შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსაზღვროდ ( თავი 11)


3-08-2019, 22:55
ავტორი sabah alkhyr
ნანახია 624

უსაზღვროდ ( თავი 11)

,, ადანიანს, რომელსაც არაფრის ეშინია, არის ადამიანი, რომელმაც არ იცის სიყვარული"
ჰიტ ლეჯერი

მანქანაში ჩაჯდომისთანავე ელენემ ბეჭედი მოიხსნა და გვერდით მჯდომს ხელში ჩაუდო.
-არ მჭირდება შენი არაფერი, მითუმეტეს ბეჭედი, - მისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე დაძრა მანქანა და წყნეთისკენ მიმავალ გზას დაადგა. ახლა მისი ერთადერთი საფიქრელი რესტორანში დანახული იყო. ვერ ხვდებოდა დანახული ცხასი იყო თუ მოლანდება, თუ იქნებ ვინმეში აერია, ან ვინმეს მიამსგავსა, მაგრამ ერთი ზუსტად იცოდა, მისი გამოჩენა კარგს არაფერს მოასწავებდა. ამდენი ხნის მერე დაბრუნება რაღაც ცუდის მომასწავებელი იყო და ამას გრძნობდა. მისი დაბრუნება გიორგის ავტორიტეტს და სიცოცხლეს შეუქმნიდა საფრთხეს, ისევე როგორც მის საყვარელ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ელენეს.
ფიქრებში ჩაძირულმა ვიღაცის ნაზი შეხება იგრძნო მაჯაზე და შეკრთა. თავი ასწია და გვერდითმჯდომს გახედა, დაბინდულად ხედავდა მის სახეს, თითქოს ძილბურანში იყოო ბოლომდე ვერ გამოფხიზლებულიყო. უყურებდა მის ნატიფ, თითქოს სპეციალურად მოპირკეთებულ სახის ნაკვთებს, მის მწველ, ბროწეულისფერ ტუჩებს, რომლის დაგემოვნებისგან თავს ძლივს იკავებდა, ისრიმისფერ თვალებს ახლა, რომ თბილად და მზრუნველად უყურებდნენ და უნებლიედ გაეღიმა. ვერასოდეს დაუშვებდა მისი ეს ტუჩები დამჭკნარიყო და თვალები ჩამქრალიყო, ამისთვის კი მთელი ღონე უნდა გამოეყენებინა და სიცოცხლის ბოლომდე დაეცვა. ამას კი მხოლოდ ქორწინებით შეძლებდა, ყველა უნდა დაეჯერებინა, რომ ეს სიყვარულია. და აი სულ მალე ეს ქალი მის გვერდით იქნება, მართალია ფიქტიურად, მაგრამ ესეც იმხელა ბედნიერებას ანიჭებდა მამაკაცს, რომ უნებლიედ ისევ გაეღიმა. განა არ შეიძლებოდა ფიქტიური სიყვარულის ისტორია ფაქტიურად გადაქცეულიყო? განა არ შეიძლებოდა ერთმანეთი მართლა შეყვარებოდათ?... უფრო სწორად ამ ხვთაებას შეყვარებოდა ეს უბადროკი ისე, როგორც ამ უბადრუკს უყვარდა ეს ხვთაება?! ყოველთვის ამბობდა, რომ სიყვარული არ არსებობდა, ყველას ამას ეუბნებოდა და თავსაც აჯერებდა. ფიქრობდა, რომ ქალის ნდობა არ შეიძლებოდა, რომ მაცდურია, თავს შეგაყვარებს, თავს დაგაკარგვინებს და ვერც კი მიხვდები ისე ამოგაყოფინებს თავს მის ქსელში, მის კლანჭებში, რომლისგანაც თავს ვერასოდეს დააღწევ. დაგიმონებს, გამოგიყენებს, გადაგაგდებს. მაგრამ ვაი, რომ ქალების გარეშე ყოფნა ისევე შეუძლებელია, როგორც მათთან ცხოვრება. და ახლა, როცა აცნობიერებდა, რომ ეს ,, მაცდური ქალი" გვერდით ეჯდა და მალე მის ცხოვრებაშიც შეაღწევდა თითქოს შიშმა გაკრა გულში და მთელს სხეულში ელექტრო დენებმა გაუარეს.
ამ ორომტრიალში, არეულ გულში, დახშულ გონებაში თითქოს ახლოდან და ამავე დროს შორიდან ვიღაცის სასიამოვნო და რბილი ხმა შემოესმა. მერე უფრო მკაფიოდ იგრძნო მის მაჯაზე შემოხვეული თითები, რომელიც დროდადრო ირხეოდა. წუთიც და მისმა გონებამ აღიქვა ელენეს ხმა, შორიდან მომავალი, მაგრამ მაინც გასაგონი. მერე გააცნობიერა, რომ გზიდან გადასულიყო, როდის არ ახსოვდა. საბოლოოდ ბურნუსიდან ბოლომდე გამოვიდა და ელენეს ხმამ მის ყურთან გაიარა.
-კარგად ხაარ? - ხელზე ხელს უთათუნებდა.
-აამ… მე კარგად ვარ, კიი, - ჩაახველა და აზრზე მოსვლა დაიწყო.
-არ მგონია კარგად იყო. მაღალი სიჩქარით მიდიოდი და მერე ისე მოულოდნელ დაამუხრუჭე, რამის მანქანა დაგვეჯახა.
-მართლა?-გაკვირვებულმა გახედა მოსაუბრეს. საკვირველია, რომ რატომღაც არაფერი ახსოვდა, - შეგაშინე?
-შემაშინე,ოღონდ ამის გამო არა.
-აბა რის გამო? - მთრთოლარე მარცხენა ხელებში მოიქცია და ფერება დაუწყო.
-იმის გამო, რომ პასუხს არ მცემდი, - გიორგი თვალებში მიაშტერდა, - გელაპარაკებოდი, შენ კიდევ პასუხს არ მცემდი. მეგონა რაღაც დაგემართა.
-კარგად ვარ, - მის ხელისგულს ტუჩები შეახო.
-ვხედავ, - უხერხულად შეიშმუშნა სავარძელში, - წავიდეთ? - ხელის გამორთმევა სცადა, მაგრამ გიორგიმ არ დაანება, თითები მის თითებში შეაცურა და ხელის დასადებზე ჩამოდო. სახლამდე ისე მივიდნენ არც ერთს ხმა არ გაუღია.
ჭიშკართან აღელვებული დავითი დაუხვდათ. ბოლთას სცემდა და ადგილს ვერ პოულობდა. გიორგის გულმა რეჩხი უყო, დავითის ასე აღელვება მხოლოდ ერთ რამეს შეეძლო და ეს ზუსტად ის იყო რაზეც მთელი გზა ფიქრობდა. ,, ის " ჩამოვიდა, ,, ის" დაბრუნდა, ახლა, როცა არავის სჭირდებოდა ქვეყანაში დაბრუნდა. მანქანიდან გადავიდნენ და დავითს წინ გაუსწორდნენ.
-რა მოხდა დავით, ხომ მშვიდობაა? - თავს მაინც იიმედებდა, რომ ეს მხოლოდ შიშები იყო, ბავშვური შიშები. მამაკაცი ხან ერთს უყურებდა, ხანაც მეორეს, ფიქრობდა დაეწყო თუ არა საუბარი. ბოლოს ელენე მიხვდა მის ფიქრებს და ჩაიღიმა.
-მე სახლში შევალ, - თბილი ღიმილი შეაგება ორივეს და ბილიკს გაუყვა.
-თქვენ შერიგდით? - კმაყოფილი ღიმილით გააყოლა თვალი მიმავალს.
-აზრზე არ ვარ. ჭკუიდან გადამიყვანა, ხან თბილად მელაპარაკება, ხანაც მამისმკვლელი თვალებით მიყურებს, ვერაფერი გავუგე,-მერე მიხვდა, რომ სხვა თემაზე გადაერთო და ელენეზე ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია, - მოიცადე, შენ ის მითხარი რა მოხდა, რატომ ხარ ასე აღელვებული?!
-დაბრუნდა,-ე. ი რესტორანში დანახული რეალური ადამიანი იყო და არა მოჩვენება, არც სხვაში არევია და არც მიუმსგავსებია ვინმეზე. დაბრუნდა, და რისთვის? ამდენი ხნის მერე, ამდენი წლის მერე დაბრუნდა გიორგის ცხოვრების ხელმეორედ ასარევად და ეს პროცესია უკვე იწყებოდა.
-ვიცი, - თითებ შორის მოქცეულ ბეჭედს დახედა და მუჭში მოიქცია, - მოემზადეთ,-სახლისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა.
-რისთვის? - გასძახა მიმავალს
-მის დასახვედრად, - მერე წამით ჩაფიქრდა და ცბიერი ღიმილით დაამატა, - და ქორწილისთვისაც.
იმ ღამეს რული არ მიკარებია, საათი ღამის სამ საათს უჩვენებდა, მაგრამ მისი თვალები თვლემასაც ვერ გრძნობდნენ. ბაღში იჯდა და ქალის აივანს თვალმოუშორებლად უყურებდა. თითქოს გრძნობდა, რომ არც მას ეძინა და ელოდებოდა, როდის გამოვიდოდა გარეთ, რომ მისთვის თვალი მოეკრა. ლოდინმა შედეგი გამოიღო, დიდი დრო არ გასულიყო, რომ ფარდები გადაიწია, კარი გაიღო და აივანზე თითქმის მუხლამდე მაისურში გამოწყობილი ქალი გამოვიდა. ცალი მხარი მოშიშვლებული ჰქონდა, თმა გვერდზე გადაეყარა და ასე უყურებდა სავსე მთვარეს. მთელი სხეული აუცახცახდა მის დანახვაზე, ვნებამ შეიპყრო, მისმა სურვილმა მთელი შიგნეულობა დაუწვა, გული ჩაეწვა, გონება გაუთიშა. სექსუალური იყო ელენე, მითუმეტეს ამ მდგომარეობაში. ფეხის თითებიდან ნელ-ნელა აათვალიერა, თვალებს მიღწეული მის დაჟინებულ მზერას წააწყდა. თითქოს იცოდა რაზეც ფიქრობდა მამაკაცი, თითქოს მის გონებაში ძვრებოდა და მის ყოველ სიტყვას კითხულობდა. უყურებდა და უღიმოდა.
მოულოდნელად სახე დაუსერიოზულდა, გულზე იტაცა ხელი და ცალი ხელით მოაჯირს დაეყრდნო. ამის მნახველი გიორგი დაფეთებული წამოხტა და სახლისკენ გაიქცა, კიბეები სირბილით აიარა, ოთახის კარი შეგლიჯა და აივნისკენ წავიდა. ელენე ჩაკეცილი დახვდა. გულზე ხელი მიეჭირა, მეორე ხელი კი უღონოდ ჩამოეკიდა მოაჯირზე,ღაწვებს ცრემლები უსველებდა. ჩაკეცილს მივარდა და გვერდში ამოუდგა, მისი წამოყენება სცადა, მაგრამ იმდენად უღონო სხეული შერჩა, რომ მისი ხელში აყვანა მოუწია, საწოლზე ფრთხილად დააწვინა.
-ჩანთა… ჩანთაში…, - ძლივს ამოთქვა და უღონო ხელი გაიშვირა. გიორგი მის ხელჩანთას დაწვდა, გახსნა და წამლის პატარა, მწვანე ქილა ამოიღო.
-რამდენი…, - ორი თითი ასწია. ორი ცალი აბი ხელის გულზე გადმოიგდო, წყალი ჭიქაში დაუსხა, თავი წამოაწევინა და წამალი დაალევინა. თავთან მიუჯდა და მისი თავი მუხლებზე მოიქცია, თმაზე ეფერებოდა დასამშვიდებლად. მისი ყოველ მძიმე ამოსუნთქვა გულს უწვავდა. ასე არასდროს შეშინებია. ეგონა ხელში ჩააკვდებოდა, ცვილივით გაფითრებული ჩაადნებოდა და მიილეოდა.
დედამისის მერე ასე ქალზე პირველად ინერვიულა, პირველად შეეშინდა მისი დაკარგვის, პირველად გამოიჩინა მზრუნველობა. ახლა დედის იქ ყოფნაზე მეტად არაფერი უნდოდა, მნიშვნელობა არ აქვს შენს ასაკს დედა ყოველთვის გჭირდება გულის სიღრმეში. ელენე დედამისს გავდა, მასავით თეთრი, ფითქინა კანი, თხელი და პატარა თითები, ცხოვრების დიდი სიყვარული, დაუმორჩილებელი, თავისუფლებისკენ მიზანსწრაფული. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის დედას უყვარდა საკუთარი ქმარი, მას ყოველთვის უნდოდა ამ ყველაფერს გაქცეოდა, ხოდა ზუსტად ამ სურვილს შესწირა საკუთარი სიცოცხლე. ფიქრებიდან ელენეს ამოხვნეშამ გამოიყვანა, მის მუხლებზე შეირხა და წამოიწია.
-კარგად ხარ? - შეშინებული სახე შეავლო დაღლილ ქალს.
-ახლა უკეთესად, მადლობა,-გაუღიმა და წამოდგომა სცადა, მაგრამ თავბრუ დაეხვა და ისევ უკან მოუწია დაბრუნება, გიორგიმ ხელი შეაშველა.
-რა დაგემართა?! რა წამალია ეს, - ქილა თითებით დაატრიალა, არანაირი ეტიკეტი რის მიხედვითაც გაიგებდა მის დანიშნულებას.
-გულის წამალია. დროდადრო მაწუხებს ხოლმე. ისეთი არაფერია, - ქილა ხელიდან გამოართვა და ჩანთაში ჩააბრუნა.
-გულის პრობლემები გააქვს?
-ხოო… ბავშვობის ტრამვაა და მეტი არაფერი, - მერე მამაკაცის ინტერესით სავსე თვალებს რომ წააწყდა დაამატა, - იქნებ ერთ დღეს მოგიყვე კიდეც. ახლა კი დაძინება მინდა, წამალი მთენთავს.
-კარგი დაწექი, - ბალიში და საბანი გაუსწორა და კარისკენ წამოვიდა, როცა სმენას მისი ხმა მისწვდა.
-შეგიძლია სანამ ჩამეძინება აქ იყო?
მოულოდნელობისგან გაშრა, ადგილს მიეყინა, დაღებული ბაგიდან სიტყვები გაუფრინდა, ვერც კი თქვა და ვერც არა, უკან ნაბიჯი გადადგა და მის საწოლთან მივიდა. ქალის მავედრებელი ისრიმისფერი თვალები ქვევიდან აჰყურებდა. თავთან ჩამოუჯდა და თმაზე ხელი გადაუსვა. მისდა გასაოცად ელენე გვერდით მიიწია და ადგილი გაუთავისუფლა. არ იცოდა რა ექნა, ორ ზღვას შორის აღმოჩნდა და ცურვის არ მცოდნე კაცივით ხელებს იქნევდა. გული გაუჩერდა, გონება გაეთიშა, სხეული გაეყინა, მაგრამ მის ნებას დაჰყვა და გვერდით მიუწვა. ქალის თავი მის მხარზე აღმოჩნდა, ხელი კი მის მკერდზე მიმუშტულიყო. შეშინებული ბავშვივით იწვა მის გვერდით, ეშინოდა ვნებებს არ დაეხრჩო და არ მოეკლა. ვნებებს, რომელიც დიდი ხანია რაც ამ ქალის გამო ეშლებოდა. ბოლოს ღრმად ამოისუნთქა, თავი დაარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და თავის მხურვალე გრძნობებს ჩააჩუმებდა. მხარზე ხელი გაბედულად მოხვია და ნიკაპით მის თავს დაეყრდნო. ის უკვე შეპყრობილ ადამიანად იქცა, რომელმაც საკუთარ თავს დიდი აღიარებითი ჩვენება მისცა:- ,, უყვარდა".

ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის. მეგონა, რომ ეს თავი უკვე ატვირთული მქონდა, რატომღაც ასე მახსოვდა და ახლა ამის შემდგომი თავის ატვირთვას ვაპირებდი.
მადლობა იმ მკითხველს, რომელიც ამ ისტორიას მიყვება და ელოდება ხოლმე შემდეგ თავს, მადლობა თქვენ და დიდ ბოდიშს გიხდით ლოდინისთვის. <3 <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ana

იმედია შემდეგს მალე დადებ

 


№2  offline წევრი sabah alkhyr

ana
იმედია შემდეგს მალე დადებ

კიი აუცილებლად ❤️

 


№3  offline წევრი nineli

დღეს დავიწყე და ერთი ამოსუნთქვით წავკითხე ყველა ნაწილი.
გაზარდე ცოტა heart_eyes heart_eyes
მომწონს და ველი მოვლენების განვითარებას.

 


№4  offline წევრი sabah alkhyr

nineli
დღეს დავიწყე და ერთი ამოსუნთქვით წავკითხე ყველა ნაწილი.
გაზარდე ცოტა heart_eyes heart_eyes
მომწონს და ველი მოვლენების განვითარებას.

მადლობა❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინჩ

როდის დადებ შემდეგს?

 


№6  offline წევრი sabah alkhyr

სტუმარი ნინჩ
როდის დადებ შემდეგს?

ხვალ ვფიქრობ, მაგრამ ზუსსტად არ ვიცი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent