შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1.შეწყვეტილი სიკვდილი


4-08-2019, 01:58
ავტორი witchy spirit
ნანახია 8 830

1.შეწყვეტილი სიკვდილი

ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ევა სანაიას ერთი შეხედვით კარგი ცხოვრება აქვს, მანამ სანამ მასში თეატრი არ ჩნდება. ევა თეატრში შეყვარებულს მიჰყავს და შეყვარებულის ძმის სატრფიალო ობიექტიც ხდება. ამ ბანალურ, ერთი შეხედვით გადაცვეთილ ისტორიას თან სდევს ბრძოლა მთავარი პარტიისათვის, სიყვარულისათვის, ადამიანობისათვის და ვინ იცის, იქნებ სიცოცხლისათვის. ევა მალევე კარგავს წონასწორობას და თავისი როლის ტყვე ხდება. ეს სულისშემძვრელი ამბავია გოგონას სხეულში გამომწყვდეულ ბავშვზე, დანგრეულ ოჯახებზე, შეცდომებსა და უდიადეს ხელოვნებაზე.

prologi

***
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მარადიული არაფერია და ნებისმიერი საგანი კარგავს თვითმყოფადობას ჟამთასვლის პარალელურად.
მაგრამ, რა მოხდება თუ ჩვენთვის ძვირფასს, სანუკვარსა და მნიშვნელოვანს გავყინავთ, სამუდამოდ მოვათავსებთ გამჭვირვალე, ალმასისებრ ბურთში, სადაც იგი ყინულთან ერთად ბოლომდის დარჩება?! სადაც სიკვდილს საბოლოოდ სძლევს.
უფრო სწორად, სადაც სიცოხცლე და სიკვდილი თანაარსებობას შეძლებენ.
ყინული ჰომ ამ ორი საწყისის შერწყმაა? გაყინული საგანი ცოცხალი აღარ არის, თუმცა არც განადგურებული ეთქმის, ის უბრალოდ გაყინულია.
ყველას აქვს თავისი გაყინული სამყარო.
სამყარო, სადაც არაფერი მთავრდება, სადაც სიცოცხლე შეწყვეტილია და არა გამქრალი.
სადაც სიცოცხლე სიკვდილამდე სრულყოფილია.
სადაც მუდმივად ზამთრის სურნელშერეული გაზაფხული დგას.
აფეთქებულ ატამთა ხეივნებით,
იასამნის რტოთა რხევისაგან ნამღერი იავნანით,
კესანეთა სუნთქვით გადაპენტილი მიწითა
და
იასამნის ცრემლისფერ ცაზე ჩამოკიდებული ლიმონის დისკოთი.
სამყარო, სადაც თითოეული მათგანი გაქვავდა და წამიერად შეწყდა მათი მჩქეფარე ყოფა.
***
ქვეყნად მრავალგვარი ტკივილი არსებობს.
სულის ტკივილის დამანგრეველი ძალის წინაშე მეფენიც კი ქედს იდრეკენ.
სულის წამლობა ყველაზე უკეთ ტრფობას ძალუძს, თუმცა, მისი დაკოდვაც მასვე ხელეწიფება.
***
ზამთრის სუსხიან ყინვას ვერცხლის ზანზალაკებით, მბრწყინავი ალმასებითა და დათალხული, ფოლადივით მტკიცე, ლაჟვარდოვანი ცისფერი აბრეშუმით მოერთო “სეპტემის “დიდებული დედაქალაქი “აპერირე”. სიცივეს სამეფო ფხიზელ ძილში გაეხვია. დაორთქლილ, აჭრელებულ მინებს მიღმა წყვდადი მოსჩანდა. ღამეს მოექნია თავისი ბნელეთისფერი მოსასხამის ბოლო და მზრუნველი დედის მსგავსად გადაეფარებინა მუქ ლურჯ, ყვავის ფრთასავით პრიალა ხავერდზე, ბროლის ნამსხვრევებით მოოჭვილი, მოკასკასე ვარსკვლავებით დახუნძლული, გუმბათოვანი ზეცისათვის. შეეხვია იგი სიბნელის ზეწარში და სამარისფერი გაემეფებინა ქუჩებში, ვიწრო შუკებსა თუ ფართო მოედნებზე.
მხოლოდ სასახლის მაღალ კოშკურებში გამოჭრილ სარკმლებში ატეხილიყო ჩამოქნილი , სანთელთა იაგუნდისფერი სინათლის ლიცლიცი. თითქოს ცეცხლს მოეცვა აპერირესეული სასახლის შიგნეული. იწვოდა იმ ყინვა-ყიამეთში სამეფო პალატა, ისე როგორც ახალგაზრდა მეფის გული დაედაგა ტრფობის ფოლადივით მჭრელ მახვილს.
მთელი ქალაქის მოსახლენი, მდაბიორნი და დიდებულნი ერთად, სასახლეში გამართულ ნადიმზე მისცემოდნენ თავდავიწყებას, წაშლილიყო მათ შორის გავლებული ყოველივე ზღვარი. თრიაქითა და ღვინით შემთვრალნი, ფერხულში ჩაბმულნი და ზღვარგადასული ქეიფისაგან დაღლილნი, ყველანი სიხარულით ზეიმობნდნენ მეფისწული ბეშქენის ტახტზე ასვლას.
ბებერი მეფე სიამაყით შეჰყურებდა საკუთარ ვაჟს. ცხრამეტ წელში მოეპოვებინა ბიჭს ხალხის ისეთი მგზნებარე სიყვარული, როგორზეც მხოლოდ დიადი გმირები თუ იოცნებებდნენ.
მართლაც, ტოლს არ უდებდა ბეშქენი გმირთა ჯგროს. მუდამჟამ იღწვოდა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის დღეგრძელობისათვის, დღენიადაგ წიგნებსა და მახვილს არ აგდებდა ხელიდან. ომს წაერთმია მისთვის ბალღური სული, გამოეწოვა ყრმობა მის ბადაგისფერ თვალთაგან. სწორედაც ბადაგის სიტკბოს შერეოდა უსაზღვრო სევდა სისხლიანი მიწებისა და ეს სიტკბო დაეჯაბნა სავსებით. ყინულოვანი სისასტიკე გამოსჭვიოდა ფოლადივით მტკიცე, უტეხი მზერიდან. შინააშლილობას, გარე ომებსა და ადამიანურ ვნებებს გაექრო ცხრამეტი წლის ბეშქენში ბალღი და იგი მეომარად ექცია.
მაგრამ, სულ ორიოდ წამით იღვიძებდა მეფისწულში ის სინაზე, რომელიც უცებ ეუფლებოდა მის არსებას, ბადაგისფერ თვალთა სიტკბო წამით კვლავ ამოსძახებდა ხოლმე და გაზაფხულის დადგომასავით მოსჩანდა იგი ბეშქენში, როდესაც ევას სპილოსძვლისფერ, ფერგამკრთალ სახეს შესცქეროდა.
ხურვებაშეყრილივით ცახცახებდა ახალგაზრდა მეფე, თვალთ უბნელდებოდა და სუნთქვა წარმოუდგენელი ეჩვენებოდა. ცეცხლოვანი სალტე შემოჰგზნებოდა პილტვებზე.
მამამისს ვერ გაეგო რა უჭირდა ასე ძალიან მის შვილს, იგი ცხადად ხედავდა, როგორ ცვლიდა ნერვიული სიწითლე ავდმყოფურ სიყვითლეს მეფის სახეზე. უნაბისფერი და ცვილისფერი ვაჟკაცურად ებრძოდა ურთიერთს მეფის ღაწვებზე.
მაგრამ, მამის გონება რას წარმოიდგენდა, რომ მის ვაჟს ტრფობის დამღა აჩნდა გულზე.
ეს ისე მოულოდნელად მოხდა, თითქოს მზე ჩამობნელდა.
ბეშქენს ბევრი შესციცინებდა იმ საღამოს თვალებში, ის ხომ ვარსკვლავი იყო, იმ დღის გამარჯვებული. მისი მხარბეჭი, ყორნისფერი თმა, ომებში გარუჯული კანი და ბადაგისფერი თვალები მრავალ დიაცს იტყუებდა სარეცელის თბილ და ტკბილ მახეში.
დიაცთა რიგებს არ მიეკუთვნებოდა ევა . გიორგის უფროსი ასული.
ევა ისეთი დიაცი იყო, როგორზეც ვერ საუბრობენ. რომლის ასაღწერად მთხრობელს სიტყვები არ ეყოფა და მხატვარს კიდევ ფერთა გამა.
ქანდაკებასავით ჩამოსხმულ, მიმზიდველ სხეულზე საყვარლის მკლავებივით შემოჰგზნებოდა ყინვისფერი, ვერცხლისფერი ლენტებით მორთული, კოჭებამდე დაშვებული, სიოსავით მსუბუქი კაბა. კამკამა ცისფერი რიდე მოესხა ქალიშვილს და მის მოშიშვლებულ მხრებზე მოწიწებით დაფენილიყო აბრეშუმის ნაზი ქსოვილი. გრძელი, თხელი და ნატიფი თითები ჰქონდა.
მის ხელს თვალს, რომ შეავლებდი, მას შემდეგ, ამ თითების მახეში მომწყვდეული დახრჩობასაც კი ღიმილითა და ნატვრით შეხვდებდი.
მარგალიტის მანიაკნი პეპლებივით მსუბუქად კოცნიდნენ კისერსა და ყვრიმალებზე. ფერმკრთალ, სპილოსძვლისფერ ღაწვებზე ოდნავ, სულ ოდნავ შეჰპარვოდა ნუშისფერი, ატმების ბაღი ჰყვაოდა მასზე და ეს ვარდის ფურცლის სინათლეც ოქროსფრად მოპარპალე სანთლებისაგან ერთიანად მზისფრად გასხივოსნებული დარბაზის დამსახურება იყო, ამ სავსებით ფერგამკრთალი, რძისფერ შუქში გახვეული დიაცის ავაზასავით სახეზე.
ალუბლისფრად შეფერილი ბაგეები გაეხსნა. საკოცნელად მომზირალი, მაცდური ზედა ტუჩი ოდნავ აპრეხვოდა. სწორი, ჩამოქნილი ცხვირის ხაზი ისარივით გატყორცნილ, ყორნისფერ წარბებს უერთდებოდა. სამკაულთა ჩრდილი გრაფიტისფრად ეფინებოდა ყვრიმალებს.
თვალები..თვალები კი..მათზე უსასრულოდ შეიძლებოდა საუბარი.
ტყეში, ზურმუხტებით აკინძულ, ხის ტოტების თაფლისფერ მერქანზე ათამაშებული, ოქროსფერი მზის სხივების ცეკვა, სხივთა საოცარი ციალი. ეს იყო უკიდეგანო დარდითა და ფერებით სავსე კატის თვალები. დათალხული წამწამების ქვეშ გაშენებული მზიანი ნაძვნარი, ჭაობით დაფარული მიწა და ბალახისფერი ცეცხლით გავსებული, ყინულიანი ზურმუხტის ტბა. ამ შეურყვნელ, მრავალი გასაჭირის მნახველ სფეროებს იმაზე მეტი რამ ეხილათ, ვიდრე თქვენ ამას წარმოიდგენდით. და მაინც, ამ სისპეტაკეში, იყო მზაკვრობისა და მაცდურობის ერთი წვეთი, დიაცი-იდუმალება, და ეს ამოუცნობი ქალიშვილი ნამდვილად თილისმა ქალად ევლინებოდა მნახველს.
გრძელი, ჩანჩქერივით დაშვებული, ქვიშისფერ- ხოხბისფერ თმათა მოწნული გვირგვინი მარგალიტებთან ერთად ედგა ოვალურ თავზე. გედივით მოღერებულ ყელზე სადაფის კანი გადაჰკვროდა.
ევა ის დიაცი იყო, ვისი ხმაც სამრეკლოს ზარის რეკასავით ჟღერდა, როცა საუბრობდა, თითქოს ვერცხლის ეჟვნები წკრიალებდნენ გაბმულად და საამურად სასტიკ ქარში.
ამ დიაცმა ერთი ნახვით მოახერხა ბადაგისთვალება მეფის სულში ბალღი გაეცოცხლებინა და მის გულს ლახვარივით დაასო თავისი ავაზას მზერა.
ბეშქენს ტრფობა შემოეჰგზნო, დაასასკდომად გამზადებულ კვირტს დაემსგავსა, სულში რაღაც საოცარი მუსიკა აუჟღერდა, ამ მელოდიას თვით ნოზთა გალობაც კი ვერ შეედრებოდა. ეს იყო ნოტები, რომლებიც ევას ხმაში გაისმოდა, ეს იყო კომპოზიცია, რომელიც სიყვარულმა შეჰქმნა.
საცეკვაოდ გაიწვია მეფემ ევა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ...მთელი საღამო დიაცს დაუთმო.
დამშვიდობებისას, ევამ სქელი, ხავერდის მოსასხამი მოიდგო მხრებზე, ისეთივე მუქი ლურჯი, როგორც ოკეანის ფსკერის სიღრმეთა გულში ნაპოვნი ალმასები.
ერთხელ, მხოლოდ ერთხელ ეამბორა იმ ღამეს ბეშქენი ევას თითებს, და მის სხეულში კვირტი მყისიერად გასკდა.
კვირტიდან ამ ქვეყნად, ყველაზე მშვენიერი ყვავილი გაიშალა, თავისი ფერებითა და სინათლით ერთიანად აავსო ბეშქენი. საწამლავივით მოედო მის ძარღვებს და ყოველ მიყრუებულ კუთხე-კუნჭულში მოტკაცუნე კოცონი ააბრიალა.
ის ამბორი მის მეხსიერებას საუკუნოდ შერჩა. თავად ევას კი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ თითებზე შეეხნენ, სამუდამოდ მოჰპარეს პირველი კოცნა. ამბორი არა თუ ბაგეებით, არამედ სულით.
ბეშქენმა, ევას თითებთან შეხებით ,დიაცს სულზე უსახსოვრა ამბორი.
პირველად ჩაუვარდა მეფეს პატარა ევა გულში, სულსა და გონებაში ერთნაირად, მას მერე ევა იქცა კერპად, ის გახდა ერთადერთი წმინდა ხატი ამ ქვეყნად, რომელსაც ბეშქენი ყოველივეს შესწირავდა მსხვერპლად.
***
ეს ამბავი, ეს სულისშემვძრელი, განსაცვიფრებელი და სევდიანი ამბავი თავისუფლად შეიძლებოდა ასე დაწყებულიყო.
***
ერთი, ორი სამი, ტრიალი! ერთი, ორი სამი ტრიალი! ერთი, ორი, სამი... უსასრულობა...
***
თითოეული ჩვენგანის ცხოვრება სახიფათო, მტანჯველ როკვას ჰგავს. უსასრულო, დიდი თეატრალური წარმოდგენისათვის თავდაუზოგავ მზადებას. თუ არ იმოძრავებ, არ იმოქმედებ, არ ითამაშებ, მაშინ ყოველივე გაფუჭდება, აზრი არაფერს აქვს, ნებისმიერ მოვლენას მხოლოდ შენ ანიჭებ მნიშვნელობას. თუ შეგეშლება მყისიერად გააგრძელებ. თუ წაიქცევი, აუცილებლად წამოდგები.
***
ნამდვილად, არაფერია იმაზე რთული, როცა ეცემი.
რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მეტად გაცამტვერებს ძირს ჩამოვარდნა.
შენ გტკივა, ცრემლი გდის და სადღაც კოჭთან, რაღაც გაუსაძლისად გტეხს. უცნაურად, თითქოს ყინულს ჩაქუჩით ამტვრევენ.
ამ დროს მთლიანად ეთიშები სამყაროს .
გაგრძელება შეუძლებელია...
მაგრამ შენ უნდა... შეძლო.
* * *
სცენა,
პროჟექტორების შუქი,
ადამიანები.
და განათების ქვეშ ათასფრად მოელვარე , კაშკაშა, ხელოვნების სხივებით მოსილი ფიგურები.
ფერები,
ფერები,
ფერები,
ფერები.
ერთი პარტია მაშინვე სცვლის მეორეს.
გახაფხული,
ზაფხული,
შემოდგომა,
ზამთარი.
სრულყოფილი ზამთარი.
ერთი ნაბიჯი,
მხოლოდ ერთი,
საბედისწერო ნაბიჯი.
ნაბიჯი კარგიდან საუკეთესომდე.
საუკეთესოდან , სრულყოფილამდე.
სრულყოფილიდან... არამიწიერამდე.
***
„შენი ყელი... ამბობენ, რომ შენი სწორი ყელი
ლერწამია შარბათისა ძველი, მაშრიყელი.
არა! უფრო ამსგავსებენ...რას? არ ვიცი, თუ რას:
მარმარილოს ცისარტყელას თუ სადაფის სურას?!
მე კი... მე კი გამოვძებნი სურათს ჯერ არყოფილს:
შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.
აი, ახლაც თეატრში ხარ... და თეატრის სკამებს
შენი ყელის არემარე მორცხვად აკამკამებს!
ისე ნაზად აძლევს სალამს
ყველას... ყველას... ყველას...
რომ წარბების მათრახებით ჰხატავ ცისარტყელას:
და ლორნეტის ორი მინა ისე ხარბად მზვერავს,
რომ არ ვიცი, ვით გავუძლო მაგ ჯადოსნურ მზერას.
ისე გშვენის მძივ-გულქანდა ყელზე მონართავი,
რომ...ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი. „
ი.გრიშაშვილი
***
თუმცა, ეს ამბავი სულ სხვანაირად, აბსოლუტურად სხვანაირად დაიწყო.
***
ყველაფერი იწყება თეატრის სცენაზე და მოქმედების დამთავრების შემდეგ, იქვე მთავრდება კიდეც.
პირველი ნაწილი:ლიმონის ხე1.ევა
„და რას გვიქადის, ადამიანური, სახიფათო, მიმზიდველი ინტერესები? იქნებ, საშინელი , მტანჯველი ცეცხლის საწინდარია ყოველივე ის, რითაც ჩვენი გაუმაძღარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ვცდილობთ?!“
„უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.“
გ. ტაბიძე
„ხელოვნება უკვდავია.
სიყვარული ხელოვნებაა.“
***
ევა სანაიამ, ოცდაერთი წლის ახლაგაზრდა, სიცოცხლით სავსე და რაღაც განსაკუთრებული, უზადოდ თვალშისაცემი, ირიბად ნაშენი სილამაზით დაჯილდოვებულმა გოგონამ თავის რბილ და კომფორტულ საწოლში გაახილა კატასავით, შხამიანი მწვანე და მოგრძო ჭრილის მქონე თვალები. მის საკმაოდ მომხიბვლელ, არისტოკრატულ სახეზე უცნაური სიზმრისგან გამოწვეულ ქარიშხალს საინტერესო კვალი დაეტოვებინა. ევამ ცეცხლისფერი ბაგეები მოილოკა და ნებივრად გაიზმორა. მისი პატარა, მოხდენილი, ძვალწვრილი და მაინც კოხტად ხორციანი სხეული მკვეთრად დაიჭიმა ქათქათა ზეწრის ქვეშ და აღნიშნული ზეწარი უსურვაზივით შემოეხვია ევას კიდურებს.
ევა მზის იაგუნდისფერ სხივებს ეფიცხებოდა და თვალმინაბული პატარა ქალბატონი იმ მომენტში ნამდვილად ძლიერ წააგავდა სიამოვნებისგან აკრუტუნებულ კატას.
ევას ბეშქენი ესიზმრა. ბეშქენი და უზარმაზარი სასახლე. გოგონამ კიდევ ერთხელ გადაიტარა ბროწეულისფერ ტუჩებზე ენა და საწოლიდან მსუბუქად წამოდგა.
მთელი ეს ოქროსფერი შარავანდი სიზმრისეულ ზმანებასავით აედევნა თან. გაჭრილი სარკმელებიდან უხვად იღვრებოდა მზის მაცოცხლებელი შუქი და გოგონას მარგალიტისფერ კანს ცვილისფერ ყვითელს ადებდა.
გოგონამ თხელი, ცისფერი კაბა მოირგო და გაიფიქრა, რომ ახალი დღისთვის მზად იყო.
თუმცა ევას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ეს დღე მის ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლიდა და თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ის ყვითელი სინათლით დახუნძლული, ლამაზი სიზმრების სავანე ვერ მოიგონა შემდგომში მან, რადგან ამ დღემ მისთვის საკრალური დანიშნულება სრულიად სხვა ადგილას შეიძინა.
***
-ბეშქენ!-მსუბუქად დაიჩურჩულა გოგონამ. მისი პატარა, ალუბლისფრად შეფერილი ბაგე საოცარი სინაზით მოელამუნა სახელს, ბგერები ჰაერში აყვავებული ხის ფურცლებივით გაიფანტა, შეერთდა და ვერცხლისფერი წყლის სვეტივით დაეშვა.
-ვიცი ევა, უბრალოდ სცადე, ჩემი ხათრით, რა მოგივა, რომ სცადო?-ბიჭის ხმა გაზაფხულის სიოსავით დაირხა, სამმა ასომ ერთმანეთი იპოვა, ტუჩებმა ოდნავი მოძრაობით, ლამის რელიგიური მოწიწებით წარმოსთქვა „ევა“. დანარჩენი სიტყვები კი ვედრებასავით გაისმა, როგორც მზემ იცის ხოლმე, როცა მარტს გარემოს ოქროსფრად გასხივოსნების უფლებას სთხოვს.
-მეშინია.-ევამ მწვანე ბალახივით დაიშრიალა.-უკანასკნელად 15 წლის ასაკში ვიცეკვე. ტანვარჯიშსაც თავი დავანებე და სცენასაც..ახლა-გოგონას ხმა ჩაუწყდა.
ბეშქენმა მისი სახე ხელებში მოიქცია, ფაიფურივით მსხვრევადი ჩანდა ევა. მარმარილოსავით გლუვი, ხორბლის ყანისფერი კანი ჰქონდა, ღია და უნაკლო. ბიჭი ტყისფერ თვალებში ჩააშტერდა, ყორნისფერ წარბებს ქვემოთ რომ უელავდა. გუგის გარშემო ღია თაფლისფერ, მოოქროსფრო ფერს თანდათან ერეოდა ხასხასა მწვანე , მერე მუქდებოდა და ჭაობისფერში გადადიოდა, ამ ტყისფერი სიმფონიისათვის თვალის მოწყვეტა შეუძლებელი იყო, თუ ერთხელ მაინც ჩაიძირებოდით მის ღრმა, ლამის ძილისმომგვრელ მორევში.
ბეშქენსაც შეეძლო მთელი ცხოვრება ეცქირა ამ დიდებული გამისთვის, რომელსაც „ტყისფერი“ შეარქვა, რადგან ხის ღეროებზე, ფოთლებს შორის გამომკრთალი მზის სხივების თავხედ, მათრობელა უზუნდარას აგონებდა.
-ნუ გეშინია, მე აქ ვარ მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები ევა.-ზღვის ტალღების ნანასავით ტკბილი და საამო იყო ბეშქენის ეს სიტყვები, სამარადისო ქვეტექსტს შეიცავდა დამფრთხალი გოგონასათვის.- ჩემი ძმა სულაც არაა მკაცრი, ვიცი შენ ეს გინდა,-გოგონამ თავი გააქნია და ბეშქენის გაჩუმება სცადა, თუმცა ბიჭმა გაბუტულ ტუჩებზე მიადო თითი.-არა, უნდა გაბედო! გაგი საუკეთესოს აარჩევს, თითქმის ერთი წელი გაქვს დრო, შეძლებ!
ევას არ შეეძლო წინაღმდეგობა გაეწია მისთვის, ბეშქენის შოკოლადისფერ თვალებში საოცარი აღტკინება იკითხებოდა. ისინი ვერ მალავდნენ ბიჭის შეფარულ სურვილებს. მას ხომ ძალიან, ძალიან, ძალიან უნდოდა ევა დიდ სცენაზე ეხილა.
-კარგი.-სუნთქვას ამოაყოლა გოგონამ, შემდეგ ფეხის წვერებზე აიწია და ბეშქენს აკოცა.
* * *
-ერთხელაც პასუხს გაგებინებ ამისთვის!-ავად დაისისინა ევამ და ბეშქენს ეშმაკურად აციმციმებულ თვალებში ჩაჰხედა.
-კარგი რა, სულ ნუ ბურტყუნებ!-ლოყაზე უჩქმინტა ბიჭმა და გაიცინა.
-ნუ დამცინი!-შეუტია ღიმილშეპარულმა გოგომ.-მომიყვანე აქ დასაკლავი გოჭივით და..
-დასაკლავი გოჭი არა განტევების ვაცი კიდე!-თვალები გდაატრიალა ბეშქენმა და ევას ისევ ლოყაზე წაეტანა. გოგო გაიბუსხა და გვერდზე გახტა. ბიჭი ახლა ზურგიდან აეკრო.
-მომიხადე ახლავე ბოდიში!-მედიდურად გაიფხორა ევა და თან გიჟივით გაეცინა. -ასე ნუ მეკვრები თორემ დამახრჩობ და მერე გინდა განტევების ვაცი ვიქნები და გინდა საახალწლო ინდაური!-როლში შეიჭრა ევა და დრამატიზირებას მოჰყვა.-ამ თეატრის დიად სცენაზე დამანთხევინებ სისხლს და ჩემს სპეტაკ სულს გავიღებ მსხერპლად!-გოგო აკისკისდა.
-გიჟოო!-თავში ჩაუკაკუნა ბიჭმა და ხარბად აკოცა ყვრიმალზე.
-დიდი მადლობა ასეთი კომპლიმენტისათვის!-დაიწკრიალა და წინ გავარდა.
ბეშქენმა თავისთვის ჩაიცინა და სიმაყით სავსე მზერა მიაპყრო.
უზარმაზარ დარბაზში თითქმის ერთდროულად შეაბიჯეს, ბეშქენი გაგისკენ გაეშურა, ევა დაიჯღანა, თვალები დააელამა და სხვა გოგონებთან ერთად ჩადგა მწკრივში.
-შენ ბალერინა ხარ?-ამრეზით ჰკითხა ერთმა.
„ასე მეტყობა, რომ ბალეტისაგან შორს ვარ?“ დანანებით გაიფიქრა ევამ, თავი უარის ნიშნად გააქნია და წყნარად მიუგო:
-არა, მაგრამ აქ როგორც ვიცი ახალბედებს იწვევენ, ვინც მოახერხებს და ერთ წელში შეძლებს, სწორედ ის იცეკვებს.
-მერე?! მათ თქვეს „ახალბედები“ , არავის უთქვამს „უნიჭოები“.-დაცინვით ჩაილაპარაკა უცნობმა და ევას მტრულად შეხედა.
-მართალია, მაგრამ შენ გული მაინც არ გაიტეხო.-მოჩვენებითი სინანულით მიუგო ევამ და სარკასტულად ჩაიცინა.
ევას ყურადღება აღარ მიუქცევია, ბეშქენს უყურებდა, რომელიც ხმადაბლა ებაასებოდა თავის ძმას, გაგის. დროდადრო ხელებს იქნევდნენ და რაღაცაზე ცხარედ კამათობდნენ. გოგონას ღრმა რწმენით, ისინი დადგმასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. წარმოდგენის იდეა ოცდაერთი წლის გაგის ეკუთვნოდა, თუმცა ბეშქენს ყოველთვის უყვარდა შეცდომების გამოსწორება. ახალც , შესაძლოა გაგისთვის მითითებების მიცემას მიჰყო ხელი.
რათქმაუნდა, მორალისტი ბეშქენი.
ევას შეშლილივით გაეღიმა.
ენამწარე გოგონა ევას სილუეტს მიშტერებოდა. ნიას თავისი პუანტებისთვის ჩაევლო ხელი, ვერ გადაეწყვიტა ფორმა ჩაეცვა თუ ქვედაბოლოზე პირდაპირ ამოეცვა საბალეტო ფეხსაცმელი. ბოლოს, მაინც ფორმით გასვლა მოისურვა, რადგან მასში პროფესიონალი მოცეკვავე დაენახათ და არა წყალწაღებული მოხალისე. ნიას ბრაზისაგან დაღმეჭოდა მთელი სახე, ანდრონიკაშვილების თეატრში ათი წლიდან დადიოდა, შვიდი წლიდან ცეკვავდა ბალეტს. როცა დადგმის შესახებ გაიგო, აღფრთოვანდა, აქამდე ყოველთვის მთავარ პარტიას ასრულებდა, ახლაც დარწმუნებული იყო იმას მიიღებდა რაც მისი ღრმა რწმენით ეკუთვნოდა, მაგრამ საქმეს ეს შეყვარებული, ხის მორივით მოუქნელი თოჯინა ართულებდა, რომელიც თეატრის მფლობელის მიჯნურისათვის განკუთვნილი პრივილეგიით სარგებლობდა. მართალია გაგიმ არ იცოდა ძმის სატრფოს შესახებ, თუმცა ნიას მის შესაძულებლად ბეშქენის სიყვარულით აღსავსე მზერაც ეყოფოდა. ევას მაინცდამაინც გადასარევად არ იცნობდა, სულ სამჯერ ენახა და უკვე სასტიკად აღიზიანებდა გოგონას ხმა, სახე და მოძრაობის მანერაც კი.
ვერ იტანდა ამ ვითომ „მის სრულყოფილებას“. ყველა რომ მასზე გიჟდებოდა და ოცნებობდა ეს პატარა ქალბატონი საშინელ სიბინძურეში აღმოჩენილიყო, სურდა ყველას ზედ შეეფურთხებინა მისთვის.
ევა ძალიან ნაზი ჩანდა, სერიოზული, მშვიდი და საყვარელი, მაგრამ სინამდვილეში ექსცენტრული გიჟი იყო და მხოლოდ ერთი მიმიკით ყველას საოცარ ჭკუაზე აყეებდა. ხან წარმოუდგენლად უგულო და ცივი იყო, ხან კიდევ ძალიან თბილი და მეგობრული, მაგრამ ნიას მტრულად უყურებდა და თვალთმაქცობას არ ცდილობდა, რითიც მსუბუქი სიმპათია დაიმსახურა ქალის თვალში. ევას ნია დიდად არ მოსწონებია და არც დაუმალავს, ნია აფასებდა ამ გულწრფელობას ევაში, თუმცა რაღაცნაირად მზაკვარიც იყო, თითქოს ათასობით ადამიანი ცხოვრობდა მასში.
ნია ახლა გაგისაც ბურღავდა თვალებით, ისე უყურებდა როგორც ახალ შანსს, გაგი ხომ ყოველგვარი ევასაგან თავისუფალი იყო?
„ევასაგან თავისუფალი“.
მგონი ბედისწერა ახალ თამაშს თამაშობდა.
ან, სულაც, ჩვენ ვთამაშობდით ახალ თამაშს.
სახიფათოს, სასტიკსა და დამანგრეველს.
* * *
ძმები როგორც იქნა შეთანხმდნენ, ხელიხელგადახვეულებმა გამოაბიჯეს და გოგონათა შემკრთალ სახეებს დააკვირდნენ.
-მაშ ასე!-გაისმა მამაკაცის ხალისიანი, ოდნავ მკაცრი ხმა და საქმიანი ტონი. ბეშქენის გვერდით მისი გარჩევა ცოტა რთული საქმე იყო, ორივე ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს: მუქი თმით, ბადაგისფერი თვალებით, სახასიათო ნაკვთებით და იქედნური ღიმილით.
ძმებს კიდევ ჰქონდათ რაღაც საერთო, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი და ღრმად დამარხული. ორივე სხვადასხვა, ერთმანეთისაგან საპირისპიროდ აწყობილი თავსატეხის ნაწილებს ჰგავდნენ, აბსოლუტურად სხვადასხვა ნაწილებს, მაგრამ მაინც იდეალურად ერგებოდნენ ერთმანეთს.
ბიჭმა ისევ ღიმილით წამოიწყო.
-მე გაგი ანდრონიკაშვილი ვარ, აქამდე საზღვარგარეთ ვიყავი, თქვენთვის კარგად ნაცნობი ნინა და ოთარ ანდრონიკაშვილების შვილი და ბეშქენ ანდრონიკაშვილის უმცროსი ძმა გახლავართ. ჩემმა მშობლებმა აქაურობა ჩვენ გადმოგვაბარეს. ანდრონიკაშვილების თეატრში ყოველთვის გვყავდა ახალი სახეები, ისინი ჩვენთან მოდიოდნენ საცეკვაო სტუდიებიდან, ჩვენი პედაგოგები ასწავლიდნენ მათ კიდევ უფრო მეტს, ამზადებდნენ ფართო საზოგადოებისათვის, რეჟისორები წერდნენ სცენარებს, იმართებოდა შოუები, მერე ყველა თავის საქმეს უბრუნდებოდა და ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად, ახალი ნაკადი, ახალი წარმოდგენები. ეს ანდრონიკშვილების ოჯახისათვის სამოყვარულო ბიზნესი იყო, რადგან ამის გარდა, მეღვინეობითაც ვართ დაკავებულნი. თეატრთან ერთად კომპანიასაც ვფლობდით და საბედნიეროდ, დღემდე შევინარჩუნეთ. მთელი ცხოვრება ვუყურებდი სპექტაკლებს და ვხდებოდი, რომ ერთხელაც მე დავწერდი სცენარს და მოვიფიქრებდი რაღაც საოცარდ ამაღელვებელს..მასშტაბურს და განსხვავებულს.-ევამ ბიჭის თვალებში ესოდენ ნაცნობი სხივი დაიჭირა, ევა ხედავდა ბეშქენის ძმაში საკუთარ ანარეკლს, გაგი ევასავით მიელტვოდა დიდებასა და აღიარებას, მეტი სურდა.
გოგონა მოინუსხა ხელოვანი ადამიანის სულით და ყურადღებით დააკვირდა მის სიტყვებს.
ბიჭი უშუალო და ხალისიანი იყო, ჩვეულებრივად საუბრობდა, თითქოს ახლობლებს ემასლაათებოდა ოჯახურ გარემოში.
- მე უცხოეთში დეიდასთან ვცხოვრობდი, ბოლოს საქართველო თოთხმეტი წლის ასაკში ვნახე და მას მერე აქეთ აღარც გამომეხედა. ჰოდა, გულმა აღარ გამიძლო, ევროპამ სული შემიხუთა და ჩამოვედი, თანაც საქართველოში ხელოვნების განვითარებისკენ ვისწრაფვი, ამაში ბეშქენიც მეხმარება.- გაგიმ ძმას გადახედა, ევამ უნებურად ჩაიფხუკუნა, თვალწინ ბეშქენის შუბლშეჭმუხნილი სახე დაუდგა, როდესაც გოგონამ პირველად სცადა მისთვის ბოტიჩელის ნამუშევრების სიმბოლიზმის ახსნა.
- ცოტა ხნის წინ ერთი იდეა დაგვებადა.-გაგიმ ფხუკუნი ვერ გაიგონა, შავ თმაში შეიცურა თითები და ფრინველის ბუმბულივით აიჩეჩა. გოგონათა რიგებს ჩურჩულის ტალღამ გადაუარა. ბიჭმა ერთხანს შეიცადა, აუდიტორიის ყურადღებით დატკბა და ისე გააგრძელა.
-იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ახალგაზრდა ტალანტებს გზა გავუხსნათ. ოცდაათ გოგონას შევარჩევ, ოღონდ, ამ ოცდაათში შევლენ ისეთებიც, ცხოვრებაში არასოდეს, რომ არ უცეკვიათ და არც აქტიური ტანვარჯიშით არ არიან დაკავებულნი. ეს ერთგვარი შეჯიბრია, ვინ შეძლებს და ერთ წელიწადში ისწავლის, ჯილდოდ სპექტაკლში ვაცეკვებ, თუმცა ეს არაა მთავარი ჯილდო:ჩვენ ამ ერთი წლის მანძილზე სხვა დადგმა არ გვექნება და ამ წარმოდგენას ექსკლუზიურად ათასობით მნიშვნელოვანი პირი დაესწრება, მთავარი ჯიდლო კი მათი სიყვარული და რაღათქმაუნდა შემოსული ხარჯიდან დაქვეთილი საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება. სოლისტი შეიძლება ერთ კვირაში შევარჩიო, შეიძლება თვეები დამჭირდეს, ანდაც დღესვე დავადო ნებისმიერ თქვენგანს ხელი,-მან გამომცდელად გადაავლო თვალი პაწია, სიფრიფანა ბალერინების სახეებს და მოეჩვენა, რომ ერთ-ერთს კანქვეშ მთვარისფერი სინათლე გამოემწყვდია. გაგიმ სცადა მისი სახე დაენახა, მაგრამ გოგონას ჩრდილი ედგა და ნახევრად ფარავდა. ხელი ჩაიქნია.
- მაგრამ -მუქარანარევი ტონით წამოიწყო მან.-არ იფიქროთ რომ ტახტზე მყარად სხედხართ, გვირგვინის ჩამორთმევა მხოლოდ ჩემი პრეროგატივაა. სოლისტში წელიწადის ოთხივე დრო უნდა დავინახო, სხვანაირად ჩვენი გარჯა ამაო იქნება, შედეგი კი დაუკმყოფილებელს დაგვტოვებს.-აღფრთოვანების მორიგი ტალღა დაეძგერა მსმენელს, ევას გულში დანთებულ ხანძარს კიდევ დაამატეს შეშა.
ბეშქენმა გაგის ენთუზიაზმით ჩამოართვა სიტყვა:
-გაფრთხილებთ ძალიან რთული სამუშაოა, ეს არ იქნება უბრალო ბალეტი , თუმცა უბრალო ბალეტი არც არსებობს.-გაიღიმა ბიჭმა და ევას სიყვარულით აევსო თვალები.- თქვენს სამსახიობო შესაძლებლობებსაც გამოვცდით, თან დავურთავთ სხვადასხვა ცეკვებიდან აღებულ ელემნტებსა და შტრიხებს რათა განსაკუთრებული ელფერი შევძინოთ თეატრალურ წარმოდგენას , ხომ იცით განახლება როგორი საჭიროა, დროა ახალი და განსხვავებული პროდუქტი შევთავაზოთ მაყურებელს, სოლისტს მოუწევს წელიწადის ოთხი დრო განასახიეროს, ისტორია თითოეულზე საოცარი გრძნობით უნდა გადმოიცეს.
დარბაზში ზუზუნი დაცხრა. ყველას დაეტყო შიში.
პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე მოქმედებას შორის შესვენება ოც წუთზე მეტს არ გასტანდა, კოსტუმის გამოცვლას, გრიმსა და მხნეობის მოკრებას ოთხი რადიკალურად განსხვავებული „პიროვნების“ განსახიერებისათვის სერიოზული შრომა სჭირდებოდა.
ეს შესაძლოა საოცნებო, მაგრამ ურთულესი როლი იყო.
ნიას სახეზე თვითკმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა.
-აბა ქალბატონებო!-ჩაიღიმა ბეშქენმა.-მობრძანდით და ჩემს ზესიმპათიურ ძამიკოს გაეცანით.
-კარგი რა აპოლონ!-მხარზე ხელი დაჰკრა გაგიმ.-პირველი გოგონა გამობრძანდეს.
ჟღალთმიანმა, სიფრიფანა, პეპელასავით გოგონამ სკამზე დაიკავა ადგილი.
***
„როცა შენ ცეკვავ, მეხეთქება ცხელი ალმური,
ვეღარ მიფონებს მაგ წამწამთა უცხო მარაო.
შენი ღიმილი ცეცხლოვანი, ამორძალური,
მონას აქცევდა ფარაონად, მონად-ფარაონს.
შენს დიდ თვალებში დასაბამით ჩადგნენ, ვინ იცის,
აღმოსავლეთის ვარსკვლავები მოკაშკაშენი.
შენი თვალებით ჯადოქრობენ, შენი თილისმით
ვეფხვთა მწურთველნი და გველების მოთამაშენი.
განა ცეკვა?..ლოცვა არის სიყვარულისა
ქებათაქება სიცოცხლის და სილამაზისა.“
ი.ნონეშვილი
***
-შემდეგი!
ევას ერთ ადგილზე ჯდომისაგან ფეხები დაუბუჟდა, ნიამაც მზერით შეჭამა.
ნია ყველაზე ამბიციური იყო, როცა სხვები აღშფოთებით ჩურჩულებდნენ და სიძნელეებს განიხილავდნენ, იგი ყველა გოგონას დასცინოდა და თვითონ ნიშნისმოგებით ასრულბდა რთულ ვარჯიშებს. გულში კი ვინ იცის, იქნებ მას ყველაზე მეტად ეშინოდა მარცხის?!
უამრავ ნიჭიერ, ლამაზ და გამორჩეულ მოცეკვავეს შორის მხოლოდ ორს ჰქონდა დაუძლეველი ამბიცია. მაგრამ აქედან ერთი საკუთარ ტყავში ღრმად მალავდა ბნელეთის პირმშოს, მეორე კიდევ ხორცშესხმულ ბოროტებას მოგაგონებდათ.
ნიამ აკანკალებულ ევას სარკასტულად შეხედა და ჰაერში ხელით რაღაც მოხაზა.
ევას ჩაეცინა ნიას მოქმედებაზე და წამით სახეზე ძალიან მანკიერმა გამომეტყველებამ გადაურბინა. ნიამ ევას თვალთა მსგავსი ელვარება უმალ დალანდა და მსუბუქად შეშფოთდა, სცადა თავიდან ამოეგდო სატანასეული გამოხედვა.
-შემდეგი-მეთქი!-ღმამაღლა დაიყვირა შეწუხებულმა გაგიმ.
ნეგატიურად განწყობილი ნია გამოფხიზლდა, ინდაურივით გაიფხორა და წინ მედიდურად გაგოგმანდა. სკამზე მოწყვეტით დაჯდა და ლამაზი, სავსე სახე შეეჭმუხნა.
-ნია გიორგაძე!- მტკიცედ განაცხადა. სახიდან მუქი გიშრისფერი თმა გადაიყარა .-სიმაღლე...
-საჭირო არ არის.-შეაწყვეტინა გაგიმ.-ეგ თქვენს ფურცელში წერია. მოყევით თქვენი და ბალეტის სიყვარულის ისტორია.
ნია ვერ მიხვდა რა იგულისხმა ამ მეტად უცნაურმა ბიჭმა.
ნიას უყვარდა ცეკვა და იდეალურადაც მოძრაობდა, მაგრამ არასოდეს ესმოდა ამ ხალხის, ვისთვისაც ხელოვნება ლამის რელიგიამდე იყო ამაღლებული. ნია ვერ წვდებოდა იმ სიღრმეს, სადაც ევასა და გაგისნაირი ხალხის სული ბუდობდა, მისთვის ცეკვა ბედნიერება იყო, მაგრამ ცეკვით ვერ იტანჯებოდა.
- ბალეტს შვიდი წლიდან ვცეკვავ, რადგან ბედნიერებას, სიამოვნებას მანიჭებს,-უკმაყოფილოდ განაგრძო გოგონამ, თავისი იდეალური პარამეტრებით ტყუილად ამაყობდა? რატომ არ აძლევდნენ საშუალებას სათქმელი თავისი სურვილისამებრ გადმოეცა.
-კი, მაგრამ,-ისევ შეაწყვეტინეს .-ასე მშრალად რატომ საუბრობთ ბალეტზე? მე არ მინდა წინასწარ დაზუთხული ტექსტები!-თავისას არ იშლიდა გაგი.
-სხვა რა ვთქვა? მე უბრალოდ მიყვარს ბალეტი და ჩემი აზრით ზედმეტი საუბრით ვერაფრით ვერ გამოვხატავ საკუთარ ემოციებს, ბალეტი უსიტყვო მოქმედებაში ჩადებული, სხეულის ენით მოყოლილი ამბავია.-ნია აშკარად დააბნია ბიჭის სიტყვებმა. ცოტაც და ვულკანივით ამოხეთქავდა, ნუთუ ეს კრეტინი ხელოვნებაზე ჩატარებულ ფილოსოფურ ლექციას ელოდა?! პირი დამუწა და მხოლოდ ესღა ამოილაპარაკა:
-მაშინ, რადგან საუბარი არ გამომდის, თქვენის ნებართვით, პირდაპირ მოქმედებაზე გადავალ.
-სცენა თქვენია!-ნება დართო ბეშქენმა.
მოცეკვავის იდეალურად შესრულებულმა მოძრაობებმა ერთი წუთით დაადუმა მაყურებელი, ნია ნამდვილად სცენისთვის იყო დაბადებული!
ამ ცეკვამ ყველა დანარჩენი დაჯაბნა.
მისი თავისუფლება, ჰაეროვნება, სინაზე. გოგონა უბრალოდ შეუდარებელი იყო.
ნია ვერ იაზრებდა ცეკვის სიდიადეს, მაგრამ არც ანაღვლებდა ეს. მას არ უნდოდა ბოლომდე შეეცნო, გაესიგრძეგანებინა ყოველივე, ზედაპირულადაც მშვენიერი იყო.
ყველას მისი შეშურდა, იმ საოცარი გრაციის და სილამაზის რასაც იგი სცენაზე ფლობდა.
ნია ჭრელ, ლამაზ ჩიტს ჰგავდა. კოხტად მოგოგმანესა და მოხატულს, მაგრამ არაფრით გამორჩეულს..მანამ სანამ სცენაზე არ დგებოდა. სცენა ნიას ეგზოტიკურურად და სახიფათოდ გარდაქმნიდა, მის სილამაზეს ახლებურად ვეთდა საჭრეთელით და ყველანაირ ყოფითს ერთიანად აცილებდა.
ნია გიორგაძე ცეკვისას ძალიან, ძალიან ლამაზი იყო!
ჟინიანი თვალებით ბურღავდა ბეშქენს თავის ძმითურთ, ამ ბნელ, ორ წერტილში არსებობდა რაღაც ამოუცნობი, სასტიკი და მახინჯი.
უნებურად გაგიელვებდათ თავში, რომ ეს თვალები თვით ბოროტებას ეკუთვნოდა. ყველაფერი რისი თქმაც სურდა ცეკვაში ჩადო.
მისით გამოხატა წყენა, ბარაზი, საყვედური და თითქოსდა ცხადი მტკიცებულება, რომ იგი ყველაზე გასაოცარი ბრძანდებოდა.
-არასოდეს მინახავს ბალეტში არსებული ამხელა ამპარტავნება, ასე ლამაზად და მომხიბვლელად ჩაქსოვილი.-გადაუჩურჩულა ბეშქენმა ძმას. გიორგაძემ ანდრონიკაშვილები ჰარმონიული ბალეტით მონუსხა.
დასასრულს გამომწვევავად შეანათა გაგის შუაღამისფერი თვალები.
-ძალიან კარგი! ნია, ოცდაათს შორის ხართ!-გაგის, როგორც გამოუსწორებელ მექალთანეს,(თავისი ასაკისთვის შეუფერებლად დაკვირვებული და გამოცდილი იყო) ნიას ეს ჟესტი არ გამოჰპარვია.
ნიამ სავსე და დაბურცული ტუჩებით გაიღიმა, თეთრი კბილები გამოაჩინა და ნარნარით ჩავიდა სცენიდან.
-ეტყობა ძალიან ვნებიანია.-უჩურჩულა ბეშქენს.
-მე მისთანებთან საქმეს აღარ ვიჭერ,-მკაცრად განუცხადა ძმას.-და გაფრთხილებ, ნიას არ გაეკარო, საშინელი გოგოა!
-ისე საუბრობ თითქოს ოთხმოცი წლის იყო.-დასცინა გაგიმ.
-ძალიან ბევრი ვიცი შენს ვნებიან თავგადასავლებზე ძამიკო. ოცდაერთი წლის ხარ მხოლოდ და არაა საჭირო ყველაფერს თავზე იმხობდე.-ბეშქენი ირონიულად ესიტყვებოდა ძმას.
-შენ ხომ დიდი ხარ არა? მთელი ოცდაორი წლისა და კიდევ ბლომად თვეების, ფაქტობრივად საუკუნე განლიე.-ფხუკუნებდა ბიჭი.
-მე მთლად შენნაირი გარყვნილიც არ ვყოფილვარ გაგი.-მართლა ბრძნულად შეიფერა ბეშქენმა.
გაგის ისევ ფხუკუნი აღმოხდა.
-იქნებ ისე მომეწონა ნია?-ვითომ ეწყინა.
-საქმეც მაგაშია, ნიას, ისე როგორც სიყვარულის ობიექტს არავინ უყურებს.
-ანუ?!
-ანუ იცი რასაც ვგულისხმობ. მე ჩემი ქალი, კიარადა შეყვარებული ძლივს მოვიპოვე. ერთი ღამის ურთიერთობა ნიასთან არ გამოგივა, შარიანია, მაცდური და არც ისე ლამაზი.-მიუგო ბეშქენმა და ნახევრად ბნელში მოქცეულ საყვარელ სახეს შეხედა, საყვარელთა შორის აღმატებულს და მის მზის სხივით მოსილ თმაზე დაიწყო ფიქრი, ისიც გაახსენდა თუ როგორც გააღიზიანებდა ევას მისი „ჩემი ქალით“ მოხსენიება. ბეშქენს ლამის სიცილი აუტყდა გაცეცხლებული ევას წარმოდგენაზე. ევას რისხვა გარეულ კატას ამსგავსებდა და ბიჭიც მშვენივრად ერთობოდა ხოლმე ამით.
გოგონას არ მოსწონდა ეს კუთვნილობითი ფორმები და ბეშქენსს მუდმივად ედავებოდა.
-გარყვნილო! სცადე უკვე ნიას გამოყენება?-ჩაიხითხითა გაგიმ.-სხვათა შორის, ჯოჯოხეთურად ლამაზია, ოღონდ საშინლად ბოროტი სილამაზე აქვს.-დარწმუნებით მიუგო ბეშქენს. ბეშქენმა გაგის მხატვრულ შედარებას წაუყრუა.
გაგიმ ისევ წამოიწყო.
- ერთი ის გოგო მაჩვენე შენ რომ მოგაჯადოვა და არაფერი არ მინდა მეტი.-ხელები საფრთხობელასავით აიქნია გაგიმ.
-ნახავ!-ჩუმად თქვა ბიჭმა.-და, ჯერაც ერთი, მე მოჯადოებული და დამონებული სულაც არ ვარ!
-კარგი ერთი. საქმეც ეგაა ჩემო ძვირფასო, რომ ჭკვიანი ქალი კაცებს ისე ნუსხავს და იმონებს, მათ ამაზე წარმოდგენაც არ აქვთ!-დამოძღვრა გაგიმ. თავი რომელიღაც იაფასიანი ჟურნალის ფემნისიტი რედაქტორი ეგონა.
-გაგი ბევრს ტლიკინებ! ჭკუის დარიგებას მორჩი!-გაგულისდა ბეშქენი, თუმცა, ამავდროულად გაეღიმა კიდეც ძმის შტერულ ფრაზაზე.
-ნუ ფხუკიანობ! ვიხუმრე!
- ნუ გაილექსე ! გავიწყდება, რომ გველოდებიან!-უეცრად გამოერკვა ბეშქენი.
-შემდეგი!-დასძინა გაგიმ მკაცრად.
* * *
„შენი სახე რისთვის შემომეფეთა,
ხატი იყავ-ვეფხვი დაქალებული...“
გ.ლეონიძე
* * *
ევამ ღრმად ჩაისუნთქა და წინ გააბიჯა.
გაგისთვის უცნობი, ბეშქენისთვის კი ესოდენ ნაცნობი სხეული გამოჩნდა. თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ისედაც ერთი და იგივე ემოციებს იწვევდა ძმებში.
-ევა სანაია!-ვერცხლის ზანზალაკივით დაიწკრიალა. სკამზე მოწყვეტით დაიკავა ადგილი, თითქოს ზამთრის ცას ფარფატა ფიფქი მოსწყდა და ნაზად დაეკონა მიწას თეთრ, ფაფუკ გულზე.
გაგი ფეხზე გაუზარებლად წამოიჭრა.
წამში მიხვდა თავის სისულელეს და სკამიდან არარსებული მტვერი გადაფერთხა.
ბეშქენმა ძმას ისე შეხედა, რომ გაგი ლამის უფსკრულში დაინთქა თავისივე ნებით.
-მოგვიყევით თქვენზე.-როგორღაც ამოიგმინა გაგიმ. თავშეკავებას მოუხმო.
-ბალერინა არ ვარ,-წამოიწყო დაძაბულმა გოგომ.- არც არასოდეს ვყოფილვარ,-უხერხულად შეიშმუშნა, ამ სიტყვების თქმისას სკამზე თავს დაბმულივით გრძნობდა.-ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ხუთიოდე წლის წინ ვცეკვავდი. საკმაოდ წარმატებულიც ვიყავი, უბრალოდ თავის დანებება მომიწია, ფეხი ვეღარ ავუწყე და დღეს სრულიად უცოდინარი წარსვდექი თქვენს წინაშე.-ევამ ისე ამოიხვნეშა თითქოს მაისის თქეში ბორგავდა მის იასამნებით გადაპენტილ, ლურჯი ნისლით მოცულ სულში.- მაგრამ...
-ამის გადაჭრა მარტივად შეგვიძლია.-გამამხნევებლად გაუღიმა ბიჭმა.
გოგონამაც ღიმილით განაგრძო, მსმენელის დადებითმა დამოკიდებულებამ მხნეობა შემატა.
- მაგრამ ბალეტი ეს... ხელოვნებაა, აბსტრაქცია , უსასრულობა, სიგიჟე. ბალეტი თავისუფლებაა, ჩამოყალიბებული აზრია ზედმეტი სიტყვების გარეშე, ფრენაა ფრთების გარეშე, ისტორიაა მთხრობელის გარეშე. ბალეტი ყველაზე რეალური და არარეალური რამაა, თან ტყუილია, თან უზარმაზარი სიმართლე. იგი სიბრმავეა ზოგისთვის, თუმცა ხანდახან ბრმისთვის სინათლე ხდება. გააჩნია ვინ როგორ დაინახავს მას, თუ მარტო თვალებით უყურებ ვერ შეიცნობ წარმოდგენის არსს, ბირთვი ყოველთვის სიცრუითაა შემოსაზღვრული, მხოლოდ გარე ფასადის დანახვა, ხედვა არ არის. თუ გინდა მიაღწიო სრულყოფილებას შენ... განუსაზღვრელი, უმართავი და დაუოკებელი უნდა იყო. როგორც სხვებისთვის ისე საკუთარი თავისთვის.- საუბრის დასასრულს გოგონას ხმა სამრეკლოს ზარის რეკასავით ჟღერდა.
ევას ყოველ სიტყვაზე უფრო და უფრო უბრწყინდებოდა სახე რაღაც ამოუხსნელი, არამიწიერი შუქით და კანი შიგნიდან ენთებოდა.
ბეშქენი ხვდებოდა, როგორ უყვარდა ევას ეს გამომეტყველება, როგორ უყვარდა როცა ევა აღრფრთოვანებით საუბრობდა.
ევა სანაია იყო ადამიანი, რომელიც ყოველივე საგანს თავისი სიტყვით ოსტატურად ამკობდა და საგნის რეალურ არსს მნიშვნელობას წამში უკარგავდა. ევას შეეძლო ჰიპნოზში შეეყვანა მსენელი თავისი დამაჯრებელი ტონით, ერთდროულად შემტევი, აგრესიული და ამასთანავე ნაზი, ალერსიანი დამოკიდებულებით გაიძულებდა გერწმუნა ყოველივე, რასაც მონდომებით ჩაგაგონებდა.
გაგი და ბეშქენი უყურებდნენ როგორ ცვლიდა მის მშვენიერ სახეს ემოციების კალეიდოსკოპი, უსმენდნენ მას, იხიბლებოდნენ ევას მჭერმეტყველებით, თავდაჯერებით, ყოველი სიტყვით გამოხატული უსამზნო თვისუფლებით.
მკრთალი სინათლე თხელ, ბურუსის ვერცხლისფერ ფარდაში ახვევდა გოგონას გედივით კისერს, ნახევრად ანათებდა მაღალ ყელს და ლავიწის ძვლებზე გრაფიტივით მუქ ჩრდილებს წარმოქმნიდა. ქვიშისფერი თმა ნათურაში არსებული უწვრილესი, ვოლფრამის ძაფივით ოქროსფერ ტონალობას იღებდა. მუქი ხოხბისფერი კულულები მის შიშველ ზურგს ეალერსებოდნენ, ერთ მათგანს, ალბათ ყველაზე თავხედს ლავიწის უფსკრულში გადახვეწა მოსდომებოდა.
ბეშქენს მთელი არსებით უყვარდა ევა, ახლა მის ძარღვებში, სისხლთან ერთად სიამაყეც ჩქეფდა, ევა მას ეკუთვნოდა, თავიდან ფეხებამდე და თვითონაც ევას კუთვნილება იყო.
უყვარდა კი არა შეპყრობილი იყო მისით!
ასეთი გატაცებული, რომ არ ყოფილიყო ევას მოსმენითა და მისი ცქერით, აუცილებლად შეამჩნევდა გაგის მზერას, რომლის დამალვაც ბიჭს არ უცდია და ალბათ ამის შენიღბვა მის ძალებს აღემატებოდა კიდეც. დარბაზში მყოფთ გაოცება ურბენდათ სახეზე, ისინი გრძნობდნენ რაღაც დაძაბულობას რაც ატმოსფეროს ეპარებოდა. ევა მეორე ანდრონიკაშვილსაც აოცებდა. თავდაკარგული გაგი ნატვრით უყურებდა ქალის თმებს და შურდა იმ თმების,ისინი თავისუფლად ეხებოდნენ ღია ვარდისფრად აყვავებულ ატმებს გოგონას ჩამოქნილ, თეთრ ღაწვებზე. სიფრიფანა, მაქმანებიანი, გაცრეცილი ცისფერი კაბის ქვეშ , ზურგზე აბიბინებული მწიფე ხორბალს ელამუნებოდნენ.
საოცარი კაბა იყო, თითქოს აპრილის სუნთქვა ეხვეოდა ზედ. სოსანიფერი, თხელი და ფრიალა ნაჭერი ლამაზად ეფინებოდა მთელ სხეულზე. ერთი პატარა, მკლავისხელა გოგონა იყო, თუმცა გრძელ კიდურებს სასურველი ფორმა მიეცათ მისი სხეულისათვის.
ევა მათ თვალწინ გადაიქცა გასასკდომად დამწიფებულ კვირტად.
-რატომ გინდა შენც იცეკვო?-ბეშქენმა შეყვარებულის ტყისფერ თვალებს თავისი ფართო ღიმილი შეაგება.
- თავისუფლება და სრულყოფილება მწადია.
-ერთი მიზეზი რის გამოც აქ დგომას იმსახურებ:-გამომცდელად გაუღიმა ბიჭმა.
ევა ჩაფიქრდა, თითქოს დაიბნა კიდეც წამით. მის ლამაზ სახეზე უცნაურმა ჩრდილებმა გადაირბინეს სტვენით.
-მე.-მტკიცედ თქვა ევამ.-მე ვარ მიზეზი. როცა ასე ძლიერად მინდა, ესეიგი მზად ვარ მსხვერპლზე წავიდე და როცა ხელოვნებისთვის მსხვერპლზე მიდიხარ, ანუ შენ ღირსი ხარ, რომ ემსახურო ხელოვნებას.
ევასთვის მუსიკა გაისმა, ევაც ვარდის ფურცელივით გასრიალდა სცენაზე, ხელებს შლიდა, ტრიალებდა, ჰაერში ხტოდა.
ამ უზუსტო მოძრაობებში სულ სხვა გრაცია, სულ სხვა სულისკვეთება, ეშხი და სილამაზე იკვეთებოდა.
როგორც იტყვიან : არაფერი რთული, მაგრამ ყველაფერი გენიალური.
-რას ფიქრობ?-გადაუჩურჩულა გაგიმ ძმას.
-უბრალოდ საოცრებაა!-ბეშქენმა ძლივს შეიკავა თავი ბიჭისთვის ევას ვინაობა არ გაემხილა, უბრალოდ არ სურდა მიკერძოებასთან ჰქონოდათ საქმე. თანაც ევა გემრიელად გამოლანძღავდა, ნეპოტიზმს ვერ იტანდა.
ევას ტანი, ეს ხელოვნების ნიმუში, მარმარილოს ქანდაკებასავით ჩამოსხმული, მარგალიტისფრად ნაძერწი სხეული უკანასკნელად შეირხა, უხილავ პარტნიორს შემოეხვია და შემობრუნდა.
-გმადლობთ ყურადღებისათვის!-ყაყაჩოსფრად აელანძა სახე.
-რა გინდა ევა?!-კიდევ ერთხელ ჩაეკითხა გაგი. დანებების უფლებას არ მისცემდა, მხოლოდ ერთი, მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებდა სასურველ მიზნამდე ევას.
-მინდა არამიწიერი ვიყო.- სუფთა და შეურყვნელი, ფრესკიდან გადმოხატული თვალები სახიფათო ცეცხლით აევსო ევას.- მინდა საკუთარ თავს ვაჯობო.
და აი, ისიც!
ჟინი!
მის ნაძვისფერ თვალებში ჟინი ჩანდა.
იყო მასში რაღაც სახიფათო.
რაღაც საოცრად შემაშფოთებელი.
ცარცისფერ ღაწვებზე მარგალიტისფერს შიგნიდან წაეკიდა ბროწეულისფერი ალი.
გაგიმ ხელოვანის თვალით შეხედა ყველაფერს. ნიას საუკეთესო კანდიდატად აღიქვამდა მანამ, სანამ ევა არ იხილა.
ნიას ზამთრის სუსხი სდევდა. ზაფხულის ცეცხლოვანი ალი ერტყა.
მაგრამ სიღრმე აკლდა, უფრო საკუთარი ბოროტებით იწვოდა.
ევას ჰქონდა გაზაფხულის უმანკოება, ზაფხულის ვნება, შემოდგომის სევდიანი მელაქოლია და ზამთრის..
იქნებ ბოროტება?
ეს ჟინი არ ჰგავდა უწინდელ გამომტყველებას, კეთილშობილი ქალწულის თვალებს. ევა ინ იანის, შავისა და თეთრის ბალანსივით იყო.
იდეალური.
-შეძლებ მთავარ პარტიას?-პირდაპირ შეეკითხა გაგი. საზოგადოება და თავად გაგიც სიტყვათა კრებულით გადმოცემული შეთავაზებისაგან გაშრა.
-კი, მაგრამ...-მთლად დაიბნა ევა.
დილით ისიც ვერ წარმოედგინა, რომ ვინმე თეატრში აიყვანდა, ბუნდოვან ოცნებასაც კი ძლივს ბედავდა მთავარ პარტიაზე.
რაღაც შეიცვალა მის არსებაში და შიშნარევი სიხარული ქარიშხლიანი ზღვასავით ერთიანად აზვირთდა.
-მე შენში ვხედავ ამას, უბრალოდ ოთხივე დროს ვხედავ.-დაუფიქრებლად წამოისროლა გაგიმ.
ბეშქენი გამეხებული იყო.
ამას არ ელოდა.
ევამ ღრმად ჩაისუნთქა და...
დახედა თავის სუსტ ტერფებს, მიუჩვეველ კუნთებსა და მყესებს, ძვლებს. გადაავლო თვალი ბალერინთა დრეკად სხეულებს, რომელთა შორისაც იგი გაქვავებული ცომის გუნდასავით მოუქნელი ჩანდა და ცხადად წარმოუდგა ეკლებით დაფარული გზა, გზა სადაც საკუთარი თავი უნდა შეექმნა, ნამსხვრევებისგან აეწყო და ეპოვნა.
-შევძლებ!
კვირტი გადაიხსნა და ნუშის ყვავილი მთელი თავისი ბრწყინვალებით გაიშალა.
* * *
„რა ვქნა, ისევ შურია და მტრობა,
ალბათ ქარი გადაუვლის მაღლობს.“
ტ.გრანელი.
***
-ეს უსამართლობაა!- ერთხმად ბუზღუნებდა კულისებში შეჯგუფებული ოცდაცხრა გოგონა.
-რატომ ხვდა ეს როლი წილად? არაფერი გაუკეთებია!-ცოფებს ყრიდა ქერა.
-ნუ ღელავთ, თუ რამეა, ხომ უთხრა შემიძლია ჩამოგართვა და სხვას მივცეო.-ამშვიდებდა მეორე ქერა.
-დათმობს?
-ერთ წელში ვერაფერს მოახერხებს, ძალიან გაუჭრდება.-უკმეხად განაცხადა ნიამ, თან ღვარძლიანად დასძინა-ამ შემთხვევაში, ბექენის შეყვარებულის სტატუსი ვერ უშველის.
-ისე არც გაგი ჩამოუვარდება თავის ძმას, რადგან ბეშქენი დაკავებულია ბედი მასთან უნდა სცადო ნი!- რომელიღაცამ გესლიანად დაილაპარაკა.
ნიამ გაიღიმა, ვითომ ხუმრობადაც არ უღირდა ეს სიტყვები, სინამდვილეში კი პირდაპირ გულზე წაეკიდა და გამწარდა.
-არა მგონია, ვფიქრობ ევას ახალი თაყვანისმცემელი ეყოლება.-ჩაიცინა ვიღაცამ.
-თქვენც შეამჩნიეთ? გაგის ევა მოეწონა! ისე უყურებდა როგორც მტაცებელი-მსხვერპლს.-წამოიძახა წითურმა, სარკეში თმის ხვეულები გაისწორა და წითელი პომადა გადაისვა.-შეიძლება მხოლოდ მუზაა, მაგრამ ზედმეტად საშიში მზერა ჰქონდა, ვფიქრობდი ახლა ჩანგალას დაასობს და შეჭამს მეთქი!-ჩაიცინა მან.
ნიას სულაც არ ეცინებოდა, ჩანთაში იქექებოდა და აწითლებულ სახეს მალავდა.
-უნამუსო გოგოა, ერთი შეხედვაც კმარა მისი პიროვნების გამოსაცნობად. ყველას ეპრანჭება და ემანჭება, ნებისმიერს კისერზე ეკიდება. არადა, ვითომ უგულოა. ცივი, ყინულის დედოფლის როლს თამაშობს! გული მერევა მასზე!-მკვახედ წაიბურტყუნა ნიამ.-არც გვიკადრა, სადღაც აორთქლდა.-დანაშაულივით გააჟღერა მან.
-ჩვენსავით კი არ ჰქონდა ტანსაცმელი გამოსაცვლელი! თან სასცენო მაკიაჟის მოშორებაც არ სჭირდებოდა.-შავთმიანმა, პირმრგვალმა და ტანდაბალმა გოგონამ წყენით შეხედა ნიას მოკუმულ ტუჩებს.
-ჰო, პირდაპირ ისე მოეთრა როგორც უნდოდა.
-ნია! კმარა! ევას არ აქვს ბალერინას ტანისამოსი, წინასწარ ხომ არ იყიდდა როცა არ იცოდდა აიყვანდნენ თუ არა?! აქ პირდაპირ ლექციიდან მოვიდა!-შავთმიანი გოგონა გაცხარდა.
-ოჰ, ძაღლს პატრონი გამოუჩნდა! რა იყო ანეტა, რატომ იცავ ასეთი თავგამოდებით?!-დაისისინა ნიამ.
-არ ვიცავ ნია!-მიუგო ანეტამ.-მეც არ ვთვლი, რომ ერთი მზერის გამო მთავარ პარტიას იმსახურებს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ეს გაგის გადაწყვეტილება იყო! როცა ევა დაინახა აშკარად ეყობოდა, რომ მანამდე არასოდეს შეხვედროდა მას. შეიძლება ბეშქენს ძმა ევას აყვანაზე დაეყოლიებინა, მაგრამ მთავარ პარტიას ვერაფრით ვერ მოსთხოვდა! ევა აქ გულწრფელად მოვიდა, ისე როგორც სრულიად გამოუცდელი მოხალისე. მან არაფერი იცოდა!
-მშვენივრად მოეხსენებოდა! რა გააკეთა მთავარი როლისთვის?
-ილაპარაკა, თანც გადასარევად, იცეკვა სასიამოვნოდ და ძალიან ლამაზია, აქვს ფაქტურული, სახასიათო გარეგნობა ოთხივე პარტიისათვის.-ისევ ეს გესლიანი ხმა.
-ანდაც უბრალოდ ბეშქენს ძალიან ასიამოვნა.-რისხვით ჩამოისვა ნიამ მუქ თმაზე სავარცხელი.-შეიძლება გაგისაც, არ გამიკვირდება!-გოგონამ ყველას თვალი აარიდა და თავის უკვე გაჩეჩილ თმას ხელახლა დაუწყო წეწვა.
-თმას სულ ნუ გაიპუტავ!-ისევ წითურმა დაიწყო.
-ოპ, ოპ, შენებური მეთოდიკა ყველას არ აქვს.-გესლიანი გოგონა არ ჩერდებოდა.-ძალიან ლამაზი და ნიჭიერი ხარ პატარა ნიი, თუმცა მას ვერ გაუტოლდები, ის შენზე უკეთესია ნია, სიმართლეს თვალი გაუსწორე!
-არაფერიც!-ლამის სარკე მიამსხვრია ნიამ, მოჩვენებითი თავდაჯერება სადღაც დაკარგა და ნაღმივით აფეთქდა.-სად წაეთრა, შემედაროს აბა! სილამაზე ცეკვაში ჩადოს! უნიჭო ხე!-ილანძღებოდა გოგო.
- ბეშქენი სახლში წაიყვანდა-გამოსძახა წითურმა.
-ვითომ რატომ?-აიმრიზა ნია.-ისე დააბრძანებენ თითქოს ვიღაც ახლაბედა კი არა შავი გედი იყოს!
წითელთავამ ბრძნულად მოიფხანა ნიკაპი და მცირეოდენი ფიქრის შემდეგ თქვა:
- ევა მოცეკვავე კი არა მომავალი სოციოლოგია, ალბათ ცეკვისთვისაც საათები აქვს გამოყოფილი და ახლა განრიგს ადგენენ. შესაბამისად ეჩქარება და კულისებში სამასლაათოდ არ სცალია. გარდა ამისა, შეყვარებულს ზოგადად სახლში აცილებენ ხოლმე, ამაში უცნაური არაფერია!-ცინიკურად დასძინა მან.
-ჰოდა მეც მანდ ვარ!-ბრალდმებელივით გაიშვირა ნიამ თითი.-წყეული მეტიჩარა! იქ ეტენება სადაც მისი ადგილი საერთოდ არ არის! თითოეულუმა ჩვენგანმა წლები შესწირა კარიერას, წლები!-მგზნებარედ წამოიძახა მან. გოგოებს მედიდურად გადახედა, აქაოდა, ცოტა თვქენც დამეხმარეთო.- რამდენი ტანჯვა გამოვიარეთ აქ მოსახვედრად?! დაგავიწყდათ ტერფებზე გადამძვრალი ტყავი, გადაყვლეფილი თითები, ფრჩხილების ჩაბრუნება, ძირში მომტვრევა, გასისხლიანებული ფეხები, კუნთებისა და მყესების ტკივილი და რავიცი! ყველაფერმა ჩვენს თავზე გადაიქროლა და მერე ერთიანად გადაიმტვრა! და ამ დროს ევამ უბრალოდ გაშალა ფეხები, თვალები მინაბა და ადგილი გაინაღდა!
მის რისხვაში იმოდენა ბოროტება იდო, რომ გოგოები შეზარა ნიას გაგიჟებულმა სახემ.
-ნი, მშვიდად! შურს არავისთვის არ მოუტანია სიკეთე.-დასცინა ისევ პირველმა ქერამ.
-მოკეტე!-შეუღრინა საპასუხოდ.- რა უნდა მშურდეს?ყველას საწყალი, საყვარელი თოჯინა გგონიათ, არადა ნამდვილი მზაკვარია!
სხვათაშორის, იყო ამ რისხვაში სიმართლეც.
- რაიცი?! ყველა შენნაირი ნუ გგონია ნია!-განაჩენივით გაიჟღერა პირველი ყვითელთავას ხმამ.
-მუხლებზე რა გჭირს ანაბელ?-გველურად ჩაიცინა ნიამ. ოქროსფერთმიან ბარბის, უწვრილეს ფეხებზე, მუხლისთავების თეთრი კანი გაწითლებული, გაუხეშებული და ნატკენი ჰქონდა.
-დავეცი.-ანაბელი წამოწითლდა, დაიბნა და რატომღაც თავი დახარა.
-საწყალო!-თანაგრძნობით გაუღიმა ნიამ.-ალბათ რა მტკივნეული იყო ბატონი იგორის სახლში, პირდაპირ მის იატაკზე მუხლებზე დამხობა.-ცინიკურად საუბარს არ წყვეტდა ნია.-პირიც ხომ არ გტკივა შემთხვევით? თითქოს შესიებული გაქვს.
ანაბელს თვალები აეწვა და სირცხვილისაგან მთლიანად ჭარხლისფერი დაედო.
- უბრალოდ წარმატებისაკენ მივისწრაფი ნია! შენ კი არ გგავარ! ამას საკუთარი ვნების დასაოკებლად არ ვაკეთებ! სხვის საქმეში ჰყოფ ლამაზ ცხვირს და თავადაც არ ხარ პატიოსნების შუქურა!-დაუკივლა ანაბელმა.
კულისებში ხარხარი ატყდა. ნიამ ბრაზით შეაქცია ზურგი საზოგადოებას და გარეთ გამოვარდა.
-მაშინ მიდი და წარმატებისათვის ყველაფერი გააკეთე!-მოაძახა.-ყველამ, ყველამ მიბაძეთ! სულელებო!
არცერთ მათგანს არ დაუნახავს მუქ თვალებში გამომკრთალი ბოროტების ნაპერწკალი.
გოგონამ დასაკეცი სარკე ამოიღო და ჰარმონიულ ნაკვთებს გაუსწორა თვალი.
-მე მასზე ლამაზი ვარ, ათასჯერ უკეთ ვცეკვავ, მე მოცეკვავე ვარ, ბალერინა, ევა კიდევ არარაობაა!
მედიდურად ჩაჯდა თავის მანქანაში და გზას ჯიქურ მიაშტერდა.
დღეიდან ევამ უსასტიკესი მტერი გაიჩინა.
მას ნია გიორგაძე ერქვა.
* * *
„ და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ!“
გ. ტაბიძე
* * *
გაგი ნერვიულად ისვამდა ქოჩორზე ხელს. გონებაში ევას გასაცნობად უამრავი გეგმა შეიმუშავა. გოგონა ფურცლებაჩრილი იდგა კუთხეში და სხვა მხარეს იყურებოდა.
გაგიმ პირი დასაძახებლად გააღო.
ამდროს ოთახიდან ბეშქენი გამოქანდა, ევა ბეშქენს ზედ მიაფრინდა, ბიჭმა ჯერ მთელი სახე დაუკოცნა, მერე ხელში აიტაცა და ბოლოს ვნებიანად აკოცა.
გაგის გულში ჟანგიანი დანა ჩასცეს,
ევა როგორც იქნა მოსწყდა ბეშქენის ტუჩებს, პომადა გადასცლოდა , სამაგიეროდ ახლა უკვე შესივებული და ბუნებრივად აწითლებული იყო მისი ბაგეები.
-წარმოუდგენელია!-სიხარულით შესძახა გოგომ.-მადლობა მადლობა!-პატარა ბავშვივით ჭყლოპინებდა.
- ვიცოდი, ვიცოდი, რომ შენ ეს შეგეძლო!-ბიჭი ისევ მის ტუჩებს დაეწაფა.
-შენ მაიძულე! ამისთვის სიცოცხლის ბოლომდე შენი მოვალე ვიქნები!
-ევა,-კვლავ მოფერებით თქვა ქალის სახელი.
„შენი ყოველი ამოსუნთქვა, ყოველი გაღიმება, ყოველი ცრემლი ჩემი საჩუქარია. მე ვარ შენი მოვალე.“ ფიქრობდა ბიჭი და ხმას არ იღებდა. ევას მკრთალ კანქვეშ მოვარდნილი, ცეცხლისფრად ალანძული სისხლის ცქერით ტკბებოდა. მოცახცახე ალი ფართხალებდა გოგონას ამოუცნობ თვალებშიც, რომელთაც თბილი ოქროსფერი გადაჰკრავდა ჩამავლი მზის შუქზე.
-უუხ!-ესღა ამოილაპარაკა ევამ და ისევ გადაეხვია.-ღმერთო, მზად ვარ განტევების ვაციც ვიყო, დასაკლავი გოჭიც, საახალწლო ინდაურიც და რავიცი!-ენას არ აჩერებდა აღფრთოვანებული გოგონა, ლაპარაკის საღერღელი აშლოდა და ვეღარ ჩერდებოდა.
-მე კიდევ მართლა უნდა გამოგაბა თოკი!-გადაიხარხარა ბეშქენმა და ლოყებზე უჩქმინტა.
-ჰომ იცი რომ ვერ ვიტან როცა ასე მელაქუცები!-გაიბუსხა ევა.-თავი პატარა კნუტი მგონია!
-არაუშავს, გადაიტან! აკი ვალში ვარო?-თმები აუჩეჩა ბიჭმა.
-მე კიდევ გაჩეჩვა მინდა?-თვალები გადაატრიალა ევამ და ისევ აიბზუა ტუჩი.-აკი მე ვარ შენი მოვალეო?!
-ახლა, მთლად ნუ გაივაკებ რა!-დასცინა ბეშქენმა და ისევ დაატრიალა.
შეყვარებული წყვილი გაუჩერებლივ ბზრიალებდა
-იცოდე, პირდაპირ შენს ძვირფას ტანსაცმელზე ვარწყევ თუ ნაჭრის თოჯინასავით ჩემს აქეთ-იქეთ პროწიალს არ მორჩები!-დაიქადნა ევამ და შექანდა.
-უმადური თხა!-წარბები აწკიპა ბიჭმა.
-კოჭლი ცხვარი!-ნიშნიმოგებით გამოუყო ენა გოგონამ.
-იცოდე, ენას ამოგაცლი!-ლოყებში ჩაავლო ხელი ბეშქენმა.
-თითებს მოგამტვრევ!-ბრაზით წაისისინა ევამ.
გაგისთვის სამყარო დროებით გაჩერდა. ერთ წერტილში გაიყინა.
ცოტა ხნის წინ ეს ქალი, ეს პატარა გოგონა ერთი ნახვით, გაგიჟებით, ჭკუის დაკარგვამდე შეუყვარდა,(საკითხავია შეუყვარდა, თუ უბრალოდ წარმოუდგენლად მოეწონა და ამოიჩემა)?!
ევა ვინ იყო?!
მისი ძმის შეყვარებული.
ენა ეწვოდა გაგის, თითქოს გახურებულ შანთს ჩრდიდნენ პირში, ეწვოდა ენა ყველა მიცემული რჩევსათვის, გულზე ვიღაც გაცხელებულ, რკინის ხელს უჭერდა, გადამდნარ ტყვიას ასხამდა ზედ.
ამქვეყნად დარჩნენ სამნი: ბეშქენი, ევა და გაგი.
შეუძლებელი მოხდა:გაგის მთელი სულითა და გულით შესძულდა თავისი ძმა, ძმა რომელსაც არ შურდა აბრეშუმის თმების, იმიტომ, რომ თვითონაც შეეძლო თმების ადგილზე ყოფნა, ალბათ იმ თმის სურნელსაც ადვილად შეიგრძნობდა.
რა ბანალური ამბავია არა?!
მკითხველო, იქნებ ფიქრობ რაოდენ გადაცვეთილ თემას ვეხებით, ნუთუ მართლა ხდება მსგავსი რამო?
დიახ, ზოგჯერ ასეთი უცნაური ამბებიც ისხამენ ხორცს უკვე ათასჯერ დანაცრულ ჩონჩხზე.
ახლა ერთ ძმას შურდა მეორის.
ამ ფიქრისათვის საკუთარი თავიც შესძულდა.
„დაივიწყე ევა!“ გასცა ბრძანება.
-ჰეი!-ხელი დაუქნია ბეშქენმა.-გაგი, ჩვენი რჩეული ჩემი შეყვარებულია, გაიცანი.
გაგიმ ნაძალადევად გაიღიმა.
-სასიამოვნოა, ბევრი მსმენია თქვენზე.
-ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, მეც ბევრი მსმენია თქვენ შესახებ.- თვალები აუციმციმდა ქალს.
„არა, რატომ არის მისი ხმა ასეთი? საერთოდ რატომაა ასეთი?“
გაგის, ხელის ჩამორთმევისას მთელს სხეულში ელექტრომუხტმა გაუარა.
ევას ღიმილმა ცაზე მზეც კი დააბნელა.
და მაშინ ალბათ სიყვარულზე უარესი რამ მოხდა.
გაგი არ დაუთმობდა ევას ბეშქენს, ის უბრალოდ ჯიბრში ჩაუდგებოდა მას.
თითქოს ევა მორიგი სათამაშო იყო, რომლის წართმევაც მთელი სულითა და გულით სურდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ანა_კონდა

ვაუ heart_eyes ველი გაგრძელებას heart_eyes

 


№2  offline წევრი witchy spirit

ანა_კონდა
ვაუ heart_eyes ველი გაგრძელებას heart_eyes

ძალიან მინდა მეც გაგრძელება, ახალი თავი მალე იქნება <3 უღრმესი მადლობა და იმედი მაქვს სხვებსაც მოეწონებათ და გააქტიურდებიან <3

 


№3  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

მმმ ძალიან საინტერესოოაა..)))
როგორ შეიძლება ამ ისტორიამ მკითხველი არ დააინტერესოს...))♡♡
ჩავიფერფლე ისე მომეწონა...♡♡
წარმატებეები შენ და მოუთმენლად ველი მეორე თავს..)))♡♡♡

 


№4  offline წევრი witchy spirit

MÔDÎLÎAŇI
მმმ ძალიან საინტერესოოაა..)))
როგორ შეიძლება ამ ისტორიამ მკითხველი არ დააინტერესოს...))♡♡
ჩავიფერფლე ისე მომეწონა...♡♡
წარმატებეები შენ და მოუთმენლად ველი მეორე თავს..)))♡♡♡

უღრმესი მადლობა მართლა <3 მალე იქნება ახალი თავი უკვე გავგზავნე. იმედია მართლა დააინტერესებს ვინმეს, ჩემთვის თითოეული მკითხველი წარმოუდგენლად ღირებულია

 


№5  offline წევრი ნინ იი

ძალიან საინტერესოდ და ხარისხიანად წერ ????????????????????????????????

 


№6  offline წევრი witchy spirit

ნინ იი
ძალიან საინტერესოდ და ხარისხიანად წერ ????????????????????????????????

ძალიან დიდი მადლობა <3 გაგრძელება შეგიძLიათ იხილოთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent