ზურგსუკან შეუბორკა.
- ეს იმისთვის, რომ «ბუიანობის» თავი არ ჰქონდეს.
მარიამმა ექსპერტს გადახედა, კმაყოფილმა გაუღიმა და მოკლედ წარმოსთქვა.
- ახლა დროა საქმეს შევუდგეთ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Au kai raaa sad gacydaa. Damacyda nervebi ukveee. Kidev kargi malmale debt axal tavebss
--------------------
Q.qimucadze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent